You are on page 1of 31

მ.

12 - პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება

შინაარსი
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების
თავისუფალი განვითარების უფლება“, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული
თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის
არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე.
მიუხედავად ასეთი ლაკონურობისა შინაარსობრივად ეს ნორმა კონსტიტუციის ყველა სხვა ნორმაზე
დიდი მოცულობის მქონეა და თავის არსში მოიცავს სხვა ძირითად უფლებებსაც. კონსტიტუციის მე-12
მუხლი მჭიდრო კავშირშია მე-9 მუხლთან, მათგან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულია შექმნას
ყველა პირობა იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი უნარებისა და ნიჭის საფუძველზე,
საკუთარი პასუხისმგებლობითა და რისკით განავითაროს თავისი პიროვნება ცხოვრების ყველა
სფეროში. საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება მოიცავს პირის
თავისუფლებას, საკუთარი შეხედულებით განკარგოს თავისი ფიზიკური თუ გონებრივი სფერო,
იმისგან დამოუკიდებლად, მისი ასეთი გადაწყვეტილება იქნება დადებითი თუ უარყოფითი შედეგის
მომტანი მისთვის. აღნიშნული უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, დაექვემდებაროს ამა თუ იმ
მკურნალობის ღონისძიებას, მათ შორის, მიიღოს სამკურნალო საშუალებები, შეარჩიოს მკურნალი
ექიმი და სამკურნალო დაწესებულება.
მე-12 მუხლი ზოგადი ნორმაა ამიტომ სპეციალურ ნორმასთან კონკურენციის დროს ის უკან იხევს.
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების მოქმედება ვრცელდება ადამიანის საქმიანობის
ყველა სახესა და ცხოვრების ყველა სფეროზე, რომელიც არ ხვდება რომელიმე სპეციალური
ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში და ამით მოიცავს ადამიანის ყოველგვარ ცხოვრებისეულ
ურთიერთობებს.

უფლებით დაცული სფერო


მე-12 მუხლით დაცული სფეროს განსაზღვრა რთულია, იმიტომ რომ უფლების შინააარსია საკმაოდ
ფართო და ის მოიცავს ადამიანის, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი პიროვნების
განვითარებასთან დაკავშირებულ მრავალ კონკრეტულ უფლებას. „პიროვნების თავისუფალი
განვითარება“ პირველ რიგში მოიცავს პირად ცხოვრებას, რომლის ძირითადი სფერო – ადამიანის
ინტიმური, სექსუალური ურთიერთობები, ოჯახური ცხოვრება, მისი ჩვევები, მოძღვრისთვის
აღსარებისას მინდობილი ინფორმაცია, სამედიცინო გამოკვლევების შედეგები, ადამიანის ემოციები
და გრძნობები, მათი პრივატულ სფეროში გამოხატვის ფორმები უნდა იყოს განსაკუთრებულად
დაცული სახელმწიფოსა და ნებისმიერი მესამე პირის ზედამხედველობისაგან. მეორე მხრივ კი ის
ავლენს ზოგად ხასიათს. ამ სფეროს ამომწურავი განმარტება შეუძლებელია. ის მოიცავს ადამიანის
თავისუფლებას სხვადასხვა სფეროში: პერსონალურ თვითგამორკვევას, ინტიმური, საოჯახო
ურთიერთობების საკუთარი გადაწყვეტილებების და არჩევანის შესაბამისად წარმართვას, პირადი
სოციუმის, გარემოცვის საკუთარი ნებით შერჩევას, სარწმუნოების თავისუფლად არჩევას და მის
შესაბამისად ცხოვრებას, პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ურთიერთობებში
აქტივობას, სასურველი განათლების მიღებას, პროფესიისა თუ საქმიანობის არჩევას და ა.შ. შედეგად,
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს უფლებრივი
კომპონენტებისა: პიროვნების თვითგამორკვევის უფლებას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს
საკუთარი წარმოშობის გარკვევის უფლებას, პიროვნული თვითიდენტიფიკაციის უფლებას – როგორც
ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად საკუთარი თავის შეგრძნების, გააზრების უფლებას; საკუთარი
სქესისა და სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრას, სქესის შეცვლის უფლების ჩათვლით, და სხვა;
ასევე ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლებას, თვითგამოხატვის უფლებას და ა.შ. ეს მუხლი
ასევე ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება
კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ
კომპონენტს.
პოზიტიური თვალსაზრისით, იგულისხმება ადამიანის უფლება განახორციელოს რაიმე საქმიანობა,
ნეგატიურით კი ადამიანის უფლება უარი თქვას ნებისმიერი სახის აქტიურობაზე. ეს მუხლი მოიცავს
ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს და ამით უზრუნველყოფს ადამიანის დაცვას. პიროვნების
თავისუფალი განვითარების უფლება გულისხმობს პირის უფლებას, დამოუკიდებლად, მესამე პირის
(სახელმწიფოს ჩათვლით) ჩარევისა და მისგან კონტროლის გარეშე, განსაზღვროს საკუთარი მე,
ვინაობა, ცხოვრების წესი, აირჩიოს გარესამყაროსთან, კონკრეტულ ადამიანებთან თუ
საზოგადოებასთან ურთიერთობის შინაარსი, ფორმები, ინტენსივობა, დამოუკიდებლად
განსაზღვროს საკუთარი ინტელექტუალური, კულტურული, სოციალური, სულიერი თუ სხვა
ინტერესებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზები, საშუალებები.
მე-12 მუხლით, ერთი მხრივ დაცულია ადამიანის პიროვნებასთან დაკავშირებული უფლებები,
რომლებსაც მოიცავს ე.წ. ზოგადი პიროვნული უფლება, მეორე მხრივ კი ადამიანის საწმიანობის
ნებისმიერი გამოვლინება, რასაც შეიძლება საქმიანობის საყოველთაო უფლება ვუწოდოთ, ხოლო ამ
ორი სფეროს დაცვით უზრუვნველყოფს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის სრულ დაცვას.
ის იცავს ადამიანის გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის
თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას, ინტიმური ცხოვრების
შეუვალობას, თვითგამორკვევის უფლებას, საკუთარი სქესისა და ორიენტაციის განსაზღვრის
უფლებას, სარწმუნოების თავისუფლად არჩევასა და მის შესაბამისად ცხოვრებას.
ამ უფლების სუბიექტია ყველა ფიზიკური პირი. აღნიშნული ძირითადი უფლება შეიძლება გამოიყენონ
აგრეთვე იურიდიულმა პირებმაც (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა.). გარდაცვლილ
ადამიანზე ეს უფლება ვრცელდება ისევე როგორც ღირსების უფლებით დაცვისას.

საქმიანობის საყოველთაო თავისუფლება


ა) დაცული სფერო
ადამიანის ნებისმიერი მოქმედება და საქმიანობა, რომელიც არ მიეკუთვნება მისი პირადი ცხოვრების
სფეროს და ხვდება ზოგადი პიროვნული უფლებით დაცულ სფეროში, დაცულია საყოველთაო
თავისუფლებით. საქმიანობის საყოველთაო თავისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ
დაცვას. ყველას შეუძლია გააკეთოს (ან არ გააკეთოს) ის, რაც მას სურს. იგი იცავს ყველა იმ ფორმას,
რაშიც შეიძლება გამოიხატებოდეს ადამიანის მოქმედება და საქმიანობა.საქმიანობის საყოველთაო
თავისუფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ სფეროში (ქუჩაში მტრედების
გამოკვებაც კი, დაცულია საქმიანობის საყოველთაო უფლებით). იძულებითი წევრობა რომელიმე
გაერთიანებასა და ორგანიზაციაში, გულისხმობს ჩარევას საქმიანობის საყოველთაო
თავისუფლებაში.
ბ)დაცულ სფეროში ჩარევა
დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს საჯარო ხელისფულების ნებისმიერი ზემოქმედება და ისეთი
ნორმების დადგენა, რომლებითაც წესრიგდება საქმიანობის სხვადასხვა სახეები. ყურადსაღებია ის
გარემოება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება აერთიანებს მრავალმხრივ,
ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავებულ უფლებრივ კომპონენტებს, რაც განაპირობებს
ინდივიდუალური მიდგომების აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული თავისუფლების
შეზღუდვა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. პირებს ეკისრებათ
თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის თმენის ვალდებულება იმ შემთხვევაში, როდესაც
შეზღუდვა ხდება უპირატესად დაცული, საყოველთაო ინტერესებიდან ან მესამე პირების
კონსტიტუციურად დაცული ინტერესებიდან და უფლებებიდან გამომდინარე – თანაზომიერების
პრინციპის მკაცრი გამოყენების საფუძველზე.

გ) ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი


მუხლი თავისმხრივ არ შეიცავ დებულებას უფლების შეზღუდვის საფუძლის შესახებ. ერთი შეხედვით,
საქმიანობის საყოველთაო უფლება აბსოლუტურად უზრუნველყოფილია, თუმცა შეიძლება ითქვას,
რომ ეს აბსოლუტურობა პირობითია. კონსტიტუციით შექმნილია ე.წ. „კონსტიტუციური წესრიგი“,
რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მთელ სამართლებრივ სისტემას, ანუ ყველა ნორმას, რომელიც
ფორმალურად და მატერიალურად შეესაბამება კონსტიტუციას. სხვათა უფლებები და
კონსტიტუციური წესრიგი ერთად ქმნიან პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ე.წ.
შიდაკონსტიტუციურ ზღვარს. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, იმის მიუხედავად, რომ
საქართველოს კონსტიტუციის მე–12 მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს პიროვნული განვითარების
თავისუფლების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, ის არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა
ჯგუფს. ინდივიდის მიერ კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული უფლების რეალიზაცია არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს სხვათა უფლებებს, კონსტიტუციურ წესრიგსა და ლეგიტიმურ საზოგადოებრივ
ინტერესებს. აღნიშნული ღირებულებების დაცვის ინტერესი განაპირობებს ადამიანის კონკრეტული
ქმედებების/უფლებების შეზღუდვის საჭიროებას.
ამდენად, არ შეიძლება ერთი სამართლებრივი სიკეთის დაცვით დაირღვეს სხვა სამართლებრივი
სიკეთე, ანუ სხვა ადამიანის ძირითადი უფლება ან ზოგადად კონსტიტუციური წესრიგი. აქედან
გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ თანაზომიერების პრინციპი, რათა
მოხდეს ინტერესთა ჰარმონიზაცია, ბალანსი. რამდენადაც მძიმეა ამ სფეროში ჩარევა, იმდენად
დაწვრილებით უნდა იყოს ნორმის კონსტ-სამართლებრივი საფუძველი.

