You are on page 1of 13

1.

მეფეთა კურთხევის წესის შექმნა


„წესი და განგება მეფეთ კურთხევისა“. ზუსტი თარიღი არ ვიცით, მე-13 საუკუნის
ორმოციალი წლებსა და მე-14 საუკუნეზე გვიან. წესი და განგება იხმარება სამართლის
ცნების მნიშვნელობით. მეფეთა კურთხევის წესში ჩანს იმ დროის გადმონაშთი ,
როდესაც მეფე წინარექრისტიანულ ხანაში, სავარაუდოა სასულიერო და საერო
ძალაუფლებას აერთიანებდა. მეფის კურთხევის წესის მიხედვით მეფის კურთხევას
მხოლოდ კათალიკოზი აწარმოებს. კათალიკოზი აიღებდა საკურთხელვლიდან
გვირგვინს და თავზე დაადგამდა მეფეს და შესაფერს სიტყვებს წარმოთქვამდა . მეფედ
კურთხევის შემდეგ მეფეს პურველად თაყვნას სცემდა დედოფალი, შემდეგ -
კათალიკოზი და ა.შ.
მეფის კურთხევის წესი ქართული სამოხელეო წყობილების შესასწავლად
მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა.

2. დაახასიათეთ სავაზირო
სავაზირო(ვეზირთა საბჭო) გახლდათ მეფესთან არსებული სათათბირო
და მმართველ-განმკარგულებელი ორგანო სათანადო სამოხელეო
აპარატითურთ, მთავრობა გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. მე-12
საუკუნის დასაწყისში სავეზირო, როგორც მთავრობა, არ არსებობდა . მხოლოდ
ერთი ვეზირის - მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდელის სახელოა ამ დროს
წყაროებში ფიქრირებული. მთავრობის ფუნქციას ასრულებდნენ „დარბაზის
რიგის“ მაღალი თანამდებობის პირები.სავეზიროს წარმოშობამდე ბეზირი
პირადად მეფეს მოახსენებდა მის განაგმგებლო უწყებაში არსებული
მდგომარეობის შესახებ. ვეზირთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაჩნდა
მოთხოვნილება ვეზირთა შეთანხმებული მუშაობისა, რომელიც
უზრუნველყოფდა მეფისათვის ვეზირთა კოლექტიურ მოხსენებას და მეფის
უმაღლესი განკარგულების თანახმად ვეზირთა მხრივ ქვეყნის შეთანხმებულ
მართვას.
მეფე სავეზიროს ეთათბირებოდა სახელმწიფოს უმნიშვბელოვანესი
საქმეების გადაწყვეტის დროს - ქვეყნის თავდაცვის საკითხენზე , მტერზე
ლაშქრობისას, ზავის ჩამოგდებისას. ფეოდალურ საქართველოს დაშლასთან
ერთად სავეზიროც დაიშალა.

3. დაახასიათეთ საერო სამართლის წყაროები

თავდაპირველად ადრეკლასობრივ საზოგადოებაში ხალხი იყენებდა წეს -


ჩვეულებებს - ჩვეულებითი ანუ ხალხური სამართალი. მთელი ქვეყნისთვის
ერთნაირი არ იყო. ყოველ გვარს და ტომს მეტნაკლებად განსხვავებული და
მეტნაკლებად მსგავსი წესი და რიგი აერთიანებდა.

ოპიზის სიგელი(1027-1072წწ) ქართული სამართლის ისტორიის ერთ-ერთი


უმნიშვნელოვანესი წყაროა. სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ეხება
ორი მონასტრის - ოპიზისა და მიჯნაძორის დავას მამულების შესახებ , რადგანაც
საქმე ეხება ორ მონასტერს შორის სადავო საკუთს, ამიტომ სასამართლო
პროცესი დიდად მნიშვნელოვანია და საქმეს არჩევს მეფის თავჯდომარეები .
ძეგლი ქართული სამართლის ისტორიის მრავალ საკუთხს არკვევს , პირველ
ყოვლისა ჩანს, რომ სასამართლო ორ მონასტერს შორის მაზავებლის როლს
ასრულებს, წარმოჩენელია სასამართლო პროცესში მხარეების უფლება -
მოვალეობანი, მტკიცების საშუალებანი და სსვა.

ხელმწიფის კარის გარიგება --- ხელმწიფის კარის გარიგება მე-16 საუკუნის


პირველ ნახევარში უნდა იყოს შედგენილი. ძეგლი ნაკლული სახით არის
ჩვენამდე მოღწეული, რაც მის გაგებას აძნებეს. ექვთიმე თაყაიშვილის თქმით ეს
წყარო „ზეიმია ჩვენი ისტორიისთვის“.

ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით მეფე დიდი პატივისცემით არის


მოსილი, მაგრამ ის მაინც არ არის ტირანი. ის სახელმწიფოს მართავს
თანადგომითა და „ერთნებაობითა დიდებულთა“. მეფე ვალდებულია დიდებულ
აზნაირებან თანხმობას მიაღწიოს.

ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით მეფე არა მარტო საერო


ხელისუფლების მეთაურია. მას ხელი მიუწვდება ეკლესიაზეც.საქართველოში
მეფის ხელისუფლებას, ისევე როგორც ბიზანტიაში, თეოკრატიუკული ნიშნები
აქვს და სავარაუდოა, რომ მეფის ხელისუფლების ასეთი ხასიათი ქრისტიანული
ბიზანტიის გავლენითაც იყო განპირობებული.

ხელმწიფის კარის გარიგებიდან ჩანს, რომ გაერთიანებულ ფეოდალურ


საქართველოში მართვა-გამგეობის სფეროში გარკვეული კარგად
მოფიქრებული წესრიგი სუფევდა. არა მარტო მეფეს ეთაყვანებიან, არამედ
მეფეც ეთაყვანება თავის მოხელეებს. ამით ხაზგასმულია სახელმწიფოებრივი
მექანიზმის მწყრობრი და არა ცალმხრივი ხასიათი.

