You are on page 1of 3

VI საუკუნეში ქართლის ეკლესიას სათავეში ჩაუდგა წარმოშობით ქართველი კათალიკოსი

კირიონ I. მან დაიწყო დიდი ეროვნულ-რელიგიური პროგრამის განხორციელება, რაც ჩვენდა


გასაკვირად, მიზნად ისახავდა მთელი მოსახლეობის გაქართველებას და აქედან გამომდინარე,
ქართული ეკლესიის პოზიციების განმტკიცებას.
604-609 წლებში ქართლის და სომხეთის ეკლესიების მეთაურთა შორის გაცხოველებული
მიმოწერა მიმდინარეობდა რელიგიურ საკითხებზე, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
სომხურმა ეკლესიამ ურთიერთობა გაწყვიტა ქართულ ეკლესიასთან. VIII საუკუნის 20-იან
წლებში საბოლოოდ გაფორმდა 2 იდეოლოგიური ბანაკი _ მონოფიზიტების (სომხები) და
ქალკედონიტური (ქართლი).
VII საუკუნის დამდეგს კავკასიაში მომხდარი საეკლესიო განხეთქილების შესახებ არსებულ
მრავალრიცხოვან წყაროებს შორის ყველაზე სანდო და ობიექტური წყაროა `ეპისტოლეთა
წიგნი~, იგი ოფიციალური დოკუმენტების კრებულია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია მთლიანი
სახით 1298 წლით დათარირებული ხელნაწერით, რომლის ტექსტი 1901 წელს დაიბეჭდა
თბილისში. ეს ხელნაწერი 3 ნაწილისისაგან შედგება, რომელთაგან ჩვენთვის საინტერესოა
ხელნაწერის მე-3 ნაწილი.იგი ასახავს VII საუკუნეში ქართველთა და სომეხთა შორის
მომხდარ საეკლესიო განხეთქილებას, შედგება 25 ეპისტოლესაგან, რომლებიც დაიწერა 605-
610 წლებში. მისი ერთ-ერთი ძირიტადი ავტორი არის ქართლის ეპისკოპოსი კირიონ I.
ასე დაიწყო განხეთქილება სომხურ და ქარტულ ეკლესიებს შორის, რომლის ფინალი იყო
სომხური ეკლესიის მიერ ქართულ ეკლესიასთან ყოვეგვარი კავშირის გაწყვეტა.VIII
საუკუნიდან მოყოლებული, მთელი საუკუნეების განმავლობაში, ქართული ეკლესია და
ქრისტიანული რელიგია სომეხთა მიერ ყოველთვის იდევნებოდა. საოცარია, მაგრამ
ჭეშმარიტებაა, რომ დამპყრობლების მიერ დაპყრობილ საქართველოში ქართველი იძულებული
ხდებოდა უარეყო ქრისტიანობა და მიჰკედლებოდა და ეღიარებინა არაქართული რელიგია.
ვერავინ ვერ იფიქრებს და ბევრს ზღაპრად მოეჩვენება საუკუნეების სიღრმეში გამოვლენილ
წყაროებში დაცული და შემონახული უამრავი ფაქტი, რომელიც მწარე სიმართლეს ღაღადებენ.
დღესაც ბევრ რამეს ითხოვს სომხეთის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიისაგან, რაც სამართლებრივად სწორი ნამდვილადარ არაა.
მივყვეთ ფაქტებს და განვიხილოთ დოკუმენტურად თითოეული მათგანი, რის საფუძველზეც
სომხეთის სამოციქულო ეკლესია გამოთქვამს პრეტენზიებს. სომხეთის ეკლესიის სურვილი
საქართველოს ეკლესია დაქვემდებარებოდა სომხეთს, ჯერ კიდევ IV საუკუნიდან (წმ. ნინოს
მოსვლა) იწყება. სომხები თავიანთ შეხედულებებს აყალიბებდნენ სხვადასხვა ფაქტებზე და
თავისდა სასიკეთოდ ხსნიდნენ ამა თუ იმ
მოვლენას.

