You are on page 1of 7

კონსპექტბარათი 7

ელენე დავითაშვილი

მეცნიერებათა და ხელოვნება: სოციოლოგია

კურსი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

ლექტორი: მარიამ კვერღელიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

27.05.20
აკადემიური მუშაობის საფუძვლები (გვ; 91-95, 125-130)

ტექსტში განხილულია თუ რას ნიშნავს კითხვის სტრატეგიები, როგორ შეიძლება


მათი გამოყენება სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებისას, როგორ უნდა ვიკითხოთ
სწორად. გარდა ამისა, საუბარია პლაგიატზე, ციტირების ხერხებზე, წყაროების
გამოყენებასა და მათ დამოწმებაზე.

ლიტერატურის კითხვა, დამუშავება

ნებისმიერ საკითხზე მუშაობისას აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა არის უკვე


გამოკვლეული, მათი შედეგები, ამ ყველაფრის გაგებაში კი კითხვის პროცესი
გვეხმარება, ვინაიდან ჩვენს გონებაში ერთგვარ „ცოდნის რუკას“ (გვ.91) ვქმნით,
რომელშიც ნაცნობ ადგილებთან ერთად, უცნობი ლაქებიც ჩნდება. თუმცა კითხვასაც
თავისი ცოდნა უნდა, რათა ის ეფექტიანი იყოს. კერძოდ, გამოიყოფა კითხვის
სტრატეგიები: 1. თვალის გადავლებით ანუ კურსორული კითხვა, სადაც ყურადღება
მახვილდება არა მთლიან ტექსტზე, არამედ გარკვეულ ნაწილებზე. ამ დროს წყაროებს
უნდა „ვკითხოთ“ შინაარსობრივი და სუბიექტურ-სიტუაციური კითხვები. 2.
სელექციური ანუ შერჩევითი ტიპის, რომლის დროსაც ჩვენი მიზანია ტექსტში
მნიშვნელოვანი, სასარგებლო ინფორმაციის მოძიება, რაშიც ცნებების განმარტება,
რაოდენობრივი მონაცემები და ავტორების დისკუსიებზე დაკვირვება დაგვეხმარება.
ასევე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ სიტყვებზე: „შეჯამების სახით“,
„შედარება“ და „კრიტიკა“. 3. შემეცნებითი კითხვა- მთლიანი ტექსტი უნდა
დავამუშავოთ და გავაანალიზოთ. ამ დროს ტექსტი ორგვარად შეიძლება წავიკითხოთ:
შიგა პერსპექტივა, რომლის დროსაც ვეცნობით ავტორის არგუმენტებს, მის
პერსპექტივას ვითვალისწინებთ. გარე პერსპექტივა, როდესაც ჩვენი შეხედულებები
ჩამოყალიბებული გვაქვს და ავტორთან ვადარებთ.

შემეცნებითი კითხვა აქტიური პროცესია, რომლის დროსაც მნიშვნელოვან


აზრებს ვინიშნავთ, ტექსტს ვაჯამებთ, კომენტარებს ვუკეთებთ.

1
პლაგიატი

ჩვენს მიერ გამოყენებული ნებისმიერი წყარო უნდა დავამოწმოთ, სხვა


შემთხვევაში ნაშრომი პლაგიატად ჩაითვლება, ვინაიდან სხვის აზრებს ჩვენ
ვიკუთვნებთ. პლაგიატის სხვადასხვა სახე არსებობს: 1. კლონი- ტექსტი სიტყვა-
სიტყვითაა გადაწერილი. 2. CTRL-C ცვლილების გარეშე გარკვეული ნაწილებია
ამოწერილი. 3. CTRL-F არსებითი შინაარსია შენარჩუნებული. 4. ხელახალი არანჟირება,
როდესაც მრავალი წყაროდან გვაქვს პარაფრაზირება გაკეთებული. 5. გადამუშავება-
ავტორის ნაშრომის დიდი ნაწილი ციტირების გარეშეა ჩასმული. 6. ჰიბრიდი-
ციტირებები კომბინირებულია ციტირების გარეშე გამოყენებულ ნაწილთან. 7. მოზაიკა-
მრავალი წყაროდან კომბინირებული მასალა. 8. 404 Error- არასწორი ან არარსებული
წყაროები, ინფორმაცია, ციტატები. 9. RSS feed წყაროები მითითებული გვაქვს, თუმცა
ფაქტობრივად ჩვენს მიერ დაწერილი მასალა არ გვხვდება. 10. ხელახალი გამოქვეყნება-
მითითებულია წყაროები, თუმცა ზედმეტად ახლოსაა მათთან. მათ გარდა არსებობს
პლაგიატური თარგმანი და მაგიერმწერის დახმარება. პლაგიატისგან თავდასაცავად
უნდა ვერიდოთ ტექსტთან ძალიან მიახლოებული პარაფრაზების გაკეთებას,
ნებისმიერი მასალა სათანადო წესების გამოყენებით დავამოწმოთ, სხვისი იდეები არ
მივისაკუთროთ.

