You are on page 1of 7

ფაკულტეტი: იურიდიული ფაკულტეტი ფინალური გამოცდა

საგანი: სისხლის სამართლის პროცესის ზოგადი ნაწილი


ლექტორი: გიორგი თუმანიშვილი

გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი გამოცდის თარიღი: 22.06.2021


სტუდენტი: თათია ბიძინაშვილი
სემინარის ხელმძღვანელი: გიორგი კერატიშვილი
სასემინარო დრო: პარასკევი, 9 სთ.

თეორიული საკითხი:

ადვოკატი და მისი ფუნქცია სისხლის სამართლის პროცესში (10 ქულა);

როგორც ვიცით, სისხლის სამართლის პროცესი დამყარებულია მხარეთა შეჯიბრობითობაზე,


შესაბამისად, ისინი თავად წყვეტენ, საკუთარი თავი თვითონ დაიცვან თუ სხვისი მეშვობით. მხარეები
საკუთარი შეხედულებისამებრ წარადგენენ მტკიცებულებებს სასამართლოში და მოსამართლეც
გადაწყვეტილებას სწორედ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იღებს.
მოსამართლე ითვალისწინებს იმ მხარის პოზიციას, რომელიც უკეთესადაა მომზადებული და
არგუმენტირებული.
აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მხარეს არ შესწევდეს უნარი, თავად დაიცვას საკუთარი თავი
სასამართლოში მაშინ, როცა მის წინააღმდეგ გამოცდილი სახელმწიფო ბრალმდებელი დგას
პროკურორის სახით. შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრალდებულის არა მარტო
მატერიალური დაცვა, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციითა და სხვადასხვა კანონებით მისი
დაცვის შესაძლებლობას, არამედ - ფორმალური დაცვაც, რომელიც გულისხმობს ადვოკატის
მოქმედებას მის სასარგებლოდ.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
ბრალდებულის ინტერესები სასამართლოში შეიძლება, დაიცვას პირმა, რომელსაც აქვს უმაღლესი
იურიდიული განათლება, არის საქართველოს მოქალაქე, გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ან
ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა. ასევე, მას
უნდა ჰქონდეს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის განმოცდილება.
სსსკ 44 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის
დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას“.
ადვოკატი უპირისპირდება ბრალდების მხარეს დ მთელი თავისი რესურსებით ცდილობს, კითხვის
ნიშნის ქვეშ დააყენოს მის მიერ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. ადვოკატმა შესაძლოა,
იცოდეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მართლაც დამნაშავეა, თუმცა იგი მაინც მის ინტერესებს იცავს
და ცდილობს, ან გაამართლოს იგი, ან სასჯელი მაინც შეუმსუბუქოს.
დღესდღეობით არაერთგვაროვანი პოზიციები არსებობს ადვოკატის ფუნქციებთან დაკავშირებით.
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ადვოკატი არის სამართლებრივი წესრიგი დამცველი, ზოგიერთი
კი თვლის, რომ იგი არის ბრალდებულის ინტერესების წარმომადგენელი.
პირველი მოსაზრების მიხედვით, ადვოკატი იცავს ბრალდებულის ინტერესებს და იმავდროულად,
ახორციელებს კონტროლს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანია სისხლის სამართლის პროცესი.
რაც შეეხება მეორე მოსაზრებას, მისი მიმდევრები ამბობენ, რომ რადგან ბრალდებული თავად წყვეტს,
დაიცვას თუ არა იგი ადვოკატმა, სწორედ რო მხოლოდ და მხოლოდ მის ინტერესებს უნდა იცავდეს
იგი. ისინი თვლიან, რომ ადვოკატი მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე
და მისი მითითებების საფუძველზე მოქმედებს. ისინი არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ ადვოკატი
იმავდროულად საჯარო ინტერესებით განპირობებულ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე
ორიენტირებული სისხლის სამართლის პროცესის უზრუნველყოფაზეც ზრუნავს.
თუკი სიღრმისეულად დავუკვირდებით ადვოკატის როლს, მივხვდებით, რომ მეორე მოსაზრება არ
იმსახურებს მზარდაჭერას შემდეგი მიზეზების გამო: პირველ რიგში, ადვოკატი გამოყოფილია
სასამართლოსა და პროკურატურას. იგი ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ კანონსა და პროფესიული
ეთიკის ნორმებს, შესაბამისად, როგორ წარმოგვიდგენია, რომ პირი, რომელიც მხოლოდ კანონს
ემორჩილება, რომელიც ასევე საჯარო ინტერესებისა და კეთილდღეობის დაცვას ისახავს მიზნად,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის ინტერესებზე იყოს მორგებული. გარდა ამისა, ისიც
გასათვალისწინებელია, რომ როცა ბრალდებულს ამა თუ იმ მიზეზის გამო არ შეუძლია საკუთარი
აზრის დაფიქსირება, ადვოკატს აქვს უფლება, დამოუკიდებლად გაასაჩივროს სასამართლოს
გადაწყვეტილებები. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ადვოკატი არ არის შებოჭილი მხოლოდ და
მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მითითებებით. თანაც, როცა მეორე მოსაზრების მიმდევრები
ამბობენ, რომ ადვოკატს ნიშნავს ბრალდებული, ავიწყდებათ, რომ არსებობს სავალდებულო დაცვის
შემთხვევებიც, როცა ბრალდებულის ნება უკანა პლანზე გადადის.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადვოკატის ფუნქცია სისხლის
სამართლის პროცესში არ არის მხოლოდ ბრალდებულის ინტერესების დაცვა, მისი ფუნქციაა, ასევე,
პროცესის სამართლიანობის უზრუნველყოფა, რომელზეც დიდი საჯარო ინტერესი არსებობს.

