You are on page 1of 6

ზოგადი მიმოხილვა

თურქეთი, ოფიციალურად კი თურქეთის რესპუბლიკა, ტრანსკონტიტენტალური


ქვეყანაა ევრაზიაში. ის მდებარეობს დასავლეთ აზიაში, ანატოლიის
ნახევარკუნძულზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბალკანეთის რეგიონში,
კერძოდ თრაკიაში. ქვეყნის ფართობი 783,356 კვ. კილომეტრია. თურქეთის
ტერიტორია დაყოფილია 81 ოლქად, თითოეული პროვინცია თავის მხრივ იყოფა
რაიონებად. თურქეთი ესაზღვრება 8 ქვეყანას: ჩრდილო-დასავლეთით საბერძნეთსა
და ბულგარეთს, ჩრდილო-აღმოსავლეთით საქართველოს, აღმოსავლეთით სომხეთს,
აზერბაიჯანს და ირანს, და სამხრეთით ერაყსა და სირიას. თურქეთს სამ ზღვაზე აქვს
გასასვლელი: დასავლეთით ეგეოსის ზღვა, ჩრდილოეთით შავი ზღვა და სამხრეთით
ხმელთაშუა ზღვა. ქვეყნის დედაქალაქი ანკარაა, ხოლო უმსხვილესი ქალაქი და
მთავარი კულტურული და კომერციული ცენტრი, რომელიც მსოფლიოს გლობალურ
ქალაქადაა კლასიფიცირებული — სტამბოლია. სხვა მნიშვნელოვანი ტურისტული
ქალაქებია: ანტალია, ბოდრუმი, კუშადასი და აშ.

2021 წლის მონაცემებით თურქეთის მოსახლეობამ 83 მილიონს გადააჭარბა. ქვეყნის


მოსახლეობის დაახლოებით 70-80 % თავიანთ თავს ეთნიკურად თურქებად
თვლიან. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თურქეთის კონსტიტუციის 66-ე მუხლი
განსაზღვრავს „თურქს“, როგორც „ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ემორჩილება
თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის ვალდებულებით“; შესაბამისად, ტერმინის
„თურქი“ ლეგალური მნიშვნელობა განსხვავდება მისი ეთნიკური განსაზღვრებისგან.
რაც შეეხებაა, სხვა  მნიშვნელოვან ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც თურქეთში
ცხოვრობენ: სომხები, ბერძნები და ებრაელები, ქურთები, ჩერქეზები, ალბანელები,
არაბები და აშ.

თურქული ენა ერთადერთი ოფიციალური ენაა მთელ ქვეყანაში. თურქეთში დღეს


არსებული უმცირესობათა ენებია: კურმანჯი, ბოსნიური, არაბული, ზაზაკი,
ყაბარდოული ენა და სხვა.

თურქეთი ოფიციალურად სეკულარული რესპუბლიკაა, ოფიციალური სახელმწიფო


რელიგიის გარეშე; თურქეთის კონსტიტუცია რელიგიისა და რწმენის
თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ ამასთან არ წარმოადგენს ან მხარს არ
უჭერს რომელიმე რელიგიას.თურქეთის მოსახლეობა უმეტესწილად მაჰმადიანია
(99%), რომელთა უმრავლესობა სუნიტია (75 %) და დიდი უმცირესობა ალევი (15-
25%). მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი ქრისტიანია (მეტწილად ბერძნული
მართლმადიდებლობა და სომხური სამოციქულო ეკლესია) და ებრაელი (96 %
სეფარდი და 4 % აშკენაზი.)

