You are on page 1of 11

1. ეთიკის,როგორც მეცნიერების არსი.

ყოველ მეცნიერებას აქვს თავისი საკვლევი საგანი, აღნიშნული კი მხოლოდ ერთია.


შეუძლებელია ერთ მეცნიერებას ორი ან მეტი საკვლევი საგანი ჰქონდეს და არც ის
შეიძლება ორ მეცნიერებას ერთი საზიარო საგანი ჰქონდეს. ეტიკასთვის მსგავნი საგანი
არის ზნეობა ანუ მორალი. ეტიკის პირველად განმარტებად შეიძლება აღვიქვად, ეთიკა
ანუ მეცნიერება ზნეობის შესახებ.

ეთიკა,როგორც ფილოსოფიური დისციპლინა,ფილოსოფიის შიგნით ჩაისხა.წარსულში


იყო მხოლოდ ერთი მეცნიერება,რომელსაც ფილოსოფიას ვუწოდებდით.პირველი
ფილოსოფოსი, რომელმაც ფილოსოფიის შიგნით ეთიკურ პრობლემებზე დაიწყო
ლაპარაკი, სოკრატე იყო. სოკრატემდელი ფილოსოფოსები არსებითად გარე სამყაროს
პრობლემებს იკვლევდნენ და ეძებდნენ იმ საწყისს, ძირს, სუბსტანციას, რომლისგანაც
მოდიოდა ყველაფერი, ამიტომ მათ „ფიზიკოსებს“ უწოდებენ. მხოლოდ სოკრატე
მიუბრუნდა ადამიანს და წამოაყენა დებულება : „შეიცან თავი შენი“. ამ დროიდან
ეთიკური პრობლემები ფილოსოფიური კვლევა-ძიების ძირითად პრობლემებად
რჩებოდა.

პირველი, რაც ამ კვლევა-ძიების შედეგად აღიარეს, ეს არის ის, რომ არ არსებობს


ზნეობა ადამიანის გარეშე და ადამიანი ზნეობის გარეშე. პირველ ნაწილთან
დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ არც ერთი სხვა არსებულის, გარდა ადამიანისა,
ზნეობაზე არ ლაპარაკობენ, რაგინდ „გონიერი“ და სასარგებლო „ქცევა„ არ უნდა იქნას
ჩადენილი ამა თუ იმ ცხოველის (ძაღლის, ცხენის) მიერ. ისევე, როგორც არ არსებობს
ზნეობა ადამიანის გარეშე, ასევე არ არსებობს ადამიანი ზნეობის გარეშე. უზნეო
ადამიანი არაა ფაქტიურად ადამიანი, იგი ცხოველია. ზნეობა არსებითად ჩანს ადამიანის
ქცევაში, სხვა ადამიანებთან დამოკიდებულებაში, ადამიანის მიერ ჩადენილ საქმეებში,
ჩანს კეთილია თუ ბოროტი, პატიოსანი თუ უპატიოსნო, სამართლიანი თუ უსამართლო.
დასკვნის სახით კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ეთიკა არის მოძღვრება (მეცნიერება)
ზნეობის შესახებ. „ზნეობა“ კი ეთიკის უპირველესი და უძირითადესი ცნებაა.
2. ეთიკა და მისი მოსაზღვრე მეცნიერებანი.