ტესტი:

ტესტი 1 (2.5 ქულა)


სისხლის სამართლის საქმე (ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებდა 15 წლით თავისუფლების
აღკვეთას) განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. სასამართლო სხდომაზე
ბრალდებულმა განაცხადა, რომ არის სრულწლოვანი, სრულყოფილად ფლობს სამართალწარმოების
ენას, პროფესიით არის იურისტი და შესაბამისად მას აქვს სურვილი, რომ საკუთარი ინტერესები
სასამართლოში დაიცვას თავად, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულის შუამდგომლობა
სხდომის თავმჯდომარის მიერ დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გაგრძელდა ადვოკატის
მონაწილეობის გარეშე.
კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?
ა. არა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სავალდებულო იყო ადვოკატის მონაწილეობა.
ბ. დიახ, ვინაიდან ბრალდებულს პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე თავად აქვს
შესაძლებლობა დაიცვას თავი ადვოკატის გარეშე.
გ. არა, ვინაიდან ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთას,
ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.
დ. დიახ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის მოწვევის საკითხს წყვეტს თავად
ბრალდებული.

ტესტი 2 (2.5 ქულა)


საგანელიძე პოლიციის მიერ დაკავებული იქნა საკუთარ საცხოვრებელში. დაკავების შემდეგ მას
თავისი მოთხოვნის შესაბამისად ჩაუტარდა უფასო სამედიცინო შემოწმება და მიიღო შესაბამისი
წერილობითი დასკვნა. დაკავებიდან მე–2 დღეს მან კვლავ მოისურვა უფასოდ სამედიცინო შემოწმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამომძიებელმა საგანელიძეს განუმარტა, რომ განმეორებით უფასო
სამედიცინო შემოწმებას ვერ მოითხოვდა, რადგან ასეთ შემთხვევაში მას უფლება აქვს მხოლოდ
საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს სამედიცინო შემოწმება სასურველ ექსპერტთან.
სწორია თუ არა გამომძიებლის განმარტება?
ა. არა, ვინაიდან ბრალდებულს ნებისმიერ დროს უფლება აქვს მოითხოვოს განმეორებით სამედიცინო
შემოწმება სახელმწიფოს ხარჯზე.
ბ. დიახ, ვინაიდან გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის მიერ უფასო სამედიცინო
შემოწმებასთან დაკაბშირებით.
გ. არა, ვინაიდან ბრალდებულს უნდა მიეცეს უფასო სამედიცინო შემოწმების შესაძლებლობა მინიმუმ
2–ჯერ.
დ. დიახ, ვინაიდან ბრალდებულს განმეორებით სამედიცინო შემოწმება უტარდება მის მიერ არჩეულ
ექსპერტთან საკუთარ და არა სახელმწიფოს ხარჯზე.

