You are on page 1of 4

ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

სემინარი სულაბუსის მიხედვით: თემა 13. გაერთიანების


თავისუფლება. პოლიტიკური პარტიების თავისუფლება.
დაცულ სფეროში ჩარევა. ჩარევის კონსტიტუციურ-
სამართლებრივი საფუძველი.

სსუ - ს მეორე კურსის სტუდენტი - ლაშა ნანეტაშვილი


ჯგუფი - 2

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით არის


უზრუნველყოფილი გაერთიანების თავისუფლება, 23-ე
მუხლით კი, პოლიტიკური პარტიების შექმნისა და მათ
საქმიანობაში მონაწილეობის მიღების თვისუფლება. ეს
უფლებები საზოგადოებაში ადამიანების თვით-
განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს
წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალპარტიული
სისტემა კონსტიტუციით შექმნილი თავისუფალი
დემოკრატიული საზოგადოების არსებითი შემადგენელი
ნაწილია.
,,საზოგადოებრივი გაერთიანებები’’ რომელიც ფართო
ცნებაა და გულისხმობს ზოგადად გაერთიანებებს, მათ
შორის, პროფესიულ კავშრებს, რომლებიც იქმნება შრომის
სფეროში, და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც
მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების
ჩამოყალიბებ-ის პროცესში. საზოგადოებრივი
გაერთიანებების შექმნისა და მათ საქმიანობაში
მონაწილეობის ძირითადი უფლება მოიცავს
ინდივიდუალურ, კოლექტიურ და დემოკრატიის
პრინციპიდან გამომდინარე კომპონენტებს. როგორც
ინდივიდუალური უფლება, იგი უზრუნველყოფს
ადამიანის მოქმედებისა და საქმიანობის თავისუფლების
ელემენტარულ ფორმას, ანუ იგელისხმება, ყველა
ადამიანის შსაძლებლობას, სხვა ადამიანებთან ერთად
გაერთიანდეს კონკრეტულ ჯგუფში. ამით ადამიანს
შესაძლებლობა ეძლევა ძირითდი უფლება გამოიყენოს
არა მხოლოდ თვითონ, როგორც ინდივიდმა, არამედ
სხვებთან ერთად, გაერთიანების სახით. იგი ე.წ. ,,ორმაგი
უფლებაა’’ ანუ ამ უფლებით დაცულნი არიან არა
მხოლოდ გაერთიანების წევრები, როგორც ცალკეული
ინდივიდები, არამედ ერთი მთლიანობა - მათი
გაერთიანება, ანუ იგი სახელმწიფოს ჩარევისაგან იცავს
გაერთიანებებს. იგი, როგორც კონსტიტუციით შექმნილი
თვისუფალი დემოკრატიული წყობილების ერთ-ერთ
ძირითდი შემადგენელი ელემენტი, წარმოადგენს
აგრეთვე სოციალური ჯგუფების თავისუფალი
ჩამოყალიბების პრინციპის საფუძველს. მოკლედ რომ
ვთქვათ, პოზიტიური მხრივ დაცულია ინდივიდთა
ინიციატიავა, შექმნან საზოგადოებრივი გაერთიანება და
მონაწილეობა მიიღონ მათ საქმიანობაში. ნეგატიური
მხრივ კი, უზრუნველყოფილია გაერთიანებაში და მის
საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმა და
გაერთაინებიდან გამოსვლა. დაცული სფერო მოიცავს
ყოველი გაერთაინების უფლებას შექმნასა და არსებობაზე.
ასევე დაცულია გაერთიანების უფლება, თავად მიიღოს
გადაწყ-ვეტილებები საკუთარი სტრუქტურის,
გადაწყვეტილების მიღების პროცედურისა და
გაერთიანების საქმიანობის წარმართვის შესახებ. ამ
უფლების გარეშე შუეუძლებელი იქნებოდა თავისუფალი
გაერთიანების შქმნა და არსებობა. დაცულია აგრეთვე
გაერთიანებისათვის სახელის მინიჭების უფლება.
საზოგადოებრივი გაერთიანებების შქმნისა და მათ
საქმიანობაში მონაწილეობის თავისუფლება არ არის
აბსოლუტურად შეუზღუდავი ძირითადი უფლება.
გაუმართლებელი ჩარევა იქნება იმ შემთხვევაში,
როდესაც გაერთიანების შექმნის პროცესში
ხელისუფლების მიერ დაბრკოლებების შექმნა,
პროცედურის ზედმეტად გართულება და ა.შ.
გამართლებული იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც
სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა იქნება კონსტიტუციის
ფარგლებში განხორციელებული.
მოქალაქეთა გაერთიანების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს
პოლიტიკური პარტია, რომლის არსებობაც
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პარტია, როგორც
თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების
აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი,
არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით
ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს
მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და
გამოხატვაში. პოლიტიკური პარტია არსებობს იმიტომ,
რომ კონსტიტუციით შეიქმნა თავისუფალი
დემოკრატიული წესწყობილება, რომლის განუყოფელი
და ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია პოლიტიკური
პარტიები. ამით კონსტიტუცია ფაქტობრივად
ავალდებულებს სახელმწიფო ხელისუფლებას შეიმუშაოს
პოლიტიკურ პარტიათა გამართული
ფუნქციონირებისათვის საჭირო წესები. პარტია
შინაარსობრივად სრულიად განსხვავდება იურიდიული
პირისაგან, მათ შრის, საჯარო სამართლის იურიდიული
პირისაგან. პოლიტიკური პარტიის შექმნისა და მის
საქმიანობაში მონაწილეობის ძირითად უფლებაში ჩარევა
ან პარტიის აკრძალვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ
კონსტიტუციის 23-ე მუხლის შესაბამისად. ყველაზე
მძიმე და რადიკალურ ჩარევას საერთო საზოგადოებრივი
ორგანიზაციების, კონკრეტულად კი პოლიტიკური
პარტიის შქმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის
ძირითად უფლებაში წარმოადგენს მათი აკრძალვა.

You might also like