თანამედროვე ისტორია
თურქეთის თანამედროვე ისტორია მე –20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო მას შემდეგ,
რაც მუსტაფა ქემალმა (მოგვიანებით ცნობილია როგორც ათათურქი) 1923 წელს
დაიწყო თურქეთის რესპუბლიკის დაარსება ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შემდეგ. 1923 წლის 24 ივლისს დადებულმა
ლოზანის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა ახლადდაფუძნებული „თურქეთის
რესპუბლიკის“ სუვერენულობის საერთაშორისო აღიარებას, როგორც ოსმალეთის
იმპერიის მემკვიდრე ქვეყნის. რესპუბლიკა ოფიციალურად გამოცხადდა 1923 წლის
29 ოქტომბერს ახალ დედაქალაქ ანკარაში. მუსტაფა ქემალი, იგივე ათათურქი,
რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა

მას შემდეგ, რაც ის რესპუბლიკა გახდა, თურქეთის ლიდერებმა დაიწყეს


ტერიტორიის მოდერნიზაცია და ომის დროს წარმოქმნილი სხვადასხვა
ფრაგმენტების მართვა. 1924 წლიდან 1934 წლამდე ათათურქმა სხვადასხვა,
პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმების გატარება დაიწყო. (1960
წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება და ამ რეფორმების მრავალი ნაწილი
დასრულდა.)

1945 წლის 23 თებერვალს, თურქეთი შეუერთდა მეორე მსოფლიო ომს, როგორც


მოკავშირეთა წევრი და მალევე გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
წესდების წევრი. 1947 წელს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადეს ტრუმენის
დოქტრინა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა მოითხოვა, რომ მათ საბერძნეთში
კომუნისტური აჯანყებების დაწყებისთანავე შეეძლოთ თურქეთის სრუტეში
სამხედრო ბაზების დაარსება. ტრუმენის მოძღვრებამ დაიწყო აშშ-ს სამხედრო და
ეკონომიკური დახმარებa, როგორც თურქეთისთვის, ისე საბერძნეთისთვის.

1952 წელს, თურქეთი შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების


ორგანიზაციას (ნატო) და 1974 წელს იგი შეიჭრა კვიპროსის რესპუბლიკაში, რამაც
განაპირობა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ჩამოყალიბება.
მხოლოდ თურქეთი ცნობს ამ რესპუბლიკას.

1945 წელს ერთპარტიული პერიოდის დასრულების შემდეგ, მრავალპარტიულობის


დამყარებამ პოლიტიკური სირთულეები მოიტანა. სიტუაცია განსაკუთრებით
გართულდა 1960-იან და 1980-იან წლებში რამდენიმე გადატრიალების მცდელობით
1960, 1971, 1980 და 1997 წლებში. (1984 –pkk)

თურქეთის ეკონომიკის ლიბერალიზაციამ 1980-იან წლებში თითქმის სრულიად


შეცვალა ქვეყანა, როგორც ეკონომონიკური, ასევე, პოლიტიკური სტაბილურობის
კუთხით. თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა. ორ კონტინენტზე
სტრატეგიული მდებარეობის გამო თურქეთის კულტურა აღმოსავლეთისა და
დასავლეთის ტრადიციათა უნიკალური ნაზავია. ძლიერი ისტორიული,
კულტურული და ეკონომიკური გავლენით რეგიონში ევროპას, ცენტრალურ აზიას,
რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, თურქეთმა ბოლო საუკუნეებში
სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.

პოლიტიკური სისტემა: კონსტიტუცია, აღმასრულებელი,


საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებები
საუკუნეების მანძილზე თურქეთს ჰქონდა ბევრი კონსტიტუცია და შეიძლება
ხასიათდებოდეს სახელმწიფო ერის, დემოკრატიზაციისა და საერთაშორისო სამართლის
აღიარების მყარი ნიშნებით.

თურქეთის საკონსტიტუციო ისტორია დასაბამს იღებს „Sened-i İttifak“-ით, რომელიც 1808


წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მაჰმუდ II-ის პერიოდში, მუსტაფა-ფაშა ბაირაქთარი
მიერ მომზადებული დოკუმენტი 1808 წლის 29 სექტემბერს ხელი მოეწერა რუმელელი და
ანატოლიელი მთავარ კაცებსა და ოსმალეთის სახელმწიფოს შორის, რომ ცენტრალური
ხელისუფლება დომინირებდეს ამ პროვინციებში. ეს დოკუმენტი თურქეთის ისტორიაში
პირველ „კონსტიტუციურ დოკუმენტად“ ითვლება, რადგან თურქეთის ისტორიაში
პირველად ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო ძალაუფლება შეიზღუდა.

