You are on page 1of 3

ძირითადი ულებების კონსტიტუციურ-სამართლებრივი დოქტრინა

სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და


თავისუფლებებს,როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.ხელისუფლების
განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებით,როგორც
უშუალოდ მოქმედი სამართლით.ამავდროულად:

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა


უფლებები და თავისუფლებები.(44 მუხლის 2 -პუნქტი)

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი,თავისი ღირსებითა და


უფლებებით.საქართველოში ადამიანების უფლებების დაცვა ხოციელდება
კონსტიტუციით,ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით.ადამიანის
უფლებებს რთული,მრავალსაუკუნოვანი ისტორი აქვს,რომელიც კაცობრიობის
განვითარების სხვადასხვა ეტაპს მოიცავს.ადამიანის უფლებათა განმსაზღვრელ
თანამედროვე კონვენციებს წინ უძღოდა ისეთი ისტორიული დოკუმენტების მიღება
როგორიცაა:ინგლისის თავისუფლებათა დიდი ქარტია და უფლებათა ბილი.საფრანგეთის
ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია. ა.შ.შ კონსტიტუცია და უფლებათა ბილი.

საქართვველოს კონსტიტუციის მეორე თავი იცავს:ადამიანის


სიცოცხლეს,თვისუფლებას,პატივის და ღირსების
ხელშეუვალობას,სიტყვის ,აზრის,სინდისის, რწმენის,პირადი ცხოვრების,საკუთრების
უფლებას.....ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად
მიმართოს სასამართლოს.დაცვის უფლება გარანტირებულია.

ადამიანის ძირითადი უფლებებების ფუნქციები გამოხატავს ადამიანის სახელმწიფოსადმი


დამოკიდებულებას.განსაზღვრავს მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობების
სამართლებივ შედეგს.ძირითადი უფლებების სუბიექტური მნიშვნელობა იმაში
ვლინდება,რომ ის ინდივიდის უფლებებია და პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის
ურთიერთობას აწესრიგებს.ობიექტური მნიშვნელობა-ინდივიდისგან დამმოუკიდებლად
განსაზღვრავს მოქალაქეების მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების ძირითად
ქმედებებს.კლასიფიკაცია კი ასე ნაწილდება:თავდაცვითი,მფარველობითი,და
თანამონაწილეობითი.

თავდაცვვითი ფუნქცია სახელმწიფოს ავალდებულებს ინდივიდის კონსტიტუციურად


გარანტირებული თავისუფლების ხელშეუხებლობას,რომელიც საფუძველია ადამიანის
ძირითადი უფლებებისა და ამვდროულად ბოჭავს ხელისუფლებას.სახელმწიფო
ვალდებულია არ შელახოს ადამიანის უფლებები,ხოლო ჩარევის შემთხვევაში პიროვნება
უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლებრივი თავდაცვის შესაძლებლობით.ინდივიდი
სახელმწიფოს მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულეაში იმყოფება,მფარველობითი
ფუნქცია,ხელშეუვალობის ნაცვლად,პირიქით,ზოგიერთი ძირითადი უფლების
უზრუნველსაყოფად სახელმწიფოსგან აქტიურ მოქმედებას და მის მიერ ინდივიდის
მფარველობას ითხოვს.ეს უფლებები პოზიტიურ დამოკიდებულებაში არიან
სახელმწიფოსთან და მისგან გარკვეული ვალდებულებების შესრულებას
ითხოვს.თანამონაწილეობითი ფუნცია ახასიათებს იმ უფლებებს,რომელიც
სახელმწიფოებრივი ნების ჩამოყალიბების პროცესში მოქალაქეს თანამონაწილეობის
შესაძლებლობას ანიჭებს.
ძირითადი ულებების კონსტიტუციურ-სამართლებრივი დოქტრინა
ძირითადი უფლებების სამართალსუბიეტურობა ნიშნავს ფიზიკური ან იურიდიული პირის
სამართლებრივ შესაძლებლობას, იყოს ძირითადი უფლებების სუბიექტი.ძირითადი
უფლებების სუბიექტი არის ინდივიდი,ფიზიკური პირი,თუმცა ყველა ფიზიკური პირი ვერ
იქნება ყველა უფლების სუბიექტი.კონსტიტუციის მიხედვით არსებობს
უფლებები,რომლებიც შეიძლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდესდ და
უფლებები,რომლებიც ყველა ადამიანს ეკუთვნოდეს.

