You are on page 1of 5

ცივილიზაციათა შეჯახება

 ცივილიზაციის ბუნება
კაცობრიობის ისტორია ცივილიზაციათა ისტორიაა. ცივილიზაციის იდეა მე-18
საუკუნის ფრანგმა განმანათლებლებმა „ბარბაროსობის“ ცნების საპირისპიროდ
განავითარეს. ცივილიზირებული საზოგადოება პრაგმატიულისაგან იმით
განირჩეოდა, რომ ბინადარი, საქალაქო და განათლებული იყო.
ცივილიზებულობა კარგი იყო, არაცივილიზებულობა კი- ცუდი.
ცივილიზაციათა იდენტურობისა და ბუნების შესახებ ფართო თანხმობაა
მიღწეული: 1)ცივილიზაციისა და ცივილიზაციების ცნებები ერთმანეთისაგან
განსხვავდება; 2)ყველგან, გარდა გერმანიისა, ცივილიზაციას კულტურულ
მთლიანობად მიიჩნევენ. გერმანელმა მოაზროვნეებმა მკაფიო ზღვარი გაავლეს
ცივილიზაციის, როგორც ტექნოლოგიას, მექანიკას და მეორე მხრივ, კულტურას
შორის, რომელიც აერთიანებს ფასეულობებს, იდეალებსა და საზოგადოების
მორალურ ნიშან-თვისებებს. ეს დაყოფა შენარჩუნდა მხოლოდ გერმანულ
იდეოლოგიაში და არა სხვაგან.
ცივილიზაციები ყოვლისმომცველია და მისი არც ერთი შემადგენელი ნაწილის
განხილვა არ შეიძლება მისგან მოწყვეტით, ცივილიზაცია ეს ერთი მთლიანობაა,
მის ნაწილებს კი მჭიდრო კავშირი ახასიათებთ ერთმანეთთან. თუ ცივილიზაცია
სახელმწიფოებისაგან შედგება, ეს სახელმწიფოები ერთმანეთთან უფრო
მჭიდროდ იქნებიან დაკავშირებულნი, ვიდრე სხვა სახელმწიფოებთან, ასევე, მათ
უფრო ხშირად შეიძლება იომონ ან დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობა.
ცივილიზაციათა უმრავლესობაში შედის ერთზე მეტი სახელმწიფო.
ცივილიზაცია წარმოადგენს ადანიათა ყველაზე ფართო კულტურულ
დაჯგუფებას, ამასთან იგი განასხვავებს ადამიანებს სხვა ცოცხალი არსებებისაგან.
მასშტაბებისა და მნიშვნელობის მიხედვით განარჩევენ ძირითად და
პერიფერიულ ცივილიზაციებს ან კიდევ ძირითადსა და შეჩერებულ
ცივილიზაციებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ცივილიზაციებს არ გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული
საზღვრები, ზუსტი საწყისი თუ დასასრული; ისინი დიდხანს ცოცხლობენ,
ცივილიზაციები მოკვდავია, მეტიც, მათი უნიკალური არსი მდგომარეობს მათ
ხანგრძლივ ისტორიულ მემკვიდრეობაში, არსებითად, ცივილიზაციები ყველაზე
ხანგრძლივი ისტორიებია.

 ცივილიზაციათა ევოლუცია
ისინი განიცდიან ევოლუციას. არიან დინამიურები, აქვთ აღმავლობისა და
დაცემის პერიოდები, ერთმანეთს ხან ერწყმიან, ხან იყოფიან. კვიფლის მიხედვით,
ცივილიზაციები გაივლიან შვიდ სტადიას: შერევა, მომწიფება, ექსპანსია,
კონფლიქტები, უნივერსალური იმპერია, დაქვეითება და შეჭრა. მრავალი თეორია
არსებობს, თუმცა ყველა მათგანი თანხმდება, რომ ცივილიზაციები გაივლიან
სირთულეთა და კონფლიქტების ეტაპს, დაიწყებენ მოძრაობას უნივერსალური
სახელმწიფოსაკენ, შემდეგ კი დაადგებიან დაქვემდებარებიდა სა
დეზინტეგრაციის გზას.

 გამქრალი ცივილიზაციები
მესოპოტამიური;
ეგვიპტური;
კრეტის;
კლასიკური;
ბიზანტიური;
ანდური;
ცენტრალურამერიკური.
+რამდენიმე მკვლევარი უმატებს კიდევ რუსულ მართმადიდებლურ
ცივილიზაციას.