ზოგადი პიროვნული უფლება


პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ადამიანის პიროვნულობასთან დაკავშირებულ
უფლებებს მოიცავს, რომლებიც ზოგადი პიროვნული უფლებით შეიძლება მოვიცვათ (იდენტობის
განსაზღვრა, ცხოვრების წესი, სტილი, მორალური, სოციალური, იტელექტუალური
მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილება და სხვა). ინდივიდს იცავს იმ ჩარევებისგან,
რომლებსაც შეუძლიათ მისი პიროვნულობის შელახვა.
ადამიანის ზოგადი პიროვნული უფლება მოიცავს სამ მნიშვნელოვან უფლებას: თვითგამორკვევის,
პირადი ცხოვრებისა და თვითგამოსახვის უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ „უფლებრივ
კომპონენტებს“.
1.თვითგამორკვევის უფლება - მოიცავს ყოველი ინდივიდის უფლებას საკუთარი წარმოშობის
გარკვევაზე, საკუთარი პიროვნების შეგრძნებაზე და ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლებას.
ა)საკუთარი წარმოშობის (წარმომავლობის) გარკვევის უფლება ნიშნავს, რომ ყველას აქვს უფლება
მოიძიოს მონაცემები საკუთარი მშობლების, პაპების, ბებიებისს, და საერთოდ, წინაპრების შესახებ. ეს
უფლება ავალდებულებს სახელმშიფოს, რომ გასცეს ინფორმაცია მის ხელთ არსებული
ხელმისაწვდომი წყაროებიდან ( მაგ: საარქივო მასალა).
ბ)საკუთარი პიროვნების შეგრძნების უფლება - ნიშნავს თითოეული ინდივიდის თავისუფლებას,
თავად, ყოველგვარი გარეგანი ჩარევებისაგან დამოუკიდებლად შეიგრძნოს და განსაზღვროს
საკუთარი პიროვნება ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად(იმისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს
დადებითი თუ უარყოფითი შედეგის მომტანი მისთვის), აგრეთვე განსაზღვროს საკუთარი სახელი,
სქესი, შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო. ადამიანს აქვს უფლება თვითონ განკარგოს
საკუთარი თავი და თვითონ, საკუთარი პასუხიმგებლობით, წარმართოს თავისი ცხოვრება.
გ) ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება და კონსტიტუციის მე-18 მუხლი - გულისხმობს
ინდივიდის არჩევანს, თავად გადაწყვიტოს, რომელ ინფორმაციას და რა ფარგლებში გახდის პირი
საჯაროს საკუთარ თავთან მიმართებაში. ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება არ არის
აბსოლუტურად გარანტირებული, მაგრამ მისი შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ
კანონის საფუძველზე, ამასთან კანონი უნდა იყოს კონსტიტუციური და შეესაბამებოდეს
თანაზომიერების პრინციპს. ამ უფლების უმნიშვნელოვანესი მოთხოვნებია აგრეთვე ამოღებული
მონაცემების შეძლებისდაგვარად სწრაფი ანონიმიზირება და მათი საიდუმლოდ შენახვა. ის დაცულია
არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან არამედ სხვა პირთაგანაც (ჟურნალისტები). ამ საერთო წესიდან
შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი მხოლოდ საჯარო პირების მიმართ, რომელთა პერსონალური
მონაცემები შეიძლება გავრცელდეს მათი ნებართვის გარეშე მედიის მიერ.
2. პირადი ცხოვრების უფლება ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავად განსაზღვროს
პირადი ცხოვრების გარესამყაროსთან ურთიერთობის ფარგლები, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს
ადამიანის უფლებას მოწყდეს საზოგადოებას და დარჩეს საკუთარ თავთან მარტო, ასევე პირიქით.
პირადი ცხოვრების უფლება სახელმწიფო ჩარევებისაგან მისი დაცულობის ხარისხის თვალსაზრისით
შეიძლება რამდენიმე ნაწილად დავყოთ: ინტიმური სფერო, კერძო სფერო და სოციალური და საჯარო
სფეროები.
ა)ინტიმური სფერო - არის ადამიანის პიროვნულობის არსებითი და ცენტრალური ნაწილი, იგი
ხელშეუვალია და აბსოლუტურად დაცულია ჩარევებისაგან. ინტიმური სფერო წარმოადგენს
ადამიანის პირადი ცხოვრების არსს. მისი განკარგვა შეუძლია მხოლოდ ინდივიდს და არავის სხვას.
ინტიმური სფერო სრულიად არის დაცული სახელმწიფოს, სხვა პირთა და მედიის ჩარევისაგან.
გამონაკლისია ინტიმური სფეროდან გარკვეული ინფორმაციის გაცემაზე თავად ინდივიდის თანხმობა
და საჯარო პირებთან დაკავშირებული შემთხვევები, როცა ფაქტები რომელიმე პოლიტიკოსის
ინტიმური სფეროდან გარკვეულ სოციალურ ად პოლიტიკურ გამოძახილს ჰპოვებენ.
ბ)კერძო სფერო - მოიცავს ინტიმური სფეროს ფარგლებს გარეთ ადამიანის პირად ცხოვრებას,
განსაკუთრებით შიდა ოჯახურ ცხოვრებას. კერძო სფერო არ არის აბსოლუტურად დაცული, თუმცა
მასში ჩარევა დასაშვებია მკაცრი წინაპირობების დაცვითა და თანაზომიერების პრინციპის
გათვალისწინებით. გამონაკლისია გარკვეული ინფორმაციის გაცემაზე თავად ინდივიდის თანხმობა
და საჯარო პირებთან დაკავშირებული შემთხვევები.
გ) სოციალური და საჯარო სფეროები - არის ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის ისეთი სფეროები,
რომლებშიც მოქმედება მიმდინარეობს ინტიმურ და კერძო სფეროთა ფარგლებს გარეთ, ნაწილობრივ
შეზღუდული ან შეუზღუდავი საჯაროობის პირობებში. ამ უფლებით დაცულ სფეროში ადამიანები არ
არიან აბსოლუტურად დაუცველნი, მაგრამ საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს გაცილებით დიდი
მნიშვნელობა და უპირატესობა აქვს ადამიანის ზოგადი პიროვნული უფლების მიმართ.
3.თვითგამოსახვის უფლების მიხედვით, ყოველი ადამიანი უფლებამოსილია თავად აირჩიოს და
გადაწყვიტოს, თუ რა ვითარებაში და რა ფარგლებში სურს მას საკუთარი სახის, საკუთარი პიროვნებისა
და ხასიათის გახსნა საზოგადოებისათვის. ადამიანს შეუძლია წინ აღუდგეს მისი პიროვნების
დამამცირებელ, ყალბ და არასასურველ საჯარო გამოსახვას. მან თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ
წარსდგეს სხვა პირის ან საზოგადოების წინაშე ან გახდეს თუ არა მისი პიროვნება საჯარო განხილვის
საგანი. „აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში“. შეიძლება გამოიყოს
სამი კომპონენტი : უფლება საკუთარ სიტყვაზე, საკუთარ სურათსა და პიროვნების წარმოსახვაზე.
აგრეთვე ადამიანის უფლება საწინააღმდეგო შინაარსის ინფორმაციის გავრცელებაზე.
ა) უფლება საკუთარ სიტყვაზე - ამ უფლების მიხედვით დაუშვებელია პირის ნებართვის გარეშე ან მისი
სურვილის საწინაააღმდეგოდ მის მიერ არასაჯაროდ წარმოთქმული სიტყვის ფირზე ჩაწერა. ყოველმა
ინდივიდმა თავად უნდა გადაწყვიტოს ვინ ჩაიწეროს და გაავრცელოს მის მიერ არასაჯაროდ
წარმოთქმული სიტყვა. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება დაშვებულ იქნეს საიდუმლო ჩაწერა,
მაგრამ არ უნდა ეხებოდეს ადამიანის ინტიმურ სფეროს, ეს შემთხვევა კანონით უნდა იყოს
განსაზღვრული, უნდა ხდებოდეს მოსამართლის თანხმობით და მიზანი უნდა იყო
საზოგადოებისთვის მნიშვნელობანი სამართლებრივი სიკეთის დაცვა. ეს უფლება ასევე იცავს
ადამიანს იმ სიტყვების ან აზრის მიკუთვნებისგან, რომელიც მას არ გამოუთქვამს.
ბ) უფლება საკუთარ სურათზე - რომლის მიხედვითაც ყოველი ინდივიდი უფლებამოსილია თვითონ
განსაზღვროს რამდენად მისაწვდომი შეიძლება იტოს ფოტოსურათები ან ვიდეოჩანაწერები მისი
გამოსახულებით სხვებისთვის ან საზოგადოებისათვის. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს
სრული უფლება აქვთ გამოაქვეყნონ საჯარო პირეთა ფოტოსურათები ან ვიდეომასალა.
გ)უფლება საკუთარი პიროვნების წარმოსახვაზე - ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი უფლებამოსილია
თავად განსაზღვროს, როგორ წარსდგეს სხვა პირთა წინაშე, ანუ როგორ წარმოაჩინოს საკუთარი
პორტრეტი საზოგადოებისათვის. როცა საქმე ეხება აქტუალურ ინფორმაციას დანაშაულთა შესახებ,
საზოგადოების საინფორმაციო ინტერესი ყოველთვის მაღლა დგას პიროვნულ უფლებასთან
შედარებით, მაგრამ დაუშვებელია აქტუალური ინფორმაციის ფარგლებს გადაჭარბებით დამნაშავის
პიროვნების დახასიათება.
დ) უფლება საჭინააღმდეგო შინაარსის ინფორმაციის გავრცელებაზე - ყოველი ინდივიდი
უფლებამოსილია მოითხოვოს მისი ღირსებისა და ზოგადი პიროვნული უფლების შემლახველი
ინფორმაციის უარმყოფელი და საპასუხო ცნობების გავრცელება მედიის იმავე საშუალებით,
რომლითაც გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია.
მ. 10- სიცოცხლის უფლება
სიცოცხლის ძირითადი უფლება იცავს ადამიანის არსებობის იმ ბიოლოგიურ და ბუნებრივ
საფუძველს, რომელიც აუცილებელია ძირითადი უფლებების კატალოგში ჩამოთვლილი ადამიანის
სულიერი, იდეური, კულტურული და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობათა
რეალიზაციისთვის.
უფლებით დაცული სფერო
დაცული სფერო ეს არის ცხოვრების ის სფერო ან ასპექტი , რომელიც დაცულია ამა თუ იმ ძირითადი
უფლებით. კაზუსის შემთხვევაში , დაცული სფერო გახსნილად უნდა მივიჩნიოთ , თუ კი გამოძიებისა
და სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება რომელიმე ძირითადი უფლების დაცვის საგანს და
შესაბამისი უფლებით დაცულ პირს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის დაცვის საგანს განეკუთვნება სიცოცხლისა და ფიზიკურ
ხელშეუხებლობა . სიცოცხლის უფლება დამცავი უფლებაა და იგი იცავს ადამიანის სიცოცხლეს, ხოლო
სახელმწიფოს უკრძალავს ამ სიცოცხლის მოსპობას, თუნდაც ისეთი მოქმედებების განხორციელებას,
რაც აშკარად ქმნის ადამიანის სიკვდილის რისკს. დაცული სიკეთეა, ანუ, ადამიანის სიცოცხლე.
სიცოცხლე ადამიანის უზენაესი ღირებულებაა . სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება,
რომ დაიცვას ადამიანის სიცოცხლე , რაც რეალურად გამომდინარეობს კონსტიტუციის მე-10 მუხლის
პირველი ნაწილიდან - ,, ადამიანის სიცოცხლე დაცულია „. სახელმწიფოს არანაირი უფლება არ აქვს
დროებით გადაუხვიოს ამ დადგენილებას და ვთქვათ საგანგებო ან ომის მდგომარეობისას შელახოს
ადამიანის ეს უფლება. თუმცა, სიცოცხლე არაა აბსოლუტური უფლება. სამართალი ცნობს
საგამონაკლისო შემთხვევებს , როდესაც ადამიანის სიკვდილი მართლზომიერია თუკი ამით
სერიოზული საფრთხე იქნება აცილებული ან სხვა ადამიანთა სიცოცხლე იქნება დაცული, რადგან ამ
დაცვის მოვალეობა სახელმწიფოს აკისრია ყველა ადამიანის მიმართ. მართლზომიერების ეს
კატეგორია მეტად მკაცრი კრიტერიუმებით ფასდება და ხშირად სადავო საკითხია.
ამ უფლების სუბიექტია ყველა ფიზიკური პირი, მისი სუბიექტი ვერ იქნება იურ. პირი. სუბიექტია, ასევე,
ქალის ორგანიზმში სპერმატოზოიდით კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად წარმოქმნილი
ემბრიონი, სწორად ამ დროიდან იწყება სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას მისი სიცოცხლე.
ჩარევა დაცულ სფეროში და მისი კონსტიტუციურ- სამართლებრივი საფუძველი
ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს საჯარო ხელისუფლების მიერ
განხორციელებული ნებისმიერი აქტი , რომელიც ძირითადი უფლებით არის დაცული . თუ თავად ამ
უფლების შინაარს გავითვალისწინებთ, არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს აქვს უფლება და
მეტიც, ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა აშუალება ადამიანის სიცოცხლის
გადასარჩენად, თუნდაც ამისთვის საჭირო იყოს მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც
სახელმწიფოს მხრიდან დაცულ სფეროში გამართლებულ ჩარევას წარმოადგენს. ასეთ ზომებს
მიმართავს სახელმწიფო, როდესაც ეს არის ერთადერთი საშუალება მსხვერპლის სიცოცხლის
გადასარჩენად.
პროპორციულობის პრინციპი თავისთავად გულისხმობს, რომ არ უნდა იქნეს გამოყენებული, ჭარბი,
ექსცესიური, გადამეტებული ძალა. იმისათვის, რათა ადამიანის მოკვდინება გამართლებულად
ჩაითვალოს, საკმარისი არ არის საკუთრივ ძალის გამოყენების გარკვეული საფუძვლის არსებობა
(თუნდაც მისი აუცილებლობა). აღსანიშნავია ისიც , რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული
აჯანყების ან ამბოხების სერიოზულობა, მოვლენების განვითრების მოსალოდნელობა, სავარაუდო
შედეგები, საერთო ვითარება და, რაც მთავარია, ის, თუ უშუალოდ რა საფრთხე წარმოდგებოდა იმ
პიროვნებისაგან, ვის წინააღმდეგაც მომაკვდინებელი ძალა იქნა გამოყენებული და გაატარა თუ არა
სახელმწიფომ შესატყვისი ღონისძიებები უდანაშაულო ადამიანთა შემთხვევითი მსხვერპლის
თავიდან ასაცილებლად. მოცემული მიზნების არსებობა მხოლოდ ძალის გამოყენების
მართლზომიერების პირობაა და არა განზრახ მკვლელობის გამამართლებელი საფუძველი 1.
,,სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის
მიღწევის აუცილებელ და პირის უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას ‘’ .
თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი სახის ღონისძიება , რომელიც იმაზე მეტად

1
მაჩალიკაშვილის საქმეზე სასამართლოს განმარტებები.
ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი , მით უმეტეს როცა
საქმე გვაქვს პირის სიცოცხლის მოსპობასთან.