როგორც ითქვა, ეთიკა ფილოსოფიის ერთ-ერთი დარგია, იგი თავდაპირველად


ფილოსოფიის შიგნით ჩაისახა და ვითარდებოდა. ეთიკას, როგორც მეცნიერებას,
სოკრატემ დაუდო საფუძველი და მის უმთავრეს პრობლემად ზნეობა გამოაცხადა.
შემდგომში ეთიკა გამოეყო ფილოსოფიას და დამოუკიდებელ მეცნიერებად
ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ფილოსოფიური დისციპლინა. ეთიკა
სისხლხორცეულად არის დაკავშირებული ფილოსოფიასთან. თუ ფილოსოფია არკვევს
თუ რა არის ადამიანი, ეთიკა სწავლობს ადამიანის ზნეობრიობის პრობლემას. თუ
ფილოსოფია არკვევს ადამიანის თავისუფლების საკითხს, ეთიკა სწავლობს ადამიანის
თავისუფლების მიმართებას ზნეობასთან, კერძოდ კი ამტკიცებს, რომ ზნეობაზე
მხოლოდ იქ შეიძლება მსჯელობა, სადაც ადამიანი თავისუფალ არსებად არის
გამოცხადებული. ეთიკა ასევე სისხლხორცეულად არის დაკავშირებული
ფსიქოლოგიასთან. საკმარისია ითქვას, რომ ფსიქოლოგია სწავლობს ადამიანის ქცევებს,
მის მოქმედებებს, ეთიკა კი სწავლობს ქცევის, მოქმედების ზნეობრივ მხარეს. ამასთან
ფსიქოლოგია სწავლობს ქცევის მოტივაციის პრობლემას, ეთიკა კი სწავლობს ქცევის
მოტივის მიმართებას ზნეობასთან. ეთიკას უმჭიდროესი კავშირი აქვს პედაგოგიკასთან.
საკმარისია ითქვას, რომ ეთიკა სწავლობს ზნეობას, პედაგოგიკა კი ადამიანის ზნეობრივ
აღზრდას ისახავს მიზნად. ეთიკა ასევე დაკავშირებულია ესთეტიკასთან. ეთიკის
კავშირი ესთეტიკასთან იმაში ჩანს, რომ ზოგჯერ ეთიკური საქციელი ამაღლებულის
განწყობილებას ქმნის, ამაღლებული კი ესთეტიკური კატეგორიაა. ასე, მაგალითად,
ამაღლებულის განწყობას იწვევს ცოტნე დადიანის, ჟიული შარტავას, ვახტანგ
ტატუნაშვილის საქციელი თავისი მაღალი ზნეობრიობის გამო. ამასთან, ესთეტიკურ
კატეგორიებს წარმოადგენენ ტრაგიკულისა და კომიკურის კატეგორიები, რომელთა
პერსონაჟების ქცევები ზნეობრივი კრიტერიუმებით ფასდება. ცალკე საუბრის თემაა
ეთიკის მიმართება სამართალთან. ეთიკა სწავლობს ზნეობრივ კანონებს, სამართალი-
სამართლებრივ ნორმებსა და კანონებს, მაგრამ ზოგჯერ ერთდაიგივე ქცევით
იურიდიული (სამართ₾ებრივი) კანონიც ირღვევა და ზნეობრივიც. ასე, მაგალითად,
კაცის კვლა უზნეობაცაა და სისხლის სამართლის დანაშაულიც. საერთოდ, ყოველგვარი
დანაშაული უზნეობაა, მაგრამ ყოველგვარი უზნეობა არაა ისეთი დანაშაული,
რომლისთვისაც ადამიანი შეიძლება დაისაჯოს.
3. ეთიკის 11პრინციპი ქარტიის მიხედვით.

ქარტია
პრინციპი 1.
ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს
ზუსტი ინფორმაცია.

პრინციპი 2.
დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი
გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

პრინციპი 3.
ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით,
რომელთა წყარო დადასტურებულია.

პრინციპი 4.
ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ
კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.

პრინციპი 5.
მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია,
რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

პრინციპი 6.
ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად
მოპოვებული ინფორმაციის წყარო.

პრინციპი 7.
ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე;
ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან
ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის
საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

პრინციპი 8.
ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას
უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ
გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო
იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს
ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ
საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.

პრინციპი 9.
სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და
სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.

პრინციპი 10.
ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად
ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

პრინციპი 11.
ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
 ფაქტის განზრახ დამახინჯება;
 ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ
საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
 პლაგიატი.
5. თვითრეგულირების მექანიზმები საქართველოში.

