You are on page 1of 7

დასკვნითი გამოცდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში 2021

(თითოეულ კითხვაზე პასუხი ფასდება 5 ქულით)

სტუდენტის სახელი, გვარი: სალომე ვადაჭორია

1. რა მიზნებს ისახავდა ჯორჯ ქენანის შეჩერების (Containment) სტრატეგია და რა ნაბიჯები


გადადგა ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციამ ამ პოლიტიკის ფარგლებში?

ჯორჯ ქენანი იყო ამერიკელი დიპლომატი,რომელიც „შეკავების პოლიტიკის“ სულისჩამდგმელია


და სწორედ ამით არის ყველაზე მეტად ცნობილი. მისი იდეები აშშს საგარეო პოლიტიკის გეზსს
განაპირობებდა 1947-1949 წლებში და ტრუმანის დოქტრინის „შთაგონებაც“ გახდა.
შეჩერების სტრატეგია იყო ცივი ომის პირველ ეტაპზე ჩამოყალიბებული მთავარი
დოქტრინა,რომელიც გულისხმობდა ამერიკის წინააღმდეგობას საბჭოთა კავშრის მიერ გავლენის
სფეროს გაფართოების ან საკუთარ საზღვრებს მიღმა კომუნიზმის გავრცელების შემთხვევაში..
დოქტრინის მიხედვით,სწორედ თანმიმდევრულ შეკავებას შეეძლო დროთა განმავლობაში
გამოევლინა სსრკ-ს სუსტი მხარეები და გამოეწვია მისი დაშლა. საბჭოთა კავშირის იდეოლოგია
იყო ანტაგონიზმი სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის. ამის მიხედვით შეჩერება სამ ეტაპს
მოიცავდა: სსრკ-სგან მომდინარე საფრთხის შეჩერება,ბზარის შეტანა სსრკ-ს გავლენის სფეროებში
და დიპლომატიით სსრკ-ს ქცევის შეცვლა( ე.წ რბილი ძალა).
კენანის მიერ შედგენილ გრძელ ტელეგრამაში აღნიშნული იყო,რომ საბჭოთა კავშირი არ
წარმოადგენდა აშშ-ს სტრატეგიულ და სანდო პარტნიორს. გარდა ამისა, ეწერა, რომ აშშ-ს
მტავრობას აუცილებლად უნდა გადაეხედა და შეეწყვიტა „რუზველტისეული“ პრტნიორობა სსრკ-
სთან.შეკავების პოლიტიკა ნიშნავდა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძალის მშენებლობას
და მათ მზადყოფნას, რომ დამდგარიყვნენ სსრკ-ს წინააღმდეგ თუ ისინი ზეწოლას მიმართავდნენ.
ქენანის აზრით, მოკოვის მიმართ საჭირო იყო ახლებური მიდგომა, რასაც ქენანმა საბჭოთა
კავშირის შეჩერების პოლიტიკა უწოდა. მომდევნო ათეული წლების მანძილზე, შეჩერება აშშ-ის
სტრატეგიად იქცა. მეორე მსოფლიო ომიდან, იმ პერიოდიდან, როცა სსრკ და აშშ ერთად
იბრძოდნენ, 6 თვის შემდეგ ტელეგრამამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაფუჭებასა
და ცივი ომის დაწყებას შეუწყო ხელი.
ქენანი ცნობილი გახდა, როგორც „შეჩერების პოლიტიკის მამა“ და მისმა შეხედულებებმა
საფუძველი ჩაუყარა ტრუმენის დოქტრინას, რომელიც გულისხმობდა ეკონომიკურ და სამხედრო
დახმარებას ანტიკომუნისტური სახელმწიფოებისთვის, რათა ომის შემდეგ კვლავ აღედგინათ
ძალები. მსგავსი რამ თავდაპირველად საბერძნეთსა და თურქეთში განხორციელდა. ერთ-ერთი
მოსაზრებით მიჩნეულია, რომ ტურმენის დოქტრინამ ცივი ომის დაწყებასაც ჩაუყარა საფუძველი.
ქენანს სჯეროდა, რომ კომუნიზმის შეჩერება არ იყო არსებითად სამხედრო საქმე. თუმცა ამის
მიუხედავად, ტრუმენის დოქტირინის სულის ჩამდგმელებმა „შეჩერების დოქტრინა“ სამხედრო
სტრატეგიად აქციეს, რომელიც საერთაშორისო ალიანსებს იქნა მიბმული. ტრუმენის
დოქტრინით, აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი აცხადებდა, რომ აშშ ყველა დემოკრატიულ
სახელმწიფოს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დაეხმარებოდა
როგორც შიდა, ასევე საგარეო ავტორიტარული ძალების წინააღმდეგ. ტრუმენის დოქტრინამ
ეფექტურად შემოატრიალა აშშ-ის იზოლაციონიზმის პოლიტიკა.
1
ტრუმენის დოქტრინის შექმნა პრეზიდენტმა 1947 წ. 12 მარტს . გამოვიდა რა სიტყვით
კონგრესზე,რადგან დიდმა ბრიტანეთმა განცხადა, რომ 31 მარტიდან ის საბერძნეთის მთავრობას
აღარ გაუწევდა ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ
სამოქალაქო ომში. ტრუმენმა სთხოვა კონგრესს, რომ მხარი დაეჭირა საბერძნეთისთვის და ხელი
გაეწოდებინა თურქეთისთვის, რომელიც ასევე ბრიტანულ დახმარებაზე იყო დამოკიდებული, ის
აგრეთვე ითხოვდა ამ რეგიონში ამერიკელი სამოქალაქო და სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის
გაგზავნას.
ამავე წელს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა წამოაყენა იდეა, რომ
ევროპის ეკონომიკის რეკონსტრუქციისათვის ამერიკის ბიუჯეტიდან საჭირო თანხები გამოეყოთ
(მარშალის გეგმა). მარშალი და ტრუმანი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ეკონომიკურად
ძლიერი ევროპა შტატებისთვის კარგ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცეოდა, ჩაურევლობის
შემთხვევაში კი, ომისგან დასუსტებული ევროპა საბჭოთა კავშირისა კომუნისტური ძალების
გავლენის ქვეშ მოექცეოდა. ამდენად, ევროპის რეკონსტრუქციით, ამერიკა, ერთის მხრივ, საბჭოთა
კავშირის წინააღმდეგ პოლიტიკურ დასაყრდენს შეიქმნიდა, მეორეს მხრივ კი, ევროპის სახით,
ამერიკული საექსპორტო პროდუქციის გასაღების ბაზარს შექმნიდა. მარშალის გეგმა ქენანის
იდეებს ეთანხმებოდა.

