You are on page 1of 45

NSC 68-

1947-1949 წლებში აშშ საგარეო პოლიტიკაში ტრუმენის მიერ containmaint-ის


შეჩერების  პოლიტიკას სსრკ-ის მიმართ, რომელიც ძირითადად ეფუძნებოდა ჯორჯ
ას იდეებს,  რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში იკავებდა პოლიტიკის
დაგეგმარების ჯგუფის ხელმძღვანელის თანამედბოაბს, თუმცა თანდათან გაჩნდა
მრავალ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებები გაჩნდა, ქენანი არ ემხრობოდა
გაზრდილ სამხედრო ხარჯებს, მილიტარიზაციას სსრკ-სა და აშშ-ის შორის, თუმცა
იგი ან ნაწილში ცდებოდა, რადგან ეს გარდუვალი იყო სსრკ-ის აგრეისული
პოლიტიკიდან გამომდიანრე, ეს მაშინ გამოჩნდა რა მოვლენებიც განვითარდა
აღმსოავლეთ ევროპაში. ეს წლები გარდამტეხი იყო ცივი ომის ხასიათის
ჩამიყალიბების მიმართ. ტრუმენის დოქტრინა ძალიან მნიშნვლოვანი პოლიიტკური
გნაცხადი იყო, მარშალის გეგმაც რომელმაც გადაარჩნა დასავლეთ ევროპა
კომუნსიტური გავლენის გაზრდას და საშუალება მისცა მათ აღედგინათ
ეკონომიკური მდგომარეობა. 1949 წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ ტრუმეის
ადმინსიტრაციის ინციიატივით შეიქმან ნატო, რომელიც იყო მეორე მსოფლიო ომის
შემდგომი სამხედრო კავშირი ალიანსი თავიფულების მოყავრე ხახებს შორის რათ
დაეცვა ცენტრალური და დასვლერთ ევროპა კომუნისტური საფრთხისგან,
რომელსაც ყავდა საკუთრი მოწინააღმდგეეები, თუმცა ისტორიამ ცდაყო რომ
ალიანსის ფორმირება მნშნველოვანი იყო დ დიდი როლი ითამამშა დასავლეთ
ევროპის გადარჩენაში. ნატოს შექმანს არ მოუხსნია დღის წესრიგიდან ის საფრთეები
რაც მომდიანრეობდა სსრკ-ისგან, რადგან ის აგრძელებდა ექსპანსინუსტრუ
პოლიიტკას, იუგოსლავიის გამოთიშვა სსრკ-ის მოკავშირეებისგან ერთ-ერთი
წარმუატებლობა იყო სრრკ-ისი, ბროს ტიტოსა და სტალინს შორის დაპირისპირება
იყო შესაჩნევი. ეს ემთხვეოდა რამდენიმე ელემენტ ქენანის სტრატეგიისას. 1949 წელს 
მოხდა ორი მნიშვნელოვანი მოვლენა რომელმაც აიძულა ტრუმანის ადმინისტრაცია
შეეცვალა შეჩერების პოლიტიკა და სწორედ ამ პერიოდში ქენამა დატოვა
ტანამდებობა, რადგან იგი აღარ ეთანხმებოდა ტრუმანის ადმინისტრაციას. პირველი
მოვლენა იყო ის, რომ 1949 წლის აგვისტოში სსრკ-მა წარმატებით გამოსცადა
ბირთვული იარაღი. ანუ აშშ აღარ იყო ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო და
ძალთა ბალანსს დაემატა ტერორის ძალთა ბალანსი, შიშის, ეს კი დიდ საფრთედ
მიიჩნიეს აშშ-ში. დაიწყეს ძიება როგორ მოხდა ეს, ეს იყო თუ არა სსრკ-ის მეცნერების
მიღწევა თუ სადაზრვევო აგენტების ქმედება. კლაუს ფუქსმა გათქვა საიდუმლო,
რომელსაც ხელმძღვანელობდა ბერია. ანუ სსრკ-მა მოიპარა ბირთვული იარაღის
შექმნის საიდუმლო და გამოიყენა საკუთარი ბომბის შესაქმნელად. ეს იყო
სერიოზული წარუმატებლობა ტრუმანის ადმინისტრაციის. 

მეორე მოვლენა, რომელიც ჩაითვალა ტრუმანის წარუმატებლობად და


იმედგაცრეუბად  იყო ჩინეთის სამოქალაქო ომის დასრულება 1949 წლის 1
ოქტომბერს, როცა ჩინელმა კომუნისტებმა დაამარცხეს გომინდანელები და გააქციეს
კუნძლ ტაივანზე და კომუნისტების ლიდერმა მაო ძედუნმა გამოაცხადა ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკა. ანუ კიდევ ერთი დიდი სახელმწიფო გამოცხადდა
კომუნსიტურ სახელმწიფოდ. ამან დიდი მღელვარება გამოიწვია აშშ-ში. ამ ორი
საგარეო პოლიიტკური მარცხის გარდა თვითონ აშშ-ის პოლიტიკურ სივრცეში
განჩდა ახალი ფენომენი მარკარტიზმი, სენატრომა პოლიტიკური პარტიიდან
მაკარტმა 1950 წლის დასაწყსისში ამ მოვლენების გამო უბიძგა ჯოზეფ მაკარტის
გამოსულიყო და დაედანაშაულებინა დემოკრატიული პარტია სსრკ-ის საფრთის
მიმართ რბილი იყო და არიან ფარული კომუნისტები და ძირს თხრიან ამერიკულ
დემოკრატიას. ამან გამოიწვია ისტერია ამერიკის საზოგადოებაში, ბევრი ისეთი
ზომის მიღება მოხდა, მასობრივად მოხდა იმ ადამიანების დევნა ამერიკიდან,
რომლებიც სსრკ-ის მიმართ სიმპატიებში შეინიშნებოდნენ. 

ამ შიდა პოლიტიკურმა განწყობებმა უბიძგა ტრუმანს, რომ შეეცვალა თავდაპირველი


შეჩერების პოლიტიკა, 1950 წლის დასაწყისში ტრუმანმა დაავალა სახელმწიფო
დეპარტამენტს და თავდაცვის დეპარტამენტს შეემუშავებინათ ერთიანი ახალი
სტრატეგია, შეეფასებიანთ წინა წლებში გადადგმული ნაბიჯები სსრკ-ის მიმართ და
შეექმნათ ახალი გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედა ამერიკას სსრკ-ის საფრთის
მიმართ როგორც სააგრეო პოლიტიკაში ისე თავდაცვის პოლიტიკაში. დოკუმენტი,
რომელიც შეიქმნა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ცნობილია, როგორც NSC 68
ანუ მოხნსება 68, რომელიც წლების მანძლზე გასაიდუმლოებული იყო და მისი
კლასიფიკაცია მოხდა 1970-იან წლებში. ეს დოკუმენტი აფასებდა წინა წლების
პოლიტიკას, ზოგადად რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა შემდეგი ნაბიჯების
წარმოდგენილი, მათ შორის ჰიპოთეტურად დაბრუნება ამერიკულ
იზოლაციონიზმსთან, ან მაქსიმალური ესკალაცია სსრკ-სთან ომის მოგების
პერქსპექტივიზით და იყო შუალედური ვარიანტი, რომელიც ამერიკის
თავდაცისუნარიანობის მაქსიმალურ გაზრდას  ისახავდა სსრკ-ის მიმართ და
საბჭოთა გავლენის გაზრდისადმი წინააღდმეგობის გაწევას ყველა
მიმართულებით.საბოლოოდ, სწორედ ეს შუალედური ვარიანტი შეირჩა
პრიორიტეტულად. ამ დოკუმენტის სტრატეგიის გატარებას სჭირდებოდა
დაფიანნსება, რასაც იგი ვერ მიაღწევდა რესპუბლიკული პარტიის დაფინანსების
გარეშე, ამიტომ ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ საგარეო მოვლენის შემდეგ,
როგორიც იყო კორეის ომი.  NSC 68 ეს იყო დოკუმენტი, რომელმაც შედგომი
მომდევნო რამდენიმე წლის პერიოდში განსაზღვრა სტრატეგია ამერიკის პოლიტიკას
სსრკ-ის მიმართ, იყო რამდნიემ პუნქტი, რომელიც მომდევნო ათწლეულებშიც იყო
აქტუალური, ამდენად ამ დოკუემტნმა მნიშვნელოვნი გავლენა მაოხდინა ამერიკის
სტრატეგიზე ცივ ომში. ეს დოკუმენტი საშუალებას აძლევდა ამერიკის
ხელისუფლებას გაეზარდა სამხედრო ხარჯები, მაქსიმალურად გაიზარდა სამხედრო
სამრეწველო კომპლექსი, იგი გახდა ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, კონვენციური
იარაღის ზრდა და ბირთვული ზრდა, მასობლრივი მილიტარიზაცია ორივე
მიამრთლებით. რაც შეეხება საგარეო ასპარეზს, აქ იგი გულისხმობდა თავდაცვითი
სარტყლის შექმნას კომუნსიტური სამყაროს გარშემო , როგორც აზიაში, ისე
ევროპაში- ნატო, ამას ემატებოდა დაცვა მიუმხორბელი ქვეყნებისა და აზიაში
გულიხმობდა იმ თავდაცითი ბარიერის ფორმირებას, იაპონიის მონაწილეობით,
რომელთანაც 1951 წელს გაფორმა სამშვიდობო ხელშკერულება და განთავსდა
ამერიკსი ბაზები, ფილიპინები, სადაც ასევე იყო ამერიკია საჯარისო ნაწილები და
სამხრეთ კორეა, სადაც 1950 წელს დაიწყო ომი. 

კორეის ომი 

კორეის ომი, ეს იყო მოვლენა რომელმაც საშუალება მისცა ტრუმანს მოეპოვებინა


მხარედაჭერა  NSS 68 სტრატეგიით განსახორციელებელი ფინანსების მოსაპოვებლად,
სწორედ 1950 წლის ივნისში ჩრ. კორეა, სადაც იყო კომუნსიტური რეჟიმი, თავს
დაესხა სამხრეთ კორეას. ისტორიულად, კორეია 38-ე პარალელზე ორად იყო
გაყოფილი, მეორე მსფოლიო ომის მერე, ჩრ. ნაწილში სსრკ-ის ჯარები იყვნენ
განლაგებულნი, სამხრეთში კი ამერიკული არმია , როცა ფაქტობრივი
მდგოამრეობის  აღაირება ორივე სუპერსახელმწიფოს მიერ მოხდა, მათ ჯარები
გაიყვანეს. ჩრდილოეთში დამყარდა კომუნსიტური რეჟიმი, სამხრეთში
ავტორიტარული რეჟიმი ოღონდ პროამერიკული სინგ მანლის ძალები, არ იყო
ძლიერი, რადგან ქვეყანაში ბევრი მოითხოვდა გაერთიანებას. ჩრდილოეთ კორეის
თავდასცმა,  ეს იყო აშკარად ის ნაბიჯი, რომელიც კიმ ირსენმა გადადგა მაო
ძედუნისა და სტალინის თანხმობით, არსებობს ბევრი სპეკულაცია, რომ მან
დამოუკიდებლად იქმოემდა, მაგრამ ისტორიულად დასტურდებოდა, რომ ეს ნაბიჯი
ჩრ. კორეის ლიდერმა გადადგა საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის თანხმობით.
ვინაიდან ეს იყო ღიად საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ამერიკამ ჭკვიანურად
იმოქმედა, სამხედრო ნაბიჯების გადადგმამდე გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში მიაღწია ამ ქმედების გადგომას და ჩრ. კორეის
გამოცხადებას აგრესორად. ამის შედეგად, უშიშროების საბჭომ მისცა ნებართვა მას
და მოკავშირეებს გამოეყენებინათ სამხედრო ძალა ჩრ. კორეის აგრესიის
აღსაკევეთად, აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებელი გახდა იმ დროისთვის გაეროს
უშიშრობეის საბჭოში არსებული კონკრეტული ხელსაყრელი  პირობების წყალობით,
რაშიც იგულისხმება ის, რომ გაეროში ჯერ კიდევ ადგილი ეკავა ნგო მინდანის
ხელისუფლებას, გაქცეულებს ტაივანში, პროამერიკულებს და მათ ხმა მსიცეს
ამერიკის პოზციიას, ჩინეთში შეიცვალა ხელისფულება, ფაქტობრივ კონტროლი იყო
კომუნისტებისა, ხოლო საბჭოთ კავშირი, რომელიც მუდმივი წევრი იყო იმ მომენტში
ბოიკოტს უცხადებდა უშიშროების საბჭოს სხდომებს, რადგან მათ უნდოდათ
უშიშროების საბჭოში წარმოდგენილი ყოფილიყო ჩინეთის კომუნისტური
ხელისუფლება. რეალურად, ჩინეთი და სსრკ არ მონაწილეობნდნე ხმისმციემის
პროცესში და აპროტესტბდნენ ამის ლეგიტიმურობას. გაეროს მანდატი
ამერიკისთვის საკმარისი იყო რათა იაპონიიდან საკუთრი არმია გადაესხა კორეაში.
სანამ აშშ ჩაერთვებოდა ომში, ჩრდილოეთ კორეის არმიამ მნიშნველოვან წარმატებას
მიაღწია და დაიკავა დიდი ტერიტორია, თუმცა ამერიკელბმა საჰაერო დაბობმებვითა 
და სახმელეთო პერაციებით მალევე მოახერხეს სტატუს კვოს აღდგენა. ამ ოპერაციას
ხელმძღვანელობდა გენერალი დაგლას მაკარტური, რომელიც იაპონაიში
განთავსებული ამერიკსკი ჯარების მეთაური იყო, მაკარტურს ჰქონდა პირადი
ინტერესებიც, ამან გამოიწვია გარკვეული უთანხოება მასს ა და ვაშინგტონს შორის,
თავდაპირველ ეტაპზე სიინი სინქტორნულად მოქმედებნდნე. ამერიკელებმა
მოახერხეს მალევე რომ მისულიყვნენ 38-ე პარალელამდე, განედევნათ ჩრ. კორეა და
ამის შედგომ ტრუამანს ადმინსიტრაციას გაუჩნდა ილუზია, რომ
გაეთასვისუფლებინათ მთლაიანდ, კროეა გადაელახათ 38-ე პარალელი, ასეც ცადეს,
გადავიდნენ ჩრდილოეთში, მაგრამ აქ უკვე ჩაერთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და
საბჭოთა კავშირიც. განსაკუთრებით ხისტი იყო მაო ძედუნი, მან ტქვა რო მარ
დაუშვებოდა ამერიკის ძალრებსი განალებას მის საზღრებთან, მაგრამ ამერიკელები
მიიწევდნენ წინ, მათ კარგი სამხედრო მანევრი ჩაატარეს, როდესაც ჩრ. კორეის არმია
ალყაში მოაქციეს და ამით დიდი დარტყმა მიაყენეს. როდესაც აშშ-მა არ დაიხიეს
უკან, ჩინელები ჩაერთვენ, მათ არაოფიცალურად გააგზავნეს საკუთარი
მოხალისეები, ამის გამო ამერიკელბმა ვეღარ წაიიწეს წინ და უკან დაბრუნება
მოუწიათ. აქ დაიწყო განხეთქილება ტრუმენსა და მაკარტურს შორის, ტრუმენი
რეალისტურად აღიქვამდა მდგომარეობას, მისი აზრით, ვერღარ მოხერხედბოდა
ჩირდლოეთ კროეის გათავისფულება დააუცლებელი იყო გათავისუფლება და
მოლაპრაკებების დაწყება კომუნისტებთან, რათა ცეცხლი შეწყვეტილიყო, ამას  არ
ეთანხმებოდა მაკარტური. მისი აზრით, იგი არ უნდა გამოსულიყო დამარცხებული,
იგი მოითხოვდა აშშ-სგან ბირთვული იარაღის გამოყენებას. ამის მერე, მაკარტურმა
თვითნებურად აგდალახა 38-ე პარალელი და განაახლა ბრძოლა, რის გამოც იგი
მოხსნეს თანამდებობიდან. აღდგა სტატუს-კვო. 1951 წლიდან დაიწყო სამშვიდობო
მოლაპრაკებები, რომელიც დროში გაიწელა, ისე დამთავრდა ტრუმენის
ადმინსიტრაიი ვადა, რო მცეცხლის შეწვტის ხელშკერულებ არ იყო დადებული,
თუმცა საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა. კორეის ომი, იყო ის მოვლენა,
რომელიც ცხადყოფდა, რომ აშშ არ დაუშვებდა კომუნსიტური გავლენის ზრდას და
მეორე მხრივ ეს იყო მოვლენა, რომ აშშ-ს არ შესწევდა უნარი იმისა, რომ
გაეთავისუფლებინა ახალი ტერიტორიები კომუნსიტების ზეგავკლენისგან, ანუ ეს
სტატუს-კვოს შეცვლა აღარ შეეძლო. 

ტრუმეის ადმინსიტრაციის ბოლო პერიოდში, გამოიკვეთა ამერიკის პოლიტიკის


შეზღუდულობა, ის ძირითადი ტენდენციები რაც გაჩნდა აშშ-ისა და სსრკ-ოს შორის,
რაღაც მნიშვნელოვანი ტენდენციებს აქ დაედო სათავე და უცვლელი დარჩა ცივი
ომის დასრულებამდე. NSC 68 იყო დოკუმენტი, რომელმაც შეცვალა შეჩერების
თვდაპირველისტრატეგია, მაქსიმალურად მოახინა მაერიკის ძლიერების ექსპანსია
მთელ მსოფლიოში, ამ სტრატეგიის სედეგად ამერიკას გაუჩნდა სამხედრო ბაზები
მთელი მსოფლიოს მასშტაბებით, კომუნსიტური სამყარო ფაქტორივად ალყაში
მოაქცია, მაგრამ იგი წინ ვეღარ მიდოდა და დაცვას ცდილობდა ამ ტერიტორიების.
ერთი მნიშვენლოვანი განსხვავება შეჩერების პოლიტიკასა და NSC 68-ს შორის
მდგომარეობდა იმაში, რომ თუ ჩერების თავდაპირველი სტრატეგია გულისხმობდა
წერტილოვან თავდაცვას, ანუ იმას, რომ ამერიკას არ უნდა დაეშვა კომუნიზმის
გავრცელება კონკრეტულად დასავლეთ ევროპაში თუ იაპონიაში, NSC 68-ს -ს
შემოჰქონდა პერიმეტრის თავდაცვის გეგმა, რაც გულისმხოდნა მთელ პერიმეტრზე
სადაც არ უნყოფილყო ამერიაკს წინ უნდა აღდგომოდა საბჭოთა გავლენის
გაფართოებას, ეს იყო ის ცვლელბა რამაც უფრო ყოვლისმომცველი გახადა ამერიკის
წინააღმდეგობა სსრკ-ის მიმართ. 

აიზენჰაუერის პოლიტიკა

წარუმატებლობებმა და შიდა ისტერიამ იმოქმედა დემოკრატიული პარტიის


პოპულარობაზე, მაკარტიზმაც იქონია გავლენა.  1952 წლის არჩვენებში
დემოკრატიული პარტიის კანინდატი დამარცხდა და გაიმარჯვა რესპუბლიკელმა
აიზენჰაუერმა. ამ ცვლილებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რადგან დიდი ხნის
მანძილზე დემოკრატი პრეზიდენტი იყო, ხოლო შემდეგ შეიცვლა ვითარება. თვითონ
აიზენჰაუერის პიროვნულ პოპულარობას ჰქონდა გამარჯვების განმაპირობებელი,
იგი იყო ოვერლოდის ხელმძღვანელი იყო გარკვეული ობიექურო ფაქტორებიც, როცა
რესპუბლიკელთა ხედვები უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. აიზენჰაუერმა გაიმარჯვა
1952 წელს, რითაც დაიწყო კიდევ ერთი ეტაპი ამერიკის საგარეო პოლიტიკის
ცვლილების, ეს გარდაქმნა ნაწილობრივ დაკავშირებული იყო  შიდა პოლიტიკურ
ცვლილებებთანაც. შეიძლება ითქვას, აიზენჰაუერის საგარეო პოლიტიკა სსრკ-ის
მიმართ მიბმული იყო რესპუბლიკური პარტიის ზოგად ფილოსოფიასთან რომელიც
გულისმხოდბა გადასახადების შემცირებას, სახელმწიფო პროგრამების, რომლებიც
თავდაცვისუანრიანობის ზრდას ისახავდა მიზნად, ხარჯების შემცირება,ს მეტი
სტიმულის მიცემას კერძო სექტორისთვის, ბიზნესის წახალისებას. ეს შესაძლებელი
იყო რესპუბლიკელების აზრით, მხოლოდ მაშინ თუ მეტი აქცენტი გაკეთდებოდა
ბირთვულ იარაღზე, როგორც თავდაცვის მთავარ საშუალებაზე, ამგვარად, ბალანსი
ბირთვულ და ჩვეულებრივ შეიარაღევას შორის შეიცლებოდა ბირთულის
სასარგებლოდ და აღარ დაიხარჯებოდა დიდი თანხები ჩვეულებრივ შეიარაღებაზე,
ეს ფედერალურ ხელისუფლებას შასაძლებლობას მისცემდა შეემცირებინა
გადასახადები. მთელი დარჩენილი 1950-იანები ამ სულისკვეთებით წარიმართა,
აიზენჰაუერის პოლიტიკას ჰქონდა გარკვეული წარმატებები და წარუმატებლობები. 
აიზენჰაუერის ადმინიისტრაციის დროს საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში
მონაწილეობას პრეზიდენტის გარდა იღებდა მთავარი მრჩეველი-ჯონ ფოსტერ
დალესი, რომელიც გახდა სახელმწიფო მდივანი, და აღსანიშნია მისი ძმა ალენ
დალესი, რომელიც ცენტრალურ სადაზრვევო სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა. ის
იდეები, რითიც მოვიდა აიზნეჰაერი არ აღმოჩნდა ყველა განხორციელებადი,
რეალობა სხვა იყო.  “ახალი ხედვის” პოლიტიკა რამდენიმე ძირითადი ელემენტისგან
შედგებოდა: 

1. პირველი იდეა, მთავარი დაპირება რომელიც დალესს უკავშირდებოდა და


მოწონებული იყო აიზენჰაუერის მიერ იყო ის, რომ აშშ-ის მიერ სსრკ-ის შეჩერება არ
იყო საკმარისი და აუცილებელი იყო “როლბექი”, უკუგდება საბჭთო საფრთხის,
დამატებითი ტერიტორიების, ქვეყნების გათავისუფლება საბჭოთა და კომუნისტური
საფრთხისგან. ამ დაპირებით მოვიდა აიზენჰაუერი, მაგრამ მალევე 1953-1955
წლებში, მისი პრეზიდენტობის პირველივე ვადაში გამოჩნდა, რომ ეს დაპირება არ
იყო განხორციელებადი, რადგან სსრკ მყარად იდგა პოზიციებზე და რკინის ფარდის
მიღმა დამატებითი ტერიტოების გათავისუფლება საბჭოთა გავლენისგან არ იყო
განხორციელებადი. 

