You are on page 1of 58

ბილეთი 1

1.შემომედებითი პროცესის თავისებურება ფოლკლორში

ფოლკლორულ შემოქმედებას თავისი სპეციფიკა აქვს. მისთვის დამახასიათებელია


ზეპირი გავრცელება, ვარიანტულობა, ყოფითობა, კოლექტიურობა, ანონიმურობა,
სინკრეტიზმი და სხვ. ფოლკლორულ ნაწარმოებს ზეპირსიტყვიერს უწოდებენ, რაც
მაშინვე მიგვანიშნებს მის გვარცელების ფორმაზე. ხალხური ნაწარმოები ზეპირად
გადაეცემა თაობიდან თაობას. რა თქმა უნდა, მისი ჩაწერა შესაძლებელია, მაგრამ
ფოლკლორული ნაწარმოები მანამ ცოცხლობს, სანამ ზეპირად გადაეცემა.
გავრცელების ზეპირი ფორმა იწვევ ვარიანტულობას. დროთა განმავლობაში
შეიძლება მთქმელს დაავწყდეს ტექსტი და თავისი იპროვიზაციით შეცვალოს, ან
უბრალოდ თავისი სურვილით დაამატოს რამე. სხვადასხვა მთქმელი სხვადასხვა
ვარიანტს სთავაზობს მსმენელს. ფოლკლორული ნაწარმოები ვარიანტულობის
გარეშე არ არსებობს. ფოლკლორული ნაწარმოები ყოფითია, მასში გადმოცემულია იმ
საზოგადოების ყოფა, სადაც შეიქმნა. გავრცელების ზეპირი ფორმ ა აგრეთვე იწვევს
ნაწარმოების ანონიმურობას, რადგან დროთა განმავლობაში იკარგება მისი ავტორის
ვინაობა. რაც შეეხება კოლექტიურობასა და სინკრეტიზმს, ხალხური ნაწარმოები
კოლექტივის კუთვნილებაა, მას არ ქმნის მხოლოდ ერთი ადამიანი, მის შექმნასა და
ცამოყალიბებაში კოლექტივი იღებს მონაწილეობას. სინკრეტიზმი გულისხმობ
ხალხური ნაწარმოების შექმნისას თუ თქმისას ხელოვნების რამდენიმე დარგის
მონაწილეობას, სინკრეტიზმის კლასიკური მაგალითი ბერიკობა და ყეენობა სადაც
ერთდროულადაა პოეზია, ცეკვა, სიმღერა , თეატრი და სხვ.

ფოლკლორი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ხალხურ სიბრძნეს. ის შედგება ორი


სიტყვისაგან folk-ხალხი და lore- სიბრძნე. ამ ტერმინის არსებობა 1846 წლიდან
იწყება, როდესაც უილიამ თომსმა გამოქვეყნა სტატია სათაურით „ფოლკლორე“.
სტატია მალევე დაივიწყეს, მაგრამ მის ფურცლებზე დაბადებული ტერმინი
სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. 2 წელიც არ იყო გასული, ეს ტერმინი რომ უკვე
მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული. ფოლლორულ შემოქმედებას თავისი
სპეციფიკა აქვს. მისთის დამახასიათებელია ზეპირი გავრცელება,
კოლექტიურობა,ანონიმურობა, ვარიანტულობა, ყოფითობა,
სინკრეტიზმი,იმპროვიზაცია, ტრადიციულობა და სხვ.ხალხური სიტყვიერება
ხალხის დამწერლობამდელი შემოქმედების ნაყოფია. გადმოცემის ზეპირი ფორმა
ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანია.
ფოლკლორულ ტექსტებს ინახავდა ადამიანის ცნობიერება და არა ქაღალდები.
სწოორედ კანონიკური ტექსტების არ არსებობაა ლიტერატურისა და ფოლკლორული
შემოქმედების განსხვავებულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ლიტერატურული
ნაწამოების შემთხვევაში მკითხველი თავად ეცნობა ტექსტს, იგი ვერ ხედავს ავტორს,
არ ესმის მისი,ლიტერატურული ნაწარმოები უფრო თვალის აღქმაზეა
დამოკიდებული, ფოლკლორული ნიმუშისმსმენელი კი უშუალოდ აღიქვამს
ტექსტს,ესწრება შემოქმედებით პროცესს, რაც მის თვალწინ სრულდება,თითქოს
ხელახლა იქმნება მისთვის,რადგან ყოველი ახალი შესრულება პირველშემოქმედების
ბადალია.ზეპირსიტყვიერი ტექსტი შეიძლება ჩაწერილიც იყოს, მაგრამ ეს არ იქნება
მისი ბუნებრივი ფორმა, გამონაკლისია ხალხური ეპიტაფია,რომელიც მხოლოდ და
მხოლოდ ქვაზე ამოკვეთილი სახით არსებობს, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ
დამწერლობის კულტურაშია შესაძლებელი. ადამიანები,რომელბიც ფოლკლორულ
ტექსტებს მოგვითხრობდნენ მთქმელის სახელით არიან ცნობილნი. მთქმელის ერთი
კატეგორია ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობაში არაფერს ცვლის, მეორე
შემოქმედებითი მიდგომით გამოირჩევა, ცალკე გამოირჩევა ავტორ-
მთქმელიც,რომელიც ტრადიციულის გვერდით საკუთარსაც ქმნის. ფოლკლორულლ
ნაწარმოებს, ისევე როგორც ლიტერატურულს, ახასიათებს ვარიანტულობა, თუმცა
მათს ვარიანტებს შორის პრინციპული განსხვავებაა, ზეპირსიტყვიერი ნაწარმოები
მრავალი ადამიანის გადამუშავების შედეგად იქცევა ტრადიციულად. გადამუშავების
პროცესში მთქმელები ნიჭისა და ტალანტის მიხედვით ცვლიან ტექსტის მხატვრულ-
გამომსახველობით მხარეს, რა თქმა უნდა, არა თავისუფლად,არამედ
ტრადიციულობის ჩარჩოებში,ლიტერატურული თხზულების ვარიანტებს კი თავად
ავტორი ქმნის კორექტირების პროცესში, მან შეიძლება ნაშრომის ერთი
დასრულებული ნიმუში გაასაჯაროვოს მხოლოდ. ერთმანეთის ვარიანტად
შეგვიძლია მივიჩნიოთ იდეურ-მხატვრულად და კომპოზიციურ-სტილისტურად
მსგავსი ორი სხვადასხვა პირისაგან ჩაწერილი ტექსტი,რომლებსაც ჩვეულებრივ
არაიდენტურობა ახასიათებს. ერთი და იმავე ნაწარმოების განსხვავებულობის
საფუძველი შეიძლება გახდეს მთქმელის გემოვნება, იმპროვიზაციის ნიჭი, ასევე
ზეპირსიტყვიერებას თავის ბეჭედს ასვამს დრო, ცხოვრებისეული ცვლილებები
მელექსის თვალსაწიერი გავლით ნაწარმოებშიც გამოკრთება ხოლმე.

კოლექტიურობა,როგორც ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი ზეპირსიტყვიერებისა,


ვლინდება საზოგადოებრივი განვითარების ჯერ კიდევ დაბალი საფეხურიდან.
შემოქმედებითი უნარით გამორჩეული ადამიანისა და ხალხის ფსიქიკა იდენტურია.
მთქმელები ტრადიციის მიხედვით თხზავენ და თუ რაიმე ახალს ქმნიან,იმასაც
საზოგადოებრივ ცოდნასა და გემოვნებას უსადაგებენ. ამ მოთხოვნათა
გათვალისწინებთ შექმნილი ხალხური ნაწარმოების სიცოცხლე გარანტირებულია.
კოლექტიურობა,რა თქმა უნდა, გუნდური წესით აზროვნებას არ ნიშნავს,
ნაწარმოების იდეა ყველას ერთდროულად არ ებადება, ლიტერატურის მსგავსად
ერთი ადამიანის გონებაში მწიფდება ნაწარმოების ჩანასახი, მაგრამ ლექსის
პირველდამწყები არ აზროვნებს ინდივიდუალური კატეგორიებით. გუსევი ამბობს:
ნაწარმოებს რომ მხატვრული მთლიანობა მიენიჭოს,საჭიროა მრავალი მრავალი
პიროვნების შემოქმედებითი თანამშრომლობის პროცესი გამოიაროს.

ყოფითობა მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, ყველა ნიშანზე არსებითია ჯერ


კიდევ მითოლოგიური სკოლიდან მოდის შეხედულება ხალხური შემოქმედების
,,უპიროვნობის“ შესახებ. უპიროვნობის ნაცვლად დღეს შემოიტანეს ანონიმურობა. ეს
ნიშნავს,რომ ხალხურ შემოქმედებას ჰყავს ავტორი, რომელიც უცნობი რჩება.
,,უპიროვნო“ იმ აზრითაა ნახმარი,რომ ფოლკლორულ ნაწარმოებებს არ აზის
ინდივიდუალურობის ბეჭედი, დაფუძნებულია ტრადიციულ ცნობიერებასა და
გემოვნებაზე. ხალხური პოეტის გონებაში ჩასახული ნაწარმოები არასოდეს გადადის
თაობებში პირველადი სახით, სხვადასხვა გემოვნებისა და ნიჭის ადამიანების ხელში
ანაწარმოები იხვეწება და ივიწყებს თავის პირველ ავტორს. დიმიტრი ლიხაჩოვი
ამბობ/;,, ფოლკლორულ ნაწარმოებებს ავტორი არ ჰყავს,არა იმიტომ,რომ მის შესახებ
ცნობები დაკარგულია,არამედ იმიტომ,რომ ავტორი ამოვარდნილია ფოლკლორის
პოეტიიდან, იგი ნაწარმოების სტრუქტურის თვალსაზრისით საჭირო არ
არის.იმპროვიზაცია ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ნიშანია ფოლკლორული
შემოქმედებისა. იმპროვიზაცია,რომელიც ვარიანტს ბადებს, კონკრეტული
სიტუაციითაა განპირობებული. გარემო ქმნის იმპროვიზაციის პირობას.
იმპროვიზაცია სხვადასხვანაირად მიიკვლევს გზას,იმის მიხედვით თუ ვის
უყვება,მეზღაპრე ზღაპარს-ბავშვებს თუ უფროსებს.იმპროვიზაცია მეტ-ნაკლებად
ახასიატებს ყველა ჟანრს, განსაკუთრებული ასპარეზი აქვს მას პოეზიაში.
იმპროვიზაციის მიზანია ტექსტის დაფარული შესაძლებლობების წარმოჩენა-
გაღრმავება.

ხალხური სეპირსიტყვიერებისთვის. ვერ ვნანხავთ ისეთ სფეროს ხალხის


ყოფისა,რომელსაც გამოხატულება არ ჰქონდეს ფოლკლორის რომელიმე ჟანრში.
ფოლკლორული შემოქმედება ყოფიდან არის ამოზრდილი და მისი ნიადაგითვე
საზრდოობს. ფოლკლორული შემოქმეების ღირებულება თავად ყოფაშია და მისი
ძალით ყოფა იძენს ღირებულებას.

საუბრობენ ხალხური შემოქმედების სინკრეტიზმზე, რომელიც ალბათ


საზოგადოების განვითარების შედარებით ადრინდელ ეტაპზე უფრო იყო
გავრცელებული. სინკრეტიზმი ფოლკლორში გულისხმობს შემოქმედებისა თუ
გადმოცემის ერთიან აქტში ხელოვნების რამდენიმე დარგის მონაწილეობას. ეს იმას
ნიშნავს,რომ სიტყვიერი ტექსტი არ გადაიცემა ,,მშრალად“ მხოლოდ და მხოლოდ
ვერბალურად, არამედ მუსიკალური ჰანგის, მოძრაობის თანხლებით.
2.ხარისა და გველეშაპის ბრძოლის მითოსი.

ქართულ მითოსში გველეშაპისა და ხარის ბრძოლა განასახიერებს ზღვის სტიქიისა


(ქაოსის) და ხმელეთის (კოსმოსის) დასაბამიერ ბრძოლას.

ამ ტიპის მითოსის ფაბულა ამგვარია: სოფლის მახლობელ ტბაში გველეშაპი ბუდობს.


პერიოდულად იგი თავს ესხმის სოფელს,აწიოკებს მოსახლეობას... ღამ-ღამობით
სოფლის უჩინრად გველეშაპს კურატი (მოზვერი) ებრძვის, მაგრამ ამაოდ: სოფელში
იგი დასისხლიანებული და დაქანცული ბრუნდება. სოფელი დაუდარაჯდება ხარს
და, როცა მიხვდება, თუ რისგან ემართება მას ეს ამბავი, რქებს ალმასით მოუჭედავს
და ასე გაუშვებს გველეშაპთან საბრძოლველად. ხარი ეძგერება ზღვის ურჩხულს და
მუცელს გაუფატრავს. ცოცხალმკვდარი გველეშაპი უკუიქცევა, გაქცეულს წყალი უკან
გაყვება და ტბაც დაიცლება. ნატბევარ ადგილზე კი ხალხი დასახლდება. გველეშაპი
სხვა კვალსაც ტოვებს ლანდშაფტზე: იგი თავისი სხეულით მდინარის კალაპოტს
გაიყვანს.

გველეშაპისა და მისი ანტაგონისტის ბრძოლის მითოსი ყველგან ინარჩუნებს


კოსმოგონიურ ხასიათს, თუნდაც მასში გადმოცემული ამბავი ერთ რომელიმე
სოფელს ეხებოდეს. ამ შემთხვევაში, მითოლოგიური წარმოდგენის ძალით, სოფელი
მთელი სამყაროს სახელით ფიგურირებს. სიტყვა „სოფელიც“ ხომ ამ ორმაგ
მნიშვნელობას შეიცავს.

3.არსენას სიზმარი და წითელი პარასკევის ტრაგედია.

წითელი პარასკევი - საბედისწერო შეხვედრა არსენასა და გიორგი კუჭატნელს შორის


(არსენას ნათლია). ესეც არსენას ბედისწერა ყოფილა - ასე ფიქრობს მელექსე. უდროო
დროს შეეყარა გიორგი მოქეიფე არსენას. მესტვირის სიტყვებში სინანული ჩანს : რაღა
ამ დროს გამოარა კუჭატნელმაო. კუჭატნელის გამოჩენაში ღვთის ხელი ერია და იგი
არსენას ამბრი არაბად გვევლინება. მესტვირემ იცის, რომ საბედისწეროა არსენას
ნაბდის გაშლა მუხათგვერდთან და ეს დღე სწორედ წითელი პარასკევი უნდა იყოს,
რომ არსენა დაისაჯოს - გამოჩნდეს ვინმე, ვინც აღასრულებს ღვთის სასჯელს.
კუჭატნელი ყველაზე არასასურველი მგზავრია ამ დროს. ვნების კვირაა, წითელი
პარასკევია. ამ დროს არსენას ვხედავთ გზაზე „მცხეთის პირდაპირ“, საიდანაც ჯვარი
და ალბათ სხვეტიცხოველიც ჩანდა. მარტყოფის შემდეგ, როცა არსენა „შიშვლად“,
დავლათის ამარა, გაცხადებულად შედის ხალხმრავალ ქალაქში, მესტვირე ამბობს:
„ღმერთს უშველია, არსენაო“.
ვა, შე საწყალო არსენა, რადა ხარ ჭკუათხელია ?
მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ,წითელი პარასკევია.“
მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვა მან არსენას გასაგონად. არსენამ ეს სიტყვები არ
შეისმინა. ნაცვლად იმისა, რომ მიკიტნებისგან ცდუნებული არსენა გონზე მოეყვანა
წითელი პარასკევის ხსენებას,ის შელახული თავმოყვარეობის აღდგენას ცდილობს.
მესტვირე აღწერს მის დაცემას მუხათგვერდთან, მაგრამ მისთვის დაფარულია
დაცემის მოტივი. ეს თავად არსენას ღრმადპიროვნულ საიდუმლოდ რჩება, რომლის
მხოლოდ ნიშანია ის შემზარავი სიზმარი, სადაც სრული სიცხადით არის
ნაწირნასწარმეტყველები მისი ბოლო. მან ამ სიზმარში საკუთარი განაჩენი
ამოიკითხა. (სიზმარში არსენას წვერი წითლად ეღებება). სიზმარი ყოველთვის
სიმბოლურია. ამ სიზმარში კვერცხის წითელი - ქისტეს სისხლი და თავად ის
წითელი,რომელიც იგი წვერს იღებავს, საბედისწეროდ ხვდება ერთმანეთს. არსენა
ადათს არაფრად აგდებდა, თუნდაც პარასკევი იყოს. როდესაც იგი უარყოფს
ადათებს, თითქოს ხელს იღებს და სიკვდილით სჯის მას. არსენა თავისი სისხლით
გამოისყიდის დანაშაულს და ამართლებს იმ სიტყვებს, რომელიც ხალხმა წაუწერა
საფლავის ქვაზე:
„აქაც კაი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა“.

4.ბალათა „შიოლა და მთრეხელი“

ბალადა შიოლა და მთრეხელი ისტორიულ–გმირულია. აქ გადმოცემულია


საქართველოს მტაში შექმნილი სიტუაცია ზურაბ ერისთავის ხანაში. შიოლა
ერისთავის კარზე დაწინაურებული იყო. იგი მთრეხელს, რომელიც გზად შემოხვდა,
უსამართლოდ ექცევა. ცხენის წართმევითშეურაცხყოფილი მხედარი იარაღის აყრას
აღარ ანებებს და კლავს შიოლას. შემდეგ გამობრუნდება მთრეხელია და ისე სწრაფად
მიჰქრის ცის გაელვებას ჰგავს, ხოლო მასზე დადევნებული ღუდუშაურები–ცის
რისხვას. მთრეხელი ჯერ ეკლესიას მიაშურებ, რათა ტავი შეაფაროს, მაგრამ
დაკეტილი დახვდება და დასთან წავა. და შეიფარებს მას , მდევრებს კი არ შეუშვებს
და შეეხვეწება არ მოკლან ( ამ დროს მთრეხელის და ცდილობს სტუმარმასპინძლობის
წესის დაცვას). მაგრამ, მდევრები საკმიდან ესვრიან ისარს და მაინც მოკლავენ.
ბალადის ბოლოს კი გაკრიტიკებულია მთრეხელის და, რომელმაც ვერ შეინახა
სტუმარი.
ბილეთი 2
1.ფოლკლორი და მისი შემქმნელი საზოგადოება

ფოლკლორის შემქმნელი საზოგადოება გარკვეული ნიშნებით არის


გაერთიანებული. ეს ნიშნები შეიძლება იყოს : ენა, ტერიტორია, საერთო წარსული,
საერთო მტერი, საერთო მარცხი და სხვ.

იმისათვის, რომ ხალხი „სიბრძნის“ მატარებელი „ფოლკი“ გახდეს, გარკვეული


ხანი ერთად უნდა ცხოვრობდეს. ფოლკლორს ქმნის ტრადიციული საზოგადოება.
„ფოლკი“ ინახავს ცოდნას, სიბრძნეს,ანუ „ლორეს“, რაც თქმულებისა თუ
ლეგენდის სახით გადაეცემა თაობიდან თაობას. „ფოლკი“ შეიძლება აღმოვაჩინოთ
ყველგან, სადაც ადამიანთა ჯგუფები მეტ–ნაკლებად ხანგრძლივი პერიოდი
ცხოვობენ ერთად, საერთო მიზნებითა და ინტერესებით. „ფოლკი“ შეიძლება
იყოს არა მხოლოდ ერი, არამედ ერთი საგვარეულო ან ერთი ოჯახი, რომელიც
შემოკრებილია ერთი კერიის („შუაცეცხლის“) გარშემო და ინახავს წინაპრების
ხსოვნას.

ხალხი არის საკუთრივ შემოქმედი ან შემნახველი ყველაფერ იმისა, რაც შეადგენს


ფოლკლორს. გერმანელი რომანტიკოსი და ფილოსოფოსი ჰერდერი წერდა:
„ხალხი არის ბუნებრივი და შეურყვნელი ნაწილი ერისა, ამიტომ ის
მოწოდებულია ეროვნული სულის გამოსახატავად“. ამრიგად, იგი მიიჩნევდა, რომ
ერში არის ბირთვი, ხალხი, ფოლკი, რომელზეც დაკისრებულია შემოქმედების
მისია და მისი შექმნილია ყველაფერი ის, რაც დღეს ფოლკლორის სახელითაა
ცნობილი.

ფოლკლორი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ხალხურ ცოდნას. მე-19 საუკუნის შუა წლებში


ევროპელებმა ძველი პოეზიისა და რწმენა-ჩვეულებების აღსანიშნავად დაამკვიდრეს
ეს ტერმინი. ფოლკლორი ხალხის სიტყვიერი შემოქმედებაა,რომელიც ნაყოფია
მრავალი ადამიანის ერთობლივი შემოქმედებისა.ზეპირსიტყვიერი ნაწარმოებეი
იქმნება მშრომელი მასების მიერ კოლექტიურად, კოლექტიურობა, რა თქმა უნდა,
გუნდურ აზროვნებას არ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა ერთი ადამიანის გონებაში
მწიფდება, მაგრამ ლექსის დამწყების მსოფლაღქმა თავისი წრის წარმომადგენელთა
თვალსაწიერს არ სცდება.ფოლკლორული ტექსტები ტრადიციულობისა და საერთო
მსოფლმხედველობის ჩარჩოებში იქმნება. შეიძლება ვთქვათ,ფოლკლორსა და
ადამიანურ ყოფას შორის სისხლხორციელი კავშირია. ადამიანები ქმნიდნენ
ზეპირსიტყვიერ ტექსტებს შრომის სიმძიმის შესამსუბუქებლად, რიტუალების, წეს-
ჩვეულებების შესასრულებლად,სადიდებლად, დარდის გასაქარვებლად,
სატრფიალოდ. ასახვის ობიექტისა და ფორმის მიხედვით გამოვყოფთ საკულტო,
მაგიურ,შრომის,სამგლოვიარო, სატრფიალოსა და სიბრძნის პოეზიას. თქმულებების
გადამცემთ მთქმელებს უწოდებენ. მთქმელობა მასობრივი მოვლენაა,მაგრამ ამ
საქმიანობაშიც განირჩევიან ადამიანები ნიჭისა და ტალანტის მიხედვით. მთქმელის
ერთი კატეგორია არაფერს ცვლის ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობაში. მეორე
კატეგორია კი ამ საქმეს შემოქმედდებიტად უდგება. ასევე ცალკე გამოიყოფა ავტორ-
მთქმელი,რომელსაც ინდივიდუალური შემოქმედის წინამორბედადაც თვლიან. იგი
ტრადიციულის გვერდით საკუთარსაც ქმნის. აღსანიშნავია,რომ არც ერთი ზემოთ
ჩამოთვლილი კატეგორია არ სცილდება ტრადიციულობის ჩარჩოებს.ფოლკლორის
შემქმნელ საზოგადოებას ინდივიდუალური და არაორდინალური აზროვნება არ
ახასიათებს. იგი ერთგვარი მთლიანობაა მსგავსი მსოფლმხედველობისა და
პრობლემების ადამიანებისა. სწორედ ტრადიციულობა და საყოველთაო აზრის
გათვალისწინებაა ფოლკლორული ნაწარმოებების სიცოცხლის გარანტი, რადგან
ისინი უნდა შემოინახოს ცნობიერებამ და არა ქაღალდებმა. საზოგადოება კი არ
შეინარჩუნებს, იმას,რაც არ ეთანადება მის სულს.