წესი და განგება მეფეთ კურთხევისა ----

„წესი და განგება მეფეთ კურთხევისა“. ზუსტი თარიღი არ ვიცით, მე-13 საუკუნის


ორმოციალი წლებსა და მე-14 საუკუნეზე გვიან. წესი და განგება იხმარება სამართლის
ცნების მნიშვნელობით. მეფეთა კურთხევის წესში ჩანს იმ დროის გადმონაშთი ,
როდესაც მეფე წინარექრისტიანულ ხანაში, სავარაუდოა სასულიერო და საერო
ძალაუფლებას აერთიანებდა. მეფის კურთხევის წესის მიხედვით მეფის კურთხევას
მხოლოდ კათალიკოზი აწარმოებს. კათალიკოზი აიღებდა საკურთხელვლიდან
გვირგვინს და თავზე დაადგამდა მეფეს და შესაფერს სიტყვებს წარმოთქვამდა . მეფედ
კურთხევის შემდეგ მეფეს პურველად თაყვნას სცემდა დედოფალი, შემდეგ -
კათალიკოზი და ა.შ.
მეფის კურთხევის წესი ქართული სამოხელეო წყობილების შესასწავლად
მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა.

ძეგლი ერისთავთა

მე-14 საუკუნეში საქართველოში სეპარატისტული ძალება იმდენად


ძლიერდებოდნენ, რომ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების
იდეოლოგიური გამართლებისათვის ზრუნავენ და იქმნება ქსნის ერისთავდა
საგვარეულო ისტორია, მაგრამ არა ნამდვილი ისტორია, არამედ
მიკერძოებული „ძეგლი ერისთავთას“ ავტორს სურს დაასაბუთოს , რომ ქსნის
ერისთავი დამოუკიდებელია ქართველთა მეფისაგან.
ძეგლის ავტორი მიუხედავად მისი პოლიტიკური იდეალის
გაუმართლებლობისა, მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ქართული
სამართლის ისტორიის შესასწავლად.

გიორგი მე-5-ის ძეგლის დადება

გიორგი მეხუთეს(მე-14 საუკუნე) ქართველი ისტორიკოსები დიდ მეფედ


თვლიან. მის დამსახურებას შორის უნდა აღინიშნოს მთიულეთისათვის
სამართლის წიგნის შედგენა. „ძეგლის დადება“ მოცულობით დიდი არ არის. ის
შედგება შესავლისა და 45 მუხლისაგან. „ძეგლის დადება“ ძირითადად სისხლის
სამართლის ძეგლია. სამოქალაქო სამართლის მხოლოდ ოთხი მუხლი ეხება .
„ძეგლის დადებაში“ დიდი ადგილი აქვს დათმობილი ისეთი მძიმე დანაშაულის
დასჯადობას, როგორიცაა მკვლელობა. კანონმდებელი ყურადღებას აქცევს და
მკაცრად სჯის მეკობრეობას, ადამიანის დაჭრას, თავდასხმას, ცივის დაქცევას ,
ცოლის მოტაცებას.

ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი

მე-13 მე-14 საუკუნეები. სამართლის წიგნის მნიშვნელობა დიდია ქართული


სამართლის ისტორიისთვის. სამართვლის წიგნის პირველი 65 მუხლი ბექა
მანდატურთუხუცესს ეკუთვნის, ხოლო ხსენებულიდან 98-ე მუხლამდე - აღბუღას .
ზეგლი შედგება 175 მუხლისგან. უცნობია ვის ეკუთვნის მუხლები 98-ის
მომდევნო მუხლები.

ხსენებული სამართლის წიგნი ძვირფასი წყაროა ქართული სამართლის


ისტორიის შესასწავლად. აქ ვხვდებით პირველად „ჯერი“ ფიცის
მნიშვნელობითმ „ალაგას წესი“, „გვარის წესი“, შესაბამისად ტერიტორიული
თემისა და საგვარეულო თემისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი
ნორმების მნიშვნელობით.

ვახტანგ მე-6-ის სამართლის წიგნი

ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით შექმნილი საკოდიფიკაციო კომისსის მიერ


მე-18 საუკუნეში შედგენილი კანონთა კრებული, შესაიცავს შესავალსა და შვიდ
საკანონდებლო ძეგლს. კრებულის უკანასკნელ, მეშვიდე ნაწილს შეადგენს
„სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა“, რომელიც შეიცავს შესავალსა და 270
მუხლს. ვახტანგის სამართლის ძირითადი წყაროა ქართული ჩვეულებითი
სამართალი. „სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა“ ფეოდალური
სამართებრივი წიგნია, ძირითადად აგებულია კაზუსების მიხედვით და ეხება
თითქმის ყველა მაშინდელ ურთიერთობას. სამართლის წიგნის მნიშვნელოვან
წყაროს წარმოადგენდა ძველი ქაღტული წეს-ჩვეულებების ის ნაწილი ,
რომელსაც დღეს ჩვეულებით სამართალს ვეძახით.

მასში ასევე მოცემულია განზრასხვითა და აგრეთვე არაგანზრახვით


მოქმედების დიფერენცირება

დასტურლამარი
უმნიშვნელოვანესი ისტორიული წიგნი, რომელიც სახელმწიფო სამართლის
უმთავრეს ძეგლს წარმოადგენდა. ის შედგენილ იქნა ქართლის მეფისა და
გამგებლის ვახტანგ მე-6 ის მიერ. ძეგლი შედგება მთავარი ნაწილისგან -
„სამეფო დასტურლამარი“ და „სადედოფლო დასტურლამარი“. იგი შეიცავს
უმნიშვნელოვანეს ცნობებს საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილების
შესახებ. ამ უნაკალური ძეგლის შედგენის დროს, საქართველოს პოლიტიკურად
დანაწილებული იყო სამეფო სამთავროებად. დასტურლამარის საშუალებით
ცდილობდა ქართლის მეფე თავისი ხელისუფლების განმტკიცებას ქვეყანაში .
მასში აღწერილია სამეფი სასახლეში მიღებისა და ნადიმობის წესები. ასევე
მოყვანილია ადგილობრივი და ცენტრალური მოხელეების დახასიათება .

მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას .


განხილულია გადასახადთა სისტემა გლეხთათვის.