 ცივილიზაცია და კულტურა
კულტურის საკვანძო ელემენტები, რომლების განსაზღვრავენ ცივილიზაციას,
ჯერ კიდევ ათენელებმა ჩამოთვალეს.
ცივილიზაცია და კულტურა ის ცნებებია, რომლებიც აღნიშნავს ხალხთა
ცხოვრების სტილს, ამასთან ცივილიზაცია ესაა კულტურა ფართო
მნიშვნელობით. ორივე ცნება მოიცავს ფასეულობებს, ნორმებს.
ბრონდელი მიიჩნევს, რომ ცივილიზაცია ესაა სივრცე, კულტურული არეალი და
კულტურულ ფენომენთა ერთობლიობა; ვალერსტაინი მას განსაზღვრავს,
როგორც ზნეობათა და კულტურათა განსაკუთრებულ ურთიერთკავშირს,
რომელიც ქმნის ისტორიულ მთლიანობას; დოუსონის მიხედვით, ცივილიზაცია
ესაა განსაზღვრული ხალხის კულტურული შემოქმედების განსაკუთრებული
შედეგი; მოსისათვის- თავისებური მორალური გარემო, რომელშიც თითოეული
კულტურა მხოლოდ მთელის კერძო ფორმაა; შპიგელის აზრით, ცივილიზაცია
კულტურის გარდაუვალი ბედია.
ისტორია იცნობს ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომელთაც გააჩნდათ
ინდივიდუალური კულტურა ისე, რომ არ ჰქონდათ სხვა უფრო კულტურული
იდენტიფიკაცია.

 რელიგია, როგორც ცივილიზაციის ელემენტი


ცივილიზაციას განსაზღვრავს ისეთი ელემენტები, როგორიცაა: ენა, ისტორია,
რელიგია, ტრადიციები, ინსტიტუტები... ცივილიზაციის განმსაზღვრელი ყველა
ელემენტიდან უმნიშვნელოვანესია რელიგია. დიდი ცივილიზაციები მტკიცედ
უკავშირებენ თავიანთ თავს დიდ მსოფლიო რელიგიებს. ეთნიკურად და ენით
ერთ, მაგრამ რელიგიით განსხვავებულ ხალხებს შეუძლიათ დაუშვან
ძმათამკვლელი ომები.

 ცივილიზაციათა სტრუქტურა
ცივილიზაცია შეიძლება მოიცავდეს ადამიანებს, რომლებიც მისი წევრები არიან,
მაგრამ ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში.
ხშირად, კულტურის ძირითადი წყაროები განლაგებულია ამ ცივილიზაციის
ბირთვ სახელმწიფოში- ყველაზე ძლიერში და კულტურული თვალსაზრისით
ძირითადში.
დასავლეთს ყოველთვის გააჩნდა რამდენიმე ბირთვი სახელმწიფო, მაგრამ ახლა
მას ორი ჰყავს: აშშ და ფრანგულ-გერმანული ბირთვი ევროპაში. დიდი
ბრითანეთი მათ შორის ძალის დამატებითი ცენტრია. ისლამს, ლათინურ
ამერიკასა და აფრიკას ბირთვი სახელმწიფოები არ აქვთ. ნაწილობრივ ეს აისახება
დასავლეთის სახელმწიფოთა იმპერიალისტური პოლიტიკით, რომლებმაც
გადაინაწილეს აფრიკა, ახლო და შუა აღმოსავლეთი და ლათინური ამერიკაც.

 ცივილიზაციათა კონფლიქტები
ურთიერთობა სხვადასხვა ცივილიზაციის ჯგუფებს შორის არასოდეს იქნება
ახლო და მჭიდრო, მათ უფრო ნეიტრალური ან მტრული ურთიერთობა აქვთ.
ცივილიზაციათა შორის კონფლიქტი ორ ფორმას იღებს: 1)ლოკალურ დონეზე
წარმოიშობა კონფლიქტები გამყოფი ხაზების გასწვრივ- მეზობელ
სახელმწიფოებს შორის, რომლებიც სხვადასხვა ცივილიზაციებს მიეკუთვლებიან;
2)ან კიდევ იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც ცდილობენ ახალ სახელმწიფოთა
შექმნას ძველის ნანგრევებზე.
გლობალურ დონეზე წარმოიშობა კონფლიქტები სხვადასხვა ცივილიზაციების
ბირთვ სახელმწიფოებს შორის. ასეთი კონფლიქტები კლასიკურია საერთაშორისო
ურთიერთობებისათვის. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ კონფლიქტები:
1. გავლენის ზრდა ისეთ ორგანიზაციებზე, როგორიცაა: გაერო, მსოფლიო
ბანკი, საერთ. სავალუტო ფონდი;
2. სამხედრო ძლიერებისათვის;
3. ადამიანებისათვის. ასეთი სახის კონფლიქტები ვლინდება მაშინ, როდესაც
ერთი ცივილიზაცია ცდილობს დაიცვას მისი ხალსი სხვა
ცივილიზაციისაგან.
4. მორალური ფასეულობებისა და კულტურისათვის. ასეთი კონფლიქტები
წარმოიშობა მაშინ, როდესაც სახელმწიფო სხვა ცივილიზაციის ხალხებთან
ურთიერთობის დროს ცდილობს დანერგოს და თავს მოახვიოს მათ
საკუთარი ფასეულობები;
5. ტერიტორიებისათვის.

