You are on page 1of 5

სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსი

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

სასწავლო კურსის სოციალური მუშაობის შესავალი


სახელწოდება Introduction of Social Work
ავტორი(ავტორები) ზურაბ ტატანაშვილი, მაგული შაღაშვილი
ლექტორი (ლექტორები) ზურაბ ტატანაშვილი

სტატუსი: მოწვეული პერსონალი; სოციალური მუშაობის დოქტორანტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 598935250
ტელ.: zurab.tatanashvili@tsu.ge

კონსულტაციის საათები შეთანხმებით, ონლაინ რეჟიმში და პირადად


სალექციო საათის შემდეგ.
სასწავლო კურსის კოდი

სასწავლო კურსის სტატუსი 1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

2. ბაკალავრიატისსაგანმანათლებლოპროგრამა

3. სავალდებულო

სასწავლო კურსისმიზნები კურსის მიზანია სტუდენტებისათვის შემდგომი ცოდნის მიცემა სოციალური


სამუშაოს შესახებ: მუშაობა კლიენტებთან, მათი საჭიროებების განსაზღვრა,
რეალური პრობლემის გამოვლენა და მისი გადაჭრის გზებზე მუშაობა;
სოციალური სამუაშოს და სოციალური მუშაკის როლის ცოდნა; შესაბამისი
თეორიების და ცოდნის მორგება კერძო პრაქტიკული სიტუაციებთან,
კრიტიკული აზროვნების გამოყენება; სხვადასხვა სისტემებთან (მიკრო-
ინდივიდი, მეზო-ოჯახი, მეგობრები, მაკრო) მუშაობის თეორია და პრაქტიკა;
სპეციფიურ ჯგუფების (ხანდაზმულები, აივ დადებითი პირები, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლი დედები და ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირები); ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების შემდგომი განვითარება.
კრედიტების რაოდენობა და კრედიტების რაოდენობაა 5 (მთლიანობაში 125 საათი), მათ შორის:
სათების განაწილება საკონტაქტო: 34 საათი
სტუდენტის დატვირთვის  15 საათი ლექცია
შესაბამისად(ECTS)  15 საათი ჯგუფებთან მუშაობა
 პირველი შუალედური გამოცდის ჩაბარება: 2 საათი
 დასკვნითი გამოცდა: 2 საათი
დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი დრო 91 საათი.
დაშვების წინაპირობები არ აქვს

სწავლის შედეგები აღნიშნული კურსის გავლის შედეგად სტუდენტები შეიძენენ შემდეგ


კომპეტენციებს:

ცოდნა და გაცნობიერება
სტუდენტმა იცის სოციალური სამუშაოსა და სოციალური მუშაკის შესახებ
ზოგადი ინფორმაცია, ფლობს ინფორმაციას სხვადასხვა მოდელსა და
თეორიაზე, რომელსაც აღნიშნული დისციპლინა ეფუძნება.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
სტუდენტს შეუძლია შესაბამისი თეორიების და ცოდნის მორგებით შეაფასოს
საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლადი/მარგინალიზებული
ადამიანის/ჯგუფების ფსიქოსოციალური მდგომარეობა და მოარგოს ის
კონკრეტულ სიტუაციებს/შემთხვევებს.

დასკვნის უნარი
სტუდენტს შეუძლია საზოგადოების სხვადასხვა
მოწყვლად/მარგინალიზებულ ადამიანთან/ჯგუფთან მუშაობისას
ერთმანეთისგან გაარჩიოს ეფექტური და ნაკლებად ეფექტური
ინტერვენციები, ასევე შეუძლია გააკეთოს შესაბამისი დასკვნები და
რეკომენდაციები შეფასების შედეგებზე დაყრდნობით.

კომუნიკაციის უნარი
სტუდენტს შეუძლია პრეზენტაციის უნარების და არგუმენტირებული
მოსაზრებების კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესება.

სწავლის უნარი
სტუდენტს შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობის უნარის გაუმჯობესება.