4. დიდი სჯულის კანონი და მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონმდებლობა

მე-5 და მე-6 საუკუნეებში გაჩნდა კანონიკური კრებულები, რომლებიც იურიდიულ ნორმებს


შეიცავდა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში განსაკუთრებით აფასებდნენ ე .წ
თოთხმეტტიტულოვან ნომოკანონს, რომელიც წარმოადგენდა სისტემურ და ქრონოლოგიურ
კრებულს. ეს ნომოკანონი ბერძნულიდან თარგნმა არსენ იყალთოელმა და ქართულ
საეკლესიო პრაქტიკაში ცნობილი იყო „დიდი სჯულის კანონის“ სახელოთ. მას ერთვის
ქართული ორიგინალური კანონიკური მწერლობის ძეგლი - რუის-ურბნისის კრების
ძეგლისწერა.

ამ კანონში 500-მდე იურიდიულო ტერმინი და გამოთქმაა. ჩვენნამდე მოაღწია ქორწინების


მოდესტინუსეულმა განმარტებამ, რომ ქორწინება ქალისა და ქკაცის ერთოდებაა .
მოდერსტინური იყო ერთ-ერთი იმ ხუთ იურისტთაგან, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ
აღიარებულნი რომის სახელმწიფოში. ამ კანონში განქორწინებას აღნიშნავს „განულვა “,
კოდექსს ერქვა „კოდიკო“, მოსარჩელეს - მოსამართლე, მოურავი ერქვა მეოურვეს ,
მზრუნველს.

მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ გამოტანილი კანონები საეკლესიო სამართლის


ძირითადი ნაწილია, რადგან კანონიკურ კოდექსში არამარტო მათ მიერ გამოტანილი
კანონები შედის, არამედ მის მიერ შერჩეული და დამტკიცებული სხვა იურიდიული ნორმებიც .
მსოფლიო საეკლესიო კრება საეკლესიო კანონმდებლობის უმაღლეს ორგანოს
წარმოადგენდა. მსოფლიო საეკლესიო კრებას, შესაძლებლობის ფარგლებში , ქრისტიანული
მართლმადიდებელი სამყაროს ყველა კუთხის უმაღლესი იერარქიის საეკლესიო პირი
ესწრებოდა. გამოტანილი კანონები სავალდებულო იყო, მას სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობაც ჰქონდა.

5. ვახტავნგ მე-6 სამართლის წიგნის მიხედვით რა სახელმწიფო ქონების გამოყენება


შეეძლოთ ქვეშევდომებს

ვახტანგ მე-6 ის სამართლის წიგნის მიხედვით ქვეშევდომებს შეეძლოთ წყლის , შეშის


და ბალახის გამოყენება.
6. გიორგი მე-5 ის მიერ შექმნილი ძეგლის დადების აუცილებლობა

ის განკუთვნილი იყო აღმოსავთლეთ საქართველოს მთიანეთისთვის, სადაც ამ


დროისათვის სრული ანარქია სუფევდა. მეფე ადგილზე გაეცნო მდგომარეობას ,
რის შემდეგაც მოიწვია საკაონდებლო კრება სპეციალური ნორმატიულო
დოკუმენტის შესადგენად. იგი შედგება პრეამბულისა და 46 მუხლისგან.
საოჯახო და სამოქალაო სამართალს 4 მუხლი ეთმობა, დარჩენი სისხლის
სამართალია. ჩამოთვლილია სხვადასხვა სახის დანაშაული და მათი
შესაბამისი სასჯელი, რომელთაგანაც აღსანიშნავია: გაძევება, მამულის
ჩამორთმევა, ჯარიმა, ბეგარა და სვხ. ძეგლისდების ძირითადი მიზენი
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში წესრიგის დამყარება იყო.

7. რა ნიშნავს ჭურჭელი

საჭურჭლე - ძვირფასეულობა, განძი და სიმდიდრის საცავი, ხაზინა ძველ


საქართველოში. საჭურჭლის შინაარსად, მის ჩვეულებრივ შიგთავსად სახელწოდების
მიხედვით „ჭურჭელი“ ძვირფასი ნივთები, მოძრავი განძლეულობა. „საჭურჭლე“
სალაროსგან განსხვავებულ, სადიადაგოდ სახმარ-სახარჯავ სახელმწიფო ხაზინას
ნიშნავდა.

8. სასამართლო პროცესი და სასამართლო წყობილება ძველ საქართველოში


სახელმწიფოს განმტკიცებამდე საზოგადოებაში თვითნებოდა აღმოფხვრილი არ იყო .
განვითარების ამ სტადიაზე სახელმწიფოს ძირითადი ამოცანა იყო მხარეები
აეძულებინა მიმეართად შიაკაცთა სამართლიანობისთვის და უარი ეთქვათ
თვითნებობასა და თვითგასწორებაზე. ივარაუდება, რომ მხარეები ფიცს დებდნნენ ,
რომ დაემორჩილებოდნენ შუაკაცთა გადაწყვეტილებასა და განაჩენს .
საზოგადოებათა უმეტესობაში სახალხო კრება ასრულებდა სასამართლოს ,
მართლმსაჯულების როლს. სახალხო კრება და მამასახლისი თამაშობდნენ უდიდეს
როლს. მარტო მამასახლისს არ შეეძლო დამნაშავეთა დასჯა. განვითარების
შედარებით მაღალ საფეხურზე მამასახლისები არჩევნდნენ მსაჯულებს , რომელთაც
ბჭეებს ეძახდნენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი საბუთები, მაგალითად მიწის ნაკვეთების გასხვისების


ხელშეკრულებები იდებოდა ყველას თვალწინ, მრავალი მოწმის თანდასწრებით ,
რომლებიც ქალაქის თუ გამაგრებული პუნქტის ჭიშკართა ისხდნენ.

საქართველოში უკვე ძ₾იერების ხანაში სასამართლო ფუნქციები უკვე


განაწილებულია ორი კატეგორიის სასამართლოებს შორის: ერთი იხილავს
სამოქალაქო სამართლის საქმეებს, ხოლო მეორის კონპეტენციაში შედის სისხლის
სამართლის საქმეების გადაწყვეტა.

სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია იცნობს სისხლის სამართლის პროცესის სამ


ფორმას: საბრალდებო, ინკვიზიციურ და ე.წ შერეულ პროცესს. ისტორიულად
უძველესად უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის პროცესის საბრალდებო . დავას
წყვეტს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეჯიბრების საფუძველზე .
სასამართლო არ აგროვებს მტკიცებულებებს. იკვიზიციური გამამტყუნებელი და
გამამართლებელი განაჩენის გარდა მესამე ფორმა - ეჭქვეშ დატოვებდა . შერეული
წინასწარ გამოძიებაზე იყო აგებული.

მდივანებეგი იგივე მსაჯულთუხუცესი აღმოსავლეთ საქართველოში მე-17 საუკუნიდან


ჩანს. კაცის სიკვდილი ქალაქშიც რომ მომხდარიუო, დამნაშავე კარძე მდივანბეგს
უნდა გაემართლებინა.

სააჯო კარი იყო სამსჯავრო, სასამართლო დაწესებულება. მართლმსაჯულების


დარგში დავით აღმაშენებლის სარეფორმო მოღვაწეობის შედეგად სააჯო კარს
უმაღლესი სასამართლოს ფუნქციები დააეკისრა. კოლეგიური ორგანო იყო და მეფის
უპირველესი მოხელე მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი წარმართავდა .

9. ჩამოაყალიბეთ რა სახით ხდებოდა რეალობითი მტკიცებულების წარდგენა


სასამართლო პროცესზე

სასამართლო ერთ-ერთ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობით


საბუთს „გულისყურით“ სწავლობდა, რომელსაც კარჰად გამოძიებით საქმის
შეტყობა ერქვა. თამასუქს უსინჯავდნენ ბეჭედს, ამოწმებდნენ დოკუმენტის
დათარიღების სისწორებს, შემდეგ იკვლევდნენ ხელწერას და თუ მოწმეები
ცოცხლები იყვნენ, მათაც დაკიხავნდნე. წერილობითი მტიცებულების
გაჩენასთან ერთად ხდება შესაძლებლობა „ნატყუარი“ ანუ ყალბი საბუთის
დამზადებისა. მაგრამ ფიცის გარდა სხვა არავითარი საშუალება არ
არუსებობდა მისი ნამდვილობის დასამტკიცებლად. ზოგიერთ აქტებში
მოწმეებად ვხვდებით, როგორც წერა-კითხვის მცირე მცოდე, ასევე მის
უცოდინარ მოწმეებსაც. წერა-კითხვის უცოდინარი მოწმე საბუთს ჯვარს
დაუსვამდა, ხოლო მის ნაცვლად ხელს აწერდა საბუთის შემდგენელი მდივანი
ან ერთ-ერთი წერა კითხვის მცოდნე მოწმე.

10. კათალიკოსთა სამართლის შექმნის აუცილებლობა


სამართალი კათალიკოზთა შედარებით მცირე მოცულობისააა. ის სულ 23 მუხლისგან
შედგება. იგი ასახავდა დასავლეთ საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებას და
სამოქმედოთაც აქ არის გათვალისწინებული კათალიკოსთა სამართლის შესავალში
მართებულად არის აღნიშნული, რომ ამ ხანებში დასავლეთ საქართველოში
„მრავალი უწესობა და უჯერო საქმეა“ გავრცელებული: კაცის კვლა, კაცის
სყიდვა.გახშირდა ტყვეების საზღვარგარეთ გაყიდვა, მეკობრეობა. კანონმდებელი
დამნაშავედ გულისხმობს, როგოც თავადს, ასევე აზნაურსა და გლეხსაც. ტყვეთა
გაყიდვაში მონაწილეობდა, როგორც ჩანს მოსახლეობის ყველა ფენა. დამნაშვეს არ
ასცებოდა საეკლესიო სასჯელი - შეჩვენება და „დაგმობა-გაძევება“.

დამნაშვეს ევალებოდა მის მიერ გაყიდულის დახსნა და უკნავე მოყვანა . ის თუ ამას


ვერ შესძლებდა, სიკვდილით დაისჯებოდა.

ასევე გათვალისწინებულია ისეთი მძიმე დანაშაული, როგორიცაა ძმისა და მამის


მკვლელობა. დამნაშვეს ელოდა ხელის მოკვეთა და გაძევება.

11. საეკლესიო სამართლის წყაროების დახასიათება


მცირე სჯულის კანონი

ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენელა შეხვედრა მსოფლიო დონეზე საჭირო


გახდა იმ საფუძვლით, რომ რომის იმპერიაში ქრისტიანული რელიგიის გამარჯვების
შემდეგ დაისვა საკითხუ, თუ როგორ უნდა გაეგოთ ან გამოეყენებინათ მოძვრების
ცალკეული დებულებები ცხოვრებაში. ექვთიმე მთაწმინდელმა მე -10 მე -11 საუკუნეში
ბერძნულიდან ქართულად თარგმნა „მცირე სჯულისკანონი“. ამ ნაშრომს დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა ქართული იურიდიული აზროვნები წინსვლისთვის . ის იყო
კანონიკური კრებული ბიზანტიურ ბერძნული წარმოშობის საკანონმდებლო ძეგლი ,
რომელსაც დამატებული ჰქონდა მთაწმინდელის კომენტარები.

მისი მნიშვნელობაში იმაშიც მდგომარეობდა, რომ ქართველები ეცნობოდნენ


განვითარებული ბიზანტიური სამართლის ძირითად ცნებებსა და დებულებებს .

პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი

ბიზანტიის დიდმა სახელმწიფო მოხელემ გრიგოლ ბაკურიანის ძემ მე-11 საუკუნის


მიწურულს ბულგარეთი ტერიტორიაზე დაარსა პეტრიწონის მონასტერი . მისი წესდება
შედგენილი იყო ბერძნულად და ქართულად.

არსებობდა საშიშროება რომ ქართველთა მონასტერი ბერძენთა ხელში


აღმოჩენილიყო იმ შემთხვევაში, თუ ბერძენი ბერების რიცხვი მონასტერში
მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჰამომდინარე იქედან, რომ ეს ტენდენცია ცნობილი იყო
გრიგოლისთვის, ტიპიკონში სპეციალურად იქნა გათვალისწინებული, რომ
ქართველთან მონასტერში ბერძენთა შორის მხოლოდ ერთი ბერძენი შეიძლებოდა
ყოფილიყო, რომელსაც შეეძლებოდა ბერძნულ ენაზე დაეწერა წერილება და
დოკუმენტები.

