You are on page 1of 4

კომპოზიცია

მხატვრული ტექსტის კომპოზიაცია- ესაა ტექსტის


მაორგანიზებელი სტრუქტურა. განმარტების დაშლისას დავინახავთ
რომ ორი ნაწილისაგან შედგება. კომპოზიცია არის ტექსტის
სტრუქტურული მახასიათებელი და მას აკისრია ტექსტის
მაორგანიზებელი ფუნქცია, მისი მეშვეობიტ ორგანიზდება ტექსტის
სტრუქტურა. ფორმა, შინაარსი, სიუჟეტი, ფაბულა-ეს ყველაფერი არის
მხატვრული ტექსტის სტრუქტურული მოდელები. კომპოზიცია მათ
კრავს მტლიანობაში.
კომპოზიცია არის მხატვრული ტექსტის ყველა
სტრუქტურული ელემენტის გამომსახველობითი და მხატვრული
მეტყველების საშუალებების მიზანმიმართული, მოტივირებული
და ურთიერთშეფარდებადი განლაგება.
მხატვრული საშუალებების ერთიანობა უნდა იყოს. კომპოზიია
განსაზღვრავს და ადგენს ამ კანონზომიერებას ტექსტის შემადგენე;ლ
ნაწილებს შორის.
თუ ჩვენ ვიტყვიტ რომ ტექსტს არ უვარგა კომპოზიცია, ესე იგი
რაღაც ხარვეზია ტექსტის სხვადასხვა სტრუქტურებს შორის. ტექსტის
მთლიანი სურათი სწორედ კომპოზიციით ფასდება.
კომპოზიცია ლიტერატურაში ფერწერისა და არქიტექტურის გზით
შემოვიდა. ჯერ სახვით ხელოვნებაში გავრცელდა და გულისხმობდა
გარკვეული ნაწილების შეერთებას. მხატვრის მიერ გაკეთებული
კომპოზიცია, ნიშნავს რომ მან ნახტის მთლიანი ჩარჩო შექმნა. იგი,
მიუხედავად იმისა, რომ ეხება ძირითადად ფორმალურ ელემენტებს,
ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფორმალური ელემენტების
მიმართებას შინაარსობლივ ელემენტებთან.
ტექსტის კომპოზიცია, რამდენიმე დასაყრდენი მოდელისგან
შედგება:
1. თხრობის ხერხების თანაფარდობა და მთლიანობა.
2. სიუჟეტის ელემენტების თანაფარდობა და მთლიანობა.
3. მხატვრული სახის ელემენტების თანაფარდობა და
მთლიანობა
4. გარეგანი ელემენტების არქიტექტონიკის თანაფარდობა და
მთლიანობა( თავი, ქვეთავი)?? ესაა შემტხვევა როდესაც ჩვენ
გვაქვს საქმე სხვადასხვა ნაწილებისაგან შემდგარ ტექსტთან.
შეიძლება იყოფოდეს თავებად მაგრამ ერთმანეთთან
მთლიანობაში უნდა იყოს.

თხრობის ხერხების თანაფარდობა და მთლიანობა


აქ გვჭირდება ერთი დამატებითი ცნება-- თვალსაზრისი.
კომპოზიციური მთლიანობისთვის აუცილებელია მოხდეს თხრობის
სხვადასხვა თვალსაზრისების სწორი, ლოგიკური და გამართლებული
კვეთა. თხრობის თვალსაზრისი ყოფილა რამდენიმე-
1.იდეოლოგიური
2.ფრაზეოლოგიური
3.ფსიქოლოგიური
4.ქრონოტოპული ანუ დროსივრცული.
სწორედ ამ თვალსაზრისების ერთმანეთტან სწორი კვეთა და
მთლიანობა
განსაზღვრავს ტექსტის კომპოზიციურ მთლიანობას.

თხრობის თვალსაზრისი იდეოლოგიის ჭრილში- გულისხმობს


თვალსაზრისს რომლის მიხედვითაც ავტორი საკუთარ ტექსტში
აფასებს მის მიერ დანახულ და შექმნილ სამყაროს და აღიქვამს მას
იდეოლოგიურად. თხრობის თვალსაზრისი შეიძლება იყოს
გამოხატული როგორც ავტორის ასევე პერსონაჟის მიერ.
თვალსაზრისი შესაძლოა ავტორის მიერ მოწოდებული იყოს ღიად
ფარულად ან სულაც საპირისპირო ჭრილში.