თანამედროვე კონსტიტუციური ერა იწყება რესპუბლიკის დაარსებიდან. თურქეთის


პირველი კონსტიტუცია 1921 წელს მიიღეს, შემდეგ 1924, 1961, 1982 წლებში შეიცვალა
კონსტიტუცია, რომელიც 2010 და 2017 წელს შესწორებაში შევიდა. ბოლო საკონსტიტუციო
რეფერენდუმით, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან პირველად, ქვეყანა საპარლამენტო
სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადავიდა. 

თურქეთის კონსტიტუციის ძირითადი ბუნება მდგომარეობს: სოციალური თანასწორობაში,


კანონის წინაშე თანასწორობაში, მმართველობის რესპუბლიკურ ფორმასა და, რესპუბლიკის
და თურქეთის ერის განუყოფელობაში. "ამრიგად, იგი მიზნად ისახავს უნიკალური
ნაციონალური სახელმწიფოს შექმნას, რომელიც დაფუძნებულია საერო დემოკრატიის
პრინციპებზე.

აღმასრულებელი ხელისუფლება

თავდაპირველად აღმასრულებელი ხელისუფლება იყოფოდა პრემიერ მინისტრს,


როგორც მთავრობის მეთაურს, და პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს,
შორის. ამასთან, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ამომრჩეველთა
უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პრემიერ მინისტრის თანამდებობის გაუქმებას და
პრეზიდენტის როლის გაფართოებას, ეს ცვლილებები,  ძალაში შევიდოდა 2018
წლის არჩევნების შემდეგ.სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციას ასრულებს
პრეზიდენტი. ის აირჩევა ხუთ წელიწადში ერთხელ საყოველთაო საარჩევნო
უფლების საფუძველზე. პრეზიდენტი არ უნდა იყოს პარლამენტის წევრი, უნდა
იყოს 40-წელს გადაცილებული და ქონდეს მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი.
ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ არჩეულ იქნა 2018
წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკისრება
პრეზიდენტსა და მინისტრებს. მინისტრები ასევე არ შეიძლება იყვნენ პარლამენტის
წევრები. თუ დეპუტატები მინისტრად აირჩევიან, მათ მოუწევთ თანამდებობიდან
გადადგნენ როგორც პარლამენტის წევრები. პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის
ლიდერია.

თავდაპირველად, პრეზიდენტს შეეძლო პარლამენტის მოწვევა ან დათხოვნა,


პარლამენტისთვის კანონმდებლობის გადახედვა განსახილველად, საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის კანონების გადაცემა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სამ
თვემდე და შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები სახალხო
რეფერენდუმზე. 2017 წლის რეფერენდუმის შედეგად მიღებული ცვლილებები,
რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის ივლისში, ასევე საშუალებას აძლევს
პრეზიდენტს დანიშნოს კაბინეტი, ჩამოაყალიბოს და მოაწესრიგოს სამინისტროები,
გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა ექვს თვემდე და შეადგინოს ბიუჯეტი.

პარლამენტი - საკანონმდებლო ორგანო


ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც 1982 წელს ეროვნული
რეფერენდუმით იქნა დამტკიცებული და მას შემდეგ რამდენჯერმე იქნა
შესწორებული, საკანონმდებლო ძალაუფლება ენიჭება პარლამენტს, თურქეთის დიდ
ეროვნულ ასამბლეას და ამ უფლებამოსილების დელეგირება შეუძლებელია.
პარლამენტი დაკომპლექტებულია 600 წევრით, რომელიც არჩევა ხუთი წლის
ვადით,  პარლამენტის 600 წევრს ირჩევენ ოთხი წლის ვადით, 85 საარჩევნო
ოლქიდან პროპორციული წარმომადგენლობის სისტემით. არსებობს მთელი რიგი
შეზღუდვები: აკრძალულია როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენეების
ექსტრემისტული პარტიები, ასევე, ის პარტიები, რომლებიც ხმების 10%-ზე ნაკლებს
მიიღებენ, პარლამენტში ვერ იქნებიან წარმოდგენილნი. დამოუკიდებელ
კანდიდატებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და უნდა დააგროვონ იმ
პროვიციაში, სადაც არიან წარდგენილნი 10%-ზე მეტი ხმა.

