You are on page 1of 3

კონსპექტბარათი #5

ლექტორი : თამარ ლომიძე

სტუდენტი : ლუკა კურტანიძე

თარიღი: 28.04.2023

 ა) საკვლევი კითხვა და კითხვები, მიზანი (შესავალი):

  კვლევის მნიშვნელობა და აქტუალურობა


აუცილებელია, რომ შესავალშივე იქნეს დასაბუთებული საკვლევი თემის
მნიშვნელობა და აქტუალურობა.

 არჩეულ საკითხებზე მონაცემების მოპოვება, იქნება ეს სამეცნიერო თუ


სხვა სახის ნაშრომი.
 გაგება იმისა, თუ ვის მიერ და როგორ არის დამუშავებული და
გამოკვლეული ეს საკითხი.
 საკუთარი ნაშრომის შედარება და დაკავშირება აქამდე არსებულ და
მსგავს სამეცნიერო ნაშრომებთან.

ნაშრომის შესავალი
 შესავალში აუცილებლად უნდა დაისვას მთავარი კითხვა.
 არ უნდა იყოს ვრცელი და უნდა იყოს ზოგადი.
 თუ ნაშრომი ვრცელი არ არის, შესავალი არ უნდა აღემატებოდეს ერთ
გვერდს.

კვლევის მიზანი
 სხვადახვა საკითხის ან პრობლემის უკეთ გაანალიზება.
 ცოდნის მოგროვება ისეთ საკითხზე, რომელიც აქამდე უცნობი ან
შედარებით ბუნდოვანი იყო.
 სხვადასხვა ადამიანის მოსაზრების თუ შეხედულების შედარება.
საკითხის უკეთ დასამუშავებლად აუცილებელია გონება გვქონდეს
მიმართული ერთი კონკრეტული კრიტერიუმის მიმართ
მაგალითად: პოლიტიკური, სოციალური, კულტურული ჯგუფების გამოყოფა;
ურთიერთმიმართების/დამოკიდებულების დადგენა; გეოგრაფიული არეალის
პრობლემები და ა.შ.

კვლევის წარმართვა
 უნდა მონახოთ გზა სამეცნიერო ლიტერატურის გასააზრებლად.
 აუცილებელია აირჩიოთ მიდგომა თუ როგორ დაამუშავებთ
მონაცემებს.
 უნდა შეგეძლოთ კვლევის ჩატარება მოცემულ საკითხზე.
გამოყენებული ლიტერატურა
აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 32-35; თურაბიანი: 30-43; ჩუბინიძე: 89-90

You might also like