You are on page 1of 6

კონეპექტბარათი#2

ლექტორი: მარიამ რურუა


სტუდენტი: დეა თედორაძე
თარიღი: 9.10.22

ა) ლიტერატურის მოძიება:

ჩვენი კვლევისთვის საჭირო მასალა რომ მოვიპოვოთ, ამისათვის საჭიროა, რომ მათი
ძიება იყოს მიზანმიმართული და დაგეგმილი.

ვიდრე კვლევისთვის საჭირო მასალის ძიებას დავიწყებთ სასურველია რამდენიმე


ისეთ კითხვას გავცეთ პასუხი, რომლებიც ძიების პროცესს გაგვიადვილებს.

ეს კითხვებია:

 რას ვეძებ?
 რა მჭირდება?
 სად ვეძებ?
 როგორ ვეძებ?

სამეცნეირეო ლიტერატურის ძიების პროცესესი ასევე შეუძლიათ გაადვილონ იმ


ტერმინებმა და ცნებებმა, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებულნი საკვლევ
თემასთან.

ინფორმაცია შეგვიძლია მოვიძიოთ:

1) ბიბლიოთეკებში
2) ელექტრონულ კატალოგებში
3) ინტერნეტში
გაითვალისწინეთ!!!
მასალის ძიების დროს თავი უნდა აარიდოთ ისეთ არააკადემიურ წყაროებს,
როგორებიც არის:

 ვიკიპედია
 ბლოგი
 ფორუმები
 არაობიექტური და ტენდენციური საიტები
4) სამეცნიერო ბაზებში

ყურადღებით უნდა გავეცნოთ სამეცნიერო ბაზების აღწერილობას, რათა დავინახოთ


თუ რა სახის ინფორმაციას აერთიანებს თითოეული ბაზა.

იმ შემთხვევაში თუ ბაზა მრავალფეროვანია, შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი


მიმართულება და სიტყვა, რომლის დახმარებითაც შევავიწროვებთ საძიებო ველს.

შეგვიძლია:

 მივუთითოთ ჩვენთვის საჭირო ტექსტის ტიპი


 გამოცემის სახეობა
 მასალების გამოცემის ხანგრლივობა
 სასურველი ენა

ინფორმაციის ძიების მეთოდებია:


 ბიბლიოგრაფიული კვალის გაყოლა ე.წ თოვლის გუნდის მეთოდი
 სისტემატიური ძიება

აუცილებელი არ არის ყველა სტატიის წაკითხვა, რადგან შირად უმთავრესი


მითითება შეიძლება მოგვცეს:

 ნაშრომის სათაურმა
 აბსტრაქტმა
 ნაშრომის დასკვნითმა ნაწილმა
[ლიტერატურა:აკადემიური მუშაობის ტექნიკები: 66-72; თურაბიანი: 44-58; ეკო: 80-
102]

ბ) ბიბლიოგრაფია:

ნებისმიერ სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობისას აუცილებელია ნაშრომში


გამოყენებული წყაროს მითითება ე.წ დამოწმება, რათა მკითხველისათვის ადვილი
გახდეს ინფორმაციის გადამოწმება და ასევე ავტორმა თავიდან აირიდოს უნებლიე
პლაგიატი. აქედან გამომდინარე წყაროს ვუთითებთ მაშინ, როდესაც:

 მოგვყავს ციტატა
 ვაკეთებთ პერიფრაზს ან რეზიუმეს
 ვაკეთებთ მინიშნებას
 ვიყენებთ სვათა კვლევების სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს
(აუცილებელია მივუთითოთ უშუალოდ სტატისტიკური მონაცემების ავტორი)
 ვიყენებთ: ზეპირ გადმოცემებს, საჯარო გამოსვლებს, ფოტო და ვიდეო მასალებს,
მუსიკალურ ნაწარმოებებს, წეილებს და ა.შ.

წყარო შეიძლება დამოწმდეს როგორც ტექსტის შიგნით(ტექსტში ჩართული


მითითება, შენიშვნებში მითითება), ასევე ტექსტის გარეთ, ბიბლიოგრაფიაში.

წყაროთა დამოწმების სხვადასხვა სტილი არსებობს, მათ შორისაა ჩიკაგოსა და


ჰარვარდის სტილი.

მეცნიერების ყველა დარგს, ყველა უნივერსიტეტსა და ზოგ შემთხვევაში, ერთი


უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტს წყაროს დამოწმების საკუთარი სტილი
გააჩნია. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი.
ნაშრომის დამოწმებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ რომელ დამოწმების
სტილს ითხოვს კონკრეტული ფაკულტეტი.

ტექსტში ჩართული მითითებისას:

 ვუთითებთ ავტორის გვარს


 წყაროს გამოცემის წელსა და გვერდს, რომლიდანაც ციტატაა მოყვანილი

სრული მონაცემები კი ტექსტის გარეთ ბიბლიოგრაფიაში უნდა ჩაიწეროს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილით ბიბლიოგრაფიის

გამართვისას აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:

 ბიბლიოგრაფიული მუხლები უნდა იყოს დალაგებული ანბანური


თანმიმდევრობით ავტორის გვარის მიხედვით.
 ნაშრომის გამეორების შემთხვევაში ავტორის მონაცემებს აღარ ვიმეორებთ და
უბრალოდ ვწერთ წყვეტილ ხაზს (-- -- --- -- ---).
 წყარო აუცილებლად უნდა იყოს დედნის ანუ ორიგინალის ენაზე
დამოწმებიული.
 წყაროები არ ინომრება.
 ყურადღება მივაქციოთ მართლეწერას.
 წყაროთა რიგის, ფორმისა და ენის მიხედვით დაყოფა შეუძლებელია.

[ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 132-141; ჩუბინიძე: 154-159; 293-

297]

გ) წყაროების სანდოობა:
წყაროს გამოყენებამდე უნდა შევაფასოთ მისი გამოსადეგობა, საკვლევ საკითხთან
შესაბამისობა და სანდოობა.

წყაროს სანდოობის დასადგენად ბევრი საფეხურის გავლაა საჭირო, მაგრამ მათ


გარეშეც შეგვიძლია მისი სანდოობის დადგენა, ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ:

 ავტორის რეპუტაცია
 წყაროს გამოცემის დრო
 წყაროს გამომცემლის ავტორიტეტი
 არის თუ არა მოცემული წყარო ავტორის კოლეგების მიერ გადახედილი
 როგორი რეცენზია (შეფასება) აქვს წყაროს მიღებული
 მოცემული წყაროს ციტირების სიხშირე (განსაზღვრავს თუ რამდენად
მნიშვნელოვანია იგი)

ინტერნეტ წყაროების სანდოობის შეფასებისას ვაკვირდებით :

 საიტის სანდოობას
 არის თუ არა იგი დაკავშირებული სანდო პროფესიულ ჟურნალთან
 წარმოადგენს თუ არა დამატებით რესურსს
 ეწევა თუ არა იგი რაიმე სოციალური საკითხის სასარგებლოდ/საწიმააღმდეგოდ
პროპაგანდას
 შეიცავს თუ არა უსაფუძვლო განცხადებებს/სხვა მკვლევართა
კრიტიკას/დარღვეულ მართლწერას
 თუ როდიის განახლდა საიტი ბოლოს

[ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 73-78; თურაბიანი: 54-58]

კითხვები:
1.რისი მიხედვით ვაფასებთ წყაროთა შესაბამისობას?
2. რატომ არის ნაშრომში წყაროს დამოწმება აუცილებელი?
3. რა არის ლიტერატურის მოსაძიებლად საჭირო?

You might also like