You are on page 1of 5

არასამთავრობო

ორგანიზაცია
ნანკა ნაკაშიძე
რამდენიმე წლის წინ მსოფლიოში და საქართველოშიც ამ ორგანიზაციების
მიმართვის ახალი ფორმა დამკვიდრდა CSO – სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაცია, ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
იცავენ მოქალაქეების უფლებებს;
არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას ქმნიან;
ბიუჯეტის განკარგვას ადევნებენ თვალს;
მოწყვლად ჯგუფებს ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებს აწვდიან;
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავენ;
ქმნიან მოდელებს განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმისთვის;
ხელს უწყობენ ადამიანის ღირსეულ და თანაბარ ცხოვრებას;
იცავენ სიტყვის თავისუფლებას;
დეზინფორმაციას ააშკარავებენ;
რუსეთის ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან; და ა.შ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქმიანობიდან გამომდინარე რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ.

1️⃣ პირველ ჯგუფს წარმოადგენენ „მოდარაჯე“ ( watchdog) ორგანიზაციები.


ისინი ხელისუფლების საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს აკვირდებიან
2️⃣ მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ანალიტიკური ორგანიზაციები ( Think tank).
ისინი ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრით ფორმირებას.
3️⃣ მესამე ტიპი სერვისებზე მომუშავე ორგანიზაციები ( service provider) გახლავთ.
ისინი სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევენ საზოგადოებას
4️⃣ მეოთხე ჯგუფს განეკუთვნებიან სათემო ორგანიზაციები ( Community Based Organization)
ისინი ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები - ზოგჯერ არაფორმალური ჯგუფები არიან.
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ჩვენი ხედვა
ადამიანის უფლებათა ცენტრს სჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, თავისუფლად და დისკრიმინაციის
გარეშე ისარგებლოს ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიერ უზრუნველყოფილი
სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით. ჩვენ ვთვლით,
რომ ამ უფლებებისა და კანონის უზენაესობის რეალიზაცია და დაცვა წარმოადგენს საქართველოში
მშვიდობისა და დემოკრატიის შენების წინაპირობას.
მისია

ცენტრი ხელს უწყობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, მშვიდობის


მშენებლობას და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ხედვა

ყველას აქვს უფლება, თავისუფლად და დისკრიმინაციის გარეშე ისარგებლოს ეროვნული


და საერთაშორისო სამართლის მიერ უზრუნველყოფილი სამოქალაქო, პოლიტიკური,
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით. ამ უფლებების დაცვა არის
განვითარებული, მშვიდობიანი, სამართლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების
წინაპირობა.“
საქმიანობები
საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მონიტორინგი და დოკუმენტირება;
საქართველოში ადამიანის უფლებების სიტუაციის შესახებ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს,
გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებისათვისანგარიშების რეგულარულად მიწოდება;
საკანონმდებლო და პოლიციის რეფორმების ლობირება და ადვოკატირება ეროვნულ და
საერთაშორისო ინსტიტუტებთან;
ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე სასამართლო დავების წარმოება იურიდული
დახმარების ცენტრის უფასო მომსახურების გზით.
საქართველოში ადამიანის უფლებათა სიტუაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
ყოველდღიურად განახლებადი ორენოვანი ინტერნეტგამოცემის www.humanrights.ge-ის საშუალებით.
ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ქსელური საქმიანობის
საშუალებით.

You might also like