საქართველოში მედიის ანგარიშვალდებულების სისტემები უახლოეს წარსულში


ჩამოყალიბდა. მოქმედი ისტემა იყოფა ორ კატეგორიად, სავალდებულოდ
შესასრულებელ ქცევის წესებად, რომლის უკან დგას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სახით, და ჟურნალისტთა
ნებაყოფლობითი გაერთიანება- ქარტია. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი
მედიასაშუალებები ამკვიდრებენ საკუტარ ეთიკურ სტანდარტებს, რომლის სსრულება
იქ დასაქმებულ ჟურნალისტთა შრომის ხელშეკრულების განუყოფეი ნაწილი ხდება.
მაგალითდ, საზოგადოებრივი მაუწყებელისა და გაზეთ „ბათუმელების“ ეთიკის
კოდექსები. ანგარიშვალდებულებების სისტემების უმთავრესი ფუნქციაა მასალის
შექმნის პროცესში ეთიკური სტანდარტების შესრულება. ეს უზრუნველყოფს
საზოგადოებისათვის სანდო, ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდებას. გარდა
ამისა, ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს აძლევს დარღვევების მინიმუმამდე
დაყვანის შესაძლებლობას. 1998 წელს „დილის გაზეთმა“ მიიღო საკუთარი ეთიკის
კოდექსი. 2001 წელს საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის
დამფუძნებლებმა შეიმუშავეს ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი, რომელსაც იმავე წელს
150-ზე მეტმა ჟურნალისტმა მოაწერა ხელი. ეთიკის კოდექსს საფუძვლად დაედო ათზე
მეტ დასავლურ ქვეყანაში მოქმედი კოდექსები და ჟურნალისტთა საერთაშორისო
ფედერაციის დეკლარაცია ჟურნალისტთა ქცევის პრინციპების შესახებ. 2002 წელს
„თავისუფლების ინსტიტუტმა“ შეიმუშავა მედიის „პროფესიული სტანდარტი“,
რომელსაც ხელი მოაწერეს ლიცენზირებულმა სამაუწყებლო კომპანიებმა და ბეჭდური
მედიის რეგიონალურმა ასოციაციებმა. 2006 წლის ივლისში „პროფესიული
სტანდარტის“ ხელმომწერლებმა ჩამოაყალიბეს მედიის თვითრეგულირების ორგანო-
მედიასაბჭო. ამ ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ სხვა გამოცემები: „ალია“,
„რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „Georgian Times”, „ასავალ-დასავალი“, „კვირის პალიტრა“.
მათ წამოაყენეს ალტერნატიული ორგანოს- პრესის საბჭოს შექმნის ინიციატივა.

6. ეთიკის ქარტია-მისია და ამოცანები.