2. რა იყო დუაით აიზენჰაუერის ადმინისტრაციის ახალი ხედვის (New Look) პოლიტიკის


ძირითადი პრიორიტეტები?

აიზენჰაუერის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასა და საგარეო პოლიტიკურ კურსს


უწოდებენ „new look” - „ახალი ხედვის“ პოლიტიკას. იგი მოიცავდა რამდენიმე ელემენტს:

1) ე.წ “Roll Back”-ის ანუ უკუგდების პოლიტიკა, რომელიც ფიგურირებდა აიზენჰაუერის


წინასაარჩავნo კამპანიაშიც. ახალი საგარეო პოლიტიკური კურსი გულოსხმობდა იმასაც,
რომ შეჩერებასთან ერთად უნდა მომხდარიყო დამონებული, დატყვევებული ხალხების
ლიბერალიზაციაც ანუ მათი გათავისუფლება, სწორედ ამის საშუალებით მოხდებოდა
საბჭოთა კავშირის უკუგდების პოლიტიკის განხორციელებაც. თუმცა, მიჩნეულია, რომ ეს
განცხადება იყო მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკა, რადგან, რეალურად,
როდესაც 1953 წელს აიზენჰაუერი პრეზიდენტი გახდა და დალესი - სახელმწიფო მდივანი,
ვერანაირი უკუგდების პოლიტიკის განხორცილება ვერ და არ მომხდარა და იქ, სადაც
მანამდე საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილები იდგა, ისევე დარჩა მთელი აიზენჰაუერის
პრეზიდენტობის განმავლობაში.

