You are on page 1of 7

საგანი: შესავალი სამოქალაქო სამართალში

შუალედური გამოცდა

პირველი ვარიანტი

ტესტები (10 ტესტი, თითოეული ფასდება 2 ქულით, ჯამში- 20 ქულა)

ტესტები:

1. როგორ ურთიერთობებს აწესრიგებს სამოქალაქო სამართალი?

ა. სამოქალაქო სამართალი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის


ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს

ბ. სამოქალაქო სამართალი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის


ქონებრივ ურთიერთობებს

გ. სამოქალაქო სამართალი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის


საოჯახო და პირად ურთიერთობებს

დ. სამოქალაქო სამართალი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ პირად


ურთიერთობებს.

2. გამოიყენება თუ არა ჩვეულებანი სამოქალაქო სამართალში?

ა. ჩვეულებანი სამოქალაქო სამართალში გამოიყენება მხოლოდ მაშინ თუ ისინი არ


ეწინააღმდეგებიან სამართლის ნორმებს

ბ. ჩვეულებანი სამოქალაქო სამართალში გამოიყენება მხოლოდ მაშინ თუ ისინი არ


ეწინააღმდეგებიან სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო
წესრიგს

გ. ჩვეულებანი სამოქალაქო სამართალში გამოიყენება მხოლოდ მაშინ თუ ისინი არ


ეწინააღმდეგებიან ზნეობის ნორმებს

დ. ჩვეულებანი სამოქალაქო სამართალში გამოიყენება მხოლოდ მაშინ თუ ისინი არ


ეწინააღმდეგებიან საჯარო წესრიგს

3. როდიდან შედიან კანონები და კანონქვემდებარე აქტები ძალაში?

ა. კანონები და კანონქვემდებარე აქტები ძალაში შედიან მხოლოდ დადგენილი წესით


ოფიციალურ ორგანოში საყოველთაო გაცნობისათვის მათი გამოქვეყნების შემდეგ

ბ.კანონები და კანონქვემდებარე აქტები ძალაში შედიან მხოლოდ დადგენილი წესით

გ. საყოველთაო გაცნობისათვის მათი გამოქვეყნების შემდეგ

დ.პარლამენტში მათი მიღებისთანავე

4. ზოგადი ხასიათის კანონი აუქმებს თუ არა სპეციალურ კანონს?


ა. თუ ამგვარი გაუქმება არ წარმოადგენს კანონმდებლის პირდაპირ მიზანს

ბ. ზოგადი ხასიათის კანონი არ აუქმებს სპეციალურ კანონს

გ. ზოგადი ხასიათის კანონი არ აუქმებს სპეციალურ კანონს, თუ ამგვარი გაუქმება არ


წარმოადგენს კანონმდებლის პირდაპირ მიზანს

თუ ამგვარი გაუქმება არ წარმოადგენს კანონმდებლის პირდაპირ მიზანს

დ. არც ერთ შემთხვევაში

5. განმარტეთ კანონის ანალოგია

ა. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელიურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება


ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა

ბ. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელიურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება


ყველა ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა

გ. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელიურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება


დისპოზიციური ნორმები

დ. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელიურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება


იმპერატიული ნორმები

6. განმარტეთ სამართლის ანალოგია

ა. თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, მაშინ ურთიერთობა უნდა


მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის,
კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად

ბ. თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, მაშინ ურთიერთობა უნდა


მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე

გ. თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, მაშინ ურთიერთობა უნდა


მოწესრიგდეს სამართლიანობის საფუძველზე

დ.თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, მაშინ ურთიერთობა უნდა


მოწესრიგდეს ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით

7. როგორი პირები შეიძლება იყოს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები?

ა. ნებისმიერი ფიზიკური პირი

ბ. ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი

გ. ნებისმიერი იურიდიული პირი

დ. მხოლოდ სახელმწიფო

8. რა შემთხვევაში კარგავს კანონი ძალას?


ა. კანონი ძალას კარგავს თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს ახალი კანონი, ან ძველი
ეწინააღმდეგება ახალს, ან ახალი კანონი მოიცავს ძველით მოწესრიგებულ ურთიერთობას,
ან/და თუ აღარ არსებობს ის ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებდა კანონი

ბ. კანონი ძალას კარგავს თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს ახალი კანონი

გ. როცა ძველი კანონი ეწინააღმდეგება ახალს

დ. თუ აღარ არსებობს ის ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებდა კანონი

9. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან:

ა. კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები

ბ. კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები

გ. კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი მოვალეობები

დ. შეასრულონ კანონის მოთხოვნები

10. რა არის სამოქალაქო კანონის მიზანი?

ა. სამოქალაქო კანონის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის


თავისუფლებაა, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა
უფლებებს

ბ. სამოქალაქო კანონის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის


თავისუფლებაა

გ. თუ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს

დ. პირთა თავისუფალი გადაადგილება.

კაზუსი (5 ქულა):

გარდაცვლილ ელენეზე გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მისი პირადი


ცხოვრების საიდუმლოების შემცვლელი ინფორმაცია. ე. მენაბდის შვილებმა მოითხოვეს
სასამართლოს მეშვეობით დედის რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის
ქონებრივი ანაზღაურება.

