Professional Documents
Culture Documents
შუალედური წერა
რეფერატი
რაც შეეხევა სუბმერსიის გამომწვევ ფაქტორებს, ირინა ბაგაური აღნიშნავს, რომ ეს სწრაფი
სოციალური ცვლილებები და სოციალური არეულობა შეიძლება გახდეს. მას მოჰყავს მეტად
საინტერესო მაგალითი. შტატებში მცხოვრებ მექსიკელ ემიგრანტებს საინტერესო
დამახასიათებელი ნიშანი აქვთ. მათი მეორე თაობა ბილინგუალია, საუბრობს როგორც
იგლისურ, ისე მშობლიურ ენაზე, ხოლო მესამე თაობაში გავრცელებულია მხოლოდ ერთი
ენა, ინგლისური. იმის შანსი, რომ მათში მშობლიური ენის ავტორიტეტი აღდგეს ძალიან
მცირეა, რადგან ინგლისურ ენას მეტად მნიშვნელოვანი სტატუსი გააჩნია. შესაძლოა,
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მექსიკელებს შერცხვეთ კიდეც საკუთარ ენაზე საუბარი.
(ირინა ბაგაური, სუბმერსია – ბილინგვური განათლების სუსტი პროგრამა, 2010; გვ 25;)
მეცნიერები ამ პრობლემასაც ხშირად განიხილავენ. ირინა შუბითიძე ინფორმაციას
გვაწვდის მკვლევართა ორი ჯგუფის შესახებ. პირველნი მიიჩნევენ, რომ ენის
ასიმილაციისაგან დასაცავად და ეთნიკური იდენტობის შესანარჩუნებლად აუცილებელია
განათლება ყველასათვის საკუთარ ენაზე იყოს, თუმცა მკვლევართა მეორე ნაწილი მიიჩმევს,
რომ უმცირესობისათის საკუთარ ენაზე განათლების მიღება თავად მათ დააზიანებს, რადგან
გაუჭირდებათ კომუნიკაცია ყველგან, სადაც უმრავლესობის ენაზე საუბრობენ. (ირინა
შუბითიძე, ხშირად დასმული შეკითხვები ბილინგვიზმის,2010; გვ.41-42)
http://www.lindholmleary.com/resources/review_research.pdf