ტესტი 3 (2.5 ქულა)


საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარემ მოწმედ მოიწვია სასულიერო პირი,
რომელიც შემთხვევით ქუჩაში შეესწრო არასრულწლოვანის მკვლელობის ფაქტს. დაცვის მხარემ
გააპროტესტა სასულიერო პირის მოწმის სტატუსით გამოძახება და მიუთითა, რომ სასულიერო
პირს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის თანახმად არ ჰქონდა ჩვენების მიცემის
ვალდებულება. თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და
ბრალდების მხარეს მისცა გამოძახებული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა.
კანონიერია თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება?
ა. დიახ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კანონი იძლეოდა სასულიერო პირის მოწმედ
დაკითვის შესაძლებლობას.
ბ. არა, ვინაიდან სასულიერო პირი არცერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება.
გ. დიახ, ვინაიდან სასულიერო პირი არ სარგებლობს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის
პრივილეგიით, როდესაც სასამართლოში განიხილება სისხლის სამართლის საქმე
არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტზე.
დ. არა, ვინაიდან დაცვის მხარე შუამდგომლობდა სასულიერო პირის ჩვენების მიცემის
ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე.

ტესტი 4 (2.5 ქულა)


პროკურორმა დააყენა პირველი ინსტანციის მოსამართლის აცილების შუამდგომლობა.
მოსამართლემ იმსჯელა შუამდგომლობასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა იგი. პროკურორმა
სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე 24 საათის განმავლობაში
გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
სწორია თუ არა პროკურორის მოქმედება?
ა. არა, ვინაიდან პროკურორს სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის
დაკმაყოფილებაზე უნდა გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენთან ერთად
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
ბ. დიახ, ვინაიდან სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე 24
საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
გ. არა, ვინაიდან ვინაიდან სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე
უნდა გასაჩივრებულიყო იმავე სასამართლოს თავმჯდომარესთან.
დ. დიახ, ვინაიდან სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე
შესაძლებელია გასაჩივრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
ტესტი 5 (2.5 ქულა)
სასამართლოს განსახილველად გადაეცა სისხლის სამართლის 3 საქმე. აქედან ორ საქმეში
ბრალდებულს პროკურატურა ედავებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, თუმცა
ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო გირაო. ერთ საქმეში კი
ბრალდებულს ბრალი ჰქონდა წარდგენილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მის მიმართ
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო პატიმრობა.
რომელი საქმე უნდა განიხილოს სასამართლომ პრიორიტეტულად?
ა.
სასამართლოსკანონიარუდგენსსისხლისსამართლისსაქმისპრიორიტეტულადგანხილვისვალდებულე
ბას.
ბ.
მოცემულშემთხვევაშისასამართლოვალდებულიაპრიორიტეტულადგანიხილოსგანსაკუთრებითმძიმე
დანაშაულისბრალდებითსისხლისსამართლისსაქმე.
გ.მოცემულშემთხვევაშისასამართლოვალდებულიაპრიორიტეტულადგანიხილოსსისხლისსამა
რთლისის საქმე,
რომელშიცბრალდებულისმიმართაღკვეთისღონისძიებისსახითგამოყენებულიაპატიმრობა.
დ.
მოცემულშემთხვევაშისასამართლოსსისხლისსამართლისსაპროცესოკანონმდებლობაანიჭებსუფლებას
, თავადგანსაზღვროსსისხლისსამართლისსაქმეთაპრიორიტეტულობისსაკითხი.

ტესტი 6 (2.5 ქულა)

მოწმედ დაკითხვის ვალდებულება არ ეკისრება:

ა.ჟურნალისტსპროფესიულისაქმიანობისასმიღებულინფორმაციასთანდაკავშირებით.
ბ. სამედიცინომუშაკს, თუმასპროფესიულადევალებასამედიცინოსაიდუმლოებისდაცვა.
გ. დაზარალებულისოჯახისწევრს.
დ. ნოტარიუსს, თუმასნაკისრიაქვსვალდებულება,
არგაამჟღავნოსმიღებულიინფორმაციისწყაროდაშინაარსი.

კაზუსი: (15 ქულა)

ქ. თბილისის მთავარმასამმართველომდაიწყოგამოძიებაგ. ბერიშვილისმიერო.


