You are on page 1of 8

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო

სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის

... ფაკულტეტის ... მიმართულების ... კურსის

სტუდენტის სახელი, გვარი

სასემინარო ნაშრომი

აკადემიურ წერაში თემაზე

სათაური

ხელმძღვანელი: ნათია კენჭიაშვილი

2022

1
სარჩევი

შესავალი.........................................................................................................................................2
ლიტერატურის მიმოხილვა.........................................................................................................3
საკვლევი საკითხის თეორიული ანალიზი...............................................................................3
კვლევის მეთოდოლოგია.............................................................................................................3
ემპირიული მასალის ანალიზი...................................................................................................3
კვლევის შედეგები.........................................................................................................................3
ძირითადი დასკვნები და დებულებები....................................................................................3
გამოყენებული ლიტერატურა.....................................................................................................3
დანართი.........................................................................................................................................3

1. შესავალი

2
2. ლიტერატურის მიმოხილვა

3. საკვლევი საკითხის თეორიული ანალიზი

4. კვლევის მეთოდოლოგია

4.1. ემპირიული მასალის ანალიზი

4.2. კვლევის შედეგები

5. ძირითადი დასკვნები და დებულებები

გამოყენებული ლიტერატურა

დანართი

სასემინარო ნაშრომის ტექნიკური პარამეტრები:


1) ძირითადი ტექსტის ზომა: 12;
3
2) შრიფტი: Sylfaen;
3) ინტერვალი: 1,5;
4) რეფერატის მოცულობა: 12-15 გვ.;
5) გამოყავით თავები და ქვეთავები ნუმერაციით;
6) დაიცავით ციტირების წესები;
7) მიუთითეთ გამოყენებული ლიტერატურის სია.

სასემინარო ნაშრომის მომზადების ინსტრუქცია:


სასემინარო ნაშრომის თავფურცელი მოიცავს არამარტო ტექსტს ძირითადი
შინაარსით, არამედ სხვა სავალდებულო ელემენტებს, რომელთა შორისაა: ნაშრომის
ავტორის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, მათ შორის: სასწავლებლის დასახელება,
სადაც სტუდენტი სწავლობს, რომელ ფაკულტეტზე/პროგრამაზე/სპეციალობაზე
სწავლობს, რომელ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და
რომელ კურსზე/სემესტრში არის, მისი სახელი და გვარი, რა ტიპის ნაშრომს წერს
სტუდენტი (სასემინარო ნაშრომი, საშინაო ნაშრომი და ა.შ.), სასემინარო ნაშრომის
სათაური, ინფორმაცია ავტორის/ავტორების შესახებ (დამოკიდებულია იმაზე, თუ
რამდენი ავტორი ჰყავს ნაშრომს; რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, ავტორთა გვარები
ლაგდება ანბანური თანმიმდევრობით), საგნის დასახელება, რომელშიც ნაშრომი უნდა
მომზადდეს, საგნის ხელმძღვანელის სახელი და გვარი და წელი, როცა ნაშრომი უნდა
შესრულდეს.
ნაშრომის სათაური უნდა ასახავდეს მის შინაარსს, თემატიკას და ჩატარებული
სამეცნიერო კვლევის შედეგებს. მასში უნდა აისახოს კვლევის მოკლე და ზუსტი
განზოგადება. სასემინარო ნაშრომის სათაური თავფურცელზე აღნიშვნის გარდა, ასევე
შეიძლება დაიწეროს უშუალოდ შესავლის წინ.
ნაშრომის სტრუქტურა – ნაშრომში მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს შემდეგი
შემადგენელი ნაწილები:
1. შესავალი;