2.ამირანის ორეულები(ადიღეური სიმღერის ნასირენ–ჟაჩე,აფხაზური თქმულების გმირი


აბრსკილი,სომხური ეპოსის მჰერი უმცროსი)

ამირანის ორეულები - ამირანი შესაძლოა გავაიგივოთ პრომეტესთან, მაგრამ მათ


შორის საერთო მხოლოდ ის არის რომ ორივე კავკასიონზე იყო მიჯაჭვული. ამირანის
ისტორიასთან და მის პიროვნებასთან უფრო ახლოს არიან :

1. დევებთან ბერძოლო ბათრაძი, რომელიც ციური მჭედლის ქურდალაგონის მიერ


არის გამოწრთობილი, თავის ძალას ძუარებისა და ვაცილების წინააღმდეგ
მიმართავს. მისი გაბუდაყების კულმინაცია ღმერთთან შერკინებაა, სადაც
მარცხდება : დედამიწის სიმძიმის გუდას კი აწევს, მაგრამ ოქროს ძაფის გორგალის
აწევას ვეღარ შეძლებს, რის შედეგადაც იგი აღირებს, რომ არსებობს მისი მჯობი. მისი
თქმულება არ იცნობს მიჯაჭვას.

2. მეორე ორეული არის მარკო - იგი დაინახავს რომ მისი მომრევ ქვეყნად არავინაა,
უფალს გამოიწვევს ორთაბრძოლაში. უფალი ჩამოდის დედამიწაზე, მოხუცის სახით
გამოეცხადება მას და დედამიწის წონა გუდას დაუგდებს გზაჯვარედინზე. მარკო ვერ
აწევს მას თუმცა თავის მთელ ძალას მას დაახარჯებს. ბოლოს უფალი გაამჟღავნებს
თავის ვინაობას, მარკოინანებს და უფალი მას აპატიებს, მისი ნებით იგი ისევ
უძლეველ ჭაბუკად გადაიქცევა. მისი ისტორიაც არ იცნობს მიჯაჭვას.
3. აფხაზური თქმულების აბრსკილი ებრძვის სამშობლოს მტრებს. გაამპარტავნებულ-
გაბუდაყებული აბრსკილი ღმერთს ეტოლება. თქმულება ორთაბრძოლას არ იცნობს.
ღმერთი სჯის მას: ჯაჭვით შებორკილს გამოქვაბულში რკინის ბოძზე მიაბავენ.

4. ადიღელთა ნართების მეთაურმა ნასირენ - ჟაჩემ განიზრახა ღმერთის მეუფების


დამხობა. ადის იალბუზზე, ღმერთების მთაზე და ებრძვის ღვთაება პაკოს, რომ
დაიბრუნოს წართმეული ცეცხლი. პაკო მიაჯაჭვეს იალბუზის წვერზე.

5. სომეხთა მჰერი უმრწესი - ყველაზე ახლოსაა ამირანთან. მისი ბავშვობა ისეთივე


ბობოქარია როგორიც ამირანის. გაბუდაყების ზღურბლზე დედამიწას აღარ სურს
მისი ატანა, ის დაწყევლილია მიწისგან. მისი ბოლო კლდის გამოქვაბულია, რომელიც
ელიწადში ორჯერ იხსნება - ვარდავარისა და ამაღლების დღესასწაულზე. მჰერი
გამოდი გარეთ, მაგრამ მიწას კვლავ არ სურს იგი. მჰერის განთავისუფლება ისეთივეა
როგორც ამირანის.

3.ქრისტიანული მოტივები და სიუჟეტები ქართულ შელოცვებში.

ერთი-ერთი ვერსიის მიხედვით შელოცვა,როგორც ასეთი წარმოადგენს არა ხალხის


მასების შემოქმედებას, არამედ სასულიერო წრეების მწიგნობრული მოღვაწეობის
ერთგვარ პროდუქტს. ვესელოვსკის აზრით დღემდე შემორჩენილი შელოცვები არა
წარმართული,არამედ ქრისტუანული ეპოქის პროდუქტებია.ტრანსფორმირებული
ქრისტიანული რეალობისა თუ სიმბოლოების გამორიცხვის შემდეგ შელოცვის
ტექსტში არსებითად აღარაფერი. ასევე, საგულისხმოა,რომ ყველაზე მეტად
გავრცელებულია შემდეგი დასაწიყისი ფორმულა:“სახელისა მამისათა და ძისათა და
სულისა წმიდისათა“ ,რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში ყოველი საქმის დაწყებისას
წარმოთქვამენ.შელოცვებში შევხვდებით ქრისტე ღმერთს,დედა მარიამს,
მოციქულებს,სხვა წმინდანებს. ქრისტიანული ტექსტებიდან წამოღებული ეს ნიშნები
არ არის შემთხვევითი.შელოცვები ქრისტიანულ წრეშია შექმნილი და ქრისტიანული
რწმენის ავტორიტეტით არის გამაგრებული,მაგრამ ეს ქრისტიანობა პაგანიზებულია.
შესაძლოა თავი იჩინოს წარმართობამაც.

4.სიბრძნის პოეზია–ანდაზა

ანდაზა წმინდა ფოლკლორული ჟანრია, ლიტერატურაში მას ანალოგი არა აქვს.


ანდაზას თავდაპირველად თარგის მნიშვნელობა ჰქონდ. ხოლო თარგი კი არქეტიპია,
რომელის მიხედვითაც იქმნება ყველაფერი. ანდაზა ნივთიერი თარგის
მნიშვნელობიდან ადის სიტყვიერ–აზრობრივი თარგის მნიშვნელობამდე. ანდაზა
არია არქეტიპული თქმა, ერთ წინადადებაში დაწნეხილი ცოდნა (სიბრძნე).
საგულისხმოა, რომ ზოგჯერ ანდაზა ანდერძთან არის გაიგივებული. მაგ: აკაკი „ბაში–
აჩუკში“ წერს: „აღარ გახსოვთ ძველი ანდერძი : სირცხვილს სიკვდილი სჯობს და
ორივე ერთად კი–ჯოჯოხეთიაო?“.

ანდაზა უნდა შეიცავდეს ისეთ ცოდნას, გამოცდილებას, რომელიც ეღირება


შესანახად და თაობებში გადასაცემად. ასეთი ღირებულია სწორედ ყოველი ანდაზის
შინაარსი. ამ ღირებულების ძალით მოდის თაობიდან თაობამდე, ხალხიდან
ხალხამდე. ანდაზას შეფარულად, იგავურად მოაქვს ჩვენამდე თავისი სათქმელი. მას,
როგოც ყოველ ფოლკლორულ ტექსტს, შესწავლის სამი მხარე აქვს: 1. ფორმალური
ანუ მორფოლოგიურ–სტრუქტურული, 2. შინაარსბრივი და 3. ფუნქციური. ამგვარად,
ანდაზა შეიზლბეა განვიხილოთ სამ დონეზე: 1. ტექსტის დონეზე, 2. მნიშვნელობის
დონეზე და 3. გამოყენების დონეზე.

ანდაზა, როგორც წესი, რიტმულად მოწესრიგებული სტრიქონია. ამით განსხვავდება


იგი ჩვეულებრივი წინადადებისგან. როგორც გარკვეულია, თითოეული ანდაზა
ცალკე სალექსო სტრიქონს წარმოადგენს და ზუსტად შეესატყვისება ქართულ
ხალხურ პოეზიაში გავრცელებულ სალექსო საზომებს. უპირატესობს
თექვსმეტმარცვლიანი ტაეპი, აგრეთვე გვხვდება ცხრა და ათმარცვლიანიც.

ბილეთი 3
1.ფოლკლორისტიკის რაობა და მისი მოსაზღვრე დისციპლინები

ფოლკლორისტიკა ხალური სიტყვიერების შემსწავლელი მეცნიერებაა.


განარჩევენ ზოგად და კერძო ფოლკლორისტიკას. ზოგადი ფოლკლორისტიკა
შეისწავლის ფოლკლორის პოეტიკასა და მიმართებას მოსაზღვრე
დისციპლინებთან, კერძო კი– ეროვნულ ხალხურ შემოქმედებას. კერძო
ფოლკლორისტიკაში გამოყოფენ ისტორიულ და აღწერით
ფოლკლორისტიკასაც. ისტორიული ფოლკლორისტიკა ადგენს
ზეპირსიტყვიერების განვითარების საფეხურებს, რადგან აინტერესებს
როგორი იყო ფოლკლორული ძეგლი და რა ცვლილებებით მოვიდა იგი
ჩვენამდე. ხოლო, აღწერითი ფოლკლორისტიკა იკვლევს ფოლკლორის
დღევანდელ მდგომარეობას. ფოლკლორისტიკის მოსაზღვრე დისციპლინებია:
ენათმეცნიერება, ანთროპოლოგია, ეთნოგრაფია, ლიტერატურის ისტორია და
ლიტერატურის თეორია.

ფოლკლორისტიკა ხალური სიტყვიერების შემსწავლელი მეცნიერებაა. განარჩევენ


ზოგად და კერძო ფოლკლორისტიკას. ზოგადი ფოლკლორისტიკა შეისწავლის
ფოლკლორის პოეტიკას და მის მიმართება მოსაზღვრე დისციპლინებთან, კერძო კი–
ეროვნულ ხალხურ შემოქმედებას. კერძო ფოლკლორისტიკაში გამოყოფენ
ისტორიულ და აღწერით ფოლკლორისტიკას. ისტორიული ადგენს
ზეპირსიტყვიერების განვითარების საფეხურებს, აინტერესებს როგორი იყო
ფოლკლორული ძეგლი და რა ცვლილებებით მოვიდა ის ჩვენამდე, აღწერითი კი
იკვლევს ფოლკლორის დღევანდელ მდგომარეობას. ფოლკლორის ზოგიერთი ჟანრის
შემსწავლელი მეცნიერება მაგალითად, ზრაპრისა და ანდაზის, გამოყოფილია
ზოგადი ფოლკლორისტიკის ცალკე დისციპლინებად( ზღაპართმცოდნეობა და
პარემიოლოგია) ხალხური სიტყვიერების შემსწავლელ მეცნიერებას ისტორიას,
განვითარების გზებსა და ეტაპებს სწავლობს ისტორიოგრაფია. პოეტიკა კი
ფოლკლორულ ნაწარმოებთა აგებულებასა და სტილურ თავისებურებებს
შეისწავლის. ფოლკლორისტიკა ჩაისახა ენათმეცნიერების წიაღში. კვლევის პირველი
აპრობირებული მეთოდი იყო ძმები გრიმების მიერ ზღაპრისა და მითის
კვლევისთვის გამოყენებული კვლევის ისტორიულ-შედარებითი მეთოდი.
ფოლკლორისტიკა უკავშირდება სხვა დისციპლინებსაც: ეთნოგრაფიას (ხალხის
ყოფა-ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების შემსწავლელი მეცნიერება, სწავლობს
ხალხური შემოქმედების ეთნიკურ პროცესებს, ფოლკლკლორისტიკა კი-ესთეტიკურ
ფინქციებს), ლიტერატურისისტორიას(მწერლობის განვითარების შემსწავლელი
მეცნიერება), აზროვნებისისტორიას (იკვლევს ადამიანის აზროვნების
ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიულ საფეხურებს, უძველესი წყაროების
შესასწავლად წერილობითი წყაროების უქონლობა ფოლკლორულ, ეთნოგრაფიულ
და არქეოლოგიურ მასალას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს) სამოქალაქო
ისტორიას (მისი კვლევის საგანია ერის წარსული და აწმყო, შინა ცხოვრება და გარე
ურთიერთობები) დიალექტოლოგიას (საენათმეცნირო დისციპილინა), რელიგიის
ისტორიას (სწავლობს რელიგიური სეხედულებების, წარმოდგენების,რიტუალების
ისტორიულ ეტაპებს). აღსანიშნავია, რომ პრობლემათა კვლევა სხვადასხვა
მეცნიერების მიღწევათა გათვალისწინებით წინსვლის აუცილებელი
პირობაა.ანთროპოლოგია–ეხმარება ფოლკლორისტიკას შეისწავლოს ადამიანების
განვითარების დონე, წეს–ჩვეულებები ფოლკლორულინაწარმოების შექმნისას.

2.ჯადოსნური ზღაპრის დასაწყისი და დასასრული ფორმულები

ქართული ზღაპრის კლასიკური დასაწყისია „იყო და არა იყო რა“, რომელიც


შეიძლება გამოდგეს, საზოგადოდ, ზღაპრის განსაზღვრებად: ზღაპრის ამბავი მოხდა
და არც მომხდარა.
ზღაპრის დასაწყისს გადაჰყავს მსმენელი ერთი სინამდვილიდან სხვა სინამდვილეში
– რეალობიდან ზღაპრის სამყაროში. როგორც სახლს აქვს წინკარი, რომელსაც ოთახში
(საცხოვრებელ სივრცეში) შევყავართ, ასევე ზღაპარიც მოითხოვს წინკარს. ეს
სიტყვიერი წინკარია. ზღაპრის მსმენელს მართებს დაიცვას ზღაპრის მოსმენის
წესები, ანუ მიიღოს ის რეალობა, რომელსაც ზღაპარი (ანუ მისი მთხრობელი)
სთავაზობს მას.
იგივე დატვირთვა უნდა ჰქონდეს ზღაპრის დაბოლოებასაც. "გამოსათხოვარი"
ფორმულის მიზანია გაშუალებით, არა ნახტომით დააბრუნოს მსმენელი ზღაპრის
სამყაროდან ყოფით სინამდვილეში. ესენია,მაგ.: „ჭირი იქა,ლხინი აქა,ქატო
იქა,ფქვილი აქა“,"ისეთი ქორწილი ჰქონდათ, ჩიტის რძე არ აკლდათ. მეც იქ ვიყავი
ქორწილში“ და ა.შ.

იმდენად აუცილებელია ზღაპრისათვის წინკარი და "გამოსათხოვარი", რომ ეს


ფუნქცია შეიძლება ნებისმიერმა ტექსტმა შეასრულოს, რადგან არც დასაწყისი და არც
დასასრული ინფორმაციულად არ არის დაკავშირებული ძირითად შინაარსთან.

რადგან „გამოსათხოვარი“ უკვე მოთხრობილი ზღაპრის ეპილოგია,იგი შეიძლება


გამოხატავდეს მთხრობელის შენიშვნას, თვალსაზრისს თუ დამოკიდებულებას
მოთხრობილი სინამდვილისადმი. მაგალითად,რომ ის ტყუილია, თუმცა
მთხრობელი ქორწილზეც იყო მიპატიჟებული, რომელსაც ის დაესწრო - „...მეც იქ
ვიყავი ქორწილში“.მთხრობელის კომენტარი შეიძლება შეეხოს ზღაპრის
პარადოქსულობას, მის ყოფნას რეალურ-ირეალურის ზღვარზე (ამასვე გამოხატავს
შესავლის "იყო და არა იყო რა“): "ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ჭალას ჩიტი
მომკვდარიყო..."

3.არსენას ლექსის ძირითადი ეპიზოდების ანალიზი

ეპიკური გმირის წარმოშობა – არ მოიპოვება ტექსტი, რომელიც გვამცნობს არსენას


დაბადების ამბავს. მაგრამ არსენას წარმოშობა მაინც არაჩვეულებრივია. აქ საქმე
უნდა გვქონდეს მშობლების ვინაობის პრინციპულ უცნობობასთან. არსენას
ობლობა არსებითია, ეს მისი,როგორც ეპიკური გმირის, დასაბამიერი
განსაზღვრულობაა,მისი გამორჩეულობის ნიშანია. იგი თითქოს ღვთით არის
მოვლენილი: „რომ დაიბადა არსენა,პირველად ღმერთი ახსენა“. ეს ლაკონური
ნათქვამი გმირის მაღალ წარმოშობაზეც მიუთითებს, მის სასწაულებრივ შობაზეც
და იმაზეც, რომმისი ნათლია უფალია, რომლის სახელი შობიდანვე დაჰყვა მის
ბაგეებს. მაგრამ სინამდვილეში გადმოცემის თანახმად იგი მედუქნე იყო.

ბაღათურული ზრდა(ბობოქარი ბავშვობა) – გმირის ფიზიკური ძალის ამოფრქვევა


ადრეული ასაკიდანვე იწყება. პ.უმიკაშვილის ლექსში არსენა თექვსმეტი წლისა
იყო,როცა „მთა და ბარი შეაჯერა“. სხვა ვარიანტებში,რომლებიც უმიკაშვილს არ
გამოუყენებია,არსენას ასაკი საგრძნობლად დაწეულია: ერთგან თორმეტი წლისას
უკვე ულვაშები ამშვენებს,მეორეგან - შვიდი წლისა ცხენებს ხედნის. არსენას
გამოჩენა სასწაულებრივი და მოულოდნელია, აუხსნელია მისი ბაღათურული
ზრდის სახეცვლილებები.

ქალის მოტაცება – ტრადიციულ ეპოსში ამ ქმედებას წინ უსწრებს გმირის


ძირითადი ღვაწლი, „არსენას ლექსში“ კი ქალის მოტაცებით იწყება გმირის
საგმირო საქმეები. ქალის მოტაცებას თვითკმარი ღირებულება აქვს გმირის
ბიოგრაფიაში. ამიტომ არის, რომ უცნობია ართუ სახელი მოტცებულისა არამედ
მისი ასავალ–დასავალიც მოტაცების შემდეგ. იგი ისევე უჩინარდება, როგორც
ამირანის ყამარი, რომელმაც შეასრულა თავისი ფუნქცია გმირის გზაზე და
უკვალოდ გაუჩინარდა. მოტაცების მიზეზი არის მოწონება.

ბრძოლა უსამართლობასთან – ეპიკური გმირი ერთხელ უნდა ამარცხებდეს


ბოროტ ძალას,მას ერთადერთი მოწინააღმდეგე უნდა ჰყავდეს. „არსენას ლექსში“
მტერი რუს-ყაზახების სახით გვხვდება. მათთან შეტაკება ქალის მოტაცების
ფაქტით არის განპირობებული. ბატონმა უნდა დაიბრუნოს მოტაცებული და ყმას
გაუსწორდეს. ის ათ-თორმეტ ყაზახს გზავნის არსენას შესაპყრობად,რომელიც
ამარცხებს მათ. ამის შემდეგ არსენას სხვა ბრძოლებიც აქვს,მაგრამ ისინი სიჭარბეა
და გმირის ბიოგრაფიას არაფერს სძენს. ამ პირველი ბრძოლიდან იწყება ბრძოლა
უსამართლობასთან,რომელიც ხორციელდება დევიზით „მდიდარს
ართმევს,ღარიბს აძლევს“.

ღალატი – ღალატი არ არის გამორიცხული ეპიკური გმირის ცხოვრებაში. „არსენას


ლექსში“ ღალატს ორმაგი ფუნქცია აქვს: არსენას კეთილშობილების პირისპირ
წუთისოფლის მუხანათობის ჩვენება და იმ ზნედაცემული საზოგადოების
ჩვენება,სადაც მირონმაც დაკარგა ფასი. ამ ფონზე განსაკუთრებით ჩანს გმირის
ზნეობრივი უპირატესობა. შენდობა კი ძლიერი ქრისტიანული ნიშანია.

ციხე–აბანო – ამ ეპიზოდში გველეშაპის მოტივის ყველა ელემენტია მოცემული.


არსენა ციხის მიერ არის შთანთქმული,სადაც მას გარდაუვალი დაღუპვა
ელის,ამგრამ სასწაულმოქმედი სახსარი აღმოაჩნდება. ეს არის ქლიბი,რომელიც
მიკიტნებმა ჩაუდეს ჯიბეში. არსენას აბანოდან გამოსვლა მისი ხელახლა შობას
ნიშნავს. აბანო წყლის სტიქიაა,მასთან დაკავშირებულია მარცხიც და გამარჯვებაც.
აბანოში შესული ან ვეღარ გამოვა იქიდან ცოცხალი,ან ძალააღდგენილი გამოვა.
აქედან იწყება არსენას დაცემა,ამ დაცემის ნიშანი კი ჰუბრისია.გაბუდაყება –
მარტყოფის მონასტრის ეპიზოდი გარდამტეხი მომენტია არსენას ცხოვრებაში.
აქედან იწყება მისი გაამპარტავნება, ჰუბრისი, რომელიც ფარულად იზრდებოდა
მასში, აქ იჩენს თავს პირველად. აქ ჩვენ თითქოს სხვა არსენას ვხედავთ–ვერ
ვცნობთ მას.

წითელი პარასკევი(ნათლიის გამოწვევა) – ვნების კვირაა,წითელი პარასკევი. ამ


დროს არსენა პურის საჭმელად დამჯდარა ქრისტიანისთვის შეუფერებელ
ვითარებაში. თუ გავითვალისწინებთ კუჭატნელის პიროვნებას, მისი პასუხი
მიპატიჟებაზე სტუმარმასპინძლობის წესის შელახვად ან მოპატიჟის
შეურაცხყოფად არ უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ არსენა თავს შეურაცხყოფილად
თვლის და ნაცვლად იმისა, რომ წითელი პარასკევის ხსენებას გონზე
მოეყვანა,დაედევნა კუჭატნელს. წითელი პარასკევის სიწმინდე კიდევ ერთხელ
იბღალება. არსენა თავისი სისხლით გამოისყიდის დანაშაულს. საგულისხმოა,
რომ მომაკვდავის პირიდან აღმომხდარ შეძახილს „ვერ გაგიმეტე გიორგიო“
მსმენელი არ შეიძლება არ აღიქვამდეს როგორც მტრის შენდობის ქრისტიანულ
აქტს, რითაც მას, წითელი პარასკევის გამტეხს, გზა გაეხსნა სასუფევლისკენ.

4.სამგლოვიარო პოეზია.

საგმირო ლექსს, რასაც მისი შესრულების წესის მიხედვით ხევსურეთში სიმღერეს


უწოდებენ, საფუძვლად რეალური საბრძოლო შემთხვევა უდევს. მთავარ გმირადაც
ყოველთვის რეალური გმირი ჰყავს, რომელსაც იცნობდა საყმო პირადად ან
გადმოცემით. საყმო აგრეთვე ინფორმირებული მომხდარი ამბის დეტალებით. მან
იცის, ან შეიძლბეა იცოდეს იმაზე მეტი, რამაც ლექსში ჰპოვა ასახვა.