გეწაძისგანზრახმკვლელობისფაქტზე. საგამოძიებომოქმედებებისშედეგად
პოლიციისთანამშროლებმაიმავედღესდააკავესგ. ბერიშილი,
რომელიცაპირებდათბილისიდანგასვლას.
პოლიციისგანყოფილებაშიმიყვანისთანავეგამომძიებელმაბრადებულსგანუმარტა,
რომმასჰქონდადუმილის უფლება.
ბრალდებულმაგამომძიებელსსთხოვადაკავშირებოდამისიოჯახისწევრებსდაეცნობებინამისი
ადგილსამყოფელისშესახებ, რაზეცგამომძიებელმაგანუმარტა,
რომმასშემდეგრაცბრალდებულისაკუთარი ხარჯითაიყვანდაადვოკატს,
სწორედადვოკატიშეატყობინებდაოჯახს.
იმავესაქმეზეგამომძიებელმადაათვალიერაშემთხვევისადგილისაიდანაცამოიღომხოლოდისმტ
კიცებულებები რაცშემდგომშიპროკურორსდასჭირდებოდაბრალისწასაყენებლად.
პროკურორმაგამოიტანადადგენილება პირისბრალდებისშესახებ,
თუმცაგამომძიებელიარდაეთანხმაპროკურორისმიერშერჩეულკვალიფიკაციასდა
საკუთარიგანჩინებითშეცვალაპროკურორისგადაწყვეტილება.
არსებითიგანხილვისსხდომაზემოსამართლემ მიიჩნია,
რომმართლმსაჯულებისინტერესებისათვისაუცილებელიიყოშემთხვევისადგილიდანამოღებულ
დანაზეექსპერტიზისდანიშვნა,
ამიტომპროკურორსდაავალასასწრაფოდჩაეტარებინაექსპერტიზადამისთვის წარედგინადასკვნა.
სასამართლოსხდომაზებრალდებისმხარემმოწმისსახითდასაკითხადგამოიძახა ბრალდებული
ბერიშვილისძმა, რომელმაცთანხმობაგანაცხადაძმისწინააღმდეგჩვენებისმიცემაზე. სასამართლომ
ბრალდებისმხარესარდართონებააღნიშნულიმოწმედაეკითხა, რადგანსისხლისსამართლისსაპროცესო
კოდექსითაკრძალულიაახლონათესავისწინააღმდეგჩვენებისმიცემა.

შეაფასეთ პროცესის მონაწილეთა ქმედებები; პასუხი დაასაბუთეთ!

კაზუსის ამოხსნა:

პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ გამომძიებლის მოქმედებაზე, როცა მან პოლიციის
განყოფილებაში მიყვანისთანავე ბრადებულს განუმარტა, რომ მას ჰქონდა დუმილის უფლება. სსსკ 38-
ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, –
ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ
ბრალდებულსუნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის
გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი, რასაც
იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, და უფლება, დაპატიმრებისას,
ხოლო დაკავებისას – მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე
მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება“. ეს ნორმა, სამართალდამცავ ორგანოებს ავალდებულებს
დაკავებული ან ბრალდებული პირის დროულად ინფორმირებას, რათა დაკავებულს/ბრალდებულს
ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რასთან დაკავშირებით იზღუდება მისი ესა თუ ის უფლება და ჰქონდეს
შესაძლებლობა, გაიაზროს, თუ მის ამა თუ იმ ქმედებას, რა შედეგი მოჰყვება ან შესაძლოა, მოჰყვეს.
ჩვენს შემთხვევაში პოლიციის თანამშროლებმა იმავე დღეს დააკავეს გ. ბერიშილი, რომელიც
აპირებდა თბილისიდან გასვლას და განყოფილებაში მისვლისთანავე მას გამომძიებელმა განუმარტა,
რომ ჰქონდა დუმილის უფლება. ამ ნაწილში გამომძიებლის ქმედება კანონიერია, რადგან მან
დააკმაყოფილა სსსკ 38-ე მუხლის მეორე ნაწილის კონკრეტული მოთხოვნა.
თუმცა, ამავე ნორმაში სხვა მოთხოვნებსაც ითვალისწინებს კანონი, რომლის დაცვაც კაზუსში არ
იკვეთება. არ ჩანს, რომ გ.ბერიშვილს ეცნობა, რომ მას აქვს ადვოკატის ყოლის, კითხვებზე პასუხისაგან
თავის შეკავების და ა.შ უფლებები. რადგან კაზუსში ნათლადაა მოცემული, რომ გამომძიებელმა
დაკავებულ პირს აცნობა დუმილის უფლების შესახებ, მას არ გაუჭირდებოდა სხვა უფლებებზე
მითითებაც და რადგან კაზუსში მხოლოდ ერთ გარემოებაზეა აქცენტი გაკეთებული, ვფიქრობ,
გამომძიებელს დაკავებული პირისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია სსსკ 38-ე მუხლის მეორე
ნაწილში მოცემულ სხვა უფლებათა შესახებ. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, კაზუსში მხოლოდ დუმილის
უფლებაზე არ იქნებოდა აქცენტი გაკეთებული. შესაბამისად, ამ ნაწილში გამომძიებელმა დაარღვია
სსსკ 38-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები.
ასევე საყურადღებოა გამომძიებლის შემდეგი ქმედება, როცა მან დაკავებულს უარი განუცხადა
ოჯახის წევრების ინფორმირებულობაზე იმ მოტივით, რომ ამას გააკეთებდა ადვოკატი მას შემდეგ,
რაც გ. ბერიშვილი მას საკუთარი ხარჯებით აიყვანდა. პირველ რიგში, საყურადღებოა სსსკ 38-ე
მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც „ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე
მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია –
უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე“. ნორმაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ
ბრალდებულს აქვს უფლება და არა ვალდებულება ჰყავდეს ადვოკატი (თუკი სავალდებულო
დაცვასთან არ გვაქვს საქმე, რაც ჩვენს კაზუსში არ იკვეთება), შესაბამისად, გამომძიებელს არ აქვს
უფლება, ბრალდებულს დაავალდებულოს, იყოლიოს ადვოკატი. ეს დავალდებულება კაზუსიდან
პირდაპირ არ იკვეთება, თუმცა იგულისხმება. სსსკ 38-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად
„ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს
ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი
მდგომარეობა, ასევე შეატყობინოს კრედიტორს, სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელთა
მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები აკისრია“. ნორმაში ნათქვამია, რომ ბრალდებულს
აქვს ოჯახის ინფორმირებულობის უფლება და არაფერია ნათქვამი ადვოკატის სავალდებულო
ყოლასა და ოჯახის მის მიერ ინფორმირებულობაზე. შესაბამისად, როცა გამომძიებელმა გ. ბერიშვილს
უარი განუცხადა ოჯახის ინფორმირებულობაზე იმ მოტივით, რომ ადვოკატის საკუთარი ხარჯების
აყვანის შემთხვევაში ამას ადვოკატი გააკეთებდა, ეს არღვევს სსსკ 38-ე მუხლის მე-10 ნაწილის
მოთხოვნას და ამასთანავე ეჭვს ბადებს, რომ გამომძიებელი მიუთითებს გ. ბერიშვილს, რომ მან
აუცილებლად უნდა აიყვანოს ადვოკატი და მას უზღუდავს არჩევნის თავისუფლებას. ყოველივე
აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში გამომძიებელმა დაარღვია კანონის მოთხოვნა.
ამის შემდეგ ყურადღება უნდა გავამახვილოთ გამომძიებლის კიდევ ერთ ქმედებაზე. როგორც
კაზუსის ფაბულიდან იკვეთება, იმავე საქმეზე გამომძიებელმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი
საიდანაც ამოიღო მხოლოდ ის მტკიცებულებები რაც შემდგომში პროკურორს დასჭირდებოდა
ბრალის წასაყენებლად. სსსკ 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „გამომძიებელი ვალდებულია
გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად“. ამ ნორმაში აქცენტი გაკეთებულია
