You are on page 1of 4

დადგენილება პირის ბრალდების შესახებ

17.06.2022 ქ.თბილისი

დადგენილების გამოტანის დრო: 14:58

დადგენილების შემდგენი პირი: ანა გუნთაიშვილი, გლდანი-ნაძალადევის რაიონული


პროკურატურის პროკურორი

საქმის N: 005060420003

ბრალდებულის მონაცემები:

სახელი: ვაჟა

გვარი: აბესაძე

მამის სახელი: გიორგი

დაბადების თარიღი: 17.08.1989

პირადი N: 010010283754

ბრალდების ფორმულირება:

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვაჟა აბესაძემ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება,
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ვაჟა აბესაძის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა
შემდეგში: 2020 წლის 18 მაისს, დაახლოებით 19:30-20:00 საათზე, ქ.თბილისში, ც.
დადიანისქუჩა №12-თან, არაფხიზელ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვაჟა აბესაძემ,
ცოტნე დადიანის ქუჩაზე შენიშნა ავტომანქანა,(შემდგომში ლევან კობიძის ავტომანქანა)
რომელსაც წინა საქარე მინა ჩაუმსხვრია რკინის ჯოხით, შედეგად კი დადგა მნიშვნელოვანი
ზიანი, 260 ლარის ოდენობით.

ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის


კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით:

187-ე პრიმა მუხლით

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებას:

მოწმე ლევან კობიძის, ნათია პაჭკორიას და ვაჟა აბესაძის გამოკითხვის ოქმები,სასაქონლო


ექსპერტიზის №45-რ დასკვნა, და საქმეში არსებულ სხვა მასალათაერთობლივი
ანალიზი.
დავადგინე:

ვაჟა აბესაძე ცნობილი იქნეს ბრალდებულად.

ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობა დაევალა:

გამომძიებელ ზურა ჯოხაძეს.

დადგენილება გამოეცხადა (ბრალდებულს): 17.06.2022, 15 საათსა და 53 წუთზე.

დადგენილების შემდგენი პირის ხელმოწერა

პროკურორი ანა გუნთაიშვილი

გავეცანი: ბრალდებული ვაჟა აბესაძე

განმემარტა ჩემი როგორც ბრალდებულის უფლებები:

1. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე,

დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე


უნდა ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი.
ბრალდებულს უნდა გადაეცეს დაკავების ოქმის ან, თუ ის არ დაუკავებიათ, – ბრალდების
შესახებ დადგენილების ასლი.

2. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე,


დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას
აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების
უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის,
შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, და უფლება, დაკავებისას ან
დაპატიმრებისას შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე მიიღოს უფასო სამედიცინო
შემოწმება.

3. ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ


ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის
დამადასტურებელ მტკიცებულებად.

4. ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის
ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია – უფლება, დაენიშნოს
ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და
საშუალება დაცვის მომზადებისათვის. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობა
კონფიდენციალურია. აკრძალულია ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე
ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ
განხორციელებას.

5. ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და


დამოუკიდებლად დაიცვას თავი, რისთვისაც მას უნდა მიეცეს საკმარისი დრო და
საშუალება. ბრალდებულს არ შეუძლია უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე, თუ
არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა.

6. ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს


გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი
წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება,
რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად;
მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ
საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს.

7. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების


დროს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან
სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი,
რომელიც თარჯიმნის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს.

8. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში მოითხოვოს


უფასო სამედიცინო შემოწმება და მიიღოს შესაბამისი წერილობითი დასკვნა. ბრალდებულის
ეს უფლება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. მას ასევე აქვს უფლება, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებისმიერ დროს, საკუთარი ხარჯით,
დაუყოვნებლივ ჩაიტაროს სამედიცინო შემოწმება მის მიერ არჩეული ექსპერტის მიერ.

9. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი


ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და
ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა, ასევე შეატყობინოს კრედიტორს, სხვა ფიზიკურ
თუ იურიდიულ პირს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები აკისრია.

10. ბრალდებულს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების


წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად
მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

11. ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და


დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა
და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები.

12. ბრალდებულს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებასა
და სასამართლო განხილვაში; დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება; დაცვის
მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის
მტკიცებულების გამოკვლევა ხდება; გაეცნოს მხარის მიერ შეტანილ საჩივარს და მასზე
გამოთქვას მოსაზრება; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და მასზე გამოთქვას შენიშვნა.

13. ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და


დადგენილი წესით გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება პროკურორთან, პროკურორის
მოქმედება და გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოში. ბრალდებულს უფლება აქვს,
გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება, მიიღოს გასასაჩივრებელი
გადაწყვეტილების ასლი.
14. ამ მუხლში მოყვანილი ჩამონათვალი არ ზღუდავს ბრალდებულის უფლებას,
განახორციელოს ყველა სხვა უფლება, რომელიც მას საქართველოს კანონმდებლობით, მათ
შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს მინიჭებული.

15. ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში.

16. ბრალდებულის მიერ თავისი უფლებების გამოყენება ან გამოუყენებლობა არ შეიძლება


შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

17. ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით
მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების
მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

18. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო


მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ
ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით
მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია
მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისათვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის
მიერ მტკიცებულების მოპოვება.

დადგენილების ასლი გადმომეცა: ვაჟა აბესაძე


ბრალდებულის ხელმოწერა

ბრალდება წავუყენე, უფლებები და მოვალეობები განვუმარტე, აგრეთვე ამ დადგენილების


ასლი გადავეცი:

გამომიებელი ნიკო ნიკოლაძე

You might also like