You are on page 1of 7

1.რომელ საუკენეებში მეფობდა ფარნავაზი?

ძვ.წ. IV-III

2.რომელი ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ ფარნავაზის შესახებ?


ფარნავაზის შესახებ მოგვითხრობს„ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი თხზულება - ლეონტი
მროველის „ცხოვრება მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“, რომლის
მიხედვითაც ქართლის პირველი მეფე არის ფარნავაზი.
(ასევე „მეფეთა ცხოვრებაში“ ჩართულია საგანგებო მონაკვეთი „ცხოვრება ფარნავაზისი“,
რომელიც მოგვითხრობს მცხეთის მამასახლისის სამარას და მისი ძმის ალექსანდრე
მაკედონელთან ბრძოლაში დაღუპვის შესახებ.)

3. რომელი ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ მირიანის შესახებ?


„ქართლის ცხოვრება“, „მოქცევაი ქართლისაი“, მოვსეს ხორენაცის ცნობა, გელასი
კესარიელის თხზულება.

4. სად არის დაკრძალული წმ. ნინო?


შიდა ქართლის გაქრისტიანების შემდეგ ნინო წავიდა ქრისტიანობის გასავრცელებლად
ქართლის მთიანეთში, იქიდან კუხეთში, სადაც დასნეულდა და გარდაიცვალა.
დაკრძალეს დაბა ბოდინში (ბოდბეში).

5.პირველად რომელი მხრიდან შემოვიდა წმ.ნინო?


წმინდა ნინო პირველად ჯავახეთიდან შემოვიდა, ჩავიდა ქართლის ქალაქ ურბნისში, შემდეგ
კი დედაქალაქ მცხეთაში.

6.სად არის დაკრძალული ერეკლე II?


დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

7.ვახტანგ გორგასალი და მისი თანამედროვეები


ვარსქენი, პეროზი, იაკობ ხუცესი, მიქაელ მთავარეპისკოპოსი, პეტრე კათალიკოსი, სამოელ
ეპისკოპოსი...

8.სწორად მიგაჩნია თუ არა ტრაქტატის გაფორმება და რატომ?


თუ სწორად მივიჩნევთ, არგუმენტად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, რომ ჩვენ ჩვენს
სარწმუნოებას შევინარჩუნებდით. რუსეთი საქართველოს ირანისა და ოსმალეთისაგან
დაიცავდა და უპატრონებდა.
და თუ უარყოფითად შევაფასებთ - რუსეთი, როგორც იმპერიალისტური ქვეყანა,
საქართველოს არაფრად ჩააგდებდა, რუსიფიკაციის გავრცელებას დაიწყებდა და ჩვენს
ქვეყანას თავის განუყოფელ ნაწილად აქცევდა, რაც შემდგომში ტრაქტატის უხეში
დარღვევით გამოიხატა და მეფობისა და ავტოკეფალიის გაუქმებაც მოჰყვდა ამ ყველაფერს.
9.1832 წლის შეთქმულთა მიზანი რა იყო და რამდენად რეალური იყო იგი?
მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და საქართველოს
დანარჩენი კუთხეების დაპყრობას შეუდგა, ქართველმა ხალხმა წართმეული
სახელმწიფოებრიობის დაბრუნების მიზნით არაერთხელ წამოიწყო აჯანყება. ერთ-ერთი
ასეთი მცდელობა იყო 1832 წლის შეთქმულების სახელით ცნობილი, რომელიც რუსეთში
გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა.
1827 წელს პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა დიდი ქართველი განმანათლებელი,
საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი და შეთქმულების ცენტრმაც
თბილისში გადმოინაცვლა.
აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო.აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე
შეთქმულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იასე ფალავანდიშვილმა შეთქმულების შესახებ
აცნობა თავის ძმას, რომელსაც კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის ადმინისტრაციაში
მაღალი თანამდებობა ეკავა. ამ უკანასკნელმა შეთქმულება გასცა და შეთქმულები
დააპატიმრეს.

10.როგორი ქვეყნის შექმნა უნდოდათ შეთქმულებს?


აჯანყების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იგი მთელ კავკასიას უნდა მოსდებოდა
იმისათვის,რომ საბოლოოდ ალაგმულიყო ამიერ და იმიერ კკავკასიაში რუსთა თარეში,
მაგრამ შეთქმულებს რუსეთთან პოლიტიკური კავშირის სრულიად გაწყვეტა არ სურდათ,
არამედ სურდათ რუსეთ–საქართველოს შორის დამყარებულიყო საერთო ინტერესზე
დაფუძვნებული ურთიერთობა, რასაც გეორგიევსკის ტრაქტატი ითვალისწინებდა.

