You are on page 1of 5

კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების არსი და მნიშვნელობა

კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების დატვირთვა არის თავისუფალი ადამიანის


უზრუნველყოფა. ასევე ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები წარმოადგენს ადამიანის
ღირსების დაცვის სამართლებრივ გარანტიას.

კონსტიტუციის პრინციპები: თანაზომიერების პრინციპი, კანონის ხარისხის ექსპერტიზის -


განჭვრეტადობის პრინციპი და სხვ. დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი
საფუძველშივე პირობადებულია ისეთი პრინციპების არსებობის აუცილებლობით,
როგორებიცაა: სახალხო სუვერენიტეტის, ხელისუფლების დანაწილების, კანონის წინაშე
თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპები და სხვ.

სახელმწიფო და სამართალი იმისთვის გვჭირდება, რომ გვქონდეს საკუთარი


უფლებებისა და თავისუფლების გარანტი.

რაში გვეხმარება კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები?


რომელ პრინციპებზეა საუბარი?

დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი

დემოკრატია არის ყველაზე კომფორტული ინსტრუმენტი ხალხის, თითოეული ადამიანის


ხელში საკუთარი თავისუფლების, ღირსების და ფუნდამენტური უფლებებით
სარგებლობის გზით თვითრეალიზაციის უზრუნველსაყოფად.

დემოკრატიის ხარისხზე პასუხისმგებელნი, პირველ რიგში, ჩვენ, ადამიანები ვართ,


ამიტომ მის (დემოკრატიის) შექმნაზე, შენარჩუნებასა და დაც- ვაზე პასუხისმგებელ
პირებს ნუ ვეძებთ სხვაგან და მისი (დემოკრატიის) არარსებობის ან ნაკლებობისას
პრეტენზია ნუ გვექნება მხოლოდ ხელისუფლების მიმართ.

დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებს, ღირებულებებს,


როგორებიცაა:

1)სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი- ხალხს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ხელისუფლებაზე,


ეს ხდება ორნაირად, პირდაპირ ხალხის ძალაუფლებით როგორიცაა პლებისციტი ან
რეფერენდუმი, წარმომადგენლობით როგორიცაა არჩევნებით არჩეული წარმომადგენელი

2)ხალხის ხელისუფლების გავრცელება (3 ფორმა აქვს);


ა)წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმით-ადამიანებმა უნდა აირჩიონ თავისი
წარმომადგენლები, რომლებსაც გადასცემენ საკუთარი ხელისუფლების მანდატს.
(არჩევნები)
ბ)უშუალო დემოკრატიის ფორმით-რეფერენდუმი, პლებისციტი.
ბ*რეფერენდუმი გულისხმობს უშუალოდ ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და
რეფერენდუმის შედეგი კონსტიტუციის შემდეგ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისაა.

ტერიტორიის მიხედვით განასხვავებენ:


*საერთოეროვნულ-მთელი ქვეყნის მასშტაბით
*ადგილობრივ-კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულებში.

რეფერენდუმებს გადასაწყვეტი საკითხის მიხედვით ყოფენ;


*კონსტიტუციურ-განსახილველი საკითხია კონსტიტუციური პროექტი ან ცვლილება
კონსტიტუციაში.
*საკანონმდებლო-კონკრეტული კანონის მიღების ან დამტკიცების საკითხი.

სამართლებრივი მნიშვნელობით განასხვავებენ:


*სავალდებულო-როდესაც კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ
რეფერენდუმითაა შესაძლებელი.
*ფაკულტატური-კონკრეტული საკითხის თაობაზე ხალხის აზრის გასაგებად ჩატარებული.

იურიდიული ძალის მიხედვით:


*იმპერატიული-საბოლოო და სავალდებულოდ შესასრულებელი.
*საკონსულტაციო-მხოლოდ ხალხის აზრის გასაგებად ტარდება.

