You are on page 1of 44

ECtHR პრაქტიკა

ECHR გარდა სხვა აქტები


ECtHR არ მოქმედებს ვაკუუმში

• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სიძულვილის ენის კონტექსტში ,


ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გარდა, სხვა აქტებსაც ითვალისწინებს

• ეს აქტები გაერთიანებული ერების და ევროპის საბჭოს ფარგლებში არის მიღებული

•  UN, ICCPR

• გაერთიანებული ერების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ


საერთაშორისო პაქტის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
• იკრძალება ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის ნებისმიერი
ადვოკატირება, რომელიც შეადგენს დისკრიმინაციის, მტრული დამოკიდებულების
ან ძალადობის წახალისებას.
CoE, PACE

• მკრეხელობის, რელიგიური შეურაცხყოფისა და რელიგიის გამო პირთა


წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის 1805 (2007) რეკომენდაცია
• გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ გამოხატვაზე,
რომელიც დადებითად ან არაშეურაცხმყოფელად მიიჩნევა, არამედ ასევე იმ
გამოხატვის მიმართ, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, შეიძლება შეაძრწუნოს, გაანაწყენოს
ან ააღელვოს მოსახლეობის ნაწილი. ნებისმიერმა დემოკრატიულმა
საზოგადოებამ უნდა დაუშვას ღია დისკუსია რელიგიასა და რელიგიურ
მრწამსთან დაკავშირებულ საკითხებზე.
CoE, PACE, 1805 (2007) რეკომენდაცია

• დემოკრატიულ საზოგადოებაში, რელიგიურმა ჯგუფებმა ისევე,


როგორც სხვა ჯგუფებმა უნდა მოითმინონ მათი საქმიანობის,
სწავლების თუ რწმენის შესახებ კრიტიკული საჯარო განცხადებები
და დისკუსია იმ პირობით, რომ ეს კრიტიკა არ შეადგენს განზრახ და
უმიზეზო შეურაცხყოფას ან სიძულვილის ენას და არ შეადგენს
მშვიდობის დარღვევის თუ ძალადობის მოწოდებას გარკვეული
რელიგიის მიმდევრების წინააღმდეგ.
CoE, PACE, 1805 (2007) რეკომენდაცია

• ECHR მე-9 მუხლით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების


დაცვის ვალდებულება გულისხმობს სხვადასხვა პირის მიერ
რელიგიის გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მათ შორის,
როდესაც ეს ინტერესები ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში და
შესაბამისად, ეს უფლებები შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს,
რომლებიც დასაბუთებული უნდა იყოს.

• კერძოდ, უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა


კონფლიქტურ ინტერესებს შორის.
ნეიტრალიტეტი და
შემწყნარებლობა
ბავშვის ინდოქტრინაცია
Perovy v. Russia, 2020
• 7 წლის ბავშვის დასწრება საჯარო სკოლაში კურთხევის ერთჯერად რიტუალში: არდარღვევა

• მშობლების უფლებაში ჩარევა, ბავშვის უფლებაში ჩარევა

• რელიგიის თავისუფლება და განათლების უფლება

• მშობლების ინიციატივით და მასწავლებლის თანხმობით მოწევეული იქნა მღვდელი, რომელმაც


3 სექტემბერს აკურთხა საკლასო ოთახი

• მხოლოდ 20 წუთი გრძელდებოდა, ობიექტური შეფასებით, განცალკევებული ინციდენტი იყო,


შეზღუდული მასშტაბით და ხანგრძლივობით

• სამწუხარო ფაქტი იყო, რომ მშობლები არ იყვნენ გაფრთხილებულები

• არ ჰქონდა ადგილი ძალადობას და ინდოქტრინაციას, მშობლების ვერსია ეროვნულ დონეზე არ


დადასტურდა
Perovy v. Russia, 2020
• არ გამოუწვევია ფსიქოლოგიური ზემოქმედება

• ეროვნულ დონეზე აღიარებული იქნა უფლების დარღვევა, დირექტორს დაეკისრა


დისციპლინური სახდელი

• ბავშვისთვის არ დაუძალებიათ ჯვარზე მთხვევა, არ დაუძალებიათ ქაღალდის ხატების აღება

