You are on page 1of 119

მადონა ქებაძე

ლევან კახთა მეფე

1
შესავალი, წყაროებისა და ლიტერატურის მიმოხილვა

უნდა აღინიშნოს, რომ XVI ს. კახეთის ისტორიის ცალკეული საკითხები მრავალ


ნაშრომშია გაშუქებული, მაგრამ უშუალოდ არ არსებობს ცალკე მონოგრაფია კახეთი
XVI ს. I ნახევარში ანუ კახეთის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორია
ლევანის მეფობის პერიოდში.
ამ თემის ვრცლად შესწავლა მრავალმხრივაა საინტერესო და საჭირო თუნდაც
თანამედროვე ვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ნაშრომი გამოდის
კახეთის ისტორიისა და საერთოდ საქართველოს შესახებ.
ეს თემა აქტუალური გვეჩვენება იმ მხრივაც, რომ საქართველოს რეალური
დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ახლანდელ ბრძოლაში იშვიათად როდი
წამოიჭრება ხოლმე მისი ცალკეული რეგიონების თავისებურებათა მაჩვენებელი
ნიშნები, რასაც თანამედროვე ეროვნულ-სოციალური განვითარების რიგ მომენტებთან
ერთად ისტორიული საფუძველიც მოეპოვება.
კახეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან. ეს
ურთიერთობები საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა. იცვლებოდა რა თქმა უნდა
რუსეთის სასარგებლოდ. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც არის კახეთ-
რუსეთის ურთიერთობა XVI საუკუნეში.
ხოლო ეს ურთიერთობა დღესაც მეტად მძიმე რგოლია დღევანდელი ჩვენი
ქვეყნის საგარეო ურთიერთობის ჯაჭვისა.
როცა ყელსაბამის ძაფი გაწყდება და მძივები ცალ-ცალკე დაცვივა, ყელსაბამი
წყვეტს არსებობას, თუმცა მძივებს არაფერი აკლდებათ, მძივებადვე რჩებიან. ასეა
ყოველი ერი, როცა მას არაფერი აერთიანებს, ერი აღარ არსებობს, თუმცა ცალკეული
წარმომადგენლები ამ ერისა შეიძლება შესანიშნავადაც გრძნობდეს თავს.
დღეს ქართველი ხალხი ძაფგაწყვეტილ ყელსაბამს და ცალ-ცალკე დაცვივნულ
მძივებს ჰგავს1... აკაკი ბაქრაძის ეს სიტყვები დღევანდელობის უტყუარი სურათია.
იქნებ დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ შეიგნოს ჩვენი ქვეყნის
დღევანდელი მდგომარეობა და მოიძებნოს ის გზები და საშუალებები, რომ მოხდეს
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აღარ განმეორდეს წარსული და
საბოლოოდ მოვაგვაროთ ჩვენ დიდ ჩრდილოელ მეზობელთან (`დიდ რუსეთთან~)
ურთიერთობა.
დღეს, XXI ს-ის გადასახედიდან ეს ურთიერთობა უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენმა
ქვეყანამ არ დაკარგოს თავისი ეროვნული და სუვერენული დამოუკიდებლობა,
გაიაზროს და `ათასჯერ გაზომოს~ წარსულის მაგალითები და ისე გამოიტანოს
სამომავლო დასკვნები.
ვფიქრობთ, ეს ნაშრომი გარკვეულ მინიშნებას მისცემს ჩვენი ქვეყნის
ხელისუფალთ, რომ უკეთ მოაგვარონ ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან,
განსაკუთრებით კი რუსეთთან. ეს პრობლემა კი დღეს .მეტად აქტუალურია.
წინამდებარე ნაშრომი ეფუძნება წერილობით პირველ-წყაროებს თუ
ისტორიოგრაფიულ გამოკვლევებს, რომელთა მიმოხილვამ უნდა გვიჩვენოს, რა არის
შესწავლილი და რის შესწავლაა საჭირო XVI ს-ის I ნახევრის კახეთის ცხოვრებისა, მისი
საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და კულტურის ისტორიის გასაშუქებლად.
ამ თემაზე არცთუ მრავალრიცხოვანი საისტორიო პირველწყაროებია
შემონახული, ის რაც არის, უმთავრესად დაცულია საქართველოს მეცნიერებათა

2
აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, საქართველოს
ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში და Aა.შ.
არა ერთი დოკუმენტური წყარო გამოაქვეყნეს მ. პოლიექვტოვმა2, თ.
ჟორდანიამ3, ს. კაკაბაძემ4, ვ. ჩოჩიევმა5, მ. თამარაშვილმა6, აკ. კლიმიაშვილმა7 და
სხვებმა.
კახეთის სოციალური, პოლიტიკური თუ საეკლესიო ისტორიის ზოგიერთი
საარქივო წერილობითი საბუთი ჩვენც მოვიძიეთ, რომელიც გაცემულია ლევან და
ალექსანდრე II-ის, ავ-გიორგის მიერ და ა.შ.8
არსებითად საისტორიო წყაროს მნიშვნელობა აქვს `ახალი ქართლის ცხოვრებას~,
ვახტანგ VI-ის მიერ შექმნილმა `სწავლულ კაცთა~ კომისიამ რომ შეადგინა ბერი
ეგნატაშვილის მეთაურობით. უფრო მნიშვნელოვანია ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომი,
რომლშიც კახეთს ცალკე თავი აქვს დათმობილი. კახეთის ისტორიის მნიშვნელოვანი
ცნობებია მხატვრულ ლიტერატურულ ძეგლებში, მაგალითად, არჩილის თხზულებაში-
--გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა9.
უცხოელ მეცნიერთაგან არაერთი მკვლევარი შეხებია კახეთს, როგორებიც იყვნენ
ისქანდერ მუნში10, ჰასან რუმლუ11, იბრაჰიმ ფეჩევი12, გიულდენშტედტი13 და სხვ.
როგორც ცნობილია, ივ. ჯავახიშვილის შემდეგ ნ. ბერძენიშვილმა ჩაუყარა
ფართო და მკვიდრი საფუძველი გვიანდელ შუა საუკუნეთა საქართველოს, კერძოდ,
კახეთის სოციალურ ურთიერთობათა შესწავლას მთელ რიგ ფუნდამენტურ
გამოკვლევებში14.
კახეთის ადრინდელი ისტორიის შესახებ მონოგრაფიული გამოკვლევები შექმნა
თ. პაპუაშვილმა, რომელთაც კახეთის გვიანდელი ისტორიის კვლევის-თვისაც დიდი
მნიშვნელობა აქვთ15.
ასევე კახეთის ისტორიას ეხება ზ. ედილი16, დ. მუსხელიშვილი17, ივ. ჯავახი-
შვილი18, ი. ცინცაძე19 და სხვ.
თავისი დროისათვის ამომწურავად არის გაშუქებული კახეთის გლეხობის
ისტორია ნ. ასათიანის სადისერტაციო ნაშრომში20 და მეორე სადოქტორო
დისერტაციაში XV-XVI ს.ს. კახეთის შესახებ21.
კახეთის ხუროთმოძღვრება გამოიკვლიეს გ. ჩუბინაშვილმა22და პ. ზაქარაიამ23,
ლ. ჭილაშვილმა კახეთის ქალაქების შესახებ შექმნა მონოგრაფია24, კახეთის
ისტორიული და პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხების შესწავლაში დიდი წვლილი
შეიტანა დ. მუსხელიშვილმა.25
კახეთის მთის მოსახლეობას თავის ნაშრომებში ადგილი დაუთმო ს. მაკა-
ლათიამ26, აგრეთვე ვ. ელანიძემ თავის სადისერტაციო ნაშრომში27.
და მაინც, მას შემდეგ, რაც აღდგენილია იმ დროის საქართველოს ისტორიის
ზოგიერთი სურათი, ზედმეტად არ ჩანს მის ცალკეულ რეგიონთა ისტორიის
კონკრეტული, მონოგრაფიული კვლევა, რათა კიდევ უფრო ნათლად იქნას
წარმოდგენილი მთლიანი საქართველოს დაშლისა და აღდგენის საშინაო და
საერთაშორისო პირობები, თუ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურ
კულტურული საფუძვლები.
სწორედ ამგვარი მონოგრაფიული ნაშრომის შექმნის ცდაა ჩვენი წინა-მდებარე
ნაშრომი, რომელიც ემყარება, უწინარეს ყოვლისა, XVI ს-ის I ნახევრის კახეთის
ისტორიის ანუ ლევანის მეფობის კვლევის ჩვენამდე მოპოვებულ შედეგებს, ზოგი
ფაქტის თუ მოვლენის ახლებურ გააზრებას, უფრო ვრცლად გადმოცემას, ახალი
მასალით შევსებას.

3
თავი I საქართველო XV ს-ის ბოლოს და XVI ს-ის დასაწყისში

$1. საქართველო XV ს-ის ბოლოს

XVს-ის ბოლოს დასრულდა მრავალსაუკუნოვანი, უშუალოდ კი ორასწლიანი


ბრძოლისა და შრომის შედეგად შექმნილი დიდი ქართული სახელმწიფოს,
საქართველოს გაერთიანებული სამეფოს დაშლის პროცესი. თავდაპირველად
საქართველოს მონარქიული სახელმწიფო ქართლის, კახეთისა და იმერეთის
სამეფოებად და სამცხე-საათაბაგოს სამთავროდ დაიშალა. XVI ს-ის შუა ხანაში მათ
სამეგრელოსა და გურიის თითქმის სრულიად დამოუკიდებელი სამთავროები
ამოუდგნენ გვერდში, უფრო გვიან კი აფხაზეთისა და სვანეთისაც. სამეფო
ხელისუფლების დასუსტების გამო `ძლიერ იყვნენ მთავარნი, ერისთავნი და
თავადნი~28.
XVI- XVII სს.-ის საქართველო, როგორც ერთიანი სახელმწიფო, კარგა ხანია აღარ
არსებობდა. ჯერ კიდევ XIV ს-ში ტერმინ `საქართველოს~ სრულიად რეალური
შინაარსი უდევს საფუძვლად. `საქართველოების~ მეფეები საქართველოს სამეფო
საგვარეულოს, ბაგრატიონების წარმომადგენლები, პირველ რიგში ქართლის მეფეები
ხელს არ იღებენ საქართველოს ერთ სამეფოდ შემოკრების იდეაზე. მაგრამ ის გარემოება,
რომ ქვეყანაში არ არის ცენტრალიზმით დაინტერესებული სოციალური ძალა, ნიადაგს
აცლის ამ იდეის განხორციელების საქმეს. პოლიტიკურ დაშლილობას ხელს უწყობდა
უკიდურესად არახელსაყრელი საგარეო ვითარება, ამასთანავე ეს ორი
ფაქტორი_საგარეო და საშინაო ერთმანეთს განაპირობებს, ურთიერთ-გადაჯაჭვულია.
სწორედ ამან გამოიწვია ფეოდალური საქართვლოს დაჩეხილობა, საწარმოო ძალთა
განვითარების დამუხრუჭება.
დაშლილ-დასუსტებულ საქართველოს მოკავშირენი განუდგნენ და მტრები
გაუმრავლდნენ: აღმოსავლეთიდან სპარსეთ-აზერბაიჯანი, სამხრეთიდან ოსმალეთი,
ჩრდილოეთიდან ადიღენი და ლეკნი, რომელთა ძალა თავისთავადაც დიდი იყო
ქართველთა ძალასთან შედარებით, მაგრამ ამ ძალას ქართულ სამეფო-სამთავროთა
წინააღმდეგობა და ურთიერთბრძოლა კიდევ უფრო აძლიერებდა.
ქვეყნის აღდგენა-განახლებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული
ზომები თუმცა ვერ უზრუნველყოფდნენ მდგომარეობას, მაგრამ მაინც მოპოვებული
წარმატება იმის მომასწავებელი ჩანდა, რომ ხანგრძლივ საშინაო და საგარეო
ხელსაყრელ პირობებს შეეძლო ქვეყანა განახლებისა და წინსვლის გზაზე გამოეყვანა.
სამწუხაროდ, ამ მოსალოდნელი აღმავლობის მაგიერ XV ს. II ნახევარში საქართველო
კიდევ უფრო უკან წავიდა. მთავარი დამახასიათებელი მოვლენა ამ პერიოდში უზომოდ
გაძლიერებული შინაფეოდალური ბრძოლა და საბოლოოდ ქვეყნის პოლიტიკური
დაშლა იყო.
ალექსანდრე დიდის სიცოცხლეშივე გამეფებული მისი ძე ვახტანგ III-ე (1442-
1446) მალევე გარდაიცვალა. იგი შეცვალა მისმა ძმამ გიორგი ალექსანდრეს ძემ. `ხოლო
იყო ესე გიორგი მეფე ყოვლითა სიკეთითა და სამღთო-სამÃედროთი სრული და
აღმკული, პირველს მეფობასა ბედნიერი და წარმატებული და წარმართებული, არამედ
შემდგომად უბრკმა ბრძოლისა სვიანობამან შარავანდე-დობისამან და განსქდა ჟამსა
სამეფო სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ~29_ ასე მოგვითხრობს ვახუშტი გიორგი VIII-
ის მეფობის დასაწყისს. გიორგი VIII-ე (1446-1466 წწ.) სრულიად საქართველოს
ერთმმართველ მეფედ იხსენიებს, მაგრამ მას უშუალოდ მხოლოდ იმერეთი, ქართლი და
კახეთი ემორჩილებოდა. დასავ. საქართველოს ტერიტორიაზე საბედიანოს (ამ დროს

4
აერთიანებდა სამეგრელო-აფხაზეთს) გურიასა და სამცხე-მესხეთის სამთავროები
თავიანთ დამოუ-კიდებლობას მკვეთრად ამჟღავნებდნენ. მათ ჰყავდათ საკუთარი ჯარი
და აწარმოებდნენ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. ამგვარად,
ერთიანი საქართველოს დაშლა აშკარად დაწყებული იყო. ყველაზე ადრე და ყველაზე
მეტად სრული განკერძოების გზას სამცხის სამთავრო დაადგა.
1447 წელს სამცხის მთავარს აღბუღა ათაბაგს ომი გაუმართა მისმა ძმამ
ყვარყვარემ (ვახუშტი ყვარყვარეს აღბუღას ბიძად მიიჩნევს[29, 289]) და ათაბაგობა
წაართვა. სამცხიდან ლტოლვილი აღბუღა გიორგი მეფეს შეეხიზნა. გიორგიმ ყვარყვარეს
წინააღმდეგ გაილაშქრა და აღბუღა ისევ მთავრად აღადგინა.
1451 წელს საქართველოში მოვიდნენ `ორმოცდა ათნი კატარ ღანი სავსენი სპითა
სულტან მურადისა, მაჰმადის ძისა~[29, 283], რომლთაც მოაოხრეს `ცხუმი და აფხაზეთი
და ზღვისპირნი~[29, 284]. ამის გამგონე გიორგი VIII-ე გაეშურა საქმეების
მოსაწესრიგებლად, მაგრამ `ვერა რაÁსაღა ეწია~[29, 284]---ასე მოგვითხრობს ვახუშტი.
ამავე წელს ე.ი. 1451 წელს მთავარი გახდა ყვარყვარე, რომელიც გეგმაზომიერად
შეუდგა საქართველოსაგან სამცხის ჩამოშორებას.
საქართველოს სამეფოს შიგნით გაბატონებული მტრობა და გამთიშველობა
მეტად დამღუპველი იყო საგარეო ვითარების დროს, როცა მას სამხრეთ-აღმოსავლეთით
ერთი-მეორეზე ძლიერი მეზობლები გაუჩნდა. საუბარია სპარსეთსა და ოსმალეთზე.
1453 წლის 29 მაისს ოსმალებმა შეუპოვარი ბრძოლის შედაგად დედაქალაქი
კონსტანტინეპოლი აიღეს და ბიზანტიის იმპერიაც მოისპო. ვახუშტი ამ ამბის შესახებ
ასე მოგვითხრობს: `კუალად ამისა ჟამსა შინა განრისხნა ღმერთი ქრისტიანეთა ზედა
ცოდვათა ჩუენ ქრისტიანეთათÂს და აღიღო სულტანმა მაჰმად კონსტანტინეპოლი~[29,
284]. ეს იყო კატასტროფა კულტურული მსოფლიოსათვის, განსაკუთრებით კი დიდი
უბედურება საქართველოსთვის. ბიზანტიის ნაცვლად, საქართველოს უშუალოდ
გაუმეზობლდა ძლიერი, აგრესიული და კულტურულად ჩამორჩენილი ოსმალეთი.
მას შემდეგ, რაც ანტიოსმალური ლაშქრობა ჩაიშალა და ვერ მოხერხდა
კონსტანტინეპოლის განთავისუფლება და 1459 წელს მეფე_მთავრებს შორის დადებული
ზავიც დაირღვა, მთავრებმა უფრო მეტად დაიწყეს დაუნდობელი ბრძოლა სრული
დამოუკი-დებლობისათვის. ამ დროს განსაკუთრებით აღსანიშნავია სამცხის მთავრის
ყვარყვარეს და იმერთა მეფის ქცევა.
1462 წელს გიორგი VIII ბაგრატის დასამორჩილებლად ჯარით გადავიდა
იმერეთში. ბაგრატს ერთგულად დაუჭირეს მხარი დასავლეთ საქართველოს მთავრებმა:
გურიელმა, დადიანმა, შარვაშიძემ, აგრეთვე ყვარყვარე ათაბაგმაც. თვით გიორგის
ხელქვეითმყოფ ლაშქარში ისევე, როგორც ადრე, ამჯერად ყველა როდი იყო თავიაანთი
მეფის გამარჯვების მოსურნე. ბრძოლა მოხდა იმერეთში, ქალაქ ჩიხორთან. გიორგი მეფე
ამ ბრძოლაში დამარცხდა.[21, 168-172]
1466 წელს მოკვდა ყვარყვარე და დაჯდა მისი ძე ბაადური37. ამავე წელს ბაგრატ
იმერთა მეფემ `შემოიკრიბნა სპანი თÂსნი, გარდმოვლო ლიხი და დაიპყრა ქართლი
ფებერვალსა შინა. ამის მხილველი განდგა დავითცა ნებით, ჰერ-კახთა, რათა არა
დაიპყრას ბაგრატ ჰერ-კახნიცა და იწყო წოდებად მეფედ კახთა დავით~[29, 287] ე.ი.
გიორგის განუდგა ბაგრატ იმერთა მეფე და ჰერ-კახნი დავითის მეთაურობით.
ამრიგად, საქართველოს მთლიანობის საწინააღმდეგო ძალები სულ უფრო მეტ
წარმატებას აღწევენ. ამ გამარჯვების მიუხედავად, ბაგრატს, როგორც ჩანს, ვერც
იმერეთში განუმტკიცებია საბოლოოდ თავისი ძალაუფლება, რადგანაც მთელი რიგი
ფაქტებისა ადასტურებენ, რომ ჩიხორის მარცხის შემდეგაც გიორგი მეფის ძალაუფლება
იმერეთის გარკვეულ ნაწილზე კვლავ ვრცელდება: 1464 წლის 19 იანვარს გიორგი მეფემ
5
გელათს მისცა სიგელი, რომელშიც ვკითხულობთ: `მეფეთა-მეფემან გიორგი...
შემოგწირე მღვიმისა ეკლესიისა და იქი მსხდომნი გლეხნი ფანჩულისძენი მამულითა...
უწინაცა თქუენი მკÂდრი და მეფეთაგან შემოწირული იყო და იადაგარში/გან...
შეწირულსა ეს გლეხნი რომე ესრეთ ზემო სწერიან და აწ კიდევ მოგახსენეთ და
შემოგწირეთ პირსა ამა ზედა, რომე ჩუენისა სულისათვის ყ~ლთა წ-ლიწადთა
ფანჩულისძე ვინცა-ვინ მღრდელი იყოს, ჟამსა გვიწირავდეს და აღაპსა
გარდაიÃდიდენ~.[30, 283] რადგანაც გიორგი მეფე იმერეთში მამულს სწირავს გელათის
მონასტერს და მოითხოვს, რომ მისი სულის საოხად ჟამი სწირონ და აღაპი გადაიხადონ
(როგორც წესი ამას იგი აკეთებს გელათის მონასტრის მოთხოვნით). გასაგებია, რომ
საქართველოს მეფეს ჯერ კიდევ აქვს რეალური ძალაუფლბა იმერეთში. საწინააღმდეგო
შემთხვევაში ბაგრატი მის ამ უფლებას თვითონ მიითვისებდა და გელათის მესვეურნიც
ბაგრატს მიმართავდნენ ყმა-მამულის დამტკიცების თხოვნით და არა გიორგის.
აკად. ნ. ბერძენიშვილის დასკვნითაც `სანამ გიორგი მეფობს, ბაგრატ მეფეს არც
ქუთაისი უჭირავს და არც ტფილისი. ამათ ხელში ჩასაგდებად იბრძვის ის ისევე,
როგორც გიორგი მეფე ცდილობს მის სრულ დამორჩილებას~. ბრძოლები მეფის
ცენტრალურ ხელისუფლებასა და მის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ გრძელ-დება.
განმდგარ ერისთავთა და მთავართა წინააღმდეგ გიორგი `მეფეთ-მეფე~ იგივე
მეთოდებით მოქმედებს და იმავე გზას ადგება, რომელსაც მისი მამა ალექსანდრე I
`დიდი~. მაგალითად, უშუალოდ ჩიხორის ბრძოლის შემდეგ პერიოდში, 1464 წელს,
მასთან ერთად მეფედ იხსენიება მისი შვილიც ალექსანდრე: `... მე... მეფეთა მეფემან:
გ~იმ (გიორგი) გ~ი (ბის) და საყუარელმან ძემან ჩემმან მეფემან ალექსანდრე
შემოგწირეთ ... კახეთს ახალშენთა ხერხაულისძეთა ჯავშანისი და გოგაის სახლი და
მამული და ესე ორნი კუამლნი ძმანი აზნაურნი ჯავშანა და მისი ძმა აღნია და გოგი
შემოგÂწირავს... მათითა... მამულითა ... წყლითა ... და ბოლოს იმავე ხელით: და: ` და
ბაგავანი ამათია და მისი ნიშანი სხუაც აქუს~.[30, 283-284] სიგელი დათარიღებულია
1464 წლით და გაცემულია ხერხეულიძეებისადმი. 1464 წლის მცხეთის სიგელში კი,
რომელსაც ალექსანდრე უკვე თავისი სახელით აძლევს, ვკითხულობთ: `ჩუÀნ, მეფეთ-
მეფის გ~-ს ჩემან მეფემან ალექსანდრე და ძემან ჩუÀენმან პატრონმა გიორგი... მოვიდეს
წინაშე ჩუÀნსა იათორისშვილნი შოთასძენი... გარეჯის წინამძღუარი და კარისა ჩუენისა
მდივანი ვარსიძე და მისნი ძმანი სულა, დემეტრე და ნარიმენ, შÂილნი მათნი შოთა და
ყურუმში... ძუÀლითაგან მათი მკვიდრი სოფელი ვეძისÃევი... მთხოვესო სამსახურის
სამუფქოდ... რაგუარაც თქუÀნთა გუართა გარესჯისა უდაბნოთათვის თავი და მამული
შეუწირავს, აგრეთვე იმავ მამულითა ჩუÀნ შეგÂიწირავხართ~.[30, 283] . . . ამრიგად, ამ
საბუთში ალექსანდრე თავის თავს მეფეს უწოდებს გიორგი მეფეთა მეფის გვერდით.
მისი მეფობა ისეთივე უნდა იყოს, როგორც გიორგისა ამ უკანასკნელის
უფლისწულობის დროს, მისი მამის, ალექსანდრე I `დიდის~ სიცოცხლეშივე. ამრიგად,
ალექსანდრე გიორგის ძე, მოტანილი სიგელით კახეთში ჩანს `მეფედ~ განწესებული.[21,
171-172]
სანამ უშუალოდ გავაგრძელებდეთ ამ საკითხს, გვინდა შევეხოთ საქართველოს
დანაწილების საკითხს, თუ რომელი მეფის დროს მოხდა იგი.
XVI საუკუნიდან მოყოლებული, საქართველოს პოლიტიკური მოღვაწეები და
ისტორიის მკვლევარნი იყვნენ სრულიად საქართველოს დანაწილების დროით და
მიზეზით დაინტერესებულნი, უნდა გაეგოთ, თუ რამ, ან ვით და როდის მოუღო ბოლო
საქართველოს მთლიანობას?
ეგნატაშვილი ბერის მეთაურობით შედგენილი ქ~ცის გაგრძელება საქართველოს
დაყოფას ალექსანდრე და ვახტანგ მეფეებს მიაწერს, მაგრამ ცნობათა უქონლობას

6
უჩივის. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, კახეთში ზეპირი გადმოცემა ყოფილა,
ვითომც საქართველო თვით ალექსანდრე მეფეს გაეყოს, ვითომც `ამ ალექსანდრემ გაჰყო
ძენი თÂსნი: უხუცესსა ბაგრატს მისცა იმერეთი, მეორესა გიორგის მისცა ქართლი,
სომხთითი და სამცხე-კლარჯეთი, მესამესა დავითს მისცა ჰერეთი და კახეთი-ო. ივ.
ჯავახიშვილი ამ აზრს უარყოფდა.[31]
ივანე ჯავახიშვილი თხზულებათა თორმეტტომეულის III ტომში ამ საკითხის
ირგვლივ შემდეგ შეხედულებებს აყალიბებს: `ქ~ცის შევსებულ გადაკეთებულ
გაგრძელების ავტორსაც საქართველოს სამ სამეფოდ გაყოფის მიზეზი ისე ჰქონია
წარმოდგენილი, თითქოს ეს გაყოფა Yთვით მეფის მიერ ყოფილიყოს მოწყობილი
მისივე ნებაყოფლობითა და მშვიდობიანად, როდესაც საქართველო კერძო
საკუთრებასავით მამის მიერ ბატონიშვილებს შორის იყო განაწილებული. თუმცა ეს
შეხედულება ქართულ საისტორიო მწერლობაში, როგორც აღნიშნული იყო, ჯერ
მხოლოდ ამ XVIII ს-ის ძეგლში გვხვდება, მაგრამ საყურადღებო ის არის, რომ ისე,
ზეპირად მაინც, როგორც ეტყობა, ამაზე აზრი გაცილებით უფრო ადრე არსებობდა და
უკვე ძველ დროსაც ყოფილა გავრცელებული. ამას კახთ ბატონის ალექსანდრე მეფის
სიტყვებიც ცხადყოფენ. 1589 წელს მას რუსთ ხელმწიფის დესპანისათვის სხვათაშორის
უამბნია: ძველთაგან მთელი საქართველო ერთ სახელმწიფოს შეადგენდა და ჩვენმა
პაპის მამამ (Прадед) სამად გაჰყოო. მაშასადამე, ამგვარი ცნობა და შეხედულება უკვე
XVI ს-ის დასასრულს მაინც ყოფილა საქართველოში .
სახელოვანი ქართველი მეცნიერი ისტორიკოსი ამტკიცებს, (აქ ივ. ჯავახიშვილი
ვახუშტის გულისხმობს), რომ საქართველოს გაყოფა და დანაწილება ალექსანდრე მეფის
დროს კი არ მომხდარა, არამედ მისი შვილის გიორგი მეფის დროს. ვახუშტის სიტყვით,
გიორგი მეფე იყო `პირველ მეფობასა ბედნიერი და წარმატებული და წარმართებული,
არამედ შემდგომად უბრკმა ბრძოლისა სავიანობამან შარავანდედობისამან და განსქდა
ჟამსა ამისსა სამეფო სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ~. აქ, მაშასადამე, ბატონიშვილ
ვახუშტის გიოგი მეფისაგან საქართველოს ნებაყოფლობით გაყოფაზე კი არ აქვს
საუბარი, არამედ ისეთ განხეთქაზე, რომელიც მისდაუნებურად და მისი ყოველგვარი
ცდისდა მიუხედავად მოხდა~.[32, 315]
კვლავ განაგრძობს მეცნიერი და დასძენს შემდეგს: `ბატონიშვილ ვახუშტის
ცნობით გიორგი მეფე 1469 წ. უნდა გარდაცვლილიყო და ამავე წელს `დაჯდა ძე მისი
კონსტანტინე მეფედ და ჰერ-კახთა ჩამოიყვანეს დავით, მეფედ ჰყვესო~.[32, 215;30, 289]
ივ. ჯავახიშვილი დაეჭვებულია ამ ცნობით და წერს, რომ `არც კონსტანტინესა და არც
დავითის შესახებ მას ნამდვილი, უტყუარი საბუთები, როგორც ეტყობა არ უნდა
ჰქონოდა. 1469 წელს კონსტანტინე რომ არ გაბატონებულა აღ. საქართველოში, არამედ
ამ დროს იმიერ-ამიერ საქართველოს მეფედ ბაგრატი იყო ... ხოლო დავითის ვინაობის
შესახებ რომ გარკვეული, საბუთებზე დამყარებული ცნობები ხელთ არ ჰქონია, ამას
ვახუშტისავე სიტყვები ცხადყოფენ. მას ნათქვამი აქვს:Lბაგრატი რომ ქართლს
დაეპატრონა, კახთ `გამოირჩიეს მუნვე მყოფი ერისთავთაგანი ანუ გამოკვლეული ჩვენი
ესე ოვ (76) მეფის ალესანდრეს ძის დიმიტრის ძე დავით [და] დასვეს ვითარცა მეფე~-ო.
აქედან ჩანს, რომ დავითის დიმიტრის შვილობა თვით ვახუშტის გამოკვლევის შედეგს
წარმოადგენს და საბუთებითგან არ არის ამოღებული. სხვა შეხედულებაც არსებობდა
თურმე, რომელიც ამ დავითს ბატონიშვილად კი არა, არამედ ერისთავ-ერისთავად
სთვლიდა. მხოლოდ ვახტანგისეულ სწავლულ კაცთა შრომითგან აქვს ვახუშტის
შეთვისებული ცნობა დავითის მეფედ დაჯდომის შესახებ, თუ რაიმეს ძველს და სანდო
წყაროშიაც იპოვა, ჯერ არ ჩანს. მხოლოდ ზევდგინიძის ზემო მოყვანილი სიტყვები

7
ამტკიცებენ, რომ დავით ბატონიშვილი ბაგრატ მეფეს დაჰმორჩილებია, მაშასადამე,
შეუძლებელია ის ბაგრატის საწინააღმდეგოდ კახეთში მეფედ დამჯდარიყო.
როგორც კახთა მეფის ალექსანდრეს 1479 წლის ორი გუჯარითგანა[30, 299-301]
ჩანს, ის გიორგი მეფის შვილი ყოფილა. ვახუშტი ფიქრობდა, რომ ალექსანდრე კახთა
მეფის მამა გიორგი მეფე მისგან კახთა მეფედ მიჩნეული დავითის ძე იყო. თ.
ჟორდანიაც, როგორც ეტყობა ასევე ფიქრობდა და გიორგი მეფეთ-მეფე, ალექსანდრე I
და გიორგი კახთა მეფე, ალექსანდრე კახთა მეფის მამა, ორ სხვადასხვა პირად მიაჩნდა.
თითონ ალექსანდრე მეფეს კი თავის გუჯრებში ნათქვამი აქვს: `ჩუენ... ლიხთიმერისა
და ლიხთამერისა ორისავე ტახტისა მტკიცედ მპყრობელისა მეფეთ-მეფისა
სულკურთხევისა გიორგის ძემან, მეფემან ალექსანდრე, პატრონმან (სიც) დე~უფალთ
დედუფალმან დედამან ჩუენმან ნესტან-დარეჯან და თანამეცხედრემან ჩუენმან
დედოფალმან ანა~-ო. მაშასადამე, ალექსანდრე კახთა მეფე გიორგი მეფეთა –მეფისა და
დედოფალთ-დედოფალ ნესტან-დარეჯანის შვილი ყოფილა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ
სწორედ ალექსანდრე I-ის ძის, გიორგი მეფეთა-მეფეს ჰყავდა თანამეცხედრედ
დედოფალთ-დედოფალი ნესტან-დარეჯანი და შვილად ბატონიშვილი ალექსანდრე.
დაუჯერებელი რამეა, რომ ერთსა და იმავე დროს საქართველოში, თუნდაც ქართლში
და კახეთში, ორი გიორგი მეფე ყოფილიყოს და ორისავე თანამეცხედრესაც ნესტან-
დარეჯანი და შვილსაც ალექსანდრე ჰრქმეოდეს. ამიტომ თავისთავად აზრი იბადება,
რომ ალექსანდრე კახთა მეფის მამა, გიორგი მეფე სწორედ ის ალექსანდრე I-ის ძე,
მეფეთ-მეფე გიორგი უნდა ყოფილიყო, რომლის ტახტი და მეფეთ-მეფობა ბაგრატმა
დაიპყრა და არა კახთა მეფე გიორგისა, რომელიც ვითომც დავით კახთა მეფის შვილი
უნდა ყოფილიყო. ჩვენს ისტორიკოსებს ერთი და იგივე პიროვნება შეცდომით ორად
მიუჩნევიათ[32, 315-317]_ასეთია დასკვნა, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა გააკეთა.
1466 წელს გიორგი VIII-მ დაიპყრო ქართლი და სომხეთი, შემდეგ გადავიდა
კახეთს. მას თან გაჰყვა ბაადურ ათაბაგიც. `ამის მხილველნი ჰერ-კახნი მოერთუნენ
მეფესა გიორგის. ხოლო დავით ვერ წინააღმდეგი და მოშიშარე მეფისაგან ივლტოდა
დედაწულით დიდოეთს და გიორგი მეფემან კუალად დაიპყრა კახეთი და ჰერეთი. და
ვითარცა პირველ იყო ერისთავთა მიერ, ეგრეთვე განაგნა... ხოლო ამის შემდგომად
ეპყრა და განაგებდა მეფე გიორგი ქართლსა, სომხითსა და ჰერ-კახთა~[29, 288] ე. ი. 1466
წლიდან კახეთს მართავს ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII ანუ
კახეთის მეფე გიორგი I-ად წოდებული, რომელიც ეკურთხა ბოდბეს.
კახეთის სამეფოს წარმოქმნა მოხდა ფეოდალური საქართველოს დაშლის
შედეგად. სამცხის ათაბაგის ყვარყვარე II-ის მიერ ქართლის მეფის გიორგი VIII-ის
დატყვევების (1465 წ.) შემდეგ კახეთის ერისთავებმა და წარჩინებულებმა თავიაანთ
დამოუკიდებელ მთავრად დასვეს ერთ-ერთი ადგილობრივი ერისთავი დავითი. 1466
წელს გიორგი VIII-მ ქართლის სამეფოს დაკარგვის შემდეგ დაამარცხა დავითი,
დამკვიდრდა კახეთში და სათავე დაუდო კახეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას.
გიორგი VIII-მ ანუ კახეთის მეფე გიორგი I-მა `მოსპო ერისთავნი ჰერ-კახთა შინა
და დასხნა მოურავნი დიდთა და მცირეთა ადგილთა, ვითარცა არიან დღემდე: მოურავი
ქისიყისა, ელისენისა, წუქეთისა, დიდოეთისა, თიანეთისა, ჭიაურისა, შილდა-
ყუარელისა, მარტყოფისა, გრემისა, პანკისისა და სხუანიცა და განჰყო ოთხ სადროშოდ,
ვითარცა აღვსწერთ, და მისცა დროშანი ეპისკოპოსთა, რათა არა განიმკÂიდრონ
მთავართა და დაიპყრან შეუცვალებელად, და ამით ერთგულ ყვნა მრავალნი~.[29, 568]
გიორგი VIII-ის მონეტებიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი სამონეტო ტიპია
აღმოჩენილი:

8
მონეტის შუბლი: ოთხსტრიქონიანი ქართული ზედწერილი გადმოცემულია
მოხდენილი ასომთავრული ნიშნებით
ე.ი. მეფე მეფეთა, მონაღვთისა გიორგი~.
ზურგი: ჩარჩოში, რომელიც შექმნილია ოთხი შვილდურისაგან, მოთავსებულია
თანაბარტოტიანი ჯვარი, რომლის ტოტების ბოლოები გაყოფილია და ორი წერტილით
არის შემკული. მონეტას თარიღი არ უზის, მაგრამ საეჭვოა, რომ ის 1466 წლის შემდეგ
მოჭრილიყო. ქართლიდან განდევნილი და მხოლოდ კახეთის მფლობელად (კახთ
ბატონად) ცნობილი გიორგი `მეფეთ-მეფის ტიტულს მონეტაზე უკვე აღარ
მოათავსებდა. საფიქრებელია, რომ ამ დროს ის უკვე სულ სხვა ტიპის მონეტას ჭრის.
ცნობილია, რომ იმის შემდეგ, რაც იმერთა მეფე ბაგრატმა ქართლიდან გიორგი VIII
განდევნა, უკანასკნელი კიდევ მთელი 10 წლის მანძილზე კახეთს მართავდა. უნდა
ვივარაუდოთ, რომ კახეთის დამოუკი-დებელ სამეფოდ გამოცხადებისა და აქ სათანადო
წესების შემოღების შემდეგ, ადგილობრივი მონეტაც უნდა მოჭრილიყო. ასეთია ამ
ნავარაუდევი კახური ტიპის მონეტის აღწერილობა: მონეტის შუბლი: ორსტრიქონიანი
ქართული ზედწერილი φ‫ד‬Φ┐ ე. ი. `მეფე გიორგი~, გაყოფილია ურთიერთგადამკვეთი
ორი ჰორიზონტა-ლური ხაზით. ზურგის მეორე მხარე სულ მთლად გლუვია.[33, 81-82]
XIII ს-დან ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების დაწყებასთან
დაკავშირებით, ადგილობრივი მოხელეები _ ერისთავები იწყებენ ბრძოლას, რათა ის
რაიონები, რომლებსაც ისინი განაგებენ, როგორც მეფის მოხელეები, თავის
საკუთრებაში მოაქციონ. ე.ი. გახდნენ ამ მხარეების არა მმართველები, არამედ
მესაკუთრენი. ამ მიმართულებით მათი ლტოლვა XIV-XV სს-ში უფრო მწვავე ხასიათს
ღებულობს. მათ მთავარ იარაღს თავიაანთი მიზნების მისაღწევად წარმოადგენს ის, რომ
სხვა მოვალეობასთან ერთად მათ სამხედრო ფუნქციების შესრულებაც ჰქონდათ
დაკისრებული. კერძოდ, თავის საგამგეოდან მათ უნდა გამოეყვანათ ჯარი.
ეს გარემოება დაედო საფუძვლად XV ს-ში კახეთში რეფორმების ჩატარებას.[34,
98-201]
აქ გვინდა მოვიყვანოთ ნ. ასათიანის შეხედულება კახეთში XV ს. ბოლოს
ჩატარებული რეფორმების შესახებ. მას მოჰყავს ცნობა, რომელიც ვახუშტის აქვს
მოცემული `აღწერა სამეფოსა საქართველოსა~-ში, ხოლო სხვა ისტორიკოსებს
(გულისხმობს სწავლულ-კაცთა კომისიას, ქართლის ცხოვრების გაგრძელებათა
ავტორებს) არა აქვთ მსგავსი ცნობა. და იქვე სვამს კითხვას, თუ საიდან უნდა აეღო
ვახუშტის ეს ცნობა? იქვე იძლევა ამ კითხვის პასუხს, რომ ვახუშტის დროს უკვე აღარ
არსებობდა რამდენიმე სამოურავო, როგორიც იყო ელისენის, წუქეთის, დიდოეთის,
გრემის და საბოლოოდ გამოაქვს დასკვნა, რომ ბატონიშვილ ვახუშტის აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით ცნობა აუღია გიორგის `მცირე ცხოვრებიდან~, ანდა
შესაძლებელია ამავე გიორგი მეფის `ქორონიკონთა და გუჯრებთაგან~-ო.[35, 210]
XV ს-ის ბოლოდან კახეთში ძლიერი საფეოდალოები აღარ შეინიშნება. ყველა
საერისთავო რეზიდენცია, ციხე-სიმაგრე თუ ციხე-ქალაქი, აღნიშნავს ნ. ასათიანი[35,
210] რომლებიც ადრე, წყაროების მონაცემებით, ადგილობრივ ერისთავთა ხელთ იყო
(კვეტერა, პანკისი, მაჭი, შტორი, ვეჯინი, რუსთავი, ხორნაბუჯი), ამ დროიდან აღარ
არსებობს ან კახეთის მეფეთა უშუალო მფლობელობაშია. ნ. ასათიანს მოჰყავს მკვლევარ
პ. ზაქარაიას შეხედულება, რომ ~კახეთში, განსხვავებით ქართლისაგან, სადაც ციხე-
სიმაგრეები განლაგებული იყო საფეოდალოების (სათავადოების) მიხედვით და
ემყარებოდა ამ ფეოდალთა (თავადთა) მეფის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის,
შეუვალობის ინტერესს, აქ XVI-XVII საუკუნეებისთვის ასეთი რამე არ გვაქვს. ამ
პერიოდის კახეთის ციხე-სიმაგრეები ქმნიან გამაგრების ერთიან სისტემას მთელი

9
სამეფოს მასშტაბით56-ო. კახეთის მეფეებმა, განსხვავებით საქართველოს სხვა
ნაწილების მეფეებისაგან, შეინარჩუნეს სამეფო-სახასო სამფლობელოების დიდი ნაწილი
და XVI-XVII სს. მანძილზე ისინი საკმაოდ დიდი მიწისმფლობელები ჩანან.[35, 211]
გაუქმდა ძველი მოხელის-ერისთავის_თანამდებობა და მის მაგივრად სამეფო
მიწების გამგებლად დაინიშნენ მოურავები. ხოლო ამ უკანასკნელთა მოვალეობა
სათანადო წიგნებით იყო განსაზღვრული. ისინი მეფის ურჩობას ადვილად ვერ
გაბედავდნენ და ხელმწიფობასაც ვერ დაიჩემებდნენ.[36, 17-18]
კახეთში ჩატარებულ რეფორმებს საგანგებოდ აღნიშნავს ვახუშტი ბატონიშვილი
თავის შრომაში. ის წერს: `შემდგომად დავითისა დაჯდა ძე მისი გიორგი მეფედ კახთა
(ანუ ვითარცა სხუანი იტყვიან ლევან) და ეკურთხა ბოდბეს. ხოლო ესე გიორგი
ვინაიდგან მცდელობდა მეფე კონსტანტინე ჰერ-კახთა ერისთავ-თა_თანა კუალად
შეერთებისა და ერთმეფობისა, ამისათÂს მიერთო იმერთა მეფესა ბაგრატს და დაიპყრა
სრულიად კახეთი~.[29, 567]
როგორც ვახუშტი აღნიშნავს, კახეთის ერისთავები მიემხრნენ კონსტანტინეს. ეს
მომენტი მიზეზი არ იყო ერისთავობის გაუქმებისა, მიზეზი დიდი ხანია არსე-ბობდა,
მაგრამ გიორგი მეფემ აღნიშნული მომენტი გამოიყენა კახეთში ერისთავობის
მოსასპობად.
კახეთი დაყოფილ იქნა ოთხ სამხედრო ტერიტორიულ ერთეულად_ სადრო-შოდ.
კახეთის სადროშოთაგან მოწინავედ იწოდებოდა ბოდბელის სასარდლო ქიზიყი-
კონდოლსა და მანავამდე. მეორე სადროშო, ეს იყო მემარჯვენე სადრო-შო_ნეკრესელი
ეპისკოპოსისა, მესამე იყო მემარცხენე სადროშო-რუსთაველი ეპისკოპოსისა და მეოთხე
იყო ცენტრალური სადროშო-ალავერდელი ეპისკოპოსისა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია სადროშოს სარდლებად ეპისკოპო-სები
ითვლებოდნენ, მაგრამ ბრძოლაში, ცხადია, ისინი ვერ წაუძღვებოდნენ ლაშქარს,
ამიტომ ამ მოვალეობას ასრულებდნენ მოურავები: ბოდბელის სადროშოში –ქიზიყის
მოურავი, რუსთაველის სასარდლოში-მარტყოფის მოურავი, ნეკრესელის სასარდლოში-
ენისელის მოურავი. მაგრამ ეპისკოპოსებს ხშირად თვითვე მოჰყავდათ თავის
სადროშოს ლაშქარი ბრძოლის ველამდე. ეს ფაქტი აღნიშნულია არჩილიანში: `... მუნით
წარვედით გრემისკენ, აწყა რუსთაველი მოვიდა, სრულ ნაპირისა ლაშქრითა~...
ალავერდელის სასარდლოს შესახებ ჩვენ ცნობა არ მოგვპოვება, მაგრამ რადგან ის
იყო კახეთის ეპისკოპოსებში ყველაზე უფროსი და პატივდებული, უნდა ვიფიქროთ,
რომ მასაც ექნებოდა სასარდლო, რომელიც შესაძლოა მეფის დროშაზე გამოდიოდა
ხოლმე. ალავერდელის სადროშო აღნიშნულია მხოლოდ ვახუშტი ბატონი-შვილის
რუკაზე. (ასევე გვაქვს ცნობა კახეთში სამეფო დროშის ტერიტორიულ ფარგლებზე).[37,
123-124]
სადროშოების სარდლობა კახეთის მეფემ თავადთა გვარებს კი არ ჩააბარა,
როგორც ეს ქართლში მოხდა, არამედ ეპისკოპოსებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კახეთ-
ჰერეთში ადრიდანვე გაუქმებულა საერისთავოები და მათ ნაცვლად სამამა-სახლისოები
დაწესებულა. გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოში კახეთ-ჰერეთი ერთი
სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ანუ სადროშო იყო. ერთიანი საქართველოს
დაშლის შემდეგ წარმოშობილი კახეთის სამეფო ოთხ სადროშოდ იყო დაყოფილი (ეს
ზემოთაც აღვნიშნეთ) და თითოეულ მათგანს ეპისკოპოსი ედგა. კახეთ-ჰერეთის
უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი ალავერდელი ეპისკოპოსი იყო, თავის მხრივ არა
მარტო კახეთის მეფეს, არამედ მცხეთის კათალიკოსსაც რომ ექვემდებარებოდა.
მცხეთის საპატრიარქოს მუდამ ემატებოდა საკათალიკოსო მამულები კახეთში.

10
XVI ს-ში, ლევან და ალექსანდრე კახთა მეფეების დროს, ამ რეფორმებმა ის
შედეგი გამოიღო, რომ კახეთში დიდ თავადთა ხელისუფლება ვერ გაბატონდა, ხოლო
ცენტრალური სამეფო ხელისუფლება მნიშვნელოვნად გაძლიერდა და განმტკიცდა,
რამაც გაზარდა სამეფოს თავდაცვისუნარიანობა და მოქნილი საგარეო პოლიტიკის
წარმოების შესაძლებლობა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობიანობა და
განვითარებულიყო სამეურნეო საქმიანობა. ყოველივე ამან განაპირობა შედარებით
მშვიდობიანობაც და მეურნეობრივი აღმავლობაც კახეთის სამეფოში.[21, 71-72]
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სარდლის უფლებებს მოკლებული
და მცირე ტერიტორიული ერთეულების მმართველი მოურავები ხელმწიფობაზე ვერ
იფიქრებდნენ.[14, 312; 21, 206-208]
აგრძელებს რა ნ. ასათიანი ამ საკითხზე მსჯელობას, აღნიშნავს: `როგორც
ვხედავთ არც აქ არის კონკრეტულად მითითებული თუ რომელი მეფის /თუ მეფეების/
დროს უნდა გატარებულიყო აღნიშნული ღონისძიებები. თუმცა რეფორმების
გატარების თარიღი აქ უფრო ადრეა გადმოტანილი და ასეთად დასახელებულია მე-15
საუკუნის მიწურული. თარიღის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მე-15 ს-ის მიწურული
კახეთის მეფე ალექსანდრე I გიორგის ძის (1476-1511) მოღვაწეობაზე მოდისო.[21, 208]
XVI ს-ში კახეთში ცენტრალური ხელისუფლება გაცილებით უფრო ძლიერია,
ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებში. აღნიშნულ დროში (სიც) კახეთის მეფეები
ქვეყანაში ახორციელებენ პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და სამხედრო ხასიათის
უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმებს. ეს რეფორმები გარკვეულად მიმართულია
ფეოდალთა უმაღლესი ფენის წინააღმდეგ და ცენტრალური ხელისუფლების
გაძლიერებისაკენ. ცენტრალური ხელისუფლება მიისწრაფვის დაეყრდნოს საშუალო და
წვრილ ფეოდალთა მასას...
XVI ს-ის რეფორმები (XVIII ს-ის ისტორიკოსი ვახუშტი ამ რეფორმებს XV ს-ის
ბოლოს გატარებულად თვლის) მდგომარეობდა საერისთავოებად ქვეყნის ძველი
დაყოფის სისტემის შეცვლაში სამოურავოების ახალი სისტემით: მთელი ქვეყანა
დაყოფილ იქნა მრავალრიცხოვან ადმინისტრაციულ ტერიტორიებად, მოურავებით
სათავეში~.[38, 94-95]
ჯ. კოპალიანი მოურავის ინსტიტუტის შესახებ შემდეგს მოგვითხრობს:
ქართული ფეოდალური სახელმწიფოებრივი წყობილების ისტორიისათვის დიდი
მნიშვნელობა ენიჭება მოურავის ინსტიტუტის შესწავლას.
მოურავის ინსტიტუტის წარმოშობის შესახებ ისტორიოგრაფიაში აზრთა
სხვადასხვაობაა.
ივ. სურგულაძე 1952 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ
მოურავი, როგორც კონკრეტული სამოხელეო ინსტიტუტის აღმნიშვნელი ტერმინი, X-
XI სს-ში არსებობდა, ე.ი. მოურავის თანამდებობა გაერთიანებულ ფეოდალურ
საქართველოშიც გვაქვს.[39, 394] სიტყვები `მოურავი~, `საურავი~, `ურვა~ ერთი
ძირიდან წარმოსდგება; ურვა ზრუნვას ნიშნავდა, საურავი საზრუნავს. თანამდებობის
სახელწოდება ალბათ ურვიდან და საურავიდან უნდა იყოს წარმოშობილი, რადგან
ყველა თანამდებობას განსაზღვრული ფუნქციები, ანუ საურავი აქვს ამდენად ასეთი
მნიშვნელობით მოურავი შეიძლებოდა ყველა მოხელისთვისაც გვეწოდებინა,[39, 394-
407] მაგრამ ივ. სურგულაძე 1970 წელს გამოცემულ ნაშრომში იგი მოურავის, როგორც
კონკრეტული მოხელის, არსებობას თვლის მხოლოდ XV ს-დან, ხოლო მანამდე
არსებულ ტერმინს `მოურავს~ აღიარებს ყველა მოხელის აღმნიშვნელ ტერმინად. იგი
შემდეგს დასძენს: `1) მოურავი უძველესი სახელი უნდა იყოს. თუმცა წყაროებში

11
ტერმინი მოურავი XI ს-მდე არ გვხვდება, მაგრამ მისი არსებობა უწინაც არის
სავარაუდებელი;
2)ტერმინი მოურავი XI-XIV სს.-ის ძეგლებში საერთოდ მოხელეს ნიშნავს, მზრუნველის
მნიშვნელობით;
3)არაბების ბატონობის პერიოდში ქალაქის ან ქვეყნის მმართველს საქართველოში ამირა
ეწოდებოდა, ქალაქ თბილისს განაგებდა ამირა. ამავე ხანაშიც ქართველი მოხელეც ამ
არაბულ სამოხელეო სახელს ატარებდა: მაგალითად ქართლის ამირა.
თბილისის საამიროს მოსპობის შემდეგაც თბილისის მმართველს ამირა და
შემდეგ, XII ს-ის უკანასკნელი ხანებიდან ამირთამირა ეწოდებოდა.
4)XV ს-დან დაიწყო არაბული სახელის ამირას ან ამირთამირას ქართული მოურავით
შეცვლა. ერთხანს პარალელურად იხმარებოდა ეს ორი ტერმინი და XVII ს-ის II
ნახევრიდან საბოლოოდ განდევნა მოურავმა `ამირა~ ან `ამირთ-ამირა~. მოურავი
ადგილობრივი მოხელეა. ის ეწოდება ერთი მხრივ, ქალაქის გამგებელს, მეორე მხრივ
პროვინციის ან რომელიმე კუთხის ან სოფლის გამგებელს~.[40, 809-810]
შ. მესხია კი მოურავს, როგორც კონკრეტულ მოხელეს, საქართველოს ფეოდალურ
გაერთიანებამდე არსებულად მიიჩნევს.
ფეოდალური საქართველოს მმართველობის სისტემაში ხშირად ვხვდებით
უცხოური წარმოშობის სამოხელეო ინსტიტუტებს, რომლებიც უფრო მკაფიოდ მოჩანს
გვიან შუა საუკუნეებში, ხოლო მოურავის ინსტიტუტი წმინდა ქართულ სახელთან არის
დაკავშირებული, ე.ი. ქართული წარმოშობისაა.
სულხან საბა ორბელიანის განმარტებით, `მოურავი~ არის მნე, მონაღვლე;
`მოურნე~_ მომვლელი, გამრიგე. დ. ჩუბინაშვილის განმარტებით კი `მოურავი~ არის
`ქალაქის~ ან პროვინციის გამგებელი.
ნ. ბერძენიშვილის აზრით, `მოურავი~ არის ისეთი მოხელე, როგორც
`კურატორი~.
დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში კურატორი განმარტებულია როგორც
მეთვალყურე.
ტერმინი `მოურავი~ გენეტიკურად დაკავშირებულია ტერმინ `ურვასთან~.
`ურვა~_ზრუნვა, აქედან `საურავი~-საზრუნავი.
`მოურავი~ ს. ყაუხჩიშვილს `ქართლის ცხოვრების~ ლექსიკონში განმარ-ტებული
აქვს როგორც `მზრუნველი~, ასევე `საურავი~_ საზრუნავი, XI-XII სს.-ის წერილობით
ძეგლებში მოურავი~ მხოლოდ `მზრუნველის~ მნიშვნელობით არის ნახმარი~.[41, 5-
6]
კვლავ აგრძელებს ჯ. კოპალიანი და აღნიშნავს, რომ `პირველად `მოურავი~
როგორც კონკრეტული მოხელის აღმნიშვნელი ტერმინი, XIII ს-ის საბუთებში გვხვდება.
ერთ-ერთი მათგანი არის ლაშა-გიორგის მიერ 1222 წელს შიო-მღვიმის მონასტრისადმი
ბოძებული სიგელი, რომლითაც ის ათავისუფლებს სოფელ აგარას სამეფო
გადასახადისაგან. აღნიშნულ სიგელში ლაშა-გიორგი წერს: `... აწ ვინცა ჰნახოთ
ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი: საგამგეოისა ჩუენისა მოურავთა, მუხრანისა
ციხისთავთა, მეზროხეთა და ყოველთა საქმის მოქმედთა ჩვენთა დიდთა და მცირეთა
დაამტკიცეთ და ნუმცა ვის Ãელმწიფების შლად და ქცევად ბრძანე-ბისა ამის
ჩუენისად~.
ჩვენი აზრით, ლაშასეულ სიგელში მოხსენიებული მოურავი კონკრეტული
სამოხელეო თანამდებობა უნდა იყოს.

12
XIII ს-ის საბუთებში ხშირად არის მოხსენიებული მოურავი, XI-XII სს. საბუთებში
კი მოურავი არ გვხვდება. XIV-XV სს-ბის მოხელეთა ჩამოთვლისას მოურავი ხშირად
მაღალი რანგის მოხელეების გვერდით დგას~.[41, 7-8]
კვლავ ვაგრძელებთ ჯ. კოპალიანის მოსაზრებას მოურავის ინსტიტუტის
წარმოშობაზე `ადრეფეოდალურ საქართველოში არ იყო საჭირო იმდენი მოხელე,
რამდნიც შემდეგ, განვითარებულ და გვიანფეოდალურ ხანაში. მართლაც, რაც უფრო
ვითარდებოდა ფეოდალიზმი და ქვეყანა ერთიანი ხდებოდა, მისი მართვაც
რთულდებოდა.
XI საუკუნესთან შედარებით, თითქმის ყოველი ხელისუფალის უფლება-
მოვალეობა გართულდა და გაიზარდა.
მოურავი ისეთი მოხელეა, რომელიც პირველ რიგში, როგორც ადგილობრივი
მოხელე, ხელმძღვანელობდა ბატონის მეურნეობას.
თუ გადავხედავთ XIII საუკუნემდელ სამოხელეო ინსტიტუტებს და შევადარებთ
მათ `მოურავის~ სახელოსთან, დავინახავთ, რომ არიან ისეთი მოხელე-ები, რომლებიც
`მოურავის~ მსგავს ფუნქციებს ასრულებდნენ. მაგ., `იკონომოსი~, `კელარი~,
`ეპიტროპოსი~, `მამასახლისი~, `აბრამადი~. თითოეული მოხელე ასრულ-ებდა
გარკვეულ სამოხელეო ფუნქციებს, ზოგი წმინდა სამეურნეოს, ზოგი
ადმინისტრაციულს და ზოგი სასამართლოსაც~.[41, 12-13]
მოურავი_გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოებრივ
მმართველობაში XIII ს-დან დამკვიდრდა მოურავი, როგორც მოხელე, ჰყავდა მეფეს,
ფეოდალს და ეკლესია-მონასტერს.[41,16]
ამავე დროს, მკაცრად განსაზღვრეს მოურავთა უფლება-მოვალეობანი. თავიანთი
უფლებამოსილებით მოურავები გაცილებით უფრო სუსტნი იყვნენ. გარდა ამისა,
მოურავთა კომპეტენციიდან მთლიანად იქნა ამოღებული ერისთავთა სამხედრო
უფლებამოსილება. სამხედრო თვალსაზრისით, ქვეყანა დაყოფილ იქნა ოთხ სადროშოდ
/სამხედრო ოლქად/. ყოველ სადროშოს სათავეში ჩაყენებულ იქნა ეპისკოპოსი,
რომელსაც სამხედრო მეთაურობის ნიშნად ჩაბარებული ჰქონდა დროშა. ამ ეპისკოპოს-
ერისთავს ემორჩილებოდნენ სამხედრო საქმეში როგორც ფეოდალები, ისე ამ ოლქის
მოურავებიც.
ნ. ასათიანი აღნიშნავს, რომ უცნობია მისთვის თუ რა მოსაზრებით მიაჩნდა
მეცნიერს ამ ღონისძიებების გატარების დროდ XVI საუკუნე და არა XV საუკუნის
ბოლო. როგორც ამას ამ ცნობის ერთ-ერთი მომწოდებელი ვახუშტი ბატონიშვილი
უთითებს, ან რა საფუძველს ემყარება მტკიცება, რომ აღნიშნული ღონისძიებანი
კახეთში გატარდა არა ერთი რომელიმე მეფის მიერ, არამედ მათ ახორციელებენ
`კახეთის მეფეები~ /იგულისხმება XVI საუკუნე/. თუ რამდენად `ახალია~
სამოურავოების სისტემა გვიანი შუა საუკუნეების ფეოდალური საქართველოსთვის,
ჩანს იქიდან, რომ მოურავთა კომპეტენციიდან მთლიანად იქნა ამოღებული სამხედრო
უფლებამოსილება[21, 207] და სხვ.
ნ. ასათიანის აზრით, განსხვავებულად არის წარმოდგენილი აღნიშნული
საკითხები უფრო გვიან, აკად. ს. ჯანაშიას რედაქციით გამოსულ საქართველოს
ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელშიც ჩვენთვის საინტერესო ნაწილის ავტორიც ნ.
ბერძენიშვილია: `XV ს-ის მანძილზე კახეთი, ისე როგორც მთელი საქართველო,
სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად-საერისთავოებად იყო დაყოფილი. მთელი
კახეთი შვიდი საერისთავოსგან შესდგებოდა. ერისთავები ძველად ფეოდალური
მოხელეები იყვნენ. მაგრამ XV საუკუნისთვის ისინი უფრო სახელად იყვნენ მოხელეები,

13
ნამდვილად კი თავისი საგამგეო ქვეყნების საშვილიშვილოდ მფლობელობასა და
ხელმწიფობას იჩემებდნენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულიYაზრი აქვს გ. ჯამბურიას. იგი
კახეთში ჩატარებულ რეფორმებს რამდენადმე გადაჭარბებულად შეფასებულს უწოდებს
და დასძენს:`რომ თითქოს კახეთში სათავადოები არ წარმოშობილა... ეს შეხედულება
სწორი არაა. სამოურაოებად დაიყო არა მთელი კახეთი, არამედ მეფის სახასო მამული,
უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კახეთი XVI ს-ის დასაწყისისათვის
დანაწილებული აღმოჩნდა მეფის, ეკლესიის და თავადების მამულებად, ისე როგორც,
ეს მოხდა ქართლში და დასავლეთ საქართველოში. მეფის სახასოს კი მოურავები
განაგებდნენ არა მარტო კახეთში, არამედ საქართველოს სხვა სამთავროებშიც~-ო.[42, 15]
გ. ჯამბურია განიხილავს იოანე ბატონიშვილის მიერ 1797-1799 წწ. აღწერას,
რომლის სათაურია: `ქ. დროსა მეფისა ირაკლისასა და მეფისა გიორგისასა, ნებითა ამა
ორთა მეფეთათა, აღწერილი სოფლები შენი და უშენი, სოფლები ქართლისა და
კახეთისა, რომელიც აღწერა მეფის ძემ იოანემან თავისის თვისის ხეობით, რომელნი
სოფელნი მიეწერებიან თვითეულს ხეობას არიან შემდგნი ესე და რომელიც სამეფო,
სათავადო, სააზნაურო და საეკლესიო~ შემდეგ დასკვნას აკეთებს: `მთელი კახეთი კი არ
იყო დაყოფილი სამოურავოებად, არამედ მხოლოდ სახასო მამულები. სახასოს გარდა
კახეთში იყო სათავადო, სააზნაურო და საეკლესიო ყმა-მამული, რომელთაც ამ
სამფლობელოთა პატრონების მიერ დანი-შნული მოხელეები_მოურავები და სხვ.
განაგებდნენ~.[42, 15-17]
1958 წელს ნ. ბერძენიშვილის რედაქციით გამოსულ საქართველოს ისტორიის
დამხმარე სახელმძღვანელოში[14, 273] აღნიშნული რეფორმების შესახებ შემდეგია
ნათქვამი: `ქვეყნის შემდგომი დაყოფა-დანაწილების წინააღმდეგ მიმართულ ღონის-
ძიებათა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა XVI ს. კახეთში ჩატარებულ
რეფორმებს.
XV ს. კახეთიც საერისთაოებად იყო დაყოფილი. კახეთის ერისთავებიც
საგამგეოდ მიცემული ადგილების სამემკვიდრო სამფლობელოდ გადაქცევას და იქ
გახელმწიფებას ლამობდნენ. ამიტომ იყო, რომ კახეთის მეფეებმა XV ს-ის მიწურულში
და XVI ს-ის დამდეგს გააუქმეს ძველი საერისთავოები და კახეთი უფრო მცირე
საგამგეო ერთეულებად_ სამოურავოებად დაჰყვეს. მოურავები მეფის ადგილობრივი
ფეოდალური მოხელეები იყვნენ. მათი უფლება-მოვალეობა სათანადო წიგნებით იყო
განსაზღვრული: ისინი მეფის ურჩობას ადვილად ვერ გაბედავდნენ და ხელმწიფობასაც
ვერ დაიჩემებდნენ. მთავარი კი ის იყო, რომ მოურავს აღარ ჰქონდა სამხედრო
ხელისუფლება, რომელიც ყოფილი ერისთავების სიძლიერის უმთავრეს წყაროს
შეადგენდა.
კახეთის სამეფო ხელისუფლებამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რეფორმა ჩაატარა:
საერისთავოებთან ერთად გააუქმა მათი სამხედრო ერთეულებიც და კახეთიც ოთხ
სადროშოდ დაჰყო. მაგრამ სადროშოს სარდლობა თავადებს კი არ ჩააბარა, როგორც ეს
ქართლში მოხდა, არამედ ეპისკოპოსებს. ეპისკოპოსობა და, მაშასადამე, სარდლობაც,
მემკვიდრეობითი თანამდებობა არ ყოფილა. ამგვარმა რეფორმებმა კიდევ უფრო
გააძლიერა კახეთის ხელისუფლება და შეასუსტა ძლიერი ფეოდალები, გაამრავლა
მეფის ხელისუფლების მომხრე საშუალო და წვრილ აზნაურთა რიცხვი.[21, 207-210]
აქვე იბადება კითხვა, თუ როგორი იყო აზნაურთა ფენა. როგორც ცნობილია,
ქართლის სამეფოში, ასევე დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებში XV ს-ის
შემდეგ დამოუკიდებლობის მქონე თავიაანთ საკუთარ მამულებზე მჯდომი აზნაურები
აღარ არსებობენ. აზნაურები თავიაანთ ყმა-მამულთან ერთად მეფეს, ეკლესიას ან
14
თავადებს ეკუთვნიან. ასეთი მდგომარეობაა ფეოდალური საქართველოს არსებობის
მთელი შემდგომი პერიოდის ბოლომდე. საინტერესო გამონაკლისს ამ მხრივ კახეთის
სამეფო წარმოადგენს. სათავადო და საეკლესიო აზნაურებს აქ ვერ ვხვდებით. აზნაურთა
ფენა აქ უშუალოდ სამეფო ხელისუფლებას ემორჩილება.[43, 76]
გ. აკოფაშვილი, განიხილავს რა არყოფნას სათავადო აზნაურებისას, შემდეგ
დასკვნას აკეთებს: `დიდებული აზნაურები კახეთში (თავადების ეს უახლოესი
წინაპრები), საქართველოს სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით, იმ თავისებურებით
გამოირჩევიან, რომ შედარებით უფრო სუსტნი არიან ეკონომიურად. დიფერენ-ციაცია
ფეოდალთა კლასის შიგნით კახეთში შედარებით უფრო სუსტად არის განვითარებული.
მონღოლთა და შემდეგ თემურ ლენგის თავდასხმები მძიმე ზიანს აყენებენ ფეოდალთა
კლასს ფიზიკური მოსპობისა და ეკონომიკური დასუსტების მხრივ და კიდევ უწყობენ
ხელს იმას, რომ აქ ფეოდალთა დიფერენციაცია არ ღრმავდება. ეს კი საშუალებას აძლევს
აზნაურთა ფართო მასებს დამოუკიდებელი მდგომარეობა შეინარჩუნონ. აზნაურთა
დაყმევება, რაც XII-XIV სს. ქართულ-სოციალურ ურთიერთობათა ერთ-ერთ
დამახასიათებელ ნიშანს ქმნის, კახეთში არ მიმდინარეობს, ანდა სუსტად
მიმდინარეობს. პოლიტიკურად და ეკონომიკურად სუსტი ფეოდალისათვის წვრილ
აზნაურთა ყმა-მამულის შემოერთება, რაც აზნაურთა ეკონომიკური დამორჩილებისა და
დაყმევების ერთ-ერთი ჩვეულებრივი გზა იყო ქართლში, კახეთში აგრერიგად
ხელმისაწვდომი არ იყო და ამიტომ არის, რომ თუ XV ს-ის I ნახევრის წვრილი
საფეოდალოები დიდგვარიან აზნაურთა სახლის კუთვნილებაში არიან, XV ს-ის
კახეთში ასეთი რამ არ მომხდარა, და ამისა შედეგად, მივიღეთ ის, რომ კახეთის ცალკე
სამეფოდ გამოყოფის დროს სამეფო ხელისუფლებას შესაძლებლობა აქვს დაეყრდნოს
არა მსხვილ ფეოდალებს (როგორც ეს მოხდა იმერეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფის
დროს, ანდა როგორც ეს ხდებოდა ქართლის სამეფოში), არამედ დაყრდნობოდა
აზნაურთა ფართო ფენებს მსხვილ ფეოდალთა საწინააღმდეგოდ და გაეტარებინა
ცნობილი რეფორმები (სამოურავოების დაარსება და სხვ.), რამაც კიდევ უფრო
დაასუსტა კახეთის მსხვილი ფეოდალები და განამტკიცა სამეფო ხელისუფლების
ძლიერება. მთელი შემდგომი ხანა, კახეთის სამეფოს ცალკე გამოყოფიდან დაწყებული
XV ს-ის II ნახევარი და XVI საუკუნე კახეთის სამეფოს ისეთი პერიოდი იყო, როდესაც
მსხვილ ფეოდალთა მიერ აზნაურების დაყმევებისათვის საჭირო პირობები ყველაზე
არახელსაყრელი იყო, ვიდრე ოდესმე. აზნაურთა ფართო ფენებზე დაყრდნობით, მეფის
მიერ გატარებულმა ღონისძიებამ პოლიტიკურად კიდევ უფრო დაასუსტა მსხვილი
ფეოდალები, ხოლო სამეფო ხელისუფლების შედარებითი სიმტკიცე, ეკონომიკური
ცხოვრების მოწესრიგება და აღმავლობა, რაც როგორც ცნობილია, დამახასიათებელია ამ
დროის კახეთის სამეფოსთვის, აზნაურთა მშვიდობიანი არსებობისა და ეკონომიკური
კეთილდღეობისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. მაშასადამე, არ არსებობდა იმის
საფუძველი, რომ აზნაურების ყმა-მამულს ანდა თვით აზნაურთა ფიზიკურ არსებობას
რაიმე ძლიერი საფრთხე დაემუქრებოდა. ამდენად, აზნაურთა დაყმევებისათვის
საფუძველი XVI ს-ში სრულიად გამორი-ცხულია. პირიქით, არსებული ვითარება
ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა აზნაურთა ფართო ფენების სოციალურ-ეკონომიკური
განმტკიცებისათვის~.[43, 93-94]
გ. აკოფაშვილი, განიხილავს რა საერთო მდგომარეობას აზნაურებისას კახეთში
XV-XVIII სს-ში, დაასკვნის: `მიუხედავად მსხვილი ფეოდალების, თავადების ძლიერი
შემოტევებისა, აზნაურთა ფენამ ფეოდალურ კახეთში თავისი რიგების ერთგვარი
მთლიანობის დაცვა მოახერხა. ცენტრალური ხელისუფლების ხელის შეწყობით მან
თავადებისაგან დამოუკიდებელი არსებობა ძირითადად შეინარჩუნა~.[43, 103]
15
ივ. სურგულაძე ამ რეფორმის შესახებ შემდეგს აღნიშნავს: `XV ს-ის დამლევსა და XVI ს-
ის დასაწყისში კახეთში ჩატარებულ იქნა უდიდესი მნიშვნელობის რეფორმები
სახელმწიფოებრივ წყობილებაში, რომლის არსი ცენტრალური ხელის-უფლების
გაძლიერება და მსხვილი ფეოდალების ალაგმვა იყო. ეს რეფორმა კი იმაში გამოიხატა,
რომ საერისთაოები გაუქმდა და მის ნაცვლად სამოურავოები დაწესდა~.[40, 801-811]
სანამ უშუალოდ კვლავ გავაგრძელებთ საუბარს, ისმება კითხვები: რა
მნიშვნელობა ეკისრებოდა მოურავს და როგორი იყო ეს თანამდებობა? ამის შესახებ ჯ.
კოპალიანის ნაშრომში------`მოურავის სახელო ფეოდალურ საქართველოში~,
ვკითხულობთ შემდეგს: `მოურავი, როგორც ადგილობრივი მმართველობის მოხელე
XIII ს-დან არსებობს: საფიქრებელია, ეს თანამდებობა ადრეულ ხანაშიაც არსებულიყო,
მაგრამ ამის შესახებ ცნობები არ გაგვაჩნია. მართალი, ტერმინი `მოურავი~ XI-XII სს.
ძეგლებში გვხვდება, მაგრამ ის ნიშნავს არა მოხელეს, არამედ მზრუნველს.
მოურავი, როგორც ქალაქის გამგებელი XIV საუკუნიდან შემოდის. ის ცვლის
მანამდე არსებულ `ამირასა~ და `ამირთ-ამირას~ (თუმცა ეს ტერმინები გვიანაც
გვხვდება). XVI საუკუნიდან მოურავის სინონიმად გარკვეულ დრომდე ირანული
ტერმინი `ტარუღაც~ იხმარება.[40, 811]
მოურავების საგამგეო-სამოურავოები სხვადასხვა სიდიდისა იყო. დაწყებული
მცირე მამულიდან თუ სოფლიდან, თვით დიდ პროვინციამდე.
მოურავი, როგორც ადგილობრივი მოხელე ჰყავდა როგორც მეფეს, ასვე კერძო
მებატონე ფეოდალს და ეკლესიას. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ მეფის
მოურავების გვარები კახეთში: ჩოლოყაშვილები, ანდრონიკაშვილები, ვაჩნაძეები,
ჯორჯაძეები, მაყაშვილები და სხვ.
მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ, სასამართლო და სამხედრო
ფუნქციებს.
მოურავობა საქართველოში მემკვიდრეობითი თანამდებობა იყო. მაგრამ იყო
შემთხვევა, როცა ეს თანამდებობა ჩამოერთმეოდა ხოლმე ერთს და სხვა გვარს
გადაეცემოდა.
იყო შემთხვევები, როცა ერთი პიროვნების ხელში იყო როგორც მოურავობა, ისე
სხვა სახის თანამდებობა (კარის თუ ადგილობრივი).
მოურავი თავისი საგამგეოდან იღებდა შემოსავლის გარკვეულ პროცენტს_
ათისთავს, მესამედს, მეხუთედს და სხვ. გააჩნია თუ ვისი მოურავი იყო, ქალაქის თუ
სოფლისა და რა სახის შემოსავლიდან იღებდა გასამრჯელოს~.[41, 70]
მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ ქალაქის მოურავის უფლება-
მოვალეობანი. ქალაქის მოურავის უფლება-მოვალეობა გვიანფეოდალურ საქარ-
თველოს ქალაქებში ყველგან ერთნაირი როდი იყო. მოურავის უფლება ძირითადად, რა
თქმა უნდა, ქალაქის საერთო მნიშვნელობის მიხედვით განი-საზღვრებოდა. დიდი
ქალაქების მოურავები მეტი უფლებით სარგებლობდნენ, საშუალო და მცირე
ქალაქებისა კიდევ სხვა უფლებებით. მაგრამ მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, თუ ვინ,
როგორი გავლენიანი პირი ასრულებდა მოურავის თანამდებობას ამა თუ იმ
ქალაქში.[44, 405-406]
შ.მესხია აღნიშნავს: ` ქალაქის მოურავს, როგორც სათანადო დებულე-ბიდან ჩანს,
უნდა გაეგო ყოველივე ის, რაც ქალაქსა და ქალაქში მეფის ბრძანებების გატარებას
შეეხებოდა, ანუ როგორც `თბილისის მოურავის გარიგებაშია~ ნათქვამი, `ქალაქის
სამოქალაქოსი ყოველივე მოურავს უნდა ეკითხოს, მეფემ აწ რომ ქალაქს ან სთხოოს ან
შეაწეროს ან სხვა რამე საქმე იყოს~ ქალაქის მოურავს უნდა ეკითხოს~.[44, 406] ამიტომაც

16
მეფე თავის ბრძანებებს პირველ რიგში ქალაქის მოურავს აცნობებდა, რომ მას იგი
დაუყოვნებლივ გაეტარებინა.
ამრიგად, შიდასახელმწიფოებრივი გარდაქმნები მეფის ხელისუფლებასა და
კახეთ-ჰერეთის ერისთავ-წარჩინებულთა შორის წარმოებული ხანგრძლივი
უკომპრომისო ბრძოლების შედეგია. ერისთავ-წარჩინებულებთან ბრძოლაში
გამარჯვებული კახეთის მეფე, ცხადია, ერისთავთა ძველი ხელის-უფლების საბოლოო
გაუქმებას ეცდებოდა მას საამისო მიზეზებიც და პირობებიც გააჩნდა. ერთიანი
საქართველოდან ცალკე გამოყოფილი კახეთის შედარებით მცირე სამეფოსათვის ისეთი
ადმინისტრაციული ერთეულები, როგორც თავის დროზე საერისთავო იყო, აღარ იყო
აუცილებელი. კახეთის მეფეს ერისთავების გარეშეც შეეძლო კონტროლის ქვეშ
ჰყოლოდა ქვეყნის ესა თუ ის კუთხე, ერისთავთა შუალედი რგოლის გარეშე
დაექვემდებარებინა ცალკეული ფეოდალი-მფლობელი თუ `ადგილზე-გამრიგე~
მოხელე-მოურავი. ახლად ჩამოყალიბებული კახეთის სახელმწიფო ორგანიზმში
ერისთავების ძველი ფუნქციებისათვის აშკარად ადგილი აღარ რჩებოდა. მითუმეტეს,
რომ ერისთავობას უკვე კარგა ხანია საფუძვლიანი ცვლილება განეცადა. საქართველოს
სხვა ნაწილების პოლიტიკურ ორგანიზაციაში მათი ადგილი სათავადოებმა დაიკავეს.
ზოგიერთი საერისთავო კი თვითონ გადაიქცა სათავადოდ. კახეთში ეს პროცესი
ბოლომდე არ იყო მიყვანილი. ერისთავობას აქ ჯერ კიდევ შეენარჩუნებინა თავისი
ძველი ფუნქციები და აქაური ერისთავ-წარჩინებულნიც მიისწრაფოდნენ თავიაანთი
საგამგეო-სამფლობელოების სამთავროებად ან სათავადოებად გარდაქმნისაკენ, მაგრამ
კახეთში მათ მარცხი განიცადეს და გიორგი მეფემ შესძლო შეენარჩუნებინა თავის
მფლობელობაში სამეფო-სახასო მიწების დიდი ნაწილი. ერისთავების დამარცხების და
აქედან გამომდინარე, მათი დიდი ნაწილის განადგურების ან რეპრესიების შემდეგ,
ბუნებრივია, სამეფო ხელისუფლებას გაეუქმებინა საერისთავოების დრომოჭმული
სისტემა, რომელიც ისედაც უკვე ანაქრონიზმს წარმოადგენდა ახალ ისტორიულ
პირობებში. ყოფილი საერისთავო-საგამგებლო ტერიტორია ამის შემდეგ უშუალოდ
მეფის მფლობელობაშია ან საუფლისწულოდაა გაცემული რომელიმე ბატონიშვილზე,
ხოლო ამ სამფლობელოების მართვა-გამგებლობა ადგილზე მოურავების მეშვეობით
ხორციელდება. მოურავობა კახეთში გარკვეული გაგებით ახლებურ მნიშვნელობას
იძენს. ასევე ახლებური მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიასაც.
მეფესა და ერისთავებს შორის წარმოებული ბრძოლის დროს ეკლესიას მეფის
მხარე ეჭირა. საეკლესიო სამფლობელოები უძლიერესი ფეოდალების მხრივ
მიმძლავრების საშიშროების წინაშე იდგნენ, ამიტომ ეპისკოპოსები მეფის მტკიცე
ხელისუფლების მომხრენი არიან. მეფეც ეყრდნობა ეკლესიას, თუნდაც იმიტომ, რომ
უმაღლეს საეკლესიო თანამდებობაზე დანიშვნა მეფის კომპეტენციას შეადგენდა და
თანაც ეს თანამდებობანი არ იყო მემკვიდრეობითი ხასიათისა და ამდენად, მეფეს
შეეძლო გამოეყენებინა თავისი უფლება ეკლესიაზე მუდმივი ზემოქმედების
საშუალებად.
საერისთაოების გაუქმების შემდეგ, კახეთში მსხვილ ტერიტორიულ
ერთეულებად, რომლებშიც გაერთიანებული იქნებოდნენ მცირე საფეოდალოები,
სამოურავოები თუ სხვა ფეოდალურ-ადმინისტრაციული ერთეულები, მხოლოდ
საეპისკოპოსოებიღა რჩებოდნენ. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სამეფო კარს
ეპისკოპოსებისათვის მიენდო მათ სამწყსო ტერიტორიაზე სამხედრო ორგანიზაციის
საქმე. მართალია, კახეთში ტრადიციულად შვიდი საეპისკოპოსო იყო, მაგრამ ყველა
საეპისკოპოსო ერთნაირი მნიშვნელობისა ვერ იქნებოდა. ამიტომ, ადგილი ექნებოდა
უფრო ნაკლები მნიშვნელობის საეპისკოპოსოების უფრო გავლენიანი
17
ეპისკოპოსებისადმი დაქვემდებარებას. ამდენად, სამხედრო-ადმინისტრაციული
ერთეულების _`სადროშოების~ რაოდენობა არ იყო აუცილებელი საეპისკოპო-სოების
რაოდენობისა ყოფილიყო. საეპისკოპოსოების ასეთი როლი კახეთის სამეფოს სამხედრო
ორგანიზაციის საქმეში გვიანდელი მონაცემებითაც მტკიცდება.[45, 218]
XVI ს-ის კახეთში ჩანან თავადები: ჩოლოყაშვილები, ჯანდიერები, მაყა-შვილები.
ჩოლოყაშვილების სამფლობელო XV ს-ის ბოლოსა და XVI ს-ში მოიცავდა
საკმაოდ დიდ ტერიტორიას, კერძოდ: ილტოს, პანკისის და სტორის ხეობებს. ამას
გარდა, შიდა კახეთის მნიშვნელოვან ნაწილს (ახმეტიდან თურდოს ხეობამდე). მათ სხვა
სამფლობელოები (გარე კახეთსა და თიანეთში) უფრო გვიან შეძენილი უნდა იყოს. ეს
სამფლობელო ჩოლოყაშვილებს ეკუთვნოდათ მკვიდრად და სამამულედ,
სარგებლობდნენ იმუნიტეტით, ე.ი. `საჩოლაყნო~ სათავადო იყო,[42, 22] XVI-XVII სს.-ში
ჩოლოყაშვილთა ფეოდალური სახლი იყრება და XVIII ს-ში რამდენიმე სახლად
ცხოვრობენ, მაგრამ რადგან საკუთრების უფლება იგივე რჩება (`საკვიდროდ
სამამულე~) სათავადოც, მართალია დაწვრილ-ერთეულებული, სათავადოდ რჩება.[46]
საჩოლაყნოს ცენტრები იყო სასახლეებითა და ციხე-კოშკებით, ბახტრიონი, ახმეტა და
მატანის ციხე.
სავაჩნაძო და საენდრონიკო ყოფილა ქიზიყში. გურამიშვილების სათავადო
საგურამოს ხეობაში იყო (აქედან დღევანდელი საგურამო), სადაც ჰქონდათ ციხე,
სასახლე და ეკლესია. ხიმშიაშვილების სამფლობელო ძაგნაკორანსა და ბულა-ჩაურში
ყოფილა. ჯორჯაძეების სამფლობელოს ცენტრები იყო ენისელი და საბუე, საჩერქეზოსი
მანავსა და ვეჯინში. ვახვახიშვილების ცენტრი იყო თელავის შემოგარენში (ციხე
თელავის გარეუბანში ჰქონდათ). სამაყნოს ცენტრი იყო რუისპირში, ციხე ჰქონდათ
არტოზანში. ტურიშვილებისა და ყარალაშვილების სათავადო `გაღმა მხარეში~
მდებარეობდა და ა.შ.

