You are on page 1of 2

გამარჯობა,

გიგზავნით მნიშვნელოვან რჩევებს როგორც პრეზენტაციების, ასევე გამოცდების შესახებ, რომლებიც,


ვფიქრობ, გამოგადგებათ. (შეიძლება ცოტა ბევრი გამომივიდა, მაგრამ, დამერწმუნეთ, სჯობს, გაეცნოთ).

პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ, რომ პრეზენტაციის შეფასების დროს ყურადღება ექცევა როგორც
ტექსტს, ასევე პრეზენტაციის ვიზუალურ მხარესა და პრეზენტატორის უნარ-ჩვევებს. (შეფასების შესახებ
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ სილაბუსში). პრეზენტაციის ტექსტისა და სლაიდშოუს
გამოგზავნის დედლაინი არის პრეზენტაციის წინა ღამის 21:00 საათი (მაგალითად, თუ პრეზენტაციის
წარდგენის დღე არის ოთხშაბათი, ყველაფერი გამოგზავნილი უნდა გქონდეთ სამშაბათს 21:00 საათამდე)
(გადაცილება დაუშვებელია, მიუხედავად მიზეზებისა). ერთ მეილში ჩაყრილ პრეზენტაციის ტექსტსა და
სლაიდშოუს (ერთი Word-ისა და ერთი PowerPoint-ის ფაილს) მიგზავნით. მეილის Subject-ში უთითებთ
თქვენს ჯგუფს, საპრეზენტაციო ჯგუფს და პრეზენტაციის სათაურს. (მაგალითად, 1-4 - "პრეზენტაციის
სათაური" (1-4 ნიშნავს 1ჯგუფის მე-4 საპრეზენტაციო ჯგუფს)).

პრეზენტაციის ტექსტი არის აკადემიური ნაშრომი, რომელშიც აუცილებელია აკადემიური წერის ნორმების
დაცვა - შესაბამისი ლექსიკის გამოყენება (გახსოვდეთ, რომ წერთ სამეცნიერო ნაშრომს და არა მხატვრულ
ესეს) და წყაროების მითითება. ეს უკანასკნელი (წყაროების მითითება) მნიშვნელოვნად ზემოქმედებს
თქვენ ქულაზე. მათი მითითება შეგიძლიათ როგორც "Footnote"-ში (სქოლიოში), იმ ნაწილთან, რომელშიც
ესა თუ ის წყარო გამოიყენეთ; ასევე შეგიძლიათ წყაროები ჩამოწეროთ ტექსტის ბოლოს. ნებისმიერ
შემთხვევაში, გამოიყენებთ წიგნს, ვიდეოს, ფილმსა თუ სტატიას, წყაროს დასახელებასთან ერთად
აუცილებლად მიუთითეთ ლინკი (წიგნის შემთხვევაში, პდფ. ვერსიის მისამართი, იმ გვერდების
მითითებით, რომლებიც დაგჭირდათ). თქვენ მიერ გამოყენებული წყაროები უნდა იყოს სანდო,
გამოსადეგი და ლოგიკური (ამ უკანასკნელში ვგულისხმობ იმას, რომ აუცილებლად მიუთითოთ
წყაროები, რომლებსაც ნამდვილად იყენებთ და ლოგიკურად უკავშირდება განსახილველ საკითხს -
გახსოვდეთ, მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა).

http://scholar.google.com - ამ საიტზე ძალიან დიდი ბაზაა როგორც წიგნების, ისე ცალკეული სტატიების,
ნებისმიერ სასურველ თემაზე და ძირითადად სამეცნიერო ხასიათისაა. თუ რომელიმე სტატია ფასიანია ან
რეგისტრაციას მოგთხოვთ, სტატიის doi კოდი (ყველას აქვს ასეთი) გადაგაქვთ http://sci-hub.tw/ ამ საიტზე
და უფასოდ ახერხებთ წვდომას. ასეთივე პრინციპით შეგიძლიათ
გამოიყენოთ https://www.newscientist.com/ . ასევე შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი უცხოური წიგნის pdf
ვერსია საიტზე http://gen.lib.rus.ec/. ამისთვის გადაგაქვთ წიგნის ISBN 13 კოდი და ირჩევთ ამ კოდის
მიხედვით ძებნას. გარდა ნახსენები
წყაროებისა, https://www.britannica.com/ და http://www.academia.edu გამოგადგებათ ძალიან. ასევე youtube-
ზე შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტური ფილმები თქვენთვის საჭირო თემებზე და სხვა გამოყენებულ
წყაროებთან ერთად მიუთითოთ ამ ფილმების ლინკები.

გაითვალისწინეთ, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება პერსონალური და არასამეცნიერო ბლოგების,


ვიკიპედიის, სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოს და სხვა მსგავსი წყაროს გამოყენება, რომლებიც
სანდოობით ნამდვილად არ გამოირჩევა. გახსოვდეთ, რომ ინგლისურენოვანი წყარო ავტომატურად არ
ნიშნავს სანდოს. აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია და ისე დაეყრდენით მას.
შეეცადეთ, თქვენი პრეზენტაციის ტექსტი არ იყოს ფაქტების უბრალოდ გადმოცემა. მასში უნდა გამოჩნდეს
თქვენი ანალიტიკური უნარ-ჩვევები და როგორ შეგიძლიათ სხვადასხვა მოვლენის ერთმანეთთან
დაკავშირება. კარგი იქნება, თუ გაავლებთ პარალელს საპრეზენტაციო თემასა და თუნდაც როგორც იმავე,
ასევე სხვა ისტორიულ ეპოქას შორის და არგუმენტირებულად დაამტკიცებთ მათ შორის კავშირს.

