You are on page 1of 3

ნასარიძე მარიამი

09.05.2023

კონსპექტბარათი #7

თემები:

 მოძიებულ ლიტერატურაზე მუშაობის ხერხები და სამეცნიერო


ლიტერატურის მიმოხილვა
 პლაგიატი

მოძიებულ ლიტერატურაზე მუშაობის ხერხები და სამეცნიერო ლიტერატურის


მიმოხილვა

ნაშრომზე მუშაობისას მკვლევარმა უნდა იცოდეს რა არის გამოკვლეული და


შესწავლილი იმ საკითხზე, რომელზეც მუშაობს. კითხვის პროცესი არის მთავარი
ნაწილი საკითხის შესწავლისას.

 დაგროვებით პროცესი - მკვლევარი ეცნობა კვლევის შესახებ ინფორმაციას,


იძიებს ახალ მასალებს.
 ინოვაციური პროცესი - ცოდნის რუკის შექმნა.
 შემეცნებითი კითხვა შინაარსის გაგება და გადმოცემა

კითხვის სტრატეგიები:

კურსორული კითხვისას მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა თუ რამდენადაა ტექსტი


საკვლევი კითხვის შესაბამისი. გასათვალისწინებელია საკვლევი ტექსტის
ელემენტები:

 ავტორი
 სათაური
 სარჩევი
 აბსტრაქტი
 დასკვნა

წყაროს უნდა დავუსვათ შინაარსობრივი და ტექსის მკითხველზე მიმართული


კითხვები.
სელექციური კითხვა:

ამ დროს აუცილებელია მთელ ტექსტში სასარგებლო ინფორმაციის მოძებნა. ამ


პროცესის წარმატებულად შესრულებისთვის კი მნიშვნელოვანია:

 ცნებების განმარტება
 რაოდენობრივი მონაცემები
 სხვადასხვა ავტორის მსჯელობა სამეცნიერო წყაროებში.

საკვლევი წყაროსთვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად უნდა გამოვიყენოთ


შემდეგი მეთოდები:

1. საკვანძო სიტყვების და წინადადებების გამოკვეთა


2. ყურადღება უნდა გავამახვილოთ მონაკვეთებზე, სადაც ნახსენებია სიტყვები:
 “შეჯამების სახით”
 “შედარება”
 “კრიტიკა”

შემეცნებითი კითხვა:

ამ ეტაპზე მუშავდება მთლიანი ტექსტი. ამ დროს ტექსტი იკითხება ორი


პერსპექტივით:

შიდა პერსპექტივა. ამ დროს მკვლევარი ეცნობა ავტორის არგუმენტებს. მკითხველის


კრიტიკა უკავშირდება ავტორის მოსაზრებებს.

გარე პერსპექტივა. ამ დროს მკვლევარს უკვე ჩამოყალიბებული აქვს შეხედულებები.


იგი ადარებს ავტორისა და თავის არგუმენტებს.

ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 91/95, თურაბიანი: 59/63, ეკო:


156/159.

პლაგიატი

სხვისი ნაშრომის გამოყენება პლაგიატია. მის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია


წყაროების გამოყენება. არსებობს პლაგიატის სხვადასხვა შემთხვევები.
პლაგიატური თარგმანი. უცხო ენიდან თარგმნილი ტექსტის მთარგმნელის არ
დამოწმება.

მაგიერმწერლის დახმარება. თანხის გადაგხდა შრომის დასაწერად.

პლაგიატისგან თავის დაცვა:

 მკაფიოდ გამოყავით სხვა წყაროებიდან მოყვანილი ციტატები


 არ გააკეთოთ ტექსტთან მიახლოებული პერიფრაზები
 გადაამოწმეთ გამოყენებული წყაროები
 მითითების გარეშე არ გამოიყენოთ ინტერნეტში განთავსებული მასალა.

წყაროს ტექსტში ჩართვა: ციტატა, პერიფრაზი, რეზიუმე, მინიშნება.

 ციტატა. ციტატა არის უცვლელად გამოყენებული მონაკვეთი. არსებობს სამი


სახის ციტატა.

მოკლე ციტატა. იგი არ აღემატება ოთხ სტრიქონს.

გრძელი ციტატა. იგი ოთხ სტრიქონზე მეტია და იწერება ბრჭყალების გარეშე.

ფრაგმენტული ციტატა. შეცვლილი ციტატა, სადაც არ იკარგება ძირითადი აზრი.

 პერიფრაზი. მონაკვეთის საკუთარი სიტყვებით აღწერა.


 რეზიუმე. მოკლე ინფორმაცია ტექსტის ავტორის, კვლევის საგნის, პროცესის,
ტექსტის გამოცემის თარიღისა და ადგილის შესახებ.
 მინიშნება. მინიშნების საშუალებით შეიძლება აჩვენოთ, რომ:
1. სხვა ავტორები იმავე პოზიციაზე არიან რაზეც შენ.
2. სხვა ავტორებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.
3. სხვა ავტორებმა უკვე შეაჯამეს ის საკითხი რაც უკვე ნაშრომში ახსენეთ
4. სხვა ავტორებთან დამატებითი ინფორმაციის მოძიება იმ საკითხზე რაც უკვე
განიხილეთ

You might also like