You are on page 1of 9

1. თემის განსაზღვრა, სტრატეგიები თემის მოსაძიებლად.

ინფორმაციის შეკრება და
ორგანიზება. სათაურის შერჩევა.

ესესთვის თემის შერჩევისას აუცილებელია მიზნისა და კონკრეტული ამოცანების


განსაზღვრა- ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტორმა წინასწარ უნდა გაიაზროს ის პოზიცია
და დამოკიდებულება, რომელიც მას განსახილველი საკითხისადმი ექნება და რის
გამოც იწერება ესე. თემის შერჩევა არ არის იოლი პროცესი. იგი მოიცავს ორ
თეორიულ შესაძლებლობას: 1 ) ავტორი თავისი ინტერესების გათვალისწინებით
თავად შეარჩევს საკვლევ თემატიკას 2) ავტორი ნაშრომს ქმნის დაკვეთით ( მოსწავლე
ქმნის მასწავლებლის დავალებით...) კარგი ავტორი ორივე შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმიანობას მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად .

როდესაც ავტორი თავად ირჩევს თემას, უპირველეს ყოფლისა, განისაზღვრება


ინტერესთა სფერო და შეირჩევა შესაბამისი სტილი. ტექსტის შექმნის პროცესის
უმნიშვნელოვანესი და გამოკვეთილი პრინციპია აუდიტორიისა და მიზნის განსაზღვრა .
აუდიტორია- მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ ვისთვის იქმნება ნაშრომი . აქ
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები- აუდიტორიის ასაკი ,
სოციალური სტატუსი, განათლების დონე და წინასწარი ცოდნა, ინტერესი ,
აუდიტორიის მოლოდინი და აუდიტორიის წინასწარი განწყობა . მიზანი - აქაც უნდა
გავითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი- ინფორმაციის მიწოდება , საკითხის დასმა ,
საკითხის ანალიზი, საკითხის ისტორიულ ასპექტში გაანალიზება, საკთხის
განვითარების დინამიკა, საზოგადოებრივი აზრის შექმნა , ავტორის მოსაზრების
დაფიქსირება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და პრობლების გადაჭრა .

წერის პროცესის პირველი ეტაპია ინფორმაციის მოძიება და შეკრება . ამისთვის


რამდენიმე გზა არსებობს. იმის მიხედვით, თუ რა საკითხზე ვწერთ, შეიძლება
დაგვჭირდეს ყველა მათგანის გამოყენება ან მხოლოდ რამდენიმე იყოს საკმარისი : 1
ეტაპი- ინფორმაციის მოპოვების ძირითადი საშუალებები- ზეპირი წყარო ( ზეპირი
კონსულტაცია პედაგოგთან), წერილობითი წყარო( სახელმძღვანელო), სამეცნიერო
ლიტერატურა ( რა კვლევებია ჩატარებული მოცემულ საკითხზე), ინტერნეტი . 2 ეტაპი
ინფორმაციის მოპოვების დამატებითი საშუალებები- ექსპერიმენტი , ექსპედიცია ,
ინტერვიუ. მასალის მოძიების შემდეგ ადამიანს დიდი ინფორმაცია უგროვდება ,
ამიტომ ის უნდა გაიფილტროს და დარჩეს მხოლოდ ნაშრომთან შესაბამისი.

შემდეგ ავტორმა უნდა შექმნას ეფექტური სათაური, რადგან ის ერთ-ერთი


უმნიშვნელოვანესი დეტალია ტექსტისა, მას შემდეგ,რაც ავტორი მეტ-ნაკლებად
განსაზღვრავს მისთვის საინტერესო სფეროსა და საკითხს, მნიშვნელოვანი ხდება
სათაურის სწორად შერჩევა. სათაურს ეკისრება ავტორისათვის მაკონტროლებელი
ფუნქცია. სწორად შერჩეულ სათაურს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ესეს
წარმატებისათვის, რადგან მკითველს სწორედ სათაური უქმნის პირველ
შთაბეჭდილებას ტექსტის შესახებ. სათაურის მიზანია- აუდიტორიის ყურადღების
მიპყრობა, ინტერესის აღძვრა, განწყობის შექმნა , ძირითად იდეაზე აქცენტის
გაკეთება. სათაური უნდა იყოს ტექსთან მიბმული, ლაკონური , ინფორმატიული .
2. წყარო. წყაროს მოძიება. წყაროს დამოწმება.