2. მეორე ელემენტი უფრო რეალისტური გამოდგა და დაკავშირებული იყო ბალანსის


შეცვლასთან ბირთვულ და კონვენციურ შეარაღებას შორის, ეს ელემენტი ახალი
ხედვის პოლიტიკისა იყო უკვე შეკავება დეტერენს, იგი ნიშნავს მოწინააღმდეგის
შეჩერებას დაშინების გზით.  deterence ნიშნავდა, რომ აშშ მაქსიმალურად გაზრდიდა
თავის ბირთვულ არსენალს, მას ექნებოდა იმდენი ბირთვული ქობინა და გადატანის
საშუალება, ბალისტიკური რაკეტები, რომ ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში აშშს-
ის უნდა შეძლებოდა ბირთვული საპასუხო დარტყმის მიყენება მოწინააღმდგეზე.
ნებისმიერი პრობლემის მოგვარების პანაცეა ბირთვული იარაღი ჩაითვალა, ეს
საშუალებას მისცემდა აშშ-ის შეემცირებინა ჩვეულებრივ შეარაღებაზე გაწეული
ხარჯები. ბირთვული იარაღი უფრო იაფ საშუალებად ჩაითვალა ნებისმიერი
პრობლების მოგვარების. შეკავება იყო ორმხრივი პროცესი, როგორც აშშ აკავებდა ისე
სსრკ-ც, ანუ ბირთვული ურთიერთშეკავება, ამის საფუძველში იდო, ის რასაც
ამერიკაში ეძახდნენ მასობრივ შურისგებას, თუ სსრკ გამოიყენებდა ბირთვულ
იარაღს აშშ-ის წინააღმდეგ, მაგალითდ ჩამოაგდება 1  ატომურ ბომბს, ამას მოყვებოდა
მასირებული შურისგება, აშშ გამოიყნებდა 10 ბომბს.  ამრიგად, ეს შეაჩერებდა მესამე
მსოფლიო ომის დაწყებას და სსრკ-ის აიძულებდა, რომ აღარ ეფიქრა ახალი
ტერიტორიების დაკავებაზე. ის რაც ედო საფუძვლად შეკავების პრინციპს იყო second
strike capability- საპასუხო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა, რისი უნარიც
სსრკ-საც და აშშ-საც გააჩნდათ, თუ ერთ-ერთი მათგანი თავს დაესხმებოდა მეორეს,
მეორეს აუცილებლად ჰქონდა საშუალება ეპასუხა თავდასხმელისათვის ბირთვული
დარტყმით. ეს იწვევდა იმას, რომ არცერთი სუპერსახელმწიფო პირველი არ იყენებდა
ბირთვულ იარაღს. ეს შეკავება გახდა ახალი ხედვის მთავარი მახასიათებელი. 

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც მოხდა აიზენჰაუერის ადმინისტრაციის დროს


იყო ის, რომ თუ ტრუმენის ადმინისტრაციისას მთავარი საფრთხე იყო საბჭოთა
კავშირი და მისი გავლენის გაზრდა, აიზენჰაუერის დროს ტერმინოლოგიურად
მთავარი აქცენტირება ხდებოდა კომუნისტურ საფრთხეზე, იდეოლოგიაზე,
რომელიც სსრკ-ის გარდა არის ჩინეთში და შეიძლება გავრცელდეს ნებისმეირ
ქვეყანაში. კომუნიზმი უფრო წინ იყო წამოწეული 1950-იან წლებში. განსხვავებული
მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ადმინისტრაციის
ხედვა უფრო მართებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა თუკი ისტორიას
გადავხედავთ შევამჩნევთ, რომ ტრუმენის თავდაპირველი ხედვა უფრო ადეკვატური
იყო, რადგან საბჭოთა კავშირი იყო მთავარი საფრთხე, ვინაიდან კომუნიზმი მისთვის
იყო უბრალოდ ინსტრუმენტი საკუთარი ექსპანსიური პოლიტიკის
გასამართლებლად. 

3. კიდევ ერთი ელემენტი იყო ნატო-ს მსგავსი ალიანსების ფორმირება სხვა


რეგიონებში, თუმცა ეს პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან აიზენჰაუერის
შექმნილი ორი ალიანსი SEATO და CENTO 1960-იან წლებში ფაქტობრივად დაიშალა.
სეატო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამხედრო ალიანსი იყო, სენტო-
ბაღდადის პაქტი, ახლო აღმოსავლეთში ალიანსი იყო. იდეა მდგომარეობდა იმაში,
რომ თუ ნატო იცავდა ჩრდილოატლანტიკურ სივრცეს კომუნისტური საფრთხისგან,
სენტოს უნდა დაეცვა ახლო აღმოსავლეთი, სეატოს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.
ხაზგასასმელია, რომ აშშ ცდილობდა მაქსიმალურად ბევრი ადგილობრივი, იმ
რეგიონში არსებული ქვეყანა ჩაერთო ალიანსში, მაგრამ თუ გადავხედავთ
ალიანსების წევრების სიას, გამოიკვეთება, რომ მაინც ადგილობრივი სახელმწიფოები
ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი, შემდეგ კი ეს ქვეყნები მიუმხრობლობის
ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ. ორგანიზაციაში დომინირებდნენ სხვა ხელოვნურად
შემოსული სახელმწიფოები: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი ახალი ზელანდია და
საფრანგეთი. 

4. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო “ზღვარზე ბალანსირების სტრატეგია“-


brinkmanship, იგი გულისხმობდა, რომ თუ სადმე გაჩნდებოდა იმის საფრთე რომ სსრკ
გაზრდიდა თავის გავლენას და ეცდებოდა კომუნიზმის გავრცელებას, აშშ-ის
საპასუხოდ მაქსიმალურად უნდა დაეძაბა ვითარება და მზად ყოფილიყო ბირთვული
იარაღის გამოყენებისთვის, იმ იმედით, რომ სსრკ ან მისი მოკავშირეები ბოლო
მომენტში უკან დაიხევდნენ. ეს “ომის ზღვარზე ბალანსირების სტრატეგია”, რომლის
დროსაც ბირთვული ფაქტორს უნდა ემუშავა როგორც შემაკავებელ ფაქტორს, აშშ-მა
რამდენჯერმე გამოიყენა 1950-იან წლებში. ეს ტაქტიკა აიზენჰაუერმა რამდენჯერმე
გამოიყენა: წარმატებულად კორეის ომში 1951-53 წლებში, როდესაც აშშ დაიმუქრა,
რომ თუ საზღვარი 38-ე პარალელზე არ დაფიქსირდებოდა, მაშინ ბირთვულ იარაღს
გამოიყენებდა. შედეგად ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. კიდევ
ერთი ტერმინი, რომელიც ამ დროს დამკვიდრდა იყო - “დომინოს ეფექტი”, კერძოდ,
აიზენჰაუერი და დალესი, ხშირად ადარებდნენ კომუნიზმის გავრცელებას ერთ
ქვეყანაში დომინოს ერთი ქვის წაქცევას, რომელსაც მოჰყვებოდა მთელი ქვების
წყების წაქცევა, ანუ კომუნიზმის გავრცელება დანარჩენ სახელმწიფოებში. ამიტომ
საჭირო იყო ამ საფრთხის აღკვეთა და იმავე რეგიონში არ ყოფილიყო
სახელმწიფოების გაწითლება. 

6. ბოლო მნიშვნელოვანი ელემენტი იყო გაზრდილი როლი ცენტრალური


სადაზვერვო სამსახურებისთვის, განსაკუთრებით ცენტრალური სადაზვერვო
სააგენტოსი, რომელსაც სათავეში ედგა სახელმწიფო მდივნის ძმა- ალენ დალესი.
ასევე როლი გაეზარდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რომელსაც ედგარ ჰუვერი
ხელმძღანელობდა და რომელსაც უკვე კონტრსადაზვერვო ფუნქციები შეემატა. ეს
მნიშვნელოვანი იყო, რადგან კლაუს ფუქსის და ცოლ-ქმარი როზენბერგების
შემთხვევა, რომელთაც სსრკ-ის გადასცეს ბირთვული საიდუმლო მათ მიერ იყო
გამოძიებული. აღსანიშნავია, რომ 1950-იანი წლები ცენტრალური სადაზვერვო
სააგენტოს დიდების წლები იყო და მას ჰქონდა ძალიან ბევრი წარმატება,
რომელთაგან აღსანიშნია ორი ოპერაცია: გვატემალასა და ირანში. გვატემალაში CIA-ს
ოპერაცია მიზნად ისახავდა რეჟიმის შეცვლას, რადგან პრეზიდენტი გახდა
მემარცხენე იაკობო არბენს გუსმანი, რომელმაც მოახდინა ნაციონალიზება
ამერიკული კომპანიების საკუთრების, ერთ-ერთი იყო “United Fruits Company”,
რომელმაც დახმარებისთვის მიმართა აშშ-ის მთავრობას. ცენტრალურმა სადაზვერვო
სააგენტომ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია გუსმანის წინააღმდეგ აჯანყებულებს,
რის შედეგადაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, გვატემალაში კომუნიზმის
გავრცელების საფრთხე აღმოიფხვრა და პროამერიკული ხელისუფლება დამყარდა. 
ამგვარად, კოდური ოპერაცია PBSUCCESS-ის მეშვეობით გვატემალაში დამყარდა
კარლოს კასტილიო არმასის სამხედრო რეჟიმი. მეორე წარმატებული ოპერაცია
ჩატარდა 1953 წელს ირანში, კერძოდ ჩამოაგდეს ირანის ახალი პრემიერი მოჰამედ
მოსადეყი, რომელმაც მოახდინა უცხოური კომპანიების საკუთრების
ნაციონალიზება, მათ შორის ნავთობის მომპოვებელი კომპანიების. სწორედ აშშ-ის
ინტერესების საწინააღმდეგო ამ ქმედებების გამო CIA-მ დააფინანსა რევოლუცია
მოსადეყის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ირანში დაბრუნდა პროამერიკული
პოზიციის მქონე, შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ამ
ჩარევის გამო ირანელები განსაკუთრებით განაწყენდნენ აშშ-ზე და დაიკავეს მისი
საწინააღმდეგო პოზიცია. 
აუცილებელია აღინიშნოს, რომ აიზენჰაუერის ადმინისტრაციის ბოლო წლებში
გაიზარდა წარუმატებლობები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი იყო
1959 წლის კუბის რევოლუცია, როდესაც აშშ-ის მეზობელ კუბაში დამყარდა
კომუნისტური რეჟიმი. 

წარმატებები- შეკავების პოლიტიკის მთავარი წარმატება იყო ის, რომ 1950-იანმა


წლებმა მშვიდად ჩაიარა, არ ყოფილა კონფრონტაციის დიდი საფრთხე, არ ყოფილა
ისეთი კრიზისი, რომელსაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი მოჰყოლოდა.
ეკონომიკური ბუმი იყო, იქმნებოდა სამუშაო ადგილები, აშშ უბრუნდებოდა
ნორმალურ ცხოვრებას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. კიდევ ერთ წარმატება იყო
კორეის ომის დასრულება 1953 წელს, თუმცა ეს არაა სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მან ეს საკითხი
დროებით მოაგვარა, თუმცა ამაზე გავლენა იქონია სტალინის გარდაცვალებამაც. 

რამდენიმე კრიზისი იყო 1950-იან წლებში, როცა აიზენჰაუერის ადმინისტრაციამ


წარმატებით გამოიყენა “ომის ზღვარზე ბალანსირების სტრატეგია” და შეაჩერა
კომუნისტური გავლენის სფეროს გაზრდა. აღსანიშნია ტაივანის სრუტის პირველი
კრიზისი 1954-1955 წლებში, ასევე 1958 წლის მეორე კრიზისი, როცა ჩინეთის
კომუნისტური ხელისუფლება ცდილობდა ტაივანის სრუტეში მდებარე ორ
სტრატეგიულად მნიშვნელოვან პატარა კუნძულის კემოისა და მაცუს დაკავებას,
რისთვისაც მას გამზადებული ჰქონდა შეიარაღებული ძალები. ამ კუნძულების
დაკავების შემთხვევაში ჩინეთს მარტივად შეეძლებოდა ტაივანზე კონტროლის
დამყარებაც. აიზენჰაუერის ადმინისტრაციამ ორივე კრიზისის დროს გაუგზავნა
შესაბამისი მუქარისშემცველი მესიჯი მაო ძედუნს, რომ აშშ მზად იყო გამოეყენებინა
ყველა საშუალება, მათ შორის ბირთვული იარაღი, რათა არ დაეშვა ამ ორი კუნძულის
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელში გადასვლა. საბოლოო ჯამში, ამ მუქარამ
გაამართლა და ტაივანს დარჩა ეს კუნძულები. 

წარუმატებლობა- რაც შეეხება “ომის ზღვარზე ბალანსირების სტრატეგიის”


წარუმატებლობას, ამ მხრივ გამოსაყოფია 1956 წლის უნგრეთის რევოლუცია, როცა
უნგრეთში დემოკრატიულად არჩეული იმრე ნადის ხელისუფლება გამოვიდა
ინიციატივით, რომ უნგრეთს დაეტოვებინა ვარშავის პაქტი. ამაზე მკვეთრად
უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ნიკიტა ხრუშჩოვს, რადგან ვარშავის პაქტიდან
უნგრეთის გასვლა, აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირს დააკარგვინებდა
სატელიტს და სხვა სახელმწიფოებისთვის მაგალითი გახდებოდა იმისა, რომ მათაც
შეეძლოთ საბჭოთა გავლენისაგან გათავისფულება. ამ საფრთხის აღსაკვეთად,
ხრუშჩოვმა საბჭოთა კავშირის ძალები გააგზავნა უნგრეთში და სისხლიანი
დაპირისპირების შედეგად, დაამხო იმრე ნადის ხელისუფლება, რომლის ნაცვლადაც
უნგრეთში დასვეს მარიონეტული ფიგურა იანუშ კადარი. აშშ-მა ვერანარიად ვერ
შუეშალა ხელი უნგრეთში განვითარებულ ტრაგედიას, რაც ცხადყოფდა რომ რკინის
ფარდის იქით აშშ-ს არ შესწევდა მოქმედების ძალა და როლბექის სტრატეგია იყო
არაეალური. მეორე მხრივ ამ მოვლენებმა ცხადყო, რომ აშშ-ის მოქმედება იყო
მოუქნელი, ზედმეტად ხისტი, ის გამორიცხავდა მესამე ომის დაწყებას, მაგრამ
პერიფერიებზე იქ ვითარების მოქნილად გადაწყვეტის საშუალებას არ იძლეოდა.
ეიზენჰაუერის კრიტიკოსები იმ საკითხზეც აპერირებდნენ, რომელიც გულისხმობდა
მთელი აქცენტის გადატანას ბირთვულ შეიარაღებაზე, მათი აზრით, მხოლოდ ამ
სახის იარაღის განვითარება დაუშვებელი იყო, რადგან ჩვეულებრივ, კონვენციურ
იარაღსაც ჰქონდა უპირატესობები, 1959 წლის კუბის რევოლუციამ გამოამჟღავნა, რომ
ბევრ ასპექტში საბჭოთა კავშირი წინ იყო. სიმბოლური სარტყმა საბჭოთ კავშირის
მხრიდან იყო პირველი ხელოვნური თანამგზავრის “სპუტნიკის” გაშვება კოსმოსში,
რითაც დაასწრეს აშშ-ს და უფრო წინ წავიდნენ ბალისტიკური რაკეტების
განვითარებაში. ამ უკანასკნელზე არ ყოფილა ისტორიკოსთა თანხმობა, თუმცა
ამერიკის საზოგადოებაში განჩდა ამგავრი აღქმაც. საყურადღებო იყო, რომ
წყალბადის ბომბის შემთხვევაშიც სსრკ დაწინაურდა. 

ერთი დიდი ცვლილება საბჭოთა კავშირის პოლიტიკაში მოხდა 1956 წლის


ხრუშჩოვის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე, როდესაც მან დაგმო  სტალინის
კულტი, რითაც დაბნეულობა გამოიწვია აშშ-ში, მათ არ იცოდნენ ეს რა გამოძილს
ჰქოვებდა საგარეო პოლიტიკაში. შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს მხლოდ შიდა
პოლიტიკური განაცხადი იყო და საგარეო ასპარეზზე სსრკ კვლავ დარჩა აგრესიულ
აქტორად, რაც უნგრეთის რევოლუციისას დამტკიცდა. 

წარუმატებლობა იყო 1960 წლის სადაზვერვო თვითმფრინავების პროგრამის


ფარგლებში, სსკრ-ის მიერ ამერიკული U 2 ჩამოგდება, ხოლო მფრინავი პაუერსის
ტყვედ აყვანა. რაც თავდაპირველად აშშ-მა უარყო, თუმცა შემდეგ აღიარება
მოუწიათ. 1960 წლის არჩევნებში მონაწილეობდა რიჩარდ ნიქსონი- ვიცე
პრეზიდენტი აიზენჰაუერის ადმინისტრაციისას, დემოკრატების მხრიდან
ახალგაზრდა კანდიდატი-ჯონ კენედი, რომელმაც დაამარცხა ნიქსონი. 

აიზენჰაუერის პრეზიდენტობის მეორე ვადაში მოხდა რამდენიმე ისეთი მოვლენა,


რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყო გამოწვევა აშშ-ის საგარეო პოლიტიკისათვის,
მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სუცეის კრიზისი 1956 წელს, როდესაც
ეგვიპტის პრეზიდენტმა ნასერმა მოახდინა მისი ნაციონალიზაცია. სუეცის არხის
კრიზისმა უბიძგა აიზენჰაუერს 1957 წელს გამოექვეყნებინა ე.წ აიზენჰაუერის
დოქტრინა, რომელიც ეხებოდა ახლო აღმოსავლეთს და გულისხმობდა იმას, რომ
თუკი რომელიმე ქვეყანა იგრძნობდა საფრთხეს საბჭოთა კავშირისაგან, მაშინ აშშ
მზად იყო და იღებდა კიდევაც ვალდებულებას, დახმარებოდა ამ ქვეყნას
სუვერენიტეტის აღდგენაში. რეალურად აიზენჰაუერის დოქტრინამ იმუშავა 1958
წელს, როცა ლიბანის ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, დაპატიჟა ამერიკელები, რათა
დაეცვათ ისინი სავარაუდო კომუნისტური გადატრიალებისგან. ლიბანისთვის ეს არ
იყო გამოსავალი, რადგან მოგვიანებით იგი ჩათრეულ აღმოჩნდა სამოქალაქო იმში და
ისრაელ-სირიის დაპირისპირებაშიც. 

ბერლინის კრიზისი: 1958 წლის 10 ნოემბერს, ნიკიტა ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ აშშ-
ს, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს უნდა გამოეყვანა თავისი ძალები დასავლეთ
ბერლინიდან. კრიზისის კულმინაცია 1961 წელს ბერლინის კედლის აშენება იყო.
1959 წელს ლიდერები შეხვდნენ ჟენევაში, თუმცა ამ შეხვედრას რაიმე მნიშვნელოვანი
შედეგი არ გამოუღია. კიდევ ერთი წარუმატებლობა, რომელიც დაემთხვა
აიზენჰაუერის პრეზიდენტობის დასასრულს იყო 1959 წლის კუბის მოვლენები,
სადაც პროამერიკული ხელისუფლება და მისი მეთაური ბატისტა დაამარცხა
პროკუმინისტურმა ძალებმა ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით და დაამყარა
სახალხო მმართველობა. მართალია ის არ იყო თავიდანვე რადიკალურად
კომუნისტური, მაგრამ მას შემდეგ, რაც კასტრომ დაიწყო თითქმის ყველაფრის
ნაციონალიზაცია, აიზენჰაუერმა კი მის წინააღმდეგ დააწესა სანქციები, კუბა
ავტომატურად დაუახლოვდა საბჭოთა კავშირს. რომ შევაჯამოთ, აიზენჰაუერის
პერიოდში იყო, როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი ეპიზოდები. ის
საკმაოდ კარგ პრეზიდენტად ითვლება ამერიკულ საზოგადოებაში, რადგან
ცხოვრების ხარისხი და ეკონომიკური დონე გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ
ბირთვულ იარაღზე ორიენტაციის აღებამ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა გახდა
შედარებით ხისტი და მოუქნელი.

კენედის ადმინისტრაცია

1960 წლის არჩევნებში პრეზიდენტ კენედის გამარჯვება მნიშვნელოვანი


ცვლილებების დასაწყისი გახდა, როგორც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, ისე
საშინაოში, რადგან გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციის სათავეში მოვიდა
დემოკრატიული პარტია, მოხდა თაობათა ცვლა, ანუ ახალგაზრდა პოლიტიკოსები
მოვიდნენ აშშ-ის სათავეში. 

ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ კენედისა და ჯონსონის ადმინისტრაციის მიდგომა სსრკ-


ის მიმართ არ იყო სწორი და იგი ბევრ წარუმატებლობის მიზეზი იყო, მეორე მხრივ
ზოგიერთ მკვლევარის აზრით, აიზენჰაუერის პოლიტიკა მოძველებული იყო და
საჭიროებდა განახლებას, რა დროსაც ისინი კუბის რევოლუციაზე ამახვილებენ
ყურადღებას, ვინაიდან აშშ პირდაპირი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მეზობელი
კომუნისტური სახელმწიფოს სახით. საინტერესო იყო ის, რომ კენედის
ადმინისტრაციის პირველივე და ყველაზე მნიშნველოვანი საგარეო გამოწვევა
უკავშირდებოდა კუბას, ეს მოხდა მანამდე სანამ დაიწყებოდა კუბის კრიზისი, 1961
წლის აპრილში, ის წარუმატებელი სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჩაატარა კუბაზე,
რომლის მიზანიც იყო ფიდელ კასტროს დამხობა. ეს იყო კენედის პირველი საგარეო
პოლიტიკური მნიშნველოვანი ნაბიჯი და პირველი დიდი მარცხი, თუმცა
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ ოპერაციის წარუამტებლობაზე პასუხისმგებლობა
მხოლოდ კენედის ადმინისტრაციას არ ეკისრებოდა, ვინაიდან იგი შემუშავებული
იყო ეიზენჰაუერის ადმინისრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს
მიერ. კენედი სულ 2 თვის პრეზიდენტი იყო, როცა შეცდომა დაუშვა და CIA-ს
დაეთანხმა ამ ოპერაციის ჩატარებაზე, საუაბრია ღორების ყურეში წარუმატებელ
შეჭრაზე, რომლის მიხედვითაც ამერიკელები ამზადებდნენ კუბიდან ემიგრირებულ
აჯანყებულებს, რომელთაც უნდა დაეწყოთ აჯანყება და დაეკავებინათ ჰავანა.
ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ მასზე ინფორმაცია მოიპოვა
საბჭოთა სპეცსამსახურებმა, რომელთაც გააფრთხილეს ფიდელ კასტრო დ იგი
დახვდა აჯანყებას მომზადებული, ხოლო მეორე მხრივ იმის გამო, რომ მოსახლეობამ
მხარი არ დაუჭირა აჯანყებულებს. საბოლოო ჯამში, კასტრომ მალევე განდევნა
აჯანყებულები კუბიდან და დაიწყო სსრკ-სთან კიდევ უფრო დაახლოება. კენედის
ადმინისტრაციის ამგვარი შეცდომა აიხსნებოდა მათი ახალგაზრდული ხედვით,
სურვილით შეეცვალათ აიზენჰაუერის ხისტი პოლიტიკა-ბირთვული შეკავების
სტრატეგია, რის გამოც თითქოს აშშ ჩამორჩებოდა მრავალ სფეროში სსრკ-ის. ეს
მეტყველებს, რომ თავიდანვე კენედის ადმინისტრაციამ შეიმუშავა განსხვავებული
სტრატეგია ცივ ომში, რომლის სამხედრო კომპონენტს ეწოდებდა “მოქნილი
რეაგირების” დოქტრინა. თავად ეს ფრაზა მომდინარეობდა აშშ-ის შეირაღებული
ძალების გენერალური შტაბის უფროსის მაქსველ ტეილორის წიგნიდან, რომელიც
ეხებოდა აიზენჰაუერის პოლიტიკის კრიტიკას და მეტ მოქნილობას მოითხოვდა აშშ-
ის სამხედრო სტრატეგიაში. სწორედ ამ ფრაზით შეიძლება დავახასიათოთ,
ჯონსონის და კენედის ადმინისტრაციის პოლიტიკა. თუ აიზენჰაეურის სტრატეგია
მთელ იმედს ამყარებდა ბირთვულ შეიარაღებაზე, როგორც ნებისმიერ კრიზისში
გამოსავალს, ეს არ იყო საკმარისი დემოკრატებისთვის და მათი აზრით, უზღუდავდა
ამერიკას სხვა სახის ძალების გამოყენებას, რაც გამოჩნდა 1959 წელს კუბასა და 1956
წელს უნგრეთში. ახალი მიდგომა უნდა ყოფილიყო  მოქნილი, როგორი საფრთხეც არ
უნდა ყოფილიყო ის და სადაც არ უნდა ყოფილიყო ეს საფრთხე, იმის შესაბამისი
პასუხი, რეაქცია  უნდა გაეცა აშშ-ს. მაგალითად თუ იქნებოდა საფრთხე რომელიმე
მესამე სამყაროს ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომში კომუნისტები ეცდებოდნენ
თავიანთი კანდიდანტის გამარჯვებას, მაშინ აშშ უნდა ჩარეულიყო და არ დაეშვა ეს,
ან თუ იქნებოდა დაპირისპირება ჩვეულებრივი შეიარაღებით ამერიკას ასეთი იარაღი
უნდა ჰქონოდა და გამოეყენებინა. თუ ამერიკას პირობითად დაემუქრებოდნენ
ტანკით, ამერიკას უნდა ეპასუხა ტანკით და ა.შ. ეს მოქნილი რეაგირების დოქტრინა
არ უნდა გავიგოთ, ისე თითქოს აშშ მთლაინად გადაერთო ჩვეულებრივ იარაღის
მობილიზებაზე, პირიქით ამ დოქტრინის მიხედვით, როგორც ბირთვული ისე
ჩვეულებრივი შეიარაღების შესაძლებლობების განვითარება უნდა მომხდარიყო. ამის
განო, 1961 წლიდანვე ეს გამალებული შეიარაღების ძალისხმევა გაძლიერდა, აშშ-მა
ყველა სახის შეიარაღების განვითარება დაიწყო, განსაკუთრებით გაიზარდა
ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა. აღსანიშნია, რომ იმ პერიოდში გამოიგონეს
მირვის ტექნოლოგია, როცა ერთ რაკეტაზე რამდენიმე ბირთვული ქობინის
დამონტაჟებაა შესაძლებელი. ეს მთლიანად ცვლიდა ბირთვულ ბალანსს, რადგან
ორივე ზესახელმწიფოს ჰქონდა ეს ტექნოლოგია. ამ ქმედებების გამო და აშშ-ის
რიტორიკის გამო ძალიან დაიძაბა ურთიერთობა აშშ-სსრკ-ის შორის. გამალებული
შეიარაღების ლოგიკა იმაში იყო, რომ თუ ერთი მხარე ზრდიდა საკუთარ სამხედრო
შესაძლებლობებს მეორეს უჩნდებოდა დაუცველობის განცდა და ისიც ზრდიდა
საპასუხოდ შეიარაღებას. ასე მოიქცა სსრკ-იც, როცა მას ხელმძღვანელობდა ნიკიტა
ხრუშჩოვი. 1960-იან წლებში ორივე სახელმწიფო ძალიან სწრაფად ავითარებდა,
როგორც ბირთვულ ისე ჩვეულებრივ იარაღს. ამავე დროს კენედის ადმინისტრაციამ
შეიმუშავა ახალი მიდგომები შეიარაღებულ ძალებში, ელიტარული-მწვანე
ბერეტების დანაყოფი შექმნა, რომელთაც ბრძოლა მესამე სამყაროს ქვეყნებში უნდა
შეძლებოდათ, მათ ნებისმიერ გეოგრაფიულ გარემოში უნდა შეძლებოდათ
ადაპტირება და შეწინააღმდეგება კომუნისტურ ძალებთან ლათინურ ამერიკასა და
აზიაში. მესამე სამყარო ახალი სივრცე გახდა დაპისირპირების აშშ-სა და სსრკ-ს
შორის. კუბის მერე, სსრკ აქტიურობდა ლათინურ ამერიკაში, მაგრამ კენედი
პრინციპულად უდგებოდა ამ საკითხს და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არ
დაეშვა კიდევ ერთი ლათინურამერიკული სახელმწიფოს გაწითლება. 1960-იანი
წლების დასაწყისში მოხდა სერიოზული გადახალისება მოხდა სამხედრო სფეროსი
და სააგრეო პოლიტიკისა, ნაწილობრივ დაბრუნდა ტრუმენის ადმინისტრაციის
პირობებში შემუშავებული პრინციპი, რომელიც NSC 68-ის მერე დამკვირდა და 
გულისხმობდა, რომ კომუნისტური საფრთხე ნებისმიერ მსოფლიო წერტილში უნდა
აღკვეთილიყო. კენედის ადმინისტრაციისას ეს მიდგომა კიდევ უფრო აქტიურად
გამოიყენებოდა, ამგვარად აშშ მაქსიმალურად ცდილობდა მსოფლიოს არცერთ
წერტილში არ დაეშვა კომუნიზმის გავრცელება და დაეცვა თავისუფალი ქვეყნები
მოქნილად. ასევე უნდა მომხდარიყო კალიბრაცია, ანუ მოზომვა საპასუხო რეაქციის,
რათა აშშ-ის ქმედება საფრთხის ადეკვატური ყოფილიყო და არა გადაჭარბებული ან
პირიქით ზედმეტად სუსტი. ეს საკმაოდ კარგად იყო თეორიულად გაწერილი, თუმცა
პრაქტიკაში ძალიან რთული იყო გასახორციელებლად, რაც შემდგომში ვიეტნამის
ომში კარგად გამოჩნდა.  კენედის ზოგადად ჰქონდა დიდი ამბიციები, მას ჰქონდა
პროგრამა - “ახალი საზღვრების” NEW FRONTIERS, რომლის მიხედვითაც აშშ-ის
უნდა დაეპყრო ახალი მიჯნები, აეთვისებინა ახალი ტერიტორიები იმისთვის, რომ
უფრო გაზრდილიყო მისი პრესტიჟი და ეკონომიკური კეთილდღეობა, ყველა
სფეროში (ტექნოლოგია, კოსმოსი, მეცნიერება) საჭირო იყო ახალი წარმატებები,
რადგან ძველი საკმარისი არ იყო. კენედიმ ჩაუყარა საფუძველი კოსმოსურ
პროგრამას, რომლის მიხედვითად ადამიანი უნდა გაგზავნილიყო კოსმოსში. საშინაო
პოლიტიკაში ამბიციური მიზნები ჰქონდა, თუმცა მათი გახორციელება მკვლელობის
გამო არ დასცალდა. მისი ინიცირებული სოციალური პროგრამები შემდგომში
ჯონსონმა გაატარა, საპენსიო სახის და სკოლების დაფინანსების. 

კენედის ადმინისტრაციისთვის გამოწვევა იყო ბერლინის ახალი კრიზისი, რომლის


დროსაც ბერლინი დაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინად. ძალიან
ბევრი ადამიანი გარბოდა გდრ-დან გფრ-ში ბერლინის გავლით, რის აღსაკვეთადაც
ხრუშჩოვმა გადაწყვიტა კედლის მშენებლობა. მაქამდე 1962 წელს ვენაში შეხვდა
კენედი ხრუშჩოვს, სადაც ვერ მოილაპარაკეს ბევრ საკითზე. ამიტომ 1961 წლის
აგვისტოში სსრკ-მა აღმართა ბერლინის კედელი, რითად აღკვეთა მიმოსვლა
დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს შორის, ამან შეაჩერა გადინება მოსახლეობის,
კედლის აშენებიდან რამდენიმე თვეში კენედი ჩავიდა ადგილზე და წარმოდგა
ცნობილი სიტყვა- მე ვარ ბერლინელი, რითაც სოლიდარობა გამოხატა დასავლეთ
ბერლინის მცხოვრებლების მიმართ. ეს იყო კრიზისი, რომელიც დასრულდა კედლის
აშენებით და დადასტურდა, რომ არ ჰქონდა აზრი როგორი დოქტრინა არ უნდა
შეემუშავებინა აშშ-ის, იგი მაინც განუხორციელებელი რჩებოდა იმ ტერიტორიების
მიმართ, რომელზეც უკვე იდგა სსრკ-ის ჯარები. 

 კუბის კრიზისი

მეორე მნიშნველოვანი კრიზისი იყო კუბის სარაკეტო კრიზისი, რომლის ცხელი


ფაზაც გრძელდებოდა  1962 წლის 13 დღის განმავლობაში, 1962 წლის 16
ოქტომბრიდან-29 ოქტომბრის ჩათვლით. ამან კინაღამ მიიყვანა მსოფლიო მესამე
მსოფლიო ომამდე. კენედის ადმინისტრაციამ კარგად გაართვა თავი ამ კრიზისს.
კრიზისს წინ უძღოდა 1962 წლის ოქტომბერში ამერიკის სადაზვერვო
თვითმფრინავის U2-ის მიერ  ფოტოების გადაღება კუბისთვის, რომელზეც  გამოჩნდა
რომ კუნძულზე მშენებარე სამხედრო ბაზაში განთავსებული იყო საშუალო და შორი
რადიუსის ბალისტიკური რაკეტები. არსებობდა ინფორმაციაც, რომ ეს რაკეტები
აღჭურვილი იყო ბირთვული ქობინებით. ეს ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირს
კუბიდან შეეძლო დაებომბა აშშ-ის ქალაქები, მათ შორის ვაშინგტონი. ეს გახდა
სერიოზული კრიზისის დასაწყისი. კენედიმ შექმნა ექსკომი, სადაც შევიდნენ მაღალი
თანამდებობის პირები, რომელთაც უნდა გადაეჭრათ პრობლემა. თავად ექსკომის
მუშაობაში დიდი როლი შეასრულეს რობერტ კენედიმ, პრეზიდენტის ძმამ,
სახელმწიფო მდივანმა-დინ რასკმა და რობერტ მაკნამარამ- თავდაცვის მდივანმა.
ექსკომი განიხილავდა პრობლემის ალტერნატიულ მოგვარების გეგმას, პირველი
გულისხმობდა კრიზისის საერთოდ იგნორირებას, უმოქმედობას, მეორე
გულისხმობდა ჩვეულებრივი შეიარაღებით სამხედრო ოპერაციის ჩატარებას კუბის
წინააღმდეგ, მის დამომბვას, თუმცა აქ იყო ალბათობა რომ აშშ-ის ვერ
გაენადგურებინა ყველა რაკეტა, რის შემდეგაც სსრკ-ის შეეძლებოდა მის საპასუხოდ
გამოყენება აშშ-ის წინააღმდეგ. ასევე განიხილებოდა ბირთვული დარტყმის მიყენება
კუბაზე, თუმცა კენედიმ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე
თავიდან დღისწესრიგიდან მოხდა ეს ვარიანტი. საბოლოოდ, ექსკომის წევრები
შეჯერდნენ იმ გეგმაზე, რომელიც ბლოკადის გამოცხადებასა და მის დაცვას
გულისხმობდა. ამერიკულ ფლოტს და შეიარაღებულ ძალებს უნდა შემოერტყათ
ალყა და მოექციათ ბლოკადაში კუბა, რათა დამატებითი იარაღის მიწოდება არ
მოეხდინა სსრკ-ის კუბისათვის. საინტერესოა, რომ აშშ-მა არ უწოდა კუბის
იზოლირებას ბლოკადა, რადგან ეს სამხედრო კონოტაციის მატარებელი ტერმინი იყო
და მის ნაცვლად არჩია სამედიცინო დატვირთვის მქონე ტერმინი-კარანტინი. 1
კვირაში, 22 ოქტომბერს კენედიმ საჯარო სატელევიზიო გამოსვლაში საზოგადოებას
აცნობა,რომ კუბაში აშშ-მა აღმოაჩინა ბალისტიკური რაკეტები, რასაც მოჰყვა
დიპლომატიური არხების გზით საერთაშორისო პარტნიორებისათვის ინფორმაციის
მიწოდება, პარალელურად დაუკავშირდნენ სსრკ-ის პოლიტბიუროს.
თავდაპირველად სსრკ ეუვალ პოზიციას იკავებდა, შემდე კი ეს რიტორიკა შეიცვალა
და ნიკიტა ხრუშჩოვმა გაუგზავნა აშშ-ს წერილი, რომელშიც იგი მზადყოფნას
გამოხატავდა კუბიდან რაკეტების გატანაზე, თუკი აშშ უარს იტყოდა კუბაში
ინტერვენციაზე და საფრთხეს არ შეუქმნიდა ფიდელ კასტროს. კენედის მოეწონა ეს
წინადადება და მზად იყო მის დათანხმებაზე, თუმცა მოულოდნელად მოვიდა მეორე
წერილი, რომელიც ითხოვდა ამერიკისგან, რათა მას გაეტანა 1950-იან წლებში
თურქეთსა და იტალიაში განთავსებული საშუალო სიშორის რაკეტები. ეს
ართულებდა ვითარებას, რადგან კუბის კარანტინი გრძელდებოდა ინციდენტების
ფონზე, კერძოდ  ამერიკის თვითმფრინავი ჩამოგდეს, რაზეც რეაქციისგან აშშ-მა
ამჯობინა თავის შეკავება, მერე იყო სსრკ-ის წყალქვეშა ნავის დაძრა კუბის
მიმართულებით, რომელიც დატვირთული იყო ბირთვული არსენალით, მის
წინააღმდეგ აშშ-მა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რაზეც პროტოკოლი
ითვალისწინებდა წყალქვეშა ნავების ხელმძღაველობის მიერ  საპასუხო  ბირთვული
დარტყმის მიყენებას აშშ-სათვის, თუმცა აქ დიდი როლი ითამაშა ადამიანურმა
ფაქტორმა, ამ რეაქციაზე პასუხისმგებელმა პირმა თავი შეიკავა გასროლისაგან და
იხსნა მსოფლიო ომის დაწყებისაგან. პრობლემის გადასაჭრელად დიდი როლი
ითამაშა  რობერტ კენედიმ, რომელმაც პირდაპირ კომუნიკაცია დაამყარა საბჭოთა
კავშირის ელჩ ანტონ დობრინთან, ასევე პარალელურად მიმდინარეობდა
მოლაპარაკებები დაზვერვის სამსახურების მიმართულებით. რობერტ კენედიმ
მოიფიქრა, რომ აშშ-ის უნდა ეპასუხა ხრუშოვის პირველი წერილისთვის, მეორე
წერილი კი დაეგნორებინა, თუმცა პარალელურად კენედი შეხვდა რუსეთის ელჩს,
სადაც ზეპირად დაპირდა საბჭოთა კავშირს, რომ გაიტანდა თურქეთიდან რაკეტებს,
რის გაკეტებასაც ისედაც აპირებდნენ ამერიკელები ახალი სტრატეგიის ფარგლებში.
ეს პასუხი მისაღები აღმოჩნდა საბჭოთა კავშირისათვის, რის საფუძველზეც, მათ
დაიწყეს რაკეტების გატანა კუბიდან, რაც 1 თვეში დასრულდა.  კენედის
ადმინისტრაციის ეს პერიოდი იყო ცივი ომის პიკი და მერე დაიწყო ურთიერთობების
გარკვეულწილად რეგულირება, დაიწყო საუბარი ბირთვულ განიარაღებაზე, მალევე
დაიდო ბირთვული ცდების შეზღუდვების ხელშეკრულება აშშ-სა და სსრკ-ის შორის,
რითაც შეიზღუდა ცდების ჩატარება კოსმოსში, ხმელეთზე, ატმოსფეროში და
წყალში. მოგვიანებით, ჯონსონის დროს 1968 წლის დაიდო ბირთვული
გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომელმაც აღიარა 5 ბირთვული
სახელმწიფო და დანარჩენებმა ვალდებულება აიღეს რომ არ შექმნიდნენ ბირთვულ
იარაღს. ამგვარად, კუბის კრიზისმა საფუძველი ჩაუყარა განიარაღებისაკენ სწრაფვას.
ამითი ის პრობლემები, რომელიც არსებობდა  ორ  სუპერსახელმწიფოს  შორის არ
გადაჭრილა. 

ვიეტნამი

დაიწყო ახალი კრიზისი, ვიეტნამის ომის სახით, რომლის უმეტესი ნაწილი


ჯონსონის ადმინისტრაციის პირობებში მიმდინარეობდა. ვიეტნამი 1954 წლის
ჟენევის შეთანხმების თანახმად, უნდა ჩამოყალიბებულიყო ერთიან სახელმწიფოდ,
სადაც ჩატარდებოდა არჩევნები, მას შემდეგ რაც ფრანგული ჯარი გავიდოდა, თუმცა
ეს არ შესრულდა, ქვეყანა ფაქტობრივად დარჩა მე-17 პარალელზე ორად გაყოფილად,
სადაც ჩრდილოეთში იყო კომუნისტური რეჟიმი ხო ში მინით სათავეში, სამხრეთით
პროამერიკული, სამოქალაქო ნგო დინ დიმის ხელმძღვანელობით, რომელიც
კორუმპირებული იყო და დიქტატორული. ჩრდილოეთ ვიეტნამმა შემქნა
პარტიზანული დაჯგუფება ვიეტკონგი, რომელიც ახორციელებდა რეიდებს სამხრეთ
ვიეტნამის სოფლებში, ისე რომ სამხრეთ ვიეტანმის ხელისუფლება ბევრ ქალაქსა და
სოფელზე კარგავდა კონტროლს.  ამ საფრთხის საპასუხოდ, მთელი ვიეტანმი
შეიძლებოდა  გამხდარიყო კომუნისტური, კენედიმ გაგზავნა თავისი მრჩევლები
საიგონში, სადაც მათ უნდა მოეფიქრათ რა სტრატეგია უნდა აერჩია ვიეტნამს.
საბოლოო ჯამში, არცერთმა შეთავაზებამ არ გაამართლა, რადგან დაპირისპირება
უკვე სამხედრო სახეს იძენდა, მაგალითად ერთ-ერთი ითვალისწინებდა სამხრეთ
ვიეტნამის გლეხების გადასახლებას, კომპაქტური დასახლების შექმნის მიზნით რაც
ასევე უშედეგო იქნებოდა და გათავისუფლებულ ტერიტორიას იკავებდნენ
ჩრდილოეთ ვიეტნამელები. გადაწყდა მწვანე ბერეტების გაგზავნაც. ამრიგად,
კენედის ადმინისტრაციის დროს, ამერიკელთა სამხედრო წარმომადგენლობა 
ვიეტნამში იზრდებოდა, თუმცა ჯერ ომი არ იყო დაწყებული. 1963 წლის ნოემბერში,
ამერიკელებმა და ცენტრალურმა სადაზვერვო სამხახურმა გადაწყვიტეს, რომ
მთავარი მიზეზი, რომელიც აფერხებდა სამხრეთ ვიეტნამის დაცვას, უკავშირდებოდა
კორუმპირებულ ნგო დინ დიმს. ამის გამო აშშ-მა ფარულად სამხედრო
გადატრიალებას შეუწყო ხელი და ნახევრად სამოქალაქო-სამხედრო რეჟიმი დაამყარა
სამხრეთ ვიეტნამში, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა აშშ-ს. ამ მოვლენიდამ
რამდენიმე კვირაში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, როცა ლი ჰარვი ოსვალდმა 
კენედი დალასში მოკლა.  

ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაცია 

ამის შემდგომ აშშ-ის სათავეში მოდის კლინტონის ადმინისტრაციის ვიცე-


პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი. 1964 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რადგან
მის წინააღმდეგ კენჭს იყრიდა ბარი გოლდვოტერი, რომელიც უფრო რადიკალი იყო
ყველა მიმართულებით, სსრკ-სთან მიმართებითაც. ასევე, თუ მანამდე სამხრეთში
დემოკრატებს ჰქონდათ პოპულარობა, ახლა რესპუბლიკელებმა დაიწყეს ამ შტატებში
უპირატესობის მოპოვება, ანუ  ამ დროს შეიცვალა გეოგრაფიულად საარჩევნო
კონფიგურაცია. ჯონსონის გამარჯვებამ საშუალება მისცა დემოკრატებს
გაეგრძელებინათ ის რეფორმები, რომლებიც სასიცოცხლოდ სჭირდებოდა აშშ-ს, რომ
გაეგრძელებინათ განვითარებისთვის. ამ დროს უკვე პოპულარული იყო მარტინ
ლუთერ კინგის მოძრაობა, სამოქალაქო უფლებებისთვის თავდაცვა, სეგრეგაციული
კანონების შეცვლა, ამიტომ ვიეტნამის ომის მარცხის მიუხედავად მის
პრეზიდენტობას საბოლოო ჯამში მაინც დადებითად აფასებენ, დიდი საზოგადოების
პროგრამა, ორი საკანონმდებლო ინიციატივა, 1964 წლის სამოქალაქო უფლებების
აქტი, რომლითაც სეგრეგაცია და უთანასწორობა აიკრძალა მთელ აშშ-ში. 1965 წელს
მიიღეს საარჩევნო უფლებების კანონი, რომლითაც უკვე საარჩევნო უფლებები
გაუთანაბრა შავკანიანებსა და თეთრკანიანებს სამხრეთის შტატებში. პარალელურა
გაჩნდა რადიკალური დაჯგუფებები,  ისლამის ერი- მალკოლმ იქსი და  შავი
პანტერესების პარტია, რაც ვიეტანმის ომის დაწყებას უაკვშირდება. 1964 წელს,
წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო ომი, რამდენიმე თვით ადრე, ჯონსონის
ადმინისტრაციამ გამოიყენა ომის დაწყების საბაბად ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ
ვიეტნამის გემებმა 1964 წლის აგვისტოში ტონკინის ყურეში ცეცხლი გაუხსნეს
ამერიკის გემებს პატრულირებისას. ეს ამერიკამ მიიჩნია ომის გამოცხადებად
ვიეტნამელთა მხრიდან, საპასუხოდ კონგრესმა მიიღო ტონკინის ყურის რეზოლუცია,
რომელმაც ავტორიზაცია მისცა ამერიკას რომ გაეგზავნა ჯარი სამხრეთ ვიეტნამში,
რითაც დაიწყო დაუსრულებული ომი. 1968 წლამდე ამერიკელ სამხედროთა
რაოდენობა სამხრეთ ვიეტნამში დრამატულად გაიზარდა, ნახევარი მილიონი
სამხედრო იყო საბრძოლველად გაგზავნილი. ეს ერთი მხრივ განპირობებული იყო
ამერიკელთა წარუმატებელი საბრძოლო სტრატეგიით, კერძოდ, ჩრდილოეთ
ვიეტნამელები არატრადიციული მეთოდებით იბრძოდნენ იყენებდნენ იმ
გეოგრაფიულ თავისებურებებს, რომლებიც აქვს , ჯუნგლები, მიწისქვეშა არხებს
აშენდბენდნე, თავს ესხმოდნენ პარტიზანულად ამერიკელებს. ამერიკელთა ოპერაცია
კი ორ სამხედრო ელემენტს ეფუძნებოდა საჰაერო დაბომბვას ( უპრეცენდეტოდ
იდიდ რაოდენობით ჩმოიყარა, თუმცა უშედეგო იყო, ვიეტკონგი აგრძელებდა
ოპერაციებს)  და გასვლითი ღონისძიებები, ეს გულისხმობდა აშშ-ის ჯარების
შესვლას რაღაც გეოგრაფიულ არეალში, განწმენდას ჯუნგლების, მაგრამ იქაც დიდი
წინააღმდეგობა ხვდებოდნენ. რტული გეოგრაფიული და კლიამტური პირობები იყო,
ამას ერთვოდა ის პოლიტიკური კონტექსტი, რომ 1954 წლის ჟენევის შეთანხმებით
მეზობელი სახელმწიფოები ლაოსი და კამბოჯა იყვნენ ოფიციალურად
ნეიტრალურები და არ უნდა ჩარეულიყვნენ ომში, მაგრამ იქ მოშლილი იყო
ხელისფულება და ჩრდილოეთ ვიეტნამელი კომუნისტები ამ ქვეყნებიდანაც
ესხმოდნენ თავს სამხრეთელებს. კომუნისტები კამბოჯას კარგად იყენებდნენ,
სამხრეთში იარაღის გადასატანად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავდასხმა
ამერიკლეთა წინააღმდეგ იყო 1965 წლის პლეიკოს ბაზაზე რომ მოხდა და რის მერეც
ამერიკელებმა ჩრ. ვიეტნამის დაბომბვით უპასუხეს, რადგან ოფიციალურად არ
იყვნენ ამერიკა და ვიეტანმი საომარ ვითარებაში. 1968 წლის არჩევნებში მეორე
ვადით  ჯონსოსნ უნდა ეყარა კენჭი, მაგრამ მოხდა ტეტის შეტევა, ტეტი იყო
რელიგიური დღესასწაული ვიეტნამში, იგივე ვიეტნამური ახალი წელი, როცა
მოულოდნელად ვიეტნამელმა კომუნისტებმა განახორციელეს თავდასხმა
ამერიკელებზე, რითად დიდი ზარალი მიადგა ამერიკას. ვიეტკონგის ამ თავდასხმის
აღქმა, დიდ წარუმატებლობად  და ანტისაომარი საპროტესტო გამოსვლები აშშ-ის
უნივერსიტეტებში, ~ მზარდ არაპოპულარობაზე მიუთითებდა და  ამის გამო
ჯონსომა განაცხადა, რომ აღარ აპირებდა ხელმეორედ არჩევნებში მონაწილეობას.
დემოკრატიულ პარტიას მოუწია ახალი კანდიდატის შერჩევა, მაგრამ ნიქსონმა
დაამარცხა ის. 

წარმატებული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი ჯონსონის მხრიდან, უკავშირდებოდა


1965 წლის სამხედრო ინტერვენციას დომინიკის რესპუბლიკაში. მას 40 წლებიდან
1961 წლამდე მართავდა დიქტატორი რაფაელ ტრუხილიო, მისი სიკვდილის შემდეგ
კი მდგომარეობა აირია დომინიკაში, არსებობდა საფრთხე რომ კუბის მსგავსად
დამყარებულიყო კომუნისტური ხელისუფლება. ამას ჯონსონი ვერ დაუშვებდა და
გააგზავნა სამშვიდობო ჯარი, წესრიგის დასაცავად, რაც ამერიკული
სახელმწიფოების ორგანიზაციის თანხმობის საფუძველზე მოხდა. ამერიკამ ჩაატარა 
არჩევნები, რომელთა შედეგადაც ზომიერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ჯონსონის
ადმინისტრაციის დროს მოხდა 1967 წლის ივნისში 6 დღიანი ომი, რომელშიც აშშ
განცალკევებული იყო და არ იყო აქტიურად ჩართული, ისევე როგორც სსრკ. იქ
უფრო რეგიონული დინამიკა იყო, ნასერი ცდილობდა ისრაელის წინააღმდეგ
მოქმედებას. ამის მერე დაიწყო აშშ-მა ისრაელისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა,
რადგან მანამდე საფრანგეთი ამარაგებდა ისრაელს იარაღით, ხოლო საბჭოთა კავშირი
არაბულ სახელმწიფოებს. ზოგადად, კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ,
ურთიერთობა გაუფუჭდათ აშშ-სა და სსრკ-ს თავიანთ მოკაშირეებთან.
ურთიერთობები გაცივდა ნატოელ მოკავშირეებს შორის, ნატოს სამხედრო
კომპონენტიდან საფრანგეთი გავიდა, შტაბბინა კი პარიზიდან ბრიუსელში გადავიდა,
სსრკ-ის კრიტიკა კი ჩინეთმა გააძლიერა. 

ნიქსონის ადმინისტრაცია

1969 წლის არჩევნებში გაიმარჯვა რესპუბლიკელთა კანდიდატმა რიჩარდ ნიქსონმა,


ვიეტნამის ომში გამარჯვება დაისახა მან მიზნად, თუმცა ეს მარტივად
შესასრულებელი არ გადმოდგა. მას სურდა, რომ აშშ არ გამოჩენილიყო, როგორც
ხელფეხშეკრული და სუსტი გოლიათი, იმიჯშელახული. ჰარვარდის
უნივერსიტეტის პროფესორი ჰენრი კისინჯერი, რიჩარდ ნიქსონის მრჩეველი იყო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. აშშ-ის საგაეო პოლიტიკა ნიქსონის
პერიოდში და შემდგომ ფორდის ადმინისტრაციის დროს იყო დიდწილად
განსაზღვრული ნიქსონისა და კისინჯერის მიერ, მათი ტანდემი იყო გადამწყვეტი,
შემდგომ კისინჯერი 1973 წლიდან გახდა სახელმწიფო მდივანი. ამგვარად, 1970-იან
წლებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში მთავარ როლს ასრულებდა ჰენრი
კისინჯერი. 

ახალი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ფორმულირებაში, როგორც ნიქსონი ისე


კისინჯერი მონაწილეობდნენ, დანარჩენი კაბინეტის წევრები უფრო
მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ. სტრატეგიას უწოდებენ დეტანტის
სტრატეგიას, რაც ფრანგული ტერმინია და  ნიშნავს დაძაბულობის შენელებას,
განმუხტვას, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობების. დასავლურ და
სოციალისტურ სამყაროს შორის ურთიერთობა უნდა განმუხტულიყო გარკვეული
პირობების საფუძველზე, ეს ნიშნავდა, რომ ნიქსონსა და კისინჯერს სჯეროდათ, რომ
განმუხტვა შესაძლებელი იყო თუ სტრატეგიაში ჩადებული ელემენტები წარმატებით
განხორციელდებოდა. 

რისგან შედგებოდა დეტანტის სტრატეგია? 

ცივი ომის პერიოდი-1969 წლიდან 1977 წლამდე, ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი


1979 წლამდე, დეტანტის ეპოქა იყო. 1. პირველი ელემენტი იყო მოლაპარაკებების
წარმოება საბჭოთა კავშირთან სხვადასხვა საკითხებზე, ანუ დიპლომატიური
ნაბიჯები, მოლაპარაკებები იყო ის გასაღები, რომლითაც უნდა მომხდარიყო საბჭოთა
კავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება. მოლაპარაკებები პირველ რიგში უნდა
წარმართულიყო განიარაღების საკითხზე, რომელიც იმ დროისთვის
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ურთიერთობები ეკონომიკური
ურთიერთობების აღდგენაზე. მათი მიზანი არ უნდა ყოფილიყო რევოლუციური და
ამით არ უნდა მომხდარიყო სსრკ-ის შეცვლა, რადგან ეს შეუძლებელი იყო, უნდა
მომხდარიყო იმის აღიარება, რომ ორი სუპერსახელმწიფო იყო განსხვავებული
ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის მქონე და  მათ უნდა ესწავლათ
ერთმანეთთან თანაარსებობა, რაც ირიბად ნიშნავდა, რომ გავლენის სფეროები უნდა
აღიარებულიყო მხარეების მიერ. ნიქსონის რეალპოლიტიკის მომხრე იყო.
მორალური თვალსაზრისით ეს შეიძლებოდა არ ყოფილიყო გაამართლებული,
თუმცა რეალიზმის გადმოსახედიდან ეს ნაბიჯი გამართლებული იყო, რადგან იგი
ზოგიერთ შემთხვევაში მოითხოვს კომპრომისს ზნეობრივ პრინციპებთან. ნიქსონის
ადმინისტრაციის პირველივე წლებიდან, მთავარი იყო მშვიდობის შენარჩუნება, რა
თქმა უნდა აშშ-ის არ უნდა დაეთმო საკუთარი ეროვნული ინტერესები, მაგრამ მას
უნდა ეზრუნა მშვიდობიან თანაარსებობაზე თუ ორ ზესახელმწიფოს შორის
მოლაპარაკებები სხვადასხვა სფეროში წარიმართებოდა წარმატებით. 2. შემდეგი
ელემენტი უკავშირდებოდა პირველს და გულისხმობდა “linkage”- ერთმანეთთან
რაღაცების დაკაშირებას, ნიქსონის ხედვით კი ნიშნავდა სხვადასხვა საკითხების
პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სავაჭრო ურთიერთობების ერთმანეთთან
დაკავშირებას. ეს ნიშნავდა, რომ თუ აშშ განიარაღების საკითხებში დაუთმობდა
სსრკ-ს რაიმეს, ამის საპასუხოდ ის მოსთხოვდა სსრკ-ს რომ შეეწყვიტა მესამე
სამყაროს ქვეყანაში შეეწყვიტა იარაღის მიწოდება კომუნისტი აჯანყებულებისთვის.
თავის მხრივ თუ სსრკ ამას გააკეთებდა, აშშ-იც რაღაც საპასუხო ნაბიჯს გადადგამდა.
საკმაოდ კომპლექსური სტრატეგია იყო ეს, მაგრამ ნიქსონსა და კისინჯერსაც
ჰქონდათ ამბიცია, რომ შეესრულებინათ ის. ეს არ ყოფილა ახალი სტრატეგია თავისი
არსით დიპლომატიაში, მანამდეც გამოიყენებოდა იგი, მაგრამ ნიქსონის შემთხვევაში
ეს გაცხადებული ტაქტიკა იყო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ვიეტნამის
ომის და სხვა კრიზისების განმუხტვა მესამე სამყაროს ქვეყნებში და სტატუს-კვოს
შენარჩუნება ისე, რომ ორივე სუპერსახელმწიფოს ჰქონოდა საკუთარი ინტერესები
განხორციელებული, თუმცა ვითარება არ დაძაბულიყო ისე, როგორც 1962 წელს
კუბის კრიზისისას მოხდა. აქედან გამომდინარე, linkage მოიცავდა ყველაფერს და
მცდელობა იყო ლინქიჯი გამოყენებულიყო თითქმის ყველა სფეროში, აქაც შეიძლება
ითქვას იყოს წარმატებები და წარუმატებლობები. 3. მესამე ელემენტი მოგვაგონებს
ჯორჯ ქენანის, თავდაპირველ ქონთეინმენთის, შეჩერების სტრატეგიის ერთ-ერთ
ელემენტს, რომელიც გულისხმობდა განხეთქილებების გაღვივებას და მათ
გამოყენებას სოციალისტურ ბანაკში, აქ ნიქსონისა და კისინჯერის ხედვას დაემთხვა
ერთი ცნობლი კრიზისი, რომელიც გამოყენეს მათ შემდგომ, ეს იყო ურთიერთობის
დაძაბვა ჩინეთსა და სსრკ-ის შორის 1969 წელს, ცნობილი სასაზღვრო კონფლიქტისას,
როდესაც კომუნისტურ ჩინეთსა და სსრკ-ს შორის გაცივდა ურთიერთობები. ამის
გამოყენება სცადეს კისინჯერმა და ნიქსონმა, მესამე ელემენტი გულისხმობდა
განხეთქილების გაღვივებას საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის, ამიტომ აშშ-ს უნდა
დამეყარებინა ჩინეთთან ურთიერთობა, რადგან ეს განხეთქილება სოციალისტურ
ბლოკში დაასუსტებდა სსრკ-ს. ეს ელემენტი საკმაოდ გამართლებული და ეფექტური
აღმოჩნდა. ნიქსონისა და კისინჯერის პერიოდში ბევრი რამ აღქმა სამყაროსი უფრო
მეტად მულტიპოლარულის იყო აშკარად ჯორჯ ქენანის ორიგინალური იდეების
სახეცვლილება. 4. მეოთხე ელემენტი გახდა ცნობილი ტერმინით-”ვიეტნამიზაცია”,
ე.წ. ნიქსონის დოქტრინა, 1969 წელს გამოცხადებული, რომელიც გულისხმობდა, რომ
აშშ დარჩებოდა თავისი ვალდბულებების ერთგული მოკავშირეების მიმართ, ის
ყველა მრავამხრივ თუ ორმხრივ სამხედრო სამოკავშირეო ხელშეკრულებას,
რომელიც მას ჰქონდა, როგორც ევროპულ სახელმწიფოებთან, ისე სხვა რიგ
ქვეყნებთან, თუ სსრკ დაემუქრებოდა რომელიმე მოკავშირეს აშშ დაიცავდა
ბოლომდე მათ, მაგრამ თუ მესამე სამყაროს რომელიმე ქვეყანას, რომელიც არ იყო
პირდაპირი მოკავშირე აშშ-ის და მას არ ჰქონდა მოწერილი ამასთან დაკავშირებული
ვალდებულებები, დაემუქრებოდა სსრკ ან იქნებოდა სამოქალაქო ომი, ამერიკა
ავტომურად არ იღებდა პასუხისმგებლობას, რომ შეაჩერებდა კომუნიზმის წინსვლას.
მის ინტერესებში შედიოდა კომუნიზმის წინსვლის შეჩერება, მაგრამ მთავარი
დარტყმა უნდა მოსულიყო ადგილობრივ ხელისუფლებაზე და მას უნდა
უზრუნველეყო თავისი ძალებით თავის დაცვა კომუნიზმისგან, რისთვისაც აშშ
დახმარებას აღმოუჩენდა ამ ქვეყანას, მაგრამ აშშ აღარ აპირებდა ამ ქვეყნებში ჯარების
გაგზავნას. ვიეტნამის შემთხვევაში, ეს ვიეტნამიზაცია გულისხმობდა წნეხის
გადატანას მთლიანად ვიეტნამზე, ამერიკა გამოიყვანდა ჯარს ვიეტნამიდან რის
სამაგიეროდაც სამხეთ ვიეტნამს უნდა გაეწია წინააღმდგობა ვიეტკონგისთვის.
ვიეტნამიზაცია გზა იყო იმისაკენ, რომ აშშ თანდათანობით გამოსულიყო ვიეტანმის
ომიდან და გზავნილი იყო ყველა სხვა ქვეყნისთვის, რომ აშშ მათ გასაკეთებლ საქმეს
არ გააკეთებდა და თუ სადმე იქნებოდა კრიზისი, აშშ დაეხმარებოდა, მაგრამ
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აშშ ვერ გააგზავნიდა ჯარებს. ამ ტიპის მიდგომამ
ხელფეხი გაუხსნა სსრკ-ს, რომელიც მზად იყო თავისი გავლენა გაევრცელებინა
მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ამ პოლიტიკის გამო ნიქსონს აკრიტიკებდნენ. ეს
მიდგომა განაპირობა ვიეტნამის ომის პრობლემამ, ვინაიდან ნიქსონს საპრეზიდენტო
დაპირებად გაცემული ჰქონდა, რომ გამოიყვანდა ამერიკის სამხედროებს
ვიეტნამიდან, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო პრეზიდენტობის პირველ ვადაში, რადგან
ომი გაგრძელდა და საკმაოდ რთულად დასრულდა ამერიკისთვის, მიუხედავად
იმისა, რომ 1972-1973 წლისთვის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულ იქნა. 5. მეხუთე
ელემენტი უკავშირდებოდა როგორც ლინქიჯს, ისე ნიქსონის დოქტრინას, ეს იყო ე.წ.
“ტაქტიკური ესკალაცია” იმისათვის, რომ სტრატეგიულად საჭიროების შემთხვევაში
უკან დაეხიათ გარკვეულ რეგიონებში და აშშ-ის იმიჯი შეენარჩუნებინათ. ამ ტიპის
ქმედებას ნიქსონმა მიმართა ვიეტნამის ომის დროს. 

რომ შევაჯამოთ ნიქსონის ხედვა საბჭოთა კავშირთან მიმართებით, მსოფლიო იყო


ბიპოლარული, მაგრამ შესაძლებელი იყო იგი გადახრილიყო
მულტიპოლარულისაკენ, აჩნდებოდნენ ახალი ძალები, ძალის გადანაწილება
შეიცვლებოდა და ამის გარდა საბჭოთა კავშირის ძლიერება შესუსტდებოდა,
რისთვისაც ისინი ასევე გამოიყენებდნენ განხეთქილებებს სოციალისტურ ბანაკში და
ყველა საკითხზე შესაძლებელი იქნებოდა მოლაპარაკება იმიტომ, რომ არსებობდა
ლინქჯი, თუ ერთ საკითხში დაუთმობდი, მეორე საკითხში მოწინააღმდეგე
დაგითმობდა, და ა.შ. 

რა მოიტანა დეტანტის სტრატეგიამ? 

კრიტიკოსები ნიქსონის ადმინისტრაციის ამბობენ, რომ აშშ გაცილებით


დასუსტებული გამოვიდა დეტანტის ეპოქიდან და საჭირო გახდა 1980-იან წლებში
უფრო აგრესიული ნაბიჯების გადადგმვა ცივ ომში უპირატესობის მოსაპოვებლად.
მეორე მხრივ, არიან მკლევრები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ 1970-იან წლებში
დაწყნარდა მსოფლიო, ისწავლეს ზესახელმწიფოებმა მშვიდობიანი თანაარსებობა,
დაიდგო ბევრი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, რომელთაც გაამყარეს მეორე
მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი და ამავდროულად ამ მშვიდობის
პერიოდში, სსრკ-ს აშშ-მა ბევრი პრობლემა შეუქმნა. ნიქსონმა გასცა დაპირება, რომ
ომს მალევე დაასრულებდა, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ კი ცხადია
პრიორიტეტი გახდა რომ ომი დასრულებულიყო აშშ-სთვის ხელსაყრელი
პირობებით, იგი ცდილობდა წაგებული არ გამოსულიყო ომიდან, ამიტომ 1969
წლიდან 1973 წლამდე აგრძელებდა ომს, სამხედრო თვალსაზრისით ტაქტიკა იყო
განსხვავებული, აშშ ამცირებდა თავის ჯარს ვიეტანმის ტერიტორიაზე და
ამავდრიულად არ ანელებდა საჰაერო კამპანიებს და რაც ყველაე საინტერესოა,
ამერიკამ გააფართოა ომის არეალი კამბოჯასა და ლაოსში, რომელბიც წესით
ნეიტრალური სახელმწიფოები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ვიეტკონგი
იყენებდა ორივეს თავისი ჯარის გადაადგილებისთვის, ფარული სატრანსპორტო
არხები ჰქონდათ ამ ქვეყნებში. ნიქსონის ადმინისტრაციამ გააფართოა და ფარული
ომი აწარმოა, როგორც კამბოჯაში ისე ლაოსში. ამ სამხედრო მოქმედებების
პარალელურად გრძელდებოდა ანტისაომარი აქციები, ამიტომ ნიქსონმა გააუქმა
სამხედრო სავალდებულო სამსახური, მას მერე მხოლოდ პროფესიული არმია
არსებობს. სამხედრო მოქმედების პარალელურად, ამერიკა აწარმოებდა
მოლაპარაკებებს ჩრ. ვიეტნამთან 1969 წლიდან, თუმცა ყველაზე აქტიური ფაზა ამ
მოლაპარაკებების იყო 1972 წელი, როდესაც მთავრდებოდა ნიქსონის პირველი ვადა
და მას სჭირდებოდა ხელშესახები შედეგი მეორე ვადაზე კენჭის ყრისას. აქ სწორედ
გამოყენებული იყო ის ტაქტიკა, რომელიც  ვითარების ესკალაციას გულისხმობდა,
რათა მოლაპარაკებებზე აშშ-ს სასურველი შედეგი მიიღო და ამერიკის
სტრატეგიული უკანდახევა მარცხად არ აღმულიყო. მან ეს ტაქტიკა 1972 წელს
რამდენჯერმე გამოიყენა, ინტენსიურად დაბობმა ჰანოი და ჰაიფონის პორტი, რაც
მოლაპარაკებების პარალელურად ხდებოდა. მათ შორის იყო 1972 წლის საშობაო
არდადეგების პერიოდში დაბობმის კამპანია-christmas bombing, რაზეც კისინჯერი
ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ კამპანიამ მოიტანა შედეგი, 1973 წლის იანვარში
ჩრდილოეთ ვიეტნამი  დათანმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ხელი
პარიზში მოეწერა ჰენრი კისინჯერმა და ჩრ. ვიეტნამის წარმომადგენელმა. 1973 წლის
იანვრიდანვე, აშშ-მა შეაჩერა აშშ-ის ჯარების მონაწილეობა ომში და დაიწყო ჯარების
გაყვანა, რაც საბოლოოდ დასრულდა 1975 წელს, ჯერალდ ფორდის
პრეზიდენტობისას. აშშ განაგრძობდა დახმარების გაწევას სამხრეთ ვიეტნამისთვის,
რომლის ბოლო პრეზიდენტი სამხრეთ ვიეტნამის გუენ ვან თხიუ ვერ ავრცელებდა
თავის იურიდიქციას ქალაქ საიგონის გარეთ. 1975 წელს ვიეტკონმა აიღო
დედაქალაქი საიგონი და ყველა სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის წევრი ამერიკული
ვერტმფრენით აშშ-ში გადაიყვანეს. ასე დასრულდა ომი, გაერთიანდა ვიეტნამი 1975
წელს და იგი კომუნისტური გახდა, რაც დიდი მარცხი იყო აშშ-ის. ძალიან დიდი
ტრაგედია იყო ასევე მეზობელ კამბოჯაში სამოქალაქო რეჟიმის დამხობა, რის
შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდნენ კომუნისტი სამხედროები- წითელი ხმერები
პოლ პოტის ხელმძღვანელობით, რომელთაც გენოციდი მოუწყვეს თავიანთ
მოქალაქეებს. ამ ყველაფერს არ გამოუწვევია რეგიონში მდგომარეობის
სტაბილიზაცია, რადგან მალევე კაბოჯა და ვიეტნამი ერთმანეთს ეომებოდნენ. ანუ ეს
კი იყო აშშ-ის მარცხი, მაგრამ საბჭოთა კავშირისთვის დიდი მოგება არ ყოფილა ამ
ქაოსის გამო. ეს ქვეყნები ნომინალურად გახდნენ კომუნისტურები. 

