You are on page 1of 32

ევროპა ნაპოლეონიდან

მეტერნიხამდე

დიპლომატია : თავი 3 და 4
საფრანგეთის რევოლუცია აბსოლუტიზმის წინააღმდეგ - 1789 წლის 14
ივლისი , როდესაც ახალგაზრდა ჟურნალისტის კამილ დე მულენის
მოწოდებით, პარიზელებმა ბასტილიის ციხე აიღეს. დრამის დასასრულად კი,
ზოგიერთი ფრანგი ისტორიკოსი 1794 წლის 27 ივლისს, ზოგი კი 1799 წლის 9
ნოემბერს მიიჩნევს. ორივე თარიღი სახელმწიფო გადატრიალებებს
უკავშირდება: 27 ივლისი - თერმიდორიანულს, 9 ნოემბერი კი 18
ბრიუმერს .
რევოლუცია გამოიწვია :
 განუვითარებელი საბაზრო ეკონომიკა
 მმართველ სისტემებში დამკვიდრებული ქაოსი
 სახელმწიფო თანამდებობებით ვაჭრობა
 დაუდგენელი კანონმდებლობა

არა მხოლოდ მოსახლეობის დაბალი ფენების, არამედ არისტოკრატიის,


სამღვდელოებისა და ბურჟუაზიის ნდობასაც კარგავდა მეფის ხელისუფლება.
საბოლოო ჯამში ლუდოვიკო XV-ის და XVI-ის მეფობის წლებში დაიწყო ქვეყნის
პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროების იმდენად დაგვიანებული და
არათანმიმდევრული რეფორმირება, რომ მას არ შეიძლებოდა არ
მოჰყოლოდა მთელი ძველი სისტემის კრახი
გენერალური შტატების კრება

1789 წლის 27 აპრილისათვის დაინიშნა გენერალური შტატების მოწვევა. მეფე


და მისი უახლოესი გარემოცვა იმედოვნებდა, რომ გენერალური შტატები
შეძლებდა კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას და „მუდმივი და უცვლელი წესრიგის
დამყარებას მმართველობის ყველა სფეროში“. როგორც კი დაიწყო
გენერალური შტატების სხდომები, თავი იჩინა შიდა წინააღმდეგობებმა: მესამე
წოდებამ ქვეყნის მოსახლეობის 96% -ის წარმომადგენლად გამოაცხადა თავი და
განსაკუთრებული უფლებები მოითხოვა. 17 ივნისს, მესამე წოდების
დეპუტატებმა, რომელთაც მხარს უჭერდნენ თავადაზნაურობისა და
სამღვდელოების დაბალი ფენების წარმომადგენლები, ემანუელ-ჟოზეფ
სიეიესის წინადადებით, თავი ეროვნულ კრებად გამოაცხადეს. 20 ივნისს
ისინი ცალკე შეიკრიბნენ ვერსალის სპორტულ დარბაზში და ფიცი დადეს ,
რომ არ დაიშლებოდნენ, სანამ კონსტიტუციას არ შეიმუშავებდნენ. ამავე
დროს გაიზარდა მესამე წოდების წარმომადგენლების მომხრეთა რიცხვი - მათ მხარეზე
გადავიდა სამღვდელოებისა და თავადაზნაურობის ბევრი წარმომადგენელი .
 1789 წლის 9 ივლისს ეროვნულმა კრებამ თავი უკვე დამფუძნებელ კრებად
გამოაცხადა. იგი მოიაზრებოდა როგორც ხალხის უმაღლესი
წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო. საპასუხო სვლით მეფემ
თანამდებობიდან გადააყენა და პარიზიდან გააძევა ხალხში პოპულარული
რეფორმატორი მინისტრი ნეკერი, საფრანგეთში კი ამ დროს უკვე სახალხო
აჯანყება მძვინვარებდა.
 ეკონომიკური კრიზისი და შიმშილი
 პარიზში გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კარი დამფუძნებელი კრების
დასაშლელად და დეპუტატთა გასარეკად ემზადებოდა, რასაც 12 ივლისს ხალხსა
და არმიას შორის ახალი შეტაკებები მოჰყვა. იარაღისაკენ მოუწოდებდა ხალხს
კამილ დე მულენი. 14 ივლისს, პარიზელები ნაბათმა გააღვიძა.
 მეფე იძულებული იყო დამფუძნებელი კრების ლეგიტიმურობა ეცნო .
 განსაკუთრებული სასტიკი და სისხლიანი იყო რევოლუციური ექსცესები
პროვინციებში. („დიდი შიში“)
 1789 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ”ადამიანისა
და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“.
 დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კანონებსა და დეკლარაციებს ჯერ კიდევ
ესაჭიროებოდა მეფის სანქცია, 5 ოქტომბერს პარიზელები ვერსალისაკენ დაიძრნენ რათა
ძალით აეძულებინად მეფე მიღებული კანონებისა და დეკლარაციების სანქციონირებაზე .
(ეროვნული გვარდიის პირველი სარდალი -ლაფაიეტი)
 დამფუძნებელმა კრებამ კი 1789 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით,
ეკლესიების მიწების კონფისკაცია მოახდინა, რომელიც „ეროვნულ ქონებად“
გამოცხადდა და გასაყიდად გამზადდა. მთლიანობაში, ეკლესიების
საკუთრებაში მყოფმა და ნაციონალიზებულმა ქონებამ, მთელი საფრანგეთის
მიწათსაკუთრების და უძრავი ქონების 10% შეადგინა.
 გაუქმდა მემკვიდრეობითი თავადაზნაურობის ინსტიტუტი, გერბები და
ტიტულები.
 1790 წლის ივლისისათვის დამფუძნებელმა კრებამ დაასრულა საეკლესიო
რეფორმა: ყველა 83 დეპარტამენტში დაინიშნენ ეპისკოპოსები, ეკლესიის
ყველა მსახურს სახელმწიფო უხდიდა ხელფასს. ყველა მოძღვარი ამიერიდან
სახელმწიფოს და არა რომის პაპის ერთგულებაზე დებდა ფიცს. ამის
საპასუხოდ პაპმა დაგმო საფრანგეთის რევოლუცია, დამფუძნებელი კრების
ყველა რეფორმა და განსაკუთრებით - „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა
დეკლარაცია.“
 1791 წლის სამ სექტემბერს ეროვნულმა კრებამ ევროპის ისტორიაში მეოთხე
კონსტიტუცია (ამერიკის ჩათვლით მსოფლიოში მეხუთე) მიიღო. მთელ
საფრანგეთში მხოლოდ 4,3 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა „აქტიური“
მოქალაქე, ვისაც ხმის უფლებას ანიჭებდა კონსტიტუცია. ეროვნული კრების
დეპუტატები არ შეიძლება არჩეულნი ყოფილიყვნენ საკანონმდებლო კრებაში.
 საკანონმდებლო კრებამ ერთ-ერთ პირველსავე სხდომაზე, საშინაო
პრობლემების გადაჭრის მთავარ საშუალებად ევროპაში ომის წამოწყება
მიიჩნია და 1792 წლის 20 აპრილს „მეფის წინადადებით“ ომი გამოუცხადა
„უნგრეთისა და ბოჰემიის ხელმწიფეს“. 28 აპრილს ეროვნულმა გვარდიამ
ბელგიას შეუტია, რაც სრული მარცხით დამთავრდა.

