You are on page 1of 40

I ვარიანტი

1.ქართული ანბანის წარმოშობის ეროვნული თეორია

ძველი ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ რამდენიმე თეორია


არსებობს.პირველი მათგანი ქართულ საისტორიო მწერლობაშია დაცული.ლეონტი
მროველი დამწერლობის წარმოშობას ფარნავაზის ეპოქას უკავშირებს. „და ესე
ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შნა ქართლოსისა ნათესავთაგანი.ამან
განავრცო ენა ქართული,და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვნიერ
ქარტულისა- და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“. ეს ცნობა გაზიარებულია XIX
საუკუნეში გრიგოლ ორბელიანის მიერ პოემაში „სადღეგრძელო“.ივანე ჯავახიშვილს
ამ ცნობის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეჰქონდა,რამდენადაც მროველთან მითიურ-
ზღაპრული უკონტროლოდაა არეული დოკუმენტურ-ისტორიულში.თანამედროვე
ქართველი ისტორიკოსები უფრო მეტად ენდობიან ლეონტი მროველის ამ
ცნობას,რადგან საზოგადოდ ადასტურებენ „მეფეთა ცხოვრებაში“ გადმოცემულ
ზოგიერთი მანამდე ზღაპრულად მიჩნეული ცნობის ისტორიულ
ჭეშმარიტებას.გარდა ამისა, ივ. ჯავახიშვილმა დაასაბუთა,რომ ტერმინი
„მწიგნობრობა“ ძვ. საქართველოში სწორედ მწერლობასა და წერა-კითხვას ერქვა.

ქართული ანბანის წარმოშობის საკითხზე მსჯელობისას განსაკუთრებულ


ყურადრებას იმსახურებსამ ანბანში ეროვნულ საფუძველზე დამყარებული ერთიანი
გრაფიკული სისტემა.ე.მაჭავარიანის დასკვნით,ქართული ანბანი,როგორც
სტილისტურად ერთიანი გრაფიკული სისტემა ერთბაშად არის შექმნილი.აქ
პირველადია გრაფიკა და ასოთა მოხაზულობა.ასომთავრულის გრაფიკული
სტრუქტურის მაწარმოებელი ძირითადი ელემენტებია- წრე და სწორი
ხაზი,რომლებიც ასოებს ქმნიან მათგანვე წარმოებული ნაწილების მეშვეობით და
თითოეული ასო კვადრატის ფარგლებში თავსდება.ხოლო მათი სახელდება და
ანბანის რიგზე გაწყობა-მეორადია.ქართული ასომთავრული მჭიდროდ უკავშირდება
ქართულ არქიტექტურას.

2.რა ნაწილებისგან შედგება ბიბლია ? როდის და რა ენებზეა შექმნილი ისინი ?


იმსჯელეთ ქართული თარგმანის შესახებ.

ბიბლიის შემსწავლელ მეცნიერებას ბიბლიოლოგია ეწოდება. ბიბლია 2 ნაწილისგან


შედგება: მასში მოთავსებულია 22 ძველი აღთქმის წიგნი,რომელნიც დაწერილნი
არიან ებრაულ ენაზე დაახ. ძვ.წ.ა IX საუკუნიდან ახ.წ.ა III საუკუნემდე და 27 ახალი
აღთქმის წიგნი II-IV საუკ. ბერძნულ და არამეულ ენებზე.ახალი აღთქმის წიგნების
პირველ ნაწილს შეადგენს 4 ავტორის თხზულება:მათესი,მარკოზის,ლუკასი და
იოანესი.მათ აღსანიშნავას იხმარება ბერძ. ევანგელიე და ქართ. სახარება.მეორე
ნაწილს სამოციქულო ეწოდება .მასში მოთავსებულია: საქმე მოციქულთა, 7 პატარა
ე.წ კათოლიკე ეპისტოლე,14 ეპისტოლე პავლე მოციქულისა და აპოკალიპსი.ყველაზე
ადრე ძვ. აღთქმის წიგნებიდან გადმოთარგმნილია „დავითნი“,ხოლო მეორე ძველი
აღთქმის წიგნი,რომლის უძველესი თარგმანი შენახულია ჩვენამდე არის
წინასწარმეტყველთა წიგნი.

ჩვენთვის ცნობილია ქართული ბიბლიის რამდენიმე რედაქცია: ათონის ბიბლია,


„ბაქარის ბიბლია“, XVIII საუკუნის I ნახევარში გადაწერილი რედაქცია,რომელიც
საქართველოს მუზეუმში ინახება, ასევა N 570 დაN 646 ხელნაწერები, N 1108
ჟორდანიას მიერ ნაპოვნი ხელნაწერი.

იმას თუ რა ენიდანაა ნათარგმნი ქართ. ბიბლია პირველად ალტერი შეეხო.მას აუღია


მოსკოვის ბიბლია და გრიგოლ ბაღინანთის დახმარებით დაუსკვნია,რომ ქართული
ბიბლია გადმოთარგმნილია ბერძნული სეპტანტიდან და გასწორებულია სლავური
ბიბლიის მიხედვით.ჰოლმეზი ამტკიცებს,რომ ქართული ბიბლიის თარგმანი
ახლოსაა სიქსტეს გამოცემის ტექსტთან. მ.ბროსე მიიჩნევდა,რომ ქართ. ბიბლია
ნათარგმნია ბერძნული სეპტანტიდან.ალ.ცაგარელის აზრით,ნათარგმნია ბერძნული
სეპტანტიდან და ალაგ-ალაგ სომხური ტექსტიდან.დ.ბაქრაძემ ვერ დაამტკიცა,რომ
ქართ. ბიბლია სომხურიდანაა ნათარგმნი.

ნ.მარმა დაასკვნა,რომ არაუადრეს V საუკუნისა ქართველებს ბიბლია უთარგმნიათ


სვან-მოსხურ დიალექტზე.მან სიცოცხლის ბოლო წლებში მოსაზრება ასე
შეცვალა:ბიბლია პირველად VI საუკუნეში ითარგმნა იბერიულ ენაზე,მაგრამ ამ
რედაქციას ჩვენამდე არ მოუღწევია,რადგან გადააქართულესო.მისი აზრით,ბიბლია
სომხურიდან ითარგმნა და არგუმენტებად შემდეგი გარემოებები მოჰყავს: 1.სომხური
ფორმები საკუთარი სახელებისა 2. უცვლელად გადმოტანილი სომხური სიტყვები 3.
სომხური კილოს ფრაზები 4. სომხური ტექსტუალური ვარიანტები.კ.კეკელიძე არ
ეთანხმება მარს და წერს,რომ არ შეიძლება ისეთი წიგნის ტარგმნისას,როგირიც არის
ბიბლია ქართველები მხოლოდ დედნით დაკმაყოფილებულიყვნენ და სხვა
ენებისთვის არ მიემართათ.

მ.ბლაგოვშენსკი მიდის დასკვნამდე,რომ ათონის ბიბლიას საფუძვლად უდევს


სომხური ტექსტი და ლუკიანეს რეცენზია.

3.ტერმინ „აპოკრიფის“ წარმომავლობა და მნიშვნელობა.ჩამოთვალეთ აპოკრიფული


თხზულებები.

აპოკრიფი - ბერძ. დაფარული,საიდუმლო.ბიბლია შეიცავს როგორც კანონიკურ,ისე


არაკანონიკურ წიგნებს.დაბეჭდილი და დაუბეჭდელი წიგნები
აპოკრიფულია.ბიბლიაში ბევრი ამბავი და მოთხრობა დაწყებულია და
დამთავრებული არ არის.ეს კი მკითხველს ცნობისმოყვარეობას
უღვიძებდა,უჩნდებოდათ სურვილი ამოევსოთ ბიბლიის ეს ცარიელი
ადგილები.მორწმუნეებს საკუთარი ფანტაზიის წყალობით შეუთხზავთ ქრისტეს
ბავშვობის თავგადასავალი.

12 სახარებიდან 8 აპოკრიფულია, დანარჩენი კანონიკურია.ძველი აღთქმის 115


აპოკრიფი არსებობს, ხოლო ახალი აღთქმის-100.

ეკლესიას მიაჩნდა,რომ აპოკრიფი სპეციალურად მომზადებულ პირებს უნდა


წაეკითხათ,რათა მისაღები მიეღოთ, მიღებელი კი განეგდოთ.აპოკრიფებით
ისარგებლეს მწვალებლებმა,ერეტიკოსებმა.მხატვრულ ნაწარმოებში შეაპარებდნენ
ხოლმე წარმართობის ელემენტებს.

ექვთიმემ თარგმნა 6 აპოკრიფი.

ძველი აღთქმის აპოკრიფებია: „საკითხავი ადამ და ევასი სამოთხით გამოსვლისაი“ ,


„თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემისი“.ახალი აღთქმის აპოკრიფებია:
„თქმული მამამთავართაი სახარებისაგან სულისა წმიდისა მიერ მათეი და
ლუკაისაგან“, „თქმული ღმრთისმშობლისა შობისათვის“, „მიმოსვლა
ღვთისმშობლისა ადგილთა ტანჯვისათა“,“აღსარებაი თევდოსისი“, „სიყრმეი უფლისა
ჩუენისა იესუ ქრისტეისი“, „კითხვა-მიგებაი იესუისი...“ ,“ავგაროზი“.

4.განსაზვრეთ „შუშანიკის წამების“ დაწერის თარიღი შესაბამისი საბუთების


მოხმობით.

თხზულება დაწერილია მეხუთე საუკუნეში,მაგრამ იმისათვის,რომ გავიგოთ,


კონკრეტულად როდის,საჭიროა გავარკვიოთ შუშანიკის წამების თარიღები.

ვარსქენი სპარსეთში წავიდა პეროზის მმართველობის მერვე ე.ი 467 წელს.მისი


დაბრუნება უნდა ვივარაუდოთ 468 წლის უკანასკნელ თვეებში,ხოლო შუშანიკის
პირველი წამება 469 წლის 8 იანვარს.მეორედ ვარსქენს შუშანიკი უწამებია ამავე წლის
აღდგომის ორშაბათს , 14 აპრილს და ციხეში ჩაუსვამს.ციხეში შუშანიკმა სრული 6
(469+6=475) წელი გაატარა და აქ ყოფნის დროს დასნეულდა.ვიდრე მეშვიდე წელი
დადგებოდა ანუ იმავე 475 წლის 17 ოქტომბერს იგი აღესრულა,რომელიც პარასკევ
დღეს მოუწია.მისი ხსენების დღედ კი ხუთშაბათი დანიშნეს,რადგან იმ დროინდელი
ეორტალოგიური პრაქტიკით წმინდანთა ხსენების დღედ პარასკევს,ოთხშაბათს და
კვირას არ ნიშნავდნენ.

თავისთავად ცხადია,რომ თხზულება დაიწერა შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ


(ნაწარმოებში მოცემულია შუშანიკის სიკვდილისა და დაკრძალვის აღწერა) და
ვარსქენის გარდაცვალებმადე,წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორი აღნიშნავდა მის
არაბუნებრივ სიკვდილს.მაშასადამე, „შუშანიკის წამების“ დაწერის თარიღად
მიჩნეულია 476-483 წლები.

5.“შუშანიკის წამების“ ავტორი და მასთან დაკავშირებული ეპიზოდები.


იაკობი იყო წამების არა თუ თანამედროვე,არამედ სასახლესთან მეტად
დაახლოებული პირი,კარის მღვდელი და შუშანიკის მოძღვარი.იაკობი ერთ წამსაც კი
არ მოშორებია თავის სულიერ შვილს განსაცდელის დროს.ამ კაცს,როგორც
დაახლოებულ პირსა და შუშანიკის ცხოვრების ინტიმურ მხარეთა მცოდნეს, უკუსრია
მისი ღვაწლის აღწერა.შუშანიკის წამების აღწერის თადარიგს იაკობი ჯერ კიდევ
შუშანიკის სიცოცხლეშივე იჭერდა,როგორც ეს ტექსტიდან ჩანს. (ვანგაა)იაკობი
მეტად გაბედული ავტორია,რადგან ის ტექსტში არ ერიდება ვარსქენი უარყოფითი
ეპითეტებით შეამკოს.ასევე კარგად ჩანს იაკობის ემოციური ბუნება,როცა იგი
შუშანიკთან შედის და მასთან ერთად ტირის.

თხზულება რომ იაკობის მიერაა დაწერილი ეს ტექსტიდანაც ჩანს.იგი თავადაა


ნაწარმოების პერსონაჟი და მის სახელსაც სწორედ აქედან ვიგებთ.მისი სახელი
ერთხელაა ნახსენები,როცა სენაკში ჩაკეტილ ვარსქენის მიერ ნაცემ შუშანიკთან
იმყოფებოდა ავტორი.მას აქ პიტიახშის მსახურმა მოაკითხა : „იაკობ მანდა არსა?“.

ნაწარმოებში იაკობი ნაკლებად ჩანს როგორც ხუცესი.იგი უფრო შუშანიკზე


ყოველდღიური ადამიანური ზრუნვით წარმოგვიდგება ხან წყლულებს რომ უამებს,
ხან საჭმელს ფარულად რომ აწვდის.ასე,რომ იკაობის სახე ნაწარმოებში,ვითარცა
პერსონაჟისა, მეტად ნათელია.

ასევე ის ფიგურირებს ნაწარმოების სხვა მნიშვნელოვან ეპიზოდებში.როცა ხუცესი


„მას დაბას“ მიდის და შუშანიკს დიდი ღუაწლის შესაცებ ესაუბრება: „და ვარქუ
ნეტარსა შუშანიკს... ხოლო წმინდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცესც და მეცა ღუაწლსა
დიდსა განმზადებულ ვარ“.

შუშანიკი რომ იაკიბის ბედით დაინტერესებული იყო ესეც თხზულებიდან ჩანს,როცა


სიკვდილის წინ დედოფალი მოძღვარს სახლის ეპისკოპოსს აფოცს აბარებს:
„შემვედრა მე კაცი ცოდვილი და გლახაკი...“.

საფიქრებელია,რომ შემდეგში იაკობი დადგინდა ცურტავის ეპისკოპოსად.506 წლის


დვინის კრების მონაწილეთა შორის აღნიშნულია ცურტავის ეპისკოპოსი
იაკობი,როგორც მეხუთე მღვდელთმთავარი აფოცის შემდეგ.

6.რა არის თარგუმი და რა ფუნქცია აკისრია მას „ევსტათი მცხეთელის წამებაში“ ?

თარგუმი ეგზეგეტიკური მწერლობის ტერმინია და თანამედროვე ენაზე განმარტებას


ნიშნავს.როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში განმარტავენ, ეს ტერმინი შეიქმნა
მაშნ,როცა ებრაული ენა იუდეველებისათვის ჩვეულებრივი სამეტყველო ენა უკვე
აღარ იყო.

„ევსტათი მცხეთელის“ ავტორი იყენებს ბიბლიის, ძველი და ახალი აღთქმების


შინაარსს.ეს შინაარსების ისტორია ზუსტად არ უდეგბა კანონიკურ წიგნთა
შინაარსს,განსაკუთერბით სახარებისა.კ.კეკელიძის აზრით,სამოელ არქიდიაკონის
გადმოცემაში საქმე გვაქვს სწორედ ამ თარგუმებთან, ან სირიულთან ,ან სპარსულთან,
შეიძლება ქართულებთანაც,რომელთა არსებობა ივარაუდა ნ.მარმა.

ტექსტში თარგუმების სახით ჩართულ ბიბლიურ ნაწილებს ჰაგიოგრაფიული გმირის


სულიერი განვითარების საჩვენებლად დიდი როლი აკისრიათ.მათ ტავიდან
ბოლომდე ღვთაებრივი სიკეთე,ნათელი და ადამიანის თვითშემეცნების უნარი
გასდევს.თარგუმებს აქ საღვთისმეტყველოსთან ერთად გამომსახველობითი
ფუნქციაც აკისრია.

7.ქრისტიანობის უძველესი ხანის სურათის დამადასტურებელი ფაქტები „კოლაელთა


წამებაში“.

ნაწარმოებში წარმოდგენილია უაღრესი სიმარტივე ნათლისღების წესისა,რაც ხაზს


უსვამს ძეგლის სიძველეს.ეს არის პირველყოფილი ქრისტიანობის პრაქტიკა,რომლის
მიხედვით ქრისტიანები,მსგავსად ქრისტესი,თუ პირდაპირ იორდანეში
არა,მდინარეში მაინც ცდილობდნენ მონათვლას:წარმართი ბავშვების მოსანათლად
„წარვიდა მღდელი იგი თავსა ზედა მდინარისა მის დიდისა... და შთაჰხდეს ყრმანი
იგი მდინარესა მას და ნათელსცა ხუცესმან მათ“. ასევე ტექსტში ღვთისმსახურების
აღსანიშნავად ნახმარია ტერმინი „ჟამობა“,როგორც ევსტათი მცხეთელი
მარტვილობაშია.

ივ.ჯავახიშვილს აქ წარმოდგენილი სურათის სიძველის დასამტკიცებლად მოჰყავს


კიდევ ის გარემოება,რომ ბავშვები მოინათლნენ,მსგავსად იესო ქრისტესი,
1.ზამთარში 2.ღამე 3.ანგელოზებმა, მოინათვლის შემდეგ მათ ვითომ „სამოსელნი
სპეტაკნი შეჰმოსესო“.თუმცა კ.კეკელიძე აღნიშნავს,რომ არ გვაქვს საბუთი იმის
შესახებ,რომ ქრისტე ლეგენდური ამბავის თანახმად ზამთარში მოინათლა.ასევე ღამე
იმიტომ ინათლებიან ბავშვები, რომ მღვდელი იძულებული იყო წარმარტების გამო.
ხოლო სპეტაკი ტანისამოსის ჩაცმა ეს პროცესუალური მხარეა.

8.სამოელ ქართლის კათალიკოსისა და იოანე საბანის ძის მიმოწერის ისტორიულ-


ლიტერატურული ღირებულება.

„აბოს წამებას“ წინ უძღვის 2 ეპისტოლე სამოელ კათალიკოსისა და იოანსე


საბანისძისა.ეს მიმოწერა მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას იძლევა
ისტორიულ-ლიტერატურულ თვალსაზრისით.ისტორიული კუთხით იგი იძლევა
ცნობას იმის შესახებ თუ ვისი შეკვეთითა და სურვილით დაიწერა მოცემული
მარტვილობა.გარდა ამისა,აღნიშნული მიმოწერა,რომელშიც სამოელი გავწვდის
ინფორმაციას მის ქართლის კათალიკოსობაზე,ასევე აღნიშნავს,რომ აბო ახალი
მოწამეა და მათ თანამედროვეობაში იმარტვილა,გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ
იმაზე თუ დაახლოებით როდის დაიწერებოდა ეს აგიოგრაფიული ძეგლი.