$2. კახეთის ისტორიულ-გეოგრაფიული საზღვრები

საკმარისია კაცმა დახედოს საქართველოს რუქას, რათა დარწმუნდეს, რომ კახეთს


განსაკუთრებული ადგილი უნდა სჭეროდა ჩვენი სამშობლოს წინაშე.
როგორც საქართველოს სხვა მხარეები, კახეთიც რთული ისტორიული პროცესის
შედეგად წარმოქმნილი ქვეყანაა. დღევანდელი კახეთი, რა თქმა უნდა, მუდამ ასეთი არ
ყოფილა არც ტერიტორიულად, არც მეურნეობის თვალსაზრისით და არც მოსახლეობის
ეთნიკური შემადგენლობის მხრივ. მისი ტერიტორიის უძველეს პერიოდს რომ თავი
დავანებოთ, რომელსაც არქეოლოგია იკვლევს, წერილობითი წყაროების მიხედვით
კახეთის დღევანდელ ტერიტორიაზე რამდენიმე ეთნიკურ კოლექტივს, რამდენიმე
`ქვეყანას~ ვხედავთ, რომლებიც დასახლებულია ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად
განსხვავებული და მონათესავე ტომებით. ეს ქვეყნებია: კუხეთი, რომელიც მოიცავდა
ივრის ხეობის ზემო წელს და ალაზნის ზემო წელს მთიანეთითურთ:
ჰერეთი_დაახლოებით დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო--დასავლეთი მხარე
(ძველი საინგილო) დაღესტნის მთიანეთითურთ; სუჯეთი-ივრის მარცხენა სანაპირო,
მის შუა წელზე (დაახლოებით დღევანდელი გარე კახეთი); კამბეჩოვანი-დაახლოებით
ქიზიყი. ქიზიყი ეწოდება კახეთის ერთ ნაწილს, რომელსაც საზღვრავენ მდინარეები:
იორი, ალაზანი და მტკვარი. ამ მხარის დახასიათებისას ვახუშტი წერს: `ამას ეწოდა
პირველ კამბეჩოვანი, კამბეჩთა სიმრავლისათÂის, შემდგომად ქისიყი
უსაქციელობისათÂის_ `მქის იყო~. არამედ არიან კაცნი მბრძოლნი, მÃნენი, ახოვანნი,

18
შემმართებელნი, მაგარნი, მიმყოლნი ურთიერთა. და უძეს ქისიყს აღმოსავლით ვ ე ლ ი
შ ი რ ა ქ ი ალაზნამდე; სამხრით-უფადარი და წინამინდორი ხორანთა-იორამდე;
ჩდილოთ მთა ჰერეთისა, ხოლო მზღვრის აღმოსავლით ალაზანი. დასავლით ლაკბის
Ãევი და ხაზი მისი იორამდე გასული; სამხრით იორი ანუ მტკუარი; ჩრდილოთ მთა
ცივისა, კარდანეხსა და ქისიყს შორის, და ხაზი ასანურ-საქუაბს შორის გასული
ალაზნამდე~.[29, 543]
როგორც ვახუშტის სიტყვებიდან ჩანს, ქიზიყს ადრე კანბეჩოვანი ანუ კამბეჩოვანი
რქმევია. ეს სახელწოდება ქართულ საისტორიო ძეგლებში IX ს-ან გვხვდება. იგი
აღნიშნავს როგორც მხარეს, ისე ქალაქსაც, რომლის მეორე სახელია ხორნაბუჯი. კიდევ
უფრო ადრე კამბეჩოვანი იხსენიება უცხოურ წყაროებში. მათ შორის უძველესია
სტრაბონის გეოგრაფია ( I ს.). ამ ბერძენი გეოგრაფის ცნობით, იბერიიდან ალბანიაში
მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბისენეზე გადისო. აკად. ივ. ჯავახიშვილის
აზრით, შესაძლე-ბელია ეს ადგილი ახლანდელი შირაქის მინდვრები იყოს.
კამბისენე შეიცავს ბერძნულ ენე სუფიქსს, კამბის კი იგივე სიტყვა კამბეჩია.
სტრაბონი კამბის სახელით იხსენიებს აგრეთვე მდინარეს, რომელიც დღევანდელი
იორი უნდა იყოს.
სიტყვა კამეჩი ანუ კამბეჩი წარმოშობით ინდურ-ირანულია. ძველ ირანულ
ენებში გაუ, გავ ნიშნავს მსხვილფეხა პირუტყვს: ზროხას (ე.ი. როგორც ძროხას, ასევე
ხარს, რუს, вол). ეს სიტყვა სხვადასხვა ფონეტიკური ცვლილებებით მრავალ
ინდოევროპულ ენაში გვხვდება. სპარსულში გავ (`ზროხა~) სიტყვას ერთვის მეშ
(`ცხვარი~) და ასე მიღებულია გავმეშ, რაც `კამეჩს~ ნიშნავს. აქედან არის ეს სიტყვა
შემოსული ქართულში.
კამბეჩი (კამეჩი) უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებში არ გვხვდება, მაგრამ
აშკარაა, რომ ორი ათასი წლის წინათ ეს სიტყვა ყოფილა დამკვი-დრებული ქართულ
ენაში. ამას ადასტურებს გეოგრაფიული სახელწოდება კამბეჩოვანი.[47, 217-218]
დღეს ქიზიყს სიღნაღს უწოდებენ. სიღნაღი გაშენებულია მაღლობზე, საიდანაც
ხელისგულივით მოჩანს ალაზნის ველი და კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები.
ქალაქს გარს ავლია სქელი გალავანი, რომელსაც წინათ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა
თავდაცვისათვის. ომიანობის დროს აქ თავს აფარებდა მშვიდობიანი მოსახლეობა.
სწორედ ამიტომ შერქმევია მას სიღნაღი. იგი წარმოშობით თურქული სიტყვაა და
`თავშესაფარს~ ნიშნავს. (ეს სახელი თანამედროვე თურქეთში ჰქვია რამდენიმე
გეოგრაფიულ პუნქტს[47, 2-6]).
ვახუშტი კახეთის შესახებ შემდეგ ცნობებს გვაწვდის: ხოლო კახეთი და კუხეთი
არიან წილნი ქართლოსისა, რამეთუ შემდგომად ქართლოსის სიკუდილისა, განუყო
დედამან მათმან ძეთა თÂსთა ქართლოსის წილი ქუეყანა და მისცა კახოსს
საზღვარი:აღმოსავლეთით მთა კავკასი; სამÃრეთით საზღვარი ჰერეთისა, თურდო-
შტორის Ãევი, ვიდრე კავკასამდე; დასავლით მთა კახეთისა, რომელსა განჰკუეთეს,
ერწო_თიანეთს, იორის მდინარე და მერმე მზღვრის მდინარე არაგÂ და ჩრდილოთ მთა
კავკასი. და ამათ შორის ქვეყანა არს კახეთი, წილ კახოსისა და მისი სახე-ლის გამო
ეწოდა ამას სახელი ესე, არამედ აწ უწოდებენ ფშავ-Ãევსურსა (რომელთა პირველ
ეწოდათ ფხოელნი), თიანეთს, ერწოს, ირტოსÃევს, პანკისის Ãეობას, საყდრიონს და
ალონს~.[29, 523]
ხოლო კუხოსის შესახებ შემდეგს მოგვითხრობს ვახუშტი: ხოლო კუხოსს მისცა
საზღვარი აღმოსავლეთით მთა კახეთისა; სამÃრით საზღვარი ჰერეთისა, რომელ არს
ხუნანის გამოსწვრივ გულგულამდე; დასავლეთით მტკვარი და არაგვ; ჩრდილოთ იგივე
მთა კახეთისა და ამათ შორისს ქვეყანას ეწოდა კუხეთი, კუხოსის სახელის გამო, არამედ
19
აწ უწოდებენ თიანეთს, საგურამოს ანუ თეძმის Ãევს (რომელსა ეწოდებოდა ხერკი ამის
გამო, ოდეს ლტოლვილნი ნაბუქოდნოსორისა-გან მოსულნი ჰურიანი დასხნა აქა
მცხეთელ მამასახლისმან და ყვნა მეხარკედ), კუალად გრდანი, მარტყოფი, ლილო,
დიდუბე, სამგორი, ჩადივარი, ომანის ხევი, ყარაღაჯი და ნაგები და ყარაია. ხოლო
ხოსროვანთ გარდავლინებისა შემდგომად, განდგა რა გრიგოლ მთავარი, ამან მოსპო
სახელი კუხეთისა და იწოდა კახთა მთავრად ანუ ქორიკოზად~.[29, 523-524]
ვახუშტის გეოგრაფიაში კახეთის საზღვრების შესახებ კვლავ მოიპოვება
რამდენიმე საყურადღებო ისტორიულ-გეოგრაფიულ რეალია. გარე კახეთის აღწერისას
ვახუშტი გვაუწყებს: `ნინოწმინდას ზეით ერთვის იორს სამების Ãევი... ესევე Ãევი არს
საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა~. შიგნი-კახეთის აღწერილობაში ვახუშტი კახეთსა და
ჰერეთს შორის არსებული საზღვრის შესახებ გვაწვდის შემდეგ ცნობას: `ლოპოტის
წყლის შესართავს ზეით ალაზანს მოერთვის თურდოს Ãევი, გამომდინარე შუამთიდამ.
ამ Ãევზედ არს გულგულა, რომელსა ეწოდა პირველ ტყეტბა. ეს Ãევი არს საზღვარი
ჰერეთისა და კახეთისა~. აქ განმარტებას მოითხოვს თუ სად მდებარეობდა ტყეტბა ანუ
გულგულა. ამის შესახებ თ. პაპუაშვილი განიხილავს რა ლეონტი მროველის, ვახუშტის
და მ. ბროსეს მიერ მოხაზულ ტყეტბის მდებარეობას, შემდეგ დასკვნას აკეთებს:
`მკვლევარ ალ. გვენცაძის აზრით, `ტყეტბა~ საძიებელია ცივ-შუამთა-გომბორის ქედის
არეში, `ცივი~ მოემართება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და ცხადია, სასაზღვრო
გადაკვეთაც ქედზე უნდა მომხდარიყო. ასეთ ადგილად მიჩნეული უნდა იქნას
თანამედროვე `ნაქალაქარი~, რომელიც მდებარეობს მდ.თურდოს ხეობის სათავეში და
წარმოადგენს `შუამთის~ ერთ-ერთ მხარეს... რა თქმა უნდა `ტყეტბის~ ტერი-ტორიაზე
მოსახლეობაც იქნებოდა, მაგრამ ძირითადად ეს ადგილი წარმოადგენდა ფორპოსტს,
როგორც კახეთ-ჰერეთს შორის სასაზღვრო პუნქტი... ტოპონიმი `ნაქალაქარი~ უფრო
გვიან შექმნილი და ხალხურ საწყისებზე უნდა იყოს აღმოცენებული. ძველი
`გულგულა~, როგორც სამხედრო ფორპოსტი, უფრო ქალაქური ტიპის დასახლება უნდა
ყოფილიყო. ხოლო როდესაც მოსახლეობა ბარში ჩამოვიდა და ახალ გულგულას ჩაეყარა
საფუძველი, ხალხმა მთის `გულგულას~ უწოდა `ნაქალაქარი~. ამრიგად, მივიღეთ
ასეთი საფეხურები: `ტყეტბა~_`გულგულა~_`ნაქალაქარი~. როგორც ალ. გვენცაძე
ფიქრობს `ზემო გულგულიდან” მოსახლეობის გადმონაცვლება `ქვემო გულგულში~
ვახუშტი ბატონიშვილის დრომდე ბევრად ადრე უნდა დამთავრებულიყო. ამიტომ
მისთვის არსებობს მარტო ერთი გულგულა-ეს არის ბარის გულგულა, ანუ
თანამედროვე გულგულა. ასეთმა ვითარებამ ნამდვილად გამოიწვია გარკვეული
მცდარი თვალსაზრისი, როდესაც თანამედროვე გულგულა მიიჩნიეს კახეთ-ჰერეთის
სასაზღვრო ხაზის პუნქტად~ -საბოლოოდ ასეთი დასკვნა გააკეთა თ. პაპუა-შვილმა.[48,
107-108] `კუალად თურდოს Ãევის შესართავს ზეით ალაზანს მოერთვის შტორის Ãევი,
გამოსდის თუშეთსა და ამას შორის კავკასსა და მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთით ...
ამ შტორის-Ãევისა და თურდოს-Ãევის ჩრდილოთი ქუეყანა არს კახეთი, ამათ
სამÃრითი- ჰერეთი~. ამრიგად, ვახუშტის მიხედვით, გულგულა ანუ ტყეტბა
მდებარეობს სწორედ იმ ადგილის მახლობლად, სადაც ალაზანს თურდოს ხევი
შეერთვის სამხრეთიდან, ხოლო ჩრდილოეთიდან მდ. შტორი.
გასათვალისწინებელია დ. მუსხელიშვილი აზრი კახეთ-ჰერეთის საზღვართან
დაკავშირებით. განხილული აქვს რა ლეონტი მროველისა და ვახუშტის მოსაზრებანი
კახეთ-ჰერეთის საზღვართან დაკავშირებით,[17, 5-15] ის აკეთებს შემდეგ დასკვნას:
`ქართლისა (ქართლოსის წილი) და ჰერეთის საზღვარი შემდეგნაირად წარმოგვიდგება.
უკიდურესი სამხრეთი პუნქტია ხუნანი, აქედან მტკვრის გასწვრივ რუსთავამდე,
შემდეგ სამგორ ჩადივრისა და გარეჯის მთის შორისი ხაზით მდ. იორამდე; აქედან
20
სამების ხევით გომბორის გადასასვლელამდე, შემდეგ თურდოს ხეობით ალაზნამდე.
აქედან ალაზნის გაყოლებით დასავლეთისაკენ, ვიდრე ბახტრიონამდე. შემდეგ ალაზან-
მაჭარეულის წყალ-გამყოფი მთით, ალაზან შტორის წყალგამყოფი ქედის
მიმართულებით კავკასიო-ნამდე~.[17, 15]
ბოსტან-ქალაქისა და გარეჯის მთის აღწერისას ვახუშტი აღნიშნავს: არამედ ესე
ადგილნი ნაგებს ზეით (ე.ი. რუსთავს ზეით) არს ძუელად კუხეთისა, რომელი მისცა
დედამან კუხოსს. ხოლო ნაგებს ქუეითი ჰერეთისა არს, და აწ უწოდებენ ყარაიას, და
გარეჯის მთას მასვე ძუელს სახელს~. ვახუშტის ამ უკანასკნელი ცნობის მიხედვით,
ყარაია, და გარეჯის მთა ჰერეთში შედის. ვახუშტის ყარაიის შესახებ დაცული აქვს
მეორე ცნობაც, რომელიც თითქოს განსხვავდება პირველისაგან. ვახუშტი ნაგებსა და
ყარაიას კუხეთში შემავალ ქვეყნებად თვლის. თითქოს ეს ორი განსხვავებული ცნობა
ეთანხმებიან ერთმანეთს, როდესაც ვახუშტი ამბობს, `ნაგებს ქვევით ჰერეთისა არს~, არ
იგულისხმება, რომ საზღვარი კუხეთისა უშუალოდ ნაგებს (რუსთავს) ეკვრის. უფრო
ადრე ვახუშტი ნაგების საზღვრებს ჩამოთვლიდა და აღნიშნავდა, რომ `საზღვარი ამისი
(რუსთავისა) არს: დასავლით მტკუარი, ჩრდილოთ Ãევი ლოჭინისა, აღმოსავლით მთა
გარეჯისა, ვიდრე მწარე-წყლამდე, სამÃრით მწარე-წყალი~.[29, 331] ამ ცნობაზე
დაყრდნობით იგულისხმება, რომ ვახუშტი სადაც ამბობს, ნაგებს ქვევით ჰერეთისააო,
ნაგების ქვედა (სამხრეთის) საზღვრად ვარაუდობს მწარე-წყალს, მის ქვევით კი
ჰერეთი). ჰერეთისავეა ყარაიის ის ნაწილიც, რომელიც მწარე-წყლის სამხრეთით
მდებარეობს~. მწარე-წყალი დღევანდელ ტოპონიმიკაში აღარ გვხვდება, ამიტომ მისი
ზუსტი ლოკალიზაციის დადგენა ძნელია. მწარე წყალთან დაკავშირებით უნდა
აღინიშნოს, რომ შეიძლება ეს მდინარე იყოს გვიანდელი ხანის ქართულ საისტორიო
წყაროებში (ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრების მეორე ტექსტის ავტორი)
მოხსენიებული მტკვრის ერთ-ერთი შენაკადი აჯი-სუ. თურქულად აჯი-სუ ნიშნავს
მწარე წყალს. ბერი ეგნატაშვილის თხზულებიდან არ ჩანს, აჯი-სუ რომელი მხრიდან
უერთდება მტკვარს. ახალი ქართლის ცხოვრების ტექსტის მიხედვით აჯი-სუ მტკვარს
თითქოს ჩრ-დან ერთვის. 1905 წ. დაბეჭდილ ხუთ ვერსიან რუქაზე მტკვარს
სამხრეთიდან ერთვის პატარა მდინარე, რომელსაც აწერია აჯი-სუ. იგი აჯი-სუ ანუ
მწარე წყალი მტკვარს ერთვის ჩრდილოეთიდან აღსტაფის წყლის აღმოსავლეთით.
დაახლოებით ასევე ჩანს ეს ვახუშტის გეოგრაფიის ტექსტიდანაც.[29, 524]
მწარე წყალი რომ გარკვეულ მონაკვეთამდე კახეთის სასაზღვრო ხაზს
წარმოადგენდა, ეს მკაფიოდ ჩანს ვახუშტის გეოგრაფიის იმ ადგილიდან, სადაც მას
მოცემული აქვს თავისი საბოლოო და შემაჯამებელი დასკვნა მისი თანამედროვე
კახეთის საზღვრებისა. იგი წერს: `და არს სრულიად აწინდელის კახეთისა საზღვარი:
სამÃრით დიდის ალაზნისა და პატარას ალაზნის შესართავი და მუნიდამ ხაზი
კავკასამდენ გავლილი და კუალად ხაზი მტკუარამდე მისული; აღ-ით მთა/კავკასი,
ლეკეთსა და კახეთს შორის; დასავლით საზღვარი ქართლისა, რომელი აღვსწერეთ, და
მწარე-წყალს ქუეით, მტკუარი, და ჩრდილოთ მთა კავკასივე~.[29, 524]
დასასრულ, უფრო სრულყოფილი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ კახეთის
საზღვრებზე, ამ მიზნით აქ მოგვყავს ვახუშტის ერთი ცნობა, რომელიც შემონახულია
მის შრომაში -----`ქმნულება და ცხოვრება კახეთისა და ჰერეთისა~. ცნობა ეხება კახთა
მეფის კვირიკე III-ე დიდის მიერ კახეთის სამეფოში ჩატარებულ რეფორმებს, კერძოდ,
ქვეყნის საერისთავოებად დაყოფას. ამასთან დაკავშირებით, ვახუშტი გვაძლევს კახეთის
თითოეული საერისთავოს კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებს და ჩამოთვლის მათ
ფარგლებში შემავალ ცალკეულ კანტონებს. აქ მთლიანად მოგვყავს ეს ცნობა: კვირიკე
მეფემ დასხა სამი ერისთავი კახეთს, `ერთი რუსთავს, და მისცა სრულიად კუხეთი,
21
რომელ არს ნაგები, ყარაია, ჩადივარ, სამგორი, უჯარმა, ლილო, მარტყოფი, გრდანი,
Ãერკი და თიანეთი, არაგვს კერძო ჟინვანამდე. მეორე დასუა კუეტერისა და მისცა
უჯარმას ზემოთი ორთა მთათა შორისი, რომელ არიან კახეთისა და კუხეთისა, ვიდრე
კავკასამდე და გარდაღმად. ესე არს ერწო-თიანეთი, ფხოველნი, ძურძუკი და ღლიღÂ.
მესამე პანკისისა ანუ მარილისისა და მისცა ჰერეთის საზღვარის ზეითი კავკასამდე და
კახეთის მთამდე თუშეთითურთ~.[29, 561] ამ ცნობაში კახეთის საერისთავოებად
დაყოფის შესახებ კარგად ჩანს იმდროინდელი კახეთის ისტორიულ-გეოგრაფიული
საზღვრები.
ასეთია ძირითადად ის ცნობები, რომლებიც შემოგვინახეს ლეონტი მროველმა და
ვახუშტი ბაგრატიონმა კახეთის ისტორიული საზღვრების შესახებ ზოგადად. წინასწარ
უნდა აღინიშნოს, რომ საუკუნეთა სიგრძეზე ეს საზღვრები ყოველთვის ერთნაირი არ
იყო. იგი იცვლებოდა დროის გარკვეულ მონაკვეთში, ცალკეულ ათწლეულებში,
გარკვეულ პოლიტიკურ ვითარებაში. ამის გამო ეს საზღვრები სხვადასხვა ეპოქაში
სხვადასხვანაირად უნდა იყოს გაგებული. ამ გარემოებას პირველად ყურადღება
მიაქცია ივ. ჯავახიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართულ საისტორიო წყაროებში
სამსავე ტერმინს_`კახეთი~, `კუხეთი~ და `ჰერეთი~ სხვადასხვა დროს სხვადასხვა
მნიშვნელობა ჰქონდა და რომ საქართველოს ამ სამი კუთხის საზღვრები ერთმანეთში
ირევა და ძნელია გაგება იმისა, თუ რომელი პუნქტი სადაა, კახეთში, კუხეთში თუ
ჰერეთში.[48, 96-99]
დ. მუსხელიშვილი კი შემდეგს აღნიშნავს: `... ქართული წყაროებისა(ლეონტი
მროველი, ვახუშტი და ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით `კახების~
ლოკალიზაცია (თავდაპირველი კახეთი მოიცავს ივრის ხეობის აუზს, მის ზემო წელს,
დაახ. უჯარმამდე, დღევანდელი შიგნით კახეთის ნაწილს (ალაზან-თურდოს შორისი)
და ჩრდილოეთიდან მიმდებარე მთიანეთს (`მთეულთა კახეთისა~).
რაც შეეხება დღევანდელი კახეთის დიდ ნაწილს, ისევე როგორც საინგილოსა და
ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანს (ყოფილი შაქის ოლქი ანუ ნუხის მაზრა), ეს ქვეყანა,
უძველესი დროიდან დასახლებულია ქართველთა მონათესავე ტომებით, შეადგენდა
ქართული წყაროების ჰერეთს~.[17, 23-24]
როგორც ვიცით უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას
მოიცავდა (მდ. ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის. ცენტრი ჩელეთი), IV ს-
ან უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული
მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველად კახეთის გარშემო
გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელ ფეოდა-ლურ ხანაში
კახეთი უკვე ერწო-თიანეთსა და თუშD-ფშავ-ხევსურეთის ტერი-ტორიას მოიცავდა. XIII
ს-ის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის
ტერიტორიის დიდი ნაწილი, XV ს-ან კი მთელი ჰერეთი. XI ს-ან კახეთის პოლიტიკური
ცენტრია თელავი, XV ს-ან გრემი.
კახეთის სამეფო იყო გვიანდელი საუკუნეების ფეოდალური საქართველოს ერთ-
ერთი სამეფო. მისი პოლიტიკური საზღვრები იყო: დასავლეთით მდ. არაგვი,
სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდ. მტკვარი, ჩრდილოეთით –კავკასიონის
მთავარი ქედი (ადგილ-ადგილ საზღვარი ქედს გადაღმაც გადიოდა. პირიქით
ხევსურეთი და თუშეთი, გარკვეულ პერიოდამდე დიდოეთი და წახური კახეთის
საზღვრებში შედიოდა). XVII ს-ის დასაწყისამდე კახეთის აღმოსავლეთი საზღვარი
იწყებოდა იქ, სადაც იორ-ალაზანი მდ. მტკვარს უერთდებოდა, შემდეგ მიემართებოდა
ჩრდილოეთით აჯინოურის ტბის გასწვრივ, კვეთდა მდ. აგრიჩაის და მდ. გიშის წყლის
(გიშჩაი) გაყოლებით კავკასიონის ქედამდე გადიოდა. შემდეგ საზღვარმა დასავლეთით
22
ყიფიჩაიმდე (კარის მდინარე) გადმოიწია. დედაქალაქი გრემი, XVII საუკუნის 70-იანი
წლებიდან _თელავი.[49, 33]
საქართველოს ყოფილი ერთიანი ფეოდალური მონარქიის შემცირებულ
ტერიტორიაზე XVI ს-ის ბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამი სამეფო და სამთავრო
არსებობდა. სამივე სამეფოში (ქართლი, კახეთი, იმერეთი) ბაგრატიონთა ძველი სამეფო
დინასტიის შთამომავლები მეფობდნენ.
კახეთის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთით შექის (შაქის) ფეოდალური
სამფლობელო, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით დაღესტნის
ფეოდალური სამფლობელოები ესაზღვრებოდნენ. 1551 წელს შექის აზერბაიჯანული
სამფლობელო ირანმა დაიპყრო და შირვანის საბეგლარბეგოს დაუმორჩილა. შექისა და
კახეთის საზღვარი მდ. ალაზნის მტკვართან შეერთების ადგილას იწყებოდა,
მიემართებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთითა და კავკასიონის მთავარ ქედზე გადადიოდა.
აქ, მდ. სამურის ზემო წელში, კახეთის მეფეს ემორჩილებოდა წახურის (წახეთი,
წუხეთი) სამფლობელო. ირანის აგრესიის შედეგად XVI-XVII სს. კახეთის სამეფომ
ფაქტიურად დაკარგა თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (წახური, კაკ-
ენისელი და სხვ.).
სამხრეთით კახეთის სამეფოს ყარაბაღის საბეგლარბეგოს ყაზახის სამფლო-ბელო
საზღვრავდა. სასაზღვრო ხაზი მათ შორის მდ. მტკვარს მიჰყვებოდა (ალაზნის
შესართავამდე).
დასავლეთით კახეთს ქართლის სამეფო ეკვროდა. ფშავი და ხევსურეთი კახეთში
შედიოდა. არაგვის შესართავიდან ქართლისა და კახეთის სასაზღვრო ხაზი ავჭალა-
პატარა ლილო-ამართულას მთა (სართიჭალას სამხრეთით) მდ. აჯი-სუს, ანუ მწარე
წყლის ხაზზე გადიოდა (ავჭალა და გლდანი კახეთში შედიოდა, ლილო ქართლში).
მწარე წყალსა და მტკვარს შორის მდებარე ტერიტორია ქართლს ეკუთვნოდა.
ერთიანი საქართველოდან გამოსული კახეთის სამეფოს საზღვრებს XVIII ს-ის
ისტორიკოსები ასე ახასიათებენ: `ამა კახთა ბატონთა მას ჟამსა (ე.ი. ერთიანი
საქართველოს სახელმწიფოს დაშლის დროს) გარდმოღმართი ლეკის მთისა ეპყრა
თუშეთი, ხოლო დიდონი არა მორჩილებდნენ ნებისაებრ მისისა,-ზემოთ ფშავი და
თიანეთი, სადა შეერთვის ფშავის წყალი არაგÂს. მიერითგან ვიდრე არაგუს გაღმართი
ხეუ-ძმორამდის. ხეუ-ძმორიდამე გაყოფილი ლილოს სერამდის, რაოდენის სერსა წყალი
გასდის და გაერთვის მარტყოფის წყალსა გაყოლით ამართულამდე, გაყოლით ვიდრე
აჯი-სუმდე, აჯისუს ვიდრე შაქისის სამძღურამდე~.[50, 348]
კახეთის სამეფოს აღმოსავლეთი საზღვარი, ბერი ეგნატაშვილის ცნობით,
შაქამდე მიდიოდა, ზოგჯერ_ შირვანამდე. შაქი ხან კახეთის სამეფოშია, ხან მის
გარეთ.[50, 476]
უკანასკნელი გამოკვლევებით დასტურდება, რომ უფრო სწორია ის ცნობა,
რომელიც კახეთის აღმოსავლეთის საზღვრად შაქს ასახელებს, რადგან უკვე XIV ს-ის
ბოლოსათვის შაქი გამოყოფილია კახეთისაგან. ასეა XVI ს-ის შუა წლებშიც. ამაზე
მიგვითითებს ახალი ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტი, სადაც 1546 წლის ქვეშ
შემდეგია აღნიშნული: `ხოლო ჟამსა მას შინა შეითქუნეს მეფე ქართლისა ლუარსაბ,
მპყრობელი კახეთისა ლეონ და ათაბაგი ქაიხოსრო. ამათ შეკრეს პირობა და დაუწყეს
რბევა და ოÃრება ქუეყანასა ყიზილბაშიშასა ადარბადაგანსა. მაშინ განუდგა შაჰ-თამაზ
მპყრობელი შირვანისა ასან ბეგის შვილი დავრიშ მაჰმად. მაშინ შაჰ-თამაზ შემოიყარა
სიმრავლენი სპათანი, წარმოვიდა და წამსვე მოიწია ყარაბაღს. მაშინ წარავლინა კაცი და
შეუთუალა ლევანს, მპყრობელსა კახეთისასა, და გარდამოიბარა იგი. და მოვიდა ლევან
შაჰ-თამაზთან. და იყო განდგომილ დავრიშ-მაჰმად, ძე ასანბეგისა, რამეთუ ჟამსა მას
23
ოდეს ეპყრა შაჰ-ისმაილს შაქისი, მას ჟამსა მოუÃდა ბატონი ლევან ასანბეგს, და
იავარჰყო შაქისი და მოკლა ასან-ბეგ.ამის შემდგომად მოიყვანა ძე მისი დავრიშ-მაჰმად
და გააბატონეს შაქელთა, და მტერ იყვნეს ურთიერთას დავრიშ მაჰმად და ბატონი
ლევან~.[50, 504]
XVII ს-ის დამდეგს კახეთმა დაკარგა კაკი და სხვა კახური სოფლები, ამავე
საუკუნის შუა წლებში კახეთის აღმოსავლეთი საზღვარი იყო ყანი-ყობა, მაგრამ კახეთის
სამეფო თავის კულტურულ-რელიგიურ გავლენას გაცილებით აღმოსავლეთით
ავრცელებდა. რუს ელჩებს 1640 წლის თარიღით დაუცავთ შემდეგი ცნობა: «28 Апреля
поехали государства послы из Грузией из загеми з базару на своих лошадях...И ехали послы
того дни...у и столи на речке. та де речка грузинской земле рубеж. И оттоле шли лязгинцами
два дни. На третй день поехали церковь пустую. в шахове земле архиепископа грузинского
Аливердея, а Архиепископ был тут деревне.»[51, 28]
ამ ცნობაში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კახეთს იმდროინდელ სასაზღვრო
მდინარიდან (იგულისხმება –ყანი-ყობა)[51, 508] აღმოსავლეთით, სამი დღის სავალზე,
ხანის მიწებში არის ალავერდელ ეპისკოპოსზე დაქვემდებარებული ეკლესია და
მიუხედავად გართულებული პოლიტიკური ურთიერთობისა, ალავერდე-ლი მისულა,
ალბათ, თავისი მრევლის მოსაკითხად.
გიულდენშტედტის მოგზაურობის დროისათვის (1770 წწ.) კახეთის აღმო-
სავლეთი საზღვარი გავაზ-ჭიკაანია. `ალაზნის ნაპირიდან მივდიოდით 1/2½ საათი
აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და მივედით სოფელ გავაზამდე, აქედან
ჩრდილო-აღმოსავლეთით სულ ახლოსაა სოფელი ჭიკაანი. ესენი არიან კახეთის
უკიდურესი აღმოსავლეთი სასაზღვრო ადგილები ამ ველზე, რომელიც მდებარეობს
ალაზნის ჩრდილოეთ მხარეზე. ამბობენ, რომ წინათ ქართველები სახლობდნენ აგრეთვე
კიდევ უფრო შორს, აღმოსავლეთით, ახლა კი ლეკეთ-ჭარის სოფელ ბელაქნამდე,
რომელიც მდებარეობს გავაზიდან 30 ვერსზე, აღარ გვხვდებიან (ქართველები)[13, 29]-
აღნიშნავს გიულდენშტედტი.
აგრძელებს რა გიულდენშტედტი ჭარის აღწერას, წერს `მხარე ჭარი ან ჯარი
მდებარეობს დაბლობზე კავკასიის სამხრეთ შტოსა და მთისწინეთს შორის, ალაზნის
მარცხენა მხარესა და სამურას შუა. ის არის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ლეკეთისა
და ესაზღვრება კახეთს. მისი სოფლებია: 1.ბელაქანი. 2. მაწეხი. 3.ჭარი. 4.თალა,
5.კანკურაუ...ჭარმა შემდეგი სოფლები მოსტაცა კახეთს_ ალიაბათი, კახი, ვარხიანი (?)
და ინგინუხი~.[52, 89-91] მისი აღწერის მიხედვით, დასავლეთი სოფელი ჭარელთა არის
ბელაქანი. ე.ი. მის დროს კახეთის პოლიტიკური საზღვარი აღმოსავლეთით
ვრცელდებოდა ბელაქნამდე. ჩვენ ისტორიოგრაფიაში კახეთისა და მისგან
ჩამოცილებული ჭარ-ბელაქნის საზღვრად მაჭის წყალი ითვლება.
იოანე ბატონიშვილის (1799 წლის აღწერა) კახეთის სოფლების სიაში შეტანილი
აქვს ჭარ-ბელაქანი სოფ. ბაზრამდე და ფადრამდე.[51, 32]
გიულდენშტედტი შემდეგს აღნიშნავს: `კახეთს უკავია კავკასიის მთავარი ქედის
სამხრეთი ძირი, ამ ძირსა და სამხრეთის მთისწინეთს შორის მდებარე დაბლობი და
თვით სამხრეთის მთისწინეთი, იორისა და ალაზნის და მათში ჩამავალი მდინარეების
გაყოლებით (ესენი კი თვით მტკვარს ერთვიან). ეს პროვინცია თელავიდან 80 ვერსამდეა
აღმოსავლეთით გადაჭიმული. [ხოლო თელავი] არის კახეთის ახლანდელი მთავარი
ქალაქი და რეზიდენცია. აღმოსავლეთით კახეთს ესაზღვრება ლეკური მხარე ჭ ა რ ი,
ჩრდილო –აღმოსავლეთით ლეკების მხარეები დ ი დ ო, ყ ა ფ უ ჭ ი და ა ნ წ უ ხ ი, და
სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰუსეინ-ხანის კუთვნილი თურქმანული მხარეები შ ა ქ ი და ყ
ა ბ ა ლ ა. სამხრეთით კი ესაზღვრება განჯის თურქმანული ხანის სამფლობელოებს.

24
ქართული მხარე თ უ შ ე თ ი, ან თუში ხალხი, რომელიც კახეთს მიეკუთვნება და
რომელიც მდებარეობს ალაზნის სათავეებთან, შედგება ქართველებისაგან, რომლებიც
ქისტებთან არიან შეკრული~.[52, 175]

$3. ალექსანდრე I-ისა და ავ-გიორგის მეფობა

კახეთში 1476 წლიდან უკვე ალექსანდრე გიორგი VIII ის-ძე გამეფდა. აქვე
აღსანიშნავია, რომ ვახუშტი გიორგი VIII-ის გარდაცვალების თარიღად ასახელებს 1492
წელს. `მოკუდა გიორგი ქ~ესა ჩ~უჟბ, ქარ. რ_პ~[29, 568] ე. ი. 1492 წელს. იგივე ვახუშტი
ალექსანდრეს ტახტზე ასვლას ასე აღნიშნავს: `დაჯდა შემდგომად გიორგისა ძე მისი
ალექსანდრე, მკურთხევი ბოდბესვე. მეფედ (ვინამენი იტყÂიან ალავერდს).[29, 568]
მშვენიერი, ჰაეროვანი, ახოვანი, მოისარ-მოასპარეზე და სხვ. მას ჰყავდა ორი ძე _გიორგი
და დიმიტრი.
უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ კახეთის სამეფო კარი ალექსანდრე I-ის
მეთაურობით საერთოდ მშვიდობიანი პოლიტიკის გამტარებელი იყო. განსაკუთრებით
ეს ითქმის სეფიანების სახელმწიფოს მიმართ. მაგრამ ქართლთან ურთიერთობის
საკითხში მას ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა კახეთის თავადთა ერთი ნაწილის სახით,
რომელსაც ალექსანდრე I-ის უფროსი შვილი გიორგი მეთაურობდა. სანამ უშუალოდ
გავაგრძელებდეთ საუბარს ამ საკითხზე, უნდა აღვნიშნოთ ამ დროს შაჰ- ისმაილის
გამოჩენა. ვახუშტი შემდეგნაირად აღწერს ამ ამბავს: `ხოლო ჟამსა ალექსანდრესსა
გამოჩნდა შაჰისმაილი, ძე შიხისა, და აღიღო შაჰისმაილ ადრიბეჟანი და შირვანი ქ~ესა
ჩ~ფ, ქარ. რ~ÃÀ (ე.ი. 1500), თათრულსა ქრონიკონს შ-ზ ამან ალექსანდრემ წარუვლინა
შაჰისმაილს შირ/ვანს ძე თÂსი დიმიტრი ძღუნითა დიდითა და ტყÂთა ქალ-ყრმითა და
მიუმცნო მორჩილება. ხოლო შაჰისმაილ პატივით შეიწყნარა და წარმოუვლინა
დიმიტრი ნიჭითა და ზავითა მშვიდობისათა~.[29, 569]
როგორც უკვე აღვნიშნეთ ალექსანდრეI მშვიდობიანი პოლიტიკის გამტარებელი
იყო. მაგრამ აქვე უნდა დავძინოთ, რომ ასეთი პოლიტიკის გატარებაში მას ხელს
უშლიდა მისი უფროსი შვილი გიორგი, შემდეგში ავ-გიორგიდ წოდებული. ეს
ზედწოდება მან მიიღო იმ საზარელი მკვლელობის შემდეგ, რომელიც მან ჩაიდინა 1511
წელს.[30, 328; 29, 569] ამ საკითხს ოდნავ ქვემოთ შევეხებით.
გიორგის უმთავრესად სამეფო ტახტის დაუფლების სურვილი ამოძრავებდა,
ვინაიდან `გიორგი იყო ბოროტ-მეშურნე და მესისხლე~.[29, 569] მეფის მიერ შირვანში
შაჰისმაილთან უმცროსი შვილის-დიმიტრის გაგზავნის ფაქტმა გიორგის შური აღუძრა.
ის მამას დიმიტრისადმი მიკერძოებას აბრალებდა, მაგრამ ამას აშკარად არ ამჟღავნებდა
და მუდამ ქართლის დაპყრობას ურჩევდა. როცა ამ რჩევამ არ გასჭრა, ალექსანდრე და
დიმიტრი ქართლის სამეფოსთან მშვიდობიანი პოლიტიკის კურსს მტკიცედ იცავდნენ,
გიორგიმ თავისი მომხრეებით თვითნებურად დაიწყო ქართლის რბევა. გიორგის არ
ესმოდა მამამისისა, რადგან სურდა `რათა ჰყოს წადიერება თÂსი~.[29, 569]
ერთ-ერთი დამრბევი ლაშქრობის წინ ალექსანდრემ და დიმიტრიმ ურჩ
უფლისწულს გადაჭრით მოსთხოვეს ქართლის წინააღმდეგ განზრახულ ლაშქრო-ბაზე
ხელის აღება, მაგრამ `გიორგი ამისი არამსმენელი ეშუროდა მეფობასა მამისასა~.[29, 569]
ბოროტმა გიორგიმ ღალატით მოკლა მამა-მეფე და ძმას თვალები დასთხარა და ცოლ-
შვილით კახეთიდან გააძევა. ვახუშტი ამას ათარიღებს 1511 წლით; `ხოლო წელსა ქ~სა
ჩ~ფია, ქარ. რ~ჟთ მოკლა კახთ ბატონი ალექსანდრე ძემან თÂსმან გიორგიმ~.[29, 392] ე.ი.
1511 წელს მომხდარა ეს ამბავი.

25
`ამან ალექსანდრემ უმეტესად დაიმშვიდა კახეთი და მოიმტკიცა თÂსად, აღაშენა
და განავსო და მართვიდა კეთილად~[29, 569]_ ასე გვიხასიათებს ვახუშტი ალექსანდრე
I-ის მეფობას.
ასევე საინტერესოა და ფრიად აღსანიშნავი ერთი გარემოება. როდესაც ჩვენ
ვლაპარაკობთ ალექსანდრე I-ის მეფობაზე, არ უნდა გამოგვრჩეს მისი ურთიერთობა
ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან-რუსეთთან.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ძველი საწყისები ჰქონდა. XI-XII სს. კიევის
რუსეთი და საქართველო ურთიერთს კარგად იცნობდნენ და ეკონომიკურს,
პოლიტიკურსა თუ კულტურულ ასპარეზზე ერთიმეორესთან ცხოველად თანამშრო-
მლობდნენ. XIII ს-ის 30-იან წლებში რუსეთი და საქართველო მონღოლთა ურდოებმა
ააოხრეს, დაიპყრეს და დახარკეს. მას შემდეგ, ვიდრე XV ს-ის მიწურულამდე, რუსეთ-
საქართველოს ურთიერთობა ან სავსებით იყო შეწყვეტილი ან ძლივს თუ ბოგინობდა.
ორასი წლის მანძილზე ფეოდალურ რუსეთში დიდი ცვლილებები მოხდა. თათართა
წინააღმდეგ მებრძოლმა ქვეყანამ მოსკოვის გარშემო თავი მოიყარა, სოციალურად და
ეკონომიკურად თანდათან დაწინაურდა, პოლიტიკურად გაძლიერდა და მომთაბარე
დამპყრობელთა წინააღმდეგ გადამწყვეტი ომი წამოიწყო. 1480 წელს რუსეთმა
საბოლოოდ გაიმარჯვა და თათართა მორჩილების უღელი სამუდამოდ გადაიგდო
კისრიდან.
გაძლიერებულ რუსეთთან ურთიერთობა ყველაზე ადრე კახეთის სამეფომ
დაამყარა. კახეთის სამეფო ახლო იყო იმ გზებთან, რომლითაც იმ დროს
უკავშირდებოდა საქართველო ჩრდილოეთს. 1491 წელს კახთა მეფემ, ალექსანდრე
გიორგის ძემ, ელჩები გაგზავნა მოსკოვის დიდ მთავართან ივანე III-სთან. ელჩებს
ალექსანდრემ წერილი გაატანა და უფრო მეტი კი ზეპირად დააბარა. ეს იყო პირველი
ნაბიჯები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაში, რაც მომდევნო
საუკუნეებში კიდევ უფრო გაღრმავდა.[14, 264-265]
საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ალექსანდრე I თავისი საშინაო და საგარეო
პოლიტიკით კახეთს უნარჩუნებდა სიმშვიდეს, უხვი საჩუქრებით ანელებდა ირანის
აგრესიას კახეთის მიმართ და ცდილობდა ყველანაირად დაემყარებინა კავშირი
რუსეთთან, რათა რუსეთი ყოფილიყო მფარველი კახეთისათვის. საბოლოოდ, თუ
როგორ `მფარველი~ გამოდგა რუსეთი, ეს ყველასათვის კარგადაა ნათელი და ეს ცალკე
განსახილველი საკითხია.
1511 წლიდან კახეთს მართავს ავ-გიორგი, რომელსაც `ჟამითაგან უწოდეს ავ-
გიორგი... და დაჯდა მამისა და ძმისა მკვლელი ესე გიორგი მეფედ კახთა და დაიპყრა
კახეთი სრულიად~.[29, 328]
თანამედროვეებმა და შთამომავლობამ ამ შემაძრწუნებელი ბოროტ-
მოქმედებისათვის, მამის მკვლელობისათვის `ავ-გიორგი~ უწოდეს.
ყოველივე ზემოთქმულის გამო, ავ-გიორგი ამტკიცებს სიგელს, სადაც ცდილობს
თავისი ცოდვის მონანიებას და აღნიშნავს, რომ გადაიხადონ აღაპი თავისი მამის სულის
მოსახსენებლად: `... განმაერთებელმან ლიხთიმერისა და ლიხთამერისამან ორისავე
ტახტისა და სამეფოსამან მტკიცედ მპყრობელმან აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა
და სომეხთა, მეფემან იესიან, დავითიან და სოლომონიანობით აღმკულმან ჩუენ
პატრონმან მეფეთ მეფემან გი~გი და ძემან ჩუენმან საყუარელმან ლეონ რაოდენი ქება
და მადლობა შევსწიროთ თქუენდა მომართ~... შემდეგ ჩამოთვლილია თუ რას სწირავს
გიორგი: `... შემოვსწირეთ კუნენელნი ნახევარი სოფელი და ნახევარი უწინცა დიდისა
ალექსანდრესაგან შეწირული იყო ანუ ჩუენ სრულიად Ãელშეუვალად შემოვსწირეთ
ნახევარი კუნენელნი და ერწოს სოფელი ჩეკურნი მისითა მზღურითა ხატის მამულსა
26
გარეთ ასრე რომე ესე ჩუენგან შეწირულნი ნახევარნი კუნენელნი ახალ კუირიაკისა
ორშაბათსა დღესა პატრონსა სულკურთხეულისა მამისა ჩუენისა ალექსანდრესუის კარ
გაღებულსა აღაპსა გარდაიÃდიდნენ მცხეთას და პატრონი კ~ზი და რაოდენიმე
მღრღელნი იყუნენ ჟამსა წირევდენ და ისე ჩუენგან შეწირულნი ერწოს სოფელი
ჩეკურნი ოკდომბერსა ერთსა სვეტიცხოველისა დღესასწაულისა მეფობისა ჩუენისა
წარსამართებელად და ცოდვათა შესანდობელად კარგაღებულსა აღაპსა
გარდაიÃდიდნენ პატრონი კ~ზი და რაოდენიმე მღრდელნი იყუნენ ჟამსა წირვიდენ
ამსგარეთ ერთმა სუიმერნელმან მისითა მამულითა მცხეთას მსახუროს უწინაცა
სულკურთხეულისა პაპისა ჩუენისაგანცა ასრე შეწირული იყო და ახლად ჩუენცა
სიგელითა ამით დაუმტკიცეთ მცირე ეს ოდენი შესაწირავი~[53, 44-46]. . . და ა.შ.
როცა ესა თუ ის ქართველი მეფე მეორის ყმა-მამულს თავს ესხმოდა, მას
სრულიადაც არ ეგონა, რომ იგი უკანონო საქმეს სჩადიოდა. პირიქით მას გულწრფელად
სჯეროდა, რომ თავისი მოქმედებით სრულიად საქართველოს გამაერთიანებლის მისიას
ასრულებდა და ამდენად კანონიერი იყო მისი მოქმედება. თუ ქართლის სამეფო კარზე
სჯეროდათ, რომ კახელ ან იმერელ ბაგრატიონებს უკანონოდ უჭირავთ კახეთი ან
იმერეთი, ასევე კახელი ან იმერელი ბაგრატიონები დარწმუნებული იყვნენ
საწინააღმდეგო გაგებაში. შემთხვევითი არ არის რომ ქართლელ ბაგრატიონ მეფეთა
მსგავსად, კახელი და იმერელი მეფეები ბაგრატიონთა საგვარეულოდან ატარებენ
მეფეთა მეფის ტიტულატურას. [54, 173-177]
ავ-გიორგის რომ თავისი მამა ვერაგულად მოუკლავს, მაშინ ქართლის მეფე დავითი,
ბერი ეგნატაშვილის თქმით, ატენს იდგა `ტაძრეულითა და მცველითა თÂისითა~. ავ-
გიორგი დავითს ატენს მიუხდა და აღება უნდოდა, მაგრამ ვერას გახდა. შემდეგშიაც ის
თავისას არ იშლიდა და ქართლს არბევდა და აოხრებდა. დავით მეფე უმწეო
მდგომარეობაში ჩავარდა, მას წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. რაკი ძმები მეფის
ასეთ სისუსტეს ხედავდნენ, აღშფოთებულნი აქეზებდნენ თავის უფროს ძმას: კმარა,
გვეყო რაც აქამდის მოვითმინეთო. წინათ კახეთიც `მამათა ჩვენთა ეპყრათ~[50, 488] და
ავ-გიორგის წინამორბედებმა `მამათა ჩვენთა კახეთი მიუღეს~. ამას ასე თუ ისე
ვიტანდით. ავ-გიორგის `აწ ქართლისცა ჰნებავს მიღება~ და საქართველოში
მარტოდმარტო გაბატონებაო. რაკი ასეა, ჩვენც შეერთებულის ძალით შევებრძოლებით
და დავამხობთო. მაგრამ დავით მეფე მაინც იერიშის მიტანაზე არ დათანხმებულა. მაშინ
ბაგრატ ბატონიშვილმა ავ-გიორგის ალაგმვა პირადად ითავა და ამიტომ `სთხოვა
უმრწმესმან ძმამან მისმან მეფესა დავითს მუხრანი საუფლისწულოდ და დროშა და
`გამოთხოვა~ ერისთავი ქსნისა და Ãეობა არაგვისა~.[28, 488] ეს ამბავი 1512 წელს მოხდა.
ვახტანგი თავის ძმას ჰპირდებოდა, რომ თუ მისი თხოვნა შეწყნარებული იქნებოდა,
მაშინ ის ავ-გიორგის შეიარაღებულს წინააღმდეგობას გაუწევდა. თუმცა დავით მეფეს ეს
ამბავი არ მოსწონებია, მაგრამ მაინც იძულებული ყოფილა დათანხმებულიყო. ბაგრატმა
მუხრანს `მტვერის ციხე~ ააშენა, `რომელ არს ციხის ძირის თავსა~-ო და თითონაც იქ
დადგა საცხოვრებლად. ასე და ამ დროს შეიქმნა სამუხრანბატონო. ეს ავ-გიორგის
სამტროდ მოწყობილი საქმე და სამზადისი არ გამოჰპარვია: მას მაშინვე ჯარი შეუყრია
და ახლად აგებულ ციხეს მისდგომია. სამი თვის უნაყოფო გარემოცვის შემდგომ
როდესაც ავ-გიორგი დარწმუნებულა, რომ ამგვარი საშუალებით ვახტანგ
ბატონიშვილის ძლევა ადვილი არ იყო, აყრილა და კახეთში გაბრუნებულა.[28, 488-489]
ავ-გიორგის კვლავ გამოულაშქრია, შეჰსევია ზემო ქართლს და დაურბევია.
ნაძარცვ-ნაშოვნით დატვირთული ის თურმე უკვე არხეინად შინ ბრუნდებოდა:
გათამამებულს ჯარი წინ მიუდიოდა, თვითონ კი უდარდელად ნადირობით შორით
უკან მისდევდა. ამ გარემოების შეტყობისთანავე ბაგრატ ბატონიშვილი ავ-გიორგის
27
ჩაუსაფრდა: მცირერიცხოვანი ჯარით `დაუმზირდა ხევსა მას შინა, რომელ არს ძალისა
და ჭაპურსა შუა~. ავ-გიორგი რომ ამ ადგილს მიუახლოვდა, ბაგრატი მოულოდნელად
მას თავს დაეცა და თვით კახთა მეფეცა და მისი ამალაც შეიპყრა. დაჭერილი ავ-გიორგი
ბაგრატმა მუხრანის ციხეში ჩააგდო. ამ ამბავს ბერი ეგნატაშვილი ათარიღებს `ქრისტეს
აქათ ფიდ~ 1513~.
`სა-1513-აქმ (სიც) ქართლის მეფე დავით დ[აკახი] მეფე გიორგი
შ [ეი] ბნეს მუხ[რა]ნს და გიორგი [მეფე] მოკ[ლეს][55, 49]
ვახუშტი ბატონიშვილსაც 1513 წელი აქვს აღნიშნული.[29, 394]
ივანე ჯავახიშვილი განიხილავს რა სხვადასხვა წყაროებს აღნიშნავს, რომ
მართალია ვახუშტი ბატონიშვილი, როდესაც ის ასახელებს 1513 წელს და იქვე დასძენს,
რომ მას, ე.ი. ბატონი-შვილ ვახუშტის ხელთ წერილობითი წყაროები ჰქონიაო.[56, 218-
221]
ავ-გიორგის სიკვდილის შემდეგ ქართლის სამეფო კარზე დარბაზი მოიწვიეს,
დარბაზის სხდომაზე კახეთის სამეფოს საკითხი იდგა. ქართლის სამეფო კარზე
სჯეროდათ, რომ კახეთის სამეფო უკანონოდ არსებობს, რომ კახეთი მიმძლავრე-ბული
აქვთ კახელ ბაგრატიონებს. დრო ხელსაყრელი ეჩვენათ. ავ-გიორგი აღარ არსებობდა. მას
დარჩა მცირეწლოვანი შვილი ლევანი. ლევანის მამა რომ ავ-გიორგია, ეს ჩანს მცხეთის
შემდეგი სიგელიდან #2, რომელიც თარიღდება 1537 წლით, სადაც ლევანი აღნიშნავს,
რომ აღავლინონ აღაპი თავისი მამის, გიორგის სულის მოსახსენებლად: `... მცხეთასა
წ~დისა სამოციქულოსა საპატრიარქოსა ეკლესიისა და მას შინა ღ~თივ აღმართებულისა
სუეტისა ცხოველისა კუართისა სამეუფოსა და მირონისა ღ~თმყოფელისა თუ ის
შევსწირეთ და მოვახსენეთ ჩუენად სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩუენისა
წარსამართებელად ხან დაკს კირაულნი მღრდელი ლონგინოზ და ძმანი მათნი და
ნიკოლოზ მათნი მომავალნი ყოველნივე მათითა მამულითა მთითა, ბარითა, წყლითა,
წისქუილითა, ველითა, ვენაÃითა, საÃმრითა და უÃმრითა, ნასყიდითა და უსყიდლითა,
საძებრითა და უძებრითა, მთისა და წყლისა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა,
საძოვრითა მისითა, სამართლიანითა უნაკლულოდ და შემოვსწირე ბარაუნთათ ქუემო
გაჟღოტს ოცი კომლი კაცი ყიზილაანი, ჩხუპიანი, პავლაანი და შურიანი, შეგიწყალეთ
და მოგიბოძეთ შეწევნითა ღ~თისათა ვეძის ხევი და ფაშანი, თქუენ მაღალაძეს ქადაგს
გედეონს შვილთა თქუენთა და სახლისა თქუენისა მომავალთა ყოველთავე ასრე და ამა
პირსა ზედა საკურთხეულისა მეფეთ მეფისა მამის ჩუენისა პატრონის გიორგის
საფლავთა მსახურებდე, გაუყრელად თორმეტთა საუფლოთა, უწირევდე სუეტის
ცხოველის დღესასწაულსა კარგაღებულსა აღაპსა გარდაიÃდიდე, კანდელ-სა ანთებდეთ
და სანთელ საკმელსა ამსახურებდე და ესე გაჩენილი და სამსახური სულკურთხეულსა
მეფეთ მეფესა მამა ჩუენსა პატრონსა გიორგის თქუენგან არა მოუშალოს...
ხვეულად მე დავამტკიცებ ნებითა ღმრთისათა ლეონ
(ბეჭედი ლეონისა სპარსული წარწერით)
თინათინ
ქართლის პატრიარქი კანონითა ვამტკიცებთ კ~ზი

ქ.ჩვენ მეფემან პატრონმან ალექსანდრე და ძეთა ჩვენთა ბარაუნთ წმიდის


გიორგის უბანს საყდარსა და ცხრას კომლს კაცს დაგეცილათ ყარაშვილი და ტყუილად
ირჩოდა და თქუენ მაღალაძეს ქადაგს გედევანს და შვილთა თქუენთა თქუენი თქვენვე
გიბოძეთ ასლან ტყუილად მისობ და რადღან მისი არ იყო და პატრონის მათის ჩუენის
ბრძანება ასრე გავათავეთ.
ხვეულად ხელმწიფე ალესანდრე ვამტკიცებ ნებითა ღმრთისათა ამინ...

28
თინათინ
ბეჭედი ალექსანდრესი სპარსული წარწერით.[57, 33-36]
ლევანი კახეთის მსხვილმა ფეოდალებმა გადამალეს. საამისო ცნობა ქართლში
ხელთ ჰქონდათ. გუმანით იცოდნენ, რომ ლევანი გარსევან ჩოლოყა-შვილის სახლში
იმყოფებოდა. დარბაზმა დადგენილება მიიღო. ამ დადგენილებით კახეთში გაიგზავნა
დელეგაცია. დელეგაციაში შედიოდნენ: ბაგრატ მუხრან-ბატონი, ამილახორი და ქსნის
ერისთავი. ეს დელეგაცია მხლებლებითურთ კახეთს გაემგზავრა. დელეგაციას მტკიცე
დავალება მიეცა. მოენახათ ლევანი და მისი დედა ელენე და ხელხუნდდებულნი
თბილისში ჩამოეყვანათ.
დელეგაციის წევრები ჩოლოყაშვილს მიადგნენ. ჩოლოყაშვილმა ქართლის მეფის
წარგზავნილები დიდი პატივით მიიღო. პურობა გაუმართა. როცა ქართველი
ფეოდალები შეთვრნენ, მასპინძელს გაუმხილეს კახეთში მოსვლის მიზეზი და თან
დააყოლეს, რომ მათ აქვთ სარწმუნო ცნობები იმის შესახებ, რომ ლევანი
ჩოლოყაშვილთან იმყოფებაო. მართლაც ლევანი იმ დროს მსახურის სამოსელში
გამოწყობილი იქ იყო და თავის მოსისხლე მტრებს საღვინედან ღვინოს უსხამდა.
ჩოლოყაშვილმა ალავერდის ხატზე დაიფიცა: `რაოდენიცა თქუენ ჩემს სახლში
არა იხილენით და რაც თქუენმა თვალმა არა ნახა, იმის მეტი არა მყუან-დეს, არც დიდი
კაცისშვილი და არც ცოტასი~.[54, 178]
ბაგრატ მუხრან-ბატონი, ერისთავი და ამილახორი რომ დაბრუნდნენ გარსევან
ჩოლოყაშვილი დარწმუნდა, რომ ლევანის თავისთან დამალვა გამოუმჟღავნებლივ
დიდხანს შეუძლებელი იყო. ამიტომაც გარსევანმა კახთა მეფის მემკვიდრე წიაყვანა და
დამალა `ციხესა მას ოჩონისასა, რომელ არს თავსა ივრისასა-ო. ქ_ცის გაგრძელების ამ
მოთხრობას ბატონიშვილი ვახუშტი[56, 522] და ქართლის ცხოვრების შევსებყლ
გადაკეთებული გაგრძელებაც იმეორებენ.[56, 522]
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავ-გიორგი 1513 წელს მოკლეს, ხოლო ლევანი 1520
წელს გაამეფეს. შვიდი წლის განმავლობაში კახეთი ქართლის სამეფოში შედიოდა. სად
იყო ამ დროს ლევანი? ან რატომ აღმოჩნდნენ ლევანის მხარეზე კახელი ფეოდალები? ამ
საკითხებით ქართული ფეოდალური ისტორიოგრაფია დაინტერესდა.
ვახუშტი ბატონიშვილის აზრით ლეონ ბატონიშვილი ოჩანის ციხეში
ეგულებოდათ დამალული. ბერი ეგნატაშვილი ამტკიცებს, რომ კახელებმა `წარიყვანეს
ლევან მოსკოვისა კნიაზთანა, დედამისი დედოფალი ელენე აღიყვანეს ციხესა
მაღრანისასა (ან მაღნარისასა) და განამაგრეს ციხე იგი”.[50, 490-491]
არ ჩანს თუ საიდან არის ეს ცნობა ამოღებული, რუსულ წყაროებში ამის შესახებ
არაფერი შენახულა. პირიქით, 1492 წლის შემდგომ ორმოცდაათი წლის განმავლობაში
რუსულ საისტორიო და დიპლომატიურ წყაროებში საქართველოს-თან რაიმე კავშირის
შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვება. მაგრამ, როგორც შემდეგში, თავის ადგილას
აღნიშნული იქნება, უკვე სამეფო ტახტზე მჯდომს ლეონს რუსეთის მეფეებთან მიწერ-
მოწერა და დამოკიდებულება ჰქონდა. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ქ~ცის
შევსებულ გადაკეთებული გაგრძელების ზემომოყვანილი ცნობა შეიძლება სრულებით
უსაფუძვლო არ იყოს[56, 221-223]- ასეთია დასკვნა ივ. ჯავახი-შვილისა.
ოდნავ განსხვავებულად არის აღწერილი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ, ლევანი
წაიყვანეს არა `მოსკოვის კნიაზთან~ როგორც ეს ზემოთ არის აღნი-შნული, არამედ
ლევანიც და დედოფალი ელენეც შევიდნენ `ციხესა შინა თავსა მაღრანისასა~[29, 570]
პროფ. ი. ცინცაძემ თუმცა საგანგებოდ მიუთითა, რომ იმდროინდელი საბუთები
რუსეთის არქივსაცავებში დაკარგულიაო, მაინც კატეგორიულად დაასკვნა, რომ
ქართველი მემატიანის ეს ცნობა მცდარია, (საუბარია ლევანის მოსვლა ტახტის
29
დასაკავებლად რუსის ჯარით) რადგან მაშინდელი რუსეთის პოლიტიკური სიტუაცია
ისეთი იყო, რომ ჯარს ვერ გამოგზავნიდა საქართვე-ლოშიო.[54, 179]
დ. გვრიტიშვილი აგრძელებს, რომ ძნელი დასაჯერებელია, რუსეთის სამხედრო
ძალაზე დაყრდნობით შესძლებოდა ლევანს ტახტის ხელთგდება, თუნდაც, კიდეც რომ
აღმოჩნდეს პირდაპირი ცნობა იმის შესახებ, რომ რუს ხელმწიფემ ნამდვილად ათხოვა
ჯარი ლევანს, მაინც მისი გამეფებისათვის მთავარი იყო ის კონკრეტული ვითარება,
რომელიც XVI ს-ის 20-იან წლებში შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში. კახელი ფეოდალებისათვის
დავით ქართლის მეფე `დამპყრობელი~ იყო. ამიტომ, როცა სათანადო პირობები
შეიქმნა, ისინი მტკიცედ დაადგნენ `ერთგულებისა ზედა თÂისთა რჩეულთა მეფეთა~.
არც ქართლელი ფეოდალების ინტერესებს შეესაბამებოდა კახეთის შემოერთება.
რაც უფრო ძალაშემცირებული იქნებოდა მეფე, მით უფრო ხელსაყრე-ლი იყო ადგილზე
მჯდომ ხელმწიფეთათვის_თავადთათვის. აი საამისო მაგალითი: ლევანი მაღნარის
ციხეში იყო ჩაკეტილი. დავითმა ალყა შემოარტყა ამ ციხეს. ალყა დიდხანს გაგრძელდა.
ციხეში მყოფთ ისე გაუჭირდათ, რომ დავითს პირობები გამოსთხოვეს დანებების
შესახებ. მეციხოვნეებმა არ იცოდნენ, რომ ქართლში თურქები შემოსულიყვნენ და
დავითი ალყის მოხსნას აპირებდა, რათა ქართლში თურქთა თარეში აელაგმა.
მოსალაპარაკებლად ციხეში დავითმა მთავარეპისკოპოსი და ამილახორი
გაგზავნა. ციხეში მისულ ქართლელ ელჩებს `ციხოვანნი აღუთქმიდნენ მიცემა-სა~.[29,
396] მაგრამ აქ მთავარეპისკოპოსმა ღალატი ჩაიდინა _მან საიდუმლო გასცა და ციხეში
მყოფ ლევანის დედას მოახსენა: `ნუგეშის ღამესა ამას წარვალთ, განმაგრდი~.[29, 396]
ამის შემდეგ კახელებმა უარი თქვეს დანებებაზე, ქართლში ხელცარიელი
დაბრუნდა დავითი. კახელებმა ლევანი ციხიდან გამოიყვანეს და კახეთის მეფედ
დასვეს. ეს იყო 1520 წელს. დავითმა თურქები განდევნა და კვლავ კახეთს გაილაშქრა,
მაგრამ ამჯერად კახელებმა დავითს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. დავითი
დამარცხდა და იძულებული გახდა მომხდარ ფაქტს შერიგებოდა. იგი დაეზავა ლევანს.
ვახუშტის თქმით, ზავი იძულებითი იყო: `განათუ მეფესა არა ენება ესე და წადიერ იყო
ბრძოლისა, არამედ განაზრახებდნენ კათალიკოს-ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი
ყოფად ზავისად~.[29, 397; 50, 491]
ლევანსა და დავითს შორის ზავი დაიდო და მშვიდობა ჩამოვარდა. მათ
`განაჩინეს საზღვარი და სიყვარული ურთიერთთა, მტერობა და მოყვრობა ერთბაშად
მტერთა და მოყვარეთა ზედა~.[29, 397]
მართლაც, ამიერიდან XVI ს. 80-იან წლებამდე ქართლისა და კახეთის სამეფოთა
შორის რაიმე სერიოზული გართულება არ ყოფილა. პირიქით, როცა ქართლი მომხდარი
მტრის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აწარმოებდა, ლევანი სამხედრო დახმარებას
უწევდა მებრძოლ ქართლის სამეფოს.