მნიშვნელოვანია თემების სწორად დანაწილების საკითხიც. მართალია, პრეზენტაციას უნდა ჰქონდეს


ერთიანი და სრული სახე, თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გქონდეთ გადაფარვები (ორმა კაცმა არ
ისაუბროთ ერთსა და იმავე საკითხზე). ამისათვის საჭიროა, რომ ყველამ კარგად იცოდეს როგორც
საკუთარი, ასევე საპრეზენტაციო ჯგუფის სხვა წევრების ტექსტი.

ტექსტის საორგანიზაციო ნაწილსაც რომ შევეხოთ - ნაშრომში არ დაწეროთ "მოგესალმებით", "ჩემს შემდეგ
ისაუბრებს" და მსგავსი ტერმინები (კვლავ ტექსტის სტილიდან გამომდინარე. საუბრისას, რასაკვირველია,
შეგიძლიათ მათი გამოყენება). გამოგზავნილი ტექსტი არ უნდა იყოს გადაბმული, ანუ ვგულისხმობ, რომ
წაკითხვისას უნდა შევძლოთ გარჩევა, რომელი ნაწილი რომელ სტუნდეტს ეკუთვნის. ამიტომაც ერთიანი
ტექსტი უნდა დაყოთ იმდენ ნაწილად, რამდენიც იქნებით ჯგუფში და თითოეულმა თქვენგანმა თავის
ნაწილში მიუთითს წყაროები და თავისი სახელი და გვარი. ასევე ყველამ უნდა დაასათაუროს თავისი
ნაწილი. (მაგალითისთვის: თუ თქვენ არჩევთ, რომ წყაროები მიუთითოთ თქვენი ტექსტის ბოლოს, მაშინ
გამოგზავნილი ტექსტი უნდა იყოს შემდეგ სტილში: პრეზენტაციის სათაური; პირველი სტუდენტის
სახელი და გვარი; ამავე სტუდენტის ტექსტის ქვე-სათაური; მისი ტექსტი; მის მიერ გამოყენებული
ლიტერატურა; შემდეგ მეორე სტუდენტის სახელი და გვარი; ქვე-სათაური, ტექსტი, გამოყენებული
ლიტერატურა და ასე შემდეგ).

რაც შეეხება პრეზენტაციის ვიზუალურ მხარეს - შეეცადეთ სლაიდები არ გადატვირთოთ ტექსტით -


ჩამოწერეთ მასზე მხოლოდ ე.წ. "ბულეთები", რომლებიც პირველ რიგში დაგეხმარებათ თქვენ, რომ
გაგახსენდეთ რაზე ისაუბროთ, ასევე მაყურებლისთვისაც უფრო მარტივად აღქმადს გახდის პრეზენტაციას.
სლაიდებზე ჩაამატეთ ვიზუალური მასალაც, ფოტოების სახით, თუმცა ასევე ლოგიკურად. კარგი იქნება,
თუ ფოტოს ქვეშ მიუთითებთ ვინ/რა არის გამოსახული მასზე ან საუბარში ახსენებთ, რომ, მაგალითად,
სლაიდზე ხედავთ პომპეუსის ფოტოს.

გირჩევდით, პრეზენტაციის წინ გაიაროთ რეპეტიცია, ერთხელ მაინც.

ასევე შეეცადეთ, არ შეგექმნათ ტექნიკური პრობლემა და წინასწარ მოაგვარეთ, ვინ წამოიღებს ლეპტოპს
სლაიდშოუს ჩასართავად. უმჯობესია, თუ ყველა ჯგუფს ექნება საკუთარი პრეზენტაცია ფლეშკაზე.

რაც შეეხება შუალედურ და ფინალურ გამოცდებს: სილაბუსიდან გაიგებდით, რომ ისინი ერთმანეთის
მსგავსი ფორმატისაა და შედგება ორი ღია წიგნის ტიპის საკითხისაგან წყაროებზე დაყრდნობით და ერთი
დახურული წიგნის ტიპის საკითხისაგან. გირჩევთ, მასალას მიყვეთ სილაბუსის მიხედვით და არ
მოიტოვოთ ბოლო დღისათვის ყველაფერი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოასწრებთ. დახურული
წიგნიდან მოსულ საკითხზე უნდა გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და რაც კი გეცოდინებათ მოსულ
თემასთან დაკავშრებით, ყველაფერი უნდა წარმოაჩინოთ. ღია წიგნის საკითხების შემთხვევაში, უნდა
შემოიფარგლოთ უშუალოდ იმ წყაროებით, რომლებიც ეხება მოცემულ საკითხს. კვლავ მნიშნველოვანია
ანალიტიკური მიდგომა, მსჯელობა, არგუმენტირება და პარალელების გავლება.

გისურვებთ წარმატებებს!

--

You might also like