You are on page 1of 16

სამოქალაქო საპროცესო სამართალი 2021 (1)

ფინალური გამოცდა

1. ვადები სამოქალაქო პროცესში

2. მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

3. მესამე პირები

4. წარმომადგენლობა სასამართლოში

5. მხარეთა ახსნა-განმარტება

6. წერილობითი მტკიცებულება

7. მოწმეთა ჩვენება

8. ექსპერტის დასკვნა

9. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება

მ. ჩაკვეტაძე 2021
1. ვადები სამოქალაქო პროცესში

საპროცესო ვადა ესაა კანონით გათვალისწინებული ან სასამართლოს მიერ დადგენილი


ვადა,რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.

საპროცესო ვადები ორი სახისაა: კანონისმიერი ვადები და სასამართლო ვადები.მათ შორის


განსხვავება იმაშია,რომ კანონით დადგენილი ვადები იმპერატიული ხასიათისაა, როგორც
სასამართლოსთვის,ისე მხარეთათვის, ხოლო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადების
სასამართლოს გადაწყვეტილებით შეცვლა ან გაგრძელება შესაძლებელია.სასამართლოს
შეუძლია განსაზღვროს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის ვადა მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ასეთი ვადა არაა დადგენილი კანონით. ვადის განსაზღვრისას მოსამართლემ
თვითონ უნდა იანგარიშოს თუ რამდენი დრო დასჭირდება საპროცესო მოქმედების
შესრულებას და ამის მიხედვით დანიშნოს ვადა.

სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2


თვისა. განსაკუთრებით რთულ საქმეებზე ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 თვემდე. გარდა
ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან
მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან,
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“
საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი
ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1
თვისა.სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით
განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია

მნიშვნელოვანი საკითხია საპროცესო ვადის გამოთვლა. საპროცესო მოქმედების შესულების


ვადა შეიძლება განისაზღვროს: ზუსტი კალენდარული თარიღით,იმ გარემოებაზე მითითებით,
რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს ან დროის მონაკვეთით(ამ შემთხვევაში მოქმედება
შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში).
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ზუსტად განსაზღვრას, თუ საიდან იწყება საპროცესო
ვადის დენა. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ
კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც
განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს წლებითა და თვეებით გამოსათვლელი ვადის


დამთავრების ერთიან წესს. ამ წესის თანახმად, საპროცესო ვადა მთავრდება წლის ან თვის
ბოლო დღეს. საპროცესო ვადის დენა მიმდინარეობს განუწყვეტლივ.თუ ვადა გადის
არასამუშაო დღეს, მაშინ ვადის დამთავრების დღედ ითვლება არასამუშაო თუ სადღესასწაულო
დღის შემდგომი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც
დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე.თუ
საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი
დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

რაც შეეხება საპროცესო ვადის შეჩერებას, საპროცესო ვადის დენა ჩერდება საქმის წარმოების
შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება იმ დღიდან, როცა წარმოიშვა წარმოების შეჩერების
საფუძველი.საპროცესო ვადის განახლება კი მოხდება მას შემდეგ, როცა აღმოიფხვრება
გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას.
საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება მას შემდეგ ქარწყლდება, რაც კანონით ან
სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა გავა.

საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული ვადების მიმართ


სსკ იყენებს ტერმინს ,,ვადის გაგრძელება“, ხოლო კანონისმიერი საპროცესო ვადების მიმართ
- ,,ვადის აღდგენას“. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება დასაშვებია როგორც
დაინტერეებული მხარის თხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივითაც. მხარის
შუამდგომლობა, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს, კერძოდ,
მითითებული უნდა იყოს მიზეზი, როს გამოც საპროცესო მოქმედების შესრულება ვერ
ხერხდება დანიშნულ ვადაში. სასამართლოს შეუძლია აღადგინოს ვადა, თუ ამ ვადის გაშვება
საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა,ახლო ნათესავის გარდაცვალელბა..)მოხდა. საპროცესო ვადის
აღდგენის შესახებ უნდა დაიწეროს წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ
საპატიო მიზეზთა ჩამონათვალს, რომლებმაც განაპირობეს საპროცესო მოქმედების დროულად
შეუსრულებლობა. საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს ის მხარე,
რომლის მიზეზითაც ვერ შესრულდა საპროცესო მოქმედება იმ შემთხვევის გარდა, როდესაც
ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.

2. მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების ინიციატივით.


მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, ხოლო
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ის ორგანიზაციებიც, რომლებიც არ არიან
იურიდიული პირები.

