You are on page 1of 13

ძირითადი

უფლებებისა და
თავისუფლებების,
როგორც
სამართლებრივი
სახელმწიფოს
ძირითადი
ელემენტების
მნიშვნელობა
სახელმწიფოს ბოჭვა ძირითადი უფლებებით
 სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ
უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს
ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი
და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და
თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ
უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული,
მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
[კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი];
 ძირითადი უფლებები - ბუნებითი, წინასახელმწიფოებრივი უფლებები;
 ძირითადი უფლებები - უშუალოდ მოქმედი, ობიექტური სამართალი;
 ძირითადი უფლებები - სუბიექტური სამართლებრივი პოზიციები,
რომელთა დაცვა შესაძლებელია სასამართლოს მეშვეობით;
 ძირითადი უფლებები - ობიექტური ფასეულობები (ინსტიტუტის
გარანტია, ირიბი მოქმედება მესამე პირებზე).
მბოჭავი ძირითადი უფლებები
 კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული უფლებები;
 საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და
თავისუფლებები;
 კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის განმარტებისას
გასათვალისწინებელი გარემოებები:
 მხოლოდ საერთაშორისო აქტებში პოზიტივირებული
უფლების აღიარება;
 უფლების აღიარება, როდესაც ამას მოითხოვს
კონსტიტუციის რომელიმე პრინციპი;
 სოციალურ სფეროში სახელმწიფოს ობიექტურად
შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინება.
 ძირითადი უფლებების შინაარსის მნიშვნელობა ბოჭვის
მასშტაბების განსაზღვრისათვის.
ძირითადი უფლებებით ბოჭვის
ადრესატები
 ხალხი;
 სახელმწიფო:
 ძირითადი უფლებებით ბოჭვა ხორციელდება მხოლოდ
სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას;
 ძირითადი უფლებებით ბოჭვა სახელმწიფო
ხელისუფლების განხორციელებაზე ხორციელდება
სრულად, გამონაკლისის გარეშე;
 ძირითადი უფლებებით ბოჭვა ვრცელდება მხოლოდ
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებაზე;
 ძირითადი უფლბებით ბოჭვა ვრცელდება საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე.
საკანონმდებლო ხელისუფლების
ბოჭვა ძირითადი უფლებებით
 ადრესატები: საქართველოს პარლამენტი და ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო;
 აკრძალვა - კანონმდებელს არ აქვს უფლება, მიიღოს
არაკონსტიტუციური კანონი;
 მოქმედების დავალდებულება;
 კანონმდელებლი შებოჭილია როგორც საჯარო, ისე კერძო
სამართლის სფეროებში;
 საკანონმდებლო ხელისუფლებას აქვს ძირითადი უფლებების
შეზღუდვის მონოპოლია;
 კანონმდებლის მიერ ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა იყოს
კონსტიტუციური ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით;
 კონსტიტუციის შეცვლისას პარლამენტი არ ექვემდებარება
კონსტიტუციით ბოჭვას.
აღმასრულებელი ხელისუფლების ბოჭვა
ძირითადი უფლებებით
 ადრესატი - საჯარო ხელისუფლების განმხორციელებელი ნებისმიერი
სუბიექტი, რომელიც არ მიეკუთვნება საკანონმდებლო ან სასამართლო
ხელისუფლებას;
 ძირითადი უფლებებით ბოჭვას ექვემდებარება აღმასრულებელი
ხელისუფლების მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ განხორციელებული
ნებისმიერი საჯარო საქმიანობა;
 აღმასრულებელი ხელისუფლების კერძოსამართლებრივი საქმიანობა
ნაწილობრივ ექვემდებარება ძირითადი უფლებებით ბოჭვას;
 ძირითადი უფლებებით ბოჭვა ვრცელდება ე. წ. განსაკუთრებულ
სახელისუფლებო ურთიერთობებზეც;
 აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი უფლებებით ბოჭვა
უკავშირდება კანონის უპირატესობისა და კანონის დათქმის პრინციპებს.
სასამართლო ხელისუფლების ბოჭვა
ძირითადი უფლებებით
 სასამართლოს ბიპოლარული დამოკიდებულება ძირითადი
უფლებებისადმი;
 სასამართლოს ძირითადი უფლებებით ბოჭვის ორმაგი ხასიათი
(პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით);
 სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსობრივი ბოჭვა
ძირითადი უფლებებით კერძო და საჯარო სამართლის
სფეროებში;
 სასამართლოს მიერ სამართლის ძირითადი უფლებების
შესაბამისი განმარტება;
 ე.წ. სასამართლო დათქმების ორმაგი ფუნქცია.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი
სისხლის სამართლის სფეროში
 სასჯელის შესაბამისობა დანაშაულის სიმძიმესა და დამნაშავის
ბრალთან;
 Nulla poena sine culpa - არ არსებობს სასჯელი ბრალის გარეშე;
 უდანაშაულობის პრეზუმფცია;
 Ne bis in idem - არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს
მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის;
 Nulla poena sine lege, nullum crimen sine lege - არავინ არ აგებს
პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს
სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
ძირითად უფლებათა შეზღუდვის
საფუძვლები
 აბსოლუტურად უზრუნველყოფილი
უფლებები (შეზღუდვა დაუშვებელია);
 შეზღუდვა მხოლოდ კანონის საფუძველზე;
 შეზღუდვის აუცილებლობა დემოკრატიული
საზოგადოებისათვის;
 შეზღუდვის თანაზომიერება მიზანთან.
ძირითად უფლებათა შეზღუდვა/შეჩერება
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის
დროს

 უფლებამოსილი სუბიექტი - პრეზიდენტი


(პარლამენტის მიერ დამტკიცების პირობით);
 მოქმედება დროში - საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის მოქმედების ვადა;
 მოქმედება სივრცეში - ქვეყნის მთელი ტერიტორია ან
მისი ნაწილი;
 ფორმა - საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი.
შეზღუდვას დაქვემდებარებული
ძირითადი უფლებები
 ადამიანის თავისუფლება [მე-13 მუხლი];
 მიმოსვლის თავისუფლება [მე-14 მუხლი];
 პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და
კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები [მე-15 მუხლი];
 აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა
და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები [მე-17 მუხლი];
 სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო
ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები
[მე-18 მუხლი];
 საკუთრების უფლება [მე-19 მუხლი];
 შეკრების თავისუფლება [21-ე მუხლი];
 შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება,
გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება [26-ე მუხლი].
შეჩერებას დაქვემდებარებული
ძირითადი უფლებები
 ადამიანის თავისუფლება [მუხლი 13, პუნქტები 2-6];
 მიმოსვლის თავისუფლება [მუხლი 14, პუნქტი 2];
 პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და
კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები [მუხლი 15, პუნქტი 2];
 აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და
ინტერნეტის თავისუფლების უფლებები [მუხლი 17, პუნქტები 3, 5, 6];
 სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული
თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ
მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები [მუხლი 18, პუნქტი 2];
 საკუთრების უფლება [მუხლი 19, პუნქტი 3].
ლიტერატურა
 კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები,
2019, გვ. 13 – 23
 ირაკლი ბურდული, ევა გოცირიძე, თინათინ ერქვანია,
ბესარიონ ზოიძე და სხვები, საქართველოს
კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე -
საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი
უფლებანი და თავისუფლებანი, 2015, გვ. 7-30

You might also like