4
2. ლიტერატურის მიმოხილვა;
3. კვლევის მეთოდები;
4. ძირითადი ნაწილი;
5. შედეგები;
6. დასკვნა;
7. ბიბლიოგრაფია;
8. დანართი.
ჩამოთვლილი ნაწილები ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს შესაბამისი
ქვესათაურებით და შეიცავდეს ყოველი კონკრეტული ნაწილისთვის რელევანტურ
ინფორმაციას.
შესავალი – ამ ნაწილში ავტორი მკითხველს აცნობს კვლევის საგანს, ამოცანებს,
ეტაპებს; საშუალებას აძლევს, ჩასწვდეს ავტორთა ჰიპოთეზასა და მისი შემოწმების
საშუალებებს.
ლიტერატურის მიმოხილვა – იგულისხმება ავტორის მიერ მოძიებული და
დამუშავებული ლიტერატურის მიმოხილვა, რომელსაც უნდა დაეფუძნოს შემდგომი
კვლევა.
კვლევის მეთოდები – ავტორი ყურადღებას ამახვილებს ძირითად მეთოდზე ან
მეთოდებზე, რომელსაც კვლევისთვის ირჩევს.
ძირითადი ნაწილი (Main Parts) – უნდა ასახავდეს არამარტო არჩეული კვლევის
მეთოდების გამოყენების შედეგად მიღებული მასალის ანალიზს, არამედ თავად
კვლევის პროცესსა და თანმიმდევრულ მსჯელობას, და მიღებულ შედეგებს, არამედ
თავად კვლევის პროცესსა და თანმიმდევრულ მსჯელობას, რომლის შედეგადაც
კეთდება თეორიული დასკვნები. სასემინარო ნაშრომში აუცილებელია აღიწეროს
ექსპერიმენტებისა თუ სოციოლოგიური კვლევის სტადიები და ეტაპები, შუალედური
შედეგები და საერთო დასკვნის დასაბუთება.
შედეგები – აქ ერთიანდება ჩატარებული კვლევის მიღწევების თეზისები. ისინი
შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც წერილობითი, ისე ცხრილების, გრაფიკების,

5
რიცხვებისა და სტატისტიკური მაჩვენებლების სახით, რომლებიც ახასიათებენ
გამოვლენილ ძირითად კანონზომიერებებს.
დასკვნა – ამ ნაწილში ავტორები ყურადღებას ამახვილებენ მათი ნაშრომის
მნიშვნელობაზე, უპირველეს ყოვლისა, სუბიექტური მოსაზრებების საფუძველზე. მათ
შეუძლიათ შედეგების ინტერპრეტირება საკუთარი გამოცდილების, საბაზო ცოდნისა
და სამეცნიერო პოტენციალის შეჯერების საფუძველზე რამოდენიმე შესაძლო
განმარტების წარმოჩენით.
ბიბლიოგრაფია – ვრცელ დოკუმენტებს, ციტირების სათანადო სტანდარტის
დაცვასთან ერთად, აუცილებელია, დაურთოთ ბიბლიოგრაფია. ის არის ნაშრომში
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა, რომელიც ანბანური თანმიმდევრობით
განლაგდება. მისი მიზანია მკითხველისთვის ერთიანი ინფორმაციის მიწოდება
გამოყენებული წყაროების შესახებ.
დანართები – აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დამხმარე
ინფორმაციის დანართის სახით წარმოდგენა. ესაა ისეთი სახის დამატებითი მასალა,
რომელიც ნაშრომის ვერც ერთ სტრუქტურულ ნაწილში ვერ აისახა სრულად, თუმცა,
ავსებს მას, მაგალითად, კვლევის შედეგად მოპოვებული ემპირიული მასალა,
სტატისტიკური მონაცემები, ფოტომასალა და ა.შ.

ჩიკაგოს სტილი

ტექსტში ციტატები შეგიძლიათ ორი გზით ჩართოთ:


- მოიყვანეთ ოთხი ან ნაკლები ხაზის მოცულობის ციტატა ძირითად ტექსტში.
- გამოყავით ხუთ ან მეტხაზიანი ციტატა შეწეულ-სტრიქონებიანი აბზაცის
სახით.

თუ წიგნს ერთი ავტორი ჰყავს, გამოიყენეთ შემდეგი სქემა:


წყაროს გამოყენების შესახებ მინიშნებას აკეთებთ ტექსტში ჩართული
ციტირებით (ავტორი, თარიღი და შესაბამისი გვერდის ნომრები). ჩართულ ციტირებას
ურთავთ ციტატის შემდგომ. მაგალითად: (ჯონსი 1998, 623).

თუ წიგნს ორი ავტორი ჰყავს, გამოიყენეთ შემდეგი სქემა:


6
პირველი ავტორის გვარი და მეორე ავტორის გვარი. გამოცემის თარიღი, XX-XX.
მაგალითად: (Bird & Sherwin 2005, 52)

თუ წიგნს სამი ავტორი ჰყავს, სტრუქტურა შეცვალეთ ასე:


პირველი ავტორის გვარი, მეორე ავტორის გვარი, და მესამე ავტორის გვარი.
გამოცემის თარიღი, XX-XX. მაგალითად: (Appleby, Hunt,& Jacob 1994, 135-36)

თუ წიგნს ოთხი ან მეტი ავტორი ჰყავს, გამოიყენეთ ასეთი ფორმა:


პირველი ავტორის გვარი და სხვები. გამოცემის თარიღი, XX-XX. მაგალითად:
(Hall და სხვები 1987, 114-15)

ნაშრომის ბოლოს დამოწმებულ ლიტერატურაში უთითებთ სრულად:


ჯონსი, ადრიან. 1998. წიგნის ბუნება: გამომცემლობა და ცოდნის შექმნის
პროცესი. ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივ. გამომც.