2009 წლის 4 დეკემბერს თბილისში 138-მა ჟურნალისტმა დააფუძნა ეთიკის ქარტია.
ქარტიის წევრთა მუშაობის მონიტორინგს აწარმოებს 9 ჟურნალისტისგან შემდგარი
საბჭო, რომელსაც ღია წესით ირჩევენ ქარტიის ხელისმომწერნი. ჟურნალისტური
ეთიკის ქარტია მოიცავს 11 პუნქტს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია -
ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მიზანია მედიის პროფესიული
და ეთიკური პასუხისმგებლობის ამაღლება თვითრეგულირებადი მექანიზმის
საშუალებით.● „დეზინფორმაციას, განსაკუთრებით კი ანტიდასავლურ პროპაგანდას,
ზიანი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ანტიდასავლური
გზავნილები, რომელიც ხელს უშლის ქვეყანის ევროინტეგრაციის პროცესს. ●
დეზინფორმაციის საკითხებზე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს.
აუცილებელია სახელმწიფომაც გადადგას ნაბიჯები დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.
ამავდროულად, ამ ნაბიჯებმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მედიის თავისუფლებას. ●
ეთიკის ქარტია თვითრეგულირების ორგანოა, რომლის მიზანიცაა ეთიკური
სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია მედიაში.
თვითრეგულირება გულისხმობს, რომ მედიამ დაშვებულ შეცდომებზე აიღოს
პასუხისმგებლობა და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. ● ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია, საკუთარი მისიის ფარგლებში, იხილავს ჟურნალისტების მხრიდან
პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტებს ქარტიაში შესული განცხადებების
საფუძველზე; ორგანიზაცია ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას ჟურნალისტურ
მასალაში ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს
ქარტიას. ●ქარტიას მართავს საბჭო, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ
განცხადებებს განიხილავს. საბჭოს წევრი ირჩევა 3 წლის ვადით საერთო კრებაზე
ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ. ქარტიის ხელმომწერი ამ დროისთვის 300–
ზე მეტი ჟურნალისტია. ●საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ასევე ეწევა
საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის
ასამაღლებლად; ატარებს მედიის მონიტორინგს, კვლევებს და გამოსცემს პროფესიულ
ლიტერატურას; ლობირებს ჟურნალისტთა უფლებების დაცვას და ჯანსაღი და
თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას. ● ორგანიზაცია 2009 წელს დაფუძნდა, იმ ხანად
137 ჟურნალისტი გაერთიანდა ეთიკის 11 პრინციპის ირგვლივ, რომელიც ევროპის
საბჭოს „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას“ და
ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ „ჟურნალისტების
ქცევის პრინციპების დეკლარაციას“ ეფუძნება“. მარიამ გოგოსაშვილი, ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. მის პრეამბულაში ნათქვამია:
„საქართველოს მედიის წარმომადგენლები ვცნობთ და ვაღიარებთ ქვემოთ
ჩამოთვლილი პრინციპების დაცვის ვალდებულებას და ამ ვალდებულებასთან
დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში
პროფესიულ საკითხებს მხოლოდ ჩვენივე კოლეგების უფლებამოსილებად
განვიხილავთ და გამოვრიცხავთ ხელისუფლების ან სხვა ძალის ნებისმიერი სახით
ჩარევას ამ უფლებამოსილების განხორციელებაში(22). ქარტიის საბჭოში განცხადების
შეტანა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჟურნალისტის მიერ ქარტიის
რომელიმე მუხლის დარღვევის შემთხვევაში. საჩივრები და საბჭოს გადაწყვეტილებები
საჯაროა და თავსდება მის ვებგვერდზე ( qartia.org.ge). იგი თვითრეგულირების ყველაზე
ქმედითი მექანიზმია, რომელიც ხელს უწყობს მედიასა და საზოგადოებას შორის
წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას.

7. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.