 ომი ბირთვ სახელმწიფოებს შორის


კონფლიქტების დროს ბირთვი სახელმწიფოები პირდაპირ არ იყენებენ
ერთმანეთის წინააღმდეგ ძალას, ისინი მიმართავენ დიპლომატიურ,
პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საიდუმლო მოქმედებებს, ამით კი განხეთქილება
შეაქვთ მოწინააღმდეგეთა რიგებში.
ომი ბირთვ სახელმწიფოებს შორის მოსალოდნელია ორი გარემოებების
არსებობის შემთხვევაში:
1. ცივილიზაციათა შორის ძალთა გლობალური თანაფარდობის შეცვლის
გამო;
2. როცა კონფლიქტი ლოკალური ხასიათისაა, მაგრამ ბირთვი სახელმწიფოები
ირაზმებიან ლოკალური მეომარი მხარეების მხარდასაჭერად.

 ომი ისლამსა და დასავლეთს შორის


1. ისლამური მოსახლეობის ზრდას მოჰყვა უმუშევართა და უკმაყოფილო
ახალგაზრდების რიცხვის ზრდა, რომლებიც ნელ-ნელა სახლდებოდნენ
დასავლეთში;
2. ისლამურმა აღორძინებამ მაჰმადიანები დაარწმუნა თავიანთი
ცივილიზაციის განსხვავებულობასა და უპირატესობაში დასავლეთთან
შედარებით;
3. დასავლეთის მუდმივმა მცდელობამ საყოველთაო გაეხადა თავისი
ფასეულობები, აგრეთვე ჩარეულიყო ისლამური სამყაროს შინაგან
საქმეებში, მაჰმადიანთა ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია;
4. კომუნიზმის დაცემი შემდეგ გაქრა ორივეს საერთო მტერი, მაგრამ ისინი
იქცნენ სერიოზულ საფრთხეებად ერთმანეთისათვის;

 რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის პირობები:


1. რუსეთი დათანხმდება ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებას, დასავლეთი
კი ვალდებულებას აიღებს არ გააფართოოს ნატო უფრო აღმოსავლეთით;
2. რუსეთი და ნატო დადებენ ხელშეკრულებას პარტნიორობის შესახებ;
3. დასავლეთი აღიარებს რუსეთს სახელმწიფოდ, რომელსაც ეკისრება მთავარი
ვალდებულება, უზრუნველყოს მართმადიდებლურ ქვეყნებში
უსაფრთხოება;
4. დასავლეთი აღიარებს, რომ სომხეთში რუსეთი აწყდება პრობლემებს
უსაფრთხოების სფეროში, ამიტომ დასავლეთი მზად იქნება გამოავლინოს
კეთილგანწყობა იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც დასჭირდება
რუსეთს ამ პრობლემის გადასაჭრელად.

 დასავლური ცივილიზაციის შენარჩუნების საშუალებები:


ზოგადად, ევროპა წარმოადგენს ინდივიდუალური თავისუფლების,
პოლიტიკური დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და
კულტურული თავისუფლების უნიკალური წყაროს. ამით არის დასავლური
კულტურა უნიკალური. თუმცა, დასავლური ცივილიზაციის შენარჩუნებისათვის
აუცილებელია:
1. მეტი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინტეგრაციის მიღწევა
დასავლური ცივილიზაციის სახელმწიფოებს შორის;
2. ევროკავშირსა და ნატოში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნების ჩართვა;
3. ლათინური ამერიკის ვესტერნიზაცია;
4. ისლამურ ქვეყნებსა და ჩინეთში ატომური იარარის წარმოების
განვითარების შეჩერება;
5. რუსეთის აღიარება მართმადიდებლური სამყაროს ბირთვ სახელმწიფოდ;
6. დასავლეთის ტექნოლოგიური და სამხედრო უპირატესობის შენარჩუნება;
7. აღიარება იმისა, რომ დასავლეთის ჩარევა სხვა ცივილიზაციათა საქმეში
კონფლიქტების ყველაზე საშიში წყაროა.

 არადასავლელების მიერ დასავლეთის კრიტიკა:


ისინი აცხადებენ, რომ დასავლურ პრინციპებსა და დასავლურ პრაქტიკას შორის
დიდი სხვაობაა, ისინი მათ ფარისევლობაში ადანაშაულებენ, რადგან იარღის
გავრცელებას უქადაგებენ ირანსა და ერაყს და არა ისრაელს; ადამიანის
უფლებათა დაცვის საკითხი დგას ჩინეთისათვის, მაგრამ არა საუდის
არაბეთისათვის; აგრესიისგან იცავენ ნავთობით მდიდარ ქუვეითელებს, მაგრამ
არა ნავთობის არ მქოდე ბოსნიელებს...

You might also like