გამოძიების სრულად ჩატარებასა და მის ობიექტურობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ
გამომძიებელმა არ უნდა გამოიძიოს მხოლოდ ის, რაც ბრალდებული პირის დამნაშავეობაზე
მიუთითებს და მითუმეტეს, მან პროკურორს არ უნდა მისცეს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რაც
ბრალის წასაყენებლადაა საჭირო. თუკი გამომძიებელი ასე მოიქცევა, გამოვა, რომ ილახება პირის
კანონიერი უფლებები და ამის შემდეგ ვერავის ვთხოვთ, რომ სასამართლოს მიმართ ჰქონდეს
კანონიერი ნდომა. ყველა ის მოქმედება, რომელიც ხორციელდება გამოძიებისა თუ შემდგომ
ეტაპებზე, უნდა იყოს ობიექტური. შესაბამისად, ამ ნაწილშიც გამომძიებელმა არ დაიცვა კანონის
მოთხოვნა.
ამის შემდეგ, პროკურორმა გამოიტანა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, თუმცა
გამომძიებელი არ დაეთანხმა პროკურორის მიერ შერჩეულ კვალიფიკაციას და საკუთარი განჩინებით
შეცვალა პროკურორის გადაწყვეტილება. როგორც ვიცით, პროკურორი არის სასამართლოში
სახელმწიფო ბრალმდებელი (სსსკ 33-ე მუხლი, პირველი ნაწილი), მხოლოდ მას აქვს უფლება, პირი
ცნოს ბრალდებულად (სსსკ მე-17 მუხლი, მე-2 ნაწილი), შესაბამისად, გამომძიებლის მოქმედება, როცა
მან საკუთარი განჩინებით შეცვალა პროკურორის დადგენილება ბრალდების შესახებ, არის უკანონო.
საყურადღებოა ასევე ის, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მოსამართლემ მიიჩნია, რომ
მართლმსაჯულების ინტერესებისათვის აუცილებელი იყო შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ
დანაზე ექსპერტიზის დანიშვნა, ამიტომ პროკურორს დაავალა სასწრაფოდ ჩაეტარებინა ექსპერტიზა
და მისთვის წარედგინა დასკვნა. საინტერესოა, რამდენად ჰქონდა უფლება მოსამართლეს, მიეღო
გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. სსსკ 144-ე მუხლის მეორე ნაწილის
თანახმად „ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით“. როგორც ვხედავთ, ექსპერტიზის დანიშვნა
მხოლოდ და მხოლოდ მხარის ინიციატივითაა შესაძლებელი, რადგან დასკვნა, რომელსაც ექსპერტი
წარადგენს, სწორედ მხარის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. შესაბამისად, რისკიც
სწორედ მხარეზეა, მას თავად უნდა სურდეს, რომ მტკიცებულება, რომელიც მის სასარგებლოდაა,
დაამტკიცოს ექსპერტის დასკვნით, ან პირიქით, მტკიცებულება, რომელიც მის წინააღმდეგაა,
გააქარწყლოს ექსპერტის დასკვნით. ეს ნორმა მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპს (სსსკ მე-9 მუხლის
პირველი ნაწილი) ეხმიანება, მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ სურთ თუ არა მტკიცებულებების
დადასტურება/გაქარწყლება ექსპერტის დასკვნის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, სასამართლოს
ქმედება უკანონოა.
ამის შემდეგ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მოწმის სახით დასაკითხად გამოიძახა
ბრალდებული ბერიშვილის ძმა, რომელმაც თანხმობა განაცხადა ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლომ ბრალდების მხარეს არ დართო ნება აღნიშნული მოწმე დაეკითხა, რადგან სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით აკრძალულია ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.
საინტერესოა, ჰქონდა თუ არა სასამართლოს ამის უფლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა
გამოვიყენოთ სსსკ 49-50 მუხლები. სსსკ 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად,
მოწმეს უფლება აქვს, „არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო
ნათესავს“. ნორმაში აქცენტი გაკეთეფულია მის უფლებაზე და არა ვალდებულებაზე, შესაბამისად,
მოწმეს შეუძლია, მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში მის ახლო ნათესავს ამხელს. ამავე
ნორმის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმე ვალდებულია, „გამოცხადდეს სასამართლოს
გამოძახებით“. ეს უკვე მოწმის ვალდებულებაა, რომელსაც უპირისპირდება სსსკ 50-ე მუხლი, რომლის
პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მოწმედ დაკითხვის ვალდებულება არ ეკისრება
„ბრალდებულის ახლო ნათესავს“. სსსკ 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი იცავს მოწმესა
და მის ახლო ნათესავს, ხოლო სსსკ 50-ე მუხლი იცავს ბრალდებულს. ამ ნორმის არსი იმაში
მდგომარეობს, რომ შესაძლოა, პირმა ბრალდებულთან ახლო ნათესაური კავშირის გამო ცრუ ჩვენება
მისცეს. მოწმის ვალდებულებისაგან გათავისუფლება ნიშნავს, რომ პირს არ ეკისრება მოწმედ
დაკითხვის ვალდებულება. თუმცა, მას აქვს უფლება, მაინც მისცეს ჩვენება. ნორმაში ნათქვამია, რომ
არ ეკისრება ვალდებულება და არა, ვალდებულა, არ მისცეს ჩვენება. ჩვენს შემთხვევაში გ.
ბერიშვილის ძმა, რომელიც არის მისი ახლო ნათესავი, თანახმაა, მისცეს ჩვენება ძმის წინააღმდეგ და
იგი არ იყენებს სსსკ 50-ე მუხლით მისთვის მინიჭებულ უფლებას. აქედან გამომდინარე,
მოსამართლის გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას და იგი უკანონოა.

You might also like