2) ბირთვული იარაღი და შეიარაღების საკითხი: როგორ უნდა მომხდარიყო ეიზენჰაუერის


შეთავაზება იყო, რომ გაზრდილიყო ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული
პოტენციალი, რომელიც გახდებოდა დიპლომატიური იარაღი და საშუალებას მისცემდა
ქვეყანას, დერწმუნებინა საბჭოთა კავშირი, არ მოქცეულიყო ამერიკის ინტერესებისსა და
გეგმების საპირისპიროდ.ასე მოხდებოდა სოციალური და სხვა სახის გადასახადების
შემცირება, ისე რომ მასთან ერთად არ შემცირებულიყო ამერიკული საზოგადოების
უსაფრთხოების შეგრძნებაც.

2
3) აიზენჰაუერის „ახალი ხედვის“ კურსის კონტექსტში გამოიყენებოდა,ტერმინი როგორიცაა
DETERRENCE, ანუ დაშინების გზით შეჩერება და ასევე ე.წ MASSIVE RETALIATION, -
მასიური შურისგება, რომელიც, როგორც შეკავების პოლიტიკის ნაწილი, გულისხმობდა,
იმას, რომ თუკი საბჭოთა კავშირი განახორცილებებდა ბირთვულ თავდასხმას, მაშინ
ამერიკის შეერთებული შტატები მთელი თავისი გაზრდილი ბირთვული პოტენციალით
შეუტევდა მას.

4) შემდეგი იყო SECOND STRIKE CAPABILITY - ანუ საპასუხო დარტყმის შესაძლებლობა,


რომელიც აიზენჰაუერის ადმინისტრაციის შეკავების სტრატეგიის საკვანძო შემადგენელ
ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს, თუ საბჭოთა კავშირი დაიწყებდა თვდასხმას, ეს იქნებოდა,
ფაქტობრივად, თვითგანადგურების ტოლფასი. და არამარტო თავისი, არამედ მთელი
მსოფლიოსი, რადგან მისი ეს ქმედება ბიძგს მისცემდა მესამე მსოფლიო და ბირთვულ ომს.
ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკას გარკვეულწილად
ხისტს ხდიდა და ნაკლებად მოქნილს დიპლომატიური მანევრირებისათვის, თუმცა
აიზენჰაუერსა და მის ადმინისტრაციას სჯეროდა, რომ ეს საშუალებას მისცემდა მათ, რომ
სამხედრო დანახარჯები შეემცირებინათ, გამოეცოცხლებინათ ამერიკის ეკონომიკა,
საზოგადოებაც კმაყოფილი დარჩენილიყო და შენარჩუნებულიყო კიდევაც სტიმული.
შესაბამისად, მშპ-ის წილი, რომელიც მოდოდა სამხედრო ხარჯებზე, შემცირდა.