სამოქალაქო საპროცესო უფლებაუნარიანობა არის პირის უნარი ჰქონდეს სამოქალაქო


საპროცესო უფლებები და მოვალეობები. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა მისი
დაბადების მომენტიდან წარმოიშობა და შეწყდება გარდაცვალებით, ხოლო იურიდიული პირს
რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა არის პირის უნარი თავისი მმოქმედებით


განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო
მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს. ფიზიკურ პირთა სრული
საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლიდან, ხოლო იურიდიული პირების
ქმედუნარიანობა - მისი რეგისტაციის მომენტიდან. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა ,
შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებს სასამართლოში იცავენ მათი
მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. თუ არასრულწლოვანს კანონით მინიჭებული აქვს
უფლება თვითონ, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება, მას უფლება აქვს
სასამართლოში პირადად დაიცვას თავისი უფლებები. მცირეწლოვნის უფლებებს და კანონით
დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი - მშობელი,
მშვილებელი ან მეურვე. სასამართლო უფლებამოსილია როგორც არასრულწლოვანი, ისე
მცირეწლოვანიც ჩააბას საქმეში, ამ უკანასკნელთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

არასრულწლოვანს შეუძლია სარჩელით მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და


კანონიერი ინტერესების დასაცავად. ასეთ პირებს სასამართლო დაუნიშნავს საპროცესო
წარმომადგენელს თუ მათ არ ყავთ კანონიერი წარმომადგენლები.აგრეთვე, იმ ქმედუუნარო
პირს რომლის წინააღმდეგაც სასამართლოში შეტანილია სარჩელი და მას არ ყავს კანონიერი
წარმომადგენელი, სასამართლო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე უნიშნავს საპროცესო
წარმომადგენელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის განუხილველობა ზიანს
აყენებდეს მოსარჩელეს.

მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ: გაეცნონ საქმის
მასალებს, წარადგინონ მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღონ მათ გამოკვლევაში, დაუსვან
შეკითხვები მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ
შუამდგომლობები, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები,გაასაჩივრონ სასამართლოს განჩინებები
და გადაწყვეტილებები და ისარგებლონ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით
მინიჭებული სხვა უფლებებით. მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის განხილვის წინასწარი
მომზადების სტადიის დასრულებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს
ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს
მოპასუხეს. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მოზადების შემდეგ სარჩელის
საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით.

სარჩელის გამოხმობა ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე უარს კი არ ამბობს თავის სარჩელზე,
არამედ მას აღარ სურს ამ ეტაპზე მის მიერ შემოტანილი სარჩელის განხილვა. სარჩელის
გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საქმის
მთავარ სხდომაზე განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო
დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, ასეთ შემთხვევაში
მოსარჩელეს უბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟი და
ამასთან ერთად, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა.

არასათანადო მოსარჩელედ ითვლება ისეთი პირი, რომელსაც არ აქვს მოთხოვნის უფლება. ამ


ფაქტის დადგენის შემდეგ სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის
შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. არასათანადო
მოსარჩელის უარის შემთხვევაში სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს.არასათანადო
მოსარჩელის უარის თქმის შემთხვევაში სათანადო მოსარჩელით შეცვლასთან დაკავშირებით,
სათანადო მოსარჩელე შეიძლება საქმეში ჩაებას მესამე პირად. თუ ეს პირი
თანახმაა,სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს
სარჩელზე მისი დაუსაბუთებლობის გამო. თუ მესამე პირად ნავარაუდები სათანადო
მოსარჩელეც წინააღმდეგი იქნება ჩაებას საქმეში, სასამართლო უარს ეტყვის არასათანადო
მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ხოლო არასათანადო მოპასუხის შემთხვევაში,
სასამართლოს მოსარჩელის თანხმობით, შეუძლია შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე
სათანადო მოპასუხით. ხოლო თუ ამაზე მოსარჩელე თანახმა არ არის, სასამართლო მას უარს
ეტყვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

3. მესამე პირები 198გვ

ზოგჯერ სამოქალაქო საქმის განხილვის პროცესი რთულდება იმის გამო რომ პროცესში
შემოდის პირი, რომლის ინტერესები არ ემთხვევა არც მოსარჩელისა და არც მოპასუხის
ინტერესებს. ამრიგად, მესამე პირი ეს ისეთი პირია, რომელიც შემოდის მხრეთა შორის უკვე
დაწყებულ პროცესში თავისი საუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომლებიც
არა მარტო არ ემთხვევა ერთმანეთს, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მხარეების ინტერესებს.

პროცესსში შესვლის საფუძვლისა და საქმის შედეგით დაინტერესების ხარისხის მიხედვით


განასხვავებენ ორი სახის ემსამე პირებს: 1)დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე
მესამე პირები და 2)მესამე პირებიდამოუკიდებელისასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

მესამე პირებმა დამოუკიდებელი მოთხოვნით სასამართლოს უნდა მიმართონ სარჩელით.


სარჩელი მიმართული უნდა იყოს დავის საგანზე ან მის ნაწილზე. მესამე პირებს
დამოუკიდებელი სასამრჩელო მოთხოვნით შეუძლიათ აღძრან სარჩელი მხარეთა პაექრობის
დაწყებამდე. ცხადია, რომ მესამე პირის სარჩელის აღძვრა გამოიწვევს საქმის განხილვის
გადადებასა დ ამის გაჭიანურებას, მაგრამ ასეთი წესი განპირობებულია იმით, რომ მესამე პირმა
შეიძლება დაგვიანებით შეიტყოს სასამართლოში მიმდინარე დავისა და ამ დავის საგნის
შესახებ. მესამე პირების სარჩელი მიიღება და განიხილება საერთო წესების დაცვით. ისინი
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით არიან იგივე მოსარჩელეები და სარგებლობენ ყველა
იმ უფლებით, რა უფლებითაც სარგებლობენ ზოგადად მოსარჩელეები. მესამე პირის და
თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.