 პარიზში არეულობა : 10 აგვისტოს, 20 ათასმა აჯანყებულმა (ე.წ.


„სანკიულოტმა“) ალყა შემოარტყა მეფის სასახლეს. შტურმის შედეგად
უკანასკნელ ჯარისკაცამდე დაიღუპა მეფის მცველ შვეიცარიელთა რაზმი.
ლუდოვიკო XVI ფაქტიურად გადააყენეს, ხოლო ეროვნული გვარდიის
სარდალი ლაფაიეტი კი ემიგრაციაში გაიქცა.
 რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკას მთლიანად განაგებდნენ
„სანკიულოტები“ და მათი მოთხოვნით გაუქმდა ვაჭრობის ლიბერალიზაცია ,
გაყინეს ფასები და ხელფასები, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს
გადამყიდველებს. ყველა ეს სიახლე ძალაში რჩებოდა 1794 წლის ივლისამდე -
რობესპიერის სიკვდილით დასჯამდე.
 1792 წლის 21 სექტემბერს მუშაობას შუდგა ეროვნული კონვენტი,
რომელმაც იმავე დღეს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოაცხადა.
 კონვენტი სამ მტრულ ფრაქციად გაიყო :
მემარცხენეები (მონტანიარები) ლიდერებით - დანტონი, რობესპიერი და მარატი;
მემარჯვენეები (ჟირონდისტები) ლიდერით - ბრისო
უკიდურესად სუსტი ცენტრისტებით.

 კონვენტის გადაწყვეტილებით დაიწყო სასამართლო პროცესი „მოქალაქე


ლუდოვიკო ბურბონის“ წინააღმდეგ. მთავარი ბრალმდებელი იყო რევოლუციის
ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი ლუი XVI . მეფეს ბრალი ედებოდა სამშობლოს
ღალატსა და ხელისუფლების უზურპაციაში.
 1793 წლის 21 იანვარს ლუდოვიკო XVI-ს გილიოტინაზე მოკვეთეს თავი. (მერე
რობერსპიერიც)
 მიუხედავად მეფის სიკვდილისა, საფრანგეთის მდგომარეობა მაინც ვერ
გამოსწორდა (1793 წლის გაზაფხულზე კონვენტმა ომი გამოუცხადა ინგლისს,
ნიდერლანდებსა და ესპანეთს, ხოლო ქვეყნის შიგნით კი, ვანდეაში მძლავრი
კონტრრევოლუციური აჯანყება დაიწყო. გარდა ამისა, სულ უფრო და უფრო მწვავე
ფორმებს ღებულობს იაკობინელებსა და ჟირონდისტებს შორის დაპირისპირება.)
 კონვენტიდან ჟირონდისტების გაძევება და იაკობინელთა დიქტატურა (გენერალ
დიუმურიეს ღალატის გამო ).
საფრანგეთის კრიტიკული პერიოდი
 უცხოელ ინტერვენტთა ჯარები სამი მხრიდან შეიჭრნენ საფრანგეთში, მთელი
ჩრდილო-დასავლეთი და ნაწილობრივ სამხრეთი კონტრრევოლუციონერთა
ხელში იყო. მხოლოდ იაკობინელთა გადამჭრელმა და კარგად ორგანიზებულმა
ღონისძიებებმა და მოსახლეობის რევოლუციურმა სულისკვეთებამ გადაარჩინა
საფრანგეთის რესპუბლიკა.
 1793 წლის ივნის-ივლისში იაკობინელებმა მიიღეს ადრე არა ერთხელ
ბლოკირებული აგრარული კანონმდებლობა; გლეხებს გადაეცათ ემიგრანტებისა
და სათემო მიწები. ამით გადაწყდა რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი -
აგრარული პრობლემა.
 1793 წლის 24 ივნისს კონვენტმა ახალი, გაცილებით დემოკრატიული (საარჩევნო
ცენზის გარეშე) კონსტიტუცია მიიღო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი კრიტიკული
ვითარების გათვალისწინებიდ, გადაიდო მისი ამოქმედება და დროებით, იგი
რევოლუციურ - დემოკრატიული დიქტატურის რეჟიმმა შეცვალა.
 იაკობინელთა პერიოდში ასევე გაძლიერდა საფრანგეთის არმია და ბრძოლებში
გამარჯვებაც კი მოიპოვა.
 მზადდებოდა შეთქმულება რობერსპიერის წინააღმდეგ.
იაკობინელების დამხობა
 მოვლენის ასე განვითარება თავად რობერსპიერმა დააჩქარა : მან 1794 წლის
27 ივლისს 9 თერმიდორის მიმართ უმისამართო მუქარით აღსავსე სიტყვა
წარმოსთქვა კონვენტში. შედეგმაც არ დააყოვნა 9 თერმიდორს, ეროვნული
გვარდიელები შეიჭრნენ რატუშაში,სადაც უახლოეს თანამებრძოლებთან ერთად
იმყოფებოდა რობესპიერი (იქვე იყო მისი ძმაც და სენ-ჟიუსტიც) და ყველანი
დააპატიმრეს. ორი დღის შემდეგ ყველანი, სასამართლოს გარეშე, ვინაიდან
კანონგარეშე იყვნენ გამოცხადებულნი, გილიოტინაზე აიყვანეს. იმ დღეს 71
ადამიანს („საფრანგეთის დიდი რევოლუციის“ ყველაზე იდეურ შემოქმედებს)
მოკვეთეს თავი. ”სანახაობას” ჩვეულებრივ ბრბო ესწრებოდა. იგივე
პარიზელები, სულ ცოტა ხნის წინ რომ აღმერთებდნენ ძმებს რობესპიერებსა და
სენ-ჟიუსტს, ამჯერად პირზე დორბლმორეულნი და სისხლმოწყურებულნი
ბღაოდნენ: „სიკვდილი ტირანებს!“ (18). იაკობინელების დამარცხება
განაპირობა შინაგანმა წინააღმდეგობებმა და, რაც მთავარია, იმ ფაქტმა, რომ
ბურჟუაზია და გლეხობა იაკობინელთა ტერორს განუდგა.
 თერმიდორის გადატრიალების შემდეგ კონვენტში დაბრუნდნენ ცოცხლად
დარჩენილი ჟირონდისტები. მათ ოპერატიულად გააუქმეს ყველა კანონი,
რომელიც სახელმწიფოს ქვეყნის ეკონომიკაში ჩარევის უფლებას აძლევდა.
o მთავრობის ფაქტიური მეთაური გახდა ყოფილი არისტოკრატი პოლ ბარასი -
იაკობინელთა შეთქმულების მთავარი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი. 1795
წელს ორჯერ გამოვიდნენ ქუჩაში პარიზელები მოთხოვნით „პური და 1793 წლის
კონსტიტუცია!“, ორივეჯერ უშედეგოდ. კონვენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო
„მესამე წლის კონსტიტუციის“ სახელწოდებით.
o შემოღებული იქნა ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო: ხუთასთა საბჭო და
უხუცესთა საბჭო, ორივე მაღალი საარჩევნო ცენზიდ.
o რაც შეეხებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, იგი ხუთი დირექტორისაგან
შემდგარ ორგანოს - დირექტორიას გადაეცა. დირექტორების კანდიდატებს
ხუთასთა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებდა უხუცესთა საბჭო.
o მონარქისტთა აჯანყება ( რადგან კანონიერი გზით ვერ შეძლებდნენ
ხელისუფლებაში მოსვლას)