შეთქმულებში სამიდაჯგუფებაგამოიყო, რომელთაცსურდათ 1)


რესპუბლიკურიმართველობა; 2) მონარქიულიმართველობადა 3)კონსტიტუციურიმონარქია.

11.თერგდალეულების მოღვაწობის მთავარი შედეგი


თერგდალეულთა პროგრამა ითვალისწინებდა ქართველი ხალხის როგორც ეროვნულ, ისე
სოციალურ გათავისუფლებას.
მათი მიზანი იყო საქართველოში ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების ამაღლება
და ერის გამოცოცხლება.
1852 წელი - ჟურნალ „ცისკარის“ პირველინომერიდაიბეჭდა
1863 წელი - დაარსდა „საქართველოსმოამბე“
1866 წელს - „დროება“
1872 წელს - გაიყვანესთბილისი-ფოთისრკინიგზა
1875 წელს შეიქმნა "სათავადაზნაურო ბანკი"
1877 წელს - დაარსდა „ივერია“

დაიწყოჟურნალ-გაზეთებისაქტიურიგამოცემა,განვითარდაკულტურა.
ქართველახალგაზრდებსეხმარებოდნენ, რომუცხოეთშიმიეღოთგანათლება.
ყველაზე დიდი წარმატება 1879 წელს,,წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“
შექმნა იყო.
12.რომელი სამეფოების მემკვიდრე იყო ბაგრატ მესამე და რომელი მხრიდან?
გურგენი (მამა) - ქართველთა სამეფო
თეოდოსი (ბიძა) - აფხაზეთი
დავით კურაპალატი (მამობილი) - ტაო.

13.ვახტანგ მეექვსეს მოღვაწეობის კონკრეტული შედეგები


მისი თაოსნობით მოიწვიეს საეკლესიო კრება,რომელმაც მცხეთის კათალიკოსად მისი ძმა
დომენტი აირჩია.მისი მმართველობის პირველ წლებში შეგროვდა როგორც ძვ. ქართული
საკანონმდებლო ძეგლები, ისე საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების სამართლის
წიგნები.ისინი ერთ კრებულად შეკრეს და ზედ დაურთეს თვით ვახტანგის მიერ შედგენილი
სამართლის წიგნი. ამ დამსახურებისთვის მას ,,სჯულმდებელსაც“ უწოდებენ. შეადგინა ასევე
მეორე საკანონმდებლო წიგნი ,,დასტურლამალი“,კონსტიტუციის მაგვარი იურიდიული
ძეგლი.
1709 წელს თბილისში დაარსა პირველი სტამბა.
მისი თაოსნობით შეიქმნა მეცნიერ კაცთა კომისია, რომელსაც ,,ქართლის ცხოვრების“
გადამუშავება და ბოლო საუკუნეების ისტორიის დაწერა დაევალა.

14.რა მოვალეობა ეკისრებოდა „მორიგე ჯარს“?


მორიგე ჯარი, მორიგე ლაშქარი — სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სახეობა XVIII
საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოში, რომელიც წარმოადგენდა რეგულარული
არმიის სისტემაზე გარდამავალ საფეხურს.
მორიგე ჯარში უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულწლოვან მამაკაცს წელიწადში ერთი
თვე თავისი ხარჯითა და იარაღით. მოლაშქრე გლეხი სასურსათო გადასახადისაგან
თავისუფლდებოდა. ხელმოკლე გლეხი ბატონს სურსათითა და იარაღით უნდა
უზრუნველეყო.
მორიგე ჯარი მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და გარეშე მტრებისაგან ქვეყნის
თავდასაცავად იყო შექმნილი და სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის
საქმეს ემსახურებოდა.

15.რომელი სამეფო–სამთავროები ჩამოყალიბდა მერვე-მეცხრე საუკუნეში?


კახეთის საქორეპისკოპოსო, აფხაზთა სამეფო, ჰერეთის სამეფო, ქართველთა სამეფო (ტაო-
კლარჯეთი), ტაშირ-ძორაკეტის ქართულ-სომხური სამეფო და თბილისის (ქართლის)
საამირო.

16.რომელი ქალაქები დააარსა გორგასალმა?


უჯარმა, ხორნაბუჯი, ჭერემი, ბოჭორმა, არტანუჯი.

17.რა იყო სამეფო-სამთავროებად დაშლის მიზეზი მეთხუთმეტე საუკუნეში?


