You are on page 1of 4

აკადემიური მუშაობის ტექნიკები

კონსპექტბარათი #4

სტუდენტი: თორნიკე ზეინკლიშვილი

ლექტორი: თინათინ თურქია

თარიღი: 07.05.2022

ა) წყარო: ქეით ლ. თურაბიანი – სახელმძღვანელო რეფერატების, თეზისების და


დისერტაციების ავტორებისათვის: “ჩიკაგოს სტილი” სტუდენტებისა და
მკვლევრებისათვის 146-148

თემა 1: სამუშაო პროცესის ძირითადი ეტაპები; ნაშრომის სტრუქტურა; შემადგენელი


ელემენტები; მათი რაობა; დანიშნულება

საკითხი 1: ნაშრომის შესავალი, დასკვნა და დებულება

დეტალები: ნაშრომის კითხვისას აუცილებელია მკითხველისთვის მკვეთრად


გასარკვევი იყოს თუ სად მთავრდება შესავალი, სად იწყება დებულება, მსჯელობა.
სავალდებულოა გამოყოფილი იყოს ერთმანეთისგან თითოეული ნაწილი რათა უკეთ
აღთქმადი იყოს ტექსტის შინაარსი.

საკითხი 2: ტექსტის ძირითადი ნაწილის თანმიმდევრულობა

დეტალები: იმისათვის, რომ ნაშრომში თითოეული ქვეთავი იყოს თანმიმდევრული


აუცილებელია თითოეული წინადადება ლოგიკურ კავშირში იყოს ერთმანეთთან და
ახალი აზრის წამოწყებისას გამოყოფილი იყოს წინა მოსაზრებისგან. უნდა გამოიკვეთოს
სად სრულდება თითოეული აზრი და სად იწყება ახალი, რა ძირითადი
დამახასიათებელი ტერმინები ახლავს თან თითოეულ ნაწილს და რა როლს თითოეული
ნაწილი მთლიან ნაშრომში.

საკითხი 3: ნაშრომის პერიოდული გადამოწმება


დეტალები: როდესაც ნაშრომის დაწერას ვიწყებთ ადრეული ეტაპიდან, წერის
პროცესში დროთა განმავლობაში შესაძლოა გარკვეულ საკითხებზე მოსაზრებები
შეგვეცვალოს, მოგვინდეს გარკვეული ინფორმაციის დამატება ან პირიქით, შემოკლება,
ამიტომ კარგი იქნება თუ დროთა განმავლობაში თვალს გადავავლებთ ნაშრომს.

ბ) წყარო: თინათინ ქავთარაძე და სხვები – აკადემიური მუშაობის საფუძვლები:


პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის (პილოტირების რეჟიმი) 31-32

ნინო ჩუბინიძე (რედ.) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი 89-90

თემა 2: საკვლევი თემის/პრობლემის/საკითხის შერჩევა, აქტუალობის განსაზღვრა;


საშინაო ნაშრომის სტრუქტურა: შესავალი

საკითხი 1: სამეცნიერო ნაშრომის შესავალი და მისი ფუნქცია

დეტალები: სამეცნიერო ნაშრომის შესავლის ფუნქციაა სწორად განაწყოს მკითხველი


თავიდანვე და წარმოდგენა შეუქმნას ზოგადად ნაშრომის შესახებ. შესავალი როგორც
წესი იწყება ამ საკვლევი თემის პრობლემის აღწერით, შემდეგ საუბარია მის
აქტუალურობაზე და აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აუცილებელია
არგუმენტების საშუალებით გავამყაროთ ამ კონკრეტული თემის აქტუალურობა.

საკითხი 2: საკვლევი პრობლემის წარმოდგენა და თემის აქტუალურობა

დეტალები: კონკრეტული საკითხის პრობლების წარმოდგენისას საჭიროა ადგილი


დავუთმოთ 5-6 სტრიქონის სახით, რადგან შევამზადოთ მკითხველი და
წარმოვადგინოთ შედარებით მოკლედ და გასაგებად თუ რასთან დაკავშირებით
ვაპირებთ თემის გავრცობას. იმისათვის რომ დავასაბუთოთ და არგუმენტაციით
გავამყაროთ საკითხის აქტუალურობა, საჭიროა გამოვიყენოთ სხვადასხვა
სტატისტიკური მონაცემები, კონკრეტული მაგალითები ამ საკვლევ თემასთან
დაკავშირებით და ა.შ.