ლიტერატურული თვალსაზრისით უნდა აღვნიშნოთ,რომ მოცემული მიმოწერა


ეპისტოლარული ჟანრისაა.იგი მდიდარია მხატვრული ხერხებით.ავტორის ენა
რიტორიკულ მჭევრმეტყველებასაა მიჩვეული და მარტივი კილოს მაგივრად მას
ენაწყლიანობა უყვარს.თავის საპასუხო წერილში ყოყმანობს ურჩობასა და
მორჩილებას შორის.ყველაფერს ამას იგი რიტორიკისა და პოეტიკის შეზავებით
ახერხებს,ასევე თავის გადაწყვეტილებასაც პოეტურ-რიტორიკული ფერადებით
ამკობს და იმოწმებს სოლომონ წინასწარმეტყველის სიტყვებს.

9.“მიქელ-გობრონის წამების“ ეპოქა

ნაწარმოებში აღწერილი მოვლენები 914 წელს,აბულ-კასიმის შემოსევების დროს


ხდება.

თხზულება საუკეთსო ნიმუშია იმ ნაწარმოებებისა,რომლებიც მეათე საუკუნიდან


გაჩნდა და რომლებიც სომხებისადმი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ხაზით სიმშვიდესა
და ლოიალობას ვერ იჩენენ.ამ ტენდენციის მიუხედავად,თხზულება საყურადღებო
ნაწარმოებს წარმოადგენს.სტეფანე მტბევარს იმდროინდელი პოლიტიკური
მდგომარეობა მოკლედ,მაგრამ მკაფიოდ აქვს დახატული.არაბების შემოსევა,მათი
რიცხვი,შეიარაღება,ციხის ალყის შემორტყმა და ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტა,მათი
გასაჭირი - ყველაფერი ეს ისე ცხოველადაა აღწერილი,რომ საუკეთესო
ისტორიკოსსაც კი შეშურდება.ჩვენი მემატიანე,როცა აბულ-კასიმის შემოტევას
მოგვითხრობს,უჩვენებს სწორედ „გობრონის მარტვილობას“,რომელიც ქრისტიანთა
დევნის,შემუსვრისა და აკლების ნამდვილი მატიანეა.

10.როდის და რა წყაროების მიხედვით არის შემუშავებული „წმინდა ნინოს


ცხოვრების“ არსენ ბერისეული რედაქცია ? რა წყაროები გამოიყენა „წმინდა ნინოს
ცხოვრების“ XIII საუკუნეში შემუშავებული რედაქციის ავტორმა ?

„წმინდა ნინოს ცხოვრების“ არსენ ბერისეული რედაქცია შემუშავებულია XII


საუკუნეში.ეს არის ქართლის მოქცევისა და წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ
მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული თხზულება.წყაროდ მიჩნეული შატბერდულ-
ჭელიშური რედაქცია,სინურ რედაქციათა როლი დასაზუსტებელია.

არსენ ბერის მეტაფრასული ტექსტი ვრცელი და რთულად აღსაქმელი იყო.სწორედ


ამიტომ ლიტერატურული დანიშნულებისათვის XIII საუკუნეში უცნობმა ავტორმა
არსენ ბერის მეტაფრასული რედაქციის საფუძველზე გააკეთა ტექსტის პერიფრაზი.ეს
არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული რედაქცია.

11.წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა და წმინდანის თმებით შეკრული ვაზის


ჯვრის სიმბოლური დატვირთვა „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“.

წმინდა ნინო საქართველოში ჯავახეთის მთით შემოდის.ფარავნის ტბასთან მან


მეთევზეებისგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა და ღმერთს მადლობა
შესწირა.წმინდა ნინომ იქ მყოფ მწყემსებს ვინაობა ჰკითხა და გაიგო,რომ ზოგი
მცხეთიდან იყო,მცხეთის გაგონებაზე ის იმდით აივსო.დასასვენებლად მიწაზე
მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა
და უთხრა: „ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის
მოივლინე“. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს
ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.ჩვენების შემდეგ წმიდა ნინომ დიდხანს
ილოცა. მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს და შემწეობა სთხოვა.ლოცვის
დამთავრების შემდეგ უშიში გონებით წარემართა.წმ. ნინო ქალაქ ურბნისში
მოვიდა,სადაც კერპთმსახურნი იხილა.იგი ჰურიათა სანოვაგეებში შევიდა,მან კარგად
იცოდა ბერძნული და ებრაული ენები.

ერთი თვის შემდეგ ურბნისიდან მცხეთაში ურიცხვი ხალხი წავიდა არმაზის თაყვან
საცემად და წმინდა ნინოც მათ გაჰყვა.მცხეთაში მისული ნინო ხედავდა თუ როგორ
დაებნელებინა კერპებს ქართველები და ტიროდა მათი ცდომილებისთვის.მეორე
დღეს საყვირს დასცეს და ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი არმაზის
მთისკენ დაიძრა.აქ იყვნენ მეფე და დედოფალიც.მთაზე ასულმა ნეტარმა ნინომ
იხილა არმაზის კერპი:სპილენძის კაცი ოქროს ჯაჭვით,სამხრეთი და
ჩაფხუტით,ხელში ხმალი ეჭირა.კერპს ბივრიტისა და იაკინთის თვალები ჰქონდა.მის
მარჯვნივ და მარცხნივ გაცი(ოქროსი) და გაიმი(ვერცხლის) იდგნენ.

როგორც კი იხილა ნინომ მტრისგან დაბნელებული ერი,მაშინვე განშორდა ამ


ადგილს და მთის ძირას ღმერთს სთხოვა რომ ხალხისთვის ჭეშმარიტი გზა
დაენახებინა.ლოცვის დასრულების შემდეგ საშინელი ქარი და ჭექა-ქუხილი
ამოვარდა,ხალხი დაიფანტა,სეტყვამ გაანადგურა კერპები.როცა დამშვიდდა
იქაურობა,ნინო წამოვიდა და ერთ ხეზე ჯვარი გამოსახა,რომელთანაც 6 დღე და ღამე
ლოცულობდა.

საქართველოს ქრისტიანობის სიმბოლოა ვაზის ჯვარი.მცხეთაში ჯვრების აღმართვა


წმ.ნინოს ვაზის ჯვრის მადლით მოხდა,რომლის პირველსახე მას ღვთისმშობლისაგან
ებოძა.გადმოცემით,ვაზის ნასახლევი ნინომ საკუთარი თმით შეკრა.პირველად ვაზის
ჯვარი მან მაყვლოვანში აღმართა.მაყვლოვანი ღვთისმშობლის სიმბოლოა.მისი ყოფნა
მაყვლოვანში ეხმიანება საქართველოს ღვთისმშობლისადმი
წილხვდომილობას.ჯვარის ვაზისაგან შექმნა კი მოასწავებდა ვაზის გასიმბოლოებას
ქრისტიანული შინაარსით.ვაზი ხომ საქართველოში ოდითგანვე საკრალურად
ითვლებოდა.ის იყო სიცოცხლის ხე.ქართული ჩუქურთმაც ვაზის მოძრაობას
ასახავდა.ამიერიდან კი ვაზი (თუ „ვენახი“) ხდებოდა სიმბოლო ღვთისა და
ღვთისმშობელისა.ამას გამოხატავს დემეტრე-დამიანეს სიტყვები: „შენ ხარ
ვენახი,ახლად აღყვავებული“.

ვაზის ჯვარი,როგორც უკვე ვთქვით,ქრისტიანული საქართველოს სიმბოლოა და


მასში ჯვრისა და ვაზის სიმბოლო იგულისხმება.ხოლო წრეში ჩახატული ჯვარი
გულისხმობს მაცხოვრის ამაღლებას და ამიტომაა,რომ სწორედ ასეთი ჯვარია
გამოსახული ამაღლების კომპოზიციებზე, მაგ. მცხეთის ჯვრის ბარელიეფზე.
12.ასურელ მამათა აღმსარებლობის საკითხი სამეცნიერო ლიტერატურაში.

VI საუკუნის შუა წლებში საქართველოში ჩამოდიან ასურელი მამები,იწყებენ აქტიურ


მოღვაწეობას და საქართველოშივე აღესრულებიან ან VI საუკუნის ბოლოს ან VII
საუკუნის დასაწყისში.თუ შევადარებთ ქართული ეკლესიის მდგომარეობას ასურელი
მამების ჩამოსვლის დროს იმ მდგომარეობასთან, რომელშიც იმყოფებოდა მათი
მოღვაწეობის დასასრულში,დავრწმუნდებით,რომ ისინი ებრძოდნენ
მონოფიზიტობას და გაიმარჯვეს მასზე.

ივ.ჯავახიშვილი ასკვნის,რომ ასურელი მამები არა თუ არ იყვნენ


მონოფიზიტები,არამედ ისინი ამ მიმართულების დაუძინებელი მტრები იყვნენ.

ასურელმა მამებამა 30 წელიწადში გაწეული ღვაწლის წყალობით შეძლეს არა მარტო


ქალკედონიზმის სრული გამარჯვებისათვის მიეღწიათ ,არამედ,რაც არანაკლებ
მნიშნელოვანია,განმტკიცდა ქართული კულტურის ეროვნული საფუძველი და
თავიდან იქნა აცილებული ეროვნულ-კულტურული გადაგვარების აშკარა საფრთხე.

თუმცა ასურელ მამათა აღმსარებლობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში


განსხვავებული აზრებია გამოთქმული:

1)ისინი მართლმადიდებელი ქალკედონიტები არიან და საქართველოში


მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად მოვიდნენ 2)მეცნიერთა ნაწილის აზრით
ისინი მონოფიზიტები არიან და ქალკედონიტებთან დაპირისპირებას
გამოექცნენ,თავი საქართველოს შეაფარეს,სადაც ჯერ კიდევ მონოფიზიტობა იყო
წამყვანი რელიგიური მრწამსი 3)ასურელი მამების ნესტორიანული აღმსარებლობა
ჰქონდათ და მისი დანერგვა სურდათ ქართლში 4) შ.ნუცუბიძის აზრით კი
ნეოპლატონიკოსები იყვნენ. უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაში ასურელ მამათა
დიოფიზიტურ მრწამსს დასაბუთებულად ენიჭება უპირატესობა.

13.IX საუკუნის მეორე ნახევრის სამცხის სოციალურ-პოლიტიკური ვითარება


„სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით.

მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში სამცხეში მტკიცე საფუძველი ჩაეყარა სამონასტრო


ცხოვრებას.ამ საქმის სულისჩამდგმელია სერაპიონი,რომელმაც ზარზმაში მონასტერი
ააშენა.მისმა ძმისშვილმა ბასილმა X საუკუნეში დაწერა ბიძის ცხოვრება.

ის მასალა,რაც ბასილს ხელთ ჰქონია „ცხოვრების“ წერისას საკმაოდ სანდო


ყოფილა,ამიტომ ეს შრომა სამცხე-საათაბაგოს უძველესი ისტორიის შესასწავლად
ფასდაუდებელია.თხზულებაში კარგადაა დასურათხატებული სამცხის სოციალურ-
პოლიტიკური ვითარება:ქვეყნის ბატონ-პატრონად და გამგედ იტვლებიან
დიდებული ფეოდალები,როგორც,მაგალითად, გიორგი ჩორჩანელი და მისი
მემკვიდრეები.ავტორს მოუცია მკვეთრი სურათი ფეოდალური ცხოვრების
ანომალიებისა,რომელიც საგვარეულო-მემკვიდრეობითის ნიადაგზე წარმოიშვებოდა
ხოლმე.ეს იმიტომაა აღწერილი,რომ მართალი სიტყვა ითქვას ეპოქის შესახებ.აქ
ისიცაა აღნიშნული,რომ ასეთი არევ-დარევის დროს ქვეყნის მეთაურობასა და
ხელმძღვანელობას ეკლესიის წარმომადგენელიც კი კისრულობდა ხოლმე(გიორგი
მაწყვერელი).თხზულებაში მკრთალად საზოგადოების დაბალი ფენები,გლეხობაც
კია გამოყვანილი.ეს გლეხობა თავგამოდებით ებრძვის სამონასტრო
მიწათმფლობელობასა და ექსპლოატაციას,ამიტომ ბერებზე ძალასაც კი
ხმარობენ,რომ მათ მიერ დაკავებულ ადგილებზე მონასტრები არ ააშენონ.ასეთ
წინააღმდეგობას ზოგიერთი ფეოდალიც უწევდა მონასტრებს.ავტორი
ადგილობრივებს უღვთო და ბოროტ ადამიანებად ახასიათებს.მამების მისიაა
ღმრთივსულიერი სიტყვა შეიტანონ სამცხეში.

14.ილარიონ ქართველის ვინაობა; მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს


გარეთ.

ილარიონ ქართველი იყო კახეთის მდიდარი და წარჩინებული აზნაურის შვილი.მან


ბავშბობაშივე მიატოვა ფუფუნება და ქედი მოუხარა ბერ-მონაზნობის მძიმე უღელს.;
დავითგარეჯი,იერუსალიმი,ბითვინია,კონსტანტინოპოლო,მაკედონია და რომი
მოწამენი იყვნენ ილარიონ ქართველის მოღვაწეობისა,რომელიც თესალონიკშ
გარდაცვალებით დასრულდა.ილარიონ ქართველი კონსტანტინოპოლის
მახლობლად,მის მოწაფეთათვის საგანგებოდ აშენებულ მონასტერში დაკრძალეს.

ილარიონმა არა თუ უარი თქვა თავის ფუფუნებაზე,არამედ სიმდიდრე სამონატრო


ცხოვრების მოწყბასა და განმტკიცებას მოანდომა.15 წლის ილარიონი დავით გარეჯის
უდაბნოში შევიდა და მასში მონასტრის ფილიალური განყოფილება მოაწყო,სადაც
მან დროგამოშვებით თითქმის 20 წელიწადი დაყო.ნამდვილი კტიტორული
მოქმედება იწყება იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ,855 წელს.დაბრუნდა თუ არა
იგი, დაქვრივებული დედისა და დაობლებული დისათვის დედათა მონასტერი
აღაშენა.ასევე ააშენა სხვა, მამათა მონასტერი,რომელშიც 76 ძმა შეკრიბა.

ილარიონის სამონასტრო-სამშენებლო მოღვაწეობა მარტო საქართველოთი არ


შემოიფარგლება.864 წელს ილარიონი 2 თავისი მოწაფით
კონსტანტინოპოლში,ულუმბოზე მოვიდა,სადაც მან 5 წელიწადი იღვაწა.როცა აქ
ილარიონის სახელი გაითქვა,შემდეგ ოლიმპზე მისი სხვა 3 ძმაც მოვიდა.მეორე
მონასტერი,რომელიც ილარიონის სახელთანაა დაკავშირებული არის „ქართველთა
მონასტერი ჰრომანას“ კონსტანტინოპოლში.სწორედ აქ დაუსვენებიათ ილარიონის
წმინდა ნაწილნი.ეს მონასტერი ბასილი მაკედონელს აუშენებია ილარიონის
მოწაფეთათვის,სადაც დაიწყო ქართველთა აქტიური
მოღვაწეობა.კონსტანტინოპოლში მან სიწმინდეები მოილოცა და რომისკენ
გაეშურა.გზად თესალონიკში გაიარა და იქვე აღესრულა.მისი წმინდა ნაწილნი
თესალონიკიდან კონსტანტინოპოლში იმპერატორს გადაუტანია.
15.გრიგოლ ხანძთელისა და აშოტ კურაპალატის დიალოგი და მისი
მნიშვნელობა.საქართველოს პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი ცხოვრება VIII-IX
საუკუნეებში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით.

იმ დროს, როცა გრიგოლი სამონასტრო საქმიანობას ეწეოდა, ქვეყანას მართავდა


ღვთისმსახური ხელმწიფე, პირველი ბაგრატიონი-აშოტ კურაპალატი.იგი იყო კეთილ
მორწმუნე,რის გამოც ინება უფალმა მისი გვარის გამეფება ქვეყანასა ზედა. სამეფო
კარმა გაბრიელ დაფანჩულისგან გაიგო გრიგოლის ღირსება, მის მიერ
გაუდაბნოებულ ადგილას მონასტრების მშენებლობა, მოწაფეთა მისთა სათნოება...ეს
ყოველივე რომ გაიგო კურაპალატმა, მყის დაწერა ეპისტოლე და მსახურები
გააგზავნა გრიგოლთან.როცა გრიგოლმა პატივით დაწერილი ეპისტოლე წაიკითხა,
ცნა ყოველივე და წავიდა ხელმწიფის წინაშე. მას აშოტის ძენი შეეგებნენ. სასახლეში
შესულ გრიგოლს კი კურაპალატი ზე მგომი შეეგება, დიდი სიმდაბლით მოიკითხეს
ერთმანეთი და დასხდნენ. კურაპალატმა გრიგოლს ღვთისმიერი კურთხევა სთხოვა.
სთხოვა, დაელოცა თავისი გვარი და შვილები. გრიგოლმა ისინი დალოცა. თქვა, რომ
ხელმწიფეები ქვეყანასა ზედა უფლის შეწევნით ინიშნებიან, რამეთუ „სადა არს
პატივი მთავრობისაო, მუნ არს მსგავსება ღმრთეებისაი“. გრიგოლმა აღნიშნა ისიც,
რომ როგორც აბრაჰამს სწადოდა უფლის ნახვა და იხილა კიდეც, ასევე სწადოდა მას
აშოტის ნახვა და ახლა დიდი სიხარულით განიხარა.კურაპალატს კი საუკუნო
დიდება უსურვა. აშოტ კურაპალატმა კი მიუგო:როგორც ღმერთმა ისრაელებს
წინასწარმეტყველი გამოუგზავნა სწორი გზის საჩვენებლად, ასევე ჩვენთან შენ
გამოგაჩინა უფალმა, რათა მარადის იღწვოდე ჩვენთვის ღვთის წინაშე. გრიგოლმა
აშოტს დავით წინასწარმეტყველისა და უფლის შვილი უწოდა და კლდის მსგავსი
სიმტკიცე უსურვა მის გვარს.

გრიგოლისა და კურაპალატის საუბრის შემდეგ მოციქულმა ხანძთის ქება


წარმოთქვა,კურაპალატმა ხანძთას შატბერდი შესწირა, მისმა შვილებმაც უხვად
შესწირეს სახმარი ნივთები მონასტერს.

გრიგოლისა და აშოტ კურაპალატის დიალოგი მრავალმხრივ საყურადღებოა.