5) „ზღვარზე ბალანსირების ტაქტიკა“ - brinkmanship- როგორც შანტაჟის მეთოდი, როცა


აიძულებ მოწინააღმდეგეს არ გააკეთოს ის, რაც შენს ინტერესებს ეწინააღმდეგება
ბირთვული ომის დაწყების მუქარით. ეს ტაქტიკა აიზენჰაუერმა რამდენჯერმე გამოიყენა:
წარმატებულად კორეის ომში51-53 წლებში, როდესაც აშშ დაიმუქრა, რომ თუ საზღვარი 38-ე
პარალელზე არ დაფიქსირდებოდა, მაშინ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. შედეგად ხელი
მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. ამ პოლიტიკამ ვერ გაჭრა ვიეტნამის ომის
შემთხვევაში 1954 წ.
6) აიზენჰაუერის ახალი ხედვის კიდევ ერთი ელემენტი იყო ალიანსების შექმნა. მის
პერიოდში შეიქმნა ნატო-ის მსგავსი ორი ორგანიზაცია, რომლებიც არ გამოდგა
წარმატებული რადგან ორივე დაიშალა 1970-იან წლებში. ესენი იყო SEATO და CENTO.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მუშაობა და მის მიერ განხორციელებული
საიდუმლო ოპერაციები. 50-იანი წლები ხელმძღვანელობდა ჯონნ ფოსტერ დალესის ძმა
ალენ დალესი. დალესის ხელმძღვანელობის პერიოდში ცენტრალური სადაზღვევო
სააგენტოს სამოქმედო არეალი საკმაოდ გაფართოვდა. თუმცა ის ხასიათდებოდა
არამხოლოდ წარმატებული ოპერაციებით, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ჰქონდა
ჩავარდნებიც. წარმატებულ ოპერაციებში მოიაზრება აიზენჰაუერის პრეზიდენტობის
პირველ ვადაში განხორციელებული ორი სსაიდუმლო ოპერაცია. პირველი იყო 1953 წელს
როდესაც ირანში ჩამოაგდეს პრეზიდენტი მუსადეგი, რომელიც ნავთობის კომპანიების
ნაციონალიზაციას ახდენდა. მეორე ოპერაცია იყო გადატრიელების პროვოცირება
გვატემალაში, რომელიც დაახლოებით ირანის მგავსი შემთხვევა 1954 წ. CIA-მ ერთ-ერთი
ფარული ოპერაცია განახორციელა გვატემალაში, როდესაც დემოკრატიულად არჩეული
პრეზიდენტი ჯაკობო არბენსი იქნა გადაყენებული. კოდური ოპერაცია PBSUCCESS-ის
მეშვეობით გვატემალაში დამყარდა კარლოს კასტილიო არმასის სამხედრო რეჟიმი.

3
აიზენჰაუერის პერიოდში იყო როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი ეპიზოდები. ის
საკმაოდ კარგ პრეზიდენტად ითვლება ამერიკულ საზოგადოებაში, რადგან ცხოვრების ხარისხი
და ეკონომიკური დონე გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ ბირთვულ იარაღზე ორიენტაციის
აღებამ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა გახდა შედარებით ხისტი და მოუქნელი.