ადამიანის ძირითადი უფლებები ასევე ვრცელდება იურიდიულ პირებზე და გულისხმობს


კერძოსამართლებრივად ორგანიზებულ იურიდიულ პირებს.საჯაროსამართლერივად
ორგანიზებული იურიდდიული პირი არ არის ძირითადი უფლებების სუბიექტი,რადგან იგი
ახორციელებს სახელმწიფო,საჯაროსამართლებრივ ულებამოსილებას.სახლმწიფო
ძირითადი უფლებების სუბიექტი როდია,არამედ ის ამ უფლებებით იბოჭება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მეორე წინადადება განსაზღვავს ,რომ


ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო და ხალხი შეზღუდული არიან ძირითადი
უფლებებით.ძირითადი უფლებები ბოჭავს ხელისუფფლებიის სამივე შტოს.ძირითადი
უფლებებით სახელმწიფოს შეზღუდვა ნიშნავს,საკანონმდებლო ხელისუფლებამ
ნორმატიული აქტები გამოსცეს მხოლოდ კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი
უფლებების შესაბამისად.

ძირითადი უფლებების დოგმატიკის სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს კონსტიტუციის


მე-7 მუხლის მეორე წინადადება და შესაძლებელია იმის შემოწმება ჰქონდა თუარა
ძირითადი უფლების დარღვევას ,როგორც სამართლის დარღვევას ადგილი.ამისთვის სამ
ძირითად საფეხურს გამოყოფენ:1 )ძირითდი უფლების დაცვის სფერო.2)ძირითად ულებაში
ჩარევა.3)გამართლდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარევა..თანასწორობის
უფლებებთან დაკავშირებით ეს სტრუქტურა ორ საფეხურს მცავს:1)უთანასწორო მოყრობის
დადგენა 2)უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლლებრივი გამართლება.

ძირითადი უფლების დაცვის სფეროში სახელმწიფოს ჩარევის ფაქტს ინდივიდთნ


მიმართებაში ,მოიცავს სახელმწიფოს ყველა ქმედებას,მათ შორის უბრალო
ქმედებასაც,რომელიც სამართლებრივ შედეგზე არარის
ორიენტირებული(მაგ:ვიდეოკონტროლი) ხოლო,ჩარევის ფართო გაგება მოიცავს ისეთაქტს
როგორიცაა მაგალითად ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა.

საქართველოს კონსტიტუცია ძირითადი უფლებების დაცვის სფეროში ჩარევის სამ


ფორმლურ საფუძველს ცნობს:კანონის კონკრეტული დათქმა,უშუალო კონსტიტუციური
დათქმა,შიდაკონსტიტუციური შეზღუდვის საფუძვლები.სამივე ფორმალური
საფუძველი ,საბოლოო ჯამში კანონმდებელს ანიჭებს ძირითადი უფლებებს შეღუდვის
შესაძლებლობას..

ჩარევის ზღვარს უშუალოდ კონსტიტუცია ადგენს და ზღვარს უწესებს კანონის


შესაბამისად.ყველა ნორმატიული აქტის კონსტიტუცურობა ჩარევის ზღვრის დაცვით უნდა
შემოწმდეს.ჩარევის ზღვარი-კონსტიტუციური ზღვარია.მაგ:უშულო კონსტიტუციური
ზღვარია :სიკვდილით დასჯის აკრძალვა სიცოცხლის ძირითადი
უფლებისთვის,საკუთრების უფლების არსის გარანტია,ცენზურის აკრძალვა.ჩარევის ზღვარი
გამოიხატება კონკრეტულ პრინციპებში,რომლებსაც ნორმატიული ძალა აქვთ.
ძირითადი ულებების კონსტიტუციურ-სამართლებრივი დოქტრინა
ეს პრინციპებია:თანაზომიერება და განსაზღვრულობა. თანაზომიერების პრინციპის
შინაარსი სამართლის ნომრისგან განსხვავებით მოკლებულია კონკრეტულ ფაქტობრივ
შემადგენლობას.არსებობს ოთხი სტრუქტურული ელემენტი:ლეგიტიმური მიზანი,
გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა. სახელმწიფოს მიერ ძირითადი
უფლებების დაცვის ვალდებულების სამართლებრვი კონტროლის თვალსაზრისით ორი
საკითხი იკვეთება:პირველი-აქვს თუ არა ინდივიდს სახელმწიფოს მიერ უფლების დაცვის
ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გასაჩივრების შესაძლებლობა? და მეორე-რა
ფორმით უნდა დაიცვას სახელწიფომ ადამიანის უფლებები? ძირითადი უფლებების დაცვის
კონკრეტული ვალდებულების განსაზღვრა კანონმდებლის პასუხისმგებლობაა.ამ
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში,პირს უნდა ჰქონდეს მისი გასაჩივრების
შესაძლებლობა.

თეონა გოგინაშვილი.

You might also like