უპირველესად აღსანიშნავია მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. გრიგოლი
აშოტს დავით წინასწარმეტყველისა და უფლის შვილს უწოდებს. ე.ი მას კურაპალატი
ქვეყანაში ღვთის მადიდებლად წარმოუდგება, რომელიც არა მხოლოდ ხატება,
არამედ მსგავსებაცაა ღვთისა.აშოტის ცხოვრება ღვთისთვის სათნოა. იგი ღვთის
სიტყვის მღაღადებელია მიწაზე. ამდენად პატივს სცემს გრიგოლი მას და
დაულოცავს გვარს. ეს ის პერიოდია, როცა ჰეგემონობისთვის საქართველოში
რამდენიმე კუთხე უპირისპირდებოდა ერთმანეთს.საყურადღებოა, რომ გრიგოლმა
სწორედ აშოტი ამოარჩია,სიმტკიცე და დიდხანს მეფობა უსურვა.შესაბამისად,
საფიქრებელია, რომ რახან „ზეცისა კაცმა და ქუეყანისა ადგელოზმა“ აშოტს
ჭეშმარიტი ხელმწიფე უწოდა, იგი მართლაც, ღვთისაგან კურთხეულია.
საინტერესოა აშოტის დამოკიდებულება გრიგოლის მიმართაც. მან იგი ღვთისაგან
გამოგზავნილ წინასწარმეტყველთან გააიგივა,რამეთუ სწორედ გრიგოლმა უნდა
აჩვენოს ქართველებს ღვთისაკენ სავალი გზა.

ზოგადად, საქართველოში უდიდესი ყურადღება ექცეოდა საეკლესიო და საერო


ხელისუფლების ერთსულოვნებას. სწორედ ეს ერთობა არის ფუნდამენტი მომავალი
სიძლიერისა. ამდენად, გრიგოლისა და აშოტის ურთიერთობა უთუოდ
განაპირობებს საქართველოს სიმტკიცესა და სიძლიერესაც.

16. ქართული მწიგნობრობის კერა ათონზე, ივერიის მონასტრის დაარსების ისტორია.

ათონის ივერიის პორტაიტისის ღვთისმშობლის მონასტერი აშენებულია მეათე


საუკუნის გასულზ,980-83 წლებში,ტაო კლარჯეთის სავანეთა მოღვაწეების მიერ.მისი
დამაარსებელია იოანე,ხოლო ორგანიზატორი - მისი შვილი ექვთიმე ათონელი, მის
შემდეგ კი გიორგი მთაწმინდელი.იოანე სამცხიდან იყო,დიდი ოჯახის შვილი.როცა
მის გულში ქრისტეს სიყვარულის ალი მთელი სიძიერით აენთო,იოანემ მიატოვა
სახლი და ჩუმად წავიდა „ლავრასა დიდებულსა ოთხთა ეკლესიათასა“,სადახ იქაური
მოღვაწეებისგან ფარულად ბერად აღიკვეცა.აქ მნა რამდენიმე ხანი დაყო და შემდეგ
ულუმბოს მტაზე გადავიდა,სადაც ქართველები კარგა ხანია მსახურობდნენ უკვე.აქ
მონასტერში მან თავისი შვილი ექვთიმე მოიყვანა.იოანე სახელს გაითქვამს,მას
პატივს სცემენ ქართველნიც და ბერძენნიც.შემდეგ იგი ათონზე გადადის და ათანასეს
ლავრაში მკვიდრდება.ცოტახანში აქ მოვიდა თორნიკე,რომელიც მან იოანედ
აღკვეცა.მას მოყვნენ სხვებიც.ასე რომ ქართველთა რიცხვი აქ იმდენად გადიდდა,რომ
შეუძლებელი გახდა მათი ათანასეს ლავრაში მოთავსება.ამიტომ უკანასკნელის
რჩევითა და ლოცვა-კურთხევით მათ ლავრის მახლობლად ააშენეს იოანე
მახარებლის ეკლესია და სენაკები ქართველ ძმათათვის.რამდენიმე ხანში მარდა
სკილაროსი აუჯანყდა ბიზანტიიც მცირეწლოვან იმპერატორებს,რომელთაც
დახმარება საქართველოს სთხოვეს. მათ საქართველოს საუკეთესო მხედართმთავარმა
თორნიკე-იოანემ დაამარცხა სკლიაროსი და ხელთ დიდი ნადავლი იგდო.ნაწილი
საიმდიდრისა იოანე-თორნიკემ ათანასეს ლავრასა და ბერძენთა მონასტრებს
შესწირა,ხოლო ნაწილი იოანეს მისცა და ააშენეს ქართველებისათვის საგანგებო
მონასტერი.

ათონის ივერთა მონასტერი ბიზანტიაში იყო ქართული სასულიერო კულტურის


მძლავრი კერა,ქართული ეროვნული იდეის მატარებელი.ათონზე ჩამოყალიბდა
განსაკუთრებული სალიტერატურო,საკალიგრაფო და საგრამატიკო სკოლა,რომელმაც
წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი მწიგნობრობის ისტორიაში.ქართული
ლიტერატურა აქ ითარგმნებოდა ბერძნულ ან სხვა რაიმე ენაზე.X-XII სააუკუნეებშ ეს
იყო ქართველთა კულტურისა და საგანმანათლებლო სისტემის მტკიცე
ბურჯი.ექვთიმე ათონელის სიკვდილის მერე ათონის ივერთა მონასტრის
ქართველობა ნელ-ნელა შევიწროვდა.დღეს იქ ქართველები არც არიან.მთლიანად
გაპარტახებულია წიგნთსაცავი.დარჩენილი 86 ხელნაწერი. ამათგან არსანშნავია:
1.ოთხთავი 2.ოშკში გადაწერილი ბიბლია 3. მრავალთავი 4.ექვთიმეს მიერ თარგმნილ
თხზულებათა კრებული.

II ვარიანტი

1.ქართული ანბანის ბერძნულიდან წარმოშობის თეორია.

მეცხრამეტე საუკუნეში გერმანელმა პალეოგრაფმა ვ. გარდტჰაუზენმა ქართული


ანბანი წარმოშობით ბერძნულს დაუკავშირა. ამ აზრს იზიარებდა კ.კეკელიძე. ამ
აზრსვე ასაბუთებს თამაზ გამყრელიძე. ქართულ ასომთავრულ ანბანში შენიშნულია
ყველა ის გადახრა ძველი ფინიკიური დამწერლობიდან, რაც განხორციელებულია
ფინიკიურის ნიადაგზე შექმნილი ბერძნული ანბანის განვითარების პროცესში.
ესენია: თანხმოვანთა თავისებური გადმოცემა, ხმოვანთა გამომხატველი ნიშნების
შემოღება, ასო -ნიშნთა რიცხვითი მნიშვნელობები. ქართული ანბანის რიგი ემთხვევა
ბერძნულისას იმ განსხვავებით, რომ, როცა ბერძნულში სპეციფიკური ბგერის
გამომხატველი ასო ზის, ქართულში იგი ქართულის სპეციფიკური ბგერითაა
შეცვლილი. ქართულ ანბანში მეექვსე ადგილას დგას ასო „ვინი“, როგორც უძველეს
ბერძნულში. ასევე ნიშანდობლივია, რომ ქართული ანბანის გრაფიკული
გამოსახულება ჰგავს ბერძნულისას. ელენე მაჭვარიანმა აღნიშნა, რომ ქართული ასო-
ნიშნები კვადრატის პრინციპზე, წრისა და წრფის კომბინაციითაა მიღებული. ეს
ქართული ეროვნული არქიტექტურიდანაც გამომდინარეობს, თუმცა ჰგავს ბერძნულ
გრაფემებს. ისინიც კვადრატულ პრინციპზეა შესრულებული.

2.ქრისტიანული მწერლობის რომელი დარგია ჰომილეტიკა? ძველი ქართული


მწერლობის რომელ ძეგლში გვხვდება ორიგინალური ჰომილეტიკის ნიმუში?

ჰომილეტიკა საღვთისმეტყველო მწერლობის ის სფეროა,რომელიც მოიცავს


მოძღვრებებსა და ქადაგებებს. თავიდან ზეპირად ითქმებოდა, შემდეგ იწერებოდა.
პომილეტიკური მწერლობა ბერძნულიდანაა ნათარგმნი. მრავალთავები არის
ჰომილეტიკების შემცველი ( სინის მრავალთავი 864). „მარგალიტი“- იოანე
ოქროპირის ქადაგებები. ქრისტიანული მწერლობის კლასიკოსი- იოანე ბოლონიელი,
რომლის ძეგლშიც გვხვდება ორიგინალური ჰომილეტიკის ნიმუში.მე-17, მე-18ს-ის
ქადაგებების მრავალი წარმომადგენელი გვყავს: სულხან-საბა ორბელიანის
ქადაგებანი. „სწავლანი“ , პატრიარქის ქადაგებანი. ჰომილეტიკის ნიმუში გვხვდება
„აბოს წამებაშიც“.
3.ახსენით ვარსქენის მიერ მაზდეანობის მიღება და ირანის შაჰისთვის საცოლის
თხოვნა.

ქართლის პიტიახში ვარსქენი „რაითამცა სათნო ეყო მეფესა“ სპარსეთში წავიდა და


ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო. შაჰს მისი თხოვნის თანახმად ცოლად მიუცია
თავისი ასული.მრავალცოლიანობა ხომ ამ რელიგიის წესი იყო. ავტორი წერს, რომ
ვარსქენმა მაზდეანობა მიიღო „არა თუ პატივისა მოღებისათვის, არამედ ძღუნად
თავსა თვისსა შესწირვიდა მეფესა“, თან მას არავინ აიძულებდა ქრისტიანობის
უარყოფას, მაშასადამე, ვარსქენმა თავისი ნებით უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, რათა
აღეთქვა მორჩილება შაჰისადმი. მან უღალატა ოჯახს, ერსა და რწმენას, ამდენად, იგი
პირადი მიზნებისთვის მოიქცა ასე და მისი საქციელი გაუმართლებელია.

4.შუშანიკისა და ჯოჯიკის შეხვედრის ეპიზოდი ნაწარმოების დასასრულს და მისი


ანალიზი.

როცა ჯოჯიკმა გაიგო, რომ შუშანიკი სიკვდილს მიახლებულია, წავიდა მასთან და


თან ცოლი, შვილნი და მხევალნი წაიყვანა. მან შუშანიკს შეჰვედრა, ითხოვოს
ღმრთისაგან, რომ მიუტევოს მას შეცოდებანნი მისნი. შუშანიკმა კი უთხრა ჯოჯიკსა
და მის ცოლს: თქვენ უსულგულოდ მომექეცით, არავინ გამოჩნდა თქვენ შორის
ისეთი, რომელიც მე თანამიგრძნობდა და ვარსქენს გონს მოიყვანდა. მათ კი მიუგეს,
რომ დიდად გაისარჯნენ, ეცადნენ, მაგრამ ვარსქენს ვერაფერი გააგებინეს. მაშინ
შუშანიკმა უთხრა: განვისაჯეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა-იგი არა არს რჩევაი
მამაკაცისა და დედაკაცისაი. მას კი უფალი მიაგებს ყოველივესთვის, რამეთუ მან
უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი
დააჭნო, შუენიერებაი სიკეთისა ჩემისაი დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა. მე
კი ღმერთს ვმადლობ, რომ ამ ტანჯვით უდიდესი სიხარული მომანიჭა,რამეთუ
უფალს მივეახლები. ჯოჯიკი და მხლებლები მისნი ამ სიტყვებზე ტიროდნენ და
მიტევებას სთხოვდნენ დედოფალს. შუშანიკმა ისინი აკურთხა და დალოცა თან
უთხრა, რომ ეს ცხოვრება წარმავალია, ვინც დათესა, მან ნაყოფიც მიიღო.

ამ ეპიზოდში იკვეთება ჯოჯიკისა და მისი ოჯახის დამოკიდებულება შუშანიკის


მიმართ. ისინი თანაუგრძნობენ დედოფალს, იციან, რომ მართალ გზას ადგას, თუმცა
ვერას ჰკადრებენ ვარსქენს. შუშანიკი კი ძლიერ გრძნობს მარტოობას, მაგრამ იცის,
რომ ამ ტანჯვით იგი სამუდამო სასუფეველს დაიმკვიდრებს. გავა ამ წარმავალი
სოფლიდან და მარადისობას ეზიარება. სწამს იმისიც, რომ სასუფეველში არ არის
გარჩევა დედაკაცისა და მამაკაცისა და იქ უცილობლად სიმართლე
იმარჯვებს.სწორედ ეს ენუგეშება შუშანიკს. აღსანიშნავია შუშანიკის მწუხარება იმისა
გამოც, რომ მისი ახალგაზრდული დიდება ნაადრევად ჩააქრო ვარსქენმა და
წუთისოფლის სიტკბოებას არ აზიარა.

5.როდის დაიწერა „ევსტათის წამება“ და რომელ ფაქტებს ემყარება ეს ქრონოლოგია?


განსაზღვრეთ ევსტათის წამების ქრონოლოგია.
როგორც ნაწარმოებში წერია, ევსტათი მცხეთაში მოვიდა ხოსროს მეფობის მეათე
წელს. ე.ი. 540 წლის 12ივნისსა და 541წლის 12ივნისს შორის. ეს გამოწვეულია
ქრისტიანობის დევნილობით სპარსეთში.

ჰარნაკისა და ივ.ჯავახიშვილის აზრით, ევსტათის წამებად აღიარებულია 544-545


წლები, მაგრამ კორნელი კეკელიძე არ იზიარებს ამ მოსაზრებას და ამბობს: ევსტათი
მცხეთაში მოვიდა 541 წელს,დასახლდა, შეისწავლა მეხამლეობა და
მეჯადაგეობა,ეცნობოდა რჯულს, შეირთო ცოლი, ჰყავდა შვილებიც. ნათლისღების
შემდეგ დააბეზღეს ადგილობრივ მთავარ უსტამთან, რომელმაც იგი მარზპან არვანდ
გუშნაპთან გაგზავნა. ევსტათი საპყრობილეში ჩასვეს. 6თვის შემდეგ გაათავისუფლეს.
3 წლის შემდეგ კი ახალ მარზპანთან, ვეჟან ბუზმირთან დააბეზღეს, რის შემდეგაც
თავი მოკვეთეს. ეს ყველაფერი 4 წლის ფარგლებში არ ჩაეტეოდა. ამასთანავე ევსტათი
3 წლის შემდეგ აწამეს, როცა მარზპანი ქართლიდან გაიწვიეს. არვანდი კი 546 წელსაც
ქართლშია. თან ევსტათი უარს ამბობს ნავროზობაში მონაწილეობაზე და ამბობს, რომ
იგი „ქრისტეს ზატიკსა ზატიკობს“, მაშასადამე, ნავროზობა და აღდგომა ერთმანეთს
ემთხვეოდა. ეს კი მოხდა 547 წლის 22 მარტიდან-28 მარტამდე.აღდგომა ამ წელს 24
მარტს იყო.ანუ ევსტათი პირველად 547 წელს დაუბეზღებიათ და ამ წლიდან
დაწყებულა მისი მარტვილობა.547 წლის მარტის ბოლოს თუ აპრილში ევსტათი
პირველად მოუთავსებიათ ციხეში,6 წლის მერე კი, იმავე წლის ოქტომბერში
გაუნთავისუფლებიათ.3 წლის შემდეგ ხელახლა დაუბეზღებიათ. უნდა გამოვიტანოთ
დასკვნა,რომ ევსტათი აწამეს არაუადრეს 551 წლისა.

6.„კოლაელთა წამებისა“ და „ დავითი და ტირიჭანის წამების“ შედარება.

„კოლაელთა წამებას“ ენათესავება როგორც გარეგნულად, ისე შინაარსით,


«მარტვილობა დავით და ტირიჭანისა», რომელიც იმავე ხელნაწერშია (ათონის № 57)
მოთავსებული. გარეგნულად: სტილი მათი ერთი და იგივეა, ტერმინოლოგიაც
ერთია, როგორც, მაგალითად, ადმინისტრაციული ერთეულები: დიდი – ხევი, მცირე
– სოფელი, გამგე სოფლისა – მთავარი, ტერმინი სოფელი – ნაცვლად დაბისა. ეს
მაჩვენებელია მათი ქრონოლოგიურად ნათესაობისა. შინაარსის მხრივ: მოქმედება
ორსავე ძეგლში ერთსა და იმავე, ტაოს, რაიონში წარმოებს, სიუჟეტიც თითქმის
ერთია: დავით და ტირიჭანი არიან ძმები და მცირეწლოვანი ყრმანი, კოლაელნი
სულიერი ძმები არიან და ყრმანი მცირეწლოვანნი; იმათაც და ამათაც ჰკლავენ
ქრისტიანობისათვის უახლოესი ნათესავები: დავით-ტირიჭანს – მკვიდრი ბიძა,
კოლაელ ყრმებს – მშობლები. ამ ორი ნაწარმოების ასეთი ნათესაობა გვაფიქრებინებს,
რომ ისინი: 1) ან ორივე ორიგინალური ქართული ნაწარმოებია, არაუადრესი მეცხრე
საუკუნისა, და ამით აიხსნება, რომ ისინი, კერძოდ დავით-ტირიჭანის მარტვილობა,
სომხურად არ შენახულან, ანდა 2) ორივე ორიგინალური სომხური ნაწარმოებია,
ქართულად ნათარგმნი არაუადრეს მეცხრე საუკუნისა, - სომხურად ისინი განგებ
მოუსპიათ, როგორც არასასიამოვნო დოკუმენტი ქრისტიანობისა და წარმართობის
ბრძოლისა სომეხთა შორის, ქართულად კი შეუნახავთ, ვინაიდან მათში აღწერილი
ამბავი მოხდა ქართველთა ტერიტორიაზე, ტაოს რაიონში, და არამცთუ შეუნახავთ,
მათი მიხედვით და მათ საფუძველზე ქართველებს ამ მცირეწლოვან მარტვილთა
დღესასწაული- სახსენებელი დაუდვიათ და ლიტურგიკული ჰიმნებიც დაუწერიათ.

7.ახსენით აბოს უარი აფხაზეთში დარჩენაზე და დაიმოწმეთ აბოს მიერ მოხმობილი


სახარებისეული იგავი აბოს მსოფლხედვის წარმოსაჩენად.

ნაწარმოებში ჩანს, რაოდენი სიყვარულით მიიღო აფხაზთა მეფემ გაქრისტიანებული


აბო. მან აბოს აფხაზეთში დარჩენაც შესთავაზა, რადგან ქართლში სარკინოზები
მძლავრობდნენ და შესაძლოა კვლავ გადაებირებინათ მათ რჯულზე. თუმცა ამაზე
აბომ უპასუხა: მე უკვე შემიწყალა ქრისტემ და განმაშორა ბნელს, აწი აღარ უარვყოფ
მის სახელს, რაც უნდა ბევრი ოქრო და ვერცხლი მომცენ ამისთვის. პირიქით, მე
განცხადებულად უნდა ვატარო ქრისტეს სახელი, რამეთუ არ არის მადლი იქ ყოფნა,
სადაც არ არის შიში და სიკვდილი ღვთისათვის. მაშასადამე, აბოს სურს,
ღირსეულად და უშიშრად ატაროს ქრისტიანობა, მას არ აშინებს ქრისტესთვის
სიკვდილი. იგი სახარებისეულ იგავსაც იხსენებს,სადაც კიდევ ერთხელ დასტურდება
აბოს სიღრმისეული რწმენა. იგი ამბობს: „ არავინ აღანთის სანთელი და დადგის
ქვეშე ხვიმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან, რათა ჰნათობდეს ყოველთა. ეგრე
ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა“. ამიტომ აბოს არ სურს ამ ნათლის
დაფარვა. იგი სასუფეველს ეძიებს და არაფრის ეშინია. სწორედ ამიტომ ამბობს უარს,
აფხაზეთში დარჩენაზე.