სამაუწყებლო კომპანიებიდან საკუთარი ქცევის კოდექსი მიღებული აქვს


საზოგადოებრივ მაუწყებელს, რასაც მას კანონმდებლობა ავალდებულებს.
თავდაპირველმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არასამთავრობო ორგანიზაცია
„თავისულების ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებული „მედიის პროფესული სტანდარტი“
მიიღო, 2006 წელს კი შეიმუშავა საკუთარი ქცევის კოდექსი, რომელიც არაა
სავალდებულო, არამედ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. მასში ნათქვამია: კოდექსი
ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც ჟურნალისტს, მის შინაგან ეთიკასა და
ინტუიციასთან ერთად, კონკრეტულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში
შეუწყობს ხელს“.(13, 2). დოკუმენტის შესავალში აღნიშნულია, რომ კოდექსი, ერთი
მხრივ, ჟურნალისტის პასუხისმგებლობის და, მეორეს მხრივ, საზოგადოების მიერ ამ
პასუხისმგებლობის გაკონტროლების ერთერთი ინსტრუმენტია. ქცევის კოდექსი
საქართველოს სამაუწყებლო სივრცეში ამგვარი ინსტრუმენტის შექმნის პირველი
მცდელობაა. იგი ორიენტირებულია როგორც მომხმარებლის, ისე მაუწყებლისა და მისი
ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე. როგორც ჩანს, გზამკვლევებისა და
რეკომენდაციების სახით შექმნილი, შედგენილი ეს კოდექსები, ქართული მედიის
ეთიკური პრობლემების მოსაგვარებლად და საერთო სურათის გასაუმჯობესებლად
საკმარისი არ აღმოჩნდა, მთავრია, რამდენად ითვალისწინებენ ჟურნალისტები იმ
დებულებებს, რომლებიც მათი პროფესიული ეთიკის საკითხებს ეხება და სასარგებლო
რეკომენდაციებს შეიცავს. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს მონიტორინგის სამსახური,
რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მაუწყებლის ეთერში ეთიკის პრინციპების
დაცვაა. მაგრამ სამაუწყებლო სივრცეში მედიაეთიკის განვითარების თვალსაზრისით
მიღწეული პროგრესის მიუხედავად, რამდენიმე წლის მანძილზე ქართულ მედიაში
იდგა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის, როგორც ნორმატიული, სავალდებულო აქტის
მიღების საკითხი. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს
ეროვნული კომუნიკაციების კომისიას 2007 წლის 1 ივლისამდე უნდა მიეღო
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, როგორც ნორმატიული აქტი, რომლის დებულების
შესრულებაც ლიცენზირებული სამაუწყებლო კომპანიებისათვის არა ნებაყოფლობითი,
არამედ სავალდებულო იქნებოდა (მუხლი 76, გარდამავალი და დასკვნითი
დებულებები.(16). კოდექსზე მუშაობა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. კომისიამ
სამაუწყებლო მედიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა კოდექსის სხვადასხვა
ვარიანტი, რომელთა შემუშავებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი
მაუწყებელი, კერძო სამაუწყებლო კომპანიები, არასამთავრობო და საერთაშორისო
ორგანიზაციები. კოდექსის განსახილველად გამოტანისთანავე მის შესახებ
არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოითქვა. მაუწყებლებმა, ჟურნალისტებმა,
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ის მედიის
თავისუფლების შეზღუდვად აღიქვეს. ზოგადად მედიის თვითრეგულირების მიმართ
წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების მიზეზები მოცემულია საერთაშორისო
კვლევისა და გაცვლების საბჭოს - „აირექსის“ მიერ ჩატარებულ 2006/07 წლების
ქართული მედიის კვლევაში: „საზოგადოებაში არ არსებობს მოთხოვნა ეთიკურ და
პროფესიულ ჟურნალიზმზე. თავად მედია და საზოგადოებაც ნაკლებად არის
დაინტერესებული მოახდინოს თვითრეგულირების ინსტიტუციონალიზება.
ზოგიერთმა გაზეთმა დაგმო კიდეც ის, როგორც ცენზურის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
პროფესიული სტანდარტები მედიაში დღეს შეზღუდვად უფრო არის მიჩნეული, ვიდრე
