You are on page 1of 9

არასრულწლოვანის უფლებები

გვანცა კვაცაშვილი,ნინო გაგნიძე

სკოლა: 112

გაკვეთილის მიზანი:

 მოსწავლეს ზოგადი წარმოდგენა შეექმნას არასრულწლოვანის უფლებების


შესახებ, როგორც სისხლისა და სამოქალაქო სამართალში;
 მნიშვნელვანია იცოდეს არასრულწლოვანის უფლებები
შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში;
 ჰქონდეს ინფორმაცია რა ასაკში შეიძლება შეერაცხოს არასრუწლოვანს
ბრალი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის;
 ჰქონდეს ინფორმაცია რა სასჯელი შეიძლება დაენიშნოს
არასრულწლოვანს და როგორ მიმდინარეობს არასრულწლოვანის
საქმისწარმოება;
 იცოდეს ყველაზე რთულ და საზოგადოებისთვის საშიშ დანაშაულის
ოჯახური ძალადობის თაობაზე;

გაკვეთილის შედეგი:

 ტრენინგის დასრულების შემდეგ,მოსწავლეებს პრაქტიკული სავარჯიშების


შესრულების შემდეგ ექნებათ ინფორმაცია და ცოდნა აღნიშული
ინსტიტუტების შესახებ. მოსწავლეებს შეეძლებათ სამოქალაქო სამართლის
გარიგებებში სწორად მიიღონ მონაწილეობა. ხოლო სისხლის სამართლის
კუთხით, მათ უნდა იცოდნენ თუ რა როლით შეიძლება იყვნენ
წარმოდგენილნი სისხლის სამართლის პროცესში და რა სახის სასჯელები
არსებობს არასრულწლოვანთა შემთხვევაში.

გაკვეთილის ჩატარების მეთოდები:

 ლექციური მეთოდი + ინტერაქცია


 ჯგუფური მუშაობის მეთოდი
 კაზუსის ამოხსნა
გეგმა:

საკითხი მეთოდი დრო ტრენერი


ლექციური მეთოდი 3 წუთი ორივე ტრენერი
წინა მასალის თეზისებად + ინტერაქცია

გამეორება

არასრუწლოვანთა უფლებები ლექციური მეთოდი 10 წუთი ორივე

არასრულწლოვანი ლექციური მეთოდი 10 წუთი გვანცა


სამოქალაქო სამართალში
კვაცაშვილი

კაზუსი სავარჯიშო 1 8 წუთი ორივე


(დანართი N1)

არასრულწლოვანი შრომის ლექციური მეთოდი 10 წუთი ნინო გაგნიძე


სამართალში
არასრუწლოვანის ლექციური მეთოდი 10 წუთი გვანცა
სისხლისამართლებრივი
კვაცაშვილი
პასუხისმგებლობა
შეაფასეთ ქმედებები სავარჯიშო 2 6 წუთი ორივე
(დანართი N2)

ოჯახური ძალადობა ლექციური მეთოდი 12 წუთი ნინო გაგნიძე

ტესტირება, ცოდნის სავარჯიშო 3 5-6 წუთი ორივე


გამყარება (დანართი N3)

შეჯამება 3-4 წუთი ორივე


დანართი N1

სავარჯიშო N1

ინსტრუქცია: გაეცანით ქვემოთ მოცემულ კაზუსს და გადაწყვიტეთ დავა.