საკითხი 3: კვლევის მიზანი და საკვლევი შეკითხვა


დეტალები: კვლევის მიზნის ნაშრომში სწორად წარმოჩენა ერთ-ერთი უმთავრესია,
რათა ზუსტად და კონკრეტულად გამოიკვეთოს თუ რასთან დაკავშირებით და რატომ
ვწერთ ამ ნაშრომს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დავსვათ კითხვები, რათა
უკეთესად და უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ ჩვენი მიზანი ამ საკითხთან
დაკავშირებით.

გ) წყარო: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 125-130; პლაგიატი და მისი


გამოვლენის ათი შემთხვევა აკადემიურ ნაშრომში: 8-12; 18-26; 57-64; Plagiarism Spectrum
2.0: https://bit.ly/2F4ZYFl

თემა 3: პლაგიატის თავიდან აცილების გზები, წყაროების გამოყენება და დამოწმება:


ტექსტში და ტექსტის გარეთ წყაროების დამოწმება: ციტირების ხერხები, სქოლიო

საკითხი 1: წყაროების გამოყენება და მათი დამოწმება


დეტალები: უმჯობესია ნაშრომში თავი შევიკავოთ ისეთი მოსაზრების დაწერისგან,
რის დამტკიცებასაც ვერ შევძლებთ არგუმენტებით, წყაროებით. ასევე აღსანიშნავია ის
ფაქტი, რომ დამოწმება სჭირდება ისეთ საკითხებს და ვარაუდებს, რომელთა მიმართაც
დავა დღემდე აქტუალურია და გადაწყვეტილი არ არის, შესაბამისად ისეთი
მოსაზრებები რომლებიც საყოველთაო ჭეშმარიტებას შეიცავს, ისეთივე როგორიც არის
ის, რომ დედამიწა მრგვალია ან თითოეულ ადამიანს სიცოცხლისთვის ჟანგბადი
ესაჭიროება, არ სჭირდება არანაირი წყაროს დამოწმება.

საკითხი 2: პლაგიატი და მისი თავიდან აცულების საშუალებები


დეტალები: ზოგადად სამეცნიერო სფეროს დანიშნულებაა ცოდნის გაზიარება და
ერთმანეთის ნაშრომების მიხედვით ჩვენი არსებული ცოდნის დონის გაღრმავება,
ამრიგად ყოვლად დაუშვებელია სხვისი ნაშრომის მითვისება, მისი დამოწმების გარეშე.
ამრიგად განასხვავებენ პლაგიატის სხვადასხვა ფორმებს, თუმცა შედარებით ცნობილია
მისი 10 ფორმა, ასევე რათქმაუნდა განსხვავდება მათი გამოყენების სიხშირეც, თუმცა
მათგან ყველაზე მეტად გამოყენებადია „კლონი“ და „მოზაიკა“.

საკითხი 3: წყაროს ტექსტში ჩართვა: ციტატა, პარაფრაზი, რეზიუმე, მინიშნება


დეტალები:
ციტატა - წარმოადგენს სხვა ტექსტიდან, ჩვენს ნაშრომში სიტყვა სიტყვით გადმოტანილ
მონაკვეთს, თუმცა ციტირება არ არის მხოლოდ მონაკვეთის გამოყენება, ჩვენ შეგვიძლია
ციტირების სახით ჩვენს ნაშრომში გადმოვიტანოთ სურათები, მუსიკალური ნაშრომები
ა.შ.
პარაფრაზი - წარმოადგენს არაპირდაპირ ციტატას, ანუ სხვისი მოსაზრების ჩვენივე
სიტყვებით გადმოცემას, ტექსტის წყობა იცვლება და სიტყვები უმეტესწილად იცვლება
სინონიმებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარაფრაზის დროს არ უნდა
დავამახინჯოთ დედანიდან მოძიებული მასალა და არ უნდა შევცვალოთ მისი
ძირითადი არსი.

რეზიუმირება - ეწოდება ვრცელი ნაშრომის ჩვენივე სიტყვებით მოკლედ და


ლაკონიურად გადმოცემას და შეჯამებას. პარაფრაზისგან განსხვავებით იგი შედარებით
მოკლე და უფრო კონკრეტულია.

You might also like