მოლაპარაკებების წარმოება განიარაღების საკითხებზე, 1969-1972 წლებში


მიმდინარეობდა სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებები,
რომელიც დასრულდა 1972 წელს SALT I და ABM შეთანხმებით, ანტიბალისტიკური
სარაკეტო საშუალებების შესახებ შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა, რომ აშშ-ს და
სსრკ-საც უნდა ჰქონოდათ ორი დიდი ანტიბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი,
ამით შენარჩუნდებოდა ბირთვული პარიტეტი და იმოქმედებდა 2002 წლამდე, სანამ
ჯორჯ ბუშ უმცროსმა არ გამოიყვენა აშშ ამ ხელშეკრულებიდან. ბირთვული
პარიტეტი აშშ-სსრკ-ს შორის  იმ დროს მაინც იყო ნომინალური, რადგან
ტექნოლოგიები ისეთი სიჩქარით ვითარდებოდა 1970-იან წლებში, ვითარდებოდა
მირვის ტექნოლოგია. გაჩნდა განცდა, რომ აშშ და სსრჯ უგებდნენ ერთმანეთს,
რადგან დაიდო ეკონომიკის სფეროშიც შეთანხმებები, სავაჭრო, ეს ხელს უწყობდა
ურთიერთობების განხმუტვას. აქ საინტერესო იყო როგორ იყენებდა linkages ნიქსონი,
იმის სანაცვლოდ რომ აშშ აღადგენდა ეკონომიკურ ურთიერთობებს სსრკ-სთან, იგი
მოითხოვდა სსრკ-ისგან რომ დაერწმუნებინა ჩრ. ვიეტნამი, რომ ხელი მოეწერა 1973
წლის შეთანხმებისათვის, რომ სსრკ-ს შეეჩერებინა აგრესიული ქმედებები მესამე
სამყაროს ქვეყნებში. ზოგად ეს ასე მოხდა, ზოგან კი არა, რადგან სსრკ ფარულ
მხარდაჭერას აგრძელებდა კომუნისტური ძალების. 

ვიეტნამის ომი იყო ის მოვლენა, რომელმაც ბიძგი მისცა კონგრესს, რომ


დაებრუნებინა გავლენა საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, 1970-იანი იყო ეს ეპოქა
როცა კონგრესმა აიღიდგინა ის ფუნქცია, მაქამდე საგარეო პოლიტიკაში
აღმასრულებელი ხელისუფლება დ პრეზიდენტი ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს.
1973 წელს მიიღეს ვორ ფავერს რეზოლუცშენი, ომის წარმოების შემზღუდველი
რეზოლუცია, რომელის კონგრესს აძლევს უფლებას, პრეზიდენტის მიერ საომარი
მოქმედებების დაწყებიდან უნდა შეატყობინოს კონგრესს და მისგან თანხმობა
მიიღოს. თუ იგი ვერ მიიღებს თანხმობას, ორი თვის ვადაში მან უნდა შეწყვიტოს
საომარი მოქმედებები და გამოიყვანოს ჯარები. ამ რეზოლუციის გარდა
მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჰენრი სკუბ ჯექსონმა შეუტრიალა ლინქიჯის სტრატეგია
და როცა სავაჭრო შეთანხმება უნდა დადებულიყო სსრკ-სა და აშშ-ის შორის, ამერიკა
მიანიჭებდა მოსთ ფაოუედ ნეიშენის სტატუს, კონგრესმა მიიღო ჯექსონ-ვენიკის
რეზოლუცია, რის საფუძველადაც გამოყენებული ის ფაქტი, რომ სსრკ ზღუდავდა
ებრაელებს ისრაელში საცხოვრებლად დაბრუნებას. ჯექსონ-ვენიკის შესწორება,
რომელიც დაერთო სავაჭრო აქტს, ამბობდა, რომ სსრკ-ს ვერ მიენიჭებოდა მოსთ
ფეივერ ნეიშენის სტატუსი სანამ ებრაელთა პრობლემა არ გადაწყდებოდა. კონგრესის
გააქტიურებაზე მეტყველებდა. ეს შესწორება დიდხანს მოქმედებდა 2011 წლამდე. ეს
შესწორება იყო მძლავრი იარაღი, რათა სსრკ-ს არ ჰქონოდა თავისუფალი
ურთიერთობები დანარჩენ სამაყროსთან. ლინქიჯი ორმხრივად მუშაობდა, ის
აძლევდა ნიქსონს გაკრვეულ დათმობებზე წასვლის საშუალებას სტრატეგიული
ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ამავდროულად ისინი არ იყვნენ ბოლომდე
თავისუფლები, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება პასუხისმგებელი იყო
კონგრესის წინაშე. 

ერთ-ერთი ყველაზე საკამათო იყო 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტის


ხელმოწერა, რომლითაც აშშ-მა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა აღიარეს
სსრკ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის საზღვრები. საერთაშორისო სამართალში
დამკვირდა საზღვრების ურღვეობის პრინციპი, ესე იგი საზღვრები რომლებიც
დამყარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაითვალა აღიარებულად ყველას მხრიდან,
რაც გამოხატულება იყო დეტანტის ეპოქის. ეს ზედემტი დათმობა იყო სსრკ-ის
მიმართ, მეორე მხრივ ამითი კისინჯერი ქმნიდა ახალი თამაშის წესებს მსოფლიოში
მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თუკი სსრკ დარჩებოდა
ერთგული აღებული ნაკისრი ნორმების მიმართ. ასე, რომ საკამათოა რა სარგებელი
და ზარალი მოიტანა ჰელსინკის აქტმა. ამ აქტმა ბევრი ნაბიჯი სსრკ-სი ლეგალურად
აღიარა. ნიქსონისა და კისინჯერის სტრატეგიას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ
1970-იანი წლების ბოლოს სსრკ-მა მიაღწია სტრატეგიულ უპირატესობებს, ზოგიერთ
ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვის მიუხედავად სსრკ მაინც აგრძელებდა
კომუნისტური მოძრაობების დაფინანსებას, მაგალითად ანგოლაში, სადაც
სამოქალაქო ომი, სადაც 1975 წელს კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. იყო კრიზისები,
რომელშიც ამერიკამ ვერ შეასრულა მთავარი როლი, 1971 წლის ინდოეთ-პაკისტანი
კონფლიქტი აღსანიშნია, როდესაც აღმოსავლეთ პაკისტანმა - ბანგლადეშმა მოიპოვა
დამოუკიდებლობა, რასაც ემსხვერპლა არაერთი ადამიანის სიცოცხლე. 1974 წლის
კვიპროსის მოვლენები, როდესაც ამერიკის მოკავშირე თურქეთმა მოახდინა
კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაცია, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა
ითქვას, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონფლიქტი რომელიც მოხდა იმ დროს, 
ეფექტიანად გადაწყვიტა აშშ-მა, კისინჯერი უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში,
ეს იყო 1973 წლის იომ-ქიფურის ომი, როდესაც ეგვიპტე და სხვა არაბული
სახელმწიფოები მოულოდნელად თავს დაესხნენ ისრაელს, რამდენიმე დღეში
მნიშვნელოვნად შეავიწროეს ისრაელის არმია და სცადეს, რომ ის ტერიტორიები,
რომლებიც ისრაელმა დაიკავა 1967 წელს, ღაზას მონაკვეთი, გოლანის მაღლობები,
სინაის ნახევარკუნძული, იორდანეს დასაველთი ნაწილი, იერუსალიმის
აღმოსავლეთი ნაწილი, უნდა დაუბრუნებინათ. ისრაელმა რამდენიმე დღეში
აღიდგინა ძალები და საპასუხო შეტევის მეშვეობით ალყაში მოაქცია სინაის
ნახევარკუნძულზე განლაგებული ეგვპტის არმია. აქ ჩაერთო კისინჯერი, რადგან
თუკი ისრაელი გაანადგურებდა ეგვიპტის მესამე არმიას ამას მოჰყვებოდა კრიზისის
კიდევ უფრო გაძლიერება, სსრკ ბრეჟნების მეთაურობით იმუქრებოდა, რომ სსრკ
ჩაერეოდა ომში არაბული სახელმწიფოების მხარეს და აშშ-საც მოუწევდა მასში
ჩართვა. ამ დაძაბულ ვიტარებაში კისინჯერმა აიღო ინიციატივა, ჩავიდა ყველა
არაბულ ქალაქში და ეცადა მდგომარეობის განმუხტვას. ამას ეწოდა “shuttle
diplomacy” ანუ მიფირნავდა სხვადასხვა ქალაქებში, რათა ახლო აღმოსავლეთში
მშვიდობისათვის მიეღწია. ისეთი მშვიდობისთვის, რომ არავინ განსაკუთრებით
განაწყენებული არ დარჩენილიყო, ეს ასეც მოხერხდა ომი დასრულდა და სინაის
ნახევარკუნძულზე შეიქმნა დემილიტარიზებული ზონა, ისრაელმა დაკარგა, და
ეგვიპტემაც ვერ განალაგა არმია. ეს დიდი წარმატება იყო, რადგან ოპეკის
სახელწმიფოებმა ემბარგო დააწესეს აშშ-ისთვის და მოკავშირეებისათვის, რამაც
ნავთობის კრიზისი გამოიწვია. ამიტომ ომის დასრულება იყო მნიშვნელოვანი, რათა
ეს სანავთობო კრიზისიც დამთავრებულიყო. ამან აამაღლა აშშ-ის პრესტიჟი,
რომელიც ვიეტნამის ომის გამო დაზიანებული იყო. ზოგადად, ეს დეტანტის
სტრატეგია შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა ფორდის ადმინისტრაციის პირობებში,
ფორდს არ შეუთავაზებია, ის ნიქსონის ხაზს მიყვებოდა, რაც 1976 წლამდე
გაგრძელდა. 

ნიქსონის პრეზიდენტობისას ამერიკის ისტორიაში ტურბულენტური ეპოქა იყო,


რადგან შიდა პოლიტიკას გავლენა ჰქონდა საგარეოზე. ყველაზე დიდი სკანდალი-
1972 წელს დაწყებული უოტერ-გეიტის სკანდალი, რომლის გამოც მას მოუწია
თანამდებობიდან გადადგა. სკანდალი უკავშირდებოდა იმას, რომ რესპუბლიკური
პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს კრიმინალური ქმედება, შეიჭრნენ
სასტუმროში და დემოკრატების ოფისში დააყენეს მოსასმენი აპარატურა. ნიქსონის
საარჩენო კამპანიასტან დაკავშირებული პირები, მერე პრეზიდენტი ცდილობდა
მტკიცებულებების დამალვას, მერე იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ნიქსონს
ჰქონდა მცდელობა, რომ არ მიეწოდებინა აუდიო ჩანაწერები, რომლებიც
ავტომატურად ხორციელდებოდა მის კაბინეტში. იმ ჩანაწერებში გამჟღავნდა, რომ
იგი უშუალოდ ცდილობდა კვალის დამალვას. საბოლოო ჯამში, ბევრი ადამიანი
დააკავეს, როცა ცხადი იყო, რომ მას გადააყენებდნენ და თავად გადადგა. მედიამ
შეიძინა დიდი როლი, ფარული ინტრიგების გამოაშკარავებით, ნიუ იორკ ტაიმსმა,
როცა პენტაგონის დოკუმენტები მოიპოვა და ცდილობდა მასალის გამოქვეყნების
შეჩერებას. 

ფორდი გახდა პრეზიდენტი, ისე რომ ის არ ყოფილა არჩეული, ის არ ყოფილა ვიცე-


პრეზიდენტად არჩეული, ის ავტომტურად გახდა პრეზიდენტი. 

ჯიმი კარტერის ადმინისტრაცია  1977წ. 

1976 წელს დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯიმი კარტერმა გაიმარჯვა


საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ გამარჯვებას ხელი შეუწყო იმ პრობლემებმა,
რომელიც დაგროვდა აშშ-ში, უფრო კონკრეტულად კი უოტერ-გეიტის სკანდალმა.
ჯერალდ ფორდი იყო უნიკალური შემთხვევა ის არ იყო არჩეული ხალხის მიერ. 1977
წლიდან ჯიმი კარტერი, ჯორჯიის ყოფილი გუბერნატორი გახდა პრეზიდენტი,
რომლისთვისაც პრიორიტეტული უფრო მეტად იყო იდეალები და არა
რეალპოლიტიკა განსხვავებით ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციისგან, იგი
აქცენტს აკეთებდა ადამიანის უფლებებზე და აშშ უნდა ყოფილიყო ადამიანის
უფლებების და სხვა იდეალების დამცველი მსოფლიოში. ამერიკის საგარეო
პოლიტიკა აეწყო ამ მორალურ იდეალებზე, რის გამოც იგი ბევრ წინააღმდეგობას
წააწყდა და საბოლოო ჯამში, აშშ უფრო დაზარალდა ამ პოლიტიკის შედეგად საბჭოთ
კავშირთან მიმართებით და სხვა მიმართულებებით. უფრო არეული და
ტურბულენტური გახდა მსოლფიო მისი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში. ჯიმი
კარტერი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პრეზიდენტი იყო აშშ-ის საგარეო
პოლიტიკის თვალსაზრისით, თუმცა მასაც ჰქონდა გარკვეული წარმატებები. 

სსრკ-ისთან ურთობა - ჯიმი კარტერის ხედვა, მისი კრიტიკის მიუხედავად არ იყო


დიდად განსხვავებული ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციისგან, ის რეალურად
აგრძელებდა დეტანტის პოლიტიკას, იმ მიდგომას, რომ საბჭოთა კავშირთან უნდა
დამთბაიყო ურთიერთობები და ორ სუპერძალას უნდა შეძლებოდა თანაარსებობა.
პირველი რაც გააკეთა კარტერმა სსრკ-სთან იყო გაგრძელება SALT II-ის,
სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებების, რომლებიც
დასრულდა ვენაში ბრეჟნევსა და კარტერს შორის ორი შეთანხმების ხელმოწერით.
ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო ძალიან დიდი გარღვევა, რადგან იმდენად განვითარდა
ტექნოლოგია, რომ ეს დოკუმენტი ვერ ასახავდა იმ რისკებს, რომლებიც უკვე
არსებობდა ბირთვულ ომთან დაკავშირებით. ამ ხელშეკრულებამ დააწესა ლიმიტი,
თუ სადამდე შეეძლოთ აშშ-სა და სსრკ-ს გაეზარდათ საკუთარი ბირთვული
შეიარაღება, მაგრამ არ გაითვალისწინა ის, რომ მირვის ტექნოლოგია არსებობდა,
რომელიც ერთი რაკეტის შემთხვევაში რამდენიმე ბირთვული ქობინის გაშვებას
ითვალისწინებდა და უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა ამ ხელშეკრულებას
ვიდრე პრაქტიკული. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ეს ხელშკერულება ვერ
ამოქმედდა, რადგან 1979 წელს სსრკ შიეჭრა ავღანეთში, სადაც ისედაც კომუნისტური
ხელისუფლება იყო, მანამდე მონარქი დაამხეს, სსრკ-ს გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს
სოციალისტური ძალები სიმპატიებით იყვნენ განწყობილნი აშშ-ის მიმართ და ისინი
ვერ უმკლავდებოდნენ აჯანყებულებს, წესრიგს ვერ უზრუნველყოფდნენ. ამიტომ
წითელი არმია შევიდა წესრიგის დასამყარებლად. ეს იყო პირველი შემთხვევა სსრკ-
ის არმიის შეჭრის, ისეთ ტერიტორიაზე, რომელზეც იგი მეორე მსოფლიო ომის
ჩათვლით არ ყოფილა შესული. ჩამოყალიბდა აღქმა, რომ სსრკ იფართოვებდა თავის
გავლენის სფეროს, ცხადი იყო რომ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე იგი
შეიჭრა და ჯერ ერთი ლიდერი მოკლეს ტარიკი, მერე მეორე ლიდერი- ამინი, რის
შედეგადაც თავიანთი მარიონეტული ხელისუფლება ჩამოაყალიბეს, ჯერ ბაბრაქ
ქამრალის სახელით, მერე ნაჯიბულას სახელით. ანუ მეზობელი სუვერენული
სახელმწიფო პირდაპირ დაიქვემდებარეს. ამ მოვლენების ფონზე, ჯიმი კარტერმა
შეაჩერა SALT II-ის რატიფიკაცია და იგი არ ამოქმედდა, ამ მაგალითზე ჩანს, რომ
კარტერს სურდა, რომ უკეთესი შედეგისთვის მიეღწია, მაგრამ ამ უარესი მიიღო,
სსკრსთან გართულდა ურთიერთობა ამ საკითხის გამო. მთავარი პრობლემა,
რომელთან გამკლავებაც მოუწია კარტერს იყო რევოლუცია ირანში, რომელიც მოხდა
სწორედ 1979 წლის იანვრიდან, როდესაც ირანის შაჰი- მოჰამედ რეზა ფეჰლევი,
ძალიან არაპოპულარული ირანელ ხალხში, ვინაიდან იგი იყო აშშ-ის მოკავშირე და
მიზეზი ანტიამერიკული განწყობებისა, რომელიც ჩამოყალიბდა ახალგაზრდებში.
ირანელებზე დიდ გავლენას ახდენდა აითოლა ხომეინის ქადაგებები პარიზიდან,
რომელიც ჩამოყალიბდა ირანული ოპოზიციის ლიდერად, რის მერეც იგი ჩავიდა
ირანში 1979 წელს და ფაქტობრივად ამან გამოიწვია რევოლუცია, რის გამოც ირანის
შაჰი იძულებული გახდა გაქცეული ქვეყნიდან აშშ-ში. იგი ავად იყო, მაგრამ აშშ-მა
იგი არ მიიღო, რათა არ უნდოდათ გაერთულებინათ კიდევ უფრო მდგომარეობა
ირანთან, ჯერ ბაჰამის კუნძულებზე ამყოფეს, მერე მექსიკაში, საბოლოოდ იგი მიიღეს
აშშ-ში 1979 წლის შემოდგომაზე. ამან გამოიწვია ის მოვლენები, რომელმაც დაასამარა
კარტერის პრეზიდენტობა. ირანელი სტუდენტები, რეალურად ბრბო ადამიანებისა
შეიჭრა თეირანში აშშ-ის საელჩოში და აიყვანა მძევლები საელჩოს ყველა
თანამშრომელი. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ აითოლა ხომეინმა, ირანის
ახლად ჩამოყალიბებული ისლამური სახელმწიფოს დეფაქტო მმართველმა 
ულტიმატუმი წარუყენა აშშ-ის, მათ მოითხოეს შაჰი-ფეჰლევის გადაცემა, მისი
ქონების გადაცემაც, ამერიკულ ბანკებში ირანის გაყინული ანგარიშების დაბრუნება
და რაც მთავარია, აშშ-ის უნდა მოეხადა ბოდიში იმ ბოროტებებსიტვის რომელიც
ჰქონდა ჩადენილი ირანის წინაშე დაწყებული 1953 წლის გადატრიალებიდან. ასეთ
მოთხოვნებზე აშშ ვერ წავიდოდა და დაიწყო ხანგრძლივი მოლაპარაკებები,
რომელიც 1980 წლამდე გაგრძელდა, ანუ მთელი 1 წლის მანძილზე გაგრძელდა,
რომელიც საარჩევნო წელი იყო. ერთ-ერთი წარუმატებელი მომენტი იყო ოპერაციის
დაგეგმვა ამერიკელი მძევლების გათავისუფლებისათვის, რომელიც დასრულდა
წარუმატებლად, ამან სერიოზულად შეარყია კარტერის პრესტიჟი, მართალია
ფეჰლევი გარდაიცვალა და ამან გახსნა მოლაპარაკებების გზა, თუმცა ირანი მაინც
მკაცრ პოზიციაზე რჩებოდა. ბოლო ირანელებმა უარი თქვეს ბოდიშის მოთხოვნაზე
და ერთადერთი რასაც ითხოვდნენ იყო მათი გაყინული ანგარიშების გადაცემას,
მილიარდი დოლარის. ეს მოლაპარაკებები გაგრძელდა კარტერის დამარცხების
შემდეგაც, ნოემბერ-იანვარში, ამ პერიოდში დაიდო საბოლოო შეთანხმება, რადგან
ირანელებმა იცოდნენ, რომ როცა რეიგანი შევიდოდა ადმინსიტრაციაში ის უფრო
ხისტ პოზიციას დაიკავებდა, ვიდრე კარტერი. ამიტომ ირანმა შეამცირა მოთხოვნები
და საბოლოო ჯამში, რამდენიმე მილიარდის უკან დაბრუნება, 3 მილიარდი მიიღო
ირანმა. ეს შეთანხმება, რომლითაც გათავისუფლდნენ ამერიკელი მძევლები,
რონალდ რეიგანის ინაუგურაციის წინა დღეს დაიდო. ირანის მოვლენები იქცა
მთავარ მიზეზად, რატომაც იგი არ აირჩიეს. 

კარტერის ადმინისტრაციის პრობლემა იყო ხედვის არ არსებობა საბჭოთა კავშირის


მიმართ და სხვა საფრთხეებისადმი, თვითონ ადმინისტრაციის შიგნითაც იყო
წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, მაგალითად მის სახელმწიფო მდივანს-
საირუს ვენსსა და მის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში- ზბიგნევ
ბჟეზენსკის შორის. ბჟეზენსკი უფრო ანტისაბჭოურად იყო განწყობილი, ის
ემიგრირებული პოლონელი იყო. ვენს უფრო კისინჯერის რეალპოლიტიკის ხედვები
ჰქონდა. არეული იყო ხედვა სსრკ-ის მიმართ, ამან გაათამამა სსრკ და შეიჭრა
ავღანეთში. 

ბევრი წარმატებაც ჰქონდა კარტერს, ერთ-ერთია კემპ-დევიდის 1978 წლის


შეთანხმება, როცა ისრაელის პრემიერი და ეგვიპტის პრეზიდენტი სადათი,
მედიატორის ფუნქცია იმდენად კარგად შეასრულა, რომ შეთანხმება დაიდო 1 წლის
შემდეგ, რომლითაც ეგვიპტემ აღიარა ისრაელის არსებობა და ამის სანაცვლოდ
ისრაელის არმიამ დატოვა სინაის ნახევარკუნძული, ბრძოლაში დაკარგული
ტერიტორია ეგვიპტემ დაიბრუნა. ერთი სერიოზული პრობლემა ახლო
აღმოსავლეთში მოგვარდა  ამით. კარტერმა თავი დაიმკვიდრა, როგორც
მშვიდობისმყოფელმა. ამით არ დამყარებულა მშვიდობა, იერუსალიმსა და გოლანის
მაღლობებზე, პალესტინის საკითხის გარშემო იყო დაძაბულობა. სადათის
მკვლელობის გამო, ეგვიპტესა და ისრაელს შორის მშვიდობა არ დარღვეულა.
კარტერი დღემდე არის სიმბოლო მშივოდიბისმყოფელის. 

