You are on page 1of 16

წყაროები

საკველევი საკითხის დაკონკრეტების, სამუშაო ჰიპოთეზის


ჩამოყალიბების შემდეგ იწყება წყაროების მოძიების
პროცესი.

წყაროების შესაფასებლად არსებობს ორი მნიშვნელოვანი


კრიტერიუმი:
საკვლევ საკითხთან შესაბამისობა;
წყაროს სანდოობა.
წყაროების მოძიებისას
მნიშვნელოვანია შემდეგი შეკითხვები:
რას ვეძებ? - თემა: უნდა დავაკონკრეტოთ საკვლევი საკითხი;
რა მჭირდება? - მასალა: გამოქვეყნებული ლიტერატურა, რა ტიპის ტექსტი
გვჭირდება, სად არის გამოქვეყნებული.
სად ვეძებ? - ძიების არეალი: ბიბლიოთეკის კატალოგი, სამეცნიერო ბაზა,
სამეცნიერო რეპოზიტორების ვებგვერდი.
სად ვეძებო ინფორმაცია? როგორ ვარჩევთ საძიებო სიტყვას? - თემის
მოსამზადებელ ეტაპზე გონებრივი იერიშის გამოყენებით ვწერთ
საკითხისთვის მნიშვნელოვან ცნებებსა და ტერმინებს. მაგ.: სიტყვა
ოჯახზე უამრავ სტატიას ამოგიგდებთ, ოჯახური ძალადობა
მნიშვნელოვანად შეამცირებს სტატიათა რაოდენობას.
ინფორმაცია შეგიძლია
მოიძიოთ:
სამეცნიერო ბაზები კავკასიის უნივერსიტეტის ვებგვერდიდან:
https://cu.edu.ge/library/e-resources
EBSCO - გარე წვდომის მონაცემები:
user: caucasusedu
pass: Research1!
კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა:
https://opac.cu.edu.ge/
ბმულები
ქართული სამეცნიერო რეპოზიტორი:
https://openscience.ge/
საჯარო ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი:
https://catalog.nplg.gov.ge/search*geo
საჯარო ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა:
https://www.nplg.gov.ge/geo/Digital_Library
ინტერნეტი
ბუნებრივია, ინტერნეტმასალა მნიშვნელოვანია ნაშრომზე მუშაობის
დროს, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გუგლის
საძიებო სისტემიდან ინფორმაციის მოძიებისას. აქ მხოლოდ
ტენდენციურ და მიკერძოებულ ინფორმაციას თუ ნახავთ:
ვიკიპედია;
ბლოგები;
ფორუმები;
ტენდენციური ვებგვერდები.
სამეცნიერო ბაზები
სამეცნიერო ბაზებსა და სამეცნიერო რეპოზიტორებში
სანდო, სამეცნიერო სტატიები, წიგნები, დისერტაციები,
მონოგრაფიები და სახელმძღვანელოებია განთავსებული.

სამეცნიერო ბაზებში ინფორმაციის მოძიების ინსტრუქცია


იხილეთ ჩვენი უნივერსიტეტის ვებგვერდზე:
https://cu.edu.ge/library/e-resources
წყაროების მოძიების
მეთოდები:
მიჰყვევით რომელიმე თქვენთვის საინტერესო სტატიის თუ წიგნის
ბიბლიოგრაფიას;
გაეცანით დარგობრივ ჟურნალებს.