საგმირო ლექსი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ბალადა ვუწოდოთ, როგორც წესი


ორთაბრძოლაზეა აგებული. მთავარი გმირია ის, ვინც იღუპება, კარგავ სიცოცხლეს ,
მაგრმა იხვეჭს სახელს. მისი და საზოგადოების პრინციპია „სჯობს სახელის მოხვეჭა,
ყოვლისა მოსახვეჭელსა“

სიკვდილი ის ზღვარია, რომლის შემდეგ გმირი გადადის სახელის საუფლოში.


მხოლოდ სიკვდილში გამარჯვებას შეუძლია მოუტანოს მას სახელი. სწორედ
ამიტომაა, რომ უკლებლივ ყველა სიმღერე–ბალადა მებრძოლის სიკვდილით
მთავრდება და ეს სიკვდილი სახელიანია.

ბილეთი 4
1.ფოლკლორული შემოქმედების სპეციფიკა (ზეპირი გავრცელება და ანონიმურობა)

ზეპირი გავრცელება ფოლკლორის ყველაზე თვალსაჩინო ნიშანია,რაც მის ერთ-ერთ


სახელწოდებაშიც არის ასახული: „ზეპირსიტყვიერება“. ხალხური შემოქმედება
იქმნება ზეპირად და ვრცელდება ზეპირად. ზეპირსიტყვიერი ტექსტი შეიძლება
ჩაწერილი იყოს, მაგრამ ეს არ არის მისი არსებობის ბუნებრივი ფორმა. შეიძლება
ითქვას,რომ ასოებით დაბეჭდილი ხალხური ლექსი წიგნში გამომწყვდეულია.
ზეპირსიტყვიერი შემოქმედება, რომლის დასაბამი უხსოვრობაში იკარგება,ზეპირად
გადაეცემა თაობიდან თაობას და განაგრძობს არსებობას წიგნური ცივილიზაციების
ხანაშიც. ფოლკლორი ძირითადად ყურია,წიგნი (ლიტერატურა) – თვალი.

მსმენელი უშუალოდ აღიქვამს ხალხურ ტექსტს. იგი ესწრება შემოქმედების


პროცესს,ზეპირსიტყვიერი ტექსტი ყოველი ახალი წარმოთქმისას ხელახლა იქმნება
მისთვის. ამიტომაც ზეპირი ნაწარმოები არც ერთი განმეორებისას არასოდეს არ არის
თავისი თავის იგივეობრივი. მსმენელს მთქმელის ხმაში ავტორის ხმა ესმის, მათ
შორის არ არსებობს დროული ხარვეზი,შუამავალი. მსმენელი იმ პირველმთქმელს
ხედავს, თუმცა მისი სახელი და სახე სამუდამოდ დაფარულია.

წიგნი, წერა, კითხვა ანტიფოლკლორული მოვლენებია. მართალია, წიგნი ინახავს


სიტყვას, რომელსაც ჟამთასვლა უთუოდ წაშლის ადამიანის მეხსიერებაში, მაგრამ
წიგნი ვერ ინახავს მას ცოცხლად, რადგან ზეპირი სიტყვა არ არის წიგნში
დასაბეჭდად შექმნილი. ზეპირი სიტყვა შექმნილია მუდმივი, განუწყვეტელი
ქმნადობისათვის, დროსა და სივრცეში ცვალებადობისათვის.
ფოლკლორის კიდევ ერთი სპეციფიკური ნიშანია ანონიმურობა. მისი ძირითადი
გამომწვევი მიზეზია ავტორობის უფლების პრინციპული არარსებობა ტრადიციულ
საზოგადოებაში. ზეპირსიტყვიერი შემოქმედი ვერ იფიქრებს,რომ რასაც
წარმოთქვამს,მხოლოდ მისი საკუთრებაა,რადგან რასაც ის ქმნის,თავისი პიროვნული
ცნობიერების საფეხურიდან „ფოლკის“ ცნობიერებამდე ამაღლებული ქმნის;
ისხალხის ფიქრსა და სულისკვეთებას გამოხატავს. ფოლკლორული ტექსტი ყოველი
წარმოთქმისას ხელახლა იბადება,ანუ მის შექმნაში მრავალი ადამიანი იღებს
მონაწილეობას,ეს არის მისი ანონიმურობის კიდევ ერთი მიზეზი.

მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფოლკ.შემოქმედებას ავტორი არ


ჰყავს. რა თქმა უნდა, ის თავდაპირველად ერთმა პიროვნებამ შექმნა, მაგრამ იგი
არასოდეს ცდილობდა თავისი პიროვნულის, ინდივიდუალურის, კერძოს წამოწევას
მისი გახმაურებისა და გასაჯაროების (გაქვეყნების) მიზნით.

2.საყოფიერო ზღაპრების დრო და სივრცე,სტრუქტურა და ძირითადი მოტივები

საყოფიერო ზღაპარი თუ ხალხური ნოველა გამონაგონზე დაფუძნებული, მაგრამ ეს


სავსებით რეალისტური გამონაგონია, რამდენადაც თავის სიუჟეტში არაფერს შეიცავს
ისეთს, რაც რეალურ ცხოვრებაში ვერ მოხდებოდა. მისი პერსონაჟები რეალური
ადამიანები არიან, საზოგადოების ყველა ფენის და ხასიათის წარმომადგენლები:
გლეხები და ბატონები, ღარიბ–ღატაკები და შეძლებულები, მართალნი და
ცრუპენტელები და ა.შ. ყველა, ვინც კი ამ ნარატივში მონაწილეობს სავსებიტ
პრაგმატულია, მაგრამ მთავარი გმირი ცოტა უცნაური ქცევისაა, ცოტა არ იყოს
ბრიყვის შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი სიტყვით, არ იქცევა სტანდარტულად,
მაგრამ საბოლოოდ მაინც ის იმარჯვებს, არა ფიზიკური ძალ0ღონით, არამედ
მოხერხებით. თუმცა, მათ საქციელში, აზროვნებაში თითქოს ჭკუა არ მონაწილეობს,
მაგრამ სწორედ ეს უჭკუობა აღმოჩნდება ერთადერთი გზ მოზნის მისაღწევად.
საბოლოოდ მათი აბსურდული გადაწყვეტილება იმარჯვებს.

3.არსენას ლექსის ძირითადი ეპიზოდები და მისი მიმართება „ამირანიანთან“

4.დედის მოტივი ბალადაში „ვეფხვი და მოყმე“


ბილეთი 5
1.ფოლკლორული შემოქმედების სპეციფიკა(ვარიანტულობა და კოლექტიურობა)

ფოლკლორული შემოქმედების ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანია ზეპირად


გავრცელება,რაც გარდაუვლად იწვევს ტექსტის ცვლილებას. დროსა და სივრცეში
იგი იცვლება,ჩნდება მისი სხვადასხვა ვარიანტი. ხალხური ტექსტი
თანასწორუფლებიან ვარიანტებად არსებობს.,მიუღებელია რომელიმე
ვარიანტისთვის უპირატესობის მინიჭება. ის ყოველი წარმოთქმისას
„ცოცხლდება“,მაგრამ ვერასოდეს დაემთხვევა იმ პირველთქმულს. ანუ ყოველი
წარმოთქმა ახალი შემოქმედებაა, ახალ და ახალ ვარიანტთა ჩენა. ხალხური ტექსტის
არსებობა მხოლოდ ავტორ-მთქმელთა მიერ წარმოშობილ ვარიანტებად არის
შესაძლებელი. მათ რიცხვს დასასრული არ ექნება, თუ საერთოდ არ შეწყდა
ტრადიცია და არ ამოწურა ვარიანტთა ჩენის შესაძლებლობა.

ფოლკლორული ნაწარმოების ყველა ვარიანტი თვითმყოფადია,დამოუკიდებელი


მთლიანობაა. თითოეულ ვარიანტს ამა თუ იმ კონკრეტულ საზოგადოებაში,
კონკრეტულ ტრადიციაში, თავისთავადი მნიშვნელობა აქვს.

ზეპირსიტყვიერი ნაწარმოები იცვლება იმისდა მიხედვით, თუ სად წარმოითქმის,


ვინ ისმენს მას. ის წარმოითქმის კონკრეტულ „აუდიტორიაში“,ეს აუდიტორია ქმნის
ამ ვარიანტს, ეს ვარიანტი ამ აუდიტორიის ვარიანტია. მთქმელს ყოველთვის
მსმენელი ჰყავს მხედველობაში, მსმენელს კი ყოველთვის აქვს ვინაობა – უვინაობო
აუდიტორია არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული გარემო,
აუდიტორია, მსმენელთა წრე, ბადებს ამა თუ იმ ვარიანტს. აღსანიშნავია,რომ
მსმენელიც პოტენციური ავტორ–მთქმელია, რომელსაც შეუძლია „საკუთარი“
ვარიანტის სახით მოიტანოს ტექსტი კვლავ მსმენელამდე და ა.შ.

რადგან ხალხური ნაწარმოების არსებობის ბუნებრივი ფორმა ვარიანტებად


არსებობაა,მის ავტორად მხოლოდ ერთ პიროვნებას ვერ მივიჩნევთ. მისი
ვარიანტების შექმნაში თაობები იღებენ მონაწილეობას და, აქედან გამომდინარე,იგი
სახალხო, კოლექტიური საკუთრებაა. გარდა ამისა,ხალხური ნაწარმოები იმიტომაც
არის კოლექტიური საკუთრება, რომ ის გამოხატავს ფოლკის
სულისკვეთებას,მტკიცედ ზის ამა თუ იმ საზოგადოების ტრადიციაში.
კოლექტიურობის ხასიათი კარგად გამოთქვა კარლ გუსტავ იუნგმა: „კოლექტიური
არაცნობიერი თუ გააქტიურდა, კაცი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის“. ამგვარად აქვს
დაკარგული სახალხო პოეტ-მთქმელს საკუთარი თავი.
2.ამირანიანის ძირითადი ეპიზოდების ანალიზი

I.შობა. ამირანი, როგორც ყოველი ეპიკური გმირი, სასწაულებრივად უნდა იშვას.


მისი მშობლები უცნობნი უნდა იყვნენ იმ საზოგადოებისათვის, სადაც ის გაიზრდება.
მზეთუნახავი დედა მის დაბადებამდე კვდება,ხოლო მამა ან კვდება,ან უჩინარდება,
რათა ამირანის წარმოშობა საიდუმლოდ დარჩეს. ბავშვი უნდა ამოიყვანონ დედის
საშოდან და ის მონაცვლეობით უნდა გამოიშუშოს ცხოველთა ფაშვში ან ახლად
მოკლული ირმის ტყავში. მაგრამ მანამდე ბავშვი უნდა წამოდგეს საწოლზე და
ახალშობილივით უნდა იჭყიპინოს. სამი დღის მანძილზე ის ცხოველის ტყავში
იმყოფება. ამგვარად, ის ეზიარება ბუნების სასიცოცხლო ძალებს,რაც მისი მომავალი
ძლიერების საწინდარია.

II. გადაგდება. ამირანი გადაგდებული ბავშვია, თითქოს დასაღუპავად


განწირული,მაგრამ თუ გადარჩა, მას დიდი მომავალი ექნება. ახალშობილის ბედის
ნივთიერი გამოხატულებაა მახვილი, რომელიც მას დედის მუცლიდან დაჰყვება და
საბედისწერო განსაცდელში იხსნის მას. სიმარტოვე კი ამირანის მუდმივი
თანამდევია. გადაგდებული ბავშვები, რომლებიც მიაღწევენ მოწიფულობის ასაკს,
ბრუნდებიან შობის ადგილზე და ხსნა მოაქვთ თავიანთი ქალაქისთვის თუ
ქვეყნისთვის, ხალხისთვის.

III.ნათლობა. ქრისტიანული სარწმუნოების ეს უპირველესი საიდუმლო საკმაოდ


მკვიდრად ზის ამირანის ბიოგრაფიაში. თუნათლობა სიუჟეტურად არ არის
მოთხრობილი, ის მაინც ფიქსირებულია ამირანის ვინაობის აღნიშვნისას. ნათლობის
გარეშე სიმძაფრეს დაკარგავდა ის ტრაგიკული კონფლიქტი, რომელიც ნათლიასთან
შეჭიდებაში მდგომარეობს. ყველა ვარიანტში, სადაც კი ნათლობის ეპიზოდია
შემონახული, ამირანის ნათლია (ქრისტე, უფალი, იშვიათად – წმ. გიორგი) და მისი
მიმჯაჭველი ერთი და იგივე პირია. ნათლია ღონეს დაანათლავს თავის
ნათლულს,რომელიც ამირანმა სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს და იყენებს კიდეც
გარკვეულ ზღურბლამდე. ნათლიავე სჯის მას. აქ ჩანს ქრისტეს ორი სახე – მწყა-
ლობელისა და განმკითხველისა.

IV. ბობოქარი ბავშვობა. ამირანის ბავშვობა დაუოკებელი ფიზიკური ძალის


გამოვლენით ხასიათდება. ეს თითქოს ცელქობაა, მაგრამ მისი მეტისმეტი სიცელქე
თითქოს სამზადისია მომავალი ბრძოლებისათვის, რომლებიც მან აუცილებლად
უნდა გადაიხადოს. მაგრამ ეს დაუოკებლობა თავის კულმინაციაში გამოაჩენს
გამოსავალს: ამირანი კოკებდამსხვრეული დედაბრის სიტყვით ერთბაშად
მომწიფდება იმისათვის, რომ აღასრულოს ვალი ადამიანთა საზოგადოების წინაშე.

V.დევებთან ბრძოლა. ეპიკური გმირის ბიოგრაფიაში აუცილებელი ეპიზოდია


ბოროტ ძალებთან ბრძოლა. ამირანის ეპოსში ამ ძალებს დევები განასახიერებენ.
ამირანი დევებს ებრძვის განსაზღვრული, ერთჯერადი მიზნის მისაღწევად. ამირანი
ადამიანებს უბრუნებს დევების მიერ მიტაცებულ ტერიტორიას, ათავისუფლებს მას
დევებისგან. იგი დევებს მათი ქორწილის დღეს ებრძვის,რაც მნიშვნელოვანია,რადგან
აქ არის ესქატოლოგიური მომენტი: სწორედ ქორწილის დღეს, სიმბოლურად
უკანასკნელ დღეს, როცა ყველანი ერთად არიან შეყრილნი, ერთიანად უნდა
გაწყდნენ. ეს ბრძოლა საბოლოოა, რადგან თავად ქორწილია საბოლოო აქტი,
გადასვლა ერთი ვითარებიდან ახალ ვითარებაში, ძველის დასასრული ახლის
მოსაპოვებლად.

VI. უკანასკნელი დევი და ცამცუმის კოშკი. დევების განადგურების შემდეგ


უკანასკნელი დევი რჩება, რომელიც უნდა განადგურდეს, რათა გამოჩნდეს ახალი
ზღურბლი გმირის გზაზე.სანადიროდ გამოსული ამირანი და მისი ძმები ირემმა
ცამცუმის კოშკთან მიიყვანა, სადაც დახვდათ მკვდარი ცამცუმი და წერილი,
რომელიც იუწყებოდა, რომ მას მოუკვლელი გადაურჩა ერთადერთი ბაყბაყდევი. ეს
ის ბაყბაყდევია, რომელიც კოშკიდან გამოსულ ამირანთან ორთაბრძოლაში უნდა
მოიკლას და სიკვდილის წინ ამცნოს მას ყამარის ადგილსამყოფელი. ასევე, ეს ის
დევია, რომლის მოჭრილი თავიდან ამოსული სამი ჭია მომავალი ეპიზოდის
ჩანასახია. ამირანი არ კლავს ჭიებს და ამით ქმნის საფრთხეს თავის მომავალ
ასპარეზზე. ასპარეზი საფრთხით უნდა იყოს სავსე, ეს არის მისი არსებობის ფორმა.

VII.შთანთქმა–ამონთხევა(მეორედ შობა). გველეშაპთან ბრძოლის ეპიზოდი


ცენტრალურია ამირანის თავგადასავალში. როგორც წესი,გველეშაპმა უნდა შთანთქას
მასთან მებრძოლი გმირი,რათა ამ უკანასკნელმა შიგნიდან დაამარცხოს იგი. მაგრამ
შთანთქმა-ჩაყლაპვას კიდევ სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს: იგი ნიშნავს
დამარხვას, დაფლვას, საშოში უკან დაბრუნებას, რათა არსება კვლავ იშვას. მეორე
მხრივ, შთანთქმა სიკვდილის სინონიმია, რასაც უნდა მოსდევდეს აღდგომა-
გაცოცხლება,ხელახალი შობა. ამირანის თავგადასავალში ეს ეპიზოდი ზღურბლია,
რომლის გადალახვის შემდეგ მისი ყოფა ახალ საფეხურზე ადის.

VIII.იგრი ბატონის წყალი. ხელახლა დაბადებული ამირანი იგრი-ბატონის წყალში


უნდა განიბანოს, რაც თითქოს ნათლობის წყალში განბანის ანალოგიურია,რადგან
ნათლობა შობის მომდევნო, აუცილებელი რიტუალია. შესაძლოა,ეს წყალი ფაშვის
ანალოგიურია, სადაც დედის საშოდან ნაადრევად გამოსული ამირანის სხეული
უნდა გამოშუშებულიყო. ამირანი განახლებული ძალით ამოდის იგრის
საბანელიდან. განახლება აუცილებელია მისთვის, რადგან მის წინაშე ახალი, ძნელად
შესასრულებელი ამოცანაა - საცოლის ძიება.

IX.ყამარი. ამირანის გზაზე ახალი, უფრო მაღალი საფეხური გამოჩნდება - ეს არის


მზეთუნახავის მოტაცება და იგი გარდაუვალია როგორც გმირის, ისე ქალის
ცხოვრებაში: მზეთუნახავი სამარადისოდ არ უნდა დარჩეს კოშკში. ვინმემ იგი მზის
სინათლეზე უნდა გაიყვანოს. იდუმალებით არის მოცული ყამარის წარმოშობა.
მოტაცების შემდეგ ყამარის კვალი იკარგება: მას ვერ ვხედავთ ამირანის გვერდით
მისი ცხოვრების საბედისწერო წუთებში. არც ერთვარიანტში არ არის ნახსენები მათი
ქორწილი,რადგან ამირანის თქმულება არ არის ზღაპარი, რომ ქორწილით
დასრულდეს. ამირანი ყამარის მოსატაცებლად ებრძვის ძალებს, რომელთაც
ღრუბელთ ბატონი განაგებს, ცაზე ჩამოკიდებული კოშკიდან ჩამოჰყავს ქალი და ამის
გამო ის თითქოს ადამიანზე მეტი გახდება.

X. ამბრი არაბი. ეს განსაცდელი მკვდარმა ამბრი არაბმა მოუვლინა ძლიერების


მწვერვალზე მყოფ ამირანს. როცა ის დარწმუნებული იყო თავის უძლეველობაში,
თავის ერთადერთობაში. ამბრი არაბის ვინაობა არავინ იცის,ის თითქოს სხვა დროში
და სხვა სივრცეში არსებობდა და სიკვდილის შემდეგღა შემოიჭრა ამირანის
ცხოვრებაში,რათა დაემტკიცებინა,რომ „მჯობნის მჯობნი არ დაილევა“. მკვდრისგან
დამარცხებული ამირანი სასოწარკვეთამ მოიცვა. ამბრი არაბთან შეხვედრამ მასში
შური გააჩაღა,რაც მისი გაბუდაყების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა.

XI. ძალის განახლება. ამ სასოწარკვეთილებიდან ამირანს ნათლია გამოიყვანს. აქ


ხდება მისი გარდატეხა, თითქოს სხვა ადამიანად დაბადება. ნათლიამ იცის, რომ ეს
ამირანი, რომელიც იხვეწება ძალის მომატებას, ის ძველი ამირანი აღარ არის; რომ
ამირანი ამ გაორკეცებულ ძალას სასიკეთოდ არ გამოიყენებს. მაგრამ ნათლიას არ
ძალუძს უარი უთხრას ნათლულს სათხოვარზე.

XII. გაბუდაყება (ჰუბრისი). ძალაგაორკეცებული ამირანი თავის გაბუდაყებაში


მარტო უნდა იყოს, როგორც აბსოლუტი, რომელიც ვერ ითმენს თავის გვერდით
სხვას. ამირანი მოწყდა კაცობრიობას – მან თავისივე ხელით გააუდაბურ-
გააუკაცრიელა თავისი გარემო. მარტოდ დარჩენილი ამირანი კვლავ ობოლია და
კვლავ ბობოქრობს როგორც ბავშვობაში, მეორდება მისი მოჭარბებული ძალის
უკიდეგანო დემონსტრაცია.

XIII. უფლის გამოწვევა. ამირანის მომრევი აღარავინ დარჩა.ეს მისი ბედისწერაა. მან
განიზრახა იმ წყაროს მფლობელობა, საიდანაც მოედინება მისი ძლიერება, ამიტომ
ნათლიასთან შებრძოლება მოინდომა. ამირანის ჯანყი თავის თავშივე გულისხმობს
სასჯელს. მისი ეპოსი მისდევს სემიტურ ყაიდას, სადაც მამა ყოველთვის
გამარჯვებულია.
XIV. მიჯაჭვა. ამირანის სასჯელის ადგილი იგივე ადგილია, სადაც მან ბერიკაცს
ორთაბრძოლა გაუმართა. შერკინება ხდება ან რომელიმე მაღალ მთაზე,ან
სამჭედლოსთან, ან გზაჯვარედინზე. მაღალი მთა, მთის მწვერვალი კარგად
გამოხატავს მისი გაბუდაყების მწვერვალს, საიდანაც უნდა დაიწყოს მისი დაცემა. ის
პალო თუ უფლის ყავარჯენი, რომელსაც ძვრა ვერ უყო ამირანმა,იქცევა იმ სვეტად,
სადაც იგი მიეჯაჭვება. ნათლიამ მიჯაჭვულ ნათლულს ზედ კლდეც გადააფარა,რათა
კაცთაგან უხილავი ყოფილიყო.

XV. მიჯაჭვული ამირანი. ამირანი გარიდებულია კაცობრიობას. ამ ტყვეობაში მის


გარშემო ჩნდებიან სრულიად ახალი პერსონაჟები: გოშია, რომელმაც მთელი წლის
მანძილზე უნდა ლოკოს ჯაჭვი, გაწყვეტამდე მიიყვანოს იგი, რათა მჭედლებმა კვლავ
გაამრთელონ. ეს ხდება ვნების კვირას, დიდ ხუთშაბათს. ჩნდება ჩიტიც, რომელიც
პერიოდულად აჯდება პალოს, რათა ამირანმა პალო, რომელსაც ის არყევს მთელი
წლის მანძილზე, თავისდა უნებურად კვლავ მყარად ჩააჭედოს კლდეში. გოშია –
მიწის არსება – ეხმარება, ჩიტი – ცის არსება – ხელს უშლის. ამირანის
გათავისუფლებას მისი სიჯიუტე აბრკოლებს. მან ჯერ სიჯიუტე უნდა დაძლიოს.