8.„კონსტანტი კახის წამების“ ავტორობისა და დათარიღების საკითხი. საიდან ჩანს,


რომ კონსტანტი კახის წამების ავტორი კონსტანტის თანამედროვეა?

ავტორი კონსტანტინეს თანამედროვეა, რაც შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „...რომელი


იყო დღეთა ჩუენთაო“.

კონსტანტი აწამეს 853 წელს.ბიოგრაფის თქმით, ეს ამბავი მოხდა თეოდორას


დედოფლობის დროს საბერძნეთში.ყოველივედან გამომდინარე,გამოდის,რომ ეს
მარტვილობა დაწერილი უნდა იყოს 853-856 წლებში. ვინ არის ავტორი არ ვიცით. თუ
მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ის კონსტანტის წამებას ათარიღებს
ბერძენთა იმპერატორის მეფობით და თან მთელი ეპისტოლე მოჰყავს მისი, სადაც
ხაზგასმულია ბერძენთა სასურველი ურთიერთობა ქართველებთან , შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ ავტორი არის საბეღძნეთში მყოფი რამდენიმე ბერი ან აფხაზეთის
მკვიდრი რომელიმე მწერალი.

9.როდის და რა წყაროების მიხედვით არის შემუშავებული „წმინდა ნინოს


ცხოვრების“ ლეონტი მროველისეული რედაქცია ?
„წმ. ნინოს ცხოვრების“ ლეონტი მროველისეული შემუშავებულია XI საუკუნეში
ეპისკოპოს ლეონტი მროველის მიერ, შატბერდულ-ჭელიშურზე დაყრდნობით.ის
მოაზრებულ იქნა ქართლის ისტორიის ცხოვრების ნაწილად.ეს რედაქცია მროველს
თავისებურად გადაუკეთებია.რაც ძველი რედაქციის თავში იყო მოქცეული,მას
ბოლოშ მოუთავსებია, I პირის მოთხრობა III პირად უქცევია,ზოგი პარაგრაფი
გამოუშვია,ზოგი მიუმატებია,ფრაზები განუვრცია და სიტყვები განუახლებია.

მიზანი: ქართველთა ქრისტიანობაზე მოქცევის ისტორიის გადმოცემა, თავის


თანამედროვეობასთან კავშირის დანახვა, რადგან იგი წმ.ნინოს მოღვაწეობას
გაიაზრებდა, როგორც საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელიც
ყველა დროისთვის საყურადღებოა.

10.წმინდა ნინოს მოღვაწეობის ბოლო წლები. გარდაცვალების ეპიზოდი და მისი


ანალიზი.

მცხეთაში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წმინდა ნინო დადგა წობენეს.


მთიულებს,ჭართლელებს, ფხოველებს უქადაგებდა ქრისტიანობას და ისინიც
მოაქცია. შემდეგ იგი წავიდა ერწოს და ჟბალეთს და მათაც ნათელიღეს. შემდეგ
მოაქცია კახელები. და დაბინავდა ბოდბეში. მასთან მივიდა დედოფალი სუჯი,
მთავრები და მხედრები მისი. ნინომ მათ ჭეშმარიტი სარწმუნოება ასწავლა და
ყოველი სასწაული აუწყა. შემდეგ მათაც ნათელიღეს.როცა სრულყო წმინდა ნინომ
ღვაწლი მისი,ეუწყა განსვლაი მისი ხორცთაგან და მისწერა წერილი მეფეს,
რომელშიც იგი ლოცავდა მეფე მირიანს და სარწმუნოების დაცვისკენ მოუწოდა
მას.ბოლოს მან ითხოვა მამამთავარი,რომელიც მისცემდა საუკუნო საგზალს. მეფე
მირიანი და დედოფალი ნანა მივიდნენ წმინდა ნინოსთან, მიიღეს კურთხევა მისგან.
სნეულებით შეპყრობილი წმინდა ნინო იოვანემ აზიარა შემდეგ კი განესვენა. მეფე და
მხევალნი მისნი დიდი გოდებით შიშითა და ძრწოლით შეუვრდებოდნენ გვამს.
სნეულნი განიკურნებოდნენ, რომლებიც მის სამოსელს შეეხებოდნენ. მეფემ
განიზრახა, მისი გვამი დაეკრძალა სვეტიცხოვლის მახლობლად, მაგრამ ვერ აიღეს
გვამი მისი. ამიტომ დაკრძალეს ბოდბეს და აღუშენეს ეკლესია. ნინოს მოღვაწეობის
შემდეგ მეფე მირიანმა კეთილად წარმართა თავისი ცხოვრება, აღაშენა ეკლესიები და
მონასტრები. ნაწარმოების დასასრულიდან ჩანს, თუ რაოდენ დიდი შედეგი მოიტანა
ქართლში წმინდა ნინოს მოღვაწეობამ. მან ქართველები ჭეშმარიტ რელიგიას აზიარა,
დაანახა უფლისკენ სავალი მართალი გზა და ქართველებმაც მის კვალდაკვალ
დაიწყეს სვლა.

(ახლობლები რომ მივიდნენ და გამოიკითხეს ნინოს ამბავი)

11.ასურელ მამათა ქართლში მოსვლის მიზანი. მათი რაოდენობა და მოსვლის დრო.

სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობააა ასურელ მამათა ქართლში


მოსვლის თაობაზე. ივ.ჯავახიშვილის, კ.კეკელიძის, ნ.მარის და სხვათა მოსაზრებით
ასურელი მამები ქართლში VI საუკუნეში ჩამოვიდნენ.ივ.ჯავახიშვილი მათი
ჩამოსვლის კონკრეტულ თარიღად 540იან წლებს ვარაუდობს.ასევე მას მიაჩნია,რომ
ასურელი მამები ყველანი ერთად და ერთ დროს არ უნდა იყვნენ
ჩამოსულები,არამედ პირველად დავით გარეჯელია წამოსული და შეიძლება V
საუკუნის დამლევსაც იყოს მოსული.

თ.ჟორდანიას აზრით,იოანე ზედაზნელი და თავისი მოწაფე წამოსულან და


საქართველოში დამკვიდრებულან 541-557 წლებში,როცა საქართველოში სომეხი
მონოფიზიტები მძვინვარებდნენ.

ვ.გოილაძეს მიაჩნია, რომ ასურელი მამები ცალ-ცალკე ჩამოსულან: წმ.იოანე


ზედაზნელი და მისი მოწაფეები,ანტონ მარტყოფელის გარდა 534 წლის ახლო
ხანებში.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით კი ასურელი მამები ქართლში მოსულან VI ს. შუა


წლებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მამათა ძირითადი ნაწილი 540 წელს ჩამოვიდა.

13 ასურელი მამის ძირითადი მიზანი მონოფიზიტობაზე გამარჯვება იყო და


სძლიეს კიდეც.ჩვენს ქვეყანაში VI საუკუნის 30იან წლებში მონოფიზიტობა
მძვინვარებდა, ხოლო VII საუკუნის 70-90იან წლებში საქართველო სრულიად
ქალკედონიტური მიმართულებისაა. სწორედ ასურელმა მამებმა დააარსეს ჩვენში
მონასტრები. მონაზონი მაკრინე აღნიშნავს, რომ ასურელმა მამებმა „განამტკიცეს და
განაახლეს ნინოს მიერ ქადაგებული სარწმუნოება“. მათ არა მარტო ქალკედონიზმის
სრულ გამარჯვებას მიაღწიეს,არამედ მათი მოღვაწეობის შედეგად განამტკიცდა
ქართული კულტურის ეროვნული საფუძველი და აგვცილდა ეროვნულ-
კულტურული ცხოვრების გადაგვარების აშკარა საფრთხე.

12.„ილარიონ ქართველის ცხოვრების“ რედაქციები.

მეცხრე საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწის ილარიონ ქართველის


ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება.
დღემდე მოღწეულია მისი ხუთი რედაქცია: ვრცელი ათონური (ხელნაწერი
თარიღდება 1074), მეტაფრასული (XVII ს) მოკლე( XII-XIV, XVIII ს.), ძველი
სვინაქსარული (XII ს-დან) და გვიანდელი სვინაქსარული (XVIII ს-დან) რედაქციები.
მათი წარმომავლობისა და ურთერთმიმართების შესახხებ ორი ვარაუდია
გამოთქმული:

1.ვრცელი ათონური რედაქცია ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ბერძნულ ენაზე


დაწერილი ბოტბა-ენკომიის თავისებურებად გადმოკეთებას, ხოლო მეტაფრასული
რედაქცია, რომლის ავტორად თეოფილე ხუცესმონაზონი არის მიჩნეული, ათონური
რედაქციის გადამუშავებას უნდა წარმოადგენდეს (კეკელიძე). მოკლე რედაქცია ამ
ვარაუდის გამოთქმის დროს (1919-1920) არ ყოფილა გათვალისწინებული
(ხელნაწერი აღმოჩნდა 1946 წ.)

2.ილარიონ ქართველის ცხოვრება ქართულ ენაზე დაიწერა (ბ.კილანავა,


მ.დოლაქიძე): მისი ვრცელი ათონური და მეტაფრასული რედაქციები
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიქმნა,თუმცა წყარო-თხზულების მოკლე
რედაქცია-საერთო აქვთ. იგივე რედაქცია უდევს საფუძვლად სვინაქსარულს.ამ
ვარაუდის თანახმად ექვთიმე მთაწმინდლისა და თეოფილე ხუცესმონაზონის
ავტორობის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილად ვერ ჩაითვლება

„ილარიონ ქართველის ცხოვრებაში“ აღწერილია ილარიონ ქართველის სამონასწტო


მოღვაწეობა კახეთში, მისი მოგზაურობა პალესტინაში, რომში, კონსტანტინოპოლში,
თესალონიკესა და ბითვინიის ოლიმპზეე. თხზულება საყურადღებოა ქართული
სამონასტრო კოლონიზაციის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით. ეს ერთადერთი
წყაროა, რომელიც გვაწვდის მეცხრე საუკუნეში ბითვინიის ოლომპოზე ქართველთა
მოღვაწეობისა და კონსტანტინოპოლის მახსოლბლად ჰრომანის ქართველთა
მონასტრის დაარსების შესახებ. თხზულების მეტაფრასული რედაქცია გამოსცა
მ.სანინინმა (1882). ვრცელი ათონური-მ. ჯანაშვილმა (1901), ძვ.სვინაქსარული-
კ.კეკელიძემ (1919), და სხვ. რუსულად თარგმნა ა.მურავიოვმა (1860) და მ.საბინინმა
(1872), ლათინურად-პ.პეეტერსმა (1913)

13.„სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მნიშვნელობა სამცხეში სამონასტრო და


საეკლესიო ცხოვრების შესასწავლად.

ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ მნიშვნელოვან ინფორმაციას


გვაწვდის სამონასტრო მშენებლობების, კერძოდ, ზარზმის მონასტრის აღმოცენების
შესახებ. ზარზმის მონასტერი გიორგი ჩორჩანელის სამკვიდროში ააშენეს და
ფერისცვალების ხატი დაასვენეს.ზარზმის მონასტრის სულიერ ცხოვრებას დიდი
ხნის განმავლობაში მზრუნველობას უწევდა სერაპიონის მასწავლებელი მიქელ
პარეხელი.

ის მასალა,რაც ბასილს ხელთ ჰქონია თავისი შრომის დაწერისას, საკმაოდ სანდო


ყოფილა, ამიტომ ეს შრომა სამცხე-საათაბაგოს უძველესი ისტორიის შესასწავლად
ფასდაუდებელია.აქ მშვენივრად არის აღწერილი ზარზმის მიდამოების ბუნება და
მოსახლეობა,ზარზმის აგების ამბავი,გიორგი ჩორჩანელის სამფლობელო და
სანადირო დაწესებულებანი, გიორგის სათნოიანი ხასიათი.უფრო მნიშვნელოვანი ეს
ძეგლი ამ მხარეში სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრების შესასწავლად :
თხზულებაში აღნიშნულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მონასტრის
(ოპიზა,ზარზმა,პარეხი,ზანავი, იოანე წმინდა) არამცთუ სახელი , არამედ მოკლე
ისტორიაც.ცხოვრება ასევე მნიშვნელოვანია ქართული მწერლობის ისტორიის
შესასწავლადაც,რადგან აქედან ვიგებთ,რომ არსებობდა მიქელ პარეხლის
„ცხოვრება“.თხზულებაში კარგადაა დასურათხატებული სამცხის პოლიტიკურ-
სოციალური ვიტარებაც.

14.„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ავტორი, ქრონოლოგია. გიორგი მერჩულის


ჰიმნოგრაფიული თხზულებების საკითხი .

951 წელს ხანძთის მონასტრის მოღვაწეს გიორგი მერჩულეს, როდესაც ხანძთაში


წინამძღვარი თეოდორე ყოფილა, ამ უკანასკნელისა და მისი ძმის, იოანეს,
დახმარებით დაუწერია გრიგოლის ცხოვრება. 958-966 წლებში ეს ცოხვრება
განუახლებია ბაგრატ ერისთავთერისთავს რამდენიმე სასწაულის ჩართვით. გრიგოლ
ხანძთელის ცხოვრება პირველად აღმოაჩინა ნიკოლოზ ჩუბინიშვილმა 1845წელს,
ხოლო მეცნიერულად გამოსცა ნ.მარმა. თხზულებაში წარმოდგენილია VIII-IX
საუკუნეების საქართველოს ყოფა.

გიორგი მერჩულე ჰიმნოგრაფიც ყოფილა. მიქაელ მოდრეკილის კრებულში


მოთავსებულია მეხუთე ხმის აღდგომის კანონი, რომელსაც აწერია „უცხონი
მერჩულიულნი“. პავლე ინგოროყვა გიორგი მერჩულეს მიაწერს საგალობელთა 2
ჯგუფს:საგალობელნი სამარადისონი 8ხმანი და საგალობელნი აღვსებისანი 8 ხმანი.
თუმცა ამასთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი არ მოგვეპოვება, რადგან მერჩული
მარტო გიორგის არ გულისხმობს, ასეთი ჰიმნები მიქაელ მოდრეკილსაც ჰქონია, რაც
შეეხება ალიტერაციას, ჯერ უნდა დავწრმუნდეთ, რომ ის მართლაც გიორგის
შემოღებულია და სხვა ჰიმნოგრაფებთან ის არ გვხვდება.

15.გრიგოლ ხანძთელი-მონასტრების აღმშენებელი, მოძღვარი და მწერალი.

VIII საუკუნის ბოლოსა და IX დასაწყესში მოღვაწეობდა გრიგოლ


ხანძთელი,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთის ქართულ ბერ-
მონაზვნობასა და სამონასტრო ცხოვრებას.გრიგოლმა ხანძთაში ააშენა წმ.გიორგის
სახელობის მონასტერი, , რომლის აშენებასა და სახელის მინიჭებას სიმბოლური
მნიშვნელობა აქვს. წმ.გიორგი მხედარია ქრისტესი და საქართველოს სულიერ
ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.მოგვიანებით ააშენა შატბერდის
მონასტერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისა.ასევე აღაშენა ოპიზა,
წყაროსთავი, ხახული, ოშკი, იშხანი,ტბეთი...ხაძთის სავანე. ჩვენამდე არ შემონახულა
არც ერთი თხზულება, რომლის შესახებაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს
გრიგოლ ხანძთელის მიერაა დაწერილი, მაგრამ მისი ბიოგრაფის სიტყვით „აწ არს
ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმინდისა საწელიწადიო
იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიანო“. ეს ფრაზა გვაფიქრებინებს,
რომ მთელი წლის ლიტურგიკული ჰიმნები, სწორედ, გრიგოლს შეუთხზავს
სულიწმინდის შთაგონებით. რამდენი საგალობელი შექმნა გრიგოლმა ამაზე ზუსტს
პასუხს ვერ გავცემთ, რამდეთუ ეს იადგარი ჩვენამდე არ მოღწეულა, მაგრამ
უეჭველია, რომ მიქაელ მოდრეკილის იადგარი სეიცავს გრიგოლის მიერ დაწერილ
ჰიმნებსაც, მაგრამ გასარკვევია, რომელს და რამდენს. პ.ინგოროყვამ გამოიკვლია და
მივიდა დასკვნამდე, რომ გრიგოლის მიერ შექმნილი ჰიმნები ამ კრებულში 300ს
აღემატება, თუმცა ეს დაზუსტებით არ ვიცით.

მონასტრისთვის გრიგოლს მიუცია კტიტორული ტიპიკონი, რომელიც საბაწმინდის


წესის საფუძველზე შეუქმნია. გრიგოლს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული
მწერლობის ისტორიაში.გრიგოლმა აღზარდა მთელი რიგი მოწაფეებისა, რომელნიც
ლიტერატურული ინტერესით იყვნენ გატაცებულნი. მთელ ლიტერატურაში
გრიგოლი გვევლინება თავდადებულ და შეგნებულ მომხრედ ეროვნული
მთლიანობისა და ტაო-კლარჯეთში ახლად აღმოცენებული ეროვნული
ხელისუფლებისა, რომელიც მისი შეგნებით საეკლესიო-სამონასტრო ინსტიტუტის
მორალური გავლენის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

(სხვა ბილეთებიდანაც ჩაამატეთ გრიგოლის ღვაწლი)

16.გიორგი მთაწმინდლის „წმ.იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების ცხოვრების“


შექმნის ისტორია.

