You are on page 1of 5

10-ქულიანი დავალებები

1. სასჯელის მიზნები ივანე ჯავახიშვილის მიხედვით. გვ 247-249


- ივანე ჯავახიშვილმა ამომწურავად გამოიკვლია სასჯელის მიზნები ძველ ქართულ
მწერლობასა და საეკლესიო სამართალზე დაყრდნობით. მან გამოკვეთა 4 სასჯელის
მიზანი: 1. ზნეობრივი გამოსწორება, 2. დამნაშავის მიმართ ხორციელი და ფიზიკური
ტკივილის მიყენება 3. ექსორია და გაძევება, რითაც მიიღწეოდა საზოგადოებრივი
მშვიდობის დაცვა. 4. კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვა. განვიხილოთ
თითოეული მათგანი: 1. დამნაშავის დასჯის დროს სასჯელის მიზანი უპირველესად
იყო მისი ზნეობრივი გამოსწორება. ამ შეხედულებას იზიარებდა ექვთიმე
მთაწმინდელი. იგი სასჯელის დანიშნულებად თვლიდა წვრთნას. ..... დანარჩენი 247-
249 გვერდებზე

2. ჩამოთვალეთ და განმარტეთ დანაშაულის აღმნიშვნელი ტერმინები 219-221


3. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, შემამსუბუქებელი და გამომრიცხავი
გარემოებები - 225-229
4. მცირე სჯულისკანონი და დიდი სჯულისკანონი (ავტორები, შედგენის დრო და
შედგენილობა) – ივ. სურგულაძის ქსი 157-159 + 172-17
5. 6

- ,,მცირე სჯულისკანონი’’ მე-11 საუკუნის სამართლის ძეგლია, რომელიც შედგება 4


ნაწილისგან:
1. 692 წლის მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები
2. კანონნი შეცოდებულთანი იოანე მმარხველისა
3. კანონნი დღითი-დღეთა ცდომათანი
4. ძეგლის წერა სარწმუნოებისა.
ეს ოთხი ნაწილი წარმოადგენს ერთ კრებულს, რომელიც ბერძნულიდან ქართულად
თარგმნა ექვთიმე მთაწმინდელმა. როგორც იგი აღნიშნავს, მან თარგმანი სულიერი
ძმების, ანუ ბერების თხოვნით შეასრულა და თარგმნა სხვადასხვა წყარო . თუმცა, მან
მხოლოდ თარგმანი კი არ გააკეთა, არამედ ტექსტი თავისებურად დაალაგა და
მრავალი თავისი მოსაზრებაც ჩართო და ის შესაბამისობაში მოიყვანა ქართულ
რეალობასთან. ვინაიდან, ექვთიმემ თარგმანი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით
გააკეთა, რასაკვირველია, მას ერთიანი საკანონმდებლო აქტის მნიშვნელობა არ აქვს .
ასეთ ნაშრომს დაბეჭდილი ძეგლის სტატუსი ვერ ექნება, ამიტომაც იყო იგი
უფლებამოსილი საკუთარი შეხედულებისამებრ შეეტანა ტექსტში ცვლილებები .
,,მცირე სჯულისკანონი’’ აერთიანებს სამართლის მრავალ დარგს, მათ შორის
სისხლის სამართალს, და წარმოდგენილია სისხლის სამართლის ინსტიტუტები ,
სასჯელის სახეები, ფორმები, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები .
სავარაუდოა, რომ თარგმანი ექვთიმემ შეასრულა მამის გარდაცვალების შემდეგ
(გარდაიცვალა 1005 წელს), თავად კი 1028 წელს გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე,
თარგმანი შესრულებული უნდა იყოს 1005-1028 წლებში.
- რაც შეეხება ,,დიდ სჯულისკანონს’’:
ნომოკანონი, ქართულად სჯულისკანონი, საეკლესიო შინაარსის კოდექსია და
მოიცავს ეკლესიის შინაგანაწესს, აგრეთვე საყოფაცხოვრებო და საოჯახო
სამართლის ნორმებს. იგი ეხება სისხლის სამართლის საკითხებს , აგრეთვე კერძო
სამართალთან დაკავშირებულ საოჯახო და მემკვიდრეობით ურთერთობებს .
თავად კოდექსი კი ჩამოყალიბდა მე-9 საუკუნეში. დიდი სჯულისკანონი თარგმნა
არსენ იყალთოელმა მე-11 - მე-12 საუკუნეებში. იგი შედგება 4 წყაროსგან:|
1. ,,მოციქულთა’’ 85 საეკლესიო კანონი, რომელიც საეკლესიო კანონმდებლობის
პირველი წერილობითი ძეგლია.
2. მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები
3. ადგილობრივი საეკლესიო კანონები
4. ავტორიტეტულ საეკლესიო მოღვაწეთა ეპისტოლარული კანონმდებლობა.
მცირე სჯულისკანონი და დიდი სჯულისკანონი ბრალის შესახებ ერთნაირი წყაროებით
სარგებლობენ. საინტერესოა ,,კანონებრივი განწესებანი’’, სადაც თავმოყრილია
ბრალის, განზრახვის და შემთხვევითობის საკითხები.
დიდ სჯულისკანონში გვხვდება საკმაოდ საინტერესო ტერმინები და აგრეთვე
დანაშაულის მაგალითები.
1. დამთხვევა - შემთხვევითობას ნიშნავს, ანუ დანაშაულებრივი ქმედება რომელიც
შემთხვევით იქნა ჩადენილი. მაგალითად მოყვანილია დათვზე ნადირობა , როცა
ნადირის ნაცვლად შემთხვევით ადამიანს მოკლავს მონადირე .
2. წინასწარწურთილება განზრახვას ნიშნავს. თავად განზრახვაც არის გამოყენებული
ტექსტში
3. განზრახვა-ბჭობა - მოფიქრება
4. ბრალი - დანაშაული
5. ბრალდებული - დამნაშავე
6. ბრალი განიძარცვოს - დანაშაულისგან თავი იმართლოს
7. გულისთქმა - სურვილი, წადილი
8. გულისსიტყვით - განზრახ
9. გულსავსე - დარწმუნებული
10. გულყოველობა - გულწრფელობა
11. თვითხელმწიფება - თავისუფლება, ქმედუნარიანობა, პასუხისმგებლობა
12. უდებება - გაუფრთხილებლობა, უგულებელყოფა, უსაქმურობა, სიზარმაცე
13. განკითხვა - გასამართლება
14. ბჭე, საბჭო, ბჭობა, სამსჯავრო, მსაჯული, სასჯელი და ა.შ.
ეს ტერმინები გამოიყენება მხოლოდ ბრალთან დაკავშირებით. დიდი სჯულისკანონი
იმდენად მდიდარი წიგნია ტერმინებით, რომ მასში 500 იურიდიული ტერმინია
მოყვანილი, რაც ქართული იურიდიული ასზროვნების მაღალ დონეზე მეტყველებს .
6. რუის-ურბნისის ძეგლისწერა და კათალიკოსთა სამართალი ( ავტორები, შედგენის
დრო და საერო ხასიათის ნორმები) – ივ. სურგულაძის ქსი 177-187 + 214-222