3. როგორ გაართვა თავი ჯონ კენედის ადმინისტრაციამ კუბის სარაკეტო კრიზისის დროს
წარმოქმნილ საფრთხეებს?
ხრუშჩოვმა გადაწყვიტა კუბაზე ბალისტიკური რაკეტების განთავსება 61-62 წლებში. ოპერაცია
„ანადირი“კუბის კრიზისი გრძელდებოდა 13 დღე.
1959 წ. 1 იანვარს კუბაში ფიდელ კასტროს პროკომუნისტური რეჟიმის გაბატონების შემდეგ აშშ-ის
ადმინისტრცია ძალ-ღონეს არ იშურებდა მის დასამხობად და არც პირდაპირ სამხედრო ჩარევას
ერიდებოდა. 1961 წლის აპრილს პლაია-ხირონთან, რომელიც კოჩინოსის ყურეში მდებარეობდა
აშშ-მა გადასხა კუბელი ემიგრანტებისაგან შემდგარი დესანტი, რომლის მიზანიც ფიდელ კასტროს
ჩამოგდება იყო, თუმცა ფიდელ კასტრომ ისინი დაამარცხა. კენედის ადმინისტრაციამ ექსკომ-
აღმასრულებელი კომიტეტი შექმნა და ჩამოაყალიბეს მოქმედების ალტერნატივები:
ბირთვული თავდასხმა კუბაზე,ჩვეულებრივი შეიარაღებით დაბომბვა და კუბის დაკავება ჯარების
თავდასხმით ან ბლოკადის გამოცხადება კუბის გარშემო. საბოლოოდ,ეს უკანასკნელი გადაწყდა
და დაიწყო „კუბის კარანტინი“ კუბის კრიზისის ათვლის წერტილი.
ასევე შეიძლება ათვლის წერტილი აიზენჰაუერის მიერ თურქეთსა და იტალიაში განთავსებული
ბირთვული იარაღიც იყოს.
ხვდებოდა რა აშშ, რომ ჰავანა და მოსკოვი ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ, მან 1961 წ.
თურქეთში 15 ატომური რაკეტა განალაგა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2400 კკმ იყო. 1962 წ. 14
ოქტომბერს კუბას გადაუფრინა ამერიკულმა თვითმფრინავმა “U-2”-მა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ
კუბაზე საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა განლაგებული ატომური რაკეტები, რომელთაც თავისუფლად
შეეძლოთ ვაშინგტონის განადგურება. ამიტომ 16 ოქტომბერს სასწრაფოდ შედგა რამდენიმე
თათბირი თეთრ სახლში. 22 ოქტომბერს კი კენედიმ ოფიციალურად გამაოცხადა კუბის საზღვაო
ბლოკადა, რომელიც 24 ოქტომბერს ამოქმედდა. ამერიკელებმა კარიბის ზღვაში განალაგეს 183
საბრძოლო ხომალდი და წყალქვეშა ნავი საზღვაო ავიაციითა და ქვეითების შენაერთებით. გარდა
ამისა, ,,პოლარისის“ ტიპის წყალქვეშა ნავებმა დაიკავეს ოპერატიული პოზიციები, რათა
საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოეყენებინათ.
23 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაცი ამერიკა შეწყვეტდა
დახმარებას იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მიჰყიდნენ კუბას იარაღს. 27 ოქტომბერს რობერტ
კენედი შეხვდა აშშ-ში სსრკ-ის ელჩს ა. დობრინინს. 20 ნოემბერს კენედიმ მოხსნა კარანტინი.
მეორე დღეს საბჭოთა ჯარები სრული საბრძოლო მზადყოფნიდან ჩვეულებრივ საბრძოლო
მზადყოფნაზე გადავიდნენ.
კუბაში მიღებული გაკვეთილის შემდეგ კენედიმ ერთგვარად შეცვალა აშშ-ის პოლიტიკა
ლათინურ ამერიკაში და შექმნა ,,ალიანსი პროგრესისათვის,“ რომელსაც ევალებოდა რეგიონში
ცხოვრების დონის ამაღლება და კომუნიზმის გავრცელების შეჩერება. ალიანსს ლათინურ
ამერიკაში 20 მილიარდი დოლარი გამოუყვეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, რეფორმები
წარუმატებელი გამოდგა.

4. რა მიზანი ჰქონდა და რა შედეგები მოჰყვა რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციის პოლიტიკას


