You are on page 1of 6

პირველი ბილეთი

ბილეთი 1

1. ტექსტის ლინგვისტიკის შესწავლის ობიექტი, საგანი და ამოცანები (10 ქულა)

თანამედროვე ტექსტის ლინგვისტიკა შედარებით ახალი დამოუკიდებელი სამეცნიერო


დისციპლინა, რომელიც წარმოიშვა XX საუკუნის 60-70იანი წლებში. ზოგადად რომ
აღვნიშნოთ, ამ მეცნიერების მიზანია ტექსტის თეორიული და პრაქტიკული კვლევა.
ლაკონიურად რომ ვთქვათ, ტექსტის ლინგვისტიკა წარმოიშვა იმიტომ, რომ წინადადების
ფარგლებში აღარ ხერხდებოდა მთელ რიგ ენობრივ მოვლენათა ახსნა. ტექსტის გენეზისის
სამი წყარო არსებობს: ენობრივი ნიშნის თეორია, კომუნიკაციის თეორია და ენობრივი
სისტემის დონეებრივი მოდელი.

ტექსტის ლინგვისტიკის შესწავლის ობიექტს, საგანს ტექსტი წარმოადგენს. უფრო


ზუსტად, ტექსტის ლინგვისტიკა შეისწავლის ვერბალური ტექსტს. აღნიშნულის
დასახასიათებლად აუცილებელია ლინგვისტიკაში დაგროვილი მონაცემების გამოყენება. ამ
საკითხზე მსჯელობისას უნდა გამოიკვეთოს ტექსტის მნიშვნელობა. ტექსტი შესაძლოა იყოს
მოცულობით დიდი ნაწარმოები ან ერთმანეთთან თემატურად დაკავშირებული რამდენიმე
წინადადება. ტექსტის ლინგვისტიკის შესწავლის სფეროზე კონკრეტულ საუბარს ართულებს
თანამედროვე სემიოტიკა, რადგან ის ტექსტად განიხილავს როგორც ვერბალურ ტექსტებს,
ასევე ლექსს, ცეკვას, ჟესტიკულაციას, მხატვრულ ტილოებს და სხვა.

ტოინ ვან დეიკი მიუთითებდა, რომ ტექსტის შესწავლით მრავალი სამეცნიერო


დისციპლინა ინტერესდება, ასეთებია: ენათმეცნიერება, იურისპრუდენცია, ისტორია,
თეოლოგია,ლიტერატურათმცოდნეობა, სოციალური ფსიქოლოგია. ამის საფუძველზე
ნათელი ხდება, რომ ტექსტის ლინგვისტიკა ინტერდისციპლინარულ მეცნიერებას
წარმოადგენს. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტექსტის ლინგვისტიკა
შეისწავლის ტექსტის სტრუქტურას, ტექსტის შემადგენელ კატეგორიებს, უშუალოდ
სხვადასხვა ტექსტებს, ტექსტის აგების ვარიაციებს და სხვა.

სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალი მეცნიერის მსჯელობს ტექსტის შესწავლის


მიმართებებზე. უნდა გამოვკვეთოთ ი. პეტეფი, რომელიც ასახელებს ტექსტის შესწავლის ორ
ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებას. ტექსტს, როგორც წინადადების იდენტურ, თუმცა
მასზე მოცულობით დიდ ერთეულს განიხილავენ ამ მიმართულებების წარმომადგენელთა
ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი ორიენტირდება ტექსტი სკომუნიკაციურ მიდგომაზე. ი.
პეტეფი აღნიშნავს, რომ აუცილებელია წინადადებიდან მთელი აქცენტი ტექსტზე
გადავიდეს. ამრიგად მნიშვნელოვანია, რომ სემანტიკური და პრაგმატიკული ანალიზი
დაემატოს ენობრივი მოვლენების ტრადიციულ სინტაქსურ აღწერას.
ლინგვისტიკის თეორიის ამოცანების გამოყოფისას სახელდება 1986 წელს ჩომსკის მიერ
წამოჭრილი სამი ძირითადი საკითხი: პირველი ეხება კომპეტენციას და სხვამს კითხვას თუ
რისგან შედგება ცოდნა ენის შესახებ, მეორე ეხება ათვისებას და აინტერესებს როგორ ხდება
ენის შესახებ ცოდნის შეძენა, ხოლო მესამე ენის პროცესირებასთან არის დაკავშირებული და
სვამს კითხვას თუ როგორ ხდება ენის შესახებ ცოდნის გამოყენება?