წყაროს ტექსტში ჩართვა

ციტატა გულისხმობს სხვისი ტექსტიდან უცვლელად ამოწერილ მონაკვეთს,


რომელიც გვეხმარება ჩვენი არგუმენტის გამყარებაში ან საწინააღმდეგო არგუმენტის
მოყვანაში. ისინი აუცილებლად სანდო წყაროდან უნდა მოვიხმოთ, ბრჭყალებში ჩავსვათ
და დიდი რაოდენობით არ გამოვიყენოთ. არსებობს რამდენიმე სახის ციტატა: მოკლე,
რომელიც ოთხ სტრიქონზე მეტი არაა. გრძელი, რომელიც თვალსაჩინოებისთვის
ძირითად ტექსტს გამოეყოფა თითო-თითო ხაზით. ფრაგმენტული, როდესაც
ლოგიკურად გადაბმის გამო რაიმე სიტყვას ვტოვებთ, ამ შემთხვევაში ასეთ მონაკვეთს
კვადრატული ფრჩხილით აღვნიშნავთ. ციტატა ციტატაში, რომელსაც აპოსტროფებში
ვსვავთ. უცხოენოვანი ციტატა, რომელსაც ორიგინალის ენაზე ვრთავთ, მისი თარგმანი

2
კი სქოლიოში განთავსდება. შეცდომა ციტატაში, რომელსაც არ ვასწორებთ, სამაგიეროდ,
მის გასწვრივ კვადრატულ ფრჩხილში ვუწერთ (sic!) მითითებას. ციტატის ჩართვა
შესაძლებელია ჩვენსავე მსჯელობაში ან დამოუკიდებელი ნაწყვეტის სახით.

პარაფრაზი გულისხმობს ტექსტის შინაარსის გადმოცემას ჩვენი სიტყვებით,


ოღონდ არ ვცვლით მთავარ აზრს, ამ დროს ბრჭყალების გამოყენება არაა საჭირო.

რეზიუმირება- მონაკვეთის ერთგვარი შეჯამება, სადაც მოცემული იქნება თუ ვის


ეკუთვნის ტექსტი, როდის, სად დაიბეჭდა, ტექსტის აგებულება, ავტორის მიზანი,
კვლევის შედეგები.

მინიშნება, რომლის მეშვეობითაც წარმოვადგენთ ჩვენს ჩახედულობას ბევრ


მასალაში. ის მოწმდება ასე: „(იხ. ავტორის გვარი წერლი, გვერდი) ან (შდრ. ავტორის
გვარი წელი, გვერდი)“ (გვ.130)

უმბერტო ეკო (გვ;156-159)

ავტორი განიხილავს სამეცნიერო ლიტერატურის სწორად კითხვას.

ლიტერატურის კითხვა

ნაშრომი მხოლოდ წიგნებიდან არ იქმნება, ვინაიდან ზოგიერთ დარგში შედეგი


საველე სამუშაოების შემდეგ აისახება, თუმცა ხშირად ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია
წიგნების გამოყენება (მაგალითად, სხვა მკვლევართა შედეგების გასაგებად). არსებობს
ნაშრომები (ძირითადად ჰუმანიტარული დარგის), რომელთა ერთადერთი წყარო
წიგნებია. გამოიყოფა ორი სახეობის წიგნი : რომლებზეც ვსაუბრობთ ანუ კვლევის
საგანი და რომელთა საშუალებითაც ვსაუბრობთ ანუ ლიტერატურა თავად ამ ტექსტების
შესახებ. ამის გამო აუცილებელია დავფიქრდეთ რომლის წაკითხვაა უფრო
მიზანშეწონილი? პასუხია-ორივე მათგანის, თავდაპირველად კრიტიკული
ლიტერატურა, რათა ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ, შემდეგ ტექსტები და ასე
მონაცვლეობით, თუმცა თან კონსპექტბარათები უნდა შევქმნათ, რათა მიღებული
ცოდნა ერთიანად წარმოჩინდეს. თუმცა ამის გაკეთება თავად მკვლევარის

3
ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული, თუ ის მონოქრონიკია, მისთვის ძნელი იქნება ერთი
წიგნის დაუმთავრებლად მეორეზე გადახტომა, ხოლო პოლიქრონიკისთვის ეს
ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის.

