You are on page 1of 4

კოსნპექტბარათი 10

ელენე დავითაშვილი

მეცნიერებათა და ხელოვნება: სოციოლოგია

კურსი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

ლექტორი: მარიამ კვერღელიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

17.06.20
ჩუბინიძე (გვ, 76-79)

ავტორი საუბრობს აკადემიური ნაშრომის სტრუქტურის შესახებ.

სტრუქტურა

ნაშრომი შედგება: 1. საწყისი გვერდებისგან, (ინომრება რომაულად) რომელშიც


შედის თავფურცელი, განაცხადი, აბსტრაქტი, მადლობა, სარჩევი, ასევე
ილუსტრაციებისა და აბრევიატურების ჩამონათვალი. 2. ძირითადი ნაწილი,
რომელიც მოიცავს შესავალს, სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას,
მეთოდოლოგიას, შედეგებს, დისკუსიას, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 3. ბოლო
გვერდები, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიასა და დანართებს.

უმბერტო ეკო (გვ, 274-77)

სარჩევი

სარჩევის დანიშნულებაა დაეხმაროს მკითხველს რომელიმე საკითხის


მარტივად მოძებნაში. მასში შედის ყველა თავი, ქვეთავი, რაც ძირითად ნაწილშია.
სარჩევი შესაძლოა იყოს, როგორც ნაშრომის დასაწყისში ასევე ბოლოს. თუმცა ალბათ
უფრო მოსახერხებელი დასაწყისშია, შესაძლებელია მოკლე სარჩევის ანუ მხოლოდ
თავების სათაურების დასაწყისში განთავსება, ხოლო დეტალური ვარიანტის
ბოლოში.

თურაბიანი (გვ; 150-177)

ავტორი საუბრობს ტექსტის რედაქტირებასა და საბოლოო ვარიანტის


შემუშავებაზე.

აუცილებელია შესავლის საბოლოო ვარიანტის შემუშავება. მანამდე


ჩატარებული კვლევები მოკლედ უნდა წარმოვადგინოთ, ჩვენი საკითხის
მნიშვნელობა, დებულება, პირველი წინადადების ახალი ვარიანტი უნდა შევქმნათ.
დასკვნის საბოლოო ვარიანტიც უნდა შევქმნათ: დებულება ხელახლა წარმოვაჩინოთ,
ახალი კვლევა ან პრაქტიკული გამოყენება აღვნიშნოთ, სათაური ბოლოს დავწეროთ.

1
დავიწყოთ ტექსტის რედაქტირება: დავამუშავოთ წინადადებები, აქცენტი
წინადადებების პირველ შვიდ სიტყვაზე გავაკეთოთ, მოვერიდოთ გრძელი ფრაზების
გამოყენებას, მკითხველისთვის ნაცნობი ინფორმაცია დასაწყისშივე ვთქვათ, უცნობი-
ბოლოში. წაკითხული მასალა უნდა გავაანალიზოთ, სწორი სიტყვები შევარჩიოთ,
ბოლოს კიდევ ერთხელ წავიკითხოთ და შევასწოროთ.

აკადემიური მუშაობის საფუძვლები (გვ; 27-31, 38-39, 174-196)

მოცემულ მონაკვეთებში საუბარია სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურასა და


შემადგენელ ნაწილებზე. ასევე განხილულია თუ როგორ ხდება ტექსტის
რედაქტირება.

სამეცნიერო ნაშრომის აგებულება

სამეცნიერო ნაშრომს თავისი სტრუქტურა აქვს. ის სამი ნაწილისგან შედგება:


საწყისი გვერდები, რომლებიც აერთიანებს: 1.თავფურცელს ანუ სატიტულო გვერდს,
სადაც იწერება: ნაშრომის სათაური, სტუდენტის სახელი, გვარი, ნაშრომის ტიპი,
ფაკულტეტი, კურსის ხელმძღვანელის მონაცემები, უნივერსიტეტის სახელი,
წარდგენის ადგილი და წელი, ეს გვერდი არ უნდა დავნომროთ. 2. განაცხადს,
რომლის მიზანია პლაგიატისგან დაცვა, გამოიყენება მზა ტექსტი. და 3.სარჩევს ანუ
შინაარსს, აქ წარმოჩენილია ნაშრომის თანმიმდევრობა და მკითხველს
საორიენტაციოდ ეხმარება, სარჩევში სათაურები მოკლე უნდა იყოს, თითოეული
მხოლოდ ერთხელ გამოყენებული, ნომინალური სტილით, სასვენი ნიშნების გარეშე
დაწერილი, ქვეთასაურები სათაურის იდენტური არ უნდა იყოს. ნაშრომის ტიპის
მიხედვით განსხვავდება სტრუქტურაც: დედუქციური გულისხმობს ზოგადი
მოვლენიდან კონკრეტული დასკვნის გამოტანას. ინდუქციური ერთი შემთხვევის
საფუძველზე ახალი ზოგადი დასკვნის გამოტანა. შედარებითი - მსგავსება-
განსხვავებების წარმოჩენა. ემპირიული ნაშრომები შემდეგ კომპონენტებს
აერთიანებს: საკვლევი პრობლემა, სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა,
ჰიპოთეზები, კვლევის მეთოდი, შედეგები, მათი ინტერპრეტაცია, დასკვნა,

2
რეკომენდაცია, ბიბლიოგრაფია და დანართი. ძირითადი გვერდები: შესავალი,
ძირითადი ნაწილი და დასკვნა. ბოლო გვერდები, რომელშიც შედის ბიბლიოგრაფია
და თუ საჭიროა დანართი.

ტექსტის რედაქტირება

რედაქტირება წინადადების დონეზე უნდა დავიწყოთ შევასწოროთ


სტილისტური, სინტაქსური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და პუნქტუაციური
ხარვეზები. შემდეგ გადავდივართ აბზაცის დონეზე რედაქტირებაზე ანუ აბზაცი
თავს შეესაბამება თუ არა, მთავარი და დამხმარე წინადადებები ლოგიკურად თუ
შეესაბამება ერთმანეთს. საბოლოოდ, მთლიანი ნაშრომი უნდა შევასწოროთ,
ყურადღება მივაქციოთ ციტირებისა და პარაფრაზების წესებს, აბზაცების
აზრობრივად ბმას, შევამოწმოთ აქვს თუ არა დებულებებს არგუმენტები, გასაგებია
თუ არა ნაშრომი მკითხველისთვის.

რეცენზირება

უკუკავშირი გვეხმარება შეცდომების აღმოჩენასა და ძლიერი მხარეების


დანახვაში. რეცენზირებისას უკუკავშირი უნდა იყოს: კონსტრუქციული,
კონკრეტული, ობიექტური და ლაკონიური. უკუკავშირის მიღებისას კი გულდასმით
უნდა წავიკითხოთ შენიშვნები, გავითვალისწინოთ და კიდევ დავარედაქტიროთ.

You might also like