წყარო არის „ მეცნიერულ გამოკვლევაში გამოყენებული საბუთი“, რომელსაც


შეიძლება ჰქონდეს წერილობითი, ზეპირი ან სხვა ფორმა. დანიშნულების მიხედვით
გამოიყოფა პირველადი, მეორეული და მესამეული წყაროები. პირველად წყაროებში
მოიაზრება: წარწერები, ისტორიული საბუთები, ადამიანის უშუალო დაკვირვებისა თუ
წარმოსახვის ამსახველი დოკუმენტები, პირადი თუ პუბლიცისტური წერილები ,
ინტერვიუ, ექსპერიმენტი და სხვა. მეორეული წყაროები იგივე სამეცნიერო
ნაშრომებია, რომლებიც შეიქმნა პირველწყაროების ანალიზის საფუძველზე .
მესამეული წყაროები იქმნება მეორეულ წყაროებზე დაყრდნობით , ესენია
ენციკლოპედიური ლექსიკონები და სხვა ტიპის საცნობარო ლიტერატურა. ფორმის
მიხედვით, ცნობილია წერილობითი, ზეპირი, იმპირიული და ინტერნეტწყაროები .
წერილობითი წყაროები მოიცავს ხელნაწერებსა და ბეჭდურ გამოცემებს ,
ხელნაწერებს მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდში შექმნილი დოკუმენტური მასალა და
ხელნაწერის უფლებით შესრულებული სადოქტორო შრომები. ბეჭდური წყაროებია :
სახელმძღვანელოები, მონოგრაფები, გაზეთები, ლექსიკონები. ზეპირ წყაროებში
იგულისხმება კონსულტაცია იამავე ან მომიჯნავე თუ განსხვავებული დარგის
სპეციალისტებთან, რომელთა პროფესიული ინტერესის სფეროშიც გარკვეული
კუთხით მოიაზრება საკვლევი თემა. ემპირიული წყაროები იგივეა რაც ექსპერიმენტი ,
ცდა, ექსპედიცია. ინტერნეტწყარო კი არის სხვადასხვა მასალა , რომლის მოპოვებაც
შეიძლება ინტერნეტში.

წყაროს დამუშავება შესაძლებელია ისეთი აკადემიური მეთოდებით , როგორიცაა :


შეჯამება/რეზიუმე, პერიფრაზი და ციტირება. შეჯამება /რეზიუმე წარმოადგენს ავტორის
პოზიციის-ტექსტის ძირითადი იდეების მოკლე შინაარსს.შეჯამებისთვის
გამართლებულია ტექსტი დავყოთ თემატურ მონაკვეთებად, თითოეულ მონაკვეთში
შემოვხაზოთ, ხაზი გავუსვათ საყურადღებო ადგილებს, შევადგინოთ ძირითად
საკითხთა ჩამონათვალი და დავწეროთ რეზიუმე- ჩვენი სიტყვებით გადმოვცეთ
ავტორის მთავარი სათქმელი. რეზიუმე იწერება გარკვეული თანმიმდევრობის დაცვით ,
კერძოდ: რა საკითხს ეხება, ავტორი, ნაშრომის სსათაური, გამოცემის წელი, ყველა
მთავარი დებულება და არგუმენტაცია, ზოგადი დასკვა. პერიფრაზი იგივეა ,რაც სხვისი
ნათქვამის გადმოცემა. ამ შემთხვევაში ჩვენი სიტყვებით გადმოვცემთ გარკვეულ
მონაკვეთს ავტორის მსჯელობიდა. პერიფრაზირებისას თანმიმდევრულად მივყვებით
ავტორის მსჯელობას. ციტატა არის „ რაიმე ტექსტიდან უცვლელად, სიტყვა-სიტყვით
მოყვანილი ადიგილი“. ციტირებას მივმართავთ იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში ,
როცა სიზუსტის დასაცავად დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორის თითოეულ სიტყვას.
ციტატა ავტორის მსჯელობის ლოგიკური ნაწილი უნდა იყოს. უცხოენოვანი ტექსტის
ციტირება იმავე ენაზე ხდება, თარგმანის დართვა შეიძლება ფრჩხილებსა ან
შენიშვნებში. ციტირებული ტექსტი ზომიერი უნდა იყოს, არც-ძალიან დიდი , არც - მცირე .
ციტატის ტექსტში არაფრის შეცვლა არ შეიძლება, არც-ჩასწორება ,თუნდაც შეცდომა
იყოს. ციტატაში გამოტოვებული სიტყვის ან ფრაზის სანაცვლოდ , მრავალწერტილი
დაიწერება.