რამდენად კანონიერია მათი მოთხოვნა?

კაზუსი (5 ქულა):

პირმა, რომელიც მძიმე სენით იყო დაავადებული, მემკვიდრეობით დაუტოვა ქონება ჯერ
კიდევ მუცლად მყოფ ჩანასახს. ბავშვი ცოცხალი არ დაბადებულა. მკვდრადშობილის დედამ
მოითხოვა შვილის მემკვიდრეობის მიღება.

კანონიერია თუ არა დედის მოთხოვნა?


საგანი: შესავალი სამოქალაქო სამართალში

შუალედური გამოცდა

მეორე ვარიანტი

ტესტები (10 ტესტი, თითოეული ფასდება 2 ქულით, ჯამში- 20 ქულა)

1. კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს:

ა. ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო,


ისე არასამეწარმეო, საქართველოს თუ სხვა ქვეყნის პირის მიმართ

ბ. ნებისმიერი ფიზიკური პირი

გ. ნებისმიერი იურიდიული პირი

დ. არასამეწარმეო პირი

2. კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს:

ა. ქონებრივი სიკეთე, რომელიც კაონით დადგენილი წესით ბრუნვიდან ამოღებული არ არის

ბ. ქონებრივი ან არაქონებრივი მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც


კაონით დადგენილი წესით ბრუნვიდან ამოღებული არ არის

გ. არაქონებრივი მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კაონით


დადგენილი წესით ბრუნვიდან ამოღებული არ არის

დ. არამატერიალური სიკეთე, რომელიც კაონით დადგენილი წესით ბრუნვიდან ამოღებული


არ არის

3. შეუძლიათ თუ არა სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეებს ნებისმიერი ქმედების


განხორციელება?

ა. სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეებს შეუძლიათ ყველა მოქმედების შესრულება

ბ. სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეებს შეუძლიათ ნების გამოხატვა

გ. სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით


აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედების
განხორციელება

დ. ასეთ სამართლებრივ რეგლამენტაციას კანონი არ იცნობს

4. როდიდან წარმოიშობა ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა

ა. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა - უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და


მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან
ბ. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა - უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და
მოვალეობები, წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან

გ. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა - უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და


მოვალეობები, წარმოიშობა 17 წლის ასაკიდან

დ. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა - უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და


მოვალეობები, წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან

5. როდიდან წარმოიშობა მემკვიდრედ ყოფნის უფლება?

ა. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; ამ უფლების განხორციელება


დამოკიდებულია დაბადებაზე

ბ. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე

გ. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვიდა მე-4 თვეს

დ. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვიდა მე-5 თვეს

6. ფიზიკური პირის უფლებაუნარინობა წყდება:

ა. უფლების დაკარგვით

ბ. გარდაცვალებით

გ. სახელმწიფო აქტით

დ. გულის მუშაობის შეჩერებით

7. სრულწლოვანია პირი:

ა.რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს

ბ. რომელმაც მიაღწია 17 წლის ასაკს

გ. რომელმაც მიაღწია 19 წლის ასაკს

დ. რომელმაც მიაღწია 16 წლის ასაკს

8. დაშვებულია თუ არა ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით?

ა. ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ


შემთხვევებში. დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით

ბ. დაშვებულია

გ.დაშვებულია განსაკუთრებულ სემთხვევებში

დ. არც ერთ შე,მთხვევაში


9. 17 წლის მოზარდებს მათმა მშობლებმა მისცეს სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
ჩაითვლებიან თუ არა ისინი ქმედუნარიანებად?

ა. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც კანონიერი წამომადგენლების თანხმობით 18


წლის ასაკის მიღწევამდე დაიწყებს სამეწარმეო საქმიანობას

ბ. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს 16 წლის ასაკის მიღწევამდე

გ. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს 17 წლის ასაკის მიღწევამდე

დ. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს 19 წლის ასაკის მიღწევამდე

10. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის:

ა. აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა,


როცა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს

ბ. ნაწილობრი აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა

გ. არ არის აუცილებელი მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა

დ. არც ერთი პასუხი სწორი არ არის.

კაზუსი (5 ქულა):

ა-ზე (რომელიც ექიმი იყო) ბ-მ გაავრცელა შეგნებულად მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია


იმის შესახებ, რომ ა. არაპროფესიონალი ექიმი იყო. ამან მძიმედ იმოქმედა ა-ზე, რომელიც
პროფესიონალი ექიმი იყო და ბ-საგან მოითხოვა „ანაცდური ზიანი“ და მკურნალობის გამო
გაწეული ხარჯის ანაზრაურება.

როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო?

კაზუსი (5 ქულა):

ა-მ სამოქალაქო სახელის შეცვლის გამო მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელმაც


უარი განუცხადა ა-ს სახელის შეცვვლაზე.

რა შემთხვევაშია უფლებამოსილი მარეგისტრირებელი ორგანი უარი განუცხადოს პირს


სახელს შეცვლაზე?

You might also like