რაც შეეხება მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ისინი არიან
პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე
და საქმეში გამოდიან მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე. ამასთან, ამ პირებს უნდა გააჩნდეთ
იურიდიული ინტერესი, ე.ი სასამართლო გადაწყვეტილებას უნდა შეეძლოს გავლენის მოხდენა
მათ უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. სასამართლომ მხარეთა
მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განჭვრიტოს, აქვს თუ არა ასეთ მესამე პირს
იურიდიული ინტერესი და ამის შემდეგ დაუშვას იგი მესამე პირად.

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში როგორც
თავისი განცხადებით, ისე ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. განცხადება იმის მიუხედავად იგი
წერილობითი თუ ზეპირი ფორმითაა წარდგენილი, უნდა იყოს მოტივირებული, ე.ი.
მითითებული უნდა იყოს საფუძველი, რის გამოც მოითხოვს განმცხადებელი მესამე პირის
საქმეში ჩაბმას. დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩაბმის საკითხზე
სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით.
სასამართლოს მიერ მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება
გასაჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად.

მესამე პირები, რომელბიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე,


სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებითა და მოვალეობებით. თუმცა მათ უფლებებში არ
შედის სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გადიდება ან შემცირება; სარჩელის ცნობა; სარჩელის
საფუძვლის ან საგნის შეცვლა და სხვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.

რაც შეეხება საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხს, სადავო სამართლებრვი


ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს
მოქალაქის გარდაცვალებით, იურიდიული პირის რეორგანიზაციით და სხვა, სასამართლო
უშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა განსხვავდება
პროცესში არასათანადო მხარის შეცვლისაგან: არასათანადო მხარე - ეს ისეთი პირია, რომელიც
არ არის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, ამიტომ მას არ აქვს მოთხოვნის
უფლება. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე სარჩელის
წარმოებაში მიღებიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
უფლებამონაცვლეს არ შეუძლია მოითხოვოს იმ საპროცესო მოქმედების განმეორებით
შესრულება, რომელიც მისმა წინამორბედმა შეასრულა. ამასთნ, უფლებამონაცვლისათვის
პროცესში მის დაშვებამდე შესრულებული ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით,
რაც სავალდებულო იყო იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. ისეთ შემთხვევაში თუ
სასამართლო უარს იტყვის პირის უფლებამონაცვლით შეცვლის საკითხზე, შესაძლებელია მის
განჩნებაზე კერძო საჩივრის შეტანა.
4. წარმომადგენლობა სასამართლოში

მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად ისე წარმომადგენლის


მეშვეობით. წარმომადგენელი არის პირი, რომელიც მარწმუნებლის სახელით და მისი
ინტერესების შესაბამისად ასრულებს სასამართლოში ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც
გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. არსებობს
ორი სახის წარმომადგენლობა -კანონიერი და ნებაყოფლობითი(სახელშეკრულებო).

როდესაც პირს ქმედუუნარობის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის გამო არ ძალუძს საკუთარი


ნების გამოვლენის მეშვეობით აირჩიოს მისთვის სასურველი წარმომადგენელი,მაშინ ამ
უკანასკნელს განსაზღვრავს კანონი,მათ უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს
სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და მზრუნველები,
რომლებიც წარუდგენენ სასამართლოს თავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელ
დოკუმენტებს.ისინი წარმოსადგენ პირთა სახელით ასრულებენ ყველა საპროცესო მოქმედებას,
რომელთა შესრულების უფლებაც მიკუთვნებული აქვთ წარმომდგენთ კანონით
გათვალისწინებული შეზღუდვებით.საქმეში, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს კანონით
დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილი მოქალაქე, მის წარმომადგენლად
მონაწილეობს პირი, რომელსაც გადაეცა სამართავად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის
ქონება.საქმეში, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს გარდაცვლილის ან კანონით დადგენილი
წესით გარდაცვალებულად ცნობილი პირის მემკვიდრე, თუ მემკვიდრეობა არავის მიუღია,
მემკვიდრის წარმომადგენლად გამოდის სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის
დანიშნული პირი. კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ სასამართლოში საქმის წარმოება
მიანდონ ადვოკატს.

ნებაყოფლობითი წარმომადგენლობისას,მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ


შემდეგი პირები: ადვოკატები; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან ორგანიზაციის
თანამშრომლები ამ ორგანოს ან ორგანიზაციის საქმეებზე; ერთ-ერთი-მონაწილე დანარჩენ
მონაწილეთა დავალებით; სხვა ქმედუნარიანი პირები მხოლოდ პირველი ინსტანციის
სასამართლოში. უკანასკნელ შემთხვევაში გარდა ქმედუნარიანობისა, რაიმე სხვა მოთხოვნები
გათვალისწინებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ მოითხოვება უმაღლესი იურიდიული
განათლება.

სასამართლოშ წარმომადგენლებად არ შეიძლება იყვნენ მოსამართლე, გამომძიებელი და


პროკურორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისისნი პროცესში გამოდიან მშობლებად,
მეურვეებად, მზრუნველებად ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლებად. გარდა ამისა,
სასამართლოში წარმომადგენლად არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც იმავე საქმეში
მონაწილეობდა მედიატორად.

წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა დადასტურდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და


გაფორმებულ მინდობილობით. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს
სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ
სტაციონარული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ,სადაც მოქალაქე სამკურნალოდ
იმყოფება...

სასამართლოს შეუძლია არ დაუშვას პირი წარმომადგენლად, თუ მიიჩნევს, რომ მას არ გააჩნია


საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ დაიცვას მხარის უფლებები. ის მოქმედებები, რომლებიც
საპროცესო წარმომადგენელმა გადაყენებამდე აწარმოვა, ძალაში რჩება. პირს, უფლება აქვს
კერძო საჩივარი შეიტანოს სასამართლოს ასეთ განჩინებაზე.

წარმომადგენელს უფლება აქვს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო


მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ
უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა და სხვა კანონით გათვალისწინებული შემთხვევების დროს.
იმისათვის, რომ წარმომადგენელს ჰქონდეს ზემოთ აღნიშნული მოქმედებების შესრულების
უფლება, მარწმუნებელმა სპეციალურად უნდა აღნიშნოს მინდობილობაში ამის შესახებ.
წარმომადგენელს შეუძლია მიანდოს სხვა ადვოკატს ცალკეული საპროცესო მოქმედების
შესრულება გონივრულ ფარგლებში და საამისოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.

მარწმუნებელს შეუძლია მოტივირების გარეშე საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს


მის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება. მას
შემდეგ, რაც სასამართლოს წერილობით ეცნობება წარმომადგენლის უფლებამოსილების
შეწყვეტის შესახებ, სასამართლო აღარ დაუშვებს მას საპროცესო მოქმედების შესასრულებლად.
წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტამდე კანონიერად შესრულებული ყველა
საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. წარმომადგენელს ისევე, როგორც
მარწმუნებელს, საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უფლება აქვს ცალმხრივად წერილობითი
განცხადებით მიმართოს სასამართლოს და მარწმუნებელს თავის უფლებამოსილებაზე უარის
თქმის შესახებ. წარმომადგენელმა ასეთი შეტყობინება დროულად უნდა გააკეთოს, რათა
მარწმუნებელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში ან აიყვანოს ახალი
წარმომადგენელი.

5. მხარეთა ახსნა-განმარტება

მხარე - ეს არის პირი, რომელიც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის უშალო მონაწილეა.


ამიტომ, მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებსაც მნიშვნელობა
აქვთ საქმისათვის. წორედ ამიტომაა, რომ კანონმდებელი მხარეთა ახსნა-განმარტებას თვლის
მტკიცებულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ. მტკიცებულებას წარმოადგენს მხარის ახსნა-
განმარტების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეიცავს მითითებებს ფაქტების შესახებ.

მხარის მიერ ახსნა-განმარტების მიცემის შემდეგ, მას შეიძლება შეკითხვები მისცეს


მოწინააღმდეგე მხარემ. შეკითხვის მიცემისთვის არაა სავალდებულო სასამართლოს წინასწარი
ნებართვა. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის
დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია, სასამართლოს შეუძლია
მოხსნას ეს შეკითხვა. ამ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს ერთპიროვნულლად, ხოლო თუ
საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, მაშინ სხდომის თავჯმდომარე.მოსამართლის
გადაწყვეტილებით,მხარისაგან დისტანციური ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება ტექნიკური
საშუალებების გამოყენებით სხვა სასამართლოდან,ადმინისტრაციული ორგანოდან ან
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებების მეშვეობით თუ შესაძლებელია შესაბამისი ორგანოს მიერ პირის
იდენტიფიცირება დაკითხვის ადგილას .
მოსამართლეს უფლება აქვს შეკითხვები მისცეს მხარეებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის
გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათ
დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენას და სასამართლოში წარდგენას, მათი
უტყუარობის გამორკვევას.

ახსნა-განმარტების მიღება არ შეიძლება: პირისგან, რომელსაც შესაძლებლობების შეზღუდვის


გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება, სასულიერო
პირისგან იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს; აგრეთვე
თანამდებობის პირისგან ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც საიდუმლოების დაცვა მის
სამსახურებრივ მოვალეობაში შედის და ამასთან, იგი ასეთი საიდუმლოების დაცვისაგან
გათავისუფლებული არ არის.

მხარე ვალდებული არ არის სასამართლოს მისცეს ახსნა განმარტება. მას შეუძლია საერთოდ არ
გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, ან გამოცხადდეს, მაგრამ უარი თქვას როგორც ახსნა-
განმარტების მიცემაზე, ისე საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. ერთ-ერთი მხარის ასეთი
უმოქმედობა ვერ დააბრკოლებს მეორე მხარეს მისცეს სასამართლოს ახსნა-განმარტება და
შეასრულოს ნებისმიერი საპროცესო მოქმედება-აღძრას სასაართლოს წინაშე სხვადასხვა
ხასიათის შუამდგომლობები და სხვა.

რაც შეეხება ფაქტის აღიარებას, ეს არის მხარეთა ახსნა-განმარტების ერთ-ერთი სახესხვაობა.