წყაროს დამოწმება ნიშნავს წყაროს ბიბლიოგრაფიული მონაცემების


თანმიმდევრულად მითითებას, ცნობილის ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა რამდენიმე
რიგი: ავტორი/შემდგენელი/რედაქტორი/მთარგმნელი, სახელწოდება , ჟურნალის ან
კრებულის დასახელება, გამოცემა/ტომი/სერია/ნომერი/,გვერდები, ინტერნეტ
მისამართი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობის დასახელება და დრო. დამოწმება
შესაძლებელია ორგვარად: მოკლე ან სრული ინფორმაციის სახით. მოკლე დამოწმება
ხდება ნაშრომის ძირითად ტექსტში-წყაროს დასახელებისთანავე , მრგვალ
ფრჩხილებში დაიწერება ავტორის გვარი და გამოცემის წესი , საჭიროების შემთხვევაში
გვერდიც, ეს მონაცემები უნდა გამოიყოს მძიმით. თუ ავტორი ნახსენებია შეჯამებულ
ტექსტში, ფრჩხილებში მხოლოდ პუბლიკაციის თარიღი მიეთითება, ხოლო თუ ორივე
მონაცემია ტექსტში, მაშინ მათი ფრჩხილებში მითითება საჭირო აღარაა . თუ წყაროს
ორი ავტორი ჰყავს, გამეორების შემთხვევაშიც, მონაცემებში მიეთითება ორივეს
გვარი, თუ წყაროს სამი და მეტი ავტორი ჰყავს, პირველი მითითებისას ყველა ავტორის
გვარი იქნება წარმოდგენილი, წყაროს გამეორების შემთხვევაში კი მიეთითება
მხოლოდ პირველი ავტორის გვარი და გაკეთდება აღნიშვნა „ და სხვ.“. ერთი და იმავე
ავტორის ნაშრომები, რომლებიც სხვადასხვა წელსაა გამოცემული, ქრონოლოგიის
დაცვით მიეთითება, ხოლო თუ ერთსა და იმავე წელსაა გამოცემული- ანბანის
პრინციპით. სხვადასხვა ავტორის ნაშრომები მათი გვარების ანბანური
თანმიმდევრობით მიეთითება და ერთმანეთისაგან წერტილ-მძიმით გამოიყოფა .
წყაროს მოკლედ მითითება შესაძლებელია ნუმერაციის პრინციპითაც . ავტორის
ტექსტზე სრული ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მითითება ხდება - სქოლიოში
( დამატებით ტექსტში), ბიბლიოგრაფიაში ( ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილ
ლიტერატურის სიაში). სქოლიოში მითითებისათვის გასათვალისწინებელია შემდეგი
წესები-თუ წყარო წიგნს წარმოადგენს, მიეთითება ავტორის ინიციალი , გვარი ,
ნაშრომის სახხელწოდება, გამოცემის ადგილი, წელი და გვერდი. თუ წყარო სტატიას
წარმოადგენს კრებულიდან, მიეთითება ავტორის ინიციალი, გვარი , სტატიის სათაური ,
შესაბამისი კრებულის სახელწოდება, გამოცემის წელი, ნომერი და გვერდი .

3-პლაგიატი. პლაგიატის თავიდან აცილების გზები. ციტირება. პერიფრაზირება .


შეჯამება

წყაროს დამუშავება შესაძლებელია ისეთი აკადემიური მეთოდებით , როგორიცაა :


შეჯამება/რეზიუმე, პერიფრაზი და ციტირება. შეჯამება /რეზიუმე წარმოადგენს ავტორის
პოზიციის-ტექსტის ძირითადი იდეების მოკლე შინაარსს.შეჯამებისთვის
გამართლებულია ტექსტი დავყოთ თემატურ მონაკვეთებად, თითოეულ მონაკვეთში
შემოვხაზოთ, ხაზი გავუსვათ საყურადღებო ადგილებს, შევადგინოთ ძირითად
საკითხთა ჩამონათვალი და დავწეროთ რეზიუმე- ჩვენი სიტყვებით გადმოვცეთ
ავტორის მთავარი სათქმელი. რეზიუმე იწერება გარკვეული თანმიმდევრობის დაცვით ,
კერძოდ: რა საკითხს ეხება, ავტორი, ნაშრომის სსათაური, გამოცემის წელი, ყველა
მთავარი დებულება და არგუმენტაცია, ზოგადი დასკვა. პერიფრაზი იგივეა ,რაც სხვისი
ნათქვამის გადმოცემა. ამ შემთხვევაში ჩვენი სიტყვებით გადმოვცემთ გარკვეულ
მონაკვეთს ავტორის მსჯელობიდა. პერიფრაზირებისას თანმიმდევრულად მივყვებით
ავტორის მსჯელობას. ციტატა არის „ რაიმე ტექსტიდან უცვლელად, სიტყვა-სიტყვით
მოყვანილი ადიგილი“. ციტირებას მივმართავთ იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში ,
როცა სიზუსტის დასაცავად დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორის თითოეულ სიტყვას.
ციტატა ავტორის მსჯელობის ლოგიკური ნაწილი უნდა იყოს. უცხოენოვანი ტექსტის
ციტირება იმავე ენაზე ხდება, თარგმანის დართვა შეიძლება ფრჩხილებსა ან
შენიშვნებში. ციტირებული ტექსტი ზომიერი უნდა იყოს, არც-ძალიან დიდი , არც - მცირე .
ციტატის ტექსტში არაფრის შეცვლა არ შეიძლება, არც-ჩასწორება ,თუნდაც შეცდომა
იყოს. ციტატაში გამოტოვებული სიტყვის ან ფრაზის სანაცვლოდ , მრავალწერტილი
დაიწერება.