ცენტრალური ხელისუფლების მოშლა, მეფესა და მთავრებს შორის არსებული
დაპირისპირება. (მთავრებს უნდოდათ მეტი დამოუკიდებლობა)
18.რომელ ბრძოლაში დაამარცხა სააკაძემ ოსმალები?
ტაშისკარის ბრძოლაში, რომელიც იყო 1609 წლის 16 ივნისს ქართლის სამეფოსა და
ოსმალთალაშქარს შორის.

19.ვის ებრძოდა სააკაძე ბაზალეთის ბრძოლაში?


ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს.

20.შეაფასე სააკაძის მოღვაწეობა


სააკაძემ მთელი თავისი ენერგია საქართველოს გამთლიანებას შეალია.ამ დროს ჩვენს
ქვეყანაში რთული პერიოდი იყო. ოსმალებისა და ირანელების ბატონობისას საქართველოს
ხსნად მოევლინა გიორგი სააკაძე, მოიგო მრავალი მნიშვნელოვანი ბრძოლა. ის იყო დიდი
მოურავი, საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე; მან შვილი გაწირა
საქართველოსთვის.

21.ვინ იყო ქართველთა უკანასკნელი მეფე?

გიორგიVIII (რომელიც ამის შემდეგ იყო კახეთის სამეფოს პირველი მეფე - დაშლილ
საქართველოში.)

22.ბოლოს სად შეაფარა თავი სააკაძემ?


გიორგი სააკაძე ბოლოს ოსმალეთში გადაიხვეწა და აქვე გარდაიცვალა.

23.ჩამოთვლილთაგან რომელიარ გაუკეთებია ფარნავაზს (აქ ჩამოთვლილია პასუხებიო)

24.ვინ დავამარცხეთ დიდგორის ბრძოლაში?


თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარინეჯმ ად-დინ ილღაზის მეთაურობით 1121 წლის 12
აგვისტოს.

25. როგორიდაწესებულება იყო სააჯო კარი?


სამსჯავრო, სასამართლო დაწესებულება.
იხსენიება შიომღვიმის მონასტრის 893-918 წლის საბუთსა (ე. წ. დაწერილი შიომღვიმისა
ბეგრის დადების შესახებ) და ხელმწიფის კარის გარიგებაში (XIV საუკუნე).
მართლმსაჯულების დარგში დავით აღმაშენებლის სარეფორმო მოღვაწეობის შედეგად
სააჯო კარს უმაღლესი სასამართლოს ფუნქციები დაეკისრა (მანამდე უზენაეს
მართლმსაჯულებას თვით მეფე ახორციელებდა). აქ განიხილებოდა ქვედა საფეხურის
სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მომჩივნის აჯა.
26.გიორგი ბრწყინვალეს დროს შეიქმა

მთიულებისთის დაწერა სამართლის წიგნი ,,ძეგლისდება“, შეადგინა ე.წ ,,ხელმწიფის კარის


გარიგება“, რომლის მიხედვითაც მეფე თვითმპყრობელი იყო,სამეფო კართან არსებობდა
სამეფო საბჭო ე.წ ,,დარბაზი“,რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა მნიშვნელოვანი
სახელმწიფო საქმეების განხილვა–გადაწყვეტა, შეიქმნა ასევე მთისა და ბარის განჩინება.

27.სადაა დაკრძალული გორგასალი?


ვახტანგ გორგასალი მცხეთაში, მის მიერ აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალეს.

28.ვის წინააღმდეგ იბრძოდა ერეკლე მეორე?


ირანელებისა (აღა-მაჰმად-ხანი) და ოსმალების წინააღმდეგ.

1770 წელს იყო ასპინძის ბრძოლა. (ოსმალების წინააღმდეგ)


1795 წელს კრწანისის ბრძოლა. (ირანელების წინააღმდეგ)

29. ვინ დავამარცხეთ ბასიანში?

რუმისსულთანირუქნ-ად-დინი

30. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა გორგასალი?

V-VI

31. რომელ გაზეთს უშვებდა ილია?

ივერია (1877წლიდან გამოდიოდა როგორც ჟურნალი, 1885 წლიდან გადაკეთდა გაზეთად.)

32. 1832 წლის შეთქმულების მონაწილენი:

სოლომონდოდაშვილი, ელიზბარერისთავი, ფილადელფოსკიკნაძე, დიმიტრიყიფიანი,


გრიგოლორბელიანი, ალექსანდრეორბელიანი, ალექსანდრეჭავჭავაძე...

33. რომელი ეკლესია აღმართა მირიანმა?

