You are on page 1of 11

თავისუფლება,თანასწორობა, ადამიანის

ღირსება
უფლება

• უფლება- სახელმწიფოს უპირველესად პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებს და მისგან


• აქტიურ მოქმედებასა და უფლების დასაცავად სათანადო ზომების მიღებას მოითხოვს. მაგალითად,
„საკუთრების უფლება“ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას შექმნას ისეთი კანონმდებლობა და
სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი საკუთრების უფლების დაცვას. ამ ტიპის
კანონმდებლობაა ქურდობისთვის, ძარცვისთვის, ყაჩაღობისთვის ან თაღლითობისთვის სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება, კერძო პირებს შორის კერძო ხასიათის ქონებრივი
ურთიერთობების დასარეგულირებლად სამოქალაქო კანონმდებლობის შექმნა და ა.შ.
ამავდროულად, როგორც უკვე ითქვა, გარდა კანონმდებლობისა აუცილებელია ეფექტურად
მოქმედებდეს სახელმწიფო ინსტიტუტებიც. საკუთრების უფლების დასაცავად აუცილებელია პოლიცია
ეფექტურად რეაგირებდეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გასახსნელად და
დამნაშავეთა გამოსავლენად; თუ კერძო პირებს შორის ქონებრივი დავა წარმოიშვება, არსებობდეს
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელსაც მიმართავენ მხარეები და ა.შ.

• თუცა, გარდა პოზიტიური ვალდებულებისა, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულებაც - თავად,


საკუთარი ქმედებით არ დაარღვიოს კერძო პირთა საკუთრების უფლება.
თავისუფლება

• თავისუფლება უპირველესად თავად ადამიანებს ანიჭებს


მოქმედების თავისუფლების შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფოს
უზღუდავს ამ შესაძლებლობათა შეზღუდვას. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, სახელმწიფოს პირველ რიგში ნეგატიური ვალდებულება
აქვს - თავი შეიკავოს იმ სახის მოქმედებისაგან, რაც შეზღუდავს
ადამიანის უფლებებს. თუმცა, თავისუფლების შემთხვევაშიც
სახელმწიფო მხოლოდ ჩაურევლობით ვერ შემოიფარგლება და
მისი ვალია, აღკვეთოს ხელისშეშლა თავისუფლებით
სარგებლობისას. მაგალითად, ადამიანს თუ სხვა პირები არ
აძლევენ რელიგიური რიტუალების აღსრულების საშუალებას,
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი უფლებები და აღკვეთოს
მის რელიგიის თავისუფლებაში სხვა პირთა უკანონო ჩარევა.
ადამიანის უფლებებს შორის გამოყოფენ აბსოლუტურ
უფლებებს -ანუ უფლებებს რომლის შეზღუდვა სახელმწიფოს
არცერთ ვითარებაში არ შეუძლია. აბსოლუტური უფლებები
ადამიანის ღირსებასთან არის კავშირში.

• აბსოლუტურ უფლებებს განეკუთვნება:

• წამების აკრძალვა;
• მონობის და იძულებითი შრომის აკრძალვა;
• უფლება, არ დაექვემდებარო პასუხისმგებლობას
ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენისას კანონით არ იყო
დასჯადი;
• რწმენის თავისუფლების შიდა სფერო (Forum Internum) (და არა
მისი გამოვლენა
ბუნებით და კანონით მინიჭებული
უფლებები

• ადამიანის უფლებებზე საუბრისას, ასევე გამოყოფენ ბუნებით


და კანონით მინიჭებულ უფლებებს. ადამიანის ძირითადი
უფლებები ბუნებით უფლებებად მოიაზრება და შესაბამისად,
ადამიანი მათ ფლობს არსებობის პირველივე წუთებიდან.
ბუნებითი უფლებების გარდა არსებობს უფლებები,
რომლებსაც ადამიანს, მოქალაქეს ქვეყნის კანონმდებლობა
ანიჭებს. მათი არსებობა და მათით სარგებლობა
დამოკიდებულია სახელმწიფო პოლიტიკაზე და
კანონმდებლობაზე. მაგალითად კანონით მინიჭებულ
უფლებებს შეგვიძლია მივაკუთნოთ პირის უფლება, საპენსიო
ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღოს პენსია.
საქართველოს კონსტიტიტუცია და კანონმდებლობა
განსაზღვრავს, რა ასაკიდან შეუძლია ადამიანს ამა
თუ იმ უფლებით სარგებლობა .

• საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით:

• საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან იძენს აქტიურ საარჩევნო


უფლებას - ანუ უფლებას მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, როგორც
ამომრჩეველმა;
• პასიური საარჩევნო უფლებით - ანუ უფლებით, იყოს ასარჩევი
კანდიდატი - სარგებლობის ასაკი განსხვავდება თანამდებობების
მიხედვით:
• საქართველოს პარლამენტის წევრობა - 25 წელი
• საკრებულოს წევრობა - 21 წელი;
• მერი/გამგებელი - 25 წელი;
• საქართველოს პრეზიდენტი - 40 წელი.
თანასწორობა

• გაეროს გენერალური ასაბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული


„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ პირველივე მუხლი
აცხადებს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი
ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ სინდისი და ერთმანეთის
მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.“
• თანასწორობა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი
ელემენტია. ის ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობაა, რადგანაც მის
გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. თუ
თითოეულ ადამიანს არ ექნება თანასწორი შესაძლებლობა ჩაერთოს
ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში, განავითაროს თავის შემოქმედება,
დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა და ა.შ საზოგადოება ძალიან დიდ
რესურსს და შესაძლებლობებს დაკარგავს და იქნება მუდმივად ბრძოლის
რეჟიმში.
• მაგალითად, შეუძლებელი იქნებოდა ალექსანდრე დიუმა გამხდარიყო მწერალი და შეექმნა ისეთი
ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორებიცაა „სამი მუშკეტერი,“ „გრაფი მონტე კრისტო“ და
სხვა, თავისი კანის ფერის გამო რომ განედევნათ და მონად გაეყიდათ. ასევე მსოფლიო დაკარგავდა
მთელ როკ-ეპოქას, ფრედი მერკური საკუთარი ეროვნების ან სექსუალური ორინეტაციის გამო
საზოგადოებას რომ გაერიყა და შემოქმედებით პროცესში ხელი შეეშალა.
ადამიანის ღირსება და პიროვნული
ღირსება

• ადამიანური ღირსება თავად კაცობრიობის ბუნებიდან


გამომდინარეობს , ის ერთნაირად აქვს, როგორც ახალშობილს,
ამქვეყნად ჯერ რომ არაფერი გაუკეთებია, ისე თავზეხელაღებულ
ბოროტმოქმედს.
• პიროვნული ღირსება კეთილშობილური საქციელით, ინდივიდის
ქცევითა და საქმეებით მიიღწევა .
მოქ ა ლ ა ქ ე თ ა უფ ლ ე ბე ბის ა დ ა თ ა ვ ის უფ ლ ე ბ ის
დ ა ცვ ის სა მა რ თ ლ ე ბრ ივ ს ა შ უა ლ ე ბე ბს
წა რ მო ა დ გ ე ნს კ ონ სტი ტუცი ურ ი გ ა რ ა ნტიე ბი

• კონსტიტუციური გარანტიების ნაკრები:


• თანასწორუფლებიანობა
• პოლიტიკური თავისუფლებები
• პიროვნების ხელშეუხებლობა
• სოციალურ-ეკონომიკური უფლებები
სახალხო დამცველი (მუხლი 35)

• საქართველოს კონსტიტუცია
• 1. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას
ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი , რომელსაც 6 წლის
ვადით სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის
უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. სახალხო დამცველად ერთი და იმავე
პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.
• 2.სახალხო დამცველის საქმიანობისთვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება
კანონით.
• 3.სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება , მისი საცხოვრებელი ან
სამუშაო ადგილის , მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ
პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანასაულზე წასწრების
შემთხვევა , რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს , თუ
პარლამენტი არ მისცემს თანხმობას , სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ
უნდა გათავისუფლდეს.
• სახალხო დამცველის უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანული
კანონით.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like