7. აღბუღას სამართლის წიგნი (შედგენის დრო და შედგენილობა) – ივ. სურგულაძის


ქსი 82-95

4 ქულიანები
1. თანამონაწილეობის აღმნიშვნელი ტერმინები - 229-230
- განმრზახი, თანამზრახველი, განზრახვის თანამოწმე, მიმდგომი,
ასაბია/მეშუელი, თანაშემწე, ძალისმიმცემელი, შინათგამცემელი.

2. ვახტანგის სამართლის წიგნთა კრებულის შემადგენელი ნაწილები -


- უცხოეთიდან ნათარგმნი: ბერძნული სამართალი, სომხური სამართალი ,
ებრაული (მოსეს) სამართალი. ადგილობრივი, ქართული სამართლის ძეგლები :
გიორგი მე-5-ის ძეგლისდება, ბექა აღბუღას სამართალი, კათალიკოსთა
სამართალი. და თავად ვახტანგის სამართალი - სამართალი ბატონიშვილისა
ვახტანგისა.

3. ჩამოთვალეთ სასჯელთა სახეები


- სასჯელთა სახეები მონღოლთა შემოსევამდე: 1. სიკვდილით დასჯა, 2. სხეულის
დამასახიჩრებელი სასჯელები, 3. ექსორია და გაძევება 4. თავისუფლების
აღკვეთა 5. მტკივნეული სასჯელები 6. ქონების კონფისკაცია 7.
მოქალაქეობრივი უფლებების ჩამორთმევა 8. ქონებრივი საზღაური
სახელმწიფოს, ფეოდალის, სასამართლოს მიმართ, 9. დაკრულვა და სხვა
საეკლესიო სასჯელები.

მონღოლთა შემოსევების შემდეგ: 1. სიკვდილით დასჯა 2. დამასახიჩრებელი სასჯელები 3.


ტკივილის მიმყენებელი სასჯელები 4. თავისუფლების აღკვეთა 5. გამაწბილებელი
სასჯელები 6. ქონებრივი სასჯელები 7. საეკლესიო ხასიათის სასჯელები - დაკრულვა ,
შეჩვენება.