გიორგი არის 16 წლის მოზარდი. ის სახლში ცხოვრობს მშობლებთან ერთად. ერთ


დღესაც მან გააფუჭა მამამისის ველოსიპედი, მამამისის თანხმობის გარეშე,
შეშინებულმა გიორგიმ გადაწყვიტა დამოუკიდებლად მოეგვარებინა აღნიშნული
პრობლემა. მან მიაკითხა ერთ-ერთ სახელოსნოს და ხელოსან დათოს მიუტანა
ველოსიპედი. დათო იყო გიორგის ოჯახის ახლობელი და იცოდა გიორგის
არასრულწლოვნობის შესახებ. ის მაინც შეუთანხმდა, რომ 10 დღეში 30 ლარის
სანაცვლოდ შეაკეთებდა ველოსიპედს. სახლში დაბრუნებულმა გიორგიმ გატეხა
თავისი ყულაბა და აღმოაჩინა, რომ მხოლოდ შეგროვებული ჰქონია 20 ლარი. იმავე
საღამოს მამამისმა კარგი ქულებისთვის აჩუქა 10 ლარი. გიორგიმ შეგროვებული
თანხა გადასცა დათოს და მამამის მიუყვანა შეკეთებული ველოსიპედი. აღმოჩნდა
რომ მამამისს სულაც არ სურდა ამ ველოსიპედის შეკეთება, არამედ უკვე გადაგდებას
უპირებდა. ვინაიდან გიორგი არასრულწლოვანია ის დათოსგან ითხოვს გარიგების
ბათილობას და თანხის უკან დაბრუნებას.

დაადგინეთ, რამდენად კანონიერია გიორგის მამის მოთხოვნა და როგორ


გადაწყვეტდით დავას?
დანართი N2

სავარჯიშო N2

ინსტრუქცია: გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს და შეაფასეთ


მოსამართლეთა ქმედებები:
a) მოსამართლემ 16 წლის ნიკა ცნო დამნაშავედ განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულში და მიუსაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა;
b) 14 წლის სერგიმ გაიგო, რომ სკოლა რომელშიც თავად სწავლობს,
ბიბლიოთეკარის თანაშემწის ვაკანსიას აცხადებს. სამუშაო გრაფიკი
ყოველდღიურ მუშაობას გულისხმობს 9 საათიდან 18 საათამდე;
c) 17 წლის გიორგის მოსამართლემ მიუსაჯა შინაპატიმრობა და აუკრძალა
საცხოვრებელი ადგილის დატოვება დილის დილის 8 საათიდან საღამოს 6
საათამდე. ამის გამო ნიკა ვერ ახერხებდა სკოლაში სიარულს;
d) 15 წლის იულიას სურს, რომ სილამაზის სალონში „ლამაზმანი“ სტილისტად
დაიწყოს მუშაობა. იულიას მუშაობა მოუწევს მხოლოდ შაბათს და კვირას 9
საათიდან-12 საათამდე;
e) 16 წლის პავლეს მოსამართლემ სასჯელის სახით განუსაზღვრა
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ამისათვის პავლე დაასაქმეს
ტოტალიზატორში;
f) 15 წლის გიორგიმ გაზეთში წაიკითხა, რომ სამშენებლო კომპანია აცხადებს
ვაკანსიას სამშენებლო ნანგრევების ტერიტორიიდან გამტანი მუშის
პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი განსიაზღვრება დილის 9 საათიდან შუადღის 3
საათამდე. გიორგის მშობლები თანახმანი არიან;
g) 13 წლის ანი თავისი ასაკისთის ძალიან წარმატებული ბალერინაა. მას ერთ-ერთ
საბალეტო წარმოდგენაში შესრულება შესთავაზეს. ანის სურს შრომითი
კონტრაქტის გაფორმება;
h) მოსამართლემ 17 წლის დურმიშხანს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის
ვადით;
i) 15 წლის იულიას სურს, რომ სილამაზის სალონში „ლამაზმანი“ სტილისტად
დაიწყოს მუშაობა. იულიას მუშაობა მოუწევს მხოლოდ შაბათს და კვირას 9
საათიდან-12 საათამდე;
j) 13 წლის ანი თავისი ასაკისთის ძალიან წარმატებული ბალერინაა. მას ერთ-ერთ
საბალეტო წარმოდგენაში შესრულება შესთავაზეს. სპექტაკლი მთელი სეზონის
განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ოპერისა და ბალეტის თეატრში. ანის
სურს შრომითი კონტრაქტის გაფორმება;
დანართი N3
სავარჯიშო N3

ინსტრუქცია: შეარჩიეთ ერთი სწორი პასუხი.