მ. 13 - ადამიანის თავისუფლება
ადამიანის თავისუფლება არის დემოკრატიული წესწყობილების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი,
რომელზეც დგას ნებისმიერი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო. თავისუფალი
ადამიანი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდი და დამოუკიდებელი პიროვნება,
კონსტიტუციის მთავარი ღირებულებაა, რომელსაც კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს
შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამავე მუხლის სხვა პუნქტებში კი მოცემულია
თავისუფლების ძირითადი უფლების გარანტიები, რომლებითაც უზრუნველყოფილია უფლების
საპროცესო მხარე:
1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.
2. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასავებია
მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი
პირის მიერ (კონსტიტუციური ზღვარი). დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს
განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში
სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის
შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
4. პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და დაკავების საფუძველი. პირს
დაკავებისთანავე შეუძლია მოითხოვოს ადვოკატის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
6. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს
კომპენსაციის მიღების უფლება.

დაცული სფერო
ადამიანს აქვს საკუთარი სურვილისამებრ, თავისუფლად და უსაფრთხოდ ფიზიკური გადაადგილების
უფლება. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. ადამიანის
თავისუფლების უფლება გულისხმობს, თავისუფლად გადაადგილდეს ფიზიკურად, თავისი ნების
შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილძე. ადამიანის თავისუფლება არის
მისი გადაადგილების თავისუფლება ვიწრო გაგებით. მე-14 მულით გარანტირებული გადაადგილების
შეზღუდვისას კი პირს არ აქვს აკრძალული გარესამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობა.
თავისუფლების უფლება დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან, კანონმდებლობა უნდა იყოს
ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებული (განსაზღვრულობის პირნციპი). ფიზიკური თავისუფლების
აღკვეთა აფერხებს, ზოგჯერ კი სრულიადაც გამორიცხავს ადამინის მიერ სხვა უფლებებისა და
თავისუფლებების რეალიზაციას.
დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია პირმა დაკარგოს ამ უფლებით უზრუნველყოფილი
დაცვა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი თავად ბარდება ხელისუფლების ორგანოებს. ადამიანის
თავისუფლების უფლების სუბიექტია ყველა ფიზიკური პირი.

ჩარევა დაცულ სფეროში


ადამიანის თავისუფლება არ არის აბსულუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება.
მიუხედავად ამისა, კონსტიტუცია სახელმწიფოს უწესებს ძალიან მკაცრ წინაპირობებს, რომელთა
დაცვაც აუცილებელია ადამიანის თავისუფლების ნებისმიერი საჯარო მიზნით შეზღუდვის
განსახორციელებლად (ზემოთ ჩამოთვლილ ექვს წინაპირობას განვიხილავთ).

ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი


იმისათვის რომ თავისუფლების აღკვეთა ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა განხორციელდეს
დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში, კანონით უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე აუცილებელია პირი მისი დაკავებიდან
არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში წარედგინოს სასამართლოს, სასამართლომ კი
გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არაუგვიანეს 24 საათისა წარდგენიდან, სახელმწიფო ვალდებულია
პირს დაპატიმრებსთანავე განუმარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი
და უზრუნველყოს დამცველის დახმარება და ბოლოს, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის
ზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
ამ ურთიერთობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინება,
რადგან სწორედ ის ადგენს მატერიალურ მასშტაბებს კანონმდებლისათვის ძირითადი უფლებების
შეზღუდვისას.
თავისუფლების ძირითად უფლებაში ჩარევას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საჯარო
მიზანი. ჩარევის უმთავრესი კონსტიტუციური მიზანია პირის მიმართ, რომელმაც სავარაუდოდ
ჩაიდინა დანაშაული, მართლმსაჯულების განხორციელება. დაკავებულის მიერ ჩადენილი
დანაშაულის ეჭვი უნდა იყოს გონივრული. ადამიანის დაკავება უნდა იყოს სათანადო, აუცილებელი და
პროპორიცული საშუალებებით განხორციელებული. ამდენად, დაკავებული პრისი სასამართლოში
პირველი წარდგენის სხდომაზე სასამართლომ უნდა განსაზღვროს : 1)რა საჯარო მიზანი აქვს
სახელმწიფს მოქმედებას; 2)არის თუ არა პირის დაკავება საჭირო, სათანადო ღონისძიება; 3)
აუცილებლობა მიზნის მისაღწევად; 4)პროპორციულობა - იგულისხმება სხვა ნაკლებად რადიკალური
საშუალება;
პირის დაკავებას წინ უნდა უსწრებდეს დანაშაულის ჩადენა. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის
თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოება მოითხოვს
ადამიანის უფლებების პატივისცემას, მასში სახელმწიფო და კერძო პირების ჩარევის მინიმუმამდე
შემცირებას. სასამართლო კონტროლი ის მექანიზმია, რაც დაიცავს ნებისმიერ პირს კანონის უხეში
დარღვევით უხეში ჩარევისგან.
პატიმრობის 9 თვიანი ვადა მოიცავს პერიოდს ბრალდებულის დაპატიმრებიდან პირველი ინსტანციის
სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.
მ. 14 - მიმოსვლის თავისუფლება

შესავალი
კონსტიტუციის მე-14 მუხლით უზრუნველყოფილია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფიზიკურ
პირთა თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის ძირითადი
უფლება. მის შინაარს დეტალურად გადმოგვცემს:
1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან
თავისუფლად გასვლის უფლება.
2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ
საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის,
ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
3. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.

დაცული სფერო
მიმოსვლის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, არამედ
საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფი ნებისმიერი პირის უფლება სახელმწიფო ორგანოების
მეთვალყურეობის გარეშე, თავისუფლად იმოძრაოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე
თავისუფლად სახელმწიფოსგან ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე აირჩიოს საცხოვრებელი
ადგილი და თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. პოზიტიური თვალსაზრისით დაცულია პირის
უფლება სახელმწიფოს ნებართვის გარეშე გადაადგილდეს საქართველოს ტერიტორიაზე, აირჩიოს
საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე დატოვოს საქართველოს ტერიტორია, ნეგატიური თვალსაზრისით
კი არ გადაადგილდეს ტერიტორიაზე,არ აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე არ დატოვოს
საქართველოს ტერიტორია. მიმოსვლის თავისუფლება არა მხოლოდ იცავს ადამიანს სახელმწიფოს
მიერ უხეში ჩარევისგან არამედ ავალდებულებს, შექმნას შესაბამისი პირობები ამ უფლების
რეალიზაციისათვის.
ამ უფლების სუბიექტია ყველა ადამიანი, როგორც მოქალაქე, ასევე უცხოელ და მოქალაქეობის
არმქონე პირებს. ამ უფლებით დაცულია რიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც კანონიერად
იმყოფებიან საქართველოში. მიმოსვლის თავისუფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება,
პირის მიერ მიღებულ უნდა იქნეს დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.

დაცულ სფეროში ჩარევა


მიმოსვლის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევას შეიძლება შევაფასოთ ნებისმიერი ისეთი
შემთხვევა, როცა სახელმწიფო სხვადასხვა სამართლებრივი ბარიერების თვითნებური შექმნით ხელს
უშლის ადამიანის თავისუფალ გადაადგილებასა და საცხოვრებელი ადგილის არჩევაში.
ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი
არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება. შეზღუდვა შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად; შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიული
საზოგადოების არსებობისათვის და შეზღუდვის მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ მუხლის მე-2
პუნქტში ჩამოთვლილი ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთეების უზრუნველყოფა და დაცვა, როგორიცაა
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ადამიანთა ჯანმრთელობა ან მართლმსაჯულების
განხორციელება. სახელმწიფოს მიუხედავად გარკვეული მდგომარეობის არსებობისას არ შეუძლია
შეზღუდოს მიმოსვლის თავისუფლება ყველა შემთხვევაში ავტომატურად, არამედ მხოლოდ
კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე და მხოლოდ აუცილებლობის შემხვევაში (მაგ:
ეპიდემიისას - კარანტინი).
ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს ლეგიტიმური საჯარო მიზანი -
მართლწესრიგის აღდგენა, ვითარების ნორმალიზაცია, ადამიანთა ჯანრთელობის დაცვა და სხვა.
საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებით გასვლაზე და
საზღვრის გადაკვეთაზე, თუ 1) იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; 2) წარმოადგენს ყალბ
და ძალის არმქონე საბუთებს. დაახლოებით მსგავს ნორმას შეიცავს საქართველოს კანონი უცხოელთა
და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

მ. 15 - პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის


უფლებები

შესავალი
კონსტიტუციის მე-15 მუხლით უზრუნველყოფილია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების,
პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებები. საკონსტიტუციო
სასამართლომ ამ უფლებებს „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება“ უწოდა და განმარტა,
რომ ეს უფლებები ადამიანის ღირსების გამოხატულებაა. ეს უფლება სასიცოცხლოდ აუცილებელია
ადამიანის თავისუფუფლების, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის, მისი
სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არსებითად განმსაზღვრელია დემოკრატიული
საზოგადიების განვითარებისათვის. ამ მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებით ადამიანის პირადი,
კერძო სფეროა დაცული. კონსტიტუციის თანახმად, მაინც შესაძლებელია ამ ძირითადი უფლებების
დიფერენცირება პუნქტებად:
1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია
მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს
საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე
ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად,
დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის
გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი
აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს
სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24
საათისა.