სვეტიცხოველი
34. ვინ განდევნა გიორგი მეხუთემ?

მონღოლები

35. რომელი საეკლესიო კომპლექტი ააგო დავით მეოთხემ?

გელათის და იყალთოს

36. რომელ წელს დაიშალა ოფიციალურად საქართველო და რატომ?

1466 წელს ერთიანი საქართველო ფაქტობრივად დაიშალა, თუმცა ოფიციალური


დადგენილება მიიღეს 1490 წელს, როდესაც კონსტანტინე მეორემ თბილისში დარბაზი
მოიწვია და რჩევა ჰკითხა.

ამის შემდეგ მეფე და ათაბაგი (ყვარყვარე ჯაყელი) დაზავდნენ და საკუთარი


სამფლობელოების საზღვრები დაადგინეს. საქართველოს დაშლა ოფიციალურად გაფორმდა.
იმ დროს, როცა საქართველოს უდიდესი საგარეო საფრთხე დაემუქრა, ქვეყანა
დაქუცმაცებული აღმოჩნდა: ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად ბაგრატიონებით
სათავეში და სამცხის სამთავროდ ჯაყელების მეთაურობით.

37. აღწერეთ თამარის მეფობის პირველი პერიოდი (1184-1191 წწ.)

1184 წელს, მეფეგიორგისგარდაცვალებისშემდეგ, ქვეყანაშირთულივითარებაშეიქმნა;


ფეოდალურმაარისტოკრატიამდაიწყობრძოლადაკარგულიპოლიტიკურიპრივილეგიებისაღს
ადგენად. 1185 წელსგავლენიანფეოდალთაერთმაჯგუფმათამარს,
მისისურვილისწინააღმდეგ, შერთოანდრეიბოგოლიუბსკისშვილიიური,
რომელიცქართულწყაროებშიცნობილია „გიორგირუსის“ სახელით.
ორიწლისშემდეგთამარიგანქორწინდადაიურისაქართველოდანაცგანდევნეს.
მეფეთამარიმეორედდაქორწინდადაახლოებით 1189 (ან 1187) წელსდავითსოსლანზე.

თამარისდროსსაქართველოკავკასიისუძლიერესსახელმწიფოდიქცა.
ისტორიკოსთაერთინაწილისაზრით,
ესძლიერებაარემყარებოდაქვეყნისშინაგანსაწარმოოძალთაგანვითარებას,
გაერთიანებულიფეოდალურიმონარქიისეკონომიკურიძლიერებისძირითადწყაროსსამხედრ
ონადავლიდახარკიშეადგენდადაქვეყნისგაერთიანებაეფემერულიხასიათისაიყო.
ისტორიკოსთამეორენაწილისაზრით,
გაერთიანებულისაქართველოსსიძლიერეშესაფერისსოციალურ-
ეკონომიკურბაზისსემყარებოდა.თამარისმეფობისპერიოდშირამდენიმემნიშვნელოვანიბრძო
ლაგაიმართა, რომელთაგანგანსაკუთრებითაღსანიშნავია 1195 წლისშამქორისადა 1203
წლისბასიანისბრძოლები.
38. რომელ საუკუნეში შემოიღეს ქართველთა მეფის ტიტული?

888 წელს

39. რომელ საუკუნეში მეფობდა აფხაზთა მეფე გიორგი მე-2?

X საუკუნეში (აფხაზთა (დასავლეთსაქართველოს) მეფე 922-957)

40. რომელ სამეფოში მეფობდა კვირიკე დიდი?

კახეთ-ჰერეთი

41. რომელი მეფის დროს და რა ვითარებაში დაიბრუნა საქართველომ 1001 წელს ბიზანტიის
მიერ მიტაცებული დავით კურაპალატის სამფლობელოს ნაწილი?

გიორგი I-მა, რომელიც 1014 წელს ავიდა სამეფო ტახტზე, თავისი პოლიტიკის უმთავრეს
ამოცანად დავით III კურაპალატის მემკვიდრეობის დაბრუნება დაისახა, რამაც უაღრესად
გაართულა ბიზანტიასთან ურთიერთობა. ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II ამ დროს
ბულგარეთს ეომებოდა და აღმოსავლეთ საზღვრებისათვის არ ეცალა. გიორგი I-მა
ისარგებლა ხელსაყრელი ვითარებით და დაიკავა სადავო ტერიტორია (ტაო).

42. ვისთან ბრძოლაში გარდაიცვალა გიორგი VII?

თურქმან ტომებთან ბრძოლისას 1407 წელს.

სიყვარულით - ნანაკო <3

You might also like