ასევე არსებობს პეტიციური რეფერენდუმი(კანონი მიიღება მოქალაქეთა გარკვეული


რაოდენობის ხმების საფუძველზე). კანონის მიმღები და უარმყოფელი რეფერენდუმი,

*რეფერენდუმის დანიშვნა და ჩატარება: რეფერენდუმის დანიშვნაზე პასუხისმგებელია


რომელიმე ორგანო ან სახელმწიფო და იგი ეფუძვნება არჩევნების ფუნდამენტურ
პრინციპებს

პლებისციტი-რეფერენდუმი და პლებისციტი ერთია იდეითაც და სამართლებრივი არსითც,


თუმცა განსხვავდება გავრცელების არეალისა და იურიდიული ძალის მიხედვით.

გ)სახალხო საკანონმდებლო ინიციატივა-ამომრჩეველის გარკვეულ რაოდენობას შეუძლია


კანონპროექტის ინიცირება.

3)პოლიტიკური პლურალიზმი და ლიბერალიზმი-რომელთა უმთავრესი პრინციპია


ადამიანის შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს რამდენიმე რეალურ შესაძლებლობას
შორის და ჰქონდეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია
სათანადო განათლება და ინფორმირებულობა, რასაც დემოკრატია მოითხოვს.

4)პარტიული პლურალიზმი- როგორც უკვე დასახელებული პრინციპები, ისიც დემოკრატიის


ქმედითობის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა
არსებობდეს განსხვავებული პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც ადამიანისა და
საზოგადოების კონცეფციას ფორმა უნდა შესძინოს და იბრძოლოს იმისთვის, რომ
ამომრჩეველთა ინტერესების მოპყრობით მოიპოვოს ხელისუფლება.

5)გამოხატვის თავისუფლება- ის ქმნის საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების


გაზიარების პერსპექტივას. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და სწორედ ეს ქმნის
შანსს მრავალფეროვნებისა და, მაშასადამე, პროგრესისთვის.

6)ხელისუფლების დანაწილების პრინციპი-ხელისუფლება შებოჭილი უნდა იყოს ხალხის


ხელშივე არსებული კონტროლის ეფექტური მექანიზმებით, რომლის ნათელი მაგალითი
სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპია. პოლიბიოსის აზრით, ხელისუფლება
იმგვარად უნდა იყოს დაყოფილი, რომ მისმა შემადგენელმა არც ერთმა ნაწილმა არ
გადააჭარბოს სხვას. ამ პრინციპის კლასიკური თეორიის ფუძემდებლები არიან ლოკი და
მონტესკიე, რომლებიც ხელისუფლებას სამ ძირითად შტოდ ყოფენ: საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და სასამართლო. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ერთი მხრივ,
მოითხოვს ხელისუფლების შტოთა ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას, ხოლო, მეორე
მხრივ, მათ ურთიერთკონტროლსა და გაწონასწორებას.

7)კანონის წინაშე თანასწორობა, როგორც დემოკრატიის მიზეზი და მიზანი-კანონის


წინაშე თანასწორობა არის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ადამიანებმა დემოკრატია
გამოვიგონეთ და ჩვენივე ცხოვრების წესად ავირჩიეთ.უფლებები ერთნაირად არის
თითოეული ადამიანის კუთვნილება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი
ხელმისაწვდომობა

რა არის დემოკრატია?
ვინაა პასუხისმგებელი დემოკრატიულობაზე?
დემოკრატიის პრინციპები ახსნებით-სახალხო სუვერენიტეტის,ხალხის ხელისუფლების
გავრცელება, პოლ.პლურ და ლიბერალიზმი, პარტიული პლურალიზმი, გამოხატვის თავ,
ხელისუფლების დანაწილების, კანონის წინაშე თანასწორობის.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი

სამართლებრივი სახელმწიფო არის სამართლით შეზღუდული სახელმწიფო.


ხელისუფლების სამივე შტო უნდა მოქმედებდეს კონსტიტუციით და კანონებით მკაცრად
განსაზღვრულ ფარგლებში.

სამართალი სამართლიანია თუ:


ა)კანონმდებლობით აღიარებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
ბ)უფლებები აღიარებული და განხორციელებულია მათი ყველა საჭირო კომპონენტით.
გ)შესაძლებელია, როგორც უფლებათა დარღვევის პრევენცია, ისე დარღვეული უფლების
დაცვის ქმედითი ბერკეტები.

სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს:


ა)ხელისუფლების სამართლით შეზღუდვა
ბ)სამართლის ინსტიტუტების ჰუმანურ მიზნებზე ორიენტირებით განვითარება
გ)სამართლის დამოუკიდებლობა.

