You are on page 1of 10

ლექცია 7

ტექსტის განვითარების სტრატეგიები

კლასიფიკაცია

დაყოფა- კლასიფიკაცია ჩვენი გონების უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომელიც


ბავშვობიდანვე გვეხმარება მოვლენათა გარჩევასა და არსებითი ნიშნების დანახვაში.

კლასიფიკაცია გულისხმობს საგნებისა და მოვლენების დაყოფას, დაჯგუფებას


გარკვეული აზრისა და მნიშვნელობის მიხედვით.

კლასიფიკაციის დროს ჩვენ მოვლენებსა და საგნებს კატეგორიებად ვაჯგუფებთ.


მაგალითად, პოლიტიკა შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად: რეგიონალური, ნაციონალური
და საერთაშორისო პოლიტიკა. ასეთი დაჯგუფების საფუძველი, პრინციპი არის
პოლიტიკური აქტივობის გეოგრაფიული არეალი.

პოლიტიკა ასევე შეიძლება დავყოთ, მაგალითად: ეკონომიკური პოლიტიკა, განათლების


პოლიტიკა, კულტურის პოლიტიკა. ამ შემთხვევაში ასე დაყოფის მიზეზი დარგობრივი
დაყოფის პრინციპია.

კლასიფიკაციაზე დამყარებული თემის წერის დროს: დააჯგუფეთ ინფორმაცია


კატეგორიების მიხედვით, ამოირჩიეთ პრინციპი, რომელიც ტევადი და მრავლისმომცველია,
წარმოადგინეთ ამ კატეგორიის გამოყენების, წარმატების განსაკუთრებული და
დამახასიათებელი ნიშანი, აჩვენეთ კატეგორიათაშორისი დამოკიდებულება,განმარტეთ,
იმსჯელეთ დანაწევრებულად წარმოდგენილ თითოეულ დეტალზე.

კლასიფიკაციაზე დამყარებული ესეს წერის დროს აუცილებლად ვიცავთ ეთიკურ


პრინციპებს. ამაში დაგვეხმარება კითხვები:

ეხმიანება ჩემი კლასიფიკაცია სიტუაციას მართებულად?

ავარიდეთ თავი და არ გამოვიყენეთ გამაღიზიანებელი კლასიფიკაცია?

ხომ არ გადავაჭარბეთ კლასიფიკაციის დახარისხებისას?

ხომ არ იქნება ჩემი კლასიფიკაცია ხელშემწყობი მავნე ჩვევებისა?

როცა ვიყენებთ სტრატეგიას- კლასიფიკაცია:

გაარკვიე შენი თემა-საკითხი, დაიპყარით მკითხველის ყურადღება

იმსჯელეთ შენს კატეგორიებზე რიგის მიხედვით:


ნაკლებად მნიშვნელოვანი- შედარებით მნიშვნელოვანი- ყველაზე მნიშვნელოვანი

დაასრულეთ რეკომენდაციით, რჩევით ან სხვა დასკვნითი ფორმით.

გამოიყენე თემის შეფასების ფურცელი:

აქვს ჩემს კლასიფიკაციას ნათლად გამოხატული მიზეზი და აუდიტორია?

ამ კლასიფიკაციის პრინციპები ეყრდნობა ესეს მიზეზებს?

რომელიმე კატეგორია ხომ არ ემთხვევა ერთმანეთს?

ავარჩიე ზუსტი ან შესაბამისი რაოდენობა კატეგორიისა?

თითოეული კატეგორია საკმარისად განვითარებულია?

დალაგებულია კატეგორიები ეფექტურად, საუკეთესო რიგით?

მივიღე მხედველობაში ეფექტური რჩევები?

შედარება: ურთიერთკავშირის ჩვენება

საგნები, ადამიანები და მოვლენები ერთმანეთს ჰგავს ან ერთმანეთისგან განსხვავდება.


შედარება გვიჩვენებს, თუ რით ჰგავს , ან რით განსხვავდება საგანი ან მოვლენა
ერთმანეთისაგან. მსგავსება და განსხვავება-ორივე ერთად გვეხმარება ალტერნატიული
სიტუაციის დროს ამორჩევაში, გვაცნობს ჩვენთვის უცნობ, უჩვეულო საკითხებს

ყოველი რამ, რასაც შეადარებთ უნდა ჰქონდეს ერთი საერთო. იგი უნდა განეკუთვნებოდეს
ერთ კლასს. მაგალითად არ შეიძლება შევადაროთ ბეღურა სასახლეს, ან პოლიტიკოსი
მოდელს.

 წარმატებული შედარება კარგად შერჩეული დეტალებია, რომლებიც ცხადყოფენ:


როგორ არის საკითხის განხილვის დროს წარმოდგენილი მსგავსება და განსხვავება. ეს
ეხმარება მკითხველს, უცებ შეექმნას წარმოდგენა ტექსტზე

შედარების აშკარა დეტალები გამოსახავს მთლიან, აბსოლუტურ გამჭვირვალობას.


