You are on page 1of 6

ქართულ საისტორიო

მწერლობაში არსებობს
ერთადერთი ცნობა, რომელიც
ქართული ანბანის შექმნას ეხება.
ეს ცნობა, რომლის თანახმად,
ქართული ანბანი ანუ
მწიგნობრობა შექმნა ქართლის
პირველმა მეფემ ფარნავაზმა, XI
ს. ისტორიკოსს ლეონტი
მროველს მიეწერება. უაღრესად
საყურადღებოა ის გარემოება,
რომ ინფორმაცია, რომელიც
მომდევნო თაობების
ქართველთა შორის, თითქმის
700 წლის განმავლობაში
არავითარ ეჭვს არ იწვევდა.
ლეონტი მროველი ქართლის სამეფოს
ლეგენდარული დამაარსებლის –
ფარნავაზის ცხოვრების აღწერისას
წერს: “ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე
ქართლსა შინა ქართლოსისა
ნათესავთაგანი. ამან განავრცო
ენაი ქართული, და არღარა იზრახებოდა
სხუაი ენაი ქართლსა შინა თუინიერ
ქართულისა. და ამან შექმნა
მწიგნობრობაი ქართული” (ქართლის
ცხოვრება, I, 1955: 26).
„ქართლის ცხოვრების“ ერთადერთ
ხელნაწერში დაცულია სათარიღო
მაჩვენებელიც:
„აქა მწიგნობრობა დაიწყეს ქართული
ადამს აქეთ ძ ღ ი ბ წელს“.
„ძღიბ“ 3712 წელს ნიშნავს.ახლა
საჭიროა „ადამითგანს“ ანუ ქართულ
„დასაბამითგანს“ გამოვაკლოთ ეს
რიცხვი.ადამიდან ქრისტემდე
ქართველები 5604 წელს
ითვლიდნენ.ამიტომ 5604-3712=1892 წ
ძვ.წ.
ამ დროს არათუ ქართული,საერთოდ
არ არსებობდა ანბანური
დამწერლობა.
„ქართლის ცხოვრების“ ქრონოლოგიური
კომენტარები გვაუწყებენ,რომ:
1.ქართველებმა მწიგნობრობა დაიწყეს „ადამს
აქეთ“3712 წელს;
2.ალექსანდრე მაკედონელი გამოჩნდა „ადამს
აქათ“ 3662 წელს;
3.გაძლიერდა მეფობა სპარსთა „ადამს აქათ“
3447 წელს;
4.იყო ნაბუქოდონოსორ „ადამს აქათ“ 3360 წელს;
5.აღაშენეს რომის ქალაქი „ადამს აქათ“ 3233
წელს.
ახლა თითოეული ქრონოლოგიური
კრიპტოგრამა „ადამს აქათ“ ანუ
ადამითგან,დასაბამითგან უნდა ვიანგარიშოთ:
1.ქართველებმა მწიგნობრობა დაიწყეს:5604-
3712=ძვ.წ.1892 წ
2.ალექსანდრე მაკედონელი გამოჩნდა :5604-
3662=ძვ.წ.1942წ
3.გაძლიერდა მეფობა სპარსთა 5604-3447= 2157
4.იყო ნაბუქოდონოსორ 5604-3360= 2244
5.აღაშენეს რომის ქალაქი 5604-3233= 2371.
ცხადია,ეს არ შეესაბამება ქრონოლოგიურ
სინამდვილეს.თუმცა ძნელია ვიფიქროთ,რომ „ქართლის
ცხოვრების“ ქრონოგრაფს ასეთი უხეში შეცდომები
დაეშვა.ძალიან მნიშვნელოვანია,რომ მოვლენების
ქრონოლოგიური თანმიმდევრობა დაცულია სწორად.
ქართული ანბანის ცნობილი მკვლევარი რამაზ პატარიძე
საინტერესო ანალიზის საფუძველზე ადგენს,რომ
„ქართლის ცხოვრებაში“ ქრონოლოგიური კომენტარები
შეტანილი უნდა იყოს ახ.წ.1608 წელს. ასეთ შემთხვევაში
ქართული მწიგნობრობის შემოღების თარიღის
გამოსათვლელად ახ.წ.1608 – 1892 = ძვ.წ. 284 წელი.
ამგვარად ირკვევა, რომ ქართული მწიგნობრობის
შემოღების თარიღია ძვ.წ.-ის 284 წელი,ხოლო ეს თარიღი
ჩაწერილია :ქართლის ცხოვრებაში“ ახ.წ. 1608 წელს.
ძვ.წ.284 წელი ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის
დასაბამია.ასეთ შემთხვევაში,“ქართლის ცხოვრების“
ქრონოგრაფი დაფარულად იმას უნდა
გვიცხადებდეს,რომ ქართული ეროვნული
წელთაღრიცხვის დასაბამია ქართული მწიგნობრობის
შემოღების თარიღი - ძვ.წ .-ის 284 წელი .
ქართული დამწერლობის ასო-ნიშნების გრაფიკული
ანალიზი ადასტურებს კავშირს ბერძნულ
დამწერლობასთან.რადგან საბერძნეთში
საყოველთაო,სრულიად ბერძნული დამწერლობა
შემოიღეს ძვ.წ.-ის 403 წელს, შეგვიძლია დავასკვნათ:
ქართული დამწერლობა შექმნილია არა უადრეს ძვ.წ.-ის
403 წლისა და არა უგვიანეს ძვ.წ.-ის 284 წლისა.

You might also like