პლაგიატი- სხვისი იდეების საკუთარ მოსაზრებად გასაღებაა. რომაულ სამართალში ეს


სიტყვა ნიშნავდა თავისუფალი ადამიანი უკანონო, დანაშაულებრივ გაყიდვას , რის
გამოც დამნაშავე გაროზგვით ისჯებოდა. პლაგიატად მიიჩნევა სხვისი აზრების ისეთი
გადმოცემაც, როცა სინონიმებს ვიყენებთ ან თუნდდაც ერთ გრაზას გადმოვიღებთ , ან
კიდევ სიტყვათა წყობას ვიმეორებთ. პლაგიატის თავიდა ასაცილებლად ბრჭყალებში
უნდა ჩავსვათ ყველაფერი, რაც ჩვენი ნააზრევი არ არის. პლაგიატის თავიდან
ასაცილებლად ტექსტს რომ წავიკითხავთ, წიგნი უნდა დავხუროთ და ისე გადმოვცეთ
დედააზრი. პლაგიატი ორი სახისაა- სიტყვასიტყვით პლაგიატი და აზრობრივი
პლაგიატი. ამის თავიდან არიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში , თ
ნაშრომში დაცული იქნება წყაროს დამოწმების წესები.

4. ფუნქციური სტილები. მიზნის განსაზღვრა და შესაბამისი სტილის მოძებნა . სიტყვის


სტილური ელფერი.

წერის პროცესს წინ უძღვის მოსამზადებელი ეტაპი. პირველ რიგში, აცუილებელია


განისაზღვროს ტექსტის შექმნის მიზანი- ვისთვისაა განსაზღვრული ტექსტი, რა
დანიშნულება აქვს ტექსტს, რა მიზანს ისახავს ავტორი. ამ ჩამონათვალიდან ჩანს , რომ
ტექსტი სხვადასხვა ტიპის და დანიშნულებისაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა
ტიპის ტექსტს ვხვდებით, ზეპირს თ წერილობითს, რომლებიც სხვადასხვა
აუდიტორიისა და სიტუაციის შესაფერისია, მაგალითად- სამეცნიერო ხასიათის ტექსტი
( ძირითადად, სამეცნიერო საზოგადოებისათვისაა განკუთვნილი) , მხატვრული ტექსტი
( განკუთვნილია ფართო აუდიტორიისათვის და ემოციიეს გამომწვევი ფუნქციისა ),
ოფიციალური ინფორმაციის შემცველი ტექსტი ( მიმართულია ფართო
საზოგადოებისათვის, მისი დანიშნულება გაკრვეული ინფორმაციის მიწოდება და
გავრცელებაა). სარეკლამო ტექსტი ( შექმნილია ამა თუ იმ პროდუქციის უკეთ
გასსაღების ან ამა თუ იმ მოვლენის პროპაგანდის მიზნით), სასწავლო ტექსტი ,
საქმიანი ტექსტები, ყოფითი ტექსტები.

სტილი არის მეტყველების ნაირსახეობა, რომელსაც სიტყვიერი გამოხატვის


თავისებურებები ახასიათებს, რაც, უპირველეს ყოვლისა, ენობრივ საშუალებათა
შერჩევას გულისხმობს. მეტყველება ორგვარია - სასაუბრო და მწიგნობრული.
სასაუბრო მეტყველება- ესაა არაფორმალურ გარემოში ნაცნობ ადამიანთა შორის
აგებული მეტყველების ისეთი ფორმა, რომელიც ინფორმაციის გადაცემას
გულისხმობს უშუალო გზით. მწიგნობრული მეტყველების უმთავრესი ნიშანია აზრის
წერილობითი ფორმით გადმოცემა.