o 1795 წლის 5 ოქტომბერს (13 ვანდემიერს), ახალგაზრდა გენერალმა ბონაპარტემ


იოლად ჩაახშო მონარქისტთა ცუდად ორგანიზებული აჯანყება, 26 ოქტომბერს კი
კონვენტმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. პრაქტიკულად მთელი ხელისუფლება
დირექტორიისა და პირადად ბარასის ხელში აღმოჩნდა.
 გარდა პირადი კეთილდღეობისა, დირექტორიის სერიოზულ საზრუნავად იქცა
ბრძოლისუნარიანი რეგულარული არმიის შექმნა. საბოლოო ჯამში უკანასკნელზე
იყო დამოკიდებული როგორც რევოლუციის შედეგების, ასევე დირექტორიისა და
მთელი ახალი პოლიტიკური ელიტის ბედი. რთულ სიტუაციაში დაეკისრა არმიის
შექმნა ენერგიულსა და ბრწყინვალე ორგანიზატორს, კარნოს. მან გასაოცრად
მოკლე დროში შესძლო რამდენიმე არმიის დაკომპლექტება. არმიაში ხალისით
მიდიოდნენ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები - დაწყებული
ამბიციური, დიდებასა და ბრწყინვალე კარიერაზე მეოცნებე თავზე ხელაღებული
ავანტურისტებითა და დამთავრებული მთელ ევროპაში რესპუბლიკური და
დემოკრატიული იდეების გავრცელებაზე გულანთებული მეოცნეებით.
 უკვე ბრწყინავდა ნაპოლეობ ბონაპარტი ( ჟოზეფინა ბოგარნე )
 ლაშქრობა იტალიაში ნაპოლეონის “მთავარსარდლობით“. (მეფეს უნდოდა
მისი პარიზიდან მოშორება )
 ნაპოლეონისათვის იტალიის ლაშქრობა პირველ დიდ კარიერულ გამოცდად იქცა.
 მისი საშინელი ფრანგული ( მხოლოდ ბრძოლის ველზე შეეძლო სიძლიერის
დამტკიცება )
ბრძოლა ავსტრიასთან
 ავსტრიელებთან პირველი შეტაკება 1796 წლის 12 აპრილს,
მონტენეტოსთან მოხდა. მთავარსარდალი პირადად
ხელმძღვანელობდა ბრძოლას, რომელიც ფრანგების სრული
გამარჯვებით დასრულდა. ორი დღის შემდეგ უკვე პიემონტის
არმიამ იწვნია დამარცხება.
 კიდევ ერთი გამარჯვებით ნაპოლეონმა საბოლოოდ გამოთიშა
ომიდან პიემონტი და 15 მაისს, პარიზში ხელი მოეწერა
პიემონტსა და საფრანგეთს შორის ზავს.
 ფრანგების პირისპირ მხოლოდ ავსტრიელები რჩებოდნენ, თუმცა
უკანასკნელთა რიცხობრივი და მატერიალური უპირატესობა იმდენად
იყო თვალშისაცემი, რომ ვენაში ეჭვი არ ეპარებოდად საბოლოო
გამარჯვებაში. ავსტრიელთა „აზრზე მოსვლა“, 7 მაისს, ლოდთან
ბრძოლის შემდეგ მოხდა.
 მდინარე ადუზე, საერთო აზრით მიუდგომელი ხიდის შტურმითა და
აღებით ნაპოლეონმა მთელი ევროპის გაოცება გამოიწვია.
o 1796 წლის 29 მაისს ნაპოლეონის არმია შევიდა მილანში და ლომბარდია
გათავისუფლდა ავსტრიელთა ბატონობისგან. ( ჟოზეფინას სიყვარული )
o უზარმაზარი კონტრიბუცია ფრანგებს იტალიელებისგან ( 20 მილიონი ლირა )
o 1796 -ში შეამჩნია და დაიახლოვა ნაპოლეონმა ახალგაზრდა პოლონელი ოფიცერი
ჟოზეფ (იოზეფ) სულკოვსკი.
o ლავალეტი ( ნაპოლეონის ადიუტანტი; საკნის ისტორია )
o 1966 წელს - ჯარისკაცებს ხელფასის ნახევარი
o დირექტორიის აღშფოთება და იტალიური არმიის ორ ნაწილად დაყოფა
o ნაპოლეონს 25 ათასი ჯარისკაცი რჩებოდა, რომლითაც ის რომისა და ვენეციისაკენ
უნდა დაძრულიყო.
o ნაპოლეონი პარიზს გადადგომით დაემუქრა . დირექტორიამ კვლავ დათმობა
ამჯობინა, თუმცა სხვა გზა არც ჰქონდა: ავსტრიის წინააღმდეგ მოქმედი მოროსა და
ჟურდანის არმიები მარცხდებოდნენ და სულ უფრო და უფრო მეტ ფულს
თხოულობდნენ, ნაპოლეონი კი ყოველ სამ დღეში თითო გამარჯვებას ზეიმობდა და
მილიონობით ოქროს გზავნიდა პარიზში. დირექტორია კონკრეტულ მოთხოვნებს
უყენებდა იტალიის არმიას: რაც შეიძლება მეტი ფულისა და მხატვრული შედევრების
გამოზიდვას, თანაც ყოველგვარი თავისუფლებისა და შეპირებების გარეშე .
1) დირექტორიის საპასუხო რეაქციამ არ დააყოვნა: ნოემბრის დამლევს ნაპოლეონთან
ჩავიდა დირექტორიის წარმომადგენელი გენერალი კლარკი, რომელიც ვენაში
მიემგზავრებოდა ავსტრიასთან დასაზავებლად
2) დირექტორიას გადაწყვეტილი ჰქონდა მის ზურგს უკან დაედო ზავი ავსტრიასთან და
ამით საერთოდ ჩამოეშორებინა იტალიის საქმეებიდან ჭირვეული მთავარსარდალი .
3) გენერალ კლარკს ევალებოდა ნაპოლეონი მკაცრი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა .
დირექტორიამ მტკიცედ გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა თავნება გენერლისათვის ,
თუმცა სერიოზულად შეცდა ძალთა თანაფარდობის გათვლაში.
4) ვენა სულაც არ თვლიდა თავს დამარცხებულად და რევანშისათვის ემზადებოდა .
ავსტრიელებმა, ალვინცის 80 - ათასიანი არმიის გარდა, ახალ რეზერვებს მოუყარეს
თავი. გარდა ამისა, მანტუაში 30-ათასიანი არმიით იდგა გენერალი ვურმზერი და
დამატებით მაშველ ძალებს ელოდა VS ნაპოლეონი 40 ათასი დაღლილი ჯარისკაცით .
5) კლარკი ნაპოლეონის გავლენის ქვეშ
6) 1797 წლის 14-15 იანვარს, რივოლისთან გამართული ბრძოლით ისტორია სამხედრო
ხელოვნების კიდევ ერთი შედევრით გამდიდრდა - რევანშზე მეოცნებე ალვინციმ
ავსტრიის არმიის ნარჩენებთან ერთად თავს სამარცხვინო გაქცევით უშველა . 20 ათასი
ავსტრიელი ჯარისკაცი დანებდა ტყვედ ფრანგებს. მეორე დღეს, ნაპოლეონის გეგმით
მოქმედმა გენერალმა მასენამ პირწმინდად გაანადგურა ალვინცის დასახმარებლად
დაძრული ავსტრიელების კიდევ ერთი არმია, ორი კვირის შემდეგ კი კაპიტულაცია
გამოაცხადა მანტუიში გამოკეტილმა ვურმზერმაც.
 ნაპოლენისთვის უკვე გადაჭრილი იყო იტალიის საკითხი და დღის წესრიგში
რომისა და ვენეციის რიგი დადგა. 19 თებერვალს, ტოლენტინოში
ნაპოლეონმა ზავის პირობები უკარნახა რომის პაპის წამომადგენელს. მან
შეგნებულად შეცვალა დირექტორიის მიერ შედგენილი ზავის პირობები, რათა
უკვე ღიად ეგრძნობინებინა პარიზისათვის, თუ რეალურად ვინ წყვეტდა
იტალიის ბედს, თუმცაღა დირექტორებს 30 მილიონიანი კონტრიბუციის
ცნობით მწარე აბი დაუტკბო. ნაპოლეონმა არც მშობლიური კორსიკა დატოვა
უყურადღებოდ და ბრძოლის გარეშე აიძულა ინგლისელები კუნძული
დაეტოვებინად.
 მოლაპარაკებები 1798 წლის 7 აპრილს დაიწყო და 10 დღეში დასრულდა. 18
აპრილს, ლეობენის მახლობლად, ეგენვალდის სასახლეში, საფრანგეთის
მხრიდან ნაპოლეონ ბონაპარტმა, ავსტრიის მხრიდან კი გრაფმა
მერველდტმა და მარკიზმა გალომ ხელი მოაწერეს პრელიმინარულ
(წინასწარ) ზავს. ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ გამოავლინა გასაოცარი
დიპლომატიური ალღო - თავიდან მაქსიმუმი მოითხოვა და როგორც კი
გაარკვია, თუ რისი მიღება შეეძლო რეალურად, სწრაფად წავიდა
კომპრომისზე. ზავის პირობებით ავსტრია უარს ამბობდა ბელგიაზე, ეგუებოდა
ჩრდილოეთ იტალიის დაკარგვას, თუმცა ინარჩუნებდა რეინის მიწებს.
საიდუმლო მუხლით, ავსტრია კომპენსაციის სახით იღებდა ვენეციის ოლქის
ნაწილს.
 1797 წელი - ორივე პალატაში მოვიდნენ როიალისტები და დირექტორიის
მდგომარეობა კვლავ არასტაბილური გახდა
 ხაზინიდან ფულის ქურდობა დირექტორიის მიერ
 ნაპოლეონის დაბრუნება „რესპუბლიკის“ გადასარჩენად. ( ბარასის ინიციატივა;
დაშალა როიალისტები )
 საფრანგეთის ორი სახელოვანი გენერალი - ლაზარ გოში და ნაპოლეონ
ბონაპარტე უნდა დაჯახებოდნენ ერთმანეთს, რისთვისაც ორივეს ცალ-ცალკე
დაევალათ ავსტრიასთან ომის განახლება, თანაც ნაპოლეონი გოშს უნდა
დაქვემდებარებოდა. ( ნაპოლეონის განეიტრალების აუცილებლობა)
 ვენამ როიალისტთა მოსვლის შემდგომ გადადოლეობენის ხელშეკრულების
დამტკიცება, ამიტომ ნაპოლეონმა პიემონტის მეფეს „ავსტრიასთან სავარაუდო
ახალი ომის საჭიროებისათვის“ 10 ათასი ჯარისკაცი მოსთხოვა.
 ნაპოლეონთან ახალი ომის პერსპექტივით შეშინებულმა იმპერატორმა კი პირადი
წერილი მისწერა ნაპოლეონს (საიმპერატორო ეტიკეტის უპრეცედენტო
იგნორირება!) და მოლაპარაკებების გადაუდებელი დაწყება სთხოვა.
 27 სექტემბერს მოლაპარაკება (ავსტრიას იმპერიის საუკეთესო დიპლომატი
გრაფი ლუდვიგ კობენცლი წარმოადგენდა; ნაპოლეონმა ერთი დღე-ღამე
ალოდინა; მოლაპარაკებები რთულად წარიმართა ვინაიდან ვენა არ აპირებდა
სერიოზულ დათმობებზე წასვლას, ხოლო დირექტორია კი შეუძლებელს
მოითხოვდა.
მოლაპარაკება ავსტრიასა და საფრანგეთს შორის