დაცული სფერო
მუხლის კონსტიტუციის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი, კერძო სფერო, აგრეთვე
ადამიანთა უფლება, ერთმანეთთან ჰქონდეთ სახელმწიფოს ან სხვა ადამიანების კონტროლისა და
თვალთვალისაგან თავისუფალი ურთიერთობა. ეს ძირითადი უფლება უზრუნველყოფს პიროვნების
თავისუფალ განვითარებას, ის საშუალებას აძლევს პირს სხვათა ჩარევისგან თავისუფლად
განავითაროს თავისი პიროვნება, მოახდინოს ინფორმაციების, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების
გაცვლა-გაზიარება. ამდენად, პირადი ცხოვრებით დაცულია პირთა ინტიმური, კერძო სფერო,
რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტულ ტერიტორიას (მაგ:საცხოვრებელი ადგილი) ისე
განსაზღვრულ პირთა წრეს ვისთანაც სურს კომუნიკაცია. ამდენად, ნათელია თუ როგორ არის
დაკავშირებული პირადი ცხოვრების უფლება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან,
რომელიც კონსტიტუციის მე-12 მუხლით არის აღიარებული. საყურადღებოა, რომ ოჯახური ცხოვრების
უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ ფართოდ განმარტა და აღნიშნა „ოჯახური ცხოვრება
მოიცავს ქორწინების ან ფაქტობრივი თანაცხოვრების შედეგად მეუღლეებს შორის ჩამოყალიბებულ
ურთიერთობებს, ადამიანის უფლებას განავითაროს კავშირების ოჯახის წევრებთან ან ბიოლოგიურ
ნათესავებთან.“ ხოლო სასამართლო არ თვლის შესაძლებლად ან აუცილებლად, ამომწურავად
განსაზღვროს „პირადი ცხოვრების“ კონცეფცია.
ერთი მხრივ არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს პირადი ცხოვრების
პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პიროვნების
თავისუფალი განვითარების ხელშემშლელი გარემოებების, შეზღუდვების უგულებელყოფას,
აღკვეთას, მეორე მხრივ, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულება, არ ჩაერიოს კონსტიტუციით
დაცული უფლებებით სარგებლობაში და, შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა მის პირად
ცხოვრებაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან თანამდებობის პირების მხრიდან
თვითნებური ჩარევისაგან.
პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის ძირითადი უფლების სუბიექტია ყველა ადამიანი,
აგრეთვე ყველა კერძო სამართლის იურიდიული პირი (მიმოწერის, კომუნიკაციისა და საცხოვრებლის
უფლების ნაწილში).
მე-15 მუხლის მეორე პუნქტის პირველი წინადადებით ხელშეუხებლად არის აღიარებული ადამიანის
პირადი სივრცე და კომუნიკაცია. ადამიანის პირადი სივრცე პირადი ცხოვრების შემადგენელ, ინტიმურ
და ნაწილობრივ კერძო სფეროს წარმოადგენს. კომუნიკაციაში იგულისხმება აა მხოლოდ ადამიანის
პირადი წიგნაკები, ჩანაწერები და დღიურები, არამედ გამგზავნსა და მიმღებს შორის მოძრავი ყველა
სახის წერილობითი ინფორმაცია და შეტყობინება.
საყურადღებოა რომ დაცულია წერილობითი შეტყობინებების საიდუმლოება, ანუ დაუშვებელია
სახელმწიფომ რაიმე საშუალებით გაიგოს მათი შინაარსი ან ინფორმაცია შეკრიბოს იმის შესახებ, თ
ვინ, ვისგან, როდის და რამდენად ხშირად იღებს წერილებს. პირადი მიმოწერა ასევე მოიცავს
კომუნიკაციას ბრალდებულსა და მსჯავრდებულს შორის. ამ სფეროში ყოველი ჩარევისას
სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს ჩარევის აუცილებლობა. ამ უფლების (პირადი ჩანაწერი) სუბიექტია
მხოლოდ ფიზიკური პირი. ხოლო მიმოწერის ხელშეუხებლობის უფლებით დაცულები არიან როგორც
ფიზიკური ისე იურიდიული პირები.
დაცულია ადამიანების როგორც ზეპირი, ისე წერილობითი (მაგალითად, SMS-ის შეტყობილებები)
ურთიერთობა ტელეფონის, ფაქსის, ინტერნეტის, ელექტრონული ფოსტის, პეიჯერისა და ნებისმიერი
სხვა ტექნიკური საშუალებით. დაცულია არა მხოლოდ შინაარსი, არამედ საუბრის ხანგრძლივობისა
და რაოდენობის შესახებ ინფორმაციაც. დაცულები არიან ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. მე-15
მუხლით დაცულ საშუალებას ასევე წარმოადგენს ინტერნეტი.
მე-15 მუხლის მეორე პუნქტის მეორე წინადადების მიხედვით ყველას აქვს საკუთარ საცხოვრებელში
მშვიდად, სახელმწიფოს მზრიდან ყოველგვარი გარეგანი შემოჭრისა და ჩარევისაგან თავისუფალ,
წყნარ პირობებში ცხოვრების უფლება. „საცხოვრებელსა და სხვა მფლობელობაში“ იგულისხმება არა
მხოლოდ საცხოვრებელი ბინა, არამედ პირადი საქმიანობის ადგილი, ანუ პირის სამუშაო ოფისი, მისი
სამსახურის ოთახები, აგარაკი, კოტეჯი, ეზო, ავტომობილით გადასაადგილებელი საცხოვრებელი
ფურგონი, კარავი, საკუთარი ან დროებით საცხოვრებლად დაქირავებული იახტა, დასასვენებელ
სახლებში ან სასტუმროში დროებით დაკავებული ოთახები და ა.შ.
საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლებით სახელმწიფოს ეკისრება როგორც ნეგატიური -არ
ჩაერიოს დაცულ სფეროში, ისე პოზიტიური - დაიცვას ძირითადი უფლება სხვათა ჩარევისაგან და
შექმნას შესაბამისი კანონმდებლობა. საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლების
სუბიექტები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები.
დაცულ სფეროში ჩარევა
დაცულ სფეროში ჩარევა - ჩარევას წარმოადგენს საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული
ნებისმიერი უზენაესი აქტი, რომელიც ზღუდავს ძირითადი უფლებით დაცულ საქმიანობას,
თავისუფლებას თუ სამართლებრივ სიკეთეს. ამ მუხლით აღიარებული ძირითადი უფლებები არ არიან
აბსოლუტური. მკაცრი პირობებია განსაზღვრული ამ უფლებაში ჩარევისათვის(მე-15 მუხლის პირველი
პუნქტი) : 1) მხოლოდ კანონის შეასაბამისად; 2)მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში
აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრვი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა
უფლებების დაცვის მიზნით.
მე-15 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი უფლების შეზღუდვა შესაძლებელია :
1) კანონის შესაბამიდას; 2) )მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან
საზოგადოებრვი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით; 3)
მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი


კონსტიტუციის მე-15 მუხლით დადგენილია პირადი ცხოვრების , პირადი სივრცის, კომუნიკაციისა და
საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლებათა შეზღუდვის მკაცრი წინაპირობები, მათ შორის
კონსტიტუციურ-სამართლებრივი სიკეთეები, რომელტა დაცვის მიზნით შეიძლება განხორციელდეს
ჩარევა და შეიზღუდოს აღნიშნული უფლებები. ეს სიკეთეებია:
1) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება და
2) სხვათა უფლებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩარევა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპს,
რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედებას უნდა ჰქონდეს გარკვეული
საჯარო მიზანი, რის მიღწევასაც შეიძლება ამართლებდეს ძირითადი უფლების შეზღუდვა(მაგ:
კონსტიტუციური წყობის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება). შეზღუდვა შეიძლება
ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად და აუცილებელია წარმოადგენდეს პროპორციულ
საშუალებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ სფეროში
განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნები გაცილებით მკაცრი უნდა იყოს და კანონი უნდა
შეესაბამებოდეს განსაზღვრულობის პრინციპს. იყოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი და
განჭვრეტადი.

მ. 16 - რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები

შესავალი
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებათა შორის თავისი
განსაკუთრებულობით გამოირჩევა,რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები.
„საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების მიზანს არ წარმოადგენს
მართლმადიდებლობის როგორც რელიგიური რწმენის უპირატესობის წარმოჩენა სხვა რელიგიებთან
შედარებით. კონსტიტუცია ავალდებულებს სახელმწიფოს დაიცვას მსოფლმხედველობრივ-
რელიგიური ნეიტრალიტეტი და ეკლესიებისა და აღმსარებლობათა პარიტეტის პრინციპი.
1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ
საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის
ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
3. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი
იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
ეს ძირითადი უფლება დაკავშირებულია ადამიანის გრძნობებთან და ღრმა შინაგან განცდებთან,
სწორედ ამიტომ ის მნიშვნელოვანია თავისუფალი ინდივიდის ჩამოყალიბებისათვის. რწმენის
თავისუფლება განსაზღვრავს დემოკრატიულობის ხარისხს, ის განაპირობებს საზოგადიების
არქიტექტურას.
ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ჩამოაყალიბოს და ჰქონდეს საკუთარი რწმენა, მსოფლმხედველობა
და სინდისი, იცხოვროს მათ მიხედვით და მათ საფუძველზე. ეს მუხლი იცავს forum internumსა
(რელიგიური და მორალური გრძნობები, შინაგანი რწმენა) და forum externumს (რელიგიური და
მსოფლმხედველობრივი აღმსარებლობის თავისუფლება, მოქმედება). შინაგანი რწმენის უფლება
არის აბსოლუტური, ხელშეუხებელი.
რწმენის თავისუფლება
შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. იგი არის ადამიანის უფლება და არა
მოქალაქის. რწმენის თავისუფლება დამცავი უფლებაა არა მხოლოდ ადამიანებისათვის, არამედ
აგრეთვე იურიდიული პირებისათვისაც, განურჩევლად კერძო თუ საჯარო სამართლის იურიდიული
პირის სტატუსისა. ამ ნიშნებით განასხვავებენ ინდივიდუალურ (ფიზიკური პირები) და კოლექტიურ (
იურიდიული პირები) რწმენის თავისუფლებას.

1. ინდივიდუალური რწმენის თავისუფლება


ა)დაცული სფერო
ინდივიდუალური რწმენის თავისუფლება იცავს ადამიანის რელიგიურ და არარელიგიურ
შეხედულებებს. რწმენის თავისუფლება იცავს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, თავად
ჩამოაყალიბოს და განსაზღვროს თავისი რელიგიური თუ არარელიგიური რწმენა სამყაროში
ადამიანების არსებობის, უზენაეს ძალებთან თავისი დამოკიდებულების შესახებ, აგრეთვე ადამიანის
გარეგან თავისუფლებას, აღასრულოს, საჯაროდ გამოხატოს და გაავრცელოს თავისი რწმენა და მის
საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებანი.
აღმსარებლობა არის ადამიანის რწმენისა და სინდისის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების
მიხედვით განხორციელებული მოქმედების საჯაროდ გაცხადება. აღმსარებლობის თავისუფლება
იცავს პირის მცდელობას, არგუმენტების საშუალებით დაარწმუნოს სხვა ადამიანები ეკლესიის
დატოვებაში.
რწმენის თავისუფლება არის ადამიანის მოსაზრებების, გრძნობების და მათ შესაბამისად ცხოვრების
საფუძველი. რწმენის თავისუფლებით დაცულია წირვა, ლოცვა, პროცესიები, რელიგიური და
არარელიგიური დღესასწაულები, შეკრებები და სხვა.
პოზიტიური რწმენის თავისუფლება ნიშნავს ადამიანის უფლებას იმოქმედოს და წარმოადგინოს
თავისი რწმენა, ნეგატიური თვალსაზრისით კი უარყოს ყოველგვარი რწმენა ან არაფერი თქვას მის
შესახებ და არავის გაანდოს თავისი რწმენა.
რწმენის თავისუფლება უზრუნველყოფილია არა მხოლოდ აღიარებული და ტრადიციული
ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანების წევრთათვის, არამედ აგრეთვე ნებისმიერი სხვა
რელიგიური გაერთიანების მომხრეთათვის, მიუხედავად წევრთა რაოდენობისა. რწმენის
თავისუფლებითა დაცულები არიან განდეგილებიც. ეს უფლება ქმნის ადამიანის „მე“-ს, მის შინაარსს,
პიროვნებას, იცავს ინდივიდის უფლებას, იცხოვროს და მთელი თავისი საქმიანობა წარმართოს
თავისი რელიგიის წეს-ჩვეულებათა და საკუთარი შინაგანი რწმენის შესაბამისად.
რწმენის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების დროს მნიშვნელოვანია, რომ ქმედება
ეხებოდეს საკითხს, რომელთანაც პირი აიგივებს თავის პიროვნულ იდენტობას. მაგ: ავადმყოფმა
თავად, საკუთარი შინაგანი (რელიგიური თუ არარელიგიური) რწმენის შესაბამისად უნდა მიიღოს
გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების მიზანშეწონილობის შესახებ, გარდა საშიში გადამდები
დაავადების მაღალი რისკის არსებობისა და მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნისა.
რწმენის თავისუფლების შინაარსიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, არარეალურია მისი
ფარგლების ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრა. ამ თავისუფლების რეალიზაცია და ეფექტურა
დაცვა ყოველი კონკრეტული საქმისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, გააზრებას და გადაწყვეტას
მოითხოვს.
ბ)დაცულ სფეროში ჩარევა
ჩარევად შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ან მოქმედება, რომელიც
ინდივიდის რელიგიურ და არარელიგიურ ცხოვრებას და საქმიანობას რაიმე წესებს დაუდგენს ან
მნიშვნელოვნად შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ განხორციელებას. ჩარევა შეიძლება გამოიხატოს
სხვადასხვანაირად: ფიცის დადების იძულებაში, იდეოლოგიური, ფსიქოლოგიური და მორალური
ზემოქმედებით, დაშინებით, რომ მან უარი თქვას კონკრეტულ რელიგიაზე, სამსახურიდან
გათავისუფლებით (დღესასწაულის აღნიშვნის გამო არ გამოცხადდა) და სხვა.