აღიარების დროს ხდება ისეთი ფაქტის დადასტურება, რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის
მოთხოვნას ან შესაგებელს. მნიშნელოვანია, რომ ფაქტის აღიარება განვასხვავოთ სარჩელის
ცნობისგან.უკანასკნელ შემთხვევაშ, მხარე ცნობს სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერებას და
ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება საჭიროც აღარაა.
ფაქტის აღიარების დროს კი მხარე ცნობს მხოლოდ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას, მაგრამ
არა სარჩელს, ფაქტის აღიარება მოსამართლემ შეიძლება საკმაო მტკიცებულებად ჩათვალოს და
საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას. ხოლო რაც შეეხება აღიარებით სარჩელს,იგი შეიძლება
აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის,
დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ
მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი.

აღიარება მხარს შეუძლია გააკეთოს წერილობითი ან ზეპირი ფორმით საქმის წინასწარი


მომზადების სტადიაზე ან სასამართლო სხდომაზე. წერილობითი აღიარება დაერთვება საქმეს,
ხოლო ზეპირი შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

მხარეს, რომელმაც აღიარა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ესა თუ ის ფაქტი უფლება აქვს
შემდგომ გააქარწყლოს ეს აღიარება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ აღიარება იყო შეცდომის
შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარეომებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა
აღიარების შემდეგ, ანდა მას ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებით შეუზღუდეს
თავისუფალი ნების გამოვლენა. აღიარების გაქარწყლება შეიძლება მოხდეს გადაწყვეტილების
გამოტანამდე, ისეთ შემთხვევაში თუ სასამართლო მოახდენს მხარის აღიარების უარყოფას, მან
ეს უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.
6. წერილობითი მტკიცებულება

წერილობითი მტკიცებულებას სამოქალაქო პროცესში წარმოადგენს ის საგნები,რომლებიც


შეიცავენ ასოებს,ციფრებს,ხაზებს... და საიდანაც სასამართლო იღებს საქმის კანონერ და
დასაბუთებულად განხილვისა და გადაწყვეტისთვის აუცილებელ გარემოებების შესახებ
ცნობებს.

კანონი ადგენს წერილობით მტკიცებულებათა ჩამონათვალს,ესენია: აქტები, საბუთები,


საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის
მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.თუმცა ეს ჩამონათვალი არაა ამომწურავი,წერილობითი
მტკიცებულებებია ,ასევე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონთ განსაზღვრული ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული
დოკუმენტები.

წერილობითი მტკიცებულებები თვითონ მხარეებმა უნდა წარუდგინონ სასამართლოს.


მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარემ ვერ მიიღო წერილობითი მასალები იმ პირისაგან
ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით,
რომ გამოითხოვოს ეს წერილობითი მასალები. შუამდგომლობის აღმძვრელი პირი
ვალდებულია მიუთითოს, თუ რომელი გარემოების დადგენა შეიძლება გამოსათხოვი
წერილობითი მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ
მითითებული პირის ხელთაა. ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო გამოიტანს განჩინებას
წერილობითი მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ, მას ამის დასაბუთება
ევალება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლოში წერილობითი საბუთების დედნის სახით


წარმოდგენას. იმისათვის, რომ მხარე დედანი საბუთის წარდგენის მოვალეობისაგან
გათავისუფლდეს, მან უნდა დაამტკიცოს რომ დედანი საბუთის წარდგენა შეუძლებელია
გარკვეული მიზეზით.ასლისთვის მტკიცებულების ძალის მინიჭება დამოკიდებულია
სასამართლოს შეხედულებაზე.
გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულებები ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა
სასამართლოს უნდა გადაუგზავნონ დათქმულ ვადაში. თუ მათ ამ ვადაში არ შეუძლიათ
მტკიცებულებების წარდგენა, უნდა აცნობონ სასაამრთლოს, რომელიც საპატიო მიზეზის
არსებობის შემთხვევაში განუსაზღვრავს დამატებით ვადას. შეუტყობინებლობისა და
არასაპატიო მიზეზით მტკიცებულებათა წარუდგენლობისას, სასამართლო პირს, რომელიც
ვალდებული იყოს წარედგინა გამოთხოვილი მტკიცებულება, აჯარიმებ 150 ლარით. ჯარიმა არ
ათავისუფლებს პირს მტკიცებულებათა წარდგენისას, შესაბამისად, განმეორებით
წარუდგენლობისათვის ჯარიმდება პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით. თუ ერთ-ერთი
მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია
შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან,
რომელიც მას ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა და მტკიცების ტვირთი გადააკისროს
მხარეს, რომელიც უარს ამბობს მის წარდგენაზე სასამართლოში.

საბუთის სიყალბის შესახებ განცხადების გაკეთება დასაშვებია მხოლოდ საქმის მომზადების


სტადიაზე, თუმცა მას ასეთი განცხადების გაკეთების უფლება კიდევ ორ შემთხვევაშ აქვს:
პირველი, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარმოდგენილი
საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი სასამართლო სხდომაზე გახდა. საბუთის სიყალბის
დამტკიცების ტვირთი მხარეს რომელმაც გააკეთა განცხადება ასეთი სიყალბის შესახებ არ
ეკისრება, არამედ ამ საბუთის ნამდვილობა უნდა ამტკიცოს ამ საბუთის წარმდგენმა მხარემ. ამ
უკანასკნელს მტკიცების ტვირთი მოეხსნება, თუ იგი მოითხოვს მტკიცებულების ამორიცხვას
საქმის მასალებიდან. ასეთი თხოვნის არარსებობის მიუხედავად სასამართლო მაინც ამოწმებს
საბუთის ნამდვილობას.თუ სასამართლოს ეჭვი ეპარება რომელიმე მტკიცებულების
ნამდვილობაშ, შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა და მიმართოს კანონით დადგენისლ სხვა
ზომებს. თუ სასმართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას
ამორიცხავს მტკიცებულებებიდან და მმისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით
გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.