მწიგნობრული მეტყველების ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი სახე არის


სამეცნიერო სტილი, რომელსაც ახასიათებს ყველა ნიშანი მწიგნობრული სტილისა და ,
ამავე დროს, მისთვის დამახასიათებელია ინფორმაციის მოწოდების თავისებური
ფორმა: საკითხის შესახებ არსებული მოსაზრებების მიმოხილვა, საკითხის ირგვლივ
ჩატარებული მუშაობის ანალიზი, ინფორმაციის შეჯერება, შეფასება და ლოგიკური
დასკვნა. სამეცნიერო სტილი წარმოდგენილია მონოგრაფიებში, სტატიებში ,
სადიპლომმო და სადისერტაციო ნაშრომებში და ა.შ. სამეცნიერო სტილს სხვა
სტილთაგან გამოარჩევს ზოგადმეცნიერული ლექცისა, სამეცნიერო ტერმინთა სიუხვე ,
მსჯელობის ლაკონურობა,მტკიცებითობა.

პუბლიცისტური სტილი- ეს უფრო ფართო აუდიტორიისათვისა გამიზნული და


გამოიყენება ძირითადად მასმედიაში. მისი უმთავრესი მახასიათებელია
საინფორმაციო და შემოქმედებითი ფუნქციების ერთიანობა . მიზანია არა მხოლოს
ინფორმაციის მიწოდება, არამედ პოზიციის დაფიქსირება . მას ახასიათებს :
ემოციურობა, ექსპრესიულობა, ლოგიკურობა, ოფიციალურობა, საჯაროობა,
სტანდარტულობა.

ოფიციალურ-საქმიანი სტილი- ის გამოიყენება სამართლებრივი ურთიერთობებისას


მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. მისი გამოყენების სფერო ფართოა და მეტად
მრავალფეროვანი: კანონები, დადგენილებები, ბრძანებები, ხელშეკრულებები ,
განცხადებები და ა.შ. მას ახასიათებს: სტანდარტულობა, აზრის ფორმირების სიზუსტე ,
ლაკონურობა, კონკრეტულობა, ობიექტურობა, აღწერით ფორმები, მკაცრად
განსაზღვრული ფორმატი.

მხატვური სტილისთვის დამახასიათებელია: ემოციურობა, ექსპრესიულობა , ავტორის


ინდივიდუალიზმი, მხატვრული ხერხების სიჭარბე, მხატვრული სახეებით აზროვნება ,
სტილის მრავალგვარობა.

5. ოფიციალურ -დოკუმენტური სტილი. დოკუმენტების ენა

სტილი ძველ საბერძნეთში ერქვა რკინის პატარა ჯოხს, რომლის წვეტიანი თავითაც
ქაღალდის გამოგონებამდე ძველი ბერძნები და რომაელები წერდნენ გასანთლულ
დაფაზე, ბლაგვით კი შლიდნენ, შემდგომ სტილი ლამაზ ხელზ, კალიგრაფიას
აღნიშნავდა რითაც ცნობდნენ ამა თუ იმ გადამწერს. სტილი პოლისემიური სიტყვაა და
აღნიშნავს: 1- ხელოვნებაში ამა თუ იმ ეპოქის, ერის, მიმართულების ან ცალკეულ
შემოქმედთა დამახასიათებელ გამომსახველობით ხერხთა, მხატვრულ თავისებურებათა
ერთობლიბას. 2- ენობრივ თავისებურებებს, რომლებსაც ახასიათენს ამა თუ იმ მწერალს,
ჟანრს. 3- გადატანით ქცევის ან მოქმედების მანერა ( თამაშის სტილი) , 4- წეკთაღრიცხვის
სისტემას. სტილის, როგორც მეტყველების ნარისახეობაში გამოიყოფა ხუთი სახის
სტილი- სამეცნიერო, ოფიციალურ- საქმიანი, პუბლიცისტური, მხატვრული
ლიტერატურის და სასაუბრო.