• შეიძლება წინააღმდეგობა გაუჩნდა, როცა დაესწრო რელიგიურ რიტუალს

• ესეც უნდა განხილული იქნეს შემწყნარებლობის კონტექსტში

• არც ინდივიდს და არც რელიგიურ ჯგუფს არ აქვს უფლება, მოითხოვოს, არ იყოს რელიგიის
განკერძოებით თუ სხვებთან ერთად გამოხატვის შემსწრე

• არდარღვევა (მსგავსი საქმე Valsamis v. Greece, 1996)


რელიგიური გრძნობების
შეურაცხყოფა
Dubowska and Skup v. Poland, 1997

• პოლონეთში ჩესტოჰოვას ქალწულისა და მისი შვილის ხატის აირწინაღებით გამოსახვა

• ეროვნულმა ხელისუფლებამ მართებულად განმარტა, რომ ეს გამოსახულება მიზნად


ისახავდა ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას

• არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას.

• შესაბამისად, არც რელიგიის თავისუფლების შელახვას და არც დისკრიმინაციულ


მოპყრობას არ ჰქონია ადგილი

• რელიგიის თავისუფლება უცილობლად და ყველა ვითარებაში არ გულისხმობს პირის


უფლებას, დაიწყოს სამართალწარმოება მათ წინააღმდეგ, ვინც ავტორობის თუ
გამოქვეყნების გზით რელიგიური ჯგუფის თუ მათი წევრების რელიგიურ გრძნობებს
შეურცახყოფს.
E.S. v. Austria, 2018

• განმცხადებელმა ჩაატარა საჯარო ლექციები სახელწოდებით „საბაზისო


ინფორმაცია ისლამზე“

• ერთ-ერთი ასეთი ლექციის დროს, განმცხადებელმა ახსენა მუჰამედის


ქორწინება აიშასთან, რომელიც ფორმალური ცერემონიის დროს ექვსი წლის
იყო და როდესაც ურთიერთობა რეალურად დამყარდა - ცხრა წლის

• განმცხადებლის თქმით, ,„მუჰამედს ამის ბავშვებთან კეთება მოსწონდა“ და

• „რა გინდა რომ ამას დაარქვა, თუ არა პედოფილია?“


E.S. v. Austria, 2018

• ევროპულმა სასამართლომ განიხილა სადავო განცხადებების კონტექსტი

• საჯარო ლექციები ფართოდ იყო დაანონსებული საზოგადოებისთვის


ინტერნეტისა და ლიფლეტების საშუალებით

• ინფორმაცია ინსტიტუტის მიერ იყო დაგზავნილი

• განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაწვევად, როგორც


„საუკეთესო ლექციები“

• საჯარო ლექციების სახელწოდება, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, შეცდომაში


შემყვანი იყო
• ისინი ვითომდა ობიექტურ ინფორმაციას სთავაზობდა ისლამის თაობაზე
E.S. v. Austria, 2018

• ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო დასწრება

• განმცხადებელი ვერ ივარაუდებდა, რომ აუდიტორია ერთგვაროვანი იქნებოდა


შეხედულებების მიხედვით

• რომ აუდიტორიაში არ იქნებოდნენ პირები, რომლებისთვისაც ასეთი


განცხადებები შეურაცხმყოფელი იქნებოდა

• მუჰამედს პედოფილის იარლიყი ისე, რომ ვერ შეძლო ნეიტრალურად მოეხდინა


აუდიტორიის ინფორმირება ისტორიული კონტექსტის შესახებ,
• ვერ მოხერხდა სერიოზული დისკუსია გამართულიყო აღნიშნულ საკითხზე
E.S. v. Austria, 2018

• განმცხადებლის შეფასებითი მსჯელობა საკმარის ფაქტობრივ


საფუძველს არ ემყარებოდა

• განმცხადებლის განცხადებები რომ დაკვალიფიცირებულიყო,


როგორც ფაქტობრივი მსჯელობა, მას, მით უმეტეს, არ ჰქონდა
საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი

• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ


განცხადებები, რომლებიც არასწორ ფაქტებზეა დამყარებული,
კონვენციის მე-10 მუხლის დაცვით ვერ ისარგებლებს
E.S. v. Austria, 2018

• განმცხადებლის განცხადებებს შეეძლო ბიძგი მიეცა ლეგიტიმური


უკმაყოფილებისთვის,
• ისინი არ იყო ობიექტური ხასიათის და არ იყო მიმართული საზოგადოების
ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიაში წვლილის შეტანაზე

• ეს განცხადებები შეიძლებოდა მხოლოდ აღქმულიყო ისე, რომ მათი მიზანი იყო


მუჰამედის, როგორც თაყვანცემის უღირსის წარმოჩენა

• განმცხადებელმა თავი დაიხასიათა, როგორც ისლამის დოქტრინის ექსპერტი .