აკადემიური წერის დროს ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ შედარების შემდეგი
ორგანიზაციული მეთოდები:

 1. ბლოკურ- ჯგუფური

 2. პუნქტობრივ-ალტერნატიული
ბლოკურ-ჯგუფური მეთოდის მიხედვით ჩვენ ვმსჯელობთ ჯერ ერთი საგნის ან მოვლენის
რამდენიმე არსებით კომპონენტზე(პუნქტზე) და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ მეორე
საგანს ან მოვლენას იმავე კომპონენტის მიხედვით. ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება
მაშინ, როცა თემა მცირე მოცულობისაა და შესადარებელი კომპონენტები ცოტაა.

პუნქტობრივ-ალტერნატიული მეთოდის მიხედვით, ავტორი განიხილავს პირველ პუნქტს


ერთ საგანთან ან მოვლენასთან დაკავშირებით და შემდეგ განაგრძობს მსჯელობას იმავე
პუნქტზე, ოღონდ უკვე მეორე საგანთან ან მოვლენასთან მიმართებაში. ეს მეთოდი
გამოიყენება დიდი მოცულობის თემის წერისას. როცა შესადარებელი პუნქტები ბევრია

ბლოკური-ჯგუფური სტილი- – ნაწერი ასახავს მსგავსებას, განსხვავებასა და აგრეთვე


სხვადასხვა კომბინაციას. ეს ტიპი არაჩვეულებრივად მუშაობს ერთი მოკლე ან მცირე
კონკრეტული საკითხების შედარებისას.

პუნქტობრივ-ალტერნატიული სტილი – წარმოადგენს ხედვას ჯერ ერთი საკითხისა, შემდეგ


მაშინვე სათანადო, შესაბამის ხედვას სხვებისას. ეს სტილი კარგად მუშაობს დიდტანიანი
ესეს დაწერისას, როდესაც შესადარებელად მრავალი საკითხია წარმოდგენილი. თემის წერის
დროს იმსჯელეთ იმ ყველა საკითხზე, როდესაც თანმხვედრია მსგავსებაც და განსხვავებაც.

ბლოკურ-ჯგუფური შედარების სქემა:

შესავალი

აბზაცი +- განსაკუთრებული ნიშნები A შესახებ

აბზაცი ++ განსაკუთრებული ნიშნები B შესახებ

დასკვნა

პუნქტობრივ-ალტერნატიული შედარების სქემა

შესავალი

აბზაცი +- განსაკუთრებული ნიშნები A B შესახებ

აბზაცი ++ განსაკუთრებული ნიშნები A B შესახებ

დასკვნა
 შედარების დროს ხშირად გამოიყენება ტრანზიტული სიტყვები და გამოთქმები,
რომლებიც აადვილებენ ტექსტის აღქმას.

მსგავსების დროს:

 მსგავსად ამისა, აქვთ საერთო, ასევე, იდენტურია, ჰგავს, ასევე როგორც, შედარებით,
აგრეთვე, ორივე, ორივე მაგალითის მიხედვით, საკითხს აერთიანებს ის, რომ, ორივე
შემთხვევაში იკვეთება.

განსხვავების დროს:

 თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ

 მაგრამ, მაშინ, როცა

 ამ დებულებიდან გამომდინარე

 საპირისპიროდ ამისა

 წინააღმდეგობაში მოდის

 აშკარაა განსხვავება

 ჯერ ერთი

ამავე დროს უნდა ითქვას

შედარებისას ვიცავთ ეთიკურ ნორმებს:

ხომ არ დავამახინჯეთ ერთი ან მეორე საკითხი დაბოლოვებისას?

ჩემ მიერ შედარებული საკითხები ზუსტად ემთხვევა?

თუ ვიყენებთ ანალოგიას, არის ის შესაფერისი ან ხელსაყრელი?

ჩავასწოროთ ჩვენი ესე:

 რამდენად არის მიღწეული მიზანი?

 ხომ არ დამავიწყდა აუდიტორია - ვისთვის ვწერდი?

 განვიხილე თუ არა ყველა არსებითი მსგავსება და განსხვავება?

 სწორად შევარჩიე თუ არა დეტალები?


 გავითვალისწინე თუ არა ეთიკური ნორმები შედარების დროს?

 ეფექტურად გამოვიყენე თუ არა ტრანზიტულ-მაკავშირებელი სიტყვები?

 დავიცავი თუ არა წონასწორობა საგნის ან მოვლენის განხილვისას?

ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტები

CV

CV არის პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. არსებობს მისი სხვადასხვა


ფორმატი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მასში თქვენ
შეიტანოთ ინ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დასაქმებისთვის გამოგადგებათ.

 ვინაობა

 საცხოვრებელი ადგილი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები

 ამჟამინდელი სამუშაო ადგილი, თანამდებობა და განვლილი სამუშაო ადგილთა


აღნუსხვა უკუნასვლით

 განათლება; უკანასვლით

 ენები; ცოდნის დონის მინიშნებით

 უნარები; ძირითადად კომპიუტერული

 ოჯახური მდგომარეობა

 ინტერესები
ნიმუში:

cv
სალომე კაპანაძე
საქართველო ქ. სოხუმი ეშბას ქ. 195 ბ.10.