პროფესიონალიზმის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად“(28). კოდექსის საბოლოო
ვერსია გამოქვეყნდა 2009 წლის 12 მარტს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის ვებ-
გვერდზე. ეს დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის მაუწყებელს
ავალდებულებს თანასწორობისა, მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის
პრინციპების დაცვას. კოდექსში ნათქვამია, რომ მისი მიზანია „ყველა სახის მაუწყებელი,
განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებელი თანაბარი პასუხისმგებლობით
მოეკიდოს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვას და საზოგადოებრივ
ანგარიშვალდებულებებს“ (მუხლი 12 . კოდექსის მიზანი). კოდექსი სამაუწყებლო
კომანიებისათვის აწესებს ეთიკურ და სამართ₾ებრივ ჩარჩოებს საინფორმაციო და
გასართობი ჟანრის გადაცემების მომზადებისას საზოგადოების წინაშე
პასუხისმგებლობის გასათვალისწინებლად. ის შეიცავს სახელმძღვანელო პრინციპებსაც
ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მოძიებისა და გავრცელების დროს, ასევე
განსაზღვრავს სტანდარტულ პროცედურებს მედიის თვითრეგულირებისა და
საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებების მხრივ. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის
თანახმად, ეროვნული კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია ქცევის კოდექსის
დარღვევის გამო მიმართოს გარკვეულ სანქციებს ლიცენზიის მფლობელთა მიმართ, რაც
გულისხმობს გაფრთხილებას, ჯარიმის დაწესებას, ლიცენზიის შეზღუდვასა და
გაუქმებას (მუხლი 71, სანქციები) ქცევის კოდექსის მიღებამდე კომისიას ამ სანქციების
დაწესება არ შეეძ₾ო. კანონი ასევე ავალდებულებს ლიცენზირებულ კომპანიებს, ქცევის
კოდექსის საფუძველზე შექმნან საჩივრების მიღებისა და განხილვის
თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი (მუხლი 14. საჩივრები. პუნქტი1). ამასვე
იმეორებს ქცევის კოდექსის მე-7 მუხლი (12) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე
მუხლში (ჯეროვანი სიზუსტე, შესწორება და უარყოფა) აღწერილია საჩივრის შედგენისა
და წარდგენის ვადები და პროცედურები, ასევე დაინტერესებული პირის მიერ მცდარი
ფაქტის შესწორების უარყოფის მოთხოვნის წესი. დაინტერესებულ პირს შეუძ₾ია
საჩივარი თავად სამაუწყებლო კომპანიაში წარადგინოს, ასევე მიმართოს კომისიას ან
სასამართლოს (მუხლი მე-14, საჩივრები. პ.2). დაინტერესებული პირი- ფიზიკური ან
იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას
ახდენს ლიცენზიის მფლობელის საქმიანობა). კანონის ეს მუხლი გამყარებულია ქცევის
კოდექსის მეორე თავში, რომელიც თვითრეგულირებისა და ანგარიშვალდებულების
სისტემას შეეხება. ის, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება თვითრეგულირების მექანიზმი,
დიდად არის დამოკიდებული საზოგადოებასა და მის აქტიურობაზე. საზოგადოების
მხრიდან კანონით მინიჭებული უფლებების ცოდნა და მათი გამოყენების კულტურის
გამომუშავება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება-განმტკიცებაში მნიშვნელოვან
წვლილს შეიტანს. საქართველოში მედიის თვითრეგულირების მექანიზმების
ჩამოყალიბების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს და, სწორედ, ამ ფაქტორის
გათვალისწინებით, ქართულ მედიაში ჟურნალისტური ეთიკის პრობლემატიკის
საკითხი კვლავ აქტუალურია. უმაღლესი პროფესიული სტანდარტი მიიღწევა მაშინ,
როდესაც თვითრეგულირების მექანიზმების საშუალებით სამართლებრივი
რეგულირების აუცილებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. სიტყვის თავისუფლება და
ჟურნალისტური ეთიკა ისევე განუყოფელია, როგორც თავისუფლება და
პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ზღუდავს თავისუფლებას და თავის კუთვნილ
ადგილს მიუჩენს, ჟურნალისტურ საქმიანობაში კი თავისუფლებას ზღუდავს
პროფესიონალიზმი, რომელიც პასუხისმგებლობის ტოლფასია.