ტიპიკონშ ჩანს, რომ რომის სამოქალაქო სამართლისთვის დამახასიათებელი იყო


ნივთების კლასიფიკაცია უძრავ, მოძრავ და თვითძვრად ქონება. რაც შეეხება მზითევს ,
ამ ინსტიტუის ისეთი განვუთარების დონე, როგორიც მაშინ ისახებოდა , მხოლოდ
მაღალგანვითარებული სამართლისთვის იყო დამახასიათებელი. იკვეთება
ტერმინება, როგორიცაა: მამასახლისი, საკარგავი, მოსაკარგავე.

დიდი სჯულის კანონი

მე-5 და მე-6 საუკუნეებში გაჩნდა კანონიკური კრებულები, რომლებიც იურიდიულ ნორმებს


შეიცავდა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში განსაკუთრებით აფასებდნენ ე .წ
თოთხმეტტიტულოვან ნომოკანონს, რომელიც წარმოადგენდა სისტემურ და ქრონოლოგიურ
კრებულს. ეს ნომოკანონი ბერძნულიდან თარგნმა არსენ იყალთოელმა და ქართულ
საეკლესიო პრაქტიკაში ცნობილი იყო „დიდი სჯულის კანონის“ სახელოთ. მას ერთვის
ქართული ორიგინალური კანონიკური მწერლობის ძეგლი - რუის-ურბნისის კრების
ძეგლისწერა.

ამ კანონში 500-მდე იურიდიულო ტერმინი და გამოთქმაა. ჩვენნამდე მოაღწია ქორწინების


მოდესტინუსეულმა განმარტებამ, რომ ქორწინება ქალისა და ქკაცის ერთოდებაა .
მოდერსტინური იყო ერთ-ერთი იმ ხუთ იურისტთაგან, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ
აღიარებულნი რომის სახელმწიფოში. ამ კანონში განქორწინებას აღნიშნავს „განულვა “,
კოდექსს ერქვა „კოდიკო“, მოსარჩელეს - მოსამართლე, მოურავი ერქვა მეოურვეს ,
მზრუნველს.

მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ გამოტანილი კანონები საეკლესიო სამართლის


ძირითადი ნაწილია, რადგან კანონიკურ კოდექსში არამარტო მათ მიერ გამოტანილი
კანონები შედის, არამედ მის მიერ შერჩეული და დამტკიცებული სხვა იურიდიული ნორმებიც .
მსოფლიო საეკლესიო კრება საეკლესიო კანონმდებლობის უმაღლეს ორგანოს
წარმოადგენდა. მსოფლიო საეკლესიო კრებას, შესაძლებლობის ფარგლებში , ქრისტიანული
მართლმადიდებელი სამყაროს ყველა კუთხის უმაღლესი იერარქიის საეკლესიო პირი
ესწრებოდა. გამოტანილი კანონები სავალდებულო იყო, მას სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობაც ჰქონდა.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა

იოანე კათალიკოსი იყო კრების თავჯდომარე. მონაწილეობას იღებდნენ გიორგი


მწიგნობართუხუცესი და არსენ იყალთოელი. დავით აღმაშენებელმა მოიწვია . ის ამით
ცდილობდა დაემორჩილებინა ეკლესია და განემტკიცებინა სამეფო ხელისუფლება .
თვით ძეგლშიც კი აღნიშNულია, რომ კრების მიზანი საეკლესიო და სამღვდელოთ
საქმეების განხილვა იყო. ისტორიკოსის გადმოცებით, ეკლესიას დაეუფლნენ
ავაზაქნი, რომლებიც გვარიშვილობით დაეპატრნონენ ეპისკოპოსთა თანამდებობებს .
ისინი ფეოდალების ოჯახებიდან იყვნენ და მხარს უჭერდნენ ფეოდალებს მეფის
წინააღმდეგ ბრძლოაში. მეფეს კი სწადდა, ასეთი უწესობები და ფეოდალთა
დასაყდენი გადაეყენებინა თანამდებობიდან. სურდა გაეძლიერებინა სამეფო ტახტის
მნიშნელობა, ფეოდალების ძლა მოესპო, მთავრები და ერისთავები
დაემორჩილებინა. ეკლესია სახელმწიფოსთვის დაემორჩიელებინა .ძეგლიწერაში
ნახსენებია ბუნებითი და პოზიტიური სამართალი. საეკლესიო კრების მიერ მიღებული
კანონები ეხება ეკლესიის მსახურებს, მათ დანაშაულს, რომელიც შეიჩლება ჩაიდინოს ,
როგორც ეკლესიის მსახურმა, ისე ერისკაცმა.

კათალიკოსთ სამართალი

სამართალი კათალიკოზთა შედარებით მცირე მოცულობისააა. ის სულ 23 მუხლისგან


შედგება. იგი ასახავდა დასავლეთ საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებას და
სამოქმედოთაც აქ არის გათვალისწინებული კათალიკოსთა სამართლის შესავალში
მართებულად არის აღნიშნული, რომ ამ ხანებში დასავლეთ საქართველოში
„მრავალი უწესობა და უჯერო საქმეა“ გავრცელებული: კაცის კვლა, კაცის
სყიდვა.გახშირდა ტყვეების საზღვარგარეთ გაყიდვა, მეკობრეობა. კანონმდებელი
დამნაშავედ გულისხმობს, როგოც თავადს, ასევე აზნაურსა და გლეხსაც. ტყვეთა
გაყიდვაში მონაწილეობდა, როგორც ჩანს მოსახლეობის ყველა ფენა. დამნაშვეს არ
ასცებოდა საეკლესიო სასჯელი - შეჩვენება და „დაგმობა-გაძევება“.

დამნაშვეს ევალებოდა მის მიერ გაყიდულის დახსნა და უკნავე მოყვანა . ის თუ ამას


ვერ შესძლებდა, სიკვდილით დაისჯებოდა.