ღირებულებები
სტუდენტმა იცის სოციალური სამუშაოს ღირებულებები, პროფესიული
ეთიკა და ესმის მათი ზედმიწევნით დაცვის მნიშვნელობა მომავალი
საქმიანობისათვის.
სასწავლო კურსის შინაარსი იხ. დანართი
სწავლების/სწავლის ლექტორის მიერ ახალი მასალა წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციების
მეთოდები სახით. ლექციის ფარგლებში გამოყენებული იქნება აგრეთვე ისეთი
ინტერაქტიული მეთოდები, როგორიცაა ტვინის შტურმი, დისკუსიები,
პრეზენტაციები და ჯგუფებში მუშაობა, რაც გააუმჯობესებს სტუდენტების
ანალიტიკური აზროვნების უნარებს და საშუალებას მისცემს მათ უკეთ
გაიაზრონ თეორიული მასალა და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება
და აზრი. სემინარების დროს სტუდენტები გააკეთებენ პრეზენტაციებს და
განიხილავენ სხვადასხვა საკითხს კურსის ფარგლებში.

კურსის ფარგლებში აგრეთვე გამოყენებული იქნება სწავლების პრაქტიკული


მეთოდები. პირველ ლექციაზე ჯგუფი გაიყოფა ორ ქვეჯგუფად, რომლებსაც
ცალ-ცალკე ჩაუტარდებათ სემინარები.
შეფასების კრიტერიუმები სტუდენტები შეფასებულები იქნებიან შემდეგი კრიტერიუმებით:
პრეზენტაცია /ჯგუფური დავალება/ - 15 ქულა
ჯგუფი შედგება 1-5 სტუდენტისგან. თითო სემინარზე თითო ჯგუფი
გააკეთებს პრეზენტაციას, რომელიც წინა ლექციაზე ახსნილ მასალას
შეეხება. სტუდენტები ეწერებიან საპრეზენტაციო ჯგუფებში სწავლის
დაწყებიდან მე3 კვირამდე.
მე4-კვირიდან ჯგუფებში ჩაწერისთვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს
ორგვერდიანი წერითი ნაშრომი ელ-ფოსტაზე, საპრეზენტაციო ჯგუფში
ჩაწერის უფლების მოსაპოვებლად. ნაშრომის თემა უნდა ეხებოდეს
რომელიმე სოციალურ პრობლემას/თემას და უნდა იყოს APA სტილში.
პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი შეფასდება 0 ქულით და სტუდენტს არ
მიეცემა საშუალება გააკეთოს პრეზენტაცია.
სტუდენტებს შეუძლიათ პრეზენტაციის დროს გამოიყენონ ვიდეო,
აუდიო მასალა და ინტერაქტიული მეთოდები. ჯგუფური პრეზენტაციის
ფაილი (MS Powerpoint ფორმატში) იგზავნება მინიმუმ 24 საათით ადრე
მისამართზე zurab.tatanashvili@tsu.ge
პრეზენტაცია შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
 რამდენად სწორად და სიღრმისეულად იქნა გაგებული თემა (5)
 ჯგუფის ორგანიზებულობა და მომხსენებლებს შორის დროის
თანაბარი გადანაწილება (2)
 გამოყენებული მასალის მრავალფეროვნება (2)
 მომხსენებლების პრეზენტაციის უნარები (4)
 საპრეზენტაციო მასალის აკადემიური ხარისხი (2)

წერითი დავალება - 15 ქულა

კურსის მე-14 კვირაში (თარიღი დაზუსტდება კურსის მიმდინარეობისას)


სტუდენტები ელ-ფოსტით გამოაგზავნიან 1 გვერდიან თვითრეფლექსიას,
რომელშიც აღწერენ საკუთარ მოსაზრებებს, თუ რა შეიცვალა მათ
ფასეულობებში, ან რა ფასეულობების გამყარება მოხდა კურსის შედეგად.
თვითრეფლექსიაში უნდა იყოს კონკრეტული მაგალითები კურსის
ლექციიდან, დისკუსიებიდან ან/და საკითხავი მასალიდან, რამაც ხელი
შეუწყო არსებული ფასეულობების გადახედვას/გამყარებას და რომელიც
ეხება ამა თუ იმ სოციალურ პრობლემას.
პლაგიატი1 შეფასდება 0 ქულით.
ნაშრომის შეფასება მოხდება მსჯელობის და არგუმენტებისას კურსის
შინაარსთან შესაბამისობის მიხედვით (7 ქულა). გათვალისწინებული იქნება
ასევე სოციალური მუშაობის ეთიკასთან თანხვედრა (5 ქულა) და ნაშრომის
ტექნიკური მხარე (3 ქულა).