ოფიციალურ-საქმიანი ჰქვია საქმიანი ურთიერთობისათვის განკუთვნილი ოფიციალური


დოკუმენტების ენას. კონსერვატიულობის გამო მას უწოდებენ კანცელარიულ, საკუთარ
თავში ჩაკეტილ სტილსაც. მისთვის დამახასიათებელი ნიშნებია 1- ფორმობრივი მხარე.
ის ძირითადად წერილობითია. ზეპირად გადმოიცემა საანგარიშო მოხსენება,
დახასიათება, განცხადება და ა.შ. საქმიანი დოკუმენტების ენა სტანდარტულია. 2-
შინაარსობრივი მხარე. ამ სტილისათვის დამახასიათებელია აზრის კონკრეტულობა,
სიზუსტე, კლიშეები, ლაკონიურობა. 3- ენობრივი თავისებურებანი: ლექსიკა
ნეიტრალური. დამახასიათებელია პროფესიონალიზმების, სპეციალური ტერმინების,
ციფრების გამოყენება. გვხვდება ასევე მყარი გამოთქმები, შტამპები და კლიშეები.
ოფიციალურ-საქმიან სტილშ ორგანული ფორმების ნაცვლად უპირატესობა ენიჭება
აღწერით წარმოებას: მონაწილეობას იღებს, მოთხოვნა წაუყენეს და ა.შ. ხშირად
გამოიყენება სახელზმნები. ოფიციალურ-საქმიანი სტილის ნიშნებია: თემისა და აზრის
კონკრეტულობა, მიზნის გამოხატვის სიზუსტე, ლაკონიზმი, სტანდარტულობა,
ენობრივი ფორმულები, სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვა, ობიექტურობა,
სტატისტიკური მონაცემების ხშირი მითითება, რეკვიზიტები. ოფიციალურ-საქმიანი
სტილი გამოიყენება სამართლებრივი ურთიერთობებისას მოქალაქესა და
სახელმწიფოს შორის. მისი გამოყენების სფერო ფართოა და მეტად
მრავალფეროვანი: კანონები, დადგენილებები, ბრძანებები, ხელშეკრულებები ,
განცხადებები და ა.შ. მას ახასიათებს: სტანდარტულობა, აზრის ფორმირების სიზუსტე ,
ლაკონურობა, კონკრეტულობა, ობიექტურობა, აღწერით ფორმები, მკაცრად
განსაზღვრული ფორმატი.

6. სამეცნიერო სტილი. დარგობრივი ტერმინოლოგია

სამეცნიერო სტილი მეცნიერული ლიტერატურის, წიგნის, გამოკვლებენის,


სახელმძღვანელოების, მოხსენებებისა და მისთანათა ენაა. იგი განკუთვნილია
სამეცნიერო საზოგადოებისათვის. ამ სტილის ნიმუშებია: ენციკლოპედია , გამოკვლევა ,
სტატის, რეცენზია, ანოტაცია, გამოხმაურება და სხვა. სამეცნიერო სტილის უმთარესი
ფუნქციაა ინტელექტუალური კომუნიკაცია. სამეცნიერო სტილის სახეობებია : საკუთრივ
სამეცნიერო, სასწავლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული. საკუთრივ
სამეცნიერო ნაშრომი ( მონოგრაფია, დისერტაცია, მოხსენება) განკუთვნილია
მკითხველთა ვიწრო წრისათვის, კონკრეტული დარგის ან მონათესავე სფეროს
სპეციალისტთათვის. ის იწერება აკადემიური სტილით. მისი მიზანია სამეცნიერო
წრეებისათვის მეცნიერული კვლევის შედეგების, სიახლეების გაცნობა . სამეცნიერო -
პოპულარული ნაშრომის დანიშნულებაა არაპროფესიონალთათვის სამეცნიერო
მიღწევების გაცნობა. ვინაიდან ადრესატს არ აქვს სათანადო ცოდნა , ნაშრომი არ უნდა
იყოს გადატვირთული სპეციალური ტერმინებით, თუ ასეთი არის, მაშინ მას უნდა
ახლდეს განმარტებაც. სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომში ვლინდება ორივე ტიპი
შრომათა მახასიათებლები. საკუთრივ სამეცნიერო სტილთან მას აკავშირებს
ტერმინების გამოყენნება, ოღონდ ისინი განმარტებულია, მასალა მეთოდურადაა
დალაგებულია, დაცულია მარტივიდა რთულისკენ სვლის პრინციპი. სამეცნიერო
სტილის სპეციფიკის ნიშნებია: ფორმობრივი ნიშანი, შინაარსობრივი მხარე
( სამეცნიერო სტილისათვის მთავარია სიზუსტე, ლოგიკურობა, თანმიმდევრული
მსჯელობა, მტკიცებითობა , დასკვნა.) ენობრივი მხარე.

სამეცნიერო ტერმინოლოგია. ტერმინი ზუსტია და ლოგიკურად განსაზღვრული იგი


კონკრეტული პროფესიისთვისაა განკუთვნილი, არ გამოიყენება გადატანითი
მნიშვნელობით, არაა ექსპრესიული და აქვს მხოლოდ ერთი მნიშვნელობა. ერთი და
იგივე ტერმინი გვხვდება სხვადასხვა დარგში: რეაქცია ქიმიასა და პოლიტიკაში ..
სამეცნიერო სტილის ნიშნებია: სპეციალური ლექსიკა, ლაკონიურობა , სიზუსტე ,
ლოგიკურობა, ზმნების ნაკლებობა, მტკიცებითობა... მისთვის დამახასიათებელია
ინფორმაციის მოწოდების თავისებური ფორმა: საკითხის შესახებ არსებული
მოსაზრებების მიმოხილვა, საკითხის ირგვლივ ჩატარებული მუშაობის ანალიზი,
ინფორმაციის შეჯერება, შეფასება და ლოგიკური დასკვნა. სამეცნიერო სტილი
წარმოდგენილია მონოგრაფიებში, სტატიებში, სადიპლომმო და სადისერტაციო
ნაშრომებში და ა.შ.