გიორგი მთაწმინდელის ეს თხზულება XI საუკუნისააა.მას დაუწერია „ვიდრე იყო


დეკანოზად“, თუმცა მასალის შეკრება დაუწყია იმთავითვე, როცა ათონზე
მოსულა.მან მეგობრებისა და მოწაფეებისგან გამოიკითხა მამისა ჩუენისა ექვთიმესა
აღმატებული ცხოვრებაო და მოქალაქეობაი და ამ დიდებული ლავრის შენების
ამბავი. ამ თხზულების დაწერის ერთ-ერთი მიზანი აღნიშნულია შემდეგ სიტყვებში :
ცხოვრება მათი გიორგიმ „ ხატად ცხოველად და ძეგლად პირმეტყუელად მომავალთ
ნათესავთა აღგვიმართნა, რომლისა იგი მკითხველი და მსმენელი სულით და
ხორცით განათლდებიან“ე.ი. გიორგის განუზრახავს ივერიის დიდებულ
მაშენებელთა ბიოგრაფიის დაწერა „ხატად ცხოველად“ შემდეგი თაობისთვის,
რომელსაც ის მისაბაძად ექნებოდა მუდამ. მაგრამ იყო სხვა მიზეზიც, ბერძნები
ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა ქართველები გამოეძევებინათ ივერიიდან. ამიტომ
გიორგის აუცილებლად მიუჩნევია ამ ლავრის ამშენებელთა ცხოვრების აღწერა და ეს
გამხდარიყო დოკუმენტი მათი უფლებათა ათონზე. მას ხელთ ჰქონია ნუსხა იმისა,
რაც ქართველებმა ათონზე ააშენეს, რაც ქართველებმა ათანასეს ლავრას შესწირეს ან
ათონის სხვა ეკლესია-მონასტრებისადმი შეწირული.
III ვარიანტი

1.ქართული ანბანის ფინიკიურ-არამეულიდან წარმოშობის თეორია

ივანე ჯავახიშვილის აზრით,ქართულ ასოთა მოხაზულობა ყველაზე დიდ მსგავსებას


ფინიკიურ და არამეულ დამწერლობებთან ავლენს.მისი დაკვირვებით არქაული
ქართულის ასოტა რიგი უძველეს ფინიკიურთა მაყარებს კავშირს.იგი აყალიბებს
ჰიპოთეზას ქართული ანბანის ფინიკიურ-სემურიდან წარმოშობის შესახებ ჩვ. წელთ
აღრიცხვამდე VII საუკუნეში.ამ ჰიპოთეზას მხარი დაუჭირა გიორგი წერეთელმა
არმაზის ბილინგვის არამეული წარწერის გაშიფვრის შემდეგ.წარწერის ერთი ენა
ბერძნულია,მეორე კი-არამეული,ოღონდ არამეულის თავისებური
სახეობა,რომელსაც შემდეგ არმაზული უწოდეს.ბილინგვა ჩვ.წ II საუკუნითაა
დათარიღებული. გ. წერეთელი ასკვნის,რომ არმაზული ასო-ნიშნები გარკვეულ
ნათესაობას ქართულ ასოებთანაც ამჟღავნებენ და ქართულში უფრო მეტი
არქაულობაც კი შეინიშნება.მისი აზრით,ქართული დამწერლობა არმაზულთან
ერთად არამეული დამწერლობის თავისებური შტოს საფუძველზეა უნდა იყოს
აღმოცენებული. ივ. ჯავახიშვილის ჰიპოთეზა თავისებურად დაამუშავა რამაზ
პატარიძემ.მისი მიხედვით ქართული დამწერლობა ფინიკიურის საფუძველზეა
წარმოქმნილი,ოღონდ ქართული დამწერლობა ითვალისწინებს ბერძნული
დამწერლობის გასწორხაზოვნების მონუმენტურ გრაფიკულ პრინციპს.ეს კი
დათარიღებულია ძვ.წ.ა V საუკუნით.ასეე მისი დასკვნიტ ქართული ასომტავრული
დამწერლობა წარმოშიბილია არა ფინიკიურ-სემური ასო-ნიშნების თანდათანობითი
ევოლუციის გზით,არამედ ერთდროულად.

2.რამდენი წიგნისგან შედგება ახალი აღთქმა ?როდის და რა ენებზეა იგი შექმნილი ?

ბიბლიის შემსწავლელ მეცნიერებას ბიბლიოლოგია ეწოდება.იგი შედგება 22 ძველი


აღთქმისა და 27 ახალი აღთქმის წიგნისგან.ახალი აღთქმა შექმნილია II-IV
საუკუნეებში ბერძნულ და არამეულ ენებზე.ქრისტიანობისათვის უფრო
მნიშვნელოვანი ახალი აღთქმის წიგნებია.ახალი აღთქმის წიგნების პირველ ნაწილს
შეადგენს 4 ავტორის თხზულება:მათეს,მარკოზის,ლუკასი და იოანესი,რომელტა
აღსანიშნავად ქართულად 2 სიტყვა იხმარება: ევანგელიე,რაც ბერძნული სიტყვაა და
ქართულად სახარებას ნიშნავს.ოთხივე ნაწარმოები შეიძლება 1 წიგნში იყოს
მოქცეული,მაშინ მთელ წიგნს „სახარება ოთხთავი“ ეწოდება.

ჩვენამდე მოღწეულია სახარები შემდეგი ნუსხები:1.შატბერდის 2.ურბნისის 3.ოპიზის


4.ჯრუჭის 5.სინას მთის 4 ცალი 6.წყაროსთავის 7.ქსნის 8.პარხლის 9.სინას 10.ბერთას
11.ტბეთის 12.ცენტრარქივის.

ჩვენთვის ცნობილი სახარების ხანმეტური და საბაწმინდური რედაქციები.

ახალი აღთქმის წიგნების მეორე ნაწილს ეწოდება სამოციქულო.მასში


მოთავსებულია:საქმე მოციქულთა,7 კათოლიკე ეპისტოლე,14 ეპისტოლე პავლე
მოციქულისა და აპოკალიპსი.თ.ჟორდანიას დაკსვნით სამოციქულო ქართულად
ითარგმნა 399 წელს ქრისტეს შემდგომ.

3.აღწერეთ პურობის ეპიზოდი.ახსენით შუშანიკის საქციელი,როდესაც მან ჯოჯიკის


ცოლს ღვინით სავსე ჭიქა შეალეწა სახეში.განსაზღვრეთ ეპიზოდის სიმბოლური
მნიშვნელობა.

ვარსქენს მსახურები გაფრთხილებილები ჰყავდა,რომ დღეს მას,ჯოჯიკსა და


ჯოჯიკის ცოლს უნდა ევახშმათ.შებინდებისას იხმეს ჯოჯიკის ცოლი,რათა მას
შუშანიკის მოეყვანა სავახშმოდ.და როდესაც პურობის დრო მოახლოვდა ჯოჯიკი და
მისი ცოლი შუშანიკთან შევიდნენ, რათა მისთვისაც ეჭმიათ პური, რადგან ამ ხნის
მანძილზე დედოფალს არაფერი ეგემა, და ძალით წაიყვანეს სასახლეში.
შუშანიკმა პირი არაფერს დააკარა, ხოლო ჯოჯიკის ცოლმა მას ღვინით სავსე ფიალა
მიაწოდა, რათა ეს მაინც შეესვა. განრისხებულმა შუშანიკმა თქვა:“ოდეს ყოფილ არს
აქამომდე,თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური ?!“. დედოფალმა გაიქნია
ხელი და ღვინით სავსე თასი სახეში შეალეწა ჯოჯიკის ცოლს, ღვინო კი დაიქცა.მაშინ
დაიწყო ვარსქენმა გინება და შუშანიკის წიხლებით ცემა, შემდეგ კი აიღო ასტამი,
სახეში ჩაარტყა და თვალი დაუსია.იგი უწყალოდ ურტყამდა სახეში მუშტებს და
თმით ათრევდა დედოფალს. გამხეცებული ვარსქენი ყვიროდა, როგორც მძვინვარე
მხეცი და ცოფიანივით ღრიალებდა.მაშინ მისაშველებლად წამოდგა ჯოჯიკი და
იბრძოდნენ მანამ, სანამ მასაც არ მოხვდა, ვარსქენმა მას თავიდან კუბასტი  მოგლიჯა
და ძლივს გამოაცალა ჯოჯიკმა ხელიდან ვარსქენს შუშანიკი, ისე როგორც მგელს
კრავი.მკვდარივით იწვა შუშანიკი მიწაზე, ვარსქენი კი აგინებდა მის გვარ-ჯიშს და
ოჯახის მაოხრებელს ეძახდა; ბოლოს ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ფეხებზე
ბორკილი დაედოთ.შუშანიკს სპარსი კაცის თცოვნით ბორკილები ახსნეს და ოთახში
გამოკეტეს.
შუშანიკის საქციელი რამდენიმე მიზეზითაა ახსნილი.ზოგიერთის
აზრით,ღვინოს,როგორც უფლის სისხლს და პურს,როგორც უფლის
ხორცს,შუშანიკი,რა თქმა უნდა,ვერ მიიღებდა და არ ეზიარებოდა ვარსქენის
საქმეებს.სწორედ ამან გამოიწვია მისი ასეთი საქციელი და ჯოჯიკის ცოლს ღვინით
სავსე ჭიქა შეალეწა სახეში.ასევე მათთან ერთად პურობა თითქოს ნიშნავდა თავიანთ
მხარეს გადაბირებას,რაც ნიშნავდა ვარსქენისავით უფლის ღალატს.რევაზ სირაძეს
ეეჭვება,რომ შუშანიკი ამ ეპიზოდში სიფიცხეს აჩვენებდეს.მისი აზრით,შუშანიკმა ამ
საქციელით მოიშორა მოძალადენი,რომლებიც ცდილობდნენ,რომ ნება-ნება
დაეყოლიებინათ იგი.ის პურობის დროს ყველას უჩვენებს თავისი გადაწყვეტილების
სიმტკიცეს,მზადყოფნას მომავალი ტანჯვისთვის.
იგი არც იმდროინდელ ტრადიციას არღვევს (მამათა და დედათა პურის ერთად
ჭამა),არც საზრდოს იღებს წარმართ ქმართან ერთად და,შესაბამისად,არც სულიერად
უახლოვდება მას.

4.კ.კეკელიძის თვალსაზრისი „ევსტათი მცხეთელის წამების“ ავტორის შესახებ.


ა.ჰარნაკისა და ივ.ჯავახიშვილი ფიქრონდნენ,რომ ავტორი თხზულებისა არის
ევსტათის თანამემამულე გქრისტიანებული სპარსელი.ამის მთავარ საბუთად
დასახელებულია გარემოება,ნაწილი ტექსტისა,სადაც ნათქვამია,რომ სპარსთა
რჯული თავდაპირველი რელიგიაა,აბრაამი სპარსეთის მოქალაქეა,ხოლო ბაბილონი
სპარსეთის ქალაქია.მათი აზრით,ამისი თქმა მხოლოდ სპარსელ შეეძლო როგორც
სპარსული ეროვნული თვალსაზრისის მატარებელს.ეს მოსაზრება კ.კეკელიძის
აზრით,გაუგებარია.იგი ფიქრობს,რომ აქ საქმე უნდა გვქონდეს უძველესი
აპოკრიფების გამოძახილთან,რომ გმირი ნებროთი,რომელიც აბრაამამდე გაცილებით
ადრე ცხოვრობდა,იუნიტან გრძენულისგან სწავლობდა სპარსთა გრძენბასა და
მოგვობას.ხოლო რაც შეეხება აბრაამის სამშობლოს,ქალდეასა და ბაბილონს,აქ
კ.კეკელიძის აზრით,საქმე უნდა გვქონდეს ბიბლიურ ტრადიციასთან:ბიბლიაში
ბაბილონის ქვეყანას ქალდეველთა ქვეყანაც ეწოდება,ხოლო ორივენი ხშირად
სპარსეთთან არიან გაიგივებულნი.ისეთი ფრაზები,როგორიცაა: „მოიწია კაცი ერთი
სპარსეთით“, „მოვიდა იგი ქალაქად მცხეთად“, ეჭვს არ ტოვებენ ,რომ თხზულება
ქართლშია დაწერილი.ხოლო წმინდა,ბუნებრივი ქართული სტილი თხზულებისა,
მისი დახვეწილი ენა შეუძლებელს ხდის,რომ ძეგლი ეთარგმნათ უცხო ენიდან ან
გაქრისტიანებულ სპარსელს დაეწერა.გარდა ამისა,თხზულება გამსჭვალულია ღრმა
პატრიოტული გრძნობით.

5.მშობლებისა და გაქრისტიანებული შვილების ,წარმართებისა და ქრისტიანების


ურთიერთობა „კოლაელთა წამების“ მიხედვით; პროზელიტიზმის პრობლემა.

„კოლაელთა წამებაში“ ნაჩვენებია ერთი მხარე სოციალურ-იურიდიულ


ცხოვრებისა,რომლის თანახმადაც მშობლები საკუთარი შვილების სრული ბატონ-
პატრონნი ყოფულან იქამდე,რომ ისინი სიკვდილითაც კი დაუსჯიათ.საყურადღებოა
აქ იმ ურთიერთობის აღნიშვნა,რომელიც იმ დროს დამყარებული ყოფილა
ქრისტოანობასა და წარმართობას შორის.წარმართობა აქ ჯერ კიდევ ძლიერია,თუმცა
ქრისტოანობა აბსოლუტურად აკრძალული არ არის.ეს კარგად ჩანს იქიდან,რომ
ქრისტიანთა და წარმართთა შორის იმდენად მეზობლური განწყობილება
არსებობდა,რომ წარმართი და ქრისტიანი ბავშვები ერთად თამაშობდნენ.მშობლები
ამას არ უშლიდნენ მათ.ქრისტიანებს არ სდევნიდნენ,არ ავიწროვებდნენ პირადი
რწმენისათვის ,მაგრამ პროზელიტიზმი , ქრისტიანობის ქადაგება და გავრცელება
წარმართთა შორის სასტიკად აკრძალული ყოფილა,რაც იქიდან ჩანს,რომ სოფლის
ხუცესი ბავშვებს ღამით ნათლავს.იმის გამო,რომ მღვდელმა ბავშვები მონათლა, იგი
სასტიკად დასაჯეს.ბავშვების დახოცვით კი სხვებიც შეაშინეს.

6.“აბოს წამების“ კომპოზიცია.

„აბოს წამება“ პოლიჟანრული ნაწარმოებია: I თავი ქადაგებაა,II-III თავებში საკუთრივ


აგიოგრაფიული თხრობაა,ხოლო IV თავი ჰიმნოგრაფიული ხასიათისაა. I და IV
თავები ერთმანეთს ემსგავსება ზოგადი მსჯელობითა და მიმართვის
ფორმით.პირველ თავში მსმენლისადმია მიმართვა, მეოთხე თავში კი - აბოსამდი,რაც
ამ თავს ლირიზმს ანიჭებს.ეს მთელ ნაწარმოებს პოლიფონიურობას სძენს და იქმნება
ე.წ „ღერძულ სიმეტრიაზე“ აგებული კომპოზიცია.მისი „ღერძი“ სწორედ
აგიოგრაფიული II-III თავებია,როგორც ერთი მთლიანობა და მის მიმართ
სიმეტრიულად ლაგდება ერთმანეთის მსგავსი I და IV თავები.იგი ანალოგიას პოვებს
თვით ქართული ტაძრის კომპოზიციაში,სადაც ღერძული სიმეტრიის ცენტრი
გუმბათია,ხოლო ტაძრის სიმეტრიულად შეთანადებული ელემენტები ერთმანეთს
მთლიანად არ იმეორებენ.

7.წმ. აბო საპყრობილეში და მისი სულიერი გამოცდა.

წმ.აბო სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურს საპყრობილეში გადის და


აღწევს.ესაა ღმერთთან შესახვედრად მზადების პერიოდი და აქედან გამომდინარე
განმღრთობის პროცესის წინასწარგადაწყვეტაც.წმ.აბო სასუფევლის
მკვიდრობისათვის,ზეცათა მოქალაქეობის მოსაპოვებლად ემზადება.ის ბედნიერია
ტავისი ხვედრით.აბო საპყრობილეში დღე და ღამე ლოცულობდა და
მარხულობდა.მან აქ კეთილი საქმე გააკეთა : გაყიდა ყველაფერ,რაც ებადა და
გლახაკებს აპურებდა.მასთან ავის მრჩეველნი და ცრუ მოძღვარნი მიდიოდნენ და
ეუბნებოდნემ,რომ არ გაეწირა თავისი ახალგაზრდობა და მოძმეები,რადგან
ქრისტესგან სარგებელი არ ჰქონდა.მას ქონებასაც და ფუფუნებასაც
სთავაზობდნენ,მაგრამ ის უარს ამბობდა ამ საცთურზე.აბო მათ არ უსმენდა და
ლოცულობდა.მეცხრე დღეს მას იწინასწარმეტყველა,რომ მომდევნი დრეს
არესრულებოდა და ღამით, გაყიდული ტანსაცმლით ნაყიდი კერეონები ეკლესიებს
გადასცა და განთიადამდე ილოცა.სანთლები ბორკლებზე ილეოდა.

8.რას გულისხმობს „გობრონის წამების“ ავტორის საეკლესიო-პროვიდენციალური


თვალსაზრისი ?

მარტვილობა მაინცდამაინც დიდი არ არის,მაგრამ ისიც,რაც არის,მომეტებულ


ნაწილად,წარმოადგენს გრძელ საღვთისმეტველო ტრაქტატს,რომელიც საღმრთო
წერილის ტექსტებითა და განყენებული მსჯელობითაა შეზავებული.ავტორის
თვალსაზრისი საეკლესიო პროვიდენცალურია:მისი აზრით,უცხო და გარეშე მტრის
შემოსევა,ომიანობა და ქვეყნის აწიოკება ღვთის რისხვაა და შურისძიება ადამიანთა
უკეთურების გამო.მაგალითად, სტეფანე სომხების მოოხრებას აბულ-კასიმის მიერ
იმით ხსნის,რომ ისინი ცოდვისმოყვარე ხალხია,რომელთათვის ქრისტე „ცუდად“
მოკვდა.კ.კეკელიძე წერს: „განა სტეფანე ვერ მტბევარი ვერ ხედავდა,რომ
ქართველებს,რომელნიც სტეფანეს შეხედულებით უარყოფით თვისბებეს
მოკლებულნი არიან,აბულ-კასიმმა არანაკლები უბედურება დააყენა?“.

9.როდის არის შემუშავებული „წმინდა ნინოს ცხოვრების“ შატბერდულ-ჭელიშური


რედაქცია? წარმოაჩინეთ ამ ხელნაწერთა ისტორია.
უძველესი რედაქცია „წმ. ნინოს ცხოვრებისა“ შემორჩენილია შატბერდულ(X ს) და
ჭელიშურ (XII ს) ხელნაწერებში და მას შატბერდულ-ჭელიშურ რედაქციას
უწოდებენ.ჭელიშური ხელნაწერი გვიანდელია,მაგრამ მისი ტექსტი ზოგჯერ უფრო
სიძველეს ამჟღავნებს,ვიდრე შატბერდული.ჭელშურის ტექსტი გადმოწერილია
მეცხრე საუკუნის დედნიდან.იმის გამო,რომ ეს 2 ტექსტი ერთმანეთს მიჰყვება
რედაქციული თვალსაზრისით შატბერდულ-ჭელიშურად იწოდება და IX-X
საუკუნის ძეგლადაა ცნობილი.“შატბერდის კრებული“ არაა ეორტალოგიური
კრებული, იგი სასწავლო კრებულია.“წმ. ნინოს ცხოვრებასაც“ აქ არ აქვს მხოლოდ
აგიოგრაფიული სახე.მას წინ უძღვის ქრონიკა ,რომელშიც მოცემულია უძველეს
ქართველ მეფეთა, წარმართულ ღმერთთა და მღვდელთმთავართა სია.