ასევე გათვალისწინებულია ისეთი მძიმე დანაშაული, როგორიცაა ძმისა და მამის


მკვლელობა. დამნაშვეს ელოდა ხელის მოკვეთა და გაძევება.
12. აღწერეთ ცოდვის მოკიდების რიტუალი

ცოდვის მოკიდება მთიელებისთვის დამახასიათებელი რიტუალი იყო, ფიცის მაგვარი


უბრალოდ დაფიცება ხდებოდა გარდაცვლილის საფლავზე და იფიცებდა ორივე
მხარე, მაგრამ გამოიყენეოდა იშვიათად, რადგან მთაში ამ პერიოდისთვის უფრო
გავრცელებული სისხლის აღება იყო. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვახტანგ მე -6
წიგნში ცოდვის მოკიდება მცირემნიშვნელოვან საქმეზე გამოიყენებოდა . დოდვის
მოკიდება გარკვეული რიტუალის შესრულებასთან იყო დაკავშირებული .
ბრალდებულს მბრალდებელი ზურგზე უნდა მოეკიდა დაწარმოეთქვა ფიცი . თუ ამას
გააკეთებდა იგი თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან.

13. დაახასიათეთ როგორ იყო წარმოდგენილი დამამტკიცებელ საბუთთა სისტემა


ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით

ქართული სამართლის მიხედვით დამამკიცებელ საბუთთა სისტემა იყო


შემდეგნაირად წარდგენილი, ერთერთი არის „ფიცის დადება“. ის გლეხები,
რომლესაც არ ჰონდათ განათლება და არ იცოდნენ ელემენტარული წერა
კითხვა ისინი დებნენ ფიცს, აიღებდნენ ჯვარსა და დაადებნენ ფიცს. ეს იმას
ნიშნავდა, რომ ისინი თავის სიმართლეს გულახდილად ამტკიცებდნენ , ამასთან
ერთად ფიცის დადების შემდეგ იყო ადამიანი შედარებით განათლებული
პიროვნება, რომელიც ფიცის დადების შემდეგ ხელს მოაწერდა ფიცებყლის
მხრიდან.

14. რა ისტორიული დატვირთვა აქვს ძეგლი ერისთავთა

ძეგლი ერისთავთა იყო ქსნის ერისთავის მიერ შექმნილი, რომელიც მიზნად


ისახავდა იმ ისტორიას აღწერას, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ისტორიას
აღწერას, რომ თითქოს ქსნის საერისთაო მეფის ხელისუფლებისგან
დამოუკიდებელი იყო და თავად წარმოადგენდა მის საერისთაოს სიძლიერეს .

15. სატანჯველი - უწყალო საგვემელი, ის რაც ტანჯავს ვინმეს ან რამეს , განსაცდელი ,


გაგვენელი

16. როგორ ხდებოდა ძველ საქართველოში მოწმის მიერ ჩვენების მიცემა

მოწმე იყოს ის ადამიანი ვინც თვაკუთ ხედავდა იმ არსებულ სიტუაციას რაც მხარეებშ
შორის ხდებოდა ან პირიქით სასამართლოზე მისი თვალით დანახული გარემოება ,
შესაბამისად ის წარსდგებოდა ხოლმე მოწმეთ. ასეთი ადამიანი შეიძ ₾ება შურისძიების
ობიექტი გამხდარიყო მაგრამ თუ გააბედავდა მოწმედ წარდგებოდა ის უნდა
ყოფილიყო სამართლიანი, პატიოსანი და უტყუარი, ამიტომ იყო, რომ სამი მოწმის
ჩვენება უფრო ითვლებოდა დამამკტიცებლად ვიდრე ერთის თუნდაც ეს ერთი
ყოფილიყო მართალი, რაც შეეხება კაცსა და ქალს შორის მოწმედ წარდგენაზე სამი
კაცის ჩვენება უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუ ქალის იყო მაშნ ექვსი ქალის ჩვენება .

17. რა ისტორიული დატვირთვა აქვს არმაზის ბილინგვას


არმაზის ბილინგა მცხეთის არქეოლოგური გათხრების დროს აღმოჩენილი ეპიტაპია ,
რომელშიც ნახსენებია ფარნავაზ პირველი და ფარსმან მეორე ქველი. ეს ეპიტაფი ორ
ენაზეა დაწერილი არამეული და ბერძნულად. ამ ეპიტაფის გაშიფრისა და შესწავლის
შემდგომ აღწერილია რომ ძველ ქართლის სამეფოს ჰყავდა მეფე, რომელიც
განაგებდა ქვეყნის მმართველობას პირველ საუკუნეებში, ასევე ნახსენებია სამეფო
კარზე თანამდებობები და მათი მოვალეობები. არმაზის ბილინგვის აღმოჩენამ და
ამოშიფვრამ ნათელი მოჰფინა პირველი საუკუნეების საქართველოს პოლიტიკს და
კულტურის ისტორიის ბევრ საკითხს. არმაზის ბილინგვის მეშვეობით დადასტურდა ,
რომ პირველ საუკუნეში ქართლის სახელწიფო სათავეში ედგა მეფე, რომელიც
იბერიის მეფის ტიტულს ატარებდა.

18. პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონის მოქმედება მე-11


საუკუნეში(მიმოხილვა)
ბიზანტიის დიდმა სახელმწიფო მოხელემ გრიგოლ ბაკურიანის ძემ მე-11 საუკუნის
მიწურულს ბულგარეთი ტერიტორიაზე დაარსა პეტრიწონის მონასტერი . მისი წესდება
შედგენილი იყო ბერძნულად და ქართულად.
არსებობდა საშიშროება რომ ქართველთა მონასტერი ბერძენთა ხელში
აღმოჩენილიყო იმ შემთხვევაში, თუ ბერძენი ბერების რიცხვი მონასტერში
მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჰამომდინარე იქედან, რომ ეს ტენდენცია ცნობილი იყო
გრიგოლისთვის, ტიპიკონში სპეციალურად იქნა გათვალისწინებული, რომ
ქართველთან მონასტერში ბერძენთა შორის მხოლოდ ერთი ბერძენი შეიძლებოდა
ყოფილიყო, რომელსაც შეეძლებოდა ბერძნულ ენაზე დაეწერა წერილება და
დოკუმენტები.
ტიპიკონშ ჩანს, რომ რომის სამოქალაქო სამართლისთვის დამახასიათებელი იყო
ნივთების კლასიფიკაცია უძრავ, მოძრავ და თვითძვრად ქონება. რაც შეეხება მზითევს ,
ამ ინსტიტუის ისეთი განვუთარების დონე, როგორიც მაშინ ისახებოდა , მხოლოდ
მაღალგანვითარებული სამართლისთვის იყო დამახასიათებელი. იკვეთება
ტერმინება, როგორიცაა: მამასახლისი, საკარგავი, მოსაკარგავე.

