You are on page 1of 2

1.

ფოლკლორული შემოქმედების სპეციფიკა (ტრადიციულობა, ყოფითობა და


სინკრეტიზმი)
ტრადიცია ის არხია, რომელშიც თაობიდან თაობამდე მიედინება ხალხური ყოფა და
შემოქმედება. ფოლკლორული ჟანრული სისტემის ურღვევობა და მდგრადობა სწორედ
ტრადიციის ძალაზეა დამყარებული.ტრადიცია დიდ ზეგავლენას ახდენს ინდივიდის
ცნობიერებაზე,რადგან ის ამ ტრადიციის წიაღშია დაბადებული და აღზრდილი. ინდივიდის
ცნობიერება არასოდეს არ არის ავსებული მთლიანად ტრადიციული მსოფლგანცდით. ის,
რაც გადასაცემია, არ არის სიზუსტით, ის ყოველ ჯერზე სახეცვლილებას განიცდის.
მთქმელის მეხსიერებაში დაცული ტრადიციული ტექსტი რაღაც ახალს იძენს მისი
აქტუალიზაციის პროცესში. წარმოთქმული ტექსტი არ არის იდენტური მეხსიერებაში
პოტენციურად არსებული, დაცული ტექსტისა. შემოსული სიახლე, რომელიც ქმნის
განსხვავებას, მთქმელისეულია. ეს ასეა ყოველი ახალი წარმოთქმისას. სიახლის შემოტანა
ტექსტში მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ის აღარ წარმოითქმის, ანუ ის წყვეტს
არსებობას, როგორც ფოლკლორული ტექსტი.შეიძლება ითქვას,რომ ყოფითობა ძალიან
მნიშვნელოვანი ნიშანია ფოლკლორისთვის. ხალხის თითქმის ყველა ყოფის სფეტოს
გამოხატულია რომელიმე ფოლკლორულ ჟანრში. ფოლკლორული შემოქმედება ყოფიდან
არის ამოზრდილი და მისი ნიადაგით საზრდოობს. ფოლკლორის ყოფიდან ამოზრდილი
ჟანრული სისტემა ზემოქმედებს ყოფაზე, სტრუქტურა და საზრისი შეაქვს ყოფაში.
ფოლკლორულ შემოქმედებას ყოფაში უდგას ფესვები და მისგან მოწყვეტილი კარგავს თავის
არსებით ნიშნებს.სოფელი,რომელიც თავისი საკუთარი ბუნებრივი რესურსებით
საზრდოობს,ასევე თავისი საკუთარი ძალებით იკმაყოფილებს ინტელექტუალურ
მოთხოვნილებებს. თუ სოფელს ჰყავს თავისი საკუთარი მჭედელი,მას ასევე ჰყავს თავისი
საკუთარი მთქმელი, რომელიც ინახავს და გადასცემს ზეპირსიტყვიერ ტექსტებს. ზოგჯერ
სოფელს გარედან,სხვა სოფლიდანაც უხდება რაღაცების შემოტანა. ის არ არის თავისუფალი
გავლენებისგან. თუმცა, უცხო თემები თუ სიუჟეტები სოფლის ყოფაში იმგვარად
გადაიხარშება, რომ უკვე მისი საკუთრება ხდება.სინკრეტიზმი ,, უცხო სიტყვათა ლექსიკნი’’
ნოშნავს.ხალხურ შემოქმედებაში სინკრეტიზმი გულისხმობს შემოქმედებისა თუ გადმოცემის
ერთიან აქტში ხელოვნების რამდენიმე დარგის მონაწილეობას. კლასიკური ნიმუში
სინკრეტიზმისა არის, მაგალითისთვის, ხევსურული საგმირო ლექსი, რომელსაც
ადგილობრივ „სიმღერეს“ უწოდებენ. ანუ ეს სიტყვიერი ტექსტი გადაიცემა მუსიკალური
ჰანგის თანხლებით. ჰანგი თან ახლავს სიტყვიერი ტექსტის შექმნის პროცესს. იგი არათუ
აწესრიგებს სიტყვას, არამედ სიტყვიერი შემოქმედების პროცესის ორგანული
მონაწილეა.სინკრეტიზმის სხვა უფრო რთული მაგალითებია ხალხური დღესასწაულები,
სანახაობები,მუსიკა, ცეკვები. ასეთია „ბერიკაობა“, „ყეენობა“.