10.გადმოეცით წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა,მცხეთაში


დამკვიდრება,ქრისტიანობის ქადაგება და კერპთა მსხვრევა.

წმინდა ნინო საქართველოში ჯავახეთის მთით შემოდის.ფარავნის ტბასთან მან


მეთევზეებისგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა და ღმერთს მადლობა
შესწირა.წმინდა ნინომ იქ მყოფ მწყემსებს ვინაობა ჰკითხა და გაიგო,რომ ზოგი
მცხეთიდან იყო,მცხეთის გაგონებაზე ის იმდით აივსო.დასასვენებლად მიწაზე
მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა
და უთხრა: „ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის
მოივლინე“. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს
ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.ჩვენების შემდეგ წმიდა ნინომ დიდხანს
ილოცა. მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს და შემწეობა სთხოვა.ლოცვის
დამთავრების შემდეგ უშიში გონებით წარემართა.წმ. ნინო ქალაქ ურბნისში
მოვიდა,სადაც კერპთმსახურნი იხილა.იგი ჰურიათა სანოვაგეებში შევიდა,მან კარგად
იცოდა ბერძნული და ებრაული ენები.

ერთი თვის შემდეგ ურბნისიდან მცხეთაში ურიცხვი ხალხი წავიდა არმაზის თაყვან
საცემად და წმინდა ნინოც მათ გაჰყვა.მცხეთაში მისული ნინო ხედავდა თუ როგორ
დაებნელებინა კერპებს ქართველები და ტიროდა მათი ცდომილებისთვის.მეორე
დღეს საყვირს დასცეს და ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი არმაზის
მთისკენ დაიძრა.აქ იყვნენ მეფე და დედოფალიც.მთაზე ასულმა ნეტარმა ნინომ
იხილა არმაზის კერპი:სპილენძის კაცი ოქროს ჯაჭვით,სამხრეთი და
ჩაფხუტით,ხელში ხმალი ეჭირა.კერპს ბივრიტისა და იაკინთის თვალები ჰქონდა.მის
მარჯვნივ და მარცხნივ გაცი(ოქროსი) და გაიმი(ვერცხლის) იდგნენ.

როგორც კი იხილა ნინომ მტრისგან დაბნელებული ერი,მაშინვე განშორდა ამ


ადგილს და მთის ძირას ღმერთს სთხოვა რომ ხალხისთვის ჭეშმარიტი გზა
დაენახებინა.ლოცვის დასრულების შემდეგ საშინელი ქარი და ჭექა-ქუხილი
ამოვარდა,ხალხი დაიფანტა,სეტყვამ გაანადგურა კერპები.როცა დამშვიდდა
იქაურობა,ნინო წამოვიდა და ერთ ხეზე ჯვარი გამოსახა,რომელთანაც 6 დღე და ღამე
ლოცულობდა.

11.ასურელ მამათა წარმომავლობის საკითხი სამეცნიერო ლიტერატურაში.

საკმაოდ საკამათოა ასურელ მამათა სადაურობის საკითხი სამეცნიერო


ლიტერატურაში.მეცნიერთა ნაწილს ისინი ანტიოქიელებად მიაჩნია,ნაწილს კი
ქართველებად.

დ.ჩუბინაშვილი,შ.ნუცუბიძე,კ.კეკელიძე და სხვანი ფიქრობდნენ,რომ ისინი


ასურეთიდან მოსული ეროვნებით ქართველი მოღვაწენი იყვნენ.

კ.კეკელიძის აზრით,მათი ქართველობის დამადასტურებელია ქართლში


მოსვლისთანავე მათი ქართუულად ამეტყველება,ხოლო ქართლ-კახეთში
მიმოფანტვა მშობლიურ ადგილებში წასვლად იქნა აღქმული.

დ.ბაქრაძეს შესაძლებლად მიაჩნია 13 ასურელი მამის ქართველობა.ამის საბუთად მას


მოჰყავს მოსაზრება,რომ ადრე ქართველი მოღვაწეები და მთარგმნელები ანტიოქიაში
და მის გარშემო შრომობდნენ.გარდა ამისა, ის ასახელებს გარემოებას,როცა მამები
შემოსვლისთანავე ქართულად იწყებენ მეტყველებასა და წირვა-ლოცვას.

თუმცა შესაძებელია ასურელ მამათა ქართულად მეტყველება გამოწვეული


ყოფილიყო არა ეროვნული,არამედ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით.ეს კი
დაკავშირებულია VI საუკუნეში სპარსელების მიერ ბერძნულენოვანი
ღვთისმსახურებისა და ამ ენიდან თარგმანის აკრძალვასთან.ქართული ენა კი
ბერძნულის მსგავსად ქალკედონიტობის ენად მიიჩნეოდა.სწორედ ამიტომ ასურელი
მამები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ქართულ ენას.ქართული ენა მათთვის
ქალკედონიტობის იარაღია.ეს იარაღი განსაკუთრებით გამოსადეგი იყო იმ
დორს,რადგანაც ქართული ენა მოსახლეობის დედაენა იყო,ამიტომაც მისი აკრძალვა
სპარსეთს მხოლოდ ზოგადად შეეძლო ეკლესიებში და არა ქვეყანაში.

საინტერესოა რ.თვარაძის მოსაზრება,რომელსაც წმ.შიო მღვიმელის ქართულად


საგალობლების თხზვაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა,რომ არაქართველი ამას
ვერ იზამდა.

12.ქრისტიანული იდეოლოგის ასახვა „ილარიონ ქართველის ცხოვრებაში“.

”ცხოვრების” ერთი ეპიზოდი მთელი სიზუსტითა და სიცხადით გამოხატავს


ქართველების მესიანისტურ რწმენას. იმ პასაჟში, სადაც ღვთისმშობელი გულქვაობის
გამო საყვედურობს ულუმბოს მთის წინამძღვარს, ვხვდებით ერთობ საინტერესო
წინადადებას: “არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებად არიან მთასა ამას
მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვნებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა
შეიწყნარებ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა
ნათესავი იგი შეურყეველად მართლმადიდებლობისათვის მათისა, ვინაჲთგან
ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისა და ნათელ-იღეს” [აბულაძე 1967:20]. ეს პასაჟი მრავალი
თვალსაზრისით არის საყურადღებო. გარდა იმისა, რომ პირველი ნარატიული
ძეგლია, რომელიც პირდაპირ საუბრობს ქართველების რჩეულობაზე. ის გამოხატავს
ქართველთა მტკიცე კავშირს თავიანთ ენასთან. აქ ენობრივი ფაქტორი პირველ
ადგილზე დგას, შემდეგ საუბარია ქართველი ერის რჩეულობაზე და შემდეგ,
ქართველთა მართლმადიდებლობის სარწმუნოებაზე. სწორედ ამ სამწახნაგოვან
პრინციპს (მესიანისტური რწმენა, ენის მნიშვნელობის შეგნება და
მართმადიდებლობა) დაეფუძნა მთელი ის თეორია. ამ მონაკვეთში არანაკლებ
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ღვთისმშობლის მიერ ქართლის რჩეულობა
არგუმენტირებულია: ქართველთა “შეურყეველი მართლმადიდებლობა” სწორედ ეს
ფატორია, რომელმაც განაპირობა მათი ღვთისმშობლის წილხვედრილობა.
“ილარიონის ცხოვრებაში” გატარებული იდეა მყარდება: 1. ღვთისმშობელი “დიდად”
სწყალობს ქართველებს და უყვარს ისინი; როგორც ათონელებისა და ათონზე
შექმნილი “ილარიონ ქართველის ცხოვრებიდან” ჩანს, ქართველების რჩეულობა ორმა
ფატორმა განაპირობა: ენამ და შეურყევლმა მართლმადიდებლობამ. მათი რჩეულობა
უშუალოდ დაუკავშირდა ღვთისმშობლის კულტს და ასე შეიქმნა მესიანისტური
რწმენა.

13.“სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“,როგორც საისტორიო წყარო.

მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში სამცხეში მტკიცე საფუძველი ჩაეყარა სამონასტრო


ცხოვრებას.ამ საქმის სულისჩამდგმელია სერაპიონი,რომელმაც ზარზმაში მონასტერი
ააშენა.მისმა ძმისშვილმა ბასილმა X საუკუნეში დაწერა ბიძის ცხოვრება.

ის მასალა,რაც ბასილს ხელთ ჰქონია თავისი შრომის დაწერისას,საკმაოდ სანდო


ყოფილა,ამიტომ ეს შრომა სამცხე-საათაბაგოს უძველესი ისტორიის შესასწავლად
ფასდაუდებელია.აქ მშვენივრად არის აღწერილი ზარზმის მიდამოების ბუნება და
მოსახლეობა,ზარზმის აგების ამბავი,გიორგი ჩორჩანელის სამფლობელო და
სანადირო დაწესებულებანი,გიორგის სათნოიანი ხასიათი.უფრო მნიშვნელოვანია ეს
ძეგლი ამ მხარეში სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრების შესასწავლად:თხზულებაში
აღწერილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მონასტრის არამცთუ სახელი,არამედ მოკლე
ამბავიც.ცხოვრება ასევე მნიშვნელოვანი წყაროა ჩვენი მწერლობის ისტორიის
შესასწავლად,ვინაიდან აქედან ვგებულობთ,რომ არსებობდა მიქელ პარეხლის
„ცხორება“,აღწერილი მის მოწაფეთაგან.აქედანვე ვგებულობთ გიორგი მაწყვერელის
ვინაობას,რომელიც ცნობილი მწერალი ყოფილა.თხზულებაში კარგადაა
დასურათხათებული სამცხის სოციალურ-პოლიტ. ვითარება: ქვეყნის ბატონ-
პატრონად და გამგდედ ითვლებიან დიდებული ფეოდალები და მისი
მემკვიდრეები.ავტორმა ასევე მოქვცა ფეოდალური ცხოვრების ანომალიების
მკვეთრი სურათი.თხზულებაში ვხედავთ საზოგადოების დაბალ ფენებსაც,როგორიცა
ა გლეხობა და მათი მონაწილეობა არსებულ მოვლენებში.თხზულება საყურადრებო
ძეგლია,რომელშიც გამოხმაურებას პოულობს ჩვენი დროის იმდროინდელი
კლასობრივი ბრძოლები.

14.ჯავახეთის კრება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით და მისი ანალიზი.

მირიანმა სულსწრაფობა გამოიჩინა და მხოლოდ სამცხის „მცირეთა ეპისკოპოსთა


თანადგომით“ უკანონოდ დასვა შვილი კათალიკოსის ტახტზე,რის გამოც
გადაიმტერა ქართლის ეპისკოპოსები და მასზე „გულძვირად“ მყოფი გუარამ
მამფლი.ტექსტიდან კარგად ჩანს,რომ ბერ-მონაზვნები და სამრევლო ეკლესიის
მსახურები ერთად წყვეტენ საწირბოროტო სარწმუნოებრივ საკითხებს.აქ
მონაწილეობას იღებენ როგორც სამრევლო ეპისკოპოსები,ისე უდაბნოს მონასტრის
წინამძღვარნიც,უფრო მეტიც,არსენის საკითხი სწორედ მეუდაბნოეთა პირველმა
მოძღვარმა არქიმანდრიტ გრიგოლმა გადაწყვიტა.მოცემულ ეპიზოდში კარგადაა
დახატული საერო და საეკლესიო წოდებათა ურთიერთთანამშრომლობა,რასაც
ურთიერთსაჭიროება განაპირობებს.ასევე იკვეთება აწყურის ეპისკოპოსის ეფრემის
სახე.ჩანს,რომ ეფრემის ავტორიტეტი კრების მონაწილეთა თვალში გრიგოლის
ავტორიტეტისაზე მეტი როდია.(„ბრძანე პასუხი, რაი ჯერ-არს“)

მწერალი მოცემულ ეპიზოდში გვიჩვენებს გრიგოლის პიროვნებას და არ მალავს მის


ადამიანურ „სუსტ“ მხარეებს.მან კარგად იცოდა,რომ არსენის დასმა არაკანონიერი
იყო,მაგრამ მაინც მისი მხარე დაიჭირა.მერჩულე ცდილობს დააჯეროს
მკითხველი,რომ გრიგოლი ღმერთის ჩაგონებით მოქმედებს და არა
მიკერძოებით.მწერალი ჯავახეთის კრების მსვლელობას ისე ობიექტურად
გადმოგვცემს,რომ მკითხველს შეუძლია დაინახოს გრიგოლის უსაზღვრო
თავგამოდება მოსწავლის მიმართ..იგი ღირსეულს იცავს.სხვა დროს ზუსტად ასე
იბრძოდა უღირსთა წინააღმდეგ. სწორედ მამა გრიგოლის დიდი
სიბრძნის,გონიერების და წინდახედულობის წყალობით ადვილად მოგვარდა მეტად
ძნელად მოსაგვარებელი შფოთი,რასაც შეეძლო ქვეყნის რღვევა გამოეწვია.

15.“გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მნიშვნელობა ტაო-კლარჯეთში სამონასტრო და


საეკლესიო ცხოვრების შესასწავლად.

აღნიშნული ძეგლი მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტაო-კლარჯეთის


სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრების შესწავლისათვის.

ცხოვრებაშ პოლიტ. ყოფის ის მომენტია წარმოდგენილი,როდესაც საქართველოში


ეროვნული მთლიანობის იდეა ღვივდება და იწყება ზრუნვა საქართველოს
გაერთიანებისათვის ,რომელიც დაწყებულა ტაო-კლარჯეთიდან.ტაო-
კლარჯეთი,როცა გრიგოლი აქ მოვიდა,განადგურებული და გაუშენებელი
იყო,რადგან მურვან ყრუს შემოსევებს თან ჟამიანობა მოჰყოლია. სწორედ ეს
ნაწარმოები გვაძლევს მონასტერბისა და ეკლესიების აშენების შესახებ
ინფორმაციას,ასევეა აღნიშნული ტერიტორის დასახლებისა და ცხოვრების შესახებ
ცნობებს.გრიგოლ ხანძთელმა ჩაუყარა საფუძველი ტაო-კლარჯეთის ქართულ ბერ-
მონაზვნობასა და სამონასტრო ცხოვრებას,ააშენა რამდენიმე მონასტერი,სხვათაშორის
ხანძთის სავანე,საიდანაც მიიღო მან სახელწოდება ხანძთელი.

იმისათვის,რომ უძლიერესი და განმტკიცებული იყოს ჩვენი ქვეყანა,ამბობს


გრიგოლი,საჭიროა შეერთდეს 4 ძალა:უფლის წყალობა,წმ.გიორგის
მეოხება,სასულიერო პირების ლოცვა და საერო პირების მატერიალური
დახმარება.ხანძთის ძმობას ეს 4 ძალა შეაერთა.საქართველოს გადარჩენისა და
აყვავება-გაძლიერების უმთავრესი საფუძველი სწორი სარწმუნოებრივი ცხოვრება
იყო.

წესდების დასადგენად გრიგოლმა შეაერთა ორი საუკეთესო წეს-განგება


აღმოსავლური და დასავლური მონასტრებისა. რადგან სარწმუნოება „თვინიერ
საქმისა მკვდარ არს“,ამიტომ გრიგოლი მაქსიმალური სიმკაცრით მოითხოვდა
ძმობისგან ყველა წესის შესრულებას.

ხანძთასა და შატბერდში აშენდა მამათა მონასტერი,გუნათლესა და მერეში კი


დედათა სავანეები,დასავლეთში უბისის მონასტერი.მწერლობის ისტორიისათვის
ყველაზე მნიშნელოვანი იყო შატბერდი.გრიგოლის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს
მონასტრების შენება:იშხანში,ნეძვში.

16.გიორგი მთაწმინდლის პაექრობა ანტიოქიის პატრიარქთან და მისი მნიშვნელობა.

1056 წელს გიორგიმ მონასტრის წინამძღვრობა სხვას გადააბარა და ანტიოქიაში შავ


მტაზე დაბრუნდა,სადაც საღვთისმეტყველო-ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყო
ხელი.მომდევნო 1057 წელს მას მოუხდა ანტიოქიის პატრიარქის თეოდოსის წინაშე
წარდგომა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დაცვა.

წმ.გიორგის პოლემიკა ანტიოქიის პატრიარქთან ადასტურებს მის მომზადებასა და


სულიერ სიძიერეს. ათონის ივერონის მონასტრის ერთ-ერთმა უდიდესმა მოღვაწემ
აღნიშნა ქართული ეკლესიის სამოციქულო წილხვედრობა და დაასაბუთა მისი
მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობა.

გიორგი მცირეს აგიოგრაფიული თხზულება მოგვითხრობს წმ.გიორგი


მთაწმინდელისა და ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსის შეხვედრის მიზანსა და
შედეგზე.მსჯელობა სეეხებოდა ქართველთა მართლმადიდებლობისა და ქართულ
ეკლესიაში ლიტურგიის არსრულების საკითხს.ისინი ქართული ეკლესიისგან
მორჩილებას მოითხოვდნენ..პატრიარქმა ქმ.გიორგისგან გამოიკითხა ყოველივე რაც
აინტერესებდა .გიორგიმ ახსენა ანდრია პირველწოდებულის „მიმოსვლანი“ და
ქართული ეკლესიის სამოციქულოდ მიჩნევის საფუძველი დაიცვა.მან მიუთითა,რომ
ქართული ეკლესია დაფუძნებულია წმ. ანდრია მოციქულის მიერ ,ანტიოქიის წმ.
პეტრეს მიერ,უმცროსს უფროსის მორჩილება მართებსო.
ეს იყო შეუპოვარი ბრძოლა საქართველოს უფლებების დასაცავად.ეს კამათი იმასაც
მოწმობს,რომ ამ დროისთვის ქართული გალობის მრავალხმიანობა
საუკუნეებგამოვლილია ,წინააღმდეგ პატრიარქი ამას გიორგის წინააღმდეგ
გამოიყნებედა.

IV ვარიანტი

1.ქართული ანბანის წარმოშობის სომხური თეორია.