მეორე სიმბილური გადაწყვეტილება იყო პანამის არხის დაბრუნება პანამისთვის, ეს


ისტორიული იყო, რადგან ტერიტორია დაუბრუნდა პანამის სახელწმიფოს. სხვა
მხრივ არ ყოფილა კარტერის პრეზიდენტობა გამორჩეული. 

რეიგანის ადმინისტრაცია  

რონალდ რეიგანმა, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა 1980 წლის არჩევნებში


დაამარცხა ჯიმი კარტერი და გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. ის იყო კალიფორნიის
შტატის გუბერნატორი და ჰოლივუდის ვარსკვლავი. მას არ ჰქონდა დიდი
გამოცდილება საგარეო პოლიტიკაში და პრეზიდენტობამდე არ ჰქონდა
ჩამოყალიბებული ხედვები საგარეო პოლიტიკაზე. ადამიანი, რომელიც არ ჰქონდა
პროფესიული ცოდნა ამ მხრივ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მან
დაასრულა ცივი ომი და დაამარცხა სსრკ ამ დაპირისპირებაში. სწორედ მის
პერიოდში მოხდა ის ძირეული ცვლილებები, რომლებმაც დაშალა სსრკ. 

სსრკ-ისთან ურთიერთობა 

აშშ-ის სსრკ-ის ურთიერთობების განხილვისას რეიგანის ადმინისტრაციის დროს,


აუცილებელია ცალ-ცალკე განვიხილოთ რეიგანის პრეზიდენტობის პირველი ვადა 
და მეორე ვადა, რადგან რადიკალურად განსხვავებულად განვითარდა
ურთიერთობები მეორე ვადისას და ამის გამომწვევი მიზეზი იყო ცვლილებები სსრკ-
ში, როცა რეიგანის გახდა პრეზიდენტი, დაძაბული იყო სსრკ-სთან ურთიერთობები
და რეიგანი ფიქრობდა, რომ უფრო ძლიერი გამოჩენილიყო აშშ, სსრკ რომ წინ გაიჭრა
შეირაღების სფეროში და გავლენების სფეროები გაზარდა. მან ხისტი ნაბიჯები
გადადგა სსრკ-სთან დაკავშირებით, ერთადერთი რაც ნადმივლად იცოდა სანამ
ხედვას ჩამოაყალიბებდა იყო ის, რომ აშშ ამერიკული ცხოვრების წესი, ეკონომიკა და
პოლიტიკური სისტემა იყო გაცილებით წარმატებული ვიდრე საბჭოთა ყოფა,
გეგმიური ყოფა, ტოტალიტარიზმი. ამერიკელი ცხოვრობდა კარგად, საბჭოელი კი
ცუდად- ეს წამდა რეიგანს, აი ამ იდეოლოგიურ და მორალურ უპირატესობასთან
ერთად აშშ-ს ჰქონდა მთავარი იარაღი, რომლითაც სსრკ-ის დამარცხება შეეძლო ეს
იყო ეკონომიკა, მატერიალური სახსრები, რომელთა დახარჯვასაც აპირებდა რეიგანი
ამერიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. პირველი ნაბიჯები იყო საკმაოდ
ხისტი, მაგრამ ამან განსაზღვრა პოლიტიკა სსრკ-ის მიმართ. აღსანიშნავია 1983 წლის
რეიგანის ორი განაცხადი,  პირველი იყო მისი ცნობილი გამოსვლა, სადაც მან სსრკ-ს
უწოდა ბოროტების იმპერია, იმ დროს ვარსკვლავური ომებიდა, იგი მარტივად
საუბრობდა და ეს ასოციაცია კარგი დახასიათება იქნებოდა სსრკ-სი, ეს არის იმპერია,
რომელსაც უნდა ებრძოლო და დაამრცხო, ამან უფრო დაძაბა სსრკ-სთან
ურთიერთობა. მეორე გაანცხადი იყო სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის SDI-ის
პროგრამის დაწყება, რომელიც იყო ძალიან ამბიციური პროგრამა და პირველ რიგში,
გულისხმობდა აშშ-ისთვის საჰაერო ფარის შექმნას, რომელიც დაიცავდა მას
ნებისმიერი სახის  თავდასხმისაგან.  მისი ნაწილი განხორციელდა, გარდა იმ
რეალური შინაარსისა, იყო პიარის ელემენტი. იგი იმდენად კარგად ქმნიდა
შთაბეჭდილებას, რომ რეიგანი წინ გაიჭრა ტექნოლოგიების მხრივ, რომ ეს იწვევდა
შიშს სსრკ-ში. მთელი ლოგიკა სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის იყო ის, რომ
აშშ ხარჯავდა ძალიან ბევრ ფულს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, ათასგვარ
პროგრამას ,  მერე SDI-ის უწოდეს ვარსკვლავური პროგრამა, რადგან იგი კოსმოსში
ითვალისწინებდა ამ ფარის შექმნას. ამ გამალებული შეიარაღების ლოგიკით
აშინებდა სსრკ-ის და აიძულებდა სსრკ-საც ჩაედო თანხები შეიარაღებაში, ის
ცდილობდა, რომ არ ჩამორჩენოდა აშშ-ის. განსხვავება ის იყო, რომ სსრკ-ის
ფინანსურად არ შეეძლო გაეძლო ამ კონკურენციისათვის, რამაც იმოქმედა სსრკ-ის
დაშლაში, რადგან იგი გაკონტრდა. 

საბჭოთა კავშირში, რეიგანის პირველი ვადის დროს იყო პოლიტიკურ თაობათა


კრიზისი, ის თაობა, რომელიც პოლიტბიუროში ფლობდა თანამდებობას, იგი
მოხუცდა. 1982 წელს ბრეჟნევის სიკვდილი, მერე ანდროპოვი, 1984 წელს აირჩიეს
ჩერნენკო, რომელიც ასევე მოხუცი, 1985 წელს მოკვდა. რეიგანის თვალწინ 3 ლიდერი
გარდაიცვალა. შემდგომ მოხდა თაობათა ცვლა, რაზეც იმედებს ამყარებდა ქენანი და
უფრო ახალგაზრდა გორბაჩოვი გახდა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის
თავჯდომარე. რეიგანის მეორე ვადაში მოხერხდა გარღვევა ურთიერთობებში,
გორბაჩოვმა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მიიღო უჩვეულო
გადაწყვეტილება, როდესაც  სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი- ანდრეი გრომიკო
გაათავისუფლა, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა 1950-ანი  წლებიდან. მის
ნაცვლად დანიშნა ადამიანი, რომელსაც არ ჰქონია ამ მიმართულებით გამოცდილება
საბჭოთ საქართველოს ლიდერი- ედუარდ შევარდნაძე. ამ ცვლილებბემა  გასხნა
მოლაპარაკებების შესაძლებლობა, სსრკ-ისა და აშშ-ის შორის. მოლარაპარაკებები
დაიწყო SDI-ზე, რადგან იგი აშინებდა გორბაჩოვს და ისინი 1985 წლიდან დაწყებულ
მოლაპარაკებებში ცდილობდნენ დაეყოლიებინათ აშშ, რომ შეეჩერებინა ეს პროგრამა
და ამის სანაცვლოდ ისინი თანახმანი იყვნენ, მნიშვნელოვნად შეემცირებინათ
საბჭოთა ბირთვული არსენალი. 4 სამიტი შედგა, ყოველ წელს 1 სამიტი, პირველი
შეხვედრა გორბაჩოვსა და რეიგანს შორის შედგა 1985 წელს, ჟენევაში, წარუმატებელი
გამოდგა. ვერაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა,
რადგან ორი ლიდერი ერთმანეთს შეხვდა. უფრო მნიშვნელოვანი იყო 1986 წლის
რეიკიავიკის სამიტი, რომელმაც არაფორმალურ გარემოში ჩაიარა და პირველად
მოხდა, რომ ცივი ომის პერიოდში შეხვდნენ. რეიკიავიკში გორბაჩოვმა თამამი
ინიციატივა წამოაყენა, კერძოდ, თუ აშშ უარს იტყოდა სტრატეგიული თავდაცვის
ინიციატივაზე, სსრკ მთლიანად უარს იტყოდა ბირთვულ იარაღზე, ამაზე რეიგანი არ
დათანხმდა და რეიგანი ხელს არ უშვებდა ესდიაის, რადგან ეს იყო სერიოზული
სავაჭრო თემა, რაზეც სსრკ მისი აზრით უფრო დიდ დათმობებზე შეიძლება
წამოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ რეიკიავიკის სამიტი არ დასრულებულა
კონკრეტული შეთანხმებით, შემდეგი წლის სამიტი 1987 წლის ვაშინგტონის სამიტი
წარმატებული გამოდგა, როცა ხელი მოეწერა INF-ის ხელშეკრულებას, დიდ
მანძილზე მოქმედი ბირთვული შეიარაღების შეზღუდვა, რომლითაც აშშ-მა და სსრკ-
მაც უარი თქვეს ევროპაში ბირთვული ქობინებით აღჭურვილი რაკეტების
განლაგებაზე, მათ გაიტანეს ეს რაკეტები, აშშ-მა დასავლეთ ევროპიდან, სსრკ-მა
აღმოსავლეთიდან. ამან განმუხტა ვითარება. ბოლო სამიტი 1988 წელს მოსკოვში, ეს
ორი სამიტი სიმბოლური დატვირთვის მქონე იყო, როცა სსრკ-ის ლიდერი აშშ-ში
იყო, ხოლო აშშ-ის ლიდერი მოსკოვში, პიროვნული დამოკიდებულებები ასახავდა
პოლიტიკურ დამოკიდებულებებს და მიანიშნებდა ცივი ომის დასასრულზე.
მთავარი, რამაც ეს ცვლილებბეი გამოიწვია იყო გორბაჩოვის პოლიტიკა, რომელიც
მან გაატარა საბჭოთა კავშირის შიგნით. ეს პოლიტიკა დიდწილად ნაკარნახევი იყო
რეიგანისგანაც, რომელიც ირიბად უბიძგებდა ტოტალიტარიზმის დასრულებისაკენ.
გორბაჩოვმა გამოაცხადა “გლასტნოსტის” პოლიტიკა, რაც გულისხმობდა შედარებით
მეტ სიტყვის თავისუფლებას სსრკ-ში, გაიხსნა საინფორმაციო ველი, სადავლეთით
ინფორმაციის მიღება, კულტურული დიალოგი წარიმართა, დასავლური კულტურა
შემოვიდა, მეორე მნიშვნელოვანი პოლიიტკა იყო “პერესტროიკა” გეგმიური
ეკონომიკის ფარგლებში გარკვეული საბაზრო ელემენტების შემოტანას. ამან სსრკ-ში
ძირი გამოუთხარა სოციალიზმის საფუძვლებს. ამის პარალელურად, რეიგანი
ახორციელებდა რეიგანის დოქტრინას, რაც გულისხმობდა აღმოსავლეთ ევროპის
ჩაგრული ერების მხარდაჭერას, მათი დამოუკიდებლობაში ბრძოლაში და
ნებისმიერი სხვა სახის ნაცონალიზმის მხარდაჭერას, რადგან სსრკ გადაქცეულიყო
იმპერიად, რომელიც ჩაგრავდა ხალხებს, სსრკ-ის რესპუბლიკებს. მისმა დოქტრინამ
და მისმა ზეწოლამ გორბაჩოვზე დიდი გავლენა მოახდინა სსრკ-ზე. სიმბოლური იყო
რეიგანის ჩასვლა ბერლინში, სადაც მან ბრანდებურგის კარიბჭესთან წარმოთქვა
სიტყვა, რომელშიც გორბაჩოვს მოუწოდა კედლის დანგრევისკენ. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი, რომელმაც ასევე ხელი


შეუწყო სსრკ-ის დაშლას და დასუსტებას, ეს იყო რეიგანის პირველივე
ადმინისტრაციის დროს ავღანეთში მოჯაჰედებისათვის დახმარების გაწევა, იმ
ტომებისთვის, რომელიც სსრკ-ის მარიონეტული ხელისუფლებისა და არმიის
წინააღმდეგ იბრძოდნენ. მნიშვნელოვანი იყო ამ მოჯაჰედების აღჭურვა ამერიკული 
ანტისაჰაერო რაკეტებით-სტინგერებით, რომლებიც საშუალებას აძლევდათ
ჩამოეგდოთ საბჭოთა ვერტმფრენები, სწორედ ამ ნაბიჯმა გაზარდა სსრკ-ის
ჯარისკაცთა მსხვერპლი, რის გამოც გორბაჩოვმა 1988 წელს საბჭოთა არმია გამოვიდა
ავღანეთიდან. ეს დიდი წარმატება იყო აშშ-ისთვის. 

რეიგანის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში დაიწყო საუბარი, რომ სსრკ-ის ჯარი


გამოვიდოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც, რაც ცივი ომის დასასრულის
დასაწყისი იყო. 

იმდენად ბევრი წარუმატებელი ეპიზოდი ჰქონდა რეიგანს, რომ არ ეგონათ მას მეორე
ვადითაც თუ აირჩევდნენ. 

ლათინურ ამერიკაში- ჯიმი კარტერის დროს დაიწყო ორი სამოქალაქო ომი


ნიკარაგუაში 1979 წელს მოხდა სონოზას დიქტატურის დამხობა და  დანიელ
ორტეგას ხელმძღვანელობით, მოვიდა სანდინისტთა ძალა, რასაც მოჰყვა სამოქალაქო
ომი. რეიგანი როცა გახდა პრეზიდენტი, რომ ფინანსური და სამხედრო დახმარება
გაეწია სანდინისტთა წინააღმდეგ მებრძოლთათვის, ამ ძალას უწოდეს კონტრა.
კონტრას წლების მანძილზე უწევდა დახმარებას, თუმცა კონგრესმა აუკრძალა
დახმარების გაწევა. რეიგანმა მოიგონა სხვა გზა, კონტრას დასახმარებლად, რასაც
მოჰყვა სკანდალი. 1986 წელს გამოაშკარავდა ირან-კონტრას საქმე, როცა გაირკვა, რომ
რეიგანმა და მისმა მრჩევლებმა მოიგონეს ესეთი სქემა, რომ გაეყიდათ იარაღი
ირანისთვის ირან-ერაყის ომის დროს, ამ იარაღის სანაცვლოდ კი აშშ იღებდა ფულს,
რასაც იყენებდა კონტრას დასაფინანსებლად. ეს სქემა გამოაშკარავდა, როცა
ნიკარაგუის ხელისუფლებამ ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდნენ
ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს წარმომადგენლები, რომელთაც მიჰქონდათ
დახმარება კონსტრასთვის. დაიწყო გამოძიება კონგრესში და რეიგანი გადაურჩა
იმპიჩმენტს, მაგრამ მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საქმეებში და
მოადგილე გადააყენეს და დააკავეს. ეს სერიოზული სკანდალი იყო. რეიგანის
პრეზიდენტობის პერიოდში, ნიკარაგუის პრობლემა ვერ მოგვარდა, კოსტა-რიკის
პრეზიდენტმა კოსტა-არია სანჩესმა შეადგინა გეგმა მოლაპარაკების, რომლითაც
კონტრა და სანდინისტთა ხელისუფლება მშვიდობიან თანაცხოვრებაზე შეთანხმდა. 

რეიგანის დროს პრობლემა იყო ასევე ახლო აღმოსავლეთში. ცხელი წერტილი იყო
ლიბანი, სადაც პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია მოქმედებდა და
იქიდან უქმნიდა საფრთხეს ისრაელს, ამას მოჰყვა 1982 წელს ისრაელის შეჭრა
ლიბანში და მისი სამხრეთი ნაწილის ოკუპაცია, პარალელურად სირიაც იყო
შეჭრილი ლიბანში, ამიტომ ლიბანი აღმოჩნდა გაყოფილი ისრაელისა და სირიის
გავლენის სფეროებად. ამასთანავე ლიბანში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი
ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, მრავამხრივი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა
და აშშ-მა საჭიროდ ჩათვალა ჯარების ჩაყენება იტალიურ, ფრანგულ კონტინგენტთან
ერთად. ბეირუთში კონტროლი არ ჰქონდათ, 1983 წელს მოხდა ტრაგედია და
ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა შეიჭრა ამერიკულ ბარაკებში,
რასაც ემსხვპერლა ასეული ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე. ეს პირველი
შემთხვევა იყო თვითმკვლელი ტერორიზმის. ამ ტრაგედიის მერე, რეიგანმა საპასუხო
ქმედებების მიუხედავად, გადაწყვიტა ჯარების ლიბანიდან გამოყვანა. ეს მისია
წარუმატებელი გამოდგა. აშშ-მა 1986 წელს მცირე სამხედრო ოპერაცია ჩაატარა
ლიბიის წინააღმდეგ, დაბმობა ლიბიის დედაქალაქი- ტრიპოლი, და კაფადის
სასახლე, რასაც მუამარი გადაურჩა, თუმცა მისი შვილი დაიღუპა. მუამარ კადაფის
წინააღმდეგ, როცა ადაფმა დასავლეთ ბერლინში, დისკოტეკაზე მოაწყო ტერაქტი. ამ
ნაბიჯით, აშშ-მა დაანახა, რომ არ შეეგუებოდა ტერორიზმს. ძალიან მნიშვნელოვანი
იყო სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა აშშ-სა და ბრიტანეთს შორის,
რომელიც 1956 წლის სუეცის კრიზისის შემდეგ გაფუჭებული იყო. რეიგანმა შეძლო
ამ ურთიერთობების აღდგენა, ამას ხელი შეუწყო ფოლკლენდის ომში აშშ-ის მიერ
ბრიტანეთის პრეიერისთვის მხარდაჭერის გამოხატვამ. ამერიკელებმა საზღვაო გზა
გაუხსნეს ბრიტანელებს, რათა კუნძულები არგენტინისგან გამოეხსნათ. ერთნაირი
ეკონომიკური ხედვები ჰქონდათ რეიგანსა და ტეტჩერს. 

1983 წელს წარმატებული მისია ჰქონდა რეიგანს ლათინურ ამერიკაში, კუნძულ


გრენადაზე, სადაც მოხდა სამხედრო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდა
კომუნისტური ძალა. რეიგანმა საჭიროდ ჩათვალა იქ ინტერვენცია, რათა მეორე კუბა
არ შეექმნა იქ, ამიტომ OAS-ის ინიციატივით იგი შევიდა გრენადაში წესრიგის
დასამყარებლად. 

ჯორჯ ბუში უფროსი

საერთაშორისო სისტემა შეიცვალა და გადაიყვანა ცივი ომის შემდგომ ფაზაში. მეოცე


საუკუნეში ორი ძირითად თარიღი იყო, რომელმაც შეცვალა საერთაშორისო
პოლიტიკა, ერთი იყო მეორე მსოფლიო ომის დასასრული, მეორე კი სსრკ-ის დაშლა-
1991 წელს. 1988 წლის არჩევნებში მან მარტივად დაამარცხა დემოკრატი კანდიდანტი
და გააგრძელა ის პოლიტიკა, რომელიც ჰქონდა რონალდ რეიგანის ადმინისტრაციას,
ეს გულისხმობდა სტრატეგიული თავდაცვის ინიცატივის მხარდაჭერას, საბჭოთა
კავშირთან მიმართებით ბირთვული განიარაღების თაობაზე მოლაპარაკებებს,
კონსტრუქციული მოლაპარაკებები გაგრძელდა სსრკს-სთან. გულისხმობდა ასევე
ნიკარაგუაში კონტრების და ისრაელის მხარდაჭერას. ბუშს არ ჰქონდა მოლოდინი,
რომ 1989 წელს მსოფლიო დაიწყებდა ძირეულ ცვლილებებს, მან რეაგირება
დააგვიანა ბევრ საკითხში და ვერ მოასწრო ადეკვატურად, რომ გადაეხედე  იმ
პოლიკებისთვის, რომელსაც ატარებსა საბჭოთა კავშირის არეალში, რეგიონებში. 