არის შემთხვევები, როდესაც მხარეებს მაგალითად, საბუთების სიმრავლისა და გადატანის


სიძნელეების გამო, არ აქვთ შესაძლებლობა სასამართლოში წარადგინონ ისინი. ამიტომ,
სასამართლო შეიძლება დაკმაყოფილდეს სათანადო წესით დამოწმებული ამონაწერების
წარდგენით. რაც შეეხება დედანი საბუთების შენახვასა და დაბრუნებას, ისინი ინახება
სასამართლოში საქმესთან ერთად. თუ ასეთი საბუთები, წარმდგენის თხოვნით მას უბრუნდება,
სასამართლო ვალდებულია გადაიღოს ასლები და დაურთოს საქმეს.

7. მოწმეთა ჩვენება

მოწმედ შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს სასამართლოს


ცნობები საქმის გარემოებების შესახებ.

მოწმე უნდა დაასახელოს მხარემ.მხარემ, რომელიც შუამდგომლობს პირის მოწმედ დაშვებისა


და დაკითხვის შესახებ, ვალდებულია, რომ მიუთითოს თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
რა გარემოებების დადასტურება შეუძლია მოწმეს, რის შემდეგაც სასამართლო იღებს
გადაწყვეტილებას გამოიძახოს და დაკითხოს მოწმე თუ არა.
მოწმედ არ შეიძლება გამოძახებულ და დაკითხულ იქნეს-პირი, რომელსაც შესაძლებლობების
შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი
ჩვენება;სასულიერო პირი იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;
წარმომადგენლები სამოქალაქო საქმეებზე და დამცველები სისხლის სამართლის საქმეებზე
ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ
წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებისას; მედიაციის პროცესის მონაწილე
იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა
მედიაციის პროცესში.

მნიშვნელოვანია მოწმის იმუნიტეტი,ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ: მხარეთა


მეუღლეებს, ახლო ნათესავებს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი
მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება. ჩვენების მიცემაზე უარი
დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ან მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს. ჩვენების
მიცემაზე უარის თქმა დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს მოწმემ, რის შემდეგაც მოსამართლე
საბოლოოდ წყვეტს აქვს თუ არა მას ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება. არსებობს
აგრეთვე შემთხვევები როდესაც პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება,თუ საჭიროა დადასტურდეს
გარიგება, რომლის დადებისას იგი მიწვეული იყო მოწმედ.გასარკვევია ოჯახის წევრის
დაბადების, დაქორწინების ან გარდაცვალების საკითხები;ამა თუ იმ სამართლებრივი
ურთიერთობების დამყარებისას იგი მოქმედებდა, როგორც ერთ-ერთი მხარის
წარმომადგენელი.

მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. არასაპატიო


მიზეზით სასამართლოში გამოუცხადებლობისას იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლომ
შეიძლება დაადგინოს მოწმის იძულებითი მოყვანა. განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისთვის
მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, მაგრამ იგი შეიძლება დაიკითხოს მის
ადგილსამყოფელზე, თუ: ავადმყოფობის, მოხუცებულობის ან სხვა საპატიო მიზეზით არ
შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში; აგრეთვე დაკითხული უნდა იქნეს რამდენიმე მოწმე,
რომლებიც ერთ ადგილზე ცხოვრობენ და მათი სასამართლოში გამოცხადება დიდ ხარჯებთან
იქნებოდა დაკავშირებული; ასევე სხვა შემთხვევებშიც- სასამართლოს შეხედულებისამებრ.

ყოველი მოწმე უნდა დაიკითხოს ცალკე. მოწმე, რომელსაც ჩვენება ჯერ არ მიუცია სასამართლო
დარბაზში არ დაიშვება, ხოლო დაკითხული მოწმეები რჩებიან დარბაზში საქმის განხილვის
დასრულებამდე. მას შემდეგ რაც სასამართლო მოწმეს მიმართავს წინადადებით აცნობოს
სასამართლოს ყველაფერი, რაც მისთვის ცნობილია საქმის გარემოებათა შესახებ, იგი
თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოვლივეს. ამის შემდეგ შესაძლებელია შეკითხვების
დასმა. პირველად შეკითხვას აძლევს მხარე, რომლის ინიციატივითაც დაიბარეს მოწმე.
მოსამართლეს მას შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწმეს დაკითხვის ყველა მომენტში.

სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით მეორედ


დაკითხოს მოწმე. მოწმე ჩვენებას აძლევს ზეპირად, მაგრამ მას შეუძლია ისარგებლოს
ჩანაწერებით, თუ მისი ჩვენება დაკავშირებულია რაიმე ციფრობრივ ან სხვა ძნელად
დასამახსოვებელ ცნობებთან. მხარეს შეუძლაი უარი თქვას იმ მოწმის დაკითხვაზე, რომლის
გამოძახებასა და დაკითხვაზე თვითონ იშუამდგომლა სასამართლოში,თუ მოწინააღმდეგე
მხარე თანახმა იქნება ამაზე.