8. ინტერესთა კონფლიქტი.
ინტერესთა კონფლიქტი- სიტუაცია, როდესაც პირის პირადი, პროფესიული ანდა
საზოგადოებრივი ინტერესი შესაძლებელია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს,
რაც ხელს შეუშლის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ჟურნალისტის
შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი უმთავრესად მის მიუკერძოებლობასა და
სამართლიანობას აყენებს ეჭვქვეშ. კონფლიქტი ინტერესებს შორის შეიძ₾ება
წარმოიქმნას რამდენიმე მხრიდან, მათ შორისაა- ოჯახი, პირადი ურთიერთობები,
ფინანსები/ბიზნესი, სამოქალაქო აქტიურობა. საჭიროა ჟურნალისტმა გადახედოს
საკუთaრ ურთიერთობებს და დაფიქრდეს, როგორ უკავშირდებიან ისინი მის
პროფესიულ საქმიანობას. ზოგადი პრინციპები: • აუდიტორია უნდა იყოს
დარწმუნებული, რომ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა თავისუფალია კერძო,
ფინანსური და პოლიტიკური თუ სხვა ტიპის გავლენებისაგან. • ჟურნალისტი არ უნდა
იყოს არც სხვა პოლიტიკური გაერთიანებების შემომწირველი და არც სხვა აქტივობების
დამფინანსებელი. • ჟურნალისტი, მათ შორის ისინიც, ვინც სპორტულ ანდა გასართობ
თემატიკაზე მუშაობენ, ვალდებულნი არიან, აირიდონ როგორც უკვე არსებული, ასევე
მოსალოდნელი ინტერესთა კონფლიქტი და აცნობონ ამის შესახებ საკუთარ
ხელმძღვანელობას. • მედიაორგანიზაციებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ საკუთარი
სარედაქციო პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის თუ სხვა ქვემოთ ჩამოთვლილი
საკითხებისადმი. • დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება იმუშაოს იმ თემაზე, სადაც
ფიქრობს, რომ მას ინტერესთა კონფლიქტი აქვს. ურთიერთობა წყაროებთან თუ
ჟურნალისტს აქვს ნათესაური ან სხვა სახის კავშირი საკუთარ წყაროებთან,
შესაძლებელია აუდიტორიას უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს, ვინაიდან ეჭვქვეშ დადგეს
ჟურნალისტის მიუკერძოებლობის საკითხი- რამდენად დასვამს ადექვატურ კითხვებს,
იქნება თუ არა მის მიმართ კრიტიკული. როდესაც ოჯახის წევრი ან მასთან
სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირი პოლიტიკაში აქტიურად ერთვება,
ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს ის უხერხულობა, რაც შეიძლება შეიქმნას ამ თემაზე
მუშაობისას და ამის შესახებ აცნობოს ხელმძღვანელობას. ამის შემდეგ მენეჯმენტი
იღებს გადაწყვეტილებას- ჩამოაშოროს ჟურნალისტი მხოლოდ ერთი კონკრეტული
ამბის გაშუქებას, მთლიანად თემას თუ გადაიყვანოს სხვა პოზიციაზე. 2011 წელს,
როდესაც აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა „All Things Considered- „ის წამყვანის
მიშელ ნორისის ქმარი ბროდერიკ ჯონსონი პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამას
საარჩევნო კამპანიის მრჩევლად დანიშნეს, წამყვანმა საკუთარ ხელმძღვანელობას აცნობა
ამის შესახებ.“ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ბროდერიკის ახალი როლი
სირთულეებს შექმნიდა გადაცემის წაყვანაში. საარჩევნო კამპანიისას ბროდერიკის მიერ
დაკავებული პოზიციის თავისებურებიდან და იმ გავლენებიდან გამომდინარე, რაც მას
შეიძლება ჩვენს ოჯახზე ჰქონდეს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით, 2012 წლის
არჩევნების დასრულებამდე აღარ წავიყვანო გადაცემა“, - განაცხადა მიშელ ნორისმა და
იმავე ორგანიზაციაში სხვა პოზიციაზე გადაინაცვლა. • ჟურნალისტმა გააცნობიერა, რომ
ქმრის ახალი პოზიცია ხელს შეუშ₾იდა საარჩევნო კამpანიის გაშუქებაში; • მან
ხელმძღვანელობას იქამდე აცნობა ქმრის ახალი პოზიციის შესახებ, ვიდრე ის
დაიკავებდა ამ თანამდებობას; • ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიიღეს
გადაწყვეტილება- ჟურნალისტი დარჩა ორგანიზაციაში, თუმცა მისი საქმიანობა
გაიმიჯნა პოლიტიკური საკითხების გაშუქებისაგან. ნორისი წამყვანის პოზიციას
დაუბრუნდა 2013 წელს. პარალელურად სხვა ადგილზე მუშაობა ინტერესთა
კონფლიქტის საკითხი დგება მაშინ, როდესაც ჟურნალისტი პარალელურად სხვა
ორგანიზაციაში მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ აუდიტორიას შესაძლოა გაუჩნდეს
კითხვა, რამდენად მიუკერძოებლად გააშუქებს ის ამა თუ იმ ორგანიზაციის შესახებ
ინფორმაციას, არამედ ზოგადად იმ სფეროში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მისი
ორგანიზაცია მუშაობს. მედიის პარალელურად სხვადასხვა საჯარო თუ კერძო
ორგანიზაციის პრესსამსახურში მუშაობა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს. ჩნდება
მოლოდინი, რომ ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით, სხვა ჟურნალისტებთან
შედარებით მას უპირატესობა აქვს და არათანაბარი სამუშაო პირობები იქმნება. კერძო
ბიზნესი ჟურნალისტებსა და რედაქტორებს არ უნდა ჰქონდეთ ბიზნეს- ინტერესები
რომელიმე კომპანიაში, რომლის საქმიანობასაც აშუქებენ.

You might also like