XVI.გათავისუფლების მცდელობები. ამირანის გათავისუფლების მცდელობის


მრავალი ვარიანტია. ზოგი ვარიანტით მის დახმარებას მონადირე ცდილობს, ზოგი
ვარიანტით საკუთრივ თვითონ, მაგრმა საბოლოოდ მაინც უშედეგოდ სრულდება
ყველა მცდელობა და იგი კვლავ მიჯაჭვულია.

3.შელოცვების წარმოშობა,კლასიფიკაცია და სტრუქტურა

ლოცვასა და შელოცვას შორის საერთო მხოლოდეს არის რწმენა ფიზიკური


სინამდვილის მიღმა რეალობის არსებობისა:ლოცვის შემთხვევაში რწმენა ღვთისა და
ანგელოზებისადმი ხოლო შელოცვის შემთხვევაში ეს არის რწმენა დემონიური
არსებებისადმი,რომლებიც ადამიანზე არ დგანან იერარქიულად მაღლა შემლოცველი
არ გრძნობს არანაირ იერარქიულ დამოკიდებულებას იმათზე,ვის მიმართაც
შელოცვის ტექსტია გამიზნული.შემლოცველი ბრძანებით მოითხოვს იგი ან გასძახის
ან ჩასძახის.მლოცველი გამსჭვალულია ბრალეულობისა და სინალულის გრძნობით,
შემლოცველისთვის არ არსებობს მსგავსი განცდა ის ემუქრება იმ არსებებს,რომლებიც
აბრკოლებენ მას და ხელს უშლიან მის კეთილდღეობას.

შელოცვა დღესდღეისობით ხალხშია გავრცელებული მაგრამ მისი ხალხური


წარმომავლობა ეჭვის ქვეშ არის დაყენებული.მანსიკა რომელმაც რუსული
შელოცვები გამოიკვლია უარყოფს შელოცვების ხალხურ წარმოშობას. ის ფიქრობს
რომ შელოცვა წარმოადგენს სასულიერო წრეების მწიგნობრული მოღვაწეობის
პროდუქტს. ასევე ვესელოვსკის აზრით შელოცვა შუასაუკუნეების მითოლოგიური
შემოქმედების პროდუქტია. კლასიფიკაცია: შელოცვები შეიძლება ორ ჯგუფას
დავყოთ 1. ადამიანური სფერო ანუ აქ ერთიანდება შელცვები,რომლები ადამიანის
ჯანმრთელობას ემსახურება. არსებობს ნებისმიერი სნეულების საწინააღმდეგო
შელოცვა:თვალის,უჯმურის,შეშინებულის..

2. სამეურნო სფერო,რაშიც გაერთიანებულია ძირითადად ველზე მყოფი საწონლის


მხეცისგან დასაცავი ტექსტები.

სტრუქტურა.

ბუნდოვანება შელოცვის კონტიტუტიური ელემებტია.წარმოშობისთანავე ის ასეთი


იყო.არ არის მართებული,თითქოს შელოცვების ტექსტი დროთა ვითარებაში
გაბუნდოვანდა.მაგიის ობიქეტი ირაციონალურია.არაადამიანური ძალებია,მათთან
სასაუბრო ენას გაუგებარი სიტყვით და ტექსტით არის შემკობილ. შელოცვას აქვს
გამოკვეთილი სტრუქტურები: 1. შესავალი ნაწილი,დასაწყისი ფორმულა. 2
შელოცვის ობიექტის დასახელება. 3. დასკვნა.

4.საგმირო ლექსი „ჩავალის ჩაეუბნების“

(ბალადის ზოგადი განმარტება),,ჩავალის ჩაეუბნება“ ,,ფხოველის და შავანელის“


მსგავსად, უმოკლესი ბალადაა.იგი რამდენიმე ვარიანტითაა ცნობილი. ბალადა
გმირულ ლექსს განეკუთვნება. როგორც ტექსტიდან ჩანს, ცხენი შეშინებულია,
მხედარი კი ცდილობს მის გამხნევებას. ისინი საბრძოლველად მიდიან , რათა
ციხიდან დაიხსნან მხედრის მამა. მართალია, გმირი იქადნება, რომ ციხეს ისრით
დაანგრევს, მაგრამ მან იცის რომ ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ სიკვდილი ურჩევნია.
ტექსტშივე ჩანს ბალადის დასასრული– მხედარი და ცხენი იღუპებიან . უჩეულობა
ჩანს ცხენის შიში რაღაც გამოუცნობის წინაშე- მხედარს უხდება მისი
გამხნევება,თუმცა პირიქით შეიძლება ყოფილიყო. უჩვეულოა ამ სასოწარკვეთილ
ლაშქრობაში (,,ცოცხალი შინვერ დავბრუნდები“) მუქარა ციხის ისრით დანგრევისა.
ყველა სიტყვა მხედრისა და წარმოთქმის ინტონაცია, ბალადის ტრაგიკულ
დასასრულზე მეტყველებს. მსმენეს არ ეეჭვება,რომ მხედარი ვერ დაიხსნის მამას და
სახლშიც ვერ დაბრუნდება მშვიდობით.
ამ ბალადის ფორმა არაორდინალურია: მთელი მისი შინაარსი ცხენთან დიალოგშია
მოქცეული. სიუჟეტური დრო ჯერ არ ამოწურულა, თუმცა ამბავი დამთავრებულია,
იგი ვირტუალურ დროსა და სივრცეში მთავრდება, თუმცა ბალადას ეს
ექსპრესიულობას სულაც არ უკარგავს. ბალადაში,როგორც წესი, გმირის ცხოვრების
უკანასკნელი წამები,კუმინაციაა გადმოცემული. გმირმა იცის,რომ მოკვდავია და
ეგუება კიდეც ამას, მაგრამ იგი ვერსოდეს შეეგუება ისეთ სიკვდილს,რომელიც
ბრძოლის ველზე სისხლით არაა კურთხეული. გმირის აპოთეოზი ველზე სისხლით
განათვლაა. ,,ჩავალის ჩაეუბნებაში“ გმირის ეგზისტენცია ჯერ არ გამონათებულა, ის
ელის ამას და მსმენელიც ამის მოლოდინშია,მაგრამ გმირის განცდა წინ უსწრებს
რეალიზაციას-მისი ეგზისტენცია უკვე მის წარმოსახვაშია გამოსხივებული. გმირები
სხვადასხვანაირად ეცემიან ბრძოლაში,მაგრამ აღსასრული ერთია : ისინი ბოლომდე
გაიღებენ სიცოცხლეს. თუ ჰანზელი ზღვაოსანი ვაჭრები მისდევენ დევიზს:
,,ზღვაოსნობა აუცილებელია, სიცოცხლე არა რის აუცილებელი“ კაიყმათ საკუთარი
დევიზი აქთ,რომელსაც არასოდეს მიუღია ვერბალური გამოხატულება,თუმცა
იდეურად ისხამდა ხორცს: ბრძოლა აუცილებელია, სიცოცხლე არ არის
აუცილებელი. მაშასადამე გმირთათვის არსებობს ღირებულება,რომელიც მეტია
სიცოცხლეზე,, ეს არის ნება,თავისუფლება,რომლითაც ადამიანს შეუძლია მართოს
თავად სიცოცხლე და არსებობის მონობისაკენ ბუნებრივ სწრფვას დააღწიოს თავი,ეს
კარგად ჩანს ბალადებში.

ბილეთი 6
1.ფოლკლორული შემოქმედების სპეციფიკა(ტრადიციულობა და სინკრეტიზმი)

ტრადიცია (გადმოცემა) ის კალაპოტია, რომელშიც თაობიდან თაობამდე მიედინება


ხალხური ყოფა და შემოქმედება. ფოლკლორული ჟანრული სისტემის ურღვევობა და
მდგრადობა სწორედ ტრადიციის ძალაზეა დამყარებული.

ტრადიცია დიდ ზეგავლენას ახდენს ინდივიდის ცნობიერებაზე,რადგან ის ამ


ტრადიციის წიაღშია დაბადებული და აღზრდილი. მაგრამ ეს არ გამორიცხავს
ინდივიდუალური გადახრების როლს ტრადიციაში. ინდივიდის ცნობიერება
არასოდეს არ არის ავსებული მთლიანად ტრადიციული მსოფლგანცდით. ხშირ
შემთხვევაში რაღაც ინდივიდუალური შეუმჩნევლად „იწვეთება“ ტრადიციის
კალაპოტში. ტრადიცია არის გადაცემა,ხოლო რაც გადასაცემია, არასდროს
აბსოლუტური სიზუსტით არ გადაიცემა. ის ყოველ ჯერზე სახეცვლილებას
განიცდის.

მთქმელის მეხსიერებაში დაცული ტრადიციული ტექსტი რაღაც ახალს იძენს მისი


აქტუალიზაციის პროცესში. წარმოთქმული ტექსტი არ არის იდენტური
მეხსიერებაში პოტენციურად არსებული, დაცული ტექსტისა. შემოსული სიახლე,
რომელიც ქმნის განსხვავებას, მთქმელისეულია. ეს ასეა ყოველი ახალი
წარმოთქმისას. სიახლის შემოტანა ტექსტში მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ის
აღარ წარმოითქმის, როცა მისი აქტუალიზაცია აღარ ხდება, ანუ ის წყვეტს არსებობას,
როგორც ფოლკლორული ტექსტი.

შეიძლება ითქვას,რომ ყოფითობა ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია


ფოლკლორისთვის. ფოლკლორული შემოქმედება ყოფიდან არის ამოზრდილი და
მისი ნიადაგით საზრდოობს. ფოლკლორის ყოფიდან ამოზრდილი ჟანრული
სისტემა ზემოქმედებს ყოფაზე, სტრუქტურა და საზრისი შეაქვს ყოფაში.
ფოლკლორულ შემოქმედებას ყოფაში უდგას ფესვები და მისგან მოწყვეტილი
კარგავს თავის არსებით ნიშნებს.

ყოფითობას კიდევ ერთი ასპექტი აქვს: ფოლკლორული შემოქმედება „ნატურალური


მეურნეობის“ პრინციპით არსებობს და ფუნქციონირებს. სოფელი,რომელიც თავისი
საკუთარი ბუნებრივი რესურსებით საზრდოობს,ასევე თავისი საკუთარი ძალებით
იკმაყოფილებს ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს. თუ სოფელს ჰყავს თავისი
საკუთარი მჭედელი,მას ასევე ჰყავს თავისი საკუთარი მთქმელი, რომელიც ინახავს
და გადასცემს ზეპირსიტყვიერ ტექსტებს. ზოგჯერსოფელს გარედან,სხვა
სოფლიდანაც უხდება რაღაცების შემოტანა. ის არ არის თავისუფალი გავლენებისგან.
თუმცა, უცხო თემები თუ სიუჟეტები სოფლის ყოფაში იმგვარად გადაიხარშება, რომ
უკვე მისი საკუთრება ხდება.

ხალხურ შემოქმედებაში სინკრეტიზმი გულისხმობს შემოქმედებისა თუ გადმოცემის


ერთიან აქტში ხელოვნების რამდენიმე დარგის მონაწილეობას. კლასიკური ნიმუში
სინკრეტიზმისა არის, მაგალითისთვის, ხევსურული საგმირო ლექსი, რომელსაც
ადგილობრივ „სიმღერეს“ უწოდებენ. ანუ ეს სიტყვიერი ტექსტი გადაიცემა
მუსიკალური ჰანგის თანხლებით. ჰანგი თან ახლავს სიტყვიერი ტექსტის შექმნის
პროცესს. იგი არათუ აწესრიგებს სიტყვას, არამედ სიტყვიერი შემოქმედების
პროცესის ორგანული მონაწილეა.

სინკრეტიზმის სხვა უფრო რთული მაგალითებია ხალხური დღესასწაულები,


სანახაობები,მუსიკა, ცეკვები. ასეთია „ბერიკაობა“, „ყეენობა“.
2.ამირანის ჰუბრისი,მიჯაჭვა და გათავისუფლების ამაო მცდელობა

ძალაგაორკეცებული ამირანი თავის გაბუდაყებაში მარტო უნდა იყოს, როგორც


აბსოლუტი, რომელიც ვერ ითმენს თავის გვერდით სხვას. ამირანი მოწყდა
კაცობრიობას – მან თავისივე ხელით გააუდაბურ-გააუკაცრიელა თავისი გარემო.
მარტოდ დარჩენილი ამირანი კვლავ ობოლია და კვლავ ბობოქრობს როგორც
ბავშვობაში, მეორდება მისი მოჭარბებული ძალის უკიდეგანო დემონსტრაცია.

ამირანის სასჯელის ადგილი იგივე ადგილია, სადაც მან ბერიკაცს ორთაბრძოლა


გაუმართა. შერკინება ხდება ან რომელიმე მაღალ მთაზე,ან სამჭედლოსთან, ან
გზაჯვარედინზე. მაღალი მთა, მთის მწვერვალი კარგად გამოხატავს მისი
გაბუდაყების მწვერვალს, საიდანაც უნდა დაიწყოს მისი დაცემა. ის პალო თუ უფლის
ყავარჯენი, რომელსაც ძვრა ვერ უყო ამირანმა,იქცევა იმ სვეტად, სადაც იგი
მიეჯაჭვება. ნათლიამ მიჯაჭვულ ნათლულს ზედ კლდეც გადააფარა,რათა კაცთაგან
უხილავი ყოფილიყო.ამირანის გათავისუფლების მცდელობის მრავალი ვარიანტია.
ზოგი ვარიანტით მის დახმარებას მონადირე ცდილობს, ზოგი ვარიანტით საკუთრივ
თვითონ, მაგრმა საბოლოოდ მაინც უშედეგოდ სრულდება ყველა მცდელობა და იგი
კვლავ მიჯაჭვულია.

ამირანის გათავისუფლების მცდელობის მრავალი ვარიანტია. ზოგი ვარიანტით მის


დახმარებას მონადირე ცდილობს, ზოგი ვარიანტით საკუთრივ თვითონ, მაგრმა
საბოლოოდ მაინც უშედეგოდ სრულდება ყველა მცდელობა და იგი კვლავ
მიჯაჭვულია.

ამირანი ღმერთისგან მიშვებულია და ისიც ეტოქება მას, ვინც მიუშვა.


ძალაგაორკეცებული ამირანი სრულიად მარტო აღმოჩნდება. თავის გაბუდაყებაში ის
მარტო უნდა იყოს, როგორც აბსოლუტი, რომელიც ვერითმენს გვერდით სხვას.
მარტოდ დარჩენილი ამირანი კვლავ ობოლია და კვლავ ბობოქრობს, როგორც
ბავშვობაში. მეორდება მისი ბობოქარი, აგრესიული ბავშვობა–მოჭარბებული ძალის
უკიდეგანო დემონსტრაცია. ამირანის ჯანყი და ნათლიასთან შებრძოლება მხოლოდ
უპირატესობის გამოჩენის მცდელობაა, რომელიც თავისთავშივე გულისხმობს
სასჯელს. მისი ეპოსი მისდევს სემიტურ ყაიდას, სადაც მამა ყოველთვის
გამარჯვებულია.

ამირანის სასჯელის ადგილი იგივეა, სადაც იგი ნათლიას შეებრძოლა. შერკინება


ხდება რომელიმე მაღალ მთაზე, რომლის წვერიც კარგად გამოხატავს მისი
ზვიადობის, გაბუდაყების მწვერვალს, საიდანაც უნდა დაიწყოს მისი დაცემა.
ამირანის თავდაპირველი ობლობა მისი მიჯაჭვისა და აბსოლუტური მარტოობის
სახეს იღებს, მარტოობის განაჩენი კი თვითონ გამოუტანა საკუთარ თავს როცაყველას
განუდგა და ყოვლის დასაბამს აუჯანყდა.

3.ქართულ ხახლური ბალადები(სიმღერე).ჟანრის დახასიათება


,პერსონაჟები,სტრუქტურა)
ბალადა მძაფრსიუჟეტიანი ლექსია. მასში გადმოცემულია ერთი გამორჩეული,
ფათერაკიანი ამბავი გმირის ცხოვრებისა. ლირიკული ლექსის
სუბიექტივიზმისგან განსხვავებით, მისი თხრობის პოეტური მანერა
ობიექტურობითაა აღბეჭდილი. სიუჟეტიანობა ბალადას მიაკუთვნებს
ლირიკულ–ეპიკურ ფორმას. ბალადებს ძირითადად წარმოთქვამენ ან
მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებიტ მღერიან. ბალადის პესონაჟების
რაობას, როგორც წესი, ნაწარმოების სახეობრივი კუთვნილება და შინაარსი
განსზღვრავს. გმირები იცვლებიან, მათი თავგადასავალიც სხვადასხვაა,
უცვლელია მხოლოდ გმირის თავგანწირული ბრძოლა მიზნის მისაღწევად და
მისი ტრაგიკული ბედი. ბალადაში საზოგადო პრობლემები არ დგას, აქ
პირადული ფოკუსირებული, თანაც უმწვავესი სიმძაფრით.
საქართველოში ბალადისადმი ინტერესს ასაზრდოებს ამბის რომანტიკული
ხასიათი და მთავარი გმირის ტრაგიკული თავგანწირვა. ბალადა სიუჟეტიანი
ნაწარმოებია და ამით ჰგავს სხვა ეპიკურ თხზულებებს, თმცა საკუთარი
პოეტიკური ნიშან–თვისებებიც ახასიათებს. ერთი კომპოზიციური
თავისებურება ბალადისა ის არის, რომ პირდაპირ კონფლიქტით იწყება და
თითქმის არ მოგვითხრობს კონფლიქტამდელ ვითარებაზე. ბალადის
სიუჟეტის სოეციფიკა ითვალისწინებს მოქმედების სხარტად, შეუყოვნებლივ
განვიტარებას. როგორც წესი, მოქმედებები მიჯრითაა მიწყობილი და ერთი
მეორედან გამომდინარეობს. ბალადაში თხრობა უპირატესად მესამე პირის
საშუალებით ხორცელდება, თუმცა ზოგჯერ პირველ პირსაც ვხვდებით.
ბალადას მთავარ გმირად ყოველთვის რეალური პირი ჰყავს. მთავარი გმირია
ის, ვინც ორთაბრძოლაში იღუპება, კარგავს სიცოცხლეს, მაგრამ იხვეჭს
სახელს. ბალადის გმირი ვაჟკაცია, იგი ერიდება უმიზეზო სისხლისღვრას,
მაგრამ არ შეუძლია დაცინვის, შეურაცხყოფის, გამწარების მოთმენა. გმირი,
ვაჟკაცი გონიერია, წინდახედული, აქვს რეალური სამყაროს სწორად შეფასების
უნარი.მას არ ხასიათებს ტრაბახი და ფუჭი ოცნება. ქართული ხალხური
ბალადის გმირი ტიპიური „კაი ყმაა“. ბალადაში გადმოცემულია გმირის
უკანასკნელი ჟამი, იგი ცაყენებულის სიკვდილ–იცოცხლის მიჯნაზე,
საზღურბლო სიტუაციაში, როცა უნდა გადაწყდეს მისი ბედი, რომელსაც ის
ქმნის აქ და ახლა. გმირი ეკუთვნის თავის თავს, ის ბატონობს დრო–ჟამზე. მას
არაფერი დარჩენია, გარდა საკუთარი სიცოცხლისა, რომლის მართვა და
გაწირვა შეუძლია მას, სხვა უფრო მაღალი ღირებულებისათვის.

ბალადას მთავარ გმირად ყოველთვის რეალური პირი ჰყავს. მთავარი გმირია ის,
ვინც ორთაბრძოლაში იღუპება, კარგავს სიცოცხლეს, მაგრამ იხვეჭს სახელს.
ბალადის გმირი ვაჟკაცია, იგი ერიდება უმიზეზოსისხლისღვრას, მაგრამ არ
შეუძლია დაცინვის, შეურაცხყოფის, გამწარების მოთმენა. გმირი, ვაჟკაცი
გონიერია, წინდახედული, აქვს რეალური სამყაროს სწორად შეფასების უნარი.მას
არ ხასიათებს ტრაბახი და ფუჭი ოცნება. ქართული ხალხური ბალადის გმირი
ტიპიური „კაი ყმაა“. ბალადაში გადმოცემულია გმირის უკანასკნელი ჟამი, იგი
ცაყენებულის სიკვდილ–იცოცხლის მიჯნაზე, საზღურბლო სიტუაციაში, როცა
უნდა გადაწყდეს მისი ბედი, რომელსაც ის ქმნის აქ და ახლა. გმირი ეკუთვნის
თავის თავს, ის ბატონობს დრო–ჟამზე. მას არაფერი დარჩენია, გარდა საკუთარი
სიცოცხლისა, რომლის მართვა და გაწირვა შეუძლია მას, სხვა უფრო მაღალი
ღირებულებისათვის.

4.სატრფიალო პოეზია(ხვარამზეს ლექსები)

ბილეთი 7
1.ფოლკლორი და ლიტერატურა(მსგავსება და განსხვავება)

ფოლკლორსა და ლიტერატურას შორის ერთ-ერთი უმთავრესი განსხვავება მათი


არსებობის ფორმებია. ხალხური ნაწარმოები მხოლოდ მაშინ არსებობს
აქტუალურად,როდესაც ის წარმოითქმის,რასაც ვერ ვიტყვით ლიტერატურულ
თხზულებაზე.

ფოლკლორში არ არსებობს საავტორო უფლებები. ფოლკის წრეში მყოფმა


შემოქმედმა არ შეიძლება მიიჩნიოს თავი მის მიერ შეთხზული ტექსტის ისეთსავე
ავტორად, როგორიც ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. მწერალი არ ეკუთვნის
ხალხს იმ აზრით, როგორც ეკუთვნის მას ხალხური ავტორი. პირველი ეძებს
ორიგინალურს, საკუთარს, განუმეორე- ბელს, ჯერართქმულს. მეორე ეძებს მხოლოდ
იმას, რასაც ხალხი მოიწონებს და დასტურს დასცემს,ის იტვირთავს ხალხის ფიქრის
და სულისკვეთების გამოხატვას. ის ვერ იფიქრებს,რომ რასაც წარმოთქვამს,მხოლოდ
მისი საკუთრებაა,რადგან რასაც ის ქმნის,თავისი პიროვნული ცნობიერების
საფეხურიდან „ფოლკის“ ცნობიერებამდე ამაღლებული ქმნის. ლიტერატურული
ნაწარმოების ავტორის ვინაობა ხშირ შემთხვევაში ცნობილია. ფოლკლორში, სადაც
საავტორო უფლების შეგნება არ არსებობს, ანონიმურობა კანონზომიერია;
ლიტერატურაში,სადაც ეს შეგნება არსებობს,ანონიმურობა გამონაკლისია, მისი
გამომწვევი მიზეზი ან თავად ავტორის ნებაშია, ან რაღაც ობიექტურ გარემოებებში,
რომლებიც შემოქმედებით პროცესთან არ არის დაკავშირებული.