ჩინეთის მიმართ?
4
1972 წლის 21-28 თებერვალი - ჩინეთში ნიქსონი ჩავიდა. მან განაცხადა,რომ არსებობს მხოლოდ
ერთი ჩინეთი და ტაივანი მისი ნაწილია.ამ ეტაპისთვის არც მოსკოვი და არც პეკინი არ ცვლიდა
ვიეტნამის პოლიტიკას. ისინი ამარაგებდნენ კომუნისტებს, განსაკუთრებით სამხ. საზენიტო
არტილერიით.
ამასობაში, ნიქსონი და კისინჯერი ჩრდ. ვიეტნამის მთავარ მოკავშირეებთან, სსრკ-სა და
ჩინეთთან, ცდილობდნენ უერთიერთობების მოგვარებას, რათა ამ ომის საერთაშორისო
კონტექსტი აეცილებინათ თავიდან. ნიქსონს უნდოდა, რომ მოსკოვი და ბეიჯინგი ასეთი დილემის
წინაშე დაეყენებინა: ან ჩრდ. ვიეტნამის დახმარება ან აშშ-სთან უფრო ახლო ურთიერთობა. ეს
სტრატეგია 1972 წ. მოსკოვისა და ბეიჯინგის სამიტებშიც გამოიხატა, თუმცა კომუნისტი ძალები
მაინც აგრძელებდნენ ჰანოის მატერიალურ დახმარებას.
ნიქსონი შეხვდა მაო ძედუნს, რიტიც ორ მხარეს შორის აღდგა ურთიერთობები და მათ შორის
შეთანხმება დაიდო. სამკუთხოვანი დიპლომატიის შედეგად ჩინეთი ნაწილობრივ მაინც გამოეყო
სსრკ-ს. ნიქსონმა განაცხადა, რომ აშშ დაიცავდა ყველა ხელშეკრულებას, მაგრამ სხვა მხრივ აშშ
ვალდებული არ იყო წინ ადგომოდა კომუნიზმის გავრცელებას.

5. მოკლედ დაახასიათეთ აშშ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობები 1985-1988 წლებში –


რონალდ რეიგანისა და მიხაილ გორბაჩოვის პერიოდში.
რეიგანი მალე დარწმუნდა, რომ მეგობრული ურთიერთობების წარმოება მოსკოვის მისამართით
დროის კარგვა იყო. რეიგანის დავალებით იწყება უსაფრთხოების ახალი დოქტრინის შემუშავება,
რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა ექსპანსიონიზმის არა მხოლოდ შეკავებას, არამედ მის
უკუქცევას. რეიგანი იღებს გადაწყვეტილებას მკაცრი პასუხი გასცეს საბჭოთა გამოწვევას
ყველგან,მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. პრეზიდენტი არწმუნებს კონგრესს, რომ საჭიროა
ავღანელი მუჯაჰედებისთვის დახმარების გაზრდა. მალე მუჯაჰედები მზარდ წინააღმდეგობას
გაუწევენ საბჭოთა ჯარს.
აშშ იწყებდა ფრონტალურ შეტევას საბჭოთა იმპერიაზე. შეტევის მთავარ მიმართულებად რეიგანმა
აშშ-ის სამხედრო პოტენციალის თვისობრივი გაძლიერება შეარჩია. რეიგანმა ფაქტობრივად
შეაჩერა SALT -2 ხელშეკრულების რატიფიკაცია ამერიკის კონგრესში და აქცენტი სსრკ სთან
სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაიტანა
(START). კრემლში დაასკვნეს,რომ რეიგანი საერთოდ უარს ამბობდა შეიარაღების კონტროლის
პროცესზე. რეიგანმა შესთავაზა მოსკოვს ე.წ ნულოვანი ვარიანტი, რომლის მიხედვით სსრკ-ს
უნდა დაეშალა თავისი ცნობილი SS-20 ტიპის რაკეტები, ხოლო აშშ საპასუხოდ უარს იტყოდა
დასავლეთ ევროპაში ’’პერშინგის’’ საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსებაზე. კრემლმა ამ
შეთავაზებაზე, რა თქმა უნდა, უარი თქვა. რეიგანმა მიიღო გადაწყვეტილება საშუალო რადიუსის
რაკეტების დასავლეთ ევროპაში განთავსების თაობაზე და ამ თემაზე ევროპის ლიდერებთან
დაიწყო მოლაპარაკებები. დე გოლის საფრანგეთმა და ასევე დასავლეთ გერმანიამ თანხმობა
განაცხადეს.
ვაშინგტონის გამალებული შეიარაღების ინიციატივათა საპასუხოდ მოსკოვმა 1983 წ. 22 ნოემბერს
დატოვა აშშ სთან შეიარაღების კონტროლის თაობაზე მოლაპარაკების პროცესი.
კრემლს წინ ელოდა ყველაზე დიდი ’’სიურპრიზი’’ რეიგანისგან. ეს იყო SDI-სტრატეგიული
თავდაცვის ინიციატივა. იგი გულისხმობდა კოსმოსურ სივრცეში ისეთი თავდაცვითი სისტემის
დაყენებას, რომელიც ჰაერში გაანადგურებდა მოწინააღმდეგის ბალისტიკურ რაკეტებს, ანუ აშშ
იწყებდა ფიქრს ისეთი კოსმოსური ’’ფარის’’ შექმნაზე, რომელიც არაეფექტურს გახდიდა
ნებისმიერ ’’ხანჯალს’’, რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო ის.