ნიკოლაძე
დაიბადა ვაჭრის ოჯახში,მამაქალაქ ქუთაისში. 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის
კლასიკური გიმნაზია, ამავე წელს ჟურნალ „ცისკარში“ (NN 9 და 10) მოათავსა თავისი
პირველი წერილები. 1861 წელს შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტზე და აქტიურ მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა გამოსვლებში, რის გამოც
დააპატიმრეს, ჩასვეს პეტრე-პავლეს ციხეში და უნივერსიტეტიდან გარიცხეს.
უნივერსიტეტიდან გარიცხული ნიკოლაძე მცირე ხნით არალეგალურად ცხოვრობდა აკაკი
წერეთელთან პეტერბურგში და იმყოფებოდა პოლიციის ფარული მეთვალყურეობის ქვეშ.ამ.დროს
გაზეთ ისკარში გამოაქვეყნა ნაშრომი სტუდენთა ცხოვრების შესახებ.1862ში ჩამოვიდა
საქართველოში და ლიტერატურის გამო იბრძოდა.აქედან გამომდინარე დიდი წვლილი შეიტანა
სწავლა-განათლებაში.უამრავი გაზეთუ მათშორის დროება გამოსცა.
1894 წლის 18 სექტემბერს აირჩიეს ქალაქ ფოთის თავად. ამ თანამდებობაზე შემდგომ
წლებშიც ირჩევნდნენ და ფოთის თავის პოსტს ნიკოლაძე 1914 წლამდე იკავებდა. ნიკოლაძემ
ფოთის მერობის პერიოდში მიზნად დაისახა ფოთის ნავსადგურის მოდერნიზაცია და ქალაქის
განაშენიანება და კეთილმოწყობა ახალი გეგმის მიხედვით. ზრუნავდა საზოგადოების
ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, ხელმძღვანელობდა მრავალ სამეურნეო, კულტურულ
და საგანმანათლებლო ინიციატივას.გახსნა ბიბლიოთეკა გაატარა უამრავი
ღონისძჯებები.ააშემა კინოთეატრი.ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა თებერვლის
რევოლუციის შემდეგ. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი,
დამფუძნებელი ყრილობის პრეზიდიუმის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის მთავარი კომიტეტის
წევრი.მონაწილეობდა უამრავ მოლაპარაკებებში.
გარდაიცვალა 1928 წელს. დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. 1957 წელს გადაასვენეს
მთაწმინდის პანთეონში.
ტრაქტატი
ირანისა და ოსმალეთის მხრიდან მზარდი საშიშროება საქართველოს სახელმწიფოებრივ
არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს ერთადერთ
გამოსავლად რუსეთთან კავშირის გამყარება მიაჩნდა.
XVIII საუკუნის 80-იან წლებში მკვეთრად შეიცვალა რუსეთის მმართველი წრეების
დამოკიდებულება საქართველოსადმი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი გავლენა ყირიმზე
გაავრცელა და მისი საზღვრები თითქმის კავკასიონის ქედს მიებჯინა, საიმპერატორო კარს
აშკარად გაუძლიერდა ინტერესი ამიერკავკასიისადმი.თუკი აქამდე საქართველოს მეფეების
თხოვნას კავკასიონის გადმოღმა ქვეყნების საქმეებში აქტიური ჩარევის შესახებ რუსი
პოლიტიკოსები მაინცდამაინც დიდის ხალისით არ ეკიდებოდნენ, ახლა საწინააღმდეგო
მდგომარეობა შეიქნა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებმა დაიწყეს კავკასიის გზით
წინა აზიაში რუსეთის გავლენის გავრცელების გეგმების შედგენა. ამ გეგმებში ქრისტიანულ
საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ეკავა. აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორის
კარზე გაახშირეს სტუმრობა რუსმა მოხელეებმა, ელჩებმა, მოგზაურებმა, რომლებიც ბეჯითად
ურჩევდნენ ქართლ-კახეთის მეფეს რუსეთთან კავშირის აღდგენას, იმპერატორისთვის
მფარველობის ოფიციალურად თხოვნას. ერეკლე მეორე საქმის ასეთ შემობრუნებას კმაყოფილი
შეხვდა.1782 წლის ბოლოს ერეკლე II-მ ეკატერინე II-ს მიმართა თხოვნით საქართველო
რუსეთის მფარველობის ქვეშ აეყვანა. ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარების
მიზნით ეკატერინე II-მ თავად პავლე პოტიომკინს გაფართოებული უფლებამოსილება მიანიჭა
ერეკლე მეფესთან სამოკავშირეო შეთანხმების მისაღწევად. ქართული მხრიდან მეფის მიერ
ხელდასხმულ იყვნენ თავადები ი. ბაგრატიონი და გარსევან ჭავჭავაძე.
ეს ფაქტი რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკისათვის მეტად სასურველი იყო.
საიმპერატორო კარმაც არ დააყოვნა საქმით დაემტკიცებინა ერეკლესთვის თავისი
კეთილგანწყობილება.რუსეთის სარდლობის ბრძანებით ფათალი-ხანმა ქართლ-კახეთის
წინააღმდეგ ლაშქრობა მოშალა, ხოლო ალექსანდრე ბაქარის ძე იძულებული გახდა უცხოეთში
გადახვეწილიყო.
1783 წლის 18 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში, წინასწარ შემუშავებული ცერემონიალის
მიხედვით, საქართველოს დელეგაცია დიდი ზეიმით მიიღეს. დაიწყო სხდომები ხელშეკრულების
მუხლების დაწვრილებით განსახილველად. 24 ივლისს ტრაქტატს ხელი მოაწერეს საქართველოს
მხრიდან — იოანე მუხრან-ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ, ხოლო რუსეთის მხრიდან —
გენერალ-პორუჩიკმა პავლე სერგის ძე პოტიომკინმა. ტრაქტატი შედგებოდა შესავლისა, 13
ძირითადი და 4 დამატებითი საიდუმლო (სეპარატული) მუხლისგან. 1783 წლის 24 ივლისს
ციხესიმაგრე გეორგიევსკში დადებული „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთსა და გაერთიანებულ
ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომლის მიხედვით ეს უკანასკნელი რუსეთის მფარველობის
ქვეშ გადადიოდა.