V საუკუნის სომეხი მწერლის, კორიუნის „მესროპ მაშტოცის ცხოვრების“ მიხედვით,


სომხური, ქართული და ალბანური ანბანის შემქმნელად გვევლინება მესროპ
მაშტოცი(V საუკუნის I მეოთხედი). ეს ცნობა ქართულ სამეცნიერო წრეებში გამოჩნდა
მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში. მის ორიგინალურობაშ ეჭვი შეიტანა
ივ.ჯავახიშვილმა. მისი აზრით,ცნობა მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის
თაობაზე არ იკითხება კორიუნის თხზულებბის პირველ რედაქციაში, რომლითაც
ისარგება ლაზარ ფარპეცმა და თავისი ნაშრომი დააყრდნო ამ ცნობას, ის არაფერს
ამბობს მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ. ეს ცნობა ასევე უცნობია
მთელი რიგი სომხური წყაროებისთვისაც.ამ თეორიის საყრდენ არგუმენტად
მიჩნეულია ქართული და სომხური ასოების ზოგადი მსგავსება სტილისა და ფორმის
მხრივ. მოხაზულობის მხრივ მსგავსება მხოლოდ გარეგნულია. პრინციპი ასოთა
მოხაზულობისა კი მკვეთრად განსხვავდება.ქართული ასო-ნიშნები ერთიან
გრაფიკულ პრინციპს ეყრდნობა, სომხურისა კი არა. განსხვავებაა ამ ანბანებს შორის
ასოთა რიგშიც. ქართული ზუსტად მისდევს ბერძნული ანბანის ასოთა რიგს,
სომხურში კი სპეციფიკური ასო-ნიშნები ძირითად ნაწილშია
განფენილი.შესაბამისად, განსხვავდება მათი რიცხვითი სისტემებიც. ქართულ
ანბანში მეექვსე ადგილას დგას ასო „ვინი“, როგორც უძველეს ბერძნულში. სომხურში
კი ეს ასო 30-ე ადგილასააა. ყველაფერს ემატება ისიც, რომ როგორც ირკვევა, მესროპს
არ ცოდნია ქართული. ანბანის შექმნა კი ამ ენის ღრმა ლინგვისტურ ანალიზს
საჭიროებს, რასაც მესროპი ვერ მოახერხებდა. შესაბამისად, ივ.ჯავახიშვილი ასკვნის,
რომ ქართული ანბანის შექმნა სომეხი მოღვაწის მიერ, კორიონის ცნობაში გვიანდელი
ჩანართია, რაც განაპირობა მეცხრე საუკუნეში ამ ასო-ნიშანთა ერთმანეთზე
დამსგავსებამ. კერძოდ, სწრაფი წერის დროს ნუსხური ასოები მარცხნივ გადაიხარა
და მიემსგავსა სომხურს.

2.განმარტეთ სიტყვა ბიბლიოლოგიის წარმომავლობა და მნიშვნელობა.

“ბიბლია” ბერძნული სიტყვაა და წიგნებს ნიშნავს. აქ იგულისხმება ღვით


შთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული.
ბიბლიოლოგია კი ბიბლიის შემსწავლელი მეცნიერებაა. სახელწოდება ბიბლია
დაამკვიდრეს მეოთხე საუკუნეში იოანე ოქროპირმა და ეპიფანე კვიპრელმა.
3.დაიმოწმეთ და გააანალიზეთ საერო წოდების წარმომადგენელთა უპირატესობის
დამადასტურებელი ეპიზოდები სასულიეროსთან შედარებით „შუშანიკის
წამებიდან“.

შუშანიკის წამებაში გვხვდება რამდენიმე ისეთი ეპიზოდი, რომლებშიც ჩანს


იმდროინდელი (V ს.) საერო პირების უპირატესობანი სასულიერო პირებთან
შედარებით.

ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია ვარსქენის ჰონებთან ბრძოლიდან დაბრუნების


შემდეგი საუბარი ეპისკოპოს აფოცთან.იგი აფოცს სთხოვს ცოლის დაბრუნებას, მას
აბრალებს განშორებას და იწყებს ღვთის სასტიკ გმობას.ერთ-ერთი ხუცესი შებედავს
ვარსქენს: რატომ გმობ უფალს, აგინებ ეპისკოპოსს და რისხვით მოიხსენიებ
შუშანიკსაო,ამაზე ვარსქენი განრისხდება და ხუცესს ზურგში კვერთხს ჩასცემს და
ისიც გაჩუმდება. სასულიერო პირები ძალადობისგან არამც თუ დედოფალს, არამედ
საკუთა თავსაც კი ვერ იცავენ.ასეა ეპისკოპოსიც, იმიტომ, რომ ვარსქენი არის
„ძლიერი ამა ქვეყნისა“

ჩანს მეხუთე საუკუნის ქართლში საერო პირები დიდი გავლენით სარგებლობენ


სასულიეროზე. ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ეპიზოდია, როცავარსქენი
შუშანიკს მიათრევს საპყრობილეში. დედოფალს გამხნევების მიზნით ერთ-ერთ
დიაკონს სურს უთხრას „მტკიცედ დეგ!“, მაგრამ დაინახავს ვარსქენს, სათქმელი
პირზე შეაშრება. მხოლოდ იტყვის :მტკი“ და სასწრაფოდ გაეცლება იქაურობას.

ამ ეპიზოდებით დასტურდება, რომ სასულიერო პირები ვარსქენის (საერო პირის)


შიშის ქვეშ იმყოფებიან.

4.განიხილეთ თეორიები „ევსტათი მცხეთელის წამების“ ავტორობის შესახებ .

ნაწარმოების ავტორის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა ის ევსტათის


თანამედროვე და ამ ამბის თვითმხილველი უნდა ყოფილიყო, რადგან ნაწარმოებში
წერია: ევსტათი აწამეს, მაგრამ მასთან პატიმრად მყოფი ქრისტიანთა ნაწილი წამებას
გადაურჩა, ზოგი ღვთის ნებით თანდათან გარდაცვლილა, ზოგიერთი კი ამჟამადაც
ცოცხალნი არიან.ეს ფაქტი იმას მიგვანიშნებს, რომ „წმ.ევსტათის წამებიდან“,
კერძოდ, 551 წლიდან დიდ დროს არ გაუვლია, როცა ეს თხზულება შეიქმნა.
ვარაუდობენ, რომ ავტორი ევსტათისთან დაახლოებული პირი უნდა ყოფილიყო.

ჰარნაკი და ჯავახიშვილი ფიქრობენ, რომ თხზულების ავტორი გაქრისტიანებული


სპარსია, რადგან თხზულებაში სპარსული სჯული თავდაპირველ რელიგიად
გამოუცხადებია. აბრაამს სპარსეთის მოქალაქედ, ხოლო ბაბილონს სპარსეთის
ქვეყნად თვლის.მათი აზრით,ამისი დაწერა მხოლოდ სპარსს შეეძლო,როგორც
სპრასული ეროვნული თვალსაზრისის მატარებელსო. თუმცა კ.კეკელიძის აზრით, ეს
უძველესი აპოკრიფების გამოძახილია. ასევე ბიბლიაში ბაბილონთა ქვეყანას
ქალდევეთა ქვეყნადაც მოიხსენიებენ, ორივე ერთად კი სპარსეთთან არის
გაიგივებული.

კ.კელიძის აზრით, ფრაზები „მოიწია კაცი ერთი სპარსეთით“, „მოვიდა იგი ქალაქად
მცხეთად“ ეჭვს არ ტოვებენ,რომ თხზულება ქართლში,მცხეთაშია დაწერილი.ხოლო
ბუნებრივი ქართული სტილი ნაწარმოებისა შეუძლებელს ხდის მოსაზრებას,რომ ის
ნათარგმნი იყოს უცხო ენიდან ან დაწერილი უცხოელის მიერ.

თხზულების ავტორის იდეოლოგია კარგად ჩანს, ის მონოფიზიტური დოქტრინის


მიმდევარია. VI საუკუნეში ქართლში ჯერ კიდევ მტკიცე იყო მონოფიზიტობა.
ჩვენთან თავშესაფარს პოულობდნენ აღმოსავლეთიდაან ლტოლვილები.ცხადია, რომ
ავტორიც მონოფიზიტი იქნებოდა. ეს აპრიორული მოსაზრება თხზულებიდანაც
მტკიცდება. აქ ვკითხულობთ სამოელ არქიდიაკონის სიტყვებ: ქრისტე“ საშოისაგან
გამოვიდა და ღმრთეებაი ხორცითა არა დაეფარა, კაციმცა ვერ მიეახლა მას“ ე.ი.
ხორცი მხოლოდ გარეგანი საფარველია ღვთაებრივი ბუნებისა და არა ადამიანურისა
და ღვთაებრივის ერთობლივი ნიშანი. საყურადღებოა ბიბლიური ძველი აღთქმის
წიგნებისა და სახარების შინაარსის გამოყენებაც. თუმცა ისინი კანონიკურ ტექსტებს
არ შეესაბამება. კეკელიძის აზრით, საქმე გვაქვს თარგუმებთან.

5.განსაზღვრეთ „აბოს წამების“ დაწერის თარიღი და მასში აღწერილი ისტორიული


ეპოქა.

თხზულება 4 თავისგან შედგება. ძირითად ისტორულ ცნობებს ჩვენ ვხვდებით


პირველ თავში. „აბოს წამებაში“ ავტორი გვამცნობს ქართლის იმდროინდელ (VIII ს)
ისტორიულ მდგომარეობას. აქ სარკინოზები მძლავრობენ. არაბობის ჟამია. არაბობის
ქვეშ დამონებული ქართველები „ირყევიან ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“.
„აღვერიენით ერსა უცხოსასა“ წერს იოანე საბანისძე და ამით ხაზს უსვამს
ქართველების ეროვნულ-კულტურილი ფასეულობების განადგურების საფრთხეს.
ქართლის ერისთავია ნერსე, თუმცა ის ხალიფას დიდ ზეგავლენას განიცდის. აბოს
წამების დროს ხალიფა არის მანსურის ძე მაჰდი. თბილისში ზის ამირა.

თხზულება შეკვეთილი ხასიათისაა. აბოს მარტვილობის აღწერა ისურვა


კათალიკოსმა სამოელმა (780-790წწ), მაშასადამე, ამ თხზულების შექმნაც, სწორედ ამ
პერიოდში მოიაზრება. არაუგვიანეს VIII საუკუნისა. აბო საპყრობილეში 785 წლის 27
დეკემბერს ჩასვეს, 786 წლის 6 იანვარს კი ის აწამეს, სწორედ, ამიტომ აბოს წამება
უნდა დაწერილიყო 786-790 წლებში იოანე საბანისძის მიერ.

6.ნერსე ერისთავის სახე „აბოს წამებისა“ და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“


მიხედვით.

„აბოს წამებაში“ ავტორს კარგად აქვს გადმოცემული საქართველოს ისტორიული


ყოფა. აქ არაბობის ჟამია, სარკინოზები მძლავრობენ. ქართლს ერისთავი ნერსე
მართავს,რომელზეც არაბების გავლენა ვრცელდება.ერისთავებს არაბი ამირა
ნიშნავდა. არაბთა ხალიფა მანსურმა,რომლის დროსაც თბილისში ამირა მუმნი
იჯდა,პოლიტიკური მოსაზრებებით ბოროტ კაცთაგან შესმენილი ქართლის
ერისთავი ნერსე, ადარნასე კურაპალატის ძე, ბაღდადში გაიწვია და საპყრობილეში
ჩასვა, სადაც ნერსემ 3 წელი გაატარა. ნერსეს მამის, ადარნესეს კურაპალატად ხსენება
მისი პოლიტიკური ორიენტაციის მაუწყებელია,რადგან კურაპალატობას ბიზანტიის
იმპერატორები სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ფიგურებს წყალობის ნიშნად აძლევდნენ.
ცხადია,ერთმორწმუნე ბიზანტიასთან საშორების მოსურნე არც ნერსე იქნებოდა,
მაგრამ არაბთა გაძლიერებამ ბიზანტიასაც ზიანი მიაყენა და სხვა ქრისტიანული
ერებიც დაიმორჩილა.სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია,რომ აგიოგრაფიულ
ნაწარმოებში მთავარ პერსონაჟთან ერთად სხვა პერსონაჟიცაა წარმოსახული,რაც
აგიოგრაფიის გმირის სრულყოფილად ჩვენებას ისახავს მიზნად.ნერსე ერისთავი
აბოს წამებაში დამოუკიდებლადაც მოქმედებს და მხოლოდ წმ.აბოს კონტექსტში არაა
ნაჩვენები.ნერსე აბოს პარალელურად თითქმის დამოუკიდებლად არის მოქმედებაში
ნაჩვენები,როგორც სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების ღირსეული
პიროვნება.იგი საერო-პოლიტიკურ მოღვაწედ წარმოისახება,რომლის მიზანია
ეროვნულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება.იოანე საბანისძის თხზულებაში
სრულყოფილადაა ასახული მისი პოლიტიკური საქმიანობა.ნერსეს სახე იწერება
ერის საფიქრალის,სამწუხრისა და სატკივარის ფონზე.ის მხოლოდ სახელმწიფო
მოღვაწის სახით არ ჩანს,მწერალმა მის ადამიანურ თვისებებზეც გაამახვილა
ყურადღება.

ნერსე ერისთავი მუდმივ მოქმედებაში იმყოფება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც“


თავისი პოლიტიკურ-კულტურული საქმიანობით.ნერსე ერისთავი აქ განცალკევებით
დგას, რადგან იგი საკმაოდ განსხვავებული ინტერპრეტაციების საფუძველს იძლევა.

გრიგოლ ხანძთელი ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა, მისი მამიდა ნერსეს


მეუღლე იყო.სწორედ ის ზრდიდა ქრისტიანული წესებით გრიგოლს. საყურადღებოა,
რომ ნერსეს ოჯახი დიდ გავლენას მოახდენდა გრიგოლის პიროვნულად
ჩამოყალიბებაზე.
გრიგოლის პიროვნულობიდან შეიძლება ვიმსჯელოთ ნერსეს სახეზეც.

7.თეოდორა დედოფლის წერილის მნიშვნელობა „კონსტანტი კახის წამების“


მიხედვით.

„კონსტანტი კახის წამების“ ტექსტს მოსდევს ბიზანტიის დედოფლის


ეპისტოლე,რომელიც გამოგზავნილია კონსტანტის შვილებისა და „სახლის მისისათა
და ნათესავთა მიმართ“. მასში წმ. კონსტანტის მოწამეობრივი ღვაწლია შექებული.

კ.კეკელიძის აზრით, ეს წერილი ეს წერილი დამახასიათებელია, როგორც


გაშიშვლებული ნიმუში ბიზანტიური დიპლომატიისა, რომელსაც მიზნად აქვს,
არაბობასთან ბრძოლაში თავის მხარეზე იყოლიოს აღმოსავლეთის ქრისტიანები,
კერძოდ, ქართველები. ბიზანტიის დედოფალი ქართველ წმინდანებს აღიარებს და
ქართველებს უჩვენებს, რომ ქრისტიანობაში რჯულის დაცვა ბიზანტიას კიდევ უფრო
კეთილად განაწყობს მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიას აქვს საქართველოზე
პოლიტიკური ზეგავლენის სურვილი, ქართველებს შეუძლიათ კიდევ უფრო ძლიერი
მოკავშირე ჰყავდეთ არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში.დედოფალი ქართველი ხალხის
„სჯულკეთილობაზე“ საუბრობს.

ეპისტოლე ყურადღებას იქცევს აღმსარებლობის კუთხითაც, რადგან იქ მოტანილი


მთელი პასაჟი მიუთითებს, რომ ბიზანტიაში ხატმებრძოლეობა დედოფალმა
აღკვეთა.

8.„მიქელ-გობრონის წამების“ ავტორი და დაწერის თარიღი .

სტეფანე მტბევარი არის IX საუკუნის დასასრულსა და X I მეოთხედში მოღვაწე.


როდესაც აშოტ ერისთავთ-ერისთავმა (აშოტ კუხმა) ტბეთის საეპისკოპოსო დააარსა ,
მან პირველ ეპისკოპოსად სტეფანე დაამტკიცა.იგი სახელგანთქმული და ნაყოფიერი
მწერალი ყოფილა.მას,როგორც ჩანს,საეგზეგეტიკო მწერლობა აინტერესებდა.დაჩის
თავისი თარგმანი ეპიფანე კვიპრელის ფსალმუნთა განმარტებისა სარედაქციოდ
მისთვის გაუგზავნია.სტეფანე უფრო ცნობილი ყოფილა როგორც აგიოგრაფი.

გობრონის წამება აღუწერია სტეფანე მტბევარს,როგორც თვითონ ამბობს, აშოტ


კუხის ბრძანებით 914-918 წწ.ში.ავტორის თვალსაზრისი საეკლესიო-
პროვიდენციალურია, მისი აზრით, უცხო და გარეშე მტრის შემოსევა ღვთის რისხვა
და შურისძიებაა ადამიანთა უკეთურების გამო.

ავტორი ქრისტიანთა საქართველოში დევნის,შემუსვრისა და მათი აკლების


ნამდვილი მატიანეა.

9.“წმინდა ნინოს ცხოვრების“ რედაქციები.

უძველესი რედაქცია „წმინდა ნინოს ცხოვრებისა“ შემორჩენილია შატბერდულ (X)


და ჭელიშურ (XII) ხელნაწერებში და მას შატბერდულ-ჭელიშურ რედაქციას
უწოდებენ. ჭელიშური შედარებით უფრო გვიანდელია, მაგრამ მისი ტექსტი ხშირად
უფრო სიძველეს ამჟღავნებს, ვიდრე შატბერდული. „შატბერდული“ არ არის
„მრავალთავი“ იგი სასწავლო კრებულია.მას წინ უძღვის ქრონიკა, რომელშიც
მოცემულია საქართველოს უძველეს მეფეთა, წარმართულ ღმერთთა და
მღვდელმთავართა სია.

როცა ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრება“ შეიქმნა, მასში შეუტანია ქართლის


მოქცევა ნინო მოციქულის მიერ, სადაც დეტალურადაა განხილული წმ.ნინოს
ცხოვრება და მისი ღვაწლი.შატბერდულ-ჭელიშური რედაქცია აუღია მროველს და
თავისებურად გადაუკეთებია.რაც ძველი რედაქციის თავში იყო მოქცეული,მას
ბოლოში მოუთავსებია, I პირის მოთხრობა III პირად უქცევია,ზოგი პარაგრაფი
გამოუშვია,ზოგი მიუმატებია,ფრაზები განუვრცია და სიტყვები განუახლებია.
შემდეგი რედაქციაა არსენ ბერისა (XIIს).სადაც არის მცდელობა, რომ სხვადასხვა
დროის, მაგრამ ჩვენი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენები აღენიშნათ
„წმინდა ნინოს ცხოვრებაში“.

სრულიად განსხვავებულია ნიკოლოზ გულაბერისძის „საკითხავი სუეტისა


ცხოველისაი, კუართისა საუფლოისა და კათოლიკე ეკლესიისაი“. ეს ადასტურებს
სვეტიცხოველზე ცალკე საკითხავების არსებობას. იძლევა სვეტისცხოვლის
ყოველგვარ განმარტებას. ასევე არსებობს მე-13საუკუნის ანონიმის ნაწარმოები და
ასევე ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ისტორიაში მოცემული ცნობა.

10.დაწერეთ მირიან მეფისათვის მზის დაბნელების ეპიზოდი „წმინდა ნინოს


ცხოვრებიდან“ და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მას ?