გ)ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი


ეს უფლება არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი. რწმენის თავისუფლების შეზღუდვისას სახელმწიფო
ვალდებულია იმოქმედოს 1) დემოკრატიული საზოგადოების აუცილებლობიდან გამომდინარე,
2)მხოლოდ კანონით, 3) მხოლოდ მითითებული 3 ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად (საზოგადოებრივი
უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სხვათა უფლებების დაცვის მიზნით).
რწმენის თავისუფლება ყველაზე ხშირად კონკურირებადია სხვათა უფლებებთან. რწმენის
თავისუფლება როგორც მინიმუმ მოითხოვს სხვადასხვა რწმენის მიმდევართა ჰარმონიული
თანაცხოვრების შესაძლებლობის გარანტირებას, რაც რწმენის თავისუფლების თითოეულ სუბიექტს
აკისრებს ვალდებულებას, საკუთარი თავისუფლება შეიზღუდოს სხვათა ასეთივე თავისუფლებით - ეს
არის რწმენის ფუნდამენტური თავისუფლების თანმდევი ვალდებულება.
სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება, მართლზომიერ ქმედებად მიიჩნიოს ადამიანების ყოველგვარი
გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი საკუთარი რწმენის შესაბამისად იღებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს სათანადო კანონზე დაყრდნობით და
თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. უფლებებს შორის კოლიზიისას საქმის განხილვა უნდა
მოხდეს კონკრეტული გარემოებების მიხედვით, შედარების მეთოდის შესაბამისად.
ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპისა და ლეგიტიმური
საჯარო მიზნის გათვალისწინებით.

2. კოლექტიური რწმენის თავისუფლება


ა)დაცული სფერო
კოლექტიური რწმენის თავისუფლებით დაცულია რელიგიური და მსოფლმხედველობრივი
გაერთიანების საქმიანობა, კერძოდ, საკუთარი რწმენის სხვადასხვა საშუალებით გავრცელება,
შიდაორგანიზაციული საქმიანობა, შიდა წესების შემუშავება და ორგანიზაციის მართვა. ასევე
დაცულია ეკლესიის სისტემაში მყოფ ადამიანთა უფლება თავისუფლად, საკუთარი
გადაწყვეტილებით დატოვონ ეკლესია.
რელიგიურ გაერთიანებებში იგულისხმება ყველა იურიდიული პირი, რომლის მიზანია თავის წევრთა
რელიგიური და მსოფლმხედველობრივი რწმენის ქადაგება, მხარდაჭერა და გავრცელება. ამ უფლების
სუბიექტები არიან როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

ბ)დაცულ სფეროში ჩარევა და ჩარევის საფუძველი


ჩარევად ითვლება სახელმწიფოს ნებისმიერი ისეთი მოქმედება ან გადაწყვეტილება, რომლითაც
სახელმწიფო დაადგენს გარკვეულ წესებს ზემოხსენებული რელიგიური საქმიანობებისათვის ან სხვა
სახით მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მათ განხორციელებას. ჩარევა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა
მიზეზით, აასეთი ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისათვის აუცილებელია
კანონის არსებობა, თუმცა, ბუნებრივია, ეს კანონი, თავის მხრივ, კონსტიტუციის შესაბამისი უნდა იყოს.
უნდა მოხდეს კოლიდირებული უფლებების, სიკეთეების, შეზღუდვის (ჩარევის) მიზნის შედარება.

სინდისის თავისუფლება
ა)დაცული სფერო
სინდისის გადაწყვეტილება არის ყოველი მნიშვნელოვანი ზნეობრივი, ანუ კარგსა და ცუდზე
ორიენტირებული გადაწყვეტილება, რომელსაც ინდივიდი კონკრეტულ სიტუაციაში შინაგანად
მისთვის აუცილებლად სავალდებულოდ თვლის. დაცულია forum internum და forum externum.
სინდისის თავისუფლების ძირითადი უფლების სუბიექტია ყველა ფიზიკური პირი. მისი შინაარსიდან
გამომდინარე, ამ უფლებას ვერ გამოიყენებს ვერც ერთი იურიდიული პირი.

ბ) დაცულ სფეროში ჩარევა და ჩარევის საფუძველი


სინდისის თავისუფლების დარღვევა მოხდება მაშინ, როცა სახელმწიფო ამ ძირითადი უფლებით
დაცულ საქმიანობას გარკვეული სახით მოაწესრიგებს, ანუ წესებს დაუდგენს ან მნიშვნელოვნად
შეუშლის ხელს მის განხორციელებას. ეს უფლება არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი. იგი შეიძლება
შეიზღუდოს როდესაც ლახავს სხვათა უფლებებს. უნდა მოხდეს სინდისის თავისუფლებისა და ამ
კოლიდირებული სამართლებრივი სიკეთის შედარება, საქმის გარემოებების მიხედვით.

მ.17 აზრის თავისუფლება

ზოგადი შესავალი
გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად
ფუნდამენტს და მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის ძირითად პირობას,
იგი იცავს ადამიანის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და გამოთქვას საკუთარი აზრი.
კანონები, ძირითადი უფლების შემზღუდავი მოქმედების განხორციელებისას, დანახული უნდა იქნეს
ამ ძირითადი უფლების მნიშვნელობის ფარგლებში და ინტერპრეტირებული უნდა იქნეს იმგვარად,
რომ ამ უფლების ღირებულებითი შინაარსი, რომელიც თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში
ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აზრის თავისუფლებას
აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს, ყველა ვარიანტში იქნება დაცული. უფლება მჭიდრო კავშირშია
კონსტიტუციის მე-3 მუხლთან, ანუ დემოკრატიის პრინციპთან, რადგან აზრის შეზღუდვის
პარალელურად ვერ განვითარდება და ვერც იარსებებს დემოკრატია. ასევე, აზრის გამოხატვის
თავისუფლება შეიცავს ადამიანის ღირსებისა და ზოგადი პიროვნული უფლების კომპონენტებს,
რადგან ადამიანის ელემენტარული მოთხოვნილებაა თავისი აზრის გაზიარებითა და სხვისი აზრის
გათვალისწინებით განავითაროს საკუთარი პიროვნება ყოველდღიურად, მიიღოს და გაიღოს
ინფორმაცია.
დაცული სფერო
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია, რადგან
მის გარეშე შეუძლებელია ადამიანის თვითრეალიზაცია – გამოხატვის თავისუფლება თითოეული
ადამიანის განვითარების და მთლიანად საზოგადოების პროგრესის აუცილებელი საფუძველია,
სწორედ ის ქმნის საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების გაზიარების პერსპექტივას.

იმავდროულად, თავისუფალი სიტყვა იმით ფასობს, ანუ სწორედ იმაში გამოიხატება სიტყვის
თავისუფლება, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომლებიც
ყველასათვის მისაღებია, დადებითად აღიქმება, მთლიანად საზოგადოების ან თუნდაც მისი დიდი
ნაწილის, უმრავლესობის აზრს და გემოვნებას ეხმიანება, არ ითვლება საჩოთიროდ, არამედ მოიცავს
ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის,
საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც
შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს
საზოგადოებაში ვნებათა ღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც. ასეთია
ტოლერანტობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომლებიც დემოკრატიის
საზრდოობისთვის შეუცვლელი წყაროა. ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი
თავისუფლად. უფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის გამოთქმა, არამედ მისი გამოხატვა
სხვადასხვა საშუალებებით, მისი გავრცელება. აზრის თავისუფლების პოზიტიური ასპექტია მისი
გავრცელების შესაძლებლობა წერილობით, ზეპირად ან სხვა ნებისმიერი საშუალებით და იგი ისევეა
დაცული, როგორც მისი ნეგატიური ასპექტი- პირის უფლება არ გამოთქვას აზრები და არ გაავრცელოს
ისინი, იგივე დუმილი. ამ უფლების სუბიექტია ნებისმიერი ფიზიკური პირი და ასვევე, კერძო
სამართლის იურიდიული პირები. დაცულ სფეროში ასევე შედის ადამიანის სუბიექტური შეხედულება,
რომელიც შეიძლება არც წარმოადგენდეს ფაქტს ან იყოს გაბატონებული აზრისგან განსხვავებული,
ასევეა მოწოდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს განსაზღვრული კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოწოდების
შინაარსი ფასდება, შესაბამისად სწორად ასეთი შემთხვევებისას შეიძლება სახელმწიფო ჩაერიოს
დაცულ სფეროში, ეს კრიტერიუმებია:
1. წარმოადგენს თუ არა განცხადება დამხობისაკენ, ძალადობით ხელისუფლების შეცვლიაკენ
მოწოდებას;
2. არსებობს თუ არა ძალადობის რეალური საფრთხე;
3. მოწოდება ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით
საფრთხეს;
დაცულ სფეროს ასევე განეკუთვნება გამოთქმული აზრის ზემოქმედების განზრახვა, რაც აზრის
გამოხატვის მთავარ შინაარს წარმოადენს, იქონიოს სხვაზე გავლენა. ასევე, დაცულია ფაქტები.
მიუხედავად იმისა, რომ აშკარა ცრუ ფაქტების დაცვა გამორიცხულია, არ გამოირიცხება ჭორის ან
ფაქტების გადმოცემა და დაცვა იმ შემთხვევაში, როცა აშკარა არ არის, ისინი მცდარია, თუ სწორი.
ასევეა კითხვები, შეხედულებები და ა.შ
დაცულ სფეროში ჩარევა
სახელმწიფო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აკრძალვა, გამოთქვა ან ან გაიმეორო
კონკრეტული აზრი, ან ამ აზრის უარყოფის მოთხოვნა, წარმოადგენს მე-17 მუხლით დაცულ სფეროში
ჩარევას. ასევე, თუ აკრძალვა ეხება გამოხატვის კნკრეტულ ფორმას, მისი გავრცელების აგილს, დროსა
და გარემოებებს.
ჩარევის კოსნტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები
აზრის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, მისი შეზღუდვის საფუძვლებს გამოხატავს ამავე
მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვით, შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად,
დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან
ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად,
კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან
სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ანუ სახეზეა
სტანდარტი, რომ შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ
1. მხოლოდ კანონის საფუძელზე
2. იყოს აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის
3. მიზნად ისახავდეს ჩამოთვლილი სამართლებრივი სიკეთეების დაცვას.
გარდა ამისა, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპს, რომელიც
შეფასების მთავარ საზომს წარმოადგენს. უნდა არსებობდეს ლეგიტიმურ მიზანსა და უფლების
შეზღუდვას შორის მიზეზობრივი კავშირი, ამასთან, შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი. როდესაც
შეზღუდვა გარდაუვალია, მაშინ სახელმწიფომ მიზნის მისაღწევად უნდა მიმართოს პროპორციულ და
ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.
ასევე, ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს განსაზღვრულობის პრინციპს, ე.ი შემზღუდველი ნორმები უნდა
იყოს გათვალისწინებული ნათელი, განჭცრეტადი და ვიწროდ მიზანმიმართული კანონით, ასევე, უნდა
გამოიკვეთოს ის სიკეთე/ უფლება, რომლის დასაცავადაც იზღუდება გამოხატვა.
სხვა უფლებებთან კონკურენციის დროს, გამოხატვის თავისუფლება თითქმის ყოველთვის
ინარჩუნებს უპირატესობას და მეორე მხარეს ეკისრება თენის ვალდებულება, თუ საქმე წარმოადგენს
1. საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანს- შინაარსობრივი მასშტაბი
2. საჯარო პირსა და მის საქმიანობას ეხება- პიროვნული მასშტაბი
ხოლო კერძო პირების მიმართ გამოხატვის თავისუფლებით უზრუნველყოფილი დაცვა თითქმის
სრულად ვრცელდება. გამონაკლისია, როცა:
● კერძო პირი, თავისი უზნაური, მოულოდნელი და ეპატაჟური მოქმედებების გამო აღმოჩნდება
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში
● კონკრეტულ, საზოგადოებისთვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხზე, რომელიც
საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია, იგი აქტიურად ჩაებმევა საჯარო
დისკუსიაში და მისი სტატუსი, როგორც კერძო პირის, გაუტოლდება საჯარო სტატუსს და
დაეკისრება თმენის ვალდებულება
მ. 18 - სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,
ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის
ანაზღაურების უფლებები

შესავალი
კონსტიტუციის მე-18 მუხლი საკმაოდ მოცულობითია და აღიარებს ისეთ ძირითად უფლებებს,
რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ კონსტიტუციის მე-12 და მე-17 მუხლებთან. აღნიშნულ კავშირს
დემოკრატიული საზოგადოებისათვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი უფლება - ინფორმაციის
თავისუფლება უზრუნველყოფს. სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა
ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების
უმნიშვნელოვანესი პირობაა. გარდა ამისა, მე-18 მუხლი მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოში
ნებისმიერი პირის საქმის გონივრულ ვადაში და სამართლიანად განხილვის უფლებას და პირისათვის
საჯარო ხელისუფლების მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის უფლებას.
1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში
სამართლიანად განხილვის უფლება.
2. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე
არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი
შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად
კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
3. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის
ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს
ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.
4. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის
სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
მე-18 მუხლის ყველა პუნქტი მიუთითებს არა საქართველოს მოქალაქის, არამედ ყველას უფლებაზე.
მისი სუბიექტები არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, იმ გამონაკლისის
გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობა ბუნებრივად აქვთ მხოლოდ ფიზიკურ პირებს და მისი
სუბიექტი ვერ გახდება იურიდიული პირი.

