You are on page 1of 27

სამართლის სკოლა

კონსტიტუციური
სამართალი 1 - სახელმწიფო
მოწყობის სამართალი

მარი მარინაშვილი
კონსტიტუციური პრინციპები
სამართლებრივი სახელმწიფო
სოციალური სახელმწიფო
ეკონომიკური თავისუფლება
პრეამბულა
ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი
წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური
და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
სამართლებრივი სახელმწიფო
1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და
თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.
ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ
უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით .
კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და
თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად
გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
3. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე
დაყრდნობით.
4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ
ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და
მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.
5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ
აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას , თუ
იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას , აქვს
უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ .
სამართლებრივი სახელმწიფოს
ნიშნები
სამართლის უზენაესობა
ხელისუფლების დანაწილება
ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა
სამართლებრივი უსაფრთხოება
სასამართლო დაცვის გარანტია
საჯარო სამსახურის პოლიტიკური
ნეიტრალიტეტი
სამართლებრივი სახელმწიფოს
პრინციპი
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის
ფორმალური გაგება გულისხმობს კანონიერების
პრინციპის ქმედითობას - ხელისუფლების
კანონით ბოჭვას.
სამართლებრივი სახელმწიფოს მატერიალური
გაგება მოითხოვს, რომ კანონი იყოს
სამართლიანი.
სამართლებრივი სახელმწიფოს
არსებობა შესაძლებელია თუ:
ხელისუფლება მხოლოდ სამართლებრივი
გზებით ხორციელდება;
სამართალი ორიენტირებულია ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემაზე;
უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი და
მიუკერძოებელი მართლმსაჯულების
განხორციელება.
სახელმწიფო იცნობს და იცავს ადამიანის
საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და
თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს
ადამიანურ ღირებულებებს

 ბუნებითი უფლებებია
 წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებად
გამოცხადება კონსტიტუციის შესაბამის ნორმებს
მუდმივმოქმედი კონსტიტუციური დებულებების
ე.წ. დაცული ნორმების სტატუსს ანიჭებს.
ხელისუფლების განხორციელებისას
ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი
არიან ამ უფლებებითა და
თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ
მოქმედი სამართლით

იცავს ადამიანს საჯარო ხელისუფლებისგან.


ხალხი შეზღუდულია ადამიანის ძირითადი
უფლებებით ხელისუფლების განხორციელებისას,
როგორც ხელისუფლების წყარო და უშუალო
დემოკრატიის მფლობელი სუბიექტი.
დაიცვას თავი სასამართლო წესით.
კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის
საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და
თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის
მოხსენიებული მაგრამ თავისთავად
გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან

კონსტიტუციის მეორე თავი


საერთაშორისო აქტები
უფლების დაცვის მექანიზმები
თანაზომიერების პრინციპი
კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი

ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა


შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის
მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი
ემსახურება.
თანაზომიერების პრინციპი
ლეგიტიმური მიზნის დადგენა.
შესაფერისობის დადგენა
შერჩეული საშუალება არის შესაფერისი, როდესაც ის,
ზოგადად, მისაღწევ მიზანს ემსახურება ე.ი. როდესაც ის
შესაძლებელს ხდის მიზნის მიღწევას.
აუცილებლობის დადგენა
ღონისძიება არის აუცილებელი, როდესაც არ არის სხვა
საშუალება, რომელიც მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ
ზიანს მიაყენებდა.
პროპორციულობის დადგენა
როდესაც უფლების შეზღუდვა პროპორციულ
დამოკიდებულებაშია შეზღუდვის მიზანთან.
ხელისუფლების გამიჯვნის
კონცეფცია
ინსტიტუციური გამიჯვნა;
ფუნქციური გამიჯვნა;
შეკავება-გაწონასწორება.
ხელისუფლების დანაწილების
თეორია ჯ. ლოკის მიხედვით
ჯონ ლოკი (სამოქალაქო მთავრობის
ხელშეკრულება, 1690) ახდენს სამი
ხელისუფლების იდენტიფიცირებას:
საკანონმდებლო ხელისუფლება,
განხორციელებული პარლამენტის მიერ,
აღმასრულებელი და ფედერაციული
ხელისუფლებები (დიპლომატიური
ურთიერთობები), განხორციელებული მეფის
მიერ.
ხელისუფლების დანაწილება
მონტესკიეს მიხედვით
მონტესკიე (კანონთა გონი, 1748) განასხვავებს სამ ხელისუფლებას,
რომლებსაც ის მიანდობს სამ განსხვავებულ და დამოუკიდებელ
ორგანოს.
კანონის შემუშავება (საკანონმდებლო ხელისუფლება)
მიკუთვნებულია წარმომადგენლებისათვის, კანონის ზოგადი
განხორციელება (აღმასრულებელი ხელისუფლება)
მიკუთვნებულია მონარქისათვის, მაშინ როცა კანონის
განსაკუთრებული განხორციელება (სასამართლო ხელისუფლება )
მიკუთვნებულია მოსამართლისათვის.
ეს არის ხელისუფლებათა ბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს
ინდივიდუალური თვისუფლებებს. ის ეწინააღმდეგება
ხელისუფლებების შერევის რეჟიმს, სადაც სხვადასხვა ფუნქცია
განხორციელებულია ერთი და იგივე ორგანოს მიერ, რასაც
მივყავართ ტირანიამდე.
ხელისუფლების დანაწილება
საქართველოში
მონარქიულ საქართველოში;
1921 წლის კონსტიტუციის
მიხედვით;
გარდამავალი ეტაპის
საქართველოში (1990-1995);
1995 წლის 24 აგვისტოს
კონსტიტუცია
კანონის უზენაესობა
კანონის პრიმატის პრინციპის თანახმად , საქართველოს
საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული
ძალა საქართველოს კანონქვემდებარე აქტების
მიმართ;
კანონის დათქმის პრინციპის თანახმად ,
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება ან
გამოცემა შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის
შესასრულებლად და იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ
არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით .
კანონქვემდებარე აქტში მითითებული უნდა იყოს
რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და
რომლის შესასრულებლად იქნა იგი მიღებული.
სამართლის უზენაესობის პრინციპი
კონსტიტუცია და კანონი უნდა იყოს
სამართლიანი
არსებითობის პრინციპის თანახმად
სახელმწიფოსთვის არსებითი მნიშვნელობის
მქონე ყველა საჯარო გადაწყვეტილება კანონის
ფორმით უნდა იყოს მიღებული
საერთაშორისო სამართლის პრიმატი
იერარქიის არსებობა
სამართლებრივი უსაფრთხოების
პრინციპი
ხელისუფლების კანონის ფარგლებში მოქცევა და
ხელისუფლების თვითნებობისგან ინდივიდის დაცვა;
სამართლებრივმა წესრიგმა ნორმის ადრესატს თავისი
ქცევის განსაზღვრის მკაფიო, მყარი და საიმედო საფუძველი
უნდა შეუქმნას;
ინდივიდს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მკაფიოდ შეიცნოს
ქცევის წესი და ამის საფუძველზე განსაზღვროს თავისი
ქცევის შინაარსი;
ადამიანის ნდობა სამართლებრივი წესრიგის მიმართ ;
ნორმის სიცხადე;
ნორმის უკუძალა;
სამართლისა და კანონის ანალოგია.
სასამართლო დაცვის გარანტია
ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა
დასაცავად მიმართოს სასამართლოს;
საქმის სამართლიანი და დროული განხილვის
უფლება უზრუნველყოფილია.
საჯარო სამსახურის ნეიტრალიტეტი
მიუკერძოებელი, ანგარიშვალდებული და
სტაბილური საჯარო სამსახურის სისტემის
არსებობა;
პოლიტიკური ნეიტრალურობა;
აკრძალულია სამსახურის გამოყენება
პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
სოციალური სახელმწიფო
1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის , სოციალური
თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე .
3. სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ -ეკონომიკურ და
დემოგრაფიულ განვითარებაზე. მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის კანონი
ქმნის განსაკუთრებულ პირობებს.
4. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო
მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე , ოჯახის კეთილდღეობის
დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში . საარსებო მინიმუმის
უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით .
5. სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ
სარგებლობაზე.
6. სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული
მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე .
7. სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე ,
ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე .
8. სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის
შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
სოციალური სახელმწიფოს პრინციპი
სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
სოციალური სამართლიანობის მიღწევა;
ადამიანის ღირსეული არსებობის
უზრუნველყოფა;
ზოგადი კეთილდღეობის დამკვიდრება
საზოგადოებაში.
სოციალური სახელმწიფოს პრინციპის
განხორციელება
სოციალური სახელმწიფოს პრინციპის
განსახორციელებლად აუცილებელია შემდეგი
ღონისძიებების ჩატარება:
სოციალური უფლებების კანონმდებლობით
აღიარება;
ადამიანის უუნარობისა და სიღარიბის
შემთხვევაში მისი ელემენტარული საარსებო
საშუალებებით უზრუნველყოფა.
ეკონომიკური თავისუფლება
1. ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და
უზრუნველყოფილია.
2. სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია
ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და
კონკურენციის განვითარებაზე.
3. დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო
უფლების გაუქმება.
საშინაო დავალება
საქართველოს კონსტიტუცია მ. 4; მ. 5; მ. 6
ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, გვ. 45-
74
მადლობა ყურადღებისათვის

You might also like