ფოლკლორში თავდაპირველად იქმნება ნაწარმოები და შემდეგ,დრო-ჟამის


განმავლობაში ჩნდება მისი ვარიანტები. ლიტერატურაში პირიქით,ავტორი
თავდაპირველად ქმნის ნაწარმოების რამდენიმე ვარიანტს და მათ შორის
საუკეთესოს არჩევს. ფოლკლორში მიუღებელია რომელიმე ვარიანტისთვის
უპირატესობის მინიჭება. ფოლკლორული ნაწარმოები არსებითად მხოლოდ
კოლექტივსა და ტრადიციაში არსებობს, და აქ მჟღავნდება მისი გენიალობა, ხოლო
ლიტერატურული ნაწარმოების ღირსება და ღირებულება, მისი გენიალობა მის
ინდივიდუალობასა და ნოვატორობაში მდგომარეობს.

კითხვა თუ რომელი ნაწარმოებია უფრო ძველი, აბსურდულია ზეპირსიტყვიერებაზე


საუბრისას, რადგან საქმე დამწერლობის გარეშე არსებულ ტექსტებთან გვაქვს.
ლიტერატურული პროცესისთვის კი თვალის გადავლება შესაძლებელია.

ფოლკლორი და ლიტერატურა განსხვავდებიან ჟანრების მიხედვითაც. მაგ: ქართულ


ფოლკლორში არ არსებობს რომანის ჟანრის ნაწარმოები, თუმცა, არსებობს სპარსული
დასტანები, რომლებიც ზეპირი საგმირო-სათავგადასავლო რომანებია. ასევე, არ
არსებობს სონეტები, რადგან ეს წმინდა ლიტ. ჟანრია. შესაბამისად,წმინდა
ფოლკლორული ჟანრები - სამგლოვიარო პოეზია, საგმირო პოეზია,გამოცანები და
სხვ.- ლიტერატურაში არ არსებობს. თუმცა,მათ შეიძლება ჰქონდეთ საზიარო
ჟანრებიც. არსებობს ლირიკული ლექსი ფოლკლორშიც და ლიტერატურაშიც. ასევე,
საზიაროა დრამა, რომელიც ასევე უდევს საფუძვლად რიტუალურ წესჩვეულებებს.

2.ღვთისშვილთა და დევ–კერპთა ბრძოლები

ამ ბრძოლათა ამსახველი თქმულებები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშია


გავრცელებული. მათი საბოლოო მიზანი სალოცავის დაარსებაა ანუ, სხვაგვარად,
ტერიტორიის განწმედა უწმიდური დევებისგან და ადამიანთა საზოგადოებისთვის
სასიცოცხლო გარემოს შექმნა. იქ, სადაც ადრე დევი ბატონობდა ადამიანზე,
ამიერიდან არსდება ღვთისშვილი ადამიანის პატრონად და მფარველად, ადამიანი კი
– მის ყმად.ღვთისშვილთა და დევ-კერპთა შერკინების რამდენიმე მოდელი არსებობს:
1.ღვთისშვილი ებრძვის დევს ფიზიკური ძალით ან იარაღით (მშვილდ-ისარი,
ლახტი), ანადგურებს ან განდევნის მას და მის ადგილზე არსდება სალოცავი. ამის
შემდეგ იქ იქმნება ღვთისშვილის კულტი.

II. ღვთისშვილი და დევები სიმძიმის აწევაში ან შორ მანძილზე ქვების სროლაში


ცდიან ძალას. დამარცხებული დევი თმობს თავის სამფლობელოს და აიყრება იქიდან,
რათა ღვთისშვილს დაუთმოს ადგილი, სადაც არსდება ღვთისშვილის კულტი.

III. ღვთისშვილი იახსარი დაედევნება უკანასკნელ დევს, რომელიც ტბაში პოულობს


თავშესაფარს. იახსარი დევს ტბაში ჩაჰყვება და იქ განგმირავს. დევის სისხლი შეკრავს
ტბის ზედაპირს და იახსარი ვეღარ ამოდის ტბიდან. ბოლოს, ქადაგის სიტყვით,
ფარაში მოძებნიან ოთხრქა და ოთხყურა ცხვარს, ტბის პირას დაკლავენ და მის
სისხლს ტბის ზედაპირს ასხურებენ. ტბა გაიხსნება და მისი სიღრმიდან იახსარი
მტრედის სახით მოევლინება ხალხს.

3.სახუცო ტექსტები და ნაქადაგარები

საყმო ხუცესის პირით ელაპარაკება ჯვარს, ხოლო ჯვარი ქადაგის პირით – საყმოს.
პირველია სახუცო ანუ ხუცესის წარმოსათქმელი ტექსტები, მეორე – ნაქადაგარნი,
ქადაგის მიერ წარმოთქმული ტექსტები.

სახუცო ტექსტები, როგორც წესი, შედგება გარკვეული რაოდენობის


სტერეოტიპული სინტაგმისაგან, რომლებიც მცირეოდენი სახეცვლილებით გადადის
ერთი ტექსტიდან მეორეში. ეს ცვლილებები სრულიად უმნიშვნელოა, ისინი ეხება
სინტაქსურ მხარეს. არ არის აუცილებელი ერთ რომელიმე კონკრეტულ ტექსტში
რეალიზებული იყოს ყველა სტერეოტიპული ფორმულა, მათი რაოდენობა შეიძლება
მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, რაც, ალბათ, უნდა აიხსნებოდეს ტრადიციის
შესუსტებით რომელიმე საყმოში ან რომელიმე ხუცესის ხარვეზიანი პრაქტიკით.
არსებული ჩანაწერების მიხედვით ძნელია მსჯელობა რომელიმე ტექსტის
მაქსიმალურ სისრულეზე, მაგრამ მაინც არის ისეთი ტექსტები, რომლებიც ამ
სისრულის შთაბეჭდილებას ტოვებენ, იმდენად ამომწურავად სცემენ პასუხს
მახვეწარის ყოველდღიურ ინტერესებს.

ნაქადაგარ ტექსტებში მიმართულება ზემოდან ქვემოთ არის: მორიგე ღმერთის ნება


ჯვარს ჩამოაქვს დედამიწაზე და ქადაგი ის პირია, რომელსაც ჯვარი უცხადებს ამ
ნება-გადაწყვეტილებას. სახუცო ტექსტებში ხუცესი „აგზავნის“ ჯვარს მორიგე
ღმერთის კარზე მადლისა და წყალობის გამოსათხოვნად, ნაქადაგარში კი მორიგე
ღმერთის კარზე ნამყოფი ჯვარი ბრუნდება უკან და ქადაგის პირით მთელს საყმოს
უცხადებს მორიგის ნებას და მომავალსაც უწინასწარმეტყველებს. ნაქადაგარის ენაც
სიმბოლურია და „ირაციონალური“, რაც ე. წ. „ჯვართენის“ ლექსიკაში ცხადდება.
„ჯვართენის“ უხვი გამოყენება იმითაც არის განპირობებული, რომ ნაქადაგარში
მეტყველებს არა ადამიანი, არამედ ჯვარი.

4.მოყმეობის კოდექსი ნატირალში „შარმანაულო შავარდენო“

ბილეთი 8
1.ზეპირსიტყვიერების ჟანრები

ვლ.პროპის თქმით „ჟანრის სპეციფიკა არის ის, თუ რა სინამდვილეა მასში ასახული


და როგორი საშუალებით“. ჟანრი არის ფორმისა და შინაარსის ერთობლიობა. მას
ქმნის ნიშანთა და მახასიათებელთა სისტემა. ფოლკლორსა და ლიტერატურას აქვთ
საზიარო ჟანრები,მაგ.: ლირიკული ლექსი. თუმცა, არსებობს ისეთი ჟანრებიც,
რომელიც ან მხოლოდ ფოლკლორში, ან მხოლოდ ლიტერატურაში გვხვდება.
მაგალითად, ასეთია რომანი, რომელიც ქართულ ფოლკლორში არ არსებობს, თუმცა,
არსებობს სპარსული დასტანები, რომლებიც ზეპირი საგმირო-სათავგადასავლო
რომანებია. წმინდაწყლის ფოლკლორული
ჟანრებია : ანდაზა, შელოცვა, სამგლოვიარო პოეზია, საგმირო პოეზია, საკულტო
პოეზია, მითოლოგიური თქმულებები, გამოცანები.
ფოლკლორული ჟანრები ადამიანის ცხოვრების ანარეკლია. ვან ხენეპის
თქმით,ზეპირსიტყვიერება თან სდევს ხალხს „აკვნიდან სიკვდილამდე“,მათ შორის
სისხლხორცეული კავშირია. ხენეპმა ამ ორ რეალობას შორის მოაქცია ე.წ.
„გადასვლის რიტუალები“,რომლებიც ქმნის ფოლკლორული შემოქმედების თემატურ
სიმრავლეს.
1.ადამიანი იბადება. მისი ფიზიკური მოვლინება აღინიშნება საძეო სიმღერებით,
რომლებსაც რიტუალური დატვირთვა აქვთ.
2. აკვანში მწოლიარე ბავშვი კი იზრდება ე.წ. სააკვნე სიმღერების სმენით. არც საძეო
და არც სააკვნო სიმღერებს არ აქვთ სხვა დატვირთვა,ისინი მხოლოდ, ამ
მომენტისთვისაა გამიზნული.
3. ბავშვი ენას იდგამს და ამ ასაკისთვის არსებობს ფოლკლორული ტექსტები,
რომლებსაც ენის გასატეხს ვუწოდებთ.4. შემდეგ, მოზარდი ებმება შრომით
პროცესში, რომელსაც თან სდევს შრომის სიმღერები. შრომას ენაცვლება
დღესასწაულები,როდესაც სულს ითქვამენ შრომისგან. ყოფა,მისი
მოთხოვნილებები,უცხო ძალების შემოტევის მოლოდინი,უსაფრთხოების
სურვილი,ბადებს შელოცვებს.
5. შემდეგი ეტაპი ქორწინებაა, რომლის აღნიშვნას ემსახურება რიტუალური
საქორწინო სიმღერები.
ფოლკლორში არსებობს სატრფიალო პოეზია, რომელიც ასახავს ურთიერთობას ქალ-
ვაჟს შორის. ასევე, საგმირო პოეზია, რომელიც ყოველთვის კონკრეტულ პიროვნებაზე
იქმნება.

არსებობს ზეპირსიტყვიერი ისტორიაც. მაგალითად თქმულება,სადაც სამი


სხვადასხვა ეპოქის მეფე ერთმანეთის თანამედროვეა და ერთად აგებს ეკლესიას. ამ
ჟანრს განეკუთვნება ლეგენდა,თქმულება,მითოლოგიური ტექსტები.

ფოლკლორულ ჟანრებს შორის განცალკევებით დგას ჯადოსნური ზღაპარი.


ზღაპარი,შესაძლოა,რიტუალების თანმხლები იყოს. ის აუცილებლად
ზამთარში,დაღამებისას უნდა შესრულდეს.

ფოლკლორში ვხვდებით აგრეთვე სამგლოვიარო პოეზიასაც,რომელიც თან ახლავს


დაკრძალვის რიტუალს.

2.კულტის დაარსების მითოსი

კულტის დაარსების მითოსის შინაარსი შემდეგნაირია:

1) ხე ამოდის კერიაში, რითაც ჯვარი, ხატი, ნიშანს აძლევს ოჯახს, დაუთმოს მას
საცხოვრებელი,რათა ეს კერა საკრალურ ადგილად გადაიქცეს. ერთი ვარიანტის
მიხედვით, მოსახლე ნებაყოფლობით ტოვებს საცხოვრებელს, რითაც ხელს
უწყობს სოფელში ჯვრის დაარსებას. მეორე ვარიანტში მოსახლე წინააღმდეგობას
უწევს ჯვარს – სამგზის ჭრის ხეს და აკაფავს მასზე შემოხვეულ გველს. მესამე
დღეს გველი ყველასგან შეუმჩნევლად საკიდელს ჩამოჰყვება და წამლავს კერძს,
რომელიც ქვაბში იხარშება. ჯვარის სასჯელს გადარჩებიან მხოლოდ დედა და
ძუძუთა ბავშვი, რომლებიც არ გაიზიარებენ ტრაპეზს.

2) კოპალას ხატის დაარსება კარატისწვერზე. საძოვარზე ახალგაზრდა მწყემსი


ქალ-ვაჟის თვალწინ ციდან ჯაჭვი და თასი ჩამოცვივდება. ქალ-ვაჟი წილისყრით
გაინაწილებს და თავთავის სახლში წაიღებს, ქალი თასს, ვაჟი კი - ჯაჭვს. საგნები
სახლებში ხმაურს ატეხენ. უფროსები ქადაგს დაეკითხებიან, ქადაგი ურჩევს
საგნების ჩამოცვენის ადგილზე საკულტო კოშკის აგებას და თასისა და ჯაჭვის
იქვე ჩამარხვას. კარატის წვერი გამყოფი მთაა ფშავისა და ხევსურეთის სოფლებს
შორის.

3) ერთი ლაკათხეველი კაცი, გვარად ქარჩაიძე, ტყეში ხეს ჭრის სახლის


ასაშენებლად. მოდის მტრედი, ნისკარტით მიაქვს ნაფოტები და დუმაცხოს ტყეში
მათგან ეკლესიას აშენებს. ქარჩაიძე შეატყობინებს სოფელს და სოფელი მას
ეკლესიის აშენებას სთხოვს, გასამრჯელოდ ქარჩაიძე მის მიერ მოყვანილი
საკლავის პირველ რიგში შეწირვის უფლებას მიიღებს. სახლის მშენებელი
ეკლესიის მშენებლად იქცევა.

3.ამირანის შობა ვარიანტების მიხედვით

ამირანი, როგორც ყოველი ეპიკური გმირი, სასწაულებრივად უნდა იშვას.


სასწაულებრივი შობის შესუსტებულოი ვარიანტი იქნება ბავშვის დაბადება
ხანდაზმული მშობლებისგან, თუმცა ამგვარი შობა არ ჩაითვლება საკუთრივ
ამირანისეულად. მთავარი მაინც ის არის, რომ მისი მშობლები უცნობნი უნდა
იყვნენ იმ საზოგადოებისთვის სადაც ამირანი მოხვდება და გაიზრდება. შობის
შემდეგ მშობლები იღუპებიან. მამა თუ არ კვდება უჩინარდება, მზეთუნახავი
დედა კი როგორც წესი ბავშვის დაბადებამდე კვდება. ბავშვი უნდა ამოირიდოს
დედის საშოდან და მონაცვლეობით გამოიშუშოს ცხოველთა ფაშვში. კახური
ვარიანტით ჯერ ბატკნის, მერე ბოჩოლას ფაშვში, სვანური ვარიანტით
დეკეულის და მერე კუროს,გურული ვარიანტით ახლად მოკლული ირმის
„ნედლ ტყავში“.
სვანური ვარიანტის მიხედვით ამირანი დალისა და მონადირის
ვაჟია,რომელსაც არ დასცალდა დედის მუცელში ყოფნა, ამიტომ დალი
მონადირეს ასწავლის, რომ ბავშვი 3 თვე დეკეულის ფაშვში ამყოფოს,
მომდევნო 3 თვე კი კუროს ფაშვში, რათა გამოშუშდეს.
ფშავური ვარიანტის მიხედვით ამირანი სულკალმახისა და დარეჯანის
უმცროსი ვაჟია. იგი დედას სიბერეში ეყოლა და განსაკუთრებით
უყვარდა,ამიტომ ხშირად დარეჯანის საკუთარ ძესაც უწოდებდნენ.
ქართლში ჩაწერილი ტექსტის მიხედვით, სამი
ძმიდან(სულკალმახი,ბადრი,უსიპი) ერთ-ერთი, უსიპი, სანადიროდ წავიდა.
მთიან ადგილას კოშკი ნახა,სადაც მზეთუნახავი ცხოვრობდა. უსიპმა ქალთან
სამი დღე და ღამე დაჰყო, ალმასის ბეჭედი დაუტოვა, სამი დღის შემდეგ
მოვკვდები,თუ ქალი გეყოლოს მას ჰქონდეს,თუ ვაჟი თავს დაიხსნისო.
მეგრულ ვარიანტში ხელმწიფისა და გლეხის ცოლები მდინარის მოტანილ
ვაშლს შეჭამენ, დაურსულდებიან, გლეხკაცი ბავშვს ქრისტეს მოანათვლინებს
და ამირანს დაარქმევენ.

4.ხმით ნატირლების სტრუქტურა,დატირების წესი და დატირებულის ზნეობრივი სახე.

ბილეთი 9
1.ტრადიციული ყოფა და ზეპირსიტყვიერი ჟანრები

2.ჯადოსნური ზღაპრის სტრუქტურა, ფუნქციები, დრო და სივრცე

ჯადოსნური ზღაპარი სამი ნაწილისგან შედგება: დასაწყისი ,ე.წ.„წინკარი“; თავად


ზღაპრის შინაარსი და დასასრული,რომელსც შეიძლება ვუწოდოთ „გამოთხოვება
ზღაპართან“.

ეს სამმონაკვეთიანი კომპოზიცია ამგვარად შეიძლება გამოიხატოს: თეზისი-


ანტითეზისი-სინთეზისი. თეზისს ანუ შინ ყოფნას მოსდევს მისი უარყოფა –
ანტითეზისი ანუ გარეთ ყოფნა, რომელსაც საბოლოო ეტაპზე ცვლის სინთეზისი –
შინ ყოფნა. სინთეზისი იმაზე მიუთითებს, რომ საბოლოო შინ ყოფნა არა არის
თავდაპირველი შინ ყოფნის მსგავსი. გმირი შინ გამდიდრებული ბრუნდება, მისი
დაბრუნებით სახლში შემოდის რაღაც, რაც იქ ადრე არ იყო. ეს სიახლე შეიძლება
იყოს რაიმე საგანი, რომელიც გატაცებულია სახლიდან, ან საცოლე, რომელიც უნდა
მოიტაცოს ან გამოიხსნას ზღაპრის გმირმა.

ვლ.პროპმა ჩამოაყალიბა ძირითადი დებულებები , რომელიც ყველა ჯადოსნური


ზრაპრისთვის საერთოა: 1)ზღაპრის ფუნქციათა რიცხვი განსაზღვრულია და მათი
მაქსიმალური რაოდენობაა 31. 2)ფუნქციათა თანმიმდევორბა ყველა ზღაპარში
უცვლელია. 3)ყველა ჯადოსნური ზღაპარი თავისი წყობით ერთი ტიპისაა.
ზღაპრის პერსონაჟები და საგნები უნდა დაჯგუფდნენ იმისდა მიხედვით, თუ რა
ფუნქციას ასრულებენ, რას აკეთებენ მთავარი გმირისთვის. ზღაპარში ხშირად ერთსა
და იმავე ფუნქციას სხვადასხვა პერსონაჟი ასრულებს. ცვლადია მოქმედი პირის
ვინაობა, უცვლელია მოქმედება,რასაც ის ასრულებს: გმირის დასაჩუქრების, როგორც
ფუნქციის, არსი არ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის დამსაჩუქრებელი.

ვლ.პროპის მიხედვით,ზღაპრის პერსონაჟთა რაოდენობა არ არის შვიდზე მეტი.


ესენია: 1)მთავარი გმირი 2)გამსტუმრებელი 3)მავნე (ანტაგონისტი) 4)შემწე
5)მჩუქებელი 6)ცრუ გმირი 7)მეფის ასული ან მისი მამა.

ყოვლად წარმოუდგენელია ზღაპრის ამბავი ხდებოდეს სადმე კონკრეტულ ადგილას


და კონკრეტულ დროში, სადაც ოდესმე მაინც შეიძლება ზღაპრის მსმენელი მოხვდეს.
ზღაპრის დრო მსმენელის დროის პარალელურია და არასოდეს გადაკვეთს მას,ისინი
განსხვავებულ განზომილებაში არსებობენ,აცდენილი არიან ერთმანეთს. უკეთეს
შემთხვევაში, ისინი პარალელურად მიედინებიან და არ კვეთენ ერთმანეთს. ზღაპრის
დრო ჰერმეტული, ჩაკეტილი დროა, მას აქვს დასაწყისი, რომელიც უდროობიდან
მოდის და დასასრული, რომელიც მარადიულობაში გადადის. მთხრობლის ბოლო
რეპლიკა კიდევ უფრო წარმოაჩენს ზღაპრის განსხვავებულ დროჟამულ-სივრცულ
სამყაროს. დროის განმავლობა ზღაპარში მძაფრად იგრძნობა. ზღაპრის გმირს დრო
სჭირდება, როგორც არავის. ზღაპარში დროც პერსონაჟია, რომელიც ბადებს ზრუნვას
და ამ ზრუნვით ივსება მთავარი გმირი.