რაც შეეხება არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვას, 14 წლის ასაკამდე მოწმის დაკითხვისას,


ხოლო სასამართოს შეხედულებით 14-დან 18- წლის ასაკამდე მოწმის დაკითხვის დროსაც,
შეიძლება მოწვეულ იქნეს პედაგოგი, აუცილებლობის შემთხვევაში მშორბლები, მეურვეები ან
მზრუნველები. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის დროს შესაძლებელია სასამართლო
დარბაზიდან რომელიმე მხარის გაყვანაც. ეს განპირობებულია იმ მიზნით რომ სასამრთლომ
არასრულწლოვანი მოწმისგან მიიღოს თავისუფალი, სწორი და გულწრფელი ჩვენება.

მოწმე ფიცს დებს იმ შემთხვევაში თუ მის ჩვენებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დავის
გადაწყვეტისათვის და სასამართლო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის. ფიცს არ დებენ 16 წელს
მიუღწეველი პირები და ფიცის დადება ხდება დაკითხვის შემდეგ. ფიცის დადების წინ
სასამართლომ მოწმეს უნდა აუხსნას, რომ მის მიერ წინასწარგანზრახულად ყალბი ჩვენების
მიცემა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ფიცი შეიძლება იყოს როგორც
რელიგიური, ისე არარელიგიური მნიშვნელობის მქონე. თუ მოწმე უარს ამბობს ყველანაირი
ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურებით.

8. ექსპერტის დასკვნა

სასამართლოში საქმის განხილვის დროს შეიძლება წამოიჭრას ისეთი საკითხები, რომლის


გარკვევა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, რომელიც მოსამართლეს არ გააჩნია. სასამართლოს
შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე,
თუ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის. მხარეებს შეუძლიათ
სასამართლოსაგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტის
დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის
მომზადების სტადიაზე. ექსპერტის დასკვნის წარდგენა მხარეს საქმის მთავარ სხომაზე
შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაშ, თუ მანამდე ექსპერტის დასკვნის წარდგენის საჭიროება
ობიექტური მიზეზების გამო მისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი და ასეთი საფუძველი წარმოიშვა
მთავარ სხდომაზე ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო ექსპერტის დასკვნის
წარმოდგენა საქმის მომზადების სტადიაზე.

ექსპერტიზას განჩინებით ნიშნავს სასამართლო. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა


დაინიშნოს რამდენიმე ექსპერტი. ექსპერტების შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია
გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ წარუდგინონ ექსპერტს
კითხვები, საბოლოოდ ექსპერტის არჩევისა და მისთვის კითხვების წარდგენის საკითხს წყვეტს
სასამართლო.

ექსპერიზის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს სასამართლო. თუ სასამართლოს დავალებით


ექსპერტიზის ჩატარება მინდობილი აქვს სპეციალური სასამართლო-საექსპერტო
დაწესებულების ექსპერტს, სასამართლო ამ დაწესებულებას უგზავნის თავის განჩინებას
ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ
მასალებს. ექსპერტს ნიშნავს სააექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი. ხოლო, თუ
ექსპერტიზა ტარდება არასპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებაში, შესაბამის
პირს ექსპერტად ნიშნავს თვითონ სასამართლო, რომელიც ამოწმებს ექსპერტის პიროვნებას, მის
კომპეტენტურობას და განუმარტავს მას მის უფლება-მოვალეობებს.

რაც შეეხება ექსპერტის უფლება-მოვალეობებს, ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია


სასამართლოში გამოცხადდეს გამოძახებისთანავე და წარადგინოს დასკვნა მის წინაშე დასმულ
კითხვებზე. თუ ექსპერტი შეგნებულად წარადგენს ყალბ დასკვნას, არასაპატიო მიზეზით არ
გამოცხადდება სასამართლოში, მის მიმართ გამოყენებული იქნება სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული ღონიძიებები. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის
მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული დაქმის მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს
სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტიზასთან
დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის
მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა
დათვალიერებასა და შემოწმებაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები.

ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს აგროვებს სასამართლო, რომელსაც


წარუდგენენ მხარეები.მასალების წრეს განსაზღვრავს სასამართლო, რომელსაც შეუძლია
გაითვალისწინოს მხარეებისა და ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებები. თუ მხარე
არასაპატიო მიიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან ხელს უშლის ექსპერტიზის
ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია დადასტურებულად ჩაითვლება.

ექსპერტი დასკვნას იძლევა წერილობითი ფორმით. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს


გამოკვლევის აღწერას,შედეგს,დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ
კითხვებზე. სასამართლოს წინადადებით ექსპერტმა შეიძლება მისცეს ზეპირი განმარტება,იგი
შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეებს და მათ წამომადგენლებს უფლება აქვთ
გაეცნონ ექსპერტის დასკვნას, გამოთქვან მოსაზრებები და დასვან შეკითხვები. ექსპერტის
დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათის არ არის, მაგრამ უარი სასამართლომ
უნდა დაასაბუთოს საქმზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს თავისი ინიციატივით


შეუძლია დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის
დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით ან/და რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ერთმანეთთან
წინააღმდეგობაშია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი
ექსპერტიზა და მისი ჩატარება სხვა ექსპერტებს დაავალოს.