ნაპოლეონის დიპლომატია : ნაპოლეონმა, რომელმაც ჯერ კიდევ უდინომდე


დაამტკიცა, რომ დაშნასავით მარჯვედ ფლობდა დიპლომატიურ აკრობატიკას,
„სხვათა შორის“ მიანიშნა თითქმის უკვე იმედგაცრუებულ გრაფს, რომ
„გარკვეულ ვითარებაში“ გამორიცხული არ იყო საფრანგეთ-ავსტრიის კავშირი
პრუსიის (გერმანულ სივრცეში ავსტრიის ტრადიციული მტრის) წინააღმდეგ.
ვენისათვის ეს უკვე მიმზიდველი სატყუარა იყო და მოლაპარაკებებიც სწრაფად
დაიძრა მკვდარი წერტილიდან. 9 ოქტომბრისათვის თითქმის ყველა პუნქტი იყო
შეთანხმებული, მაგრამ მაინცთან და რეინთან დაკავშირებით თავი
მოულოდნელმა პრობლემამ იჩინა. კვლავ ჩიხში აღმოჩნდა მოლაპარაკება,
მაგრამ ნაპოლეონი არ აპირებდა უკან ხელცარიელი დაბრუნებას; მან ყვირილი
დაუწყო ასაკით მასზე ბევრად უფროს პარტნიორს და მაგიდაზე მდგომი
ეკატერინე მეორის მიერ ავსტრიის იმპერატორისათვის საჩუქრად მირთმეული
უძვირფასესი ვაზა დაანარცხა იატაკს ხმამაღალი მუქარით, რომ ასეთსავე დღეს
დააყრიდა ავსტრიის იმპერიასაც. შემდეგ ის ოთახიდან გავარდა.
საბოლოოდ, 18 ოქტომბერს გაიმართა კიდეც ხელმოწერის ცერემონია . ავსტრიამ რეინის
მარცხენა სანაპირო და მთელი ლომბარდია დაუთმო საფრანგეთს .
 ნაპოლეონი გახდა „აკადემიის წევრი”.
 ტალეირანი
 დირექტორიამ ინგლისში შესაჭრელად დაგეგმილი არმიის მთავარსარდლად
ნაპოლეონი დანიშნა ( მისი, როგორც კონკუტრენტის, მოსაშორებლად )
 1798 წელს ნაპოლეონი ტულონიდან ეგვიპტისკენ დაიძრა. 2 ივლისს, ალექსანდრიის
მახლობლად, საფრანგეთის არმია ეგვიპტის სანაპიროს მიადგა. ნაპოლეონმა
სწრაფად და ორგანიზებულად შესძლო არმიის ნაპირზე გადასხმა. სიჩქარე კი
აუცილებელი იყო, რამე თუ ფრანგულ ესკადრას ფეხდაფეხ მისდევდა
სახელგანთქმული ინგლისელი ადმირალი ნელსონი.
 უკვე ხმელეთზე კი ფრანგებმა კვლავ უძლეველ მეომრებად იგრძნეს თავი, რაც
წარმატებით დაამტკიცეს კიდეც 1798 წლის 21 ივლისს პირამიდებთან გამართულ
ბრძოლაში. აბუკირის ყურეში 1 აგვისტოს ნელსონმა მიაგნო საფრანგეთის ფლოტს და
გაანადგურა. მართალია, აბუკირთან კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება ჩაიწერა
აქტივში ნელსონმა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ, როგორც ბრძოლის შემდეგ
გაირკვა, ფრანგ ადმირალ ვილნევის „ხელშეწყობით“: თვით ინგლისელმა
მეზღვაურებმაც კი აღიარეს, რომ ვილნევს სულ ცოტა სამჯერ შეეძლო ფრანგებისათვის
გამარჯვების მოტანა - ბრძოლის პირველ საღამოს, ღამით და განთიადისას.
 საფრანგეთში დაბრუნება პრობლემების გამო
 1799 წლის 25 ოქტომბერს ნაპოლეონი უკვე პარიზში იყო. ორი კვირის შემდეგ კი, 9
ნოემბერს, (18 ბრიუმერს), დირექტორია საფრანგეთის ისტორიის საკუთრებად იქცა.
 18 ბრიუმერის გადატრიალებამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა: სამი
კონსული - ნაპოლეონ ბონაპარტე, როჟე დუკო და ემანუელ სიეიესი - თანაბარნი
იყვნენ ყველაფერში და რიგ-რიგობით ხელმძღვანელობდნენ სხდომებს. სამი
ხელმოწერით ფორმდებოდა ყველა დოკუმენტი. საფრანგეთში თითქოს შიდა
სტაბილურობამ დაისადგურა. ასე იწურებოდა საუკუნის უკანასკნელი წელი.
 ნაპოლეონის დიპლომატია და ავტორიტეტი
 ახალი კონსტიტუცია ( მთელ ხელისუფლებას პირველ კონსულს გადასცემდა )
 1799 წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნებული კონსტიტუციით საფრანგეთში
ფაქტიური დიქტატურა მყარდებოდა.
 რაც შეეხება რევოლუციის შედეგად მოპოვებულ თავისუფლებას, პირველი
დარტყმის სამიზნედ იქცა ქვეყანაში ყველაზე დიდი აუდიტორიის „მესაკუთრე “-
პრესა: 1800 წლის 17 იანვრის დეკრეტით, პარიზის 173 გაზეთიდან 160
აიკრძალა. დარჩენილი ცამეტის ბედი კი დამოკიდებული იყო ქვეყნის მთავარ
ინკვიზიტორზე, შინაგან საქმეთა მინისტრ ჟოზეფ ფუშეზე

 1800 წლის 6 იანვარს დაარსდა დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი საფრანგეთის


ბანკი.
ნაპოლეონის საგარეო პოლიტიკა
 აბსოლუტური ხელისუფლების დაუფლებიდან ორი თვის შემდეგ, პირველმა კონსულმა
საგარეო პოლიტიკისთვისაც მოიცალა: უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო ავსტრიის
ფრონტზე რევანში, თანაც სწრაფი, ხანმოკლე და ეფექტიანი სამხედრო კამპანიით.
ნაპოლეონმა ბრწყინვალედ გადაჭრა ეს რთული ამოცანა: შესძლო რამდენიმე ქვეყნის
(ინგლისის, ავსტრიის, პრუსიის, რუსეთის) დაზვერვის მოტყუება თითქოს დიჟონში
იქმნებოდა ახალი, ე.წ. „სარეზერვო არმია“, ავსტრიასთან საომრად, სინამდვილეში კი
სხვადასხვა ადგილას თავმოყრილი რაზმები, ყველასათვის მოულოდნელად გააერთიანა
ალპების მისადგომთან. სენ-ბერნარის და სენ -გოტარდის უღელტეხილების
გადალახვით, ნაპოლეონმა კიდევ ერთი ფურცელი ჩაწერა ძნელად დასაჯერებელ ,
მაგრამ რეალობად ქცეულ გამარჯვებების ქრონიკებში.
 მაისის დამლევს, მიუვალი და მიუდგომელი მთებიდან ზვავით დაშვებული არმია
ლომბარდიაში შეიჭრა - სწორედ იქ, სადაც ყველაზე ნაკლებ ელოდა მას ავსტრიელთა
მთავარსარდალი მელასი. 2 ივნისს ბონაპარტე უკვე მილანში იყო, თუმცა ორი დღის
შემდეგ გენუაში ხანგრძლივ ალყაში მყოფი ფრანგული გარნიზონი ავსტრიელებს
დანებდა.
 მილანში ნაპოლეონსა და მის არმიას დიდი პატივით ხვდებოდნენ.
 მარენგოს ბრძოლა და ნაპოლეონის ბრწყინვალე გამარჯვება
 23 ათასი ფრანგი VS 45 ათასი ავსტრიელი
 თავდაპირველად ავსტრილები იმარჯვებდნენ, მაგრამ გამოჩნდა გენერალი დეზე
(ნაპოლეონის დამხმარე, რომელიც სხვა მიმართულებით გაგზავნა წინა დღეს )
 ბრძოლა ახლიდან გაჩაღდა და გაიმარჯვეს ფრანგებმა
 გენერალი დეზე შეეწირა ამ ომს