7. საჯარო გამოსვლის ძირითადი სახეები. საჯარო სიტყვის არქიტექტონიკა . ტექსტის


მომზადება სხვადასხვა ტიპის საჯარო გამოსვლისთვის.

საჯარო გამოსვლის ტექსტი იქმნება აკადემირუი წერის პრინციპების მიხედვით , მაგრამ


ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საპრეზენტაციო ტექსტი უფრო მოკლეა ,
რადგან ზეპირი გამოსვლა დროში შეზღუდულია. საჯარო გამოსვლა არის ზეპირი
მონოლოგის, დიალოგის ან პოლილოგის ტიპის გამოსვლა ფართო აუდიტორიის
წინაშე. იგი მიზნად ისახავს საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენას. საჯარო
გამოსვლის სახეებია- პოლიტიკური სიტყვა ან მიმოხილვა, დიპლომმატიური
გამოსვლა, სააგიტაციო სიტყვა, კამათი, დისკუსია, მოხსენება და ა.შ. საჯარო
გამოსვლისას მნიშვნელოვანია აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება .
აუცილებელია, რომ მსმენელი გრძნობდეს მომხსენებლის მხრიდან პატივისცემას ,
გამომსვლელი უნდა აღიარებდეს აუდიტორიას პარტნიორად. მნიშვნელოვანია
გამომსვლელის გარეგნული მხარე, იერსახე, ჩაცმულობა. აუდიტორიასთან უშუალო
კონტაქტის დამყარებაში გამომსვლელს ეხმარება არავერბალური კომუნიკაცია , დიდი
ყურადღება ექცევა ხმის ტონს, პოზას, მზერას, ჟესტებს. ზეპირი გამოსვლის ერთ-ერთი
სახეა პრეზენტაცია. ეს არის საზოგადოებრივი „წარმოდგენა“, რომელიც გარკვეული
თემის ან პრობლემის გაცნობას ემსახურება. პრეზენტაციის მიზნებია : შექმნას
მაღალკვალიფიციური ადამიანის შთაბეჭდილება, რომელიც შემოქმედებითად
უდგება თავის საქმიანობას, გამოავლინოს ორგანიზაციული ნიჭი, გამოავლინო
ლიდერის თვისებები, დაარწმუნო სხვები რომ გაიზიარონ შენი იდეები , პრეზენტაია
საშუალებას აძლევს ავტორს რომ გაავრცელოს ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობის
შესახებ, აამაღლოს იმიჯი. არსებობს ორი ტიპის პრეზენტაცია: პირველი მიმართულია
მსმენელთა ვიწრო წრისადმი და, როგორც წესი, ტარდება კოლეგებს შორის, რაც
შეეხება პრეზენტაციის მეორე სახეს, ის უფრო ფართო მოცულობის აუდიტორიას
გულისხმობს. შესაძლებელია , ამასთანავე, აუდიტორიაც იყოს არაერთფეროვანი .
საპრეზენტაციო ტექსტის სქემა შემდეგი სახისაა: მისალმება , პრეზენტაციის მიზნის
განსაზღვრა, ძირითადი ნაწილი , პრეზენტაციის დასრულება. პრეზენტაცია
აუდიტორიისა და მომხსენებლის ცოცხალ კონტაქტს გულისხმობს, ამიტომ მშრალი,
მოსაწყენი სიტყვა სასურველ ეფექტს ვერ აღწევს. საპრეზენტაციო ტექსტი არ უნდა
იყოს ძალიან ვრცელი, აუდიტორიას წინასწარ უნდა მიაწოდოთ ის ინფორმაცია ,
რომელიც შესაძლებელია მან არ იცოდეს, ნათლად უნდა გამოჩნდეს მიზანი , ჩართეთ
აუდიტორია პრეზენტაციის პროცესში, მადლობა გადაუხადეთ აუდიტორიას
შენიშვნებისათვის.
როცა წარვადგენთ ესეს ან სამეცნიერო ნაშროს უნდა გავითვალისწინოთ რომ
პრეზენტაცია არის დროში შეზღუდული და წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით
შეიძლება განკუთვნილი იყოს დრო, ამიტომ ბუნებრივია,დიდი მოცულობის ტექსტის
მიწოდება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ თქვენ წინასწარ წარგადგენენ, მაშინ
შეიძლება მისალმებით დაიწყოთ, მაგრამ თუ თქვენთვის უცნობი საზოგადოების წინაშე
გიხდებათ გამოსვლა, თქვენვე უნდა წარუდგინოთ თქვენი თავი პიროვნება
აუდიტორიას. პრეზენტაციის შესავალ ნაწილში კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოთ
თქვენი ძირითადი მიზნები და სიახლე, ძირითად ნაწილში უნდა გამოკვეთოთ თქვენს
ნაშრომში წარმოდგენილი მთავარი დებულებები, რომლებიც ავითარებს თქვენს
მსჯელობას, შემდეგ კი ისაუბროთ იმ არგუმენტებზე, რომლებიც თქვენი საკითხისათვის
მნიშვნელოვანია. დაუშვებელია თვალმოუშორებლად ტექსტის კითხვა, ეს ქმნის იმის
შთაბეჭდილებას, რომ თქვენ მოუმზადებელი ხართ, რის გამოც შეიძლება აუდიტორიის
უნდობლობაც დაიმსახუროთ. არ უნდა ისაუბროთ ზედმეტად სწრაფად ,რათა
აუდიტორიას საშუალება მიეცეს აღიქვას და გაიაზროს თქვენი ნაშრომი . მიუღებელია
ძალიან ხმამაღლა ან ხმადაბლა საუბარია.