ერთხელ, როცა მირიან მეფე თხოთის მთაზე ნადირობდა თავის მხლებლებთან


ერთად, სამხრის ჟამს დაუბნელდა მას ღმრთის განგებულებით, როგორც პირველად
პავლეს. როცა ვერაფერი დაინახა, მონებს ჰკითხა: დაბნელდეს თუალნი ჩემნი, ხოლო
თქვენ ხედავთ ნათელსა? მათ უპასუხებ, რომ ბრწყინვალედ ხედავდნენ
ნათელს.მაშინ მირიანმა მხლებლებთან ერთად შეჰვედრა ზადენსა და არმაზს, თუმცა
არაფერი სარგებელი ნახა. შემდეგ მას გაახსენდა ღმერთი, რომელსაც წმინდა ნინო
ქადაგებდა და შეჰვედრა ნინოს ღმერთს, რათა გაუნათლოს ნათელი და შემდეგ კი
მის ჭეშმარიტებას უცილობლად აღიარებდა. სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა
მყის მოფინა ნათელი,რამეთუ მას მირიანის მოქცევა სურდა. მაშინ აღაპყრო ხელები
მირიანმა და თქვა: „ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი, უფალი უფლებათაი“.
ამიერიდან შენ გაღიარებ და თაყვანს გცემო. ამის შემდეგ მირიანმა სთხოვა ნინოს,
გამოესახა ჯვარი და მისი კურთხევით აეშენებინათ ეკლესიები.ერთი იმ ადგილას,
სადაც მას უფალმა სინათლე მოჰფინა.

ემ ეპიზოდს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სწორედ აქედან იწყება


ქართლის მოქცევა და სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება.
მირიანმა, რომელიც ძლიერ ბრაზობდა ნინოზე, რათა იგი სხვა ღმერთის სახელით
კურნავდა ხალხს, თავად იხილა ჭეშმარიტი ღმერთის სასწაული და იწამა იგი. მეფე,
მოგეხსენებათ, პირველი კაცია სახელმწიფოში და იგი ყვეალსთვის მისაბაძია. ამიტომ
უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეფის მოქცევას, რათა შემდგომ მის მფარველობაში
მყოფი ადამიანების მოექცნენ ჭეშმარიტ გზაზე. სწორედ ასე მოხდა ამ სემთხვევაშიც,
მირიანის მოქცევამ განაპირობა სრულიად ქართლის მოქცევაც.

11.კ.კეკელიძისა და ივ. ჯავახიშვილის აზრით, რას უკავშირდება ასურელ მამათა


მიმოსვლა ქართლში? წარმოაჩინეთ მათი შეხედულებების განსხვავებულობა .

ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისით,ძველ ქართველ ავტორთა თხზულებების


მიხედვით,ასურელი მამების მიზანი მართლმადიდებლობის განმტკიცება იყო.მისი
აზრით,ასურელი მამები მონოფიზიტობის დაუძინებელი მტრები იყვნენ.
კ.კეკელიძის აზრით,ასურელმა მამებმა დიდი ღვაწლი დასდეს ქართლის ეკლესიის
გაძლიერებას კერპთაყვანისმცემლობასთან ბრძოლაში.მას მიაჩნია,რომ მამებს
თავიანთი მოღვაწეობა მონასტრების საშუალებით განუხორციელებიათ.პირველი
მონასტრების დაარსებას მეცნიერი სწორედ 13 ასურელ მამას მიაწერს.ასევე ის
მიიჩნევს,რომ ასურელი მამები ეროვნებით ქართველები იყვნენ და სარწმუნოებით
დიოფიზიტები,შესაბამისად, ღვაწლად ვერ მივაწერთ მათ მიერ დიოფიზიტობის
გარცელებას.

12.„სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ ავტორი. თხზულების ქრონოლოგია .

ზარზმის მონასტერში შექმნილი საღვთისმეტყველო ლიტერატურული


მემკვიდრეობიდან ყველაზე მნიშვნელოვანია X საუკუნის დასაწყისში, 20-იან
წლებამდე ბასილი ზარზმელის მიერ დაწერილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები
„სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“. იგი გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრებაზე“ 30 წლით ადრე დაიწერა.სერაპიონმა ღრმა მოხუცებულობამდე
მიაღწია, გარდაცვალების შემდეგ იგი ზარზმის ტაძარში დაკრძალეს. მისივე
ანდერძით წინამძღვრად გიორგი აირჩიეს.გიორგის შემდეგ- მიქაელი და პავლე.
პავლეს შემდეგ ზარზმის წინამძღვარი იყო სერაპიონის ძმის შვილი ბასილი. ძმისა,
რომელიც კლარჯეთში მამისეულ სახლში დარჩა და ოჯახს მოეკიდა.ბასილი არ
მოსწრებია წმ.სერაპიონს, რადგან ზარზმაში მისი გარდაცვალების შემდეგ მოვიდა.
მან ლუსკუმაში ჩაასვენა სერაპიონის ძვლები და 29 ოქტომბერს დააწესა მისი
ხსენება.შემდეგ კი დაწერა მისი ცხოვრების ამსახველი თხზულება.ბასილი
ზარზმელმა ბიძის ცხოვრება ჯერ კიდევ წინამძღვრობამდე დაწერა.მასალა თავისი
თხზულების დასაწერად მას სხვადასხვა წყაროდან უნდა ამოეღოს.თხზულებაში
გადმოცემულია ცნობები არა თუ სერაპიონის დროისა,არამედ თვით ბასილის
დრომდე.

13.„ილარიონ ქართველის ცხოვრების“ ავტორის პრობლემა სამეცნიერო


ლიტერატურაში .

„ილარიონ ქართველის ცხოვრება“ ჩვენამდე 3 რედაქციითაა მოღწეული.ესენია:ძველი


ათონური,მეტაფრასული და სვინაქსარული.

ძველი ათონური რედაქცია თავდება ასე:“ბასილი პროტოასიკრიტმან და


ფილოსოფოსმან და ღირსმან მონაზონმან აღწერა ცხოვრებაი წმიდიასი ამის“.ამ
სიტყვებიდან ჩანს,რომ თხზულება დაუწერია მდივანთ უხუცესსა და ფილოსოფოსს
ბასილ მონაზონს ბასილი მეფის ბრძანებით.თუმცა არსებობს
არგუმნეტები,რომლებიც აბათილებენ ბასილი ბერის ავტორობას ათონური
რედაქციის თვალსაზრისით. ეს საბუთებია: 1)თხზულების ბოლოს წარწერა
წარმოებულია მესამე პირში. გარდა ამისა,იგი როგორც, მონაზონი ვერ უწოდებდა
თავის თავს ფილოსოფოსსა და „ღირსს“. 2)ავტორი თხზულებისა ისეთ ნაცნობობას
იჩენს ქართველებისას,რომ ბერძენი, მითუმეტეს IX საუკუნეში მოღვაწე, ვერ
გამოიჩენდა.3)შეიძლება მას გაგონილი ჰქონოდა ქართლში მრავალი წმინდანის
გამოჩენა,მაგრამ მას ქართული აგიოგრაფიის ისტორია იმდენად არ
ეცოდინებოდა,რომ საყვედური გამოეთქვა ქართული აგიოგრაფიისადმი. 4)ავტორი
კრძალვით მოიხსენიებს რომაელთა ღვთისნიერებას და მათ სათნოიან ცხოვრებას. IX
საუკუნეში კი ატყდა სასტიკი კამათი რომისა და კონსტანტინოპოლის
სამღვდელოებას შორის, რომელიც ამ ეკლესიათა განშორებით დასრულდა.
5)თხზულებაში პირდაპირაა ნათქვამი,რომ ის ბასილის შეუძლებელია
ეკუთვნოდეს.ყველა ამ საბუთის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ათონის
რედაქცია დაწერა არა ბასილიმ,არამედ ვიღაც ქართველმა.

ილარიონის „ცხოვრება“ პირველად დაუწერია ენკომიის სახით მი თანამედროვესა და


,შეიძლება,თვითმხილველს ბასილი მონაზონს იმ მასალის მიხედვით,რომელიც
მისთვის წმ. მამის მოწაფეებს მიუწოდებიათ. სწორედ ეს შრომა დაედო საფუძვლად
ზემოთხსენებულ 3 რედაქციას.

ა.ცაგარელის კატალოგის N.0 72 ხელნაწერი გვაძლევს უტყუარ საბუთს,რომ ძველი


ათონური რედაქცია ილარიონ ქართველის „ცხოვრებისა“ ეკუთვნის ექვთიმე
მთაწმინდელს.ეს არის ნახევრად ორიგინალური,ნახევრად ნათარგმნი
ნაწარმოები,რომელიც დაწერილი უნდა იყოს 991 წელს.

მეტაფრასული რედაქცია წარმოადგენს გარდაქმნა-გადაკეთებას ძველი ათონური


რედაქციისას და დაწერილი უნდა იყოს XI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში,
შეიძლება, თეოფილე ხიცესმონაზონის მიერ.

სვინაქსარული რედაქცია,რომელიც წარმოადგენს სინთეზს ძველი და მეტაფრასული


რედაქციებისას , დაწერილია და შეტანილი გიორგი მთაწმინდლის „დიდს
სვინაქსარში“ XII საუკუნის დამდეგს უცნობი ავტორის მიერ.

14.„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ პირველი გამოცემის ისტორია .

თხზულების ერთადერთი ხელნაწერი „იერუსალიმი 2“ ნ.ჩუბინაშვილმა აღმოაჩინა


1845 წელს . ნახევარი საუნუკის შემდეგ 1901-1902 წლებში აკადემიკოსმა ნ.მარმა და
ივ.ჯავახიშვილმა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ იერუსალიმის საპატრიარქო
ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს. ნ.მარმა ტექსტი ხელნაწერიდან გადმოიწერა,
მეცნიერულად შეისწავლა თავისივე შესრულებული რუსული თარგმანი, ტაოსა და
შავშეთ-კლარჯეთში მოგზაურობის დღიური და უაღრესად მნიშვნელოვანი
ფილოლოგიურ-ლიტერატურისმცოდნეობითი გამოკვლევა დაურთო და 1911 წელს
გამოსცა. ეს იყო თხზულების პირველი გამოცემა.
15.ადარნასე კურაპალატის სამიჯნურო ეპიზოდი და მისი ანალიზი .

ადარნასე კურაპალატს, რომელიც იყო აშოტის ძე, დიდი ვნება შეემთხვა. მან მეძავი
ქალის გამო თავისი ცოლი აფხაზეთში გაამგზავრა, თავად კი ამ ქალთან
იმრუშებდა.ქრისტემ გრიგოლს გამოუცხადა ის უსამართლობა,რომელიც დედოფალს
შეამთხვიეს.ადარნასე მრავალჯერ ამხილა გრიგოლმა, თუმცა მან ყურად არ იგდო
გრიგოლის სიტყვები და სხვა ცოლი შეირთო.მაშინ გრიგოლმა უწინასწარმეტყველა
მათ და უთხრა, რომ უფალი ამის გამო დიდ განსაცდელს შეამთხვევდა მათაც და მათ
შვილებსაც, ვიდრე არ შეინანებდნენ დედოფლის წინაშე.ამის გაგონებაზე ადარნესეს
შეშინდა და შეუვრდა წმინდა გრიგოლს,გრიგოლმა კი მიუგო, რომ ეს ყველაფერი
მოხდებოდა, თუ თავის ნებაზე იმოქმედებდა.რამდენიმე დღის შემდეგ ადარნესეს
სენი შეეყარა,რომელსაც ნიკრისი ჰქვია,იტანჯებოდა დღენიადაგ ადარნესე,ამიტომ
მან დედოფალთან შენდობის სათხოვნელად გააგზავნა კაცი ვინმე
კეთილი,რომელსაც კუპრა ერქვა.კაცმა დედოფალი,რომელიც იყო ასული ბაგრატ
შაროელისა, მონაზვნად აღკვეცილი იხილა.მას შეურაცხი ჩოხა და წმინდა სქემა
ემოსა,თან დიდ ტვირთს ზიდავდა.მას პირველად სახელი ბევრელი ეწოდა,
შემდგომად ანასტასია.რა იხილა დედოფალი მოციქულმა, იცნო და
შეუვრდა.ადანრესეს სახელით შენდობა სთხოვა. ნუ სწყევლი მას, არამედ შეუნდე
დიდი ბრალი მისიო. დედოფალმა მიუგო:-გეფიცები ქრისტესა, არასდროს
დამიწყევლია იგი მე, ქრისტემ შეუნდოს ყოველი შეცოდებანი და განკურნოს იგი
ძლიერი სენისგან.ამ სიტყვებზე განიკურნა ადარნესე და როცა მოციქული მობრუნდა,
იგი განკურნებული დახვდა. შემდეგ წლებში,როცა ადარნასეს ეყოლა ძენი-გურგენი
და სუმბატი, მათ მტერი არ ასვენებდათ.ადარნესემ მყისვე წარიყვანა ისინი
დედოფლის საფლავზე და შენდობა სთხოვა,რის შემდეგაც,გრიგოლის
სიტყვისაებს,მყის განიწმინდნენ და მადლობა უთხრეს უფალსა.ხოლო დედაკაცი კი
ეშმაკმა შეიპყრო და განცოფთა და ბევრი ჭირი შეემთხვა მას.როცა გონს მოეგო,
ფებრონიასთან მივიდა და შეუვრდა მას.აღიარა თავისი დანაშაული და შუამავლობა
სთხოვა გრიგოლთან. მაგრამ გრიგოლმა არ ისურვა მისი ნახვა და თქვა, რომ მან
ქვეყნის ხელმწიფე ჩააგდო ცოდვაში, უდანაშაულოთა სისხლი დაღვარა, მეძავის
სახელი მოიხვეჭა და ამის გამო უნდა ზღოს სიკვდილამდე.ხოლო დედაკაცი
სიკვდილამდე დარჩა მერეში,როცა მოკვდა,დედა ფებრონიამ ბრძანა ქრისტეს
ნებისმყოფელთან დამარხვა,რადგან დიდად ბრალეული უბრალოებმა გაამართლონ
ღვთის წინაშე,დამარხვისას კი მოხდა სასწაული, ქალი მიწამ არ მიიღო, სამჯერ
იპოვეს აკლდამის კართან გვამი. ეს ფებრონიას აცნობეს, თუმცა იგი ღრმად
მოხუცებული იყო, ვეღარ მივიდა საფლავთან და თქვა, რომ გრიგოლისთვის
ეცნობინებინათ ეს ამბავი. მაშინ გრიგოლს ეპისტოლე მისწერეს.გრიგოლმა კი
ქრისტეს ნებისმყოფელებს სთხოვა, შეენდოთ ამ დედაკაცისთვის, რის შედეგადაც
ქალის ცხედარი დამარხეს,რამეთუ ქრისტეს არა ჰნებავს სიკვდილი ცოდვილისა,
არამედ მოქცევა და სინანული მისი.

ეს რომანული ეპიზოდი მრვალმხივ საყურადღებოა.ჩანს, თუ რა დიდ როლს


ასრულებს გრიგოლი საერო ცხოვრებაშიც. ისი თითოეული სიტყვა საყურადღებო და
დასაფიქრებელია, მის ურჩებს კი უფალი უცილობლად დასჯის, რადგან სწორედ
უფლის სიტყვების გამცხადებელია გრიგოლი მზისქვეშეთში. გრიგოლი ერის
ძლიერებისკენ ისწაფვის.ძლიერების ფუნდამენტად მას ღვთისთვის სათნო ცხოვრება
ესახება. ხელმწიფე მაგალითია მთელი კაცობრიობისთვის, შესაბამისად, მისი
ცხოვრება უნდა იყოს წმინდა და მართალი.ამიტომ ამხელს გრიგოლი მას. ტექსტი
ჰაგიოგრაფიულია, თუმცა საერო ცხოვრების ეპიზოდებიც იხატება, ეს პირველი
ჩანასახია საერო მწერლობისა. გიორგი მერჩულეს წერს იმაზე, რაც უნდა იქცეს
მაგალითად სხვებისთვის, რაც უნდა შეიმეცნოს და გაისიგრძეგანოს
საზოგადოებამ.ამდენად, ეს თხზულება არა მარტო ერთი წმინდანის ცხოვრების
შესწავლისთვისაა საინტერესო, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სწორად
წარმართვისთვისაც.

16.ექვთიმე მთაწმინდელის ავადმყოფობის ეპიზოდი,ღვთისმშობლის გამოცხადება


და მისი სიმბოლური გააზრება .

მამა იოანემ თავისი შვილი ექვთიმე მეფის სასახლიდან წაიყვანა.თავიდან ქართული


მწერლობა ასწავლა,შემდეგ კი ყოველგვარი სიბრძნე.როდესაც ექვთიმე პატარა იყო
ძლიერი სენით დაავადდა,თითქმის სიკვდილს მიუახლოვდა,გადარჩენის იმედი
გადაწურული იყო.მეტყველების უნარიც კი არ გააჩნდა.მამამისი სალოცავად
წავიდა.ღვთისმშობლის ტაძარში დავარდა მისი ხატის წინაშე და ცრემლმორეული
სთხოვდა დახმარებას.მას იმდენად ჰქონდა იმედი გადაწურული რომ მღვდელს
უთხრა ზიარებისთვის ამოსულიყო და თან ეშინოდა რომ შვილს ვეღაც
მიუსწრებდა.როცა სენაკში შევიდა იგრძნო საკვირველი სურნელება და დაინახა
ფეხზე მდგარი ეფვთიმე სრულიად უვნებელი.როცა გონს მოვიდა შვილს მომხდარი
ჰკითხა.ეფვთიმემ მიუგო,რომ გამოეცხადა საკვირველი დედოფალი,რომელმაც
უთხრა : არაფერი გიჭირს,ადექი,ნუ გეშინია და ქართულად გამართულად
ილაპარაკე.მამა იოანე ამბობდა რომ მას შემდეგ წყაროსავით დაუბრკოლებლად
აღმოჩქეფდა ექვთიმეს ქართული.ცხადია ეფვთიმე ღვთის რჩეულია რ.სირაძის
მოსაზრებით აქ წარმოდგენილია შუა საუკუნეების გზის მაჩვენებელი სურათი.ყრმა
არის ქრისტე,ღვთისმშობელი კი მას ხელს შეაშველებს,ამითაა გამოხატული გზაზე
დაყენება.აქ იგულისხმება ლოგოსი,ადამიანის სიტყვიერი ძალა.რომლის მიხედვითაც
ენა მხოლოდ სულიერი ძალა კი არა არამედ ხორციელი ბუნების
მაღალგამოხატულებაცაა ე.ი ადამიანის სულით-ხორციელი სიმართლის საფუძველი.
„და განასრულეს ვერკამ და დოლბიმ კონსპექტის წერაი ჟამსა ფინალურისა ...“

You might also like