თავი II. კახეთი XVI ს-ის I ნახევარში


$1. კახეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა XVI ს-ის
I ნახევარში

კახეთი მდიდარია და ულამაზესია თავის ბუნებით, ამის შესახებ გ. ქიქოძე წერს:


`ესაა ერთი დაუსრულებელი წალკოტი, სადაც ვენახს ხეხილის ბაღი სცვლის, ხეხილის
ბაღს გარეული ნადირით და ფრინველით სავსე ტყე და სადაც ბროწეული, ლეღვი და
დაფნა თავისუფლად იზრდება კაკლის ხეებით დაჩრდილულ ნასახლარებზე[58, 8] და
ა.შ. მაინც როგორი იყო ასეთი სიმდიდის მქონე ქვეყანა XVI საუკუნესი?

30
საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროთა შორის XVI ს-ში შედარებით უკეთესი
საშინაო და საგარეო პირობები ჰქონდა კახეთს. იგი სხვა კუთხეებთან შედარებით,
ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი და მოწინავე იყო. იმ დროისათვის საკმაოდ მაღალ
საფეხურზე იყო მეაბრეშუმეობა, იმდენად, რომ აბრეშუმი საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს საგანს წარმოადგენდა არანაკლებ იყო განვითარებული მეღვინეობაც.
ღვინო დიდი რაოდენობით გაჰქონდათ როგორც მეზობელ, ასევე შორეულ ქვეყნებშიც.
საერთოდ აღ. საქართველო და განსაკუთრებით კახეთი ცნობილი იყო ენდროთი,
რომლისგანაც მაღალი ღირსების საღებავები მზადდებოდა. გვიანფეოდალურ ხანაშიც
ენდრო დიდი რაოდენობით გაჰქონდათ კახეთიდან. კახეთისათვის, მისი
ვაჭრობისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის სიახლოვეს მნიშვნელოვან
სავაჭრო გზასთან. გილან-შემახა-ასტრახანის `აბრეშუმის გზა~ ძველი დროიდანვე
კახეთის ფეოდალური მეურნეობისათვის საგარეო ვაჭრობის ხელსაყრელ ფაქტორს
წარმოადგენდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბატონყმურ ურთიერთობას კახეთში არ
მიუღია ისეთი მახინჯი ფორმა, როგორც მან საქართველოს სხვა კუთხეებში, კერძოდ
დასავლეთ საქართველოში მიიღო. ტყვეებით ვაჭრობის შესახებ კახეთში მასალები არ
არის შემორჩენილი. კახეთის მეფეების მიერ ჩატარებულმა მრავალმხრივმა საშინაო,
პოლიტიკურ-ადმინისტრაციულმა და სამხედრო რეფორ-მებმა ხელი შეუწყვეს ქვეყნის
შინაგანი ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერის განმტკიცებას. ყოველივე ამან
კახეთი შედარებით კეთილმოწყობილ ფეოდალურ სახელმწიფო აქცია და, ბუნებრივია,
თუკი ქართლიდან გამოქცეული გლეხობა თავშესაფარს კახეთის სამეფოში ეძებდა, აქ
ესახლებოდა. იგი თავშესაფარი გახდა არა მარტო გლეხობისათვის, არამედ აგრეთვე
ხელოსნებისა და ვაჭრებისთვისაც. ყოველივე ამის გამო XVI ს-ში კახეთში მოსახლეობა
არა თუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა კიდეც.
XV-XVI სს. კახეთში, სოფლის მეურნეობის ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის
განვითარების შედეგად, არაერთი ახალი ქალაქი წარმოიშვა, რომელთა მოსახლეობაც
სწრაფად იზრდებოდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძნელბედობის პერიოდში სხვებთან შედარებით
უკეთესად აღმოჩნდა კახეთი. XVI ს-სთვის ეს მდიდარი და ბარაქიანი მხარე ახერხებს
წინ წამოწევას და აღდგენას. ალაზნის ველი კვლავ ეშენება ახალ-ახალი სოფლებით,
გაცხოველდა ვაჭრობა, წარმოიშვა ახალი ქალაქები: ქვეყანა ესე `ფრიად ნაყოფიერი
ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყÂთა, ნადირთა, ფრინველთა და
თევზითა~[29, 525] კვლავ აღმავლობას განიცდის. მის წარმატებას ხელს უწყობდა ისიც,
რომ მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქარავნო-სავაჭრო გზასთან, რომელიც
ირანისაკენ მიიმართებოდა. აი, ასეთ ვითარებაში ცალკე სამეფოდ ყალიბდება კახეთი.
კახეთში XVI ს-ის მთავარი ქალაქი იყო ზაგემი, ხოლო ლევანის მეფობის
დროიდან მნიშვნელობა მოიპოვა ქ. გრემმაც. გრემის სიდიდის წარმო-სადგენად,
მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ XVI ს-ის დასასრულსა და მე-XVII ს-ში დასაწყისს,
1636 წლის ცნობების მიხედვით, იქ უნდა ყოფილიყო 15 ეკლესია, უმრავლესი
სომხებისა და უმცირესი მართლმადიდებლებისა. გარდა ამისა, კახეთის სამეფოში
ცნობილი იყო ქ. ბაზარი, სადაც XVI ს-ის მეორე ნახევარში მარტო საკათალიკოსო ყმა
იყო 27 კომლი ვაჭარი სომხის და ისრაილის რჯულისა. მე-XVII საუკუნეში კი კახეთის
სამეფოში საქალაქო ცხოვრება ფაქტიურად არ არსებობდა.[59, 117]
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახალშობილი სამეფოს მესვეურები
ადგილსამყოფელად ირჩევენ არა კახეთის ძველ დედაქალაქს თელავს, არამედ გრემს,
`რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესსა ჩუÁÂ (1466) და განდგომილებისა კახთ
31
მეპატრონეთა, და მყოფდნენ მუნ~[29, 546; 24, 12] გრემი... `რომელიც ქართველ
ხელმწიფეთა საჯდომი და სამეფო ადგილია~ -ამბობს ისქანდერ მუნში.[10, 85] ეს ფაქტი
უეჭველად მიუთითებს, რომ გრემს გარკვეული უპირატესობა ჰქონდა თელავთან
შედარებით. ე. ი. არსებობდა რაღაც ანგარიშგასაწევი მიზეზი, რამაც განაპირობა გრემის,
როგორც მთავარი ქალაქის აღმოცენება და დაწინაურება. იბადება კითხვა, თუ რით იყო
ეს გამოწვეული? ამაზე ლ. ჭილაშვილი შემდეგს აღნიშნავს: `თუ ვიტყვით, რომ გრემი
და მისი მიდამოები მდიდარი ეკონომიკური რაიონია, ამით აღნიშნულ მიზეზს ვერ
ავხსნით, რადგან არანაკლებ მდიდარი რაიონია თელავიც, თანაც ძლიერ
ანგარიშგასაწევი ტრადიციებით, თუნდაც იმითაც, რომ სახელგანთქმულ ჰერ-კახთა
მეფეებს ტახტი სწორედ თელავში ედოთ, უფრო საფიქრებელია, მიზეზი ვეძებოთ
გრემის გეოგრაფიულ მდებარეობაში, რამაც ალბათ საბოლოოდ განსაზღვრა მისი
ადგილი კახეთის ახლადშექმნილ სამეფოში. ის კავკასიონის მთების ძირშია
გაშენებული, მთისა და ბარის შესაყარზე, იქ საიდანაც იწყება ალაზნის მდიდარი
ველი~.[24, 12-13]
სათანადო პირობების შექმნის შედეგად დამოუკიდებელი კახეთის სამეფოში
გრემის გვერდით სხვა ქალაქებიც გაჩნდა. თუ გრემის მაგალითზე, ახალ სოციალურსა
და პოლიტიკურ-ეკონომიკურ გარემოში ახალქალაქის გაჩენა შეიძლება ვიგულისხმოთ,
ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონია ძველი ქალაქების აღდგენა-განახლებასაც (ბაზარი,
ზაგემი, კაკი.). ზოგადად ყველა მათგანი გვიანი შუა საუკუნეების კახეთის სამეფოს
თვისობრივად ახალი პოლიტიკური და სოციალური გარემოს ნაყოფს, ახალ ქალაქებს
წარმოადგენდნენ, რომელთა განვითარებაშიც მთისა და ბარის ორი მოსაზღვრე
ეკონომიკური რეგიონის ურთიერთობის ხანგრძლივი დროის მანძილზე
ჩამოყალიბებულ კანონზომიერ მოვლენას არცთუ მცირე როლი ენიჭება.
კახეთის ახალქალაქთა წარმოშობის თავისებურმა და განსხვავებულმა პირობებმა
წარმოშვა პრობლემა, კერძოდ, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სამეფოს პოლიტიკურ-
ადმინისტრაციული ცენტრები არ ემთხვევიან სამეფოს მთავარ საეკლესიო ცენტრებს.
ლევანმა (იგივე გიორგი VIII-ემ), ვახუშტის გადმოცემით, ალავერდს `მისცა სამწყსსო და
ხარისხი თავ კახთა ეპისკოპოსთა~.[29, 568] სამეფო კართან დაახლოებულსა და
გავლენიან საეკლესიო პირებს წარმოადგენდნენ ბოდბელი, სამებელი, რუსთაველი
(მარტყოფელი). გრემელი და ზაგემელი კი არ ფიგურირებენ. ლ. ჭილაშვილი ამ
საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ `მართალია ერთ საბუთში აღნიშნულია
`დიდსა სამიტრო-პოლიტოსა გრემსა~,[30, 195] მაგრამ ეს ცნობა მოგვიანოა და ეპითეტი
უფრო ძველი დიდების გახსენებას ისახავს მიზნათ. და იქვე აგრძელებს `რომ თითქმის
ყველა მეფე გარდა ავ-გიორგისა, ბოდბეში ერიან ნაკურთხნი. ლევან მეფემდე ბოდბელი
იყო `პირველი ეპისკოპოსი კახეთისა,პატივისათვის წმიდისა ნინოსა~-ო.[29, 542]
საეჭვოა, რომ კახეთის ქალაქების მშენებლობაში და სათანადო მოწყობაში
გიორგის და დავითს დიდი სამუშაოები ჩაეტარებინათ თავიაანთი ხანმოკლე მეფობის
ჟამს, 5 წლის განმავლობაში. კახთ მეფეთა შორის ლევან გიორგის ძე ერთ-ერთი
პოპულარული მმართველი იყო.კახეთის ქალაქები მისი მეფობის დროიდან
განსაკუთრებით მჭიდრო სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობაში ებმება სხვა
ქვეყნების ქალაქებთან, რაზედაც მიუთითებს უცხოური ნაწარმის აღმოჩენა გრემისა და
ბაზრის ნაქალაქარების ტერიტორიაზე. სპარსულ ქალაქებთან ურთიერთობაზე
მიუთითებს გრემში აბანოების, შადრევნებისა და განცხრომის ადგილების არსებობა.[24,
35-37]
ლევანისა და ალექსანდრეს დროს კახეთის სამეფოში დიდი აღმშენებლობითი
საქმიანობა მიმდინარეობდა. გარდა გრემისა და ბაზრისა, რომლებიც ამ დროს

32
მნიშვნელოვან ქალაქებს წარმოადგენდნენ და აღმოსავლეთის ბევრ ცნობილ ქალაქს
ტოლს არ უდებდნენ, სხვა პუნქტებიც გაძლიერებულან. დამახასიათებელია, რომ ამ
დროს უკლებლივ ყველა არც თუ ისე ცნობილ პუნქტს სამეფო გვარის ხელი ადევს და
ისინი სამეფო საკუთრებას წარმოადგენდნენ. ასეთი რამ კარგად ჩანს როგორც დიდი
ქალაქების------გრემისა და ბაზრის მაგალითზე, ისე სხვების მიხედვითაც, რომლებიც
წამოწეულან სამეფო კარის ენერგიული ღონისძიებების გატარების შედეგად.
დასახლებათა ერთი ჯგუფის მიმართ, რომლებიც განიხილებიან `მცირე ქალაქებში,~
ასეთი რამ კარგად ჩანს იქ სამეფო რეზიდენციების მოწყობითა და სავაჭრო საქმიანობის
გააქტიურებით. `მცირე ქალაქების~ რანგში ამაღლებულა ზოგი ძველი საეკლესიო-
სამონასტრო ცენტრი და ყოფილი სამეფო რეზიდენცია (შუამთა, ბოეთანი, თოღა,
ალავერდი).
და ბოლოს, გრემმა, როგორც სატახტო ქალაქმა 150 წელს იარსება –1466 წლიდან
1616 წლამდე. ეს იყო ქალაქის აღმავლობის ხანა, რომლის ცალკეული ეტაპები
მნიშვნელოვანი მშენებლობითა და ზრდა-განვითარებით ხასიათდება. გრემმა
სოციალურად და ქალაქის საკუთრების თვალსაზრისით, ცხადია, ლაპარაკია მისი
აღზევების პერიოდზე, ახალ თავისებურ სურათს არ იძლევა. ყველა საბუთი, რომელიც
კი დღემდე შემონახულა, იმის სასარგებლოდ ლაპარაკობს, რომ გრემი სამეფო ქალაქია,
ის სამეფო ოჯახის საკუთრებაა და სოციალური იერარქიაც ქალაქში ამის შესაბამისად
არის მოწყობილი. ქალაქის ძირითადი მესაკუთრე მეფის ოჯახია. ეს შესანიშნავად ჩანს
ჩვენამდე მოღწეული XV ს-ით დათარიღებული საბუთიდან, სადაც ლაპარაკია ყმა-
მამულის განჩინებაზე და ხაზგასმულია: `... ვენახი, ნასყიდი და სახასო სახნავები, ბაღჩა
საცა უნდა იყოს, წისქვილები გრემს ზედათ და გრემს ქვემოთ~[24, 150]. . . ` . . .
საუფროსო ზაალ ასსე აიღოს, რომე გრემს ქვემოთ... გრემს ზემოთ~.[24, 150] ლაპარაკია
გრემის მომიჯნავე მიდამოებზე, უშუალოდ ქალაქზე კი ხელი არავის მიუწვდებოდა, ის
სამეფო იყო.
კახეთში XV ს-ში წარმოშობილი და დაწინაურებული ჩანს ქ. ბაზარი, რომელიც
წყაროებში გვხვდება ძეგამისა და ზეგამის სახელწოდებითაც. წყაროებში
მოხსენიებულია 1392 წლიდან. XV-XVI სს.-ში ბაზარი კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი
სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო. ბაზრის ეკონომიკურ დაწინაურებაში დიდი როლი
შეასრულა მისმა სიახლოვემ აბრეშუმის სავაჭრო გზასთან. ამ გზით აღმოსავლეთ
საქართველოს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა შაქსა და შემახასთან. [60, 143]
სპარსული და თურქული წყაროები კახეთის სამეფოს მეორე ცენტრად, გრემის
გვერდით, ასახელებენ ზაგემს. ეს ორი დიდი სახელოვანი ქალაქი ყოფილა. იბრაჰიმ
ფეჩევის, XVII ს-ის თურქი ისტორიკოსის სიტყვებით, კახეთის მეფე ალექსანდრე
ყოფილა `საქართველოს მეფეებში სახელგანთქმული და რჩეული~.[24, 158] ამავე დროს
ზაგემ და გრემად წოდებული ორი დიდი ქალაქისა და საქართველოს რამდენიმე
პროვინციის სახელოვანი ემირი.[24, 158] ანალოგიურ ცნობას გვაწვდის ისქანდერ მუნში
(1560-1634 წწ): `ლევან ხანი, კახეთის ზაგემისა და გრემის მმართველია.~[10, 17] მისი
გადმოცემით, ქალაქი ზაგემი `სატახტო ადგილი და კახეთის სამეფო გვარის სამყოფელი
არის.~ კახეთის მეფეები სამეფო საქმეებს განაგებდნენ გრემიდან და ბაზრიდან. ზაგემში,
ისევე როგორც გრემში, სამეფო სასახლე იდგა...»Один двор Царов в Загеме, где он
живёт»[24, 171] ბაზარი სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა, უშუალოდ
სპარსეთის საგამგებლოს მეზობლად და, ამდენად, მისი როლი უცხოეთთან
ურთიერთობის საქმეში განსაკუთრებული ჩანს. ამას გარდა ის ერთ-ერთი ყველაზე
კარგი ადგილი ყოფილა სამეფოში: »Лучее место Загем».[24, 171]...»Ноября е день пришли
на базар в загем. И поставили посла на гостинном дворе. А тот двор во ограде каменной. По

33
смоте тое ограды кругом двора сажен 3200. А на дворе и за двором против ворот плетеных
прутяных шелашей з 10. Сидят кизылбашане с харчом.|| Да за двором 149 же подле ограды
жидовских и армианских шелашей с 6, стоят в лесу. И посол князь Еуфин стоял на дворе в
метрах. Того ж дни прислано к послу корму 45 лепешек, туша свиная, тушук чагирю»[2, 157-
158]СМссассажен
სახელმწიფო საქმეების მართვას, უცხო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებს და
დიპლომატიურ მოლაპარაკებებს კახელი მეფეები აწყობდნენ როგორც გრემში, ისე
ზაგემში. ელჩობის ყველა მონაწილე აღნიშნავს, რომ ისინი პერიოდულად
ცხოვრობდნენ ხან ერთ, ხან მეორე ქალაქში. ასეთი გაორებული შეხვედრები ორივე
დედაქალაქში ხშირად სტუმართა მხრიდან პროტესტსაც იწვევდა. მაგრამ ის, როგორც
ჩანს, ორმხრივ იყო ასახსნელი. ჯერ ერთი, მეფეს საშუალება ჰქონდა ორივე რეზიდენცია
ერთნაირი წარმატებით გამოეყენებინა დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის და მას
საამისო პირობები ჰქონოდა შექმნილი, მეორე და რაც მთავარია, ქართველი მეფეები
გართულებული პოლიტიკურ ვითარებაში რუსი ელჩების, სხვა ქვეყნის
წარმომადგენლებთან შეხვედრას გაურბოდნენ და ახერხებდნენ მათ იზოლაციას.
მცხეთის საკათალიკოსო მამულების XV ს-40-იან წლებში შედგენილ სიაში
მოხსენიებულია: `ბაზრს 27 კომლი ვაჭარი სომეხნი და ურიანი ჰყოლია~.[30, 197] მაგრამ
ბაზარი, როგორც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი XV ს-დან დაწინაურდა. რუსი
ელჩების აღწერილობიდან ჩანს, რომ XVII ს-ის დამდეგს უკვე დანგრეული ბაზარი ერთ
დროს, კერძოდ, XV-XVI სს.-ში მნიშვნელოვანი ქალაქი ყოფილა, სასახლეებით,
ქარვასლებით, დუქნებით და სხვა ნაგებობებით.
ბაზარი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში XVI ს-
ის კახეთის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ვაჭრობაზე ძვირფას ცნობას გვაძლევს
ინგლისელი აგენტი ჯეფრი დეკეტი. იგი წერს: `კახეთში იყიდება დიდი რაოდენობით
აბრეშუმი. ამ ქვეყნის მთავარ ქალაქას ეწოდება ძეგამი (ზეგჰამ), საიდანაც
ყოველწლიურად სპარსეთში გააქვთ წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ერთი და
იგივე ჯიშისა და ხარისხის კაკალი, ისეთივე გემრიელი და ისეთივე თხელნაჭუჭიანი,
როგორიც ჩვენი ტყის კაკალია გამოაქვთ ყოველწლიურად 4000 აქლემის საპალნის
რაოდენობით~.[54, 47]
აქვე გვინდა აღვნიშნოთ ქ. ზაგემში არსებული ზარაფხანის შესახებ. დღეისათვის
ჯერჯერობით ცნობილია ორი მონეტა, ორივე აბაზიანია, რომელიც მართალია
მიეკუთვნება XVII ს-ის 30-იან წლებს, ე.ი. ამით შეიძლება ითქვას, რომ ზაგემი საკმაოდ
დაწინაურებული ქალაქი ყოფილა არა მხოლოდ XVI ს-ში, არამედ XVII ს-ის
დასაწყისშიც.
1)#11352 წონა –7, 52 გ. დიამეტრი –22 მმ.
შუბლი: წერტილოვან და ხაზოვან რკალებში ჩასმული სამსტრიქონიანი არაბული
ზედწერილი შიიტური ფორმულით: არ არის ღმერთი გარდა ალაპისა (მუჰამედი
მოციქულია ალაჰისა) და თანაგამზრახია ალაჰისა.
ზურგი: ასეთივე რკალებში მოქცეული ოთხსტრიქონიანი სპარსული
ზედწერილი (თარიღის მხოლოდ ორი უკანასკნელი ციფრია შერჩენილი): სიწმინდის
ხელმწიფის მონა სეფი (F 0)39) მოიჭრა ზაგემში.
2)#11953, წონა-7,47 გ. დიამეტრი-21 მმ.
შუბლი ისეთივე როგორც #1 მონეტას.
ზურგი-ხაზოვანი რკალში მოქცეული ოთხსტრიქონიანი სპარსული ზედწერილი
(თარიღი არ იკითხება). სულით და გულით შაჰის მონა სეფი. მოიჭრა ზაგემში.

34
1629-30 წელს მოუჭრიათ მონეტა ქ. ზაგემში და რამდენადაც ორივე
ზემოაღწერილი სხვადასხვა სისქითაა მოჭრილი, საფიქრებელია, რომ ზაგემის
ზარაფხანას საკმაოდ ინტენსიურადაც უმუშავია.[61, 23]
XV-XVI სს.-ში განსაკუთრებით გაძლიერდა გრემი. გრემის ნაქალაქარში
არსებული XV-XVI სს. წინა დროის მატერიალური კულტურის ძეგლები იმაზე
მიგვითითებენ, რომ იგი ადრეც მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, მაგრამ გრემი, როგორც
ქალაქი XV ს-ში წარმოიშვა. ვახუშტი წერს: `გრემი...ქმნეს ქალაქად ქრისტესსა ჩეÁÂ
(1466)~.[29, 546] ამ დროიდან მოკიდებული, ორი საუკუნის მანძილზე, XVII ს-ის 70-იან
წლებამდე, გრემი კახეთის პოლიტიკური ცენტრის როლს ასრულებდა, მიუხედავად
იმისა, რომ იგი არაერთხელ აოხრებულა, განსაკუთრებით კი XVII ს. დამდეგს შაჰ-აბასის
მიერ. წერილობითი წყაროებისა და მატერიალური კულტურის მიხედვით გრემში
დღემდე შემონახული ძეგლებით კარგად ჩანს, რომ იგი თავისი დროის ერთი უდიდესი
და ძლიერი ქალაქი იყო.
არჩილი გრემს ასე ახასიათებს: `მისის ნახვით გაყმდებოდა სიჭაბუკის
ძალწასული~.[62, 251]
იმდროინდელ კახეთში მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა ქ. ყარაღაჯი.
ყარაღაჯი შუა საუკუნეებში ფეოდალური ქალაქი იყო. მასზე გადიოდა
მნიუშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელიც XIII ს-ის 60-იან წლებში მონღოლთა ლაშქარმა
დაარბია. XIV ს-ის შუა წლებში ყარაღაჯში ვარაუდობენ ზარაფხანის არსებობას.
მიკვლეულია მონღოლურ მონეტათა განძი.[63, 625] XVII ს-ში ყარაღაჯი კახეთის
მაჰმადიანი ხანების რეზიდენციაა. შემდგომში დაქვეითდა. გვიანდელ წყაროებში
იხსენიება `თოფ-ყარაღაჯად,~ შემორჩენილია ციხის გალავნისა და სხვა შენობათა
ნაშთები.[63, 625]
` . . . ალაზნის დასავლით არს ყარაღაჯი, სასახლე, რომელ ყვეს ხანთა, ვითარცა
მცირე ქალაქი~.--წერს ვახუშტი.[29, 547] ყარაღაჯი ამჟამად ჰქვია სოფელს სიღნაღსა და
კასპიის რაიონში. სახელწოდება თურქულია და ნიშნავს `შავ ტყეს~. ყარაღაჯში
აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალები-არშაკიდებისა და სასანიდების დრახმები –აქ
ადრევე მჭიდროდ დასახლებული პუნქტის არსებობაზე მიგვითითებს, ხოლო
ჰულაგუიდური მონეტების მთელი განძის აღმოჩენა და აქ XIVს-ის ზარაფხანის
არსებობა ამ დროისათვის განვითარებული საქალაქო ცხოვრების მაუწყებელი უნდა
იყოს.
თელავი ძველ ქალაქთა რიცხვს ეკუთვნის. ვახუშტი ბატონიშვილი თელავის
შესახებ შემდეგს წერს: `თურდოს Ãევის სამხრით არს თელავი, რომელი ჰყო კვირიკემ
პირველ გამეფებულმან კახეთს და ჰერეთს. სასახლე დიდი, და ვითარცა ქალაქი, ხოლო
მისცვალა მცირედთ მეფემან არჩილ და განაახლა. აწცა არს სასახლე და ციხე და
მაგრობენ მას შინა~. . . ` . . . არამედ შუამთა ეწოდა საშუალობისათვის გზისა
გარდასულთა სამები დამ თელავს. და არს ადგილი შუენიერი და ყვავილოვანი~.[29,
547]
ვაჟა-ფშაველა კი თელავს ასე ახასიათებს:
`ფილტვად აქვს კახეთს თელავი,
ხოლო სიღნაღი ღვიძლადა,
პირისპირ დაუყენებენ
კავკასიის ქედს ჯიბრადა
იმ თავის ციხე-გალავნებს
ანაგებებსა მკვიდრადა~.[64, 10]

35
მიუხედავად იმისა, რომ ძველი თელავიდან კახეთის მეფეებს პოლიტიკური
ცენტრი გრემში გადმოაქვთ, ამით თელავის პოლიტიკური მნიშვნელობა არ
დაკარგულა და იგი არსებობას განაგრძობდა XV-XVII სს.-ის მთელ სიგრძეზე, XVII ს-
დან კი თელავი ისევ აღმავლობის გზას დაადგა.
გვიანი შუა საუკუნეების კახეთის სამეფოში, გარდა გრემისა და ზაგემისა,
მნიშვნელოვან პუნქტად საგულისხმებელია კაკი, იგივე კახი. ლ. ჭილაშვილი
განიხილავს რა სხვადასხვა წყაროებს კაკის შესახებ, საბოლოოდ აკეთებს დასკვნას, რომ
`კაკი XI ს-ის დასაწყისიდანვე თუ არა უფრო ადრიდან, მნიშვნელოვანი პუნქტი
ყოფილა, სადაც ვაჭართა არცთუ სუსტი ფენა ჩანს საგულისხმებელი. ეს კი გვაძლევს
უფლებას---აქ ქალაქური დასახლება ვიგულისხმოთ~. . . კაკის დაცემა ისევე როგორც
მთლიანად ბაზარ-კაკის რეგიონისა, უნდა ვიგულისხმოთ XIV ს-ის ბოლო მეოთხედში
თემურ-ლენგის შემოსევებთან დაკავშირებით, ხელახალი აღდგენა კი უკვე კახეთის
დამოუკიდებელი სამეფოს წარმოშობის დროს (XV ს-ის შუა ხანები).
გარდა დიდი ქალაქებისა, თუ ვახუშტი ბატონიშვილის მონაცემებით
ვიმსჯელებთ, გვიანი შუასაუკუნეების საქართველოში, თათარ- მონღოლთა ბატონობის
შემდეგ და ცალკეული სამეფო-სამთავროების აღმოცენების კვალდაკვალ, ასპარეზზე
გამოდიან ე.წ. `მცირე ქალაქები~.
ვახუშტის მიერ მცირე ქალაქების შესახებ საგანგებოდ შენიშნული ფაქტორები
(ვაჭრობა, დაცვა, რეზიდენცია) ზუსტად იმეორებს იმ პირობებს, რომელთა მიხედვითაც
ძველი ქართული ქალაქების ტიპები გამოიყოფა. მთავარი ისაა, რომ ვახუშტი მცირე
ქალაქებს გამოყოფს, ერთი მხრივ დიდი ქალაქებისაგან, რომელთა რიცხვიც მის დროს
ძლიერ შემცირებულა, და, მეორე მხრივ, დაბებისაგან, რომელთაც მცირე ქალაქების
კომპონენტები არ გააჩნიათ.
ლ. ჭილაშვილი განიხილავს რა ამ საკითხს, აღნიშნავს შემდეგს: ` ვახუშტი
ბაგრატიონის მიერ შემუშავებული მცირე ქალაქების კვალიფიკაციის შესაბამისად,
შესაძლებლად ვცანით კახეთის სამეფოს ზოგიერთი პუნქტის გამოყოფა, რომლებიც არც
სასოფლო დასახლებებს წარმოადგენდნენ და არც ქალაქებში ჩაითვლებიან. მათი სხვა
დასახლებებიდან გამოცალკევება გაგვაბედვინა რამდენიმე ფაქტორმა, კერძოდ, იქ
სამეფო რეზიდენციების, საეკლესიო ერთეულების, სავაჭრო ცენტრების და სხვ.
არსებობამ. ესენია: შუამთა, ბოეთანი, თოღა და ალავერდი~.[24, 106]
ვახუშტის ცნობით `შუამთა ეწოდა საშუალობისათვის გზისა გარდასულთა
სამებიდამ თელავს~.[29, 547] შუამთის გამოცოცხლება და მისი განსაკუთრებული
როლი ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაში უნდა ვივარაუდოთ
ადრეშუასაუკუნეებიდანვე, როდესაც აქ არსდება საეკლესიო უჯრედი მნიშვნელოვანი
არქიტექტურული ნაგებობით.
შუამთა XVI ს-ში, დღიდან მისი დაარსებისა საეკლესიო და სამეფო ადგილია და
საჭირო ნაგებობებიც ამასთან დაკავშირებით აღმოცენდა. იგი გზის საშუალედო
მონაკვეთია კახეთის გადმოსასვლელისათვის. აქედან, ერთი მხრივ, ცივ-გომბორის
აღმოსავლეთ კალთებიდან შიგნით და გაღმა კახეთისაკენ შეიძლებოდა წასვლა, მეორე
მხრივ კი, ივრის ხეობაში და უჯარმა-ხაშმით შეიძლებოდა შიდა თუ ქვემო ქართლს
გადასვლა. შუამთას ეკავა მყარი ადგილი და ის ერთ-ერთი სადგური იყო. აქედან ერთი
დღის სავალი იყო გრემამდე, ერთი დღე სჭირდებოდა ალავერდს მისვლასაც, ორი დღის
სავალი იყო ივრის ხეობის ველზე გასასვლელამდე, ხაშმის სამებამდე, გომბორის
გავლით. ეს გზა, რომლის მონაკვეთებიც ჩამოყალიბებული ჩანს ჯერ კიდევ ანტიკურ
ხანაში, მოქმედებდა სხვადასხვა ინტენსივობით ხანგრძლივი დროის განმავლობაში და
გამოცოცხლებული ჩანს XVI ს-შიც.
36
კახელ მეფეთა ერთ-ერთ რეზიდენცია ბოეთანს იყო მოწყობილი. ლ. ჭილაშვილი
განიხილავს რა ვახუშტის შეხედულებას ადგილმდებარეობის შესახებ, საბოლოოდ ასეთ
დასკვნას გვაძლევს და მას ბოსტან-ქალაქთან აიგივებს: `სრულიად დასაშვებად
მიგვაჩნია, რომ საინგილოს ბოსტაქალაქიც სწორედ ასე უნდა გავიგოთ_ისიც სამეფო
მამული უნდა ყოფილიყო. რომ ეს ასეა, მტკიცდება იმითაც, რომ XV-XVII სს-ში ის
კვლავ სამეფო რეზიდენციას წარმოადგენს, რის გამოც იგრძნობა მემკვიდრეობითობა
და კვლავ სამეფო ხელი მასზე. ვინც კახურ კილოკავს კარგად იცნობს, არ გაიკვირვებს,
რომ ბოსტანი კახური კუთხური გაფორმებით სრულიად კანონზომიერად ბოეთნად
იქცა. აქედან გამომდინარე, ალბათ არ უნდა ვცდებოდეთ თუ ბოსტან-ქალაქის
ნაქალაქარს გვიანი შუა საუკუნეების ბოეთანთან გავაიგივებთ~.[24, 214]
კახეთის სამეფო კარის ერთ-ერთ რეზიდენციას თოღა წარმოადგენდა. XVB-XVII
სს.-ში თოღას შესახებ ქართულ წერილობით წყაროებში ორიოდე ცნობის მეტი
არაფერია შემონახული, რუსი დიპლომატების ჩანაწერებში კი იგი ხშირად მოიხსენიება,
რამდენადაც თოღაში სამეფო რეზიდენცია იმყოფებოდა და ელჩებიც არაერთხელ
სწვევიან მას. ამასთანავე, ჩანს, რომ იგი ბოეთანთან ერთად საზამთრო რეზიდენცია
ყოფილა. `აწ ზამთარი შემოვისწრით თოღასა და ბოეთანსა,~_ ამბობდა მეფე პოეტი
არჩილი თეიმურაზის პირით~.[62, 258]
ჩვენი საკვლევი თემისათვის მეტად მნიშვნელოვანია გავაზის მნიშვნელობა.
გავაზი, ძველი გავაზი-------ეს არის ისტორიული სოფელი კახეთში. მდებარეობდა
თანამედროვე ახალსოფლის (ყვარლის რ-ნი) ტერიტორიაზე, მდ. ალაზნის ,მარცხენა
შენაკადის ავანის ხევის (გავაზის წყლის) ორივე ნაპირზე. გავაზის დაწინაურებას
ადრინდელი შუასაუკუნეებიდანვე ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა მდებარეობამ
კავკასიონისა და ალაზნის ველის მიჯნაზე. VI ს-ში გავაზში აიგო მნიშვნელოვანი
არქიტექტურული ძეგლი--- ძველი გავაზის სახელით ცნობილი ეკლესია.
გავაზის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა XV-XVI სს.-ში იგი კახეთის
სამეფოს დედაქალაქ გრემიდან ირანისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა. გამომწვარი
თიხის ფილებით მოგებული, სამეთვალყურეო კოშკებით დაცული გზის თითო დღის
სავალზე ქარვასლები იყო მოწყობილი. ერთ-ერთი ასეთი ქარვასლა გავაზშიც იდგა. შაჰ-
აბასის მიერ კახეთის აოხრების შემდეგ გავაზის მნიშვნელობა დაკნინდა. ლეკიანობამ
იგი გააპარტახა XVIII ს-ის გავაზის მოსახლეობა გადასახლდა ალაზნის ველზე, სადაც
ამავე სახელწოდების სოფელი გაშენდა. 1969-72 წწ. არქეოლოგიური გათხრების
შედეგად (ხელმძღ. ლ. ჭილაშვილი) გაირკვა, რომ გავაზის ტერიტორია დასახლებული
იყო ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. გაითხარა IX-XVI სს.-ის გავაზის ძირითადი უბნები-
ბაზარი (თანამედროვე `ნამაზრალი~), დარბაზოვანი (ციხის ეკლესიისა და სასახლის
კომპლექსები), სამება (ეკლესია, ქარვასლა, სახელოსნო უბანია) და აგრარული ზონა_
`კოპალე~ (ქვის ყორეებით შემოზღუდული მამულები, სარწყავი სისტემა).[60, 623]
როგორც ვიცით, კახეთის ქალაქებიც სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდნენ.
გრემელი და ზაგემელი ვაჭრებისათვის საკმაოდ ნაცნობი იყო ირანის სავაჭრო
ცენტრები. ისინი კარგად გასცნობიან ევროპელ და რუს ვაჭრებს. სავაჭრო გზების
განმტკიცებასა და აღმოცენებას დიდად შეუწყო ხელი დიპლომატიური ურთიერთობის
გაბმამ კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის, ევროპელი ვაჭრების მოზღვავებამ და
დაინტერესებამ ე.წ. `აბრეშუმის გზით~, რომელიც დარუბანდა-შემახაზე გადიოდა და
ირანის ქალაქებისაკენ მიემართებოდა.
საქართველოს სპარსეთთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან
დამაკავშირებელი ორი გზა არსებობდა, ერთი განჯის, რომელმაც ძველი ბარდავის გზა
შეცვალა და მეორე შემახიის გზა. მეორე გზის ძირითადი ტრასა, რომელსაც `გრემის
37
გზას~ ვუწოდებთ, პირობითად, კახეთის ქალაქებზე გადიოდა. ამ საქარავნო გზის
მთავარი მონაკვეთი იყო გრემ-შემახა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა კავშირი
სპარსეთთან, დაღესტანთან, ასევე რუსეთთან (ასტრახანით). შემახა წარმოადგენდა
გვიანი საუკუნეების გზასაყარს ყველა მიმართულებით, ისე რომ ის აუცილებლად უნდა
გაევლო მგზავრს. ამდენად ეს მონაკვეთი ყველაზედ უფრო ხალხმრავალი და
მნიშვნელოვანი ჩანს.
მეორე გზა ეს არის შემახა-დარუბანდი. გზა შემახადან დარუბანდისკენ ერთ-
ერთი უძველესია ამიერკავკასიაში და წარმატებით მოქმედებდა გვიან შუასაუკუ-
ნეებშიც. XVI ს-დან შემახიის ხშირი სტუმრები არიან რუსი და ევროპელი ვაჭრები.
`აბრეშუმის გზამ~ ქალაქი დიდად დააწინაურა და ის ამიერკავკასიის აბრეშუმის
გასაღების ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი იყო არეშთან ერთად.[24, 543] შუმახის
უპირატესობა იმით ჩანს, რომ ის გზასაყარი იყო და ყოველთვის ხალხმრავლობით
გამოირჩეოდა. აქ ვაჭრებთან ერთად ხშირად იდებდნენ ბინას სხვადასხვა ქვეყნების
დიპლომატებიც. სწორედ შემახაში შეხვდა კახეთის მეფის კაცი ინგლისელ ჯენკინსონს,
1561 წელს და რჩევა-დარიგება სთხოვა, თუ როგორ გაეგზავნათ დიპლომატი რუსეთის
სამეფო კარზე დახმარების სათხოვნელად.[24, 55]
მესამე გზა ეს იყო შემახა-არდებილი. შემახიდან მეორე მნიშვნელოვანი გზა
სამხრეთისაკენ მიემართებოდა და არდებილის გავლით სპარსეთის ქალაქებს
უკავშირდებოდა. ამ გზით უკავშირდებოდნენ კახეთის ქალაქები სპარსეთის სავაჭრო
ცენტრებს. ამავე ტრასას იყენებდნენ ჩრდილოეთიდან ასტრახანის გზით მომავალი
ქარავნებიც, რომლებიც სპარსეთს მიემართებოდნენ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავსვათ კითხვა, თუ
როგორ იყო კახეთის ქალაქების სავაჭრო ურთიერთობა. კახეთის ქალაქების სავაჭრო
ურთიერთობის აღმავლობას განსაკუთრებით უწყობდა ხელს ამიერკავკა-სიაში
კომერციული საქმიანობის გამოცოცხლება, როდესაც ე.წ. `აბრეშუმის გზამ~ აქ იპოვა
გასასვლელი და არეში და შემახა პირველ შუამავლებად იქცნენ აბრე-შუმის გასაღებაში.
ევროპელმა და რუსმა ვაჭრებმა ასტრახანის გზაც მოსინჯეს, და მიუხედავად
დარუბანდ-შემახის გზის ხიფათიანი მონაკვეთისა, ეს რეგიონიც გულდასმით
შეამოწმეს. საერთოდ, XVI საუკუნე, განსაკუთრებით კი მისი შუა წლები და მეორე
ნახევარი, აღმოსავლეთის ბაზრებისაკენ გზების მოსინჯვის და ათვისების პერიოდი
იყო, როდესაც ევროპელებმა, სეფიანთა მიერ შეთავაზებული შეღავათებით
წაქეზებულებმა, უმოკლესი და უხიფათო გზების ძიებაში სპარსეთისაკენ მიმავალი გზა
შეამოწმეს. ერთ-ერთი ასეთი გზა იყო სპარსეთის ყურის მისადგომებით, მეორე
ხმელთაშუა ზღვით და მესამე რუსეთზე გავლით-- ასტრახან-შემახით. პირველი გზა ამ
დროს ინტენსიურად ვერ ამოქმედდა. რაც შეეხება მეორეს და მესამეს, აქ გზასთან
დაკავშირებით და საერთაშორისო კომერციული სავაჭრო კავშირების აღმოცენებით,
ახალ-ახალი პუნქტები გაძლიერდნენ. სირიაში დაწინაურდა ალეპო, რომელმაც
საგრძნობლად დაჩაგრა დამასკო, ამიერკავკასიაში კი არეში და შემახა. მათვე უბამდა
მხარს ზაგემი და გრემი. ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა და ძლიერი ეკონომიკური
მდგომარეობა არის ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ნიშანი, ამ სიძლიერეს ეხმარებოდნენ
კახეთის ეს ქალაქებიც. ვაჭრობის მნიშვნელობას ქართველი მოღვაწები ყოველთვის
გრძნობდნენ. მაგალითად, ამას ალ. ამილახვარიც წერს: `ისე არაფერი ამდიდრებს და
აძლიერებს სახელმწიფოს, როგორც ვაჭართა სიმრავლე და მათი საქმიანობა. (ვაჭრები)
მთელ ქვეყანას მოივლიან და ყველა სიმდიდრეს და ყველა ცხოვრებისათვის საჭირო
ნივთს მოიტანენ თავის მამულში, ამიტომაა მიზანშეწონილი მათი გამრავლება და მათი
საქმიანობის გახალისება. და ნურც-ნურავინ შეურაცხყოფს მათ სახელმწიფოში, რადგან
38
ისინი არიან ჯარის სიმაგრე, ერის შემმოსველნი და მეფის დადება. ვისაც ვაჭარი სძულს
და ამცირებს, მას ნურც ვერცხლის სიმრავლე უყვარს და ნურც ფუფუნებით ცხოვრება,
რადგან მათ გარეშე არც ერთი არ იქნება. მათ (ვაჭრებს) მე ვთვლი სამეფოს
სიკეთისათვის დიდად საჭიროდ. ვაჭრებისათვის ბუნებით, კეთილგონიერ ფუტკარს
გვანან, (რომე-ლიც ყველა სიტკბოებას, რაც მზის ქვეშეთში მოიპოვება თავის ბუდეში
აგროვებს და სიტკბოთი ავსებს თავის თავსაც და პატრონსაც). ხოლო თუ რამე ნაკლს
ვნახავთ ვაჭრებს შორის უნდა მოვითმინოთ ისევე, როგორც ფუტკართა პატრონი
ითმენს მათ ნესტარს~.[65, 18-19]
ყოველივე იმან, რაზედაც ვისუბრეთ, კახეთის სამეფო ძლიერ და ანგარიშგასაწევ
პოლიტიკურ ძალად იქცა ამიერკავკასიაში, რომელმაც მნიშვნელო-ვანი როლი
შეასრულა ორი დიდი პოლიტიკური სამყაროს რუსეთ-სპარსეთის ურთიერთობაში და
ამ საქმეს შეეწირა იგიც.
ამრიგად, როგორც ვხედავთ XV-XVI სს.-ში კახეთში საქალაქო ცხოვრება არა თუ
დაეცა, როგორც ეს შეინიშნება იმდოინდელი საქართველოს ყველა სხვა პროვინციაში,
არამედ პირიქით, კიდევ უფრო განვითარდა და დაწინაურდა.
XVI ს-ში კახეთის ეკონომიკური აღმავლობის დამადასტურებელია აქ გაშლილი
სააღმშენებლო ღონისძიებანი: სასახლეების, სავაჭრო სახლების, ციხე-სიმაგრე-ების,
მონასტრების მშენებლობა და ძველ ნაგებობათა რესტავრაცია.
ვახუშტის სიტყვით, ლევან მეფე `მდიდარი და ქვეყანა აღვსილი იყო~,[29,574]
ხოლო ალექსანდრე II-ის დროს `ესრეთ შენი კახეთი, ვითარ ძნიად სადამე იპოებოდა
სანადირონი~[29, 577] და ნადირობის მოტრფიალე მეფე იტყოდა: `ახ ნეტარძი, ოÃერ
შექმნეს კახეთი, რათა მაქუნდეს სანადირონი მრავლად,[29, 577] რაზედაც ვახუშტი
ირონოულად აგრძელებს: `რომელიცა ქმნა ძისა მისსა თეიმურაზს~.[29, 577] XVI ს-ის 80-
იან წლებშიც კახეთის მეფე ალექსანდრე II აჭარბებს ყველა ქართველს სიმდიდრით და
ფულით და ყველაზე უკეთ სარგებლობს მშვიდობიანობით~.
XVI ს-ის კახეთის ეკონომიკური აღორძინების უმთავრესი მიზეზი ცხოვრების
მშვიდობიანი პირობები იყო. აქ არც ომებს ჰქონდათ ადგილი და არც ძარცვა-რბევას.
მაგრამ კახეთის სამეფო ხელისუფლების ღონისძიებებს არსებული საგარეო-
პოლიტიკური ვითარების პირობებში არ შეეძლო მოეცა სათანადო ნაყოფი. ქართლის
გმირული ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის ირანს აიძულებდა შედარებით მსუბუქად
მოპყრობოდა კახეთს, რომ ეს უკანასკნელი ქართლს არ გაერთიანებოდა. ხოლო XVI ს-ის
80-იანი წლებიდან კახეთის სამეფო ერთდროულად სამი სახელმწიფოს ვასალი
აღმოჩნდა. წინააღმდეგობათა კვანძი შაჰ-აბასის ხმალმა გასჭრა 1614-1617 წწ-ში. ამ დროს
ერთბაშად შეწყდა კახეთის ეკონომიკური აღმავლობა, აყვავებული ფეოდალური ქვეყანა
ნანგრევებად იქცა.
ქვეყნის ეკონომიკური დაწინაურებისათვის საგარეო სიმშვიდესა და შინა-
სახელმწიფოებრივ მოწესრიგებულობას ემატებოდა კახეთის ხელსაყრელი ბუნებრივ-
ეკონომიკური პირობებიც. ბუნებრივი პირობების მიხედვით, მკვეთრად
განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო.
მარცვლეულ კულტურათა სახეების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოს სოფლის
მეურნეობაში მთავარი ადგილი ხორბლეულს ეჭირა. XVI-XVII სს.-ში ჩანს
ხორბლეულის ახალი სახეობა, რომელიც წინათ არ იყო გავრცელებული. ეს არის მაგარი
ჯიშის ხორბლეული_თავთუხი. რუსი ელჩები, რომლებიც XVII ს-ში არა ერთხელ იყვნენ
კახეთში, იქ გავრცელებულ მარცვლეულ კულტურებზე საკმაოდ საინტერესო ცნობებს
გვაწვდიან. რუსი ელჩების თედორე ვოლკონსკისა და არტემ ხვატოვის ჩანაწერებში
ვკითხულობთ: «хлеб сеют пщеницу, ячмень, овес, боб чечевицу».[54, 6]
39
ექვთიმე მიშეცკი და ივანე კლუჩარევიც გვარწმუნებენ, რომ კახეთში «хлеб сеют
пшеницу, ячмень чечевицу, боб».[2, 160]]
ახასიათებს რა კახეთის სხვადასხვა კუთხეს, ვახუშტი საგანგებოდ შენიშნავს ამა
თუ იმ კუთხისათვის დამახასიათებელ თვისებებს. ივრის ხეობის შესახებ ვახუშტი
წერს: `მდინარის იორის კიდე იმერი და ამერი არს ფრიად ნაყოფიერი, ვინაÁთგან
აღმოვლენან რუნი, და ირწყვიან ველნი, და სცენდებიან ყოველნი მარცვალნი~.[29, 528]
ვახუშტის თქმით, `მანავს ქვეით ქისიყამდე, ცივ-გომბორის მთის კალთა, არიან
შენობა-დაბნები, ვენახ-ხილიანნი. უძეს იორისკენ საÃვნელნი, ველნი~,[29, 528-529]
ალაზნის ველიც არს ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლი-თა~.[29, 540]
კახეთის სამეფოში მარცვლეული კულტურები არამარტო ადგილობრივ, არამედ
მეზობელ მოსახლეთა მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებდა. ყოველ შემთხვევაში,
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი კახეთის პურით
იკვებებოდა. დიდოელთა შესახებ ვახუშტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ისინი `ჰყმობენ
კახთა მეპატრონეთა და აძლევენ ხარკთა და არა ლაშკართა, რათა ვიდოდნენ სავჭროდ
კახეთს, ვინაÁთგან ზიდვენ კახეთიდამ საზრდელ-სა,საშიშლოსა და საÃმარს
თÂსთა~.[29, 553]
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კახეთი მთელი XVI ს-ის განმავლობაში აღმავალი
გზით მიდიოდა და სხვა ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის ეკონომიკურად ძლიერი
იყო. ალექსანდრე კახთა მეფეს სრული უფლება ჰქონდა რუსი ელჩებისათვის ეთქვა:»А у
меня то все есть_ и люди и казна, хоти мое государство не велико, а на скудно нинчем».[54,
8]
მაგრამ XVII ს. 20-იან წლებში მდგომარეობა შეიცვალა. შაჰ-აბასის შემოსევათა
შედეგად კახეთის მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა, გამწევი ძალა მტერს
დარჩა, ბაღ-ვენახები გაიკაფა, სახნავ-სათესი ხოდაბუნები ტყით დაიფარა.
ვახუშტი კახეთს ახასიათებს, როგორც ისეთ ქვეყანას, რომელიც `არს ფრიად
ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა~. . . [29, 529] «А овощь родитца в
Грузех: яблоки, дули, армуды, нары,виноград, изюм и винные, орехи русские, ки||стеня, и
ростет на больших деревьях в скорлупе, и на скорлупе кожа, что ежевая. А огродной овощь:
дыни, арбузы, огурцы, ретка, марковь, репа, капуста, лук, чеснок, А люди в грузинской земле
собою добрые есть»---ვკითხულობთ მ. პოლიევქტოვთან.[2, 160-161]
მანავის მიმდგომი სანახები, ვახუშტის თქმით `არიან შენობა-დაბნები ვენახ-
ხილიანნი~,[29, 529] ელისენიც “არს ადგილი ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა
მარცვლი-თა, ვენახ-ხილითა, რამეთუ ტყენიცა სავსე არიან ხილითა~.[29, 540]
კახეთის ზოგიერთ სოფელს ვახუშტი საგანგებოდ გამოყოფს და მას ახასიათებს
ისეთ ადგილად, სადაც საუკეთესო ღვინო მოდის. `ღვინო კონდოლისა არს
წარჩინებული~.[29, 543] ახმეტის ღვინოს ვახუშტი `კეთილს~[29, 549] უწოდებს.
ხოლო შიგნით კახეთს ასე ახასიათებს: `და არს ქუეყანა ესე შემკული ყოვლითა
და უმეტეს კახეთის ადგილთა, წყლითა, წყაროთი, მდინარითა, ტყითა, ველითა,
სიმაგრითა, მოსავლის ნაყოფიერებითა, ვენახითა, ხილითა, რამეთუ ტყენიცა
ხილნარით სავსე არიან~.[29, 551]
კახეთში ამ დროს მოჰყავდათ ბრინჯი, თესდნენ ცერცვს, ოსპს და სხვ. ვახუშტი
გვამცნობს, რომ `Àერეთის ქვეყანას აკეთებენ ყოველგან აბრეშუმს, არამედ უფროს გაღმა
მÃარსა შინა და უმეტეს ელისენში; აგრეთვე ბანძასა და ბრინჯსა სთესავენ~198.
როგორც ყოველივე ზემოთქმულიდან დავინახეთ, კახეთში ვენახი, ყოველგვარი
ხილი, ყოველგვარი ბოსტნეული მოჰყავდათ. ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების
დროს (XVI ს) ტექნიკური კულტურები, ღვინო, ნიგოზი, (კაკალი), აბრეშუმი, ენდრო
საკმაო რაოდენობით გაჰქონდათ უცხოეთის ბაზარზე.
40
მიწათმოქმედების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში
მთავარი როლი მეცხოველეობას ეჭირა. საყოველთაოდ განთქმული იყო კახეთის
განსაკუთრებული ჯიშის ცხენი, რომელიც `გურჯის~ ანუ `ქართულის~ სახელით იყო
ცნობილი. კახური ცხენი მთელ აღმოსავლეთში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა.
აღსანიშნავია, რომ `კახეთის მეფეები, როგორც წესი, რუსეთის ხელმწიფეს
საჩუქრად ქართული ჯიშის ბედაურებს უგზავნიდნენ და უკანასკნელნიც დიდი
სიამოვნებით იღებდნენ ასეთ საჩუქარს~.[20, 88]
გარე კახეთის სოფლებში მესაქონლეობა საკმაოდ იყო განვითარებული, თუმცა
ცხვარი აქ არც თუ ისე ბევრი ჰყავდათ, მაგრამ სამაგიეროდ მეღორეობა იმდენად
პატივში ყოფილა, რომ `ერთ გლეხს ჰყავს ს (200), უ(400), ჩ (1000) და ც (2000)~.[29, 551]
გარე კახეთის სოფლებში `არს პირუტყვთა სიმრავლე,L ცხოვარნი, ცხენნი, ძროხა,
კანბეჩი, ვირი~.[29, 529]
მეცხვარეობით თუშეთი იყო განთქმული, თუში მეცხვარეები ზამთრობით
ზამთრის საძოვრებზე ბარში ერეკებოდნენ ცხვარს, გაღმა მხარეში ქიზიყ-შირაქში.
კახეთისა და ქართლის საქონელი ზაფხულში თრიალეთში- ფარავანის ტბის
მიდამოებში ძოვდა. ვახუშტი ამბობს: `კახეთის თუშნი ინახავენ ცხოვართა სიმრავლესა,
ვინაÁთგან აქუთ ზაფხულსა თÂსთა მთათა შინა საძოვარი, და ზამთარს ჩამოვლენ
გაღმა მÃარსა შინ, და ამით მორჩილებენ კახთა~.[29, 554]
როგორც ვიცით, საქართველოს ცალკეულ რაიონებში მეაბრეშუმეობაც იყო
განვითარებული. XVI ს-ის 60-იან წლებში კახეთის აბრეშუმის მიმართ ინტერესს იჩენენ
ინგლისელი ვაჭრები.[66, 261] მომდევნო საუკუნეებში კახური აბრეშუმი შირვან-
ყარაბაღის ხამ აბრეშუმთან ერთად უცხოეთში ექსპორტის საგანი ხდება. კ. კუცია
განიხილავს რა უცხოელი ავტორების ნაშრომებს, აღნიშნავს, რომ სომეხ ვაჭრებს
ქართული ნედლი აბრეშუმი გაჰქონდათ სირიაში და ხმელთაშუაზღვის
ნავსადგურებში~.[66, 261] ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა კახეთი, კერძოდ
ელისენი, სადაც სხვაზე უკეთეს აბრეშუმს აკეთებდნენ. მართალია, კახეთის აბრეშუმი
მეტოქეობას ვერ უწევდა შირვანის, შაქის და გილანის აბრეშუმს, მაგრამ როგორც
საშინაო, ისე საგარეო ვაჭრობაში მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დამახა-სიათებელია,
რომ კახეთის მეფეები ხშირად აბრეშუმით უხდიდნენ ხარკს დამპყრობლებს და ამ გზით
მშვიდობიანობას ინარჩუნებდნენ.
ყოველივე ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ აქ
შესძლო მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარება, რამაც დიდად შეუწყო ხელი მეფის
ძალაუფლების გაძლიერებას, ქვეყნის ეკონომიკურად დაწინაურებას, გლეხთა
საგადასახადო ვალდებულებების მოწესრიგებას.
გლეხობა: ფეოდალური ქვეყნის მწარმოებელი საზოგადოება ძირითადად
გლეხებისაგან შედგებოდა. `მართალია, სახელმწიფოში მათ უკანასკნელი ადგილი
უჭირავთ პატივის მიხედვით, მაგრამ მათი შრომა პირველ ადგილზე დგას, რადგან
ისინი კვებავენ ერთიანად ყველას~.[65, 19] ფეოდალურ საქართველოში გლეხობა
ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიის დიდი პერიოდის
მანძილზე (VI ს-ან ვიდრე XIX ს. 70-იან წლებამდე), რომელიც წარმოადგენდა
მატერიალური დოვლათის ძირითად მწარმოებელს. ქართველმა ყმა-გლეხმა ხმლითა და
გუთნით ხელში გამოატარა ჩვენი ქვეყანა საზოგადოებრივი განვითარების რთულსა და
გრძელ გზაზე. მან თავისი სისხლით დაიცვა `ქართველობა~ საუკუნეების
განმავლობაში.
გლეხი, როგორც სოციალური კატეგორია, საქართველოში ფეოდალური
ურთიერთობის ჩასახვის დროიდან არსებობს, თუმცა საისტორიო წყაროებში ტერმინი
41
`გლეხი~ IX-X საუკუნემდე არ გვხვდება. მაგალითად, როდესაც ვახუშტი ეხება
გლეხობის საკითხს, იგი აღნიშნავს, რომ: `გლეხობა არაა ერთგვაროვანი ფენა, უშუალო
მწარმოებელი `მუშაკ-გლეხნი~ განიყოფებიან:
1)`მÃნე მუშაკებად~ 2) `ფრიად მუშაკებად~ და 3)`უღონო მუშაკებად~. მათგან
განსხვავებულნი ჩანან გლეხები, რომლებიც `მუშაკებად~ არ იხსენიებიან: 1)`შეწირული
გლეხები~ და 2) `მსახურები~_გლეხთა წოდების ყველაზე პრივილეგირებული ფენა-ჯერ
მეფისა და `მერმე ჩინებულთა~.[67, 8]
არაერთი მეცნიერი შეეხო გლეხობის საკითხს, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო
პერიოდის XVI ს-ის I ნახევრის კახეთის გლეხობის საკითხს შეეხო ნ. ასათიანი თავის
სადისერტაციო ნაშრომში-----`გლეხობა კახეთის სამეფოში XVI-XVII სს.~ ავტორი ასეთ
დასკვნას აკეთებს, გლეხობას ჰყოფს სამ ჯგუფად:
I.მსახურნი 1) მხლებელ –მოლაშქრენი;
2) მოხელენი;
3) მებატონის პირად მეურნეობისა და ხელოსნობით
მომსახურენი;
II_ მოყალნენი 1)`შეძლებულნი~ ანუ დიდის მოსავლის მომწევნი;
2)`ამას ქუედანი~ ანუ ნაკლების მოსავლის
მომწევნი;
3) მცირე შეძლების პატრონნი;
4) შეუძლებელნი ანუ `ბეზმისქინნი~.
III-გარემოსულნი 1)თავშეწირულნი და ნებიერნი (ნებითმოსულნი).
2) ხიზანნი;
3) ნასყიდნი.
ყველა ესენი კუთვნილების მიხედვით შეიძლება ყოფილიყვნენ საბატონო,
საეკლესიო და სამეფო ყმები.[20, 230]
ნ. ასათიანი განიხილავს რა ვახუშტი ბატონიშვილის, ს. ავალიანის, ს. კაკაბაძის, ს.
ჯანაშიას, ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის და აგრეთვე უცხოელ მოგზაურთა
დაკვირვებებს, აღნიშნავს, რომ `ქართლსა და დასავლეთ საქართველოში გლეხობა
ძირითადად ორ ფენად იყოფოდა: მსახურებად და მებეგრე გლეხებად. კახეთშივე
ასეთივე მდგომარეობა გვაქვს, მხოლოდ აქ `მებეგრეს~ უმთავრესად მოყალნე ეწოდება~-
ო,[20, 165] და აგრძელებს, `XVI-XVII სს. კახეთის სამეფოში სათავადო სისტემა არ
განვითარებულა... `მკვიდრი~ გლეხობა XVI-XVII სს. კახეთში ძირითადად ორ
კატეგორიად იყოფა: მსახურებად და მოყალნეებად. ისინი ერთმანეთისაგან
განსხვავდებიან საბატონო სამსახურის მიხედვით. თავის მხრივ ეს კატეგორიები
იყოფიან ქვეჯგუფებად, რომელთა საბატონო მოვალეობაშიც გარკვეულ განსხვავებას
აქვს ადგილი. მოყალნეებში ასეთი დანაწილება ემყარება მათ `შეძლებას~.
გლეხთა ის კომლები, რომლებსაც საბატონო გადასახადების გადახდა არ
შეუძლიათ, გაერთიანებულნი არიან `შეუძლებელთა~ ფენაში, რომელიც თავის მხრივ
სხვადასხვა კატეგორიების გლეხებისაგან /ბოგანო, ობოლი, ტაბარუკი და სხვ./
შესდგება~.[20, 259-260]
გლეხთა ეკონომიკური დანაწილების პრინციპი აგებული იყო თითოეული
გლეხის გადახდისუნარიანობაზე, რითაც დაინტერესებული იყო ბეგარისა და
გამოსაღების მიმღები.
კახეთის სახელმწიფო წყობილება. საქართველოს ერთიანი ფეოდალური
მონარქიის დაშლის შემდეგ აუცილებელი იყო ხელისუფლებისა და მმართველობის
საკუთარი აპარატის დაარსება თითოეულ სამეფო-სამთავროში. ბუნებრივია, რომ ასეთი
42
აპარატი დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბების კვალდაკვალ
უნდა შექმნილიყო და შეიქმნა კიდეც.
ამ პერიოდში ადგილობრივი სამოხელეო აპარატის ინსტიტუტად გვევლინება
სადროშო, რომელიც წარმოადგენდა სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულს.
საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შედეგად, ბუნებრივია, მოიშალა
ძველი სამხედრო წყობილება. ახლად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ერთეულებში,
ძველის მსგავსად, ოთხ-ოთხი სადროშო ჩამოყალიბდა.
ქართლ-კახეთში ეს რეორგანიზაცია ძირითადად XV ს-ის 70-იან წლებში
განხორციელდა.
კახეთის სადროშოების სათავეში, როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, თავადები
კი არ ჩააყენეს, როგორც ეს ქართლსა და იმერეთში მოხდა, არამედ ეპისკოპოსები.
ეპისკოპოსობა კი მემკვიდრეობითი თანამდებობა არ იყო, ამიტომაც, ვერც სარდლობა
გადავიდოდა მემკვიდრეობით. ღონისძიებების მიზანს ცენტრა-ლური ხელისუფლების
გაძლიერება წარმოადგენდა.
კახეთის სამეფოს მეწინავე სადროშოს შეადგენდა ქიზიყი, რომელსაც ბოდბელი
ეპისკოპოსი სარდლობდა. მემარჯვენე სადროშოში შედიოდა გაღმა მხარე ნეკრესელი
ეპისკოპოსის სარდლობით. მემარცხენე სადროშოს შეადგენდა გარე კახეთი (მარტყოფ-
საგურამოთი). მისი სარდალი რუსთაველი ეპისკოპოსი იყო. მეოთხე სადროშოს შესახებ
პირდაპირი მითითება არ გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, იგი მეფის სასარდლო უნდა
ყოფილიყო.
სადროშოს მეთაურს სარდალი ეწოდებოდა. სარდლის ინსიგნიები იყო დროშა და
ხმალი, რომლებსაც თანამდებობებზე დანიშვნისას მეფე საზეიმოდ გადასცემდა
სარდალს. სარდალს ემორჩილებოდნენ სადროშოს ტერიტორიაზე მცხოვრები
თავადები, ეპისკოპოსები, მოურავები და სხვ. აქ დასახლებული ფეოდალები თუ
მოხელეები თავიაანთ საფეოდალოდან თუ საგამგეო ტერიტორიიდან გამოსული
ჯარით სარდლის დროშის ქვეშ დგებოდნენ. სარდლის მთავარი მოვალეობა იყო ომის
დროს ჯარის გამოყვანა, მშვიდობიანობის დროს კი ჯარის გაწვრთნა და
მომზადება(`ლაშქარ-ნადირობა~). სარდალს, გარდა სამხედრო საქმისა, ეკითხებოდა
აგრეთვე სამართალი და სხვა `გარიგებაც~ სასარდლოსი.
სამეფოში ხალხის აღწერა, რომლის მიზანი იყო ლაშქრად გამომავალი
მეომრებისა და სახელმწიფო გადასახადის გადამხდელთა აღნუსხვა, ოთხ წელიწადში
ერთხელ ხდებოდა და სადროშოების მიხედვით წარმოებდა. აღწერის უშუალო
ხელმძღვანელი სარდალი იყო. იგივე უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი სახელმწიფო
გადასახადის აკრეფაზე. ეს გარემოება მას გარკვეულ ადმინისტრა-ციულ უფლებებს
ანიჭებდა სადროშოს მოსახლეობის მიმართ. სარდალს, გარდა აღნიშნულისა,
ეკითხებოდა აგრეთვე სადროშოს თავადთა და აზნაურთა გაყრის საქმე. მეფე ამა თუ იმ
ადმინისტრაციულ ღონისძიებას სადროშოში სარდლის მეშვეობით ახორციელებდა. ამ
მიზნით სარდალს საპოლიციო და ადმინისტრაც-იული აპარატი ჰყავდა_იასაულებისა
და ხელჯოხიანების სახით და ა.შ.
ამგვარად, სადროშოები წარმოადგენდნენ როგორც სამხედრო ერთეულს, ისე
ადგილობრივ სამოქალაქო-ადმინისტრაციულ ერთეულსაც.
ადგილობრივი მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოხელე იყო
მოურავი. ჩვენ ამის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და დავამატებთ მხოლოდ იმას,
რომ მოურავები ჰყავდათ როგორც მეფეს და ეკლესია-მონასტერს, ისე თავადებს
თავიაანთ მამულებში.