8. ორატორული ხელოვნება. აუდიტორიასთან კონტაქტი. პოლემიკისა და დისკუსიის


ოსტატობა. ინტონაციური და საწარმოთქმო პრობლემები.

საჯარო გამოსვლა არის ერთგვარი საზოგადოებრივი წარმოდგენა , რომელსაც


მართავს მომხსენებელი აუდიტორიისათვის თავისი მიზნების გასაცნობად . საჯარო
გამოსვლის დროს ავტორის მიზანია მკაფიოდ გამოხატოს პოზიცია- ოპერატიულად
მიაწოდოს მსმენელს საჭირო ინფორმაცია. აქედან გამომდინარეობს საპრეზენტაციო
ტექსტის შინაარსობრივი თავისებურებაც, კერძოდ: მომხსენებელი ყურადღებას
ამახვილებს მხოლოდ ნაშრომის ძირითად პრობლემატიკაზე. ამის უხეშად დარღვევა
მომხსენებლის არააკადემიურ გამოსვლაზე მეტყველებეს. საჯარო გამოსვლისას
ყურადღება უნდა მივაქციოთ გეგმას , რომლითაც უნდა ავაგოთ ნაწერი. შესავალი
( თემის მიზანი და ამოცანები, ავტორის თეზისი, ნაშრომის სტრუქტურა.), ძირითადი
ნაწილი ( თეზისის არგუმენტაცია), დასკვნა ( არგუმენტების შეჯამება, სათაურის
დაზუსტება) . წარდგენისას მნიშვნელოვანია მისალმება , ამით უნდა დაიწყოს
პრეზენტაცია და დასრულდეს მადლობის გადახდით. როცა წარვადგენთ ესეს ან
სამეცნიერო ნაშროს უნდა გავითვალისწინოთ რომ პრეზენტაცია არის დროში
შეზღუდული და წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით შეიძლება განკუთვნილი იყოს
დრო, ამიტომ ბუნებრივია,დიდი მოცულობის ტექსტის მიწოდება პრაქტიკულად
შეუძლებელია. თუ თქვენ წინასწარ წარგადგენენ, მაშინ შეიძლება მისალმებით
დაიწყოთ, მაგრამ თუ თქვენთვის უცნობი საზოგადოების წინაშე გიხდებათ გამოსვლა ,
თქვენვე უნდა წარუდგინოთ თქვენი თავი პიროვნება აუდიტორიას. პრეზენტაციის
შესავალ ნაწილში კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი ძირითადი მიზნები და
სიახლე, ძირითად ნაწილში უნდა გამოკვეთოთ თქვენს ნაშრომში წარმოდგენილი
მთავარი დებულებები, რომლებიც ავითარებს თქვენს მსჯელობას, შემდეგ კი
ისაუბროთ იმ არგუმენტებზე, რომლებიც თქვენი საკითხისათვის მნიშვნელოვანია .
დაუშვებელია თვალმოუშორებლად ტექსტის კითხვა, ეს ქმნის იმის შთაბეჭდილებას ,
რომ თქვენ მოუმზადებელი ხართ, რის გამოც შეიძლება აუდიტორიის უნდობლობაც
დაიმსახუროთ. არ უნდა ისაუბროთ ზედმეტად სწრაფად,რათა აუდიტორიას საშუალება
მიეცეს აღიქვას და გაიაზროს თქვენი ნაშრომი. მიუღებელია ძალიან ხმამაღლა ან
ხმადაბლა საუბარია. უნდა გამოვავლინოთ ორატორობის ნიჭი და დავიმსახუროთ
აუდიტორიის ყურადღება.

You might also like