დაცული სფერო და ჩარევის საფუძვლები


ამ მუხლით აღიარებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება. დაცული სფერო
პირველ რიგში მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებებში კონკრეტულ პირზე
არსებული ინფორმაციის და მასთან დაკავშირებული სხვა ოფიციალური დოკუმენტების ღიაობას
თვით ამ პირისათვის. დაცულ სფეროში ასევე შედის ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა,
რომლებიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველს არ შეეხება. მე-18 მუხლის მეორე პუნქტი
აწესრიგებს ინფორმაციის მოპოვების საკითხს მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან და არა
საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, მეორე მხრივ კი წარმოადგენს კონსტიტუციურ
საფუძველს იმისათვის, რომ ადამიანმა მოითხოვოს და მიიღოს მასზე არსებული (ინფორმაციული
თვითგამორკვევა), ისე ზოგადად სხვა საჯარო ინფორმაცია ( ინფორმაციის თავისუფლება).
მე-18 მუხლის მეორე პუნქტით არ არის დაცული პირის უფლება ოფიციალური წყაროებიდან მოიპოვოს
ინფორმაცია სხვა პირის ჯანმრთელობის, ფინანსებისა და სხვა პირადი საკითხების შესახებ.
სახელმწიფოს აკისრია როგორც ნეგატირი ვალდებულება ხელი არ შეუშალოს პირს ინფორმაციის
მიღებაში, ასევე პოზიტიური ვალდებულება დაუბრკოლებლად გასცეს მის ხელთ არსებული
ინფორმაცია.
მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებული უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება
შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით, რომლებიც თავად კონსტიტუციითვეა
განსაზღვრული.
მე-3 პუნქტი ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების გამოხატულებაა. ეს უფლება
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია პიროვნების თავისუფალი განვითარების კომპონენტან,
რადგან ის უპირობოდ გულისხმობს ინდივიდის არჩევანს, თავად გადაწყვიტოს რომელ ინფორმაციას
არ გახდის საჯაროს საკუთარ თავთან მიმართებაში. ეს უფლება დამცავი უფლებაა სახელმწიფოს
მხრიდან გადაჭარბებული ინფორმაციული მოთხოვნების წინააღმდეგ. ამ უფლებით დაცულ სიკეთეს
წარმოადგენს პირის კერძო, პრივატული სფეროს ხელშეუხებლობა, პირადი მონაცემების
საიდუმლოება, რაც კავშირშია მე-15 მუხლით უზრუნველყოფილ უფლებებთან. ამ უფლების
სუბიექტები ასევე საჯარო პირებიც არიან.
მე-3 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებს: 1) დაიცვას ნებისმიერი პერსონალური, ფინანსების,
ჯანმრთელობის და სხვა პირადი საკითხები; 2)არ გამოიყენოს ეს მონახემები თავად; 3) გასცეს ან
გამოიყენოს ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ისინი ეხება.
ინფორმაციული თვითგამორკვევიდან გამომდინარე პირის უფლება ოფიციალურ ჩანაწერებში
არებული პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე არ არის აბსოლუტური. იგი შეიძლება შეიზღუდოს,
მაგრამ მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვეევბში. კონკრეტულად რის საფუძველზე შეიძლება
შეიზღუდოს აღნიშნული უფლება დადგენილია თავად კონსტიტუციით.
მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის სუბიექტები არიან როგორც ფიზიკური, ისე კერძო სამართლის
იურიდიული პირები, ეს დებულება პირისათვის უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების
გარანტიას ადგენს. ზიანის ანაზღაურება ეკისრება შესაბამის ორგანოთა (ზიანის მიმყენებლის)
ბიუჯეტებს. ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს სრულად, სასამართლო წესით. შეიძლება ითქვას, რომ
ეს უფლება აბსოლუტური უფლებაა.

მ. 19 - საკუთრების უფლება
შინაარსი
დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის არსებობის საფუძველი საკუთრება და მემკვიდრეობის
უფლებაა. საკუთრების უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის ღირსებასა და
თავისუფლებასთან. საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული
განვითარების ერთ-ერთ წყაროს. საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური
ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, რომელიც დემოკრატიული
საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის
ყოფიერების არსებითი საფუძველია, რომლის გარეშეც შეუძლებელია საბაზრო ეკონომიკის, სანივთო
ურთიერთობების, კერძო ინიციატივებისა და ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილეობა. ეს ნორმა
გამოხატავს საკუთრების კონსტიტუციური უფლების სუბიექტებთან დაკავშირებით არსებულ
თანხმობას და აწესებს, რომ საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების
უფლება საყოველთაო ხასიათს ატარებს და ამ ელემენტის გაუქქმება დაუშვებელია.
1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით
პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული
კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი
ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი,
შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან
საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება
დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

დაცული სფერო
ამ მუხლით დაცული სიკეთე არის „საკუთრება“. კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმება
საკუთრებაში. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საკუთრების ძირითადი უფლებით დაცულია, როგორც უძრავ-
მოძრავი ქონება, ისე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე-უფლებები, იგულისხმება მოთხოვნები,
აქციები, წილები, საავტორო უფლება, ინტელექტუალური საკუთრება და სხვა.
ამ უფლების სუბიექტები არიან ფიზიკური პირები და კერძო სამართლის იურიდიული პირები.
იურიდიული პირის ქონება, იურიდიული პირის, როგორც სამართლის სუბიექტის საკუთრებაა და არა
მისი დამფუძნებლების ან მასში მონაწილეების.
საკუთრების ძირითადი უფლებიდან გამომდინარე სახელმწიფოს (ნეგატიური თვალსაზრისით)
ეკისრება ვალდებულება არ ხელყოს კერძო პირთა საკუთრება, ამასთანავე, პოზიტიური
თვალსაზრისით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს საკუთრების უფლების
რეალიზაციას, ქონების ფლობას აზრი დაეკარგება, თუკი სუბიექტის ქონებრივი უფლბები
შინაარსგამოცლილი გახდება. საკუთრების შინაარსი მაშინაა გარანტირებული, როცა მესაკუთრეს
შეუძლია საკუთრებაშ მოაზრებული უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელება. აქედან
გამომდინარე, კანონმდებელი ვალდებულია, მესაკუთრეს მისცეს თავისი საკუთრების
დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა.
საკუთრების ძირითადი უფლება იცავს მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ მათი ქონების (ნივთების) და
უფლებების ჩამორთმევისაგან. რითიც ნათელია რომ არა მოლოდ ანაზღაურებას იცავს, არამედ
თვიტონ საკუთრების უფლების არსებობასაც.
ამავე მუხლით დაცულია საკუთრების შეძენის უფლება, რაც გულისხმობს პიროვნების
შესაძლებლობას, გახდეს მესაკუთრე.
კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია აგრეთვე საკუთრების განსაკუთრებული ფორმა -
მემკვიდრეობის უფლება, ანუ საკუთრების მემკვიდრეობით მიღებისა და გაცემის უფლება, რომელიც
უზრუნველყოფს სახელმწიფო ჩარევისაგან საკუთრების დაცვას ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მემკვიდრეობის უფლება უმაღლესი რანგის
სამართლებრივი სიკეთეა.
მემკვიდრეობის უფლებით უზრუნველყოფილია, ერთი მხრივ, მამკვიდრებლის უფლება თავისი
ქონება საკუთარი (უკანასკნელი) სურვილის შესაბამისად განკარგოს, მეორე მხრივ კი მემკვიდრის
უფლება მიიღოს მამკვიდრებლის მიერ დატოვებული ქონება. მამკვიდრებელი ამას ანხორციელებს
ანდერძის საშუალებით. თუ არ არსებობს მამკვიდრებლის ანდერძი საკუთრება გადადის კანონით
მითითებულ პირებზე.
მე-19 მუხლით დაცულია მხოლოდ კანონიერი საკუთრება, რადგან სხვა შემთხვევაში საეჭვოა თვითონ
საკუთრების უფლების არსებობა.

დაცულ სფეროში ჩარევა


არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უფლება. ის დაცულია დაუსაბუთებელი და
სამართლებრივად გაუმართლებელი ჩარევებისაგან. მისმა განხორციელებამ არ უნდა შეუშალოს
ხელი სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს.
კონსტიტუციით გამიჯნულია ჩარევის ორი სახე : შეზღუდვა და ჩამორთმევა.
შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს: 1) მხოლოდ საჯარო ინტერესებისათვის 2) მხოლოდ კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში 3) მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
საკუთრების უფლების შეზღუდვას ზოგად-აბსტრაქტული ხასიათი აქვს. ამავე დროს, საკუთრების
უფლებით დაცულ სფეროშ ასეთი ჩარევისას სახელმწიფოს არ ევალება, რაიმე საფასურის
კომპენსაციის უზრუნველყოფა.
საკუთრების უფლების ჩამორთმევა ყველაზე მძიმე და რადიკალური საშუალებაა. განსხვავებით
შეზღუდვისგან ჩამორთმევა კონკრეტულ-ინდივიდუალური და ერთჯერადი ხასიათისაა. ჩამორთმევა
შეიძლება განხორციელდეს: 1) მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის 2)
მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში 3) მხოლოდ სასამართლოს
გადაწყვეტილებით 4) მხოლოდ სათანადო ( წინასწარი, სრული ) ანაზღაურებით.
მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია 1) მხოლოდ
ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუმცა ამ დროსაც
ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს 2) მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის და
3) მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით. სხვა შემთხვევაში ჩარევა იქნება გაუმართლებელი.
ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი
დღეს საქართველოში მოქმედებს კანონები, რომლებიც ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის
შემთხვევებს. ეს კანონები სრულად შეესაბამება საკუთრების ჩამორთმებისათვის კონსტიტუციით
დადგენილ პირობებს. აღნიშნული ჩარევა კონსტიტუციურ- სამართლებრივად გამართლებულია.
(ამ მუხლში განხილულია ჩარევის საფუძვლები)
კანონების საფუძველზე საკუთრების ჩამორთმევა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ
ხორციელდება.
საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის საფუძვლად. სავალდებულო წინაპირობად საჯარო
ინეტერესებს და აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას ადგენენ.
დაცულ სფეროში ჩარევის ყველა შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების,
პროპორციულობის პრინციპი, ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად.
საკუთარი მოქალაქეებისათვის ძირითადი უფლებით სრულად სარგებლობის აბსოლუტური
შეზღუდვა ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს როგორც მოქალაქეთა, ისე სახელმწიფოს
განვითარებაზე. როცა კანონმდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების მიმართ
მოქმედებს მიზანმიმართულად, ინდივიდუალურად და კონკრეტულად, ეს არის საკუთრების
ჩამორთმევა, ხოლო როცა კანონმდებელი ზოგადად და აბსტრაქტულად ადგენს რაიმე უფლებებსა და
ვალდებულებებს, ეს უკვე საკუთრების უფლების შეზღუდვაა.