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის მოვალეობანი და უფლებამოსილებებია


კანონების მიღება, შეცვლა და გაუქმება; განიხილონ და მიიღონ ბიუჯეტის საბოლოო
ანგარიშების კანონპროექტები; გადაწყვიტოს ომის გამოცხადება; დაამტკიცოს
საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, თურქეთის დიდი ეროვნული
ასამბლეის სამი მეხუთედის უმრავლესობით გადაწყვიტოს ამინისტია;
უფლებამოსილების განხორციელება და კონსტიტუციის სხვა მუხლებით
გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება.

სასამართლო
სასამართლო სისტემის თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაცულია
კონსტიტუციით ( მაგრამ 2018 წლის რეფერენდუმის შემდგომ, სასამართლოს
თავისუფლება და ძალაუფლება, საგრძნობლად შემცირდა, რადგან პრეზიდენტზე
გადავიდა მრავალი უფლებამოსილება.)

სასამართლო სისტემა უაღრესად სტრუქტურირებულია.არსებობს სასამართლოების


ოთხი განშტოება: ზოგადი სამართლის სასამართლოები, სამხედრო სასამართლოები,
სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლოები და საკონსტიტუციო სასამართლო.
ზოგადი სამართლის სასამართლოები მოიცავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და
სისხლის სამართლის სასამართლოებს. თავდაპირველი იურისდიქციის მქონე
სამოქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებები გასაჩივრდება ანკარაში
სააპელაციო უმაღლეს სასამართლოში. სააპელაციო უმაღლესი სასამართლო ასევე
განიხილავს საქმეებს, რომლებიც ეხება ბრალდებას კაბინეტის წევრებისა და სხვა
მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. იგი ასევე განიხილავს სისხლის სამართლის
საქმეების საჩივრებს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლოების
საჩივრებს. სახელმწიფო საბჭო განიხილავს ადმინისტრაციულ საქმეთა საჩივრებს.
 
 
სამხედრო სასამართლოებს აქვთ იურისდიქცია სამხედრო მოსამსახურეებზე და
მოიცავს პირველ ინსტანციის და სამხედრო სააპელაციო სასამართლოებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლოები ხუთკაციანი კოლეგიისგან შედგება.
ისინი რვა ქალაქაქიდან აირჩევიან და ბრალდებულებს ასამართლებენ, რომლებიც
ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში, ბანდასთან დაკავშირებულ
დანაშაულებში, ნარკოტიკების კონტრაბანდაში, უკანონო ორგანიზაციების წევრბასა
და აჯანყებაში ედებათ ბრალი.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კანონმდებლობის კონსტიტუციურობას
მიღების მომენტში, როგორც პარლამენტის წევრთა საჭირო პროცენტული ნაწილის
მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე კონსტიტუციური საკითხების განხილვის
კონტექსტში, რომლებიც დავის პროცესში წარმოიშვა.
კონსტიტუცია უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას აღმასრულებელი
ხელისუფლებისგან. უკრძალავს სახელმწიფო ორგანოებს განკარგულებების ან
რეკომენდაციების გაცემას სასამართლო უფლებამოსილების განხორციელებასთან
დაკავშირებით. მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭო ირჩევს
მოსამართლეებსა და პროკურორებს უმაღლესი სასამართლოებისთვის და
ზედამხედველობს მათ ქვედა სასამართლოებში. სასამართლოები მოქმედებენ
აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად.
კონსტიტუცია უზრუნველყოფს ბრალდებულთა საჯარო სასამართლო პროცესის
უფლებას. ადვოკატთა ასოციაცია პასუხისმგებელია უზრუნველყოს
ბრალდებულების უფასო კონსულტაცია. არ არსებობს ნაფიც მსაჯულთა სისტემა.
ყველა საქმეს წყვეტს მოსამართლე ან მოსამართლეთა კოლეგია.

You might also like