19. ვახტანგ მე-6 სამართლის კრებული

ვახტანგ მე-6 სამართლის კრებული შედგენილია 1707-1709 წლებში. შედგება 7


თავისგან აქედან სამი არის უცხო ქვეყნიდან შემოყანილი და გადათარგმნილი ,
ხოლო დანარჩენი ოთხი ქართველების მიერ შემდენილი. კათაიკოსთა
სამართლის წიგნი, აღბუღასი, გიორგი მე-5 ძეგლისდება. ვახტანგის
სამართლის კრებულად ვიგებ, რომ გამოიყენებოდა ორდალება, როგორც
მტკიცებულებების საშუალება, როგორებიცაა შნთი და მდუღარე, მაგრამ რა
თქმა უნდა ვახტანგის პერიოდისთვის ამას ხშირი სახე აღარ ჰქონდა და ძალიან
განსაკუთრებულ შემთხვევებში იყო ნება დართული... ასე ჩანს რომ არსებობდა
ფიცის ინსტიტუი, რომელიც იმ პერიოდშიც ხშირად გამოიყენებოდა, მაგრამ
სამწუხაროდ მოწმეს არ უჭირავს სათანადო ადგილი სხვა ქვეყნებისგან
განსხვავებით. ვახტანგი შესავალშივე ამბობს, რომ კრებული შექმნა ჭკუად
მყოფელ მოხუცთა კაცთა ერთად, რაც იმას უსვამს ხაზდ, რომ ნაკითხ
ადამიანებთან ერთად არის შექმნილი. ვახტანგი გიორგი მეთერმეტეს და ირანს
ახსენებს, ამიტომ ივარაუდება, რომ წიგნის შექმნის პერიოდში ის ქართლს
განაგებდა.
20. რომელ ეპოქაში შეიქმნა ხელმწიფის კარის გარიგება

ხელმწიფის კარის გარიგება მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში უნდა იყოს შედგენილი .
ძეგლი ნაკლული სახით არის ჩვენამდე მოღწეული, რაც მის გაგებას აძნებეს . ექვთიმე
თაყაიშვილის თქმით ეს წყარო „ზეიმია ჩვენი ისტორიისთვის“.

ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით მეფე დიდი პატივისცემით არის მოსილი , მაგრამ
ის მაინც არ არის ტირანი. ის სახელმწიფოს მართავს თანადგომითა და „ერთნებაობითა
დიდებულთა“. მეფე ვალდებულია დიდებულ აზნაირებან თანხმობას მიაღწიოს .

ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით მეფე არა მარტო საერო ხელისუფლების


მეთაურია. მას ხელი მიუწვდება ეკლესიაზეც.საქართველოში მეფის ხელისუფლებას ,
ისევე როგორც ბიზანტიაში, თეოკრატიუკული ნიშნები აქვს და სავარაუდოა , რომ
მეფის ხელისუფლების ასეთი ხასიათი ქრისტიანული ბიზანტიის გავლენითაც იყო
განპირობებული.

ხელმწიფის კარის გარიგებიდან ჩანს, რომ გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში


მართვა-გამგეობის სფეროში გარკვეული კარგად მოფიქრებული წესრიგი სუფევდა . არა
მარტო მეფეს ეთაყვანებიან, არამედ მეფეც ეთაყვანება თავის მოხელეებს . ამით
ხაზგასმულია სახელმწიფოებრივი მექანიზმის მწყრობრი და არა ცალმხრივი ხასიათი .

21. ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის მიმოხილვა

მე-13 მე-14 საუკუნეები. სამართლის წიგნის მნიშვნელობა დიდია ქართული სამართლის


ისტორიისთვის. სამართვლის წიგნის პირველი 65 მუხლი ბექა მანდატურთუხუცესს
ეკუთვნის, ხოლო ხსენებულიდან 98-ე მუხლამდე - აღბუღას. ზეგლი შედგება 175
მუხლისგან. უცნობია ვის ეკუთვნის მუხლები 98-ის მომდევნო მუხლები.

ხსენებული სამართლის წიგნი ძვირფასი წყაროა ქართული სამართლის ისტორიის


შესასწავლად. აქ ვხვდებით პირველად „ჯერი“ ფიცის მნიშვნელობითმ „ალაგას წესი“,
„გვარის წესი“, შესაბამისად ტერიტორიული თემისა და საგვარეულო თემისათვის
დამახასიათებელი სამართლებრივი ნორმების მნიშვნელობით .

22. დაახასიათეთ ფეოდალური საქართველოს სახელმწიფო წყობილება

საქართველოსთვის, ისევე როგორც რუსეთისთვის დამახასიათებელი იყო


მიწის საკუთრების დანაწილება. იქ სადაც ადგილ-მამულზე სახელმწფი საკუთრება
იყო აღიარებული, იკრძალებოდა ამ მიწების ანდერძით გასხვისებაც, მაგრამ
არსებობდა ანდერძის თავისუფლების სუროგატიც - შვილად აყვანა . შვილად
აყვანილი იყო ის პირი, რომელიც სახელმწიფო საკუღებაში მყოფ მიწას საადგილ
მამულო კანონისათვის გვერდის ავლით ყიდულობდა. შუა საუკუნეების
აღმოსავლეთში, ზოგან მაინც არსებობდა მიწის კერძო მფლობელობის გარკვეული
სახეობა - „მულქი“, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში უმთავრეს როლს მაინც
მიწებზე საკუთრება ასრუელბდა.

