You are on page 1of 1

ანა კახიძე

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის


მოგვარება აუცილებელია, რადგან რუსეთის გარეშე საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია.

XXI საუკუნეში მწავავედ დგას რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხი, ზოგადად


რუსეთ- საქართველოს ურთიერთობა ყველა დროის მწვავედ დაპირისპირებულ
სახელმწიფოების ურთიერთობას ჰგავს, რომელთა შორის გამუდმებული კონფლიქტია .

ზემოთ მოცემულ დებულებას არ ვეთანხმები,ამდენად, ჩემი აზრით ყურადღება უნდა


გავამახვილოთ შემდეგ ფაქტზე: ერეკლე მეორეს მმართველობის დროს,1783 წლის 24 ივლის
რუსეთში, გეორგიევსკში, გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთის იმპერიასა და
ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომელიც დღემდე განხილვის საგნად ითვლება .
„შეცდომა თუ გამოსავალი?“. ამ ტრაქტატის წყალობით საქართველო გაძლიერების მაგიერ ,
დიდ განსაცდელში ჩავარდა, ისეთ განსაცდელში, რომლის მსგავსიც დიოგენეს ფარნით რომ
ვეძებოთ, ვერ ვიპოვით.

მერე მეორე, მაშინ,როდესაც XXI საუკუნეშიც კი, რუსეთი გვევლინება, როგორც იუდა, ის არ
მალავს თავის იმპერიალისტურ, მისწრაფებებს და შემოიფარგელბა ,კვლავ მკაცრი
პოლიტიკით, შესაძლებელია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება წარმოადგენდეს
ლაბირინთიდან გამოსასვლელ ნოეს კიდობანს? გავიხსენოთ კოლაო ნადირაძის 25
თებერვალი:“წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით,
შემოდიოდა სიკვდილი ცელით“.

გარდა ამისა, ყოველ დღიურად უამრავი პოსტი მხვდება სოციალურ ქსელში,თუ რა დაგვიშავა
რუსეთმა და რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, მასთან მოლაპარაკების წარმოებას?.
სერიუოზულად? რა დაგვიშავა რუსეთმა?ხალხნო ნუ მოიქცევით ურწმუნო თომას მსგავსად,
გავიხსენოთ 1770 წელი ღალატი ასპინძის ომში,1795 ღალატი კრწანისის ომში,1811
ავტოკეფალიის გაუქმება,1887 – დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა,ნუთუ ასე სწრაფად
დაგავიწყდათ 9 აპრილის ტრაგედია, ან 2004 და 2008 წლებში წარმოებული ომი?და ეს
მხოლოდ კონკრეტული თარიღები, რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა.

დასკვსის სახით კი შეგვიძლია ვთქვათ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის


მოგვარება არ არის არიადნეს ძაფი.

You might also like