4. მარადიული გაზაფხულის მითოსი და „ისტორიანი და აზმანის“ გამოძახილი თამარის


მითოსში 63...
მარადიული გაზაფხულის მითოსი თამარ მეფეს უკავშირდება.მისი შინაარსი ასეთია: ერთ
დროს თამარ მეფეს ტახტი იალბუზზე ედგა, მის სამეფოში ზამთარი და სიცივე არ
არსებობდა. თამარის მარადიულ სამეფოში არც სნეულება იყო, არც სიბერე, არც სიკვდილი,
რადგან დრო-ჟამის მიმდინარეობა შეჩერებული იყო. ამას კი დრო-ჟამის მომყვანი ფრინველი
განაპირობებდა, რომელიც თამარს ჰყავდა დატყვევებული სასახლის ერთ–ერთ ოთახში.
ერთხელ თამარი ბარად წავიდა, გასაღებები კი თავის ერთგულ მსახურს ჩააბარა, რომელსაც
უბრძანა, რომ ის ერთი ოთახი არ უნდა გაეღო. მაგრამ მსახურს ცნობისმოყვარეობამ სძლია,
კარი გააღო და დრო–ჟამის ფრინველი გაუფრინდა. იმ წუთიდან ცა მოიღრუბლა და თოვლი
წამოვიდა, მთა სასახლითურთ დაიფარა. თამარი ვეღარ ავიდა სასახლეში და დარჩა ბარად.
ასე დაიკარგა მარადიული გაზაფხული.დადგა ახალი ხანა – აკრძალვის დარღვევის ხანა,
რომელიც დრო-ჟამის ანუ მოვლენათა თანამიმდევრობის ნიშნით არის აღბეჭდილი. დრომ
დაიპყრო სივრცე, გაბატონდა მასზე. „მარადიული გაზაფხული“, აკრძალვის ძალით რომ
არსებობდა, წარმავალმა წუთისოფელმა შეცვალა; დრო სივრცეზე გაბატონდა.თამარი,
როგორც დაკარგული სამოთხის დედოფალი, ესქატოლოგიურ-მესიანისტური ფიგურა ხდება:
ხალხის წარმოდგენით, თამარს ოქროს კუბო-აკვანში სძინავს და, დადგება ჟამი, როცა
გაიღვიძებს და კვლავ მარადიულ ზაფხულს დაამკვიდრებს თავის სამეფოში, რომელიც ამავე
დროს უნივერსალური სამეფოა

3. პერსონაჟთა ფუნქციები ჯადოსნურ ზღაპარში


ვლ.პროპის მიხედვით, ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟთა რაობა არ არის შვიდზე მეტი. ეს
პერსონაჟებია:

მთავარი გმირი – პერსონაჟი, რომელზეც დაკისრებულია და რომელიც ასრულებს მთავარ


ამოცანას ზღაპარში. ის გადის სახლიდან და ბრუნდება სახლში, მასზეა დასაწყისი და
დასასრული. ყველა სხვა პერსონაჟი მისთვის არსებობს და მისთვის ჩნდება ზღაპრის
ასპარეზზე. მთავარი გმირი უქონლობას, რაიმეს ნაკლულობას გაჰყავს სახლიდან.
გამსტუმრებელი–მისი მოქმედების წრე შეზღუდულია. ის მხოლოდ ერთხელ ასრულებს
თავის ფუნქციას და იმასაც ზღაპრის დასაწყისში, რადგან გმირი ერთხელ გადის სახლიდან.
გამსტუმრებელი ძირითადად არის მამა.

მავნე (ანტაგონისტი) – მას ერთადერთი ფუნქცია აქვს–ვნება მიაყენოს მთავარ გმირს და ხელი
შეუშალოს მისიის შესრულებაში. იგი თავს იჩენს როგორც კი გმირი დაადგება თავის გზას.

შემწე – იგი მავნის ანტიპოდია. შემწე გმირის ნაცვლად ასრულებს ძნელ ამოცანას,რომელზე
დამყარებულია მისი საბოლოო წარმატება.

მჩუქებელი – ამარაგებს გმირს რაიმე საგნით, რომლის საშულებითაც გმირი გადალახავს


წინააღმდეგობას და თავს დააღწევს მავნის,ცრუგმირის მიერ დაგებულ მახეს. (შემწე და
მჩუქებელი,შესაძლოა,ერთი პერსონაჟი იყოს).

ცრუგმირი – მისი მთავარი ფუნქციაა მთავარი გმირის მონაპოვრის მითვისება. საბოლოოდ


მას მთავარი გმირი ამხილებს, მამა კი განიკითხავს და დასჯის.

მეფის ასული ან მისი მამა – ასული ან მისი მამა,მეფე, ძნელ დავალებას აძლევს მთავარ გმირს.
ასულის ფუნქციაა, იყოს ძებნილი და მოპოვებული მთავარი გმირის ხელით და მასზე
დაქორწინებული.

You might also like