ვახტანგ მე-6 სამართლის წიგნის მიხედვით, გლეხს და საერთოდ სახელმწიფოს


ქვეშევდომს, უფლება ეძლეოდა ქვეყნის მასშტაბით ესარგებლა წყლით, შეშით და
ბალახით. „კოდისპური“ სახელმწიფო გადასახადის სახეობა იყო მე-18 საუკუნის
დასაწყისის აღმოსავლეთ საქართველოში.

საქართველოს არ გაუვლია წოდებით-წარმომადგენლობითი მონარქიის ხანა .


მონღოლთა ბატონობის ხანიდან საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ,
კულტურული და პოლიტიკური განვითარების პროგრესული მიმართულება შეფერხდა
მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ფეოდალთა წოდებამ.

23. განმარტეთ რა არის მეუფე


მეუფე ნიშნავს უზენაესი ღვთაება, ღმერთი, უფალი, ასევე იგივეა რაც მეფე ,
ეპისკოპოსის მოსახსენიებელი სიტყვა.

24. ბრალი - ბრალი არის დანაშაული, რომელსაც სავარაუდო დამნაშვეს უყენებდნენ .

25. ვინ არის შუალობითი ამსრულებელი

ისეთი შემთხვევაა, როცა დამნაშვემ დანაშაულის შემადგენლობა იმ პირის მეშვეობით


შეასრულა, რომელსაც პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სხვადასხვა გარემოებათა
გამო ან პასხუს აგებს სხვა უმართლობისთვის. შუალობითი ამსრულებელუ
წამქეზებლობის ფორმით მოქმედებს და მაშინ გვაქვს, როცა წამქეზებელმა იცის , რომ
ის წამქეზებულს დანაშაულის ჩადენის „ცოცხალ იარაღად“ იყენებს. შუალობითი
ამსრულებელი შეიძლება მარტო მოქმედებდეს და აქეზებდეს ან ეხმარეოდეს ცოცხალ
იარაღს შემადგენლობის განხორციელებაში.

26. გოჭკომური - გოჭკომური ნიშნავდა მასპინძლობას, გლეხებისთვის დამახასიათებელი


ნადიმი იყო.
27. მთხრობელი

ძველ საქართველოში ბოროტმოქმედების თვითმხილველი პირი იწოდებოდა მთხრობელად ,


გასამრჯელოს მიღების მიზნით აცნობებდა დაზარებულს დამნაშვის ვინაობას და
აუცილებლოს შემთხვევაში სასამართლო პროცესშიც მონაწილეობდა როგორც ბრალდების
მოწმე. ვახტანგ მე-6 ის სამართლის მიხედვით „მთხრობელი იმას ქვიან , რომელსაც უნახავს
თვალითა, როგორც მოუპარავს ან დაუმალავს. ყველას უამბოს, როდესაც ქურდი
მოსამართლესთან მოიყვნანონ და არ გატყდეს, პირს წამოუდჰეს და მთხრობელმა გასტეხოს .

28. ნაბნით ფიცი - წმინდა ჯვარისა და წინდა ხატის ნაბანი წყალის მეშვეობით
ჩატარებული ფიცის რიტუალი.
29. ნაშენი - შთამომავლობას, ადამიანებს, კერძოდ ვაჟიშვილებს
30. ფელი - ქაღალდზე - ეტრატზე დაწერილი საბუთები

31. მანუს - საკუთრება, სამართალი და უფლებასაც.


32. დაწერილი - სესხის ხელშეკრულება
33. განსატევებელი წიგნი - საგანქორწინებო დოკუმენტი
34. აღთქმის წიგნი - ანდერძი
35. სიგელი - მეფის სახელით გამოცემული დოკუმენტი
36. გუჯარი - ოფიციალური საბუთები
37. სიგელ გუჯარი - მონასტრისადმი ბოძებული
38. უჯერო - უწესო, უკანონო
39. დიკე - ჩვეულება
40. დანაშაული - ბრალით არის გადმოღებული
41. ბრალი - ბრალსაც ნიშნავს და დანაშაულსაც
42. გარდამავალი ტიპიკონისა - წესების დამრღვევი დამნაშავე , რომელიც უნდა
დაისაჯოს.
43. საქმის შეტყობა - სასამართლოს გულისყურით საქმის სწავლა.
44. გუჯარი - ოფიციალური საბუთი
45. ნატყუარი - ყალბი საბუთის დამზადება.
46. საპირო - მესისხლე მხარეების შერიგებისთვის გათვალისწინებული იყო სათანადო
გადასახდელი.
47. სანახშიო - სისხლის საფასურის გადახდის საწინდარი.
48. მოკიდება - პირი, რომელიც მფარველობის ქვეშ იყო, მაგრამ მას გარკვეული
მოვალეობაც ეკისრებოდა იმის მიმართ ვისაც მოეკიდა.
49. წინდი - გირავნობა
50. მიზდი - ქირავნობა
51. სისხლის დაურვება - სისხლის საზღაურის გადახდის აღსანიშნავი გამოთქმა .
52. მონაგები - საერთო ქონება.
53. პოვნიერი - მფლობელი პატრონი მესაკუთრის მნიშვნელობით.
54. განჩემებითი ურთიერთობა - საკუთრებითი ურთიერთობა ტაძარსა და მეთემას შორის .
55. ფეოდუმი - მიწის მემკვიდრეობითი მფლობელობა.
56. ბენეფიციუმი - მთელსიცოცხლივი სამისდღეშიო მფლობელობა.
57. ნასისხლი - ნასყიდი მიწა.
58. სახელო - სახელმწიფო თანამდებობა.
59. მულხი - მიწის კერძო მფლობელობის სახეობა.
60. კლაუზულია - მეფის გადაწყვეტილება დიდებულთა თანადგომით.
61. კოდისპური - სახელმწიფო გადასახადის სახეობა.
62. ჩემება - ადრე ფეოდალური ხანიდან საკუთრების მნიშვნელობით იხმარება .
63. კორუღი - ნადირობის აკრძალვა ნაკრძალ ადგილებში.
64. დახუთვა - ძალით რაიმეს დაუფლება არაა დაგმობილი.
65. სვამინ - პირი, ვისაც რამეს მიმართ გარკვეული ძალაუფლება გააჩნია, ე.ი მესაკუთრე .

66. დაქორწინების პირობები

67. განქორწინების წინაპირობები

You might also like