43
მეფის მოურავი მხოლოდ მეფის სახასო მამულებს განაგებდა. მას ხელი არ
მიუწვდებოდა ეკლესიისა და თავადის მამულებზე. ამიტომ ხშირად ერთსა და იმავე
სოფელში რამდენიმე მოურავი იყო (მეფის, ეკლესიის, თავადის). ზოგი მოურავი
სოფლის ნაწილს განაგებდა, ზოგი კი, თუ ეს სოფელი ერთ მებატონეს ეკუთვნოდა,
მთელ სოფელს. იყო ისეთი სამოურავოებიც, რომლებშიც რამდენიმე სოფელი და
მთელი პროვინცია შედიოდა. კახეთში ასეთები იყო: ქიზიყის, თიანეთის, ენისელის
სამოურავოები. თავიდანვე სამოურავოები მეფის დომენი (მამული) იყო და მხოლოდ
მისი მოურავი იჯდა იქ. შემდეგში მეფის მიერ სახასოდან მამულების წყალობად
გაცემის შედეგად, იმავე სამოურავოებში ჩნდებოდნენ სხვა ფეოდალების მამულები და
მათი მოხელეები (მათ შორის მოურავებიც). ასე მოხდა თიანეთში, ქიზიყში, ენისელში
და სხვ. ეს პროცესი მთელი საქართველოსთვის არის დამახასია-თებელი.
მოურავი უვლიდა მამულს, კრებდა გადასახადს, სარდლობდა მის საგამგეო
ტერიტორიას, ასამართლებდა მოსახლეობას, სჯიდა ურჩებს და სხვ. მოურავი საგამგეო
ტერიტორიის მოსახლეობის ხარჯზე ცხოვრობდა. იგი შემოსავლიანი თანამდებობა იყო.
ფეოდალები ცდილობდნენ სამემკვიდროდ დაეჩემებინათ მოურავობაც და ხშირად
წარმატებასაც აღწევდნენ. მეფის მოურავებად თავადები ან სამეფო აზნაურები
ინიშნებოდნენ. იშვიათად გვხვდებიან გლეხი მოურავები (მსახურები). ქიზიყის
მოურავობა თავად ანდრონიკაშვილების სამკვიდრო საქმედ იქცა, თიანეთში
ჩოლოყაშვილებისა და სხვ.
მოურავს ემორჩილებოდნენ ნაცვალი (ე.ი. მოადგილე) და მამასახლისი.
ფეოდალური ხანის საქართველოს საქლაქო მმართველობაში `ნაცვალი~ ერთ-
ერთი უძველესი ხელისუფალთაგანია. ქართული `ნაცვალი~ X-XII სს.-ში ზოგჯერ
არაბული წარმოშობის ტერმინით `გუსტასობით~ იცვლება. `გუსტასობის~ თანამდებობა
თავისი შინაარსით შეესატყვისებოდა `ნაცვალის~ თანამდებობას საქართველოს
ქალაქებში.
ქართულ სამოხელეო წყობაში ერთ-ერთ უძველეს თანამდებობას მამასახლი-სის
სახელო წარმოადგენდა. თვით ტერმინი `მამასახლისი~ გვაროვნული წყობი-ლების
დროიდან არის გადმოსული და შენარჩუნებული ქართულ ენაში. XVI ს-ის შუა წლების
დოკუმენტებში ქალაქის მოხელეთა შორის მამასახლისიც არის დასახელებული,
რომელსაც ქალაქის უმაღლესი ხელისუფლის, ამირთ ამირას (მოურავის) შემდეგ მეორე
ადგილი უჭირავს. XVI ს-ის შუა წლებიდან მოკიდებული, მომდევნო საუკუნეებში
მამასახლისი, როგორც ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისუფალი,
დოკუმენტებში ყოველთვის მოიხსენიება. აღსანიშნავია ერთი რამ, რომ საქართველოს
ცალკეულ ქალაქებში მამასახლისის თანამდებობა ამავე შინაარსის მატარებელი
უცხოური ტერმინით აღინიშნებოდა: მაგ. გრემისა და ბაზრის მამასახლისები `ხოჯად~
იწოდებოდნენ.
მამასახლისის მნიშვნელობით ქართულში იხმარება აგრეთვე უცხოური ტერმინი
`მელიქი, რომელიც შეესატყვისება `მამასახლისს~. ასევე შეესატყვისება ტერმინი
`ხოჯაც~.
ნაცვლებად წვრილი აზნაურები ინიშნებოდნენ, მამასახლისებს კი მეფე ან
ფეოდალი ნიშნავდა ადგილობრივი გლეხებისაგან. სოფლის მოხელეთა შორის
გვხვდება აგრეთვე გზირი, რომელიც ადგილობრივი ადმინისტრაციის განკარგულ-
ებით აღმასრულებელი იყო.
საქართველოს მთავარი ქალაქები- თბილისი, გორი, გრემი, ქუთაისი და სხვ.-
მეფეთა საკუთრებად ითვლებოდა. სამეფო ქალაქებს მეფის მოურავები განა-გებდნენ.
ქალაქებში იყვნენ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაცვალი, მამასახლისი, მელიქი. ეს
44
უკანასკნელი არაბული წარმოშობისა და მმართველს, გამგეს ნიშნავს. მოურავს ქალაქის
მმართველობაც ეკისრებოდა. მელიქი XVI ს-ის შუა წლებში ჩნდება და სომხური
მოსახლეობის გამრავლებას უკავშირდება.[68]
სამეფო-სახასო მამულების რაოდენობა XV-XVII სს-ის კახეთში საკმაოდ დიდია.
იმის გარდა, რომ კახეთის მეფეს უშუალოდ თითქმის მთლიანად ექვემდება-რებოდა
კახეთის მთიანეთი (თუშ-ფშავ-ხევსურეთი), სამეფო-სახასოს წარმოადგენს ქიზიყი და
გაღმა მხრის კახეთის დიდი ნაწილი (შემდეგდროინდელი საინგილო და სხვ.). მეფის
კუთვნილი ყმა-მამული გაფანტულია აგრეთვე კახეთის თითქმის ყველა ნაწილში.[69,
35-36]
ისმება კითხვა, როგორია მეფის საადგილმამულო დამოკიდებულების ხასიათი
საერო ფეოდალებთან? `მამული~ მიწის ფეოდალური ფლობის ძირითადი ფორმაა XVI-
XVII სს.-ის კახეთის სამეფოში.`მამული~ ეწოდება მეფის (ბატონის) მიერ სამემკვიდროდ
გადაცემულ დამტკიცებულ ფლობის ობიექტს, ძირითადად მიწას, რომლის
მფლობელობითაც მემამულე, როგორც წარმოების ამ ძირითადი საშუალების ერთ-ერთი
მესაკუთრე, მონაწილეობას იღებს მიწის არა მესაკუთრე მწარმოებელი კლასის
(გლეხობის) ექსპლუატაციაში (ამდენად, სამამულო საკუთრების სუბიექტები მხოლოდ
ფეოდალური კლასის წარმომადგენლები არიან).
მეფის უზენაესი უფლება ფეოდალთა `მამულებზე~ შეზღუდულია, თუმცა იგი
მაინც განაგრძობს არსებობას როგორც მიწის ფეოდალ-მესაკუთრეთა იერარ-ქიის
აუცილებელი ელემენტი. ეს უფლება ვლინდება მთელი რიგი ფაქტებით. ჯერ ერთი,
ფეოდალი ხშირად იძულებულია მამულის მტკიცედ ჭერისათვის სათანადო
`დამტკიცება~ მიიღოს. შემდეგ, მამულის მფლობელის მიერ მეფისგან სათანადო
`დამტკიცება~ მიიღოს. ასევე, მამულის მფლობელის მიერ მეფისადმი არა-ერთგული
სამსახურის შემთხვევაში მეფეს უფლება აქვს ჩამოართვას მამული და იგი მას გადასცეს,
ვისაც უნდა. მეფეს შეუძლია ხელი დასდოს ან სხვას გადასცეს `უმკვიდროდ~
დარჩენილი მამული (ბეითალმანი). ე.ი. როდესაც მამულის მფლობელს უშუალო
მემკვიდრე არ ჰყავს, მის მემკვიდრედ მეფე გამოდის. სხვა შემთხვევაში ფეოდალის
უფლება სამკვიდრო მამულის მფლობელობაზე საკმაოდ მტკიცე და ხელშეუვალია.
მამული გადადის მამიდან შვილზე ან სხვა უშუალო მემკვიდრეზე და მეფეც მოვალეა
დაამტკიცოს ეს აქტი.
ნ. ასათიანმა განიხილა რა ორი გვარის ჩოლოყაშვილებისა და ვაჩნაძეების
მაგალითზე სამამულო მფლობელობის განვითარება.[69, 48-54] შემდეგი დასკვნა
გააკეთა: `ამდენად, კახეთის სამეფო კარის მტკიცე პოლიტიკა, ეკონომიკურ, სოციალურ
და სხვა პოლიტიკურ მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთი პირობათაგანი იყო
სათავადოების წარმოუქმნელობისა კახეთის სამეფოში. როცა XVII ს-ის II ნახევრის
კახეთშიც ჩნდება სათავადოების წარმოქმნის სიმპტომები (ქვეყანა ამ დროს, კარგად
ცნობილი მიზეზების გამო, ეკონომიკურად დაქვეითებული და დაკნინებულია, სამეფო
ხელისუფლებაც შესუსტებულია და ძალიან დაშორებულია თავის ძველ ძლიერებას),
კახეთის უკანასკნელი მეფეები სასტიკ ბრძოლას უცხადებდნენ ფეოდალთა `შეყრის~,
სხვა ფეოდალების ხარჯზე გაძლიერების თუ სხვა მსგავს ტენდენციებს, რაც საკმარისი
აღმოჩნდა იმისათვის, რომ XVII საუკუნემდე მაინც არ აღმოცენებულიყო აქ
სათავადოთა სისტემა~.[69, 54]
XVI-XVIII სს.-ში საგლეხო მიწათსარგებლობის ორი ძირითადი სახეობა
გვაქვს_საგლეხო მკვიდრი მიწები და დროებით სარგებლობაში მყოფი.
მკვიდრი მიწები ორგვარია: 1) ის საბატონო მიწა, რომელიც გლეხს ეძლევა
მებატონისაგან უვადოთ. ამ მიწის შემოსავლიდან გლეხი არჩენს ოჯახს და

45
მიწათსარგებლობისათვის მებატონეს უხდის გარკვეულ გადასახადს. 2) ნასყიდი
მიწები, რომელიც კანონმდებლობით ხელშეუხებელია. იგი არაა დაბეგრილი. ნასყიდი
მიწა გლეხობის მცირე ნაწილს აქვს. მათი პროცენტი გლეხობაზე იზრდება XVII ს-ის II
ნახევარში. თითოეულ გლეხს შეიძლება ჰქონდეს 1-დან 100 დღიურამდე ნასყიდი მიწა.
გლეხობის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია (ჰქონდა და დაკარგა) მკვიდრი მიწები,
ამუშავებს დროებით სარგებლობაში აღებულ მიწებს, რომელზედაც გლეხს არა აქვს
სამემკვიდრო უფლება. დროებით მიწათსარგებლობის სხვადასხვა სახეობა არსებობს:
ჭერა, ჭამა, სარჩო (რჩობა), რაც საბოლოო ჯამში სხვა არაფერია, თუ არა მიწით
საიჯაროდ აღება~.[67, 335]
კახეთის მიმდგომი კავკასიონი-თუშ-ფშავ-ხევსურეთი ოდითგან კახეთის
მეფეების საზრუნავსა და საფიქრალს წარმოადგენდა. წყაროებში არაერთხელ გვხვდება
ცნობები მორჩილება –არ მორჩილების შესახებ. მაგალითად, XV ს-ის 70-იან წლებში
თუშ-ფშავ-ხევსურები არ ემორჩილებოდნენ კახეთის მეფეს. XVI ს-ის I ნახევარში კი
ლევან მეფე ახერხებს მათ დამორჩილებას: `ამან ლევან დაიპყრნა[29, 573]. . . ეს
`დაპყრობა~ ეკონომიკურ საფუძველზე იყო დამყარებული. ლევანი თუშ-ფშავ-ხევსურთ
უთმობს. სამაგიეროდ, მთიელები მეფესთან ლაშქრობას კისრულობდნენ, რაც
მეფისადმი მთიელთა `სამსახური~ იყო. ეს სამსახური გრძელდებოდა XVIII ს-ის I
მეოთხედში, როდესაც თუშ-ფშავ-ხევსურები კახეთის მეფე დავითთან იმამ ყული
ხანთან ერთად ლაშქრობენ ჭარის წინააღმდეგ.[29, 611]

$2. ლევან მეფის ტახტზე ასვლა და მისი სახლობა

მეფე დავითმა, როცა ყიზილბაშების ქართლში შემოჭრის ამბავი გაიგო


(ყიზილბაშები შემოვიდნენ 1518 წელს), წინააღმდეგობის გაწევა უაზრობად ჩათვალა,
თავისი ვაჟი რამაზი დიდი ძღვნით გაუგზავნა შაჰს და მორჩილება აღუთქვა.
ყვარყვარე მესამის ღალატს (აქ საუბარია ყვარყვარე III-ის შაჰთან გამოცხადებაზე
და თხოვნაზე, რომ დახმარება აღმოეჩინა მისთვის, ხელისუფლების დაბრუნებაში და
ყიზილბაშების ქართლში შემოჭრას ის განსაკუთრებული შედეგი მოჰყვა, რომ
გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფო კვლავ გაითიშა. კახელმა თავადებმა
ისარგებლეს დავით მეფის გაჭირვებული მდგომარეობით და კახეთში ლევან ავ-
გიორგის ძე გაამეფეს. დავითისათვის ეს დიდი დარტყმა იყო, მაგრამ კახეთის
წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებაზე ის თავს იკავებდა, ვიდრე რამაზი არ
დაბრუნდებოდა და შაჰთან მისი ურთიერთობა არ გაირკვეოდა.
შაჰისმაილმა რამაზი კარგად მიიღო და დიდად დაასაჩუქრა. შაჰი
დაკმაყოფილდა დავითის მორჩილებით და ზავიც დადო მასთან. სეფიანთა ირანი ამ
დროს საომარ მოქმედებაში იყო ოსმალეთთან და `ასე ჰყო ყეენმან, რამეთუ ბრძოლად
მივიდოდა ხონთქარისა, რათა არს არა ქართველნი მიერუნენ მას~.[70, 128]
ისმაილთან დაზავების შემდეგ, დავით X კვლავ კახეთის შემოერთებას შეეცადა,
მაგრამ პირველსავე ბრძოლაში დამარცხდა და უკან გაბრუნდა.
დავით მეფის მარცხით ისარგებლეს საქართველოს დეცენტრალიზაციის
მოსურნე ძალებმა. ლევანის დასახმარებლად წამოვიდა გურიის მთავარი `მწეობითა
ათარაგისთა ... რათა შემწეეყოს ლევანს დავითსა ზედა ზავითა ანუ ბრძოლითა~. ხოლო
თ. ჟორდანიას ლევანის ტახტზე ასვლის თარიღად მიჩნეული აქვს 1518 წ. `1518 –სვ
ყეენი წამოვიდა ქართლის ოხრებად. დავით მეფემ ძე თავისი მიაგება და დაიხსნა
ქართლი და საქრისტიანო ტყვეობა ოხრებისაგან და ავ გიორგის ძემ ლევან კახეთი

46
დაიჭირა~[30, 335] ხოლო აკ. კლიმიაშვილი ლევანის ტახტზე ასვლის თარიღად
ასახელებს 1514 წელს.[71, 100-110]
საკმარისი იყო დავით მეფე კახეთს გასცლოდა, რომ მაშინვე ლეონი ჩამოსულიყო
და კვლავ გამეფებულიყო, მაგრამ დავით მეფემ ოსმალთა დამარ-ცხება მოახერხა,
შემოსეული მტრის ჯარი ზოგი გაწყვიტა,ზოგი გააქცია. ამის შემდეგ, მეფე დავითი ისევ
კახეთში შევიდა. საგარეჯოში მას კახთ მორჩილება განუცხადეს. ლევანი ქიზიყში იყო.
დავითი იქ წავიდა და კვლავ გამარჯვების მოიმედე ლევანს პატარა ლაშქრით
შეებრძოლა, მაგრამ შეცდა და ბრძოლაში დამარცხდა, დავითი ქართლში დაბრუნდა,
ლევანი კი თავის სამეფოს დაეპატრონა.
ვახუშტის ლევანის გამეფება შემდეგნაირად აქვს აღწერილი: `მეფემან დავით
გარდმოვლო გომბორი სპითა დიდითა. არამედ ვერ წინააღუდგა ლევან და შევიდა
ციხესა შინა თავსა მაღრანისასა, ამას მოადგა დავით მეფე, შეამჭირვა ფრიად. არამედ
ზაკვითა მთავარეპისკოპოსითა განმაგრდა დედა ლევანისა ციხესა შინა და უკუნიქცა
დავით მეფე ქართლს ოსმალთა ზედა. მაშინ გამოვიდა ლევან ციხიდამ, შემოიკრიბნა
კახნი და წარუვლინა ფარულად კაცი გურიელს მამიას და მოითხოვა ასული მისი
თინათინ ცოლად და ითხოვა მწე-ყოფად მისგან: რამეთუ ჟამსა მას მეგობარნი
იყვნენ/ათაბაგი და გურიელი. ხოლო გურიელმან მოსცა ასული თÂსი და აღუთქუა მწე-
ყოფად, არამედ მოსრნა რა ოსმალნი დავით მეფემან, შთამოვიდა კუალად კახეთს
სპითურთ და მოადგა ლევანს მაღაროს მყოფსა, რამეთუ მიერთუნენ ზემოურნი კახნიცა,
ეწყო მუნ ლევან სიმაგრით გამო მცირითა სპითა, იძლია დავით მეფე და წარვიდა
ლტოლვილი ტფილისს. მაშინ ლევან შემოიკრიბნა ყოველნი სრულიად კახნი, მოვიდა
ბოდბეს და ეკურთხა მეფედ ქ-სა ჩ~ფკ, ქარ. ს~À~[29, 570-571] ე.ი. 1520 წელს. მაშასადამე
ლევან კახთა მეფის ტახტზე ასვლის თარიღი ზემომოყვანილის მიხედვით არის 1520
წელი.
ელ. მამისთვალაშვილი შემდეგს დასძენს: 1) ქართველი დიდკაცობა (ათაბაგი,
გურიელი, კახეთის თავადები გარსევან ჩოლოყაშვილის მეთაურობით, ქართლის
მთავარეპისკოპოსი და ამირახორი) ვერ ითმენდა ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ
გაერთიანებას, იგი მთელი საქართველოს გაერთიანების პერსპექტივას ქმნიდა; 2)
სეფიანთა სახელმწიფოსათვის მიუღებელი იყო ქართლ-კახეთის გაერთიანება და
ყველაფერს აკეთებდა აღმოსავლეთ საქართველოს კვლავ დასაწინაურებლად; 3) შაჰს
ოსმალეთთან ბრძოლაში გაერთიანებული საქართველო კი არ უნდოდა მოკავშირედ,
არამედ დაქუცმაცებული, რომლის მეფე-მთავრები მხოლოდ შაჰის მხარდაჭერით
შეძლებ-დნენ თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებას; 4) შაჰს საქართველო კი არა,
არამედ ქართველები სჭირდებოდა ოსმალებთან საბრძოლველად.[70, 130-131]
საქართველოს დიდკაცობისა და შაჰის ჩარევით მეფე დავითი იძულებული
გახდა, ზავი დაედო კახეთში გამეფებულ ლევანთან. შაჰმა მაშინვე სცნო ლევანი
კახეთის მეფედ და დავითისა და ათაბაგის თანაბრად მისგანაც მორჩილების პირო-ბა
მიიღო.
დავითსა და ლევანს შორის დადებული ზავის პირობები მოასწავებდა
ფეოდალური საქართველოს განვითარების ახალ ეტაპს: საქართველო გაიყო სამ
თანასწორუფლებიან სამეფოდ, რომლებიც გარესამყაროსათვის ერთ კულტურულ
მთლიანობას წარმოადგენდა. განსაკუთრებული პოლიტიკური არსებობა წარმო-შობდა
სხვადასხვა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს. საგარეო პოლიტიკაში
აზრთა სხვადასხვაობა კარგად გამოჩნდა უკვე XVI ს-ში ირანთან და ოსმალეთთან
დამოკიდებულების საკითხში.

47
1520 წელს ქართულმა სამეფო-სამთავროებმა ბაგრატ III-ის, ყვარყვარე III-ის და
მამია გურიელის (1512-1534) აქტიური ჩარევით და შუამდგომლობით დადეს
ხელშეკრულება კეთილმეზობ-ლობისა და საერთო მტრების წინააღმდეგ ერთობლივი
ბრძოლის შესახებ. ამრიგად, 1520 წელს კახეთის ტახტზე ლევანის ასვლამ, საგარეო და
საშინაო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად საქართველოს გაერთიანების კიდევ
ერთი ცდა მარცხით დამთავრდა.
ლევან მეფის სახლობის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში თანხმობრივი
ცნობებია, მაგრამ მაინც ბევრი რამ გამოსარკვევი და კრიტიკულად განსახილველია.
ლევანს ორი ცოლი ჰყოლია, პირველი-გურიელის ასული, თინათინი იყო, რომელმაც
შუამთის მონასტერი ააშენა. ამ უკანასკნელი ამბავის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი
შემდეგს მოგვითხრობს: `ხოლო თინათინ მოვიდა შუამთას და აღაშენა მონასტერი
შინდსა მას ზედა მზითვითა თÂსითა და დაუდგინა მოძღუართ-მოძღუარი და შესწირნა
დაბნები მოყიდულივე თÂსი და იყოფოდა მუნ სიკუდიდიმდე~.[29, 572] როდის
შეირთო ლევანმა თინათინი არ ჩანს `მუნიდამ მოიყვანეს გრემს და ჰყო ქორწილი
ჯეროვანი ლეონ~.[29, 571] როგორც ქართლის ცხოვრების ვახტანგისეულისა, ისევე
შევსებულ-გადაკეთებულ გაგრძელებისა და ვახუშტი ბატონიშვილის მოწმობით,
ლევანს პირველი ცოლის თინათინისაგან, მხოლოდ ორი ვაჟი-----ალექსანდრე და
ვახტანგი ჰყოლია.[50, 492] მარტო ვახუშტი მეორე შვილის სახელად ვახტანგის მაგიერ
იესეს აცხადებს. შემდეგ უკვე წყაროთა თანხმობა ირღვევა. ქ~ცის ვახტანგისეულისა და
შევსებულ გადაკეთებული გაგრძელების თანახმად, თინათინ დედოფალი ორი ვაჟის
შობის შემდგომ თითქოს უნდა გარდაცვლილიყოს. მაგრამ ამ ორივე წყაროს მოწმობა ამ
ადგილას ბუნდოვანია და გაუგებარი, რადგან ამას ეწინააღმდეგება შემდეგი, რომ: `...
ლევანს უშვა ცოლმან თინათინ ძე ალექსანდრე ქ~სა ჩ~ფკზ, ქარ. ს~იე (ე.ი. 1527 წ.).[30,
370-371] შემდგომად კუალად უშვას ძე იესე, მერმე განუტევა ცოლი... თინათინ მოვიდა
შუამთას ... და იყოფოდა მუნ სიკუდიდიმდე~.[29, 572] არც ერთ წყაროში არ არის
აღნიშნული თინათინის გარდაცვალების თარიღი. ზემოაღნიშნული ორი ძეგლის
მიხედვით, მაინც ისე გამოდის, რომ დედოფალი შუამთაში დამკვიდრებულა და იქვე
შუამთაში გარდაიცვალა~.[29, 572]
ასევე გასარკვევია ლევანისა და თინათინის განშორების ამბავი. ლევან მეფეს მისი
თანამეცხედრე გაჰყრია, რადგან ქმარი იყო `კაცი მეძავი~-ო, ამბობს ქ~ცის
ვახტანგისეული გაგრძელება და ამასვე უფრო მეტი სიმკაცრით იმეორებს შევს გადაკ.
ქ~ცის ავტორიც: `ლევანი იყო სიძვისა და მრუშობისა მოყუარე~. ვახუშტი
ბატონიშვილიც ლევანის ამგვარ დახასიათებას ეთანხმება და `ფრიად მეძავად~ მიაჩნია,
`ვინაÁთგან იყო ლევან ფრიად მეძავი და არღარა ინება მეუღლეობა მისთანა.
მრისხანემან ამისათÂს ლევან წარადგინა ძენიცა თინათინს~,[29, 572] რომელიც როგორც
უკვე აღვნიშნეთ შუამთას მივიდა და იქ იმყოფებოდა სიკვდილამდე. ეს ცნობა არ
ამტკიცებს, რომ თითქოს ცოლ-ქმრის დაშორება მშვიდობიანად მომხდარიყოს.
ქ~ცის გაგრძელებათა ცნობით, ვითომც არც თინათინს უნდა ჰქონოდა თავისი
ქმრის, თავშეუკავებელი ვნებათა-ღელვის პატრონი ლევანისადმი ნაკლები სიძულვილი
და გულისწყრომა ჩამარხული. პირიქით, თუ ამ ორ წყაროს დავუჯერებთ, ვერც
მონასტრის კედლებს, ვერც დროს თინათინის გული და უხანო ქმრის ღალატით
აღშფოთებული სვინდისი ვერ დაუმშვიდებია და სამარეშიც და ცივ მიწაშიც თავისი
ქმრის გვერდით წოლა არ მოუსურვებია. სიკვდილის წინ მან `დაუტევა ანდერძი, რათა
არ დამარხონ გვამი მისი ქმრისა თÂსისა ლევანისა თანა, არამედ დაემარხოს იგი
შუამთას თÂსსა აღშენებულსა მონასტერსა და ყვეს ეგრე~-ო.[50, 492]

48
ბუნდოვანი გამონათქვამის გამო, თითქოს ისე გამოდის, რომ ლევან მეფეს
მხოლოდ თინათინის სიკვდილის შემდგომ უნდა შეერთოს მეორე ცოლი, რომელიც
შამხალის ყარა მუსალის ასული ყოფილა. ამისაგან კახთა მეფეს კიდევ შესძენია
შვილები, ბერი ეგნატაშვილის მიხედვით სამი: გიორგი, ელიმირზა და ქაიხოსრო,[50,
492]ხოლო ვახუშტი ასახელებს ოთხს: გიორგი, ელიმურზა, ვახტანგ და ხოსრო.[29, 572]
მთელ ამ მოთხრობაში არც ერთი შემთხვევის თარიღი არ არის, მხოლოდ ალექსანდრე
უფლისწულის დაბადების წელიწადია აღნიშნული, ასევე ქ~ცის შევსებულ
გადაკეთებულ ორთავე გაგრძელებასა და ვახუშტის თხზულებაში. უკანასკნელ წყაროში
შემდეგია ნათქვამი: `უშვა ცოლმან თინათინ ძე ალექსანდრე ქ-სა ჩ-ვკზ, ქარ. ს~იე~[29,
472](1527), ხოლო ქართლის ცხოვრების შეფსებულ გადაკეთრბულ გაგრძელებას,
პარიზის ქრონიკას და ბერ ეგნატაშვილს სხვა თარიღი აქვს `ქორონიკონსა ს∫-კგ: მეფე
ალექსანდრე ძე ლევანისა იშვა~233-ო. რაკი ამ ცნობაში ალექსანდრე მეფედ არის
მოხსენიებული, საფიქრებელია, რომ იგი დაბადების ჟამს საგვარეულო მემატიანის მიერ
ჩაწერილი ცნობა არ უნდა იყოს, არამედ მერმინდელი, როდესაც ალექსანდრე უკვე
გამეფებული იყო.
ზემომოყვანილი ცნობების უთარიღობა საქმეს აძნელებს, განსაკუთრებით რაკი
თინათინის თანამეცხდრედ მოყვანისა, განტევებისა და სიკვდილის წლები უცნობი
რჩება. ალექსანდრე უფლისწულის დაბადების თარიღი რომ დანამდვი-ლებით იყოს
ცნობილი, ეს საქმეს ცოტათი გააადვილებდა. ერთადერთ სანდო წყაროდ რჩება
სიგელები, სამწუხაროდ, ლევან მეფის სიგელთაგან ჯერ მხოლოდ ერთია სრულიად
გამოცემული და მოთავსებულია ს. კაკაბაძის ისტორიულ საბუთებში, დანარჩენი
საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი საბუთები თ.
ჟორდანიას ჰქონდა ხელთ, აღნიშნავს ივ. ჯავახიშვილი,[50, 226-235] მაგრამ მას მხოლოდ
მოკლე ამონაწერები აქვს მოყვანილი ან შინაარსი აქვს გადმოცემული, რაც ამ ცნობებით
სარგებლობას აძნელებსო- აღნიშნავს მეცნიერი. მაინც რა ირკვევა ამ საბუთების
წყალობით? ზემოაღნიშნული წყაროების მიხედვით, როგორც აღვნიშნეთ, ლევანის
პირმშო ძედ დასახელებულია ალექსანდრე, დაბადებული 1527 წ. ან 1535 წ. თ.
ჟორდანიას ამ თარიღთაგან პირველი მიაჩნია სამართლიანად: `1527 წ. ქკ~ს: სიე: ლევან
კახთა მეფეს თინათინ გურიელის ქალმა უშვა ძე ალექსანდრე~.[30, 370-371] ლევან მეფეს
მცხეთისადმი ნაბოძებ სიგელში (სიგელი მცხეთისა #2 (ნუსხა # სო) სწერია: `ქ... ჩუენ
მეფეთ-მეფემან პატრონმან ლეონ... (სრული მეფური წოდებულება), და
თანამეცხედრემან ჩუენმან... თინათინ და ძეთა ჩუენთა პატრონმან გ~ი პატრ. იესე, პატრ.
ალექსანდრე და პატრ. ელიმირზა~ ესა და ეს შემოგწირეთო. ამ საბუთს ლეონის
შემდგომ თინათინიც ხელს აწერს.[79, 34-36] ეს ძეგლი ჯერ ერთი ქ~ცის შევსებულ
გადაკეთებულ ორივე გაგრძელებათა ცნობას ალექსანდრე უფლისწულის დაბადების
წელის სრულ უვარგისობას ამტკიცებს და თანაც ცხადყოფს, რომ 1537 წელს არამცთუ
ალექსანდრე, ლეონის დანარჩენი 3 შვილიც--- გიორგი, იესე და ელიმირზა
დაბადებული ყოფილან. აღსანიშნავია აგრეთვე ის მიმდევრობა, რომლითაც ლეონის
შვილები არიან დასახელებულნი. ჩვეულებრივ უფროს-უმცროსობის მიხედვით
იწერებოდნენ ბატონიშვილები და, თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, ისე გამოდის,
რომ ლეონის პირმშო შვილი-- ალექსანდრე კი არა, გიორგი ყოფილიყო, რომლის
შემდგომ ელიმირზა უნდა ვიგულისხმოთ დაბადებულად. ბატონიშვილთა ჩამოთვლის
ზემომოყვანილი თანმიმდევრობა რომ შემთხვევითი არ არის და ერთგვარ სიმართლეს
შეიცავს და, მაშასადამე უფროს-უმცროსობაზე უნდა იყოს დამყარებული, ამას 1553
წელს ლეონ მეფის მიერ ნინოწმინდისადმი მიცემული სიგელი ნუსხა #26 ადასტურებს.
მასში ნათქვამია: `ქ... ჩუენ... მეფემან პატრონმან ლეონ და ძეთა ჩუენთა პატრონთა გ~ი,
49
იესე, ალექსანდრე, ელიმირზა და დ~თ[79, 63-64] აქაც უფლისწულნი იმავე
მიმდევრობით არიან დასახლებულნი, იმ განსხვავებით, რომ ბოლოში ელიმირზას
შემდგომ დავითია მოხსენიებული. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ დავითი 1537 წლის
შემდგომ უნდა იყოს დაბადებული.
ალექსანდრე ბატონიშვილი რომ პირმშო ძე ყოფილიყო, ის იქნებოდა სწორედ
პირველად ლევანის ძეთა შორის დასახელებული. აქ კვლავ გასათვალის-წინებელია
მეორე გარემოება. უფლისწულთა შორის პირველად დასახელებულს გიორგი ჰქვია და
რადგან თვითონ ლევან მეფეც გიორგი მეფის შვილი იყო, უფრო საფიქრებელია, რომ
მამამ თავის პირმშო-შვილს, როგორც ხშირად მიღებული იყო, თავის მამის სახელი
უწოდა. ამგვარად, საეჭვო ხდება, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი ლევან მეფის პირმშო
ძე ყოფილიყო.
მაშასადამე, ლევან მეფის სახლობის შესახებ გადმოცემულ ცნობათაგან ბევრი რამ
საეჭვო ხდება. ყველა ზემომოყვანილ წყაროებში თინათინის შვილებად ალექსანდრე და
იესე, ან ვახტანგ ბატონიშვილები არიან აღნიშნულნი, თანაც ლევანის მეორე ცოლს
შამხალის ასულსაც ოთხი თუ სამი ვაჟი შესძენია, ვითომც თინათინის ქმრისგან
დაშორებისა და შუამთის მონასტრის აშენებისა და შიგ დამკვიდრების შემდგომ. ეს
საეჭვოა, რადგან ჯერ კიდევ 1537 წელს, როდესაც თინათინს ლევანი თანამეცხდრედ და
დედოფალთ-დედოფლად იხსენიებს, უკვე იხსენიებიან მაინც ორი შამხალის
ასულისაგან შენაძენი შვილნი გიორგი და ელიმირზა ბატონიშვილებად, თუ იესეს
ვახუშტის ცნობის თანახმად ძედ მივიჩნევთ.
ამგვარად, ან ზემოდასახელებული წყაროების გადმოცემა არ არის სწორი და 1537
წლის სიგელში მოხსენიებული ოთხივე შვილი გიორგი, იესე, ალექსანდრე და
ელიმირზა თინათინისაგან იყვნენ შეძენილნი, ან არადა, უნდა დავასკვნათ, რომ ლევანს
სჯულიერ თანამეცხდრესთან ერთად უკანონო ცოლიც, შამხლის ასული ჰყავდა და
თავის კანონიერ შვილებთან ერთად უკანონოებსაც იხსენიებდა საბუთებში.
საგულისხმოა, რომ არც ქრთ ცხოვრების გაგრძელების ვახტანგისეულისა და არც
შევსებულ გადაკეთებულ შემდგენელთ, არც ბატონიშვილ ვახუშტის სცოდნიათ ამ
შამხლის ქალისა და ლევანის მეორე ცოლის სახელი. ამაზე, რასაკვირველია, გაცილებით
უფრო საყურადღებოა, რომ მაშინაც, რაც თინათინი აღარ ჩანს და საბუთშიაც აღარ
გვხვდება, შამხლის ასული თუ სხვა ვინმე ლევან მეფის თანამეცხდრედ არ იხსენიება.
ასე მაგალითად: 1553 წლის სიგელში, რომელშიც ლევან მეფე თავის თავს და მხოლოდ
თავის 5 შვილს გიორგის, იესეს, ალექსანდრეს, ელიმირზასა და დავითს იხსენიებს,
თანამეცხდრეზე კი არაფერი აქვს ნათქვამი. 1553 წლის ნინოწმინდის სიგელი, ნუსხა #
26: ქ... ჩუენ... მეფემან პატრონმან ლეონ და ძეთა ჩუენთა პატრონთა გ~ი, იესე,
ალექსანდრე, ელიმირზა და დ~თ...შემოგწირეთ...(ნინოწმინდელს ზაქარიას და
ნინოწმინდას) აზამბურის ღალა, ასე რომე რასაცა საყდარის ყმა აზამბურშიგა
მოÃნევდეს. მისი ღალა არა ვთხოვოთ... მისი ღალა საყდრისთÂს აიღებოდეს და
საჩუენოდ არა ვთხოვოთ... არა შეგეცვალოს... დაიწერა ქ~კსა: სმა: ხვეულები და ერთი
თათრული ბეჭედი აზის~.[30, 396] აქვე კვლავ მოგვყავს 1563 წელს დაწერილი მცხეთის
ნუსხა # ტ: `...ჩუÀნ მეფემან ლეონ და ძემან ჩ~ნმან პატრონმან ალექსანდრე... ესე...
წყალობის წიგნი... გიბოძეთ... თქუÀნ მოლარეთ გ~ის და დიმიტრის, ასე... რომელ ზემო
ღანუხით თექუსმეტი კომლი კაცი შევსწირეთ და მოვახსენეთ ... (მცხეთას) და კ~ზს
ნიკოლოზს და გიბოძეთ მისი მოურაობა და ფაშაანთ შÂდი კომლი თქუÀნი ნაყოლნი
ყმანი და მოურავი სანაცლოთი დავიჯერეთ... (კათალიკოზს მიართმევდეო აკრეფილს
ღალას). ~ჩუÀნ საბალახეზედ Ãელი არა გუაქუს... ქ~კს: სნა: ინდიქტიონსა მეფობისა
ჩ~ნისასა: ნთ (უნდა. მთ:).
50
ამავე ქ~კს მოხსენიებულია მეფე ლეონ და ძენი: გ~ი, იესე, ალექსანდრე და დ~თ
(გუჯარი ნინოწმინდისა #2).[30, 405] აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი უზუსტობა, რომ 1563
წელს გიორგი ცოცხალი აღარ არის.
მაშასადამე, თუ თინათინის შემდგომ ლევანმა შამხალის ასული მართლაც
მოიყვანა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ის ცოლად კი არა, არამედ ხარჭად ჰყოლია და
მისი მოხსენიებაც სიგელებში შეუფერებლად მიუჩნევია. ასეთ პირობებში ძნელი
დასაჯერებელია ამ ხარჭის შვილებიც მოეხსენიებინა სიგელებში, თუ გიორგი,
ელიმირზა და დავითი მართლაც შამხლის ნაშობნი იყვნენ.
ის განსხვავება, რომელიც ერთი მხრით ვახუშტისა და მეორეს მხრით ქ~ცის
გაგრძელებათა ცნობებს შორის არსებობს ლევან მეფის ძეთა სახელების შესახებ,
რამდენადაც საბუთთაგან ჩანს, არცერთი მათგანის შეცდომას არ მოასწავებს, არამედ
ორივე მხარის ცნობები მართალი გამოდის, მხოლოდ არც ერთ მათგანს უფლისწულთა
სრული სია არ აქვს და მათი ცნობებიც რომ შევაერთოთ, მაინც ზოგიერთი სიგელის
ცნობებთან შედარებით ნაკლოვანი გამოდის. ამგვარად, ვახუშტიც მართალია, როდესაც
ლევან მეფის შვილთა შორის იესეს იხსენიებს, რადგან ეს ცნობა არც ერთი სიგელით,
მათ შორის ორსავე სრულად გამოცემული 1537 წელს და 1553 წლის საბუთებით
მტკიცდება.[30, 382-383, 396]
სამაგიეროდ, ის გარემოება, რომ 1553 წლის სიგელში დასახელებული
უფლისწული დავითი არც ქ~ცის გაგრძელებათ და არც ბატონიშვილ ვახუშტის
მოხსენიებული არ ჰყავთ, ცხადყოფს, რომ მათი ცნობები არც მთლად სწორია და არც
განსაკუთრებით სრული.
ივ. ჯავახიშვილი განაგრძობს და აღნიშნავს,[78, 226-235] რომ თ. ჟორდანიას ლეონ
მეფის 1527 წ. მცხეთის ორსავე სიგელთაგან (აქ ლაპარაკია 1527-32 წ. მცხეთის სიგელი
#272 და 1527 წ. სიგელი მცხეთისა #89 (ნუსხა # სპგ:):.[30, 369] მოყვანილ ამონაწერებში
მეფის შემდგომ უფლისწულთა სახელები თითონ არ გამოუტოვებია და თვით
საბუთშიაც ლეონს გარდა არავინ იხსენიება. მაშინ საფიქრებელია, დასძენს
ჯავახიშვილი, რომ 1527 წელს ლეონ მეფეს ჯერ არამცთუ ალექსანდრე უფლისწული,
არც სხვა დაბადებული შვილი არ ჰყოლია და, რადგან, ამასთანავე, არც თანამეცხედრე
დედოფალი თინათინის ხსენება მოიპოვება, სათუო ხდება, ცოლიც ჰყავდა ამ დროს თუ
არა. გამო-ქვეყნებულ საბუთთაგან 1532 წლის სიგელშია მოხსენიებული თინათინი და
მათი ორი ძე: `ჩ-ნ ღ გვირგÂინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმა ლევან (სიც) და
დედამან ჩ~ნმან დედოფალთ-დედოფალმან ელენე და თანამეცხდრემან ჩ~ნმან
დედოფალმან თინათინ და ძეთა ჩ~ნთა გიორგი და იესე~[30, 374] წიგნი მოგახსენეთო.
მაშასადამე, ლევანს 1532 წელს უკვე ორი შვილი ჰყოლია, მაშინ ცოლის შერთვა 1527
წლის შემდგომ ან ამავე წელს უნდა ვიგულისხმოთ, ხოლო ორი შვილის დაბადება დაახ.
1529-1532 წწ. უნდა მიეკუთვნოს. აღსანიშნავია, რომ ამ პირველ სიგელშიაც[30, 374-375]
ლევანის ძეთა შორის ალექსანდრე არ იხსენიება სრულებით და ორ ძმათაგან პირველად
გიორგი სწერია. ამით ცხადი ხდება, თუ რამდენად სცდებოდა ვახუშტი, როდესაც
ალექსანდრე ბატონიშვილის დაბადების თარიღად 1527 წელს მიიჩნევდა და თანაც
მართლდება ზემოთაღნიშნული, რომ ალექსანდრე კი არა, გიორგი უნდა ყოფილიყო
ლევანისა და თინათინის პირმშო ძე, ხოლო მისი მომდევნო იესე იყო. ირკვევა, რომ 1532
წელს ალექსანდრე ჯერ დაბადებული არ ყოფილა. როგორც უკვე გამორკვეული
გვქონდა, ქ~ცის გაგრძელებათა მსგავსად, ალექსანდრეს დაბადების თარიღად არც 1537
წლის მიღება შეიძლება, რაკი ალექსანდრე უფლისწულის მომდევნო ელიმირზა 1537
წლის სიგელში უკვე იხსენიება.[30, 382-383] თუნდაც რომ ეს უკანასკნელი სწორედ ამავე
წელს დაბადებულიყო, შეუძლებელია ალექსანდრე 1532 წლის უწინარეს და 1535-36 წწ.
51
შემდეგ ყოფილიყო შობილი, რაკი ალექსანდრეს და ელიმირზას ტყუპობის შესახებ
არავითარი ცნობები არ მოგვეპოვება.
ლეონ მეფის შვილების დაბადების მიმდევრობისა და ქრონოლოგიის
გამოსარკვევად 1553 წლის ნინოწმინდის სიგელს აქვს მნიშვნელობა, რადგან ამ საბუთში
გიორგის, იესეს, ალექსანდრეს და ელიმირზას გარდა, მხოლოდ ერთი ზედმეტი შვილი-
დავითია მოხსენიებული. იმის გასაგებად, თუ როდის უნდა შესძენოდა ლევანის
სახლობას ეს ახალი წევრი, 1548 წლის მცხეთის სიგელი გამოგვადგება. აქ კახთ ბატონი
ამბობს: `... ჩუÀნ (აქ. სრული სამეფო წოდებულება) მეფემან ლეონ...მეცხედრემან ჩ-მან ...
თინათინ და ძეთა ჩ~ნთა: გ~ი, იესე, ალექსანდრე და ელიმირზა ... ესე სიგელი...
მოგაÃსენეთ ... მცხეთას და ქ-კს სÂმეონს (სიც) მას ჟამსა როდეს ჩუÀნი ქალი ელენე
ბაგრატის შვილს ერეკლეს (მუხრან-ბატონს) მივათხოვეთ უხუÀდრად~-ო.[30, 388] ე. ი.
1548 წელს დავითი ჯერ დაბადებული არ უნდა ყოფილიყო და მისი დაბადების
თარიღად 1549- 1552 წწ. უნდა ვიგულისხმოთ.
ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ 1548 წლის სიგელში ლევან მეფე იხსენიებს თავის
თანამეცხდრეს თინათინ დედოფალს, ხოლო 1553 წლის საბუთში კი თინათინი უკვე
აღარ იხსენიება. ამ ორი თარიღის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ თინათინ
დედოფალი დაახ. 1549-1552 წწ. უნდა ან შუამთაში შესულიყო, ან იქნებ
გარდაცვლილიყო კიდეც, რომ აქედან სხვა სიძნელეები არ იწყებოდეს.
ლევან მეფის შვილი გიორგი კახეთის ჯარითურთ ქართლის მეფე სვიმონის
მისაშველებლად სპარსეთის ჯარის სარდალთან ომში დაიღუპა.[29, 575] ყანჩაეთის
გულანისა და სხვა კინკლოსებისავე, ისევე როგორც ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ეს
ამბავი მომხდარა `ქ-კს: სმთ.~ 1561 წელს. ისქანდერ მუნშის სიტყვებიდან ჩანს, რომ ისიც
ამ მოვლენას 1560 წლის შემდგომ ვარაუდობს. მასასადამე, 1561 წლის შემდგომ
დაწერილ ლეონ მეფის რომელსამე სიგელ-გუჯარში შეუძლებელია გიორგი
უფლისწული იხსენიებოდეს და თუ მიხსენიებულია და უთარიღოდ არის მოღწეული,
შეუძლებელია 1561 წლის მერმინდელი იყოს. ამიტომ, უეჭველია ნინოწმინდის #2
გუჯარი, რომელსაც თ. ჟორდანიას სიტყვით 251 ქორონიკონი უზის და 1563 წელს
დაწერილად გამოდის `დამახინჯებული უნდა იყოს და შეუძლებელია 1561 წლის
მერმინდელი იყოს, რადგან აქ ლეონ მეფის ძეთა შორის გიორგიც იხსენიება.[30, 405]
მეორე მხრივ, თ. ჟორდანიას მოყვანილი აქვს მცხეთის სიგელის `ნუსხა # ტმგ~ შინაარსი,
რომელშიც აღნიშნულია: `1549 წ. ამ წლის ახლო ხანებში უნდა იყოს დაწერილი სიგელი
მცხეთისა, `ნუსხა # ტმგ~, რომელშიც მოხსენიებულია კ~ზი მალაქია და ლეონ თÂსის
დიდ ოჯახობით, რვა ვაჟიშვილი, რომელთაგან ზოგი ისტორიამ არ იცის. ამდენი
შვილები ლეონს არ ეყოლებოდა უადრეს 1540-1549 წლისა, როდესაც ცოცხალი იყო
კ~ზი მალაქია~.[30, 390] აქვე უნდა დავძინოთ, რომ კათალიკოზი მალაქაია
მოხსენიებულია 1546-1552 წ.წ. კათალისოსად, 1549 წლის სიგელით კათალიკოზი
მალაქია ისევ ცოცხალია.[30, 387-392] რაკი ამ საბუთში გიორგი უფლისწული არ არის
დასახელებული, მაინც და მაინც შეუძლებელია ეს საბუთი 1562 წლის უწინარეს
ყოფილიყო შედგენილი. ამ ძეგლისათვის მერმინდელი თარიღის მიცემას ლეონ მეფის
ძეთა მრავალრიცხოვნებაც გვაფიქრებინებს, რადგან როგორც დავრწმუნდით, ჯერ
კიდევ 1553 წელს ლევანსა და თინათინს 5 შვილის გარდა არავინ ჰყავთ მოხსენიებული.
მათგან მეხუთე დავითის, რომელიც ელიმირზას მომდევნო ყოფილა. ამ უკანასკნელ
საბუთში კი გიორგისა და იესეს გარდა არც დავითია მოხსენიებული, სამაგიეროდ კი 5-ე
თეიმურაზ, ქაიხოსრო, ვახტანგ, ერეკლე და ბაგრატი კიდევ 6 ახალი შვილია, თუ აქ
რაიმე გაუგებრობა და შეცდომა არ არის და სამეფო ოჯახის სხვა წევრები ლეონ მეფისა
და თინათინის შვლებად არიან მიჩნეულნი. რაკი ისინი თინათინის შვილებად არიან
52
სიგელში აღნიშნულნი, 1553 წლის შემდგომ უნდა ყოფილიყვნენ დაბადებულნი. იმ
ხანშიშესულობაშიაც, რომელშიც თინათინი უკვე უნდა ყოფილიყო, ძნელი
წარმოსადგენელია ამნაირი ხშირი ნაყოფიერება და 6 შვილის შობისათვის სულ ცოტა 8-
9 წელიწადი უნდა ვიანგარიშოთ. გამოდის რომ ბაგრატი 1562-63 წწ. უნდა ყოფილიყო
დაბადებული. თუ გავიხსენებთ, რომ თინათინს პირველი შვილი დაახ. 1528-29 წწ.
ჰყოლოდა, 1562-63 წწ. თინათინ დედოფლის ქმროსნობა-დედობის 35 წელიწადი უნდა
ყოფილიყო. ხოლო თუ წარმოვიდგენთ, რომ ის მაშინდელი ჩვეულებისამებრ,
გათხოვებისას 12-15 წლის იქნებოდა, 1562-63 წწ. როდესაც მას უკანასკნელი ვაჟი უნდა
ჰყოლოდა, 47-50 წლის უნდა ყოფილიყო. ასეთ ხანაში კი შვილოსნობა, თუმცა
შესაძლებელია, მაგრამ მაინც იშვიათი შემთხვევაა.
ერთი გარემოებაა ამ სიგელში დამაფიქრებელი: უკვე 1553 წლის სიგელში ლეონ
მეფე თინათინ დედოფალს აღარ იხსენიებს, ამ საბუთში კი, რომელიც 1562-63 წწ. ჩანს
შედგენილად, კახთ ბატონი კვლავ თავის თანამეცხდრეს დედოფალ თინათინს
ასახელებს, მაშინ ბუნებრივად იბადება საკითხი, თუ რა მიზეზი უნდა იყოს, რომ ლეონ
მეფეს თინათინი 1553 წლის დასახელებული არ ჰყავს.
საყურადღებოა, თუ რატომ არ იხსენიება ნინოწმინდის სიგელში იესე
ბატონიშვილიც შეიძლება გვეფიქრა, რომ აქაც გიორგი ბატონიშვილივით სიკვდილი
ყოფილიყო, მაგრამ ეს შეცდომა იქნებოდა. ის შემდეგშიაც დიდხანს ცოცხალი იყო.
ამიტომ ცხადია ამ მოუხსენებლობის მიზეზი სხვა რამ უნდა ყოფილიყო. ვახუშტი
ბატონიშვილს ნათქვამი აქვს, რომ ლუარსაბ მეფის სიკვდილის შემდგომ შაჰ-თამაზის
გულისწყრომისა და საფრთხის თავიდან ასაშორებლად ლეონ მეფემ, `წარავლინა ძე
თÂსი იესე წინაშე ყეენისა ძღვნითა და ტყÂთა ქალ-ყრმითა და აუწყა თÂსი არა რისი
შეცოდება ქს.ჩვნწ (1558 წ.) ქრ.სმ~ვ~[29, 575]----საიდან აქვს ვახუშტის ეს ცნობა არ ჩანს
და არც ის არის აღნიშნული, თუ რამდენად ნაყოფიერი იყო იესეს დესპანობა,
საზოგადოდ მისი ხსენება ჰქრება ვახუშტის თხზულების ფურცლებიდან. იქნებ იესე
სპარსეთის შაჰმა შინ არ გამოუშვა და თავისთან მძევლად დაიჭირა და ამიტომ აღარ
იხსენიება ის ლეონ მეფის ნინოწმინდის სიგელში სპარსული წყაროებიდან,
განსაკუთრებით ისქანდერ მუნშის ნაამბობითგან ირკვევა მხოლოდ, რომ იესე
ბატონიშვილი, რომელსაც იქ ისა-ხანი ქართველი ძე ლევან ხანისა ეწოდება სპარსეთში,
ალამუტის ციხეში სვიმონ მეფესთან ერთად იყო დატყვევებული და ორივენი შაჰ-
ისმაილ II-ემ 1577 წელს გაანთავისუფლა. ალამუტის ციხეში იესე ბატონიშვილის ჩასმის
არც მიზეზი და არც გარემოება აღნიშნული არ არის. თუ ვახუშტი ბატონიშვილის
ზემომოყვანილი ცნობა სწორია და უფრო საფიქრებელია, რომ სწორი უნდა იყოს, მაშინ
შესაძლებელია საქმე მართლაც ისე დატრიალებულიყოს, რომ შაჰს იესე ბატონიშვილი
აღარ გამოეშვა და მძევლად დაეტოვებინოს. 1561 წელს სვიმონ მეფისათვის გიორგი
კახთ ბატონიშვილის ჯარითურთ სპარსთა წინააღმდეგ საომრად მიშველიების გამო
განრისხებულ შაჰს შესაძლებელია იესე ბატონიშვილი ალამუტის ციხეში ჩაესვა. ცოტა
საეჭვოა, გაბედავდა თუ არა ჩვეულებრივ ფრთხილი და გაუბედავი ლეონ მეფე სიმონ
მეფისათვის სპარსთა წინაარმდეგ შველას, თავისი ძე რომ მძევლად ყოფილიყო? ამიტომ
იქნებ ვახუშტი ბატონიშვილს ცნობაში თარიღი სწორი არ არის და ეს ამბავი 1561 წელს
მომხდარიყოს, როდესაც გიორგი ბატონიშვილის ბრძოლაში მოკვლის შემდგომ ლეონ
მეფემ თავისი შეუცოდველობისა და გაურევლობის დასამტკიცებლად თავისი აწ
უხუცესად გამხდარი შვილი იესე აახლა ძღვენითა და ხარკით დატვირთული,
რომელიც იქვე იქნა დატოვებული მძევლად. შესაძლებელია ირანის მბრძანებელს
მაშინვე ჩაემწყვდია იესე ალამუტის ციხეში და იქნებ სწორედ ამიტომვე არ
იხსენიებოდეს ლეონ მეფის ნინოწმინდისადმი ნაბოძებს სიგელში? მაგრამ ძნელი
53
დასაჯერებელია, რომ ისედაც სპარსთაგან უდანაშაულოდ დასჯილი იესე მამას კიდევ
თავის მხრივ უმიზეზოდ დაესაჯა იმით, რომ მისი ხსენება მოესპო საბუთებში.
ივ. ჯავახიშვილი განიხილავს იტალიელ ისტორიკოსს ჟ.თჰ. Mინადაუს
რომელსაც აქვს, საფიქრებელია სტამბოლში ქართველთაგან გაგონილი ცნობა,
რომელსაც შეიძლება უფრო ადრინდელი გამოდგეს. მას აქვს ნათქვამი, რომ იესე,
რომელსაც ისიც იესეს უწოდებდა, შაჰ-თამაზს მიემხრო, გამაჰმადიანდა და მის
უერთგულეს კაცად იქცა.[78, 233] ცნობის სისწორეში რომ დავრწმუნებულიყავით,
მაშინ იესეს მოუხსენებლობის მიზეზი ლეონ მეფის ზემოაღნიშნულ საბუთში
იკითხებოდა: მამას არ სურდა თავისი მოღალატე შვილი სიგელ-გუჯრებში
მოეხსენებინა. მაგრამ ამ ცნობასაც თავის მხრივ ისქანდერ მუნშის ცნობა ხდის სათუოდ.
სპარსი ისტორიკოსის სიტყვით, იესე ვითომც სვმონ მეფესთან ერთად, ისმაილ II-ის
დროს, მხოლოდ 1577 წელს უნდა გამაჰმადიანებულიყოს და მართლაც იესე რომ ამზე
უწინარეს შაჰ-თამაზის დროსვე გამაჰმადიანებულიყო, შაჰი მას ალამუტის ციხეში
რაღად ჩასვამდა?
ერთი რამ მაინც კარგად ირკვევა: ლეონ მეფისა და თინათინის პირმშო
ვაჟიშვილებად ალექსანდრე კი არა, არამედ გიორგი უფლისწული უნდა ყოფილიყო და
მხოლოდ როცა 1561 წელს გიორგი ბრძოლაში მოუკლავთ და იესეც ზემოაღნიშნული
მიზეზების გამო კახთა მეფის ოჯახს ჩამოშორებია, მესამე ვაჟი ალექსანდრე ძმათა
შორის უხუცესად და ტახტის მემკვიდრედ ქცეულა.[78, 234] ამის დამამტკიცებლად
შეიძლება მოვიყვანოთ 1568 წელს დაწერილი ყმისა და მამულის წყალობის წიგნი
ლეონის მიერ ანდერმან, როშიქ და ჯიმშერ ჩოლოყაშვი-ლებისადმი, სადაც მეფე
პირველად ძეთა შორის ალექსანდრეს ასახელებს: ... ნებითა და ღ~თისათა ჩუენ ღ~თივ
გÂრგÂინსა პატრ-ნმან ლეონ და ძეთა ჩვენთა საყვარელთა პატრ-ნმან ალექსანდრე,
პატრ-ნმან თეიმურაზ, პატრ-ნმან ელიმირზა, პატრ-ნმან ბაგრატ~[80]. . . და ა.შ.
ლევან მეფეს ვაჟებს გარდა ქალებიც ჰყოლია. ამის შესახებ ვახუშტი დასძენს:
`ხოლო მეორესა წელსა აქორწინა ასულსა თÂსსა ზედა მეფე სÂმონ და მისცა დიდთა
მზითვითა~.[29, 575] ელენე 1548 წელს უკვე ბაგრატ მუხრან-ბატონის შვილზე
ერეკლეზე ყოფილა გათხოვილი. დაცულია 1548 წლის სიგელი ლევანის მიერ, სადაც
მოთხრობილია, რომ თავისი ასული ელენე `უხვედროდ~ მიათხოვა ბაგრატის ძეს,
მუხრანბატონიშვილ ერეკლეს. ამის გამო საკანონოდ შესწირა სვეტიცხოველს, სვიმონის
კათალიკოსობის დროს `მთას აქათ~ საგარეჯო. `მეფემან ლეონ და თანამეცხედრემან
ჩვენმან დედოფალმან თინათინ და ძეთა ჩუენთა გ~გი, იესე, ალექსანდრე და ელიმირზა,
ესე უკუნითი უკუნისამდის ჟამთა გასათავებელი სიმტკიცისა სიგელი გკადრეთ და
მოგახსენეთ... საჭეთმპყრობელსა წმიდისა მეუფესა ქართლის კზ პატრიარქსა სÂმეონს,
მას ჟამსა როდეს ჩვენი ქალი ელენე ბაგრატის შვილს ერეკლეს მივათხოვეთ
უხუედრად... ჩვენ დაგიურვეთ და მოგახსენეთ მთას აქათი საგარეჯო~[81]. . . ხოლო
ქეთევანი, აკურის მონასტრის წინამძღუარი დააქორწინა ვახუშტი გოგიბაშვილზე, რის
გამოც გოგიბაშვილებმა დომენტის კათალიკოსობის დროს სვეტიცხოველს შესწირეს
ოცდაათი კომლი გლეხი მაჭოხელს. `... გკადრეთ და მოგახსენეთ, თქუენ წ~დისასა: და
ცათა მობაძავისა ყ~ლისა საქტრისტიანოსა, მაკურთხეველსა და განმანათლებელსა,
სუეტსა ცხოველსა, კუართსა სამეუფოსა და მირონსა ღ~თივ აღმართებულსა და თქუენსა
საჭეთმპრობელსა, წდასა მეუფესა, ყ-ლისა საქართველოსა, კ~ზ პატრიარქსა დომენტის,
ჩუენ გოგიბასშვილმან იოსავით, ჩემან ძმამან ვახუშტ და ფალან ხოსრო შვილთა და
მომავალთა სახლისა ჩუენისა მას ჟამსა როდეს ღ~თივ გუირგუინოსანმან მეფეთ-
მეფემან, პატრონმან ლეონ შეგუიწყალა და მათი ქალი გუიბოძა ბატონი ქეთეონ, ჩუენის
ძმისა ვახუშტისთუის, დიდათ უხუედრი და საკანონო იყო, მიუდეგით კარსა
54
შევეხუეწენით და დააურვეთ ჩუენად სადღეგრძელოდ და ცოდვათა ჩუენთა
შესანდობლად: მაჭიხელს ოცდა ათი კუამლი კარგი გლეხი უკლებლად ბეგრის
გამომღები, ორი ოქროს კანდელი სუეტსა ცხოველსა შინა დაუვსებლად ენთებოდეს,
ასრე თარხნად და ხელშეუვლად როგორაცა ძუელთა სიგელთა და გუჯართა შიგა
სწერია, არ ეთხოვებოდეს რა არა ციხის მუშაობა, არა სახლის მუშაობა, არა ყანისა,
ვენაÃისა მუშაობა, არა ულაყისა ზიდვა, არა მალი, არა ტიკი და ტუმარა, არა გოჭქათამი,
არა საჯინიბო, არა საახორსალარო, არა საბაზიარო, არა დიდი და არა წურილი,
სათხოვარი გამოსაღები რაცა კაცისაგან მოიგონების და მწიგნობრისაგან დაიწერების,
არასათანა არა ეთხოვებოდესრა, თუნიერი თანა დგომისა და ძალ მიცემისაგან, კიდე
ამისად გათავებისად თავსმდებად ღ~თი და ყოველნი წ~დანი და ღ~თისანი
მოგუიÃსენებია და ამა ზემოწერილთა მადლი ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან ესე
ჩუენგან შეწირული ვიდრე გებადმდე ჟამთა ორისავე სოფლისა ჩუენი საÃსარი და
შეწირული მოგუიშალოს რისხვავსმცა დაუსაბამო და ღ~თი, მამა, ძე და სული წდა და
ყლნი წ~დნი ღ~თისანი ზეცისა ქუეყანისანი შემცა ედების კეთრი გეზისა შიშთველი
იუდასი. დანთქმა და თან აბირონისი მუხ დატეხილობა დიოსკორესი ნესტორს
ოროგინეს თანამცა არს სამკუიდრებელი მისი. დაიწერა მტკიცე შეუცვალებელი სიგელი
ესე ქ~კსა ს~მზ::
ხელის მოწერა ვახუშტი---ეს არის 1559 წლის მცხეთის სიგელი. #93 ბოძებული
გოგიბაშვილების მიერ 147 ქორონიკონს.[82, 766-768] ქეთევანი რომ მართლაც ლევანის
შვილია, ეს ჩანს შემდეგი საბითიდანაც, რომელიც არის სააღაპე წიგნი მიცემული
აკურის ეკლესიისათვის: `მეფეთ მეფისა ხელმწიფისა პატრონისა ლეონის ასულმან
ქეთევან~[83]. . . და კვლავ მეორე სიგელი სადაც ქეთევანი ლევანის შვილია. ეს არის
ალექსანდრე II-ის მიერ აკურის მონასტრის წინამძღოლობის წიგნი მიცემული მისი დის
ქეთევანისათვის. აქ ალექსანდრე II ქეთევანს იხსენიებს თავის დად: `და დავაყენეთ
მონასტერსა მას შინა აკურისასა. . . ამა წესითა სადამდის ცოცხალი იყოს პატრონი
ქეთევანი მანამდის მას ჰქონდეს ... ასე რ-მე როცა წინამძღუარსა იქ მდგომსა
ჰქონებოდეს და ეჭამოს ის ჩუენმან და მან იÃმაროს და ჭამოს~. . . `ასე რ-მე რგ-რადაც
ძველთაგან ჩვენთა მამაპაპათაგან ბატონის ლევანის და ბატონის ალექსანდრესაგან
შეწირული სოფელი აკურა~. `ქ. ეს გუჯარი აკურისა არის შვილი და წინა დ უკან
საგარეჯოსი~.[84]
ცნობილია შუამთის სიგელი # 12-1597 წლის, სადაც მოხსენიებული თეკლა
ბატონიშვილი აცხადებს, რომ ეს არის ლეონ მეფის შვილი: `... წიგნი და სიგელი
მოგახსენეთ შუამთას, ჩუენგან აღშენებულსა ეკუდერსა წმიდათა მთავარანგელოზთასა,
ჩუენ სასოებით მვედრებელმან თქუენმან და სარწმუნოებით ცვა ფარვათა თქუენთა
მინდობილმან მეფეთ მეფისა პატრონისა ლეონის შვილმან პატრონმან თეკლა,
განვიზრახეთ და შეწევნითა თქუენითა გულის Ãმა ვჰყავთ და შემოგწირეთ მცირე ესე
შესაწირავი სულისა ჩუენისა საÃსრად და ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად
სამაღარაანთათ ყმა კუამლი კაცი ერთი ჭაბუკას შვილი ქრისტა და რევაზა, ყურუმშას
შვილი მახა და შავა, თალგამოზას შვილი მაზანა და სახლი მათი მათითა სამკუიდროთა
და უმკუიდროთა სამართლიანითა მამულითა და რისაცა მქონებელნი იყუნენ
ყოვლითავე უკლებლად აწ თქუენ ყოვლად ქებულნი მიქაელ და გაბრიელ
თქვენდამომართ ყოველი სასოება ცხორებისა ჩემისა დამიც თქუენ გხადი მეოხედ და
Ãელის ამპყრობელად დღესა მას განსულისა ჩემი სასა ამიერ სოფლით დაიფარე სული
ჩემი საფარველითა მაგით ფრთეთა თქუენთათა და შორად განიოტეთ ჩემგან ბოროტნი,
იგი ჰაერის მცუელნი ეშმაკნი აწე ვინცა და რამანცა კაცმან დიდმან ანუ მცირემან ანუ
მეფემან ანუ დედოფალმან ანუ უფლისწულმან ანუ აზნაურმან გინა რომელმანმე Ãელის
55
მოქმედემან კაცმან ესე ჩუენგან შეწირული ყმა გამოგწიროს რისხავსმცა დაუსაბამო და
დაუსრულებელი ღ~თი მამა, ძე და სული წმიდა შემცა ედების, კეთრი გეზისი,
შიშთვილი იუდასი დანთქმა და თან აბირონისი იქმნების Ãსნა სულისა მისისა და ვინცა
დაამტკიცოს ღ~თმან ყოველი გაგებული მისი მტკიცე ყოს და კურთხეულ, დაიწერა ესე
წიგნი ქ~კსა სპე.
ხვეულად თეკლა[79, 92]

თავი III. კახეთის მეფე ლევანის საშინაო და საგარეო პოლიტიკა


$1. ლევანის მეფის დანათესავება გურიის მთავართან
და სიმონ I-თან

ჩვენ ზემოთ უკვე ნაწილობრივ შევეხეთ ლევანის დამოყვრებას გურიელთან.


ისმება კითხვა, რამ აიძულა ლევანი, რომ მას ცოლად მოეყვანა გურიელის ასული? ამ
კითხვის პასუხი მარტივია. ეს გამოწვეული იყო იმ პერიოდისათვის შექმნილი რთული
სოციალურ- ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის გამო, მაგრამ, როდესაც
ლევანი ამ კავშირს ამყარებდა, ის არ ფიქრობდა სრულიად საქართველოზე, არამედ ის
მხოლოდ დაინტერესებული იყო მხოლოდ მარტო თავისი საბრძანებლის
მშვიდობისათვის. ის თანამედროვეებში ცნობილი იყო როგორც მშვიდობისმოყვარე და
ფრთხილი დიპლომატი. ლევანი ფიქრობდა გურიელთან დაახლოებით განიმტკიცებდა
საკუთარ პოზიციებს როგორც ქვეყნის შიგნით არსებული ძალების წინააღმდეგ, ისე
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრი-სითაც. რა თქმა უნდა, ლევანი ამაში სცდებოდა,
რადგან მხოლოდ საქართველოს ერთი კუთხის მშვიდობა არაფერს არ ნიშნავდა
სრულიად საქართველოს კეთილდღეობისთვის. ყოველივე ზემოთქმულიდან
გამომდინარე, ლევანმა `წარავლინა ფარულად კაცი გურიელს მამიას და მოითხოვა
ასული მისი თინათინ ცოლად და ითხოვა მწე-ყოფად მისგან: რამეთუ ჟამსა მას
მეგობარნი იყვნენ ათაბაგი და გურიელი. ხოლო გურიელმანნ მოსცა ასული თვისი და
აღუთქÂა მწე-ყოფად~.[29, 570-571] სწორედ გურიელის წყალობით ხდება დავით მეფისა
და ლევანის დაზავება, რომელთაც `ჰყვეს ზავი განჩინებითა საზღვრისათა და მტერ-
ყოფა მტერთა ზედა, და სიყუარული მტკიცე~-ო.[29, 571]
თითქოს ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლევანმა მოაგვარა რა
ურთიერთობა ქართლის მეფე დავითთან, გურიელთანაც დამოყვრდა, ყველაფერი
თითქოს წესრიგში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არ იყო.
მეორე ნათესაური დაახლოება ეს არის ქართლის მეფე სიმონ I-თან. ამის შესახებ
ვახუშტი შემდეგს გვაუწყებს: `ხოლო მეორესა წელსა (ე.ი. 1553 წ.) აქორწინა ასულსა
თÂსსა ზედა მეფე სÂსმონ და მისცა დიდითა მზითვი-თა~.[29, 571] სიმონმა ცოლად
შეირთო ლევან მეფის ასული ნესტან-დარეჯანი, შამხლის ქალის ნაშობი.[50, 367] ამით
სიმონმა კახეთთან კავშირი განიმტკიცა. ეს ფაქტი დაუფარავად მიანიშნებდა
აღმოსავლეთ საქართველოში ორი ქართული სამეფოს ანტიირანული კოალიციის
შექმნაზე. ამ ორი ქართველი მეფის დამოყვრება ივ. ჯავახიშვილმა დადებითად შეაფასა
და დასძინა, რომ: `კახთ ბატონის ლეონ მეფის სიძობამ სვიმონ მეფეს საშუალება მისცა,
არამცთუ მტრის შემოსევისგან კახეთის მხრით უზრუნველყოფილიყო, არამედ თვისი
დიდი განზრახვის განსახორცი-ელებლად (აქ იგულისხმება თბილისის
განთავისუფლება). მეშველი ჯარიც მიეღო~.[78, 25]
56
აქ საჭიროა შევეხოთ ლევანის დამოკიდებულებას საერთო, ეროვნულ საქმეში
მონაწილეობისადმი.
როგორც ცნობილია, სიმონ I-ლი იარაღით ხელში ებრძოდა ყიზილბაშებს, მეფე
ლევანი კი ოფიციალურად შაჰის ვასალად ითვლებოდა. ალბათ, კახეთის მეფე ლევანს
გულისხმობდა პაპისა და ვენეციის ელჩი შაჰ-თამაზის კარზე, ვინჩენციო დელი
ალესანდრი, როცა ამბობდა, რომ შაჰზე `დამოკიდებულია ერთი ქრისტიანი მეფე,
ქართველების ბატონი, მას ყოველწლიურად უხდის ოცი ათასს დუკატს. მისი
სახელმწიფო კასპიის ზღვის მახლობლადაა. ეს მეფე ოსმალეთთან ომის შემთხვევაში
შაჰს უნდა ემსახუროს ათი ათასი ახალგაზრდა და მამული ცხენოსნით~.[70, 15]
სიმონ მეფე დიდი ომისათვის ემზადებოდა. ისქანდერ მუნშისა და ჰასან რუმლუს
გადმოცემით, სიმონ მეფეს მრავალი დამხმარე რაზმი მოუვიდა.[10, 23: 11, 36]
კახეთის მეფე ლევანმა, მისთვის ჩვეული სიფრთხილით, თვითონ კი არ მიიღო
მონაწილეობა ომში, არამედ კახთ რაზმით გაგზავნა თავისი უფროსი ვაჟი გიორგი.
ლევან მეფე, საჭიროების შემთხვევაში თავს გაიმართლებდა, ხოლო იგივე ისქანდერ
მუნში გიორგიზე გაურკვევლობის გამო დასძენს, რომ შაჰთან `მამის ნებართვით თუ
თვითნებურად ერთი რაზმით მის დასახმარებლად მივიდაო~.[10, 23]
საბოლოოდ, როგორც ცნობილია ქართველთა ბრძოლა თბილისის განთავი-
სუფლებისათვის მარცხით დამთავრდა. 1561 წლის 6 აპრილს მუხათგვერდთან
ბრძოლაში მრავალ ქართველთან ერთად დაიღუპა კახეთის უფლისწული გიორგი.[50,
367] ლევანი, როგორც ეს ერთგან უკვე ავღნიშნეთ, თანამედროვეებში ცნობილი იყო
როგორც მშვიდობისმოყვარე და ფრთხილი დიპლომატი და ალბათ ამ თვისების გამო
ლევანი პირადად კი არ ეახლა სიმონს ყიზილბაშების წინააღმდეგ, არამედ თავის შვილი
გააგზავნა, რადგან მას გასამართლებელი საბუთი ჰქონოდა შაჰთან. ალბათ ამიტომაც
დასძენს ისქანდერ მუნში გიორგიზე და ვერ გაურკვევია, რომ იგი `მამის ნებართვით თუ
თვითნებურად მივიდაო~.
ყოველივე ზემოთქმული მიგვანიშნებს ლევანის საშინაო პოლიტიკის უარყოფით
მხარეზე, რადგან მაშინდელ საქართველოს მეფეთაგან მხოლოდ სიმონი აწარმოებდა
განუწყვეტელ ბრძოლებს და ცდილობდა საქართველოს გაერთიანებას, რის თქმაც არ
შეგვიძლია ლევანზე, ლევანზე, რომელიც მხოლოდ თავისი საკუთარი სამეფოს
კეთილდღეობით იყო დაინტერესებული და არა მთელი ქვეყნის ინტერესებით
მოგვარება-მოწესრიგებით.

$2. ლევანის მეფის დამოკიდებულება კახეთის მთის


მოსახლეობასთან

ლევანის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მისი


დამოკიდებულება კახეთის მთის მოსახლეობასთან. მთისა და ბარის ურთიერთობა
თავისებური სამეურნეო ეკონომიკური ურთიერთობა იყო. როგორც ცნობილია, მთის
მეურნეობის ძირითადი დარგი მესაქონლეობაა. მესაქონლეობისათვის ზაფხულში მთა
კარგია, მაგრამ ზამთარში მთიელმა თავისი ცხვრის ფარა და საქონლის ჯოგი თუ ბარად
არ ჩამორეკა, ვერ გამოკვებავს. გარდა ამისა, საქონლის პროდუქტების გამსაღებელი
ბარის მოსახლეობაა. მთიელი ბარში შოულობს ყველა იმ აუცილებელ საქონელს,
რომლის მოპოვება მთაში არ შეუძლია. მთისა და ბარის ურთიერთობა სხვა მხრივაც
იპყრობს ყურადღებას. მთა მოსახლეობის მეტად განსაზღვრულ რაოდენობას იტევს.
მოსახლეობის ნამეტი ბარისაკენ მოიწევს.