ექსპერტიზის ჩატარებამდე ან მის შემდეგ ექსპერტი დებს ფიცს.გასამრჯელო განისაზღვრება


საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ისეთ შემთხვევაში, თუ ექსპერტის აზრით,
ხარჯები დიდად გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ხარჯებს, ვალდებულია, რომ
დროულად აცნობოს ამის შესახებ სასაამრთლოს.

9. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება

ფაქტების მტკიცების ტვირთ ეკისრებათ მხარეებს. ამ ტვირთისაგან გასათავისუფლებლად


მხარეებმა სასამართლოს უნდა წარუდგინონ მტკიცებულებები რომელთა საფუძველზეც
შესაძლებელი იქნება ფაქტის დადასტურება და რომელსაც სასამართლო უტყუარად და
სარწმუნოდ მიიჩნევს. ასევე სასამართლოს შეუძია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ
დამათებით მტკიცებულებები თუ მათ ასეთი გააჩნიათ. სასამართლოს თვითნაც შეუძლია
გამოითხოვოს მტკიცებულებები მხარეთა შუამდგომლობით თ ,ხარეებმა კონკრეტული
მიზეზების გამო თვითნ ბერ შეძლეს მტკიცებულებების უშალოდ მიღება. მხარემ, რომელიც
ასეთი შამდგომლობით მიმართავს სასამართლოს ვალდებულია მიუთითოს თ კონკრეტულად
რომმელი ფაქტის დადასტურებისთის სჭირდება მას ეს მტკცბლბ. სასამართლო ვალდებულია
ზუსტად დაიცვას კანონის მიერ განსაზღრული წესებ9ი მტკიცებულებათ მიღების შეგროვებისა
და შემოწმების შესახებ, რათა ისინი გამოყენებულ იქნეს როგორც მტკიცებულება და არ
დაკარგოს მნშვნ. კანონის დარღვევით მოპოვებულ ,ტკიცებულებებს არ ექნებათ იურიდიული
ძსალა.

მას შემდეგ რაც შეგროვდება მტკიცებულებებბი საჭიროა მათი შემოწმება და შეფასება. ეს


სასამართლოს შემეცნებით საქმიანობის ერთეღტი მნშვნ ეტაპია. საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსი აგებულია მტკიცებულებატა თავისუფალი შეფასების საყოველთაოდ
აღიარებულ პრინციპზე, რომლის თანახმად მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლოს მიერ
შეგროვებული მტკიცებულებების ძალა და უტყუარობა განისაზღვრება უშუალოდ
სასამართლოს მიერ, თუმცა მათ შესახებ საუთრი მოსაზრების გამოთქმა მხარეებსა და პროცესის
სხვა მონაწილეებსაც შეუ₾ძიატ, და მათ მოსაზრებას უდავოდ აქვს მნშვნ მტკიცებოლებათა
შეფასებისთვის. თუმცა საბოლოო შეფასება ხდება სასამართლოს მიერ და ის არის
მთკიცებულებათა შეფასების ერთადერთი სუბიექტი. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს
თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია ყყოველგვარი გარეგანი ზემოქმედებისგან.
სასამართლოს შნაგანი რწმენა ყოველვის უნდა ემყარებოდეს გარკვეულ ობიექტურ მონაცემებს,
ყოველთის უნდა იყოს დასაბუთებლი, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაშ უნდა
მიუთითოს მოსაზრებებზე რის გამოც ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად ხოლო სხვები
არასარწმუნოდ. სასამართლომ ასევე უნდა იხელმძრვანელოს ლოგიკის კანონებით, რომლების
გვასწავლის სწორად აზროვნებას. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებლებათა
შეფასების ზოგად წესებს, რომლებსაც საპროცესო წესები შეიძლება ვუწოდოთ. 1)
მტკიცებლებებს აფასებს უშალოდ საქმის განმხილველი სასამართლო. პირველი ინსტანციის
სასამართლო რომელიც იხილავს საქმეს ვალდებულია უშალოდ გამოიკვლიოს
მტკიცებულებები. 2) მ,ხარეეებს უნდა მიეცეთ შესაძლბლობა გამოთქვან თვიანთი აზრი საქმეშ
არსებულ მტკიცებულებებზე,, თუ ასეთი მტკცბულება წარმოადგინა მხარემ და იგი მიიღო
სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვისა, მაშნ მისი შეინაარსი უნდა გამოქვეყნდეს ამ
სხდომაზე, ან უნდა წარედგინოს მხარეებს გასაცნობად. 3) მხარეებს უფლება აქვთ შეკითხვები
დაუსვან ერთმანეთშ მოწმეებს ექსპერტებს, სპეციალისტებს. 4) მტკიცებულებებს
სასამართლო აფასებს ის ერთობლიობაშ და არა იზოლირებულად. 5) თუ მტკიცებულებათა
ერთობლივად შეფასებისას არმოჩნდება რომ ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშ მოდიან,
სასამართ₾ონ უნდა ახსNას რითაა განპირობებულოი ასეთი წინააღმდეგობის არსებობა. 6)
მმტკიცებულებებს სასამართლო აფასსებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

You might also like