ყველა სტატიას ვერ წაიკითხავთ, გადახედეთ:


ნაშრომის სათაურს;
აბსტრაქტს;
დასკვნით ნაწილს.
სტატიების შეფასების
კრიტერიუმები
სათაური - რამდენად კავშირშია თქვენს თემასთან;
წარმომავლობა - ავტორის/მკვლევრის პროფესიული
გამოცდილება - არის თუ არა ამ სფეროს ექსპერტი,
მეცნიერი;
წყაროს გამოცემის თარიღი;
პუბლიკაციაში დამუშავებული წყაროების /ემპირიული
შედეგების სიძველე - რამდენად ახალია სტატიაში
წარმოდგენილი შედეგები;
სტატიების შეფასების
კრიტერიუმები
 პუბლიკაციის სათაური - ტიპი - სამიზნე ჯგუფი - ვისთვის არის
პუბლიკაცია განკუთვნილი? მეცნიერებისთვის თუ მკითხველთა ფართო
ჯგუფისთვის;
 გვერდების რაოდენობა - რამდენად სიღრმისეულად არის საკითხი
შესწავლილი;
 დამუშავებული წყაროების რაოდენობა - რამდენად ბევრი სამეცნიერო
სტატიაა დამუშავებული;
 დამუშავებული წყაროების თანაფარდობა - რამდენად მრავალფეროვან
წყაროებს იყენებს ავტორი - სტატიებს, წიგნებს, დარგობრივ
ლიტერატურას ა.შ.
სტატიების შეფასების
კრიტერიუმები
დამუშავებული წყაროების წარმომავლობა -
ქართულენოვანი წყაროების გარდა, თუ იყენებს სხვა
ენოვან წყაროებს;
ძირითადი / საკვანძო წყაროების გათვალისწინება -
იყენებს თუ არა ავტორი დარგში არსებულ მნიშვნელოვან
კვლევებს;
მნიშვნელოვანი მონაცემები
წყაროების მოძიებისას მნიშვნელოვანია ავტორის ვინაობა და
სამეცნიერო სტატუსი;
სად არის წყარო გამოქვეყნებული - ჟურნალი, სამეცნიერო
კონფერენციების კრებული. მაღალხარისხიან სამეცნიერო
გამოცემაში ნაშრომები გადიან რეცენზირებას.
ციტირების მაჩვენებელი - ისეთ ბაზებში, როგორიცაა scopus და
web of science ჩანს ციტირების ინტექსი. რაც უფრო მაღალი აქვს
მკვლევარს ეს იდნექსი, მით უფრო სანდოა და მაღალი
რეპუტაციის.
პირველადი წყაროები:
დედანი ნაწარმოებები:
ლიტერატურული ტექსტები
ვიზუალური კულტურის ობიექტები / სახვითი
ხელოვნების ნიმუშები
ფილმები, სცენარები
მუსიკალური ნაწარმოებები, აუდიო-ჩანაწერები
ქანდაკება
პირველადი წყაროები:
საგნები:
მონეტები
ინსტრუმენტები
ტანსაცმელი
მონაცემები:
სტატისტიკა
ინტერვიუ
ექსპერიმენტი
სიტყვით გამოსვლა
გამოკითხვის შედეგები
მეორეული წყაროები:
კრიტიკული სამეცნიერო ტექსტები, რომლებიც პირველადი
წყაროების შესწავლას ემსახურება.
სტატიები;
წიგნები;
თემატური ენციკლოპედიები და ლექსიკონები;
დისერტაციები და მონოგრაფიები.
რეკომენდაციები
 არ გადმოიტანოთ სხვის მიერ დამოწმებული ციტატა!
 ციტატა გადმოიტანეთ დედანი ტექსტიდან!
 მეორადი ციტატები მიუღებელია და უხერხული (იშვიათი
გამონაკლისების გარდა, როცა იმ ციტატის დედანი აღარ
არსებობს).

 განსაკუთრებით სხვის მიერ თარგმნილი ციტატები!


პლაგიატის პროგრამა ახდენს ამის იდენტიფიცირებასაც!
მესამეხარისხოვანი
წყაროები
ლექსიკონები
ზოგადი ენციკლოპედიები
გაზეთები
ჟურნალები

საშინაო დავალება: მოიძიეთ თქვენი საკვლევი თემის


შესაბამისი პირველადი, მეორეული და მესამეხარისხოვანი
წყაროები (სანდო და რელევანტური)

You might also like