57
აქ გვინდა აღვნიშნოთ ლევანის დამოკიდებულება თუშებთან. თუშეთის შესახებ
მითითებებს ქართულ ისტორიოგრაფიაში ვხვდებით მხოლოდ XV ს-ის II ნახევრიდან.
XV-XVI სს.-ის თუშეთის შესახებ ძალიან მცირე ცნობები გაგვაჩნია. ისტორიულ
წყაროებში თუშები ფართოდ ფიგურირებენ კახეთის დამოუკიდებელ სამეფოდ
გამოყოფის შემდეგ. კერძოდ, ისინი წინ აღუდგნენ იმ ღონისძიებებს, რომელთა
გატარებაც დაიწყო გიორგი VIII-ემ.
ქართლ-კახეთის მეფეები ითვალიწინებდნენ თუშეთის გეოგრაფიულ
მდებარეობას, აფასებდნენ თუშეთის განსაკუთრებულ ერთგულებას, რაც მჟღავნდე-
ბოდა თუშებისადმი სამეფო კარის დამოკიდებულებაში: `მიზეზი და მიზანი იმისა, რომ
მეფეები კარგად ექცეოდნენ თუშებს იყო ორი: პოლიტიკური და ეკონომიკური.[27, 340]
თუშები ჩრდილოეთიდან დარაჯობდნენ კახეთს, იცავდნენ მას მომთაბარე
ტომთა თავდასხმებისაგან. თუშეთის პოლიტიკური მნიშვნელობა ქართლ-კახეთის
სამეფოებისათვის XVI-XVII სს.-დან საგანგებოდ იზრდება. `თუშეთს ისეთი
გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ იმ დროს შეადგენდა შესანიშნავ პუნქტს
სტრატეგიის მხრივ: თუშეთი წინ ეღობებოდა აღმოსავლეთის მხარეს დიდო-ლეკებს და
ჩრდილოეთით ჩაჩნებს კახეთში შემოსევის დროს. აქ თუშები ნამდვილი მეციხოვნენი
იყვნენ და ამათზე უკეთესს დარაჯებს საქართველო ვერც იშოვიდა იმ დროს. ქისტ-ლეკი
იცნობდა თუშს და თუში იცნობდა ქისტ-ლეკს~.[27, 341]
თუშეთს, გარდა პოლიტიკური ღირებულებისა, საქართველოსათვის
ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ქართველი მეფეები ცდილობდნენ, რომ
თუშეთისათვის ეკონომიკური წინსვლის პირობები შეექმნათ. ქართლ-კახეთის მეფეები
ოფიციალური სიგელ-გუჯრებით თუშებს საძოვრებად უმტკიცებენ კახეთის ველ-
მინდვრებს (აქ საუბარია თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ გაცემულ 1757 წლის 7
თებერვლის გუჯარზე), კერძოდ, ალონის დიდ მინდორს, პანკისის და ლოპოტის
ხეობებს. როგორც ჩანს, კახეთის მეფეები ასეთ ღონისძიებებს ჯერ კიდევ
XVIსაუკუნიდან ახორციელებდნენ.[27, 341; 29, 573]
კახეთის სამეფოში ჩატარებული რეფორმების შემდგომ კახეთის მთიელები
ხელისუფლებას განდგომიან. XV ს-ის II ნახევრიდან დამოუკი-დებლად არსებული
თუშ-ფშავ-ხევსურები ლევან მეფეს შემოურიგებია არა იარაღის ძალით, არამედ
შეთანხმების გზით. ამ ფაქტის შესახებ ვახუშტი წერს: `... ამას წინათთა კახთა მეფეთა
არღარა მორჩილებდნენ ფშავ-Ãევსურნი და თუშნი. და ამან ლევან დაიპყრნა არა
ძალითა, არამედ აღუთქუა, რათა ცხოვარნი მათნი უვნოდ მძოვარ იყვნენ კახეთს, და
მისცა შეწირულობა ლაშას ჯუარსა თიანეთსა შინა, და მიერითგან მისცემდნენ ლაშკარსა
და ბეგარასა~..[29, 573]
კახეთის სამეფოს სამოურავოებად დაყოფიდან მოყოლებული, ვიდრე რუსეთ-თან
საქართველოს შეერთებამდე, თუშეთი ყოველთვის სამოურავოს სახითაა
დაკავშირებული ცენტრალურ ხელისუფლებასთან. XV-XVIII სს.-ში თუშეთი ცალკე
სამოურაოდ ჩანს, ხოლო ზოგჯერ ფშავ-ხევსურეთთან არის გაერთიანებული და
კახეთის მთიანეთი ერთ სამოურაოს შეადგენს.[27, 88]
XVI-XVIII სს.-ში თუშეთისა და ცენტრ. ხელისუფლების დამაკავშირებელ
უმაღლეს მოხელეს მოურავი ეწოდებოდა, რომელიც უმთავრესად სამხედრო
ხელისუფლად ითვლებოდა. მის მოვალეობას შეადგენდა მთიდან ლაშქარი გამოეყვანა
და მონაწილეობა მიეღო ამა თუ იმ ბრძოლაში. მასვე უნდა ეზრუნა თუშეთის
საერისთავოს უშიშროებაზე. თუ კარს მომდგარი საფრთხე აღემატებოდა თუშთა
საბრძოლო შესაძლებლობას, იგი ვალდებული იყო სამეფო კარისათვის მოეხსენებინა და
დახმარება ეთხოვა.
58
მოურავს მთაში მოქმედების მტკიცე განაწესი ჰქონდა შედგენილი. მას მთიელთა
საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. თავის მხრივ, მთიელებიც მოურავის
შეუტყობინებლად და შეთანხმების გარეშე ვერ წავიდოდნენ საბრძოლველად. თუ
მოურავს და მთიელებს შორის სერიოზული უსიამოვნება ჩამოვარდებოდა, საქმეში
სამეფო კარი ერეოდა და მეფის თანდასწრებით ხდებოდა საქმის განხილვა, ამ
საკითხთან დაკავშირებით მოჰყავს ვ. ელანიძეს მაგალითები.[27, 101-102]
`მეფე პირადად ჩაერეოდა მთიელთა ცხოვრებაში, მაშინაც ჩაერეოდა ხოლმე,
აგრძელებს ვ. ელანიძე, როცა სერიოზული უკმაყოფილება ჩამოვარდებოდა მთის ტომის
თუშებს შორის. ასეთი კუთხით მთის ყოფაში სამეფო კარის ჩარევის ერთი კარგი
მაგალითი შემოუნახავს თუშურ გადმოცემას. საქმე ეხება თუშეთში საზაფხულო
საძოვრების თაობაზე წოვებსა და თუშებს შორის გამართულ დავას, რომელიც იმდენად
გართულებულა, რომ ერთიმეორეს სასიკვდილოდაც კი არ ინდობდნენ თურმე. ეს
ვითარება რომ სინამდვილეს შეეფერება, იქიდანაც მტკიცდება, რომ დავა თუშების ორ
თემს შორის-წოვებსა და გომეწრელებს საძოვრების შესახებ XIX ს-იც ჰქონიათ.[27, 103]
მაგარდა, დავა თუშებსა და ფშავლებსაც ჰქონიათ. მაგალითად, ცნობი-ლია მეფე ერეკლე
II-ის სიგელი, 1787 წლის 9 მაისით დათარიღებული. მეფე ერეკლე თუშთ მოურავს
შემდეგს უბრძანებს: ჩვენი ბრძანება არის, თუშთ მოურაო და ერთობანით თუშნი მერმე
ალვანშიო რომ ყალისკურელთ და მაღრანელთ ხვნა მოუნდომებიათ და თუშნი კი
უშლიან სადმე. რატომ უნდა დაუშალონ; რამდენიც პურის სიაფე იქნება უფრო
სარგებელი არ იქნება თუშებისათვის? სამამულოთ რომ არავინ გეცილებიან ესენი და
ხვნას რათ უშლით? თუშთ მოურაო, ეს საქმე შენთვის გვიბრძანებია_ ვინც უარს
ამბობდეს, დაუშალე და მოახვნეინე. მაისის თ.~.[85]
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ რომ კახეთის სამეფოში საერისთავოების
სამოურავოებით შეცვლაში თუშ-ფშავ-ხესვურებმა სწორედ შენიშნეს მოსა-ლოდნელი
საფრთხე და სამეფო კარს განუდგნენ, დამოუკიდებლობის დროშა აღმართეს. გამდგარი
მთიელები ლევან კახთა მეფემ შემოირიგა არა იარაღით, არამედ დათმობების
წყალობით. `არამედ ამას წინათთა კახთა მეფეთა არღარა მორჩილებდნენ ფშავ-
ხევსურნი და თუშნი; და ამან ლევან დაიპყრნა არა ძალითა, არამედ აღუთქუა, რათა
ცხოვარნი მათნი უვნოდ მძოვარ იყვნენ კახეთს და მისცა შეწირულობა ლაშას ჯუარსა
თიანეთსა შინა, და მიერითგან მისცემდნენ ლაშკარსა და ბეგარასა~.[29, 573]
მეცხვარე თუშებისათვის უაღრესად საარსებო მნიშვნელობა ჰქონდა ზამთრის
საძოვრებს, როგორიც იყო კახეთში ალონის (ალვანის) ველი, და ამიტომ თუშები
იძულებული იყვნენ კახეთის ხელისუფლებასთან კეთილგანწყობილნი ყოფილიყვნენ.
თავის მხრივ, კახთა მეფეებიც ცდილობდნენ, მოლაშქრეთა და ბეგარის მიღების
მიზნით, გულადი თუშების შემომტკიცებას. საყურადღებოა, რომ თუშებს ეს
ისტორიული ფაქტი დღესაც ახსოვთ. მათგან ხშირად გაიგონებთ, ალვანის ველი
თუშებს ლევან მეფემ უბოძაო~.[86, 25]
აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გარდა თუშების მოლაშქრეობისა და ბეგარისა,
თუშეთს განსაკუთრებული პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.
როგორც ჩვენს საკვლევ პერიოდში, ისე მომდევნო საუკუნეებში.
სწორედ ამის გამოძახილი უნდა იყოს 1757 წლის 7 თებერვლით დათარიღებული
გუჯარი, რომელიც გაუციათ თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს. ამ სიგელიდან მტკიცდება,
რომ ალონად წოდებული ადგილ-მამულიც ადრეც, ე.ი. თეიმურაზ II-ის მამა-პაპის
დროსაც თუშებს ჰქონდათ ნაწყალობევი და ქართლ-კახეთის მეფეებიც განმეორებით
უმტკიცებდნენ თუშებს აღნიშნულ ტერიტორიას. აი ეს გუჯარი: `სახელითა ღ~ისათა!
ჩვენ- ესეიან დავითიან, სოლომონიან პანკრატოვმან, საქართველოს მეფედ ცხებულმან
59
პატრონმან, პატრონისშვილმან, პატრონმან ვახტანგ და პატრონმან გიორგიმ და ლევან,-
ესე ჟამთა დ ხანთა გამოსადეგთ წიგნი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ჩვენს მამა-
პაპათაგან ნამსახურთ დ დიდათ ერთგულ ყმასა ჩვენთა სულ ერთობილთ თუშთ
დიდათ, პატარათა-შეგიწყალეთ და გიბოძეთ ალონი, ადგილი ჩვენი სახასო, საღალო
სადგომათ და ბალახი საჭმოდ. ისენ რომ ჩვენს მ ა მ ა პ ა პ ა თ ა გ ა ნ ა ც წ ყ უ ა ლ ო ბ ა დ
ჰ ქ ო ნ დ ა თ და ჩვენც ამრიგად ისე გვიბოძებია. ვინცა ვინ მოხნევდეს საღალოს მიწას,
ღალა ჩვენ უნდა მოგვეცემოდეს, დ თქვენ როგორც ძველთაგან, ან საბალახე და
საფოთლე ერთმეოდესთ, და საკომლო ისე გამოგერთმეოდესთ. ამრიგად ასე წყალობა
გვიქნია: საცა ალონის ადგილში სოფელი არ ყოფილიყოს, დ დღეს არც ჩვენ დ არც
შვილმან ჩვენმან იქ სოფელი არც დაასახლოს დ არც ავაშენოთ ჩვენ დ არც ალონის
ადგილი და მიწა გავცეთ. თქვენთვის და შვილთა თქვენთათვის ამრიგად გვიბოძებია
ჩვენად ერთგულობისათვის და სამსახურისათვის სამკვიდროდ. ასე გიბოძეთ, რა
გვარადაც ამ სიგელში დაგვიწერია. არ მოგეშალოსთ ჩვენგან დ არც სხვათა ჩვენთა
შემდგომთა მეფეთა დ მეპატრონეთაგან. აწე გიბრძანებთ კარისა ჩვენისა, ვექილ-
ვეზირნო დ ყოველნო ჩვენნო მოსაქმენო, თქვენც ასე დაუმტკიცეთ დ ნურავინ
მოუშლით. დაწერა ბრძანება და ნიშანი ესე თვესა თებერვლის 8 ხელითა მდივნისა
ოთარისათა... ამ ორი წიგნის ასლი მივიღეთ თუშებმა ფოცხვერიმ, თათომ, ივანემ,
რადგან ამათ წერა არ იცოდნენ. ამათის თხოვნით ხელს ვაწერ თავადი დავით
თუმანოვი~[87]_ამ სიგელს აზის ბეჭდები მეფე თეიმურაზი და მეფე ერეკლე,
დათარიღებული 7/II-ით.
აქვე გვინდა მოვიყვანოთ მეორე სიგელი ერეკლე II-ის, რომელიც
დათარიღებულია 1781 წლის 12 ენკენისთვით: `ჩვენ მაგიერად, ჩვენს დიდათ იმედათ
მისაჩენელს თუშთ მოურავს დურმიშხანს. ასე უამბეთ მერე თუშთ საქონელი კახეთში
ჰყოლიათ ხოლმე; მაგრამ ახლა ღ~თის მოწყალებით თითონაც გამრავლდნენ დ
საქონელიც გაუმრავლდათ; ღ~თან უფრო ამრავლოსთ, მაგრამ კახეთის სოფლებში, საცა
ცხვარს აყენებენ, ქურდობით, ძალადობით დ ეკლესიის განკრახვით ავკაცობენ და
ხალხს აწუხებენ. ახლა თუშთ შენ ეს ასე გამოუცხადე: მაგათი ცხვრის დასაყენებელი
ადგილი ლოპოტის ხეობა ყოფილა, ალვანი და პანკისი. ახლაც ამ სამს ალაგს უნდა
დააყენონ. ფშავლები პანკისზე რომ ეტანებიან, იმაში ფშავლებს საქმე არ აქვს,_ თუშების
არის. თუ ამ სამს ალაგს მაგათი ცხვარი არ მოთავსდეს, კახეთის სოფლებში ორ ორს
ფარას სოფლის ბოლოში დააყენებდნენ; ამაზედ მეტის დაყენება არ იქნება, დ ნურც
ქურდობას დ ძალადობას მოინდომებენ. ჩვენ ამაზეც კახეთის სოფლებისათვის ბრძანება
და დასტური მიგვიცია. თუ თითო სოფელზე ორს ფარაზე მეტი მიიყვანეს, არც
დააყენებენ დ ავათაც მოეპყრობიან; თუ ძალადობა ან სიავკაცე რამ დაიწყო, გალახავენ
და უპატიურად გახდიან და ქურდობაზედ კიდეც მოჰკვლენ. ეს თუშებს ყველას ასე
შეატყობინე: ორ ორის ფარის მეტს თითოს სოფელში ვეღარ დააყენებენ და ნურც
ავკაცობას დაიწყებენ, თვარამ ისე დაემართებათ, როგორც მოგვიწერია. აღიწერა
ენკენისთვის კდ ქეს უÁთ. საყდრიონში თითოს ფარის ცხვრის მეტს ნუ დააყენებენ,
მიტომ რომ წვრილი სოფლებია~.[88]
როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ საძოვარი ადგილებით
სარგებლობის შესახებ. ავტორი მეტად სამართლიანად აღნიშნავს, რომ `საქართველოს
მეფეთა მიერ 1757 და 1781 წელს გაცემულ სიგელებში, რომლებიც თუშებს ალვანის,
პანკისისა და ლოპოტის სამამულო მფლობელობას უმტკიცებენ, ძირითადი ყურადღება
ექცევა თუშეთის მეცხვარეობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას. აღნიშნული
ადგილები პირველ რიგში გათვალისწინებულია საძოვრებად და საცხოვრებლად. თვით
თუშებიც, ვფიქრობთ, მეფეთა ასეთ პოლიტიკას დაუჭერდნენ მხარს, რადგან მათ
60
კახეთის ბარი ჯერჯერობით მხოლოდ საძოვრებად სჭირდებოდათ და არა
საცხოვრებლად. ქართლ-კახეთის სახელმწიფო მაშინ, უნდა ვიფიქროთ, მხარს არ
დაუჭერდა თუშების მიერ ძველი სამოსახლო ადგილების დატოვებას, რადგან ისინი
კახეთში გადმოსასვლელ სტრატეგიულ გზებს იცავდნენ, საგანგებოდ კეტავდნენ
საქართველოსკენ იმიერკავკასიიდან გადმოსასვლელ ბილიკებს. გასათვალისწინებელია
ის გართულებული მდგომარეობაც, რომელიც საქართველოს მთისა და ბარის
მოსახლეობას ჰქონდა XVIII ს-ში მეზობელ მთიელთა გამუდმებული თავდასხმების
გამო. ამ მხრივ ბარის მოსახლეობას უფრო უჭირდა, ვიდრე მთიელებს, რადგან მთას,
თავისი გეოგრაფიული თავისებურების წყალობით, თავდაცვისათვის უკეთესი
შესაძლებლობა ჰქონდა. გარდა ამისა, იმიერკავკასიელი მთიელები უმეტესწილად
მდიდარ ბარს ძარცვავდნენ~.[27, 358-359]
თუშები ჩრდილოეთიდან დარაჯობდნენ კახეთს, იცავდნენ მას მომთაბარე
ტომთა თავდასხმებისაგან. თუშეთის პოლიტიკური ღირებულება კახეთისა და ქართლ-
კახეთის სამეფოებისათვის XVI-XVII სს-ან საგანგებოდ იზრდება, მაგრამ გარდა
პოლიტიკური ღირებულებისა, თუშეთს საქართველოსთვის ეკონომიკური
მნიშვნელობაც ჰქონდა. ქართველი მეფეები ცდილობდნენ კიდეც, თუშებისათვის ამ
მხრივ წინსვლის საშუალებები შეექმნათ. კახეთისა და ქართლ-კახეთის მეფეები
(ლევანი, თეიმურაზ II, ერეკლე II-ე) ოფიციალურ სიგელ-გუჯრებით თუშებს
საძოვრებად უმტკიცებენ კახეთის ველ-მინდვრებს, კერძოდ, ალონის დიდ მინდორს,
პანკისის და ლოპოტის ხეობებს.[89] როგორც ჩანს, კახეთის მეფეები ასეთ ღონისძიებას
თუშებისადმი ჯერ კიდევ XVI ს-ან ანხორციელებდნენ.
აქვე გვინდა დავძინოთ ერთი რამ, რომ უკვე XIX ს-ის 10-იანი წლებიდან, როცა
თუშებმა ალვანის სამოსახლოდ გამოყენება დაიწყეს, ცხვრის გამო-საზამთრებელ
ადგილად საბოლოოდ შირაქის მდიდარი ველები აირჩიეს. როგორც ჩანს, თუშები ჯერ
კიდევ XVIII ს-ის 90-იანი წლებიდან იყენებდნენ შირაქს. ფართობი 107618 ჰექტარი. XIX
ს-ის დასაწყისიდან თუშეთის მრავალათასიანი ცხვრის ფარები და ჯოგები უმთავრესად
შირაქ-სამუხის ველებზე ზამთრობდნენ. ალვანის, ლოპოტისა და პანკისის ველ-
მინდვრებიც საძოვრებად კვლავ რჩებოდა თუშ მეცხვარეებს. თუშური ხალხური
გადმოცემის მიხედვით, ერეკლე მეფეს თუშებისათვის შირაქი ხმალში (ე.ი.
დამსახურების ფასად) მიუცია.
ამ პერიოდისათვის მნიშვნელოვანია აგრეთვე ფშავთან ურთიერთობის საკითხიც.
გეოგრაფიულად ფშავი მდებარეობს ქართლ-კახეთის საზღვარზე და წარმოადგენს ამ
ორი კუთხის მთიანეთს, მაგრამ ტერიტორიულ-ადმინისტრა-ციულად ფშავი წინათ
კახეთის პროვინციაში შედიოდა. `ხოლო ხევსურეთის
/აღმოსავლის მთას იქით არს ფ შ ა ვ ი, რომელსა შუაში უდის თეთრი არაგÂ, და
მოერთვიან Ãევნი აღმოსავლით დასავლეთიდამ...და ვინაÁთგან ფრიად მაგარ არს
ქუეყანა ესე და უბრძოლველი მთითა, და კლდითა, და ტყითა, ამისათÂს იმყოფიან
მშÂდად და სიმწრისათÂს მონებენ/ ვისცა უპყრავსთ თიანეთი, რამეთუ იზრდებიან
მუნიდამ.
ხოლო მზღვრის Fფშავს: აღმოსავლით მთა კავკასიდამ ჩამოსული; სამÃრით
კავკასივე, ამასა და მახÂლოს- Ãევს შორისი; სამხრით მთა, ამასა და თიანეთს შორისი;
ჩრდილოთ კავკასი, ამასა და ღლიღუს შორისი; დასავლით მთა კავკასიდამ ჩამოსული
სამÃრით; ამასა და Ãევსურეთს შორისი. არამედ ძუელად ეწოდა ამ ორთა Ãეობათა
ფხოელნი, და აწ უწოდებენ ესრეთ~.[29, 533-534] ე.ი. ბატონიშვილ ვახუშტის ფშავი
შეჰყავს კახეთის აღწერაში და ტერიტორიულადაც მას აკუთვნებს.

61
საქართველო როდესაც გაიყო სამ სამეფოდ და კახეთის მეფედ დაჯდა გიორგი I
დავითის ძე (1471-1492 წწ.), ვახუშტი მის შესახებ შემდეგ ცნობას გვაწვდის: გიორგიმ
`დაიპყრა სრულიად კახეთი. მაშინ მოსპო ერისთავნი ჰერ. კახთა შინა და დასხნა
მოურავნი დიდთა და მცირეთა ადგილითა,... ამათ არა მორჩილებდნენ თუშნი და ფშავ-
Ãევსურნი. არამედ დიდოეთი ერთგულებისათÂს დავითისა ერთგულებდნენ ამათ და
მსახურებდნენ.[29, 567-568]
აქედან ირკვევა, რომ ფშავი ისევ გამდგარა და არ ემორჩილებოდა კახთა მეფეებს
და მათ მოურავებს.
ამ გარემოებისათვის ყურადღება მიუქცევია ლევან კახთა მეფეს და განუზრახავს
ფშავის შემომტკიცება, რომელსაც მისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა
ჰქონდა.
ფშავის მხარე დარაჯობდა კახეთის სამეფოს აღმოსავლეთ-ჩრდილოეთის
საზღვარს და წარმოადგენდა კახეთის ერთგვარ საფარს. ფშავის კავკასიონზე გადიოდა
ჩრდილოეთის ბილიკები,საიდანაც შემოდიოდნენ ქისტ-ჩეჩნები, ამიტომ ფშავის ხევს
კახეთის სამეფოს თავდაცვისათვის სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა. ამას გარდა,
ფშავლები კარგი მოლაშქრეები იყვნენ და ბეგარის გაღებაც შეეძლოთ. ყოველივე
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლევანმა გადაწყვიტა შემოერიგებინა ისინი: `ამას
წინათთა კახთა მეფეთა არღარა მორჩილებდნენ ფშავ-ხევსურნი და თუშნი; და ამან
ლევან დაიპყრნა არა ძალითა, არამედ აღუთქუა, რათა ცხოვარნი მათნი უვნოდ მძოვარ
იყვნენ კახეთს, და მისცა შეწირულობა ლაშარს ჯუარსა თიანეთსა შინა, და მიერითგან
მისცემდნენ ლაშკარსა და ბეგარასა~.[29, 573]
ამგვარად, ლევან მეფესა და ფშავს შორის მომხდარა შეთანხმება, რომლის ძალით
ფშავლებს მეფისათვის უნდა ეძლიათ ლაშქარი და ბეგარა, სამაგიეროდ მეფეს
ფშავლების ცხვრისათვის უნდა დაეთმო კახეთში ზამთრის საძოვრები. ამ პირობის
სიმტკიცის ნიშნად, მეფეს ფშავლების მთავარ სალოცავ ლაშარისათვის შეწირულობაც
მიურთმევია.
მთას არა მარტო ჩვენს განსახილველ ეპოქაში ჰქონდა დიდი მნიშვნელობა,
არამედ მომდევნო საუკუნეებშიც. მაგალითად, როდესაც ერეკლე II-ემ მორიგი ლაშქარი
შექმნა (1765 წ.), მან ბეგარისაგან გაანთავისუფლა თუშ-ფშავ-ხევსურები, რადგანაც ისინი
ლეკების საზღვარს ისედაც იცავდნენ. გარდა ამისა, თეიმურაზ II და ერეკლეII თუშ-
ფშავ-ხევსურეთში იხიზნებოდნენ და ამ მთიელებისაგან ადგენდნენ პირად მცველ
საიმედო რაზმებს.[90, 35]
ხევსურეთიც, ისევე როგორც თუშეთი და ფშავი გამდგარი იყო კახეთის სამეფოს.
რასაკვირველია, კახეთის სამეფოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხევსურეთის
შემომტკიცებას. ეს მხარე კახეთის ჩრდილოეთ საზღვარს დარაჯობდა, საიდანაც კახეთს
მუდამ ჩრდილოეთის ტომები ემუქრებოდნენ. ამასთანავე ხევსურეთი იხდიდა ბეგარას
და სალაშქროდაც გადიოდა, მაგრამ მეფეებთან ბატონყმურ დამოკიდებულებაში არ
ყოფილა. ბატონიშვილი ვახუშტი ხევსურეთის ადგილმდებარეობის შესახებ შემდეგს
მოგვითხრობს: `... ჟინვანს ზეით და ხარჭაშოს ზეით მოერთვის თეთრს არაგუს ხ ე ვ ს უ
რ ე თ ი ს წ ყ ა ლ ი. გამოსდის ეს ძურძუკისა და ამას შორისს მთას კავკასს. მოდის
ჩრდილოდამ სამÃრით. ამას მოერთვის Ãევნი იმიერ და ამიერ. და განჰყოფს
Ãევსურეთს: აღმოსავლით კავკასიდამ ჩამოსული მთა სამÃრეთად, ამასა და ფშავს
შორისი: სამÃრით ფშავის საზღვარი; ჩრდილოთ კავკასი, ამასა და ძურძუკს შორისი;
დასავლით კავკასიდამ ჩამოსული სამÃრეთად მთა, ამასა და გუდამაყარს შორისი~.[29,
573] საზოგადოდ, მთა სახასო იყო, ის მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდა და იქ კერძო
მებატონეს ხელი არ ჰქონდა. მთის გამგებლობა ქსნისა და არაგვის ერისთავებს ჰქონდათ
62
ჩაბარებული. ხევსურეთი კახეთის სამოურავოში შედიოდა, მაგრამ ფაქტიურად მას
ხევისბერები განაგებდნენ თემური ადათების მიხედვით. და თუ ამ თემურ
თავისუფლებას მეფის ხელისუფლებისაგან რაიმე საფრთხე მოელოდა ის მზად იყო
განდგომისა და ამბოხებისათვის.
და აი, ლევანის დროსაც განზეა გამდგარი ხევსურეთი, ისევე როგორც თუშეთი
და ფშავი. მან განიზრახა ხევსურეთის და ფშავ-თუშეთის შემორიგება და აღუთქვა
საძოვრების დათმობა.[29, 573]

$3. ეკლესია-მონასტრები XVI საუკუნის I ნახევარში

ეკლესია-მონასტრებს ჩვენ ცალკე თავში შევეხებით, მაგრამ აქ გვინდა ეს


საკითხი განვიხილოთ სხვა კუთხით. კერძოდ, თუ როგორი დამოკიდებულება იყო
მეფესა და სასულიერო წოდებას შორის ჩვენთვის საკვლევ პერიოდში.
ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ხშირად ყოფილა სირთულეებით აღსავსე.
ვფიქრობ, მეტად საინტერესოა XVIს-ის I ნახევრში ანუ ლევან კახთა მეფის დროს
დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.
როგორც ჩვენ ვიცით, XV ს-ის ბოლოსა და XVI ს-ის დასაწყისში კახეთი უკვე
ამოურავოებად დაყოფილი ქვეყანაა, რომელსაც სათავეში უდგანან არა საერო პირები,
არამედ სასულიერო პირები ანუ ეპისკოპოსები. თითოეული ეპისკოპოსი `მეფე~ იყო
თავის საბატონო ტერიტორიაზე.
კახეთის ეკლესია-მონასტრებიდან პირველ რიგში შეიძლება დავასახელოთ
ალავერდი, რომლის მიტროპოლიტი საბუთებში პირველ ადგილზეა
მოხსენიებული.[91, 269,344,352]] იგი ადრევე მძლავრ საეკლესიო ფეოდალურ
სენიორიას წარმოადგენდა. ისქანდერ მუნში შემდეგს დასძენს: ალავერდი, `რომელიც
საქართველოს ქრისტიანეთა უდიდესი სამლოცველო და ტაძარია, მართლაც
დიდებული შენობაა~.[10, 86] აქ იყო მნიშვნელოვანი კათედრალი და საყურადღებო
მონასტერი, რის გამოც ქართველი მეფე-დიდებულები უშურველად ეხმარებოდნენ მას.
ვახუშტის მოწმობით, ალავერდის სამწყსო საკმაოდ მოზრდილი იყო. ალავერდს იჯდა
`ეპისკოპოზი და მწყემსი თურდოს-Ãევს შტორს ზეით კახეთის მთად კავკასამდე, და
უპირველეს კახთა ეპისკოპოზად~.[29, 549]
ალავერდელი ზოგჯერ კათალიკოსსაც კი ეკამათებოდა და მღვდელმსახურების
წესების დამცველად გამოდიოდა, ზოგჯერ მეფესთანაც ჰქონდა უთანხმოება და არ
ეპუებოდა. თავის მხრივ, კახეთის მეფეები ანგარიშს უწევდნენ ალავერდელს,
ზოგიერთი მათგანი ალავერდელს თავისი პირადი საქმეების გარიგებასაც კი ანდობდა
(მაგ:L ავ-გიორგის 1511 წელს თავისი `ცოდვის საქმის~ გასაბჭობად იოანე
ალავერდელიც მოუწვევია[78, 217), სასულიერო-საკლესიო საკითხებზე ეთათბირებოდა
და ა.შ. (ალავერდელი კახეთში პირველობას იჩემებდა და მცხეთის ეკლესიისაგან
დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა. პოლიტიკური მოსაზრებით ამაში მას
კახთა მეფეებიც უჭერდნენ მხარს).
ალავერდელი ეპისკოპოზი თუ მიტროპოლიტი დიდი პატივით სარგებლობდა
ქართველ მღვდელ-მთავართა შორის. ძველად ის მეექვსე ადგილზე იყო კათალიკოსის,
ჭყონდიდელის, სომხითის მიტროპოლიტის, მთავარებისკოპოსისა და მაწყვერელის
შემდეგ, ხოლო გვიან ხანაში სომხითის მიტროპოლიტის პატივიც მას მიაგეს.
გიულდენშტედტი ასე ახასიათებს ალავერდს: იგი არის `ჯვრის ფორმის ეკლესია
60 ნაბიჯის სიგრძისა და 30 ნაბიჯი სიგანისა. ის ნაშენია ქვით და მოპირკეთებულია
ფილაქნებით. მას გარს არტყია ოთხკუთხი გალავანი, რომლის გვერდები 120 ნაბიჯი

63
სიგრძისაა. ალავერდი მდებარეობს მდ. ახსნის ხედზე, ალაზნის შენაკადზე. წყლის
ფსკერი მოფენილია მრგვალი რიყის ქვებით. ჩრდილოეთით მას ერთვის ალაზნის
პატარა ტოტი. აქ საჯდომია ეპისკოპოსისა (ეპისკოპოსი ალავერდელი), მის ეპარქიას
ეკუთვნის აგრეთვე თელავი, რომელიც აქედან სამხრეთ_აღმოსავლეთით ჩანს~.[13, 36-
37]
მდგომარეობა იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში და ალავერდელი
მიტროპოლიტი სცნობდა მცხეთის პირველობას და აღიარებდა მის პირველობას. რა
თქმა უნდა, ეს ყოველთვის იოლად არ ხდებოდა. მაგალითად, მცხეთის საბუთი #41,
ერთგულების წიგნი გაბრიელ ალავერდელისა დავით კათალიკოზისადმი (XV ს-ის II
ნახევარი)-----აღნიშნულია გაბრიელ ალავერდელის მიერ დაწერილი წიგნი, სადაც
აღნიშნულია ალავერდის ერთგულება მცხეთისადმი.[91, 237-238] ასევე საბუთი #60
ერთგულების წიგნი კახთა ეპისკოპოსებისა დომენტი კათალიკოზისადმი [1556-1560
წწ): [ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა]მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა;
მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა
მარიამისითა, სუეტისა ცხოველისა, კვართისა და საუფლოსა და მირონის ღმერთ-
მყოფელისათა და ყოველთა წმიდათა ღმრთისათა ზეცისა და ქუეყანისათა ესე ჟამთა
გასათავებელი წიგნი [გ]კადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, კათოლიკე სამოციქულოსა
ეკლესიასა სუეტსა ცხოველსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა ღქმერთმყოფელსა და
თქუენ კათალიკოზ-პატრიარქსა პატრონსა დომენტის.
ჩუენ: ამბა ალავერდელმან ფილიპე, ბოდბელ ებისკოპოზმან ზაქარია,
ნინოწმინდელმან მალაქია, რუსთუელ ებისკოპოზმან იოსებ, ნეკრესელ ებისკოპოზმან
ბასილი, კაწარელ ებისკოპოზმან ეგნატი, ჭერემელ ებისკოპოზმან ანტონი, ხარჭაშნელ
ებისკოპოზმან კლიმი, ასრე და ამა ფირსა ზედა, რომე:
ანუ საყდრისა ნიშანი, ანუ რჯულის საქმეზედა ვისცა გაუწყრე და გამოენახო,
ჩუენც გაუწყრეთ და გამოვენახოთ; და სადამდი თქვენ არა ნახოთ და შენდობა არ
უბოძოთ, არც ჩვენ ვნახოთ და არც შენდობა მივსცეთ.
ამისად გათავებისად თავსმდებად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი
მოგვიხსენებიან.
ხელრთვა: 1) ფილიპე
2) მალქაია (?).[91, 268-269]
ასევე საბუთი # 68-ერთგულების წიგნი კახთა ეპისკოპოსებისა ნიკოლაოს
კათალიკოზისადმი (1562-1588 წწ.): `[ქ.ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, მამისა, ძისა
და სულისა წმიდისათა; მეოხებითა ყოვლად წმიდის ღმრთის-მშობელისა და მარადის
ქალწულისა მარიამისითა, სუეტისა ცხოველისა, კვართისა საუფლოსა და მირონ]ისა
ღმერთ-მყოფელისათა და ყოველთა ღმრთისათა ზეცისა და ქუეყნისათა, ესე ჟამთა
გასათავებელი წიგნი [გ]კადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, კათოლიკე სამოციქულოსა
ეკლესიას სუეტსა ცხოველსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა და
თქუენ კათალიკოზ-პატრიარქსა პატრონსა ნიკოლოს[ს].
ჩუენ: ამბა ალავერდელმან ზაქარია, ნინოწმინდელმან სილოვანე, კაწარელ
ებისკოპოზმან ფილიპე, ბოდბელმან მაქსიმე, ნეკრესელმა კლიმე, ჭერამელმან ეგნატე,
ხარჭაშნელმან ელისე, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე:
ანუ საყდრისა და ანუ რჯულის საქმეზედა ვისცა გაუწყრე და გამოუნახო, ჩუენცა
გაუწყრეთ და გამოვენახოთ; და სადნამდის შენ არ ნახო და შენდობა არ მისცე, არც ჩვენ
ვნახოთ და არც შენდობა მივსცეთ.
ამისად გათავების თავსმდებად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი
მოგუიხსებია.

64
ხელრთვები: ალავერდელი
კაწარელი
ნინოწმინდელი
ჭერემელი
ხარჭაშნელი.[91, 343-344]
ასევე საბუთი #74. ერთგულების წიგნი გაბრიელ ალავერდელისა ნიკოლაოს
კათალიკოზისადმი [1562-1588 წწ.]: `ქ. ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმა ამბა
ალავერდელმან პატრონმა გაბრიელ ესე წიგნი მოგახსენეთ თქუენ, ჩუენსა
მაკურთხეველისა ქართლისა კათალიკოზ-პატრიარქსა პატრონსა ნიკოლოს[ს]ა, მას
ჟამსა, ოდეს ცოტას საქმეზედ გაგუწყერ და შეუნდობლად გაგუÃადე.
ამაზეც ჩუენ შემოგეხუწენით და შენდობა გუიბოძე. აწე დღეს და დღეის უკან
ვიყუნეთ თქუენი წინააღმდეგობა ვქნათ: და თქუენისა სიტყუის მორჩილნი ვიყოთ ჩუენ
და ჩუენი საყდარი თქუენს Ãელთ ქუეშ იყოს.
ამის გათავების თავსმდებად ღმერთი და სვეტიცხოველი მოგუიხსენებია.
ხელრთვა: ალავერდელი~.[91, 351-353]
რაც შეეხება მთავარ საკითხს, თუ როგორი იყო ლევანის პოლიტიკა საეკლესიო
საკითხისადმი, არსებობს სიგელები, სადაც ლევან კახთა მეფის დამოკიდებულება
კარგად ჩანს ტაძრებისადმი. კერძოდ, მცხეთის სიგელები, სადაც ხაზგასმულია ლევანის
პოზიცია. ეს სიგელებია: მცხეთის სიგელი # 272-1527-32 წწ.[30, 369] მცხეთის სიგელი
#89,[30, 371] მცხეთის სიგელი, ნუსხა # სÁზ, 1531 წ.[30, 374-375] სიგელი მცხეთისა # 473
(ნუსხა ##.: სიდ. სნგ: სმა:),[30, 383] 1548 წ. მცხეთის ნუსხა # სლდ)[30, 388], 1563 წელს
დაწერილი მცხეთის ნუსხა # ტ,[30, 405] მცხეთის ნუსხა # სჟდ; 1588 წლის[3ო,411], 1569
წელს მცხეთის სიგელი # 36 (ნუსხა # ტმ:),[30, 412] ასევე ნინოწმინდის სიგელი ნუსხა #
26-1553 წლის.[30, 396]
აქვე გვინდა აღვნიშნოთ დაახლოებით 1532 წელს დაწერილი ერთი საბუთი # 51.
შეწირულების დაწერილი მალაქია კათალიკოზის სვეტიცხოვლისადმი, სადაც
ჩამოთვლილია მრავალი შესაწირავი და მათ შორის `ერთი ოქროქსოილი ქარაიის
ბისონი, მეფისა ლეონისაგან ბოძებული~.[91, 255]
ცნობილია შეწირულებათა განახლების წიგნი ლეონისა მცხეთისადმი, რომელსაც
თავი აკლია: `... ჩუენთა შესანდობელად ჩუენად სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩუენისა
წარსამართებლად სხუა რაც ჟამთა ვითარებისაგან ძუელნი შეწირულნი და განჩენილნი
მოშლილ იყუნეს თქუენგან წყალობად გომნი ნარისძეს ჰბოძებოდეს და იმითა იმსახურა
ჩუენ ჯავარის შვილთა როინს და ელისბარს აღარა გამოვართუით გომნი დაგმსახური
ასრე რომე ერთი მირის სახლისა არ გაგეყარა, არცა დაკნინებისათვის არცა
გადიდებისათვის როგორცა სხუანი საყდრის შვილნი გამსახურებენ თელოვანი სოფელი
ქუაბთა სრულად სამცხეთოსა მტკუარს გაღმართისა და გამოღმართისა დედაქალაქს და
გორს რაც ყმანი გქონიან მათი ძალი და საბალახე უკუნად და სამღურისა სამართლით,
გარდაგიწყვიტო სადაცა საცილობელი იყო ქალაქი კართა გარდა გიწყუიტოთ სათათრო
საურსა გარეთ ეზრას შვილი გირშელი ნინუბაანთ ლუარსაბ~.
ხვეულად ხელს აწერს ლეონ.[92]
ასევე ფ.1499 # 1647-ში საუბარია სოფ. სხალდიდის `ივლიტის, ზაკვისა და
ვილურის შეწირულობების განახლების წიგნი მცხეთის სვეტიცხოვლისადმი, ამ
საბუთსაც აკლია თავი: `...შემოწირული იმავე წესითა ასრე რომე საპალნეზედა ისრე
აიღებოდეს სოფელი სახალდიდი ივლიტა ვილური ზაკუიმისითა სამართლიანით
სამძღურითა და სხუა სოფლები მისითა სამართლიანითა სამძღურითა~-ხვეულად
აწერია ლეონი.
65
ასევე დათვია ლულაძის შეწირულობის წიგნი მცხეთის სვეტიცხოვლისადმი,
რომელსაც თავი აკლია: `----ნმან დავით და პატრონმან ვახტანგ შემოგწირეთ
სამოციქულოს საყდარსა სუეტსა ცხოველისა წასამართებელად მეფობისა ჩუენისა და
ძეთა ჩუენთა სადღეგრძელოდ ქალაქს ლულაძისა და დათვისეული სასახლე გზასა და
მტკუარს შუა დაიწერა ესრე მტკიცე და აუცილებელი წიგნი და სიგელი ქ~რ: ს~ლე:
თვესა 1 დენბერს: ოცსა.
ხვეულად ხელს აწერს ლეონ~[93]
არის ცნობილი შეწირულობის დამტკიცების წიგნი ლევანის დავით
გარეჯისადმი, რომელშიც მოთხრობილია შემდეგი: სიგელი იწყება ასე: `... წყალობითა
და შეწევნითა ღვთისათა ჩვენ მეფემან პატრონმან ლეონ და პატრონმან ქატალიკოზმან
ბასილიმ ესე წყალობის წიგნი უბოძეთ ჩვენის სასოსა და შესავედრებლისა~ აქ
ჩამოთვლილია მრავალი სოფელი, მათ შორის: `... ამას წინა საგარეჯო: სოფელი შაშიანი,
სოფელი კალაური, სოფელი ვანთა, მონასტერი და სოფელი ბუშატი მონასტერი,
სოფელი აკურა, სოფელი ხოდაშენი მათითა მთითა, ბარითა და წყლითა, წისქვილითა,
შესავალ-გასავლითა ამ წინა საგარეჯოში, სადაც ზვარი და ხოდაბუნი კათალიკოსს
სახასოდ ჰქონებოდეს, აგრეთვე ჰქონდეს მოუშლელად, რაგვარადაც ძველთაგან
შესწირვია~[94]. . .
გარეჯის განახლება- გაძლიერებისათვის დიდად უზრუნია აგრეთვე ლევანის ძეს
კახეთის მეფეს ალექსანდრე II-ეს (1574-1605 წწ.) ალექსანდრეს წარწერაც დაწერილია
მხედრულით, 5 სტრიქონი. ამოკაწრულია ეკლესიის დასავლეთი კედლის შუა
მონაკვეთზე, ქვემოთ. ეს წარწერა ასე იკითხება: `ქ. ღმე (რ)თო და წმ(ი)დაო დავით
გ(ა)რ(ე)ჯისაო, მეფეთ მეფისა ლეონის ძესა [ალ]ექსანდრესა მ(ი)შველე და შემეწიე
ორთავე შინა ცხოვრებათა ამით, ესე მაშინ [დ(ა)ვწ(ე)რე] რომე პატრონ[ი] დედოფალი აქა
მობრძანდა, ჩემს მეტს შვილ(ი) {ა}რავ იახლადა. მწო(ე) და [---] ცა [-] ერმა [ევი [-]შენ და
მწოედ კარგა და ვიდარე (ან-ვი {ნაჰდ)ი)რე], აწი ვინცა მშვილდ-ისრის მოყუარულმა
წაიკითხოთ და შენდობა რაბრძანო ჩემთვიმცა ცკითვხავი(?) და ვინცა შენდობა
ბრძანოთ, თქუÀნცა შეგინდნეს ღმე(რ)თმან, ამინ~.[95]
ცნობილია თვით ლევანის შეწირულების განახლების წიგნი აკურის
ღვთისმშობლისათვის, სადაც მეფე შემდეგი თანმიმდევრობით ჩამოთვლის თავის
შვილებს: `...მეფეთ მეფემან ]პატრონმან ლეონ და საყუარელთა ძეთა და ძის ძითა
ჩუენთა პატრონმან იესე, პატრონმან თეიმურაზ, პატრონმან ბაგრატ, პატრონმან
ალექსანდრე და პატრონმან ელიმირზა შვილთა [და] მომავალთა~... `ჩუენთა ნათესავთა
მეფეთა და დედოფალთაგან, სიგელნი და ნიშანნი გქონდათ და აწ ჩუენცა ვიგულეთ და
ვისულისმოდგინეთ და დაგიმტკიცეთ თქუენი მკვიდრი სოფელი აკურა და იქ
მსახლობელნი~-ო.[96]
არის ასევე ცნობილი აკურის მონასტრის წინამძღვრობის წიგნი მიცემული
ალექსანდრე II-ის მიერ მისი დის ქეთევანისათვის, სადაც ალექსანდრე ხაზს უსვამს. ეს
წესი ძველთაგანვე იყო და ახსენებს თავის მამას, კახთ მეფეს ლევანს: `დ დავაყენეთ
მონასტერსა მას შინა აკურისასა... დ დავანებენ რაცა მისი შესავალი იყო... ამა წესითა ...
ვთ... სადამდის ცოცხალ იყოს პატრონი ქეთევანი მანამდის მას ჰქონდეს... ასრე რ-მე ...
როცა წინამძღუარსა იქ მდგომსა ჰქ-ნებ-დეს დ ეჭამოს ის ჩუენმან დმან ... იÃმაროს და
ჭამოს~. `ასე რ-მე რგ-რადაც ძველთაგან ჩვენთა მამაპაპათაგან ბატონის ლევანის და
ბატონის ალექსანდრესგან შეწირული... სოფელი აკურა.
ქ: ეს გუჯარი აკურისა არის შვილი: დ წინა დ უკან საგარეჯოსი~.[97]
ცნობილია ასევე 1520-32 წლებში დაწერილი გარეჯის უდაბნოსა და სხვა
მონასტრების და მამულების შეწირულების წიგნი მიცემული ლევან მეფის მცხეთის
66
საყდრისათვის, რომელსაც აქვს მეფის ხელისმოწერა. ლეონ მეფემ შეუთვალა
მთავარეპისკოპოსს მალაქიას მარკოზისა და ყარაასლანის პირით, რომ ჩამოართვა თავის
შვილს უკანონოდ დაჭერილი მცხეთის მამულები, გარეჯის უდაბნონი სვეტიცხოველს
უბოძა. ამავე დროს წაუყენა პირობა კათალიკოსს, რომ გარეჯის უდაბნოსათვის არ
მოეკლო იმაზე მეტი, ვიდრე დადგენილი იყო, აგრეთვე დაებრუნებინათ გარეჯისათვის
იქედან წამოსვენებული ხატები და წმინდათა ნაწილები. გარეჯის მამულებზე მეფემ
დაიტოვა მხოლოდ ლაშქარ-ნადირობის ბეგარა, მალის გადასახადისა და `შიგ
ჩადგომის~ უფლება. მცხეთის საყდარს ჰპირდება სხვა სააღაპე მამულებს იმ პირობით,
რომ მცხეთას მოეკლო: ჯვრის, მეტეხის, სარფის, ვირშის მონასტრები თავ-თავისი
შესავლით, ქადაგის მონასტერი მისი სახელოთი და შესავლით. პირობა დადო აგრეთვე,
რომ მოიკლებდა თავის პაპის სამწირველოს. ქადაგის დანიშვნის უფლება მეფემ
თავისთვის დაიტოვა. სოფ. ახალშენი ისევ მცხეთას უნდა დარჩენოდა. ბოლოს კი
ლევანი თხოულობს რათა [კახეთიდან] გამოგზავნილი აბრეშუმი, პური და ღვინო
შეინახონ [მცხეთაში] რადგან ესენი კალატოზებისათვის დასჭირდებოდა `სოფელი
ახალშენი შემოწირული არის ... აბრეშუმი რაც გამოუგზავნეთ უკლებლად შეინახონ
კალატოზთათვის მინდების~[98]. . . ` ქ.ნებითა ღ~თისათა ჩუენ ღ~თივ
გÂირგÂინოსანმან მეფემან პატრონმან ლეონ და ძეთა და ძისწულთა ჩუენთა პატრონმან
იესე პატრონმან თეიმურაზ, პატრონმან ალექსანდრე და ელიმირზა ესე და ამიერითგან
უკუნისამდისი ჟამთა გასათავებული მტკიცე წიგნი და სიგელი გკადრეთ და
მოგახსენეთ თქუენ წმიდას დავითს გარეჯისასა მას ჟამსა ოდეს ჩუენთ პაპის პაპათაგან
ძუელნი სიგელნი გქონდათ და ჟამთა ვითარებისათა მოეშალა ბედიყარით ორი კუამლი
კაც მოვიდეს თქუენნი დიდად ნამსახური წინამძღუარი გრწყილასძე ნათანელ და
დეკანოზი გაბრიელ და სიგელი გაახლებისა გამოვატანე ვისმინეთ აჯა და მოვაÃსენებ
მათი და შევსწირეთ და მოვახსენეთ ბედიურით სამი კუამლი კაცი მისითა
სამართლიანითა ყოვლითურთ უნაკლულოდ სულია რამინა ორი ყმა მათნი შÂილნი
და მომავალნი სახლისა მათისანი ასრე რომე რარიგადაც ბედიყარას სახასოს კაცს
საბატონო გამოსაღები შეგეწერებოდეს და ეთხოვებოდეს იმრიგად მათი წინამძღუარი
და დეკანოზი აიღებდეს და წმიდას დავითს მიართმუემდეს ჩუენთÂს სადღეგრძელოდ
და მეფო ბისა ჩუენისა წარსამართებელად სხუა ჩუენგან არა ეთხოვებოდეს არა ბეგარა
არა ულაყი არა პური და ღუინო არა სამოურაო და სანაცვლო ერთი საურისა
ლაშქრობისა და ნადირობისაგან~...
ხვეულად ხელს აწერს ლეონ და აზის სპარსული
ბეჭედი, რომელიც დათარიღებულია 1566 წლით~.[99]
ლევანის გარდაცვალების შემდეგ, კერძოდ არჩილ მეფის დროს გაცემულ
სიგელში აღნიშნულია, რომ ყველაფერი ეს იყო ისე, როგორც ეს იყო ლევან მეფის
დროსო, ე.ი. როგორც მან დაუმტკიცა სვეტიცხოველსო. ეს არის არჩილ მეფის მიერ
სვეტიცხოვლისადმი ბოძებული შეწირულების განახლების წიგნი. არჩილს დაუდგენია
სვეტიცხოვლისათვის კუთვნილი მამულების საზღვრები, რომლებიც `ხელმწიფეთაგან
ბატონის ლევანისა და ალექსანდრესაგან არის გარიგებული... არჩილ მეფემ მისი
გარიგებული... სვეტიცხოველს შეწირულ არ მოშალა-ო.[100]
ასევე ცნობილია იესე ლევანის ძის მიერ ოთხთავის შეწირვა ვარძიის
ღვთისმშობლისადმი. ეს წარწერა სახარებაზეა, რომელიც თარიღდება 1561 წლის ახლო
ხანებით: ` 1561წ. ახლომახლო წლების წარწერა სახარებაზედ:... ჩვენ... მეფეთ-მეფის
ლეონ ძემან პატრონმან იესე ვიყიდე ოთხ-თავი ესე თათართაგან, ოდეს ყეენმან (შაჰ-
თამაზ) ჯავახეთი ააოხრა (იხ. 1554 წ. ქვეშ) და ვარძიის საყდარი დალეწა, მას ჟამსა
დავიხსენით და შევსწირეთ ვარძიის ღვთისმშობელსა საოხად და სამლოცველოდ... ღ~ო
67
და ვარძიის ღვთისმშობელო, პატრონნი იესე დღეგრძელობით და გამარჯვებით ამყოფე
უკუნისამდე ამინ~.[30, 402]
აგრეთვე ცნობილია პირობის წიგნი ლეონ მეფის მიერ ზაქარია
ნინოწმინდელისათვის `ქ.ჩუენ პატრონმან მეფემან ლეონ ესე წიგნი ამისად ნიშნად
მოგახსენეთ თქუენ პატრონისა ნინოწმინდელისა ზაქარიას ასრე და ამა პირსა ზედა
რომე რაც თქუენსა ჟამმი დასახლებული კაც იყოს ნინოწმინდის საყდრისათÂს იქით
ასაყრელად არამედ არას ხორციელი კაცსა არა დავანებოთ და არცა აგიყაროთ ესე
სამუდამო ნიშანი მოგვÃსენებია~.
ხვეულად ლეონ.[101]
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ლევან კახთა მეფე ცნობილი იყო აგრეთვე
დასავლეთ ევროპაში, კერძოდ იგი ცნობილი იყო რომის პაპისთვის, როგორც ლეონ
ძანგამელი. ცნობილია რომის პაპის პავლე III-ის წერილი გაგზავნილი ლუარსაბ
საქართველოს მეფესთან და მეორე მეფეებთან: `პავლე III ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელ
შვილს ლუარსაბს ქართველთ ქალაქებისა და სამეფოს ბრწყინვალე მეფეს. მშვიდობა და
მოციქულებრივი კურთხევა. ბევრი სარწმუნო მოხსენებიდგან შევიტყვეთ, რომ თუმცა
ძრიელ შორსა ხართ, მაგრამ რომის ეკლესიას სიყვარულით პატივს სცემთ და
გულმხურვალედ აღიარებთ მას ყველა ეკლესიების თავად. ეგრეთვე ქრისტეს ნაცვლად
და მოციქულთა მთავრის წმინდა პეტრეს მოსაყდრედ გვცნობთ თუ ჩვენდა თუ რომის
ეკლესიის სხვა ჩვენ წინამოსაყდრე მწყემსებს. მსგავსადვე თქვენისა ესევე სწამთ
ქრისტეს მიერ საყვარელთ შვილთ თქვენ მეზობლებს პატრიარქ ქოქათისას (ბაგრატ
ქუთაისის მეფე), ლეონ ძაგამისას (ავ. გიორგის ძე ლევან კახთა მეფე) და გორგორა
ხელციხელს (ყვარყვარე ახალციხელი) ქართველთა ქალაქთა და სამეფოთ ბრწყინვალე
მეფეთა~... და ა.შ. ეს წერილი დათარიღებულია `1547 წლის ივნისის 17,
მღვდელმთავრობის მეთერთმეტე წელსა~.[102, 71-73]
და ასევე მეორე წერილი: `პაპი პავლე მესამე. პატივცემულ ძმას სტეფანეს
ნახჩევანის არქიეპისკოპოსს, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა... აწ, ვითარცა,
თუ თქვენი და ლუარსაბ, ბაგრატ ქუთათელი, ლეონ ძანგამელი და ყვარყვარე
ახალციხელი, ქართველთა სამთავროთა ბრწყინვალე მეფენი... რომით, 1546 წ. ივნისის
30, მღვდელმთავრობის მეთორმეტე წელსა~.[102, 74-75]
რადგან საქართველო ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულებად იყო დაშლილი და
თითოეულს საკუთარი მმართველობა ჰყავდა, ყველა მეფე მთავარი თავის
დიპლომატიურ საქმიანობასაც დამოუკიდებლად წარმართავდა. მართალია, ზოგჯერ
საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პოლიტიკური ალიანსები
იქმნებოდა, მაგრამ უმთავრესი მაინც ისაა, რომ XVI ს-ის დამდეგიდან აღარ არსებობდა
ერთიანი საქართველ;ოს დიპლომატია და ამიტომ აღნიშნული პერიოდის (ე. ი. XVI ს-ის
I ნახევრის) ქართული დიპლომატიის ისტორიის განხილვისას, უწინარეს ყოვლისა, ეს
გარემოება უნდა იქნეს გათვალისწინებული.[103, 94]
მეორე მხრივ, საქართველოს პოლიტიკურ დაშლას დაემთხვა ოსმალეთის
იმპერიის გაძლიერება და სეფიანთა ირანის სახელმწიფოს წარმოქმნა, რითაც ჩვენი
ქვეყნის გარშემო მტრული მაჰმადიანური ქვეყნების გარემოცვის რკალი შეიკრა~.[103,
94]
XV ს-ის II ნახევარში ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდგომ ოსმალეთი
უშუალოდ დაუმეზობლდა საქართველოს ტერიტორიას დასავლეთიდან, მისი გავლენა
გაძლიერდა ჩრდილო კავკასიის ხალხებშიც, ხოლო შავი ზღვა იმპერიის `შინაურ ტბად~
გადაიქცა. ამის შემდეგ ბრწყინვალე პორტას პოლიტიკის უპირველესი ამოცანა
ამიერკავკასიის ქვეყნებში გაბატონება გახდა~.[103, 95]

68
ფართო დაპყრობით გეგმებს ისახავდა მიზნად სეფიანთა ირანიც, რომელიც აყ-
ყოინლუს (თეთრბატკნიან თურქმანთა) სახელმწიფოს ნანგრევებზე აღმოცენდა. მისი
დამაარსებელი არდებილის შეიხი ისმაილი იყო.[103, 95]
ყიზილბაშები მონღოლების პოლიტიკურ მემკვიდრეობას იჩემებდნენ და
ამიერკავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დაპყრობა-დამორჩილებას
თავიაანთ მოვალეობად თვლიდნენ. ჯერ კიდევ სეფიანთა სახელმწიფოს
ჩამოყალიბებამდე ისმაილის დაპყრობით გეგმებში საქართველოც იყო ჩართული. 1500
წლის შემოდგომაზე, როცა ისმაილი შირვანშაჰის წინააღმდეგ გადამწყვეტი
შეტევისათვის ემზადებოდა, მან ზურგის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით,
სამცხე- საათაბაგოს დასალაშქრავად ხოლეფა ბეგი გამოგზავნა. ყიზილბაშთა სარდალმა
სამთავროს ტერიტორია ააოხრა. კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა (1476-1511)
მდგომარეობის განმუხტვა დიპლომატიური გზით სცადა და ისმაილს მდიდრული
ძღვენით თავისი ვაჟი დიმიტრი აახლა. ისმაილმა პატივით მიიღო კახეთის
უფლისწული და დიდად შეწყალებული უკან გამოისტუმრა~.[103, 95]
შირვანშაჰის დამარცხების შემდეგ, ისმაილის უმთავრეს ამოცანად აყ-ყოინლუს
სახელმწიფოს მბრძანებლების ალვენდისა და მურადის განადგურება და მათი
სამფლობელოების შემოერთება იქცა. ისმაილი ხედავდა, რომ მისი ძალები საკმარისი არ
იყო. ამიტომ ქართლის, კახეთისა და სამცხე-საათაბაგოს მესვეურებს ელჩები გაუგზავნა
და დახმარება სთხოვა, თან ჰპირდებოდა, რომ მათი შემწეობით მტრებს დაამარცხებდა,
გაათავისუფლებდა იმ ხარკისაგან, რომელსაც ისინი აყ-ყოინლუს სახელმწიფოს
უხდიდნენ. ქართველების დახმარებით ისმაილმა დაამარცხა ალვენდიცა (1501 წ.) და
მურადიც (1503 წ.) და ერთპიროვნული მმართველიც გახდა ამრიგად, შეიძლება ითქვას,
რომ საქართველოს სამეფო-სამთავროებმა უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს
სეფიანთა სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში~.[103, 96]
ჩვენც ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შევეხებით თუ როგორ შესძლო
კახეთის სამეფომ თავისი საგარეო ურთიერთობების მოგვარება რუსეთთან,
დაღესტანთან, ირანთან.

$4. ლევან კახთა მეფის დამოკიდებულება


რუსეთის სახელმწიფოსთან

როდესაც საუბარია საქართველოს ურთიერთობაზა რომელიმე მეზობელ


სახელმწიფოსთან და ისიც XVI საუკუნეში, ერთ-ერთი მთავარი საკითხია რუსეთ-
საქართველოს ურთიერთობა აღნიშნულ საუკუნეში, კერძოდ, კახეთ-რუსეთის
ურთიერთობა ლევან კახთა მეფის დროს 1520-1574 წწ. სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ
კახეთ-რუსეთის ურთიერთობაზე, მანამდე განვიხილოთ, თუ როგორი სიტუაცია იყო ამ
ურთიერთობის წინ საქართველოსა და მის გარშემო მყოფ ქვეყნებში, და რაც მთავარია,
გავარკვიოთ რუსეთ- საქართველოს ურთიერთობის ეტაპები.
ნ.ნაკაშიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას 4 პერიოდად ჰყოფს.[104] I
პერიოდია_ქართველი და რუსი ხალხების ურთიერთობის ჩასახვა X-XIII სს; II
პერიოდია-საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობის დაწყება; მტრული
გარემოცვის გარღვევისა და კავშირის დამყარების პირველი ცდა_XV-XVII სს-ის I
ათეული; III პერიოდია----საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობია
განვითარება. კავშირის დამყარების მეორე ცდა XVII-XVIII სს.-ის პირველი მესამედი, IV
პერიოდი----საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XIX სს.-ში საქართველოს
შეერთება რუსეთთან.

69
XV ს. ბოლოსა და XVI ს-ის დამდეგისათვის საქართველო როგორც ვიცით დაიყო
სამეფო-სამთავროებად. მეფის ხელისუფლების შესუსტება და დიდგვარიან ფეოდალთა
გაძლიერება, რასაც ერთიანი საქართველოს დაშლა მოჰყვა. `ბუნებრივად მოხდა იმ
ხანგრძლივი ომიანობის, ნგრევის, გაჭირვებისა და აშლილობის პირობებში, რომელიც
საქართველომ გამოიარა~. შინაური დაქსაქსულობა ახალ საგარეო-პოლიტიკურ
ამოცანებს აყენებდა ქართველი პოლიტიკოსების წინაშე.
. . . ქართველი ხალხის თავდაცვის უნარს ასუსტებდა ირანი და ოსმალეთი,
რომლებიც სულ უფრო და უფრო აძლიერებდნენ ზეგავლენას აღმოსავლეთ
ამიერკავკასიისა და ჩრდილო კავკასიის ქვეყნებზე.
XV ს-ში თურქებმა საქართველოს საბოლოოდ მოგლიჯეს მეზობელი სომხეთი.
XVI ს-ის I ნახევარში შარვანი და შაქი ირანის ყიზილბაშთა სახელმწიფოს უბრალო
პროვინციებად იქცნენ.
XVI ს-ში საშიში სახე მიიღო `დაღისტნელი ფეოდალების გამუდმებულმა
თავდასხმამ მეზობელ ქვეყნებზე, რასაც საქართველოში ლეკიანობას უწოდებდნენ.
საქართველოსა და მისი ჩრდილო მეზობლებს მანამდე არსებული მეგობრული
ურთიერთობა თანდათან მტრული დამოკიდებულებით შეიცვალა. ოსმალეთმა ყირიმის
სახანო დაიმორჩილა და ამით ამიერკავკასიის ქვეყნებსაც დაადო ხელი, ყირიმის ხანმა
კი საქართველოს შემოუტია ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან.
ასე რომ, შინაური აშლილობა და გარეშე მტრების მძლავრობა ქართველ
პოლიტიკოსებს აიძულებდათ ისევ უცხოელი მოკავშირეები ეძებნათ. ამასთან,
ოსმალური გარემოცვის წინაარმდეგ ბრძოლაში, ქართველთა ორიენტაცია დასავლეთ
ევროპის სახელმწიფოებზე უიმედო საქმე იყო.
ასეთ ვითარებაში რეალურად დადგა საქართველოს რუსეთთან დაახლოების
საკითხი მძლავრი, აღმავალი ქრისტიანული სახელმწიფოს მფარველობის მოპოვების
მიზნით, რა გზასაც დაადგნენ კიდეც ქართველი პოლიტიკოსები.
აქვე უნდა დავძინოთ ისიც რომ XV-XVI სს.-ში რუსეთის სახელმწიფოს საგარეო
პოლიტიკა მჭიდროდ უკავშირდებოდა საშინაო პოლიტიკას.
XVI ს-ის 50-იან წლებში რუსეთის მზარდი ცენტრალიზებული სახელმწიფოს
საგარეო პოლიტიკის წინაშე განსაკუთრებით მწვავედ დადგა ზღვებზე გასვლის
საკითხი. ამ პრობლემის გადაწყვეტასთან იყო დაკავშირებული 1552 წელს ყაზანის,
ხოლო 1556 წელს ასტრახანის სახანოების შემოერთება.
კასპიის ზღვაზე გასვლას რუსეთისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა,
ვინაიდან ამიერიდან რუსეთს შეეძლო გაეფართოებინა თავისი ვაჭრობა აღმოსავლეთის
ქვეყნებთან. გარდა ამისა, ირანისა და შირვანის აბრეშუმი ევროპაში ახლა ვოლგის გზით
გადიოდა და დიდ შემოსავალს აძლევდა რუსეთს. 1558 წელს ასტრახანი
საგულდაგულოდ იქნა გამაგრებული, მაგრამ ცხადი იყო, რომ ეს ერთი ქალაქი ვერ
უზრუნველყოფდა რუსეთის სამხრეთი საზღვრების უშიშროებას. რუსეთმა მიზნად
დაისახა მკვიდრად მოეკიდებინა ფეხი კასპიის ზღვის სანაპიროებზე და ჩრდილოეთ
კავკასიაში.
რუსეთის საზღვრების სამხრეთით გადმონაცვლებამ კავკასიის ხალხებში
ოსმალთა და ყიზილბაშთა მოძალებისაგან ხსნის იმედი აღძრა. XVI ს-ის 50-იანი წლების
დასასრულიდან რუსეთსა და კავკასიას შორის გაცხოველებლი პოლი-ტიკური
ურთიერთობა მყარდება.
რუსეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ასეთი გააქტიურება შეუმჩნე-ველი
არ დარჩენილა ოსმალეთისა და ირანისათვის. კასპიის ზღვაზე რუსეთის გასვლით
ოსმალეთის იმპერიამ უდიდესი ეკონომიური და პოლიტიკური ზარალი ნახა: ჯერ
70
ერთი, რუსეთის ხელში ასტრახანის გადასვლით ოსმალეთს ხელიდან გამოეცალა ახლო-
აღმოსავლური აბრეშუმი. მეორე, მას ჩაეკეტა შუა აზიის სახანოებში მიმავალი გზა,
რომელიც ასტრახანზე გადიოდა, სამხრეთის საზღვრე-ბის დაცვის მიზნით რუსეთი
სულ უფრო და უფრო მიიწევდა კავკასიისაკენ და საფრთხეს უქმნიდა ოსმალეთის მიერ
იქ მოპოვებულ პოზიციებს. ოსმალეთის მმართველი წრეებისათვის ცნობილი იყო, რომ
ჩრდილო კავკასიის მთავრების ერთი ნაწილი თავისი სურვილით უკავშირდებოდა
რუსეთის სახელმწიფოს, ხოლო მეორე ნაწილი იძულებული იყო გაეთვალისწინებინა
ჩრდილოეთიდან მოახლოე-ბული ქვეყნის ძლიერება და გამოერკვია თავისი
დამოკიდებულება მის მიმართ. ოსმალეთი განსაკუთრებით შეწუხებული იყო რუსეთსა
და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ურთიერთობითა და რუსეთის მიერ ამ
ტერიტორიაზე ციხე-სიმაგრეების აგებით. ოსმალეთი, რომელსაც უკვე უჭირდა ბაქო-
დარუბანდ-შემახიისაკენ თავისი ჯარების გაგზავნა და ირანისათვის ზურგიდან მოვლა,
გრძნობდა, რომ რუსეთი მალე მას ირანზე ნაკლებ მეტოქეობას არ გაუწევდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფოს წინაშე ჩრდილოეთ კავკასიასთან
დაახლოებისა და კასპიის ზღვაზე განმტკიცების პრობლემა წამოიჭრა, იგი უფრო მეტად
დაინტერესდა კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური საერთაშორისო სიტუაციით. თუ
მანამდე რუსეთი ოსმალეთისა და ირანის ბრძოლების უბრალო მეთვალყურეს
წარმოადგენდა, XVI ს-ის II ნახევრიდან ამ ბრძოლებმა და განსაკუთრებით მათმა
შედეგებმა, გარკვეული მნიშვნელობა მიიღეს მისთვის. იგი ცდილობდა, სადაც კი ამის
საშუალება მიეცემოდა, შეეკრიბა ცნობები ოსმალეთისა და ირანის ურთიერთობათა
შესახებ. რუსეთისათვის ცნობილი იყო, რომ ეს ორი უდიდესი აზიური სახელმწიფო
ძალას და ენერგიას არ დაზოგავდა ერთმანეთის დასასუსტებლად და რომ მათი
შეჯახების მთავარ ობიექტს და ასპარეზს სწორედ კავკასია წარმოადგენდა. რუსეთი
კარგად იყო გათვითცნობიერებული საერთა-შორისო ვითარებაში და კარგადაც
გამოიყენა იგი ყაზანისა და ასტრახანის შემოერთების დროს.
XVI ს-ის 70-იან წლებში, ლივონიაში ბრძოლების გამწვავების გამო, რუსეთი
ცდილობდა არ გაეღიზიანებინა ოსმალეთი, ამიტომ იგი ზოგიერთ დათმობაზე წავიდა
(მაგ. სულთნის მოთხოვნისთანავე 1571 წელს რუსეთმა მდ. სუნჯის შესართავთან
აგებული ციხე-სიმაგრე მოშალა). მაგრამ 80-იან წლებში საერთა-შორისო
ურთიერთობაში მომხდარმა ცვლილებებმა რუსეთს შესაძლებლობა მის-ცეს
რამდენადმე შეეცვალა ოსმალეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება.
კახეთის მეფე ლევანი ამასიის ზავის შემდეგ, კვლავ `ერთგულების~ პოლიტიკას
ადგა ირანის ომის მიმართ. ლევანს მონაწილეობა არ მიუღია ქართლში ყიზილბაშების
უკანასკნელ შემოსევებში და შიშობდა შაჰს ეს მიზეზად არ ექცია და შური არ ეძია
მასზე. ვახუშტი აღნიშნავს, რომ ვინაიდან შაჰ-თამაზს არ ეახლა და ასევე სვიმონ მეფეს
მისცა თავისი ასული, შამხლის ქალისაგან ნაშობი და სხვა მიზეზები არ წაეყენებინა
ლევანისათვის, `წარავლინა ძე თÂსი იესე წინაშე ყეენისა ძღუნითა და ტყÂთა ქალ-
ყრმითა და აუწყა თÂსი არა რისა შეცოდება ქ-სა ჩ-ფნÀ, ქარ. ს-მვ.[29, 575] ე. ი. 1558 წელს
მომხდარა ეს ამბავი. როგორც ჩანს შაჰმა კახეთის უფლისწული უკან არ გამოუშვა და
მძევლად დაიტოვა. ლევანის ორჭოფული პოლიტიკით უკმაყოფილო შაჰი შეეცადა მის
გადაყენებას და კახეთის ტახტზე იესეს აყვანას. 1559/60 წწ. იესე გამაჰმადიანდა ისა-
ხანის სახელით და შაჰის კარზე დიდი წყალობა მიიღო. მალე იესემ უარყო
მაჰმადიანობა და გაქცევა დააპირა, მაგრამ შეიპყრეს და 1562 წლის 23 დეკემბერს
ალამუთის ციხეში ჩასვეს.[105, 120]
ასეთ რთულ სიტუაციაში კახეთის სამეფო ხელისუფლება შეეცადა თავის
სასარგებლოდ გამოეყენებინა XVI ს-ის II ნახევარში კავკასიასა და მახლობელ
71
აღმოსავლეთის საერთაშორისო მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებები. ამ
დროისათვის მდგომარეობა საფუძვლიანად შეიცვალა. ამასიის ზავი დაემთხვა
რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს გამოსვლას მახლობელი აღმო-სავლეთის
ასპარეზზე.
რუსეთის გამოჩენამ კავკასიის ასპარეზზე იმედები გაუღვიძა თურქეთის
აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ კავკასიელებს. 1557 წელს ყაბარდო რუსეთს შეუერთდა.
ამ აქტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კავკასიის სხვა ხალხების რუსეთთან
დაკავშირების საქმეში.
ქვეყნის ეკონომიკურმა მდგომარეობამ და შამხლის აგრესიულმა პოლიტიკამ
კახეთის მეფეები აიძულა დაახლოებოდნენ რუსეთს, რომელიც ამ დროისათვის
ვოლგისა და ასტრახანის სავაჭრო მაგისტრალის შეძენით კიდევ უფრო მძლავრი
სახელმწიფო გახდა.
1552-53 წწ. ქართლ-კახეთიდან მოსკოვში გაემგზავრნენ ელჩები, რომელთაც რუსეთის
მთავრობა გულთბილად შეხვდა. საერთოდ, იგი ამ დროს ყურადღებით ადევნებდა
თვალს კავკასიაში შექმნილ ვითარებას. საქართველოსთან ურთი-ერთობას ივანე IV-ე
დადებითად აფასებდა, ვინაიდან მასში ხედავდა თურქეთ-სპარსეთის პოლიტიკის
წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს. ამიერიდან, კავკასიის ამ მხარის ძალები რუსეთის
მოკავშირეები და მისი პოლიტიკის დამცველები ხდებოდნენ.
1564 წელს ივანე IV კახეთის მეფე ლევანი თავისი მფარველობის ქვეშ მიიღო და
მისცა ჯარი ციხე-სიმაგრეებში ჩასაყენებლად. ამაზე ოდნავ ქვემოთ გავაგძელებთ
საუბარს. მანამდე უნდა შევეხოთ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის როლს ამ
პერიოდისათვის, ე.ი. XVI ს-ში. ამ ფაქტს, ე.ი. რუსეთის გამოჩენას კავკასიაში, თუშებისა
და ჩეჩნების ყოფაში გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთ-
საქართველოს დამაკავშირებელი გზები მათ ტერიტორიაზე გადიოდა.
თუშეთსა და ჩეჩენ-ინგუშეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა
საქართველოსთვის ფრიად ხელსაყრელი იყო. ეს ორი კუთხე აქტიურად მონაწილეობდა
საქართველოსა და რუსეთს შორის ზოგიერთი საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში.
თუშები, ჩეჩნები და ინგუშები იმ დროს ერთმორწმუნენი იყვნენ-აღიარებდნენ
ქრისტიანულ სარწმუნოებას, თუმცა ჩეჩნეთ-ინგუშეთში იგი გარკვეული ზომით
ნომინალური იყო. სწორედ ეს სარწმუნოებრივი ერთობა ასრულებდა ამ ხალხების
სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ერთ-ერთი ბერკეტის როლს.
თუშეთისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის გავლით ქართლ-კახეთის მმართველები
ახორციელებდნენ მრავალ ღონისძიებას, რასაც ადასტურებენ მატერიალური
კულტურის ძეგლები და სხვა მონაცემები[106, 25] ქართული დამწერლობაც XI-XVI სს.
ვრცელდება ჩეჩნეთ-ინგუშეთში.
ი.ცინცაძე აღნიშნავს, რომ XVI ს-ში მოსკოვ-კახეთის
ურთიერთობის შესახებ ერთი ცნობა მოიპოვება `ქართლის ცხოვრების~ ე.წ. მეორე
გაგრძელებაში.[19, 269]
მასვე მოაქვს ცნობა მოსკოვთან ურთიერთობის შესახებ, რომელიც “ქართლის
ცხოვრების” მეორე გაგრძელებაშია დაცული, ცნობა შეეხება კახეთის მეფის ლევან `ავ-
გიორგის ძის~ დროს. ამ თხზულებაში ჯერ მოთხრობილია ქართლის მეფის დავითის
და კახთ მეფის `ავ-გიორგის~ ურთიერთობა კახეთის დაუფლებისათვის, შემდეგ ბაგრატ
მუხრან-ბატონის მიერ `ავ-გიორგის~ მოულოდნელი შეპყრობა და მისი სიკვდილი.
კახეთს თითქოს დავით მეფე დაეუფლა, მაგრამ შემდეგ ძეგლი გვაუწყებს, რომ `ავ-
გიორგის~ დარჩა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ლევანი.