სხვადასხვა თვალსაზრისების შეჯახებას ბახტინი პოლიფონიურ


თხრობას უწოდებს. რაც უფრო მეტი თვალსაზრისია ტექსტში, მით
უფრო მრავალფეროვანია იგი. ხოლო თუ მათი ერთად იდეალურად
შერწყმა შეკავშირება მოხდა ჩვენ ჩავთვლიტ რომ იდეოლოგიური
თვალსაზრისის ჭრილში ტექსტი სრულყოფილია.
2. ფრაზეოლოგიურ ჭრილში- გმირების მეტყველება სხვადასხვა ენით,
მაგალიტად ვიღაც ჟარგონიტ ან პროფესიული ენით მეტყველებდეს ეს
ყველაფერი საბოლოოდ კვეთდეს ერთმანეთს სწორ სიბრტყეზე და
მიემართებოდეს იდეოლოგიურ თვალსაზრისს. ამის იდეალური
ნიმუშია ილიას მგზავრის წერილები. სადაც მგზავრის და რუსი
აფიცრის დიალოგი იდეალური იმის გასარკვევად თუ როგორ ხდება
ფრაზეოლოგიური თვალსაზრისის სწორი მიმართება ტექსტის
იდეოლოგიურ თვალსაზრისთან, ანუ ტექსტის მტავარ სათქმელთან.
3. დრო სივრცულ ჭრილში თვალსაზრისი- ქრონოს დრო, ტოპოს
სივრცე, ანუ როდის და სად ვლინდება ეს თვალსაზრისი, ანუ როდის
და სად მიმდინარეობს თხრობა. ზოგჯერ ავტორ მთხრობელი ისე
უახლოვდება თავის პერსონაჟს, შეისისხლხორცებს კიდეც მაცდა ამის
ძალიან კარგი მაგალითია მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნები. ??
წავიკითხო
როდესაც ავტორი დაყვება პერსონაჟს მაგრამ არანაირად არაა
მასთან იდენტიფიცირებული.
ძალიან ხშირად მთხრობელი ავტორის თვალსაზრისი მიმოდის
სხვადასხვა პერსონაჟებტან. მიხეილ ჯავახიშვილის, არსენა
მარაბდელიდან არსენას და გიორგი კუჭატნელის ჭიდაობა არის აქ
აღწერილი, აქ ავტორი ცდილობს მოიცვას მთელი სცენა, სადაც
რასაკვირველია, რამდენიმე პერსონაჟი მონაწილეობს.

4.თვალსაზრისი ფსიქოლოგიის ჭრილში- ეს ის შემთხვევაა როდესაც


ავტორი გადმოგვცემს რომელიმე პერსონაჟის ფისქოლოგიურ
აღქმებს გადმოგვცემს, ან ძალიან შორდება და დისტანციას იჭერს,
გვერდიდან აღწერს. ძალიან კარგი მაგალითია ალექსანდრე ყაზბეგის
ხევისბერი გოჩა, ძიზიას და ონისეს ეპიზოდი სადაც ავტორი გადადის
როგორც ობიექტური მთხრობელი.

2 თემა-- სიუჟეტის ელემენტების თანაფარდობა და მთლიანობა.


ცნება, რომელსაც ვუწოდებთ ტექსტის აგება. კომპოზიციურ
მთლიანობას განაპირობებს ტექსტის აგების ხერხების ერთმანეთთან
მიმართება, თანაფარდობა და ჰარმონიული დამოკიდებულება.
მაგალიტად როგორი პროლოგის, კვანძის გახსნა, ექსპოზიცია ანუ ამ
ელემენტების აგების ხერხი სიიუჟეტში და როგორ ხდება ერთმანეთტან
შეკავშირება.

სიუჟეტური მოჩარჩოების ხერხი- არის აღმოსავლური წარმოშობის,


ჩვენთვის ნაცნობი ტექსტი 1001 ღამე ითვლება სიუჟეტური
მოჩარჩოების ხერხის დასაბამად, სულხან-საბას სიბრძნე სიცრუისაც
ამავე ხერხიტაა, ესაა
ისეთი ტიპის სიუჯეტი რომელსაც ყავს მთხრობელი რომიც ყვება
გარკვეულ ამბებს და წარმოადგენს ნაწარმოების ფასეულობათა
სისტემას და ამყარებს მკითხველის ფასეულობათა სისტემას. ანუ იგი
ამთლიანებს ერთიან ცარჩოს და მკითხველიც უკეთ წარმოიდგენს და
აფასებს ფასეულობათა სისტემას. მთხრობელი ამ შემტხვევაში
იყენებს, სიუჟეტისათვის დამახასიათებელ აბსოლიტურად ყველა
ელემენტს და მავედროს ურთავს შინაგან (პროლოგი, ექსპოზიცია,
კვანძის შეკვრა, კვანძის გახსნა, ეპილოგი) და გარეგან ელემენტებსაც
მაგალიტად-- სხვადასხვა ნაწილები, ცალკეული თავები, აქტევი,
სცენები.
ანუ არის როგორც მთლიან ტექსტში სიუჟეტი, ასევე ცალკეულ სცენებში
და ამბებში. ორივე დონეზეა შენარჩუნებული კომპოზიციური
მთლიანობა.

ინვერსიული(შებრუნებული) ჩარჩო თხრობა პირიქით დასასრულიდან


იქყება??, რგოლისებლური სიუჟეტური ჩარჩოები-- გამეორების ხერხს
იყენებს( ქარი ქრის, ქარი ქრის) ასეთ შემთხვევაში თხრობა იქნება
არალინეარული- დალაგებული არ იქნება. ასეთ შემთხვევაში ავტორი
მიმართავს რეტროსპექციის ხერხს, როდესაც ავტორი გვაბრუნებს
წარსულში.
მონტაჟის ხერხიი, კინოდან შემოვიდა, ???

You might also like