ნაპოლეონის დიპლომატია

 1800 წელს კათოლიციზმი საფრანგეთში (კონკოტრდატი; პოლიტიკური


გადაწყვეტილება)
 1801 წლის 9 თებერვალს კი, ლუნევილში, ხელი მოწერა ზავს ავსტრიასთან.
( ბელგია და რეინის მარცხენა ნაპირი - საფრანგეთს, ავტრის კარგავდა - ვენეციას )
 მოლაპარაკებები რუსეთთან (სამშობლოში ბრუნდებიან 1799 წლის კამპანიის დროს
დატყვევებული რუსი ჯარისკაცები. )
o საფრანგეთისა და რუსეთის კავშირის გაძლიერება ( ნაპოლეონი ცდილობს )
o რუსეთის იმპერატორის მკვლელობა
o რუსეთი მისი მთავარი მტრის - ინგლისის მოკავშირე და მისი მოწინააღმდეგე ხდებოდა ,
რისი დაშვებაც ნაპოლეონს არ სურდა. თავისი კარიერის ნებისმიერ ეტაპზე, ერთნაირი
მონდომებით ცდილობდა იგი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებასა და
შენარჩუნებას.
o საფრანგეთში 1800 წელს შეკრიბა კომისია და 1802 წელს „ნაპოლეონის კოდექსი“
(სამოქ.კოდექს)
o ნაპოლეონი VS ინგლისი
o ბულონის ალყა „სამი ნისლიანი დღე და ლონდონი, პარლამენტი და ინგლისის ბანკი ჩემი
იქნება“ - მისი ეს სიტყვები უსაფუძვლო ტრაბახი არ იყო;
o 1803 წელს - ინგლისში უილიამ პიტი უმცროსი და საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლა
(1786 წელს პიტმა მაინც შესძლო საფრანგეთის წინააღმდეგ პრუსიასთან სამხედრო
კავშირის გაფორმება.)
o 1794 წელს- მეორე კოალიცია საფრანგეთის წინააღმდეგ (794 წლის კოალიციაში უკვე
მონაწილეობდა ინგლისი, ავსტრია, პრუსია, რუსეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, სარდინია ,
პიემონტი, ნეაპოლი და რამდენიმე გერმანული სამთავრო. როდესაც 1796 წლის
შემოდგომისათვის, ორივე მხარეს გაუჭირდა ომის ტვირთის ზიდვა, დაიწყო სამშვიდობო
მოლაპარაკებები, თუმცა ლონდონშიც და პარიზშიც კარგად ესმოდად, რომ მყარი ზავი
შეუძლებელი იყო ფუნდამენტური ხასიათის წინააღმდეგობათა გამო.
 არც ინგლისში იყო სიმშვიდე: მეფე გეორგის,რომლის ფსიქიკური მდგომარეობა
დღითი-დღე უარესდებოდა, გაუაზრებელმა რეპრესიებმა ირლანდიაში, საქმე
აჯანყებამდე მიიყვანა, რაც 1798 წელს დაიწყო კიდეც. ( პიტმა ჩაახშო; პიტის
მცდელობები რეფორმების ჩასატარებლად )

 1802 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის ამიენის ხელშეკრულება დაიდო,


რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იარსება. ნაპოლეონმა კვლავ დაიწყო მზადება
კუნძულზე შესაჭრელად. ( პიტის გადადგომა და შემდეგ ისევ მოსვლა სათავეში ).
 უკვე სერიოზულად დაავადებულმა პიტმა ბრწყინვალედ გაართვა თავი კრიტიკულ
სიტუაციას, რომელშიც მისი სამშობლო აღმოჩნდა: მარჯვე დიპლომატიური მანევრებით
და სოლიდური სუბსიდიებით, მან პრაქტიკულად მთელი ევროპის დარაზმვა შესძლო
ნაპოლეონთან საომრად. განსაკუთრებული დიპლომატიური ელასტიურობა და
მანევრირება რუსეთის ახალ იმპერატორ ალექსანდრე I ურთიერთობაში დასჭირდა ;
 პიტის დამარცხება და სიკვდილი ( მესამე კოალიცია დამარცხდა )
 აუსტერლიცისა და მესამე კოალიციის დაშლის შემდეგ, 1806 წელს იქმნება მეოთხე
კოალიცია: რუსეთის, პრუსიის, ინგლისისა და შვედეთის მონაწილეობით . (ისევ
ნაპოლეონმა გაიმარჯვა )
 1806 წლის 21 ნოემბერს, ბერლინში ყოფნისას, ნაპოლეონმა ხელი მოაწერა ე.წ.
კონტინენტურ ბლოკადას; ევროპას ეკრძალებოდა სავაჭრო და სხვა ნებისმიერი
კავშირი ინგლისთან.
 1807 წელი - ტილზიტის ზავი ( რუსეთსა და საფრანგეთს შორის )
 პრუსიისათვის ჩამორთმეული პოლონური მიწებისგან შეიქმნა ვარშავის საჰერცოგო
საფრანგეთის პროტექტორატით.
 ნაპოლეონი ალექსანდრეს თურქეთის დაპყრობის იმედს არ მისცემდა
 ტილზიტის შემდეგ იყო ერფურტის ცნობილი შეხვედრა. ( მოჩვენებითი, რათა
ეჩვენებინათ, თითქოს რუსეთი და საფრანგეთი მოკავშირეები გახდნენ ,
სინამდვილეში კი ასე არ იყო და ორივემ კარგად იცოდა. ავსტრიას უნდა
სცოდნოდა, რომ ტყუილად ჰქონდა საფრანგეთთან მომავალ ომში რუსეთის იმედი ,
იგი უკვე ფრანგების მოკავშირე იყო; თურქეთს კი საფრანგეთის იმედი აღარ უნდა
ჰქონოდა.)
 ერთადერთი რაც რეალური იყო და არ გამოიყენა ალექსანდრემ, ეს იყო ნაპოლეონის
შეთავაზება, სამხედრო დახმარების სანაცვლოდ რუსეთისათვის დაეთმო გალიცია და
კარპატების მიმდებარე ტერიტორიები.
 1808 წელს ალექსანდრემ ფინეთი წაართვა საფრანგეთის მოღალატე შვედებს.
 ტალეირანმა უღალატა იმპერატორს!!!!
 ამის შემდეგ, ნაპოლეონის მთავარი საზრუნავი გახდა ესპანეთი (აჯანყება მოხდა
ხელოსნების და ვაჭრ.)
 რუსეთმა დაარღვია კონტინენტური ბლოკადა და ანტიფრანგული ქმედებები დაიწყო.
 1812 წლის 12 მაისს, ღამით, ომის გამოცხადებისა და რაიმე
პრეტენზიის წაყენების გარეშე, „დიდმა არმიამ“ გადალახა ნემანი და
რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა.
 7 სექტემბერს, მოჟაისკიდან 12 კილომეტრით დასავლეთით,
ბოროდინოს ისტორიული ბრძოლა. ნაპოლეონმა პირველად ვერ
გაიმარჯვა გადამწყვეტ ბრძოლაში.
 1813-1814 წლებში ნაპოლეონის უმნიშვნელო გამარჯვებები
 ავსტრიის, პრუსიისა და რუსეთის წინადადება ნაპოლეონს
ტერიტორიების დათმობაზე.
 1814 წლის პირველ მარტს, ინგლისმა, რუსეთმა, ავსტრიამ და
პრუსიამ ხელი მოაწერეს თავდაცვით და შეტევით შეთანხმებას.
ევროპის გმირისა და მბრძანებლის აღსასრული უკვე მხოლოდ
დროის საკითხიღა იყო. 1814 წლის 30 მარტს, ინგლისის მიერ
დაფინანსებული მოკავშირეები პარიზში შევიდნენ.
 კუნძულ ელბაზე ნაპოლეონის გადასახლება
 „ასდღიანი მმართველობა“ და მარცხი ვატერლოოს ბრძოლაში
თავი 4 - ვენის კონგრესი და
მეტერნიხი
 1801 წელს, 28 წლის კლემენსი უკვე ავსტრიის ელჩია დრეზდენში, საქსონიის
დედაქალაქში.
 გახდა საფრანგეთის მეგობარი
 1806 წელს კლემენს მეტერნიხი, 30 წლის დიპლომატი, უკვე პარიზშია -
იმდროინდელი ევროპის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ცენტრში.
 მეტერნიზი და „საქორწინო დიპლომატია“
 1814 წელი - ვენის კონგრესი
 ტალეირანი და ნაპოლეონის მემკვიდრეობის საკითხი ( საქსონია, პოლონეთი; ბზარი
მოწინააღმდეგეთა ალიანსში )
 საბოლოოდ ყველა დაეთანხმა მეტერნიხის გეგმას „გერმანული კავშირის“ თაობაზე -
ორასზე მეტი გერმანული სახელმწიფოდან იქმნებოდა 38 სუბიექტიანი (ავსტრიისა და
პრუსიის მონაწილეობით) კავშირი, იგივე კონფედერაცია, რომლის მთავარი
დანიშნულება უნდა ყოფილიყო, არ დაეშვა საფრანგეთის გაფართოება რეინის
მიმართულებით. ავსტრიისათვის განკუთვნილი იყო ახალი კავშირის ფაქტიური
ხელმძღვანელობა.
ვენის კონგრესის
 კონგრესის
გადაწყვეტილებები
მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ
ჰოლანდია ღებულობდა ბელგიას, დანია - შლეზვიგსა და
ჰოლშტეინს, ავსტრია - ვენეციასა და გალიციას, პოლონეთი
ხელახლა დაიყო სამ ნაწილად, ხოლო ვარშავის ყოფილი
საჰერცოგოს ბაზაზე იქმნებოდა პოლონეთის სამეფო რუსეთის
იმპერიის შემადგენლობაში; პრუსიის შენაძენი იყო პოზნანი,
დანციგი (გდანსკი) და გოსუნი; კრაკოვი ცხადდებოდა
თავისუფალ ქალაქად; პოლონეთში დაკარგული მიწების
სანაცვლოდ პრუსიამ მიიღო ჩრდილოეთ საქსონია, კუნძული
რუგუნი და შვედეთის პომერანია. ინგლისმა, რომელიც
პრინციპულად უარყოფდა ტერიტორიულ შენაძენებს ევროპის
კონტინენტზე, მიიღო მალტა და იონიის კუნძულები და ამით
კიდევ უფრო განიმტკიცა ნომერ პირველი საზღვაო სახელმწიფოს
პოზიციები. რაც შეეხება რუსეთს, არმიის სიძლიერით მას უკვე
ტოლი აღარ ჰყავდა ევროპაში.
 ვენის კონგრესი სამ ძირითად მიზანს ისახავდა: საფრანგეთის მხრიდან
სამომავლოდ მოსალოდნელი აგრესიის საწინააღმდეგო გარანტიების შექმნას;
გამარჯვებულთა ტერიტორიული პრეტენზიების დაკმაყოფილებასა და
საფრანგეთის რევოლუციის ყველა შედეგის აღმოფხვრას. სინამდვილეში მხოლოდ
პირველი მიზანი იქნა სრულად რეალიზებული. კონგრესის დასკვნითი აქტით
შეუძლებელი იყო იმდროინდელ ევროპაში არსებული ყველა წინააღმდეგობების
ლიკვიდაცია, მით უმეტეს, რომ კონგრესის გადაყვეტილების მიღმა აღმოჩნდა
აღმოსავლეთის საკითხი.
 კონგრესის მიღწევა იყო, რომ ევროპაში დგინდებოდა ძალთა ბალანსი. ასე თუ
ისე, შეიძლება არასრულად და არათანმიმდევრულად, მაგრამ მკვიდრდებოდა
უილიამ პიტი-უმცროსის ხედვები ძალთა თანაფარდობაზე.
 კონგრესზევე წამოაყენა რუსეთის იმპერატორმა ე.წ. საღვთო კავშირის შექმნის
იდეა, რომელიც 1815 წლის სექტემბერში გაფორმდა კიდეც. კავშირის
დამფუძნებლები იყვნენ რუსეთი, ავსტრია და პრუსია. მალე კავშირში გაწევრიანდა
ევროპის ყველა სახელმწიფო, გარდა ინგლისისა, თურქეთისა და ვატიკანისა.
რევოლუციებთან ბრძოლა და ლეგიტიმურობის დაცვა - აი, ორი ძირითადი, ერთი
მეორიდან გამომდინარე ამოცანა, რომელიც საღვთო კავშირის წევრებს
აერთიანებდა.
 ისტორიამ სამი ასეთი დიდი შეხვედრა შემოგვინახა: 1856 წლის პარიზის კონგრესი,
1871 წლის ლონდონისა და 1878 წლის ბერლინის კონფერენციები. ( ევროპის
კონცერტი)
 საღვთო კავშირის ოთხი კონგრესიც ხომ ძირითადად სწორედ აბსოლუტიზმის
სისტემის შენარჩუნებასთან და გამტკიცებასთან დაკავშირებულ საკითხებს
განიხილავდა.
 პირველი ასეთი დიპლომატიური კონგრესი 1818 წლის სექტემბერ-ოქტომბერში
რეინის სანაპიროს ქალაქ აახენში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ აახენის
კონგრესის დღის წესრიგში მთავარ საკითხად საფრანგეთიდან საოკუპაციო ჯარების
გამოყვანისა და კონტრიბუციის საკითხი იყო დასახელებული, კონგრესის
მონაწილეები არ მალავდნენ, რომ მთავარი საკითხი რევოლუციურ იდეოლოგიასა
და პრაქტიკასთან ბრძოლის საერთო სტრატეგიის შემუშავება იქნებოდა .
 1818 წლის 15 ნოემბერს, ავსტრიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა და პრუსიამ ხელი
მოაწერეს საფრანგეთში ჰიპოთეტური რევოლუციის წინააღმდეგ მიმართულ კიდევ
ერთ შეთანხმებას. საფრანგეთიდან გამოიყვანეს საოკუპაციო ჯარები, ხოლო
საფრანგეთი კი ”ევროპული კონცერტის” სრულუფლებიანი წევრი ხდებოდა.
 დაიწყო ბურჟუაზიული რევოლუციების სერია ესპანეთში 1820 -1823 წლებში, ცოტათი
ადრე კი ნეაპოლში, იტალიასა და პორტუგალიაში. ავსტრიისათვის განსაკუთრებით
საშიში იყო იტალიის რევოლუცია, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მის
ბატონობას.
 ტროპაუს კონგრესზე, სადაც უკვე საფრანგეთიც იყო მოწვეული. ეს ყველაზე
ხანგრძლივი შეკრებაა ხსენებული ფორმატის კონგრესების პრაქტიკაში: 1820 წლის
23 ოქტომბერს დაიწყო სილეზიაში და ხანმოკლე შესვენების შემდეგ, 1822 წლის
აპრილამდე გაგრძელდა უკვე ლაიბახში (დღევანდელ ლუბლიანაში). ორმა
კონსტიტუციურმა მონარქიამ საფრანგეთმა და ინგლისმა კონგრესზე მხოლოდ
მეთვალყურეები მიავლინეს. რაც შეეხება რუსეთს, ალექსანდრეს იდეა იყო მხოლოდ
პოლიტიკური საშუალებებით, ძალის გამოყენების გარეშე შეეჩერებინად ნეაპოლში
დაწყებული რევოლუცია.