• მას ამ საკითხზე ლექციები უკვე ჩატარებული ჰქონდა და არ შეიძლებოდა, არ


სცოდნოდა, რომ მისი განცხადებები არასწორ ფაქტებს ემყარებოდა და ამ
განცხადებებს შეეძლო სხვათა ლეგიტიმური უკმაყოფილება გამოეწვია
E.S. v. Austria, 2018

• რელიგიური თაყვანცემის ობიექტების პროვოკაციული გზით


წარმოჩენა ისე, რომ ამ რელიგიის მიმდევართა გრძნობები იყოს
შეურაცხყოფილი, შეიძლება განხილული იქნეს, როგორც
შემწყნარებლობის სულისკვეთების მავნებლური დარღვევა

• არადა ეს სულისკვეთება დემოკრატიულ საზოგადოებას უდევს


საფუძვლად
E.S. v. Austria, 2018

• მათ, ვინც არჩია, გამოეხატა რელიგიის თავისუფლება, იმისდა


მიუხედავად, ისინი ამას აკეთებენ, როგორც რელიგიური
უმრავლესობის თუ უმცირესობის წევრები, მათ იმის მოლოდინი არ
უნდა ჰქონდეთ, რომ კრიტიკისგან თავისუფლდებიან.

• მათ უნდა მოითმინონ და უნდა შეეგუონ, რომ შესაძლოა, სხვები მათ


რელიგიურ შეხედულებებს უარყოფდნენ და შეიძლება მათი რწმენის
მიმართ მტრულად განწყობილ დოქტრინასაც კი ავრცელებდნენ
E.S. v. Austria, 2018

• მიუხედავად ამისა, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი აღიარებს, რომ


გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია მოვალეობებთან და
პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული

• მათ შორის, რელიგიური შეხედულებების კონტექსტში, ზოგადი


მოთხოვნაა იმის უზრუნველყოფა, რომ მე-9 მუხლით გარანტირებული
უფლებები შეუფერხებლად იყოს რეალიზებული და შეძლებისდაგვარად
იყოს თავიდან აცილებული გამოხატვა, რომელიც განზრახ და უმიზეზოდ
შეურაცხმყოფელი და მკრეხელურია თაყვანცემის ობიექტების მიმართ .
E.S. v. Austria, 2018

• როდესაც ასეთი გამოხატვა სცილდება სხვა პირთა რელიგიური


მრწამსის კრიტიკული უარყოფის დასაშვებ ფარგლებს და
შესაძლოა, რომ გამოიწვიოს რელიგიური შეუწყნარებლობა,
შესაძლოა, არსებობდეს ვალდებულება, მიღებული იქნეს
თანაბარზომიერი შემზღუდველი ზომები მათ წინააღმდეგ

• განმცხადებლის მსჯავრდება არ ჩაითვალა გამოხატვის


თავისუფლების დარღვევად და გამართლდა კონვენციის მე-10
მუხლის მე-2 პუნქტით
სახელმწიფოს მიერ
კეთილსინდისიერების
შემოწმება
 Dyagilev v. Russia, 2020

• პოზიტიური ვალდებულებები - კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე


პირებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა
• გულისხმობს ქმედითი და ხელმისაწვდომი პროცედურის არსებობას , რომლითაც
დგინდება კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირის სტატუსი

• ვალდებულების შესრულების შემოწმება ხდება შემდეგი საკითხების შეფასებით :

• სამართალწარმოება გამწვევი კომისიის წინაშე

• სამართალწარმოება ეროვნული სასამართლოების წინაშე

• სტატისტიკური ინფორმაცია
 Dyagilev v. Russia, 2020

• სამართალწარმოება გამწვევი კომისიის წინაშე


• განხილვა განმცხადებლის თანდასწრებით

• განმცხადებელს შეუძლია წარადგინოს მტკიცებულებები , მოწმეთა ჩვენებები


შეუზღუდავად
• კომისიას შეუძლია ინფორმაცია საკუთარი ინიციატივითაც მოიპოვოს

• შედგება სახელმწიფო მოხელეებისგან (სამხედრო , სამოქალაქო )