თურაბიანი (გვ;59-63)

ტექსტში საუბარია სამეცნიერო ლიტერატურის, წყაროების სწორად კითხვისა და


გააზრების შესახებ.

ლიტერატურის კითხვა

ნაშრომზე მუშაობისას უკეთესი იქნება წყაროების ორჯერ წაკითხვა პირველად-


სწრაფად, რათა მათი ზოგადი იდეა გავიგოთ. მეორედ-ნელა, კრიტიკულად, რაც მათ
გაანალიზებაში დაგვეხმარება. თუკი წყაროში წარმოდგენილ აზრს ვეთანხმებით
შეგვიძლია მისი განვრცობა ჩვენი დამატებითი იდეებით იქნება ეს დებულების
განვრცობით, ახალი მტკიცებულებების წარმოდგენით, თუ შედარებით გაუმყარებელი
დებულებების არგუმენტაციით. სასურველია, იმ მოსაზრებების წარმოჩენა და
გაბათილება, რომელთაც არ ვემხრობით ჩვენი მსჯელობის განსავითარებლად,
მაგალითად: წყაროში არსებული მოსაზრების უარყოფა შესაძლებელია რაიმეს
ბუნებასთან დაკავშირებით, ასევე იმის წარმოჩენა რომ წყარო ცდება ნაწილებისა და
მთლიანის ურთიერთკავშირის შესახებ, რომელიმე საწინააღმდეგო წყარო,
გაბატონებული შეხედულების საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირება.

პლაგიატი და მისი გამოვლენის ათი შემთხვევა აკადემიურ ნაშრომში (გვ; 27-39, 53-56,
65-73)

აღნიშნულ მონაკვეთებში განხილულია პლაგიატის ოთხი შემთხვევა.

პლაგიატი

პლაგიატის პრობლემა მე-16 საუკუნიდან მოყოლებული არსებობს, ის ტექნიკის


განვითარებასთან ერთად ბევრად უფრო მასშტაბური ხდებოდა. პლაგიატის მიზეზი
4
შესაძლოა იყოს დროის უქონლობა, მარტივად, უშრომელად წარმატების მოპოვების
სურვილი. მკვლევარები ამ ცნებას სხვადასხვანაირად განმარტავენ, ზოგ ქვეყანაში კი
მისი ზუსტი დეფინიცია საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ერთი რამ ცხადია პლაგიატი
გულისხმობს სხვისი აზრების, ციტატების ჩვენს ნაშრომში გამოყენებას შესაბამისი
წყაროს მიუთითებლად.

ხელახალი არანჟირება

ეს პლაგიატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ხშირად შერევით


პლაგიატსაც უწოდებენ, რადგან ამ დროს ხდება სხვადასხვა წყაროს, პარაფრაზის
ერთმანეთში არევა.

გადამუშავება

გადამუშავება უნებლიე პლაგიატადაც შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ბევრმა არ


იცის თვითპლაგიატის შესახებ ანუ ნებისმიერ წყაროს იქნება ეს ჩვენი თუ სხვისი
სჭირდება სათანადო დამოწმება, ჩვენი აზრებიც დაწერილი სხვა ნაშრომში ციტირების
გარეშე არ უნდა გამოვიყენოთ.

ERROR-404

პლაგიატის ეს ფორმა გულისხმობს არარსებული ან არასწორი წყაროს


დამოწმებასა და მითითებას, ეს შესაძლებელია მოხდეს ბიბლიოგრაფიის გამდიდრების
მიზნით, ან იმის გამო, რომ მასალა არასანდო საიტიდან ამოვიღეთ, სადაც წყარო
არასწორად იყო მითითებული. პლაგიატის ეს ფორმა არც თუ ისე გავრცელებულია.

ხელახალი გამოქვეყნება

პლაგიატის ამ ფორმის დროს წყარო მითითებულია სწორად, თუმცა ჩვენი


ტექსტი მასთან ზედმეტად ახლოსაა, ამის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება
პარაფრაზების გამოყენება ანუ სათქმელის ჩვენი სიტყვებით გადმოცემა.

პლაგიატის თავიდან აცილება

5
პლაგიატის თავიდან აცილება რამდენიმე ნაბიჯის დაცვით შეგვიძლია:
საუნივერსიტეტო ეთიკის კოდექსის შექმნით, უკეთესი სწავლებით, პლაგიატის
შემთხვევების გამოსწორებით, კეთილსინდისიერად მოქცევით.

You might also like