3.სატრფიალო პოეზია(ჟანრის დახასიათება, მხატვრული თავისებურებანი)


სიყვარული რთული ფენომენია, ის უთუოდ რაღაც მეტაფიზიკური რეალობის
გამოვლინებაა ადამიანურ სამყაროში. ფოლკლორს მდუმარედ არ აუვლია
გვერდი ამ გრძნობისთვის. მრავალ;ფეროვნად და მრავალი კუთხით მოახდინა
მისი ვერბალიზაცია. დაწყებული მისი სპონტანური გამოხატვით, როცა მზერა
გარეგნობის აღმით კმაყოფილდება და დამტავრებული ექსპრესიის ფაქიზი,
რთული ნიუანსებით, თვით სიყვარულის, როგორც სნეულების განცდით.
ხალხური ეროტიკული ლირიკა ამართლებს „ქებათა ქების“ ცნობილ
სიტყვებს, რომ სიყვარული სიკვდილივით ძლიერია.
იმ სიყვარულს, რომელსაც სატრფიალო ლირიკა უმღერის, არაფერი აქვს
საერთო საქორწილო–საწესჩვეულებო ტექსტებთან. ქორწილი არ არის ის არხი,
რომელსაც შეეძლებოდა სადინარი მიეცა სიყვარულის გრძნობისთვის.
საქორწილო-საწესჩვეულებო პოეზიაში იშვიათი გამონაკლისია სიყვარულის
ხსენება. ეს პოეზია უმღერის არა სიყვარულს,არამედ შვილიანობას,სიუხვეს,
ბედნიერებას, ხანგრძლივ სიცოცხლეს. თუ მაინც სადმე გამოცნდება
საქორწილო ლექსებში სიყავრულის ნიშანი, იგი თავს იჩენს,როგორც
აკრძალული ხილი (,,ბევრი მინახავს ჭირ-ლხინი, ბევრსაც ვარ გადანაყარი, ის
კი არ გამიგონია დედუფალს ჰკოცნის მაყარი“). ოჯახი თუმცა ის წყვილის
ინტიმურ ურთიერთბას ეფუძნება, საზოგადოებრივია და შეუძლია ჩაკლას
სიყვარული. ლირიკის თემა თავისუფლად აღმოცენებული და თავისუფლად
გაშვებული სიყვარულია, რომლის მიზანი მასშივეა. შესაძლოა პარადოქსია,
მაგრამ ფაქტია, რომ სატრფიალო პოეზიის საუკეთესო ნიმუშების თემა
განუხორციელებელი სიყვარულია, ამიტომ მათ ხშირად ოცნებისა და ნატვრის
სახე აქვთ. მსმენელი გრძნობს, რომ ეს ოცნება აუხდენელია და ნატვრის საგანი
მიუღწეველი. ორმხრივ სწრაფას ერთურთისადმი რაღაც უშლის ხელს, რაღაც
აბრკოლებს. როგოც ის მდინარე ვაჟა–ფშაველას ლექსში „აქეთეკენ მე ვარ, იქით
შენ...“. იშვიათია იდილიური სურათი, როცა სიყვარულის თასი არასოდეს
იცლება, სულ მუდამ სავსეა. ძირითადად სიყვარული დრამატიზებული
ოცნების ჟანრშია გადატანილი. სიყვარულის გადასარჩენად უარიყოფა
საქორწინო კავშირი. დიდებულია ქმრის ოჯახში შესული ქალის იდეალი:
,,ასე უნდა პატარძალი, ერხეოდეს ვერხვივითა
მამთილსა ემსახუროს, დედამთილსა ვერხვივითა“
მაგრამ ოჯახში დაბინავებულ და მის არტახებში მოქცეული სიყვარულის წილ
ადამიანი ირჩევს სიყვარულს,რომელსაც ვერ მიეკარება წუტისოფლის
ყოველდღიურობის ხელი, იგი ისეთივე თავისუფალი რჩება,როგორიც
წარმოიშვა. ამ თემას ეხება ციკლი ლექსებისა,რომლებიც ხვარამზეს სახელითაა
ცნობილი.ლექსების ავტორის სახელია, ხვარამზე,რომლის ვინაობა თედო
რაზიკაშვილმა შემოგვინახა. ანონიმურობა ფოლლორული შემოქმედების ერთ-
ერთი მთავარი სპეციფიკაა, ეს გარემოება ამ ლექსებს ხალხურობას სულაც არ
უკარგავს, თუმცა ისინი ღრმა პიროვნული გამოცდილების შედეგია. როგორ იმ
ციკლის ლექსებიდან ჩანს, ქალს გაუწბილებია ფშაველი შეძლებული ოჯახის
შვილი ვაჟკაცი. უარის მიზეზი თითქოს არ უნდა არსებულიყო, იყო
სიყვარულიც და იყო მომავალი კეთილდღეობის გარანტიც. იქმნება
შთაბეჭდილება,რომ ქალმა თავად აირჩია სიყვარულის რუსთველისეული
გამოხატულება ,,შორით ბნედა,შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა“
მან დათმო სიახლოვე სიშორისთვის,რათა სიყვარული მთელი სიმძაფრით
განეცადა და ამდათმობამ პოეზიის შედევრს მისცა დასაბამი. თუ ქალ-ვაჟის
ურთიერთობა ერთი მხრივ საქორწილო კავშირის სახეს იღებს, რაც ოჯახის
შექმნას, სამეურნეო-ეკონომიკურ ინეტერესებს ემსახურება,მეორე მხრივ, ორი
სქესის თავისუფალ სიყვარულსაც აქვს თავისი გამოხატულება ინსტიტუციის
სახით, რომელიც ხევსურეთში სწორფერობის სახელითაა ცნობილი, ფშავში კი-
წაწლობის. სწორფერული ურთიერთობის კოდექსი შესწორერებულ წყვილს
შორის ხორციელ კავშირსაც გამორიცხავს და დაქორწინებასაც. სწორფერული
სიყვარული,როგორც წესი, გულწრფელ გრძნობებზეა დამყარებული,რაც
ცოლქმრული ურთიერთობისთვის არაა აუცილებელი. ,,მერე რა რომ არ
მოგწონს? -ეუბნებიან ქალს,რომელსაც არ მოსწონს მისთვის შერჩეული ქმარი-
თუ მოწონება და სიყვარული გინდა ადექი და სწორფერ გათხოვდიო“. ქალმა
იცის,რომ ეს შეუძლებელია, ისინი თითქოს ერთი სისხლისანი არიან,
ერთმანეთის უხვედრელნი. სწორფერობა თავისი შემზღუდველი წესებით
სიყავრულს ინახავს, იფარავს მას სქესის ძალმომრეობისაგან. ,,იგი სხვაა, სიძვა
სხვაა“- ადვილი შესაძლებელია აქ იყოს აბესალომისა და ეთერის ტრაგიკული
სიყვარულის სათავე. ხახლხური თქმულება ხომ ამბობს: ,,აბესალომ და ეთერი
ღმერთმა შეჰყარა ერთფერიო“. იქნებ ეს ერთფერობა, თუ მას ხევსურული
სწორფრობის ბალადად ჩავთვლით, მათ უხვედრელობას გულისხმობდა და
მათ შორის წუთისოფლის წესით ქორწინებას კრძალავდა. ასევე შესაძლოა რომ
ხვარამზეს უარი საყვარელ ვაჟიკასთან დაქორწინებაზე სწორედ ამ
სწორფრული მოტივებით იყოს განპირობებული.ქართულ სამიჯნურო
პოეზიაში ბალადათა რიცხვი თითებზე ჩამოსათვლელია. აღსანიშავია
,,შემომეყარა ყივჩაღი“,რომელიც მოტივი გახდა გიორგი ლეონიძის
დიდებული პოეტური ქმნილებისა ,,ყივჩაღის პაემანი“. ბალადა გამოირჩევა
თემატიკის მრავალფეროვნებით, აქვს საგმირო- სამიჯნურო ხასიათიც,
ვხვდებით სტუმარმასპინძლობისა და შელახული ღირსების დაცვის
პრობლემასაც. ყველაფერი ერთად ქმნის ბალადის სუბსტანციას, თუმცა
ამოსავალი გრძნობა მაინც გამიჯნურებაა. შესანიშავი ბალადაა ასევე
,,თავფარავნელი ჭაბუკი“, რომელიც მიუწვდომელი ტრაგიკული სიყვარულის
ერთი საუკეტესო ნიმუშია.

4.ბალათა „ივანეური“
ეს ბალადა გმირულ ლექსს გაკეკუთვნება, მისი შინაარსი კი ასეთია: ჭიმღელი
ვაჟკაცი ემზადება ფშავში წასასვლელად, რათა შეებრძოლოს ყველაზე
სახელგანთქმულ ვაჟკაცს და მასთან სიკვდილით გამოისყიდოს დანაშაული,
რომელიც ტექსტში არ არის გადმოცემული. მის გასტუმრებაში მონაწილეობენ
დედ–მამა. დედა საგზალს უმზადებს , მამა კი „უბანდავს ვღანთაო“. ფშავისკენ
მიმავალი გზად მმიდასთან შეივლის როშკაში , რათა გამოემშვიდობოს. მამიდა
მას ლიცავს და წმინდა გიორგის ავედრებს. ივანეური ნატრობს ჯუთუას
შეხვდეს, რადგან მის მოკლულს ღმერთი ბრალს აღარ დასდებს. ივანეური
გზად შეხვედრილ მწყემსებს ეკითხება ფშაველტა სათიბების მისამართ, ისინიც
მიასწავლიან გზას და ივანეური მიადგება ცაბაურს, სადაც იგი შეებრძოლება
ხოშარაულს და დაიღუპება.

ბილეთი10
1.მითოლოგემები ლაშარის მუხის მითოსში.„წმიდა გიორგი მეც ვიყავ,

ცას ვები ოქროს შიბითა (ჯაჭვითა),

ხმელგორზე (მთაზე) მედგა ბერმუხა (ბებერი მუხა),

ზედ ავდიოდი კიბითა,

ჩემს საყმოთ შემონაძღვენი

ღმერთთან ამქონდა იქითა.“

ამ ლექსის ყოველ სტრიქონში ცისა და მიწის კავშირის მითოლოგემები


გვხვდება. ესენია:
I. მთა, რომელიც ცისა და მიწის კავშირის ერთ-ერთი უნივერსალიაა.
ამავდროულად იგი შუაგულის მითოლოგემის შინაარსსაც ითავსებს: ცისა და
მიწის შემაერთებელი ღერძი სამყაროს შუაგულში გადის. მიუხედავად
იმისა,რომ იგი ფშავის მიყრუებულ კუთხეშია აღმართული,მითოლოგიურად
კოსმიურ მთას განასახიერებს.
II. ჯაჭვი (შიბი) - ცისა და მიწის დამაკავშირებელი საშუალება. რამდენადაც
საკრალურია, მასზეა მიბმული წმიდა გიორგი, ამდენად ოქროსია. ამგვარი
ოქროს უხილავი შიბები აკავშირებს ერთმანეთთან ფშავ-ხევსურეთის
ღვთისშვილებს, მათი საშუალებით ისინი სტუმრობენ ერთმანეთს.
III. ხე, მოცემულ ლექსში ბერმუხის სახით გვევლინება. ის კოსმიური
ხეა,რომლის ანალოგები სხვაგანაც გვხვდება და მას ყველგან სხვადასხვა
განზომილება აქვს: იგი არის სამყაროს ცენტრი, ცისა და მიწის მაკავშირებელი,
ზეაღსავლელი, როგორც გზა ქვემო სფეროდან ზემო სფეროებისკენ. სწორედ
ასეთი დანიშნულება აქვს წმიდა გიორგის ხეს („ხმელგორზე მედგა ბერმუხა,
ზედ ავდიოდი...“).
IV. კიბე, ადამიანის ხელით შექმნილი, არაბუნებრივი საგანი. ვერტიკალურად
აღმართული კიბე და მისი საფეხურები თანდათანობით, არა ნახტომისებურ,
ზეაღსვლას გამოხატავს მიწიერი სფეროდან ზემო სფეროებამდე – კიბის ძირი
მიწაზე დგას, მისი თავი ღვთის კარზეა მიბჯენილი.
V. მსხვერპლი („შემონაძღვენი“) მითოლოგემებს არ ეკუთვნის, მაგრამ, თუ
რელიგიისკუთხით განვიხილავთ ტექსტს, იგი მიწისა და ცის კომუნიკაციის
საშუალება აღმოჩნდება. ხილული მსხვერპლი ამყარებს კავშირს ადამიანსა და
ღმერთს შორის. მსხვერპლთან ერთად მაღლა ადის მუხის ძირში მყოფთა
ლოცვა-ვედრება და ქება- დიდება. მაგრამ მსხვერპლი (საკლავი), როგორც
ნივთიერი, ისე სიტყვიერ-სულიერი (ლოცვა), გულისხმობს პასუხს, რომელსაც
მლოცველნი წყალობის სახით გამოელიან ღვთისგან.
VI. ყველა ჩამოთვლილი მითოლოგემის შემკრები და ამამოძრავებელი ფიგურა
- წმიდა გიორგი - რომელიც თითოეულ მათგან იყენებს ინსტრუმენტად ღვთის
კარამდე ასასვლელად. მაგრამ თავადაც იგი თავისი ასვლით აღავლენს
ადამიანთაგან შეწირულ მსხვერპლს და სიტყვას ლოცვა-ვედრების სახით,
რათა ღმერთს შემწირველთათვის მადლი გამოსთხოვოს.

2.ამირანი და პრომეთე(მსგავსება, განსხვავება)

ამირანსა და პრომეთევსს შორის არ არის არც ფუნდამენტური და არც


ტიპოლოგიური მსგავსება. მათ შორის მხოლოდ ერთადერთი მსგავსებაა –
მიჯაჭვა. ორივე გმირი მიჯაჭვულია და მიჯაჭვის ადგილად ორივე
თქმულებაში კავკასიის მთებია დასახელებული.
პრომეთევსი უზენაესი ღვთაების, ზევსის თაობისაა. იგი არაფრით არის
დავალებული ოლიმპოსის მბრძანებლისგან და არც დამოკიდებულია მასზე.
თუმცა ის არ ეკუთვნის ოლიმპოსზე დაბრძანებულ ღვთაებრივ ელიტას,
რომელიც განაგებს სამყაროს.
ამირანი ადამიანია, ადამიანთა სამყაროს ეკუთვნის. ის რომ ღმერთისგან
ძალამონიჭებულია მოწმობს იმას,რომ იერარქიულად დაბლა მდგომია.
პრომეთევსი არის ადამიანთა მოდგმის შემქმნელი,მისი საზრუნავი
ადამიანებია,ამირანისა – საკუთარი თავი, მასზე ზრუნავს უფალი ქრისტე.
პრომეთევსის ძალის, ღვთაებრივი უნარების წყარო თავადვეა,ამირანის
ძლიერების წყარო კი უფალია.პრომეთევსი და ამირანი კაცობრიობის
განვითარების განსხვავებულ საფეხურებს ეკუთვნიან. პრომეთევსის იარაღი
არის ჭკუა, გამჭრიახობა, მოხერხება. ამირანი კი მოქმედებს მხოლოდ
ფიზიკური ძალით.
განსხვავებულია მათი დასჯის მოტივებიც. პრომეთეს მიჯაჭვის მიზეზებად
ითვლება:1) კაცთათვის ცეცხლის მოტანას ანუ ცეცხლის საიდუმლოს
გამჟღავნება, 2) ზევსის საბედისწერო საიდუმლოს არგამხელა, 3) ათენას
მოტაცების მცდელობა.
ამირანი ისჯება: 1) უფალთან გატოლების მცდელობისათვის, 2) ფიცის
სამგზისი გატეხისათვის (სვანური ვერსიით), და არა ცეცხლის (ან ყამარის)
მოტაცებისათვის. არც ერთი ვარიანტი არ ლაპარაკობს ცეცხლის მოტაცებაზე
და მის მიწაზე ჩამოტანაზე ამირანის ხელით. თუ ცეცხლზეა სადმე ლაპარაკი,
ეს ეხება მიწაზე არსებული ცეცხლის პოვნას, არა – მოტაცებას.

3.ეთერი გერი და ეთერი ობოლი(უდედინაცვლოდ) ვარიანტების მიხედვით.


“ეთერიანის” ერთ-ერთი ვარიანტში ეთერი ზღაპრის
პერსონაჟია,დედინაცვლისგან მოძულებული გერი. ის და რომანტიული
ეპოსის გმირი ეთერი ერთი და იგივე პიროვნებაა. აბესალომთან შეხვედრამდე
და ქორწილამდე მათ ერთი ცხოვრება აქვთ გავლილი.
არსებობს წუთისოფლის ბავშვი და არსებობს ღვთის ბავშვი, რომელსაც „ბედი
სწყალობს“. ობოლი და გერი ღვთის ბავშვები არიან და ისინი არ ეკუთვნიან ამ
წუთისოფელს. დედინაცვალი ცდილობს, თავისი ღვიძლი
შვილი,წუთისოფლის ასული,შეუნაცვლოს გერს. გერი, მართალია, დაიბადა ამ
ქოხში, მაგრამ ეს ქოხი არ არის მისი ნამდვილი სახლი,ის სასახლეა. გერის
ოქროსფერი თმა, რომელსაც ის დედაბრისათვის გაწეული სიკეთის გამო
მოიპოვებს, ამის დასტური და ნიშანია. დედის გამოგზავნილი ძვირფასი
შესამოსელი, ოქროს ქოში, სადედოფლო შესამოსელია, რომლითაც ის შედის
ეკლესიაში მომავალი ქორწილის დღის წინასწარსაუწყებლად.
გერს გზაში ეკარგება ქოში, მაგრამ ეს ის აუცილებელი დაბრკოლებაა,
რომელმაც მას სიკეთე უნდა მოუტანოს, ისევე როგორც დედინაცვლის
დავალებებმა. ოქროს ქოში მხოლოდ მას ეკუთვნის და სხვას არავის
დედამიწის ზურგზე. ეთერისათვის განკუთვნილმა ოქროს ქოშმა შეიძლება
მოიაროს ქვეყნიერება, მაგრამ ის კვლავ ეთერს დაუბრუნდება.
კეთილშობილება, ჭეშმარიტად დედოფლური, უსაზღვრო სიკეთე
დაბადებიდანვე დაჰყვა ეთერს. ის საჩუქარი, რომელსაც გერი დედაბრისგან
იღებს, მას დამსახურებული აქვს თავისი მაღალიწარმოშობით. ეს მისი ბედია.
გერი გოგონა ზღაპრის მთავარი პერსონაჟია. ვაჟი, რომელიც მოძებნის და
აირჩევს მას, მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რათა გერი ეწიოს თავის ბედს,
დახსნილ იქნეს ამ დამცირებული მდგომარეობიდან.
არსებობს ასევე ვარიანტები, სადაც ეთერი არ არის გერი, არამედ მხოლოდ
ობოლი და არავინ აიძულებს მას ღირსების „დამამცირებელი“ სამსახურის
გაწევას, იგი თავისი აღთქმით ასრულებს ასეთ სამსახურს. თავისი ნებით
გადის შარაგზაზე და გამვლელ-გამომვლელს თმას უხილავს დედ-მამის
სულის საოხად ღვთისადმი მიცემული აღთქმისამებრ. ასეთი ნებაყოფლობითი
სამსახური არასოდეს რჩება საზღაურის გარეშე, თუმცა თავად მსახური
არაფერს მოითხოვს სანაცვლოდ.

4. ბალადა „ბაღათერა ჯაბუშანური“


ბალადა ბაღათერა ჯაბუშანური საგმიროა, მასში გადმოცემულია ერთი ვაჟკაცის
მბავი, რომელიც კარკუჩიდან გამოემართა, იგი დედის ძმებზე იყო გაჯავრებული,
რადგან არ მისცეს მამისეული ჩაჩქანი.მათ ჩათვალეს , რომ ბაღათერა მოწუფული
არ იყო სამაგისოდ, მაგრამ იგი მალევე ამტკიცებს რომ ღირსია ჩაჩქანი ეხუროს.
ბაღათერა გმირულად უმკლავდება ჩასაფრებულ მზირებს, მაგრამ არც თავად
რჩება ჭრილობის გარეშე. ბაღათერამ გმინვით გადაიარა მთა, დედას გაცინებული
შეხვდა, მაგრამ როდესაც დედამ ქოჩორი გადაუწია, დაინახა რომ ბაღათერას
თავზე ჭრილობა ჰქონდა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. დედა დასტირის
შვილს და საყვედურობს ძმებს , რომლებმაც მას ჩაჩქანი არ მისცეს.

ბილეთი 11
1.მითოსი და მითოლოგემები

მითოსი არის აზროვნების ტიპი,რომელიც განსხვავდება სინამდვილის მხატვრული


ასახვისგან,რადგან ის საგნებსა და მოვლენებს ერთმანეთთან აიგივებს.
მაგალითად,მითოსისთვის მთვარე არათუ ჰგავს ნამგალს,არამედ თავად არის
ნამგალი.

მითოსი შეიცავს ფუნდამენტურ წარმოდგენებს სამყაროზე,ადამიანზე,საგნებსა თუ


მოვლენებზე,მათ პირველ წარმოშობაზე. ყოველი მითოლოგიური ტექსტი
საკრალური და კოსმოგონიური ხასიათისაა,ანუ მოგვითხრობს ამბავს სამყაროსა და
მისი ნაწილების წრმოშობის,საგანთა და მოვლენათა სხვადასხვა ინსტიტუციის
გაჩენის შესახებ,რომელშიც მონაწილეობენ ადამიანთა წინაპრები და ზეციური
არსებები.

მითოლოგემა მითოსის „საშენი მასალა“,სიუჟეტური ბირთვია. ის განსხვავებული


კუთხით წარმოგვიჩენს კოსმოსის სტრუქტურას. მითოლოგემის გაშლით მიიღემა
მითოლოგიური ნარატივი.

ცისა და მიწის გამიჯვნის მითოლოგემა– ამ მითოლოგემით გამოხატულია სამყაროს


შექმნის პირველი ნაბიჯი,თავდაპირველი ერთიანობის გაყოფა. მაგ.,ცა და
მიწა,კოსმიური კვერცხის შიგთავსის გაყოფა.ცისა და მიწის კავშირის მითოლოგემა–
გაყოფის შემდეგ ცასა და მიწას შორის რჩება უხილავი კავშირი, სამყაროს დიდი
ღერძი, რომელსაც სხვადასხვა განსახიერება აქვს: ხე, მთა, ტაძარი, ჯაჭვი, კვერთხი და
სხვ.

სამყაროს შუაგულის მითოლოგემა - ცისა და მიწის კავშირის კავშირის


სიმბოლოები,ძირითადად, სამყაროს შუაგულის გამომხატველია. აგრეთვე,ინდურ
წარმოდგენებში სამსხვერპლო ცეცხლი; ყოველი კერა,სადაც ცეცხლი ანთია. კერა
სამყაროს ცენტრიც არის და სახლისაც.

მარადიული გაზაფხულის მითოლოგემა – გამოხატავს სამოთხეს.

დაბრუნების მითოლოგემა – გმირი ისევ იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც წავიდა,ანუ


დაბადების ადგილზე. ეს შეიძლება იყოს სამშობლო,სახლი და სხვ.

ხელახლა შობის მითოლოგემა – ეს მითოლოგემა ახლოსაა დაბრუნების


მითოლოგემასთან, გმირი უნდა დაუბრუნდეს დედის საშოს , რათა ხელახლა იშვას,
გაორმაგებული ძალით.

გველეშაპის მითოლოგემა – ეს მითოლოგემა ყველაზე გავრცელებულია. გველეშაპი


ყლაპავს გმირს და ისევ უკან ამოანთხევს. გმირი მის მუცელში კვდება, რათა როგორც
დედის საშოდან, ისე იშვას ხელახლა.

2.დევებთან ბრძოლა და გველეშაპის ეპიზოდი ამირანიანში.