72
ი.ცინცაძე განიხილავს ქართლის ცხოვრების მარიამ დედოფლისეულ ვარიანტს,
სადაც ნათქვამია ლევანის ყოფნა მისი მცირეწლოვნობის დროს გარსევან
ჩოლოყაშვილთან და ბოლოს ლევანის მოსვლა რუსის ჯარით კახეთს და კახეთის
დაპყრობა.
ი.ცინცაძე ასევე განიხილავს ვახუშტი ბატონიშვილისა და ვახტანგისეული
კომისიის `ქართლის ცხოვრებასაც~ და აღნიშნავს: `ამ თხზულებაში დაცული ამავე
ამბავის ვარიანტების ურთიერთშედარება აუცილებელი ხდება საკითხის
დასაყენებლად და იმის გადასაწყვეტად, თუ რამდენად სანდო უნდა იყოს ქართლის
ცხოვრების მეორე გაგრძელების ზემოთ მოყვანილი ცნობა მცირე-წლოვანი ლევანის
მოსკოვში გადაგზავნისა, იქიდან რუსის ჯარით კახეთში მისი დაბრუნებისა და ტახტის
დაპყრობის შესახებ~-ო.[19, 270-271]
მცირეწლოვანი ლევანის იმხანად მოსკოვის მთავართან წასვლა და იქიდან `სპით
დაბრუნება სხვა გარემოებითაც არ არის დასაჯერებელი-ამას ასკვნის
ი. ცინცაძე სხვადასხვა წყაროების განხილვის შემდეგ და იქვე აგრძელებს, რომ არ არის
დასაჯერებელი იმიტომ რომ `ავ-გიორგის სიკვდილი, ლევანის ძიება და შემდეგ
კახეთში ლევანის გამეფება, როგორც ცნობილია, XVI ს-ის I მეოთხედში (1513-1525
წწ.)ხდება.
თუ ამ ხნის მოსკოვის სამთავროს მდგომარეობას გავითვალისწინებთ,
დავინახავთ რომ `ქართლის ცხოვრების~ მეორე გაგრძელებაში მოთხრობილი ამბავი,
მოსკოვის მთავრის მიერ ლევანისათვის ჯარით დახმარების აღმოჩენის შესახებ,
მეტისმეტად საეჭვო ცნობაა.
საბოლოოდ ი. ცინცაძე განიხილავს რა ვრცლად ამ საკითხს, დაასკვნის რომ
`საქართველოში მოსკოვთან გარკვეული ურთიერთობის დასამყარებლად ელჩის
გაგზავნა მარტივად არ გადაუწყვეტიათ. მოსკოვიდან დახმარების ფიქრი აქ მანამ არ
შეიძლებოდა დაეწყოთ, სანამ აქ რეალურად არ წარმოუდგებოდათ ეს საქმე.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ `ქართლის ცხოვრების~ მეორე გაგრძელებაში დაცული
ცნობა, რომლის მიხედვითაც XVI ს-ის I მეოთხედში ადგილი ჰქონდა მოსკოვ- კახეთის
ისეთ დაახლოებას, რომ მცირეწლოვან ლევანს ტახტის დასაპყრობად ვასილ III-ემ
ლაშქარი მიაშველა, სანდო არ არის, ასეთ ფაქტს მაშინ არ შეიძლებოდა ადგილი
ჰქონოდა~[107, 287]_ აღნიშნავს ი. ცინცაძე.
ამის შემდეგ ჩვენ აქ თავისუფლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მთლიანად ის
დასკვნა, რომელიც ი. ცინცაძემ გააკეთა: `ქართლის ცხოვრების მეორე გაგრძელების
ცნობა XVI ს-ის მოსკოვ-კახეთის ურთიერთობის შესახებ მართე-ბულად არ ასახავს
სინამდვილეს, ფაქტები წარმოდგენილია დამახინჯებულად. ამ მხრივ მკვლევარი
ბაგრატიონის ცნობას უნდა დაეყრდნოს~.[107, 332]
XVI ს-დან საგანგებო პოლიტიკური ვითარების გამო, განსაკუთრებით
გაცხოველდა ურთიერთობა კახეთის სამეფოსა და ყაბარდოს შორის, მიუხედავად იმისა,
რომ გეოგრაფიულად ეს ორი მხარე ერთმანეთისაგან ძლიერ დაშორებული იყო და
ურთიერთდამაკავშირებელი გზები ძალზედ რთულ რელიეფზე გადიოდა. კახეთის
ქრისტიანული სამეფო ძალასა და ენერგიას არ ზოგავდა, რომ რუსული ორიენტაციის
მქონე ყაბარდოს მეშვეობით კავშირი გაება და განემტკიცებინა ერთმორწმუნე
რუსეთთან.
1557 წელს ასტრახანზე გავლით მოსკოვში ჩავიდა ყაბარდოს დიდი მთავრის
თემურყვას ელჩი, რომელსაც ივანე IV-დმი ლევან კახთა მეფის დავალებაც ჰქონდა
მოსახსენებელი თურქეთ-ყირიმხანის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისა და რუსეთის
ხელთდებულად მიღების თაობაზე. 1557 წელს ადიღე-ჩერქეზეთის მსგავსად ყაბარდოც
73
ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთს. ამიერიდან რუსეთსა და ადიღე-ჩერქეზეთ-
საქართველოს შორის ურთიერთობათა ახალი ეტაპი იწყება, რამაც ამ უკანასკნელთ
თურქეთ-ყირიმხანისა და ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში არამცთუ მცირე შეღავათი
მისცა.[108, 121]
1557 წელს მოსკოვში ჩასული ყაბარდოელი ელჩები რუსეთის მთავრობას
მოახსენებდნენ, რომ მათთან ერთად `ერთი ფიცითა და პირობით არიან შეკრულნი
ივერიის მთავარი და ივერიის მთელი ქვეყანა~ და მათთან ერთად ქართველებიც
ითხოვენო რუსეთის მფარველობას და დახმარებას მათი მტრების წინააღმდეგ~.[105,
121]
«И с карбатинскими черкасы в одной правде и заговоре Иверской князь и вся земля Иверская
и государю с нами же бьют чело, чтоб государь, царь и великий князь их потому же
пожаловал, как и тех всех.»[109, 50].
მემატიანის მიერ მითითებული ივერიის მთავარი კახეთის მეფე ლევანი უნდა
იყოს, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ მას უკვე თავისი ელჩი იაკობი გაუგზავნია
მოსკოვში, რომლის უკან გამობრუნებაზე (1564 წლის ნოემბერში) მითითებულია
რუსულ მატიანეში~.[109, 54]
კახეთის მეფის მიერ ამ ელჩობის გაგზავნას წინ მეტად მნიშვნელოვანი ამბები
უძღოდა. 1560 წლიდან ივანე IV-ე აქტიურად ჩაება კავკასიის ამბებში. ჩერქეზთა
მთავრის თემურყვას თხოვნით, მან თავისი ვოევოდა ო. ჩერემისინოვი გააგზავნა
შამხალის წინააღმდეგ. რუსმა ჯარმა დაღესტნელ მთიელთა მბრძანებელი დაამარცხა,
აიღო მისი მთავარი ციხე-ქალაქი თარღუ და გადაწვა, თვითონ შამხალი კი აიძულა
მთებს შეხიზნოდა. 1561 წელს ივანე IV-ემ ცოლად შეირთო თემურყვას ქალიშვილი
მარიამი და ამით კიდევ უფრო განმტკიცდა კავშირი მათ შორის. შემდეგ წელს ყაზანსა
და ასტრახანიდან რუსთა ახალი ჯარი (500 მეთოფე და 500 კაზაკი) გამოემართა გრ.
პლეშჩეევის მეთაურობით მეფე ივანე IV-ის სიმამრის დასახმარებლად გრ. პლეშჩევმა
დალაშქრა თემურყვას მოწინააღმდეგე მთავრები. ამ ლაშქრობის დროს რუსთა ჯარი
საქართველოს მთებშიც შემოსულა. შეიძლება ეს ლევან მეფის თხოვნითაც გაკეთდა.
საქართვე-ლოს ფარგლებში გამოჩენილი სამხედრო რაზმი, რომელიც ალბათ, ნაწილი
იყო პლეშჩეევის ჯარისა, რამდენიმე ხანს გამოუყენებია მათი საერთო მტრის
წინაარმდეგ. ეს რაზმი მას შამხილის თავდასხმებისაგან თავდასაცავად სანაპირო
ციხეებში ჩაუყენებია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი სამხედრო ძალით
დაეხმარა ქართველებს, მაგრამ დახმარება ჯერ კიდევ არ იყო ისეთი რაოდენობისა და
მნიშვნელობისა, რომ შეძლებოდა გამოესწორებინა კახეთის საგარეო პოლიტიკური
მდგომარეობა. პირიქით, როგორც ვახუშტი აღნიშნავს, ამ ფაქტმა ირანის შაჰის
აღშფოთება გამოიწვია და ისეთმა ფრთხილმა პოლიტიკოსმა, როგორც ლევან მეფე იყო,
აღარ დააყოვნა უკან გაეგზავნა რუსთა რაზმი. ალბათ ამ ამბებთან დაკავშირებით
აწარმოებდა მოლაპარაკებას მოსკოვის კარზე ლევან მეფის ელჩი იაკობი, რომლის
გამგზავრებაც აღნიშნულია რუსულ მატიანეში.[109, 52]
ყაბარდოელები ივანე IV-ს მფარველობა-ხელთდებულებას სთხოვდნენ. ამასთან
ერთად, ელჩებმა მეფეს მოახსენეს, რომ ყაბარდოელებთან ერთი ფიცითა და პირობით
შეკრულნი არიან ივერიის მთავარი ივერიის მთელი ქვეყანა და მას თავს უკრავენ, რათა
მეფემ და დიდმა მთავარმა მათაც იგივე უწყალობოს.[110,54] ქართულ
ისტორიოგრაფიაში დღეისათვის თითქოს სადავოს არ წარმოადგენს, რომ 1557 წელს
მოხსენიებული `ივერთა მთავარი~ და `ივერთა მთელი ქვეყანა~ თავისთავად
გულისხმობს მხოლოდ კახთა მეფე ლევანს და თვით კახეთს.[110, 54]

74
1557 წელს, როგორც ვხედავთ, ყაბარდოელი ელჩები მოსკოვში იყვნენ
საქართველოს ერთგვარ წარმომადგენლებადაც. ამდენად, ამ ელჩობას უდიდესი
მნიშვნელობა აქვს საქართველო-რუსეთის, საქართველო-ყაბარდოს, საქართველო-
დაღესტნისა და ყაბარდო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიისათვის. მნიშვნელო-
ვანია, აგრძელებს თ. ბოცვაძე, რასაკვირველია ამ შემთხვევაში იმ გარემოების გარკვევა,
რომელმაც განაპირობა საქართველო-ყაბარდოს დაახლოება და ამავე დროს მათი
რუსეთთან ურთიერთობა. თვით წყაროს მიხედვით, თითქოს ყაბარდო-საქართველოს
რუსეთთან დაახლოების მთავარი საფუძველი მათდამი მხოლოდ საშმხლოს მტრობაა,
რაც თავისთავად უმნიშვნელო ფაქტორი არაა.
მართალია, ყაბარდო და კახეთი თავისთავად უფრო ძლიერ ფეოდალურ
გაერთიანებებს წარმოადგენდნენ, ვიდრე საშამხლო, მაგრამ ეს უკანასკნელი ომის
წარმოების თავისებური ორგანიზაციით თავის სასურველ შედეგს უმეტესწილად მაინც
აღწევდა. საქმე ისაა, რომ შამხალი მათ წინააღმდეგ აშკარა და დიდ ომს ერიდებოდა,
ამის სანაცვლოდ თანმიმდევრულად და გაბმულად ახორციელებდა პატარ-პატარა
თავდასხმებს, რომლის წინააღმდეგ, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, სუსტი
იყო ყაბარდოც და კახეთიც.
საშამხლოს არ გამოჰპარვია ეს 1557 წლის ელჩობა და თვითონაც იმავე წელს
გაგზავნა ელჩი რუსეთში, `მეფეს მფარველობაში მიღება და ასტრახანში ვაჭრების
თავისუფალი მიმოსვლის ნებართვა სთხოვა~.
ისმება კითხვა, თუ რატომ არ იყვნენ ქართველი ელჩები ყაბარდოელებთან
ერთად, რაზედაც თ. ბოცვაძე შემდეგს დასძენს: `ის ფაქტი, რომ 1557 წლის ელჩობის
დროს ყაბარდოელებთან ერთად არ იყვნენ ქართველებიც, შეიძლება ქართველთა
მხრიდან გარკვეული დიპლომატიური სიფრთხილით აიხსნას. ლევან კახთა მეფემ
რუსეთთან ურთიერთობისათვის, როგორც ჩანს, ნიადაგის მოსინჯვა თავისი
კავკასიელი მოკავშირის- ყაბარდოს საშუალებით სცადა, რათა მის აშკარა ელჩობას
რუსეთში არ გამოეწვია აგრესია თურქეთ-ირანისა, რომლებმაც ეს-ესაა გაიყვეს
ერთმანეთში საქართველო და არაფრით არ დაუშვებდნენ კიდევ სხვა გარეშე ძალის
ჩარევას~.[110, 59; 70, 154-156]
ლევან კახთა მეფის ნაბიჯი გარკვეული მომენტით იყო განპირობებული და
ამასთან ერთად ჰქონდა თავისი პოლიტიკური მიზანდასახულობაც. თუ რა პასუხი
ჩამოუტანეს 1557 წელს ყაბარდოელებმა ქართველებს, ეს წყაროებში არ ჩანს, მაგრამ
თვით ყაბარდოელები რომ ამ ელჩობის შედეგად რუსეთისადმი ერთგვარ ვასალურ-
ქვეშევრდომულ დამოკიდებულებაში აღმოჩნდნენ, ეს კი ცნობილი ფაქტია.[70, 60]
ამასთან ერთად ძნელი არ უნდა იყოს რუსეთის პოზიციის გარკვევა ქართველების
მიმართ. სავარაუდებელია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთს თავი უნდა შეეკავებინა
საქართველოზე, და კერძოდ კახეთთან ურთიერთობაზე, რადგან კახეთი ირანის საყმო
ქვეყნად ითვლებოდა და მას შეიძლებოდა კონფლიქტი მოჰყოლოდა ირანთან, რაც
რუსეთის ანგარიშში არ შედიოდა, მით უფრო, რომ ადიღე-ჩერქეზეთთან და
ყაბარდოსთან დაკავშირებით მას ერთი ასეთი კონფლიქტი უკვე ელოდა თურქეთთან,
რამდენადაც თურქეთი და ყირიმის სახანო არაფრით არ სცნობდნენ ყაბარდოს
რუსეთთან შეერთებას.
ლ.ალექსიძე, ყოველივე ზემოთქმულთან დაკავშირებით, შემდეგ დასკვნას
აკეთებს: `ამრიგად, XVI ს. 60-იან წლებში კავკასიაში არსებული მდგომარეობის
შესწავლა შესაძლებლობას გვაძლევს დავასკვნათ, რომ კახეთის მეფე ლევანმა
მფარველობისათვის მიმართა რუსეთს 1561 წელს, მაგრამ ამჯერად საქმე შემოიფარგლა
ეპიზოდური ხასიათის სამხედრო დახმარებით, რომელიც არ გასცდენია ყაბარდოში
75
რუსეთის პოზიციების განმტკიცების ოპერაციას ( 1562-63 წწ.). მან დაარწმუნა ლევანი,
რომ მისი გადაწყვეტილება ნაადრევი იყო. 1564 წელს კახეთი კვლავ მიჰყვება ირანის
პოლიტიკას და თვალს ადევნებს ჩრდილოეთის ამბებს. ობიექტურად ეს ბრძნული
გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსეთს ჯერ ვერ მოეცალა კავკასიისათვის და მით
უფრო ამიერკავკასიისათვის. თუ რამდენად შორსმჭვრეტელური იყო ეს არჩევანი,
მოწმობს 1565-72 წლების ამბები, როდესაც რუსეთი ბოლოს და ბოლოს იძულებული
იყო დროებით უარი ეთქვა კავკასიაზე.
მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ 1560 წლების
რუსეთის პოლიტიკა ჩრდილო კავკასიაში ხელს უშლიდა ამ რეგიონში თურქეთის
აგრესიის გაფართოებას. ობიექტურად ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა
ამიერკავკასიის ხალხთა მომავალი ბედისათვის~.[111, 54-55]
რაკი კახეთმა რუსეთი ვერ გამოიყენა, როგორც ერთ-ერთი დამხმარე ძალა ირანის
წინაარმდეგ, მან, როგორც ჩანს, სხვა გზას მიმართა, რომელიც ძალზე სარისკო იყო. საქმე
ისაა, რომ ლევან კახთა მეფემ, უარყო რა თავისი ბატონყმური დამოკიდებულება ირანის
მმართველ შაჰ-თამაზისადმი, სამაგიეროდ, მის წინააღმდეგ გარეშე ძალის_თურქეთის
გამოყენება სცადა. მისი მიზანი ამ შემთხვევაში ამასიის ზავის დარღვევა და თურქეთ-
ირანის ახალი ომის გამოწვევა იყო, რასაც მისი აზრით, კახეთისათვის რაღაც
სარგებლობა უნდა მოეტანა. აქ საუბარია 1562 წელს თურქეთის სულთნის კარზე
სპეციალური ელჩის გაგზავნაზე. მაგრამ ამ ელჩობასაც არავითარი დადებითი შედეგი
არ მოუტანია ლევანისათვის.
ასე რომ, ლევან კახთა მეფე კვლავ სასურველი მოკავშირის ძიების წინაშე
აღმოჩნდა, რადგან შაჰ-თამაზი კახეთთან დამყარებულ ურთიერთობას –ვასალობას და
მოხარკეობას საკმარისად არ თვლიდა და მის გამუსულმანებასაც აპირებდა, მით უფრო,
რომ ლევანი შაჰს მხოლოდ გარკვეულ მომენტებში უხდიდა მასზე შეწერილ
გადასახადს_ `ბაჯო ხარაჯას~. რაკი ირანი თავისას არ იშლიდა, ხოლო თურქეთი კი
თავს იკავებდა, ლევან კახთა მეფემ, როგორც ჩანს, კვლავ მოსკოვის სამეფო კარზე სცადა
ნიადაგის მოსინჯვა, რადგან 1563 წლისათვის მოსკოვში უკვე ამჯერად მის მიერ
გაგზავნილი ელჩები ჩანან ჩასულნი, რომელნიც უკან მხოლოდ 1564 წლის ნოემბერში
გამობრუნებულან თხოვნა დაკმაყოფილებულნი~.[70, 165-170]
რუსეთისათვის 60-იან წლებში მთავარი იყო, რომ ყირიმ-დაღესტნის რკალი არ
შეკრულიყო, ხოლო, რადგან ჩრ. კავკასიაში ადგილობრივ ძალებს შორის ამის
საწინააღმდეგო ძალად ყაბარდოს გარდა სხვა არავინ ჩანდა, ბუნებრივია,
რუსეთისათვის მთავარი ახლა უკვე ყაბარდოს შენარჩუნება იყო, და რამდენადაც
შეიძლებოდა, ამ მიზნისათვის კახეთიც გამხდარიყო რუსეთის მოკავშირე.
რასაკვირველია, მან ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა, რასაც მოწმობს სწორედ
კახეთში მისი მეციხოვნეების გამოგზავნა. ასე რომ, კახეთში რუსული რაზმები
ყაბარდოსადმი დახმარებისა და ამდენადვე საშამხლოს წინააღმდეგ მოქმედების
ჭრილში უნდა იქნეს განხილული. საამისო საფუძველი კი ის იყო, რომ შამხალი
კახეთსაც აწუხებდა, ხოლო რადგან მისი რუსეთისადმი თხოვნის ერთ-ერთ პუნქტს
შამხლის წინააღმდეგ სამხედრო დახმარებაც შეადგენდა, რუსეთმა ამაში, როგორც ჩანს,
თავისი ამოცანის რამდენადმე შემსუბუქებაც დაინახა.
ამრიგად, მართალი უნდა იყოს იასე ცინცაძე_ აღნიშნავს თ. ბოცვაძე, რომელიც
თვლის, რომ რუსეთის რაზმები კახეთშიც რუსულ საქმეს ემსახურებოდა_ კერძოდ,
ყირიმ-დაღესტნის რკალის გარღვევას და არავითარ შემთხვევაში საქართველოს
თაობაზე თურქეთ-ირანთან თავისი ურთიერთობის მოგვარებას.

76
1563 წელს კახეთის მეფე ლევანმა ელჩები გაგზავნა მოსკოვში იაკობის
მეთაურობით. ამ საკითხთან დაკავშირებით ვახუშტი ამბობს: `კუალად ოდეს დაიპყრა
რუსთა მეფემან იოანე ყაზანი და ასტრახანი და თერგი და დასხნა ყაზახნი თერგს და
თარღუს მცველნი თÂსნი, ამან ლევან წარუვლინა და ითხოვა სპა მისი მცველად ციხეთა
კახეთისათა. მან მოუვლინა და დაადგინნა რუსნი.[111,30-31; 29, 573] 1567 წელს
კავკასიაში თავისი პოზიციების განმტკიცების მიზნით ივანე IV-ემ მდ. სუნჯის
თერგთან შესართავის ახლოს ციხე-სიმაგრე ააგებინა. თერგის ციხე-ქალაქმა თავისი
ბრწყინვალე სტრატეგიული მდებარეობის გამო რამდენადმე რუსეთის კონტროლს
დაუქვემდებარა თურქეთ-ყირიმის სახანოსათვის მეტად მნიშვნელოვანი ჩრდილო
კავკასიური მაგისტრალი-დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ამასთან ერთად, იგი
დიდ დამაბრკოლებელ ზღუდედაც გადაიქცა მათი აგრესიისათვის მთელს ჩრდილო
კავკასიაში.
ასე რომ, თერგ-ქალაქმა რუსეთს საშუალება მისცა საგრძნობლად მოეკიდა ფეხი
ჩრ. კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში.
ყოველივე ზემოთქმულიდან, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ისე
`კარგად~ მოხდა, როგორც ეს ლევან მეფეს სურდა. თითქოს არავინ არ იყო ამ
ურთიერთობის წინააღმდეგი. რა თქმა უნდა ეს ასე არ ყოფილა და არც შეიძლება ეს
ყველაფერი ასე მშვიდად და წყნარად ყოფილიყო, ვინაიდან საქართველოს ორი
აგრესიული მაჰმადიანური სახელმწიფო---ირანი და ოსმალეთი მშვიდად ცხოვრე-ბის
საშუალებას არ მისცემდნენ.
და მართლაც, რუსეთის მთავრობის ღონისძიებებს პროტესტით შეხვდნენ
თურქეთ-ყირიმი, რომლებიც მოითხოვდნენ არა მარტო შესართავთან აგებული ციხე-
სიმაგრეების მოსპობას, არამედ ყაზანისა და ასტრახანისასაც. მათ უმალ იგრძნეს
ყაბარდო-დაღესტნის დაკარგვის სასიშროება. ამას 1569 წელს აზოვიდან ასტრახანზე
თვით სულთან სელიმის დიდი ლაშქრობაც მოჰყვა, რომელიც საბოლოო ანგარიშით
მარცხით დამთავრდა და რომელშიც რუსეთის მხარეზე მეტად აქტიურად
მონაწილეობდა ყაბარდო.
ამ მარცხმა, როგორც ჩანს, მაინც შეასრულა თავისი როლი, რამდენადაც 70-იან
წლებში საშინაო და საგარეო გართულებებში მოყოლილმა ივანე IV-ემ თერგ-ქალაქი
ჯერ 1571 წელს, ხოლო 1578-79 წწ. ხელმეორედ აღდგენილი და აშენებული კვლავ
მოაოხრა.
თურქეთისა და ყირიმის სახანოსადმი ასეთი დათმობა რუსეთის მხრივ,
რასაკვირველია, დროებითი იყო და იგი სრულიადაც არ ნიშნავდა ხელის აღებას
ყაბარდოზე, რომელსაც მის კავკასიურ პოლიტიკაში უდიდესი სტრატეგიული
მნიშვნელობა ჰქონდა, ერთი მხრივ იმიერ და ამიერკავკასიის ხალხებთან და ირანთან
დასაკავშირებლად, ხოლო მეორე მხრივ, ვოლგა-ასტრახანის დიდი სავაჭრო და
სატრანზიტო მაგისტრალის თავდაცვის უნარიანობისათვის.
1571 წელს ყირიმის ხანმა დიდძალი ჯარით გაილაშქრა მოსკოვის წინააღმდეგ და
ქალაქის დიდი ნაწილი გადაწვა. ამ დროს მეტად მძიმე იყო რუსეთის საშინაო და
საგარეო მდგომარეობა. ქვეყნის შიგნით დიდი ბრძოლა წარმოებდა მსხვილ ბოიარებსა
და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. 1558 წლიდან ომი მიმდინარეობდა
ლივონიაში. ასეთ პირობებში რუსეთს არ შეეძლო თურქეთთან ომში ჩაბმა. გარდა ამისა,
შაჰ-თამაზიც უკმაყოფილო იყო რუსეთის რაზმის გაგზავნით კახეთში. ხოლო
გაძლიერდა რა შაჰ-თამაზი, `წარგზავნა სპანი რუსნი რუსეთადვე და გაუწყებ
გაძლიერება შაჰ-თამაზისა, რათა არ მოსწყდნენ სპანი თქუენნი ქუეყანასა ჩემსა~.[29, 573]

77
ყოველივე ამის გამო, კახეთის მეფე იძულებული გახდა დაეთხოვა რუსთა რაზმი. ეს
მოხდა 1572 წელს. ამის შემდეგ მალე რუსეთმა თერგის ციხე-სიმაგრეც დაანგრია.
ამრიგად, კახეთ-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც XVI ს-ის 50-60
წლებში განახლდა, ისევ შეწყდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავძინოთ, რომ მოსკოვ-კახეთის
ურთიერთობაც 60-70 წწ.-ში დროებით უნდა შეწყვეტილიყო, რაც თავის მხრივ, ალბათ,
ასევე დაკავშირებული უნდა იყოს თერგ-სუნჯაზე ციხეების გაუქმებასთან. თ. ბოცვაძე
ეთანხმება ვახუშტისა და ნ. ბერძენიშვილის შენიშვნას იმის თაობაზე, რომ XVI ს-ის 60-
70 წწ.-ში მოსკოვ-კახეთის ურთიერთობის შეფერხება გამოწვეული იყო ირანის შაჰ-
თამაზის პოზიციით და იქვე აგრძელებს, რომ არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა
აგრეთვე ამ პერიოდისათვის რუსეთთან შედარებით მეტად თურქეთ-ყირიმის სახანოს
გავლენის ქვეშ ჩრდილო კავკასიურ გაერთიანებათა მოქცევასაც-ო.[110, 67-68]
ასე რომ XVI ს-ის 60-70 წწ.-ში თურქეთ-ყირიმის სახანოს დროებითმა წარმატებამ
ჩრდილო კავკასიაში უარყოფითად იმოქმედა კახეთის სამეფო კარის რუსეთთან
ურთიერთობაზე.
აქვე გვინდა მოვიყვანოთ ამ საკითხთან დაკავშირებით ი. ცინცაძის დასკვნა:
`ქართულ-რუსული და ინგლისური წყაროების ცნობების დაპირისპირების შედეგად
დადგენილად უნდა ჩაითვალოს იოანე IV-ის (მრისხანეს) დროს, 1565-67 წწ. შორის
რუსეთისა და კახეთის მეგობრული ურთიერთობის ფაქტი. კახეთის ციხეებს 7 წლის
განმავლობაში რუსეთიდან გამოგზავნილი კაზაკების რაზმი იცავდა. ამ სამეფოთა
ასეთი დაახლოება ორივე ქვეყნის ინტერესების დამთხვევით იყო განპირობებული.
თურქეთისა და ირანის შემოტევების შედეგად ურთიერთობა რუსეთსა და კახეთის
სამეფოს შორის 1586 წლამდე შეწყდა.
1586 წლიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა განახლდა, მაგრამ
იგი მომდევნო წლებში წარიმართა სხვა პირობებსა და ვითარებაში~.[19, 332]

$5. ლევან მეფის პოლიტიკა დაღესტანთან მიმართებაში

ლევან მეფის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხია მისი


დამოკიდებულება ჩრდილო კავკასიის ხალხებისადმი. ეს პროცესი საქართველოსა და
... კავკასიის ისტორიაში XV-XVI სს.-ში შეიძლება ითქვას, ერთგვარად წყალგამყოფს
წარმოადგენს მათი როგორც სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ, ისე საგარეო-
პოლიტიკურ ურთიერთობათა განვითარების თვალსაზრისით. საქმე ისაა, რომ XV-XVI
სს.-ის მიჯნაზე საქართველოს მომავალი განვითარების ბედი ორმა დიდმა მოვლენამ
განსაზღვრა: ერთი მხრივ, მისი სამეფო-სამთავროებად დაშლამ, და მეორე მხრივ, მისი
მტრული გარემოცვის რკალში მოქცევამ (თურქეთ-ყირიმის სახანო და ირანი). ამასთან,
ეს ორი მოვლენა თითქმის დაემთხვა ერთმანეთს.
სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ თუ როგორი იყო ლევანის პოლიტიკა
დაღესტანთან მიმართებაში, მანამდე მოკლედ შევეხოთ დაღესტნის მდგომარეობას და
საქართველო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიას.
ყაბარდო და დაღესტანი XVI-XVIII სს.-ში თავისი სოციალურ-ეკონომიკური და
პოლიტიკური განვითარების დონით ჩრდილო კავკასიის სხვა სოციალურ-პოლიტიკურ
გაერთიანებებთან (ადიღე-ჩერქეზეთის, ყარაჩაი-ბალყარეთის, ოსეთისა და ჩეჩნეთ-
ინგუშეთის) შედარებით საკმაოდ დაწინაურებულები იყვნენ, რადგანაც მათში
ფეოდალური ურთიერთობა ბატონობდა ჯერ კიდევ ძლიერი იყო ძველი
პატრიარქალურ-თემობრივი წყობილების თვისობრივი მხარეები.

78
ამიტომ იყო, რომ ჩრდილო კავკასიაში ამ ფეოდალურ-ტომობრივ ერთეულებზე
გაბატონებისათვის და, ამდენად, პირველობისთვისაც ყაბარდო-დაღესტანი ებრძოდა
ერთმანეთს, რაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისათვის არც თუ
უმნიშვნელო იყო, რამდენადაც ორივე მათგანი დროისა და ძალის შესაბამისად,
მოყოლებული სწორედ XV-XVI სს.-დან ორგანულად აღმოჩნდნენ დაკავშირებულნი
რუსეთზე, თურქეთ-ყირიმის სახანოსა და ირანზე.
როდესაც საუბარია საქართველოს ურთიერთობაზე ჩრდილო კავკასიასთან,
იგულისხმება საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსადმი,
რომელსაც ჩვენ ცალკე შევეხეთ.
ძველად, ქართული ფეოდალური სახელმწიფოს სიძლიერის დროს,
საქართველოსა და დაღესტანს შორის მჭიდრო კავშირი არსებობდა. ქართულ
ისტორიულ წყაროებში შემონახულა ცნობები ქართველთა და დაღესტნელთა
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ასე მაგალითად, იმ გადამწყვეტ ბრძოლებში,
რომელსაც დავით აღმაშენებელი აწარმოებდა თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ,
ქართველების მხარეზე გამოდიოდა კავკასიის ქრისტიანული მოსახლეობა, კერძოდ
დაღესტანში მცხოვრები ლეკები. ქართველთა მეფე დავით აღმაშენებელმა, რომელმაც ამ
ბრძოლებში გამარჯვება მოიპოვა, თავისი მომხრე ლეკები `აღავსნა კეთილითა და
საბოძვარითა~.[112, 5]
მომდევნო ხანაშიც ქართული ფეოდალური მონარქიის წარმომადგენელნი
აგრძელებენ დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ კურსს, მიმართულს დაღესტნის
მთიელი ტომების, ხუნძების მიმართ. ეს ცნობები აშკარად მოწმობენ, რომ აღნიშნული
ტომები კვლავაც ძლიერად განიცდიდნენ ქართველთა პოლიტიკურ გავლენას. ასე
მაგალითად, XII ს-ში, თამარის დროს ბასილ ეზოსმოძღვარს იმ ხალხთა შორის,
რომელნიც თამარის წყალობით `იყვნეს თავისუფლებითსა ცხოვრებასა და მტერთაგან
უზრუნველობასა~, დასხელებული ჰყავს `სახლი შარვანშეთი, დარუბანდელთა და
ღუნძთა~.[50, 147] ქართველებისა და დაღესტნის ტომების ურთიერთობა მარტო წმინდა
პოლიტიკური ამბებით არ განისაზღვრე-ბოდა, არამედ იგი სოციალურ, ეკონომიკურ და
კულტურულ სფეროშიც ვრცელდე-ბოდა. ქართველთა გავლენის შეჭრა დაღესტანში
ხორციელდებოდა ე.წ. `ბელაქნის გზის~ მეშვეობით, რომელიც მდ. ბელაქნის წყლის
ხეობას მიჰყვებოდა და უშუალოდ შუა დაღესტანში, ხუნძახში შედიოდ. ბელაქნის გზის
მარშუტი XV-XVIII სს.-ში დაახლოებით ასეთი იყო: ბელაქანი-ტარკი-ტიუმენი-
თერგქალაქი~.[110, 12] ივ. ჯავახიშვილის თქმით `აქეთგან ავრცელებდა ქართველობა
თავის გონებრივსა და სარწმუნოებრივს გავლენას დაღესტანზე და შაქზე~, მიუხედავად
მონღოლთა შემოსევებისა და მათი ბატონობისა, ურთიერთობა საქართველოსა და
დაღესტნის ტომებს შორის მაინც არ შეწყვეტილა. ამის დასამტკიცებლად შეიძლება
მოვიყვა-ნოთ ქართველი საეკლესიო მოღვაწის პიმენ სალოსის სამისიონერო
მოღვაწეობა დაღესტანში. ჟამთააღმწერლის ცნობით, დემეტრე II თავდადებულის
მეფობის ხანაში ეს პიმენ სალოსი `გარესჯით წარმოვიდა და დაემკვიდრა ბელაქანს,
ქუაბსა რასმე, რომელმან ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცევინა, რომელნი
ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა~.[50, 283; 16, 32] უფრო მეტიც, ჩვენამდე მოუღწევია ერთ
მეტად საინტერესო ცნობას იმის შესახებ, რომ XIV ს-ში, თვით შუა დაღესტანში,
ხუნძახში იჯდა_ `ღუნძელი კათალიკოზი ოქროპირი~.[113, 331] ქრისტიანობის გავრცე-
ლებას რა თქმა უნდა თან სდევდა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გავლენის
ზრდა მთიან დაღესტანში. მაგრამ შემდეგში ეს პროცესი ქართველების კულტურულ-
პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისა დაღესტანში, თანდათან მცირდება~.[112, 6-7]

79
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, XV ს-ში კახეთში მნიშვნელოვანი სამხედრო და
ადმინისტრაციული რეფორმა ჩატარდა, რაც ქვეყნის თავდაცვის უნარს საგრძნობლად
ზრდიდა.
ამ რეფორმის ერთ-ერთი შედეგი ის იყო, რომ გაუქმდა `ჰერეთის საერისთავო~ და
მის ნაცვლად სამოურავოები (კაკ-ენისლის, ჭიაურის) შეიქმნა. ამიერიდან, ტერმინი
`ჰერეთიც~ გაქრა პოლიტიკური ნომენკლატურიდან და ახალ პოლიტიკურ ერთეულს
`ჰერეთ-კახეთის~ ნაცვლად კახეთის სამეფო ეწოდა. კახეთის მესვეურნი XVI ს-ში (მეფე
ლევანი 1520-1574 წწ., მეფე ალექსანდრე II 1574-1605 წწ.) დიდი ოსტატობით იცავენ
თავს ყიზილბაშთა შემოტევისაგან. მოქნილი დიპლომატია და სამხედრო მზაობა მათ
საშუალებას აძლევდა გარკვეული დათმობის ფასად (ფორმალური ყმობა და შედარებით
მცირე ხარკი) დამპყრობელი კახეთის საზღვრებში არ შემოეშვათ.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ყიზილბაშური ირანის შაჰებმა XVI ს-ში კახეთის
საზიანოდ ის მაინც მოახერხეს, რომ წახურის საფლობელო (წახეთი, წუქეთი)_ სამურის
ზემო წელში, რომელიც უძველესი დროიდანვე საქართველოში შემავალი ქრისტიანული
ქვეყანა იყო, კახეთის მეფეებს ფაქტიურად ჩამოართვეს და ერანის შაჰისაგან უშუალოდ
დამოუკიდებელ ერთეულად აქციეს. საარიშიანოს აღმოსავლეთი ნაწილის (=შაქის
სახანო) დაკარგვის შემდეგ ეს ფაქტი- წახურის ჩამორთმევა, განსაკუთრებით საზიანო
და საშიში იყო ჰერეთისათვის.
XV-XVI სს.-ის მანძილზე კახეთის სამეფოსა და დაღისტნის ურთიერთობა
თანდათან შეიცვალა. აქამდე საქართველოს გავლენა-მორჩილების ქვეშ მყოფი
დაღესტანი თანდათან შეტევაზე გადმოვიდა და ქვეყნის აღ-ეთ ნაწილს, კაკ-ენისლისა
და ჭიაურის სამოურავოებს აოხრების უშუალო საფრთხე შეექმნა.
XVI ს-ის 80-იან წლებამდე კახეთის სამეფო მაინც ახერხებდა მტკიცე ხელით
აელაგმა მთიელი მტაცებლები და დაღესტნელი ტომების მეთაურები მორჩილებაში
ჰყოლოდა. ამ პირობებში მწირი დაღისტნის შვილები კახთა მეფეების ყმობის პირზე
ესახლებოდნენ მდიდარი კახეთის (=ჰერეთის) ზეგნებში. ასე შეიქმნა მაგალითად XVI ს-
ში ავარიელთა მოსახლეობა სოფ. ფიფინეთში (=ჭარი). ფიფინეთი საქართველოს
ისტორიული მხარის –ჰერეთის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი (ახლანდ. ტოპონიმი
ფიფინეთი ეწოდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულს მდ. თალაჩაის მარცხ. ნაპირზე,
სოფ. თალის მახლობლად, ზაქათალის რ-ნი). წყაროებში პირველად XVI ს-ის
დასაწყისში იხსენიება. ამ დროს ფიფინეთი საეკლესიო ცენტრი იყო. ვახუშტი
ბაგრატიონის ცნობით, როცა აქ ლეკი მოსახლეობა დამკვიდრდა, ფიფინეთს ჭარი
ეწოდა.[114, 336] ფიფინეთი სოფელს მიღებული აქვს ამავე სახელწოდების მდინარე
ფიფინეთისაგან და ფიფინეთის ხეობაც ამიტომ ეწოდება.[115, 71]
დაღესტნელები კახეთისათვის განსაკუთრებით საშიში მას შემდეგ შეიქმნენ, რაც
კავკასიის მთიანეთში ოსმალეთის გავლენა გაძლიერდა. იმიერკავკასიასა და
დაღესტანში ამ გავლენის გამტარებლად ყირიმ-ხანი და შამხალი გამოდიოდნენ,
მაჰმადიანობა (ოსმალური ყაიდისა) დაღესტანში რომ სულ უფრო ფეხს იკიდებდა,
ოსმალეთის პოლიტიკურ გავლენას ამ მხარეში გზას უკაფავდა. ოსმალეთი იყო
ამოურწყველი მომხმარებელი ქრისტიანი ტყვეებისა (მონებისა), რომელთა მოპოვება და
გაყიდვა სულ უფრო და უფრო ფეხს იკიდებდა კავკასიის მთიელთა შორის.
ამრიგად, კახეთის ამ ნაწილს (ძველ ჰერეთს), მოძმე მეზობლის ნაცვლად, როგორც ეს
ძველად იყო, ჩრ-დან თანდათან მაჰმადიანი ტყვეთმსყიდველი გაუჩნდა. ამიერიდან
ტყვეებისა თუ სხვა ნადავლის მოპოვებისათვის სულ უფრო და უფრო ხშირად
ეწყობოდა დაღესტენელ მძარცველთა თავდასხმები კახეთზე. კახეთის ხელისუფლება
XVI ს-ში დიდ ენერგიას ხარჯავდა დაღესტნელ მოთარეშეთა ასალაგმავად. მაგრამ
80
შამხალ- დაღესტნელებთან ბრძოლა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძნელდა, რაც 1578
წელს ოსმალეთმა სპარსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო (ეს რიგით II ომი, 1578-1590 წწ.),
მოწინააღმდეგე დაამარცხა და ამიერკავკასია სულ ერთიანად დაიჭირა.[116, 262-264]
XV საუკუნის კავკასიის მთიანეთში, კასპიის ზღვის პირას ყალიბდება მცირე
სამთავრო-საშამხლო, რომელიც აქაურ მთიელ ტომებში ფეხს იკიდებს და ცდილობს
მათ გაერთიანებას. ჩამოყალიბების დღიდან საშამხლო კახეთს უპირისპირდება და მათ
შორის დაუსრულებელი მეტოქეობა იწყება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაღესტანთან
დამოკიდებულება განსაკუთრებით მკაფიოდ იჩენს თავს XVI ს-დან XVI ს-ის 20-იანი
წლებში დაღესტნის სამხრეთი რაიონები ხან შაჰ-ისმაილის ხელში იყო, ხან თურქეთის
სულთან სელიმ I-სა. დაღესანელი მთავრების თურქეთ-ყირიმ ხანის გავლენის ქვეშ
მოქცევამ რამდენადმე გაამწვავა XVI ს-ის II ნახევრამდე საქართველო-დაღესტნის
შედარებით მშვიდობიანი ურთიერთობა. თურქეთ-ყირიმ ხანის მიერ ტყვე-მონათა
შესყიდვის ზრდამ დაღესტნელ ფეოდალებს რამდენადმე გაუღვიძა ინტერესი მეზობელ
მხარეებზე თავდასხმებისა და მოპოვებული ტყვეებით ვაჭრობისა. განსაკუთრებით
ხშირი იყო ასეთი თავდასხმები საქართველოზე რის შედეგადაც ძალზე ნადგურდებოდა
არამარტო ნათესები, ბაღ-ვენახები და სხვ., არამედ მოსახლეობაც, რადგან მისი ერთი
ნაწილი აღნიშნულ ბრძოლებში იღუპებოდა, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი ტყვეების
სახით თურქეთ- ყირიმ ხანისა და ირანის ბაზრებზე იყიდებოდა.
საშამხლო მცირე სამთავრო იყო. კახეთის მეფეს მეტი ლაშქრის გამოყვანა
შეეძლო, ვიდრე შამხალს. ამისდამიუხედავად კახეთს შამხალთან ბრძოლა
განსაკუთრებით უჭირდა. შამხალი დიდი ჯარით კახელებთან აშკარა ომს ერიდებოდა:
ასეთ ომებში, ჩვეულებრივ, კახელები იმარჯვებდნენ (ომები 1580,1588, 1589, 1604 წ-ში).
ამიტომაც იყო, რომ `ლეკები~ ქურდულად მოდიოდნენ. ღამით და შედარებით მცირე
ჯგუფებით თავს ესხმოდნენ კახეთის განაპირა სოფლებს და ტყვეებითა და ალაფით
საჩქაროდ გარბოდნენ მიუვალ მთებში. სწორედ ასეთი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში
სუსტი იყო ფეოდალური ქვეყანა.[117, 15]
ჩნდება კითხვა, თუ რას აკეთებდა კახეთი ლეკების წინააღმდეგ, სძლევდა თუ
არა მათ ასეთ თავდასხმებს და რა იყო საჭირო, რომ თავიდან აელაგმა კახეთს
საშამხლოს ასეთი ქცევები. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ლეკი მოთარაშეების
საპასუხოდ მუდმივად მზადყოფნა. მაგრამ ქართული სოციალურ- პოლიტიკური
სისტემა (ბატონყმურ-თავადური) ასეთი თავდაცვის ორგანიზაციის შექმნას
მეტისმეტად აძნელებდა. საჭირო იყო შემოსასვლელი გზების შეკვრა ციხეებით, სადაც
მუდმივად საკმაო მეციხოვნეები იქნებოდნენ. საჭირო იყო დაღისტნის დასამხარ
განაპირა კახური სოფლების განსაკუთრებული გამაგრება მუდმივი ჯარით. კახეთს კი
თავისი სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შესაბამისი ფეოდალური ლაშქარი ჰყავდა,
რომელიც საჭიროების მიხედვით, მეფის ბრძანებისამებრ საკუთარის ნუზლითა და
ცხენ-იარაღით მოკლე ხნით გამოდიოდა. სხვა დროს კი ეს მოლაშქრეები ჩვეულებრივი
მიწის მფლობელნი ან კიდევ მიწის მუშა მეურნენი იყვნენ. ასეთი ჯარი კი
ქურდთავდამსხმელთაგან ქვეყანას მუდმივად ვერ დაიცავდა.
ჯარის დაქირავება (როქის სპა) საქართველოში უძველესი დროიდანვე იცოდნენ,
მაგრამ ასეთი რამ ეხლა მცირე ხნით თუ შეიძლებოდა მხოლოდ. თავადურ-ბატონყმური
მთავრობა ღარიბი იყო.
ჩვეულებრივ პირობებში ფეოდალური ქვეყანა სამაგიერო ტყვევნა-რბევით
ეპასუხებოდა ხოლმე მტრის ქვეყანას. კახეთს საშამხლოს მიმართ ამის საშუალებაც არ
ჰქონდა. საშამხლო-დაღესტანი კახეთიდან ძნელად მისადგომი მთიანი ქვეყანა იყო.

81
ძლიერი ოსმალეთიც მას მფარველობდა. ასე რომ, ეს მტერი კახელებისათვის თითქმის
ხელმიუწვდომელი გამხდარიყო.
ამრიგად, ფეოდალური კახეთი განსაკუთრებული სიძნელის წინაშე იდგა და მის
დასაძლევ გზებს ეძებდა. თუ რა გზები იყო ეს, ამას ჩვენ ცალკე საკითხად შევეხებით
ქვემოთ, რომლითაც კახეთი ცდილობდა ქვეყნის დაცვას და თავდამსხმელთა ალაგმვას.
როგორც აღვნიშნეთ, დაღესტანთან დამოკიდებულება განსაკუთრებით მკაფიოდ
იჩენს თავს XVI ს-დან. შამხალი, კახეთის მეფე ლევანს `პირაქეთა დაღესტანს
ეცილებოდა. კახეთს ამის დათმობა არ შეეძლო: საკუთარი საზაფხულო საძოვრები აღარ
ექნებოდა და თვითონ ქვეყანა კედელმორღვეული რჩებოდა.
მთის დაკარგვის შემდეგ, მთელი კახეთი, განსაკუთრებით კი უმდიდრესი აღ-თი
ნაწილი, კავკასიის მთიელთა და გადამთიელთა მუდმივი თავდასხმების მსხვერპლი
გახდებოდა~.[112, 7] ლევანის დროს ეს ბრძოლა ჯერ კიდევ ვერ აღწევს თავის
მწვერვალს, რადგანაც ოსმალეთი ის-ის იყო წინაკავკასიაში მხოლოდ შემოდიოდა და
დაღესტანს ჯერ არ დაკავშირებოდა. მაგრამ, გარდა ამისა, თვით ლევანიც არ იყო
მაინცადამაინც მთის მოსახლეობის მიმართ დამთმობი. ამ მხრივ საყურადღებოოა ერთი
ეპიზოდი, რომელსაც ვახუშტი მოგვითხრობს:` ხოლო ლევან მდიდარი და ქვეყანა-
აღვსილი იყო მშÂიდობით. არამედ უკეთუ კავკასთა ლეკნი ლევანს არ მორჩილებდნენ,
გარნა ვერცარას ჰყოფდნენ სავნოს მისსა. გარნა თქმულ არს, რამეთუ ჟამსა ლევანისასა
მოუÃდა ლეკი ვინმე დაღისტნისა გაღმა მÃარს და წარიყვანა ზროხა ერთი. ჰსცნა ესე
ლევან, შემოიკრიბნა იდუმალ სპანი გაღმა მÃარსა შინა და წარვიდა ეტიკითა, ვლო დღე
და ღამე, მიუÃდა და შეიპყრა კაცი იგი დედაწულითა და ქონებითა, წარმოიყვანა და
მოვიდა მესამეს დღეს მუნავე და მოსწყÂდნა იგინი, რათა არა კადნიერ იქმნენ სხუანი
კუალად კირთებად კახეთისა~.[29, 574-575] ამ მაგალითით ნათელია, თუ როგორ
პოლიტიკას ატარებდა ლევანი ლეკი თავდასხმების მიმართ. ასეთი პოლიტიკის
წყალობით და აგრეთვე იმიერკავკასიაში მოსახლე ჩერქეზული ტომების (რომელთა
მთავარიც `რუსეთის პოლიტიკურ ორიენტაციას ადგა და შამხალთან ქიშპში ზურგი
მოსკოვის მეფისაგან ჰქონდა გამაგრებული)[117, 13] დახმარებით ლევანი ახერხებს
დაღესტნელების ალაგმვას და პირაქეთა დაღესტანზედაც გვიან ხანამდე ხელს არ იღებს.
სრულიად სხვა ვითარება იქმნება მას შემდეგ, რაც კავკასიაში ოსმალეთი ბატონდება.
ამიერიდან საშამხლო კახეთისათვის მოუთმენელი მეზობელი ხდება.
სანამ ერანი შარვანს ფლობდა და შაჰის ხელმწიფობას შამხალი სცნობდა,
უკანასკნელი ერანის საყმო ქვეყნების ძარცვას აგრე ხელაღებით ვერ ბედავდა. თანაც, ამ
დროს შუა და პირიქითი დაღესტნის ტომები შამხლის გავლენას ჯერ კიდევ ნაკლებად
განიცდიდნენ. თვით შამხალს ამ დროს კახეთის მეფის რიდი ჰქონდა და მისი
მორჩილიც იყო. მაგრამ, მას შემდეგ, რაც კავკასია ოსმალეთმა დაიჭირა და შამხალს
მფარველად მოევლინა, უკანასკნელმა შუა დაღესტნის ტომები უფრო დაიმორჩილა და
კახეთის მიმართაც სამტრო მოქმედება გააძლიერა~.[117, 14]
მაშასადამე, ნათელი ხდება, რომ საშამხლო_ დაღესტნის საკითხი კახეთისათვის
ერთ-ერთ პირველხარისხოვან საკითხად იქცა. ეს საკითხი მთავარი იყო ლევანის
მეფობის (1520-1574 წწ.) პერიოდში და მისი მემკვიდრის დროს, რამაც ასევე განაპირობა
რუსეთთან ურთიერთობის დამყარება.
ამავე დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია `ლეკთა~ პირველი
ახალშენების გაჩენა კახეთში, რომელიც ლევანის მეფობის დროს მოხდა კახეთის
აღმოსავლეთ ნაწილში.
ლევან კახთა მეფის მმართველობის ხანაში ადგილი აქვს ავარიელ და წახურელ
`ლეკთა~ პირველი ახალშენების გაჩენას კახეთის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში-----
82
ფიფინეთში ანუ ჭარში. ისინი აქ კახთა მეფეების ნებართვით, მათ ყმებად სხდებიან. მათ
დაკისრებული ჰქონდათ მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება კახეთის მეფეების
სასარგებლოდ, მაგალითად, ყინულის ზიდვა კავკასიის მთებიდან. ამის შესახებ
ვახუშტი შემდეგს დასძენს: 1549 წელს `ამანვე ლევან მოიყვანა ლეკნი და დასხნა
ფიფინეთს ზიდვად ყინულისად ზაფხულის კავკასიდამ~.[29, 575]
ამას ზ. ედილი შემდეგნაირად განმარტავს: `თვით ფიფინეთი მაშინ მჭიდროდ
ყოფილა დასახლებული ქართველებით, რის დამამტკიცებლადაც არის დღესაც
დაცული ამ ადგილებში სამი ეკლესია და დიდ მანძილზე მოფანტული მრავალი
ნასახლარი. სოფელს გვერდით ჩამოუდის მდ. თალაჩაი, კავკასიის მთებიდან
გამომდინარე, რომლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს ჭარი. ლეკები სწორედ ამ
ადგილებში (სადაც დღევანდელი ჭარი არსებობს) დაუსახლებია ლევან მეფეს და არა
ფიფინეთში. ე.ი. მდინარის მეორე მხარეს, საიდანაც პირდაპირ გზა მიდის
დაღესტნისაკენ და უფრო ადვილიც იქნებოდა ყინულის ჩამოტანა. თვით სახელი ჭარი
ლეკურად ნიშნავს გზა-კვალს, რითაც ლეკები დაღესტნისაკენ გასავალს
აღნიშნავდნენ~.[16, 36]
ისმება კითხვა, თუ სად იგულისხმება ფიფინეთი? ამის შესახებ ვახუშტი შემდეგ
განმარტებას გვაძლევს: `კუალად ხორანთას ზეით ალაზანს ერთვის წყალი ფიფინეთისა.
გამოსდის იმასვე კავკასს, მოდის ფიფინეთამდე ჩრდილოდამ სამÃრით. ხოლო მთის
ძირს არს ფიფინეთი, სად დასხნა ე~მეფემან ლევან ლეკნი, რათა უზიდონ ზაფხულს
კავკასიდამ ყინული და იყო არჩილამდე ეგრეთ. შემდგომად იწოდა ჭარი, და ყვეს
სიმაგრე, და იქმნენ სახელოვან ბრძოლათა შინა~.[29, 539-540]
ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ეკონომიკური პირობებით
შევიწროებული დაღესტნელი ლეკები თავისი ნებით მოდიოდნენ კახეთში და
რომელიმე ქართველი თავადის ყმებად სხდებოდნენ. კახელები მათ ყველაზე უფრო
მძიმე სამუშაოების შესასრულებლად იყენებდნენ. XVI ს-ში კახეთის აღმოსავლეთში
მყოფი ეს ავარელი და წახურელი მოახალშენეები კახთა მეფის მორჩილებაში
იმყოფებოდნენ და მათ ხელისუფლებას სცნობდნენ. კახთა მეფეს ემორჩილებოდა და
მის ქვეშევრდომობაში იმყოფებოდა აგრეთვე დაღესტნის სამხრეთ ნაწილში მოსახლე
ზოგიერთი თემი. ასეთი იყო, მაგალითად, ყიზიყუმუხსა და კახეთის სამეფოს შორის
მდებარე წახურის (Сафурской) მთავრის მიწა-წყალი. აღსანიშნავია ისიც, რომ ირანის
შაჰები და თურქეთის სულთნები ყოველნაირად ცდილობდნენ ეს თემები როგორმე
თავისი გავლენის ქვეშ მოექციათ, რათა შემდეგში ისინი საქართველოს მიმართ
თავიანთი აგრესიის დასაყრდენად გაეხადათ. 1562 წელს სპარსეთის შაჰმა თამაზმა
მოწყალების თვალით შეხედა წახურის მფლობელ ადიკურკულბეგს. შაჰ-თამაზის მიერ
მისადმი ბოძებულ სპეციალურ ფირმანში აღნიშნული იყო: ` ეს მფლობელი ჩვენი
ერთგული ყმათაგანია. მისადმი ჩვენი მონარქიული წყობილების გამო, მის მიწებს
ნურავინ შეეხება საქართველოს სამეფოს მოხელეთაგან, ერიდონ მის ჩივილსა და
უკმაყოფილებას. საქართველოს მთავარს, ლევან-ხანს ევალება, რომ თვალყური ადევნოს
ამ ჩვენი ბრძანების აღსრულებას~.[112, 10] ასევე თავისი მოწყალება არ მოაკლო ამავე
მფლობელს არც თუქეთის სულთანმა, ოსმან II-ემ. ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ
ირანიც და თურქეთიც ცდილობდნენ ყველა გზების გამოყენებას საქართველოს
წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ დაემორჩილებინათ ჩვენი ქვეყანა.
საქართველოსა და დაღესტანს შორის თანდათან რთულდებოდა სიტუაცია,
განსაკუთრებით ეს შეინიშნება XVII ს-ის დასაწყისში. როდესაც შაჰთამაზმა 1604 წელს
`მოსლვასა ერევანს, მიუღო ალექსანდრეს და დასუა სულტნად იგივე~.[29, 539] აქ
ვახუშტი სულტნად ასახელებს ვინმე ვახვახიშვილს, რომელმაც მიიღო მაჰმადიანობა.
83
შაჰ-აბასის პირველი მუხანათური ნაბიჯი ის იყო, რომ 1605 წელს კახეთის მეფეს
ალექსანდრე II-ეს კახეთის აღმოსავლეთი ნაწილი, უფრო ზუსტად კაკ-ელისენის
აღმოსავლეთი ნაწილი (წუქეთი) წაგლიჯა და `ირანის მფარველობითი კალთა
გადააფარა~, სამაგიეროდ კახეთის მეფეს ირანში მრავალი სოფელი მისცა. შაჰმა აქ
ელისუს სასულთნო შექმნა.
სანამ გავაგრძელებდეთ განვიხილოთ ელისენის ისტორიული პერიოდი.
ელისენი-ენისელი ეს არის მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული
ჰერეთის ჩრდილო-აღ-თი ნაწილი. მოიცავდა მდინარეებს: ბელაქნის წყალსა, გიშის
წყალსა, ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის მდებარე მიწებს ( XVIII ს-ის 30-იანი
წლებიდან, საზღვრის ერთმა მხარემ გიშის წყლიდან ქურმუხის წყალზე გადაინაცვლა,
რადგან აქ ამ დროისათვის ძირითადად უკვე ლეკი მოსახლეობა იყო). სახელწოდებას
უკავშირებენ მისიონერ ელისეს, რომელიც სომეხი ისტორიკოსის მოვსეს კალანკატვაცის
(X ს.) ცნობით, ახ. წ. აღ. I ს-ში აღ-ეთ ამიერკავკასიაში ქრისტიანობას ქადაგებდა. V ს-ან
ელისენი ჰერეთის საერისთაოს ნაწილს წარმოადგენდა და პოლიტიკურად
საქართველოს შემადგენლობაში მოექცა. XV ს. –ის II ნახ.-ში კახეთის მეფე გიორგი VIII-
ემ აქ სამოურავო შექმნა. XVI ს-ან ელისენში დაღესტნიდან გადმოსული ლეკი
მოახალშენენი სახლდებიან. მხარის ნაწილობრივ ეთნიკურმა ცვლილებამ ელისენს არ
დაუკარგა ადრინდელი პოლიტიკური შინაარსი. იგი კვლავინდებურად ქართველი
მეფეების ხელისუფლებას ემორჩილებოდა. XVIII ს-ის დასაწყისში ელისენის
აღმოსავლეთი ნაწილი ახლად წარმოქმნილი მაჰმადიანური პოლიტიკური ერთეულის
ელისეს სასულთნოს შემადგენლობაში მოექცა. კახეთში ყიზილბაში ხანების
მმართველობის ხანაში (1677-1703 წწ.) მდგომარეობა არსებითად შეიცვალა, როგორც
კაკში, ისე ელისენში ლეკი მოახალშენენი უკვე კომპაქტურად სახლდებოდნენ, მკვიდრ
ქართულ მოსახლეობაში კი დაიწყო იძულებითი გამაჰმადიანების პროცესი~.[118, 131]
მმართველად წახურის ალიბეგი დაინიშნა და ადგილობრივი მცხოვრებლების
გამაჰმადიანებას შეუდგა. ამ სასულთნოს საზღვრები იყო –აღ-თით ყანი-ყობი,
დასავლეთით –Yყაფუ-ჩაი, სამხრეთით –ალაზანი, ხოლო ჩრ-ით იგი კავკასიონის ქედის
წყალგამყოფის მიღმა ვრცელდებოდა და მდ. სამურის აუზის ზემო წილს მოიცავდა. ეს
საზღვრები ისტორიაში პირველად ამ დროს გამოიკვეთა. მის ფარგლებში მოთავსებული
ტერიტორიის ფართობი 2100 კვ. კმ.-ს უდრიდა. ამ ვერაგული აქტის შედეგად
საქართველოს აღმოსავლეთმა საზღვარმა ორი ათეული კილომეტრით კიდევ
დასავლეთით მდ. ყაფუ-ჩაიზე გადმოინაცვლა,[119] თუმცა ქართველი მეფეები ამ
საზღვრებს არ ცნობდნენ. ელისეს სასულთნოს შექმნის შემდეგ წახურელმა ლეკებმა
თანდათანობით ქურმუხის ხეობაში ჩამოსახლება და ქართველების მეზობლად
დასახლება იწყეს. ასე ჩაეყარა საფუძველი ელისეს სასულთნოს. კახეთმა ამ
დიდმნიშვნელოვანი კუთხის ჩამორთმევით მძიმე დანაკლისი განიცადა. კაკი კახეთის
კედელი იყო აღ-თის მხრიდან და აქ შაჰის მიერ ცალკე მუსლიმანური სასულთნოს
შექმნა ერთობ ამცირებდა მის თავდაცვისუნარიანობას. ამიერიდან წახურელ ლეკებს
გზა გაეხსნათ კახეთში ჩამოსასახლებლად. ქართველები ელისეს სასულთნოს თავისად
თვლიდნენ. ამის გამო წახურის სულთანსა და კახელებს შორის მტრობა იყო, რაც
შემდგომში თანდათან უფრო ძლიერდებოდა. თანდათანობით იქმნებოდა ლეკთა
`უბატონო თემები~. ეს პროცესი საბოლოოდ დამთავრდა XVIII ს.-ის I მეოთხედში. ამ
დროს აღ.კახეთში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარელ (ჭარის, ბელაქნის, კატეხის,
თალას, მუხახის და ჯინიხის) და წახურელ (ელისუს, ყარადულაკის, სუვაგილის და
წახურის) ლეკთა `უბატონო თემები~, რომელთაც კახეთის სამეფოს საკმაოდ დიდი
ნაწილი თავიაანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს და დაიმორჩილეს.
84
$6. ურთიერთობა ირანის მბრძანებელ შაჰ-თამაზთან
და ამასიის ზავი

XVI ს-ის I ნახევარში ირან-ოსმალეთის ომების მსვლელობაში, მართალია კახეთი


ოსმალეთისათვის მიუწვდომელი დარჩა, მაგრამ ქართლის სამეფოსთან ერთად ირანის
შემოტევის სფეროში აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, იგი ქართლისაგან განსხვავებით,
კარზე მომდგარი მტრის წინააღმდეგ ფიზიკური ბრძოლის გზას არ დაადგა. კახეთის
მეფე ლევან I-მა (1520-1574 წწ.) გაითვალისწინა ყიზილბაშების წინააღმდეგ ქართლის
შეურიგებელი ბრძოლის მნიშვნელობა მთელი საქართველოსთვის და გამოიყენა ის
ქართლთან მძიმე ომში ჩაბმულ ირანზე დამოკიდებულების შედარებით მსუბუქი
ფორმის მისაღწევად. ასე დაიწყო პატრონყმური ურთიერთობის წარმოქმნა კახეთსა და
ირანს შორის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლევანის ტახტზე ასვლის თარიღია 1520 წელი. ამ
წელთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია ჰასან რუმლუს ერთი ცნობა: `ამ წელს
(ე.ი. 1520/1) საქართველოს ჰაქიმმა ლევანმა, გამოიღო თავი მორჩილების უღლიდან,
გაითავისუფლა კისერი გამგონეობის საყელოსაგან და ურწმუნოთა ჯარი გაგზავნა შაქის
მხარეზე თავდასასხმელად. იმ ქვეყანაში მაღლა ავარდა მტვერი [შემოსეულ ჯარისაგან].
შაქის ჰაქიმმა ჰოსეინ-ბეგმა არზა გაგზავნა უმაღლეს ტახტისადმი და დახმარება
ითხოვა. ალექსანდრეს სადარმა შაჰმა (აქ შაჰი შედარებულია ალ. მაკედონელს) მის
დასახმარებლად დივ-სულთანი გაგზავნა რამდენიმე სახელოვანი ამირათი და
დიდებული ბუმბერაზებით. დივ-სულთანმა ღაზიებით ყანუყი და ყაბრი(ყაბრი-მდ.
იორია, ხოლო ყანუყი-მდ. ალაზანი) გადაიარა, ზეგამი და გრემი დაარბია და სოფელ -
ში[11, 54] დადგა. ლევანი მიხვდა, რომ საშინელ სპილოსთან და მრისხანე ლომთან
შეჯიბრება არ ივარგებდა, სხვა გზა ვერ გამონახა, გარდა იმისა, რომ ურჩობა და
დამოუკიდებლობა დაეტოვებინა და [შაჰისათვის] თავდადებასა და მსახურებას
შესდგომოდა. ეს რომ გადაწყვიტა, ამ სასიხარულო ამბის სხივმა მისი გონება გაანათლა.
მან სისუსტის ხელი შუამდგომლობის კალთას მოსჭიდა, უძლური ხმით წარსულის
პატიება ითხოვა და [დივ-სულთანს] მოახსენა: [რადგანაც თქვენი] დიდსულოვნება
[ჩემმან] ურჩობამ შებღალა, ამიტომ [ჩვენი] შეხვედრა ამჟამად ძნელია და [თქვენთან]
ხლება შეუძლებელიო. თქვენი აღმატებულება ინებებს უკან გაბრუნებას ცოტა ხნის
შემდეგ მე ქვეყნის საფარველ კარზე გამოვეჩქარები და მსახურების წესებს და
თავადების პირობებს შევასრულებო. ამის გამო დივ-სულთანი იქიდან გაბრუნდა და
ქვეყნის საფარველ კარზე მივიდა~.[11, 21-22]
დ. კაციტაძე განიხილავს რა სპარსულ წყაროს საქართველო-ირანის ურთი-
ერთობის შესახებ, შემდეგს აღნიშნავს: `ამრიგად, ხონდემირის ცნობიდან გამომდინარე,
საქართველო დაპყრობილი და დახარკული არ ყოფილა შაჰ-ისმაილის მიერ, იგი
ვასალური ურთიერთობით ყოფილა დაკავშირებული ირანთან. დასკვნა: XVI ს-ის I
მეოთხედში საქართველოს თვით შაჰ-ისმაილი არ შემოსევია. იგი მხოლოდ
ნახჭევანამდე მოვიდა და შემდგომ დივ-საულთანი გამოგზავნა, რომელმაც რამდენიმე
ციხე-ქალაქი აიღო, როგორც სპარსულენოვანი წყაროების ანალიზიდან ჩანს, ამ
ლაშქრობას მარბიელი თარეშის ხასიათი ჰქონია.
ქართველმა მეფე-მთავრებმა იკისრეს `ბაჯო-ხარაჯ~, რაც ვასალურ ურთი-
ერთობას გულისხმობს. მაშასადამე, აღმოსავლეთი საქართველო სეფიანთა
სახელმწიფოს მიერ დაპყრობილ-შეერთებული და დახარკული არ ყოფილა.

