You are on page 1of 2

 

                               აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 


 
საგანი : ქართული სამართლის ისტორია 
ყოველკვირეული წერითი გამოკითხვა 
სტუდენტის გვარი, სახელი___________________________________________ 
ჯგუფის N ______________ 
წერით გამოკითხვაში  ღია კითხვის  შეფასების კრიტერიუმებია:  
 
2 ქულა - პასუხი ზუსტი და ამომწურავია 
1 ქულა -  პასუხი არასრულია ან/და აღინიშნება მცირეოდენი უზუსტობა; 
       0 ქულა - პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული 
თითოეული კითხვა ფასდება 0.5 ქულით. საბოლოო შეფასება წარმოდგენილია საშუალო
არითმეტიკულის სახით. მეათედი მრგვალდება სტუდენტის სასარგებლოდ. 
კითხვები: 
1. რამდენი სახის სასამართლო პროცესი იყო საქართველოში და რა განსხვავებაა მათ
შორის? 
2. „სააჯო კარი“, „სამპარავთმძებნელო სასამართლო“   - განმარტეთ ფუნქციები 
3. მდივანბეგთა სასამართლოს შემადგენლობა და ფუნქციები ვახტანგ VI-ს სამართლის
წიგნის მიხედვით 
4. სასამართლო ორგანიზაცია გვიანფეოდალურ ქართლ-კახეთში 

1.არსებობდას ორი მთავარი სასამართლო_ სამეფო სასამართლო


დაწესებულებები და საკათალიკოსო სასამართლო დაწესებულებები.
ეს უკანასკნელი განიხილავდა ეკლესიის ყველა დაწესებულებაში
შემავალ პირთა საქმეებს. უზენაეს მართლმსაჯულებას კი მეფე
ანხორციელებდა 
 
 
 
 
 
 
2. სააჯო კარი უმაღლესი ინსტანციის სასამართლო დაწესებულება იყო,
რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. სააჯო კარში
საქმეებს არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიალურად განიხილავდნენ.
მწიგნობართუხუცესს ეხმარებოდნენ საწოლისა და ზარდახანის მწიგნობრები.
ისინი იკრიბებოდნენ ორშაბათობით, სხვა კვირის დღეებში სააჯო კარს სხვა
მოსამართლეები ხელმძღვანელობდნენ.              სამპარავთმძებნელო სასამართლო -
საქართველოში არსებობდა ასევე სპეციალური სასამართლოები და მათ შორის იყო „მპარა
ვთმძებნელთა’, ანუ სამართლის სამპარავთმძებნელო. მათ მიზანსა და დანიშნულებას შეა
დგენდა ქურდების ძებნა, მათი აღმოჩენდა და ამასთანავე მათი გასამართლება. აღნიშნულ 
საქმიანობას ემსახურებოდა „ჩენილი“ სწორდე მის მიერ ხდებოდა ქურდების გასამართლე
ბა. 
 
 
 
3. მდივანბეგთა სასამართლოს შემადგენლობა  ვახტანგ VI-ს სამართლის წიგნის
მიხედვით 
 ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის მიხედვით მდივანბეგთა სასამართლო,
წარმოადგენდა კოლეგიალურ დაწესებულებას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან
სისხლისა და სამოქალაქო საქმეებს განიხილავდა. თუმცა ვახტანგ მეფის კანონების
მიხედვით სასამართლოს შემადგენლობა ზუსტად არ არის განსაზღვრული.
სავარაუდოდ, იგი სამ კაცზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.  წყაროებზე დაყრდნობით
შეიძლება ითქვას, რომ დივანბეგთა სასამართლოში შედიოდნენ ,პირველ
რიგში მდივანბეგი, ანუ უფროსი მოსამართლე,  აგრეთვე მსაჯულები ,ანუ
მოსამართლეები და ე.წ. მდივანიც, რომლის ფუნქციაც გახლდათ მხარეთა ჩვენებების
ჩაწერა და იმ მუხლების წაკითხვა, რომლებიც განსახილველ საქმეს ეხებოდა. ასევე უნდა
აღინიშნონ იასაულნი, რომლებიც თავის მხრივ ორ ჯგუფად იყოფოდნენ, კერძოდ,
მართლის მთქმელნი(საგამოძიებო ფუნქციების შემსრულებლები) და გაწყრომისა და
დაჭერის იასაულები(რომლებსაც ევალებოდათ დამნაშავეების შეპყრობა და განაჩენის
სისრულეში მოყვანა).  
 
 
 
4. განმარტეთ სასამართლო პროცესის სტადიები 
ისტორიულად ცნობილია სასამართლო პროცესის სამი ფორმა: საბრალდებო, ინკვიზი
ციური ანუ სამძებრო და შერეული პროცესი. საბრალდებო პროცესისათვის დამახასია
თებელია შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს საქმის წარმოებისას თანასწორი უფლ
ებები ჰქონდათ, ისინი საქმის წამოწყების ინიციატორები იყვნენ და აგროვებდნენ დამ
ამტკიცებელ საბუთებს და წარუდგენდნენ მოსამართლეს. მოსამართლეებს მხოლოდ 
უნდა შეეფასებინათ და ამ მასალების საფუძველზე გამოეტანათ განაჩენი. საბრალდებ
ო პროცესის სხვა პრინციპებია ზეპირობა და საჯაროობა. ფეოდალურ პერიოდში წარმ
ოიშვა პროცესის მეორე ფორმა ინკვიზიციური ანუ სამძებრო. აქ საქმის აღძვრა ხდებო
და არა მხარეთა კერძო ინიციატივით, არამედ სახელმწიფოს მოხელეების ინიციატივი
თ. მხარეები აღარ გვევლინებიან თანასწორუფლებიანებად და მათ ორივეს ფუნქციებს 
ასრულებდა სასამართლო. იგი იწყებდა საქმეს, აგროვებდა მტკიცებულებებს, ბრალდ
ებული გახდა სრულიად უუფლებო. საჯაროობაც უარყვეს და პროცესი მიმდინარეობ
და ფარულად და წერილობით.  
 
 

You might also like