You are on page 1of 2

იაპონია

პოლიტიკა
იაპონია კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფოა, რომელშიც იმპერატორის
ძალაუფლება ძალზედ შეზღუდულია. იაპონიის კონსტიტუციის თანახმად იმპერატორი
არის "ქვეყნისა და ერის ერთიანობის სიმბოლო". ძალაუფლებას სახელმწიფოში ფლობს
პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, ხოლო სუვერენიტეტს — იაპონელი ერი. იმპერატორი
ეფექტურად მოქმედებს, როგორც სახელმწიფოს მეთაური დიპლომატიური საკითხების
დროს.

იაპონიის საკონონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი. პარლამენტი შედგება


წარმომადგენელთა პალატისგან და მრჩეველთა საბჭოსგან. წარმომადგენელთა
პალატაში დეპუტატები ოთხი წელის ვადით ირჩევიან. ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები
ექვსი წლის ვადით.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი არის ასევე მთავრობის ხელმძღვანელი. თანამდებობაზე


დანიშვნა ხორციელდება იაპონიის იმპერატორის მიერ პარლამენტის მიერ პიროვნების
დამტკიცების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პრემიერ-მინისტრს
იმპერატორი ნიშნავს, კონსტიტუციის თანახმად იმპერატორმა უნდა დაამტკიცოს
ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც პარლამენტი წარადგენს.

იაპონიის სასამართლო სისტემა დაფუძნებულია ოთხ სასამართლო კიბეზე — უმაღლესსა


და სამ უფრო დაბალ სასამართლოზე.

პოლიტიკა: კონსტიტუცია
იაპონიის კონსტიტუცია, იაპონიის სახელმწიფოს უმაღლესი კანონი ა, რომელიც მიღებულ
იქნა 1947 წელს. კონსტიტუცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების
მიერ იაპონიის ოკუპაციისას და შეცვალა მილიტარისტების აბსოლუტური მონარქიული
წყობა ლიბერალური დემოკრატიით. დღესდღეისობით იაპონიის კონსტიტუციაში
არცერთი ცვლილება არ შეტანილა. კონსტიტუციის თანახმად, იაპონიაში არის მთავრობის
პარლამენტური სისტემა, და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების პატივისცემა და
უზრუნველყოფა. კონსტიტუციის თანახმად იაპონიის იმპერატორია არის „სახელმწიფოს
სიმბოლო და ხალხის ერთიანობის სიმბოლო“, თუმცა მას აკისრია სუფთა ცერომონიული
და ნომინალური როლი. კონსტიტუცია ცნობილია რამდენიმე სხვადასხვა სახელით – მათ
შორის „ომის შემდგომი კონსტიტუცია“ (სენგო-კენპო) და „მშვიდობის კონსტიტუცია“
(ჰეივა-კენპო). კონსტიტუციის მეცხრე მუხლი უკრძალავს იაპონიას ომის გამოცხადებას.
გარდა ამისა, იაპონიის კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის დე-იურე მმართველი არის
იმპერატორი.

სოციალური მდგომარეობა
იმისდა მიუხედავად, რომ იაპონია ეკონომიკის სიდიდით მსოფლიოში მესამე ქვეყანაა იქ
ადამიანის უფლებები საშუალო დონეზეა დაცული. (2019 წლის მონაცემებით) იაპონიას არ
გააჩნია კანონი, რომლის თანახმადაც აკრძალულია რასობრივი, ეთნიკური ან
რელიგიური მახასიათებლებით დისკრიმინაცია. იაპონია ყოველწლიურად ლტოლვილთა
ძალიან მცირე ნაწილს იღებს, ისიც ძირითადად აზიური ქვეყნებიდან. იაპონიას არ აქვს
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები. იაპონიაში ასევე მოქმედებს სიკვდილით
დასჯა, თანაც ისე, რომ სიკვდილმისჯილის ოჯახის წევრებმა სიკვდილით დასჯის
გადაწყვეტილების შესახებ, მხოლოდ სიკვდილით დასჯის დღესღა შეიტყონ.

ეკონომიკა
იაპონია ეკონომიკური სისტემების მიხედვით კაპიტალისტური ქვეყანაა . იაპონიის
ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია და მსოფლიო ქვეყნებს შორის მშპ -თი
მესამე ადგილი უჭირავს. ქვეყანაში მშპ სულზე 44,585 აშშ დოლარია. იაპონია ასევე არის
მსოფლიოში N2 ქვეყანა საავტომობილო მრეწველობის განხრით იაპონია არის G7 და
G20-ის წევრი ქვეყანა. იაპონიის სამუშაო ძალა 2019 წლის მონაცემებით შეადგენს 67
მილიონ ადამიანს. ასევე იაპონიაში უმუშევრობის დონე 2,4% რაც ძალიან დაბალია .
იაპონიის ეკონომიკის ასეთი მზარდი გაზრდა გამოიწვია ექსპორტზე
კონცენტრირებულობამ, ხოლო ახალმა ტექნოლოგიებმა ეკონომიკურ ზრდას კიდევ
უფრო შეუწყო ხელი. დღეს დღეისობით იაპონიის ეკონომიკის ზრდის ტემპი საშუალო
დონის ქვეყნებზე დაბალია, ხოლო ქვეყნის ვალი 2,5-ჯერ აღემატება მთლიან მშპ-ს.
სახელმწიფომ, რომლის მოსახლეობაც 1977 წლისთვის 113 მილიონს შეადგენდა და
რომელიც ბუნებრივი რესურსების სიმრავლიტ არ გამოირჩეოდა, შეძლო და მსოფლიოში
ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახდა და მსოფლიო ისტორიაში საპატიო ადგილი დაიკავა .

You might also like