5
ასეთი ორიგინალური ტექნოლოგიური მიკვლევით ინგრეოდა სსრკ-ს ისტორიული მონაპოვარი-
სტრატეგიული პარიტეტი აშშ-სთან. სსრკ-ს აღარ შესწევდა უნარი ამ უძვირესი პროექტისთვის
წინააღმდეგობა გაეწია. სსრკ-ში ამტკიცებდნენ, რომ ამერიკა ომისთვის ემზადებოდა, ამის თქმის
საბაბს ისიც იძლეოდა, რომ 1983 წელს ნატოს წევრებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი სამხედრო
წვრთნები დასავლეთ ევროპაში. სსრკ-ში სერიოზულად შფოთავდნენ SDI ს გამო. დაიწყო
მოძრაობა ლოზუნგით: ’’არა ვარსკვლავურ ომს’’. მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართებოდა
სხვადასხვა ქალაქებში…
საბჭოთა კავშირი,იმპერია რომელში შემავალ სხვადასხვა ხალხსაც აერთიანებდათ მხოლოდ
უტოპიური იდეოლოგია და ცენტრალურად დაგეგმილი, ნგრევის პირას მისული ეკონომიკა, ადრე
თუ გვიან აუცილებლად დაინგრეოდა… რონალდ რეიგანი კი იყო ადამიანი, რომელმაც
ბოროტების იმპერიის ნგრევის დაჩქარებაში ფასდაუდებელი წვლილი.

6. რა ძირითადი ამოცანები დაისახა ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციამ 9/11-ის შემდგომ


ტერორიზმთან გლობალური ომის ფარგლებში და შეასრულა თუ არა ისინი?

ბუშის პრეზიდენტობის პირველ წელს 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ამის


საპასუხოდ მან ტერორის წინააღმდეგ გლობალური ომი გამოაცხადა, რასაც 2001 წელს ავღანეთში,
ხოლო 2003 წელს ერაყში სამხედრო შეჭრა მოჰყვა.
11 სექტემბრის თავდასხმა „9/11, nine-eleven — ცხრა-თერთმეტი) — ალ-ქაიდას თვითმკვლელ
ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11
სექტემბერს. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო
თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა
მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი.
ძირითადი ამოცანები იყო: პირველ რიგში ამერიკის ტერიოტირიის დაცვისა და უსაფრთხოების
გაძლიერება, შემდგომში ე.წ ტერორისტული კერების განადგურება და დაშლა. ისეთი რეჟიმების
ჩამოშლა მსოფლიოს რეგიონებში,რომლებიც ახალისებენ ტერორიზმს. რადიკალური
დაჯგუფებების აღკვეცა და ღარიბი რეგიონების დახმარება,რომლებიდანაც ხდებოდა ძირითადად
ტერორისტების რეკრუტირება.
9/11 თავდასხმებიდან ერთი თვის შემდეგ, როგორც ცნობილი გახდა, ბუშმა წარადგინა პროექტი
სახელწოდებით "ამერიკის გაერთიანება და გაძლიერება ტერორისტული აქტების გადასაჭრელად