ცივი ომის დასასრული- 1989 წელს პირველი დიდი ცვლილებები დაიწყო ჩინეთის
რესპუბლიკაში, მცდელობა, სსრკ-ის გავლენით ახალგაზრდები აპროტესტებდნენ
დენ სიაოპინის მმართველობას, დემოკრატიზაციას და ლიბერალიზაციას, ჩინეთის
კომუნისტურმა რეჟიმმა დიდი აგრესიით უპასუხა, ძალიან ბევრი ადამიანი
ემსხვერპლა ტიან ამენის მოედანზე. დენ სიაპინს არ სურდა  გორბაჩოვის მიბაძვა, მან
უხეში ძალის გამოყენებით ჯარის მეშვეობით დაშალა აქცია. ამის მერე ჩინეთის
პრესტიჟი შეილახა, თუმცა ბუშის ადმინისტრაციამ გააგრძელა ურთიერთობა
ჩინეთთან, რაც ღალატი იყო ამერიკული იდეალების, თუმცა ბუში რეალპოლიტიკის
მიმდევარი იყო. ჩინეთში ვერ მოხერხდა ტრანსფორმაცია, თუმცა აღმოსავლეთ
ევროპაში წარიმართა ყველაფერი დიდი სიჩქარით. ამას ერთვოდა ის გარემოება, რომ
სსრკ არ აპირებდა 1968 წლის  ბრეჟნევის დოქტრინის გატარებას, რომელიც
გულისხმობდა თუ ვარშავის პაქტის რომელიმე წევრი დააპირებდა გამოსვლას ამ
ორგანიზაციიდან, გავლენის სფეროდან მაშინ სსრჯ გამოიყენებდა ძალას ამ
პროცესის აღსაკვეთად. 1989 წლისთვის ეს დოქტრინა შეიცვალა, სატირულად
სინატრას დოქტრინით- I will go my way, ანუ ყველა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას
შეეძლო აერჩია დამოუკიდებლად თავისი განვითრების გზა და მას შეეძლო ვარშავის
პაქტის დატოვება. როცა სსრკ-მა დაასრულა აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების
გამოყვანა 1989 წელს, მაშინვე დაიწყო აღმოსავლეთ ევროპის ხალხების პროტესტი.
სხვადასხვა ქვეყანაში განსხავებულად წარიმართა აქციები. პირველი ქვეყანა იყო
პოლონეთი, იქ სოლიდარობის ლიდერი ლეხ ვალენსა ჩაუდგა ამ ცვლილებების
მოთხოვნებს სათავეში, პოლონელი დიქტატურის რეჟიმი შეიცვალა უფრო
დემოკრატიულით არჩევნების შედეგად. ჩეხოსლოვაკიაში “ხავერდოვანი
რევოლუცია” მოხდა, სადაც ციხიდან გამოვიდა დისიდენტი- ვაცლავ ჰაველი,
რომელიც გუსაკის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, კომუნისტური რეჟიმი
მშვიდობიანი ფორმით დაეცა. უნგრეთსა და ბულგარეთშიც ეს ტრანზიცია
მშვიდობიანი ფორმით ჩატარდა, ერთადერთი ქვეყანა, სადაც არსებულმა რეჟიმმა არ
დათმო ხელისუფლება მშივოდიანი გზით იყო რუმინეთი, ნიკოლაუ ჩაუშესკუს
მეთაურობით. სახალხო აჯანყებამ დაამხო იგი. ამ განსხავვებული პროცესებისა, 1989
წლისთვის აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი გათავისუფლდა. გერმანიაშიც
მიმდინარეობდა აქტიური პროცესები, როცა ხალხმა ბერლინის კედლის ნგრევა
დაიწყო, 1990 წლისთვის გერმანია გაერთიანდა. აღსანიშნავია, რომ იგი ნატო-ს
წევრიც გახდა, ბუშის პრინციპული პოზიციის გამო, რადგან ნეიტრალისტეტსაც
განიხილავდნენ. 1990 წლისთვის ბუში და გორბაჩოვი ამბობდა, რომ ცივი ომი
დასრულებული იყო და მსოფლიო შედიოდა ახალ ფაზაში. სამწუხაროდ, ამერიკელბს
ცრუ მოლოდინი ჰქონდათ, რომ სსრკ შეინარჩუნებდა თავის თავს და ბუში მხარს
უჭერდა სსრკ-ის რეფორმებს, ის გადავიდოდა დემოკრატიულ რელსებზე, მათ არ
ესმოდათ, რომ სსრკ იყო ტოტალიტარული რეჟიმი და ის 15 რესპუბლიკა ძალით
შესული, აუცილებლად მოინდომებდა დამოუკიდებლობას. 1989 წლის პროცესები,
რომელბიც სსრკ-ის რესპუბლიკებში, ბალტიისპირეთში გამოსვლები, საქართველოში
9 აპრილს, წარიმართა არ იღებდა მხარდაჭერას აშშ-ისგან თავდაპირველად. აი ამ
პროცესში ბუში კი გმობდა ადამიანის უფლებების დარღვევას, მაგრამ პოლიტიკური
თვალსაზრისით, მაინც მხარს უჭერდა სსრკ-ს, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად ვერ
წარმოედგინათ, რომ სსრკ შეიძლებოდა დაშლილიყო, ან მის ნაცვლად რა უნდა
მომხდარიყო. მათ ამ სიახლის, სსრკ-ის დაშლის ეშინოდათ, რადგან ხედავდნენ
საფრთხეს, რომ ამის შემდეგ მსოფლიო უფრო ქაოსური გახდებოდა. საბოლოო ჯამში,
ეს პროცესი გარდაუვალი იყო, ყველაზე ცუდი ეპიზოდი ბუშის პრეზიდენტობისას
იყო 1991 წლის ზაფხული, როცა ის მოსკოვში ჩავიდა, შემდეგ კიევში უნივესიტეტში
გამოსვლისას მოუწოდებდა უკრაინას, რომ დარჩენილიყო სსრკ-ის შემადგენლობაში.
ამ სიტყვას უწოდეს _ Chiken Kiev Speech, რაც მხდალი ლიდერის გამოსვლის
აღმნიშნველი ტერმინი იყო. ბუში ცდილობდა შეეჩერებინა ის პროცესი, რაც
გარდაუვალი იყო. როდესაც ბუში დაბრუნდა აშშ-ში, მალევე 1991 წელს მოხდა
მოსკოვის პუტჩი, როცა მოსკოვის ცენტრალური პარტიის წევრებმა გორბაჩოვს
გადატრიალება მოუწყვეს, რათა შეენარჩუნებინათ სსრკ რეპრესიული პოლიტიკით.
ბორის ელცინი სათავეში ჩაუდგა ხალხის პროტესტს პუტჩის წინააღმდეგ, რის გამოც
პუტჩი არ შედგა, ამის მერე სსრკ ვეღარ აგრძელებდა ფუნქციონირებას, ამ დროს უკვე
ბევრ ქვეყანას დამოუკიდებლობა ჰქონდათ გამოცხადებული. 1991 წელს ბუშის
ადმინისტრაცია შეეგუა, რომ გარდაუვალი იყო ახალი ერის დასაწყისი რეგიონში.
ბელოვეჟის ტყეში ხელი მოეწერა, სსრკ-ის დაშლილად გამოცხადება, 15 ივე
რესპუბლიკა გახდა დამოუკიდებელი და დაიწყო მათი აღიარების პროცესი, 1992
წლამდე აშშმა აღიარა. აშშ-მა საქართველო მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, როცა
სამოქალაქო ომი დასრულდა. 

1991 წლის შეცვლილი საერთაშორისო რეალიბისათვის აშშ აღმოჩნდა


მოუმზადებელი და ატარებდა იმ პოლიტიკას, რომელიც აშშ-მა რეიგანის დროს
აარჩია. 

მნიშნველოვანი იყო განიაარაღების შეთანხმებები გაფორმებული სსრკს-თან, სტარტ


1, ამას საფუძვლად დაედო 1989 წლის მარტის სამიტი ბუშსა და გორბაჩოვს შორის.
როცა რუსეთი გახდ 1992 წელს გაფორმდა სტარტ 2 შეთანხმება, რომელმაც შეამცირა
ბირთვული არსენალი. 

პრობელემები დაიწყო საბჭოთა კავშირის რეგიონში, სომხეთ-აზერბაიაჯნის


დაპირისპირება, დნესტრისპირეთის კონფლიქტი. 1991 წლიდან ბალკანეთის ომი,
იუგოსლავიის ფედერაციის დაშლა, სლოვენიის გასვლა შედარებით უმტკივნეულო
იყო, ხორვატიის შემთხვევაში ამას მოყვა, ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამი 3 ებრძოდა;
სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, რელიგიური განზომილებაც ჰქონდა. აქ ჩართვა
მოუწია აშშ-ს, სსრკ-იც მილოშევიჩს უჭერდა მხარს. ჯორჯ ბუშის პერიოდს დაემთხვა
ცივი ომის დასასრული და აღმოსავლეთ ევროპაში ცვლილებები. 

ცივი ომის დასარულმა დაასრულა აპარტეიდი, ნიკარაგუაში ბუში აგრძელებდა


ორტეგას ოპოზიციის კონტრას მხარდაჭერას, მანაც ვერ დაამხო ორტეგა.
ხელისფულება დათმო ორტეგამ ვიოლეტა ჩამოროს, დემოკრატიული ტრანზიცია
მოხდა. სხვაგვარად განვითარდა ვითარება პანამაში, სადაც ხდებოდა ნარკოტიკებით
ვაჭრობა, პანამის გავლით შემოდიოდა აშშ-ში ნარკოტიები, მასში ჩართული იყო
მანუელ ნორიეკა, არაფორმალური მმართველი, რომელმაც საკუთარი კანდიდატი
მოიყვანა პანამის პრეზიდენტად, რაზეც აშშ-მა უპასუხა ჩამოგდების მცდელობით,
მაგრამ ეს წარუმატებელი აღმოჩნდა, შედეგად, ნორიეკამ ომი გამოუცხადა აშშ-ის, აშშ
ისარგებლა ამით და მალევე დაიკავეს მთლიანად პანამა. ნორიეკა გაასამათლეს აშშ-
ში ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო. ეს მეტყველებდა, რომ აშშ თავს იმკვიდრებდა
ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ. ცივი ომის დასრულებასთან ერთად, მოიხსნა
ლათინურ ამერიკაში კომუნიზმის გავრცელების საფრთხე, რადგან საბჭოთა კავშირს
რესურსი აღარ ჰქონდა მხარი დაეჭირა ახალი რევოლუციებისათვის, აშშ-მა ამის
შემდეგ განიმტკიცა თავისი გავლენა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაზე. 

რეგიონული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების დადება ბუშის პერიოდიდან


დაიწო და გაგრძელდა კლინტონის დროს. ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალმა
ხელშეკრულება ნაფტამ შეცვალა რეგიონში ვითარება, ბუშმა აიღო ინიციატივა, რასაც
ხელი 1993 წელს მოეწერა. იგი გაფორმდა აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის. ტრამპა
იგი გააუქმა და დადო გაუმჯობესებული შელშეკრულება USMCA. 

სპასეთის ყურის ომი- სსრკ-ის მხარდაჭერამ აშშ-ისთვის სახმედრო ოპერაციისას,


დაახლოა ბუშისა და გორბაჩოვის პოზიციები. 1990 წლის აგვისტორში, ერაყის
დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა დაიპყრო მეზობელი პატარა სახელმწიფო ქუვეითი,
რომელიც ნავთობით მდიდარი იყო, ოპეკის წევრი. საბაბად გამოიყენა ის, რომ
ქუვეითი ერაყის ისტორიული ტერიტორია იყო და ის ,რომ ქუვეითი ხელს უშლიდა
ნავთობის საერთო ფასების ჩამოყალიბებას, დაბალი ფასისკენ მიყავდა. ერაყის არმიამ
არა მარტო ოკუპაცია მოახდინა ქუვეითის, არამედ ანექსიაც, კუვეიტი ერაყის
პროვინციად გამოცხადდა, ეს უპრეცედენტო იყო. ბუშმა კარგად იმოქმედა და
აიცილა ის შეცდომები, რაც კორეისა და ვიეტნამის ომში დაუშვეს მისმა
წინამორბედებმა. მან მხარდაჭერის მოპოვება სცადად ერაყის საწინააღმდეგო
ოპერაციისას, როგორც აშშ-ში ისე საერთაშორისო არენაზე. ეს დიპლომატიური
სამუშაო კარგად აწარმოა, ჯერ კონგრესმა მიიღო მხარდამჭერი რეზოლუცია შესაძლო
სამხედრო ოპერაციაზე, ასევე სსრკ და ევროპელები დაეთანხმნენ ერაყის მიმართ აშშ-
ის ნაბიჯებს. გაეროს პირველი ნაბიჯი იყო სანქციების დაწესება, ჯარის გამოყვანის
ვადა, რომელიც იწურებოდა 1991 წლის იანვარში. ჰუსეინი არ აპირებდა მის
შესრულებას და აპირებდა ბძოლას. ამას მოყვა გაეროს რეზოლუცია, რის მერეც
გაეროს უშიშროების საბჭომ მისცა ქვეყნებს კოლექტიური უსაფრთხოების
მექანიზმის ამოქმედების ნებართვა. არავინ დაადო ვეტო ამ ოპერაციას. აშშ-მა და
მისმა მოკავშირეებმა დაიწყეს უდაბნოს ფარის ოპერაცია, რასაც უდაბნოს ქარიშხალი
მოჰყვა, ამერიკამ გამოიყენა თანამედროვე ტექნოლოგიები, მიუხედავად იმისა, რომ
ერაყის არმია საკმაოდ მოზრდილი იყო იგი დამარცხდა. ჰუსეინმა გაისროლა
ბალისიტკური რაკეტები, საუდის არაბეთისა და ისრაელის მიმართულებით, თუმცა
იგი გაანადგურეს. საბედნიეროდ, ბირთვული ქობინებით არ იყო აღჭურვილი ეს
რაკეტები, ქიმიურ იარაღს ფლობდა და გამოიყენა აჯანყებულთა წინააღმდეგ.
კუვეიტიდან გამოიყვანა ჯარები. საყურადღებოა, რომ ბუშმა ზედმიწევნით
შეასრულა გაეროს რეზოლუცია, მანდატი აშშ-ის აძლევდა ერაყის წინააღმდეგ
მოქმედებას, რათა კუვეიტის წინაშე აგრესია აღკვეთილიყო. იყო ცდუნება, რომ
ჰუსენი დაემხოთ და ბაღდადი აეღო აშშ-ს, თუმცა ამ საკითხში მან იცოდა, რომ
დიპლომატიური მხარდაჭერა არ ექნებოდა და არ გააგრძელა ერაყის ტერიტორიის
დაკავება. ეს გამარჯვება მნიშვნველოვანი, სიმბოლური იყო, რადგან ამით აშშ-მა
დაამცხა ვიეტნამის სინდრომი. ისიც აღსანიშნია, რომ ოპერაციის შემდეგ აშშ-ის
ჯარები არ დარჩნენ იმ ქვეყანაში და გამოვიდნენ, რაც განსხვავდებოდა 60-იანი
წლებისგან. ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია აშშ-მა აგრესორს, იგი მსოფლიო
პოლიციელის იმიჯს იმკვიდრებდა. 

ბილ კლინტონის პერიოდი

1992 წელი იყო მორიგი არჩევნების წელი, ბუშს ჰქონდა გამარჯვების იმედი, რადგან
მას ზურგს საგარეო პოლიტიკური წარმატებები ერთვოდა და ერაყის აგრესიის
აღკვეთა. მთავარი, რამაც არჩევნების ბედი გადაწყვიტა შიდა ვითარება იყო,
ეკონომიკურად დაზარალებული იყო აშშ, ის ხარჯიანი პროგრამები, რომელიც
რეიგანმა დაიწყო ბუშის დროსაც გაგრძელდა. აშშ ვალები დაუგროვდა, ეს კარგად
გამოიყენა დემოკრატმა ბილ კლინტონმა, რომელმაც საარჩევნო კამპანია ამ
ეკონომიკურ საკითხებზე ააგო. 

კლინტონის პირველი წლები შიდა პოლიტიკაზე იყო აქცენტირებული და ეს დრო


საგარეო პოლიტიკის პრინციპების ფორმირებას დაეთმო. საშინაო პოლიტიკაში ეს
წარმატებული იყო, რადგან აშშ გახდა ეკონომიკურად წამყვანი სახელმწიფო და ამ
წარმატებას მიაღწია საგარეო ეკონომიკური სტრატეგიის მოდიფიცირებით. მას 3
მთავარი საკითხი ჰქონდა გამოყოფილი: 1. სამხედრო ძალების მოდერნიზაცია,
იმგავრად, რომ მათ ცივი ომის შემდგომი გამოწვევებისთვის ეპასუხათ, აღარ იყო
საჭირო ზედმეტი ხარჯების გაღება. 2. ეკონომიკის გაჯანსაღება, სამუშაო ადგილების
შექმნა, საგაეო ვალების გასტუმრება და საერთაშორისო ეკონომიკაში აშშ-ის
პოზიციის გაძლიერება. 3. დემოკრატიის წინ წამოწევა და მისი გავრცელება,
დახმარების გაწევა დემოკრატიისაკენ მიმავალი სახელმწიფოების. 

მან პირველ წლებში მწყობრი სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბა, საგარეო-ეკონომიკური


პოლიტიკა  უფრო იყო და უსაფრთხოების საკითხებს არათანმიმდევრულად
პასუხობდა. მან ჩართო მთელი მსოფლიო ვაჭრობის ლიბერალიზაციაში. ამ
პერიოდში დამკვიდრდა დიდი შვიდეულის ფორუმი, აზია-წყანროკეანეთის
ფორუმი, ნაფტა ამოქმედდა, მოხდა გატის გარდაქმნა 1994 წლის ურუგვაის რაუნდი,
იგი გადაკეთდა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციად. ეკონომიკურად აშშ
გაძლიერდა, იგი გახდა მსოფლიო წამყვანი ეკონომიკა, კეთილდღეობის დონეც
გაიზარდა, ვალებიც 90-იან წლებში გადაიხადეს. 

პოლიტიკური კრიზისებს იგი სხვადასხვანაირად პასუხობდა. პირველი ეპიზოდი


კლინტონის პერიოდში იყო სომალის მოვლენები, სადაც მართალია ამერიკამ ძალიან
დიდი როლი შეასრულა, თუმცა მარცხიტ დასრულდა. ჯერ კიდევ ბუშს ჰყავდა
სამოქალაქო ომის დროს სამშვიდობო კონტინგენტი გაგზავნილი თუმცა, 1993 წლის
ოქტომბერში მოხდა ცნობილი ეპიზოდი- Black Hawk Down, როცა ამერიკული
ვერტმფრენები ჩამოაგდეს სომალის დედაქალაქში, ტყვედ აიყვანეს მფრინავები. იმ
ეპოქაში, როცა ეს ტელევიზიით გადაიცემოდა, ამ მისიის გასვლის გადაწვეტილება
მიიღო. ამის შემდეგ, აშშ ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა და ერიდებოდა მისიების
გაგზავნას ჰუმანიტარული კრიზისების დროსაც. შედარებით უფრო წარმატებული
იო ჰაიტიზე მისია, 1991 წლის სამხედრო გადატრიალება სამხედრო ხუნტის მიერ,
რაზეც გააგზავნა სამხედრო კონტინგენტი, 1994 წელს ამერიკელებმა წარმატებით
გადასხეს მისია. სამხედრო ხუნტამ დათმო ხელისუფლება, ჩატარდა დემოკრატიული
არჩევნები. ჰაიტიზე სამშვიდობო მისია აღმოჩნდა წარმატებული. ორი პროცესი
წარმატებული ასე თუ ისე -აღმოსავლეთ პალესტინის დეესკალაცია და ჩრ.
ირლანდიის პრობლემის გამუხტვა. 1993 წლის ოსლოს შეთანხმებაში მონაწილეობა
მიიღო აშშ-მა, გამოითქვა იმედი, რომ ისრაელ-პალესტინი კონფლიქტი
გადაიჭრებოდა, რადგან პალესტინისთვის უნდა გადაეცა ისრაელს მანამდე
დაკავებული ტერიტორიები. 1995 წლის რაბინი მოკლეს რადიკალებმა და 1996
წლიდან მოვლენები ოსლოს შეთანხმების მიხედვით არ წარიმართა. ჩრ.
ირლანდიასთან დაკავშირებით არაორდინალური ნაბიჯები გადადგა კლინტონის
ადმინისტრაციამ. ამერიკაში დაპატიჟა ჯერი ადამსი, რასაც ბრიტანეთის
უკმაყოფილება მოყვა. კლინტონი გარვეულ ზეწოლასაც ახორციელებდა
ბრიტანეთზე, რათა კონფლიქტი გადაჭრილიყო. 1998 წლის გუდ ფრაიდეი
ეგრიმენთი დაიდო, რითაც კონფლიქტი აღმოიფხვრა. აქაც პოზიტიური როლი
ითამაშა აშშ-მა. 

კლინტონის ინიციატივებიდან აღსანიშნია, ბირთვული განიარაღების საკითხებში,


ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ცივი ომის დასრულების შემდეგ იყო იმის განსაზღვრა
თუ რა დაემართებოდა ბირთვულ არენალს, რომელიც დარჩა სსრკ-ის. ეს ბირთვული
არსენალი იყო უკრაინაშიც, ყაზახეთში და ბელარუსში. რომ არ მომხდარიყო ამ
არსენალის გაბნევის, აშშ-ის ერჩივნა ეს იარაღი ყოფილიყო ერთ ქვეყანაში- რუსეთში,
ძალიან დიდი დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად ამ ქვეყნებმა უარი თქვეს
ამ იარაღზე, გაანადგურეს ის ან გადასცეს რუსეთს. ძალიან  მნიშნველოვანი იყო 1994
წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელსაც აშშ-მა და ეუთოს წევრებმა გარანტია
მისცეს ამ ქვეყნებს, რომ თუ ოდესღაც მათ სუვერენიტეტს დაემუქრებოდა საფრთხე,
მაშინ ეს ქვეყნები აღმოუჩენდნენ მხარდაჭერას და არ მისცემდნენ აგრესორს
სუვერენიტეტის დარღვევას. 2014 წელს ეს მემორანდუმი ყველას გაახსენდა, ობამას
ადმინისტრაციას ამ მემორანდუმის შესრულება არ უცდია. 

რუსეთთან საკმაოდ კონსტრუქციული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, კლინტონ


ელცინს შორის, საუბარი 1990-იანი წლების დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ იგი
უარყოფით გავლენას ახდენდა ბალკანეთის კონფლიქტში, აშშ მას ეხმარებოდა
ეკონომიკურად, პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა რუსეთში
დემოკრატიზაციას. 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან გამოჩნდა, რომ რუსეთი
ქაოტურ სახელმწიფოს ემსგავსებოდა. 

აი ამ პერიოდში, პირველ ნახევარში, ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვა საგარეო


პოლიტიკის, რაც გამოიხატა ტერმინში- “democratic enlargement”, დემოკრატიის
გაფართოება და ეს იყო ამერიკის სტრატეგია ცივი ომის შემდგომ პერიოდში, ეს
ნაწილობრივ ეფუძნებოდა დემოკრატიული მშვიდობის თეორიას, რომ
დემოკრატიული სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის დაწყების ალბათობა მცირეა
და ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას, ურთიერთდამოკიდებულებას, როგორც
მშვიდობის გარანტიას. ეს მხარდაჭერა დემოკრატიული სახელმწიფოების და
საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის მსურველთათვის დღემდე აშშ-ის საგარეო
პოლიტიკის პრიორიტეტია, რასაც სათავე კლინტონის ადმინსტრაციამ დაუდო
სათავე. 

კლინტონს მოუწია ბალკანეთის ომებთან გამკლავებაც, იუგოსლავია, ხორვატია,


ბოსნია-ში სამოქალაქო ომი, მისი მიზანი იყო შეეჩერებინა ეს ომი და მან ნატო-ს
გამოყენება გადაწყვიტა. კლინტონის ადმინისტრაციამ, მისმა მრჩეველმა ბლეიკმა,
ნატოს შენარჩუნება მნიშვნელოვნად ჩათვალეს და მისთვის ახალი ფუნქციების
მიცემა- ერთი ასეთი ფუნქცია უნდა ყოფილიყო ნატოს ჩართვა კონფლიქტების
მოგვარებაში. ბილ კლინტონის პერიოდში გადაწყდა ნატოს-ს განვითარების
შემდგომი ბედი, მისი გაფართოება აღმოსავლეთით. 90-იან წლებში რუსეთი ვეღარ
წარმოადგენდა ისეთ ძალას, ის აგრესიულად ექცეოდა მეზობლებს, პოლონეთი,
უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი მათი მოტიცი სრულიად გასაეგებლი იყო, მათი
სურვილი დასავლეთის ნაწილად გახდომის ლოგიკური იყო. გაფართოების პირველი
ტალღა 1999 წელს იყო, როცა მასში პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი შევიდნენ
ნატოში. ამას სსრკ ცუდად შეხვდა, მაგრამ კლინტონი ცდილობდა აეხსნა
ელცინისთვის, რომ ნატო-ს გაფართოება არ იყო საფრთხე რუსეთისთვის და
რუსეთის შეყვანა სურდა აშშ-ს დიდ შვიდეულში და ვაჭრობის მსოფლიო
ორგანიზაციაში. რუსეთში ძალიან დაქსაქსული იყო პოლიტიკური კლასი, იქ
რეაქციონერები ეწინააღმდეგებოდნენ ნებისმიერ შეთანხმებას აშშ-სთან, თუმცა
რუსეთს მკვეთი სამხედრო რეაქცია არ ჰქონია, მას 2004 წელს უფრო მკვეთრი რეაქცია
ჰქონდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატო გაფართოვდა. 

