You are on page 1of 2

ვახტანგის სამართლის წიგნთა კრებულის მთავარი და ძირითადი ნაწილი ვახტანგის

სამართლის წიგნია რომლის სათაურია სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა


ვახტანგის სამართლის წიგნი და მასში შესული ვატანგის კანონები შედგენილი იქნა
ვახტანგის ჯანიშინობის დროს მაშინ როდესაც ვახტანგი გიორგი XI-ის მაგვრად ქართლს
გამგებლობდა გიორგი მეფე სამართლის წიგნში მოთხრობილია როგორც ქართლის მეფე
და ირანის მთავარსარდალი ამ პერიოდში გიორგი მეფე კიდევ ცოცხალია იგი მოკლეს
1709 წელს ხოლო ვახტანგი ქართლს განაგებდა 1704 წლიდან ვახტანგის სამართლის
წინის წყარო ჩვეულებითი სამართალია ვახტანგის სამართლის წიგნისთვის წყაროდ
გამოქვეყნებულია გიორგი მეხუთის ძეგლის დადება აღბუღას სამართალი კათალიკოზთა
სამართალი ბერძნულ ებრაული და სომხური სამართალი

შესავალში ვახტანგი მოგვიტხრობს რომ მან სამართლის წიგნი შეადგინა კათალიკოსის


მთავარეპისკოპოსის მიტროპოლიტ წინამძღვრისა და დიდებულთა მუხრანის ბატონის
არაგვის ერისთავის ქსნის ერისთავის ორბელიანის ამილახვარის მდივანბეგის ერასტისა
და სხვათა
ჩვეულებითი სამართალი იყო ვახტანგის სამართლის წიგნის ძირითადი წყარო ამიტომაც
იყო მოწვეული ჭკვიანი და მოხუცებული კაცები რომ კანონმდებელს სურდა რაც შეიძლება
ფართოდ გამოიყენოს ჩვეულებითი სამართალი იგი ასევე მიმართავს მეფეებს
კათალიკოზებს დიდებულებს მეფეებს მეუფეებს ბატონიშვილებს რომ ეს სამართლის
წიგნი მათთვის შეადგინა დიდი მონდომებისა და შრომის შედეგად

კანონმდებელი ებრაული ბერძნული და სომხური სამართლის წიგნების შესახებ


რომლებიც გადმოგვითარგმნა და შეიტანა სამართლის წიგნთა კრებულში ამბობს
ქქართველთა წესი და ქცევა და სხვა რამე არა ჰგავს სხვათა ქვეყანას მაშასადამე
საქაღტველოს წეს ჩვეულება და თავისებურება განსხვავებულია სხვა ქვეყნის წეს
ჩვეულებებისაგან საქართველოს საზოგადოებრივი წყობილება სხვაა ამ
განსხვავებულობის გამო წერს კანონმდებელი უცხო ქვეყნის სამართლის წიგნები უფრო
უხმარი არის ნაკლებად გამოსადეგია ვიდრე ჩვენ მიერშედგენილი სამართლის წიგნიო

ის გარემოება რომ მეფის ხელისუფლება სუსტი იყო მეფის მიერ გამოცემულ კანონებს
სავალდებულო ძალას აცლიდა ასუსტებდა მის მოქმედებას უნდა აღინიშნოს რომ
ვახტანგის სამართლის წიგნი ძირითადად კომპოზიციის სისტემაზეა აგებული მასში
სამართლის სასჯელის სახეები ნაკლებაადააა აღწერილი და აგრეთვე ვახტანის
სამართლის წიგნში აღწერილია დანაშაულის შემადგენლობა სანქციების გარეშე

ვახტანგი რომელმაც კანონები შეადგინა ქართლის მეფე იყო ამიტომ მის კანონებს
სავალდებულო ძალა მეფის ხელისუფლების მიხედვით მხოლოდ ქართლში ჰქონდა ამავე
დროს ვახტანგის სამართლის წიგნსა და ვახტანგის სამართლის წიგნთა კრებულს
იყენებდნენ ესეიგი ეს კანონები მოქმედებაში იყო საქართველოს სხვადასხვა სამეფო
სამთავროებში კახეთსი გურიაშ იმერეთში სამეგრელოში

ივანე ჯავახიშვილის აზრით მეცხრე მეათე მეთოთხმეტე საუკუნეებში ორდალების შესაებ


ცნობები არ მოგვეპოვება თუმცა სასამართლო წყაროებში ორდალებს მრავალი ხალხი
მიმართავდა ამასთანავე მეჩვიდმეტე მეთვრამეტე საუკუნეებში ღვთის მსჯავრი როგორც
მტკიცების საშუალება დამოწმებულია თუ მხედველობაშ მივიღებთ გაერთიანების ხანაში
სამართლის განვითარების მაღალ დონეს საქართველოში აგრეთვე ღვთის მსჯავრის ამ
პერიდოში არსებობა დამოწმებული არ არის და შესაძლოა ვივარაუდოთ რომ ორდალები
ქართულ მაშინდელ სასამართლო წარმოებას არ ქონდა გამოითქმა მოსაზრება რომ
საქართველოში ორდალები სპარსეთიდან შემოსული უნდა იყოსო

You might also like