სამართლებრივი სახელმწიფო შეგვიძლია განვიხილოთ ორი გაგებით:


ა)ფორმალური- ხელისუფლების კანონით შებოჭვა და სამივე შტო მხოლოდ კონსტიტუციით
უნდა მოქმედებდეს.
ბ)სამართალი უნდა იყოს სამართლიანი

რას ეწოდება სამართლებრივი სახელმწიფო?

სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფოს კომპონენტები-

სამართლებრივი სასხელმწიფოს ორი გაგება

თანაზომიერების პრინციპი
დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა ემსახურება ადამიანის ინტერესების დაცვას,
თუმცა იმავე მიზეზის გამო იგი უშვებს ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვას,
რამდენადაც ეს აუცილებელია დემოკრატიულობისთვის

თანაზომიერების პრინციპი- ნებისმიერი აქტი უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს


და შეესაბამებოდეს იმ ინტერესებს, რომლის დაცვასაც ის ისახავს მიზნად. მისი მიზანია
ადამიანის უფლებების შეზღუდვისას ფარგლების განსაზღვრა.

შეფასების მთავარი საკითხი ისაა, რომ უფლებებში ჩარევის გზა იყოს შეძლებისდაგვარად
ნაკლებად მზღუდავი. თითოეული შემზღუდველი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს
თანაზომიერი.
თანაზომიერი პრინციპის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებია:
ა)დასაშვებობა -გულისხმობს იმას, რომ ლეგიტიმური მიზნების არსებობისა და მათი
დაცვის რეალური საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული უფლების შეზღუდვის
კონსტიტუციით გათვალისწინებული შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული, რა თქმა
უნდა, ისევ კონსტიტუციით დადგენილი წესითა და ფარგლებში.
ბ)აუცილებლობა -გულისხმობს, რომ კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია მიზნების
მიღწევის აუცილებელ საშუალებასაც უნდა წარმოადგენდეს. მიზნის მიღწევის
ალტერნატიული საშუალებების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის არჩეულ უნდა იქნას
ყველაზე ნაკლებად მზღუდავი.
გ)პროპორციულობას- რამდენად პროპორციულია უფლებაში ჩარევის კონკრეტული ფორმა
იმ ლეგიტიმური მიზნებისა, რომელთა მისაღწევადაც ის იქნა შერჩეული.
თანაზომიერების პრინციპი კრძალავს შეუსაბამო შეზღუდვას.
ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის
შეზღუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვის
გარდაუვალი

რას მოიცავს თანაზომიერების პრინციპი?


მთავარი კომპონენტები(3)-

კანონის განჭვრეტადობის პრინციპი

კანონის განუსაზღვრელობამ, ბუნდოვანებამ შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს


სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილენი და გაზარდოს ადამიანის უფლებების
დარღვევის რისკები,

სოციალური სახელმწიფოს პრინციპი

სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ასევე არის სახელმწიფოს მუდმივი მიზანი,


რომლის რეალიზაცია ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას
მოითხოვს, რადგან ამ პროცესში განსახორციელებელი ქმედებები თუ ღონისძიებები
დამოკიდებულია სახელმწიფოს ფინანსებსა და საბიუჯეტო სახსრებზე.

სოციალური სახელმწიფოს პრინციპი იმპერატიული ფორმით არ ავალდებულებს


კანონმდებელს, ამა თუ იმ სახით დაარეგულიროს განსაზღვრული სამართლებრივი
ურთიერთობები. ასევე, ის ადგენს სახელმწიფოსთვის სავალდებულო ამოცანას, თუმცა
არაფერს ამბობს, როგორ უნდა განხორციელდეს ეს ამოცანა.

სოციალური უფლებები- (ე.წ. „ძვირი უფლებები“) უმეტესწილად დამოკიდებულია


სახელმწიფოს ბიუჯეტზე. აქედან გამომდინარე, მეტად ფრთხილია სახელმწიფოს
მიდგომა სოციალური უფლებების აღიარებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო აქტები სახელმწიფოებს ავალდებულებენ სოციალური უფლებების


თანდათანობით სრულ განხორციელებას - ანუ ეს არის სრულად მისაღწევი მიზანი,
რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ სისტემატურად იზრუნოს შესაბამისი
სახსრების გამონახვაზე, გადადგას კონკრეტული და რეალური ნაბიჯები, რათა სოციალური
უფლებების დაცვის სფეროში არსებობდეს დინამიკა და ეს პროცესი იყოს შეუქცევადი.