კოლოქვიუმი/შუალედური გამოცდა - 30 ქულა - ტარდება


საგამოცდო ცენტრში

კოლოქვიუმი ჩატარდება ტესტის საფუძველზე, რომელიც შედგება ღია და


დახურული კითხვებისგან:
 I ნაწილი შედგება 13 დახურული კითხვისგან. თითოეული კითხვა
შეფასდება 2 ქულით (სულ 26 ქულა).
 II ნაწილი შედგება 1 ღია ტიპის კითხვისგან. (სულ 4 ქულა). ღია
ტიპის კითხვებზე პასუხი შეფასდება იმის მიხედვით თუ რამდენად
ზუსტად, არგუმენტირებულად და ამომწურავად არის ინფორმაცია
გადმოცემული და რამდენად ფლობს სტუდენტი პროგრამით
გავლილ მასალას.

ფინალური წერითი გამოცდა - 40 ქულა - ტარდება საგამოცდო


ცენტრში

გამოცდა ჩატარდება ტესტის საფუძველზე, რომელიც შედგება ღია და


დახურული კითხვებისგან:
 I ნაწილი შედგება 15 დახურული კითხვისგან. თითოეული კითხვა
შეფასდება 2 ქულით (სულ 30 ქულა).
 II ნაწილი შედგება 3 ღია ტიპის კითხვისგან. (სულ 10 ქულა). ღია
ტიპის კითხვებზე პასუხი შეფასდება იმის მიხედვით თუ რამდენად
ზუსტად და ამომწურავად არის ინფორმაცია გადმოცემული და
რამდენად ფლობს სტუდენტი პროგრამით განვლილ მასალას.
საბოლოო გამოცდაზე დაშვებისთვის სტუდენტს უნდა ჰქონდეს 20 ქულაზე
მეტი

1
პლაგიატად ჩაითვლება ნებისმიერი პირდაპირი ციტირება, რომელიც არ არის ჩასმული ბრჭყალებში და
რომელიც აღებულია სიტყვასიტყვით სხვა ნებისმიერი ავტორის ნაშრომიდან. ასევე სხვისი მოსაზრების
მითვისება, ავტორის მითითების გარეშე.
ძირითადი ლიტერატურა ლიტერატურას ლექტორი ტვირთავს სპეციალურად შექმნილ ფეისბუქ
ჯგუფში, საიდანაც სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩამოტვირთონ.
1. მგელიაშვილი მ, და ნამიჭეიშვილი, ს. (2007). სოციალური სამუშაოს
პრაქტიკის საფუძვლები
2. სოციალური სამუშაოს კავშირი სხვა დისციპლინებთან (სალექციო
მასალა)
3. საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ
4. სოციალური მუშაობის ისტორია (სალექციო მასალა, მაგული
შაღაშვილი)
5. ოჯახში ძალადობის პრობლემა და საქართველოს კანონი (სალექციო
მასალა, ირმა ალადაშვილი)
6. სოციალური მუშაობის პრაქტიკა ეთნიკურ უმცირესობებთან
(სალექციო მასალა)
7. სოციალური სამუშაო ოჯახში (სალექციო მასალა, მაგული
შაღაშვილი)
8. ოჯახი როგორც ერთიანი სისტემა (სალექციო მასალა, ია შეყრილაძე)
9. სოციალური მუშაობა ბავშვებთან და ოჯახებთან (სალექციო მასალა)
10. კრიზისული ინტერვენცია (ტრენინგის სახელმძღვანელო)
11. სოციალური მუშაობის სიტუაციური ანალიზი (შატბერაშვილი,
ნ.2011)

დამხმარე ლიტერატურა და
სხვა სასწავლო მასალა
დამატებითი ინფორმაცია/ დავალებების
პირობები დამხმარე საკითხავ მასალას ლექტორი პერიოდულად ტვირთავს
ელექტრონულად კურსისთვის სპეციალურად შექმნილ ჯგუფში.