2. საინფორმაციო სტრუქტურის ძირითადი ცნებები: მოცემულობა, ძველი-ახალი


ინფორმაცია, ფოკუსი-ფონი, ტოპიკი-კომენტარი (10)

საინფორმაციო სტრუქტურის ძირითადი ცნებები კომუნიკაციის თეორიიდან აღმ


ოცენდნენ. წინადადება, ტრადიციული განმარტებით, გამოხატავს დასრულებულ აზრს,
მაგრამ ის, როგორც უფრო მაღალი ენობრივი დონის, ტექსტის, შემადგენელი ერთეული,
როგორც წესი, უფრო მეტ პრაგმატიკულ ინფორმაციასაც მოიცავს, ვიდრე უბრალოდ
კონკრეტულ ლექსემათა სინტაქსური წესების მიხედვით შედგენილი სტრუქტურული
მთლიანობა. ინფორმაციის ასეთი დამატებითი ნიუანსები, როგორც წესი, აქტუალიზებულია.
ინფორმაციის ამგვარ პრაგმატიკულად აქტუალიზებულ ნაწილს ეწოდება ტოპიკი. ტოპიკის
მარკირების ძირითადი უნივერსალური მექანიზმია სპეციფიკური ინტონაციური კონტური,
თუმცა არსებობს ენათა მიხედვით განსხვავებული სხვადასხვაგვარი ფორმალური
მოდელებიც. ენებში, რომლებიც ორიენტირებულია საინფორმაციო ნაკადში პრაგმატიკულად
აქტუალიზებული ელემენტების კონცეპტუალურ მარკირებაზე, როგორც წესი, ტოპიკის
აღმნიშვნელი სპეციალური მორფოლოგიური მაწარმოებელიც გამოიყოფა. ფოკუსი - ის
წარმოადგენს საინფორმაციო სტრუქტურის ძირითად ცნებას და აჩვენებს ისეთი
ალტერნატივების არსებობას, რომლებიც ენობრივი გამოსახულების ინტერპრეტაციისთვისაა
რელევანტური. უნდა აღინიშნოს, რომ ფოკუსი სხვადასხვა მარკირებას ითვისებს. ფოკუსის
მეშვეობით გამოიკვეთება გამონათქვამისნ ახალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
საინტერესოა რომ არსებობს ფოკუსის ქვეტიპები - გამხლეჩი ფოკუსი ან თავის ადგილას
მყოფი ფოკუსი. ისინი ალტერნატივებს სპეციფიკური გზით გამოარჩევენ. ცხადია, ენები
განსხვავებულია ფოკუსის მარკირების საშუალებებით, შესაბამისად ასეთ შემთხვევაშიკ
ფოკუსი არ განსხვავდება ისეთი ენობრივი კატეგორიებისგან, როგორებიკცაა ბრუნვა და
სქესი. ფოკუსი და ტოპიკი წინადადების საინფორმაციო სტრუქტურის განმსაზღვრელი
ძირითადი ტერმინებია. ორივე წინადადების აქტუალიზებულ წევრს აღნიშნავს. განსხვავება
მათ შორის ის არის, რომ ფოკუსი აღნიშნავს ადრე უცნობ, ახალ ინფორმაციას, რომელიც
მოპოვებულ იქნა შესაბამის კითხვაზე პასუხის ამსახველ წინადადებაში აქტუალიზებული
წევრის სახით; ხოლო ტოპიკით ხდება უკვე ცნობილი წევრის, ძველი ინფორმაციის
აქტუალიზება მასზე ინფორმაციის მოპოვების ან არსებული ინფორმაციის გამოკვეთისა თუ
გავრცობა-დაზუსტების მიზნით. მაგალითად, ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება
სიტუაციას, რომლის დროსაც მონადირემ მოკლა ირემი, და, რომელიც სტრუქტურირდება
ქართული ენის კონკრეტული თხრობითი წინადადების – მონადირემ მოკლა ირემი – სახით,
სრულია და, ამავე დროს, ნეიტრალური ინფორმაციის რომელიმე შემადგენელი ელემენტის
აქტუალიზების თვალსაზრისით. თუ სიტუაციის რომელიმე წევრი უცნობია,
კომუნიკაციისას ჩნდება კითხვა, მაგ.: ვინ მოკლა ირემი? პასუხში: მონადირემ მოკლა ირემი –
აქტუალიზებულია მონადირე, ე.ი. ის არის ფოკუსი. ამასთანავე უნდა აღინიშნოს,. რომ
ტოპიკური შემადგენელი განსაზღვრავს იმ ერთეულთა სიმრავლეს, რომელთანაც
კომენტარულ შემადგენლობაში გადმოცემული ინფორმაცია შეინახება. მოვიყვანოთ
მაგალითი:

ჩემი ბიძაშვილი (ტოპიკი) გუშინ საფრანგეთში გაემგზავრა (კომენტარი).

მოცემულობა - აღნიშნული საინფორმაციო სტრუქტურის ძირითადი ცნება აჩვენებს, რომ გამ


ოსახულების დენოტატი წარმოდგენილია უშუალო საერთო საფუძველში. ადამიანის
სამეტყველო ენაში არსებობს ისეთი საშუალებები, რომლებითაც მოლაპარაკე მსმენელს
ამცნობს, რომ ის რაც უშუალო ლინგვისტურ კონტექსტში იყო მოცემული სწორედ იქიდან
არის აღებული. მოცემულობის განსაზღვრება ისეთი უნდა იყოს, რომ საშუალებას იძლეოდეს
გაირკვეს თუ რა ხარისხითაა გამონათქვამი მოცემული. უნდა აღინიშნოს, რომ მ ოცემულობა
არასდროს არ მიემართება გამოსახულებას, მაგრამ ის მიემართება დენოტატს. არსებობს
მოვლენათა ორი ჯგუფი, რომლებიც მოცემულობას მიემართებიან: სპეციფიკური
ანაფორული გამოსახულებები და გარკვეული გრამატიკული გამოსახულებები.

3. პრაქტიკული დავალებები:

ა) სათანადო მაგალითების მოხმობით განმარტეთ და განასხვავეთ ანაფორა- კატაფორა (5)

ტექსტში გადაბმის სხვადასხვა მოდელები არსებობს. ერთ-ერთი არის კატაფორა, რომლის


დროსაც ტექსტში წინამავალი ელემენტის ახსნა მომდევნო ერთეულის გამოყენებით ხდება.
როდესაც ასე ვახდენთ კატაფორის ფორმულირებას, მაშინვე ნათელი ხდება, რომ ამ ტიპის
გადაბმა ანაფორის საწინააღმდეგოა. უფრო კონკრეტულად კი, თავდაპირველად პრო-ფორმა
არის წარმოდგენილი, ხოლო ტექსტის მომდევნო მონაკვეთსი სხვა ლექსიკურ ერთეულთან
ხდება მის გაიგივება. ამ შემთხვევაში გადაბმა ემყარება რეფერენციის იგივეობრიობას, რაც
გულისხმობს, რომ კატაფორული ელემენტი და მისი განმარტება ერთსა და იმავე ობიექტს
გამოხატავენ. აღნიშნული ნათელსაყოფად მოვიყვანოთ მაგალითები.

1. ექიმთან შესასვლას სხვებიც ელოდებოდნენ - ორი მოხუცი ქალბატონი და ერთი


ახალგაზრდა ყმაწვილი.