მ. 21 - შეკრების თავისუფლება

შესავალი
1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს
წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ
შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან
კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ერთი მხრივ, ემსახურება პიროვნების თავისუფალ
განვითარებას საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებაზე ხალხის
ზეგავლენის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი და, შესაბამისად, დემოკრატიული გახსნილობის
უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ის დემოკრატიის გარკვეულ გამოხატულებას წარმოადგენს.
შეკრების თავისუფლება გამოხატვის, კოლექტიურ შესაძლებლობას იცავს.

ცნება და დაცული სფერო


შეკრების თავისუფლება მოიცავს მანიფესტაციის თავისუფლებასაც, ანუ უფლებას საკუთარი
მოსაზრებების ერთობლივ საჯარო განცხადებაზე. შეკრების თავისუფლება საკომუნიკაციო უფლებაა
და იცავს ადამიანის თავისუფალ განვითარებას საზოგადოებაში. ის შესაძლებლობას იძლევა ის
ძირითადი უფლებები, რომლებიც ყოველ ინდივიდს ცალ-ცალკე აქვს, ერთად გამოიყენონ, საკუთარი,
ინდივიდუალური გადაწყვეტილებით.
შეკრების თავისუფლება ხასიათდება ორი ძირითადი ნიშნით: 1) დემოკრატიულობის პრინციპით -
საჯაროდ საკუთარი აზრის გამოხატვა; 2) ადამიანის ღირსებისა და პიროვნული თავისუფლების
პატივისცემითა და აღიარებით - ადამიანის ელემენტარული მოთხოვნილებაა არა სხვებისგან
იზოლირება, არამედ მათთან ურთიერთობა, საუბარი და დისკუსია.
შეკრების თავისუფლებით დაცულია როგორც საჯარო, ისე კერძო შეკრებები.
21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია შეკრების თავისუფლების კონკრეტული შინაარსი,
რომლის მიხედვითაც ადამიანებს უფლება აქვთ შეიკრიბონ 1) წინასწარი ნებართვის გარეშე; 2)
საჯაროდ; 3)უიარაღოდ. ის ხორციელდება კონკრეტული მიზნით და აზრის გამოსახატავად. შეკრების
თავისუფლება ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ადამიანებს აძლებს შესაძლებლობას
გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და სხვა გრძნობები და
შეხედულებები. არაპოლიტიკურ საკითხებზე ადამიანთა შეკრება ასევე ითვლება შეკრების
თავისუფლებით დაცულ არაპოლიტიკურ შეკრებად.
21-ე მუხლით ასევე დაცულია ადამიანთა უფლება თავად გადაწყვიტონ შეკრების ადგილი, დრო,
ფორმა, შინაარსი. საკონსტიტუციო სასამართლომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჯგუფური
მსვლელობა მანიფესტაციის ერთ-ერთ სახედ მიიჩნია, რომელიც უნდა განხორციელდეს საგზაო
მოძრაობის წესების დაცვით.
შეკრების ცნებაში იგულისხმება არანაკლებ ორი ადამიანის შეკრება. შეკრების ცნება მოიცავს,
როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ, ღია ცისქვეშ შეკრებებს.
შეკრება შესაძლოა განხორციელდეს სპონტანურად, რაიმე მიზნის საფუძველზე და არა უბრალოდ
ავტოავარიის სანახავად, რომელიც არ მოითხოვს ხელისუფლების წინასწარ გაფრთხილებას მისი
ბუნებიდან გამომდინარე. შეკრების თავისუფლებას გააჩნია პოზიტიური და ნეგატიური სტატუსი.
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შეკრება და უზუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება
სხვა პირთა აგრესიული ან სხვაგვარად ხელისშემშლელი ქმედებისაგან. განსხვავებული იდეის მქონე
ადამიანების მიერ არ უნდა მოხდეს ძალადობა და დემონსტრანტებს უნდა შეეძლოთ შეკრების
ჩატარება ყოველგვარი შიშის გარეშე, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს (პოზიტიური
ვალდებულება).
შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის
ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.
მანიფესტაცია არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა
სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების,
ტრანსპარატების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით.
შეკრების თავისუფლების სუბიექტები არიან ფიზიკური პირები, განურჩევლად მოქალაქეობისა
(გამონაკლისი კონსტიტუციაშია მოცემული). ხოლო ინიცირება შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებს, გარდა 18 წლამდე ასაკის პირისა.

დაცულ სფეროში ჩარევა


შეკრების თავისუფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. მიუხედავად მისი
მნიშველობისა ის არაა გარანტირებული უფლება, კონსტიტუცია გარკვევით მიუთითებს, რომ
ხელისუფლება უფლებამოსილია კანონით დააწესოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა იმ
შემთხვევაში, როცა შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. აქ თითქოს
კოლიზიაში მოდის ორი უფლება რომლის გამოც საკითხი უნდა გადაწყდეს თანაზომიერების
პრინციპის საფუძველზე, დადგინდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი. როდესაც უფლებებს შორის
კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია და კოლიზიის გადაჭრის მიზნით ხელისუფლების
მიერ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა გარდაუვალი ხდება, უფლების შეზღუდვის ყველაზე
ნაკლებად მკაცრი ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული.

ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი


ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის პროპორციული(თანაზომადი) და გამოყენებული უნდა იყოს
შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე ნაკლებად მკაცრი ფორმა. მაშინ უნდა
განხორციელდეს, როდესაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისა და იმ სამართლებრივი
სიკეთის დასაცავად, რომელსაც გააძნია შეკრების თავისუფლების მსგავსი ღირებულება.
(ვმსჯელობთ ისევ წინასწარ ხელისუფლების გაფრთხილებაზე, სპონტანურ შეკრებასა და ჭერქვეშ-
გარეთ შეკრებებზე, რაც ზემოთ უკვე გავიხილეთ) (ადრე გაფრთხილებას ნებართვის სახე ჰქონდა.)
ქუჩის სავალი ნაწილის თვითნებურად, ხელოვნურად რაიმე საგნებით გადაკეტვისას,ან თუ ამას არ
მოითხოვს ადამიანთა რაოდენობა, ხელისუფლება უფლებამოსილია ჩაერიოს და აღადგინოს
მოძრაობა. შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. აღნიშნული დასადგენად აუცილებელია გაირკვეს
კონკრეტულად რა იგულისხმება სიტყვაში კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. კანონსაწინააღმდეგოა
შეკრების მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით
შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის
დარღვევისაკენ, ან მოწოდება რომელიც მიმართულია ომისა და ძალადობისაკენ, აღვივებს ეროვნულ,
კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. მანიფესტაციის მონაწილეებს აქვთ ცეცხლსასროლი
იარაღი, ალკოჰოლური სასმელები, მომწამვლელი ნივთიერებები ად სხვა რომელიც გამოიყენება ან
შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრებისა ან მანიფესტაციიის მონაწილეთა და სხვა პირთა
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში მხოლოდ შეწყვეტაა გათვალისწინებული, რაც უკვე
დაწყებული მანიფესტაციის ან შეკრების შეწყვეტას გულისხმობს, ხელისუფლება უფლებამოსილია არ
დაუშვას შეკრებისა ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა
მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო
საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა დ ჯანმრთელობას. ამ
მექანიზმის საფუძველი მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების, მოქალაქეთა
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უნდა იყოს, რაც ნამდვილად უფრო მეტად დაცვის ღირსი
სიკეთეებია. ამ უფლებამოსილების განხორციელება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა
ეყრდნობოდეს ფაქტებს, საქმის გარემოებებსა და სხვა დეტალებს.

მ. 22 - გაერთიანების თავისუფლება
შესავალი
გაერთიანების თავისუფლება მოიცავს ადამიანების მიერ გაერთიანებათა შექმნისა და მათ
საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას. ის შეკრების თავისუფლების მსგავსად საკომუნიკაციო
უფლებაა და საზოგადოებაში ადამიანების თვითგანვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
საფუძველს წარმოადგენს. გაერთიანების ლიკვიდაცია კი 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით არის
გათვალისწინებული:
1. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.
2. გაერთიანების ლიკვიდაცია შეიძლება მხოლოდ ამავე გაერთიანების ან სასამართლოს
გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

დაცული სფერო
ეს უფლება მოიცავს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე
კომპონენტებს. ინდივიდუალური უფლების თანახმად, იგი უზრუნველყოფს ადამიანის მოქმედებისა
და საქმიანობის თავისუფლების ელემენტარულ ფორმას, კერძოდ, ყოველი ადამიანის
შესაძლებლობას, სხვა ადამიანებთან ერთად გაერთიანდეს კონკრეტულ საზოგადოებრივ თუ
სოციალურ ჯგუფში. ძირითადი უფლება გამოიყენოს არა მხოლოდ თვითონ, როგორც ინდივიდმა,
არამედ სხვებთან ერთად, გაერთიანების სახით. ეს ე.წ. ორმაგი უფლებაა, რადგან ამ უფლებით
დაცული არიან არა მხოლოდ გაერთიანების წევრები, არამედ აგრეთვე მათი გაერთიანება, როგორც
ერთი დიდი მთლიანობა (კოლექტიური უფლება). ადამიანი თავისი არსით, არა მხოლოდ
თავისუფალი, არამედ სოციალური არსებაცაა, რომლის შინაგან მოთხოვნილებას წარმოადგენს
ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. გაერთიანების თავისუფლება კი სწორედ ამას უზრუნველყოფს, რაც
დემოკრატიული წყობილების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. დემოკრატიულ
სახელმწიფოში ადამიანი მიჩნეულია თავსუფალ, დამოუკიდებელ და საკუთარი პასუხისმგებლობის
მქონე ინდივიდად, რომელიც უზრუნველყოფილია თავისუფლად განავითაროს საკუთარი პიროვნება.
პოზიტიური მხრივ გაერთიანების თავისუფლებით დაცულია ინდივიდთა ინიციატივა, ნების
თავისუფალი გამოვლინების შედეგად შექმნან გაერთიანება (ან შეუერთდნენ უკვე შექმნილს) და
მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში, ნეგატიური მხრივ კი უზრუნველყოფილია ინდივიდის მიერ
გაერთიანებაში და მის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმა და გაერთიანებიდან გასვლა ( status
negatives).
დაცული სფერო მოიცავს ყოველი გაერთიანების უფლებას შექმნაას და გაუქმებაზე. ასევე დაცულია
გაერთიანების სტრუქტურის, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, გადაწყვეტილება საქმიანობის
წარმართვაზე, სახელის შერჩევასა და სხვა უფლებებზე. ამ უფლების სუბიექტია ყველა ადამიანი,
მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირები.
დაცული სფეროს ფარგლებში შეიძლება მოექცეს მხოლოდ ისეთი გაერთიანება, რომელიც შეიქმნება
1. საერთო მიზნის მქონე 2. პირთა ერთობის მიერ 3. თავიანთი ნების თავისუფალი გამოვლინების
შედეგად და 4. თავად ამ გაერთიანებაში ნების ფორმირებას აქვს ორგანიზაციული სახე. ასევე
მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანება შეიქმნას ხანგრძლივი ვადით, რათა შესაძლებელი იყოს მისი
გამიჯვნა დროებითი, მომენტალური, სპონტანური შეკრებებისაგან, რითაც გაერთიანების
თავისუფლება განსხვავდება შეკრების თავისუფლებისაგან. საკანონმდებლო ხელისუფლება არა
მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა შეიმუშაოს სამართლის ნორმები, რომლებიც
უზრუნველყოფს გაერთიანების თავისუფლების რეალურ განხორციელებას, გაერთიანებებს
განუსაზღვრავენ ადგილს არსებულ სამართლის სისტემაში, უზრუნველყოფენ მათ და მათი წევრების
უფლებებს, აგრეთვე გაითვალისიწნებს სხვა ინდივიდთა და საზოგადოების ინტერესებს.