დანართი 1

სასწავლო კურსის შინაარსი

N ლექციის/სემინარის/პრაქტიკუმის/ლაბორატორიული ლიტერატურა
სამუშაოს და ა. შ. თემა (შესაბამისი გვერდების მითითებით)
1  კურსის გაცნობა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
 სოციალური სამუშაოს პროფესიის განსაზღვრება (2007). სოციალური სამუშაოს პრაქტიკის
 სოციალურის სამუშაოს პროფესიის მიზნები და საფუძვლები. გვ. 20-25
ამოცანები
 სოციალური სამუშაოს სამიზნე ჯგუფები
 სოციალური სამუშაოს პრაქტიკის დონეები
 სოციალური მუშაკის როლი და ფუნქციები
2  საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სოციალური მუშაობის ისტორია (სალექციო
სოციალური სამუშაოს განვითარების ისტორია; მასალა, მაგული შაღაშვილი)
 სოციალური სამუშაოს კავშირი სხვადასხვა სოციალური სამუშაოს კავშირი სხვა
დისციპლინებთან დისციპლინებთან;
სოციალური მუშაობის სიტუაციური ანალიზი
(შატბერაშვილი, ნ.2011)
3  სოციალური სამუშაოს, ცოდნა, ღირებულებები საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
და უნარ-ჩვევები (2007). სოციალური სამუშაოს პრაქტიკის
 სოციალურის სამუშაოს ეთიკა საფუძვლები. გვ. 31-36
4  სოციალური კეთილდღეობის სისტემა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
 სოციალური დახმარების სისტემა და (2007). სოციალური სამუშაოს პრაქტიკის
მომსახურებანი საქართველოში საფუძვლები. გვ. 5-19
5  სოციალური სამუშაოს ძირითადი თეორიები საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
 შემთხვევის მართვა სოციალურ სამუშაოში (2007). სოციალური სამუშაოს პრაქტიკის
საფუძვლები. გვ. 25-30 და 37-71

6  ინტერვენციის სხვადასხვა მეთოდები კრიზისული ინტერვენცია (ტრენინგის


სოციალურ სამუშაოში: კოგნიტურ- სახელმძღვანელო)
ბიჰევიორისტული თერაპია; კრიზისული
ინტერვენცია.
7  თემზე ორიენტირებული სოციალური სამუშაო საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
 თემის განსაზღვრება. თემის საზღვრები. (2007). სოციალური სამუშაოს პრაქტიკის
სოციალური ნორმები და ტრადიციები თემში საფუძვლები. გვ. 171-176
 სოციალური მუშაკის როლი თემის
მობილიზიაციაში
შუალედური გამოცდა
8-9  სიღარიბე და სიღარიბის გავლენა ინდივიდებსა ლექტორის მიერ ატვირთული მასალა.
და საზოგადოებაზე
 სოციალური მუშაობა სიღარიბეში მყოფ
ადამიანებთან
 უსახლკარობა
 სოციალური სამუშაო უსახლკარობის
პრობლემის მქონე ადამიანებთან
10  სოციალური სამუშაო ბავშვებთან და სოციალური მუშაობა ბავშვებთან და
მოზარდებთან და ოჯახებთან ოჯახებთან (სალექციო მასალა)
სოციალური სამუშაო ოჯახში (სალექციო
მასალა, მაგული შაღაშვილი)
ოჯახი როგორც ერთიანი სისტემა (სალექციო
მასალა, ია შეყრილაძე)

11  სოციალური მუშაობა ეთნიკურ და სხვა სოციალური მუშაობის პრაქტიკა ეთნიკურ


უმცირესობებთან უმცირესობებთან (სალექციო მასალა)

12  სოციალური მუშაობა შეზღუდული საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია


შესაძლებლობის მქონე პირებთან (2007). სოციალური სამუშაოს პრაქტიკის
 სოციალური მუშაობა ხანდაზმულებთან საფუძვლებიგვ. 82-113

13  სოციალური მუშაობა ნივთიერებაზე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია


დამოკიდებულ პირებთან (2007). სოციალური სამუშაოს პრაქტიკის
 სოციალური სამუშაო აივ/შიდსით საფუძვლებიგვ. 147-170
დაავადებული ადამიანებთან
14  სოციალური მუშაობა ოჯახში ძალადობის და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
ტრეფიკინგის მსხვერპლებთან (2007). სოციალური სამუშაოს პრაქტიკის
 სოციალური მუშაობა დევნილებთან საფუძვლები. გვ. 114 – 146
ოჯახში ძალადობის პრობლემა და
საქართველოს კანონი (სალექციო მასალა, ირმა
ალადაშვილი)
15 გავლილი მასალის შეჯამება
დასკვნითი გამოცდა
დამატებითი გამოცდა

სილაბუსი განახლებულია:
ფაკულტეტის საბჭოს 2018 წლის 5 ივლისის სხდომაზე;
ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 22 თებერვლის სხდომაზე

You might also like