წარმოდგენილი მაგალითით ნათელი ხდება, რომ ,,სხვები’’ კატაფორული სიტყვაა და


შემდეგში ხდება მისი დაზუსტება - განმარტება.
2. აქ, ბიბლიოთეკაში, უამრავი კლასიკური ნაწარმოებია.

ამ წინადადებაში აქ ზმნისზედას წარმოადგენს, ცხადია, ის არასრული სიტყვაა და


ტექსტის მომდევნო ნაწილში მოცემული განმარტებით იძენს მნიშვნელობას: (აქ)
ბიბლიოთეკაში.

ანაფორა - ანაფორა ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს „უკან გადატანას”,


„დაბრუნებას”. ანაფორა არის ენობრივი ერთეულების გამოყენება, რომელთა
ინტერპრეტირება შესაძლებელია მხოლოდ ტექსტის წინა ფრაგმენტის მეშვეობით. ანაფორა
არის ენობრივი ერთეულების გამოყენება, რომელთა ინტერპრეტირება შესაძლებელია
მხოლოდ სხვა, როგორც წესი, ტექსტის წინა ფრაგმენტის მეშვეობით. ანაფორის ან
ანაფორული მიმართებების ცნება ძირითადად ნაცვალახელური რეპრეზენტაციით
ხორციელდება. ანაფორული ფუნქციით გამოდიან მესამე პირის ნაცვალსახელები, ასევე
ნაცვალსახელთა სხვა ტიპები. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ ანაფორა ისეთი
კოლრეფერენციული მოლდელია, რომეწლიც ნაცვალსახელური გამოერებით ტექსტის წინა
და მომდევნო მონაკვეთების ერთმანეთთან გადაბმას ხდის შესაძლებელს.

მოვიყვანოთ მაგალითი:

გარეცხეთ ხუთი ატამი, გათალეთ. ჩააწყვეტ ისინი კალათში.

რასაკვირველია, ხუთ ატამს აღნიშნავს ისინი. ანაფორული ფუნქციის მქონე ერთეულია


ისინი, ის ქმნის გადაბმას აღნიშნულ წინადადებებს შორის.

ბ) გამიჯნეთ თემა/რემა (5)

თემასა და რემას შორის მარტივი განმასხვავებელი ნიშანი არის, მე როგორც ვხვდები, ის, რომ
თემა არის უშუალოდ განხილვის მომენტში რაზეც ხარ კონცენტრირებული და რემა არის ის,
რაზეც შემდეგ წინადადებაში იქნები კონცენტრირებული

თემა და რემა როგორც აქტუალური სინტაქსის ერთეულები უპირველესად წარმოადგენენ


პრედიკატულობის გამოთქმის ერთ-ერთ შესაძლებლობას, რომელებიც მოიაზრებიან
როგორც გამოთქმისა და მოქმედების კატეგორიები, რომლებიც აისახება ადამიანის
ცნობიერებაში და გამოიხატება მეტყველებაში ენობრივი საშუალებებით. პრედიკატულობის
გამოხატვის სხვა შესაძლებლობებს შორის, პირველ ადგილზეა ფორმალური სინტაქსის
საშუალებები - ქვემდებარე და შემასმენელი, შემდეგ კი ყველა ფონეტიკური, ლექსიკური და
პარალინგვისტური საშუალებები.

თემისა და რემის არსის ახსნის მცდელობიდან გამომდინარე, მათი ადგილი უნდა ვეძიოთ
ინფორმაციული თეორიის ტერმინებს შორის. უკანსკნელი ცნება, როგორც წესი, რჩება
განსაზღვრულობის გარეშე და იგულისხმება როგორც „ცნობა“ ან „ცოდნა“. კატეგორიები
ცნობადი-არაცნობადი, რომლებიც თავის თავში მოიცავს კატეგორიებს: განსაზღვრება-
განუსაზღვრელობას, საკმარისი-არასაკმარისობას, სუბსტანციურ კატეგორიებს ცნებების
ცოდნის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ თემატიზაცია შემოაქვს ზოგადობისა და განსაზღვრულობის