აქტმა მნიშვნელოვნად გააფართოვა FBI– ს და სხვა სამართალდამცავი ორგანოების


უფლებამოსილება ჩხრეკის ჩატარების, სამედიცინო და სხვა პირადი ჩანაწერების (მაგალითად,
თუ რა მასალების შესახებ გამოიტანეს საჯარო ბიბლიოთეკებიდან) და სასამართლოს ნებართვის
გარეშე ჯაშუშობდნენ ეჭვმიტანილ პოტენციურ ტერორისტულ ქმედებებში. იგი ასევე საშუალებას
აძლევდა უცხოელებს პატიმრობა დაეკისრებინათ შვიდი დღის განმავლობაში ბრალდების გარეშე
ან დეპორტაციის პროცედურის გარეშე. ეს კანონი დამტკიცდა 357–66 წარმომადგენელთა
პალატაში.

2002 წლის ივლისში ბუშმა საიდუმლოდ დაავალა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA)
მოესმინა სხვა ქვეყნებში განხორციელებული სატელეფონო ზარები და გააკონტროლებინა
ელექტრონული ფოსტა. ბრძანება არ გამოქვეყნებულა 2005 წლამდე და კონგრესმა არ დაუნიშნა

6
სანქციები 2008 წლამდე. ნოემბერში ბუშმა ხელი მოაწერა კანონპროექტს ქვეყნის უსაფრთხოების
დეპარტამენტის შესაქმნელად.

როგორც აღვნიშნე,2001 წლის 7 ოქტომბერს, 11 სექტემბრის ტერაქტიდან თითქმის ერთ თვეში,


ამერიკის და ნატოს სამხედრო ძალებმა ავღანეთში ალ-ქაიდას და თალიბანის წინააღმდეგ შეტევა
დაიწყეს. ეს იყო ბუშის სტრატეგია ტერორიზმთან ბრძოლისა.
2001 წლის ბოლოს ავღანურმა ძალებმა ამერიკული ავიაციის მხარდაჭერით თალიბანის
ქაბულიდან განდევნა შეძლეს. თუმცა, ამის შემდეგ თალიბანის და ალ-ქაიდას ლიდერები
თორაბორას მთებში გამაგრდნენ, იქიდან პაკისტანში გადავიდნენ, საიდანაც დღემდე აწარმოებენ
ბრძოლას.
2001 წელს ოპერაცია „შეუზღუდავი თავისუფლების“ ფარგლებში ავღანეთის ე.წ. „ჩრდილოეთის
ალიანსის“ ოპოზიციურმა ძალებმა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერით
დაამხეს თალიბანის რეჟიმი. მაგრამ თალიბანი საბოლოოდ არ განადგურებულა. მათი ძირითადი
ძალები ვაზირისტანის მთებში დაბანაკდნენ. სხვები გადავიდნენ პარტიზანულ ბრძოლაზე
ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე.
თალიბების განადგურების შემდეგ წარმოიქმნა თანამედროვე ავღანეთის რესპუბლიკა.
2001-2011 წლებში 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორის - ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია
წარმოადგენდა მთავარ მიზანს ტერორიზმთან ბრძოლაში. შესაბამისად, ამ მიზნის განხორციელება
2011 წლის 2 მაისს პაკისტანში ობამას გუნდის ერთ-ერთი მთავარი წარმატება იყო, რამაც მთელ
მსოფლიოს აჩვენა, რომ ამერიკელებს შეუძლიათ ნებისმიერი ამოცანის შესრულება, რასაც მიზნად
დაისახავენ. შედეგად, ალ–ქაიდა გახდა უფრო დეცენტრალიზებული, ხოლო მისგან მომავალი
საფრთხე - უფრო დიფუზური.

You might also like