ჩარევა დაცულ სფეროში და ჩარევის საფუძვლები


ეს უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. გაერთიანების ლიკვიდაცია შეიძლება მხოლოდ ამავე
გაერთიანების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით. გაერთიანების თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ერთადერთი სახე
ლიკვიდაციაა. ნებისმიერი სხვა საფუძვლით ჩარევა გარდა კანონით გათვალისწინებულისა
გაუმართლებელი იქნება. ჩარევის მაგალითია გაერთიანებისათვის აშკარად არაგონივრული,
შესასრულებლად მძიმე რელგულირების დადგენა, რომელიც აზრს უკარგავს კონსტიტუციით
აღიარებული უფლებების რეალიზაციას.
ადამიანთა თანასწორობის იდეა ძირითადი უფლებების, როგორც ბუნებითი უფლებების თეორიის
შექმნისთანავე წარმოიშვა და დღეს თანასწორობის პრინციპი აღიარებულია ყველა ცივილიზებული
სახელმწიფოს მიერ. ადამიანის თანასწორობისა და თავისუფლების ძირითადი უფლებების გარეშე
ვერ იარსებებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო.
მ. 11 - თანასწორობის ძირითადი უფლება

შესავალი
ამ მუხლით აღიარებულია თანასწორობის საყოველთაო პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს
კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას, ასევე საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა
განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა:
1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის,
სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი
ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის
გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად
ცხოვრებაში ან საჯაროდ.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და
ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი
თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

პ. 1 - კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი უფლება


ყოველი ადამიანი ბუნებით, დაბადებისთანავე თავისუფალი და იმავდროულად თანასწორია სხვა
ადამიანების მიმართ. კანონის წინაშე თანასწორობა - ეს არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის
კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული
ღირებულებები. ის წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც
საფუძველს, ისე მიზანს. ზეპოზიტიური ღირებულაბაა.
ადამიანის ძირითადი უფლებების ისტორიული განვითარება გვიჩვენებს, რომ ადამიანის
თავისუფლება და თანასწორობა ყოველთვის ერთად იყო მოაზრებული. ადამიანის თავისუფლების
იდეა თავისთავად გულისხმობდა თანასწორობას, რადგან თავისუფალი ადამიანი არ შეიძლება იყოს
რაიმე ნიშნით მაღლა მდგომი და, მით უმეტეს, მჩაგვრელი სხვა ადამიანისა.

დაცული სფერო
ამ მუხლის არსი კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობაა, რაც უპირველესად ნიშნავს თანაბარ
უფლებას ყველასათვის. რაც უზრუნველყოფს ადამიანის სამართლებრივი დაცვის თანაბარი
პირობების გარანტირებას. ეს ყოველივე სახელმწიფოს ავალდებულებს გაითვალისწინოს კანონის
წინაშე ყველას თანასწორი სამრთლებრივი მდგომარეობა, კანონმდებელი კი ვალდებულია კანონების
შექმნისას იხელმძღვანელოს ამ პრინციპით. თანასწორობის უფლება უნივერსალურია, ის არ იცავს
ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ
მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში.
მე-11 მუხლით გათვალისწინებული ადამიანთა თანასწორობა ტოტალურ თანასწორობას კი არ
ნიშნავს, არამედ კრძალავს უსაფუძვლო დიფერენცირებას.
ამ მუხლის არსის გაგებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის
განსხვავებას გათანაბრებისაგან. ამ პრინციპის მთავარი მოთხოვნაა ადამიანებისათვის
შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფა, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების
თვითრეალიზაციისათვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირება.
სახელმწიფოს ეკრძალება, მნიშვნელოვნად თანასწორს თვითნებურად უთანასწოროდ და
მნიშვნელოვნად უთანასწოროს თვითნებურად თანასწორად მოეპყრას.
ამ უფლების სუბიექტები არიან ადამიანები, განურჩევლად მოქალაქეობისა.

ჩარევა დაცულ სფეროში და ჩარევის საფუძველი


სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებური გადაწყვეტილება და მოქმედება, რომელიც არსებითად
თანასწორ ადამიანებს არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს (ან პირიქით), დაცულ სფეროში
გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს. დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს არაგონივრული
დიფერენცირება. თანასწორობა კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ
მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას. განსხვავებული მოპყრობა უნდა
ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული, პროპორციული
ურთიერთმიმართება, განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ ლეგიტიმურ მიზანს შორის.
დისკრიმინაციად არ ჩაითვლება განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეგუძნება არსებითად
ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ შეფასებას, ითვალისწინებს საჯარო ინტერესს და ამყარებს
სამართლიან ბალანსს საზოგადოების საერთო ინტერესსა და ინდივიდის უფლებებს შორის.
ჩარევა ყოველთვის უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით.
„მნიშვნელოვნად თანასწორი“ ნიშნავს, რომ პირთა ჯგუფები ან სიტუაციები მსგავსნი არიან ერთი
საერთო პუნქტის საფუძველზე. საერთო პუნქტი არის ერთიანი, ზემდგომი ცნება, რომელიც გვაძლევს
მსგავსების დადგენის შესაძლებლობას.
„მნიშვნელოვნად არათანასწორი“ არიან მაშინ, როცა შეუძლებელია მათ შორის ერთი საერთო
პუნქტის, ზემდგომი ცნების პოვნა.
არათანასწორი მიდგომა შეიძლება ჩაითვალოს არათვითნებურად და კონსტიტუციურ-
სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებულად, როცა მას საფუძვლად უდევს რაიმე
შინაარსობრივად დასაბუთებული გარემოება, მაგრამ როცა ხდება დიდი მასშტაბის არათანასწორი
მიდგომა, აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის მიხედვით გარემოებათა აწონ-დაწონვა.

პ. 2 - საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა


საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი
ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის
გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად
ცხოვრებაში ან საჯაროდ.
ეს დებულება არის სპეციალური, რადგან იგი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. იგი
ადგენს თანასწორობას, როგროც უმცირესობათა დაცვის ერთ-ერთ ფორმას.
აღნიშნულ ნორმას აქვს დამცავი ფუნქცია, რომლითაც იცავს აღნიშნული ნიშნებით განსხვავებულ
მოქალაქეთა ჯგუფებს სახელმწიფოს ჩარევებისაგან.
ამ უფლების სუბიექტები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. მათი თანასწორობა
ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათი ცხოვრებისა საქმიანობის ყველა სფეროზე.
კონსტიტუციით აღიარებული საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა აბსოლუტურად
უზრუნველყოფილი ძირითადი უფლებაა. მოქალაქეთა ნებისმიერი ნიშნით დიფერენცირება, ამ
ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევა იქნება.

კაზუსის ამოხსნის სქემა


კაზუსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საპატრიარქოს მიერ
ჯვრის, სანთლის, ხატის, კალენდრისა და სხვა საღვთისმეტყველო საგნის მიწოდება, რომლებიც
მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოიყენება, გათავისუფლებულია საგადასახადო
ვალდებულებებისგან. სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის (საპატრიარქო
მისი ნაწილი) ამგვარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ლეგიტიმურ მიზნად დასახელდა
მართლმადებლური რელიგიის განსაკუთრებული კონსტიტუციური სტატუსი და როლი საქართველოს
სახელმწიფოებრივ განვითარებაში, სახელმწიფომ ასევე, მიუთითა, რომ კონკორდატით მათ
ევალებათ მართლადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ხელშეწყობა და განვითარებაზე
ზრუნვა. მთავრობისა და პარლამენტის მიერ დამატებით გაკეთდა განმარტება, რომ
მართლმადიდებლური რელიგია საქართველოში დომინანტურ რელიგიას წარმოადგენს და
საქართველოს მოქალაქეების 90 % ამ რელიგიის მიმდევარია. საგადასახადო კოდექსით
გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის
გავრცელება გააპროტესტეს სხვა კონფესიის წარმომადგენლებმა და რელიგიურმა ორგანიზაციებმა.
სამმა რელიგიურმა ორგანიზაციამ - კათოლიკურმა ეკლესიამ, მუსლიმთა ორგანიზაციამ და
საიენტოლოგიურმა ეკლესიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს და
საგადასახადო კოდექსის სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვეს. მოსარჩელეები
მიიჩნევდნენ, რომ სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული
თანასწორობის უფლება (მე-11 მუხლი).
იმსჯელეთ ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ სქემის მიხედვით!
ამოხსნა
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აღიარებულია თანასწორობის საყოველთაო პრინციპი,
რომელიც უზრუნველყოფს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. თანასწორობის ძირითადი
უფლება ირღვევა, როდესაც საჯარო ხელისუფლება უთანასწოროდ ეპყრობა სხვადასხვა პირებს და
მას არ გააჩნია გონივრული საფუძველი.
1. უთანასწორო მოპყრობის დადგენა
ზემოქმედებს თუ არა საჯარო ხელისუფლება გარკვეულ პირზე ან პირთა წრეზე.
განვიხილოთ საჯარო ხელისუფლების მოქმედების შემდეგი ასპექტები:
ა) ზემოქმედებს თუ არა საჯარო ხელისუფლება გარკვეულ პირზე (პირთა წრეზე);
ბ) მეორე საფეხურზე უნდა განვსაზღვროთ, სხვაგვარად ხომ არ ზემოქმედებს ან საერთოდ არ
ზემოქმედებს იგივე საჯარო ხელისუფლება სხვა პირზე (პირთა წრეზე);
გ) ბოლოს უნდა განვსაზღვროთ, არსებობს თუ არა მსგავსება განხილულ პირებს (პირთა წრეებს) და/ან
სიტუაციებს შორის. ამისთვის უნდა დავადგინოთ, აღენიშნებათ თუ არა შესადარებელ პირებს და
სიტუაციებს საერთო პუნქტი (tertium comparationis), ანუ შეიძლება თუ არა ისინი გავაერთიანოთ რაიმე
ზემდგომი ცნების (genus proximum) ქვეშ.

სამივე პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვადგენთ, რომ საჯარო ხელისუფლება


ახორციელებს განხილულ პირთა უთანასწორო მოპყრობას.
შუალედური დასკვნა:
II. კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება
შინაარსობრივად უთანასწორო მოპყრობა არ არღვევს თანასწორობის ძირითად უფლებას, თუ მას არ
გააჩნია თვითნებური საფუძველი. არ ირღვევა თანასწორობის უფლება, თუ მას გამართლებული
საფუძველი გააჩნია- ე.ი მიზანი, რომელიც გონივრულია და სამართლიანი. ამ კუთხით, საჭიროა,
საჯარო ხელისუფლების შესაბამისი ქმედება კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძვლის შესაბამისი
იყოს.
უნდა დავადგინოთ რამდენად ინტენსიურია უთანასწორო მოპყრობა. უთანასწორო მოპყრობის
ინტენსივობის განვსაზღვრავთ შემდეგი ასპექტებით:
ა) რაც უფრი მეტად უახლოვდება საჯარო ხელისუფლების მიერ გამოყენებული დიფერენცირების
კრიტერიუმი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლ დიფერენცირების დაუშვებელ
კრიტერიუმებს (რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, სქესი და სხვა), მით უფრო ინტენსიურია უთანასწორო
მოპყრობა
ბ) რაც უფრო ნაკლებად შეუძლია პირს გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული
დიფერენცირების კრიტერიუმზე, მით უფრო ინტენსიურია უთანასწორო მოპყრობა
გ) ინტენსიურ უთანასწორო მოპყრობასთან გვაქვს საქმე იმ შემთხვევაშიც, თუ იგი პირს ხელს უშლის
კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებაში.
ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ვასკვნით, რომ სახეზეა ინტენსიური უთანასწორო მოპყრობა.
შესაბამისად, ვიყენებთ ე.წ მკაცრ ტესტს და ვაფასებთ უთანასწორო მოპყრობის თანაზომიერების
პრინციპის მიხედვით. Tu intensivoba dabalia- rac. Diferencirebis tests.
ლეგიტიმური საჯარო მიზანი :
გამოსადეგობა:
აუცილებლობა :
ლეგიტიმური მიზნის შესაბამისობა
პირდაპირ ირღვევა როგორც მე-11 მუხლი, ასევე კონსტიტუციის მე-4 მუხლი- სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპი, რადგანაც აზრი ეკარგება თანასწორობის უფლეებას.
დასკვნა:

You might also like