კატეგორიებს, ისინი კი ნაცვალსახელებითა და არტიკლებით გადმოიცემა. ფაქტობრივად,
ძველი ინფორმაციის თანმხლებ კატეგორიებს წარმოადგენენ. ზოგადად გაიგივებასა და
იდენტიფიკაციას ახდენს განსაზღვრულობა, ხოლო განუსაზღვრელობა ახალი ინფორმაციის
ნიშანია და მიუთითებს თემის შესახებ ნათქვამის განვითარებაზე. მოვიყვანოთ მაგალითი:

იყო ერთი მოხუცი. ამ მოხუცს ერთადერთი ძაღლი ჰყავდა.

პირველ წინადადებაში ერთი მოხუცი რემაა, ის ახალია, ხოლო მეორე წინადადებაში ,,ამ
მოხუცს’’ განსაზღვრულია და თემაა.

გ) საინფორმაციო სტრუქტურის ძირითადი ცნებების მოშველიებით გაარჩიეთ დართული


ტექსტები: (5)

(1) _ ვინ დაწერა დავალება?

_ მხოლოდ ნინომ და ვანომ დაწერეს დავალება.

დაწერა (დავალება) (X-მა) / ეს X – პიროვნება.

მეორე წინადადებაში შეინიშნება რომ ფოკუსთან დაკავშირებულია ის სემანტიკური


ოპერატორი, რომელსაც ინტერპრეტაციული ზეგავლენა ფოკუსზეა დამოკიდებულ.ი. ასეთია
ფოკუსისადმი მგჰრძნობიარე ნაწილაკი - მხოლოდ. ამრიგად ხდება ფოკუსის პრაგმატული
გამოყენება.

(2) ნინო და ვანო სემინარს ესწრებიან. ნინო კარგად პასუხობს კითხვებზე, ვანო კი ვერა.

დ) თავისუფალი თემა: ლინგვოკრიმინალისტიკის ამოცანები (5 ქულა)

ლინგვოკრიმინალისტიკა არის მეცნიერება ადამიანთა კომუნიკაციის წინაპირობისა და


პირობების ორგანიზების არსის შესახებ. ფაქტობრივად, ტექსტის ინტენსიური შესწავლა
განაპირობებს ენის ლინგვისტიკიდან მეტყველების ლინგვისტიკაზე გადასვლას,
აქცენტირებას კომუნიკაციის აქტზე. ლინგვოკრიმინალისტიკის ამოცანებად შეიძლება
ჩავთვალოთ შემდეგი საკითხები: ტექსტის როგორც იმ უმაღლესი რანგის ენობრივი
სისტემის შესწავლა, რომლის ძირითად ნიშნებს წარმოადგენს მთლიანობა და
შეკავშირებულობა; ტექსტთა ტიპოლოგიის აგება კომუნიკაციური პარამეტრების მიხედვით,
გამოხატვის პლანისა და შინაარსის პლანის ფართოდ გაგებული ერთიანობით; ტექსტში
შემავალი ძირითადი ერთეულების შესწავლა; ტექსტობრივ კატეგორიათა გამოვლენა;
ტექსტის ფარგლებში სხვადასხვა დონის ენობრივი ერთეულების ფუნქციონირების
განსაზღვრა, ასევე ტექსტში შემავალი ფრაზათაშორისი კავშირებისა და მიმართებების
შესწავლა. უფრო ლაკონიურად შეიძლება ითქვას, რომ ლინგვოკრიმინალისტიკის
ამოცანებია: ტექსტის ანალიზი, ტექსტის პარამეტრთა განსაზღვრა, ტექსტობრივ ერთეულთა
განსაზღვრა და ტექსტობრივი კატეგორიების განსაზღვრა. აღნიშნულ.თან ერთად ტექსტის
ლინგვისტიკისა და ლინგვოკრიმინალისტიკისთვის ასევე აქტუალურია ტექსტთა
ტიპოლოგიის აგებისა და დადგენის ამოცანაც.

You might also like