 რაც შეეხება რუსეთს, ალექსანდრეს იდეა იყო მხოლოდ პოლიტიკური


საშუალებებით, ძალის გამოყენების გარეშე შეეჩერებინად ნეაპოლში დაწყებული
რევოლუცია. მას არც მოსწონდა და არც აწყობდა ავსტრიის დამოუკიდებელი აქციები
იტალიაში, თანაც მთელი ევროპის სახელით.
 1820 წლის 19 ნოემბერს, ავსტრიის, პრუსიისა და რუსეთის მონარქებმა ხელი
მოაწერეს წინასწარ ოქმს, რომლის თანახმადაც, მათ იმ ქვეყნების საშინაო საქმეებში
ჩარევის უფლება ეძლეოდათ, სადაც რევოლუცია მოხდებოდა, თანაც ადგილობრივი
მთავრობების თხოვნისა და ნებართვის გარეშე. ინგლისისა და საფრანგეთის
წარმომადგენლებმა უარი თქვეს „ჩარევის პრინციპის“ ცნობაზე.
 რევოლუციებთან ბრძოლის თემა იყო ლაიბახის კონგრესის მთავარი საკითხი, სადაც
საბოლოოდ გადაწყდა ავსტრიის მიერ ნეაპოლის ოკუპაცია.
 1822-1823 წლებში უკვე ესპანეთში გიზგიზებდა რევოლუციის ხანძარი, სადაც ის-ის
იყო სამეფო ტახტი უნდა დაეკარგა ბურბონთა დინასტიის ერთ-ერთ ყველაზე
ოდიოზურ წარმომადგენელს - ფერდინანდ VII.
 მეტერნიხის ინიციატივით კვლავ ოპერატიულად შეიკრიბა მორიგი კონგრესი
ვერონაში (1822 წლის 20 ოქტომბერი - 14 დეკემბერი).
 კასლრიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა ( მემკვიდრე - ჯორჯ კანინგი )

 რამდენიმეკვირიანი ცხარე დებატების შემდეგ, 1822 წლის 7 ნოემბერს, ავსტრიის,


პრუსიის, საფრანგეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს
საიდუმლო ოქმს, რომელიც მწვანე შუქს უნთებდა ფრანგების ინტერვენციას
ესპანეთში. ოქმს ინგლისის წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერა.

 დღის წესრიგის შემდეგი საკითხი იყო იტალიაში ავსტრიის საოკუპაციო რეჟიმის


გაგრძელება, რასაც ნეაპოლისა და სარდინიის მონარქები ითხოვდნენ.
 კონგრესზე კვლავ დადგა ზანგი მონებით ვაჭრობის საკითხი (ინგლისის
ინიციატივით), მაგრამ არცერთმა მონარქმა არ ისურვა კონკრეტული
ვალდებულებების აღება და კონგრესი ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა, სადაც
დაგმობილი იყო ადამიანებით ვაჭრობა.
 ვერონის კონგრესზე განსაკუთრებული სიმწვავით იდგა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების (ევროპის
კოლონიების) საკითხი; ამ დროისათვის უკვე წარმატებით მთავრდებოდა ესპანეთისა და
პორტუგალიის კოლონიების ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. ინგლისი მზად იყო ეცნო
მექსიკის, არგენტინის, კოლუმბიის, ბოლივიის, ჩილეს, ვენესუელის, პერუსა და სალვადორის
დამოუკიდებლობა.
 1822 წლის 14 დეკემბერს ვერონის კონგრესმა დაასრულა მუშაობა. რუსეთმა, ავსტრიამ
და პრუსიამ კონგრესის შედეგები დანარჩენ ევროპას სპეციალური ცირკულარით აცნობეს.
ცირკულარი, რომელიც მეტერნიხის ინიციატივით იქნა მიღებული, ამართლებდა სამი
მონარქის პოზიციას იტალიასთან მიმართებაში, გმობდა ბერძნების აჯანყებას როგორც
„რევოლუციურს“, იქვე იყო მოხსენიებული ესპანეთი, როგორც „დასანანი ფაქტი“ და
ერთხელ კიდევ ადასტურებდა უცხო სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის
უფლებას.
 1823 წლის თებერვალში, კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე, საფრანგეთმა ჯარი
შეიყვანა ესპანეთში და ტახტი დაუბრუნა ფერდინანდ ბურბონს. ეს იყო ვერონის
კონგრესის „ყველაზე დიდი“ მიღწევა.

You might also like