ავტორები ერთი და იგივე გვარით:


თუ უთითებთ ნაშრომებს ერთზე მეტი ავტორით, რომლებსაც ერთი და იგივე
გვარი აქვთ, თითოეულ ტექსტობრივ მითითებაში დაუმატეთ ავტორის პირველი
ინიციალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თარიღები განსხვავებულია. თუ ინიციალები
ერთნაირია, სახელები სიტყვიერად დაწერეთ. მაგალითად: (J. Smith 2001, 140) (Adele
Gottfried 1988, 15) (T. Smith 1998, 25-26) (Allen Gottfried 1994, 270)

ინტერნეტში მითითებული მასალა:


ინტერნეტში განთავსებულ წყაროზე მითითება გააკეთეთ ნაბეჭდი წყაროს
მსგავსად: თავდაპირველად მიუთითეთ სტანდარტული მონაცემები პუბლიკაციის
შესახებ (ავტორის სახელი, სახელწოდება, თარიღი და ა.შ.). მითითების ბოლოს
დაამატეთ URL მისამართი და თარიღი, როდესაც მასალას გაეცანით.

ერთი და იმავე ავტორის ნაშრომები და თარიღი:


თუ უთითებთ ერთზე მეტ ნაშრომს, რომელიც ერთსა და იმავე წელს გამოსცა
ავტორმა ან ავტორთა ჯგუფმა და ისინი ერთნაირადაა მითითებული,
ბიბლიოგრაფიაში მუხლები ანბანურად დაალაგეთ სათაურების მიხედვით, წელს კი
დაურთეთ ასოები ა, ბ, გ და ა.შ. იგივე პრინციპით დაწერეთ ტექსტობრივი
მითითებებიც (ასოები იწერება სწორი შრიფტით, თარიღის შემდეგ ინტერვალი არ
უნდა იყოს) (Davis 1983a, 74) (Davis 1983b, 59-60).

ავტორი არ არის მითითებული:


როდესაც უთითებთ წიგნს ან საჟურნალო სტატიას, რომელშიც ავტორი არ არის
მითითებული, ბიბლიოგრაფიაში ავტორის ნაცვლად სათაური მიუთითეთ.
ტექსტობრივ მითითებებში გამოიყენეთ შემოკლებული სათაური, რომელიც უნდა

7
შეიცავდეს სრული სათაურის ოთხამდე ამოსაცნობ სიტყვას; სათაური დაბეჭდეთ
დახრილი შრიფტით, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვლის ანალოგიურად
(Account of operations 1870-1910) (Great Trigonometrical Survey 1863, 26).

საისტორიო თხზულება/წყარო, კლასიკური ნაწარმოები:


ზემოთ მოყვანილ ზოგად პრინციპებთან ერთად დამატებით წარმოგიდგენთ
წესებს, რომლებიც ვრცელდება საისტორიო თხზულების/კლასიკური ნაწარმოების
ციტირებაზე. ამ შემთხვევაში უთითებთ ავტორს და არა გამომცემელს ან მთარგმნელს,
ოღონდ არ უთითებთ გამოცემის წელს, უთითებთ მხოლოდ გვერდებს. მაგალითად:
(არისტოტელე, 15-21).
თუ ერთი თხზულების სხვადასხვა წლების გამოცემებს იყენებთ, მაგალითად
შედარების მიზნით, მაშინ ტექსტში ავტორის გვარის შემდეგ მიუთითეთ a, b, c, d და
ა.შ)
ნაშრომის ბოლოს უთითებთ სრულად: არისტოტელე. 1983. არისტოტელეს
ნაშრომების სრული კრებული: ოქსფორდის თარგმანი. გამომც. ჯ. ბარნესი. 2 ტ.
პრინსტონი, ნიუ ჯერსი: პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჩიკაგოს სტილით დამოწმებათა მომზადებისას გამოყენებულია შემდეგი


გამოცემა: „ჩიკაგოს სტილი“ სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის, მეშვიდე გამოცემა,
ქეით ლ. თურაბიანი, გადამუშავებულია უეინ ს. ბუთის, გრეგორი ჯ. კოლომის, ჯოზეფ
მ. უილიამსის, და ქ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ, 2007.

You might also like