85
ამ მიზნის მიღწევას ყიზილბაშური ირანი ცდილობდა XVI საუკუნის მთელ
სიგრძეზე და XVII ს-ის I მეოთხედში, რაც ვერ შესძლო ქართველი ხალხის გმირული
წინააღმდეგობების გამო. ამ პერიოდში ირანი იძულებული გახდა
დაკმაყოფილებულიყო საქართველოსთან ვასალური ურთიერთობის პოლიტიკური
ფორმით.[120, 394]
1523/4 წელს ლევანი ილაშქრებს შაქზე. `ამ წელს ლევან-ბეგ ქართველმა
გაილაშქრა [შაქზე]. ჰოსეინ-ბეგი, რომელიც იმ ქვეყნის ჰაკიმი იყო, საომრად გამოვიდა
მრავალრიცხოვანი ლაშქრის ერთი რაზმით. მათ შორის მეტად მძიმე ბრძოლა მოხდა.
შაქის ლაშქარი დამარცხდა, ჰოსეინ-ბეგი იმ ბრძოლაში დაიღუპა მოწამეობრივი
სიკვდილით. ლევან-ბეგი გრემს დაბრუნდა. შაქის ხალხმა თავის მმართველად დააყენა
დერვიშ მოჰამედ-ხანი, რომელიც მისი (ჰოსეინ-ბეგის) შვილი იყო~[11, 22, 54]_ აი, ასე
იწყებს კახეთის ტახტზე ახლად ასული ლევანი თავის საგარეო პოლიტიკის წარმოებას.
მიიღო თუ არა მცირეოდენი შესვენება ოსმალეთთან ომში, 1538 წელს შირვანის
დაპყრობისა და შემომტკიცების შემდეგ, ირანი 1540 წელს ქართლის სამეფოს
დამორჩილებისათვის შეუდგა სამზადისს. ამავე წელს შაჰი ყარაბაღში მოვიდა
დიდძალი ჯარით. აქ 12 ათასი მხედარი შეარჩია და 1541 წელს ქართლის წინააღმდეგ
დაიძრა. ამ შემოსევის დროს ქართლი ლუარსაბ მეფის მეთაურობით აქტიურად
იბრძოდა, ხოლო რაც შეეხება ლევან კახთა მეფეს ის განზე იდგა და არ იღებდა საერთო
ეროვნულ საქმეში მონაწილეობას. შაჰ-თამაზის ამ პირველი შემოსევის შედეგად
ყიზილბაშები თბილისს დაუფლნენ. კახეთის მეფე ლევანმა შაჰს ნებაყოფლობით
მორჩილება გამოუცხადა და ქართლს დახმარება არ გაუწია.
ვახუშტი ბატონიშვილი ამ ამბავს 1536 წლით ათარიღებს: `... ოდეს მოვიდა შაჰ-
თამაზ და შემუსრა ტფილისი, უკუნ იქცა და დადგა ყარაბაღს, მივიდა მუნ ლევან წინაშე
შაჰ-თამაზისა ქ~სა ჩ~ფლვ, ქარ. ს~კდ.~[29, 572] შემდეგ ვახუშტი კვლავ განაგრძობს, რომ
შაჰმა დაავალა ლევანს დაემორჩილებინა შაქ-შირვანი, რომელ-საც განაგებდა ასანბეგი,
`ამისათვის შემოკრიბნა სპანი ლევან და მოუÃდა შაქს, ეკვეთა ასანბეგ და ბრძოლასა
ძლიერსა, ძლია და ვერღარა გაუსწრა და მოკლეს ასანბეგ და მოწყÂვდეს სპანი მისნი,
მოაოხრა და მოსტყუევნა შაქი, აღიღო ალაფი დიდი და მოვიდა გრემს ლევან~.[29, 572]
აქვე მეტად მნიშვნელოვანია 1546/47 წლების ამბები. როდესაც `რჯულის
საფარველმა შაჰმა სახელმწიფოში შინაური აშლილობა მოაწესრიგა,[11,25] ამის შემდეგ
მან საქართველოზე გამოილაშქრა. შაჰმა დაამარცხა რა ქართველები და უკან
ბრუნდებოდა, ჰასან რუმლუს ცნობით, `გზაში ლევანი-ზაგემისა და გრემის ჰაქიმი და
საქართველოს ჰაქიმი ბაში-აჩუკი (აქ იგულისხმება იმერეთის მეფე ბაგრატი) შეეგებნენ
მეფეთა საფარველ სასახლეში და განდიდებულ იქნენ ხელმწიფის ალერსით. ბაში-
აჩუკმა შაჰისაგან ნაბოძები ხალათი ჩაიცვა და თავის სამფლობე-ლოში დაბრუნდა.
ლევან-ბეგმა რამდენიმე დღე დაჰყო ბედნიერ ხელმწიფესთან და უავგასტოეს მეჯლისში
მსახურობდა. რჯულის საფარველმა შაჰმა მას დიდებული ხალათები, მრავალი
საჩუქარი და ნარ-ნარად მატარებელი ცხენები უბოძა. შემდეგ მან წასვლის ნებართვა
მიიღო და თავის ქვეყანაში გაემართა~.[11, 58-59]
1551 წელს შაჰ-თამაზმა ლევან კახთა მეფის დახმარებით შაქი აიღო.[10,13-14; 11,
27] შაქის სახელმწიფოს პოლიტიკურ არსებობას ბოლო მოეღო და ის სეფიანების
უბრალო პროვინციად იქცა.
მეფე ლევანი, როგორც ვიცით, ოფიციალურად შაჰის ვასალად ითვლებოდა[10,
15] თუ რა მოვალეობა ეკისრებოდა ლევანს, ჩვენ ეს უკვე აღვნიშნეთ. თუ როგორ
ტვირთად აწვა კახეთის სამეფოს სეფიანთა სახელმწიფოსადმი მორჩილება ეს კარგად
ჩანს ისქანდერ მუნშის თხზულებიდან.[10, 37] მართალია ისქანდერი XVI ს-ის 80-იანი
86
წლების დასაწყისზე ლაპარაკობს, მაგრამ მაშინ კახეთის ყიზილბაშებისადმი
დამოკიდებულებაში იმავე საუკუნის 50-იანი წლებიდან ბევრი არაფერი შეიცვლებოდა.
ოსმალეთთან და ქართლთან სასტიკი ომით დაკავებულ ირანს კახეთთან
მიღწეული ურთიერთობის ფორმა იმ პერიოდში (1555 წლის ზავამდე) აკმაყოფი-ლებდა.
მაგრამ როგორც უახლოესმა ამბებმა ცხადყო, შაჰ-თამაზ I-ს კახეთის ყმადნაფიცობა ამ
ქვეყნის ანექსიის ეტაპად მიაჩნდა. ამის საწინდარს ქმნიდა შირვანისა და შაქის
დაპყრობა XVI ს-ის I ნახევარში და ყიზილბაშური ტომების გასახლება უშუალოდ
კახეთის საზღვრებზე, ხოლო 1555 წლის ზავით `უფლებამოსილმა~ ირანმა
ქედმოუდრეკელ ქართლსა და ყმად-ნაფიც კახეთზე ზემოქმედების ახალი
შესაძლებლობანი მოიპოვა. ოსმალეთის პრეტენზიებისაგან 1555 წლის
ხელშეკრულებით კახეთი დაზღვეული იყო, მაგრამ ახალმა ვითარებამ უარყოფითად
იმოქმედა კახეთისა და ირანის ურთიერთობაზე.
ცხადი იყო შაჰ-თამაზისადმი, რომ ლევან I-ის ვასალობა წარმოადგენდა არა
ნებაყოფლობით ქცევას, არამედ ვითარებით ნაკარნახევ დიპლომატიურ ნაბიჯს,
რომლის საშუალებით კახეთი ყიზილბაშთა შესევებისაგან განზე რჩებოდა. მაგრამ
კონკრეტულ სიტუაციაში გამორიცხული არ უნდა ყოფილიყო კახეთის მეფის
`ერთგულების~ ანტიირანული საქმიანობით შეცვლა. კახეთ-ირანის ურთიერთობა იმ
დროს არ განვითარებულა მოხარკეობის დასრულებულ ფორმამდე, რამდენადაც
ლევანი შაჰს უგზავნიდა, ისიც მხოლოდ გარკვეულ მომენტებში `ბაჯ-ო ხაჯას~. შაჰ-
თამაზი კახეთთან დამყარებულ ურთიერთობას ირანის ინტერესებისათვის საკმარისად
არ თვლიდა. ამიტომაც, 1555 წლის ზავის შემდეგ შაჰმა ირანის გვირგვინზე კახეთის
დამოკიდებულების გაძლიერება სცადა, რამაც თავის მხრივ ყმადნაფიცის
კონტრღონისძიებები გამოიწვია.
XVI ს-ის 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში მდგომარეობა
იცვლება. ამ დროს ადგილი აქვს კახეთ-ირანის ურთიერთობის გამწვავებას, რის
გამოვლინებასაც წარმოადგენდა შემდეგი ფაქტორები: 1559 წელს ლევანი
დაუნათესავდა ირანის შეურიგებელ მოწინააღმდეგეს, ქართლის მეფე სიმონ I-ს,
რომელსაც თავისი ასული მიათხოვა. 1560 წელს შაჰ-თამაზმა გაამუსლიმანა მის კარზე
ლევანის მიერ 1558 წელს მძევლად წარგზავნილი იესე ბატონიშვილი ( ამ საკითხს
ოდნავ ქვემოთ შევეხებით). ლევანის ძის გამუსულმა-ნებით კახეთის მიმართ შაჰის
ზრახვები მჟღავნდებოდა. ლევანით უკმაყოფილო შაჰი საიმედო ერთმორწმუნე
მარიონეტს ამზადებდა კახეთის ტახტისათვის. ისა-ხანს შაჰ-თამაზმა ყოველწლიური
ჯამაგირი დაუნიშნა და შაქის მმართველად დანიშნა. შაჰის საქციელი კახეთის მიმართ
ირანის დამოკიდებულების ახალი ეტაპის მანიშნებელი იყო.
მეფე ლევანს შაჰის მიმართ უკმაყოფილების საფუძველი ჰქონდა. გარდა
ზემოთაღნიშნული მძიმე გადასახადისა და ვალდებულებისა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ
სიძლიერეს სცემდა, შაჰ-თამაზი პოლიტიკური ზეგავლენითაც აშფოთებდა კახეთის
სამეფო კარს. აი, როგორაა შეჯამებული სულთნის მიერ ლევან I-ისადმი გაგზავნილ
საპასუხო წერილში (1564 წ.) კახეთის მეფის მიერ შაჰისადმი წაყენებული ბრალდებები:
`შევიტყვეთ, რომ შენი შვილებიდან ერთ-ერთი ღვიძლი შვილი, მოუკლავთ
უდანაშაულოდ, ხოლო მეორე ვაჟი, სახელად იესე, რომელმაც ისლამი ნიიღო,
დაპატიმრებულა და რომ ძველი დროიდან მომდინარე ჩვეულებისა და აზრის
საწინააღმდეგოდ შემოღებული გადასახადების გადახდის დონე დაჰკარგეთ, ხოლო
ტანჯვის მოთმენა აუტანელი გახდა. ამბობ, რომ მათი განზრახვაა საქართველოს
მოსპობა, შემდეგ კი ისლამის ქვეყნებში შეჭრა და თავდასხმა, რის გამოც სამყაროს

87
ღირსებამოსილი ჩვენი ზღურბლისაგან დახმარებას და შემწეობას ითხოვთ~.[70, 159-
160]
სულთნის წერილში ნათქვამს ისიც უნდა დავუმატოთ, რომ კახეთის სამეფომ XVI
ს-ის 60-იან წლებში, შაჰის `წყალობით~, ტერიტორიული დანაკლისიც განიცადა.
ყიზილბაშებმა კახეთის სამეფოს ჩამოაცილეს მდ. სამურის ზემო წელზე მდებარე
წახურის ქრისტიანული ქვეყანა, რომლის მფლობელი შაჰის მფარველობის ქვეშ
გამოცხადდა. შაჰ-თამაზმა იცოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ზემოაღნიშნული
ოლქის დაკარგვას კახეთისათვის. მოსალოდნელი იყო, რომ მეფე ლევანი შეეცდებოდა
ამ მხარის კვლავ კახეთისათვის დაბრუნებას. ალბათ ამიტომ აფრთხილებდა შაჰი 1562
წელს კახეთის მეფეს, რომ წახურის ბატონი არავის შეევიწროვებინა.
ამგვარად, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო კახეთი ისევ უკმაყოფილო იყო
ირანისა, როგორც ქართლის სამეფო. ამ ორი ქართული სამეფოს ერთმანეთთან
დაკავშირება განპირობებული იყო საგარეო პოლიტიკით.
როგორც ცნობილია, ქართველთა ბრძოლა თბილისის განთავისუფლებისა-თვის
მარცხით დამთავრდა. 1561 წლის 6 აპრილს მუხათგვერდთან ბრძოლაში მრავალ
ქართველთან ერთად დაიღუპა კახეთის უფლისწული გიორგი, `ქორონი-კონსა ს~მო
(249) იყო ციხე დიდს ომი: თათართ// გაემარჯვა, ძე კახთა მეფისა ლეონისა გიორგი
მოკლეს~.[30, 402; 10, 23]
ჰასან რუმლუ ამ ბრძოლაში გიორგი ლევანის ძეს ასე ახასიათებს: `გიორგი,
როგორც მძვინვარე მელა, რომელიც გაურბის გააფთრებულ ლომს, გაქცევის ხევისკენ
გაეჩქარა. ყაჯართა ლაშქრის ლომებმა ის ძაღლის მსგავსები გაანადგურეს და თითო-
თითოდ მოსპობით მიწაზე დაანარცხეს. გიორგი ათას კაც ურჯულოსთან ერთად
მოკლეს... როცა ლევანმა ეს ამბავი შეიტყო, გულიდან ცეცხლის ალი ცამდე ააწვდინა და
თვალთა შადრევნიდან სისხლის წყალი მიწაზე დაღვარა. ყველა ქართველმა შავი
ჩაიცვა~.[11, 36]
`სმთ-1561-ამ ქორონიკონს ┌იქმნა ომი ციხ ┌ე┐ დიდს და მოკლ┌ე┐ ს ძე მეფისა
┌ლ┐ეონისა გიორგი~.[121, 50]
კახეთის მეფე ლევანი ამასიის ზავის შემდეგ, კვლავ ერთგულების პ[ოლიტიკას
ადგა ირანის მიმართ. ლევანს მონაწილეობა არ მიუღია ქართლში ყიზილბაშების
უკანასკნელ შემოსევებში და შიშობდა შაჰს ეს მიზეზად არ მიეღო და შური არ ეძია
მასზე. ამიტომ, მან 1556 წელს თავისი შვილი იესე ერთგულების დასამტკიცებლად შაჰ-
თამაზთან გააგზავნა დიდი ძღვენით. ამ თარიღის შესახებ ვახუშტი ასახელებს 1558
წელს: `წარავლინა ძე თÂსი იესე წინაშე ყეენისა ძღუნითა და ტყÂთა ქალ-ყრმითა და
აუწყა თÂსი არა რისა შეცოდება ქ~სა ჩ~ფნÀ, ქარ. ს-მგ~[29, 575] ე.ი. 1558 წელს როგორც
ამას ამბობს ვახუშტი ბატონიშვილი. როგორც ჩანს, შაჰმა კახეთის უფლისწული უკან არ
გამოუშვა და მძევლად დატოვა. ლევანის ორჭოფული პოლიტიკით უკმაყოფილო შაჰი
შეეცადა მის გადაყენებას და კახეთის ტახტზე იესეს აყვანას. 1553/60 წწ. იესე
გამაჰმადიანდა ისა-ხანის სახელით და შაჰის კარზე დიდი წყალობა მიიღო. `ამავე წელს
(ე.ი. 1559/60) ისა –ხანი საქართველოს მმართველის ლევანის შვილი, ისლამის მიღებით
გაბედნიერდა და ქვეყნის საფარველმა შაჰმა მას წყალობის თვალით დაუწყო ცქერა~.[11,
35,64] მალე იესემ უარყო მაჰმადიანობა და გაქცევა დააპირა, მაგრამ შეიპყრეს და 1562
წელს ალამუთის ციხეში ჩასვეს. `როცა ლევანის შვილმა ისა-ხანმა მაღალ პატივს
მიაღწია, სახელმწიფოს ყველა ამირასა და დიდებულთა [შორის] უწარჩინებულესი
გახდა. ყოველწლიურად ექვსი ათასი თუმანი, ოლქი და [სხვამ] წყალობანი
დაუმტკიცეს. ზოგიერთი მატყუარა და ურწმუნო შფოთის ამტეხის მიერ მოტყუებულმა
და შეცდომაში შეყვანილმა, მან მოულოდნელად უარყო ისლამის სჯული და გაქცევა

88
დააპირა. `ვინც თავის სარწმუნოებას განუდგება, ის მოკვდება და ურწმუნო დარჩება~.
ერთმა მისმა დაახლოებულმა მსახურმა ეს ამბავი რჯულის საფარველ შაჰს მოახსენა.
ამიტომ, ორშაბათს, რაბი ოს-სანის თვის ოცდაექვსს, ის დაიჭირეს და ალამუთის ციხეში
გააგზავნეს~[11, 37]-- ასეთია ჰასან რუმლუს ცნობები ისა-ხანის შესახებ.
ამ დროს ირანსა და კახეთს შორის დაირღვა XVI ს-ის I ნახევარში აღმოცენებული
ურთიერთობის ფორმა. პატრონისა და ყმის მტრული აქციების შემდეგ კახეთ-ირანის
ურთიერთობის გარკვეული პოლიტიკური ფორმა აღარ ჰქონდა. კახეთი ფაქტიურად
ირანისაგან დამოუკიდებელი იყო, რომლის შენარჩუნ-ება-განმტკიცების მიზნით ლევან
I-მა გარკვეული დიპლომატიური ღონისძიებანი განახორციელა.
ჩვენს ისტორიოგრაფიაში კარგადაა ცნობილი, რომ XVI ს-ის 60-იან წლებში
კახეთის მეფემ რუსეთისაგან დახმარების მიღება სცადა. მაგრამ ბუნებრივად ისმის
კითხვა: როგორი უნდა ყოფილიყო კახეთის დამოკიდებულება ოსმალეთის მიმართ,
რომლის ურთიერთობა ირანთან იმ დროს 1555 წლის ზავის პირობებს ემყარებოდა.
აღნიშნული საკითხის დასმისა და მასზე გარკვეული პასუხის გაცემის შესაძლებლობას
იძლევა ფერიდუნ ბეის კრებულის ერთი დოკუმენტი,[122, 47] რომლის შესწავლა
გვიჩვენებს, რომ ირანთან მკვეთრ დაპირისპირებაში მყოფი კახეთი თავისი პოზიციის
გასაუმჯობესებლად ოსმალეთის გამოყენებასაც შეეცადა. თავისთავად ცხადია: თუ
ირანის შაჰმა 1555 წლის ხელშეკრულება კახეთზე აგრესიის გასაძლიერებლად
მოიმარჯვა, ამდენადვე კახეთის მეფემ ოსმალეთის გამოყენებით ირანის აქტიურობის
შესუსტება განიზრახა.
დოკუმენტს აქვს ასეთი სათაური_ `ირანის საჩივრის გამო საქართველოს
ამირებისადმი გაგზავნილი, გადმოსაბირებელი, სამეუფო წერილის პირი~. მაგრამ
წერილის შინაარსიდან ნათელია, რომ ის მიმართულია არა საქართველოს ამირების,
არამედ თუ თურქული დოკუმენტების ენით ვიტყვით, მხოლოდ ერთი ქართველი
ამირისადმი, რომელიც კახეთის მეფე ლევან I-ია. საბუთის სათაურში გაპარული
შეცდომა კრებულის მასალების შემრჩევთა მიერ უნდა იყოს დაშვებული. მათ, როგორც
ჩანს თვითონ უხდებოდათ ამა თუ იმ სათანადო სათაურის გამოძებნა მისი შინაარსის
საფუძველზე და ყოველთვის საჭირო დაკვირვებას ვერ იჩენდნენ. ამ შეცდომის
გათვალისწინების შემდეგ დოკუმენტის სათაური შემდეგნაირად უნდა იკითხებოდეს
`ირანის შაჰზე საჩივრის გამო საქართველოს ამირასადმი გაგზავნილი,
გადმოსაბირებელი, სამეუფო წერილის პირი~.[122, 247-248]
როგორც ეს `სულთნების მიმოწერის კრებულისათვის~ არის დამახასია-თებელი,
ლევან I-სადმი გაგზავნილ წერილსაც თარიღი არ უზის და მასში არც ავტორის ვინაობაა
აღნიშნული. დოკუმენტის ორივე ხარვეზის დაძლევა მისი შინაარსის ანალიზისა და
მოვლენების შეპირისპირების საფუძველზე ხერხდება.
ეს დოკუმენტი წარმოადგენს სულთნის პასუხს იმ წერილზე, რომელიც ლევან I-ს
გაუგზავნია მისთვის. ეს ჩანს ერთი ადგილიდან, სადაც სულთანი წერილის ადრესატს
ატყობინებს, რომ `თქვენს წერილში ჩაწერილ ამბებს ჩვენი ბრწყინვალე შუქი მოეფინა
და დაწვრილებით იქნა წარმოდგენილი და გაგებულიო~.[122, 248] აქვე იხსენიება
კახეთის მეფის ელჩის ვინაობა, ვისი ხელითაც ლევან I-მა წერილი გაუგზავნა და მისი
დანაბარები ზეპირადაც მოუხსენებია სტამბოლში. ამის შესახებ სულთანი წერს კახეთის
მეფეს: `თქვენმა ბრწყინვალე და დიდებულმა დეფდერდარმა, აბდულ ალამმა (იმატოს
მისმა სიქველემ) აგრეთვე გვაცნობა ყოველივე რაც ჩვენს შორის არსებული ვითარების
შესახებ თქვენს მიერ შემოთვლილი და მოხსენიებულია~.[122, 248]
სულთნის წერილში ყველაზე არსებითს წარმოადგენს ლევან I-ის მიერ
ოსმალეთის წინაშე დასმული საკითხი ანუ `საჩივარი ირანის შაჰზე~ და სულთნის
89
რეაქცია მასზე. კახეთის მეფის ირანის შაჰით უკმაყოფილება და მისი გამომწვევი
მიზეზები სულთანს წერილის დასაწყისში აქვს გადმოცემული. სულთანი მათ
იმეორებს, რითაც პასუხის გასაცემად საფუძველს ამზადებს. ის ასე მიმართავს კახეთის
მეფეს: `მესიის ხალხის ამირებში სახელოვანო, იესოველთა ტომის დიდებულებში
გამოჩენილო ლევან, ბედკეთილი იყოს მისი ბოლო. როდესაც მაღალი სამეუფო სიგელი
მოაღწევს, დეე უწყოდეს, რომ სამართლიანობის შენობის ტახტი და ბედნიერების ჩვენის
საყრდენი, რომლისთვისაც ბრწყინვალე ვედრების სიტყვა შემოგითვლია,
სახელგანთქმულ ამირათა თავის დაკვრის ადგილი და დიდებულ ხელისუფალთა
თავშესაფარია. [გვატყობინებ], რომ შენი შვილებიდან ერთ-ერთი ღვიძლი შვილი
მოკლულია უდანაშაულოდ, ხოლო [მეორე] ვაჟი, სახელად იესე, რომელმაც ისლამი
მიიღო დაპატიმრებულ იქნა და რომ ძველი დროიდან მომდინარე ჩვეულების და აზრის
საწინააღმდეგოდ შემოღებული გადასახადების გადახდის დონე გამოგეცალათ და
ტანჯვის ატანა აღარ შეგიძლიათ. ამბობ, რომ მათი განზრახვაა საქართველოს მოსპობა,
შემდეგ კი ისლამის ქვეყნებში შეჭრა და [მათზე] `თავდასხმა, [რის გამო] სამყაროს
ღირსება მოსილი ჩვენი ზღურბლისაგან დახმარებას და შემწეობას ითხოვთ~.[122,249]
მოტანილი ციტატა წერილის თარიღის დადგენის საშუალებასაც გვაძლევს.
ირკვევა, რომ ლევან I-ს ოსმალეთისათვის იესე ბატონიშვილის გამუსულმანებისა და
დაპატიმრების შემდეგ მიუმართავს, ე.ი. 1562 წელს, ან მის შემდეგ. თარიღის სიზუსტის
განსაზღვრისათვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს წერილის მეორე ადგილს, სადაც
სულთანი ამბობს, რომ `ნახჩევანის ლაშქრობიდან ათი წელი გავიდა~.[122, 249]
მაშასადამე, სულთნის მიერ ამ წერილის გაგზავნა 1564 წელს უნდა მომხდარიყო. ცხადი
ხდება აგრეთვე წერილის ავტორის, ოსმალეთის სულნის ვინაობაც. ეს არის სულეიმან I-
ი, ანუ კანუნი, რომელიც მეფობდა 1520-1566 წწ. ზემოთქმულიდან გასაგები ხდება, რომ
ლევან I-სა და სულეიმან კანუნს შორის მიმოწერას ადგილი ჰქონია 1562-64 წწ.-ში
წერილიდან აშკარაა, რომ ლევან I-ის დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ ყოფილა
დაკავშირებული ირანის აგრესიულობის ზრდასთან. შაჰ-თამაზის მოქმედება კახეთის
მეფის შეშფოთებას იწვევდა. მის საჩივარში ირანის შაჰის რამდენიმე მტრული აქტია
ჩამოთვლილი. მართალია, ისინი სულთნის საპასუხო წერილიდანაც ხდება ჩვენთვის
ცნობილი, მათი სარწმუნოების მიმართ ეჭვების საფუძველს ქართული და სპარსული
წყაროების ანალოგიური ცნობები აქარწყლებს.
ლევან I-ის მიერ ირანის შაჰის მიმართ წამოყენებულ ბრალდებაში ლაპარაკია
მისი ერთე-რთი შვილის მოკვლაზე. ძნელია დანამდვილებით იმის თქმა, თუ რომელი
კახელი უფლისწული გახდა შაჰ-თამაზის ვერაგობის მსხვერპლი. `უდანაშაულოდ
მოკლულში~ როგორც წერილშია მის შესახებ ნათქვამი, არ უნდა იგულისხმებოდეს
ციხე დიდთან ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში მოკლული გიორგი უფლისწული,
რომელიც ქართლის მეფე სიმონ I-ს ეხმარებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა
მოვიყვანოთ `თეზქერეს~ ცნობა იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ იესე ბატონიშვილის
მძევლად წარგზავნამდე ლევან I-ი იძულებული იყო უკვე XVI ს-ის 40-იან წლებში
გაეგზავნა ერთ-ერთი თავისი შვილი შაჰ-თამაზისათვის, რომელსაც იგი თან ახლდა
ომებში.[122, 249] ყოველ შემთხვევაში სავარაუდებელია, რომ მის მიმართ შაჰ-თამაზმა
გამოიყენა კახელი ბატონიშვი-ლისათვის საბედისწერო შედეგით დაბოლოებული
მეთოდები, რომელიც მხედვე-ლობაში ჰქონდა ლევან I-ს სულთნისათვის გაგზავნილ
წერილში.
ლევან I-ის და სულეიმან კანუნინის მიმოწერიდან ჩანს, რომ ლევანს შაჰ-თამაზის
ანტიკახური პოლიტიკის გამოვლინებად იესე ბატონიშვილის გამუსულმა-ნება და
დაპატიმრება მიაჩნდა. ეს აქცია ერთ-ერთი რგოლი იყო შაჰის საბოლოო ზრახვის,--
90
კახეთის სახანოდ გადაქცევის პოლიტიკაში. ლევან I-ი უკმაყოფილებას გამო-თქვამდა
შაჰით იმის გამო, რომ მას აღარ ჰქონდა `ძველი დროიდან ჩვეულებისა და აზრის
წინააღმდეგ შემოღებული გადასახადების გადახდის `ღონე~ და `რომ ტანჯვის მოთმენა
აუტანელი გახდა~.
კახეთსა და ირანს შორის მოხარკეობის ურთიერთობის ფორმა ყალიბდე-ბოდა,
როგორც ხანგძლივი ისტორიული პროცესი, რომელიც შინაგანი წინააღმდე-გობებით
ხასიათდებოდა. შაჰი ცდილობდა კახეთის მეფე ყურმოჭრილ მსახურად და ხარკის
რეგულარულ გადამხდელად ექცია. ასეთი პოლიტიკის მიმართ ლევანის
წინააღმდეგობა მას აიძულებდა ეზრუნა რენეგატი უფლისწულის მომზადებისა და მის
კახეთის ტახტზე აყვანაზე. მაგრამ შაჰის ეს ცდა მისთვის არასასურველი შედეგით
დამთავრდა. იესე ბატონიშვილისაგან საიმედო ყმის მომზადება ვერ მოხერხდა. შაჰ-
თამაზმა ამით პოლიტიკურად წააგო, ვინაიდან გამოაშკარავდა მისი მტრული ზრახვები
პირადად ლევან I-ის მიმართ. ასეთ ვითარებაში ლევან I-მა გვერდი აუარა პატრონყმური
ურთიერთობის ფორმალური ეტიკეტის დაცვას და შაჰ-თამაზისათვის გარეშე ძალის
დაპირისპირება გადაწყვიტა. მან ირანისათვის ოსმალეთის დაპირისპირება სცადა.
ლევან I-ს არ შეიძლება არ სცოდნოდა, რომ 1555 წლის ზავი ირანისათვის
ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. ამიტომაც, ამ ზავის დარღვევა და ირან-ოსმალეთს შორის
ომის გამოწვევა მის ამოცანას წარმოადგენდა ამ პერიოდში. კახეთის მეფის ამ ნაბიჯს
უნდა ჰქონოდა დიპლომატიური ზონდაჟის ხასიათიც ოსმალეთის პოზიციის
შესასწავლად.
სულეიმან კანუნის საპასუხო წერილში გადმოცემულია ოსმალეთის თვალ-
საზრისი კახეთ-ირანის ურთიერთობაზე. სულთანმა კახეთის მეფეს დახმა-რებაზე უარი
შეუთვალა.
ქართველი პოლიტიკოსებისათვის დროთა განმავლობაში ცხადი ხდებოდა, რომ
ირანის წინააღმდეგ ოსმალეთის გამოყენების საფუძველს საქართველოს მიმართ მისი
აგრესიულობა ქმნიდა, რაც მას ირანთან აპირისპირებდა. ამდენად, ქართული
დიპლომატიის ეს სარბიელი (ირან-ოსმალეთის წინააღმდეგობანი) სერიოზული
საფრთხის შემცველი და შეზღუდული იყო. ქართული დიპლომატიის მთავარ
საზრუნავს, ცხადია ისეთი ძალის გამონახვა წარმოადგენდა, რომელიც ორივე
აგრესიულ სახელმწიფოს დაუპისპირდებოდა. ამის უტყუარ დადასტურებას ვხედავთ
იმავე ლევან I-ის მოღვაწეობაში, რომელიც კარგად გაერკვა როგორც ირანის, ასევე
ოსმალეთის ზრახვებში და რუსეთთან გააბა კავშირი. რუსეთთან დაახლოების
პოლიტიკური ხაზი რომელმაც კონკრეტული გამოხატულება XVI ს-ის 60-იან წლებში
ლევან I-ის ღონისძიებებში პოვა, ირანისაგან მომდინარე საფრთხი-სა და ოსმალეთის
პოზიციის გათვალისწინების საფუძველზე განვითარდა.
შაჰ-თამაზის გარდაცვალების შემდეგ (1576 წ.) ტახტზე ადის ახალი შაჰი ისმაილი
II-ე, რომელმაც არ დაივიწყა სვიმონის მეგობრობა და იგი საპყრობი-ლედან
გაანთავისუფლა (იგი შაჰ-თამაზს ალამუთის ციხეში ჰყავდა გამომწყვდეული 1569-1576
წწ.), მასთან ერთად გაანთავისუფლა იმავე ციხეში დამწყვდეული იესე.
თუ როგორი პატივით მოეპყრა შაჰ-ისმაილი სვიმონს და იესეს, კარგად ჩანს
ისმაილის ხელთდასხმის ზეიმზე (1576 წ. 27 აგვისტო) საპატიო სტუმრებს შორის
მათთვის მიჩენილი ადგილებიდან.[70, 176,195] მაგრამ ისმაილ მეორე მალე
გარდაიცვალა და სამეფო ტახტზე ავიდა მუჰამედ-მირზა ანუ შაჰ-ხოდაბენდუ (1577 წ.).
ამ უკანასკნელმა იესეს ცოლად შერთო თავისი ბიძაშვილი, შაჰ-თამაზის ძმის, სამ-
მირზას ასული და შაქის გამგებლობა უბოძა.[10, 28] კახეთის საზღვრებთან მჯდომ
იესეს ყოველთვის შეეძლო ალექსანდრეს საწინააღმდეგო საქმიანობის გაჩაღება. `ისა-ხან
91
ქართველი, ლევან ხანის შვილი და სვიმონ ხანი, ლუარსაბის ძე, ორივენი ალამუთის
ციხეში რომ იყვნენ დაპატიმრებულები, ისმაილ-მირზამ გამოუშვა. სამოთხეში
დამკვიდრებული შაჰის ძმის საამ-მირზას ასული სულთან-მოჰამედ ხოდაბენდუმ, ისა-
ხანს მისცა და შაქის მმართველად განაწესა. სიმონ ხანი ისლამის მიღების პატივით
გაბედნიერდა და სულთან მაჰმუდ-ხანად იწოდა შესაბამისად სიტყვებისა: მხოლოდ
მართლმორწმუნენი არიან ღირსეულნი, - მან `ძმის~ ბედნიერი წოდებულება მიიღო.
პატივითა და ღირსებით მოსილი საქარ-თველოში გაემართა და სამემკვიდრეო ქვეყანას
დაეუფლა~.[10, 28]
XV ს-ის ბოლოს დაშლილ საქართველოს კვლავ მოსვენებას არ აძლევდა არც
ირანი და არც ოსმალეთი. თითოეული ცდილობდა მეტი ტერიტორია დაეპყრო და
თვითონ გამხდარიყო ბატონი საქართველოსი. სწორედ ასეთი ურთიერთ-საწინა-
აღმდეგო მოქმედებების შემდეგ, 1514 წელს ირან-ოსმალეთს შორის დაიწყო პირველი
დიდი ომი, რომელიც დამთავრდა 1555 წელს ჩვენი ქვეყნისათვის მეტად მძიმე
შედეგებით. ამ ომის დროს მთავარი ასპარეზი სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო
იყო. ორივე მხრიდან ომი შეუბრალებელი სისასტიკით წარმოებდა: მრავალი ნაყოფიერი
ადგილი, ბაღი, ხელოვნების ძეგლი განადგურდა. ირანელთა ჯარი სიცოცხლის ნიშან-
წყალს არ ტოვებდა იმ ადგილებში, სადაც ოსმალთა ჯარს უნდა გაევლო. `მეტი
საშუალება არ არსებობს, -ამბობდა შაჰი, გარდა იმისა, რომ სადაც კი ხონთქრის ოლქს
ხელში მოვიგდებთ, გავაპარტახოთ, მათი მოსავალი გადავწვათ, ვითარეშოთ და
ვარბიოთ. ერთ დღეს ერთ ადგილზე არ გავჩერდეთ და ის ქვეყნები ისე გავანადგუროთ
და გავავერანოთ, რომ ათი დღის სავალზე სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდეს.[105,
112]ასე იქცეოდნენ ოსმალებიც.
შეიძლება, ამასიის ზავი, უფრო ზუსტად საქართველოსთან დაკავშირებით ირან-
ოსმალეთის გარიგება, მართლაც აწყობდათ საქართველოს ზოგიერთ სამეფო-სამთავროს
პოლიტიკურ მესვეურებს, რომელთაც არ სურდათ საქართველოს გაერთიანება და
ამდენადვე ცენტრალური ხელისუფლებაც, რის გამოც ისინი თავდაუზოგავად
ებრძოდნენ ერთმანეთს და ხშირად მიმართავდნენ კიდეც გარეშე ძალას, მაგრამ ამასიის
ზავს, გარდა ამ საშინაო მხარისა, ჰქონდა აგრეთვე საგარეო, სახელდობრ, ის საფრთხე,
რომელსაც იგი უქმნიდა სწორედ ერთმანეთთან გათანაბრებულ ქართულ სამეფო-
სამთავროებს. საქმე ისაა, რომ ახალ ვითარებაში თითოეული მათგანის რეალურ
არსებობას საფრთხე შეუქმნა არა მეორე ქართულმა სამეფომ თუ სამთავრომ, არამედ
ირანმა და თურქეთმა. ეს საგარეო ფაქტორი კი ახლა უკვე მეტად მნიშვნელოვანი იყო,
ვიდრე პირველი-საშინაო. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქართველებმა თურქეთიც და
ირანიც იმთავითვე ორ ტოლძალოვან დიდ ბოროტებად მიიჩნიეს. მათთვის `ალია და
ოსმანი ორივე თათარი იყო~, ისე, როგორც ერთი იყო, ვის კლანჭებში მოხვდებოდნენ-
ბაბრისა თუ ფოცხვერისაში~.[110, 53]
ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის აღნიშნული გარემოება XVI ს-ის II
ნახევარში, შეიძლება ითქვას, სრული სიღრმით კახეთმა განჭვრიტა და მანვე გადადგა ამ
მიმართულებით პირველი დიპლომატიური ნაბიჯი. ამასიის ზავისა და რუსეთის მიერ
ყაზან-ასტრახანის სახანოების შემოერთებას, როგორც ჩანს, კახელი
პოლიტიკოსებისათვის ორი რამ უნდა გაეხადა ნათელი: ერთი, რომ ამიერკავკასი-
ისათვის, და ალბათ მთელი კავკასიისთვისაც, დიდი ბრძოლა თურქეთსა და ირანს
შორის ამით არ დამთავრებულა, ხოლო მეორე, რაკი რუსეთი ეს-ეს არის დაინტე-რესდა
კავკასიით, იგი აუცილებლად დაუპირისპირდებოდა თურქეთსა და ირანს და ამდენად
შეიძლებოდა უკვე მისი გამოყენება როგორც მოკავშირე-დამხმარე ძალისა მათ
წინააღმდეგ.
92
აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოებისა და სათავადოების დამოკიდებულება
ამასიის საზავო ხელშეკრულებისადმი ერთნაირი არ იყო. სათავადოების დიდი ნაწილი
ზავის მომხრენი იყვნენ, რადგან ზავის შედეგად ქართლისა და კახეთის სამეფო
ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ირანსა და ოსმალეთს გამოი-ყენებდნენ. ხოლო
რაც შეეხება ქართლისა და კახეთის სამეფო კარს, ამასიის ზავი მათთვის მიუღებელი
იყო. რადგან ამიერიდან მათ ნაკლებად შეეძლოთ ირან-ოსმალეთის წინააღმდეგობის
გამოყენება თავიაანთი დამოუკიდებლობის შესა-ნარჩუნებლად. ირანი და ოსმალეთი,
როცა ერთმანეთთან ბრძოლას შეწყვეტდნენ, საქართველოს საქმეებში უფრო
ენერგიულად ჩაერეოდნენ.
ელ. მამისთვალიშვილი ევროპული წყაროების დაკვირვების შედეგად იმ
დასკვნამდე მივიდა, რომ ირანში სეფიანთა დინასტიის გამეფებიდან (XV ს-ის ბოლო
XVI ს-ის დასაწყისი) მოყოლებული XVII ს-ის დასაწყისამდე ქართლისა და კახეთის
მეფეები და სამცხის მბრძანებელი გადაიქცნენ მპყრობლებად-ო. `ეს კი გულის-ხმობდა
შემდეგს: 1) მულქ-ი მოურუსის მპყრობელი შაჰი შეცვლის შემთხვევაში ვალდებული
იყო, მიემართა ახალი შაჰისათვის, როგორც სიუზერენისათვის ინვესტიტურის გამო. 2)
პირველი მოწოდებისთანავე გამოსულიყო თავისი ჯარით სამსახურში; 3)
ყოველწლიურად ეხადა ხარკი.
შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ მულიქ-ი მოურისი სეფიანების მიერ
საქართველოზე გავრცელებული სიახლე არ იყო და მისი ტრადიცია უზუნ ჰასანის
დროიდან მოდიოდა (გავიხსენოთ, რომ უზუნ-ჰასანმა საქართველოზე ლაშქრობის
საბაბად ის გამოაცხადა, რომ ქართველები მას ოსმალებთან ომში არ დაეხმარნენ. ისიც
უნდა გავიხსენოთ, რომ უზუნ-ჰასანმა საქართველოს მეფესა და მთავრებს 16000
დუკატის გადახდა მოსთხოვა, რაც ალბათ უკანასკნელი წლების ან წლის გადასახად
თანხას შეადგენდა ა. ჯოვიოს მიხედვითაც, ისმაილ I-ის საქართველოზე პირველი
თავდასხმის მიზეზი ის გამხდარა, რომ ქართველებს `უკვე ოთხი წელი გავიდა, რაც
ხარკი არ გადაუხდიათ, ელჩობაც კი არ გაუგზავნიათ გამარჯვებათა მისალოცად~.
ევროპულ წყაროებზე დაკვირვების შედეგად, შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსი
ურთიერთობა დამყარდა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებსა და
ოსმალეთს შორისაც ამასიის ზავის შემდეგ~.[70, 302-303]
XVI-XVII სს.-ის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა მთლიანად დამოკი-
დებული იყო ირან-თურქეთის 125 წლიანი ომის მსვლელობაზე (1514-1633). ამიტომ
ვინც ამ ომის ამა თუ იმ ეტაპზე წარმატებას აღწევდა, საქართველოზე უპირატეს
უფლებასაც ის იჩემებდა და, ამდენად საქართველოსაც დაპყრობა-გადაშენების
საფრთხეც იმ მხრიდან ემუქრებოდა. ბუნებრივია, რომ ქართველი მეფე მთავრები თავის
საგარეო პოლიტიკას ამის მიხედვით წარმართავდნენ და თავდაცვის ფრონტსაც
შესაბამისად იცვლიდნენ, მხოლოდ თავდაცვის ფრონტს `რადგან ამასიის ზავი
წარმოადგენდა ირან-ოსმალეთის აგრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტს ამიერ-
კავკასიის მიმართ XVI-XVII სს-ში. . .[123, 17]საქართველოში მეფე-მთავრებისათვის
ამასიის 1555 წლის ზავის შეთანხმება მისაღები შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ
იმიტომ, რომ ის ერთ სიბრტყეზე აყენებდა თითოეულ ქართულ ქვეყანას და
საქართველოს გაერთიანების პრეტენდენტს, ქართლის მეფეს, დამატებით დაბრკო-
ლებას უქმნიდა. მაგრამ ამ ხელშეკრულების გარეშეც საქართველოს გაერთიანების
ობიექტური პირობები არ არსებობდა. ქართლის სამეფოს მისწრაფება-გაერთიანება
მთელი საქართველოსი ასახავდა არა ქვეყნის საშინაო პროცესებს, არამედ
წარსულისაგან დატოვებულ პოლიტიკურ ტრადიციას, რომელიც საკმარისი არ იყო
სამეფო-სამთავროებისა და სათავადოების სისტემის დასაძლევად. ასეთ პირობებში
93
ქართლის სამეფო კახეთის დამოუკიდებლობას რეალურ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.
ამასთან მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ იმ პერიოდში საქართველოს
ქვეყნებიდან ეკონომიკურად და პოლიტიკურად შედარებით მტკიცეს კახეთის სამეფო
წარმოადგენდა, კახეთში მეფის ხელისუფლება გაცილებით მტკიცე იყო, ვიდრე
ქართლში. კახეთი ერთადერთი ქართული ქვეყანა იყო, სადაც არ არსებობდა
ფეოდალთა დაჯგუფებანი და არ წარმოებდა შინაფეოდალური ომები-საფრთხე,
რომელიც ქართლში თანდათან ასუსტებდა ცენტრალურ ხელისუფლებას.

თავი IV. კულტურული ვითარება კახეთში XVI საუკუნის I ნახევარში

XVI ს-დან იწყება ქართული კულტურის ისტორიის ახალი პერიოდი, რომელიც


ქართულ ლიტერატურაში `აღორძინების~ სახელითაა ცნობილი და რომელმაც შეცვალა
კულტურული დაცემის ხანა (XIII-XV სს). თავისი შინაარსით ქართული კულტურის ეს
ახალი პერიოდი არ იყო ევროპული ჰუმანიზმისა და რენესანსის ხანა, თუმცა
უკანასკნელის ელემენტები, მომდინარე კლასიკური პერიოდიდან (XI-XII სს.)
საბოლოოდ არასოდეს ჩამკვდარა, ხოლო XVII ს-ან განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა
მხატვრული ლიტერატურის სფეროში.
XIII-XIV სს.-ში საგრძნობლად შეფერხდა სასკოლო განათლება, მაგრამ არ
მოსპობილა. სკოლები არსებობდნენ ეკლესია-მონასტრებთან, საეპისკოპოსო
კათედრებთან, სამეფო-სამთავროთა რეზიდენციებსა და მსხვილ ფეოდალთა
სასახლეებთან.
კულტურულ-ლიტერატურული საქმიანობის მნიშვნელოვანი ცენტრები
არსებობდა კახეთში, კერძოდ-გრემში, თელავში, ხოლო მნიშვნელოვან საეპისკოპოსო
კათედრას წარმოადგენდა ალავერდი, ასევე სწავლა-აღზრდისა და კულტურული
შემოქმედების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა დავით-გარეჯის მონასტერი.
მიუხედავად მრავალჯერ დარბევა-აოხრებისა, ეს კულტურული ცენტრი საბოლოოდ არ
მოშლილა და მან განსაკუთრებულ აყვავებას XVII ს-ში მიაღწია.
ხალხური შემოქმედება ყოველთვის იყო სულიერი კულტურის უშრეტი წყარო.
თავის მხრივ ხალხური შემოქმედებაც სარგებლობდა ლიტერატურული ძეგლებით.
დღემდეა შემონახული `ვეფხისტყაოსნის~ მამუკა თავქალაშვილისეული (XVI ს.
ასლი ე. მაჭავარიანის), შესრულება რომელიც დაცულია თელავის ისტორიულ-
ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ნაგვიანევი ფეოდალური ხანის ხელოვნება მხატვრული ხარისხით ვერ შეედრება
წინა ეპოქისას. მიუხედავად ამისა, ამ ხანაშიც ბევრი რამ საყურადღებო შექმნილა.
ხელოვნების ძეგლთა რაოდენობა ამ დროს ძალიან დიდია, რაც თავად მოწმობს
ქართველი ხალხის დაუშრეტელ შემოქმედებით უნარზე. გარდა ხუროთმოძღვრული
ძეგლებისა, დიდი ადგილი უჭირავს კედლის მხატვრობას, ოქრომჭედლობას, კვლავ
ღვივდება ინტერესი დეკორაციული სკულპტურისადმი, რომელიც XI ს-ის შემდეგ
მიჩქმალული იყო.
XVI ს-დან მშენებლობა კვლავ გამოცოცხლდა. XVII ს-ის დასაწყისამდე ამ მხრივ
ყველას წინ უსწრებდა კახეთი. აქ გაიზარდა ახალი დედაქალაქი გრემი, აშენდა ბევრი
სასახლე-ტაძარი. XVII ს-ის შუა წლებიდან მას ქართლი უსწრებს წინ, დარბეულ
კახეთში კი მშენებლობა კარგა ხნითაა ჩამკვდარი.
XVI-XVII სს.-მა ცალკეულ ტაძართა გარდა დაგვიტოვა, მთელი ფეოდალური
ანსამბლები (ციხე-ან გალავანი კოშკებით, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობებით,
ეკლესია-სამკაულებით), განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა თავდაცვით

94
შენობებს. ლეკების თარეშმა გამოიწვია საფორტიფიკაციო ნაგებობათა ახალი ტიპის, ე.წ.
გალავნების მშენებლობა; ესაა ოთხმხრივ შემოზღუდული მოზრდილი ნაკვეთი,
ჩვეულებრივ სწორკუთხა მოხაზულობისა, რომელშიაც თავის შეფარება შეეძლო
სოფლის (ან სოფლების) მთელ მოსახლეობას საქონელთან ერთად.
ცეცხლმფრქვევი იარაღის გავრცელებამ კვალი დააჩნია ციხე-სიმაგრეთა გეგმებსა
და კონსტრუქციებს. ჩნდება `სათოფეები~ და `საზარბაზნეები~ (წინან-დელი
`სალოდეების~ გვერდით), გალავნის პერიმეტრიდან ძლიერ გამოშვერილი კოშკები,
საიდანაც გალავნების დაცვა შეიძლებოდა.
ძველთაგანვე გავრცელებული საშენი მასალის –ქვის გვერდით ქართლსა და
კახეთში XVI ს-დან ვრცელდება აგური. მას ფასადებისთვისაც ხმარობდნენ. საუკეთესო
ძეგლები ამ დროსაც სამშენებლო ტექნიკის მაღალ დონეს მოწმობს.
XV და მომდევნო საუკუნეებში, ჭედურ ხატებს თუ ყოველთვის არაუმეტესად
მაინც, მთლიანად ლითონისაგან აკეთებენ, ე.ი. ფერწერით შესრულებული
პირისახეების, ხელების, ან მთელი ფიგურისა და ნახევარფიგურის გარეშე. ამგვარი
ხატები ისევე სრულუფლებიანადაა მიჩნეული, როგორც ფერწერული ხატები,
რომელთაც ან არ გააჩნიათ მოჭედილობა, ან მხოლოდ ბორტების ვიწრო ჭედური
სამკაული აქვთ. პლასტიკის წინანდელი დევნა ახლა უკვე აღარაა, მაგრამ ამ ჭედურ
ხატებში აღარც თვით პლასტიკაა, არის მხოლოდ ნახატი, რომელიც ოდნავაა ამოწეული
დაბალი რელიეფით.
XVI ს-ში ფართო გაქანებას აღწევს მამნესა[124, 14] და სხვა უცნობი ოსტატების
ნამუშევრებით დაწყებული აღმავლობა, რომლის მაჩვენებელიც ის იყო, რომ
გაღრმავებულ ყურადღებას იჩენდნენ ჭედური კომპოზიციისათვის არჩეული და
განხორციელებული შინაარსისადმი. ნივთის შესრულების გარკვეულ ხერხთა შერჩევა-
გამომუშავებისადმი და არა მარტო მემკვიდრეობით მიღებული ტექნიკური
დახელოვნებისადმი. ჩვენს დროში მოღწეული მრავალი ძეგლი გვიჩვენებს არა მარტო
რამდენსამე განსხვავებულ მიმდინარეობას, არამედ სრულიად ახალი, მანამდის
უცნობი, არტისტული ხერხების გაჩენასაც.[124, 14]
XVI ს-ში, გარდა ჭედური ნაწარმოებთა მრავალგვარი სხვადასხვა ჯგუფისა,
რომლებიც ტექნიკური თვალსაზრისით მხოლოდ აგრძელებენ საუკუნეთა მანძილზე,
უადრესი ნიმუშებიდან შემუშავებულ ხერხებს, ჩვენ გვხვდება ნამუშევართა მთელი
ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა დამატებითი ხერხის გამოყენ-ებით: ამ ხერხის
დამახასიათებელი ის, რომ ორნამენტაცია-რელიეფური ფოთლები, ყვავილები,
ყლორტები_თითქოს ამოჭრილია ოქროს ფუძეზე (`ტორევტიკა~ სიტყვის ზუსტი
მნიშვნელობით). ამ ჯგუფის ნაწარმოებთა შესწავლამ შესაძლებელი გახადა მათი
ქრონოლოგიური განლაგება XVI ს-ის II ნახევრის მანძილზე, გარკვეულ ეტაპებად,
რომლებიც გვიჩვენებს ჯერ ამ ხერხის მკაფიოდ გამოვლენილ გამოყენებას, შემდეგ კი
გადასვლას მსუბუქ, ხალიჩისებრ, გრავირებულის მსგავს ნახატზე. დამახასიათებელია,
რომ ორნამენტულ სახეთა ძირითად ელემენტს ისეთივე ხუთყურა და სხვაგვარი
ყვავილები შეადგენს, როგორიც გორისჯვრის სცენების ფონზე, ან ედიშერ
ჩოლოყაშვილისეულ 1589 წლის ხატებზე )ტაბ. 186-187).[124, 15,27] ყველაზე
ადრინდელია ორი ხატი-ერთი შუამთიდან, დედოფალ თინათინის შეწირული, მეორე
ალავერდიდან_ლეონ მეფისეული (ამ ხატებს ქვემოთ განვიხილავთ).
ამ ჯგუფის ძეგლთა დამახასიათებელია აგრეთვე მარგალიტისა და თვლების,
განსაკუთრებით ფირუზისა და ლალის დიდი რაოდენობით გამოყენება. ლეონისა და
თინათინის ხატები შუამთასა და ალავერდში ნათლად და ხაზგასმით გვიჩვენ-ებს, რომ

95
ამ სხვადასხვა ზომის ფერადოვანი წერტილების მიმობნევა თვით კომპოზიციის
ფარგლებში-ერთ-ერთი წამძღოლი ელემენტია.
XVI ს-ის II ნახევრის ქართველმა ოქრომჭედლებმა პირველად გამოიყენეს
სრულიად ახალი ტექნიკა (როგორც ჩანს აითვისეს მეზობელი ირანიდან). ორნამენტი
ამოკვეთილია, ამოჭრილია ლითონზე, ე.ი. ორნამენტული ელემენტი- მკაფიო
პლასტიკური რელიეფი წარმოქმნილია ზემოდან ქვემოთ, ფონისკენ ჩაჭრით, ფონისკენ
ჩაღრმავებით, ფონის ამოცლის ხარჯზე.
ნიშანდობლივია აქ ერთი რამ, რომ ყველა ეს ხატი, სადაც კი ამგვარი ორნამენტი
გვაქვს, ოქროსია, ოქროს შედარებით სქელი ფურცლისაგან გაკეთე-ბული. ასეთი
ტექნიკისათვის სწორედ ოქრო უფრო მოსახერხებელი მასალაა, უფრო რბილია
საჭრელად. საინტერესოა ისიც, რომ ყველა ეს ხატი საქართვე-ლოს ერთი კუთხიდან,
კახეთიდანაა. ამდენად, ყველა ეს ძეგლი –10 ოქროს ხატი- XV ს-ში საქართველოს ამ
პროვინციის ეკონომიკური მომძლავრების კიდევ ერთი დამატებითი საბუთიცაა.[125,
12-13]
კახეთში დაცული ხატების ამ ჯგუფის თავისებურებას შეადგენს აგრეთვე უხვად
გამოყენებული თვალ-მარგალიტი, განსაკუთრებით ფირუზი, ამ დროის საბუთებში
დიდად გავრცელებული ქვა და ლალი. ზოგ შემთხვევაში ეს სხვადასხვა სიდიდის
ფერადოვანი ლაქები თვით კომპოზიციაშია ჩართული, როგორც მისი ერთ-ერთი
ძირითადი ელემენტი, მაგ.: შუამთისა და ალავერდის ხატები. შუამთა-ღვთისმშობელი
ყრმით, XVI ს-ის II ნ.-ი 49X41 სმ. ოქრო, გამოსახულებათა პირისახეები-ფერწერა. უხვად
შემკული თვლებით_ ლალი. ფირუზი, მარგალიტი. კახთა მეფე ლეონის მეუღლის
თინათინ დედოფლის შესაწირავი დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო
მუზეუმში.[125, 16;124, 27]
მეორე ხატი-----შუამთის ქრისტეს გამოსახულება, XVI ს. 58X41 სმ. დაცულია
საქართველოს ხელოვნ. სახელ. მუზეუმში.[125, 107]
ალავერდი----–წმ. ნიკოლოზი XVI ს. 28,5X20 სმ. ოქრო. ხატი შესრულებულია
ალექსანდრე კახთა მეფის (1574-1605) დაკვეთით. (სხსმ.)[125, 16]
ალავერდის მეორე-----კარედი ხატი, რომელშიაც ღვთისმშობლის ხატია
(ოდიგიტრიის ტიპის) ხატია ჩადგმული, XVI ს. 6,5X59 სმ. ვერცხლი, მოოქრული.
შეუწირავს კახთა მეფის კარის წინამძღვარს ფილიპეს (სრსმ).[125, 16]
თელავი-მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, XVI ს. 33X24,5 სმ ვერცხლი,--
მოოქრული. წარწერაში (ქვემოთ) მოხსენიებულია შემწირველი-ედიშერ ჩოლოყაშვილი,
წელი 1583 (სრსმ).[125, 16]
კახეთის ხატებზე გამოსახულებათა პირისახეები, ერთი ორი გამონაკლისის
გარდა, ფერწერითაა შესრულებული, მაშინ, როცა XVI ს-ის ყველა სხვა ჯგუფის
ძეგლებზე, რომელთა უმეტესობა დასავლეთ საქართვლოს სხვადასხვა ცენტრშია
შექმნილი იშვიათად თუ შევხვდებით ჭედურობისა და ფერწერის ასეთი შეთავსე-ბას. ამ
ხატების მეტი ნაწილი მთლიანად ჭედურია.
ახლა განვიხილოთ საკუთრივ ჩვენგან განსახილველი ეპოქის ძეგლები. XVI ს-ის
ძეგლთაგან, უპირველესად, მოსახსენებელია კახეთის სამეფოს დედაქალაქი გრემი,
რომელმაც ჩვენს დრომდე ნანგრევების სახით მოაღწია.[126] დღემდე გადარჩენილი
ეკლესიების გარდა აქ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი შენობა იყო: აბანოები, ქულბაქები
(საბაზრო მოედანი, რომელსაც ორმხრივ ჰქონია დუქნების რიგი), სხვადასხვა ტიპის
საცხოვრებელი. ქალაქის ანსამბლს თავს დაჰყურებდა მთაზე აშენებული
მთავარანგელოზთა ეკლესია, მეფის საცხოვრებელი სასახლე და მის გვერდით კოშკი.

96
სანამ უშუალოდ შევეხებით ხუროთმოძღვრებას, მანამდე განვიხილოთ გრემი, როგორც
კულტურულ-აღმშენებლობითი ცენტრი კახეთის მხარეში.
გრემს შესანიშნავი ადგილმდებარეობა ჰქონდა. ის თვალსაჩინო სტრატე-გიულ
პუნქტს წარმოადგენდა, ამასთანავე, მდებარეობდა კახეთის ერთ-ერთ ძირი-თად
სავაჭრო მაგისტრალზე. ყოველივე ამან განაპირობა მისი დაწინაურება. XV ს-ის II
ნახევრიდან XVII ს-ის დამდეგამდე გრემი წარმოადგენდა კახეთის მეფეთა
რეზიდენციას. `... ეს აყვავებული ქალაქი ნიმუშია სამოთხის ბაღისა, რომელიც
ქრისტიანების საცხოვრებელ ადგილად გამხდარა /ამ/ ქვეყნდად... ამ ქალაქში ერთი
მშვენიერი ეკლესია, უაღრესად ლამაზი და მორთული~.[10, 85]
ხოლო რუსმა ელჩებმა, რომელთაც იმოგზაურეს კახეთში 1640-43 წწ.-ში, ასე
ახასიათებენ გრემს: Ноября в 27 день с того стану пошли и пришли в Крым. А Крым место
стоит под кумыцкими горами. С приезду от Олону под горю церковь кашенья, армянская.
Околе её жилых армянсках дворишка с 3 да пустых дворишков с 6. Да тут же бывали
лавченка каменые, лавок с 5, все разбиты. Да под большою горою на пригорке монастырь.
Кругом его ограда каменая, ниска. кладен камень за глисою. Во многих местах розвалялась.
А в монастыре церковь каменная во имя архангела Михаила, зделана на и углы, а в ней 2
стоика. А крестана церкве нет. А в церкве писано стенным писмом. Писмо все избито и
исколото. Олтарь [с ] церковью разгорожен так же, как и в Шонте и в Лавердовском
монастыре. А в олтаре престол с обходом, оболочен кумачем. Царских дверей и деиаусов и
образов местных и службые. той церкве нет. Да посторонь тое церкви полата, от той полаты
вверх 2 полаты, и на тех полатах кабы бывала полольная да иные закамарка. Да от того
монастыря под горою, с приезду от бозару|| Зегеми, течет руче подле гору, и за ручьюем
двор бывал царя Александра».[127, 360]
სატახტო ქალაქში ფართო აღმშენებლობითი საქმიანობა გაჩაღდა. აგებულ იქნა
მრავალი დიდებული შენობა. ცალკე უნდა მოვიხსენიოთ სასახლე, რომლის მშვენებას
ხაზგასმით აღნიშნავენ თეიმურაზ I თუ არჩილი, მთავარანგელოზთა ეკლესია,
რომელიც ლევან მეფის (1520-1574 წწ.) დროს იქნა აგებული და მოხატული, ხოლო XVII
ს-ის დამდეგს რუსი მხატვრების მიერ იქნა გაცხოვე-ლებული და სხვა, საგულისხმოა,
რომ აღმშენებლობით საქმიანობას ეწეოდნენ არა მხოლოდ მეფე-დიდებულები, არამედ
შედარებით, დაბალი რანგის მოხელენიც. ასე მაგალითად, გრემის ეკლესიის
ნანგრევების სამენოვანი წარწერიდან ჩანს, რომ XVI ს-ის 70-იან წლებში იქ ეკლესია
აუგია კარის მდივანს მითარსის.[128, 261-262]
გრემში საქალაქო ცხოვრების განვითარებასა და მოსახლეობის სიმრავლეს
ამოწმებს მატერიალური კულტურის მრავალი ნაშთი, რომელიც ნაქალაქარის
ტერიტორიაზეა შემორჩენილი- ესენია- წყალსადენი, ქარვასლები, ქულბაქები, აბანო და
ა.შ.
გრემმა, როგორც კახეთის სატახტო ქალაქმა და პოლიტიკურ-ეკონომიკური
ცხოვრების ცენტრმა იარსება, 150 წელი, შაჰ-აბასის შემოსევებამდე. სპარსელთა
ლაშქარმა სასტიკად დაარბია ქალაქი, მიწასთან გაასწორა მისი შენობები, დაანგრია
დიდებული სასახლეები. აოხრებული ქალაქი ვეღარ წამოდგა და ვეღარ აღდგა.
იმ პერიოდში, როდესაც გრემი კახთა მეფეების რეზიდენციას წარმოადგენდა, იქ
კულტურულ-შემოქმედებითი მუშაობაც გაშლილა. ლიტერატურული ინტერესი კახთა
დედაქალაქის მკვიდრთ ადრეც საკმაოდ ჰქონიათ, ხელნაწერთა გამრავლება ადრევე
დაწყებულა. მაგალითისათვის შეგვიძლია დავასახელოთ ანა დედოფლის ინიციატივით
1479- 1495 წწ. დამზადებული ძვირფასი ნუსხა `ქართლის ცხოვრე-ბისა~, თინათინ
დედოფლის დავალებით 1535 წელს გადანუსხული სვინაქსარი და ა. შ, მაგრამ
მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობა განსაკუთრებით გაიშა-ლა XVI ს-ის

97
მიწურულიდან, როდესაც ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდნენ დავით მეფე და
ქეთევან დედოფალი, ხოლო უფრო გვიან თეიმურაზ I.[122, 447, 450]
ახლა რაც შეეხება თვით მთავარანგელოზთა ეკლესიას. მთავარანგელოზთა
ეკლესიის ანსამბლი ნაქალაქარ გრემის აღ-თით წამოზიდულ ქედზე მდებარეობს. აქ
იშვიათი მოხდენილი კომპოზიციაა შექმნილი. თავის დროზე, ცხადია იგი უკეთესი
იქნებოდა, როდესაც ნაგებობები სრული იყო და არ ჰქონდა ისეთი გვიანდელი
მიშენებები, როგორიცაა, მაგ.: კოშკი-სამრეკლოს შეუსაბამო ფანჩატური და სხვ.[122, 450]
მთავარანგელოზთა ტაძარი აგებულია კახთა მეფის ლევანის მიერ 1565 წელს,
მაშინ, როდესაც გრემი კახეთის დედაქალაქი იყო. მანამდე აქ პალატი და სხვა
ნაგებობანიც მდგარა. ზოგი მათგანი იქვე მდგარ კოშკ-სამრეკლოშია ჩაქსოვილი. ზოგი
კი დანგრეულა, ხოლო მცირე ფრაგმენტები გალავანსა და სხვა ნაგებობებშია ჩართული.
გ. ჩუბინაშვილი გრემის მთავარანგელოზთა შესახებ შემდეგს აღნიშნავს: « Храм Мтавар-
Ангелози в греми, построенный в 1565 году, представляется своего рода двойником
Ахали Шуамта».[122, 450]
იმ კონცხს, სადაც ანსამბლია განლაგებული, უწესო რელიეფი აქვს. ამ რელიეფის
მაქსიმალურად გამოყენებით აგებულია გალავანი. როგორც ეს გვიან საუკუნეებში იყო
მიღებული, ტაძრის გალავანი თავისთავად სიმაგრეს წარმოა-დგენდა. კედლებს ზედა
ნაწილი ყველგან მორღვეული აქვს, ზოგან კი ეზოს მხრიდან მიწის ზედაპირამდეა
დანგრეული.
გალავნის შესასავლელი ჩრდილო-დასავლეთის კუთხეშია მოთავსებული. იგი
საგანგებოდ ყოფილა გამაგრებული. ვიწრო შესასვლელი ორ ბურჯს შორისაა
მოთავსებული. თაღოვანი შესასავლელის გვერდებზე თითო სათოფეა, ხოლო ზემოთ-
ორი შეწყვილებული და ოთხი ძირს დახრილი. აქ მოქმედება ორ მეთოფეს ძლივს
შეეძლო, რადგან სადგომის ფართი მეტად მცირეა.
დასავლეთის გალავნის შერჩენილ ნაწილში სათოფეები განლაგებულია 1,5-2
მეტრის დაცილებით, ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში კი მთლიანად სათოფეებია
განლაგებული.
ტაძრის აღ-თით ადრევე გრძელი შენობა მდგარა. მისი დასავლეთის კედელი
ყრუა, რადგან შენობა მიწაში იყო შეჭრილი. ამ შენობიდან მოყოლებული სამხრეთ-
დასავლეთის კუთხემდე კედელი გარედან თითქმის ათი მეტრი სიმაღლისაა, შიგნიდან
კი მიწის ზედაპირზეა. საბოლოოდ მოწყობილი კედელი უფრო მაღლა უნდა
ყოფილიყო.
სამხრეთ-დასავლეთის კუთხის კოშკი ნაწილობრივაა შემორჩენილი. ქვედა
სართული ამოვსებულია და მხოლოდ კარის ზედა ნაწილი ჩანს ეზოდან. მეორე
სართული შიგნიდან წრიულია. კედლებში შერჩენილია სამი ცალმაგი სათოფე. ამ
კოშკსა და სამრეკლოს შორის მდებარე კედელი ბურჯით შუაზე გაყოფილი. კედლის
სამხრეთის ნახევარი სიმაღლით 4 მეტრია, ჩრდილოეთისა კი----6მ. პირველში ორი
ცალმაგი სათოფეა, მეორე კი ყრუა. სამრეკლოს კუთხეში კლდეზე დაშენებულია ამ
გალავანზე გასასვლელი კიბე.
გალავანი ნაგებია ყორე-ქვით, რიგების დაუცველად. გარედან, გალავნის
თითქმის ყოველ მოსახვევში წრიული კონტრფორსია ჩართული. ამ კონტრ-ფორსებზე
ზოგან ზოლებადაა აგურის წყობა. აგურის წყობა შესასვლელის ბურჯებზე
დეკორატიულადაა გამოყენებული. არშია ზოგან ვერტიკალური წყობი-თაა მიღებული,
ზოგან კი თევზიფეხურია.
გალავნის შიგნით მდგარი კოშკ-სამრეკლოდან გვირაბი ჩადიოდა მდ. ინწობზე,
(ამჟამად მდინარე ამ ადგილიდან მოშორებით გადის).

98
ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე
შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ. ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები
მიმდინარეობდა 1939-43 წწ. (ხელმძღ. ა. მამულაშვილი) და 1963-67 წწ. ( ხელმძღ. პ.
ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახ. 50 ჰა. შედგებოდა სამი მთავარი ნაწილისაგან: 1)
მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3
სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი,
ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა). ქალაქის ამ ნაწილს შეეძლო
დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. 2.სამეფო
რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა,
რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვ. 3. სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში
მდებარეობდა სწორკუთხა დახურული ბაზარი( ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა).
ბაზარი ოთხივე მხრიდან შემოფარგლული იყო ქვითნაგები კამაროვანი დუქნების
რიგით, შუაში მცირე ეზო ჰქონდა. ყოველი დუქანი (ფართობი დაახ. 10 მ2) შედგებოდა
ერთი ოთახისა და ეზოსაკენ გახსნილი აივნისაგან (ალბათ საქონლის გამოსაფენად).
ზოგ დუქანს სარდაფიც ჰქონდა. ოთხივე რიგში 30 დუქანი აღმოჩნდა. დუქნები
სხვადასხვა საქმიანობსათვის იყო გამიზნული. ქულბაქებს აღმოსავლეთიდან ეკვროდა
მოგრძო სწორკუთხა ფორმის (სიგრძე 80 მ) სასტუმრო, რომელშიც დერეფნის ორივე
მხარეს განლაგებული იყო 16-15 პატარა სათავსო. ამავე უბანში გაითხარა აბანო,
რომელიც გრემში ჩამოსული უცხოელებისათვის ყოფილა განკუთვნილი. აბანოს
მილებში შემორჩენილი დიდი რაოდენობის ნალექის მიხედვით სავარაუდოა, რომ
აბანოს იყენებდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გრემი წყლით მარაგდებოდა
XVI ს-ში მდ. ლოპოტიდან გამოყვანილი არხის საშუალებით. ნაქალაქარი დასერილია
სასმელი წყლის კერამიკული მილების ქსელით. კომუნალური დანიშნულების წყალი
პატარა არხებით შემოდიოდა, ხოლო დიდი არხით ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა.
ქალაქის დასავლეთ ნაწილში იყო გალავანშემორტყმული აგურის ეკლესია ე.წ. `თარსა
გალავანი~ (აგებული XVI ს.). გათხრებით მოპოვებულ მასალაში განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს იმპორტულ (სპარსულ, ჩინურ) კერამიკას.[128, 261-262]
ბატონიშვილი ვახუშტი გრემის შესახებ მოგვითხრობს: `... ალა/ზანს ერთვის
საბუე-გრემის წყალი, გამომდინარე დიდოეთსა და ამასს შორისს კავკასს და მომდინარე
ვითარცა წინანი მდინარენი. ამ წყალზედ არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა
ჩ~უÁვ, და განდგომილებასა კახთ მეპატრონეთა, დამყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა
და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა,
და არს ე~მეფე ლევან დაფლული მას შინა~.[29, 546]
`... შილდიდან 1/4¼ სთ-ში გავიარეთ საბუეთი, მთის პატარა მდინარეზე, ქედის
ძირას, ხოლო 1/2½ სთ-ის შემდეგ მდ. წუბანი, რომელიც გამოდის ქედიდან ჩრდილო-
დასავლეთიდან და მთის ძირთან იერთებს მდ. ბოტიეს, რომლის შესართავთანაც,
დასავლეთით, დაბა კირქვიან კლდეზე დგას პატარა ციხე გრემი ეკლესიით, კოშკით და
რამდენიმე სახლით, მხოლოდ ორ პატარა ჭიშკარს მივყა-ვართ მათკენ.
აქვე ახლოს დაბლობზე იყო წინათ მნიშვნელოვანი ქალაქი გრემი, რომლისგანაც
კიდევ დარჩა 5 ეკლესია. ამათგან ზოგს აქვს ქართული წარწერები, ზოგსაც
სომხური~[13, 33]----- ასე ახასიათებს გრემს გიულდენშტედტი თავისი მოგზა-ურობის
დროს.
ტაძრის შიგნით, ლევანის საფლავის ქვაზე არის ფრესკა, სადაც გამოსახულია
მეფე, რომლის წარწერაც გვაუწყებს:
ეს წარწერა ასე იკითხება `მეფე ლეონ აღმშენებელი~ მეფეს ხელში ეკლესიის მოდელი
უკავია და მიმართულია ტახტზე მჯდარი ღვთისმშობლისადმი, რომელსაც მუხლზე
99
ყრმა ქრისტე უზის. მეფის მარჯვნივ მდგარ მამაკაცს შერჩენია წარწერის დასაწყისი.. ვინ
იგულისხმება ამ `წმდა~-ში? შესაძლებელია, რომელიმე მეომარი წმინდანი
იგულისხმებოდეს, ან ერთ-ერთი მთავარანგელოზი (ეკლესიის მფარველი წმინდანები
ხომ მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზები არიან).[129, 218]
ამ წარწერით ვიგებთ, რომ ლევანია ამ ტაძრის აღმშენებელი, მაგრამ წელი რჩება
უცნობი ამ საკითხის გასარკვევად შეიძლება მოვიშველიოთ ეკლესიის დასავლეთის
კარის თავზე შიგნიდან არსებული ბერძნული წარწერა: `ქ. აღიმართა და განახლდა
ღვთაებრივი და ყოვლადწმინდა ტაძარი ყოველთა უდიდესთან მიქაელისა და
გაბრიელისა. სახელოვანი მეფის ლეონის შეწევნით, ხარჯით გულისმოდგინებითა და
შრომით, მაშინ, როდესაც მღვდელმთავარი იყო ნიკოლოზი, 7085 წელს აგვისტოს თვის
29-ს მეორე დღეს საბას წინამძღვრობის დროს....ქართულარიოსი, ბერმონაზონი და
პროტოსკინგელოზი სალონიკელი~.[130, 323,337]
განიხილა რა ვრცლად ეს საკითხი, ე.ი. წარწერაში დასახელებული პირები, თ.
ყაუხჩიშვილმა შემდეგი დასკვნა გააკეთა: `წარწერა ასე შეიძლება შეივსოს: `აღიმართა
და განახლდა ტაძარი... ლეონ მეფის შეწევნით... ნიკოლოზის მღვდელმთავრობაში,
საბას წინამძღვრობის დროს, მხატვრის (ამის და ამის), თესალონიკელი ბერმონაზვნის,
ქარტულარიოსისა და პროტოსვინგელოზის ხელით.
დასავლეთის კედელი: სულ ქვემოთ, სამხრეთის კედელთან არის 3 პირის
გამოსახულება: შუაში მფ~ე ლ~ონ აღმშ~ნბლი, მის მარჯვნივ მარიამი ყრმით, მარცხნივ-
საერო პირი (ალბათ ბატონიშვილი ალექსანდრე). ამათ თავზე სარკმელია და სარკმლის
აქეთ-იქით ფრესკები. ამ ფრესკათაგან მარჯვენას ახლაც აწერია ... წმ. ისიდორე,
შემოსასვლელი კარების ზემოთ გამოსახულია... წმ. ნიკოლოზი.
წარწერაში მოცემული თარიღი დასაბამიდან 7085 წელი ბიზანტიური ანგარიშით
1577 წელს უდრის (7084-5508). ე.ი. მაშინ, როდესაც ლევანი უკვე ცოცხალი აღარ არის,
რადგან, როგორც ვიცით, ლევანის გარდაცვალების თარიღად მიჩნეულია 1574 წელი.[29,
576] მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტს ემჩნევა რომ იგი შესრულებულია ლევანის
სიცოცხლეშივე. ლევან კახთა მეფე სხვა წარწერებით და ცნობებით ცნობილია როგორც
ძველი ძეგლების აღმდგენელ-რესტავრატორი, ისე ახლის მშენებელი. მან ააგო ახალი
შუამთის ტაძარი[124, 440,446] და სხვ.
მეორე პიროვნება, რომელიც წარწერაში იხსენიება, არის მღვდელმთავარი
ნიკოლოზი. პ. ზაქარაია აღნიშნავს, რომ `სხვადასხვა საბუთებთან შეჯერება საშუალებას
იძლევა ნიკოლოზი გავაიგივოთ ალავერდელ ნიკოლოზ მთავარეპისკოპოსთან~.[231, 23]
წარწერაში მოხსენიებული მესამე პიროვნება საბა, რომელიც ამ დროს გრემის
მონასტრის წინამძღვარი ყოფილა. სხვა საბუთებით საბა არ არის ცნობილი.
წარწერა საბას შემდეგ საკმაო მანძილზე გადარეცხილა და შემდეგ წერია:
`ქარტულარიოსი, ბერმონაზონი და პროტოსვინგელოზი სალონიკე-ლი~. შ.
ამირანაშვილის აზრით, ეს უნდა იყოს მომხატველი.[131, 397] აქვე გვინდა მოვიყვანოთ
რუსი ელჩების ერთი ცნობა: « А храму сказал Офанасей архимандрит, как поставлен
двадцать пять лет».[129, 15] როგორც ცნობილია ეს ელჩობა საქართველოში იყო 1589-1590
წწ. აქედან გამომდინარე გ. ჩუბინაშვილი ასკვნის, რომ მთავარანგელოზის ტაძარი
აგებულია 1565 წ.: «Храм Мтавар-Ангелоза в Грами, построенный в 1565 году,
представляется своего рода двойником Ахали Шуамта».[124, 450]
ქალაქის უბნებიდან მთავარი განლაგებული უნდა ყოფილიყო იმ გორაზე,
რომელზედაც თავდაპირველად პალატი გაჩნდა, შემდეგ კი მთავარანგელოზის ტაძარი
(1565 წ.), გალავანი და შიგნით სხვადასხვა ნაგებობები. საბოლოოდ ეს ადგილი
ასრულებდა ციტადელის როლსაც. ამავე დროს, აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის

100
მოშლის შემდეგ მთავარანგელოზის ტაძარი იყო ერთადერთი უბანი, რომელშიც
შემდეგშიაც გაგრძელდა სიცოცხლე და დღესაც ეს არქიტექტურული ანსამბლი ჩვენს
სიამაყეს წარმოადგენს...
ქალაქის ორი დანარჩენი უბანი განლაგებულია მდინარის გაშლილ ნაპირზე.
ციტადელის აღ-ით მეფე დიდებულთა უბანია, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით-სავაჭრო
უბანი.[126, 170-171]
გრემის ტაძარი ერთ-ერთი საუკეთესოა ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობებში
საერთოდ, და კერძოდ, XVI-XVIII სს-ში. იგი გამოირჩევა კომპოზიციითა და ფასადების
მორთულობით. ამ შემთხვევაში ოსტატი კარგად იყენებდა აგურს, მის თავისებურებებს.
თავის დროზე გრემი მდიდარი და ლამაზი ქალაქი იყო. XVII-XVIII სს.-ის
მემატიანენი და პოეტები აღფრთოვანებით აგვიწერენ გრემის სასახლეებს და ბაღებს,
მეფისა და დიდებულთა ბრწყინვალე ნადიმებსა და დღესასწაულებს.[62, 170-171]
მეორე ტაძარი, რომელიც შიხიანის სახელწოდებითაა ცნობილი, ალაზნის აუზში,
მის მარცხენა მხარეს, მდ. ინწობის შესართავთან ახლოს დგას, ესაა გუმბათოვანი
ტაძარი, აღმართულია ვაკეზე, გაშლილ ადგილას, თავისი დიდი ზომისა და თეთრი
ფერის გამო ყოველი მხრიდან, საკმაო შორი მანძილიდანაც ჩანს.
ტაძარი ამჟამად განმარტოებით დგას, მის გარშემო ჩანს ნასახლარის კვალი. ადრე
ამ ადგილას ყოფილა სოფ. შიხიანი, ხოლო ბოლო დროს მას შერჩენია ეკლესიის სახელი
`აღდგომა~. რადგან აქ ჭაობიანი, ციებიანი ადგილი ყოფილა, დარჩენილი მცირე
მოსახლეობა ამ რამდენიმე ათიოდე წლის წინათ აყრილა და ენისელს შეერთებია.
სოფელს რომ შიხიანი რქმევია, ცნობილია მხოლოდ არსებული წარწერით.[129,
230-231] წარწერაში გარკვეულია, მხოლოდ ამგებნი. ესენია კახეთის მეფე ალექსანდრე
და მისი მეუღლე თინათინი. წარწერას თარიღი არ უზის. გ. ჩუბინაშვილის აზრით, ეს
არის ლევანის ძე ალექსანდრე,[22, 450,455] რომლის მეფობის წლებიც 1574-1605 წლებია.
აღდგომის ტაძრის გეგმა მოგრძო სწორკუთხედშია. ცენტრში აღმართულია
გუმბათი, რომელიც ეყრდნობა საკურთხვლის კუთხეებს და დასავლეთის ორ
კოლონას.[129]
ზემოთ ჩვენ განვიხილეთ გრემის ტაძარი, დავძენთ, რომ მისი ინტერიერის
შედარება შეიძლება გვიანი საუკუნეების მრავალ ძეგლთან. მაგრამ ამჯერად მას
შევადარებთ უშუალოდ XVI ს-ში აგებულ შუამთას, რომელზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ
და შიხიანს. პირველის აგების დრო გრემს ორი თუ სამი ათეული წლით უსწრებს,
მეორესთან შეიძლება მას ამდენი დროც არ აშორებდეს. ესენი ერთი ეპოქის
ნაწარმოებია. სამივე აშენებულია 50-60-იანი წლების ფარგლებში.
ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ კახეთი და ჰერეთი ძველი საქართველოს
ერთ მთლიან მხარეს წარმოადგენდა. ამიტომ იყო, რომ ზოგჯერ ჰერეთი თითქმის მთელ
კახეთს ეწოდებოდა. ხშირად კახეთი ჰერეთსაც შეიცავდა. ეს გარემოება კულტურის
სფეროშიც აისახა. განსაკუთრებით იგი შეეტყო ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებას, რის
გამოც საინგილოსა და კახეთის ქრისტიანული ძეგლები ერთმანეთისადმი აშკარა
მსგავსებას იჩენენ.
ჩვენთვის საკვლევი პერიოდის ზეგამის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს
სოფ. ბახთალაში, ყოფილი უძველესი ქალაქის ზეგამის, იგივე ნაქალაქარის
ტერიტორიაზე (ზაქათალის რ-ნი), რაიონული ცენტრიდან სამხრეთით 20-22 კმ-ის
დაშორებით, მდ. ალაზნის მარცხენა ნაპირზე. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ეკლესიას
ფალდახლოს ტაძარსაც უწოდებდა, ხოლო ზ. ედილის მინიშნებით_`ლეკები ამ
ეკლესიას ფერიყალას ეძახიან, რაც თამარის ციხეს ნიშნავს”-ო.[16, 152]

101
ეკლესიის ახლოს, მიწის თხრის დროს, 1858 წელს ინგილოებს აქ უპოვნიათ
ქართული(მხედრული) წარწერიანი ზარი, საიდანაც ირკვევა, რომ ზარი ბახთალას
ღვთისმშობლის ეკლესიისათვის შეუწირავს კახეთის მეფე ლევანს და ამიტომაც ამ
ძეგლის მშენებლობასაც კახეთის მეფე ლევანს მიაწერენ.
ზარი საქართველოს მუზეუმში ინახება. 1916 წელს ერთი ასეთი ზარი ეპოვნათ
თალელ ლეკებს ხვნის დროს მიწაში, რომელზედაც არავითარი წარწერა არ აღმოჩნდაო-
აღნიშნავს ზ. ედილი.[16, 152]
სოფ. ბახთალას ღვთისმშობლის ეკლესია მაღალგუმბათიან მცირე მოცუ-ლობის
ეკლესიების ჯგუფს ეკუთვნის, აგებულია კარგად გამომწვარი ქართული აგურისაგან,
კახეთის ამ სახის ხუროთმოძღვრული ძეგლებისათვის დამახასია-თებელ ყაიდაზე.
ეკლესიის ინტერიერის კედლები მდიდრულად ყოფილა მოხა-ტული, მაგრამ დრომ
გაანადგურა კედლის მხატვრობა. დღეს ამ ტაძრისაგან დარჩენილა მხოლოდ
თავმორღვეული, შემუსვრილი ეკლესიის დაზიანებული კედლები.[16, 151-152]
ასევე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საკვლევ პერიოდში აგებული ახალი
შუამთის ტაძარი, რომელიც დღესაც კარგად გამოიყურება.
ახალი შუამთა მდებარეობს რამდენიმე კილომეტრზე თელავის სამხრეთით.
ადგილი გაშლილია და გუმბათოვანი ტაძრისა და სამრეკლოს სილუეტი შორიდან
მოსჩანს. ეზოში შესვლის შემდეგ კი თვალწინ წარმოგვიდგება მთელი ანსამბლი თავისი
გვიანი ნაგებობებით. ვახუშტი შემდეგს დასძენს: `ამ ხევის (იგულისხმება თურდოს
ხევი) სათავეს ზეით, მთაში არს შუამთას მონასტერი კეთილი, გუმბათიანი, რომელი
აღაშენა ე~მეფის ლევანის ცოლმან, გურიელის ასულმან თინათინ, და დაეფლა მუნვე.
ზის წინამძღუარი და უწოდებენ მოძღუართ-მოძღუარს~.[29, 547]
თინათინს, ასულს მამის გურიელისას, სიზმარში ენახა `რამეთუ წარგიყვანს
დიდებული ვინმე ცოლად და მთასა ერთსა იხილო მოგზაურმან შინდი თეთრი,
მდგომარე შუენიერსა ადგილს, აღაშენე მუნ მას ზედა მონასტერი ღუთისმშობლისა.
ხოლო წარმოყვანილი მოიყვანეს რა შუამთას, გარდაÃდნენ განსუენებად და
სამÃრობად, მაშინ იხილა თინათინ შინდი იგი სიზმარხილული და აღუთქუა აღშენება
ტაძრისა, ვითარცა სმენოდა~.[29, 571]
თინათინ დედოფლის ცხოვრების შესახებ ძალზე მცირე ცნობები არსებობს. არ
ვიცით მისი ქორწინების თარიღი, რამდენი შვილი ჰყავდა ან კიდევ როდის ააგო ახალი
შუამთის ტაძარი, მართლა აღიკვეცა თუ არა მონაზვნად, ან როდის გარდაიცვალა და
სხვ.[132]
თინათინ დედოფალი რომ არის ახალი შუამთის მონასტრის დაარსების მოთავე
და შემწე, ჩანს ქტიტორთა ფრესკიდანაც. თინათინი მეფის წინაა გამოსახული ტაძრის
გეგმისაკენ ხელაპყრობილი.
არსებობს ერთი გადმოცემა, რომ თინათინს ტაძარი აუშენებია მზითებში
მოტანილი ხახულის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.
`დ. ფურცელაძის კრებულში-----«Грузынскые церковые гуджари» (1881 г.)
გამოქვეყნებულია მოკლე შინაარსი შუამთის მონასტრის ერთი საბუთისა: `თინათინ
დედოფალმა, ლეონ მეფის მეუღლემ, იყიდა მაყაშვილისაგან შუამთა, ხახულის
ღვთისმშობლის ხატის სახელზე ააშენა იქ ეკლესია და საცხოვრებელი სახლები,
მოკრიბა სხვადასხვა მონასტრებიდან ბერები, დაუდგინა წინამძღვრად არქი-მანდრიტი
გაბრიელ მაყაშვილი და გახსნა ახალი მონასტერი, ამასთანავე დახურა ძველი, სარჩოდ
შესწირა სოფელი გულგულა მთელი ადგილ-მამულებით და გლეხები~[133]. . .
გ. ჩუბინაშვილი შუამთის აგებას ათარიღებს XVI ს-ის 40-იანი წლებით.[22, 446]
ეკლესიის შიგნით, ჩრდილოეთის კედელზეა ასომთავრული წარწერა, რომელიც
102
იკითხება ასე: `აქა მდებარე არს გვამი კახთა მეფის ლევანის მეუღლის თინათინისა, ამა
მონასტრის აღმაშენებელისა 1519-1534~. ეს წარწერა გვიანაა შესრულებული. იგი
გაუკეთებიათ 1889 წელს მონასტრის წინამძღვარსა და ალავერდის ეპისკოპოსს
კირიონს.[133] მათ უპოვიათ გაძარცული დედოფლის საფლავი. იგი გაუწმენდიათ და
ამოუქოლიათ. მაშინვე გაუწმენდიათ კირ-საღებავებით დაფარული ფრესკები. პ.
ზაქარიას აზრით, ეს ზემოთხსენებული წარწერა უნდა მოიხსნას, რადგან `ეკლესიაში
შესულთ ეს წარწერა ცუდ მოსაზრებას უწევს~-ო.[129, 297]
დასავლეთის შესასვლელის ზემოთ, 1762-1798 წწ.-ის წარწერა შესრულებულია
მხედრული დამწერლობით, მეტად ულამაზო და უსწორმასწორო ზომის ასოებით.
წარწერა შესრულებული უნდა იყოს ერეკლეს ქართლში გამეფების შემდეგ, ე.ი.
1762-1798 წწ. შორის.
ქ. ეკლესია ყ~დ შობისა აღშენებული სანადრელად
ხსენებულის დედოფლის თინათინისა დაძველებული
და დაქცეული და ლორფინთგან
┌ე┐ა.ნ ძარცული კ~დ მეფემან ს~დ ქვემოÁსა საქართველოსმან
მეორმან Àრაკლიმ ბრძანებითა და საფასთა
წარგებითა გუბათით და კიდებით სმხრობით.
`ქ. ეკლესია ყოვლად (წმიდისა) შობისა, აღშენებული სანატრელად ხსენებულის
დედოფლის თინათინისა, დაძველებული და დაქცეული და ლორფინ-გან განძარცული
კვალად (აღაშენა) მეფემან სრულიად ქვემოÁსა საქართველო-სამან მეორე მან Àრაკლიმ
ბრძანებითა და საფასთა წარგებითა გუმბათით და კიდეებით (და) სამხროებით~.
ჩრ-ის კედელში ჩასმულ ფილაზე ღერძის ირგვლივ არის ორი წარწერა, ერთი
ზემოთ და ერთიც ქვემოთ, რომლებიც შემდეგნაირად იკითხება:
ზემოთა წარწერა: `ქ.ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურა-ცხყოს
იგი ნაყოფისაგან მულცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა, ფსალმუნი 131,11~.
ქვემოთ წარწერა: `აქა მდებარე არს გვამი კახთა მეფის ლევანის მეუღლის
თინათინისა, ამა მონასტრის აღმშენებლისა 1519-1534~.
ღვთისმშობლის ხატის ზურგზე (რომელიც ჩვენ ზემოთ აღვწერეთ და რომელიც
დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, კ. #1); `ქწ. ჩრდილოდ მთად, კიბედ,
კიდობნად და ტრაპეზ ბჭედ და კრძალვად, კვერთხად აღყვავებულად მოგასწავებდეს
შენ წინაწარმეტყველნი, ღვთისადედაო, ქალწულო უბიწოო! მეცა გქადაგებ ჭეშმარიტად
ღვთისმშობლად, იესეს ძირით აღმოსრულო ქალწულო, შენგან შობილსა მეუფესა ესრეთ
არქუ: გიყვარვარ თუ, ტკბილო ძეო ჩემო, ისმინე, მამკობსა ჩემსა მეფესა ლეონს და
თანამეცხედრესა პატრონსა დედოფალსა თინათინს ნუ დასჯი, რაჟამს განიკითხვიდე
კაცთა. შევამკევით ხატი ესე ხახულისა ღვთისმშობელი მეფობისა ჩვენისა
წარსამართებელად და სულისაÁ ჩვენისა საÃსრად და ძეთა ჩვენთაÁ სადღეგრძელოდ,
ამინ, ამინ, ამინ~.
ოდნავ მოგვიანებით არჩილი შუამთაზე შემდეგს მოგვითხრობს:
`ღვთისმშობლობასა შუამთას მივიდით, იქ გარდვიხადით,
შევეხვეწეთ სასოებით, ძის მეოხად იმას ვხადით~[9,253]
როგორც უკვე აღვნიშნეთ, XVს. II ნახევარში კახეთი ცალკე სამეფოდ
გამოცხადდა. ამავე საუკუნის მიწურულში გაუქმდა საერისთავოები და სამეფო უფრო
მცირე სამოხელეო ერთეულებად-სამოურავოებად დაიყო. ერთ-ერთი იყო ქიზიყის
სამოურავო. ქიზიყი შედიოდა პირველ მეწინავე სადროშოში, რომელსაც განაგებდა
ბოდბის ეპისკოპოსი.

103
ბოდბის ეკლესია-მონასტერი სხვა საეკლესიო ცენტრებს შორის გარკვეული
პრივილეგიებით სარგებლობდა. ბოდბის მიტროპოლიტს უფლება ჰქონდა
ეკურთხებინა კახეთის მეფეები. ბოდბეში დაიდგეს სამეფო გვირგვინი კახეთის
მეფეებმა დავით დემეტრეს ძემ, ლევან II-მ, ალექსანდრე II-მ, თეიმურაზ I-მა და სხვ.
სამეფო დარბაზის დროს ბოდბის მიტროპოლიტს მეფის უახლოესი ადგილი
ეკავა, იგი იყო კახეთის მეწინავე სადროშოს მეთაური და წინ უძღოდა ქიზიყელთა
ლაშქარს საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი ამავე დროს იყო
პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეც.
ბოდბის მონასტრის ეზოში დაკრძალული არიან სასულიერო, საერო და
სამხედრო თანამდებობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები. `...ბოდბის ეკლესია
გუმბათიანი, დიდშენი, შუენიერი. აქ მიიცვალა წმინდა ნინო და დაეუფლა აქვე. აღაშენა
და შეამკო საფლავი მისი და ეკლესია კ~ე მეფემან ბაქარ. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი
ქისიყისა და ვიდრე კონდოლამდე, აქუს სასპასპეტო დროშაცა, და არიან სადროშონი
მისნი ქისიყით კონდოლამდე და მანავამდე. და არ ბრძოლასა მეწინავე ქისიყით
კონდოლამდე და მანავამდე, და არს ბრძოლასა მეწინავე, ბოდბელი არის პირველი
ეპისკოპოზი კახეთისა, პატივისათÂს წმიდის ნინოსი~... `კუალად ხორნაბუჯის
ჩრდილოთ არს ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო ი~გ მამათაგანმა წმიდამან სტეფანემ
დიდ-კეთილშენი. დაფლულ არს მუნვე წმიდა სტეფანე. ზის წინამძღუარი~.[29, 542]
ხირსის მონასტერი ჩვენამდე თავდაპირველი სახით არ არის მოღწეული. იგი
გაურემონტებიათ და გადაუკეთებიათ ჯერ კიდევ X-XI სს-ში, ხოლო შემდეგ, XVI ს-ში
კახეთის მეფეებს გაგიკს, გიორგის, ლევანს, რაზეც მიგვანიშნებს აქ არსებული
წარწერები.[134, 35]
გიულდენშტედტის მოგზაურობის დროს (1770 წწ) ხირსის მონასტერი უფრო
ცუდად გამოიყურება. იგი წერს: `... 1 1/2½ ვერსის შემდეგ მივედით სტეფანეს
მონასტერთან, ე.ი. წმინდა სტეფანე ხირსელის მონასტერთან. გაპარტახებული
მონასტერი დგას ჩრდილოეთ მთისწინეთის ძირას ხევში სამხრეთ-დასავლეთისაკენ. 10
საჟენი სიგრძის ქვის ეკლესია და დიდი სამრეკლო ძალიან დანგრეულია და
საცხოვრებელი სახლებისა და გალავნებისაგანაც მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი.
მე ვერც წარწერები ვნახე და ვერც სათანადო ცნობები მოვიპოვე ამ მონასტრის
ისტორიის შესახებ~450.
ეკლესიის სამშენებლო ისტორიის შემდეგ ეპიზოდს მოწმობს შენობის ამავე
სამხრეთის ფასადზე მოთავსებული სამსტრიქონიანი წარწერა. წარწერა მოთავსე-ბულია
მარჯვნივ გამოსახული რელიეფური ჯვრის უბეებში, ისე რომ ჯვრის მარცხნივ
დაწყებული სტრიქონები გრძელდება ჯვრის მარჯვნივ. წარწერა ასომთავრულია,
ასოები მკაფიოდაა ამოკვეთილი, სიტყვების გამყოფ ნიშნად ნახმარია სამი წერტილი.
წარწერა შემდეგი შინაარსისა: ქრისტე, ადიდე მეფობა ლეონისა, ამინ. მესამე
სტრიქონზე, წარწერის ბოლოში სიტყვის `ამინ~ შემდეგ მოთავსებულია Q ასო, ალბათ
უნდა ნიშნავდეს უფალო. (ს. კაკაბაძის ინფორმაციით, მის მიერ 1927 წ. 4 სექტემბერს,
პირველად იქნა წაკითხული წარწერა ხირსის ტაძრის საფუძვლიანად გადაკეთების
შესახებ XVI ს-ში კახეთის მეფის ლევანის დროს).
ალვანის დაბლობს ზემოთ, თელავიდან მომავლისათვის მარჯვნივ, არის გორაკი,
რომელზედაც არს ე.წ. ცხრაკარა (XVI ს-ის საერო ნაგებობა, აგურის 9
კარებით).ცხრაკარას გვერდით დგას იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბაზილიკური
ტიპის ეკლესია, ხოლო მის სამხრეთით არის აგურის სამრეკლო. ეკლესიაში არის ქვის
კანკელი, ფილაქნით დაფარული იატაკი და ორი წყვილი სვეტი. კედლებზე, კანკელზე
და სვეტებზე არის კარგი ნამუშევარი ფრესკები. ფრესკებზე ჩვეულებრივ არის
104
ქართული წარწერები. გრაგნილებზედაც ქართული წარწერებია, არის ცოტა
ბერძნულიც.
საკურთხეველის-კონკში გამოსახულია ღვთისმშობელი, რომელსაც მარცხნივ
უდგას იოანე ნათლისმცემელი (?) ხელში გაშლილი გრაგნილით.[130, 329,331] ეკლესია
უფრო ადრე ჩანს აგებული, მაგრამ ლიტერატურაში არსებული ცნობის მიხედვით (რაც
ზეპირ გადმოცემაზეა თავისთავად დაყრდნობილი), ძეგლი შეკეთებულია ლევან კახთა
მეფის დროს.[130, 321]
ეკლესიის შიგნით, დასავლეთის კედლის მოხატულობაზე, ლეონ მეფის
გამოსახულებასთან, მოთავსებული ყოფილა წარწერა მისი სახელით. თ. ბარნაველი
შემდეგს აღნიშნავს ამ საკითხთან დაკავშირებით: `1957 წლის მაისის ექსპედიციის
დროს ჩვენ ვინახულეთ ეს ტაძარი. ლევან მეფისა და მისი მეუღლის გამოსახულებები
შერჩენილა, მაგრამ წარწერა ლეონის სახელით თითქოს გადაუფხეკიათ, ისე რომ
ფერადი ფენა აღარ არსებობს, მაგრამ შეიძლება თვალი მიედევნოს ასოების
მოხაზულობას, განსაკუთრებით და ასოებს: -ლეონ.[135, 32]
`... ყვარელს ზეით მთასა შინა, არს ნეკრესი. დ~მეფის ფარნა-ჯომისაგან
აღშენებული ქალაქი იყო. შემდგომად მეფემან თრდატ აღაშენა ეკლესია, დიდშენი,
გუმბათიანი. აქა დაადგრა წმიდა აბიბოს, ი~გ მამათაგანი, და იქმნა იგი ეპისკოპოზ,
მწყემსი გაღმა-მÃრისა დიდოთურთ. ამან მოაქცევინა უმრავლესნი მთიულნი; ესევ ეწამა
სპარსთაგან, ვითარცა მოგვითხრობს მეტაფრასი, და დაფლულ არს სამთავროს. და არს
აწცა საეპისკოპოზო, და ზის ეპისკოპოზი, არამედ არღარა არს ქალაქი. ამასვე აქუს
დროშა სასპასპეტო, და არიან სადროშონი მისნი გაღმა-მÃარნი ელისენით და
მემარჯუენე~.[29, 545]
ნეკრესის ეკლესიის სამხრეთის კედელზე, მის დასავლეთ ნაწილში, ფრესკების
ქვემო ფენაში, წმინდანების (დემეტრე, თევდორე) გვერდით არის სამი საერო პირის
გამოსახულება: შუაში მამაკაცია, რომელსაც ხელში ბაზილიკის მოდელი უჭირავს. მის
აქეთ-იქით ქალი და ყმაწვილია. როგორც ცნობილია ესაა ლევან მეფე და მისი სახლობა.
მათ თავზე, გასწვრივ, არის ორსტრიქონიანი ბერძნული წარწერა. I სტრიქონი გრძელია
(სამივეს თავზე გადმოდის), მეორე კი მოკლეა და ცენტრალური გამოსახულების
თავთანაა მხოლოდ. წარწერა ძალიან დაზიანებულია. იკითხება ... ივერ...
წარწერა ცხადია ისტორიული შინაარსისა იქნებოდა და მოგვითხრობდა
გამოსახული პირების მოღვაწეობის შესახებ ნეკრესში. სამწუხაროდ, იგი ძალიან
ფრაგმენტულია და ამჟამად იკითხება დადასტურებით მხოლოდ ერთი სიტყვა...
ქართველი, ცხადია გამოსახული პირის ერთ-ერთი ეპითეტი, როგორც ცნობილია, ამ
დროს ლეონიცა და ქართლისა და იმერეთის მეფეებიც სრულიად საქართველოს
მეფეების სრულ ტიტულს ატარებენ. ისე რომ აქ იქნებოდა `მეფე ქართლისა~... და სხვ.
ლეონ კახთა მეფე, ცხადია, არ არის მაშენებელი ნეკრესის ძეგლისა, იგი არის
განმაახლებელი და მომხატვინებელი ტაძრისა.
მაცხოვრის ხატი, XVI ს. (დაცული საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კ. #178).
`წ. არსებაო დაუსაბამაო, უწინარეს მთიებისა მამისამან შობილო, ბუნებით
თანაÁსწორო, სიტყვაო მამისაო და ძეო ქალწულისაო, ღმერთო სრულო გვამითაÁ და
სახითაÁ, ამისთვისცა კაცებისაო, ღმერთო სრულო გვამითაÁ და სახითაÁ, ამისთვისცა
კაცებისაÁ შენისა პირმშოსა ხატისა ამის სასოებით და სურვილით მადიდებელნი მეფე
ლეონ და თანამეცხედრე დედოფალი თინათინ გევედრებით, Ãელი აღგვიპყრა და
წარგვიმართო მეფობა ჩვენი და მერმესა მას რაჟამსა მოხვიდე განსჯად ყოველთა და არა
შეგვრაცხოს მარცხენეთა თანა, არამედ გვასმინო ÃმაÁ იგი, ვითარამედ მოდით ჩემდა
ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ, რამეთუ შენ უწყი
105
შენდა მონდობილ ვართ, ამინ~. ე.ი. აქ დასახელებული პირები არიან ლეონ კახთა მეფე
და თინათინი.
შუამთის ღვთისმშობლის ხატის ზურგზე დაწერილია შემდეგი წარწერა
(დაცული ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში კ. # 11): `ქწ. ჩრდილოდ მთად, კიბედ,
კიდობნად და ტრაპეზ-ბჭედ და კრძალვად, კვერთხად აღყვავებულად მოგასწავებდეს
შენ წინასწარმეტყველნი, ღვთისა დედაო, ქალწულო უბიწოო! მეცა გქადაგებ
ჭეშმარიტად ღვთისმშობლად, იესეს ძირით აღმოსრულო ქალწულო, შენგან შობილსა
მეუფესა ესრეთ არქუ: გიყვარვარ თუ, ტკბილო ძეო ჩემო, ისმინე, მამკობსა ჩემსა მეფესა
ლეონს და თანამეცხედრესა პატრონსა დედოფალსა თინათინს ნუ დასჯი, რაჟამს
განიკითხვიდე კაცთა, შევამკევით ხატი ესე ხახულისა ღვთისმშობელი მეფობისა
ჩვენისა წარსამართებელად და სულისაÁ ჩვენისა საÃსრად და ძეთა ჩვენთაÁ
სადღეგრძელოდ, ამინ, ამინ, ამინ~.[29, 576; 22, 109]

106
დასკვნა

კახეთი როგორც საქართველოს სხვა მხარეები, რთული ისტორიული პროცესის


შედეგად წარმოიქმნა. კახეთი, რათქმა უნდა, მუდამ ასეთი არ ყოფილა არც
ტერიტორიულად, არც მეურნეობის თვალსაზრისით და არც მოსახლეობის ეთნიკური
შემადგენლობით. თანამედროვე კახეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ... ქვეყანას~
ვხედავთ, რომლებიც დასახლებულია ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული
და მონათესავე ტომებით. ეს ქვეყნებია: კუხეთი, რომელიც მოიცავდა ივრის ხეობის
ზემო წელს და ალაზნის ზემო წელს მთიანეთითურთ; ჰერეთი_ დაახლოებით
დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთი მხარე (ძველი საინგილო,
დაღესტნის მთიანეთითურთ. სუჯეთი_ივრის მარცხენა სანაპირო, მის შუა წელზე
(დაახ. დღევანდელი გარე კახეთი); კამბეჩანი-დაახ. ქიზიყი.
კახეთის საზღვრები საუკუნეთა განმავლობაში ყოველთვის ერთნაირი არ იყო.
იგი იცვლებოდა დროის გარკვეულ მონაკვეთში და პოლიტიკურ ვითარებაში. ამის გამო
კახეთის საზღვრები სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად გამოიყურებოდა.
უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდ.ივრის
ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის, ცენტრი ჩელეთი, IVს-დან უჯარმა). კახეთზე
გადიოდა აგრეთვე მნიშვნელოვანი გზები. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე
ერწო-თიანეთისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიას მოიცავდა. VIII ს-ის ბოლოს
კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის დიდი
ნაწილი, XV ს-დან კი მთელი ჰერეთი. XI ს-დან კახეთის პოლიტიკური ცენტრია
თელავი, XV ს-დან კი გრემი.
რაც შეეხება დღევანდელი კახეთის დიდ ნაწილს, ისევე როგორც საინგილოსა და
ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანს (ყოფილი შაქის ანუ ნუხის მაზრა) ეს ქვეყანა
უძველესი დროიდან დასახლებულია ქართველთა მონათესავე ტომებით, რომელიც
შეადგენდა ქართული წყაროების ჰერეთს.
გვიანდელი საუკუნეების კახეთის სამეფო იყო ფეოდალური საქართველოს ერთ-
ერთი სამეფო, რომლის პოლიტიკური საზღვრები შემდეგნაირად იყო განაწილებული:
დასავლეთით –მდ. არაგვი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდინარე მტკვარი,
ჩრდილოეთით-კავკასიონის მთავარი ქედი, XVII ს-ის დასაწყისამდე კახეთის აღ-თი
საზღვარი იწყებოდა იქ, სადაც იორ-ალაზანი მდ. მტკვარს უერთდება, შემდეგ
მიემართებოდა ჩრ-ით აჯინოურის გასწვრივ, კვეთდა მდ. აგრიჩაის და მდ. გიშის
წყლის (გიშჩაი) გაყოლებით კავკასიონის ქედამდე გადიოდა. შემდეგ საზღვარმა
დასავლეთით ყიფიჩაიმდე (კარის მდინარე) გადმოიწია. გვიანდელი შუასაუკუნეების
კახეთის დედაქალაქი იყო გრემი, XVII ს-ის 70-იანი წლებიდან კი თელავი.
კახეთის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთით შექის (შაქის) ფეოდალური
სამფლობელო, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით დაღესტნის
ფეოდალური სამფლობელოები ესაზღვრებოდნენ.
სამხრეთით კახეთის სამეფოს ყარაბაღის საბეგლარბეგოს ყაზახის სამფლობელო
საზღვრავდა.
დასავლეთით კახეთს ქართლის სამეფო ეკვროდა. Fფშავი და ხევსურეთი კახეთში
შედიოდა.
აღმოსავლეთი საზღვარი კი არის შაქი, რომელიც XIV ს-ის ბოლოსათვის
გამოყოფილია კახეთისაგან. ასეა XVI ს-ის შუა წლებშიც.
XV ს-ის ბოლოს ერთიანი საქართველო დაიშალა ცალკეულ სამეფო-
სამთავროებად: ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად, სადაც ხელის-უფლების

107
სათავეში ბაგრატიონები იყვნენ და სამცხე-საათაბაგოს სამთავროდ. XVI ს-ის შუა
ხანებში სამეგრელოსა და გურიის სამთავროები წარმოიქმნენ, უფრო მოგვიანებით კი
აფხაზეთისა და სვანეთისა.
დაშლილ –დასუსტებულ საქართველოს მოკავშირენი განუდგნენ და მტრები
გაუმრავლდნენ: აღმოსავლეთიდან------ირან-აზერბაიჯანი, სამხრეთიდან---თურქეთი,
ჩრდილოეთიდან------ადიღენი და ლეკნი, რომელთა ძალა თავისთავადაც დიდი იყო
ქართველთა ძალასთან შედარებით, მაგრამ ამ ძალას ქართულ სამეფო-სამთავროთა
შინააშლილობა და ურთიერთბრძოლა კიდვ უფრო აძლიერებდა.
მთავრობის მიერ ქვეყნის აღდგენა-განახლებისათვის მიღებული ზომები თუმცა
ვერ უზრუნველყოფდა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ეს წარმატება იმის
მომასწავებელი ჩანდა, რომ ხანგრძლივ საშინაო და საგარეო ხელსაყრელ პირობებს
შეეძლო ქვეყანა განახლებისა და წინსვლის გზაზე გამოეყვანა. სამწუხაროდ, XV ს-ის
ბოლოს ყველაფერი პირიქით მოხდა და საქართველო აღმავლობის მაგიერ კიდევ უფრო
უკან წავიდა. მთავარი დამახასიათებელი მოვლენა ამ პერიოდში იყო უზომოდ
გაძლიერებული შინაფეოდალური ბრძოლა და საბოლოოდ ქვეყნის პოლიტიკური
დაშლა.
რაც შეეხება კახეთის სამეფოს, XVI ს-ში აქ ცენტრალური ხელისუფლება უფრო
ძლიერია, ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებში. ამ პერიოდში კახეთის მეფეები
ქვეყანაში ანხორციელებენ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ და სამხედრო ხასიათის
უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმებს. ეს რეფორმები გარკვეულად მიმართულია
ფეოდალთა უმაღლესი ფენის წინააღმდეგ და ცენტრალური ხელისუფლების
გაძლიერებისაკენ. ცენტრალური ხელისუფლება მიისწრაფის დაეყდნოს საშუალო და
წვრილ ფეოდალთა კლასს.
XVI ს-ის რეფორმები მდგომარეობდა საერისთავოებად ქვეყნის ძველი დაყოფის
სისტემის შეცვლაში სამოურავოების ახალი სისტემით. მთელი ქვეყანა დაყოფილ იქნა
მრავალრიცხოვან ადმინისტრაციულ ტერიტორიებად, მოურავებით სათავეში.
XVI ს-ში კახეთში რეფორმების კვალდაკვალ უმჯობესდებოდა მისი სოციალურ-
ეკონომიკური მდგომარეობაც. საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროთა შორის XVI ს-ში
შედარებით უკეთესი საშინაო და საგარეო პირობები ჰქონდა კახეთს. იგი
ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი და მოწინავე იყო. ამ დროისათვის საკმაოდ მაღალ
საფეხურზე იყო მეაბრეშუმეობა, რომელიც საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს საგანს წარმოადგენდა (გავიხსენოთ ისიც, რომ კახეთის მეფეები
ხარკს აბრეშუმით იხდიდნენ). არანაკლებ იყო განვითარებული მეღვინეობაც. ღვინოც
დიდი რაოდენობით გაჰქონდათ როგორც მეზობელ, ასევე შორეულ ქვეყნებშიც. კახეთი
ცნობილი იყო აგრეთვე ენდროთი, რომლისგანაც მაღალი ღირსების საღებავები
მზადდებოდა. იგი დიდი რაოდენობით გაჰქონდათ კახეთიდან გვიანფეოდალურ
ხანაშიც. კახეთის ვაჭრობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის სიახლოვეს
მნიშვნელოვან სავაჭრო გზასთან. გილან-შემახა-ასტრახანის `აბრეშუმის გზა~ ძველი
დროიდანვე კახეთის ფეოდალური მეურნეობისათვის საგარეო ვაჭრობის განვითარების
ხელსაყრელ ფაქტორს წარმოადგენდა.
კახეთის მეფეების მიერ ჩატარებულმა მრავალმხრივმა საშინაო, პოლიტიკურ-
ადმინისტრაციულმა და სამხედრო რეფორმებმა ხელი შეუწყვეს ქვეყნის შინაგანი
ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერის განმტკიცებას. ყოველივე ამან კახეთი
შედარებით კეთილმოწყობილ ფეოდალურ სახელმწიფოდ აქცია.

108
XV-XVI სს.-ის კახეთში სოფლის მეურნეობის, ხელოსნური წარმოებისა და
ვაჭრობის განვითარების შედეგად არაერთი ქალაქი წარმოიშვა, რომელთა მოსახლეობაც
სწრაფად იზრდებოდა.
XVI ს-ში კახეთის ეკონომიკური აღმავლობის მოწმობაა აქ გაშლილი
სააღმშენებლო ღონისძიებანი-სასახლეების, სავაჭრო სახლების, ციხე-სიმაგრეების,
მონასტრების მშენებლობა და ძველ ნაგებობათა რესტავრაცია.
კახეთის სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის მოწეს-
რიგება და მშვიდობიანობა გამოწვეული იყო იმით, რომ ცენტრალურმა ხელის-
უფლებამ აქ შეძლო მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარება, რამაც დიდად შეუწყო ხელი
მეფის ხელისუფლების გაძლიერებას, ქვეყნის ეკონომიკურად დაწინაურებას და
გლეხთა საგადასახადო უფლებების მოწესრიგებას.
1476 წლიდან კახეთის სამეფოს მართავს ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი
VIII-ის ძე ალექსანდრე I-ი. იგი კახეთის სამეფოს მართავდა 1511 წლამდე. მისი
პოლიტიკა ირანის კარზე ოპოზიციას არ იწვევდა. სამაგიეროდ ასეთი პოლიტიკის
გატარებაში მას ხელს უშლიდა მისი უფროსი შვილი გიორგი ანუ ავ-გიორგი.
სწორედ ალექსანდრე I-ის სამეფო იყო, რომელმაც პირველად დაამყარა კავშირი
რუსეთთან 1491 წელს.
ალექსანდრე I-ი თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკით კახეთს უნარჩუნებდა
სიმშვიდეს, უხვი საჩუქრებით ანელებდა ირანის აგრესიას კახეთის მიმართ და
ცდილობდა ყველანაირად დაემყარებინა კავშირი რუსეთთან, რათა იგი კახეთის
მფარველი ყოფილიყო.
1511 წლიდან ავ-გიორგიმ, მას შემდეგ რაც მან საზარელი მკვლელობა ჩაიდინა,
მამა და ძმა მოკლა, კახეთის მართვა დაიწყო. იგი ქვეყანას მართავდა 1513 წლამდე.
ავ-გიორგი მეფობამდეც და მეფობის შემდეგაც ქართლთან ცუდ ურთიერთობაში
იმყოფებოდა. სწორედ ეს გახდა მისი დაღუპვის მიზეზიც. იგი ქართლის მეფემ, დავით
X-ემ ციხეში მოაკვლევინა 1513 წელს.
ავ-გიორგის დარჩა მცირეწლოვანი შვილი ლევანი, რომელიც გამეფებამდე
იმალებოდა. ქართლის მეფე დავით X-ემ რამდენჯერმე გაილაშქრა მის შესაპყრობად,
მაგრამ უშედეგოდ. ლევანის მხარდამჭერებმა საბოლოოდ იგი 1520 წელს აიყვანეს
კახეთის ტახტზე. ლევანი სამეფოს 1574 წლამდე მართავდა. საბოლოოდ დავით
ქართლის მეფე იძულებული გახდა ზავი დაედო კახეთში გამეფებულ ლევანთან.
ირანის შაჰმა მაშინვე სცნო ლევანი კახეთის მეფედ და დავითისა და ათაბაგის
თანაბრად მისგანაც მორჩილების პირობა მიიღო.
რაც შეეხება ლევან მეფის სახლობის საკითხს, ქართულ ისტორიოგრაფიაში
თანხმობრივი ცნობებია, მაგრამ, ბევრი რამ კრიტიკულად განხილვას მოითხოვს. ერთი
რამ ცხადია. ლევანს პირველ ცოლად ჰყავდა მამია გურიელის ასული თინათინი, ახალი
შუამთის ფუძემდებელი და აღმშენებელი, რომელთანაც ლევანს ჰყავდა პირმშო ძე
გიორგი. მეორე ცოლად მას შამხლის ასული ჰყავდა, რომელთანაც ასევე მრავლად
შესძენია შვილები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლევანი დამოყვრებული იყო გურიის მთავართან, მისი
ასული თინათინი ჰყავდა ცოლად. მეორე დამოყვრება ეს იყო ქართლის მეფე სიმონ I-
თან. მან თავისი ასული 1559 წელს მიათხოვა სიმონს. ეს დამოყვრება გურიელთან და
სიმონ I-თან გამოწვეული იყო იმ დროისათვის შექმნილი რთული საშინაო და საგარეო
ვითარებით. კახეთის მეფეს სურდა ერთგული მოკავშირეები ჰყოლოდა, რათა ქვეყანა
ყოფილიყო მშვიდობიან პირობებში. ეს უკანასკნე-ლი მოვლენა კი მიგვანიშნებს იმას,

109
რომ ის მხოლოდ ვიწრო კუთხური ინტერესებით ცხოვრობდა და არ მონაწილეობდა
საერთო ეროვნულ საქმეში.
მისი საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდა დამოკიდე-ბულება
მთის მოსახლეობასთან. მან ეს პრობლემა მოაგვარა იმით, რომ ისინი დაიმორჩილა არა
ძალით, არამედ აღუთქვა ბარში საძოვრები, სამაგიეროდ მათ უნდა მიეღოთ
მონაწილეობა ლაშქრობაში. ასე დაიმორჩილა თუშები, ფშავლები და ხევსურები.
XV ს-ის ბოლოსა და XVI ს-ის დასაწყისში კახეთი უკვე სამოურავოებად
დაყოფილი ქვეყანაა, რომლებსაც სათავეში უდგანან არა საერო პირები, არამედ
სასულიერო პირები ანუ ეპისკოპოსები. თითოეული ეპისკოპოსი `მეფე~ იყო თავის
კუთვნილ ტერიტორიაზე.
ცნობილია, ბევრი შეწირულობისა თუ განახლების წიგნი კახეთის ეკლესია-
მონასტრებისადმი, ლევანის მიერ გაცემული თუ განახლებული. ეს კი იმას
მიგვანიშნებს, რომ ლევანის დამოკიდებულება ეკლესია-მონასტრებისადმი არცთუ
ცუდი ყოფილა. სხვა თუ არაფერი, ის იყო ფუძემდებელი და აღმშენებელი გრემის
მთავარანგელოზის (1565 წ.) ეკლესიისა, რომელიც დღესაც ამაყად გამოიყურება.
საქართველოს გარდა, ლევანი ცნობილი იყო აგრეთვე დასავლეთ ევროპა-შიც,
კერძოდ რომის პაპი მას მოიხსენიებს, როგორც `ლეონ ძანგამულს.~ ის კათოლიკური
სამყაროსათვის ცნობილი იყო, როგორც `ქართველთა სამთავროთა ბრწყინვალე მეფე~.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ის ცდილობდა ისეთი საგარეო პოლიტიკური
კურსის გამტარებელი ყოფილიყო, რომ ამით ზიანი არ მიეყენებინა თავისი
ქვეყნისათვის. ეს იყო ურთიერთობები დაღესტანთან, რუსეთთან და ირანთან.
საქართველო XVI ს-ში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კულტურული
ურთიერთობის ასპარეზი კი აღარ არის, როგორც ეს ძველად იყო, არამედ ორ
მოძალადეს შორის მოქცეული და დასავლეთ ევროპის კულტურულ მსოფლიოსაგან
თითქმის მთლიანად მოწყვეტილი ქვეყანა.
XV-XVI სს.-ის მანძილზე კახეთის სამეფოსა და დაღესტნის ურთიერთობა
თანდათან შეიცვალა. აქამდე საქართველოს გავლენა-მორჩილების ქვეშ მყოფი
დაღესტანი თანდათან შეტევაზე გადმოვიდა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, კაკ-
ენისლისა და ჭიაურის სამოურავოებს აოხრების უშუალო საფრთხე შეექმნა.
XV საუკუნეებისთვის კავკასიის მთიანეთში, კასპიის ზღვის პირას ყალიბდება
მცირე სამთავრო- საშამხლო, რომელიც აქაურ მთიელ ტომებში ფეხს იკიდებს და
ცდილობს მათ გაერთიანებას. ჩამოყალიბების დღიდან საშამხლო კახეთს უპირის-
პირდება და მათ შორის დაუსრულებელი მეტოქეობა იწყება. განსაკუთრებით ეს
ურთიერთობა მკაფიოდ იჩენს თავს XVI ს-დან. 20-იან წლებში დაღესტნის სამხრეთი
რაიონები ხან შაჰ-ისმაილის ხელში იყო, ხან თურქეთის სულთან სელიმ I-ისა.
დაღესტნელი მთავრების თურქეთ-ყირიმ ხანის გავლენის ქვეშ მოქცევამ რამდენადმე
გაამწვავა XVI ს-ის II ნახევრამდე საქართველო-დაღესტნის შედარებით მშვიდობიანი
ურთიერთობა. შამხალი, კახეთის მეფე ლევანს `პირაქეთა დაღესტანს ეცილებოდა.
კახეთს ამის დათმობა ადვილად არ შეეძლო, საკუთარი საზაფხულო საძოვრები აღარ
ექნებოდა და თვითონ ქვეყანა კედელმორღვეული რჩებოდა. თავის მხრივ არც ლევან
კახთა მეფე იყო დამთმობი დაღესტანთან მიმართებაში. ის ახერხებს დაღესტნელების
ალაგმვას და პირაქეთა დაღესტანზედაც გვიან ხანამდე ხელს არ იღებს.
სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც კავკასიაში ოსმალეთი ბატონდება.
ამიერიდან საშამხლო კახეთისთვის მტრული მეზობელი ხდება.
ლევან კახთა მეფის მმართველობის ხანაში ადგილი აქვს ავარიელ და წახურელ
`ლეკთა~ პირველი ახალშენების გაჩენას კახეთის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში
110
ფიფინეთში ანუ ჭარში. ისინი აქ კახთა მეფეების ნებართვით, მათ ყმებად სხდებიან. მათ
დაკისრებული ჰქონდათ მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება კახეთის მეფეების
სასარგებლოდ, მაგალითად, ყინულის ზიდვა კავკასიის მთებიდან.
სწორედ საშამხლო-დაღესტნის საკითხი იყო მთავარი კახეთის სამეფოსათვის,
რომელიც ასევე მთავარი იყო ლევანისა და მისი მემკვიდრეების დროს, რომელმაც ასევე
განაპირობა რუსეთთან ურთიერთობის დამყარება.
შინაური აშლილობა და გარეშე მტრების მძლავრობა ქართველ პოლიტიკოსებს
აიძულებდათ ისევ უცხოელი მოკავშირეები ეძებნათ. ამასთან, ოსმალური გარემოცვის
წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველთა ორიენტაცია დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებზე
უიმედო იყო.
ასეთ ვითარებაში, რეალურად დადგა საქართველოს რუსეთთან დაახლოების
საკითხი მძლავრი, აღმავალი ქრისტიანული სახელმწიფოს მფარველობის მოპო-ვების
მიზნით.
1552-1553 წწ.-ში ქართლ-კახეთიდან მოსკოვში გაემგზავრნენ ელჩები. 1564 წელს
ივანე IV-მ ლევანი თავის მფარველობის ქვეშ მიიღო და მისცა ჯარი ციხე-სიმაგრეებში
ჩასაყენებლად, მაგრამ საერთაშორისო სიძნელეებმა კახეთის მეფე ლევანი იძულებული
გახადა 1572 წელს ეს ჯარი დაეთხოვა.
1551 წელს შაჰ-თამაზმა ლევანის დახმარებით შაქი აიღო და ის სეფიანების
უბრალო პროვინციად იქცა.
მეფე ლევანი ოფიციალურად შაჰის ვასალად ითვლებოდა, რომელიც შაჰს `ოცი
ათას დუკატს უხდიდა~ ყოველწლიურად. გარდა ამისა ოსმალეთთან ომის
შემთხვევაში, ათასი ახალგაზრდა და მამაცი ცხენოსნით უნდა მომსახურებოდა შაჰს.
ოსმალეთთან და ქართლთან სასტიკი ომით დაკავშირებულ ირანს კახეთთან
მიღწეული ურთიერთობის ფორმა იმ პერიოდში (1555 წლის ზავამდე) აკმაყოფი-ლებდა.
მაგრამ შემდეგ შაჰ-თამაზს კახეთის ყმადნაფიცობა ამ ქვეყნის ანექსიის ეტაპად მიაჩნდა.
ამასიის ზავის შემდეგ, შაჰმა ირანის გვირგვინზე კახეთის დამოკი-დებულების
გაძლიერება სცადა, რამაც თავის მხრივ ყმადნაფიცის კონტრ-ღონისძიებები გამოიწვია.
XVI ს-ის 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში მდგომა-რეობა
იცვლება. ამ Dდროს ადგილი აქვს კახეთ-ირანის ურთიერთობის გამწვავე-ბას, რის
გამოვლინებასაც წარმოადგენდა შემდეგი გარემოება: 1559 წელს ლევანი დაუნათესავდა
ირანის შეურიგებელ მოწინააღმდეგეს სიმონ პირველს, რომელსაც თავისი ასული
მიათხოვა. 1560 წელს კი შაჰ-თამაზმა გაამუსლმანა მის კარზე ლევანის მიერ 1558 წელს
მძევლად წარგზავნილი იესე ბატონიშვილი. მისი გამუსულმანებით შაჰი ერთმორწმუნე
მარიონეტს ამზადებდა კახეთის ტახტისა-თვის.
60-იან წლებში ირღვევა ირანსა და კახეთს შორის XVI ს-ის I ნახევარში
აღმოცენებული ურთიერთობის ფორმა. პატრონისა და ყმის მტრული აქციების შემდეგ,
კახეთ-ირანის ურთიერთობას გარკვეული პოლიტიკური ფორმა აღარ ჰქონდა. კახეთი
ფაქტიურად ირანისაგან დამოუკიდებელი იყო, რომლის შენარჩუნება-განმტკიცების
მიზნით ლევან I-მა გარკვეული დიპლომატიური ღონისძიებანი განახორციელა.
ამასიის 1555 წლის ზავი საქართველოში მეფე-მთავრებისათვის მისაღები
შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთ სიბრტყეზე აყენებდა თითოეულ
ქართულ ქვეყანას და საქართველოს გაერთიანების პრეტენდენტს, ქართლის მეფეს,
დამატებით დაბრკოლებას უქმნიდა. მაგრამ, ამ ხელშეკრულების გარეშეც,
საქართველოს გაერთიანების ობიექტური პირობები არ არსებობდა. ქართლის სამეფოს
მისწრაფება-გაეერთიანებინა მთელი საქართველო, ასახავდა არა ქვეყნის საშინაო
პროცესებს, არამედ წარსულისაგან დატოვებულ პოლიტიკურ ტრადიციას,რომელიც
111
საკმარისი არ იყო სამეფო-სამთავროებისა და სათავადოების სისტემის დასაძლევად.
ასეთ პირობებში, ქართლის სამეფო კახეთის დამოუკიდებლობას რეალურ საფრთხეს
ვერ შეუქმნიდა. ამასთან, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ იმ პერიოდში,
საქართველოს ქვეყნებიდან ეკონომიკურად და პოლიტიკურად შედარებით მტკიცეს
კახეთი წარმოადგენდა. კახეთში მეფის ხელისუფლება გაცილებით მტკიცე იყო, ვიდრე
ქართლში.კახეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც არ არსებობდა ფეოდალთა
დაჯგუფებანი და არ წარმოებდა შინაფეოდალური ომების საფრთხე, რომელიც
ქართლში თანდათან ასუსტებდა ცენტრალურ ხელისუფლებას.
კულტურული განვითარების თვალსაზრისითაც კახეთში ბევრი მნიშვნელოვანი
ძეგლი შეიქმნა. კულტურულ-ლიტერატურული საქმიანობის მნიშვნელოვანი ცენტრები
არსებობდა კახეთში: კერძოდ გრემი, თელავი, ხოლო მნიშვნელოვან საეპისკოპოსო
კათედრას წარმოადგენდა ალავერდი, ასევე სწავლა-აღზრდის მნიშვნელოვან ცენტრს
წარმოადგენდა დავით გარეჯის მონასტერი.
XVI ს-დან მშენებლობის გამოცოცხლებით ყველას წინ უსწრებდა კახეთი. აქ
გაიზარდა ახალი დედაქალაქი გრემი, აშენდა ბევრი სასახლე-ტაძარი, ბევრის
განახლება-აღდგენაც მოხდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი საკვლევი პერიოდის
ციხე-ტაძართა მშენებლობა თუ ძველის აღდგენა-განახლება, ხატების ჭედურობა და ასე
შემდეგ, ეს ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ ამ პერიოდისათვის (ე.ი. XVI ს. I ნახ.)
ბევრი რამ მნიშვნელოვანი და ძვირფასი შექმნილა, მარტო ახალი შუამთის ტაძარი და
გრემის მთავარანგელოზის კომპლექსი რად ღირს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ ამ
პერიოდში შექმნილ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე.
ლევანის გარდაცვალების შესახებ ბატონიშვილი ვახუშტი შემდეგს აღნიშნავს: `...
მოკუდა ლევან მეფე სა/ვსე სიბერითა ქ~სა ჩ~ფოდ.ქარ. ს~Áბ, და დაუტევა ქვეყანა
სრულიად შენი~455. მაშასადამე, ლევანი გარდაიცვალა 1574 წელს ` . . .
მთავარანგელოზთა, არს ე~მეფე ლევან დაფლული მას შინა~.[29, 546]
კახეთის მეფის ლევანის ხანგრძლივი მეფობის დროს კახეთი საქართველოს სხვა
ნაწილებთან შედარებით მოსვენებით იყო. ამის მიზეზი რამოდენადმე ლევან მეფის
ფრთხილი და გარემოებასთან შეწონილი პოლიტიკა იყო.სპარსთა გაძლიერების დროს
ის ცდილობდა თავისი მოქმედების არსებულ პირობებთან შეთანხმებას, თუნდაც
ამისათვის თავისი უფლებათა შეკვეცაც ყოფილიყო საჭირო. ამიტომაც, ლევანმა, რაკიღა
სხვა გზა აღარ იყო, შედარებით ადვილად იკისრა სპარსეთის ბატონობის აღიარება და
ხარკის ძლევაც. 1550-იან წლებში ლევანი ცდილობდა რუსეთთან კავშირის გაბმას, ცოტა
ხნით მცირეოდენი რუსის რაზმი მოწვეულ იქმნა კახეთის ციხეებში დასაყენებლად,
მაგრამ როგორც კი შაჰ-თამაზმა ოსმალებთან ომებს თავი დააღწია, მაშინვე ლევანმა,
ყაენის რისხვის თავიდან ასაცილებლად, რუსის ჯარი ისევ სამშობლოში დააბრუნა.
შიგნით სამეფოში მეფე ცდილობდა წესიერების და მშვიდობიანობის დამყარებას,
სასტიკი ზომებით ებრძოდა ავაზაკობასა და ქურდობას. მანვე თავის სატახტო ქალაქად
გახადა გრემი, სადაც ააშენა თავისთვის ჩინებული სასახლე კარის ეკლესიითურთ.[136,
22]
კახეთის სამეფოში მეფის ძალაუფლების განტკიცებისაკენ მიდრეკილება
გამოიხატა XVIUს-ის I ნახევარში ცალკე სამოურავოების დაარსებით. ასე, მაგალითად,
დანიშნულ იქნა ცალკე მოურავი ქიზიყისა, კაკ-ელისენისა და სხვ. მაგრამ რადგანაც
სამოურავოები დამკვიდრდა ცალკე დიდშემძლე გვარეულობათა შორის, ამიტომ ეს
გარემოება, პირიქით, მალე გახდა დიდი თავადების ძლიერების განმტკიცების მიზეზად
სამეფო ტახტის ინტერესების წინააღმდეგ.

112
სამხედრო წყობილების მხრივ კახეთი აგრეთვე გაყოფილ იქმნა ოთხ სადროშოდ,
რომელთა შორის ერთი მეფისა იყო. მხოლოდ ცალკე გვარეულობათა თავ-ბატონების
მაგივრად სადროშოები აქ თავიდანვე ჩაბარებული ჰქონდათ ეპისკოპოსებს: მეწინავე
სადროშო-ბოდბელს, მემარცხენე რუსთაველს და მემარჯვენე ნეკრესელს. ამით სამეფო
ტახტს საშუალება მიეცა სამხედრო ორგანიზაციაში მეტი მთლიანობა დაეცვა, რადგანაც
ეპისკოპოსები მეფეებისაგან მაინც უფრო მჭიდრო დამოკიდებულებაში გრძნობდნენ
თავს, ვიდრე თავადთა გვარეულობის თავ-ბატონები.

113
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა:

1) აკ. ბაქრაძე, წერილები, თბ., 2000, გვ.3;


2) М.Полиевктов-Посольство Князя Мышецкого и дьяка Ключарева в Кахетию 1640-43 гг.
Тифлис 1928;
3) თ. ჟორდანია, ქრონიკები, II წ. 1897;
4) ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, II-III წ. ტფ. 1913;
5) ვ. ჩოჩიევი_ კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან XVI ს 60- იან
წლებში, თსუ შრომები, ტ. 118,თბ. 1967;
6) მ.თამარაშვილი- ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ.1902;
7) აკ. კლიმიაშვილი- XIV-XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი,
თბ. 1964;
8) კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი: Hდ-10063 `გ~; Hდ-10063 `დ~; Hდ-
10063 `ა~; HHდ-14531; Hდ-1377; Aდ-1585; Aდ-712; Aდ-327; Aდ-2253გ; Hდ-14490; Hდ-
9494; შდ-833; შდ-464; შდ-14857; Aდ-13341;Qდ-1787; Aდ-614; Aდ-64;
საქართველოს ცენტრ. სახელმწიფო არქივი-ფ.1448-# 2242; ფ. 1449-1600, 1753, 1647,16946,
1606,1654; ფ. 1450-#100, 105, 306, 97;
9) ქართული პოეზია, III ტ. 1975, თეიმურაზ I და არჩილი;
10) ისქანდერ მუნში- ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის თარგმანი, თბ.
1969;
11) ჰასან რუმლუ, ცნობები საქართველოს შესახებ; ვ. ფუთურიძის რედაქციითა და რ.
კიკნაძის შენიშვნებით. თბ. 1966;
12) იბრაჰიმ ფეჩევი-ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ს. ჯიქიას
თარგმანი და გამოცემა, თბ. 1964;
13) გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში-გ. გელაშვილის თარგმანი, I ტ.
თბ. 1962,II ტ. თბ. 1964;
14) ნ. ბერძენიშვილი (ავტორთა კოლექტივი) საქართველოს ისტორია- I ტომი, 1958;
15) თ. პაპუაშვილი- რანთა და კახთა სამეფო, თბ. 1982; ჭარ-ბელაქანი, თბ.1972;
ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ. 1970; წუქეთის სიძველენი, თბ., 2002;
16) ზ. ედილი- საინგილო 1947;
17) დ. მუსხელიშვილი--- ციხე-ქალაქი უჯარმა, თბილისი 1966;
18) ივ. ჯავახიშვილი--- ქართველი ერის ისტორია IV ტ. თბ. 1967;
19) ი. ცინცაძე---ძიებანი რუსეთ-საქართველოს ისტორიიდან (X-XVII) თბ. 1956;
20) ნ. ასათიანი- გლეხობა XVI-XVII სს. კახეთის სამეფოში(საკანდიდატო ნაშრომი)
თბ. 1960 წ.
21) ნ. ასათიანი-კახეთის სამეფო XV-XVI სს. (სადოქტორო ნაშრომი) თბ. 1989;
22) გ. ჩუბინაშვილი- Архитектура Кахетии. თბ. 1959;
23) პ. ზაქარაია-ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა, თბ. 1975; ქართული ცენტრალურ-
გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XVIII სს. თბ. 1981;
24) ლ. ჭილაშვილი- კახეთის ქალაქები, თბ. 1980;
25) დ. მუსხელიშვილი- საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი
საკითხები I-II თბ. 1977-80;
26) ს. მაკალათია- ხევსურეთი თბ. 1984; ფშავი-თბ. 1985; თუშეთი-თბ. 1983;
27) ვ.ელანიძე----თუშეთის სოციალურ-პოლიტიკური განვითარება ფეოდალიზმის
ხანაში (საკანდიდატო ნაშრომი) თბ. 1968; თუშეთის ისტორიის საკითხები- თბ. 1988;

114
28) ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, III ტექსტი, II ტომი, თბ. 1959, გვ.
348;
29) ქართლის ცხოვრება IV ტ. თბ. 1973. გვ. 283;
30) თედო ჟორდანიას ქრონიკები II წ. 1897წ. გვ. 287;
31) ივ. ჯავახიშვილი-----თხზულებანი 12 ტომად, IIIტომი,თბ.1982, გვ.315;
32) დ. კაპანაძე- ქართული ნუმიზმატიკა, თბ. 1950, გვ. 81-82;
33) იხ. აგრეთვე რეფორმებთან კავშირში- ვ. გაბაშვილი- ქართული ფეოდალური
წყობილება XVI-XVIII სს. თბ. 1956, გვ. 198-201;
34) ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან- ნ. ასათიანი-
სახელმწიფოებრივი რეფორმების საკითხისათვის XV საუკუნის კახეთის სამეფოში, თბ.
1976, გვ. 209-210;
35) ჯ. კოპალიანი, მოურავის სახელო ფეოდალურ საქართველოში, თბ. 1982, გვ. 17-
18;
36) აკ. კლიმიაშვილი- XIV-XVIII სს. რამდენიმე ისტორიული დოკუმენტი, თბ. 1964;
აკ. კლიმიაშვილი- მასალები XV-XVIII საუკუნეების ქართლისა და კახეთის
სადროშოების ისტორიისათვის გვ. 123-124
37) ნ. ბერძენიშვილი- საქართველოს ისტორიის საკითხები, II ტ. თბ. 1965, გვ. 94-95;
38) ივ. სურგულაძე- საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის,
თბ. 1952, გვ. 394;
39) ივ. სურგულაძე-ქართული სამართლის ძეგლები, თბ. 1970, გვ. 809-810;
40) ჯ. კოპალიანი –მოურავის სახელო ფეოდალურ საქართველოში, გვ. 5-6;
41) გ. ჯამბურია-სათავადო საკითხისათვის- კრებულში `საქართველოს ფეოდალური
ხანის ისტორიის საკითხები~- I, თბ. 1970, გვ. 15.
42) `მაცნე~ 1968 წლის # 3, გვ. 89-გ. აკოფაშვილი- აზნაურთა ფენა XV-XVIII სს.
კახეთში; ვ. გაბაშვილი- ფეოდალური წყობილება XVI-XVIII სს. (ხელნაწერის უფლებით)
თბ. 1958, გვ. 76;
43) შ. მესხია- საისტორიო ძიებანი II ტ. თბ. 1983, გვ. 405-406;
44) ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან გვ. 218, სქ. 26;
45) ნ. ასათიანი ამ აზრს უარყოფს იხილეთ მისი სტატია `საადგილმამულო
ურთიერთობისა და სათავადოების არსებობის საკითხისათვის XVI-XVII სს. კახეთის
სამეფოში~-თსუ შრომები ტ. 77, 1959, გვ. 51-53; ასევე სათავადოებთან კავშირში იხილეთ
გ. ჯამბურიას სტატია `სათავადოთა საკითხისათვის~-კრებულში- საქართველოს
ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები I, თბ. 1970, გვ. 3-32;
46) ზ. ჭუმბურიძე-რა გქვია შენ? თბ. 1971, გვ. 217-218;
47) თ. პაპუაშვილი- რანთა და კახთა სამეფო, თბ. 1982, გვ. 107-108;
48) იხ. საზღვრებთან დაკავშირებით –საქართველოს ატლასი (საქართველოს
სასწავლო-გეოგრაფიული ატლასი), თბ. 1992, გვ. 33;
49) ქართლის ცხოვრება,IIტ.გვ.348;
50) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კრებული, IV ტ. თბ. 1971-
ჯ. გვასალია, თ. თოდრია- გვიანი ფეოდალური ხანის კახეთის
სამეფოს პოლიტიკური საზღვრები, გვ. 28, სქ. 30;
51) გილდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის თარგმანი I
ტომი, თბ. 1962, გვ. 29;
52) გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, II ტ. თბ. 1964, გვ. 89-91;
53) ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, წ. III, ტფ. 1913, გვ. 44-46;

115
54) დ.გვრიტიშვილი—ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან(XV-XVIIსს.)
II.თბ.1965, გვ. 173-175;
55) მცირე ქრონიკები (კინკლოსების ისტორიული მინაწერები) –ტექსტი გამოსცა,
შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო ჯ. ოდიშელმა, თბ. 1968, გვ. 49;
56) ივანე ჯავახიშვილი –ქართველი ერის ისტორია, IV ტ. გვ. 218-221; ქრონიკები II წ.
გვ. 331-332;
57) ს. კაკაბაძე- ისტორიული საბუთები II წ. ტფ. 1913, გვ. 33-36;
58) გ. ქიქოძე-ერეკლე II თბ. 1958, გვ. 8;
59) ს. კაკაბაძე- საქართველოს ისტორია (ახალი საუკუნეების ეპოქა(1500-1810 წწ.) ტფ.
1922 გვ. 117.
60) ქსე II ტ. 1977. ბაზარი- ჯ. გვასალია, გვ. 143;
61) `ძეგლის მეგობარი~- 1970, # 23. თ. ქუთათელი- კახეთის სამეფოს უცნობი
ზარაფხანა;
62) ქართული პოეზია, III ტ. თბ., 1975, არჩილი `გაბაასება თეიმურაზისა და
რუსთაველისა~ გვ. 251;
63) იხ. ამის შესახებ ყარაღაჯის განძი- ქსე-ში Xტ. თბ. 1986, გვ. 625;
64) ფილტვად აქვს კახეთს თელავი—შემადგენელი გიორგი ჯავახიშვილი, ზ.
ალექსიძის რედაქციით, თბ. 2000, გვ.10;
65) ალ. ამილახვარი- ბრძენი აღმოსავლეთისა თბ. 1957, გვ. 18-19;
66) ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან-კ. კუცია, თბილისისა და
აღ.ამიერკავკასიის ქალაქების სავაჭრო ურთიერთობა XVII-XVIII სს. თბ. 1976, გვ. 261. სქ.
29;
67) ნარკვევები ფეოდალური საქართველოს გლეხობის ისტორიიდან, ნაწ. I-დ.
მეგრელაძე, გლეხობის საკითხი, თბ. 1967, გვ. 8, სქ. I;
68) მოურავი, მამასახლისი, ნაცვალი-ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ
შ. მესხიას-საისტორიო ძიებანი II ტ. თბ. 1983, გვ. 395-453;
69) ნ. ასათიანი, საადგილმამულო ურთიერთობა და სათავადოების არსებობის
საკითხისათვის XVI-XVII სს. კახეთის სამეფოში- თსუ, შრომები, ტ.77. 1959 წ. გვ. 35-36;
70) ელ. მამისთვალიშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი
XVI ს-ის II ნახევარსა და XVII ს-ში (ევროპული წყაროების მიხედვით) თბ. 1981, გვ. 128;
71) აკ. კლიმიაშვილი, XIV-XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი,
თბ. 1964, გვ. 100-110;
78) ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV ტ. გვ. 226-235;
79) ს. კაკაბაძე- ისტ. საბუთები, III, გვ. 34, გვ. 36; ქრონიკები II, გვ. 382-
383;
80) კ. კეკელიძის საქ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ.HHდ. # 14430;
81) ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ. Aდ # 1585;
82) პირთა ანოტირებული ლექსიკონი I თბ. 1991, გვ. 766-68;
83) ხელნაწერთა ინსტიტუტი Aდ-# 327;
84) ხელნაწერთა ინსტიტუტი, Hდ- # 1377;
85) კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ-Hდ, # 10063 `ა~;
86) ს. მაკალათია, თუშეთი, თბ. 1983, გვ. 25;
87) ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ-Hდ-# 10063 `დ~;
88) ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ-Hდ # 10063 `გ~;
89) ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ-Hდ # 10063;
90) ს. მაკალათია, ფშავი, თბ. 1985, გვ. 35;

116
91) ქართული სამართლის ძეგლები- ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და
საძიებელი დაურთო ი. დოლიძემ, თბ. 1970, III ტ. გვ. 269, გვ. 344,
გვ. 352;
92) საქართველოს სახელმწიფო ცენტრ. საისტ. არქივი ფ. 1449, # 1647;
93) საქართველოს სახელმწ. ცენტრ. საისტორიო არქივი ფ-1449, # 1654;
94) კ. კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ. Hდ-# 14531;
95) გარეჯის ეპიგრაფიკული ძეგლები I ტ. I ნაკვეთი, თბ. 1999, გვ. 106-
108;
96) საქართვ. ცენტრ. საისტ. არქივი ფ-1449, # 1600;
97) ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ-Hდ, # 1377; საქ. ცენტრ. საისტ. არქივი
ფ-1448- #2242;
98) ხელნაწერთა ინსტიტუტი ფ-Aდ-712;
99) საქართველოს ცენტრ. საისტ. არქივი, ფ-1449, # 1753;
100) ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ-Aდ- 2253 გ;
101) საქ. ცენტრ. საისტ. არქივი ფ-1449, # 1606;
102) მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ.
1902, გვ. 71-73;
103) ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, რ. მეტრეველის
რედაქტორობით, II ნაწ. თბ. 1998; გვ. 94;
104) `მაცნე~ 1964 წ. #2-ნ. ნაკაშიძე- საქართველო- რუსეთის
პოლიტიკური ურთიერთობის პერიოდიზაციის საკითხისათვის, გვ.
54-67;
105) საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV ტ. თბ. 1973-ვ. გუჩუა-
საქართველო XVI ს-ის 50-70-იან წლებში, გვ. 120, სქ.3;
106) ა. შავხელიშვილი- აღ. საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ.
1997, გვ. 90, სქ. 25;
107) ი. ცინცაძე- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია (X-XVI
სს) თბ. 1956, გვ. 287;
108) ჩრდ. კავკასიის ხალხთა ისტ. ნარკვევები, თბ. 1969, ნაკვ. I, გვ. 134;
109) ნ. ასათიანი. გზა გამოხსნა- აღდგომისაკენ რუსეთ-საქართველოს
პოლიტიკური ურთიერთობა უძველესი დროიდან ტრაქტატამდე, თბ.,
1983, გვ. 50, სქ. 2;
110) თ. ბოცვაძე, ჩრდ. კავკასიის ხალხები საქართველოს საგარეო
პოლიტიკაში (XV-XVIII სს) თბ. 1990, გვ. 54. სქ. 85;
111) ლ.ალექსიძე, საქართველო-რუსეთის საერთაშორისო სამართებლივი
ურთიერთობა XV-XVII სს.-ში, თბ.1983;
112) თ. პაპუაშვილი, ჭარ-ბელაქანი, თბ. 1972, გვ. 5;
113) თ. პაპუაშვილი, ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ. 1970, გვ. 331;
114) ქსე X ტ. თ. პაპუაშვილი, ფიფინეთი, თბ. 1986. გვ. 336;
115) ი. ადამია, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, წ. III. თბ. 1979,
გვ. 71;
116) ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტ. საკითხები, III ტ. თბ. 1960, გვ.
262-264;

117) ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტ. საკითხები, IV ტ. გვ. 13;


118) ქსე- ჯ. გვასალია- ელისენი, IV ტ. თბ. 1967, გვ. 131;

117
119) იხ. ამ საკითხტან დაკავშირებით თ. პაპუაშვილის წუქეთის
სიველენი, თბB. 2002;
120) თსუ შრომები- დ. კაციტაძე- ირან-საქართველოს ურთიერთობის
ისტორიიდან, ტ. 108, 1964 წ. გვ. 394;
121) ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, თბ. 1968, გვ. 50;
122) თსუ შრომები- ვ. ჩოჩიევი-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის
ისტორიიდან XVI ს. 60-იან წლებში, ტ. 118, თბ. 1967, გვ. 47, სქ. 2;
123) ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან
II ნაწ. თბ. 1973 – ნ. ნაკაშიძე `საქართველოს საკითხი რუსეთ-
თურქეთის ურთიერთობაში XVII ს. I ნახევარში~ გვ. 17;
124) გ. ჩუბინაშვილი- ქართული ოქრომჭედლობა VIII-XVIII სს. თბ. 1957,
გვ. 14;
125) თ. საყვარელიძე, გ. ალიბეგაშვილი---ქართული ჭედური და
ფერწერული ხატები, ტბ. 1980, გვ. 12-13;
126) იხ. ამის შესახებ პ. ზაქარაიას ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა,
თბ. 1975;
127) ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, I ტ. I ნაკვ. თბ.
1962, გვ. 360. სქ. 2;
128) ქსე-ჯ. გვასალია, გრემი. III ტ. თბ. 1977, გვ. 261-262;
129) პ. ზაქარაია, ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-
XVIIIსს. თბ. 1981, გვ.218;
130) ამის შესახებ უფრო ვრცლად თ. ყაუხჩიშვილის ბერძნული
წარწერები საქართველოში, თბ. 1951, გვ. 332-337;
131) შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, ტბ. 1961;
132) ეს საკითხი საკმაოდ ვრცლად აქვს განხილული ივანე
ჯავახიშვილს ქართველი ერის ისტორია IV ტ. თბ. 1967;
133) გაზ. “ალაზნის განთიადი”, 1982, 17 აგვისტო #98 96855);
134) ნ. ასათიანი, სიღნაღი, თბ. 1970, გვ. 35;
135) თ. ბარნაველი, კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ.
1961, გვ. 32;
136) ს. კაკაბაძე, საქართველოს ისტორიის ახალი საუკუნეების ეპოქა,
გვ.22;

118
სარჩევი

შესავალი, წყაროებისა და ლიტერატურის მიმოხილვა----------------გვ.1-3;


თავი I. საქართველო XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში:
$1.საქართველო XV საუკუნის ბოლოს----------------------------------გვ.4-24;
$2.კახეთის ისტორიულ-გეოგრაფიული საზღვრები----------------გვ.24-33;
$3. ალექსანდრე I-ისა და ავ-გიორგის მეფობა-----------------------გვ.33-41;
თავიII.კახეთი XVI საუკუნის I ნახევარში:
$1.კახეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა---------------გვ.42-64;
$2.ლევან მეფის ტახტზე ასვლა და მისი სახლობა----------------გვ.64-77;
თავი III. კახეთის მეფე ლევანის საშინაო და საგარეო პოლიტიკა:
$1.ლევანის მეფის დანათესავება გურიის მთავართან და სიმონ I-თან----გვ.78-80;
$2.ლევან მეფის დამოკიდებულება კახეთის მთის მოსახლეობასთან------გვ.80-87;
$3.ეკლესია-მონასტრები XVI საუკუნის I ნახევარში---------------გვ.88-96;
$4.ლევან კახთა მეფის დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან-----გვ.97-109;
$5.ლევან მეფის პოლიტიკა დაღესტანთან მიმართებაში--------------გვ.109-118;
$6.ურთიერთობა ირანის მბრანებელ შაჰ-თამაზთან და ამასიის ზავი-----გვ. 118-131;
თავიIV. კულტურული ვითარება კახეთში XVI საუკუნის I ნახევარში------გვ.132-149;
დასკვნა-----------------------------------------------------------------------------------------------------
გვ.151-160;

119

You might also like