You are on page 1of 2

მეიზი ყოველ დილით ძალიან ადრე იღვიძებს,რადგან მშობლებს უნდა დაეხმაროს

ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში. სკოლა მეიზის სოფელში არ არის და რომც


იყოს,მისი მშობლები ვერ მოახერხებდნენ მეიზის სკოლაში ტარებას,რადგან ფინანსურად
ძალიან უჭირთ და ოჯახის ყველა წევრი მუშაობს. მეიზის ორი მეგობარი ჰყავს,ჯეიმი და
ჰერა. ისინი ერთად მუშაობენ სამკერვალოში სრული განაკვეთით.

ერთხელ შესვენებაზე ,საკუჭნაოში ნაპოვნი ფერადი გაზეთების თვალიერებისას


საქორწინო კაბის ფოტოს წააწყდნენ. ამაზე ჰერამ ტირილი დაიწყო.როგორც
აღმოჩნდა,ჰერას ოჯახმა გადაწყვიტა იგი მასზე ასაკით უფროსს მამაკაცზე
დააქორწინონ,რადგან ჰერას ოჯახსაც ძალიან უჭირს.

ჯეიმისაც ჰქონდა პრობლემები,მისი განსხვავებული კანის ფერის გამო დასცინოდნენ და


მაღაზიაშიც არ უშვებდნენ. გარდა ამისა,მისი ოჯახის წევრები ხშირად ჩხუბობენ და
რადგან ყველანი ერთ ოთახში ცხოვრობენ,მას ამ ჩხუბის მოსმენა ყოვედღე უწევდა .

მეიზი ერთადერთი იყო,რომელმაც წერა იცოდა და გადაწყვიტა მოსმენილი ისტორიები


თავის დღიურში ჩაეწერა. დილით კი,როცა დღიურის ძებნა დაიწყო,ვერსად იპოვა .
იმედგაცრუებული მოემზადა სამსახურში წასასვლელად რა დროსაც კარები დედამ
შემოაღო და მკაცრად უთხრა: „უნდა აფასებდე შენს ცხოვრებას,ხომ ხედავ როგორ
ექცევიან თავიანთ შვილებს სხვა მშობლები. ყველაფერი ვიცი ჰერაზე და ჯეიმიზე და არ
ვიცოდი თუ მეგობრებიც გყავდა,შენ უნდა იმუშავო და მდიდარი უნდა
გახდე,მეგობრებისთვის და თამაშისთვის არ გცალია,ამიტომ აღარ იმეგობრებ და
შესვენებაზეც ჩემს გარეშე არ გახვალ“

ატირებული მეიზი გაიქცა და თან ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა ,როგორ უნდა


მოქცეულიყო. ვერ ვხვდებოდა რაში იყო პრობლემა,მაგრამ აანალიზებდა,რომ მის
გარშემო მოხდარი ამბავი არ იყო სწორი.

კითხვები მსჯელობისთვის!

წარმოიდგინეთ,რომ მეიზი დაინახეთ და მასთან სასაუბროთ მიხვედით :

რას ეტყოდით და როგორ დაამშვიდებდით?

რჩევა: მუხლი 12

სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის


მქონე ბავშვის უფლებას,თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ
საკითხზე,რომელიც მას ეხება,ამასთან,ბავშვის შეხედულებას სათანადო ყურადღება
ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს,კერძოდ ,ეძლევა
შესაძლებლობა მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი
საქმის განხილვისას,რომელიც ბავშვს ეხება,როგორც უშუალოდ,ასევე წარმომადგენლის
შესაბამისი ორგანოს მეშვეობით,ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმების
გათვალისწინების წესით“

რა პრობლემებს ხედავთ მოცემულ ისტორიაში და სად ირღვევა თქვენი აზრით ბავშვის


უფლებები? (ამოვწეროთ ყველა შესაძლო ვარიანტი)
„ ბავშვის უფლებათა კონვენცია“

მუხლი 2 „სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვის უფლება. არ უნდა მოხდეს


ბავშვის დისკრიმინაცია არავითარი ნიშნით ან მიზეზით , მათ შორის ისეთით , როგორიც
არის მისი კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია,

მუხლი 3„ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს


გათვალისწინებული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები“.

მუხლი 16 „არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური


ცხოვრების,საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპოდენციის საიდუმლოების
უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის ან მისი
ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი.

მუხლი 31 „ბავშვს გააჩნია დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება,მისი


ასაკისათვის შესაფერის თამაშობებსა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის
უფლება,აგრეთვე უფლება,თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ
ცხოვრებაში,ეზიაროს ხელოვნებას“

მუხლი 32 „მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს


ეკონომიკური ექსპლუატაციისა და ნებისმიერი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან ,
რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს მის ჯანმრთელობას და ხელს უშლიდეს განათლების
მიღებაში, ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას, ფიზიკურ , გონებრივ, სულიერ ,
მორალურ და სოციალურ განვითარებას“.

დავალება: შეუსაბამეთ მოცემული მუხლები ისტორიაში არსებულ დარღვევებს .

როგორ დაასრულებდით მოცემულ ისტორიას,რა პერსპექტივებს ხედავთ და რა არის


გამოსავალი? თითოეული მსმენელი გამოვა და ჩამოაყალიბებს ისტორიის დასასრულის
თავის ხედვას.

You might also like