ეპიკური გმირის ბიოგრაფიში აუცილებელი ეპიზოდია ბოროტ ძალებთან
ბრძოლა. ამირანის ეპოსში ამ ძალებს დევები წარმოადგენენ. ამირანი დევებს
განსაზღვრული, ერთჯერადი მიზნის მისაღწევად ებრძვის. ამირანი
მოწოდებულია დაამკვიდროს ამ ქვეყანაზე სიკეთე, ნათლიისგან სწორედ
ამისთვის აქვს ძალა მინიჭებული. ის მამობილის ოჯახს მოევლინება
მხსნელად. ადამიანებს უბრუნებს დევების მიერ მიტცებულ ტერიტორიებს და
ათავისუფლებს მათ დევებისგან.
გველეშაპთან ბრძოლის ეპიზოდი ცენტრალურია ამირანის თავგადასავალში,
ეს არსებითად განსხვავდება დევებთან ბრძოლისგან. დევები მრავლად არიან,
გველეშაპი კი ერთია, ანუ ის გველეშაპი, რომელმაც გმირი უნდა ჩაყლაპოს.
ამდენად გმირს თავის ცხოვრებაში ერთხელ უხდება გველეშაპთან შებმა. იგი,
ცხადია, ამარცხებს მას, მაგრამ გველეშაპის ძლევა განსხვავდება სხვა ბოროტ
ძალთა ძლევისგან. როგორც წესი, გველეშაპმა უნდა შთანთქას მებრძოლი
გმირი, რათა გმირმა შიგნიდან დაამარცხოს იგი და შემდეგ მისგან მეორედ
იშვას. გველეშაპმა შთანთქა ამირანი, რომელსაც ჩაყვა დანა და მისი მეშვეობით
გამოვიდა გველეშაპის მუცლიდან. ამირანის თავგადასავალში ეს ეპიზოდი
ზღურბლია, რომლის გადალახვის შემდეგ მისი ყოფა ახალ საფეხურზე ადის.

3.საკულტო პოეზია
.საკულტო პოეზიაში იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის
ზეპირსიტყვიერი მასალა და არა საერთო ქართული. უნდა ითქვას, რომ
პოეზია პირობითი ტერმინია ამ ხასიათის ტექსტებისათვის. ამაღლებული
შინაარსი, შესრულების საზეიმო პირობები,რიტმი და ბოლოს, მყარი
სტრუქტურა თითქოს საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ეს ტექსტები
პოეტურ შემოქმედებად ჩავთვალოთ.
საკულტო ტექსტები შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის
საყმოებში სოციალურ-რელიგიური საჭიროებისათვის. ამ რეგიონში
მოსახლეობა ტრადიციულად სალოცავების გარშემო იყო შემოკრებილი.
მთიულეთისა და ფშავ-ხევსურეთის არაგვის ხეობებში მოქცეული მთელი
ტერიტორია დანაწილებულია საზოგადოებებად, რომლებიც რომელიმე
ღვთისშვილის თუ ჯვარის საყმოდ ითვლება. ყოველ საყმოს, როგორც
ყოველთა მიწიერთა განგება ღვთის ხელშია, მაგრამ ადამიანებს, საყმოს,
უშუალო ურთიერთობა ჯვართან აქვს, მორიგე ღმერთის კარი შორს არის,
ჯვარის კარი კი იქვეა, სოფელში. საყმო ხუცესის პირით ელაპარაკება ჯვარს,
ხოლო ჯვარი ქადაგის პირით – საყმოს, როცა ღვთის განგებას უცხადებს მას. ეს
ორმხრივი მიმართულება – საყმოდან მორიგე ღმერთისაკენ და მორიგე
ღმერთიდან საყმოსაკენ – ქმნის ორი სახის საკულტო ტექსტების არსებობის
პირობას. პირველია სახუცო ანუ ხუცესის წარმოსათქმელი ტექსტები, მეორე –
ნაქადაგარნი, ქადაგის მიერ წარმოთქმული ტექსტები.
4.ბალადა თავფარავნელი ჭაბუკი
ეს ბალადა ქართულ სამიჯნურო პოეზიას განეკუთვნება. მისი შეინაარსი კი
ასეთია: თავფარავნელ ჭაბუკს ასპანელი ქალი უყვარდა. სატრფოს სანახავად
მას ზღვის (ტბის) გადალახვა უხდებოდ, რასაც არ იზარებდა. მეორე მხარეს
ქალი სანთელს ანთებდა, რომელიც ჭაბუკს გზას უნათებდა. ერმაი დედაბერმა,
რომელსაც ჭაბუკისთვის ავი უნდოდა, სანთელი ჩააქრო. ცურვის დროს
ქარიშხალი ამოვარდა, ვაჟი ცდილობდა შებრძლოებოდა წყლის ნაკადს,
გადაელახა ტალღები, მაგრამ ვეღარ ხედავდა სანთელს,კელაპტარს და უკუნ
წყვდიადში ქარიშხალმა სძლია მას. ჭაბუკი დაიხრჩო,დილით კი მისი წითელი
პერანგი ტალღამ ააფრიალა. ვაჟის ლეშს ორბი გულს უგლეჯდა.

ბილეთი 12
1.ეპოსის დეფინიცია

ეპოსს, ფართო აზრით , მივაკუთვნებთ ნებისმიერი თხრობითი ჟანრის ნაწარმოებს


, რომელიც არ არის არც დრამა, არც ლირიკა. კლასიკური განმარტებით ეპოსი
უპირისპირდება დრამას და ლირიკას, თუმცა არსებობს ეპოსი, რომელიც თავის
თავში აერთიანებს სიტყვიერების ამ სახეობებს.

ეპოსი სიუჟეტს არ სესხულობს, ე.ი. ყოველი ნაწარმოები დაფუძნებულია


ადგილობრივ სინამდვილეზე, ასახავს იმ პრობლემებს, რომლებიც
აქტუალური იყო მისი ჩამოყალიბების ეპოქებში და სწორედ მისი შემქმნელი
ხალხისთვის. ეპოსი ხალხის არაოფიციალური ისტორიაა.
არსებობს მითოლოგიური ეპოსი, რომელშიც მონაწილეობენ ზეციური
არსებები და ადამიანთა წინაპრები. ის მოგვითხრობს სამყაროს, მცენარეთა და
ცხოველთა შექმნის შესახებ და სხვა ამბებს.
ვხვდებით აგრეთვე საგმირო–საისტორიო ეპოსს, რომელსაც რაიმე
ისტორიული ამბავი უდევს საფუძვლად. აქ ეს ამბავი იმდენადაა
განზოგადებული, რომ მთელი ხალხის წარსულის, აწმყოსა და მომავლის
განმსაზღვრელი ხდება.
არის საგმირო-სათავგადასავლო ანუ საფალავნო ეპოსებიც, რომლებიც
მოწყვეტილნი არიან ისტორიულ დროსა და სივრცეს და მოგვითხრობენ
საარაკო ჭაბუკთა საგმირო საქმეთ. მაგ., სპარსული დასტანები.
სამიჯნურო ეპოსი სატრფიალო ამბავზეა აღმოცენებული,მისი კლასიკური
ნიმუშია შუა საუკუნეების კელტური წარმოშობის თქმულება ტრისტანისა და
იზოლდას ტრაგიკული სიყვარულის შესახებ.

2.ცხოველთა ზღაპრების თავისებურებანი (სტრუქტურა,პერსონაჟთა თვისებები)

ცხოველთა ზღაპარი ერთი შეხედვით იგავ–არაკთა მონათესავე ჟანრია, თუმცა


იგავისგან განსხვავებით არ არის მხილებითი. ცხოველთა ზღაპრების პოეტური

გამონაგონი თავისებურია. პერსონაჟი ცხოველები აქ ბოლომდე ცხოველებად


რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებივით ლაპარაკობენ და მათ ჩვევებსაც
ამჟღავნებენ. ცხოველთა ზღაპრებში წამმართველია მისწრაფება თავი აარიდონ
მშრალ დიდაქტიკას. მეზღაპრეები მხატვრულად მოგვითხრობენ ამბავს,
რომელიც დაფუძნებულია გარკვეულ იდეაზე, დასკვნებს კი არ გვთავაზობენ.
მსმენელმა თავად.

უნდა განსაჯოს მონათხრობში რა არის ჭკუის სასწავლებელი, რამ უნდა


დააფიქროს. სიუჟეტები აგებულია დაპირისპირებაზე. ჩვეულებრივ, ფიზიკურად
სუსტები–ჩიტი,კატა,მამალი–თავიანთი მოხერხებით სჯობნიან მტაცებლებს.
ზღაპარში მოქმედება ვითარდება ცხოველისათვის დამახასიათებელი ჩვევებისა
და თვისებების გათვალისწინებით. დიდი ადგილი ეთმობა მეგობრობის თემას.
ცხოველთა ზღაპარში დასმული პრობლემები ყოფითია. მოქმედება უპირატესად
იწყება შეხვედრით. ყველაზე მარტივი ის სიუჟეტია, რომელშიც ერთი ამბავია
მოთხრობილი. ასეთ ზღაპრებში პერსონაჟებიც ცოტაა. გვაქვს
მრავალპერსონაჟიანი ზღაპრებიც. პერსონაჟთა რაოდენობა კავშირშია
გადმოსაცემი ამბის ხასიათსა და ზღაპრის იდეის მხატვრული ხორცშესხმის
გზებთან.

3.ქართული ხალხური მაგიური პოეზია.

4.ბალადა „ვეფხვი და მოყმე“


ახალგაზრდა ვაჟკაცი სანადიროდ იყო ჭიუხებში, გადაიარა კლდის ბილიკები,
მიაკვლის ჯიხვების ჯოგს და მოკლა ერთი. დაბრუნებისას წააწყდა ვეფხვის
ნაწოლს. უკვე შუაღამდებოდა, ვეფხვმა შეანათა ვაჟკაცს მრისხანე თვალები და
ისინი შეიბნენ. მათი ბრძოლისას იძროდა მიწა, იშლებოდა კლდენი და
ილეწებოდა ხეები. მოყმე ფარით ვერაფერს გახდა. კლდის ვეფხვი ჩქარია,
შემოაფლითა რკინის ჯავშანი. მოყმეს მოცდისთვის დრო აღარ დარჩა და
იძულებული გახდა ხმლით შებრზოლებოდა. მათი შებმის შედეგად ორივე
დაიღუპა, მიწა კი სისხლმა წითლკად შეღება.
ასეთია ვეფხვისა და მოყმის ბალადა, თუმცა მას მა მოგვიანებით დაემატა
გაგრძელება, რომელიც მოყმის დედია დატირებაა. მისი შინაარსი კი ასეთია:
როდეას მოყმის დედას გაგებინეს მომხდარი, თვალცრემლიანმდა დაიწყო
სიარული და შვილის დატირება. მაგრამ ამავდროუ;ლად ამაყობდა, რომ
ვეფხვთან მეომარი ვაჟ გაზარდა. მძინარს ხან ვეფხვი ესიზმრებოდა, მის შვილს
რომ რკინას აყრიდა და ხან თავის შვილი, რომელსაც ყირაზე გადაყავდა
ვეფხვი. მოყმის დედას ვეფხვის დედაც ეცოდებოდა, რომელიც შესაძლოა მასე
ძლიერ განიცდიდეს შვილის სიკვდილს.

ბილეთი 13
1.პერსონაჟთა ფუნქციები ჯადოსნურ ზღაპარში
ვლ.პროპის მიხედვით, ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟთა რაობა არ არის
შვიდზე მეტი. ეს პერსონაჟებია:

მთავარი გმირი – პერსონაჟი, რომელზეც დაკისრებულია და რომელიც


ასრულებს მთავარ ამოცანას ზღაპარში. ის გადის სახლიდან და ბრუნდება
სახლში, მასზეა დასაწყისი და დასასრული. ყველა სხვა პერსონაჟი მისთვის
არსებობს და მისთვის ჩნდება ზღაპრის ასპარეზზე. მთავარი გმირი
უქონლობას, რაიმეს ნაკლულობას გაჰყავს სახლიდან.
გამსტუმრებელი–მისი მოქმედების წრე შეზღუდულია. ის მხოლოდ ერთხელ
ასრულებს თავის ფუნქციას და იმასაც ზღაპრის დასაწყისში, რადგან გმირი
ერთხელ გადის სახლიდან. გამსტუმრებელი ძირითადად არის მამა.

მავნე (ანტაგონისტი) – მას ერთადერთი ფუნქცია აქვს–ვნება მიაყენოს მთავარ


გმირს და ხელი შეუშალოს მისიის შესრულებაში. იგი თავს იჩენს როგორც კი
გმირი დაადგება თავის გზას.
შემწე – იგი მავნის ანტიპოდია. შემწე გმირის ნაცვლად ასრულებს ძნელ
ამოცანას,რომელზე დამყარებულია მისი საბოლოო წარმატება.

მჩუქებელი – ამარაგებს გმირს რაიმე საგნით, რომლის საშულებითაც გმირი


გადალახავს წინააღმდეგობას და თავს დააღწევს მავნის,ცრუგმირის მიერ
დაგებულ მახეს. (შემწე და მჩუქებელი,შესაძლოა,ერთი პერსონაჟი იყოს).

ცრუგმირი – მისი მთავარი ფუნქციაა მთავარი გმირის მონაპოვრის მითვისება.


საბოლოოდ მას მთავარი გმირი ამხილებს, მამა კი განიკითხავს და დასჯის.

მეფის ასული ან მისი მამა – ასული ან მისი მამა,მეფე, ძნელ დავალებას აძლევს
მთავარ გმირს. ასულის ფუნქციაა, იყოს ძებნილი და მოპოვებული მთავარი
გმირის ხელით და მასზე დაქორწინებული.

2.“ისტორიანი და აზმანის“ გამოძახილი თამარის მითოსში

ხალხური თქმულება-მითოსი თამარის შესახებ იმ სამეფო იდეოლოგიის


გამოძახილია, რომე- ლიც გვხვდება საისტორიო თხზულებაში „ისტორიანი და
აზმანი შარავანდედთანი“. "ჩაძირული კულტურული დოვლათის" თეორია აქ
განხილულია ქართული თქმულების სახით.

სამეფო იდეოლოგიის სული გარდაქმნილია ხალხის ცნობიერებაში და მითოსის


სახეს იღებს. ძირითადი მოტივი სამოთხის მითოსისა – ქალწულად დარჩენის
სურვილი, რომელსაც ხალხი თამარს მიაწერს, „ისტორიანსა და აზმანში“ თავად
თამარის პირით არის გაცხადებული: „მოწამე არს ჩვენდა ღმერთი, აროდეს
ყოფილა გული ჩემი მოწადინე ქმროსნობისა“. მხოლოდ ვალი სახელმწიფოს
წინაშე აიძულებდა მას, მოქცეულიყო თავისი ნების წინააღმდეგ. ხალხური
თქმულების ვარიანტებში ჩანს ეს იძულებაც. თუმცა ხალხი იყენებს უბიწოდ
ჩასახვის უნივერსალურ მოტივს – მზის სხივისგან მუცლადღებას.

თამარის სამეფო აქ სამოთხეს არის შედარებული. გიორგი რუსის განდევნა


ქვეყნიდან -ადამის განდევნას,ხოლო თავად თამარი ედემის ბაღში მყოფ,
გველისგან ჯერ კიდევ შეუცდენელ ევასთან არის გაიგივებული მითოლოგიური
წესისამებრ.

ეს სამოთხისდარი სამეფო მომდევნო წლების შემდეგ გაცამტვერდა.


მითოლოგიურ ტრადიციაში სამოთხე წარსულის ფაქტად იქცა, ხოლო მისი
მომდევნო პერიოდი – სამოთხის ანტიპოდად. მაგრამ ეს რეალური ისტორიაა,
რომელიც ამ მითოსის შემოქმედის ხანამდე გრძელდება და კიდევ გაგრძელდება.
ამ ხანის სათავეში კი დგას თამარის ნაშიერი,აკრძალვის დარღვევის შედეგი,
რომლითაც იწყება ბედუკუღმართობები და კატასტროფები. თამარი
არაისტორიული,კოსმოგონიური ფიგურაა, დროისა და სივრცის მიღმა მყოფი,
საიდანაც დასაბამს იღებს მთელი ყოფიერება.

3.ეთერიანის ვარიანტთა სამი წრე


“ეთერიანის” ერთ-ერთი ვარიანტში ეთერი ზღაპრის
პერსონაჟია,დედინაცვლისგან მოძულებული გერი. ის და რომანტიული
ეპოსის გმირი ეთერი ერთი და იგივე პიროვნებაა. აბესალომთან შეხვედრამდე
და ქორწილამდე მათ ერთი ცხოვრება აქვთ გავლილი.
არსებობს წუთისოფლის ბავშვი და არსებობს ღვთის ბავშვი, რომელსაც „ბედი
სწყალობს“. ობოლი და გერი ღვთის ბავშვები არიან და ისინი არ ეკუთვნიან ამ
წუთისოფელს. დედინაცვალი ცდილობს, თავისი ღვიძლი
შვილი,წუთისოფლის ასული,შეუნაცვლოს გერს. გერი, მართალია, დაიბადა ამ
ქოხში, მაგრამ ეს ქოხი არ არის მისი ნამდვილი სახლი,ის სასახლეა. გერის
ოქროსფერი თმა, რომელსაც ის დედაბრისათვის გაწეული სიკეთის გამო
მოიპოვებს, ამის დასტური და ნიშანია. დედის გამოგზავნილი ძვირფასი
შესამოსელი, ოქროს ქოში, სადედოფლო შესამოსელია, რომლითაც ის შედის
ეკლესიაში მომავალი ქორწილის დღის წინასწარსაუწყებლად.
გერს გზაში ეკარგება ქოში, მაგრამ ეს ის აუცილებელი დაბრკოლებაა,
რომელმაც მას სიკეთე უნდა მოუტანოს, ისევე როგორც დედინაცვლის
დავალებებმა. ოქროს ქოში მხოლოდ მას ეკუთვნის და სხვას არავის
დედამიწის ზურგზე. ეთერისათვის განკუთვნილმა ოქროს ქოშმა შეიძლება
მოიაროს ქვეყნიერება, მაგრამ ის კვლავ ეთერს დაუბრუნდება.
კეთილშობილება, ჭეშმარიტად დედოფლური, უსაზღვრო სიკეთე
დაბადებიდანვე დაჰყვა ეთერს. ის საჩუქარი, რომელსაც გერი დედაბრისგან
იღებს, მას დამსახურებული აქვს თავისი მაღალი წარმოშობით. ეს მისი
ბედია.გერი გოგონა ზღაპრის მთავარი პერსონაჟია. ვაჟი, რომელიც მოძებნის
და აირჩევს მას, მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რათა გერი ეწიოს თავის
ბედს, დახსნილ იქნეს ამ დამცირებული მდგომარეობიდან.
არსებობს ასევე ვარიანტები, სადაც ეთერი არ არის გერი, არამედ მხოლოდ
ობოლი და არავინ აიძულებს მას ღირსების „დამამცირებელი“ სამსახურის
გაწევას, იგი თავისი აღთქმით ასრულებს ასეთ სამსახურს. თავისი ნებით
გადის შარაგზაზე და გამვლელ-გამომვლელს თმას უხილავს დედ-მამის
სულის საოხად ღვთისადმი მიცემული აღთქმისამებრ. ასეთი ნებაყოფლობითი
სამსახური არასოდეს რჩება საზღაურის გარეშე, თუმცა თავად მსახური
არაფერს მოითხოვს სანაცვლოდ.
სრულიად განსხვავებულია ეთერი-ტყიური,რომელიც არაჩვეულებრივი
წარმოშობისაა - უდედოდ არის შობილი და გაზრდილია არწივის (თუ
დათვის) მიერა. მისთვის უცხოა ადამიანთა საზოგადოება. მას არ აქვს არც
ბრწყინვალე სამოსელი და არც ოქროს ქოში. მისი დიდებულების ერთადერთი
ნიშანი მისი ბუნებრივი თმაა,მისი ერთადერთი შესამოსელი. ეთერი ტყეშია
გაზრდილი და ტყეშივე წააწყდება მას სანადიროდ გამოსული აბესალომი. მან
უნდა დაძლიოს ის მანძილი, რომელიც ძევს ტყიდან სასახლემდე.
ტყეში გაზრდილ ეთერს ესაჭიროება სხვაგვარი შემოსვა და აბესალომი
შემოსავს კიდეც მას, რათა შესაძლებელი გახდეს მისი სასახლეში შეყვანა. ამავე
დროს შესამოსელი აბესალომის ძღვენია,საქორწინო ნიშნად
მირთმეული,დედის საჩუქრის, როგორც მზითვის, ანალოგიურად.
ვარიანტთა ამ წრეში გვხვდება დაპირისპირება ტყესა და სასახლეს
შორის,როგორც კერძო შემთხვევა ფუნდამენტური დაპირისპირებისა ბუნებასა
და კულტურას შორის. აქ ერთმანეთის პირისპირ დგანან არა მხოლოდ ვაჟი და
ქალი, არამედ არსებანი, რომლებიც ყოფიერების ორ განსხვავებულ სფეროს
ეკუთვნიან.

ნიშანდობლივია, რომ საცოლის მოპოვება ტყეში ხდება: აბესალომს ეთერი მიჰყავს


სასახლეში, როგორც ნანადირევი, მონადირებული. შეიძლება ვივარაუდოთ,რომ
აბესალომში ერთიანდება მეფე და მონადირე. მონადირე ხომ, ჩვეულებრივ, იმაზე
მნიშვნელოვანს მოინადირებს, რისთვისაც სანადიროდ გადის.

4. ბალადა „შემომეყარა ყივჩაღი“

ეს ბალადა საგმიროს და სატრფიალოს მიჯნაზეა. საგმიროა, რადგან ორთაბრძოლით


მთავრდება, ხოლო სამიჯნურო კი იმიტომ, რომ ქალია ჩართლი. მისი შინაარსი
ასეთია: ბალადა მონოლოგური თხრობისაა. ამბავს გადმოგვცემს ქალის მეუღლე,
რომელსაც მუხრანთან შეხვდება ყივჩაღი. მან შეასრულა მასპინძლის მოვალ;ეობა და
სტუმარს ყველა თხოვნა შეუსრულა. პური და ხორცი უნდოდა–აჭამა, ღვინო
მოითხოვა–დაალევინა, მაგრამ როდესაც ცოლიც მოსთხოვა ამაზე უარი უთხრა და
შეებრძოლა, რადგან ყივჩაღმა ხელი მოჰხვია და აკოცა, ქალმა კი შესტირა: „ვაი ცოლს
ცუდის ყმისასა“. ქმარმა ხმლის ვადა მოზიდა, არც ყივჩაღა დაანება დაშეიბნენ. ჯერ
ყივჩაღმა დაასწრო, შემდეგ ქმარმაც მოუქნია ხმალი. ბოლოს ორივენი დაიღუპნენ,
ქალი კი სხვასთან წავიდა.