სოციალური სახელმწიფო - ესაა სახელმწიფო, რომელიც აქტიურ სახელმწიფო პოლიტიკას


ახორციელებს მატერიალური დოვლათის გადასანაწილებლად მოსახლეობის ყველაზე
ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენების სასარგებლოდ. აქ მნიშვნელოვანია სოციალური
დახმარების როლი.

სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი გარემო, სადაც ადამიანი მოახდენს


თვითრელიზაციას. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები კი უნდა იყოს
ნამდვილად ქმედითი და არა მოჩვენებითი. თავის მხრივ, ადამიანმა, თავისი
შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა განახორციელოს ყველა ღონისძიება, გამოიყენოს
თავისი ქონება და შრომის უნარი, რათა შეიქმნას პირობები, რომელიც მისი ცხოვრების
სათანადო დონეს უზრუნველყოფს.

ამდენად, თუ სამართლებრივი სახელმწიფოს არსი და მიზანი არის კანონის წინაშე


თანასწორობისა და სახელმწიფოსგან თავისუფალი საზოგადოებრივი ურთიერთობების
უზრუნველყოფა, სოციალური სახელმწიფო, ამის საპირისპიროდ, ესწრაფვის სოციალურ
სამართლიანობასა და თანასწორობის რეალიზებას.

თანამედროვე სახელმწიფოს არსი,ძირითადი თეორიები

გამოიყოფა სახელმწიფოს ფორმირების რამდენიმე თეორია:


ა)თეოლოგიური(რელიგიური)- მოდის თომა აკვინელისგან 13სს და გავრცელებულია აზიურ
ქვეყნებში.
ბ)არითმეტიკული-ამის მიხედვით სახელმწიფოს ძირითადი ელემენტი
ერთობლიობაა:ტერიტორია, მოსახლეობა და ხალხი. ეს დღესაც აქტუალურია.
გ)ლიბელარული-ხელი შეუწყვეს ბუნებითი სამართლის წარმომადგენლებმა,რომლებიც
სახელმწიფოს საზოგადოებრივი შეთანხმების შედეგად მიღებულ ორგანიზაციად
განიხილავდნენ.
დ)იურიდიული-ამ თეორიის ფუძემდებლების აზრით სახელმწიფო არის იურიდიული პირი,
გარკვეული გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის ერთობლიობა.

თანამედროვე სახელმწიფო - საზოგადოების ორგანიზაციის განსაკუთ- რებული ფორმაა,


რომელსაც გააჩნია უნიკალური (საჯარო) ხელისუფლება და სახელმწიფოს ფუნქციების
განსახორციელებლად აუცილებელი აპარატი, მექანიზმი.

სახელმწიფოს ფუნქცია შეიძლება განიმარტოს როგორც მისი არსის გამომხატველი


საქმიანობის ძირითადი ფორმები. სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელება
სახელმწიფოს სამართალ- შემოქმედებითი, სამართალაღსრულებითი და
სამართალდაცვითი საქმიანობით არის უზრუნველყოფილი.

თანამედროვე სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებლები

გეორგ ელინეკიმ შექმნა ე.წ სამი ელემენტრის მოძღვრება, რაც გულისხმობს, რომ
სახელმწიფოობრიობა განპირობებულია სამი ელემენტით: სახელმწიფოს ტერიტორია,
მოსახლეობა და სუვერენული ხელისუფლება(მთავრობა), თუმცა მას ბევრი არ ეთანხმება
და ამ სამ ელემენტს ამატებენ ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა საერთაშორისო
აღიარება და სუვერენიტეტი.

თანამედროვე სახელმწიფოს ცნება შეგვიძლია ჩამოვაყაალიბოთ, როგორც საზოგადოების


პოლიტიკური ორგანიზაციის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც თავის ხელისუფლებას
ავრცელებს ქვეყნის მთელ ტერიტორიასა და მოსახლეობაზე.

You might also like