• არ შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან

• შვიდი წევრის ორი მესამედის დასწრებისას არის კვორუმი


 Dyagilev v. Russia, 2020

• გამწვევი კომისიის დამოუკიდებლობა

• შენობა დათმობილია სამხედრო კომისარიატის მიერ (ჩვეულებრივი


ადმინისტრაციული მხარდაჭერა) - თავისთავად პრობლემური არაა
• არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო მოხელეებს თავდაცვის სამინისტრო
უხდის ფულს ან რამე სარგებელი თუ მოტივაცია აქვთ მისგან, ზემოქმედების ან
მითითებების მიცემა არ დასტურდება
• განმცხადებლის მტკიცება, რომ მათ რეალურად ხმის მიცემის უფლებამოსილება არ
ჰქონდათ, მტკიცებულებით არ იყო გამყარებული

• კომისია დამოუკიდებლად იქნა მიჩნეული


 Dyagilev v. Russia, 2020

• სამართალწარმოება ეროვნული სასამართლოების წინაშე

• გამწვევი კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა


გასაჩივრებას საერთო სასამართლოში
• სასამართლოს შეეძლო ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობა

• შეეძლოთ სადავო გადაწყვეტილება გაეუქმებინათ და მიეცათ მითითება


დარღვეული უფლებების და თავისუფლებების აღდგენის თვალსაზრისით
• კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულება ავტომატურად ჩერდებოდა პირველი
ინსტანციის მიერ საქმის განხილვის განმავლობაში
 Dyagilev v. Russia, 2020

• სტატისტიკა

• 50% NGO-ს ინფორმაციით და 98% - სახელმწიფოს ინფორმაციით

• მოთხოვნა ალტერნატიულ სამსახურზე დაკმაყოფილდა

• სასამართლოს არ შეუფასებია, რამდენად იყო ასეთი განსხვავების მიზეზი


სტატისტიკური ტექნიკა თუ დათვლაში დაშვებული შეცდომა
• მთავარია, მიწოდებული მონაცემებით ინსტიტუციური მიკერძოება არ
დასტურდებოდა

დასკვნა: ინსტიტუციურად დამოუკიდებელი გამწვევი კომისია, სამართალწარმოებაში


დაშვებული ხარვეზების სასამართლოების მიერ გამოსწორების შესაძლებლობა
 Dyagilev v. Russia, 2020

• ECtHR შეფასება

• ფაქტობრივი შეფასებას ვერ ჩაანაცვლებდა საკუთარი შეფასებით

• ვერ დარწმუნდა, თუ რატომ უნდა მიეღო საერთო სასამართლოებისგან


განსხვავებული დასკვნა
• განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა სერიოზული და გადაულახავი წინააღმდეგობა
სამხედრო სამსახურსა და თავის შეხედულებებს შორის

• მე-9 მუხლი არ დარღვეულა


ადრინდელი გადაწყვეტილებები
• Bayatyan v. Armenia, 2011 GC

• კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირის მსჯავრდება სამხედრო სამსახურის


გავლაზე უარის თქმის გამო: დარღვევა მსგავსი საქმე: Mushfig Mammadov et autres c.
Azerbaïdjan, 2020

• Adyan and Others v. Armenia, 2017

• მსჯავრდება ალტერნატიული სამსახურისთვის თავის არიდების გამო: დარღვევა

• მიმაგრებულები იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო დაწესებულებას

• მხოლოდ ეს ფაქტორი არ არის გადამწყვეტი

• საკმარისად არ იყო გამოყოფილი სამხედრო სამსახურისგან, სამხედრო ხელისუფლების


ზედამხედველობა სამსახურის გავლაზე, უნიფორმის ტარება და ყაზარმული ცხოვრება , 24 თვის
პატიმრის რელიგიის
თავისუფლება
კოროსტელევი რუსეთის წინააღმდეგ, 2020
• მუსლიმ პატიმარს გამოეცხადა საყვედური ღამე რიტუალების აღსრულებისთვის:
დარღვევა

• ორჯერ შეასრულა რიტუალი მაშინ, როდესაც შინაგანაწესით ყველა პატიმრისგან


მოითხოვებოდა მოითხოვებოდა „უწყვეტი ძილი“

• მსუბუქი სახდელიც შეადგენდა მის რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას

• იყო თუ არა ჩარევა გამართლებული?