ბილეთი 14
1.საგმირო პოეზია (თემატიკა, იდეოლოგია,საზრისი)
საგმირო ლექსს, რასაც მისი შესრულების წესის მიხედვით ხევსურეთში
სიმღერეს უწოდებენ, საფუძვლად რეალური საბრძოლო შემთხვევა უდევს.
მთავარ გმირადაც ყოველთვის რეალური გმირი ჰყავს, რომელსაც იცნობდა
საყმო პირადად ან გადმოცემით. საყმო აგრეთვე ინფორმირებული მომხდარი
ამბის დეტალებით. მან იცის, ან შეიძლბეა იცოდეს იმაზე მეტი, რამაც ლექსში
ჰპოვა ასახვა.
აგმირო ლექსი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ბალადა ვუწოდოთ, როგორც წესი
ორთაბრძოლაზეა აგებული. მთავარი გმირია ის, ვინც იღუპება, კარგავ
სიცოცხლეს , მაგრმა იხვეჭს სახელს. მისი და საზოგადოების პრინციპია
„სჯობს სახელის მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა“
სიკვდილი ის ზღვარია, რომლის შემდეგ გმირი გადადის სახელის საუფლოში.
მხოლოდ სიკვდილში გამარჯვებას შეუძლია მოუტანოს მას სახელი. სწორედ
ამიტომაა, რომ უკლებლივ ყველა სიმღერე–ბალადა მებრძოლის სიკვდილით
მთავრდება და ეს სიკვდილი სახელიანია.

საგმირო ლექსს, რასაც მისი შესრულების წესის მიხედვით ხევსურეთში სიმღერეს


უწოდებენ, საფუძვლად რეალური საბრძოლო შემთხვევა უდევს. მთავარ გმირადაც
ყოველთვის რეალური გმირი ჰყავს, რომელსაც იცნობდა საყმო პირადად ან
გადმოცემით. საყმო აგრეთვე ინფორმირებული მომხდარი ამბის დეტალებით. მან
იცის, ან შეიძლბეა იცოდეს იმაზე მეტი, რამაც ლექსში ჰპოვა ასახვა.საგმირო ლექსი,
რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ბალადა ვუწოდოთ, როგორც წესი ორთაბრძოლაზეა
აგებული. მთავარი გმირია ის, ვინც იღუპება, კარგავ სიცოცხლეს , მაგრმა იხვეჭს
სახელს. მისი და საზოგადოების პრინციპია „სჯობს სახელის მოხვეჭა, ყოვლისა
მოსახვეჭელსა“

სიკვდილი ის ზღვარია, რომლის შემდეგ გმირი გადადის სახელის საუფლოში.


მხოლოდ სიკვდილში გამარჯვებას შეუძლია მოუტანოს მას სახელი. სწორედ
ამიტომაა, რომ უკლებლივ ყველა სიმღერე–ბალადა მებრძოლის სიკვდილით
მთავრდება და ეს სიკვდილი სახელიანია.ამირგად, საგმირო ბალადაში
გადმოცემულია გმირის უანასკნელი ჟამი, იგი ცაყენებულია საზღურბლო
სიტუაციაში, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე, როდესაცუნდა გადაწყდეს მისი ბედი,
რომელსაც ის ქმნის აქ და ახლა. ამ დროს გმირი ეკუთვნის თავის თავს. მას არაფერი
დარჩენია გარდა საკუთარი სიცოცხლისა, რომელიც შეუძლია გაწიროს სხვა
სიცოცხლეზე უფრო მაღალი ღირებულებისთვის. ამ წამებში გმირი სრულად ავლენს
მის ეგზისტენციას, თითქოს აქ ჯამდება მისი ცხოვრება. ამ დროს გამორიცხული
უნდა იყოს შემთხვევითობა, რაც მას შეუშლიდა ხელს სიკვდილით სახელის
მოხვეჭაში. ჩვენ წინაშეა შიშველი ადამიანი თავისი ერთადერთით,სიცოცხლით და
თავისუფალი არჩევნით. ამიტომ სიმღერე რაც შეიძლება ლაკონიურია და ყველაფერი
დანახულია არა გარეშე, არამედ გმირის თვალით.

სიმღერე-ბალადის აგებულება მარტივია: ექსპოზიცია-გმირის შემოყვანა


თხრობაში,შეხვედრა შებრძოლება,აღსასრული. უმოკლესი ბალადა არა მხოლოდ,
ქართულ არამედ მსოფლიო ბალადებს შორის არის ,,ფხოველნი და შავანელი“,
რომელსაც პირველად ვხვდებით თედო რაზიკაშვილის ჩანაწერებში.

2.მარადიული გაზაფხულის მითოსი.

მარადიული გაზაფხულის მითოსი თამარ მეფეს უკავშირდება.

მისი შინაარსი ასეთია: ერთ დროს თამარ მეფეს ტახტი იალბუზზე ედგა, მის
სამეფოში ზამთარი და სიცივე არ არსებობდა. თამარის მარადიულ სამეფოში არც
სნეულება იყო, არც სიბერე, არც სიკვდილი, რადგან დრო-ჟამის მიმდინარეობა
შეჩერებული იყო. ამას კი დრო-ჟამის მომყვანი ფრინველი განაპირობებდა,
რომელიც თამარს ჰყავდა დატყვევებული სასახლის ერთ–ერთ ოთახში. ერთხელ
თამარი ბარად წავიდა, გასაღებები კი თავის ერთგულ მსახურს ჩააბარა,
რომელსაც უბრძანა, რომ ის ერთი ოთახი არ უნდა გაეღო. მაგრამ მსახურს
ცნობისმოყვარეობამ სძლია, კარი გააღო და დრო–ჟამის ფრინველი გაუფრინდა. იმ
წუთიდან ცა მოიღრუბლა და თოვლი წამოვიდა, მთა სასახლითურთ დაიფარა.
თამარი ვეღარ ავიდა სასახლეში და დარჩა ბარად. ასე დაიკარგა მარადიული
გაზაფხული.
დადგა ახალი ხანა – აკრძალვის დარღვევის ხანა, რომელიც დრო-ჟამის ანუ
მოვლენათა თანამიმდევრობის ნიშნით არის აღბეჭდილი. დრომ დაიპყრო
სივრცე, გაბატონდა მასზე. „მარადიული გაზაფხული“, აკრძალვის ძალით რომ
არსებობდა, წარმავალმა წუთისოფელმა შეცვალა; დრო სივრცეზე გაბატონდა.

თამარი, როგორც დაკარგული სამოთხის დედოფალი, ესქატოლოგიურ-


მესიანისტური ფიგურა ხდება: ხალხის წარმოდგენით, თამარს ოქროს კუბო-
აკვანში სძინავს და, დადგება ჟამი, როცა გაიღვიძებს და კვლავ მარადიულ
ზაფხულს დაამკვიდრებს თავის სამეფოში, რომელიც ამავე დროს უნივერსალური
სამეფოა.

3.პერსონაჟთა ტიპები საყოფიერი ზღაპარში

საყოფიერო ზღაპარი,იგივე ხალხური ნოველა რეალისტურ გამონაგონზეა


დაფუძნებული. ის თავის სიუჟეტებში არაფერს შეიცავს ისეთს, რაც რეალურ
ცხოვრებაში ვერ მოხდებოდა.
მისი პერსონაჟებიც რეალური ადამიანები არიან, საზოგადოების ყველა ფენის
წარმომადგენლები: გლეხები და ბატონები,მოჯამაგირეები და
დამქირავებელნი, ღარიბ-ღატაკები და შეძლებულნი,სოვდაგრები და
ბოგანოები,ბრძენები და სულელები, ქოსატყუილები და ა.შ. ყველა პერსონაჟი
გროტესკული, მაგრამ სავსებით პრაგმატულია.
მთავარი გმირი ცოტა უცნაური ქცევისაა,ტოვებს ბრიყვის
შთაბეჭდილებას,იქცევა უცნაურად,არასტანდარტულად,მაგრამ საბოლოოდ
სწორედ ის იმარჯვებს არა ფიზიკური ძალ-ღონით, არამედ
მოხერხებულობით. ესქატოლოგიური ზღაპრის გმირივით ისიც გზას ადგას,
მაგრამ მის გზაჯვარედინზე ის წარწერა არ არის, უკანმოუქცევლობით რომ
აფრთხილებს მგზავრს. თუმცა იგი გათელილი გზით მაინც არ მიდის, არ
იქცევა ისე, როგორც ყველა. მის საქციელში, აზროვნებაში თითქოს ჭკუა არ
მონაწილეობს, მაგრამ სწორედ ეს უჭკუობა აღმოჩნდება ერთადერთი გზა
მიზნის მისაღწევად. მათი ხიბლი სწორედ მათი საქციელის უცნაურობასა და
აბსურდულობაშია.
ქართულ ხალხურ ნოველებში ვხვდებით პერსონაჟს, რომელსაც ტყუილის
თქმა თავის ბუნებად გაუხდია. ეს ქოსატყუილაა. იგი არის უნდოობისა და
მატყუარობის განსახიერება. ქოსატყუილას არ შეუძლია არ ტყუოდეს,რადგან
ეს არის მისი ბუნების გამოვლინება, მისი ცხოვრების წესი. მას არ შეუძლია
ტყუილების გარეშე ადამიანებთან ურთიერთობა.

საყოფიერო ზღაპარი თუ ხალხური ნოველა გამონაგონზე დაფუძნებული,


მაგრამ ეს სავსებით რეალისტური გამონაგონია, რამდენადაც თავის სიუჟეტში
არაფერს შეიცავს ისეთს, რაც რეალურ ცხოვრებაში ვერ მოხდებოდა. მისი
პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან, საზოგადოების ყველა ფენის და
ხასიათის წარმომადგენლები: გლეხები და ბატონები, ღარიბ–ღატაკები და
შეძლებულები, მართალნი და ცრუპენტელები და ა.შ. ყველა, ვინც კი ამ
ნარატივში მონაწილეობს სავსებიტ პრაგმატულია, მაგრამ მთავარი გმირი
ცოტა უცნაური ქცევისაა, ცოტა არ იყოს ბრიყვის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ერთიერთი სიტყვით, არ იქცევა სტანდარტულად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ის
იმარჯვებს, არა ფიზიკური ძალ0ღონით, არამედ მოხერხებით. თუმცა, მათ
საქციელში, აზროვნებაში თითქოს ჭკუა არ მონაწილეობს, მაგრამ სწორედ ეს
უჭკუობა აღმოჩნდება ერთადერთი გზ მოზნის მისაღწევად. საბოლოოდ მათი
აბსურდული გადაწყვეტილება იმარჯვებს.

4.აბესალომი–ეთერიანის პერსონაჟი

ეთერიანის პერსონაჟი აბესალომი ხელმწიფის შვილია,რომელიც ერთ-ერთი


ვარიანტის მიხედვით ოქროსფერთმიან ეთერს ტყეში შეხვდა და იგი გულში
ჩაუვარდა. ქორწილის დღეს კი დასნეულებული ეთერი მურმანს გადააბარა.

მას მერე, რაც მურმანისაგან აბესალომმა ეთერზე მოისმინა - მის სიმრთელეზე,


სილამაზეზე და მიუწვდომლობაზე,აბესალომი შეიცვალა. ის არ ჰგავს იმ
აბესალომს, გალაღებულს, სანადიროდ გასულს, ეთერის მომნადირებელს. ახლა
ის სნეულია მიჯნურობით. იგი გვიჩვენებს ანიმა დაკარგული ადამიანის სახეს, ის
ცალია მხოლოდ რომელიც განწირულია სიკვდილისთვის. აბესალომმა იცის
ეთერის სამყოფელი, მაგრამ მას არ აქვს სახსარი, რომ იგი დაიბრუნოს.
ერთადერთი შემწე რომელიც უნდა შეწეოდა აბესალომს დაკარგული ეთერის
დასაბრუნებლად იყო მურმანი. ის არის მისი ყმა, ქვეშევრდომი, ვეზირი.
აბესალომი არ არის მურმანის ტყვე, როგორც მურმანი, მაგრამ ის დასჯილია
იმისთვის, რომ არ ეყო თმენა ეშმაკის განზრახვის ჩასაფუშავად. ეს იყო ჩავარდნა
აბესალომის ნებაში. მურმანის ხელით შემოდის განსაცდელი აბესალომში და ამ
განსაცდელში აბესალომი მარცხდება. აბესალომს ჰყავს მარეხი, რომელსაც მიაქვს
სიყვარულის ამბავი ეთერთან. მარეხი შუამავლია ანიმუს-ანიმას შორის.

ბილეთი 15
1.ჯადოსნური ზღაპრის მთავარი გმირი
მთავარი გმირი ის პერსონაჟია, რომელზეც დაკისრებულია და რომელიც
ასრულებს მთავარ ამოცანას ზღაპარში. ის გადის სახლიდან და ბრუნდება
სახლში, ამ გასვლა-დაბრუნებას შორის ასრულებს კიდევ სხვა ფუნქციებს,
მაგრამ მასზეა დასაწყისი და დასასრული. ყველა დანარჩენი პერსონაჟი თავ-
თავისი ფუნქციით მხოლოდ და მხოლოდ მისთვის არსებობს, მისთვის
გამოჩნდება ზღაპრის ასპარეზზე. მთავარი გმირი უქონლობას, რაიმეს
ნაკლულობას გაჰყავს სახლიდან. მისი გზა დაბრკოლებებით არის სავსე. მისი
გასვლისთანავე გამოჩნდება მავნე, ანტაგონისტი, რათა დააბრკოლოს
მიზნისაკენ მიმავალი გმირი. მაგრამ სადაც მავნეა, იქ არის შემწეც და
მჩუქებელიც, რომელთა გარეშე ზღაპრის გმირს გარდაუვალი დაღუპვა ელის.
გარეთ ხდება გმირის თანდაყოლილ თვისებათა გამომზეურება, ძალთა
აქტივიზაცია, რასაც შინ ვერ მოახერხებდა,რადგან ამის საჭიროება არ
გაჩნდებოდა. განსაცდელი, გამოცდა ელის მას სახლის ზღურბლს იქით, გზაზე.
ზღაპრის გმირი ღარიბია, თავის ქვეყანას მოშორებული მგზავრია,რაც მისდამი
თანაგრძნობას იწვევს. მას სჭირდება გზის მასწავლებელი, შემწე და
მჩუქებელი.
ის იდუმალის მაძიებელია; გზაჯვარედინზე მდგარი ირჩევს იმ გზას,
რომელიც უკან არდაბრუნებას იუწყება. მაგრამ სწორედ ამ გზას მიჰყავს იგი
მიზნამდე, სხვა გზები ფუჭია. ამ გზაზე აღმოაჩენს ის იმ იდუმალს, რომლის
საძიებლად გამოვიდა სახლიდან.
ის ნდობითა და რწმენით არის სავსე და სწორედ ეს ამარჯვებინებს. ის
რწმენითა და ნდობით იღებს ჯადოსნურ ნივთს და არ გამოცდის მას, ვიდრე
გასაჭირში არ ჩავარდება.
ის ხელგაშლილია და გასცემს უკანასკნელს, ძვირად მოპოვებულსაც,
რომელიც, შესაძლოა, მისი ხეტიალის მიზანს შეადგენს. სიხარბე და
ანგარიშიანობა შორს არის მისგან. ზღაპრის გმირი ამართლებს პარადოქსულ
დევიზს „რასაცა გასცემ, შენია“.
ზღაპრის გმირი იმარჯვებს იმ უსაზღვრო სიკეთით, თვინიერებით,
მორჩილებით, უდრტვინველობით, ყველა ამ არაპრაქტიკული თანდაყოლილი
თვისებით, რომლებიც სახლიდან გამოჰყვა მას. მათი ძალით მისკენ
მიმართული ყოველი ბოროტება სასიკეთოდ შემოუბრუნდება. და, საბოლოოდ,
ზღაპრის გმირი ახორციელებს სოფლის ძლევას, აცხადებს ამ ძლევის
საიდუმლოს.

2.ფარნავაზის სიზმრისა და ცხადის მითოლოგემათა სისტემ

ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრებაში" შემონახულია ტექსტი, რომელიც ორი


ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. აქ ლაპარაკია ფარნავაზის
სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ფარნავაზის
მითოსი კოსმოგონიურია, მაგრამ ვიწრო გაგებით: იგი ეხება რეალობის
(სინამდვილის) ერთ-ერთი რეალიის – მეფობის წარმოშობას. მეფობა საკრალურია,
ანუ მისი დაწესება ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. თითოეული
რეალია და ქმედება, რომელსაც ამ ტექსტში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება –
იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი მეფე.

მზე, რომლის ცვარი ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების
რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა
იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ იგი ახალ სტატუსში იბადება,
რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და
იბადება მეფე. მზის ცვარი ერთსა და იმავე დროს მისი განმაცოცხლებელიც
არის და მეფედ მქცეველიც.
ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი სრულად არიან
გაიგივებულნი,ანუ ირემი არის მზე. როგორც მზიური ცხოველი, იგი
უფლისწულთა მკვებავი უნდა იყოს. იგივეობრივნი არიან არამედ მზე და
რძეც, რომლის მითოსური ხატი არის ცვარი.
ოქრო ასევე მითოსურად უკავშირდება მზეს, ირემს, რძეს და, საბოლოოდ,
მეფეს,როგორც სამეფო ღირსების გამომხატველი ლითონი.
და ბოლოს, მონადირეობა, როგორც სამეფო სპორტი, მნიშვნელოვანია
მითოსური ასპექტით. გავიხსენოთ ზღაპრების მონადირის ობოლი შვილი,
რომელიც მონადირეობის წყალობით ეწევა ბედს, და მეფეს, რომლის
სამონადირეო გამოცდილებამ ქვეყანა ახალ რელიგიას აზიარა (მეფე მირიანის
განსაცდელი თხოთის მთაზე ნადირობისას).

3.მურმანი–ეთერიანის პერსონაჟი

ეთერიანის სპეციფიკას, მის ინდივიდუალობას ჰქმნის ეპოსის ერთ-ერთი


პერსონაჟი მურმანი. მას გაჰყვა ზღაპრის სივრციდან ეთერი და აბესალომი.
მურმანის ტიპი უნიკალურია ქართულ ფოლკლორში და მისი მეშვეობით
აბესალომიც და ეთერიც იძენენ უნიკალურობას. მათი ნამდვილი, საკუთარი
ცხოვრება მურმანის გამოჩენით იწყება. მურმანი არ არის უბრალო
ანტაგონისტი, მას თავისი მკვეთრი ინდივიდუალობა და შინაგანი სამყარო
აქვს. იგი თითქოს აბესალომის ყმაა, მაგრამ ეთერის მოპოვების შემდეგ არც
ყმას ჰგავს - ის სრულიად ავტონომიური ხდება. ზღაპრის პერსონაჟებიდან იგი
შეგვიძლია შევადაროთ ცრუგმირს, რომელსაც სურს მთავარი გმირის ადგილი
დაიკავოს. მურმანის სიყვარული ეთერისადმი „ძლიერია სიკვდილივით“, და
შური მისი „სასტიკია ჯოჯოხეთივით“. იგი ეთერის სიყვარულისთვის სულს
მიჰყიდის ეშმაკს , სულს გასცემს სიყვარულის მოსაპოვებლად. მაგრამ ეთერი
მაინც აბესალომის საკუთრებად რჩება. ამიტომ იგი თავის საფლავს
აბესალომსა და ეთერის საფლავებს შორის გაითხრის. მის საფლავზე ეკალი
ამოვა, რომელიც იასა და ვარდის გადახვევას უშლის ხელს. ეკალი აქ ცოდვის
სიმბოლოდ გვევლინება.

4.ბალადა „ფხოველი და შავანელი“

(ბალადის ზოგადი განმარტება) ,,ფხოველი და შავანელი“ უმოკლესი ბალადაა არა


მხოლოდ ქართულ,არამედ მსოფლიო ბალადებს შორის. მას პირველად თედო
რაზიკაშვილის ჩანაწერებში ვხვდებით. ეს ბალადა საგმირო ლექსს განეკუთვნება.
მასში გადმოცემულია ორი ვაჟკაცის ბრძოლის ამბავი. ერთი ფხოველ ვაჟკაცს,
სახლისკენ მიმავალს, გზად შავანელი შეხვდა. შეიბნენ და აკაფეს ერთმანეთი,
მაშველი კი არავინ გამოუჩნდათ. მათ ნაომარზე მოვიდა ყორანი, რომელმაც ჯერ
სისხლი დალია, შემდეგ კი ლეშის ჭამით გაძღა. წასვლისას კი თქვა, რომ ორივე
უჭკუო ყოფილა, რადგან ერთმანეთი არ დაინდესო. ჩანაწერს ახლავს ჩამწერის
შენიშვნა, ,, მე ამათი ვერა გავიგე რა: ვინ იყო შავანელი ან სადაური?“ ლექსი
ბუნდოვანია, თუმცა ბუნდოვნება არაფერს აკლებს მას,პირიქით,აძლიერებს კიდეც
შთაბეჭდილებას. თედო რაზიკაშვილის ვერავითარი ცნობები ვერ მოუპოვებია
სიმღერეს პერსონაჟებზე. არაფერი შემორჩენილა იმ ვარიანტებისაგან,სადაც
შეიძლებოდა ახსნილი ყოფილიყო რა იყო ამ ორის საბედისწერო შერკინების მიზეზი.
ეს სიმღერე,ჩანს, იმდენად მოწყვეტილა თავის გარემოს,რომ დავიწყებას მისცემია
ორთაბრძოლის მონაწილეთა საკუთარი სახელები, მათი ვინაობის აღმნიშვნელად
წარმომავლობის სახელებიღაა შემორჩენილი(ფხოველი-ფხოვიდან, შავანელი-
შავანიდან,ქისტების ერთ-ერთი სოფლიდან). ეს ლექსი სიტყვიერად ძალზე ძუნწია,
თუმცა მოიცავს საგმირო ლექსის ყველა ელემენტს. ეს ეხება მის როგორც ფორმალურ
მხარეს, ისე იდეურ შინაარსს. ლექსი გაწყობილია ერთ რითმზე,როგორც ხევსურეთში
იტყვიან ერთ ,,ყუვზე“. ყოველ სტრიქონში თითო კადრია მოქცეული, რომლებიც
ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლებიან. ზოგჯერ ნახევარ-ნახევარი სტრიქონები
გადმოგვცემს თითო სურათს: ,,ადგა და შინ წამოვიდა//გზას შავანელი შახვდაო“
საინტერესოა ბოლო მონაკვეთში ყორნის ერთგვარად ცინიკური შეფასება, ლექსში
ყორანი ვინ კატეგორიას განეკუთვნება და აშკარად ინდივიდუალურია. ეს ყორანი
თავისდა უნებურად განადიდებს ერთმანეთის დამხოცველ ვაჟებს. კაი მობა, რაც
თავად მოყმისთვისა და მთელი საზოგადოებისთვის უდიდესი ზნეობრივი
ღირებულებაა, ყორნისათვის პრაგმატულია. ის საზრდოობს სწორედ მოყმეთა
თავგანწირული აქტებით. ყორნები ლოცავენ მოყმეებს,რომლებიც მათ კარგ სადილს
უმზადებენ თავიანთი უკანდაუხევლობით, სხვა ბალადებში დაღუპული
გმირებისადმი ყორნებს აღტაცების სიტყვები აღმოხდებათ ხოლმე.

You might also like