რუის ურბნისი

მოიწვია დავით აღმაშენებელმა რუისისა და ურბნისის მახლობლად (ახლანდელი ქარელის


მუნიციპალიტეტი). რუის-ურბნისის კრების მოწვევის თარიღი არც ერთ ჩვენამდე მოღწეულ
საისტორიო წყაროში არ არის დასახლებული. ისტორიკოსები ასახელებენ სამ სავარაუდო
თარიღს: 1103, 1104, 1105. კრების მოწვევას ბევრი მიზეზი ედო საფუძვლად: სამეფოს
წინაშე იდგა ამოცანა — ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების
სამსახურში ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში
ჰქონდა ადგილი (ხელდასხმის წესის დარღვევა, საეკლესიო ქონების განიავება,
მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა).

კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული მოხელე გიორგი,


შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. შემოიკრიბა რა გიორგი მთაწმიდლის იდეურ
მემკვიდრეთა ძლიერი დასი, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ რუის-ურბნისის საეკლესიო
კრებაზე მკაცრად შეუტია ეკლესიის მაშინდელ მესვეურებს.
კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი
დადგენილებები ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის ძეგლისწერა), რომლის ძალითაც
გადააყენა უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა
დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა
საკითხი.

ეკლესია

საეკლესიო განხეთქილება კავკასიაში — უთანხმოება ამიერკავკასიის ეკლესიებს შორის


ქრისტოლოგიური დოგმატიკის საკითხებზე, რომელიც VII საუკუნის დამდეგს მათ შორის
ოფიციალური ურთიერთობის გაწყვეტით დამთავრდა. უთანხმოების რეალური საფუძველი
სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია იყო.ერთიანი რელიგიის პლატფორმა ქართულმა,
სომხურმა და ალბანურმა ეკლესიებმა პირველად დვინის საეკლესიო კრებაზე (506 წელი)
აღიარეს. კრებამ მხარი დაუჭირა ბიზანტიის კეისართა დიოფიზიტ-მონოფიზიტთა შემრიგებლურ
პოლიტიკას. თანდათან ახლო აღმოსავლეთში ნათლად გამოიკვეთა აღმოსავლეთის იმპერიების
რელიგიური პოლიტიკა. მცირე ხნის მერყეობის შემდეგ ბიზანტიამ მხარი დაუჭირა
ქალკედონიტობას, ხოლო ირანმა — მონოფიზიტობას. შესაბამისად, კავკასიის ქვეყნებს,
რომელთაც უკვე დაკარგული ჰქონდათ დამოუკიდებლობა, უნდა გაერკვიათ თავიანთი პოლიტიკური
ორიენტაცია და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული მრწამსი. უთანხმოების პირველი ნიშნები VI
საუკუნის II ნახევრის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც სომხურმა ეკლესიამ ირანის
უზენაესობა აღიარა და დვინის ადგილობრივ კრებაზე მონოფიზიტობის მემარცხენე
მიმდინარეობა (ივლიანიტობა) გამოაცხადა თავის ოფიციალურ მრწამსად. ქართლისა და
ალბანეთის ეკლესიებმა დვინის კრების განსაზღვრებებს მხარი არ დაუჭირეს, არ დაგმეს
ქალკედონის საეკლესიო კრება, მაგრამ არც ანტომონოფიზიტობას დაადგნენ აქტიურად. ირანის
იმპერიამ VI საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს კიდევ სცადა ბიზანტიის საწინააღმდეგოდ
ერთიანი მონოფიზიტური ბანაკი შეეკრა ამიერკავკასიაში. ამ ცდას მხოლოდ ნაწილობრივი
წარმატება მოჰყვა შედეგად: მონოფოზიტობა აღიარეს ქართლისა და ალბანეთის სომხეთთან
სასაზღვრო პროვინციების შერეული მოსახლეობის მქონე სომხურენოვანმა თემებმა.
სამაგიეროდ ამავე საუკუნის მიწურულს სომხურ ეკლესიას დროებით ჩამოსცილდა ტაოს
საეპისკოპოსო.

ავტოკეფალია
486 წელი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისგან; 1917 წელი რუსეთის
მართლმადიდებელი ეკლესიისგან.

You might also like