• კანონი

• ლეგიტიმური მიზანი

• აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

• ჩარევის მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება


კოროსტელევი რუსეთის წინააღმდეგ, 2020
• დისციპლინური სახდელის დაკისრების ერთადერთი მიზეზი იყო ფორმალური
შეუთავსებლობა ციხის შინაგანაწესთან და ადმინისტრაციის მცდელობასთან
უკლებლივ ყველა პატიმრის მიერ შინაგანაწესის სრული და უპირობა
შესრულებისთვის მიეღწია

• მართალია სასამართლო ციხეში დისციპლინის მნიშვნელობას აღიარებს, მაგრამ


ფორმალურ მიდგომას არ ეთანხმება

• ამ დროს მხედველობაში არ მიიღება პატიმრის ინდივიდუალური სიტუაცია და არ


მყარდება სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ საჯარო და ინდივიდუალურ
ინტერესებს შორის

• პატიმრისთვის მნიშვნელოვანი იყო რელიგიური რიტუალის შესრულება


კოროსტელევი რუსეთის წინააღმდეგ, 2020
• საშიშ ნივთებს არ იყენებდა და არ ითხოვდა სხვა პატიმრების ჯგუფთან ერთად რიტუალის
შესრულებას

• არ შეუწუხებია არც სხვა, რადგან სამარტოო საკანში ყოფნისას ჩაატარა რიტუალი

• ამ რიტუალის ჩატარებას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ სისხლის სამართალწარმოებაში


მიეღო მონაწილეობა

• შინაგანაწესი არ ითვალისწინებდა რიტუალის შესრულებისთვის დროს, რომელიც პატიმრებს


შეეძლოთ გამოეყენებინათ

• დისციპლინური სახდელის დაკისრებამ მისი უფლებრივი სტატუსი დააზიანა და მსუსხავი


ეფექტი ჰქონდა სხვა პატიმრებისთვისაც

• ეროვნულ სასამართლოს კანონიერების გარდა სხვა მოთხოვნა არ შეუმოწმებია, 2600 ევრო


შდრ. კოვალკოვსი ლატვიის წინააღმდეგ , 2012

• განმცხადებელი მსჯავრდებულია ძარცვის მცდელობისთვის

• ხელს უშლიდნენ ვაიშნავიზმის რიტუალების აღსრულებაში

• ვერ ახერხებდა რელიგიური ლიტერატურის თავის საკანში კითხვას, ვინაიდან საკანში


მყოფი სხვა პატიმრები უწმაწურად საუბრობდნენ;
• ხელი ეშლებოდა მედიტაციასა და ვაიშნავიზმის სწავლაში

• ცალკე საკანში მოთავსებას ითხოვდა

• არ იღებდა სულიერ მხარდაჭერას, როგორც ქრისტიანი პატიმრები

• ნებას არ აძლევდნენ, საკანში საკმეველი დაეწვა


შდრ. კოვალკოვსი ლატვიის წინააღმდეგ , 2012
• სახელმწიფოს ინფორმაციით, ვაიშნავიზმის მიმდევარი არ იყო, აგრეთვე:

• მსჯავრდებული რიტუალების აღსრულებით სხვა პატიმრებს აწუხებდა

• გამუდმებით მღეროდა, მედიტირებდა, ან ზეთის მასაჟებს იკეთებდა

• აუხსნეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების საცხოვრებელ ფლიგელში არ შეიძლებოდა


რელიგიური რიტუალების აღსრულება

• ცალკე ოთახში ღვთისმსახურებაზე უარი განაცხადა

• ადმინისტრაციამ კრიშნას საზოგადოებას მიმართა ოფიციალური წერილით

• მოითხოვდა თუ არა ვაიშნავიზმი დღეში ორჯერ მანტრების 15-წუთის განმავლობაში ყვირილით


მღერას.

• განმარტების თანახმად, ლოცვის ორი მიღებული მეთოდი არსებობს: ჩუმი ხმით მანტრას გამეორება
კრიალოსნის დამარცვლით ან მეორე - ჯგუფურად მანტრების მღერა ჩვეულებრივი ხმით.
შდრ. კოვალკოვსი ლატვიის წინააღმდეგ , 2012
• ბიბლიის სწავლების დისტანციურ კურსში მონაწილეობის მიღება

• პიროვნების არჩევანი, განათლება მიიღოს რელიგიურ თუ სხვა თემაზე, ზეგავლენას არ ახდენს


მის მრწამსზე.