დროებითი- დ. წყნეთი, გ.შერვაშიძის ქ 8 ბ. 29

032 222 82 05 599 55 50 20 salomesokhumi@yahoo.com

განათლება

05. 1997
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

ქ. თბილისი.

1982-1987 აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფილოლოგიის ფაკულტეტი. სპეციალიზაცია- ლიტერატურათმცოდნეობა.

(წარჩინებით). ქ. სოხუმი

1971-1981 ქ. სოხუმის მე-12 საშუალო სკოლა


საშუალო განათლების სრული კურსი

სამუშაო გამოცდილება

2009-20 წ.წ. - გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი- ასოცირებული პროფესორი.

დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია- მოწვეული პროფესორი.


2015-2016 წ.წ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.

მედიის სკოლის დეკანი

2006-2009 წ.წ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე

2005-2006 წ.წ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი

2005 წ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი

1996-2005 წ.წ. აფხაზეთის მწერალთა კავშირის საბავშვო ჟურნალ ,,იალქანის” რედაქტორი.

1994-2004 წ.წ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართული ლიტერატურის ისტორიის


კათედრა- ლექტორი

1987-1992 წ.წ. ქ. სოხუმის №8 საშუალო სკოლა. ქართული ენისა და ლიტერატურის

მასწავლებელი

ტრენინგები და კურსები

2012 წ. მშვიდობის კულტურა და სამშვიდობო კომუნიკაცია. მსოფლიო მშვიდობის


ფედერაციის (UPF)

2016 წ. ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. ნატოს სამეკავშირეო ოფისი


საქართველოში. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი.

საავტორო პროექტები

1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- აფხაზეთი.”ტ. 1-2 ქართულ, ინგლისურ და

რუსულ ენებზე. 2007-2009 წ.წ. საქართველის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

2.,,სოხუმის დრამა”, დოკუმენტური ფილმი. 2009 წ. აფხაზეთის განათლების და კულტურის


სამინისტრო

3.აკაკი წერეთლის პოემა ,,გამზრდელის” ილუსტრირებული გამოცემა აფხაზურ ენაზე. 2012


წ. საქართველის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

4. ,,მე მოვალ თქვენთან” . აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომრების ლექსების კრებული. 2014 წ.
საქართველის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

5. პროექტი ,,გზავნილები მომავლიდან“. სამშვიდობო დიალოგის ფორმატი. 2015 წ.


საქართველის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
6. სტუდენტთა ლიტერატურულ- პუბლიცისტური კრებული ,,დებიუტი’ 2016 წ.
საქართველის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

7. გადაცემა ,,ხიდი-საუბრები აფხაზეთზე, სდასუ TV, პროდიუსერი 2015 -2016 წ.წ.

8. სტუდენტთა ლიტერატურულ- პუბლიცისტური კრებული ,,დებიუტი’ , 2018 წ. ქ.


თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

9. სტუდენტთა ლიტერატურულ- პუბლიცისტური კრებული ,,დებიუტი’ 2019 წ. ქ.


თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

10. სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენცია ,, ,,აფხაზეთის


კულტურულ-ისტორიული წარსული და თანამედროვეობა”, ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის მერია, 2019 წ.

11. საბავშვო წიგნი ,,დელფინ ფანის ამბები” ქართულ და აფხაზურ ენებზე, საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,კულტურის
ხელშეწყობის პროგრამა“, 2020წ.

სამეცნიერო აქტივობა

სამეცნიერო ნაშრომი- 35

მონოგრაფია - 2

სამეცნიერო კონფერენციები- 32

საზოგადოებრივი საქმიანობა

1993 წლიდან ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი

2005-2019 წ.წ. -საყმაწვილო ჟურნალ ,,იალქანის’ სარედაქციო საბჭოს წევრი

2010 წ. მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის (UPF) ელჩი საქართველოში

2014 წ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზეთი- ჩემი სახლის’’ თავმჯდომარე

2017 წ. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი

2019 წ. საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და

ჟურნალ ,,კრიმინოლოგის” სარედაქციო საბჭოს წევრი

ჯილდოები:

2008 წ. საფრანგეთის ქ. განატის საერთაშორისო ფესტივალის დიპლომი


2011 წ. მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის (UPF) სიგელი

2012 წ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.

2016 წ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სიგელი

2019 წ. აფხაზეთის მთავრობასთან არსებული გიორგი შერვაშიძის სახელობის

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

2020 წ. ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი


საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ,,ქართული კულტურის ამაგდარის წოდება“

ენები

ქართული - მშობლიური;
რუსული - კარგად;
ინგლისური- მწირად

ოჯახმდ ოჯახური მდგომარეობა

დაოჯახებული
მეუღლე- ზვიად აბელის ძე შონია

შვილი- ირაკლი ზვიადის ძე შონია

You might also like