პირველი ომი, რაც მათ შეაჩერეს სერბეთსა და ხორვატიას შორის ომი იყო და
სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას შეუწყეს ხელი, მერე ბოსნია-ჰერცეგოვინას
საკითხი, უფრო რთული, 1995 წელი იყო ბოლო წელი, როცა აქტიურად ჩაერთო ნატო
კონფლიქტში, რიჩარდ ინბრუკს დაავალა მშვიდობის დამყარება. 1995 წელს მხარეები
სლობოდან მილოშევიჩი, ბოსნიის, ხორვატიის, სერბიის წარმომადგენლები
შეიკრიბნენ დეიტონის სამხედრო ბაზაზე და ხელი მოაწერეს სამშვიდობო
შეთანხებას, მერე პარიზის შეთანხმების სახელით გაფორმდა ეს ხელშეკრულება. 

შეიქმნა ბოსნია-ჰერცეგოვინის მმართველობის ახალი მეთოდი. ეს იყო დიდი


გამარჯვება კლინტონისთვის. მერე გაჩნდა კოსოვოს ომი. 1996 წლის ერთობლივი
ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულება, რომლის ინიცირება მოხდა
კლინტონის დროს, 1983 წლის ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულების
მოდიფიცირებული ვარიანტი გახდა.  პრობლემა ისაა, რომ იგი არ ამოქმედებულა და
აშშ-საც არ აქვს იგი რატიფიცირებული. 

კლინტონის მეორე ვადის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აშშ-ის ჩარევა კოსოვოს ომში,
კოსოვოში მოვლენები მძიმედ წარიმართა, ალბანელებმა მოითხოვეს
დამოუკიდელობა, რასაც მილოშევიჩმა სამხედრო კამპანიით უპასუხა, იგი არღვევა
ყველა საერთაშორისო ნორმას, გენოციდი მოუწყო კოსოვოელ ალბანელებს. აშშ-მა
თავდაპირველად დიპლომატიური გზით ცადა პრობლემის გადაჭრა, რიჩარდ
ჰოლბრუკს დაავალა იგი, მილოშევიჩთან შეთანხმებაც მიიღწა, მაგრამ მან დაარღვია
ის და 1999 წლის დასაწყისში განაახლა კამპანია. ამის შემდეგ აშშ-მა ინტერვენცია
განახორციელა, მორალურად გამართლებრივი იყო, მაგრამ სამართლებრივად
პრობლემების მქონე, რადგან ეს უნდა გაეროს უშიშროების ეგიდით უნდა
მომხდარიყო, მაგრამ რუსეთი და ჩინეთი ამ პროცესს ვეტოს ადებდნენ, ამიტომ აშშ-მა
გაეროს გვერდის ავლით იმოქმედა ნატოს ფარგლებში. ნატოს სამხედრო
ინტერვენციამ კოსოვოში სათავე დაუდო დაცვის პასუხისმგებლობის პრინციპის
დამკვიდრებას მსოფლიოში. ოპერაცია მალევე დასრულდა, ბელგრადი დაიბომბა,
კოსოვოში შევიდა ნატოს და რუსეთის სამშვიდობო მისია. ამ დროს დაედო
საფუძველი იმას, რომ კოსოვოს აღიარება დაიწყო აშშ-მა და რუსეთმა ეს გამოიყენა
პუტინმა საქართველოზე თავდასხმისთვის. თუ დასავლეთს შეეძლო კოსოვოს
აღიარება, მაშინ რუსეთსაც შეეძლო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. 

კლინტონის ვადის ბოლო პერიოდი უნიპოლარულობით ხასიათდებოდა, აშშ


ყველაზე ძლიერი იყო ყველა ასპექტში და ისეთი საკითები, როგორიცაა
ეკონომიკური კეთიილდღეობისა და დემოკრატიის გავრცელება იყო მთავარი
გლობალურად. იყო განცდა, რომ მსოფლიო მშვიდობისკენ მიდიოდა და
გეოპოლიტიკურ საკითებს გეოეკონომიკური საკითხები ანაცვლებდა. აშშ ჩანდა
გლობალიზებული სამყაროს ცენტრად. 2001 წელს ოპტიმისტური მოვლენები
გადაჭარბებული, რომ იყო გამოჩნდა. 

აშშ-ის გამორჩა რამდენიმე საკითხი, ეს იყო საერთაშორისო ტერორიზმი და


ისლამური ტერორიზმი- ალქაიდა, ოსამა ბინ ლადენის შექმნილი 1990-იან წლებში.
იგი ჯერ კიდევ ავღანეთში ებრძოლა სსრკ-ის ჯარებს, რა დროსაც მას აშშ ეხმარებოდა,
როდესაც ცივი ომი დასრულდა მან დასავლეთის წინააღმდეგ ბრძლა დაისახა
მიზნად. მან შექმნა საერთაშორისო ტერორისტული ქსელი, იგი
დეცენტრალიზებული იყო და იყენებდა თვითმკვლელ ტერორისტებს, რაც
განსხვავდებოდა მანამდე. ალქაიდას ბაზა დიდი ხსნის მანძილზე სუდანი იყო, 1996
წელს აშშ-ის მიერ სუდანზე ზეწოლით ბინლადენი ავღანეთში გააქციეს, ავღანეთი
კომპლექსური პრობლემა იყო, არავინ არ აქცევდა ამ ქვეყანას ყურადღებას, მუდმივი
სამოქალაქო ომი, დასრულდა იმით, რომ ყველაზე ძლიერმა სამხედრო დაჯგუფებამ
ფუნდამენტური ისლამის მიმდევარმა თალიბანმა ჩაიგდო ხელისუფლება ხელში,
დაიწყო ქვეყნის მართვა შარიათის კანონებით, ინტერეტი აიკრძალა და გატარდა
დრაკონული კანონები. გაოგონარი სისასტიკით ექცეოდნენ ხალხს. ავღანეთიდან
დაიგეგმა პირველი სერიოზული შეტევა ამერიკულ ობიექტებზე, კერძოდ 1998 წელს
ამერიკის საელჩოების აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტების მიერ კენიასა და
ტანზანიაში, რასაც მოჰყვა ასეული ამერიკელის დაღუპვა. ეს პირდაპირი თავდასხმა
იყო აშშ-ზე, რასაც კლინტონმა უპასუხა საჰაერო დაბომბვებით სუდანსა და
ავღანეთში, რასაც რაიმე ხელშესახები, კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია. მთელი
პრობლემა ის იყო აშშ-ში, რომ ბილ კლინტონს სკანდალი დაატყდა თავს მონიკა
ლევინსკის გარშემო, რამაც გადაფარა ყველა სხვა საკითხი. დაიწყო იმპიჩმენტის
პროცესი, დაბომბვას ამერიკა აღიქვამდა სკანდალისგან ყურადღების გადატანად,
ამგვარად, ამერიკელი საზოგადოება არ აღიქვამდა ამ საფრთხეს. 

2000 წელს იყო მეორე დიდი თავდასხმა, საარჩევნო წელს, როცა ალგორი ჯორჯ ბუშს
უპირისპიდებოდა, როცა ამერიკულ სამხედრო გემზე იემენში ტერორისტმა აფეთქება
მოაწყო გემთან ახლოს. 

საბოლოო ჯამში კლინტონის შეფასება- მას ჰქონდა ბევრი მიღწევა ეკონომიკური,


მოდერნიზაცია მოხდა აშშ-სი, იყო წარმატება საგარეო ასპარეზზე- ბალკანეთის
ომებში, მაგრამ ბოლო პერიოდში მას ზოგიერთი საკითხებისთვის ყურადღება არ
მიუქცევია. 

უმცროსი ბუში

2000 წელს გაიმაჯვა ტეხასის გუბერნატორმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა, ბუში საკმაოდ
გამოუცდელი იყო საგარეო პოლიტიკაში. როდესაც ის გახდა პრეზიდენტი,
ადმინისტრაცია დააკომპლექტა მამისდროინდელი რესპუბლიკელი კადრებით, ვიზე
პრეზიდენტი- იყო დიკ ჩეინი- თავდაცვის მდივანი მამამისის დროს, კოლინ პაუერი-
გაერთიანებული შტატების უფროსი მამამიის დროს. 

ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები არ იყო ჩამოყალიბებული, ტენდენცია რაც


თავიდანვე ჩანდა ეს იყო მულტილატერალიზმიდან უნილატერალიზმისაკენ
ცვლილება. ეს გუნდი, რომელიც მოვიდა ძირითადად ნეოკონსერვატულ
იდეოლოგიას იყენებდა, რომელიც 1990-იანი წლების ბოლო გახდა პოპულარული,
თუმცა უფრო ძველი ფესვები ჰქონდა მას, ამ ხედვის მხარდაჭერები აკრიტიკებდნენ
აშშ-ის, რომ იგი ზედმეტად დამოკიდებული გახდა გაეროზე, სხვა ორგანიზაციებზე,
ასევე იმაზე, რომ ამერიკამ დაკარგა თავისი ეროვნული უსაფრთხოების წარმოების
დამოუკიდბეელი უნარი, რაც გაუგებარი იყო იქიდან გამომდიანრე, რომ აშშ
წარმოადგენდა სუპერსახელმწიფოს, მას თავად უნდა გადაეწყვიტა სხვებისგან
დამოუკიდებლად თუ რა იქნებოდა მისი პრიორიტეტები და საფრთხეები.
უნილატერალიზმი გამოკვეთილი იდეა იყო ნეოკონსერვატორების. მეორე იდეა იყო
ნეორეიგანიტულ პოლიტიკას, როგორც რეიგანს ჰქონდა 1980-იან წლებიდან
დაყოფილი მსოფლიო სიკეთისა და ბოროტების მხარეებად, ასეთი ტიპის
დამოკიდებულება იყო სწორი. მთავარი არსი საერთაშორისო პოლიტიკის არის ის,
რომ სიკეთემ დაამარცხოს ბოროტება და აშშ-მა ნებისმიერ ადგილას უნდა
გაანადგუროს ეს ბოროტება. 

ამ იდეების მიხედვით საგარეო პოლიტიკის აწყობას ხელი შეუწყო განვითარებულმა


მოვლენებმა, 2001 წლის  11 სექტემბრის ტერაქტმა, რსაც 3000 მდ ადამაინის
სიცოცხლე ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ 1 დღით ადრე ავღანეთში ალქაიდამ
გაანადგურა ჩრდილოეთ ალინსის ლიდერი- აჰმად მასუდი, რომელიც თალიბებს არ
ემორჩილებოდა. 19 ტერაროსტის მიერ მოხდა თვითმფრინავების გატაცება და
დაეჯახნენ სავაჭრო ცენტრის შენობებს, ერთი პენტაგონს დაეცა, ერთი გზაში
ჩამოვარდა. ეს იყო აშკარა თავდასხმა და ომის გამოცხადება აშშ-ის წინააღმდეგ.
მალევე ბუშის ადმინისტრაციამ დაადგინა, თუ ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან და
დაიწყეს კონტრსტრატეგიის შემუშავება ალქაიდას წინააღმდეგ. რამდენიმე
პრობლემა გამოიკვეთა, რაც არსებობდა ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში, ერთი
სადაზვერვო უწყებების არაკოორდინირებული ქმედება იყო, გაიკვა, რომ არსებობდა
ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა თავდასხმა, მაგრამ ადეკვატური დამუშავება ამ
ინფორმაციის არ მომხდარა. პირველი ამოცანა გახდა სადაზვერვო სამსახურის-
Inteligence community რეფორმირება. ბუშის დროს შეიქმნა ეროვნული დაზვერვის
დირექტორის თანამდებობა, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს ყველა უწყებას,
გამოძიების ბიუროს. ბუშის დროს შეიქმნა სამშობლოს დაცვის დეპარტამენტი,
აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, პორტების და სხვა ობიექტების დაცვა,
ქვეყანაში შემომსვლელების მკაცრი კონტროლი, აქცენტი ტერორიზმის წინააღმდეგ
ბრძოლაზე. შეიცვალა კანონდევლობა მიიღეს US PATRIOT ACT, რომელიც
სადაზვერვო უწყებებს უფლებას აძლევდა მოეხდინათ აშშ-ის მოქალაქეების
მიყურადება, მონიტორინგი. სრულიად სხვა რეჟიმში გადავიდა აშშ. 

ბუშმა გამოაცხადა გლობალური ომი ტერორიზმის- war on terror წინააღმდეგ, რაც


ასახავდა მის დამოკიდებულებას ტერორიზმის საფრთხის მიმართ და მანამ სანამ
შემუშავდებოდა ბუშის დოქტრინა, მისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია-
პირველობისა და პრევენციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ჯერ კიდევ
მანამდე აშშ-მა დაგეგმა სწრაფი თავდასხმა ალქაიდაზე, 1 თვეში მოხდა
უპრეცედენტოდ მცირე ვადაში ოპერაციის ოკეანის მიღმა დაგეგმვა, რასაც მხარი
დაუჭირა საერთაშორისო საზოგადოებამ, ყველა ნატოელმა მოკავშირემ და რუსეთმა
მხარი დაუჭირეს. რუსეთს სხვა მოტივები ჰქონდა, მას ჩეჩნეთის მეორე ომი ჰქონდა ამ
დროს და სურდა ჩეჩნები ისლამურ ტერორიზმთან სურდა დაეკავშირებინა. ჩეჩნური
სეპარატიზმი კარგად დააკავშირა. თვე ნახევრის მანძილზე აშშ-მა მთელ ავღანეთზე
დაამყარა კონტროლი, აშშ იყენებდა ადგილობრივ რესურსებს, ჩრდილოეთ ალიანსის
რესურს, რომელთაც კარგად იცოდნენ გეოგრაფიული სპეციფიკა, ისინი სამხედრო
ორიენტაციას აძლევდნენ. ასევე სამხრეთში პაშტუნები ემხარებოდნენ ამერიკელებს.
ამ ადგილობრივი და საერთაშორისო მხარდაჭერის გამო ოეპრაცია წარმატებული
გამოდგა, ქაბული გათავისუფლდა, ბინ ლადენი გაიქცა. ბევრი პაკისტანში გაიქცა,
სადაც დაიწყო ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე შეტაკებები, ეს იყო მეორე ფაზა
ოპერაციისა, სახელწოდებით-Anaconda, რომელიც გულისხმობდა გაქცეული
ტერორისტების ალყაში მოქცვას და განადგურებას. პირველ ფაზას operation enduring
freedom ერქვა.  იმდენად რთული რელიეფია საზღვარზე, რომ ალქაიდას წევრები
იმალებოდნენ გამოქავებულებში და ტორაბორას შეტაკება დასრულდა ბინ ლადენის
დატყვევების გარეშე. აქ დასრულდა საბძოლო მოქმედებები და ახალი მისია ჩაერთო
ნატოს ეგიდით- აისაფის მისია, რომელმაც დაიწყო ავღანეთში სახელმწიფოს შექმნაში
ხელშეწყობის პროცესი ავღანეთის ჯარის შექმნა, 2004 წელს ჩატარდა
დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც კარზაიმ გაიმარჯვა. 

2002 წელს შემუშავდა ბუშის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელსაც ასევე


უწოდებენ ბუშის დოქტრინას, რაც გულისხმობდა აშშ-ის პირველობას მსოფლიოში,
რომელსაც ჰქონდა ვალდებულება და საშუალება  წინასწარ გაენადგურებინა
პოტენციური მოწინააღმდეგეები, მანამ სანამ მტერი მას თავს დაესხმებოდა.
კონგრესი თავიდან მხარს უჭერდა ამ მიდგომას, ავღანეთის წარმატების ფონზე.
მალევე ბუშმა დაიწყო ახალი სამიზნეების ძიება, მან 11 სექტემერბს წარმოდგა
სიტყვა, და ახსნენა, რომ მსოფლიოში არსებობს ბოროტების ღერძი, სადაც შედიან
ავღანეთი და თალიბები, ერაყი, ირანი და ჩრ. კორეა, შესაბამისად, როცა ავღანეთის
პრობლემა ამოიწურა ახალი სამიზნეს ძიება დაიწყო, სადაც თავს აფარებდნენ
ტერორისტები, რომლებიც ალ ქაიდასთან თანამშრომლობდნენ. პირველი მტერი
აღმოჩნდა ერაყი, სადაც სადამ ჰუსეინი იყო ხელისუფლებაში, რომელიც კლინტონის
პერიოდში არ ასრულებდა სპარსეთის ყურის ომის შემდეგ აღებულ ვალდებულებებს.
ის აგრძელებდა ქურთების გენოციდს, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას,
არსებობდა ცნობები, რომ იგი აგრძელებდა ქიმიური იარაღის წარმოებას, რომელიც
გამოიყენა მანადმე და აგრძელებდა ბირთვულ პროგრამას. ამ ეჭვებს აძლიერებდა ის
ფაქტი, რომ იგი არ უშვებდა გაეროს ინსპექტორებს თავის ტერიტორიაზე და ამან
მისცა აშშ-ის საბაბი, რომ თავისი მიზნებიდან გამომდინარე ესპეკულირა ირანის
ბირთვული პროგრამით. ეს ძალიან საკამოთო საგანია, თუ რამდენად გაზვიადებული
იყო აშშ-ის მიერ ერაყის საფრთხის აღმა, ფაქტია, რომ ჰუსეინი იყო დიქტატორი,
რომელიც თანამშრომლობდა ალ ქაიდასთან და მას ჰქონდა ქიმიური იარაღი, რაც
შეეხება ბირთვულ პროგრამას, არსებობდა წინააღმდეგობრივი ცნობები, მაგრამ
რადგან სამხედრო ოპერაციის ჩატარება თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, მათ
სადაზვერვო ცნობები ისე წარუდგინეს მსოფლიოს თითქოს ჰუსეინი ახლო
მომავალში აპირებდა ბირთვული იარაღის შექმნას. აღწერილობა გადაჭარბებული
იყო ამ საფრთხის.  ერაყის კამპანიის დაწყებას, ავღანეთისგან განსხვავებით არ ჰყავდა
ბევრი მხარდაჭერი, ბევრი ევროპული სახელმწიფო გერმანია, საფრანგეთი წავიდა ამ
ოპერაციის წინააღმდეგ, აშშ ეცადა ნატოს ოპერაცია ყოფილიყო, მაგრამ არ მოხერხდა
ეს. ამერიკამ  უნილატერულად დაიწყო მოქმედება და შექმნა მსურველთა კოალიცია,
მათ შორის საქართველო, რომელიც ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ ჩაერთო
მასში. ერაყის ოპერაცია 2003 წლის მარტში დაიწყო და მალევე დასრულდა, წლის
ბოლოს მთელი ერაყი დაიკავა აშშ-მა. სადამ ჰუსეინი გაიქცა, თუმცა იგი შემდგომ
დააკავეს და იგი მოსახლეობამ დაატყვევა და სიკვდილით დასაჯეს. ის პროცესები, 
რომლებიც 2004 წლის შემდეგ განვითარდა უფრო რთული სამართავი აღმოჩნდა,
ვიდრე თავად სამხედრო ოპერაციის ჩატარება. ავღანეთის მსგავსად, ერაყშიც
მთავარი მიზანი იყო ახალი სახელმწიფოს მშენებლობა. ერაყში უფრო ძნელი
აღმოჩნდა. აშშ-მა შექმენს ერაყის დროებით იხელისფულება, სადაც ამერიკელი იყო
მთავარი პირი, რომელსაც უნდა მოემზადებინა ნიადაგი პირველი არჩევნებისთვის,
ამ დროებითმა ადმინისტრაციამ მიიღო ისეთი გადაწვეტილებები, რომლებმაც ახალ
პრობლემებს დაუდეს სათავე, ერთი იყო დებაასიფიკაციის პროცესი, სადამ ჰუსეინის
პარტიის- ბაასის მთლიანად გაუქმებას და კანონგარეშედ გამოცხადებას. ამგვარად,
ყველა სახელმწიფო გამოცდილების მქონე ბაასის წევრი პირი გაათავისუფლეს. მეორე
გადაწყვეტილება იყო ერაყის არმიის და პოლიციის გაუქმება. ამ პრობლემების გამო,
დაიწყო აჯანყება ამერიკელთა წინააღმდეგ. 2005-2006 წლებში წესრიგის
თვალსაზრისით დამძიმდა ვითარება, ბევრი ჯარისკაცი იღუპებოდა ნაღმებზე, ბევრი
ასოციაცია ჩნებოდა ვიეტნამთან, რამაც ბუშის ადმინსიტრაციის იმიჯი დააზიანა.
ამას თან დაერთო ბაღდადის ციხის სკანდალი, რომ აშშ-ის ჯარისკაცები აწამებდნენ
ტყვეებს, ამას ემატებოდა ის დაკითხვის პრაქტიკები, რომელსაც სია იყენებდა
ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ. ამას თან დაერთო ის, რომ ამერიკელებმა ვერ
აღმოაჩინეს ბირთვული იარაღი, ჰუსეინს მართალია ბირთვული პროგრამა
აღმოაჩნდა, მაგრამ იგი გაჩერებული იყო. დიდი იყო ზეწოლა რომ აშშ-ის ერაყიდან
ჯარი გამოეყვანა, მაგრამ ეს უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა შეუძლებელი
იყო. ერაყში აშშ-მა დაიწყო ახალი ტაქტიკის გამოყენება, რომლის ერთ-ერთ ავტორი
დევიდ პეტრეუსი იყო, ერაყში აშშ-ის კონტინგენტის ხელმძღავენლი. მან
ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაამყარა. 2006 წლიდან 2009 წლამდე,
2008 წელს სიტუაცია ერაყში უფრო სტაბილური გახდა, თუმცა ავღანეთში დაიწყო
გართულება. ავღანეთიც და ერაყიც დღესაც პრობლემაა. 2009  წელს ობამამ ერაყიდან
ჯარების  გამოყვანა დაიწყო, ერაყი იყო სტაბილური სირიის სამოქალაქო ომამდე,
ავღანეთში პრობლემა ისაა, რომ როგროც კი აშშ დატოვებს ავღანეთს, ისევ აირევა
მდგომარეობა. 

2008 წელს მოხდა ფინანსური კრიზისი, რამაც შეარყია აშშ-ის ეკონომიკა, საბოლოო
ჯამში, ამან მიიყვანა კრახამდე სამშენებლო სექტორი, საბანკო სექტორი. ობამამ
მთელი კამპანია ააწყო იმაზე, რომ ერაყის ომი არ იყო საჭირო და ირანი იყო მთავარი
საფრთხე. 

2008 წლის ომი, ბუშის დროს ამერიკამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, რაც
რუსეთმა გამოიყენა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისათვის. რუსეთმა
კოსოვოს პრეციდნეტი საკუთარი აგრესიული ინტერესების გასატარებლად
გამოიყენა. რუსეთი 2005 წლიდან რევიზიონისტული სახელმწიფო გახდა, მან თქვა
ღიად, რომ სსრკ-ის დაშლა იყო შეცდომა და 2007-2008 წლებში ეს ცხადად ჩანდა.
ბუში მხარს უჭერდა საქართველოსთვის ანტოს სამოქმედო გეგმის მიცემას, მაგრამ
გერმანიამ და საფრანგეთმა უარი თქვეს.  ამან უბიძგა რუსეთს, რომ 2008 წელს
დაეგეგმა პროვოკაცია. აშშ-მა დიდი დახმარება გაგვიწია, ომის დროს, 

You might also like