You are on page 1of 7

ქართული ლიტერატურის

პერიოდიზაცია
კორნელი კეკელიძე
ძველი ქართული მწერლობა
(მე-5-მე-18 სს)
ახალი ქართული ლიტერატურა
(მე-19 ს)
უახლესი ქართული ლიტერატურა
(მე-20 ს)
კ. კეკელიძის პერიოდიზაცია ეფუძნება:

ქართული ლიტერატურის დიფერენცირებას


ჟანრობრივი და შინაარსობრივი მოდელების
პრინციპით (სასულიერო და საერო
ლიტერატურა);
 ქართული ლიტერატურის დიფერენცირებას
ლინგვისტური მოდელების პრინციპით (ძველი
და ახალი ქართული ენა);
ქართული ლიტერატურის დიფერენცირებას
ქრონოლოგიური პრინციპით საქართველოს
ისტორიული ეპოქებისა და სოციალ-
ეკონომიკური ფაქტორების კვალდაკვალ.
რევაზ თვარაძე
“თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა”
 ეჭვქვეშ აყენებს ტერმინებს “ძველი და ახალი ენა”, “საერო და
სასულიერო მწერლობა”, “ძველი, ახალი და უახლესი
ლიტერატურა”;
 მისი აზრით, ქართული ლიტერატურა თხუთმეტსაუკუნოვან
მთლიანობას წარმოადგენს, მონოლითურ ერთიანობას,
რომელიც არსობრივად ქრისტიანული ტიპისაა, თუმცაღა
მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული აღმოსავლურ კულტურულ
გარემოსთან;
 ქრისტიანული კულტურის ორბიტაში მოქცევამ უფრო მკაფიოდ
გამოავლინა ქართველი ხალხის ოდინდელი ტენდენცია,
რომლის არსებას ევროპულ კულტურასთან დაახლოება
შეადგენდა. რამეთუ ქართული კულტურა თავისი უღრმესი
საწყისებით სწორედ ევროპული ტიპის ფენომენი იყო იმთავითვე
და ვერასოდეს ეგუებოდა გეოგრაფიული მდებარეობის
გამოისობით მოძალებულ ცალმხრივ აღმოსავლურ
ირმა რატიანი
ქართული მწერლობა და მსოფლიო ლიტერატურული
პროცესი
ქართული ქრისტიანული მწერლობა და
ქართული იდენტობის ფორმირება
(ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, ჰომილეტიკა,
პოლემიკა და ა.შ);
ვეფხისტყაოსანი - დასავლური და
აღმოსავლური კულტურების შეხვედრა;
გარდამავალი ეპოქა (მე-13-მე 15 სს);
მე-16-მე-18 სს-ის ქართული მწერლობა.
დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და უკან;
ქართული რომანტიზმი (მე-19 ს) - ახალი
ქართული იდენტობის ფორმირების დასაწყისი;
ქართული რეალიზმი - ბრძოლა ახალი ქართული
იდენტობისათვის;
მე-20 ს-ის დასაწყისის ქართული მწერლობა:
მოდერნიზმი, ქართული სიმბოლიზმი, ავანგარდი.
ბრძოლა ცენზურის წინააღმდეგ;
ადრეული საბჭოთა ეპოქის ქართული მწერლობა :
საბჭოთა ლიტერატურა - სოციალისტური რეალიზმი ,
პროლეტარული მწერლობა, მეორე მსოფლიო ომის
პერიოდის მწერლობა (პარალელურად ე.წ.
მარგინალური ფრთის მწერლობა - ქართული
მოდერნიზმი და ავანგარდი, ქართველ ემიგრანტთა
მწერლობა, დისიდენტური ლიტერატურა);
გვიანი საბჭოთა ეპოქის ქართული მწერლობა (ე.წ. ქართული
ნეორეალიზმი: გურამ რჩეულიშვილი, არჩილ სულაკაური,
ერლომ ახვლედიანი, ნოდარ დუმბაძე);
ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და ქართული იდენტობის
კვლავ აღმოჩენის პროცესი (ანა კალანდაძე, ოთარ და თამაზ
ჭილაძეები, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, მიხეილ
ქვლივიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჩხეიძე, გურამ დოჩანაშვილი,
გურამ გეგეშიძე, ჯემალ ქარჩხაძე, რევაზ ინანიშვილი, რეზო
ჭეიშვილი, ნუგზარ შატაიძე, თამაზ ბიბილური,გოდერძი ჩოხელი
და ა.შ);
პოსტსაბჭოთა ქართული მწერლობა (პოსტმოდერიზმი - ირაკლი
ჩარკვიანი, კოტე ყუბანეიშვილი,აკა მორჩილაძე, ზურაბ
ქარუმიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი).

You might also like