• არ არსებობდა საფუძველი ეჭვისთვის, რომ მსჯავრდებული მართლაც ვაიშნავიზმის მიმდევარი


იყო

• პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები

• სახელმწიფოს აქვს მიხედულების ფართო ფარგლები, განსაზღვროს ის ნაბიჯები, რომლებიც


უკეთ უზრუნველყოფს კონვენციის მოთხოვნების შესრულებას

• კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ცალკე საკანში მოთავსებას ან მედიტაციისთვის, ლოცვისა თუ


რელიგიური ლიტერატურის კითხვისთვის საცხოვრებელი შენობის დათმობას

• ეროვნული კანონმდებლობა საკმეველს არ ითვალისწინებდა საკანში შესანახად ნებადართული


შდრ. კოვალკოვსი ლატვიის წინააღმდეგ , 2012
• ლოცვა, მედიტაცია და რელიგიური ლიტერატურის კითხვა სხვების თანდასწრებით, გარკვეულ
უხერხულობასთან არის დაკავშირებული და თითქმის გარდაუვალია ციხის კონტექსტში

• რელიგიის გამჟღავნების თავისუფლების არსს ფუნდამენტურად არ არღვევს

• როცა ციხის ადმინისტრაცია, თუნდაც ერთხელ, სთავაზობს პატიმარს, რელიგიური რიტუალების


სხვა ადგილას აღსრულებას და პატიმარი ამაზე უარს ამბობს რაიმე გონივრული მიზეზის გარეშე,
დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და პატიმრის რელიგიის გამოხატვის თავისუფლებაში მცირედ
ჩარევას შორის აშკარად არის თანაბარზომიერება დამყარებული

• საკმეველზე კრიშნას საზოგადოების ინფორმაცია

• ზოგადი ვალდებულება არ არსებობს

• ყველასთვის სასიამოვნო არ არის

• განაცხადი არ იქნა დაშვებული არსებითად განსახილველად


ელრიჰი და კასტრო რუმინეთის წინააღმდეგ, 2020
• განმცხადებლები არიან ისრაელის მოქალაქეები

• იდავეს ევროპულ სასამართლოში რელიგიის თავისუფლების დარღვევაზე, ვინაიდან ციხის ადმინისტრაციამ


ისინი თავიანთი რელიგიის შესაბამისი კვებით ვერ უზრუნველყო

• ეროვნულმა სასამართლომ მიუთითა ციხის ადმინისტრაციას, უზრუნველყო, რომ განმცხადებლებს მიეღოთ


კოშერ საკვები ყოველდღიურად და საკმარისი ოდენობით, განაწილებოდათ იგივე პირობებში, რა პირბებშიც
უნაწილდებოდათ სხვა პატიმრებს, საკვები უნდა შენახულიყო იმ დღებისთვის, როცა მოწოდება შეუძლებელი
იყო

• განსხვავება იაკობსკის და ვარტიჩის საქმეებისგან

• ამ შემთხვევაში, კოშერ საკვები შეიცავდა სპეციალური ინგრეტიდენტებს, რომლებსაც სპეციალური წესები


მოითხოვდა

• საკვები უნდა მომზადებულიყო ცალკე, ცალკე კონტეინერებში და ცალკე საშუალებებით, სპეციფიკური წესით
და რელიგიის წარმომადგენლის ზედამხედველობის ქვეშ
ელრიჰი და კასტრო რუმინეთის წინააღმდეგ, 2020
• ციხის ადმინისტრაცია თანამშრომლობდა იუდაიზმის რელიგიურ ფონდთან, რათა აღესრულებინა
გადაწყვეტილება

• ფონდთან შეთანხმებით, ცალკე ფართი იქნა მოწყობილი ციხის სამზარეულოში, ებრაელი


პატიმრები ეხმარებოდნენ საკვების მომზადებაში
• საზოგადოებრივი ცხოვრების დადებითი ასპექტი

• ფონდი ებრაული ფესტივალის დროს ციხეში წარმომადგენელს აგზავნიდა , რომელიც


სპეციფიკური საკვებით ამარაგებდა პატიმრებს ასეთ დროს

• ფონდის ჩართულობა, მართალია, გადამწყვეტი არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო


იმის შესაფასებლად, როგორ შეასრულა სახელმწიფომ მე-9 მუხლით ნაკისრი პოზიტიური
ვალდებულებები
ელრიჰი და კასტრო რუმინეთის წინააღმდეგ, 2020
• ეროვნულმა სასამართლომ განმცხადებლებს ნება დართო, არსებული წესებიდან გადახვევით ,
ჰქონოდათ ის საკვები, რომელიც ვერ მომზადდებოდა ადგილზე

• მათ შეეძლოთ ამ საკვების შეძენა საკუთარი სახსრებით

• მართალია, ეს ევროპული ციხის წესებს არ ეწინააღმდეგებოდა, ამგვარ სისტემას არ უნდა


დაეკისრებინა გადამეტებული ფინანსური ტვირთი განმცხადებლებზე

• ეროვნულმა სასამართლომ აცნობა, რომ მათ შეეძლოთ, მოეთხოვათ ხარჯების ანაზღაურება


ცალკე სამოქალაქო სამართალწარმოებით

• აღნიშნული მათ არ გაუკეთებიათ და არც მიუთითებიათ, რატომ არ მოითხოვეს ეროვნულ დონეზე


ხარჯების ანაზღაურება

• ციხის ადმინისტრაციის მიერ შესრულებული იქნა პოზიტიური ვალდებულებები

• არდარღვევა
შდრ. სარანი რუმინეთის წინააღმდეგ, 2020
• განმცხადებელი სასჯელს იხდიდა რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში

• მისი თქმით, მან განუცხადა ხელისუფლებას, რომ მუსლიმი იყო

• ხელისუფლების თქმით, მან განაცხადა, რომ ორთოდოქსი ქრისტიანი იყო

• განმცხადებელი არ იღებდა მუსლიმური რწმენისთვის შესაბამის საკვებს

• ევროპული სასამართლოს მიერ შეფასება

• როდესაც პირი ითხოვს გარკვეულ შეღავათებს რელიგიური მრწამსის საფუძველზე ,


გადამეტებული არ არის და მის სინდისის თავისუფლებასთან ფუნდამენტურ
კონფლიქტში არ მოდის, რომ მოეთხოვოს ჭეშმარიტი რწმენის გარკვეული დოზით
დასაბუთება

• თუ ეს დასაბუთება არ არის მოყვანილი, შესაძლებელია, მიღებული იქნეს უარყოფითი


შდრ. სარანი რუმინეთის წინააღმდეგ, 2020
• არსებული საკანონმდებლო ნორმების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში
მოთავსებისას პირს შეეძლო თავისუფლად და რაიმე ფორმალობის გარეშე
განეცხადებინა

• რელიგიის შეცვლა პატიმარს უნდა დაემტკიცებინა ახალი რელიგიის


წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის გაცემით

• ასეთი რეგულაციები და დოკუმენტური მტკიცებულების წარდგენის მკაცრი


ვალდებულება სცილდებოდა ჭეშმარიტი რწმენის დასაბუთების იმ ხარისხს, რაც
შეიძლება მოითხოვებოდეს

• განსაკუთრებით მაშინ, როცა დასაწყისში პატიმრებს თავისუფლად შეუძლიათ


რელიგიის გაცხადება რაიმე მტკიცებულების წარდგენის გარეშე
შდრ. სარანი რუმინეთის წინააღმდეგ, 2020
• არსებული საკანონმდებლო ნორმების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში
მოთავსებისას პირს შეეძლო თავისუფლად და რაიმე ფორმალობის გარეშე
განეცხადებინა

• რელიგიის შეცვლა პატიმარს უნდა დაემტკიცებინა ახალი რელიგიის


წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის გაცემით

• ასეთი რეგულაციები და დოკუმენტური მტკიცებულების წარდგენის მკაცრი


ვალდებულება სცილდებოდა ჭეშმარიტი რწმენის დასაბუთების იმ ხარისხს, რაც
შეიძლება მოითხოვებოდეს

• განსაკუთრებით მაშნ, როცა დასაწყისში პატიმრებს თავისუფლად შეუძლიათ


რელიგიის გაცხადება რაიმე მტკიცებულების წარდგენის გარეშე
გმადლობთ
ყურადღებისთვის!

You might also like