4. ბაგრატის სამართლის წიგნის ფრაგმენტის ავტორობის საკითხი (ივ. ჯავახიშვილის ,


ივ. სურგულაძის, ის.დოლიძისა და ა. კიკვიძის მოსაზრებები)
-
5. დანაშაულის სუბიექტის ასაკი იოანე მმარხველის, ექვთიმე მთაწმინდალისა და
ვახტანგის სამართ₾ის წიგნის მმიხედვით
-
6. დაასახელეთ სამოქალაქო ხასიათის ნორმები გიორგი V-ის ,,ძეგლის დადების’’
მიხედვით
- სულ 4-ია სამოქალაქო სამართლის მუხლები: ვალი და პროცენტი, გაყრა,
მშობლებისა და შვილების ეკონომიკური ურთიერთობა, ბეითალმანი ქონება .
7. დარბაზის (სამეფო საბჭოს) მოწვევის წესი და ფუნქციები
- დარბაზი არაბული სიტყვაა და სამეფო კარს ნიშნავს. დარბაზი, იგივე სამეფო
საბჭო, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყო, რომელიც მეფის ხელისუფლებას
გარკვეულწილად ზღუდავდა. თუმცა, დარბაზი მეფის თანდასწრებითა და
მონაწილეობით იმართებოდა. განსაზღრული იყო დარბაზის მოწვევის წესი , დრო ,
ფორმები. მეფეს შესაძლოა, დარბაზი მოეწვია მოხელეების დასანიშნად,
სახელმწიფოში არსებული პრობლემების განსახილველად, უცხოელი მეფეების
მისაღებად და სხვა შემთხვევებში.
დარბაზობის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის ბაგრატ მე-4-ის ოპიზრის
სიგელი, რომლის მიხედვითად დარბაზში შედიოდნენ უმაღლესი საეკლესიო
პირები, ერისთავთერისთავები და ერისთავები და ყველა ხეობის სასამართლო
საქმიანობის მცოდნე აზნაურნი, თუმცა არაფერია ნათქვამი ვეზირების შესახებ ,
რომლებიც სავარაუდოა, რომ უნდა დასწრებოდნენ დარბაზის მოწვევას . თუმცა ,
ოპიზრის სიგელში განხილულ შემთხვევაში, კერძო პირებს შორის არსებული
მდგომარეობა განიხილებოდა და ალბათ არ იყო საჭიროება ვაზირთა დასწრებისა .

განსხვავდებოდა დიდი წესით დარბაზობა და მცირე წესით დარბაზობა და თუ


რომელი წესით უნდა ჩატარებულიყო ამას მეფე წყვეტდა. დიდი წესით დარბაზობა
უფრო საზეიმო ხასიათისა იყო და დარბაზის წევრების გარდა სხვა მოხელეებიც
ესწრებოდნენ. რაც შეეხება მცირე წესს, ეს იყო დარბაზის საქმიანი სხდომა ,
რომელსაც მხოლოდ წევრები ესწრებოდნენ და იგი მოიწვეოდა ხოლმე საგანგებო
სიტუაციებშიც და განხილული საკითხის საიდუმლოდ დაცვა სავალდებულო
ხასიათისა იყო.
დარბაზის უფლებამოსილებებში შედიოდა: 1. ომისა და ზავის საკითხებს, 2.
საკანონმდებლო საკითხებს, 3. მოხელეთა დანიშვნას 4. უცხოელი სტუმრების
მიღებას 5. უზენაესი მართლმსაჯულების განხორციელებას. 6. საზეიმო სიტუაციებში
შეკრება.
დარბაზში ყველა სტუმარსა თუ მოხელეს თავისი ადგილი ჰქონდა განსაზღვრული .
ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად თამარ მეფის დროს) განსაკუთრებული
მოხელეები ბალიშიან სკამებზე ისხდნენ.
დარბაზს იწვევდნენ დიდი საეკლესიო დღესასწაულების დროსაც , მაგალითად
აღდგომასა და ნათლისღებისას.

8. სავაზიროს შემადგენლობა
9. მეჭურჭლეთუხუცესის ფუნქციები და მისი ქვემდებარე მოხელეები
10. მსახურთუხუცესის ფუნქციები და ქვემდებარე მოხელეები
11. მანდატურთუხუცესის ფუნქციები და ქვემდებარე მოხელეები
- მანდატურთუხუცესი, დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრია . იგი საპოლიციო
უწყების ხელმძღვანელი იყო, რომლის ფუნქციაც ქვეყანაში მშვიდობისა და
უსაფრთხოების დაცვა იყო. იგი იცავდა შენობებს, სადაც დიდებულთა სხდომები
ტარდებოდა, იცავდნენ მეფეს, მის ვენახებს, ასევე საპატიო კაცთა გამყოლებიც
იყვნენ. მაშინაც კი, როცა ომი იყო, ისინი ლაშქარში არ მიდიოდნენ და
ადგილობრივ უსაფრთხოებას იცავდნენ. მანდატურთუხუცესი სამთა ვაზირთა ჯუფში
შედიოდა და უტოლდებოდა ათაბაგსა და ამირსპასალარს. მისი მოადგილე იყო
ამირეჯიბი. ისიც დიდი უფლებებით სარგებლობდა, ესწრებოდა სავაზიროს , ჰქონდა
მეფესთან შეხვედრის უფლება. მას ემორჩილებოდნენ ეჯიბები, გამგეთუხუცესი ,
მესტუმრე.
ეჯიბები - კარისკაცები
მესტუმრე - ევალებოდა მოციქულთა დახვედრა.
მერიგე - მიცემულ დავალებებს ასრულებდა
გამგეთუხუცესს კი ექვემდებარებოდნენ: საგანმგეოს უფროსი, მეჯამეთუხუცესი ,
სარემოს ნაცვალი.

12. რომელი ვეზირის უფლებამოსილებას შეადგენდა ,,ქვეყნის გაცემის’’ უფლება და


რას გულისხმობს იგი?

You might also like