1. რა ასაკიდან აგებს პირი პასუხს სისხლის სამართლებრივი წესით?


a. 12 წლიდან
b. 14 წლიდან
c. 16 წლიდან
d. 18 წლიდან
2. არასულწლოვნის სისხლის სამართლის საქმეს სასამართლოში განიხილავს:
a. სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე
b. ადმინისტრაციული საქმის განმხილველი მოსამართლე
c. სპეციალიზებული მოსამართლე
d. მოსამართლე არ განიხილავს
3. რა ასაკამდე ითვლება პირი არასრულწლოვნად?
a. 12 წლამდე
b. 14 წლამდე
c. 16 წლამდე
d. 18 წლამდე
4.რომელი სახის სასჯელი არ გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში?
a. უვადო თავისუფლების აღკვეთა
b. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა
c. შინაპატიმრობა
d. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
5. შეიძლება თუ არა არასრულწლოვანს სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა? *
a. არა
b. შეიძლება დაეკისროს მის ნაცვლად მშობელს
c. შეიძლება, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი
d. შეიძლება, მხოლოდ 500 ლარამდე ოდენობით
6. რომელი ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს?
a. არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში
b. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება
c. ცივი იარაღის ტარება
d. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ
8. რისი უფლება აქვს არასრულწლოვანს მისი საქმის სასამართლოში განხილვისას?
a. მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში
b. დაცული იყოს მისი პირადი ცხოვრების უფლება
c. ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით თუ არ იცის ენა
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
არასრულწლოვანის უფლებები

სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული


ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა
და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და
ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა
განხორციელებას.
ბავშვთა უფლებები განსაკუთრებით გვახსენდება პირველ
ივნისს, როცა მრავალი ქვეყანა დღესასწაულობს ბავშვთა
უფლებების საერთაშორისო დღეს (International children’s day),
რომელიც პირველად 1950 წლის 1 ივნისს აღინიშნა და დღემდე აღინიშნება ეს დღე.

 არასრულწლოვანი სამოქალაქო სამართალში


არასრულწლოვანი,როგორც სამოქალაქო სამართლის გარიგებათა სუბიექტი

 არასრულწლოვნად ითვლება პირი,რომელიც 18 წლის ასაკამდეა.მას


თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო სამართლებრივ
გარიგებაში,მაგრამ ამისთის ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობა.
 თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას კანონიერი
წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების
ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი
მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს
სარგებელს.
 არასრულწლოვანის მიერ დადებული ხელშეკრულების მოწონებამდე
მეორე მხარეს აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.
 ბათილია ცალმხრივი გარიგება, კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი
თანხმობის გარეშე. ბათილია მაშინაც, როცა არსებობს თანხმობა, მაგრამ
არასრულწლოვანს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი წერილობითი
საბუთი, რის გამოც გარიგების მეორე მხარემ დაუყოვნებლივ თქვა მასზე უარი.
ასეთი უარი დაუშვებელია, თუკი მეორე მხარე ინფორმირებული იყო კანონიერი
წარმომადგენლის ამ თანხმობის შესახებ.
 თუ არასრულწლოვანი ქმედუნარიანი გახდება, მაშინ იგი თვითონ წყვეტს საკითხს
თავისი ნების გამოვლენის ნამდვილობის შესახებ.

არასრულწლოვნების მატერიალური პასუხისმგებლობა:


10 წელს მიუღწეველი პირის მიერ მიყენებულ ზიანი ანაზღაურდება მშობლის ან
კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ხოლო 10 წელზე უფროსი ასაკის პირი პასუხს აგებს
მიყენებული ზიანისათვის მის წარმომადგენლებათან ერთად.
 არასრულწლოვანი შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში

შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. ამ


შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების დასადებად, არ არის
აუცილებელი კანონიერი წარმომადგენლის – მშობლის
თანხმობა.
კანონი ითვალისწინებს 14 წლამდე ასაკის მქონე პირის
შრომით ურთიერთობაში ყოფნის წინაპირობებს: მხოლოდ
სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის
სფეროში საქმიანობა და სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად დადებულ
ხელშეკრულებები.
გამონაკლისი 16 წლამდე ასაკის მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულება იდება
კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით,
თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, არ
აყენებს ზიანს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, არ უზღუდავს
სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და
შესაძლებლობას.

სამუშაო დრო: 16-დან 18 წლამდე ასაკი - კვირაში არაუმეტეს 36 საათით; 14


წლიდან 16 წლამდე ასაკი -კვირაში არაუმეტეს 24 საათი;
შეუსაბამო სამუშაო დრო დამანგრევლად აისახება მოზარდის როგორც ფიზიკურ
ასევე ფსიქიკურ განვითარებაზე, მისი სწავლის ხარისხზე, რაც საბოლოო ჯამში
აუარესებს ცხოვრების დონეს. გარდა ამისა საგრძნობლად იკლებს ადამიანის
სამომავლო ჯამური სარგებლიანობა და შესაბამისად სოციალური მობილობაც ზარალდება.

აკრძალულია არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება


მისი თანხმობის გარეშე, არასრულწლოვნის დასაქმება ღამის
სამუშაოზე (22:00 საათიდან 6:00 საათამდე).
აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება
სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან,
ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და
ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან,
რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

კერძო სექტორისაგან განსხვავებით, საჯარო სექტორში დაუშვებელია


არასრულწლოვანთა დასაქმება.
 არასრულწოვანი სისხლის სამართალში
არასრულწლოვნი - პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლის
ასაკისთვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად 14


წლის ასაკამდე პირს ბრალად არ შეერაცხება მის მიერ
ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი პირი
ბრალუნარიანი ხდება 14 წლის ასაკიდან.

 არასრულწლოვანთა საქმის წარმოებას ახორციელებენ არასრულწლოვანთა


მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები (სპეციალიზებული
მოსამართლე, სპეციალიზებული პოლიციელი, სპეციალიზებული
გამომძიებელი, სპეციალიზებული პროკურორი და სხვა);
 არასრულწლოვნის საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე
(გარეშე პირებს არ აქვთ სხდომაზე დასწრების უფლება);
 სავალდებულოა არასრულწლოვან ბრალდებულს ჰყავდეს/დაენიშნოს
ადვოკატი;
 არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და
ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია
ფსიქოლოგის მონაწილეობაც;
 14 წლამდე ასაკის პირის დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით;
 არასრულწლოვანი არ შეიძლება დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე.

სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე


არასრულწლოვანი სარგებლობს აგრეთვე შემდეგი უფლებებით:
 მისი განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის
მიღების უფლებით;
 თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით
– მისი მიღების საჭიროების შემთხვევაში;
 კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების
უფლებით;
 საკონსულო დახმარების მიღების უფლებით (ესე იგი უფლებით ისარგებლოს
თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო
დაწესებულების წარმომადგენლის დახმარებით) დასხვა;
 სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე
არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და
დაზარალებული სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
არასრულწლოვან დამნაშავეს შეიძლება დაენიშნოს სასჯელის შემდეგი სახეები:
 ჯარიმა;
 შინაპატიმრობა;
 საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
 საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
 ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
არასრულწლოვანს, სრულწლოვნისაგან განსხვავებით, არ
შეიძლება სასჯელის სახით დაენიშნოს უვადო
თავისუფლების აღკვეთა.

 ოჯახური ძალადობა

განსაკუთრებით საშიშია ოჯახური ძალადობის ფორმა


არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც ამგვარი ძალადობისას
განიცდიან უმძიმეს სტრესს, რაც ხელს უშლის მათ სრულფასოვან
საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებას.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დასჯადია


ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა,
სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რაც იწვევს
ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.

მოქმედი რეგულაციით ოჯახური ძალადობის მსხვერპლი


სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია თავშესაფრით, სადაც
მსხვერპლის განთავსება ხდება 3 თვის ვადით და ამ თავშესაფრის
ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია.

მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3


დამოუკიდებელი გზა:

 მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი


საბჭო
 შემაკავებელი ორდერი
 დამცავი ორდერი

მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს


ცხელი ხაზი 116 006

You might also like